„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის თანახმად, უსკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატი უპარტიო პირი უნდა იყოს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ არის მხოლოდ ფორმალური ხასიათის და კანდიდატის პოლიტიკურ ნეიტრალურობას გულისხმობს. მიუხედავადა ამისა, ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დარეგისტრირებული 24 კანდიდატიდან 19 კანდიდატის საარჩევნო გამოცდილება სწორედ პოლიტიკურ პარტიებთან გაწეულ საქმიანობას უკავშირდება და ისინი ცალსახად ასოცირდებიან საზოგადოების თვალში ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან.
„სამართლიანი არჩევნები“ მუშაობის დაწყებისთანავე მოუწოდებდა კომისიას, რომ მომხდარიყო მხოლოდ პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატების პროფესიული ნიშნით შერჩევა და შესაბამისად აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცემოდა. აღნიშნული მოთხოვნა კომისიის მუშაობის პროცესში არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, კომისიის მიერ მთავრობის თავმჯდომარისთვის წარდგენილი 9 კანდიდატიდან მხოლოდ 3, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილი 6 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი არ იყო ასოცირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან.
მიგვაჩნია, რომ უსკოს წევრებად არჩეული სამივე პირის პოლიტიკური ასოციაცია ამა თუ იმ პარტიასთან სრულიად აშკარაა და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით მოხდა მათი არჩევა უმაღლესი საბჭოს მიერ. უსკოს წევრად არჩეული ზურაბ გოლიაძე ბოლო წლებში კოალიცია „ქართული ოცნების“ ქობულეთის საარჩევნო შტაბში იურისტად მუშაობდა, 2012 წლის არჩევნებზე კი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო ქობულეთის საარჩევნო ოლქში. კიდევ ერთი ახლადარჩეული წევრი, რამაზ გოლომანიძე, ქედის საკრებულოს წევრია და ამავე საკრებულოს მიერ მოწოდებული 6 ივლისის წერილის თანახმად ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე; მესამე წევრი კი, თორნიკე მჟავანაძე, 2013 წელს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარდგენილი ბათუმის საარჩევნო ოლქის წევრი იყო.
მიგვაჩნია, რომ უსკო საზოგადოების განსაკუთრებული ნდობით უნდა სარგებლობდეს და მისი დაკომპლექტება პროფესიული ნიშნით უნდა მოხდეს, რადგან საზოგადოებაში არ გაჩნდეს ამ ორგანოს პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდა.
გარდა ამისა, საკონკურსო კომისია, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატისა 5 წევრისა და არასამთავრობო სექტორის 2 წარმომადგენლისგან შედგება, ვერ უზრუნველყოფს რეალურ პარიტეტს. მიგვაჩნია, რომ კომისიის მუშაობის მეტი ნეიტრალურობისა და ობიექტურობისთვის, ის თანაბრად უნდა იყოს დაკომპლექტებული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორით. შესაბამისად, მოვუწოდებთ აჭარის მთავრობას სამომავლოდ გადაიხედოს აღნიშნული კომისიის დაკომპლექტების წესი“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა.
10 სართულიანი სასტუმრო 101 ნომერს მოიცავს. „Colosseum Marina Hotel”- ში ყველა ნომერი ზღვის ხედითაა. სასტუმროს 80 ადგილიანი ავტოსადგომი, ჩოგბურთის ღია და დახურული ორი მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, 1200 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ორი ვერანდა, ღია და დახურული აუზები, ორი საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი და ბავშვებისთვის განკუთვნილი იზოლირებული გასართობი კუთხე გააჩნია. ადგილობრივ მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროს მშენებლობა 2013 წლის 1 მარტს დაიწყო. მშენებლობაში “მარი ჯგუფმა” 14 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
სასტუმროში ამჟამად 100 ადგილობრივი კადრია დასაქმებული, სრულად ამოქმედების შემდეგ კი სულ 170 ადამიანი დასაქმდება.
“წელს ბათუმში 20 სასტუმროს პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს 700 მილიონ დოლარს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა მოთხოვნა არის მზარდი და ტურისტების რაოდენობა მატულობს ბათუმში და ზოგადად აჭარაში. ჩვენ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა გვქონდა ტურისტების გასულ წლებში და წელსაც მათი რიცხვი მნიშვნელოვნად დიდია. ტურიზმი არის მზარდი და ამ მიმართულებით საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება,”-განაცხადა პრემიერმა სასტუმროს დათვალიერების შემდეგ.
დევნილების განცხადებით, მათ ჯერ ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა დახმარებას, მიმდინარე წელს კი დევნილთა და განსახლების მინისტრთან, სოზარ სუბართანაც იმყოფებოდნენ მათი წარმომადგენლები, მაგრამ მათი ბინებით დაკმაყოფილების საკითხი არ წყდება. დევნილების თქმით, მათ 2006 წელს ძალით გამოსახლების შემდეგ მიიღეს კონპენსაცია, 7 000 დოლარი, თუმცა ამ თანხად საცხოვრებელი ფართის შეძენა ვერ შეძლეს და დღემდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.
„სულ გვპირდებიან, ეს აშენდება, ის აშენდება… სააკაშვილის მთავრობის დროს ასე იყო და იგივე გრძელდება ამ მთავრობასთან. ჩვენ გვინდოდა კონვერტის გადაცემა, არ მჯერა, რომ კონვერტი მიდის ადრესატამდე. მინდოდა ხელიდან ხელში გადამეცა, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ პრემიერ-მინისტრმა ნამდვილად მიიღო ჩემი წერილი. მივცემდი წერილს და ეს იქნებოდა“, – თქვა ეკატერინე დოლიძემ.
„დაახლოებით ოთხასი ოჯახია ასეთი, ქირით ვცხოვრობთ და იმ ქირის ფულსაც ვერ ვიხდით“, – ამბობს ნანა პერტია.
სასტუმრო „კოლიზეუმის“ გახსნის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დევნილებთან შესახვედრად გამოვიდა და დაახლოებით 10-15 წუთის მანძილზე ესაუბრა მათ რამდენიმე წარმომადგენელს. „პრემიერმა ბოდიში მოგვიხადა, რომ ძალით გაგვიყვანა დაცვამ“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მოქალაქემ. დევნილების თქმით, ღარიბაშვილი მათ სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდა:
„ორი ბინა შეისყიდა მთვრობამ, სადაც გავიგეთ, რომ ჩვენ არ ვხვდებით. ჩვენ შევხვდით სოზარ სუბარს, მან თქვა, თუ სახელწიფო კანონს არ მიიღებს, მე ამის შეცვლა არ შემიძლიაო. თქვა, რომ მე თვითონ ვიცავდი თქვენს უფლებებს და სახელმწიფომ უნდა მომცეს საშუალება, რომ მე მოგცეთ ბინებიო. პრემიერმა თქვა, რომ ამ წუთში დარეკავს სოზარ სუბართან და გიორგი ვოლსკისთან, რომელსაც ჩვენ ასევე შევხვდით და ყველაფერში გაერკვევა. ჩაიწერა ჩვენი საკონტაქტო ნომერი. ვიმედოვნებთ, რომ ზუსტად ასე იქნება“, – განაცხადა ნანა ჭანტურიამ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.
აქვს თუ არა მერს საკრებულოსთან სუბორდინაციის პრობლემა? – გიორგი ერმაკოვმა საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის წარდგენის დროს არმისვლაზე კომენტარი „ტელეარხ 25-თან“ გააკეთა, სადაც მან თქვა, რომ არ არის ვალდებული ყველა სხდომას დაესწროს.
თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მიხედვით, მერს მართლაც არ აქვს ვალდებულება საკრებულოს ყველა სხდომას დაესწროს, თუმცა იგივე კანონი და საკრებულოს რეგლამენტი მას ავალდებულებს საკრებულოს ბიუჯეტის ანგარიში თავად წარუდგინოს და შესაბამის კითხვებსაც გასცეს პასუხები.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მერი საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის მიერ ბიუჯეტის შესრულებაზე მომზადებულმა დასკვნამ გაანაწყენა.
„დასკვნა კრიტიკული იყო, ამან შიდა დაპირისპირება გამოწვია“, – უთხრა „ბათუმელებს“ წყარომ, რომელმაც კონფიდენციალურობა ითხოვა.
ბიუჯეტის შესახებ კითხვები ამჯერად საკრებულოს უმრავლესობასაც ჰქონდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, დიმა დარჩია სხდომაზევე ამბობდა, რომ ის ამ კითხვებს მერთან აუცილებლად დასვამდა. ფრაქციის თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე კი ამბობს, რომ საკრებულოს მერთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვს.
„მერს აქვს ბევრი საქმე, ქალაქში ჩამოდიან სტუმრები. ის ყველა სხდომას ვერ დაესწრება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მისგან პასუხების მიღების პრობლემა“, – უთხრა თამაზ თურმანიძემ „ბათუმელებს“.
რა კითხვები აქვს საკრებულოს ოპოზიციას მერთან? – „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ჯაბა ბერიძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ბიუჯეტის შეუსრულებლობაა: „პირველი კითხვაა, თუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას წლის ბოლოს ბიუჯეტის შეუსრულებლობასა და დაუხარჯავ მილიონებზე; რატომ ვერ ხერხდება იაფი სახლის პროგრამის დაწყება, რატომ არ იკრიბება შესაბამისი კომისია, რომ შეიმუშაოს კრიტერიუმები და რატომ არ ემორჩილება ვიცე-მერს სამსახურის უფროსი“.
ჯაბა ბერიძის აზრით, ბათუმის მერიაში ელემენტარული საკითხები ვერც აპარატის უფროსის და ვერც ვიცე-მერის დონეზე ვერ წყდება და მერის ჩართვას საჭიროებს, რაც, მისივე თქმით, ისეთივე პრობლემაა, როგორიც ბიუჯეტის შეუსრულებელობა.
