ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში, ქალაქ სალვადორში 11 აგვისტოს დაიწყო და 16 აგვისტოს დამთავრდება.


ბათუმელები
ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში, ქალაქ სალვადორში 11 აგვისტოს დაიწყო და 16 აგვისტოს დამთავრდება.



ბატონო ჯემალ, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ კვირიკეში ამბობს, რომ უწყლობა გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით. გამგეობაში ამბობენ, რომ მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკით. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
მეც ვადასტურებ, რომ მაღალი ტემპერატურის გამო ყველა მდინარემ დაიკლო. ვავსებთ რეზერვუარს და გრაფიკით – დილით და საღამოს ვაწვდით მოსახლეობას წყალს.
მოსახლეობა ამბობს, რომ 15 დღეა არ მიუღიათ წყალი. გრაფიკი რაში მდგომარეობს?
ჩვენი ხალხის ამბავი კარგად იცით, ასეთი გვალვები რომაა წყალზე გვიჭირს, ამიტომ მეზობელმა მეზობელი თვითონ უნდა გააკონტროლოს და მიახვედროს, რომ ტყუილად ნუ ღვრის წყალს, რომ მეორე მეზობელს ხელის დასაბანი წყალი არ აქვს და თავითონ 2-3-ტონიან რეზერვუარებს ნუ ავსებს. „სუტკაში“ შემოდის 60-70 ტონა წყალი, ამიტომ ყველას ვთხოვთ, რომ გაითვალისწინონ დღევანდელი მდგომარეობა და მიაწოდონ მეზობელს წყალი.
როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მაგ სოფლებში წყლის მრიცხველები უნდა იყოს დამონატაჟებული. თუ წყალს უყაირათოდ ხარჯავენ, რანაირად იხდიან გადასახადს?
ტარიფი არ გავაქვს და შესაბამისად, სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის ფულს არ იხდის. როცა სემეკ-ს მივმართეთ წყლის ტარიფის დასადგენად, სემეკ-მა გვითხრა, რომ ჯერ ყველა გაამრიცხველიანეთ და მერე დაგიდგენთ ტარიფსო.
ყველა მოსალემ იცის, რომ დღეის მდგომარეობით ფულს არ იხდიან.
ასევე თქვეს სოფელში, რომ სოფლის თავში, წყლის რეზერვუართან დამონტაჟებული წყალშემკრები ყოფილა გაფუჭებული და თითქოს თქვენ მის აღდგენაზე არ ზრუნავთ.
სამი წყალშემკრებიდან ორი მუშაობს. მესამე უნდა აღგვედგინა, მაგრამ თუ არ გაწვიმდა და წყლის მარაგმა არ მოიმატა, ტყუილად გადაყრილი შრომა იქნება.
კვირიკეს მოსახლეობის ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ გასულ წელს სულ მიეწოდებოდათ წყალი, მიუხედავად იმისა, რომ შარშან უფრო დიდ ხანს იყო მზიანი დღეები, ვიდერ წელს. იქნებ განმარტოთ, ეს სხვაობა რითი არის გამოწვეული?
გასულ წელს, სათაო ნაგებობებზე ჩემი წარმომადგენლობი სულ მეუბნებოდნენ, რომ მთებში იყო წვიმა და ცუდი ამინდი. წელს მთებში ერთი წვეთი არ ჩამოვარდნილა.
და ბოლოს, რას ეუბნებით მოსახლეობას კვირიკეში, როდის ექნებათ წყალი?
ჩვენ ვეუბნებით, რომ სანამ ასეთი გაჭირვება გვაქვს, სულ იქნება წყალი გრაფიკით. მეორე – მოსახლეობამ ყაირათიანად უნდა მოიხმაროს წყალი, რომელიც გროვდება რეზერვუარებში. როცა გამოვუშვებ მოსახლეობაში წყალს, მანდარინის ბაღები არ უნდა მორწყან ასეთი დეფიციტის დროს. და ბოლოს, ველოდეთ გაწვიმებას. მეტი გზა არ გვაქვს.


სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, გიორგი პაპუაშვილი ამ დროისთვის გადაყვანილია კადრების განკარგულებაში.
გიორგი პაპუაშვილი თანამდებობაზე უკვე ერთი კვირაა აღარ ირიცხება, მაგრამ თანამდებობები შეინარჩუნა მისმა სამივე მოადგილემ, მათ შორის მასთან ერთად თანამდებობაზე დანიშნულმა გიორგი შაშიაშვილმა.
გიორგი პაპუაშვილი აჭარაში სუს-ის უფროსის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის მარტში დანიშნეს.

„როცა ადმინისტრაციას ვეუბნებით, ამდენ ხანს რატომ არის მაღაზია დახურული, რით ვერ დაამთავრეს ეს ტენდერები, გვეუბნებიან, რომ ეს მათ არ იციან და ზემდგომებს უნდა ვკითხოთ. ეს ზემდგომები ვინ არიან ჩვენ ვერ გავარკვიეთ“, – ყვება ერთ-ერთი პატიმარი.
მისი თქმით, სხვადასხვა ინფექციით დაავადებული პატიმრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჰიგიენური საშუალებები, ისე ნორმალური კვება: „მაღაზიაში ელემენტარული ჰიგიენური საშუალება არ შემოდის. არ გვაქვს არც შესაბამისი საკვები, ტელეფონის კარტები. ტენდერებია და ცოტა უნდა გაუძლოთო, მაგრამ ორი-სამი თვეა ასეთ მდგომარეობაა. აქ დაავადებულები ვართ, ციროზით, ტუბიკით, განუკურნებელი დაავადებით. 100 მსჯავრდებული ვართ და ასივეს ხელმოწერა გვაქვს გაგზავნილი მაღაზიის მუშაობაზე. სახალხო დამცველსაც გავატანეთ წერილი. პასუხები მოგვდის ისეთი, რომ გავარკვეთ და მსგავსი რამ. ზოგიერთი დღეში ვსვამთ 20 წამალს, ქრონიკული ავადმყოფებიც ვართ, ცალკე ფილტვის წამლებს ვსავმთ და ამას კვება უნდა“.
პატიმრის თქმით, ძალიან უხერხულია, როცა პატიმარი საპნის ყიდვის უფლებას ითხოვს, მაგრამ მათ სხვა გზა აღარ დარჩათ: „განცხადებები გვაქვს გაგზავნილი საზოგადოებრივ ორგანიზაცებთან და ეს განცხადებები იკარგება. ახლა სახალხო დამცველებს გავატანეთ და იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადებები ყველას მიუვა. ასე ჩვენ სიცოცხლეს ექმნება საფრთხე, რადგან ნამდვილად დამოკიდებული ვართ მაღაზიაზე, წამლების მიღებისთვის ეს აუცილებელია“.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიციას პატიმრის განცხადებაზე ამ უწყების პრესცენტრი გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციით, “მას შემდეგ რაც მინისტრა შეიტყო მე-19 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ, დაწესებულების მაღაზიაში შევიდა ყველა საჭირო პროდუქტი თუ ნივთი”.
რაც შეეხება ტენდერთან დაკავშირებულ გაურკვევლობას, პრესცენტრში განმარტავენ, რომ ეს იყო “გარდამავალი პერიოდი, როცა ერთ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა და მეორე კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება. შესაბამისად, პრობლემაც ამ გარდამავალ პერიოდს უკავშირდება”.

თამარ სირაძე:
ნეტა ვის რაში დასჭირდა ამოდენა ტალღის აგორება, როცა შეიძლებოდა ყველაფერი მშვიდად გარკვეულიყო.
1. როგორც მოგახსენეს ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა, ეს ბანერი მოძველდა და მალე შეიცვლება. შეიძლებოდა ცოტა მოგეთმინათ. ამ ლექსის ავტორი ხშირად ეშლებათ ვაჟაში და არც ესაა მაინცდამაინც ტრაგედია, ხოლო თუ თარგმანზე კამათი გნებავდათ, მთარგმნელისთვის მიგემართათ, ნუთუ ასე ძნელი იყო? მე გაგიადვილებთ მაშინ.
2. ბანერზე ორხაზიანი ლექსი არ გახლავთ წარწერილი, ეს ლექსი სამი სტროფისგან შედგება (ზოგ ვერსიაში უფრო მეტია), ამდენად მხატვრული თარგმანი შეუძლებელია გაუკეთდეს ამონარიდს. და საერთოდ, მიზანი ლექსის მიწოდება არ გახლავთ, მხოლოდ პირდაპირი გაგება მოგვეთხოვება.
3. ბანერზე გამოსახული ციტატა ლექსიდან არ ნიშნავს, რომ იქ მთელი ლექსია მოცემული. ამდენად, აქ მხატვრულ თარგმანზე ლაპარაკი ზედმეტია. შესაბამისად, ზედმეტად მეჩვენება ქალბატონ ხათუნა ბერიძის კომენტარი მხატვრული თარგმანის წესების და რაობის შესახებ. მართალს ბრძანებს თეორიულად, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად უადგილოა, რადგან ბანერზე ლექსიდან ამონარიდია მოცემული სულ სხვა მიზნით. ბოტანიკური ბაღის მიზანი გახლავთ, აქ შემოსულ სტუმარს აგრძნობინოს, რომ შემოდის ისეთ გარემოში, სადაც უმნიშვნელო მცენარეებიც კი, რომლებსაც ადრე ყურადღების ღირსადაც არ თვლიდა, საოცრად ლამაზები და ამასთანავე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლები არიან. ამის გასაგებად უცხოელს არ სჭირდება ლექსის სიუჟეტის ცოდნა და არც თარგმანის მხატვრული ღირებულებების შეფასება.
4. და არც, სხვათა შორის, ავტორის ცოდნაა გადამწყვეტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მართალია, შეცდომით გახლავთ მითითებული ვაჟა, რადგან მსგავსი ლექსი მასაც დაუწერია, მაგრამ ლექსი არც ხალხური გახლავთ, მას სულ მცირე 3 ავტორი ჰყავს – ივლიტა შევარდაშვილი, ნათელა ონაშვილი და მიხო ხელაშვილი – და მისი ავტორობის საკითხი დღემდე პოლემიკის საგანია.
5. თქვენ განგაშის ტონით გვატყობინებთ, რომ თურმე 39 300 უცხოელი შემოსულა ბაღში და ეს რა დაგვემართა, როგორ შოკირებული გაგვიშვია ყველა საქართველოდან! მე კი ვფიქრობ, რომ ყველა უცხოელი სწორედ ისე გაიგებდა ბანერის მნიშვნელობას, როგორც საჭიროა (ანუ უკეთესად, ვიდრე ეს თქვენ შესძელით). და საერთოდ, ნეტა მხოლოდ ეს ბანერი იყოს ჩვენი ნაკლი უცხოელების თვალში…

“ჩვენ უნდა დავკითხოთ მოწმეები, რომელიც სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიყვანა, მოწმეები პოლიციის თანამშრომლები არიან, რომლებმაც არასრულწოვანი დააკავეს. თქვენ თანახმა ხართ?”-ჰკითხა არასრულწოვანის დედას მოსამართლემ.
“ამ ადამიანებმა ჩემი არასრულწოვანი შვილი დააკავეს და ამის შესახებ მე არაფერი შემატყობინეს, მე რატომ უნდა ვუსმინო ახლა მათ? ან რა უნდა დავიჯერო მათი?”, – იკითხა დაკავებულის დედამ.
მოსამართლემ მოზარდის დედას აუხსნა, რომ სასამართლო დევნის დამწყები ორგანო არ არის და თუ პოლიციის თანამშრომლებმა დაარღვიეს კანონი, ამის შესახებ გენერალურ ინსპექციას უნდა აცნობოს. მოსამართლემ ასევე განმარტა, რომ არ არსებობს საფუძველი ივარაუდოს, რომ პოლიციელებმა იცრუებენ სასამართლოში.
არასრულწოვანის დედამ მოსამართლეს უთხრა, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს დაკითხავს თუ არა სასამართლო მოწმის სახით პოლიციელებს. მოსამართლემ პოლიციელები დაკითხა.
ირაკლი მიქელაძე, ინსპექტორ გამომძიებელი: “9 აგვისტოს ვმორიგეობდით კლუბ “სექტორთან”, კლუბიდან გამოსული ახალგაზრდა მამაკაცი იგინებოდა, მას მოვუწოდეთ დაეტოვებინა ტერიტორია, ის არ დაემორჩილა ჩვენს კანონიერ მოთხოვნას, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გვიწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას, ამიტომაც დავაკავეთ და მოვათავსეთ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მე არ ვიცი და ვერ ვხდები რატომ არიან აგრესიულები ჩვენს მიმართ, გვითხრა წაეთრიეთ, რატომ მკიდებ ხელსო, შემაგინა კიდეც”.
მოწმის ჩვენების დასრულების შემდეგ კითხვის დასმის უფლება არასრუწლოვანის დედამ ითხოვა: “მაინტერესებს, კლუბიდან როცა გამოვიდა ჩემი შვილი, თქვენ ამბობთ, რომ იგინებოდა და ხმაურობდა, ვის აგინებდა, ვინმეს აყენებდა შეურაცხყოფას? ვისთან ერთად იყო ის?”.
პოლიციელმა უპასუხა, რომ ის იმყოფებოდა მარტო და იგინებოდა უმისამართოდ:”არავის არ აგინებდა, მარტო ხმაურობდა, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, ხმაურმა მიიქცია ჩვენი ყურადღება”.
არასრულწოვანმა კი სასამართლოში ასეთი რამ მოყვა:”ვიყავი ბულვარში, მოვიდნენ ჩემთან პოლიციელები და მითხრეს, რომ უნდა დამეტოვებინა ტერიტორია, ბულვარში ნუ ხარო. მე ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი წასვლას. ამის გამო დამაკავეს, მერე ვიკითხე რატომ მაკავებდნენ. მე პოლიციელები ბულვარში გადაადგილებას მიკრძალავენ, ეს ფაქტი მაღიზიანებს.”
სასამართლომ მეორე პოლიციელიც დაკითხა მოწმის სტატუსით: “დაახლოებით სამ საათზე შევამჩნიე, რომ ეს ახალგაზრდა სანაპიროსთან ახლოს, დაახლოებით უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურობდა. მივედი და ვუთხარი, შენ სახდელდადებული ხარ, წადი სახლში-მეთქი. მე მას მივუთითე ტერიტორიის დატოვებისკენ. მითხრა თქვენ ძაღლებოო. უარი თქვა ალკოტესტის ჩატარებაზე, ხელი არ მოაწერა დაკავების ოქმს. დედასთან ვცადე ორჯერ დარეკვა, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა”.
ბრალდებულმა თქვა, რომ პოლიციელი ცრუობს: “მე ვითხოვდი მოეცათ უფლება დამერეკა დედაჩემითვის. ამის უფლება არ მომცეს”.
ბრალდებულის დედამ მოსამართლეს უთხრა, რომ მისი შვილი დისკრიმინაციის მსხვერპლია: “ჩემი შვილი ადრე ნასამართლევია, ეს იციან პოლიციელებმა, რომლებიც ახლა თბილისიდან ბათუმში მივლინებაში იმყოფებიან. პრევენციის გამო ცდილობენ ის განარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ამის გამო ბავშვი ღიზიანდება, მას რამდენჯერმე უთხრეს, რომ არ იაროს ბულვარში. ჩვენ ვიცით, რომ მან დააშავა და ამის გამო სასჯელიც მოიხადა. ის გიჟია? მარტო იდგა, ყვიროდა და იგინებოდა უმისამართოდ? ჩემი შვილი არის სამართალდამრღვევი, მაგრამ ამის პროვოცირება მოახდინეს პოლიციელებმა, რადგან ისინი მას უზღუდავენ გადაადგილების უფლებას.”
პოლიციელებმა ამ რეპლიკაზე განმარტეს, რომ ქუჩაში თავისუფლად მკვლელები დადიან და იმათ არ უკრძალავენ გადადაგილებას, ამიტომ დედა-შვილის ბრალდებას აბსურდული უწოდეს.
სასამართლო პროცესზე ასევე გაირკვა, რომ სამართალდამრღვევად სასამართლომ არასრულწოვანი 5 აგვისტოსაც სცნო. ასევე ბულვარში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, თუმცა ამის შესახებ, როგორც არასრულწოვანის დედამ განმარტა, მას არაფერი გაუგია: “ეს რომ გამეგო 5 აგვისტოს, დღესაც აქ არ იქნებოდა ჩემი შვილი. უჩემოდ ჩაატარეს სასამართლო პროცესი”.
მოსამართლემ არასრულწოვანს 250 ლარის გადახდა დააკისრა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულის დედამ “ბათუმელებთან” განმარტა, რომ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ აპირებს შესაბამის უწყებას მიმართოს პოლიციელების გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო.
„გამგებელმა ედიტა გოგიტიძემ მითხრა, რომ დაველოდოთ გაწვიმებას და წყალი მაშინ გვექნება“, – უთხრა „ბათუმელებს“ ეკატერინე ცენტერაძემ, რომელიც კვირიკეში ცხოვრობს. ის, როგორც სხვა ქალები, გამგებლის წარმომადგენლის ამ განცხადებით შეურაცხყოფილები არიან.

ქობულეთის გამგებლის წარმომადგენელი ედიტა გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ ნამდვილად უპასუხა წყალთან დაკავშირებულ კითხვებზე მოსახლეობას ასე. კითხვაზე, ეს ხომ არ ნიშნავს, მოხელის მიერ თანასოფლელების აბუჩად აგდებას, მაშინ, როდესაც 15 დღეზე მეტია მათ წყალი არ მიეწოდებათ, გამგებლის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არა, რადგან წყალი მართლაც გაწვიმების შემდეგ იქნება, რადგან ნაკადულები დამშრალია.
დღეს კვირიკეში უწყლობით შეწუხებული ქალები აქციას გამართავენ სოფლის ჭასთან. სოფელში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მეზობლის სახლში მიცვალებული ჰყავთ და უწყლობით გამოწვეული მდგომარეობა სრულიად აუტანელია. “არა გარეცხვა, არა დაბანა. დასალევ წყალს მანქანებით ვეზიდებით”, – უთხრეს “ბათუმელებს” კვირიკეში.
სოფელში ამბობენ, რომ გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის განმავლობაში 40 გრადუსი იყო ტემპერატურა, წყალი თითქმის არ შეწყვეტილა. „წელსაც არაფერ შუაშია ტემპერატურა, უბრალოდ, სოფლის თავში დამონტაჟებული სამი წყალშემკრებიდან მხოლოდ ერთი აწვდის წყალს, ორი კი არა. ამბობენ, რომ ამ წყალშემკრებებს ხე დაეცა და დააზიანა. ეს არის გასაკეთებელი, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას“, – ეს ინფორმაციაც კვირიკეს ერთ-ერთ მცხოვრებს ეკუთვნის.
გამგებლის წარმომადგენელს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს. ის ამბობს, რომ „ფიზიკურად არ ივსება ბასეინი, რომელიც სოფლის თავში მდებარეობს“. ხოლო კითხვაზე – გასულ წელს როგორ ივსებოდა, გვპასუხობს, რომ „პრობლემები არსებობს“ და ტელეფონს თიშავს.
ვიდრე ქობულეთის გამგეობაში კვირიკეს უწყლობასთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებენ, მანამდე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კვირიკესა თუ მისი მიმდებარე სოფლების წყლით უზრუნველყოფისთვის მილიონობით ლარი უკვე დაიხარჯა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ტენდერები წელსაც აქვს გამგეობას გამოცხადებული.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
აიღეთ პირველი სესხი მანიმენში;
განაცხადის შევსებისას მიუთითეთ პრომოკოდი – 8747;
გამოტანილი კრედიტი უნდა იყოს 200 ლარი ან მეტი;
სესხი აიღეთ 20 დღით ან მეტი ვადით;
მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: marketing@moneyman.ge წერილი სათაურით „ჩემი საზაფხულო თავგადასავალი“. ნუ დაგეზარებათ წერილში აღწეროთ, რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ და ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ოცნებობთ სამოგზაუროდ წასვლს.
ასევე, მიუთითეთ სრული სახელი და გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ნომერი;
განაცხადის შევსება შეგიძლიათ არა მხოლოდ ონლაინ, არამედ ჩვენი პრომო გოგონების დახმარებითაც. გვეწვიეთ ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრთან 4-დან 10-საათამდე და ჩვენი წარმომადგენლები დაგეხმარებიან სასურველი თანხის მიღებაში.
შეგახსენებთ, რომ მანიმენში შეგიძლიათ სწრაფი ონლაინ კრედიტი მიიღოთ განაცხადის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში. ჩვენ ათასობით ადამიანს ვეხმარებით ყოველდღიურად ფინანსური პრობლემების მოგვარებაში. დღეიდან შეგიძლიათ მათ რიცხვს თქვენც შეუერთდეთ!
ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე, აიღეთ სესხი და აისრულეთ სურვილები დღესვე!
ბათუმის მერიის ვებგვერდის ინფორმაციით, იგეგმება პროგრამას დაემატოს მკურნალობის მონიტორინგის ნაწილობრივი დაფინანსება.
C ჰეპატიტით დიაგნოსტიკის თანადაფინანსების პროგრამა 15 ივნისიდან ამოქმედდა. მერიის პროგრამის ფარგლებში, მომსახურებას ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 185 ათას 300 ლარს შეადგენს. მერიის ინფორმაციით, პროგრამით უკვე 500-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 88 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,68554 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
სამკურნალო ვიზიტის სრული დაგეგმვა, მოწვევის ორგანიზება, ხარჯების წინასწარ კალკულაცია და თარჯიმნით უზრუნველყოფა Bridge to Germany-ს მომსახურების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც გერმანიაში მკურნალობის მსურველ პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ.
„ჩვენ ვართ იქ, სადაც პაციენტს ყველაზე მეტად ვჭირდებით – გერმანიაში, და ვახორციელებთ სამედიცინო ვიზიტების ადგილზე მხარდაჭერას და მონიტორინგს,“– აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი თეა კობახიძე.
გერმანიაში გამგზავრებამდე, კომპანია მკურნალობის მსურველს აწვდის ინფორმაციას კლინიკების, ექიმების, ფასებისა და სავარაუდო სამკურნალო პროცედურების შესახებ, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
რატომ გერმანია?
გერმანიას გავლენიან რეიტიგებში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებს აფასებს, წამყვანი ადგილები უჭირავს.
გერმანიას უცხოელი პაციენტები სწორი და ზუსტი დიაგნოსტიკის, მკურნალობის უახლესი მეთოდების, მედიცინის უმაღლესი დონის გამო ირჩევენ. მათი რიცხვი, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მატულობს.
მიუნხენის და ზოგადად, გერმანიის კლინიკები ფართოდაა ცნობილი ქიმიოთერაპიაში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებით, ასევე ნეიროქირურგიული და ორთოპედიული ოპერაციების, კარდიოლოგიისა და რევმატოლოგიის დარგში.
გერმანიაში ვიზიტი – საჭიროებებზე მორგებული მომსახურება
“ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ საუკეთესო გერმანულ კილინიკებს, სპეციალისტებს და საკეთსო ფასებს. მაგალითად, გინეკოლოგიური გამოკვლევის ღირებულება 500 -700 ევროა, ორთოპედიული დიაგნოსტიკა 700 – 1250 ევრო, ხოლო კარდიოლოგიური გამოკვლევა 1000-1500 ევრომდე, რაც გერმანიაში სამედიცინო ვიზიტს უამრავი პაციენტისათვის შესაძლებელს ხდის,”– განმარტავს თეა კობახიძე.
Bridge to Germany სამკურნალო ვიზიტებს პაციენტების ინტერესების სრული დაცვით გეგმავს. კომპანია ქართველ პაციენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ გერმანული სამედიცინო სერვისებით წამყვან კლინიკებში, კავშირი დაამყარონ მოწინავე პროფესორებთან, დაზოგონ დრო და ხარჯები. გარდა ამისა, Bridge to Germany პაციენტს ეხმარება გერმანიაში გასამგზავრებლად საჭირო სავიზო განაცხადის გაკეთებასა და სხვა ფორმალობების მოგვარებაში. ასევე, გერმანიაში მკურნალობისას პაციენტს შეუძლია თარჯიმნის სერვისითაც ისარგებლოს.
”ვიზიტის განმავლობაში პაციენტს ჰყავს თამხლები პირი, რომლიც არამხოლოდ თარჯიმანია, არამედ მთელი ვიზიტის დროულ, წარმატებულ განხორციელებას მონიტორინგს უკეთებს,” – ამბობს თეა კობახიძე. იგი განმარტავს, რომ პროფესიონალურად დაგეგმილი ვიზიტის შემთხვევაში, პაციენტი წინასწარ იღებს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას; ვიზიტები ხორციელდება უმოკლეს დროში და პაიციენტს არ უწევს დამატებითი, გაუთვალიწინებელი ხარჯების გაღება.
გერმანული კლინიკები
Bridge to Germany გერმანიის საუკეთესო კლინიკებთან თანამშრომლობს. მათ შორისაა საუნივერსიტეტო კლინიკები, კერძო კლინიკები და დიაგნოსტიკური ცენტრები. ბავშვთა მკურნალობის შემთხვევაში კი, კომპანია საკუთარ თავზე იღებს შეარჩიოს ბავშვთა სპეციფიკაზე მორგებული კლინიკა.
”ჩვენ ორიენტირებული ვართ პირველ რიგში, არა მოგებაზე, არამედ პაციენტის სრულ კმაყოფილებაზე. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი კლიენტურის მუდმივი ზრდის საფუძველი. მათი უმრავლესობა, სტატისტიკის მიხედვით, ჩვენამდე ერთმანეთის რჩევით და არა რეკლამის საშუალებით მოდის,”- ამბობს კომპანიის დირექტორი.