გაზეთ „ბათუმელებს“ აინტერესებდა, როგორ ემზადება მერია „ბათუმობისათვის“, მაგრამ სამზადისის შესახებ ინფორმაციის მიღება „ბათუმელებისთვის“ წელს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წინა ორ წელში. ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა მერიის პრესსამსახურთან. ამის მიღწევა ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირთან. მერის მოადგილემ, ალექსანდრეე მითაიშვილმა სატელეფონო საუბარში აღნიშნა: „თუ პრესსამსახურთან უკვე ისაუბრეთ, რაღა გინდათ? – ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ. მიდის მუშაობა და როცა ჩამოვყალიბდებით, მაშინ ვილაპარაკებთ“.
კითხვაზე: ანუ დავწეროთ, რომ სექტემბრამდე ორი კვირით ადრე „ბათუმობის“ შესახებ მერია ჩამოყალიბებული არ არის? – მერის მოადგილემ ასე გვიპასუხა: „თქვენ მოტივირებული ხართ, რომ ეს დაწეროთ. დიახ, ვართ ჩამოყალიბებული, ვმუშაობთ და რომ დასრულდება, შევჯერდებით და ყველაფერზე შემდეგ ვილაპარაკებთ“.
2015 წლის ბიუჯეტში „ბათუმობისთვის“ 200 000 ლარია გათვალისწინებული.
წინა წლებში ჩატარებული „ბათუმობა“ საზოგადოების განხილვის საგანი არა ერთხელ გახდა. „ბათუმობისათვის“ გათვალისწინებული თანხა წინა წლებშიც სოლიდური იყო, მაგრამ ყველა ხარვეზი, რაც „ბათუმობას“ ახლდა, საზოგადოების შეფასებით, არასწორი და დაგვიანებული დაგეგმვის შედეგი იყო.
3 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აიპი „ბათუმის კორპუსს“ აპრილში სამსახურიდან გათავისუფლებული თომა ხალვაშის, ირაკლი მექვაბიშვილისა და ლაშა კილაბერიას სამსახურში აღდგენა დაავალა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა. მოსარჩელეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით ხსნიან. „როგორც ბრძანებაში ეწერა, სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს, სინამდვილეში ჩვენი გათავისუფლების მოტივი პოლიტიკური იყო, რადგან 21 მარტს თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ვიმყოფებოდით. დაგვიბარეს და მოგვაწერინეს რეორგანიზაციის განცხადებაზე ხელი, თან გაგვაფრთხილეს, ვინც ხვალ აქციაზე წახვალთ, სამსახურიდან იქნებით გათავისუფლებულებიო,“ -ამბობს ლაშა კილაბერია.
ლელა დევაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენას ბათუმის საქალაქო სასამართლოს სთხოვდა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძის 2015 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით უწყებას ლელა დევაძის სამსახურში აღდგენა დაევალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ასევე უნდა აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან.
მოსამართლემ 2015 წლის 15 მაისის #15 ბრძანება „ლელა დევაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ გააუქმა. როგორც „ბათუმელებს“ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განუმარტეს, ლელა დევაძის სამსახურში აღდგენას იგივე პოზიციაზე გეგმავენ, თუმცა ამის პარალელურად აპირებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას.
სამსახურში აღდგენას ბათუმის საკრებულოს აპარატის კიდევ ერთი თანამშრომელი ცდილობს. მისი საქმეც სასამართლოშია, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს საქმე განხილვის პროცესშია. ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ ინახება სტატისტიკა იმის შესახებ, მაგალითად, ბოლოს ერთი წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი აღადგინეს სამსახურში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლო მსგავსი სახის სტატისტიკას არ ამზადებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2012 წლიდან უწევს უფასო იურიდიულ დახმარებას გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციის იურისტებმა სხვადასხვა ინსტანციაში 60-ზე მეტი პროცესი მოიგეს, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი სასამართლომ უკანონო გათავისუფლებულად მიიჩნია და სამსახურში აღადგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის განმავლობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან 5 ათასზე მეტი საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს, მათგან 2,300 (45%) – საკუთარი განცხადების საფუძველზე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით: “გონივრულ ეჭვებს ბადებდა, რომ ხშირ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეები საკუთარი ნებით არ ტოვებდნენ სამსახურს.“
პროექტის განმხორციელებლის ინფორმაციით, რეგიონებიდან სულ 4 424 განაცხადი მიღებულია (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 937; კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი-2 487). განმცხადებელ პირთა რაოდენობამ კი ჯამში 7 336-ს მიაღწია.
ამ რეგიონებიდან მეორე ეტაპისთვის შერჩეული ბიზნეს-იდეების შესახებ ინფორმაცია პირველ სექტემბერს გახდება ცნობილი.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ამ დროისთვის მეორე ტური – ტრენინგების ეტაპიც დასრულებულია. ამ რეგიონებიდან ბიზნეს-გეგმის შემუშავების სასწავლო კურსებს 827 პირი დაესწრო.
წინასწარი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შერჩეული ბიზნეს იდეის ავტორი, მეწარმე სუბიექტი იდეის მხარდასაჭრეად 5000 ლარს მიიღებს (ორკაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამკაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარს).
ბიზნეს იდეებს სპეციალური კომისია არჩევს. პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.
უწყების ცნობით, პროექტის მიზანია არასრულწლოვნებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ლოგიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება, არასრულწლოვნების თავისუფალი დროის სწორად წარმართვა. შეჯიბრში იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე დაესწრო. მისი განცხადებით, შეჯიბრი „ლიდერთა სახლის“ აქტიური მონაწილეებისთვის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება იყო: „თამაშში ჩაერთვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულ სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ტრენინგებში. შეჯიბრი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მონაწილეებს რთული მინიშნებების მოძიება და ისტორიულ-გეოგრაფიულ კითხვებზე პასუხების მომზადება ბათუმის ბულვარში დაევალათ. გამარჯვებული გუნდი გარდამავალი თასით და სხვადასხვა შინაარსის ლიტერატურით დასაჩუქრდა“, განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ.
თამაშში 35 მოსწავლე ( 7 გუნდი, გუნდში – 5 მოსწავლე) მონაწილეობდა. თამაშის საორგანიზაციო და ტექნიკურ დეტალებზე „ლიდერთა სახლის“ შვიდმა მოხალისე სტუდენტმა იზრუნა. წიგნების სასაჩუქრე კომპლექტი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ დააწესა, ხოლო ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოცემული, ახალგაზრდებისთვის ადაპტირებული იურიდიული შინაარსის წიგნი – „სამართლის ქალაქი“.
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამა „ლიდერთა სახლი“ საქართველოს მასშტაბით 13 ქალაქში, იუსტიციის სახლებში მიდმინარეობს.
ნატა, თუ იცნობთ ბეჟან გობაძის საჩივრის შინაარს და დაუჭერთ თუ არა მას მხარს? – ცნობილია, რომ თქვენი ერთი ხმა გადაწყვეტს შეიცვალოს თუ არა აჭარის ტელევიზიაში დირექტორი.
განცხადება რეგისტრირებული რომ არის, ამის შესახებ ვარ ინფორმირებული, საბჭოს თავმჯდომარემაც შემატყობინა ამის შესახებ და ჩვენმა იურისტმაც. ანუ ვიცი, რომ განცხადება არის შესული და დირექტორის იმპიჩმენტის საკითხია დაყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენ პროცედურის სრული დაცვით ჩავატარებთ პროცესს. მოვიწვევთ დირექტორს, რომელიც მგონია, რომ მზად იქნება კითხვებზე პასუხის გასაცემად.
ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას რაც შეეხება – ჩემთვის მნიშვნელოვანია სოსო სტურუა რა პასუხებს გაგვცემს იმ ხარვეზებასა და პრობლემებზე, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებობს. მაგრამ ერთ ფაქტორს მინდა ხაზი გავუსვა: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკამ არ განაპირობოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩენტის საკითხის დაყენება. პოლიტიკური ძალებისგან არ იყოს ეს ინსპირერებული. მე დავაკვირდები, გარე ძალებისგან, პოლიტიკისგან რამდენად შეინიშნება ამ პროცესებში ჩარევა.
ეს ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია და ამიტომაც ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. მე ვიმყოფები ქალაქ გარეთ, მივდივარ დღეს ბათუმში და ვფიქრობ, ორი დღე მეყოფა იმისათვის, საბჭოს სხდომას მომზადებული რომ შევხვდე, ანუ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში ვიყო დარწმუნებული.
რას გულისხმობთ პოლიტიკასა და გარე ძალებში?
რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ რუსეთს ან ამერიკას. მაინტერესებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი იყო თუ არა პოლიტიკური პარტიების კარნახით დაყენებული. იყო თუ არა ეს პროცესი პოლიტიკისგან დისტანცირებული. მე, რა თქმა უნდა, არავინ მეტყვის ამის შესახებ, თუ ამის თქმა არ სჭირდებათ და არც იმის მექანიზმები არსებობს, რომ მე ეს გადავამოწმო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შევძლებ ანალიზს, ჰქონდა თუ არა პოლიტიკურ პარტიას ზემოქმედების საშუალება. მე არ ვამბობ, რომ ეს ოპოზიციაა ან ხელისუფლება, მე ვამბობ, ზოგადად, პოლიტიკაზე. ვიმედოვნებ, ორ დღეში შევძლებ სათანადო ანალიზის გაკეთებას.
ბეჟან გობაძე ამბობს, რომ გარკვეული კითხებით მიმართავდა დირექტორს. მაგალითად, საგამოძიებო ფილმის არგაშვების თაობაზე, ვებ-გვერდიდან ეთერში გასული მასალის ჩამოხსნაზე. თქვენ პირადად თუ გაქვთ კონკრეტულად ამ საკითხებზე კითხვები?