გერმანიაში მკურნალობის ხარჯები
გერმანიაში მკურნალობის ფასს, პაციენტის დიაგნოზის მიხედვით, თავად გერმანული კლინიკა განსაზღვრავს. სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მკურნალობის საფასურს პაციენტი კლინიკის ანგარიშზე რიცხავს ან გერმანიაში ჩამოსვლის შემდეგ პირადად იხდის.
გარდა ამისა, მკურნალობის შემდეგ, კლინიკის მიერ განმეორებითი ხარჯთაღრიცხვა კეთდება, რა დროსაც მოწმდება, სრულიად მოხმარდა თუ არა წინასწარ გადახდილი თანხა პაციენტს. თუკი კლინიკა წინასწარ განსაზღვრულ თანხას სრულად არ გახარჯავს, ნაშთი პაციენტს დაუბრუნდება იმავე ანგარიშზე, რომლიდანაც მკურნალობის თანხა გადარიცხა.
პაციენტი და თანმხლები პირი
Bridge to Germany–ის დახმარებით, რაც გერმანიაში სამკურნალო ვიზიტისას გერმანული ენის თარჯიმანსა და დამხმარე პერსონალს ითვალისწინებს, პაციენტს აძლევს საშუალებას, მარტო, ოჯახის წევრის თანხლების გარეშე წავიდეს სამკურნალოდ, რაც დამატებითი თანხების დაზოგვაში ეხმარება პაციენტს და მის ოჯახს.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს ოჯახის წევრიც ახლავს, კომპანიის შეთავაზებები მასზეც გავრცელდება. კერძოდ, ოჯახის წევრებს შეეძლებათ ისარგებლონ გერმანული ენის თარჯიმანით და კომპანიის ტურისტული მომსახურების სრული პაკეტით.
პაციენტები და მათი თანმხლები პირები Bridge to Germany–ის პარტნიორის, ავიაკომპანია Lufthansa -ს ბილეთებზე 5% – 20% ფასდაკლებით და სხვა დამატებითი შეღავათებით სარგებლობენ.
კომპანია Bridge to Germany 2012 წელს დაარსდა. ის ძირითადად ემსახურება პაციენტებს საქართველოდან და დსთ–ის ქვეყნებიდან. სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკების საფუძველზე, სექტემბრიდან იწყება პაციენტების მიღება არაბული ქვეყნებიდანაც. კომპანიასთან დაკავშირება შესაძლებელია ამ მისამართზე.
კონტაქტი:
Tel: +49 176 22 51 33 52
Fax +49 911 30844 00244
Skype: bridge-to-germany

ბრიტანული როკ ბენდი „ტოპლოუდერი“
ბათუმი უცხოელ და ქართველ თანამედროვე შემსრულებლებს, ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.
თანამედროვე მუსიკის კვირეული ექვს აგვისტოს „კახაბერი და ხანუმები“- ს კონცერტით დაიწყო, შემდეგ იყო ბოშური საღამო MANOLO “The Voice of the Gypsiess” -გან.
ასევე მონაწილეობდნენ უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი „ოკეან ელზი“, ქართველი შემსრულებელი რომა რცხილაძე და მისი ბენდი „+995“ . საფესტივალო კლუბში კი ორი დღის განმავლობაში VIVA Brasil-ს შოუ გაიმართა.

რომა რცხილაძე

„შესაძლოა ეს ლექსი, რომელიც ხალხურია, შეეშალათ ვაჟა-ფშაველას ლექსში „იას უთხარით ტურფასა”. რაც შეეხება თარგმანს, სამწუხაროდ, სიტყვასიტყვით არის ნათარგმნი.
მხატვრული თარგმანი კი სიტყვების თარგმნა არ გახლავთ. ისე როგორც ლექსი ვერ იქნება ლექსი, თუ მასში სიტყვების მიღმა არაფერი იკითხება. მხატვრული თარგმანი, მით უფრო ლექსის თარგმნა შემოქმედებითი პროცესია და საუკეთესოთა შორის საუკეთესო მთარგმნელებსაც კი, ყოველთვის წარმატებული თარგმანი როდი გამოსდით“,- ამბობს „ბათუმელებთან “ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თარგმანმცოდნე, ინგლისური ენის და ლიტერატურის სპეციალისტი ხათუნა ბერიძე.
ვისი ინიციატიოვით დაიდგა ეს ბანერი ბოტანიკური ბაღის შესასვლელში და მიაქცია თუ არა წარწერებში არსებულ უზუსტობებს ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ ყურადღება?
ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ჯემალ წულუკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბანერი დიდი ხნის წინ დაიდგა და ადმინისტრაცია მის გამოცვლას მალე აპირებს:
„არ მიმიქცევია მაგ წარწერისთვის ყურადღება. ძველი ბანერია და ვაპირებთ თანამედროვეთი ჩავანაცვლოთ. ტენდერი უკვე გამოცხადებულია მანიშნებლების შეცვლაზე და ეს ბანერიც გამოცვლება“, – ამბობს ჯემალ წულუკიძე.

სპექტაკლები ღია ცის ქვეშ გაიმართება. ფესტივალში ხუთი ქართული და ოთხი უცხოური თეატრალური დასი მონაწილეობს. ქართველ მსახიობებთან ერთად, ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.
„ღია სივრცეს განსაკუთრებული დადებითი მხარე აქვს, მით უფრო ზაფხულში და ისეთ ქალაქში როგორიც ბათუმია. ეს იქნება მაღალი დონის წარმოდგენები, ჩვენ ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს სასიამოვნო და შთამბეჭდავ საღამოებს ვპირდებით, “ – აცხადებს ქუჩის თეატრის დღეების ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკა მაზმიშვილი
წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებთან, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებშია წარმოდგენილი. ჩვენებაზე დასწრება უფასოა.
10-16 აგვისტოს ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:
11 აგვისტო, 11:00 ბულვარი – ამირან შალიკაშვილის პანტომიმების თეატრი
11 აგვისტო, 21:30, კორტები – ბოლივუდ მასალა ორკესტრა (ინდოეთი)
12 აგვისტო, 20:00, ერას მოედანი – მაგიდა ორისთვის (ესპანეთი)
12-13 აგვისტო, 23:00, ბულვარი – მოცეკვავე გრაფიტი BANDART Productions (უნგრეთი)
13 აგვისტო, 20:00, საზაფხულო თეატრი – სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი „ტროელი ქალები“
13 აგვისტო, 19:00 – ქუჩა, ბულვარი, 23:00 საფესტივალო კლუბი TAKE FIVE – The New York Brass Band
14 აგვისტო, 22:00, პიაცა – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“
14 აგვისტო, 19:00; 21:00 – ქუჩა/ბულვარი/პიაცა – The New York Brass
15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები – მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“
15 აგვისტო – 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი – The New York Brass Band
თეატრალური კვირეული 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება.

„შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი მზია დავითაძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ მზია დავითაძემ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, საარსებო შემწეობის შენარჩუნების და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი (მრავალშვილიანი) ოჯახებისათვის განკუთვნილი არაფულადი დახმარების მიღების და საარსებო შემწეობის აღდგენის საკითხის მოსაგვარებლად, ორი ოჯახისგან ქრთამის სახით ჯამში 500 ლარის ოდენობით თანხა მოითხოვა და აიღო.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება სოციალური საწარმოები, მცირე საწარმოები, მიგრანტთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აშენდება ჰიგიენის სახლები ე.წ. „ოცნების ქალაქში.“ გარდა ამისა „ინტელექტი“ გაუწევს სამართლებრივ დახმარებას მიგრანტებს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიული განათლების მიღებაში.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სოციალური სახლის მცხოვრებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ერთად შეკრებილიყვნენ „ინტელექტის“ წარმომადგენლებთან შესახვედრად. მათ საერთო ინტერესი აერთიანებდათ: რისთვის მოდიან? რას გვეტყვიან? რა სარგებელი გვექნება?
შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარემ ლევან გობაძემ პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ პრეზენტაციით გახსნა. აღნიშნული პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირება და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.
შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ სახლში 49 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის 48 ეკომიგრანტია, ხოლო ერთი _ სოციალური მიგრანტი. ისინი სოციალურ სახლში სოფლებიდან: ბუთურაულიდან, ნიგაზეულიდან, ახალდაბიდან, ნაღვარევიდან, ჟანივრიდან, უჩამბიდან და ცინარეთიდან იძულებით მოვიდნენ. მათ სტიქიით დაზარალებულთა I და II კატეგორია აქვთ გეოლოგების მიერ მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი საერთოდ არ გააჩნიათ (I კატეგორია) ან, სახლი აქვთ, მაგრამ ეკოლოგიური პროცესების შედეგად იმდენად არის დაზარალებული, რომ ცხოვრება შეუძლებელია (II კატეგორია).
შუახევის სოციალური სახლის მცხოვრებთაგან 12 მოქალაქეა დასაქმებული – 10 სანდასუფთავების სამსახურში მუშაობს, ხოლო 2 -პროფილაქტიკაში. ამბობენ, რომ შემოსავალი მცირე აქვთ და ოჯახის შესანახად არასაკმარისი. უმრავლესობას სამუშაო არ გააჩნია და ძიების პროცესშია. ერთ-ერთი დაბრკოლება კი მათთვის პროფესიისა და კვალიფიკაციის არქონაა. პროექტი „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ სწორედ აღნიშნული კატეგორიის მიგრანტების – ამ შემთხვევაში ეკომიგრანტების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ადაპტირებას, დასაქმებას და მომავალში დამოუკიდებლად კაპიტალის მოპოვება-დაგროვებას ისახავს მიზნად. პროექტი ხელს შეუწყობს სოციალური სახლების მცხოვრებლებს, აღარ იყონ ადგილობრივ თვითმმართველობაზე დამოკიდებული. “ინტელექტი“ პროექტის – „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში იმუშავებს აჭარის რეგიონში მცხოვრებ იმ ეკომიგრანტებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მოტივაცია და ნებისყოფა, რომ საკუთარი შრომითა და ნიჭით დასძლიონ სიღარიბე და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

შუახევის სოციალური სახლის მცხოვრებლები თავდაპირველად ნეგატიურად აფასებდნენ პროექტს „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“. მათ გაუჭირდათ იმ აზრის გაზიარება, რომ სოციალური საწარმოები უნდა შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნება რამდენიმე ეკომიგრანტი და სოციალური მიგრანტი ოჯახი და ერთად მოუწევთ მუშაობა. ისინი მცირე საწარმოების ინდივიდუალურ დაფინანსებას ითხოვდნენ, რასაც პროექტი არ ითვალისწინებს. დეტალურად გაეცნენ რა პროექტს შუახეველი ეკომიგრანტები, აზრი შეიცვალეს და სამომავლო გეგმების დასახვა დაიწყეს.
პროექტს „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ პროტესტს ყველაზე აქტიურად 27 წლის რუსლან მამულაძე უცხადებდა. იგი სოციალურ სახლში ცხოვრობს. მას არც სამსახური აქვს და არც არანაირი სამუშაო გამოცდილება. „პირადი“ მიზეზების გამო ვერ მიიღო უმაღლესი განათლება და არც პროფესიული განათლება აქვს. ოჯახის შესანახად სეზონურად მეზობელი თურქეთის რესპუბლიკაში მიდის და ჩაის კრეფს. სოციალური საწარმოს ჩამოყალიბების იდეა თავდაპირველად არ მოეწონა: „ასე საქმე არ გამოვა. საზიარო არ გვინდა. ერთმანეთს უნდა დაგვაპირისპიროთ ისედაც გაჭირვებული ხალხი? გვეგონა ინდივიდუალურად დაგვეხმარებოდით, თანხას გამოგვიყოფდით…“ პროექტის მიზნებისა და საქმიანობების დეტალურად გაცნობის შემდეგ რუსლანმა არა მარტო აზრი შეიცვალა, არამედ იდეაც მიაწოდა თავის მეზობლებს ერთობლივი განვითარებისთვის: „იქ, სადაც ჩვენი სოციალური სახლია, 300 კვადრატული მეტრი ფართობის უფუნქციო ავტოსადგომია. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ შენობას დაგვითმობენ, შეიძლება იქ რაიმე სახის დანადგარების დადგმა და საწარმოს ჩამოყალიბება, მაგალითად ავეჯის. პირადად მე მზად ვარ გადავემზადო ნებისმიერი მიმართულებით და მივიღო პროფესიული განათლება. მართალია, უმაღლესი არ დამიმთავრებია, მაგრამ ფიზიკური მუშაობა შემიძლია, ხელობასაც ადვილად ვითვისებ.“
რუსლანის იდეამ გამოხმაურება ჰპოვა მეზობლებში. ავეჯის საწარმოს გახსნის იდეა სოციალურ სახლში მცხოვრებთა უმრავლესობას მოეწონა. დაფიქრდნენ და განაცხადეს, რომ მსგავსი საწარმო შუახევის მუნიციპალიტეტში არ არის და იმედი გამოთქვეს, რომ ეს საქმე „სარფიანი“ იქნება. სამეზობლოში დურგალიც აღმოჩნდა – ზურაბ მამულაძე.
მეწყრული პროცესებისგან დაზარალებული ზურაბ მამულაძე ოჯახთან ერთად სოციალურ სახლში ცხოვრობს. მის სამსულიან ოჯახს მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. ისინი სოციალური შემწეობის იმედად არიან.
ზურაბ მამულაძე თვითნასწავლი დურგალია. ვიდრე მეწყერი შეაწუხებდა მას და მის ოჯახს, სოფელში, საცხოვრებელ სახლთან ხის გადასამუშავებელი დაზგა ედგა და პატარა, ყავისთვის განკუთვნილ მაგიდებს ამზადებდა. „პატარა მაგიდების გარდა სკამების გაკეთებაც შემიძლია. ჩემს ცოდნას მეზობლებსაც გავუზიარებ და ადგილობრივი ხელისუფლება თუ ამ ავტოფარეხს დაგვითმობს, ერთი კარგი საწარმოს გაკეთება შეიძლება. როგორც გავიგეთ, ინტელექტი პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში” ფარგლებში პროფესიულ განათლებასაც დაგვიფინანსებს. მისი დახმარებით პროფესიონალებად ჩამოვყალიბდებით და სხვადასხვა სახის ავეჯის – კარადების, კამოდების, მაგიდების, რბილი ავეჯის და ა. შ. დამზადებას შევძლებთ. თუ მეზობლები კარგად დავფიქრდებით, სწორად გავიაზრებთ ყველაფერს და შრომა არ დაგვეზარება, ავამოქმედებთ ავეჯის საწარმოს, რომელიც დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება და ჩვენ – სოციალური სახლის მცხოვრებლებს აღარ გვექნება ხელი გაწვდილი სახელმწიფოსკენ სოციალური დახმარების მისაღებად, ჩვენი ფინანსური შემოსავალი გაგვიჩნდება და დამოუკიდებლად ცხოვრებას შევძლებთ.“ – ამბობს ზურაბი.
მამულაძეების გვერდით დგანან სხვა მეზობლებიც: „როგორც ვუყურებთ „ინტელექტის“ პროექტი ძალიან კარგია და გამოსადეგი. ვინ იცის, იქნებ ჩვენთან ერთად კიდევ ცხოვრობენ რომელიმე ხელობის მცოდნე ხალხი და არ ვიცით. ახლა მოვიკითხავთ და გავარკვევთ… ჩვენს პირობებში ფერმის გაკეთებაც კარგი იქნება. თანაც შუახევის მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მიმღებ-გადასამუშავებელი საწარმო არ არსებობს, ამაზეც ღირს დაფიქრება…“
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტისა“ და შუახევის მუნიციპალიტეტის სოციალურ სახლში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრას სოციალური საწარმოს ჩამოყალიბების საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები _ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
„ჩემი აზრით, „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ძალინ კარგი პროექტია. ამ პროექტის განხორციელება შუახეველი, და არამარტო შუახეველი ეკომიგრანტებისათვის, დიდი შეღავათი იქნება. ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად იარსებონ სოციალურ სახლში და აღარ იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოზე. რადგან მოსახლეობის ამ კატეგორიას სამეწარმეო გამოცდილება არ აქვს, კარგი იქნება სანამ უშუალოდ სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებაზე გადავალთ, მანამდე შრომისუნარიანი ეკომიგრანტების გადამზადება მოხდეს. პროფესიის მიღების შემდეგ თუ იფიქრებენ პროექტებზე, მათი იდეები უფრო რეალური და ჩვენს მუნიციპალიტეტზე მორგებული იქნება. შედეგად ისინი იარსებებენ დამოუკიდებლად, ექნებათ საკუთარი წარმოება და საკუთარი შემოსავალი“, – აღნიშნა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ზაზა ზოიძემ. იგი სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებას დადებითად აფასებს: „ის, რომ საწარმოში რამდენიმე ოჯახი უნდა იყოს გაერთიანებული, კარგია. გუნდური პრინციპით მუშაობა უფრო გამართლებული იქნება“.
ვიდრე შუახევის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლების ბინადარნი სამომავლო გეგმებზე ფიქრობენ, რათა ბიზნესიდეის სახით ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტს“ მიაწოდონ, მანამდე „ინტელექტის“ თანამშრომლები აჭარის რეგიონის – ხულოსა (სოციალური სახლის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება. ამჟამად მიმდინარეობს იმ ეკომიგრანტთა სიის დაზუსტება, რომლებიც გეოლოგების დასკვნის მიხედვით I და II კატეგორიას განეკუთვნებიან. სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით „ინტელექტი“ ხულოელ ეკომიგრანტებს ზემოთ აღნიშნული სიის დაზუსტებისთანავე შეხვდება) და ქედის მუნიციპალიტეტების სოციალური სახლების მცხოვრებლებთან განიხილავენ პროექტს „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“.
აჭარის რეგიონში „ინტელექტი“ სულ სამი სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებას გეგმავს ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ სახლებთან. საწარმოს საქმიანობას თავად ეკომიგრანტები განსაზღვრავენ, მუნიციპალიტეტის რელიეფიდან, საკუთარი შრომითი შესაძლებლობებიდან და არსებული საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე. უპირატესობა მიენიჭება საწარმოს ჩამოყალიბების იმ იდეას, ბიზნესგეგმას, რომლითაც შესაძლებელი იქნება მეტი ეკომიგრანტის დასაქმება.

ჩანართი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.
ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.
ჩანართის რედაქტორი თეონა კაკაციძე
მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის 13
ტელ: 24 16 40; ფაქსი: 24 16 50
მობ: 592 57 18 00
ელფოსტა: info@intellect.org.ge
ვებგვერდი: www.intellect.org.ge

პროექტის მთავარი მიზანია შავი ზღვის რეგიონში ეკო/აგრო/ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება. პროექტის პარტნიორია 5 ქვეყანა – საქართველო (კერძოდ, აჭარის რეგიონი), უკრაინა, თურქეთი, მოლდოვეთი და ბულგარეთი. 2015 წლის ივლისში პროექტის პარტნიორები სამუშაო/გაცვლითი ვიზიტით სტუმრობდნენ ოდესისა (უკრაინა) და ბურგასის რეგიონებს (ბულგარეთი), რომლის მიზანი იყო ტურიზმის სფეროში არსებული გამოცდილების გაცნობა და პროექტის შემაჯამებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.

ვიზიტი ოდესის რეგიონში – 2015 წლის 15-18 ივლისს პროექტის პარტნიორები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ოდესის რეგიონში, რომლის დროსაც მოინახულეს ეკოტურისტული რაიონი ვილკოვო. ვილკოვო უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით, რუმინეთის საზღვართან მდინარე დუნაის დელტის ნაწილში მდებარეობს. რაიონი ბიოსფეროს ნაკრძალს წარმოადგენს და ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ადგილია, სადაც ტურისტებს სხვადასხვა საინტერესო სერვისს სთავაზობენ – გასეირენება დუნაის დელტაზე, მდინარეზე არსებული წყლის არხები, ადგილობრივი ღვინისა და სამზარეულის დეგუსტაცია და ა.შ.
ვიზიტის დროს, ასევე, გაიმართა პროექტის შედეგების პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ოდესის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები. უკრაინელი პარტნიორების მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ.
ვიზიტი ბურგასში (ბულგარეთი) – 28-31 ივლისს პროექტის პარტნიორები სტუმრობდნენ ბურგასის რეგიონს. ვიზიტის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა მოინახულეს ბურგასის რეგიონის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი – ბურგასთან ახლოს წმ. ანასტასიას კუნძული და ძველი ქალაქი ნესებარი.
29 ივლისს გაიმართა პროექტის დასკვნითი, შემაჯამებელი კონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო პროექტის ძირითადი აქტივობების, პროდუქტებისა და შედეგების პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ ბურგის მერის მოადგილე, გუბერნატორის მოადგილე, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ასევე შედგა ცალკე შეხვედრა IBDIPC-ის თავმჯდომარესა (ზვიად ელიზიანი) და ბურგასის რეგიონის გუბერნატორის მოადგილეს შორის, რომლის დროსაც ისაუბრეს აჭარისა და ბურგასის რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურის სფეროში. გამომდინარე იქედან, რომ ბათუმი და ბურგასი არიან დაძმობილებული ქალაქები, სამომავლო თანამშრომლობისთვის კარგი პერსპექტივები არსებობს.
30-31 ივლისს პროექტის პარტნიორები დაესწრნენ ბურგასში მიმდინარე ღვინის გამოფენას, სადაც შედგა შეხვედრები ბულგარეთის ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან, პროდუქციის გაცნობა და ა.შ. გამოფენის პერიოდში განთავსებული იყო პროექტის სტენდი და სარეკლამო-საინფორმაციო მასალები.

პროექტის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, დაგეგმილია შემაჯამებელი პრესკონფერენცია ბათუმსა და თბილისში. კონფერენციაზე მოხდება პროექტის შედეგების შეჯამება, მარკეტინგული კვლევების პრეზენტაცია და ვებპორტალის www.blacksea-tour.net წარდგენა.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად გამოქვეყნდება საგაზეთო ჩანართის ფარგლებში, ასევე ორგანიზაციის ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე (www.ibdipc.org, www.facebook.com/ibdipc).
ჩანართი მომზადებულია საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2007-2013“. ჩანართის ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.

“შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელი – რეგიონში ტურიზმის განვითარების და მარკეტინგის ერთობლივი სტრატეგიები”
“Black Sea Network for Sustainable Tourism – Strategies for joint tourism marketing and development in the Black Sea region” (BS NST). MIS-ETC 2605
საკონტაქტო ინფორმაცია: IBDIPC Tel: 599-482 181; E-mail: ibdipc@gmail.com; Web: www.ibdipc.org;



კლუბის დაარსების იდეა ქუთაისის ქალთა კლუბიდან წამოვიდა. როგორც ნინო ამბობს, კლუბის ხელმძღვანელი პირველად მას დაუკავშირდა და ბათუმში მსგავსი კლუბის დაარსების იდეა გააცნო. „ქუთაისში ქალთა კლუბი ცხრა წელია არსებობს. მათი სურვილია მსგავსი კლუბები სხვა ქალაქებშიც არსებობდეს, რადგან ქალთა უფლებების საკითხებში ახალი მიდგომები და იდეები გაჩნდეს,“ – ამბობს კლუბის პრეზიდენტი ნინო ტავლალაშვილი.
„ქალთა კლუბს“ ნინოს და ნატას გარდა, კიდევ სამი დამფუძნებელი ჰყავს, – ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი მედეა ჩარკვიანი, პედაგოგი ნარგიზ ბასილაძე და მედიკოსი ლია ჯაში.
„სწორედ ამით არის საინტერესო ეს კლუბი, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ და შეგვიძლია რამდენიმე მიმართულებით გავშალოთ ჩვენი შესაძლებლობები. იდეაც იმიტომ მოგვეწონა, რომ ის მთლიანად ქალების განათლებაზე, მათი ინიციატივების გაძლიერებაზეა ორიენტირებული,“ – ამბობს ნატა იმედაიშვილი.
ბათუმის „ქალთა კლუბს“ ამ დროისთვის დებულება არ აქვს. როგორც ამბობენ, სასტარტო პირობებში მუშაობენ და იდეები დახვეწის პროცესშია.
„ქუთაისის კლუბს აქვს დებულება და ჩვენიც მასთან მიახლოებული იქნება, თუმცა იქნება განსხვავებებიც. ქუთაისის კლუბს ჰყავს თავმჯდომარე, ჩვენსას კი პრეზიდენტი. გარდა ამისა, ქუთაისის კლუბის წევრები ძირითადად წარმატებული, ცნობადი და რეალიზებული პირები არიან, ჩვენ კი ვაპირებთ, რომ კლუბის წევრობის უფლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის დიასახლისსაც, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს თავისი იდეები და მოსაზრებები კლუბის განვითარებაზე. მთავარია, საკითხი აინტერესებდეს და აქტიური იყოს,“ – გვეუბნება ნატა.
კლუბის შემოსავლის წყარო საწევრო გადასახადი იქნება, რომელიც ნატას თქმით, 5-დან 10 ლარამდე განისაზღვრება. „შემდეგ ეტაპზე კი მოვიძიებთ გრანტებსაც.“
კლუბის დამფუძნებლების თქმით, პირველ ეტაპზე საუბარი იყო იმაზეც, რამდენად შეძლებდა კლუბი კონკურენტულ გარემოში ეფექტურ მუშაობას. „ქალთა საკითხებზე დღეს ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, ბევრი ადამიანი საუბრობს გენდერზე და იყო მომენტი, როცა ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს თემა მოსაბეზრებელი გახდა, რომ ქალთა უფლებებზე საუბარი თითიდან გამოწოვილია და საქართველოში ეს პრობლემა არ დგას. თუმცა, ეს მოსაზრებები არ იყო არგუმენტირებული, რადგან კონკრეტული კვლევები და ფაქტები გვაჩვენებს, რომ ქალთა უფლებები არ არის სათანადოდ დაცული. ამიტომ, ჩვენი მთავარი ორიენტირი ქალთა განათლება იქნება, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საკუთარ უფლებებზე და შეძლონ არა მარტო საკუთარი თავის, სხვების უფლებების დაცვაც,“ – ამბობს ნატა იმედაიშვილი.
„ქალთა კლუბის“ წევრების აზრით, თემებს რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე შეარჩევენ. ნატას აზრით, ბათუმისა და მაღალმთიანი რეგიონების პრობლემა არის ის, რომ ქალებს ნაკლები მოტივაცია აქვთ.
„არის ფაქტები, როცა მაღალმთიან რეგიონში ქალები არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მათ ნაცვლად ქმრებს ან მამამთილებს მიაქვთ ხოლმე საარჩევნო ბარათები უბანზე და ეს ფაქტი გამორიცხავს მათ თანამონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არის მენტალური პრობლემებიც, რომელიც არსებობს როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. მაგალითად, ბევრი ვერ აცნობიერებს იმას, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა ეს არის ჩაგვრის ერთ-ერთი სახე,“ – ამბობს ნატა.
ამიტომ, ნატას აზრით, „ქალთა კლუბის“ არსებობა არ იქნება გამართლებული თუ მათი საქმიანობა მხოლოდ ბათუმზე იქნება იროენტირებული: „მე ვიცი ბევრი ოჯახი ქალაქში, რომლებიც იტანჯებიან სტიგმებისა და სტერეოტიპების გამო. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ სტერეოტიპებისგან ჩვენი ქალაქი არის თავისუფალი“.
ნინოს აზრით, კლუბმა უნდა იმუშაოს ნაადრევი ქორწინებების პრობლემაზეც. „ამისთვის აუცილებელია შეხვედრები მოზარდებთან, მშობლებთან, რომ მათ მეტი ინფორმაცია მიიღონ თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევმა ქორწინებამ. მათ ექიმის მხრიდან შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო ინფორმაცია, ჩემგან კი, როგორც იურისტისგან, სამართლებრივი ინფორმაცია“, – ამბობს ნინო.
რა იქნება მათი პირველი აქტივობა, „ქალთა კლუბის“ წევრები ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ, რადგან მათი აზრით, ეს საკითხი გამგეობის წევრებთან ერთად უნდა გადაწყდეს. კლუბი სამოქმედო გეგმაზე მუშაობას სექტემბერში დაასრულებს.