რა თქმა უნდა, კითხვები არსებობდა. ამ კითხვების შესახებ ჩვენ არაერთხელ ვიმსჯელეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომაზე. ამავე დროს, მივწერეთ დირექტორს, მათ შორის ჩემი ხელმოწერითაც, როგორც საგამოძიებო გადაცემის არგაშვებაზე, ისე ვებ-გვერდიდან მასალის ჩამოხსნაზე. ჩვენ მივიღეთ ამ კითხვებზე პასუხები, მაგრამ ეს არ იყო ისეთი პასუხები, რომელიც პასუხისმგებლობას აარიდებდა დირექტორს. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არ იყო დირქტორის შეცდომა, რა თქმა უნდა, ეს იყო დირექტორის დიდი შეცდომა.
პირადად მე ვფიქრობდი, რომ ამის გამო დირექტორისთვის, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, საყვედური გამოგვეცხადებინა, მსგავის ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ის დატოვებდა თანამდებობას.
რაც შეეხება საგამოძიებო გადაცემას, რომელიც არ გავიდა ეთერში – რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა ანონსი გადიოდა ტელევიზიით და შემდეგ გადაცემა დაანონსებულ დროზე არ გავიდა. მაგრამ ვიცი, რომ გადაცემას დაემატა რამდენიმე სინქრონი და ერთი კვირის დაგვიანებით გავიდა. ჩვენ ამის თაობაზეც მოვთხოვეთ პასუხი დირექტორს. მაგრამ ერთიც იყო – როცა მე გამზადებული ფილმი ვნახე, ეს იყო ჟურნალისტური ეთიკის ყველა სტანდარტის დარღვევით მომზადებული გადაცემა. ის გადაცემა იმ შინაარსით რომ გასულიყო ეთერში, მგონი უფრო დიდ სკანდალს გამოიწვედა, ვიდრე მისი არგაშვება.
მე მესმის ბატონი ბეჟან გობაძის, ის აქტიური წევრია საბჭოში. ის დიდი ხანი ითხოვდა პასუხებს ამ კითხვებზე, კითხვებზე, რომელიც შესაძლო ტელევიზიის განვითარებას ნაწილობრივ უშლის ხელს. ჩვენ ამ კითხვებზე ვიყავით შეთანხმებული და მთელი ამ ხნის განმავლობაში პასუხის მიღების მოლოდნიში ვიყავით.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბეჟან გობაძე ჩივის – გადაცემა “ეკონომისტი” და მისი ტენდერის საკითხია. გადაცემის სახელშეკრულებო პირობა დაირღვა იმის გამო, რომ გადაცემის წამყვანი გადავიდა საკრებულოში სამუშაოდ. ბეჟან გობაძე ამბობს, რომ დირექტორმა ხელშეკრულების პირობის თანახად არ დააჯარიმა მხარე ხელშეკრულების დარღვევისთვის, რითაც ტელევიზიამ იზარალა. თქვენი აზრით, საჩივრის ეს ნაწილი რამდენად არგუმეტირებულია?
ამ ნაწილში ჩვენ ვიყავით ერთსულოვნები და მე ვეთანხმები ბეჟან გობაძეს. მხარემ დეკემბერში მოგებული ტენდერის პირობა დაარღვია. ჩვენ სოსო სტურუამ მოგწერა ხელშემშლელ პირობებზე – როცა თორნიკე მჟავანაძე წავიდა საკრებულოში იყო კონფლიქტი, რომ საკრებულოში წასულ თანამშრომელს ემუშავა ტელევიზიაში. მაშინ ეს შინაგანაწეს არ ეწინააღმდეგებოდა და თორნიკესაც შეეძლო ემუშავა სხვაგან, ვიდრე შინაგანაწსს არ შევცვლიდით.
რაც შეეხება ფინანსებს – ის, რომ ფინანსური პასუხისგებლობა არ დაეკისრა ტენდერში გამარჯვებულს, ეს იყო მეორე გადაცდომა. მაგრამ პასუხი სოსო სტურუამ ამის შესახებაც მოგვწერა, თუმცა ამ წერილის შინაარს მე ჯერ არ გავცნობივარ. ვიცი, რომ უნდა იყოს კიდევ ერთი ხელშეკრულება იგვე პირთან გაფორმებული, რომელიც ფინანსურ პასუხისმგებლობას ხსნის.
გადაცემა „ეკონომისტთან“ დაკავშირებით, რომელიც დიდი ხანია აღარ გადის ეთერში, კიდევ იმის თქმა შემიძლია, რაც მარეგულრებელმა კომისიამ მოგვწერა. მარეგულრებელმა თქვა, რომ საკითხი – დაჯდებოდა თუ არა საკრებულოს თანამშრომელი ტელევიზიის ეთერში, თავად ტელევიზიას უნდა გადაეწყვიტა, ეთიკის ქარტიამ კი კატეგორიულად გამორიცხა საკრებლოს თანამშრომლის ეთერში დაჯდომა.
ბეჟან გობაძის საჩივარში ასევე საუბარია აჭარის ტელევიიზის ხუთი თანამშრომლის ხელშეკრულებით დათქმულ ვადაზე ერთი თვით ადრე დათხოვნასა და მათთვის კომპენსაციის გაცემით მიყენებულ ფინანსურ ზარალზე. მით უფრო, რომ დათხოვნილთაგან ერთ-ერთი ტელევიზიას სამსახურში ისევ დაუბრუნებია. ამაზე თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
იყო ასეთი ფაქტი. დირექტორი ამ ნაბიჯს ხსნიდა იმით, რომ ამ ხალხის დათხოვნით ეკონომიკური სარგებელი იქნებოდა უფრო მეტი, ვიდრე კომპენსაციაზე გაცემული თანხა. მაშინ სოსო სტურუამ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით დაზოგა თუ არ ვცდები 1000 ლარი და მას ტელევიზიისთვის არ მიუყენებია ზიანი. ევროპის ასოციაციის რეკომენდაცია კი ის იყო, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მოეწოდებინა აჭარის ტელევიზიისთვის ინფორმაციები და ვიდეო მასალა.
რაც შეეხება მე-5 პირის დაბრუნებას, რომელიც ასევე დათხოვნილი იყო. ის ნამდვილად დაბრუნდა ტელევიზიაში, ამას კი იმით ხსნიან, რომ აჭარის ტელევიზიამ კვლავ შექმნა კორპუნქტი, მაგრამ ეს არის უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფი. ამ ეტაპზე აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელიც აწვდის მასალებს და თავისი კორპუნქტიც.
თქვენი აზრით, ეს რამდენად მართებული გადაწყვეტილება იყო?
ხელშეკრულება ამ ადამიანებთან არსებობდა დეკემბრის ბოლომდე, მათ უნდა ემუშავათ და საჭირო არ იყო მათთვის კომპენსაციების გაცემა. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი დირექტორის მხრიდან იყო არაგამიზნული, თუმცა, როგორც ფინანსურ ნაწილში ჩანს, ძალიან დიდ ხარჯებთან ეს არ არის დაკავშირებული. მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ მაშინ დირექტორმა არასწორი ნაბიჯი გადადგა, ისე როგორც არასწორი იყო ხულოში ბიუროს გაუქმება. მე მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვამბობ, რომ პირიქით, დირექტორმა ჯგუფები უნდა გააძლიეროს ხულში, ქედასა და შუახევში. ჩვენი მითითებით მან ხულში კორპუნქტი მართლაც დააბრუნა.
გადაცემა მომზადდა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის ფარგლებში “დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში”. პროექტის მხარდამჭერია ნედი( NED), დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი
რუსუდან გორდეზიანმა პირველი რეკორდი 2013 წელს 16-17 ივნისს დაამყარა – თბილისში საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ 46 კილომეტრი და 500 მეტრი გაცურა შეუჩერებლად, 24 საათის განმავლობაში. 2014 წელს მან უფრო გაზარდა მასშტაბები და სარფიდან ფოთამდე 73 კილომეტრი გაცურა, რითაც 13 კილომეტრით გააუმჯობესა კაცებში არსებული რეკორდი. მან ეს გაცურვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს მიუძღვნა.
წელს ის თურქეთის ქალაქ ესპიედან სარფამდე 250 კილომეტრის გაცურვასა და მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს, რისთვისაც 80 საათი მოუწევს წყლიდან ამოუსვლელად ცურვა. მარათონი 16 ან 17 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. „თითქმის ყველა პირობა შექმნილია ამისათვის, მაგრამ რჩება რაღაც დეტალები, რაც მოითხოვს ხარჯებს და ამ ეტაპზე ვეძებთ სპონსორებს“, – ამბობს რუსუდანი და დასძენს, რომ თუ 25 აგვისტომდე მაინც არ განახორციელა მარათონი მერე ზღვის წყალი ცივდება და შეუძლებელი გახდება ამ მანძილის გაცურვა. „გულსატკენია ეს ფაქტი, ამისთვის მთელი წელი ვემზადებოდი. ბოლო მომენტში აღმოვჩნდი ასეთი პრობლემის წინაშე. იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ გამოჩნდება სპონსორი და 250 კილომეტრს გავცურავ“. რუსუდანის მარათონული ცურვის ორგანიზატორი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტროა. ის ამბობს, რომ ამ გაცურვას საქართველოსა და ქართველ ხალხს მიუძღვნის. „წელს მინდოდა გადამეცურა შავი ზღვა თურქეთიდან ყირიმის მიმართულებით – 265 კილომეტრი, მაგრამ პოლიტიკური ვითარების გამო არ მოხერხდა იქით გადასვლა და უარი მითხრეს. თუმცა შემდგომში მინდა ამ მანძილის გაცურვაც“.
რუსუდან გორდეზიანი 27 წლისაა, ის პროფესიით ქორეოგრაფია. ცხოვრობს
რუსთავში, ცურავს ბავშვობიდან და ამბობს, რომ არ იღლება ცურვის დროს. „არც ვიცოდი თუ ვინმეს აინტერესებდა ეს შესაძლებლობა. ბატონმა ჯუმბერ ლეჟავამ რომ გაიგო, ჩამჭიდა ხელი და აღარ გამიშვა. მას ძალიან სჯეროდა ჩემი. წლებია რაც ამ საქმეში ვარ და მისნაირი ერთგული ადამიანი არ ყოფილა ჩემს გვერდით. ზამთარში ვემზადებოდი თბილისში საცურაო აუზ „ტონუსში“. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ აუზის დირექტორს საბა ყიფშიძეს და მის პერსონალს, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ აუზზე უსასყიდლოდ ვარჯიშის უფლება მომცეს. ძალიან დამეხმარა გასულ წელს აჭარა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ და მის დირექტორს მამუკა ახალაძეს, ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში მედგა ნებისმიერი გაცურვის დროს და მგულშემატკივრობდა“.
რუსუდან გორდეზიანი ამჟამად შავი ზღვის სანაპიროზე ვარჯიშობს და ცურავს ყოველდღე მხოლოდ რამდენიმე კილომეტრს. ამბობს, რომ მარათონის წინა პერიოდში აქტიური ვარჯიში ორგანიზმისთვის არ შეიძლება.
თვითმხილველის თქმით, 29 წლის მოქალაქე 16 აგვისტოს, გამთენიისას, ქობულეთში, ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა. ის და კიდევ ერთი მოქალაქე გარეთ გავიდნენ. ცოტა ხანში 29 წლის მოქალაქე კაფეში დაბრუნდა ჭრილობით და თქვა, რომ ნაცნობმა, რომელიც რუსთავიდან იყო, ის დაჭრა“.
თვითმხილველის თქმით, დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანამ ქობულეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველის თქმით, საავადმყოფოს დაჭრილისთვის საჭირო სისხლის ჯგუფი არ აღმოაჩნდა.
შს სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დღეს, 18 აგვისტოს გაავრცელა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რევაზ ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთში, ღამის კლუბ „ტროპიკანკას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკებისას, 1986 წელს დაბადებულ გიორგი ნ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.
დაჭრილი გიორგი ნ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)”.
ამასთან ბიბლიოთეკაში არსებული ყველა რესურსი – წიგნები და კომპიუტერები პირველ სართულზე იქნება ხელმისაწვდომი შშმ პირთათვის.
სხვადასხვა საჯარო შენობებზე სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პანდუსების დამონტაჟება, ბათუმში ჯეოსელის ინიციატივით და ორგანიზაცია “სთეფ ფორვარდის” მხარდაჭერით, რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
ჯეოსელის დაფინანსებით უკვე გაკეთდა ბათუმის მეორე საჯარო სკოლის (სადაც ეტლით მოსარგებლე ბავშვები სწავლობენ) და ვეტერანთა კლუბის პანდუსებით აღჭურვა.
„გამგეობა ინფორმირებული გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ლუგამინო ჰოლდინგის“ მიერ ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკანონო დაკავება. აღნიშნულზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. კერძოდ, სამართალდარღვევა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55-ე პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1000-2000 ლარამდე. თვითნებურად აღნიშნული ღობის ნებაყოფლობის აუღებლობის შემთხვევაში დემონტაჟი განხორციელდება აღსრულების წესით.
ხოლო რაც შეეხება შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება. აღნიშნულზე მას მიეცა გაფრთხილება ნებაყოფლობით განეხორციელებინა უკანონოდ აღმართული ღობის დემონტაჟი, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. რისი გათვალისწინებით გამგეობის მიერ მის მიმართ შედგენილი იქნა სამართალდარღვევათა ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1000-2000 ლარამდე. ოქმი რეაგირებისათვის წარედგინა ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოს“.
• MoneyMan არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და ათასობით მომხმარებელს უგვარებს ფინანსურ პრობლემებს;
• სესხის ასაღებად არ გჭირდებათ დოკუმენტების შეგროვება;
• კრედიტზე განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობიდან. უბრალოდ, ესტუმრეთ ვებ გვერდს და შეავსეთ განაცხადი, რომელსაც სულ რაღაც 5 წუთი სჭირდება;
• ყოველ მომდევნო სესხზე თქვენ გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობთ;
• გაქვთ ბონუსების დაგროვების შესაძლებლობა, რომელიც სესხის დასაფარად და შემდეგ დონეზე გადასასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ;
• თქვენ მხოლოდ იმდენი დღის პროცენტს იხდით, რეალურად,რამდენი დღის განმავლობაშიც სარგებლობთ თანხით;
• კომპანია მუდმივად ათამამებს მომხმარებლებს ფასდაკლებებითა და გათამაშებებით;
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.MoneyMan.ge ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +995 322 470017
ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე, აისრულეთ სურვილები დღესვე!
„ბათუმელების“ თანამშრომელს, რომელმაც დღეს, 18 აგვისტოს, დილთ ამ წარწერის დამადასტურებელი ბანერი გადაიღო, ვილის დაცვის წევრი ფოტოს წაშლას იმ მოტივით სთხოვდა, რომ მან გადაიღო კერძო საკუთრება.
შემოღობილი პლაჟი სასტუმრო ჯორჯიან პალასის მიმდებარედ
იგივე მდგომარეობაა ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯია პალასთან“, რომელსაც ქობულეთში ჭყონიას სასტუმროს სახელით მოიხსენიებენ.
გასცა თუ არა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა პლაჟის შემოღობვის ნებართვა, რა ფორმით და რის საფუძველზე? – ქობულეთის გამგეობის განმარტებას “ბათუმელები” ამ საკითხზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მოქალაქეებისთვის პლაჟზის ხელმიუწვდომლობის ფაქტები ბათუმშიც ფიქსირდება. მართალია, ბათუმში პლაჟი კერძო პირებს შემოღობილი არ აქვთ, მაგრამ იმ ტერიტორიაზე, სადაც შეზლონგებია განთავსებული, მოქალაქეებს ქვიშაზე დაწოლის უფლებას კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლები არ აძლევენ, თუ არ გადაიხდიან შეზლონგის თანხას. ისინი ამბობენ, რომ პლაჟის ამ მონაკვეთის განკარგვის სანაცვლოდ 10 ათასი ლარი აქვთ გადახდილი.
ახალი ნიშნული ავტობუსის გაჩერებაზე | ბათუმი ზურაბ გორგილაძის ქუჩა
„ნიშნულები საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით მოიხაზება, რომ უფრო კარგად იყოს აღქმადი პოტენციური სამართალდამრღვევების მიერ, რომლებსაც უყვართ ავტობუსის გაჩერებაზე ავტომობილების გაჩერება“ – ამბობს ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე.
მისივე განმარტებით აღნიშნულ სამუშაოებს პროგრამული სახე არ აქვს და სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს შესასრულებელი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება.
სააგენტოს თანამშრომლებმა 17 აგვისტოს დაიწყეს მუშაობა, მოხაზეს ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ხოლო ორი კვირის განმავლობაში, ახალი ნიშნულებს ქალაქის დანარჩენ ქუჩებზეც მოხაზავენ, სადაც ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და არის ავტობუსის გაჩერებები.
დიმიტრი რომანი უკვე წლებია უკრაინაში ეხმარება იმ პაციენტებს,
რომელთაც აწუხებთ:
• ხერხემლის ტკივილი – ოსტეოქონდროზის შემთხვევაში;
• ტკივილი მალთაშუა დისკოს თიაქარის დროს;
• თავის ტკივილი;
• სახსრების ტკივილი;
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
შინაგან ორგანოებთან მუშაობის დროს (ვისცერსლური ქიროპრაქტიკა) ხდება მათი ფუნქციონირების აღდგენა, რომელიც თავისთავად მოგიგვარებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ნაღველსადენი გზების დისკინეზია, კუჭნაწლავის გაღიზიანების სინდრომი, ქრონიკული გასტროდუოდენიტი, შეკრულობა ანუ ყაბზობა, მეტეორიზმი, გინეკოლოგიური და უროლოგიური პრობლემები.
19 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ კომპოზიტორისა და პიანისტის ზაზა მარჯანიშვილისა და ჯგუფი „შინი“-ს დამფუძნებლის, ვირტუოზი გიტარისტის ზაზა მიმინოშვილის ერთობლივ საღამოს „ჯაზი, ფლამენგო და ზღვა“.
დასაწყისი 20:00 საათზე
ბილეთის ფასი: 15 ლარი
ბილეთები იყიდება ხელოვნების ცენტრის სალაროში, ტელ: 27-62-40, 599 09 04 86
რეგისტრაციისთვის გუნდების წარმომადგენლებმა უნდა მიმარათონ საშეჯიბრო კომიტეტს მისამართზე: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #6 , სპორტკომპლჰექსი “არენა”. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ყოველდღე, კვირის გარდა, 11 საათიდან 17 საათამდე.
როგორც საქართველოს ფუტსალის ასოციაციაში ამბობენ, ამჟამად უმაღლეს და პირველ ლიგაში ოთხ-ოთხ გუნდს აქვს რეგისტრაცია გავლილი.
საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის 21 აგვისტოს ბათუმის ბულვარში დააკავეს ბრალდებული, რომელსაც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა იარაღი. როგორც ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, იარაღი 105 წლის ანტიკვარია.
“ჩემი დის მეგობრების სანახავდ მივდიოდი ბულვარში. უკანა მხრიდან მუხლებში ვიგრძენი ძლიერი ჩარტყმა, დავეცი მიწაზე, ხელებზე ბორკილები დამადეს, პირისახით მიწას ვეხებოდი, წელის არეში ვიგრძენი სიცივე და მერე გავიგონე ხმა, იარაღი აქვსო. მივხვდი, რომ ჩამიდეს, დავიწყე ყვირილი, მიშველეთ ხალხო, იარაღი ჩამიდეს-მეთქი, პირზე ამაფარეს ხელი… შორტებით მოვედი სასამართლოში, მინდოდა პროკურორს ენახა, როგორ შეიძლება შორტებში იარაღის შენახვა, მანდატურემა მოკლე შარვლით სასამართლო დარბაზში არ შემომიშვეს”, – ეს ამონარიდია ბრალდებულის ჩევნებიდან, რომელიც სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობით, მოწმის სტატუსით დაკითხა.
სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხეს ბრალდებულის მეზობელი, რომელმაც მანქანით ის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულს დაკავების დღეს ნამდვილად მოკლე შარვალი, ე.წ. შორტი ეცვა.