კვლევის პირველადი მონაცემების თანახმად საქართველოში კვლავ აქტუალური რჩება საკვებზე ფინანსური წვდომის პრობლემა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, სხვა პროდუქტებთან შედარებით, საკვებ პროდუქტებს ძალიან მაღალი ფასი აქვს. საქართველოში შემოსავლის პროპორცია საკვებზე დახარჯული, 54%-ს შეადგენს“ – ნათქვამია კვლევაში.
საკვები პროდუქტების მაღალი ფასის უარყოფითი ზეგავლენა და გადამეტებული დამოკიდებულება ცომეულზე ასახულია იმ ბავშვებსა და მოზარდებზე, რომლებიც ფიზიკურად არ არიან სათანადოდ განვითარებული ან აღენიშნებათ განვითარების შეფერხება. ასეთი ბავშვების რაოდენობა, კვლევის თანახმად, საქართველოს ბავშვთა მოსახლეობის 11%-ს შეადგენს.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის FAO-ს ცნობით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში (აჭარასა და გურიაში), იოდის დეფიციტის გამო, გამუდმებით აწუხებთ ჩიყვი.
ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი მედეა ამაშუკელი ამბობს, რომ რკინის დეფიციტი, რომელიც უფრო მეტად გამოხატულია დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში, იოდის დეფიციტის მსგავსად, ბავშვებში ზრდა-განვითარების შეფერხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია: „რკინა არის ჰემოგლობინის ძირითადი კომპონენტი, შესაბამისად რკინადეფიციტი დაკავშირებულია ჰემოგლობინის ნაკლებობასთან ანუ ანემიასთან. რკინის დეფიციტი განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ამ დროს ვითარდება კონცენტრაციის დეფიციტი, უმადობა, თავბრუსხვევა, გულის აჩქარება, საერთო სისუსტე,“ – ამბობს ის.
სპეციალისტის რეკომენდაციით რკინადეფიციტის პროფილაქტიკისთვის ყველაზე ეფექტური ცილოვანი საკვების მიღებაა: „ყველაზე მეტი რაოდენობით რკინა შედის ცხოველურ პროდუქტებში. ეს არის საქონლისა და ხბოს ხორცი, ღვიძლი, ენა. სასურველია, რომ მოხარშული და კარგად დამუშავებული ხორცი კვირაში 2-3 ჯერ მაინც იყოს ჩართული ბავშვის რაციონში. გარდა იმისა, რომ ამ პროდუქტებში მაღალია რკინის კონცენტრაცია, კუჭ-ნაწლავში ადვილად ხდება ცხოველური პროდუქტებიდან რკინის შეთვისება“ – ამბობს ენდოკრინოლოგი. მისივე თქმით, რკინას შეიცავს ხილ-ბოსტნეულიც, თუმცა აქ რკინის კონცენტრაცია შედარებით დაბალია და მისი ათვისებაც ნაკლებად ხდება ორგანიზმის მიერ. მარცვლეულიდან რკინის ყველაზე დიდი რაოდენობა ლობიოშია, ხილიდან – ვაშლში, ბოსტნეულიდან კი – მწვანეფოთლოვან ბოსტეულსა და მწვანილებში.
„საუკეთესო შედეგს ვიღებთ მაშინ, როცა რაციონი დაბალანსებულია და მასში შედის ყველაფერი – ხორცი, ხილი და ბოსტნეული.“ – აღნიშნავს მედეა ამაშუკელი.
იოდის დეფიციტი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს აყალიბებს, თუმცა სანამ რომელიმე პათოლოგია ჩამოყალიბდება, მანამ ორგანიზმი გაკვეულ ეტაპებს გადის: „თავიდან იწყება იოდის მსუბუქი დეფიციტი, რომელსაც კლინიკური სიმპტომები შეიძლება არ ჰქონდეს, შემდგომში თუ არ არის სათანადო რეაგირება, პრობლემა ღრმავდება.“ – განმარტავს ენდოკრინოლოგი. მისივე თქმით, იოდდეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ჰორმონული სისტემის ჩამოყალიბება. „იმისთვის, რომ მოხდეს მოზარდის სიმაღლეში ზრდა, სქესობრივი მომწიფება და ნერვული სისტემის სრულფასოვანი განვითარება, აუცილებელია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები იყოს ნორმის ფარგლებში, რასაც ძირითადად მაინც ჩვენს ორგანიზმში მიღებული იოდის რაოდენობა განაპირობებს,“ – ამბობს ის.
თუ ბავშვს ან მოზარდს აღენიშნება ზრდისა და სქესობრივი განვითარების შეფერხება, მეხსიერების პრობლემები, ძილიანობა, ნერვული აგზნებადობა, კანის სიმშრალე, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, ამბობს ენდოკრინოლოგი.
არსებობს მოსაზრება, რომ იოდდეფიციტის პროფილაქტიკა იოდის შემცველი პროდუქტებითაც საკმარისია, თუმცა ენდოკრინოლოგის თქმით, ისეთ იოდდეფიციტურ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, ადგილობრივი პროდუქტით ეს შეუძლებელია, რადგან ნიადაგიც არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით იოდს, შესაბამისად ვერც ხილსა და ბოსტნეულში მოხვდება საკმარისი რაოდენობის იოდი. „იოდის შემცველია ძირითადად ზღვისა და ოკეანის პროდუქტები, ასევე ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ იოდიზირებული მარილი. ვერ გეტყვით, რომ ეს სრულ პროფილაქტიკას მოახდენს, მაგრამ გარკვეული შედეგი მაინც ექნება.“ – ამბობს ექიმი.
რადგან რკინის დეფიციტს შესაძლოა კლინიკური გამოვლინება არ ჰქონდეს, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება. „შესაძლოა, ბავშვს აღენიშნებოდეს ზოგადი სისუსტე, სიფერმკრთალე, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ იყოს გამოხატული სიმპტომები. რკინადეფიციტის დროს კლინიკური სურათი ყალიბდება მაშინ, როცა ჰემოგლობინი საკმაოდ დაბალია, ამიტომ სისხლის საერთო ანალიზის შემდეგ ანემიის დადასტურების შემთხვევაში ვიკვლევთ უკვე სისხლში რკინის შემცველობას და ვადგენთ მკურნალობის ფორმას – მედიკამენტოზურ მკურნალობას, ან, თუ საკმარისია, დიეტური ჩარევით ვავსებთ დეფიციტს“. იოდისა და რკინის შემცველი პრეპარატები უნდა დანიშნოს ენდოკრინოლოგმა ან თერაპევტმა.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, “ექსტრემალური ტერიტორიები“- ს შექმნის მიზანი სამი ქვეყნის სტუდენტების დაახლოება და თავიანთი კულტურული ხედვების უკეთ გაცნობა იყო.
„პროექტმა დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა გამოფენის საშუალებით. მუშაობის პერიოდში სამივე ქვეყნის სტუდენტები დამეგობრდნენ, მუშაობდნენ ერთად და ჰქონდათ უწყვეტი კომუნიკაცია, რაც დღემდე გრძელდება“- ნათქვამია „თავისუფლი ხელოვნების სივრცე“-ს ინფორმაციაში.
გამოფენაში მონაწილეობენ: ირინა კუდრა, ანა შჩერბინა, ტატიანა კუდრუკი, იურა პროგონნი, ანასტასია სინეპუპოვა, ვიტალი იანკავოი (უკრაინა), მორგან აზაროვი, ტომას პორტიე, ალექსანდრე ბარე, მატილდა ვავუ, ლორ მატიუ, გაბრიელ დუკაზი (საფრანგეთი), ანა ჩადუნელი (CCA) გვანცა ჯიშკარიანი (CCA), ანნა მარტიაშვილი (CCA), გიორგი გოცაძე (თსსა), გიორგი მაღრაძე (CCA), დავით კოროშინაძე (თსსა) (საქართველო)
პროექტის მხარდამჭერები არიან ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ რენეს ხელოვების სკოლა, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე,თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კიევის ვიზუალური კომუნიკაციის სკოლა.
გამოფენას ხელმძღვანელობენ ქრისტინა სოლომუხა (საფრანგეთი), ალევტინა კახიძე (უკრაინა) და ანა რიაბოშენკო (საქართველო)
კოორდინატორი – სოფიო გაბადაძე (თსსა)
გამოფენის პირველი ეტაპი 2015 წლის იანვარში ქ.რენში EESAB ბრეტანის ხელოვნების სკოლის საგამოფენო სივრცეში ჩატარდა, ხოლო 2015 წლის აპრილში კიევში „French spring” ფარგლებში გალერეა CLOSER-ში.
გამოფენის მესამე ეტაპი აგვისტოში ბათუმში ჩატარდება, მას ასევე, თანამედროვე ხელოვნების სივრცე უმასპინძლებს.

ბათუმში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ”ნიუ ენერჯი” ახორციელებდა. ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან
შპს „ინვესტპროექტს“ ქობულეთის სოფელ ხუცუბანში მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების პირობით გადასცა. ინვესტორმა შესაბამის დოკუმენტს 2012 წელს მოაწერა ხელი. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ გადაცემულ ნაკვეთზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი გადიოდა და იქ სასათბურე მეურნეობის მოწყობა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მან მთავრობასთან ნაკვეთის გაცვლაზე დაიწყო მოლაპარაკება, რაც დადებითად გადაწყდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „ინვესტპროექტს“ 8 240 ლარის ამოღებაზე უჩივლა სასამართლოში. 2014 წლის მარტში ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მის სასარგებლოდ გადაწყდა, ინვესტორის თქმით, ის იძულებული გახდა საქმე შეეჩერებინა. „ტურინვესტპროექტი“ 2012 წელს რუსეთის მოქალაქემ ილია ხაჯმა და ქობულეთში მცხოვრებმა დალი მეგრელიძემ დააფუძნეს. ილია ხაჯი კომპანიის 75%-ს ფლობს. კომპანიის დირექტორის თანამდებობას კი ნუგზარ მეგრელიძე იკავებს. სასამართლო დავა მიმდინარეობს კომპანია „პორტო ფინ“-სა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს შორისაც. ამ შემთხვევაში კომპანია უჩივის სახელმწიფოს. ინვესტორი მიიჩნევს, რომ სამინისტრო მას უსამართლოდ აჯარიმებს, ამიტომაც სახელმწიფოსგან 999 960 ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს. უკრაინელ ინვესტორს, რომელმაც ბათუმში კომპანია „პორტო ფინი“ დააფუძნა, მიწის ნაკვეთი ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს (სადაც ადრე ყინულის მოედანი იყო განთავსებული), 900 000 ლარად, სასტუმროს მშენებლობისა და რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის განხორციელების მიზნით, ლევან ვარშალომიძემ გადასცა. „პორტო ფინის“ იურიდიულ მომსახურებას ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გელა მახარაძე უწევს. ის ამბობს, რომ ინვესტორმა მინისტრ დავით ბალაძეს ბატონობით არ მიმართა, რამაც მინისტრი გააღიზიანა: „პატარა კინკლაობა იყო, შემდეგ კი დაამტკიცა, რომ მაგარი ბიჭია [მინისტრი] და ხელშეკრულება გააუქმა“. დავა ამ ეტაპზე უზენაეს სასამართლოში გრძელდება.
კომპანიას სასამართლოს ორმა ინსტანციამ უარი უთხრა მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – კომპანიას 73 221 ლარი ზიანის ანაზღაურებისთვის დააკისრეს, ხოლო 73 200 აშშ დოლარი – პირგასამტეხლოს ნაწილში. სამინისტროს იურისტის, გელა ცინცაძის განმარტებით, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა: „გადაიტანა ყინულის სასახლე, რაშიც მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა შესყიდვის თანხა – 900 000 ლარი ვერ გადაიხადა, რის გამოც ხელშეკრულება მოიშალა. რაც შეეხება ბატონობით არ მიმართვას, არაფერი ვიცი. თუმცა, ცხადია, რომ კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა“. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 121 604 ლარით დააჯარიმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამედიცინო ცენტრი „სალვე“. კომპანიამ ჯარიმა ვერ გადაიხადა, რის გამოც სამინისტრომ სარჩელით სასამართლოს მიმართა. კომპანიას ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც ახლა სისხლის ბანკი გაიხსნა, კლინიკის მშენებლობისა და რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის ვალდებულება ჰქონდა აღებული. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის გელა გორგილაძის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად მათ ლევან ვარშალომიძემ გადასცა: `სინამდვილეში, ეს მთლად სიმბოლური ფასიც არ იყო – შეთანხმება გვქონდა, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მთავრობას სხვა ნაკვეთს გადავცემდით. გარდა ამისა, ახალ კლინიკაში, რომელსაც ავაშენებდით, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული დედათა და ბავშვთა ცენტრი უნდა გადმოსულიყო. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს საკითხები გაჭიანურდა. ისინი რაღაცებში ვერ დარწმუნდნენ და გაიპარა ვადები, ყოველ ვადაგადაცილებულ ერთ დღეზე ჯარიმა 2500 ლარია, რამაც საბოლოო ჯამში, მილიონზე მეტს მიაღწია და დაგვაჯარიმეს. შემდეგ რამდენჯერმე ვიყავით მოლაპარაკებაზე, ტენდერიც მოვიგეთ და სხვანაირად შემოგვხედეს“.
სამინისტროს იურისტის განმარტებით კი, კომპანიამ სახელმწიფოს დაპირებული, სანაცვლო ნაკვეთი ვერ გადასცა, რადგან ის იპოთეკით ჰქონდა დატვირთული. მთავრობამ ხელშეკრულება სწორედ ამის გამო მოშალა. სასამართლოსთვის არ მიუმართავს, თუმცა სამინისტრომ ხელშეკრულება „ნიუ ენერჯისაც“ გაუუქმა. შპს „ნიუ ენერჯი“ 2004 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის პირობებში ერთ-ერთი ფავორიტი კომპანია იყო. „ნიუ ენერჯი“ ყოველწლიურად მილიონობით ლარის ღირებულების სახელმწიფო შეკვეთებს იღებდა ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი ლუხუმ კაპანაძეა, რომელზეც ძებნა ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე გამოცხადდა, 30%-იანი წილისა კი – ნიკოლოზ შაქარიშვილი, რომელიც კომპანიის დირექტორიცაა. 2008 წლიდან ამ კომპანიის ბათუმის ფილიალის კონსულტანტის თანამდებობა ეკავა გიორგი გაბაიძეს, რომელიც ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე იყო.
2014-2015 წლებში პირგასამტეხლო აჭარის მთავრობამ სულ 35 ინვესტორს დააკისრა, აქედან ჯარიმა მხოლოდ 12-ს აქვს გადახდილი, რამდენიმეს გადასახდელი აქვს, უმეტესობას კი ვადები გაუგრძელეს ან ჯარიმები აპატიეს. მთავრობასა და ბიზნესს შორის ურთიერთობას არეგულირებს ერთი – კანონი „აჭარის ქონების მართვის შესახებ“. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ინვესტორს პატიობს ხელისუფალი ჯარიმას ან პირიქით – როცა აჯარიმებს, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პრინციპით უნდა სარგებლობდეს.
კითხვაზე, როგორ განსაზღვრავთ, ვის უნდა აპატიოთ და ვის უნდა უჩივლოთ? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ შეიძლება აპატიონ მას, ვისაც საპატიო მიზეზი აქვს. მან მაგალითად „ბაბილონი თაუერის“ მშენებელი კომპანია „ტამ ჯეო“ მოიყვანა, რომელსაც ბევრჯერ გაუგრძელეს ვადა და ბევრჯერ აპატიეს ჯარიმები. „მან მთლიანად საძირკველი შეცვალა“, – განმარტა მინისტრმა.
თუმცა საძირკვლის გასამაგრებლად გეოლოგიური კვლევის ჩატარება ანუ ანალოგიური მიზეზი, რაც ბათუმის სტადიონის პროექტის ტენდერში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ახლახან წარუდგინა სამინისტროს, საპატიებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, ხელშეკრულება მასაც გაუუქმეს. ხელშეკრულებაგაუქმებული კომპანიის დირექტორის მინდობილმა პირმა „ბათუმელებთან“ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მათ ტენდერში გაიმარჯვეს, სპეცსამსახურები მუდმივად დაკითხვებს უწყობდნენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტადიონის ტენდერში ესპანური კომპანიის გამარჯვების გამო ძალოვანი უწყების წარმომადგენლების კითხვებზე პასუხის გაცემა დავით ბალაძეს „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსაც მოუწია.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, რომელიც პერიოდულად ახორციელებს ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებებს, მაისში კონტროლის ღონისძიებები ჩაატარა აჭარისა და გურიის რეგიონში. რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, კომისიის მიერ შედგა 18 სამართალდარღვევის ოქმი, რომელთაგან 17 შემთხვევაში მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა დაფიქსირდა.
სააგენტოს ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ აფთიაქები საკურორტო ზონებში მუდმივად არ ფუნქციონირებს და ხშირად მათი საქმიანობის დაწყებისა და დასრულების პერიოდი უშუალოდ საკურორტო სეზონს უკავშირდება, 14 ივლისს სააგენტოში შეიქმნა კომისია, რომელიც განმეორებით განახორციელებს ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ღონისძიებებს აჭარისა და გურიის რეგიონში (ბათუმი, ქობულეთი, დაბა ურეკი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) განთავსებულ იმ დაწესებულებებში, რომლებმაც შეტყობინების გამარტივებული რეჟიმით ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში დაიწყეს.
მიმდინარე წლის განმავლობაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით 186 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების (აღრიცხვა, მიღება, შენახვა, გაცემა, სააგენტოსთვის სავალდებულო ინფორმაციის მოუწოდებლობა, სანებართვო პირობების დარღვევა) დარღვევა დაფიქსირდა 63 შემთხვევაში, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესის დარღვევა კი – 113 შემთხვევაში.