ბრალდებულმა პროკურორს სთხოვა ამოეღოთ მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რითაც დადასტურდებოდა, თუ სად და რატომ მიდიოდა ბრალდებული ბულვარში. “თუ ვინმესთვის იარაღის გადაცემა მინდოდა, ბულვარში რატომ შევხვდებოდი, მე მაინტერეებს რატომ ჩამიდეთ იარაღი?” – ჰკითხა პროკურორს ბრალდებულმა.
ბრალდებულის ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე, სადაც ის დააკავეს, დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, თუმცა დაცვის მხარის ინფორმაციით, საქმეში ვიდეოთვალიდან ამოღებული მასალები არ დევს. საქმის პროკურორი ირაკლი დონდოლაძეა, ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი შავაძე იცავს.
აჭარაში გვალვის დროს მთაზე ადიოდნენ და ლოცვას იწყებდნენ წვიმისათვის. ამ შელოცვას „ოთხმოცი ათასი ქვის კენჭის შელოცვა“ ეწოდებოდა. რიტუალში შერწყმული იყო როგორც მუსლიმური, ისე წარმართული ელემენტები.
„ხალხი ყველაზე მაღალ სერზე ადის და იქ ლოცულობს, რაც სამ დღეს გრძელდება. სამი დღის შემდეგ ჩამოდიან ჯამესთან, კლავენ შესაწირავს (ხარი, ძროხა, ყოჩი) და მახლობელ მდინარეში ჩადგმულ გოდორში მოლების მიერ შელოცვილ კენჭებს ყრიან.
კენჭებს მოლები თურქულად ულოცავენ: „ღმერთო, წვიმა გვიწყალობე, შეწუხებული ვართ, შენი წყალობა მოგვანიჭე! ყველასი, დიდისა თუ პატარასი, მწყალობელი შენ ხარ“, – ეს რიტუალი თედო სახოკიამ აღწერა მე-19 საუკუნის ბოლოს, ზემო აჭარაში მოგზაურობის დროს.
აჭარის ზეპირსიტყვიერებაში გავრცელებულია „შელოცვა ამინდზე“, რომლის თანახმადაც, სასურველი ამინდის გამოსათხოვად მთას კვერცხს სწირავდნენ:
„ალათასა, მალათასა, თითო კვერცხი თითო თასა, აღარ გვინდა მზისა თვალი, ღმერთო მოგვე წვიმა წყალი“.
„კვერცხი როგორც სიცოცხლის დაბადების ხილული მისტერია, უძველესი სახე-სიმბოლოა მსოფლიოს ყველა არქაული ხალხის რწმენა-წარმოდგენებში. კვერცხი, როგორც უკვდავებისა და ნაყოფიერების თვალსაჩინო განსახიერება, გაზაფხული-შემოდგომის ბუნიობის არქაულ დღესასწაულთა ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი იყო, რითაც მზეს უფრო მეტი ცხოველმყოფელობა უნდა შესძენოდა. მისი შეჭმა კი ტაბუს დარღვევად აღიქმებოდა,“ – განმარტავს ფოლკლორის სპეციალისტი, პროფესორი თინა შიოშვილი.
აჭარის კლიმატიდან გამომდინარე, გვალვას ხანგრძლივი წვიმა მოჰყვებოდა ხოლმე. შელოცვა წვიმისგან თავდასაღწევადაც ჰქონდათ. ერთ-ერთი შელოცვის ტექსტი ასეთია: „მზევ, ჩამოდი ვაკესაო, ცხვარს დიგიკლავ მაკესაო, შიგიწვავ, შიგიმარილავ, შამოგიდევ თავქვეშაო. თუ მოხვალ შენ შეჭამო, თუ არადა მე შევჭამო“.
შელოცვები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს – სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებად.
სამკურნალო შელოცვებში ერთიანდება შელოცვები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. მაგალითად, არსებობს თვალის, შეშინებულის, გულის ტკივილის, შაკიკის, ჭვალის, სურდოს, კანის დაავადებების, თვალის დაავადებების, დამწვრის, ნაღრძობის, წელის, კისრის, კბილის, ყელის, მუცლის ტკივილის, ავი თვალის მოსაგერიებელი შელოცვები. შელოცვებში დაავადებას ემუქრებიან ქვაბში ჩაჭრით და დამდუღვრით, შემდეგ კი ქარისა და ნიავისთვის გატანებით.
„ძველად სოფლებში ექიმი, მკურნალი თითქმის არ იყო. ის ადამიანები, რომლებმაც შელოცვა იცოდნენ, სახალხო ექიმებიც იყვნენ. მათ შეეძლოთ და ჰქონდათ იმის უნარი, რომ წამლები დაემზადებინათ. ბუნებრივია, ნდობის ფაქტორიც ძალიან დიდი იყო ხალხში. თუნდაც ის იდუმალება, რასაც ხვდება ან ავადმყოფი, ან მისი პატრონი იმ მომენტში, რა თქმა უნდა, განაპირობებს ნდობას. შელოცვა გარკვეულ დროს, გარკვეულ ადგილას, გარკვეული ოდენობით სრულდებოდა, თანაც ჩურჩულით. გარდა სიტყვებისა, პრაქტიკული დავალებებიც არის, მაგალითად, უნდა შეიხვიო, თბილად იყო, ნაღრძობია, დამწვარია მალამოს აძლევს, თან უსვამ, თან ულოცავ. ყველაფერი ერთად. კომპლექსურად. ავადმყოფობას უკან ახევინებს.
თურქულის დაავადება რომ იყო, რომელიც საქონელსაც უჩნდებოდა და ადამიანსაც ან ჯილეხი და ა.შ. ასეთი დაავადებებისთვის, შელოცვის ბოლოში იყო რეკომენდაციები. ხალხური წამალი, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა ავადმყოფი დაავადებას. გოგირდსა და ღორის ქონს აურევდნენ ერთმანეთში და ადებდნენ წყლულზე. მეორე-მესამე დღეს რჩებოდა. ეს იყო გარკვეული ხალხური მკურნალობის მეთოდი, რომელიც კომპლექსურად, სიტყვიერ ფორმულასთან ერთად ავადმყოფისთვის იყო გამზადებული. ბუნებრივია, ხალხს იმიტომ სჯეროდა ამის, რომ შედეგებს ხედავდა,“ – ამბობს თინა შიოშვილი.
რაც შეეხება სამეურნეო შელოცვებს, აქ შედის ამინდის მართვის – ახალი მთვარის, გვალვის, ნისლის, ქარის, წვიმის, ჭექა-ქუხილის, მკის, სამონადირეო და ცეცხლის შელოცვები.
შელოცვა, როგორც წესი, შემდეგი თანმიმდევრობითაა აგებული: შესავალი ნაწილი, შელოცვის ობიექტის – დაავადების დასახელება, მოქმედების ადგილი, ძირითადი ეპიკური ნაწილი, სადაც დგინდება დაავადების წამალი და დასასრული, რომელსაც ერთვის ავადმყოფობის დაძლევის რწმენა.
შელოცვის დასაწყისის ყველაზე გავრცელებული ფორმულაა „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში ყოველი საქმის დაწყების წინ წარმოთქვამდნენ. თუმცა ნადირის პირის შესაკრავად შელოცვებს წინ უძღვის ფსევდოქრისტიანული დასაწყისი, მაგალითად, ასეთი: „ეკენია, ბეკენია, ბეკენს ხატი სვენებია“. ხშირად გვხვდება გაუგებარ სიტყვათა სინტაგმებისგან შედგენილი დასაწყისები: „ალისასა მალისასა“ „ატიტი მატიტი“, „ადილასა მადილასა“, „ალე მალე სალანდონე“.
როგორც ბოროტი ძალების დათრგუნვისა და ავადმყოფობის განკურნების უტყუარობის სიმბოლო, სხვადასხვა სახის სამკურნალო შელოცვაში ხშირად მოიხსენიება სულეიმანის ბეჭედი. შელოცვას დაამთავრებენ და სულეიმანის ბეჭედიაო, იტყვიან.
„არქაული რწმენა-წარმოდგენების თანახმად, ბეჭედი ხშირად უკავშირდებოდა მაგიურ ძალებს. ბიბლიური სოლომონის ბეჭედი და მასთან დაკავშირებული სასწაულები კარგად იყო ცნობილი მსოფლიოს ყველა ხალხის ზეპირსიტყვიერებაში. მუსლიმური რელიგიის აღმსარებელთა ზეპირსიტყვიერების თანახმად, სულთან სულეიმანი, იგივე სოლომონ ბრძენი, ოკულტური სიბრძნის მფლობელიც იყო. ხუთქიმიანი ვარსკვლავით, რომელიც სულეიმანის ბეჭდის („ხათიმ სულაიმან“) სიმბოლოა, იგი ბეჭდავდა ბრძანებებს ჯინებისა და შაითნებისთვის.
„სულეიმანის ბეჭედი“ ისლამურ სამყაროში ფართოდ გავრცელებული მაგიური ნისანი და თილისმაა. მას ხშირად გამოსახავდნენ საყოფიერო და საკულტო ნაგებობებზე, ჭურჭელზე, მონეტებზე და სხვა. აჭარაში მცხოვრები მუსულმანების რწმენით, სულეიმანის ბეჭედი ხუთქიმიანი ვარსკვლავია და ხუთი კონტინენტის მპყრობელს ნიშნავს,“ – განმარტავს თინა შიოშვილი.
თინა შიოშვილი
ქართულ ზეპირსიტყვიერებაში შელოცვები მრავლადაა. უხუცესები მას დღემდე იყენებენ ამა თუ იმ დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ხერხად.
„ბევრჯერ გავაფრთხილეთ მოსახლეობა, თავი შეეკავებინათ პირუტყვის უმეთვალყურეოდ გამოშვებისგან, თუმცა ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. საქონელის წაყვანას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ჯარიმას გადაიხდიან,“ – თქვა დავით ასამბაძემ.