ზამთრისთვის გამზადებული შეშა ქედის ქუჩებში პოლიეთილენის პარკებშია მოთავსებული, მოსახლეობა ამ გზით თითქმის ოთხი წელია ცდილობს შეშა მშრალად შეინახოს.
2010 წელს, როდესაც სახელმწიფომ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარება დაასახელა, ქედის ქუჩებში არსებული სათავსოები, დამხმარე ნაგებობები ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსახურ შენობებად მიიჩნია და მოსარგებლეებს მათი დემონტაჟი აიძულა. ქედის მაშინდელი გამგებელი, ირაკლი ბარამიძე აცხადებდა, რომ საშეშეების არსებობა მაღალმთიანეთში საჭირო არ იყო, რადგან რამდენიმე თვეში დაბის გაზიფიცირება დაიწყებოდა. მას შედეგ წლები გავიდა, მაგრამ არც მუნიციპალიტეტის გაზიფიკაციას უჩანს პირი და ვერც სათავსოების ხელახალი მოწყობის ნებართვა მიიღო მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან.
მოქმედი გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ ქედის გაზიფიცირების პროექტი აქტიურად განიხილება. გამგებელი იმედოვნებს, რომ გაზიფიკაციის პროექტი 2015 წლის ბოლომდე მომზადდება, მომავალი წლიდან კი დაბა და მიმდებარე სოფლები ბუნებრივი აირის მაგისტრალებით დაიქსელება.
„ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება ქედის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხი, რომელიც ქედასთან ერთად შუახევის გაზიფიცირებასაც მოიცავს. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით ექვსი მილიონი ლარია. ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა ბათუმის გვერდის ავლით დაიწყება – ცალკე ხაზი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ამოვა. საპროექტო სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტრო აჭარის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სახელმწიფო მხოლოდ დაბების გაზიფიცირებას დააფინანსებს. რაც შეეხება სოფლებს, სამომავლოდ სოფლებში გზები მოწესრიგებული იქნება და მოსახლეობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სავარაუდოდ პრიორიტეტად გაზიფიცირებას დაასახელებს. შესაბამისად, ამ პროგრამის მეშვეობით დაიწყება მაგისტრალთან ახლოს მდებარე სოფლების გაზიფიცირება. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება რამდენიმე წელს მოიცავს. რაც შეეხება საშეშეებს, ამის საჭიროება არ იქნება – დაბა ქალაქის ტიპის დასახლებაა და არ არის სასიამოვნო დამხმარე ნაგებობები მოეწყოს“, – განაცხადა ქედის გამგებელმა.
დავით დუმბაძის თქმით, ის სათავსოების მოსაწყობად ნებართვას მხოლოდ მაშინ გასცემს, როდესაც გაზიფიცირების შემდეგ სათავსოების მოწყობის აუცილებლობა მაინც დადგება. გამგებელი იმასაც დასძენს, რომ მანამდე აუცილებელია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს იურიდიული სტატუსი მიენიჭოს და მათ სარგებლობაში არსებული მიწები გაიმიჯნოს.
დავით დუმბაძე: „ბევრი ბინა დაურეგისტრირებელია, არ აქვს პრივატიზაცია, არ არის ჩამოყალიბებული ამხანაგობები, ეს კი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პრობლემას ქმნის. ვის მივცე მშენებლობის ნებართვა? თუ ეს ყველაფერი კანონიერ ჩარჩოებში არ მოექცა, ნებართვას ვერ გავცემ. მინდა ბუნებრივი აირის საკითხი მოგვარდეს. რაც შეეხება ეკომიგრანტების საცხოვრებელ სახლს – აქ მცხოვრებლებმაც სთხოვეს მინისტრს სათავსოების მოწყობა. ეს სახლი როგორც დაკანონებულია, ისე ამხანაგობაც აქვთ შექმნილი, მაგრამ თუ ამ საცხოვრებელ სახლს მივცემ სათავსოების მოსაწყობად ნებართვას, ეს სხვებში გაუგებრობას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ სათავსოების მოწყობის საკთხი მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როდესაც ყველა კორპუსის პრობლემა მოგვარდება“.
ქობულეთის სოფლები მაგისტრალურ გაზსადენთან გაზის გარეშე

„აჭარაში ბუნებრივ გაზზე მზარდი მოთხოვნილების გათვალისწინებით და შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და აჭარის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაავალა საკუთარი სახსრებით განახორციელოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 60-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებები.
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ გაზსადენთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი მუშაობა, თუმცა დეტალებზე ჯერ საუბარი ნაადრევია.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალები არც ქობულეთის გამგეობისთვისაა ცნობილი. გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც აჭარის მთავრობასა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აქვთ.
„რას გადაწყვეტენ ახალი პროექტით და სად გაივლის გაზსადენი, კონკრეტულად არ ვიცით. ჩვენ მოკვლევა დაგვავალეს და გადავეცით იმ სოფლების სია, რომლებთანაც ძველი მაგისტრალი ახლოს გაივლის,“ – განაცხადა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.
ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით, ე.წ. ცენტრალური მაგისტრალების აღდგენას სახელმწიფო დააფინანსებს და შემდეგ შესთავაზებენ ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიებს, მათ მოახდინონ სოფლების დაქსელვა და აბონენტების გამრიცხველიანება/ქსელზე დაერთება: „გარკვეულ ადგილებამდე მივიყვანთ მილებს და შემდეგ კომპანიები დაქსელავენ სოფლებს. ამით მათ, ასე ვთქვათ, გავუადვილებთ საქმეს, სოფლებში – ხალაში, ცეცხლაძეებში, ჯიხანჯურში კი დაჩქარდება გაზიფიცირება. ცენტრალური მილი უკვე შეყვანილია ხუცუბანშიც”.
სულხან ევგენიძის თქმით, 2016 წლამდე უნდა დასრულდეს სოფლების: ხუცუბნის, ქვედა სამების, ზედა სამების, ბობოყვათის, ქვედა დაგვასა და ზედა დაგვას გამრიცხველიანება.
რაც შეეხება ბუკნარს, საჩინოსა და დაბა ჩაქვს [ასევე ციხისძირში 70 ოჯახს], სადაც დაქსელვა/გამრიცხველიანება დასრულებულია, მილებს შეამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ დააერთებენ აბონენტებს.
„დაბა ოჩხამური უკვე დაქსელილია, თუმცა მიმდინარეობს წყალგაყვანილობის სამუშაოები და როცა ეს დასრულდება, შემდეგ გაზგაყვანილობის მილებს კვლავ გადაამოწმებს „სოკარი“ და ჩართავს გაზს. ზედა ოჩხამურშიც გაკეთებულია მილები სოფლის პროგრამის ფარგლებში. უკვე გადავცემთ ბალანსზე „სოკარს“ და ის დაქსელავს,“ – განაცხადა ქობულეთის გამგებელმა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის სხვა სოფლებში [განსაკუთრებით, იმ სოფლებში, რომლებიც დაშორებულია ცენტრალურ გაზსადენს] მიმდინარე და მომავალ 2016 წელშიც ამ კუთხით რაიმე პროექტის განხორციელება დაგეგმილი არ არის. არსებობს გეგმა, რომლითაც აჭარის გაზიფიცირება 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს.
მან ფინალურ შეხვედრაში ესპანელი ჯორდი ვივესი 6-2 5-2 დაამარცხა.
ქართველმა 21 წლის ჩოგბურთელმა მიმდინარე ზაფხულს 10,000 დოლარიანი ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო.

სამშენებლო კომპანია „ძველი ბათუმი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დაგეგმილი პროექტის K2-კოეფიციენტის ანუ შენობის მასშტაბების გაზრდის მისაღებად ბათუმის საკრებულოსთან უშუამდგომლა. გასულ წელს მსგავს გადაწყვეტილებაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენცია იყო, ახლა მერის კომპეტენციაა.
„ძველი ბათუმი“ ფარნავაზ მეფის #150-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. არჩილ ხაბაძე შუამდგომლობის წერილში წერს, რომ კომპანია მზადაა ბათუმის ბიუჯეტის სასარგებლოდ K2-ის, ანუ მშენებლობის მასშტაბების დადგენილზე მეტად გაზრდის გადასახადი (42 872 ლარი) გადაიხადოს.
შპს „ძველი ბათუმი“ 2011 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და მის წილებს ირაკლი თურმანიძე და ნუკრი ბერიძე ინაწილებენ.
არჩილ ხაბაძემ K2-კოეფიციენტის გაზრდაზე უშუამდგომლა კომპანია PROMER-CASA-საც. კომპანია ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და დ.კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში, #10-ში მრავალფუნქციურ შენობას აშენებს.
შუამდგომლობის წერილში არჩილ ხაბაძე წერდა, რომ კომპანია დაასაქმებდა არანაკლებ 200 მოქალაქეს, მიწის მესაკუთრეებს გადასცემდა 2200 კვ/მ საცხოვრებელ ფართობს, მათ შორის 1000 კვ/მ-ს გარემონტებულ მდგომარეობაში. ასევე დაფარავდა ოთხი მესაკუთრის, სულ 56 000 აშშ დოლარის ღირებულების იპოთეკურ სესხს. ამ ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი საცხოვერებელი ბინების გარდა ბათუმს შეემატებოდა დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, მოეწყობოდა მიწისქვეშა ავტოსადგომი.
PROMER-CASA 2013 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და მის 80%-ს ფრიდონ ქათამაძე ფლობს, კომპანიის 20 პროცენტის მფლობელი კი თეიმურაზ ტუღუშია.
კომპანია „მომავლის ხედვას“ არჩილ ხაბაძემ K2-კოეფიციენტის 9.0-მდე გაზრდაზე უშუამდგომლა. კომპანია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ანგისის დასახლებაში საცხოვრებელი-სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
„შენობა შედგება ორი სადარბაზოსგან, ერთ სადარბაზოში განთავსდება 101-ნომრიანი სასტუმრო, მეორეში კი საცხოვრებელი ბინები“.
„დუპლექსი-სამშენებლო კომპანიაც“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც არჩილ ხაბაძემ ბათუმის საკრებულოსთან K2-კოეფიციენტის გაზრდაზე უშუამდგომლა. კომპანია ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #8-ში მრავალსართულიან სახლს აშენებს.
„დუპლექსი-სამშენებლო კომპანია“ 2007 წელსაა დაფუძნებული და მას ლევან მჟავანაძე და ხვიჩა შარაშიძე ფლობენ.
შპს „მაგი“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გეგმავს, კომპანიას არჩილ ხაბაძემ K2-კოეფიციენტის 4,3-მდე გაზრდაზე უშუამდგომლა.
არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ეს პროექტი ბინის არმქონე მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს, რადგან კომპანია იღებს ვალდებულებას, მსურველებს ბინა უპროცენტო, გრძელვადიანი განვადებით მისცეს. ამავდროულად კომპანია მშენებლობაზე 30 ადამიანს დაასაქმებს.
შპს „მაგი“-ს ერთპიროვნული მფლობელი გრიგოლ მოდებაძეა. კომპანია 2015 წელსაა დაფუძნებული.
K2-კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობა მერიის კომპეტენციაა, კომპანიებს შეუძლიათ ნებართვის მისაღებად არა მთავრობის თავმჯდომარეს, არამედ ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართონ. სამსახური დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მოამზადებს დოკუმენტს და ხელმოსაწერად მერს წარუდგენს, თუმცა დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კომპანიების მფლობელები მთავრობის თავმჯდომარესთან მიდიან და შუამდგომლობას მისგან ითხოვენ. არჩილ ხაბაძე ხშირად შუამდგომლობს ისეთ კომპანიებსაც კი, რომლებმაც მთავრობასთან მანამდე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს, შესაბამისად, ჯარიმის ჩამოწერა ან აღებული ვალდებულების გადავადება ითხოვეს. თუმცა არის შემთხვევები, როცა მთავრობის თავმჯდომარე რიგ კომპანიებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იგივე შუამდგომლობეზე უარს ეუბნება. უარის დოკუმენტში მხოლოდ ის წერია, რომ „მთავრობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია“.

ბათუმის საკრებულოს წევრის თემურ ყურაშვილის ინფორმაციით, საფრანგეთიდან მიწვევა ბათუმის საკრებულოში მიმდინარე წლის მარტში მიიღეს და ამ დრომდე ვიზიტის ფარგლებში შესაძლო საქმიანი შეხვედრების განრიგს აზუსტებდნენ. თემურ ყურაშვილი ქალაქ მონპელიეში საქმიანი შეხვედრების შემდეგ მიღებულ ინფორმაციასა და გამოცდილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს: „ვნახეთ, თუ როგორ უვლის მერია კულტურულ მემკვიდრეობას, ახალი მშენებლობები კი სხვა ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ძველი შენობების კულტურული მემკვიდრეობის პირველი სართულები, ძირითადად, კაფეებით და სხვა საზოგადოებრივი ობიექტებით არის დატვირთული, ხოლო ზედა სართულებზე ცხოვრობენ. კულტურული მემკვიდრეობა იქ ერთ-ერთი ტურისტული მარშრუტია. დათვალიერებისას როცა დასახლებებში შევდიოდით, გიდი სპეციალური კოდებით აღებდა ეზოებში შესასვლელებს და ხმადაბლა საუბრობდა, რომ იქ მცხოვრები ადამიანები არ შეწუხებულიყვნენ. ქალაქს აქვს 2013 წლამდე გაწერილი ანაშენიანების გეგმა. ისინი ამ გეგმას ათი წლის განმავლობაში ამზადებდნენ და ახლა ამ გეგმით აგრძელებენ ქალაქის განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია, რაც მათ გაგვიზიარეს. საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ განა შენიანების გეგმის მომზადება აუცილებელია. გარდა ამისა, შევხვდით იქაური უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს და შევთანხმდით, რომ მოწვევის შემთხვევაში იქაური პროფესორები ჩამოვლენ და ლექციებს წაუკითხავენ ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში არქიტექტურის მიმართულებით სწავლობენ. შესაძლოა გავაკეთოთ გაცვლის პროგრამაც“.
დელეგაციის წევრები ბათუმიდან ვიზიტის ფარგლებში (18-23 ივლისი) ქალაქ მონპელიეს მერის მოადგილეს, ქალაქის ურბანისტებს, არქიტექტორებსა და უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდნენ. მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ქალაქის ურბანული განვითარების გეგმის შემუშავებისა და განხორციელების საკითხებს, კულტურული მემკვიდრეობის მოვლისა და რეაბილიტაციის მენეჯმენტს, საკრებულოს, მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის საზედამხედველო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის პრინციპებს. დელეგაციის წევრებმა და მასპინძლებმა გაცვალეს ინფორმაცია თავიანთი ქალაქების შესახებ და დაიგეგმა თანამშრომლობა. კითხვაზე, თუ როგორ გამოიყენებს ქალაქ მონპელიეს გამოცდილებას ბათუმის საკრებულო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად, თემურ ყურაშვილმა უპასუხა, რომ მისი ფრაქცია შეეცდება შეიმუშავოს დოკუმენტი, რომელიც ძეგლების დაცვას უზრუნველყოფს, მის დამტკიცებას კი „რესპუბლიკელები“ მხარს დაუჭერენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი დაიხარჯა ამ ვიზიტისთვის, „ბათუმელებმა“ ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

მას შემდეგ, რაც დაზარალებული ბათუმში დაბრუნდა, ბრალდებულმა საქართველო დატოვა. სამართალდამცავები ბრალდებულს დღემდე ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით მისი ადგილსამყოფელი უცნობია. მის უფლებებს სასამართლოში სახელმწიფო ადვოკატი ნუგზარ გრძელიძე იცავს.
საქმის მასალები, 224 გვერდი, უკვე გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მათ შორისაა მტკიცებულებათა ნუსხა: ბანკომატებიდან (თიბისი, ლიბერთი, ვითიბი, პროკრედიტი და საქართველოს ბანკები) ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებზეც ასახულია თუ როგორ გააქვს ბრალდებულს სხვადასხვა დროს ბარათის გამოყენებით თანხა. საქმეშივე ინახება საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა უნდა გაუქმდეს, რადგან მისი შეფასებით, ბრალდებულმა სავარაუდოდ არც იცის, რომ ის ძებნილია. ადვოკატმა ასევე თქვა, რომ ის სადავოდ ხდის ყველა მტკიცებულებას, რაც პროკურატურამ საქმეზე მოიპოვა.
მოსამართლის ინფორმაციით, სასამართლოში მტკიცებულებები მხოლოდ ბრალდების მხარემ წარადგინა, დაცვის მხარეს კი არავითარი მტკიცებულება არ ჰქონია. მოსამართლის თქმით, დიდი ალბათობით ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ამიტომაც დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გაუქმების შესახებ, არ დააკმაყოფილა.
საქმის პროკურორი ლევან მურვანიძეა.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც კომპანია ,,ვოგში“ მუშაობდნენ.
ბრალდებულმა საქართველო სარფის გავლით დატოვა.

– „ენერგო–პრო ჯორჯიას“ სემეკმა ახალი ზღვრული ტარიფი განუსაზღვრა – პირველი აგვისტოდან 3,95 თეთრით გაძვირდება ელექტროენერგია. არის თუ არა ეს პირდაპირ კავშირში ქვეყნის ეკონომიკასთან და როგორ აისახება საწარმოო პროცესებზე?
– ჯერჯერობით არ ვიცით ელექტროენერგია გაძვირდება თუ არა დედაქალაქში. შესაბამისად, ამ ეტაპზე გარკვეულწილად მხოლოდ რეგიონებში წარმოების [სადაც გამოიყენება ელექტროენერგია] გაძვირებაზე შეგვიძლია საუბარი დანახარჯების ზრდამ შესაძლოა საქონელი გააძვიროს სავაჭრო ობიექტებშიც, ვინაიდან ყველა ასეთი ობიექტი გამოიყენებს ელექტროენერგიას. შესაძლოა, თვითღირებულების წარმოქმნაში არ მონაწილეობდეს ელექტროენერგია, მაგრამ მომხმარებლამდე მიტანის პროცესში მონაწილეობს და ეს მოახდენს ზეგავლენას. ჯამში, ობიექტის მფლობელს დანახარჯები ეზრდება და ის ყველა საქონელზე განავრცობს ფასების გარკვეულწილად ზრდას ამ დანახარჯების დასაბალანსებლად. ეს გააძვირებს ისეთ საქონელსაც კი, სადაც ელექტროენერგიის გადასახადი სულაც არ მონაწილეობს, ან ასეთი დანახარჯი ძალიან მცირეა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შაქრის ფასიც გაიზარდოს. რასაკვირველია, დენის გაძვირება, პირველ რიგში, იმ საქონელზე აისახება, რომლის თვითღირებულებაშიც შედის ელექტროენერგიის ხარჯი. შესაძლებელია ეს იყოს პური ან ის პროდუქტი, რომლის წარმოებაშიც ელექტროენერგია პირდაპირ მონაწილეობს. ამას ექნება ირიბი ეფექტიც. მაგალითად, ხორცის წარმოებაში სულაც არ მონაწილეობს ელექტროენერგია, მაგრამ დიდი წილი ხორცის წარმოებაში აქვს მეურნეობას, რომელშიც მუშაობს ელექტროენერგია. აქედან გამომდინარე, ამ სახის პროდუქტებზე ფასები გაიზრდება. ეს გამოიწვევს ფასების ზრდას რეალურზე მეტადაც კი, ფსიქოლოგიური ფაქტორი ბევრ რამეს წყვეტს ამ შემთხვევაში. ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემდგომ ასეთი მოლოდინი უკვე გაჩნდა.
– თვითღირებულება ახსენეთ. ამა თუ იმ პროდუქტის თვითღირებულებაში დაახლოებით 1,25% მაინც მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯია. კომერციულ მომხმარებლებს თითქმის 25%-ით გაუძვირდათ ელექტროენერგია. აქედან გამომდინარე რამდენი პროცენტით შეიძლება გაძვირდეს ესა თუ ის პროდუქტი?
– ამის ზუსტი ანალიზი რთული იქნება, რადგან ზოგიერთ პროდუქტში დიდია ელექტროენერგიის წილი, ზოგიერთში – მცირე. თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენი პროგნოზით, ვსაუბრობთ არამხოლოდ ელექტროენერგიის გამო. აქ არის დოლარის ფაქტორიც, რამაც რეალურად გამოიწვია ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა. ყველაფერი ერთად კი არის მოქალაქეების დანახარჯი. ეს უკვე სადღაც ოცდახუთი პროცენტის ფარგლებში იქნება სასაქონლო მეურნეობის დანახარჯის თვალსაზრისით. რაც შეეხება ფასების ზრდას ინფლაციის კუთხით, 4,5 იყო გასულ თვეში ინფლაცია. შემოვიდა იაფი ადგილობრივი სეზონური პროდუქტები და ვიცით, რომ ეს პერიოდი პირიქით, ფასების კლების ტენდენციაა მუდმივად. მიუხედავად ამისა, გვაქვს ფასების ზრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოდგომოდ უკვე შესაბამისი საპროგნოზო მაჩვენებლებით მოსალოდნელია წმინდა ინფლაცია, შესაძლოა 7-8 პროცენტით. ეს ნაკლებშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის უფრო მძიმე იქნება, რადგან, როგორც წესი, უფრო მეტად იმ საქონელზე იზრდება ფასები, რომელიც არის უფრო ფართო მოხმარების და მეტწილად ნაკლებშემოსავლიანები მოიხმარენ. თუ ზოგადი ინფლაცია იქნება რვა პროცენტი, საშუალო ფენისთვის შესაძლოა იყოს 15 ან 18 პროცენტი. ამას ემატება ისიც, რომ ყოველი ათი ადამიანიდან შვიდს აქვს პირდაპირი ან ირიბი ვალდებულებები დოლარში. ამან შარშანდელ ანალოგიურ პროცესებთან ერთად დაახლოებით 30%-ით გაზარდა მათი დანახარჯები ამ მიმართულებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთად ჯამში საოჯახო მეურნეობების დანახარჯების 25-პროცენტიან ზრდას გამოიწვევს. კონკრეტულ პროდუქტებზე როგორ აისახება ელექტროენერგიის გაძვირება, ამ შემთხვევაში ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. თუ ადგილობრივი წარმოების საქონელი ძალიან გაძვირდება, შესაძლოა მას ჩაენაცვლოს იმპორტი. ეს დამატებით ცუდი ფაქტორი იქნება.
– სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რითაც შეუძლია ვალუტის კურსი აკონტროლოს. აქვს თუ არა მსგავსი ბერკეტი სახელმწიფოს ენერგეტიკის სფეროში? რატომ ვერ ხერხდება ტარიფის სტაბილურობის ხანგრძლივად შენარჩუნება?
– ვალუტის კურსს რაც შეეხება, ეს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, შესაბამისად, ეროვნული ბანკი თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს ჯეროვნად. მერყეობა, გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, მუდმივად იმით არის გამოწვეული, რომ არასწორი პოლიტიკა გაატარა ეროვნულმა ბანკმა და დღემდე ამ პოლიტიკას ატარებს. რაც შეეხება ტარიფის ზრდას, ეს იყო, ერთი მხრივ, ობიექტური, რადგან რეალურად თბოელექტროსადგურები იმპორტულ საქონელზე მუშაობენ და ლოგიკურია, ისინი მოითხოვდნენ ტარიფის ზრდას, თუმცა შესაძლოა მხოლოდ ეს ფაქტორი არ იყოს. რეგიონში ოპერირებს მხოლოდ ერთი კომპანია – „ენერგო პრო“, რომელშიც იცვლება მენეჯმენტი, მას ყიდულობს უფრო ევროპული ტიპის კომპანია. შესაძლოა, აქედან გამომდინარეც იყოს ბაზარზე ოპერირებისთვის ტარიფის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი იზრდება, თუ შევადარებთ განვითარებულ ქვეყნებს, მათ 50%-ს შეადგენს ჩვენი ტარიფი. ტარიფის ზრდაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, მაგრამ როცა ფასების ზრდას ვერ მიჰყვება მოქალაქეების გადახდისუნარიანობა, მოქალაქეების შემოსავლების ზრდა – ეს არის პრობლემა. აი, აქ უკვე ვხედავ მთავრობის როლს, მის ეკონომიკურ პოლიტიკას. ეკონომკური სიმძლავრეების ამუშავებით მოქალაქეებს უნდა გავუზარდოთ შემოსავალი, ამ შემთხვევაში არ იქნება პრობლემა ტარიფის ცვლილება. დღეს თითქმის ოთხთეთრიანი მატებაც კი პრობლემური ხდება, ვინაიდან მოქალაქეების შემოსავლები ამ ტემპით ვერ იზრდება. მთავრობამ გადაწყვიტა ღარიბი მოსახლეობის კომპენსაცია, თუმცა რაოდენ კეთილშობილურიც არ უნდა იყოს, ალბათ საჭიროა ეს იყოს დროებითი. რადგან უფრო მეტ მოქალაქეს უბიძგებ იქითკენ, რომ ჩაჯდნენ სიღარიბის კატეგორიაში, ეს არის დაპროგრამება რეგრესისკენ.
– სუბსიდირებასაც ჰყავს მოწინააღმდეგეები, რადგან ეს თანხა გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე გადის.
– რასაკვირველია ყველა სახის ხარჯი, რომელსაც გაიღებს სახელმწიფო, არის გადამხდელების ხარჯზე, მაგრამ ეს არის მთავრობა, რომელსაც ნდობა მოქალაქეებმა გამოუცხადეს, ამიტომ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს.