პირუტყვი ადლიაში, სპეციალურად მოწყობილ სადგომზე გადაიყვანეს. მეპატრონეებს თითო სულზე 50 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ ექნებათ მისი უკან წაყვანის უფლება.
„ეს დღე კარგად მახსოვს, ტრაგედია მოხდა მდინარე ჭოროხზე. ტყუპი ძმები იყვნენ წყალში და ერთი დაიხრჩო. მეც ტყუპისცალი ძმა მყავს და ძალიან განვიცადე. ჩემი ძმაც მყვინთავია. ერთად ვმუშაობთ ხოლმე.“
როგორც მირზა ამბობს, ოპერატიულად მოქმედების შემთხვევაში, ზღვაში ჩაძირული ადამიანის გადარჩენის შანსი იზრდება.
„დადიანის შემთხვევა მახსოვს, რომ ამოვიყვანეთ პულსიც კი არ ესინჯებოდა, მაგრამ სასწრაფო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გული ამუშავდა და გადარჩა. ასეთი რამდენიმე შემთხვევა მქონდა“, – იხსენებს მირზა.
ამ ათი წლის განმავალობაში მირზამ 200-ზე მეტჯერ ჩაყვინთა. მირზა ამბობს, რომ ყვინთვა აუცილებლად სპეციალისტმა უნდა გასწავლოს, თვითსწავლა შეუძლებელია.
„წვრთნები თითქმის ყოველდღე გვიტარდება და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს სწავლობ. სიღრმეში, ყოველ 10 მეტრზე წნევა იზრდება, სიფრთხილე აუცილებელია. წესები ზეპირადაც ვიცით, მაგრამ ხელზე მაინც გვიკეთია კომპიუტერული საათი, რომელიც წყალში ყოფნის დროს და მოძრაობის ტემპებს გვიკონტროლებს. ამოსვლის დროს სწრაფი მოძრაობა დაუშვებელია“.
მყვინთავები წყალში, დაახლოებით 40 მეტრის სიღრმეში, 7-8 წუთს ჩერდებიან, შემდეგ კი ისევ ზედაპირზე ამოდიან. თუ ძებნის ობიექტს ვერ მიაგნეს, ისევ უკან ბრუნდებიან.
ერთი მყვინთავი წყალში მარტო არ ჩადის. „შეიძლება აპარატმაც გიმტყუნოს, თუმცა ასეთ დროს დამხმარე მოწყობილობას იყენებ. თუ ისიც გამოვა მწყობრიდან, მაშინ მესამე მყვინთავი გეხმარება, რომელიც ამ პროცესს აკონტროლებს“.
„რისკები ყველგანაა, ზღვაშიც და მდინარეშიც“, – გვეუბნება მირზა, რომელიც ჭოროხზე მომხდარ კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს: „სატვირთო მანქანა იყო მდინარეში შესული და ვეღარ გამოდიოდა. ძარაზე რვა ადამიანი იყო, ცურვა არც ერთმა არ იცოდა. ძალიან სახიფათო მდგომარეობა იყო, მაგრამ მანქანა უკვე იძირებოდა და სანამ ადამიანებსაც წაიღებდა, შევედით. როცა ცოცხალ ადამიანებს ხედავ, რომლებიც შენ გელოდებიან, ეს ყველაფერს გაბედვინებს“.
ლაშა გაბაიძე
27 წლის ლაშა გაბაიძეც მაშველია. პროფესიით მეზღვაურია, თუმცა მეექვსე სეზონია, რაც სამაშველო სამსახურში მუშაობს. “ბავშვობაში ზღვასთან ახლოს ვცხოვრობდი და თითქმის მთელ დღეებს ზღვაზე ვატარებდი. ცურვა ექვსი წლისამ ვისწავლე“, – გვიყვება ლაშა.
პირველად 19 წლის ასაკში დასჭირდა ადამიანს მისი დახმარება. „სომეხი ტურისტი იყო, კაფე „ტარაბუას“ წინ ზღვაში ნასვამი შევიდა და იხრჩობოდა. მაშინ ამხელა გამოცდილება არ მქონდა. გამიჭირდა მისი გამოყვანა და მეწყვილე დამეხმარა. დღეს გაცილებით მეტი პრაქტიკა მაქვს, პასუხისმგებლობაც გაცილებით მეტია და მუდმივად ვაკვირდები დამსვენებლებს, რომ ვინმე არ შევიდეს ნასვამ მდგომარეობაში“.
მაშველები ადამიანებს დახმარებას არა მარტო ზღვაში, ხმელეთზეც უწევენ: „ამასწინათ პატარა ბავშვი იყო ნაპირზე და ცუდად გახდა. ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა. ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ სასწრაფო დახმარება აღმოვუჩინეთ და გადარჩა.
მაშველები სამუშაოს დაწყებამდე ნორმატივებს აბარებენ. „ცურვაში ასმეტრიან დისტანციაზე და ფიზიკურ ნორმატივებს. ვსწავლობთ პირველადი დახმარების წესებს მზის დაკვრის ან სხვა შემთხვევების დროს მოქმედებებისთვის“, – ამბობს ლაშა.
ძლიერი ღელვის დროს მაშველს ადამიანი ნაპირზე არ გამოჰყავს. ასეთ შემთხვევაში რისკი იზრდება. „თუ ადამიანს გონება აქვს დაკარგული, შესაძლებელია ტალღებმა წაგართვას“, ამიტომ მაშველი შედის ზღვის სიღრმეში და ელოდება სამაშველო სკუტერს. „ასეთ მდგომარეობაში საკმაოდ დიდხანს შემიძლია გაჩერება, თუმცა სკუტერი დროულად მოდის ხოლმე.
60-70 ადამიანი მეყოლება გადარჩენილი.“ – ამბობს ლაშა. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა დახმარება ვერ მოუხერხებიათ. – „მეზობელ საგუშაგოზე დაიხრჩო ერთი კაცი. სწრაფად ჩაიძირა და ვეღარ იპოვეს.“
მაშველთა საგუშაგოს აუცილებელი ატრიბუტებია: მალიბუ, რაციები, სამაშველო რგოლი, დურბინდები, ხელოვნური სუნთქვისთვის საჭირო აღჭურვილობა და პირველადი სასწრაფო დახმარების აფთიაქი.
ძმები „ბათუმელებთან” საუბარს იმით იწყებენ, რომ ცხოვრებაში არ ჰქონიათ შეხება პოლიციასთან. არასოდეს ჩაუდენიათ არანაირი დანაშაული და მათ სახელზე ერთხელ გამოწერილი დაჯარიმების ქვითარიც კი არ არსებობს. ამის მიუხედავად, სახელმწიფო მათ გადაადგილების უფლებას უზღუდავს.
რამაზ და ომარ რომინაძეები ოზურგეთში ცხოვრობენ. ბოლო 10 წელია თურქეთში დადიოდნენ – თხილსა და ჩაის კრეფდნენ და ასე არჩენდნენ ოჯახებს. ძმებს ორ-ორი შვილი ჰყავთ. გასულ წელს რომინაძეებმა იყიდეს მიკროავტობუსი და „ცოტა ადამიანური სამუშაო პირობები შეიქმნეს“, მგზავრების გადაყვანა დაიწყეს ტრაბზონის მიმართულებით. მათი პრობლემებიც სწორედ მაშინ დაიწყო – სარფში, ქართულ მხარეს, მებაჟეები მათ ხან აძლევენ საზღვრის გადაკვეთის უფლებას, ხან – უარით ისტუმრებენ.
რამაზ და ომარ რომინაძეები
„წარმოიდგინე, მიგყავს მგზავრები და საბაჟოზე მისულს გეუბნებიან, რომ არ გაგიშვებენ. მერე იმართლე თავი. ასე კლიენტსაც კარგავ და ეჭვის თვალითაც გიყურებენ. თუ რამე დანაშაული გვაქვს ჩადენილი, ან გვითხრან, ან დაგვაკავონ. თუ არა, რატომ გვაცლიან ლუკმას“, – ამბობს რამაზ რომინაძე და დასძენს, რომ 2015 წელს 20-ჯერ მაინც გადავიდა თურქეთში, მაგრამ უფრო მეტჯერ არ გაუშვეს. შესაბამისად, მისთვის სწორედ ის არის გაუგებარი, ან რის საფუძველზე არ უშვებენ, ან როცა აძლევენ საზღვრის კვეთის უფლებას, ამას რის საფუძველზე აკეთებენ.
ძმებს საბაჟოზე მყოფმა პატრულის თანამშრომლებმა ურჩიეს, სიტუაციის გასარკვევად საცხოვრებლის მიხედვით პოლიციის განყოფილებას ან შს სამინისტროს მიმართონ. ეს რეკომენდაცია რომინაძეებმა გაითვალისწინეს. როგორც თავად ამბობენ, ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში მათ უთხრეს, რომ ძმებს ბიოგრაფიაში სამართლებრივი ლაქები არ აქვთ.
განყოფილებიდან მიღებული განმარტების შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში, რამაზ რომინაძემ საქართველოს საპატრულო პოლიციას მიმართა განცხადებით. მათ 25 დეკემბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სისტემური მართვის სამმართველოს უფროსის მამუკა იმერლიშვილის ხელმოწერილი წერილი მიიღეს, რითაც ირკვევა, რომ მამუკა იმერლიშვილმა რამაზ რომინაძის განცხადება გადაუგზავნა შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, გიორგი სახოკიას. რამაზ რომინაძეს სხვა განმარტება გაგზავნილ განცხადებაზე სამინისტროდან აღარ მიუღია.
შს სამინისტროს პრესცენტრს ძმების პირადი ნომრები და სხვა მონაცემები `ბათუმელებმაც~ გადაუგზავნა და კომენტარის გაკეთება სთხოვა. პრესცენტრში თქვეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უნდა მივმართოთ. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო ძირითადად არ რეაგირებს „ბათუმელების“ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომინაძეებთან დაკავშირებით შს სამინისტროსთვის ძმების თაობაზე წერილობითი კითხვები არ გაგვიგზავნია.
რომინაძეებმა საკუთარ უფლებებში გასარკვევად ადვოკატ ირაკლი შავაძეს მიმართეს. ერთ-ერთი მორიგი ინციდენტის დროს ადვოკატი სარფში, საბაჟოზე ჩავიდა, რის შემდეგაც ძმები საზღვარზე მართლაც გაატარეს. ირაკლი შავაძე ამბობს, რომ ძმებს არ უნდოდათ მათი პრობლემის მედიამდე მიტანა, რადგან ეშინოდათ, რომ სამართალდამცავების გაღიზიანებას გამოიწვევდნენ, მაგრამ 6 აგვისტოს შემდეგ, როცა მათ კიდევ ერთხელ უთხრეს უარი საზღვარზე, სხვა გზა აღარ დარჩათ: „ეს ადამიანები და მათი ოჯახები, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე რჩებიან. რომინაძეებს სურთ მიიღონ ოფიციალური პასუხი, თუ რატომ უზღუდავენ საზღვარზე გადაადგილებას, რის შემდეგაც მივმართავთ სასამართლოს და იმ ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვთ, რაც მათ მიადგათ ან მიადგებათ. ეს ადამიანები საკუთარი ძალებით დასაქმდნენ, მაგრამ სახელმწიფო ხელს უშლის. მისცენ საქართველოში სამუშაო და საერთოდ აღარ იფიქრებენ თურქეთში გადასვლაზე“.
ბოლო კითხვა, რაც „ბათუმელებმა“ ძმებს დაუსვა იყო შემდეგი – ხომ არ გყავთ ისეთი ნათესავი, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს თანაუგრძნობს. პასუხი იყო – „არა, გამორიცხულია“.
– ნათია, ვისი გადაწყვეტილება იყო მთავრობის პრესსპიკერის თანამდებობის დატოვება და რა მიზეზებმა განაპირობა?
– დაახლოებით ორი თვით ადრე ძალიან კარგი ვაკანსია გამოცხადდა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ეს იყო ჩემთვის შანსი, რომ დავბრუნებულიყავი მედიაში. ამჟამინდელი ფუნქციით მედიაორგანიზაციებს უნდა დავეხმარო, როგორც ორგანიზაციულ საკითხებში, ასევე მარკეტინგისა და პრომოუშენის მიმართულებით, იმისათვის, რომ მედიაორგანიზაციებმა შეძლონ ბიზნესის წარმოება. ეს იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის, რომ შევათანხმე მთავრობის თავმჯდომარესთან და თვითონაც მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. კონკურსი ჩატარდა და გავიმარჯვე. გარკვეული პერიოდი ვერ გადმოვედი, რადგან იქ დასალაგებელი იყო საქმეები. კონკურსი ჩატარდა ივნისში და ივლისში გადმოვედი თბილისში.
– ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენთვის არასამთავრობო ან დონორ ორგანიზაციებში უფრო საინტერესოა მუშაობა, ვიდრე საჯარო სამსახურში?
– სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი მთავრობაში, ავაწყე ერთიანი, კოორდინირებული სისტემა, შევიმუშავე საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა და ეს სისტემა ვიცოდი, რომ გააგრძელებდა მუშაობას, ამიტომ ვიფიქრე, ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, მედიის სფეროს დავბრუნებოდი.
– არჩილ ხაბაძის განცხადებაში ჩანდა, რომ თქვენ რაღაცით უკმაყოფილო იყავით. მან თქვა, რომ უფრო უკეთეს ადგილს შევთავაზებთ და დავაბრუნებთო. გამოხატეთ რაიმე უკმაყოფილება და კონკრეტულად რის მიმართ?
– ხაბაძის ეს კომენტარი არ მახსოვს. არანაირი უკმაყოფილება არ იყო, უბრალოდ უფრო საინტერესო შემოთავაზება იყო და როგორც მახსოვს, არჩილმაც თქვა, რომ კვალიფიციური კადრია და კარგი შეთავაზება აქვსო.
– თქვენ თქვით, რომ მედიის სფერო უფრო საინტერესო იყო, ვიდრე მთავრობის თავმჯდომარის აპარატში მუშაობა, განათლების მინისტრის მოადგილეობა რითია უფრო საინტერესო, რადგან აპირებთ, რომ დატოვოთ IღEX-ი და ისევ საჯარო სამსახურში დაბრუნდეთ?
– არჩილმა კარგად იცის ჩემი ხასიათი, რომ მუდმივად მინდა რაღაც ახალი ვაკეთო და მქონდეს ინიციატივები. რადგან სურვილი იყო, რომ ისევ გუნდში ვყოფილიყავი, ისევ ერთიანი საქმე გვეკეთებინა, გადაწყვიტა, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის კულტურის მიმართულება და მეც დავთანხმდი.
– რატომ არის ეს სფერო თქვენთვის საინტერესო?
– რაც კეთდება, ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეიძლება. იგივე ფონდებთან ურთიერთობით შეიძლება უფრო მეტი დაფინანსების მოპოვება სტუდენტებისთვის, კულტურის კუთხით და მეც ამიტომ მომეწონა.
– არჩილ ხაბაძემ ერთხელ თქვა, რომ მთავრობას აკლია პიარი. თქვენ, როგორც პიარტექნოლოგიების სპეციალისტი, როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდა არჩილ ხაბაძე ამ დასკვნამდე, მაშინ როცა ამ სფეროს სპეციალისტი ჰყავდით სამსახურში?
– ამაში არჩილ ხაბაძემ ის იგულისხმა, რასაც ზოგადად საზოგადოებაში ამბობენ. ხალხს მიაჩნია, რომ კარგი პიარი კეთდება მაშინ, როცა კონკრეტული ადამიანი ჩანს ყველგან, როცა სადმე რაღაც ხდება. რეალურად, საზოგადოების დაკვეთა იყო, რომ მთავრობას ეკეთებინა საქმე პიარის ნაცვლად. მაგრამ დღეს არის განწყობა, რომ საქმე კეთდება, მაგრამ პიარი არ ვარგა. სააკაშვილის დროს ტელევიზიები მთავრობის დაქვემდებარებაში იყო და ახლა, დემოკრატიულ სახელმწიფოში, პიარის კეთება საკმაოდ რთულია.
– მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამით მთავრობაც უკმაყოფილო დარჩა.
– უკმაყოფილო რომ ყოფილიყო, მაშინ შეიძლება სხვა შედეგი მოჰყოლოდა ამას და არ დამაბრუნებდა.
– ვინ შეგცვლით თქვენ, გაუწიეთ ვინმეს რეკომენდაცია?
– რამდენიმე კანდიდატია როგორც ჩვენი გუნდიდან, ასევე გარედან. თუმცა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
– თქვენ თქვით, რომ არ გიყვართ ერთ ადგილზე ყოფნა, რამდენად გრძელვადიანია თქვენი ახალ თანამდებობაზე ყოფნა და შესაძლებელია, რომ თქვენი ამ სამინისტროთი დაინტერესება მინისტრობით დასრულდეს?
– მე ჩემს საქმეს გავაკეთებ და გია [მინისტრი თავამაიშვილი] იმდენად კვალიფიციური ადამიანია, რომ ამ თანამდებობამდე ალბათ დიდხანს ვერ მივალ. ნამდვილად არ მაქვს მიზანი, რომ ვინმეს ჩავენაცვლო. სამომავლოდ, 2016 ან 2017-ში ჰარვარდში, კენედის პოლიტიკურ სკოლაში ვაპირებ ჩაბარებას.
– ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის შემდეგ შესაძლებელია სამინისტროც დატოვოთ?
– ისე დავგეგმავ ყველაფერს, რომ არავინ დაზარალდეს.
– პოლიტიკური კარიერის გაკეთებას აპირებთ?
– მოვლენები გვიჩვენებს. თუმცა, პოლიტიკური სკოლა იძლევა შესაძლებლობას, რომ აკადემიური მიმართულებით გავაგრძელო მუშაობა და თუ დავამთავრებ, აუცილებლად ვასწავლი კიდეც ამ სკოლაში ქართული პოლიტიკის შესახებ.
კასანდრა კლერის “სასიკვდილო იარაღებზე“, რომელიც მთარგმნელმა გიორგი რაზმაძემ თარგმნა, სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. მსურველებს მთელი დღის განმავლობაში წიგნის შეძენა 20 ლარის ნაცვლად, 12 ლარად შეეძლებათ.
წიგნებზე ფასდაკლების აქცია 15 აგვისტოს დილის 10 საათიდან საღამოს 11 საათამდე იქნება.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სასაფლაოების მოწყობისათვის სათანადო ნებართვის მოპოვებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
DJ-ს ჩამოტანილი აქვს აპარატურა “Subpack”, რომლის მეშვეობითაც ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანი შეიგრძნობს მუსიკას ვიბრაციითა და სხვა შეგრძნებითი ეფექტებით.
მოწყობილობა შედგება ზურგჩანთის, ყურსასმენისა და დეკოდერისგან.
საღამოს დაესწრებიან ყრუთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა შშმ პირები.
შს სამინისტროს სტატისტიკას თვითმკვლელობების შესახებ, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.
IDFI-ის 2011 წელს თვითმკვლელობის მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ 2008-2010 წლების სტატისტიკური მონაცემები მიღებული აქვს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან. რომელთა მიხედვით 2008 წელს სუიციდის 67 შემთხვევა ფიქსირდება, 2009 წელს – 188 შემთხვევა, ხოლო 2010 წელს – 113 შემთხვევა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით აღნიშნული მონაცემები ეფუძნება სამედიცინო დაწესებულებებიდან და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიღებულ მონაცემებს.
ბატონო დავით, რა პოტენციალი არსებობს წყალქვეშა ტურიზმის განვითარებისათვის საქართველოში, აჭარაში და რამდენად რეალურია ამ მიმართულებით ტურიზმის განვითარება?
იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი დაკარგულია და იქ დიდი პოტენციალი იყო წყალქვეშა ტურიზმის განვითარებისთვის, განსაკუთრებით გუდაუთა-ბიჭვინთის სანაპირო ზოლში, სადაც იყო ყველაზე კარგი წყალქვეშა სანახაობა, ყველაზე კარგი პოტენციალი საქართველოს შავზღვისპირეთში აქვს, განსაკუთრებით სარფი-კვარიათის ზონაში. სამწუხაროდ, აქ გვაქვს არასწორი მიდგომა, სანაპირო ზოლის გამაგრება, ერთი მხრივ, სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, დაზიანდა ძალიან კარგი წყალქვეშა სანახაობა. შესაძლებელი იყო სანაპიროს გამაგრება ისე, რომ წყალქვეშა ლანდშაფტი არ დაზიანებულიყო, რომელიც ღირებულია ტურისტებისთვის. ფაქტობრივად, ნახევარი სანაპირო ამ თვალსაზრისით დაზიანებულია, თუმცა შესაძლებელია ბევრი რამის გაკეთება, სახელწიფოსა და ინვესტორების მხარდაჭერით. წყალქვეშა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა არის ციხისძირშიც და ასევე, მწვანე კონცხზე, რომელიც ადრე უფრო კარგი იყო, ახლა აქ დიდი ოდენობის ნატანი შემოდის და წყალქვეშა კლდეები, სადაც თევზი გროვდება, მოლუსკები ვითარდება, ნატანმა დაფარა. ახლა იქ ხუთი მეტრი სიღრმეზე მთავრდება სანახაობა და იწყება წყალქვეშა უდაბნო, რომელიც ტურისტისთვის ინტერესს არ წარმოადგენს.
რისი ნახვის შესაძლებლობა აქვთ წყალქვეშა ტურიზმის მოყვარულებს ჩვენთან?
წყალქვეშა ტურიზმში არის ბევრი მიმართულება, მსოფლიოში დაივინგს უკვე 70-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ჩვენთან ეს დარგი არ არის განვითარებული, სანახაობაც ამ მოცემულობით ცოტა გვაქვს. ტურისტებს აინტერესებთ ჩაძირული ობიექტები, წყალქვეშა ლანდშაფტი, თევზების მრავალსახეობა. ჩვენ არა გვაქვს მარჯნის რიფები, როგორც მაგალითად, ეგვიპტეშია, რჩება თევზის სანახაობა და ჩაძირული ობიექტები. ვგულისხმობ ჩაძირულ ისტორიულ გემებს და ქალაქებს. ჩაძირული იპოდრომია ფოთთან, მაგრამ იქ წყალში მხედველობა არ არის, შესაბამისად, ეს ადგილი გამოუყენებელია.
როცა წყალქვეშ არ არის ბუნებრივი სანახაობა, მრავალ ქვეყანაში აკეთებენ ხელოვნურ განაშენიანებას, ძირავენ ძველ გემებს, ისტორიებს იგონებენ, მუზეუმებს აკეთებენ, მთელი ინდუსტრია იქმნება, რომელსაც მოაქვს სერიოზული შემოსავალი.
როგორც ვიცი, გქონდათ არაერთი მცდელობა ხელისუფლების დაინტერესების თვალსაზრისით. თქვენი აზრით, რატომ იკავებს თავს ხელისუფლება?
მესამე მთავრობაა უკვე, რომელთანაც ვცდილობთ ამ თემაზე საუბარს. 20 წელი ვმუშაობთ ამ საკითხზე, მარიკულტურაზე, დაივინგზე. იტალიის მთავრობამ მიმიწვია და ოქროს მედლით დამაჯილდოვა საქართველოში მარიკულტურის განვითარებისა და წვლილის შეტანისთვის, იქვე გავიარე სტაჟირება. იყო საუბარი, რომ იტალიის მთავრობა აძლევდა საქართველოს მთავრობას 3 მილიონ დოლარს გრანტის სახით, ეს იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის დამსახურება. პირველი უცხოური ინვესტიცია მეთევზეობაში შემოტანილია ჩვენი ორგანზიციის მიერ, ეს იყო დანიური ინვესტიცია 1994 წელს. საქართველოს მთავრობას ზღვისპირეთის მდგრადი განვითარების გეგმა დღმდე არა აქვს. უპირატესობას ანიჭებენ ტერმინალებსა და პორტებს და იგნორირებულია სხვა დარგების განვითარება, იგივე წყალქვეშა ტურიზმი, თევზების მოშენება და ა.შ.
გაგზავნილი გვაქვს წერილები ეკონომიკის სამინისტროში, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ არჩილ ხაბაძესთან, ტურიზმის დეპარტამენტში, ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვთან… დადასტურების პასუხი მომივიდა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროდან. სხვა არც შეგვხმიანებია. მქონდა თბილისში ტურიზმის დეპარტამენტთან შეხვედრა, მაგრამ მიიჩნევენ, რადგან ზღვას ეხება, ეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმეა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ფუქციები და ბიუჯეტი ამ პროექტებს დაძვრის საშუალებას ვერ მისცემს.
სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერს წყვეტს ერთი ან ორი ადამიანი, ეს არის პრობლემა.
რა ტიპის მხარდაჭერას ითხოვთ მთავრობისგან?
თუ არ მოგვეცა ყველაფრის შესწავლის საშუალება, დატესტვის, წყალქვეშა დინებების შესწავლის, ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად ასეთი სახის წყალქვეშა კვლევის ჩატარება და დეკორაციული ნაგებობის საკუთარი სახსრებით აგება, ზღვაში ჩაძირვა. მითუმეტეს, რომ ზღვაში ნებისმიერი ნაგებობის ჩაძირვისთვის ნებართვაა საჭირო. ასეთი ნაგებობა აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო რუკაზე, კარგად უნდა იყოს დაცული და გაკონტროლებული, რათა მას არ წამოედოს სათევზაო ხომალდებიდან ჩაშვებული ბადეები და არ დააზიანოს, ან საერთოდ არ დაანგრიოს ეს ნაგებობები. ასე რომ, ჩვენი ძალებით ეს ვერ გამოვა.
2014 წელს გონიო-კვარიათში წყალქვეშ ხელოვნური პარკის მოწყობის პროექტის პრეზენტაცია თურქეთში, ტრაბზონში, შავი ზღვის ქვეყნების სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო შეხვედრაზე წარმოვადგინე, პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა საქართველოს მთავრობის დაინტერესება ვერ შევძელი ამ დრომდე.
დავუბრუნდები შეკითხვას პროექტის ღირებულების შესახებ. დაახლოებით რა დაჯდება წყალქვეშა ტურიზმის განვითარება აჭარის სანაპიროზე?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი გაკეთება გვინდა. გააჩნია, რა სეზონზე გვინდა ამის გაკეთება, მხოლოდ ზაფხულზე შევჩერდებით თუ სხვა სეზონებზეც. წყალქვეშა ტურიზმი მხოლოდ ზაფხულის სეზონზე არ არის მიბმული, ჩვენი სანაპირო წყლები თბილია, ფაქტობრივად, მთელი წლის მანძილზე შეიძლება მუშაობა, დაივინგით დაინტერესებულებს რუჯი არ აინტერესებთ, მათ სჭირდებათ წყალქვეშა სანახაობა. ფასი ასევე დამოკიდებულია იმაზე, ერთ გემს ჩავძირავთ თუ სხვა რამესაც გავაკეთებეთ, რა რაოდენობის ტურისტებზე გვინდა გათვლა, რა ტურებზე… სახელწიფოს მხარდაჭერის გარეშე ეს არ გამოვა. წყალქვეშა ტურიზმი ძალიან დიდი შემოსავალია. წყალქვეშა ტურიზმის ბრუნვა მსოფლიოში სამ მილიარდ დოლარს აღწევს და ამ თანხიდან ვერც ერთ კაპიკს ვერ იღებს საქართველოს ბიუჯეტი, რადგან არ აქვთ ინტერესი, არ ესმით და არც სპეციალისტებს უსმენენ, არც გვყავს სამწუხაროდ სპეციალისტები, სულ ერთი-ორი სპეციალისტი ვართ საქართველოში.
წყალქვეშა ტურიზმის განვითარება აჭარაში მოგვცემდა შესაძლებლობას, დაგვეძლია სეზონურობის პრობლემა. არის კვარიათში, სარფში სასტუმროები, რომლებიც სეზონის შემდეგ იკეტება. თუ ჩვენ გვექნება განვითარებული წყალქვეშა ტურიზმი, მივიღებთ სულ სხვა სიტუაციას, ტურისტები ჩამოვლენ, სასტუმროები დაიტვირთება და ეს ყველაფერი ქვეყანაზე სასიკეთოდ აისახება.
უამრავი რამის გაკეთება შეიძლება წყალქვეშ, არაერთ ქვეყანას აქვს ამის გამოცდილება, აშენებ ხელოვნურ პარკებს, სასახლეებს, მუზეუმებს, გემებს… ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ისტორია გავაცოცხლოთ წყალქვეშა სამყაროში, ანტიკური სამყარო თუ სხვა პერიოდი, ეს ძალიან პერსპექტიული იქნება ქვეყნისთვის.
2010-2011 წლებში იყო გარკვეული მცდელობა წყალქვეშა ტურიზმის განვითარების. გემიც კი ჩაძირეს კვარიათში. რა ბედი ეწია ამ გემს?
დიახ. კვარიათში ჩაძირეს ძველი გემი „ვლადიმერ ფაჩულია“, სადაც მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის ზაფხულში ჩაყვინთა. ეს გემი სწრაფად და არასწორად ჩაძირეს, 15 მეტრის სიღრმეზე, მაშინ, როცა სიღრმე უნდა ყოფილიყო 20 მეტრი, ესაა ყველაზე პოპულარული და გამართლებული სიღრმე. იმდენად არასწორი ადგილი და სიღრმე შეარჩიეს, რომ დღეს ამ გემისგან არაფერია დარჩენილი. სხვათა შორის, რამდენი დაიხარჯა ამ გემის შესაძენად, დღემდე ვერ გავარკვიე. საუბარი დიდ თანხზე იყო.