ისინი თევზს ადიგენის სოფელ უდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ქვაბლიანთან, სოფელ არლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორჯომის რაიონში, მდინარე გუჯარულასთან დაბა ასპინძის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვართან, აკრძალული საშუალებით იჭერდნენ თევზს.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან თევზაობისთვის საჭირო ელექტროაპარატი, ჩოგან-ბადეები და უკანონოდ დაჭერილი 40 კილოგრამი თევზი ამოიღო. მხილებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება აკრძალული საშუალებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით).
ცნობილმა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა, რომელიც მოსკოვში დაიბადა, წლების განმავლობაში პროფესიონალ მუსიკოსად ჩამოყალიბდა და თავისი ხელოვნებით საერთაშორისო მასშტაბით გაითქვა სახელი – გადაწყვიტა უდიდეს საქმეს ჩადგომოდა სათავეში. უცხო მიწაზე ქართული სულისკვეთებით აღზრდილი ნიჭიერი მუსიკოსის, შორენა ცინცაბაძის ინიციატივით, დაარსდა ,,საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“, რომლის უმთავრესი მისია არის ქართველი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების დახმარება, მათში მოტივაციის გაზრდა, შემოქმედებით და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერა. ამ მიზნით ორგანიზაცია სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს. მისი ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობით დაარსდა ,,მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ (,,MISA”), რომლის ეგიდითაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ცნობილი მუსიკოსების პროექტში ჩართულობით, ჩვენს ქალაქში 27 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა არაჩვეულებრივად საინტერესო მუსიკალური ღონისძიებები.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი დავით მუქერია), 27 ივლისს გაიმართა ,,მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ გახსნის საზეიმო კონცერტი. მონაწილეობა მიიღეს: ანრეი პისარევიმ, რომელიც არის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის დეკანი და მოცარტის, რახმანინოვის და ,,Unisa Transinet” კონკუსების პირველი პრემიის ლაურეატი; ასევე ,,MISA”-ს დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა – შორენა ცინცაბაძემ, რომელიც საერთაშორისო კონკურსების პრიზიორია.

პროექტი შემეცნებით ხასიათს ატარებს და სხვადასხვა მიმართულებით ხდება ცოდნის გაზიარება: პროფესიონალი პიანისტების კონცერტებით, მასტერკლასებითა და ლექციებით.
ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში, რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა, პრიზიორმა და დიპლომანტ შემსრულებლებმა გიორგი ჩაიძემ და ნადეჟდა პისარევამ გამართეს საქართველოში სადებიუტო საღამო. ამავე საღამოს, მუსიკის მოყვარულთა თხოვნით, პროფესორმა ანდრეი პისარევიმ, კიდევ ერთხელ აზიარა თავის ხელოვნებას იქ დამსწრე საზოგადოება.

პროექტის მონაწილე და მოწვეულ პროფესიონალ პიანისტთა მიერ გაჟღერებული კონცერტები ასახავდა მაღალ საშემსრულებლო კულტურას.
მასტერკლასები და ინდივიდუალური გაკვეთილები ჩატარეს საფორტეპიანო განხრით – ანრეი პისარევმა და შორენა ცინცაბაძემ, ხოლო საფორტეპიანო ანსაბლის მიმართულებით – საერთაშორისო კონკურსების დიპლომანტმა, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგმა, კამერული ანსაბლის სოლისტმა და კონცერტმაისტერმა – თამარ გვაძაბიამ. ძალიან საინტერესო ფორმით ჩატარდა მასტერკლასები, ისე როგორც დღემდე არავის ჩაუტარებია აჭარაში – ბავშვები პროფესიონალი მუსიკოსებისაგან მნიშვნელოვან პრაქტიკულ რჩევებს ღებულობდნენ რამდენიმე ნაწარმოებზე არა ერთჯერადად, როგორც ეს მასტერკლასების შემთხვევაში ხდება, არამედ მთელი პროექტის განმავლობაში. ბოლოს ბავშვებმა 2 კონცერტით წარმოადგინეს მართლაც ბევრად უკეთესი საშემსრულებლო შედეგი. მასტერკლასების გავლენით თითოეულმა შეასრულა კორექტირებული და მუსიკალურად დახვეწილი რამდენიმე ნაწარმოები და ამავე დროს პროექტის ფარგლებში შესწავლილი ახალი ნაწარმოებები – საფორტეპიანო ანსაბლის სახით.

ლექციები პიანიზმის განვითარების ისტორიის თემატიკაზე წარიმართა. საფორტეპიანო საშემსრულებლო სტილი ეპოქების მიხედვით განიხილეს. ისაუბრეს იმაზე თუ დროის სხვადასხვა პეროიდში, როგორ იცვლებოდა დამოკიდებულება ნაწარმოებთა ინტერპრეტაციისადმი. თუ რომელი მუსიკოს-შემსრულებელი რა პრინციპით საზრდოობდა და რა საშემსრულებლო ამოცანები იდგა მათ წინაშე. მუსიკალური ჩანართების გაჟღერებამ კი, შესაძლებელი გახადა კიდევ მეტად თვალსაჩინო ყოფილიყო პიანისტთა საშემსრულებლო ინდივიდუალიზმი.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ლექციები ორმაგი დატვირთვით წარიმართა, ინფორმაცია გათვალისწინებული იყო როგორც პატარა პიანისტებისთვის, ისე პედაგოგებისთვის. ეს უაღრესად საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ლექციების ავტორი, ქალაქ ორიოლის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი, ხელოვნების მეცნიერებათა კანდიდატი იური სტრეგლოვი, თანამედროვე პიანისტ – შემსრულებლებს უშუალოდ იცნობდა, ჰქონდა მათი შესრულების ,,ცოცხლად“ მოსმენის შესაძლებლობა და შეეძლო საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება. ბატონ იურის მიერ საკითხის ფართო ცოდნამ და გადმოცემის უშუალო ფორმამ დაუვიწყარი გახადა თითოეული ლექცია.

,,მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ დასკვნით – გალა კონცერტზე, კლასიკურ მუსიკასთან ერთად, ,,MISA”-ს აკადემიის სტუმარმა – ვერონიკა დობრჟინსკაიამ შეასრულა ჯაზი. პროექტის მონაწილე მოსწავლეებს კი, გადაეცათ სერთიფიკატები და აკადემიის პარტნიორისაგან – Leogrand Hotel & Casino – სპეციალური პრიზები.

სამწუხაროდ, კარგად ორგანიზებული და შინაარსობრივად დატვირთული საგანმანათლებლო პროექტის დაფინანსების მსურველი, ამ ეტაპზე არავინ აღმოჩნდა. ამის გამო, მხოლოდ ერთი სპეციალობით – საფორტეპიანოთი შემოიფარგლა. ქალბატონმა რუსდანმა, პირადი თანხით, პროექტში მონაწილეობის შენატანის გარეშე, თითოეულ ღონისძიებაზე მსმენელთა უფასო დასწრებით – უდიდესი საჩუქარი გაუკეთა ბათუმის მუსიკალურ საზოგადოებას.

მსგავსი პროექტი პირველად ჩატარდა ჩვენს რეგიონში და უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო უპირველესად შორენა ცინცაბაძეს, ასეთი კარგი ინიციატივისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი, პროფესიონალური და უანგარო დამოკიდებულებისთვის; ასევე, საორგანიზაციო გუნდს – ელისო ცინცაბაძეს, გიორგი კონცელიძეს, პაველ ფილკოვს და სულხან ტაკიძეს, რომლებმაც მაღალ დონეზე ჩაატარეს და კეთილი ნების საწყისებზე ემსახურეს პროექტს.

ვიმედოვნებ, რომ ასეთ მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას, ასე საჭირო საქმეს გამოუჩნდებიან სპონსორები და შესაძლებელს გახდიან, რომ მომავალშიც გაგრძელდეს მათი საქმიანობა.




ბათუმელები: საქართველო ნატოს საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სისტემაში ჩაერთო, როგორც განაცხადეს, რადარების აღდგენის შემდეგ, ერთიანი სისტემა ამოქმედდება, რა იგულისხმება ამაში?
ი.ა: ნატოს საინფორმაციო სივრცეში რეალურად, უფრო ადრე უნდა ჩართულიყო საქართველო, რადგან ამაზე შეთანხმება მიღწეული იყო. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ დროულად მოხდებოდა 50 თვითმფრინავის დანახვა, რომელიც საქართველოს საზღვრებისკენ მოემართებოდა. ქართულ საჰაერო სივრცეს თურქეთიც აკონტროლებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ სიმაღლემდე. 10 კილომეტრზე ქვემოთ კი, მთების გამო, თვითმფრინავების დანახვა უჭირთ. ამიტომ ნატოს სისტემაში ჩართვა დაგვეხმარება დროულად მივიღოთ ინფორმაცია საჰაერო სივრცეზე. განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოკატორები რუსეთისა და კონფლიქტური რეგიონების მიმართულებით.
ბათუმელები: ევროპაში ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შექმნის აუცილებლობაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომაც გააკეთა განცხადება. ეს რას ნიშნავს, საქართველო და უკრაინა შემოდგომაზე აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები?
ი.ა: მაპ-ის საკითხი ხელმეორედ დეკემბერში უნდა განიხილონ, მაგრამ არავინ იცის, მანამდე რა მოხდება. ვფიქრობ, უკრაინაში ამ დღეებში ვითარება სერიოზულად დაიძაბება. ეს ვითარება უკრაინას რამდენად შეუშლის ხელს, ამის პროგნოზირება ძნელია. ევროპა არ არის ერთიანი. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.
ბათუმელები: რა გაქვთ მხედველობაში?
ი.ა: გარკვეული გადაწყვეტილებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ყველაფერი მყიფეა. მსოფლიო ასე თუ ისე გაწონასწორებული იყო, მაგრამ რუსული აგრესიის შემდეგ აირია. თუ ევროპაში ფიქრობენ, რომ ეს პროცესები საქართველოს დონეზე გაჩერდება, ცდებიან. ამას მოჰყვება უკრაინა, რომლის ნიშნებიც გამოჩნდა და აზერბაიჯანსაც შეექმნება პრობლემები. რუსეთი შეეცდება, დაბლოკოს ნავთობსადენი ან მასზე დაამყაროს კონტროლი. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რუსეთმა ნავთობსადენს ოპერატიულ ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები, – ფოთთან ,,ტოჩკა უ’’ და თბილისთან, სულ ახალი რაკეტა _ ,,ისკანდერ მ’’-ი ესროლა, რომელიც სულ რაღაც 40 მეტრით ასცდა ნავთობსადენს.
ბათუმელები: მოსკოვი ,,კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკების’’ ორგანიზაციაში, რომელშიც რუსეთის გარდა სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი შედიან, ცხინვალისა და სოხუმის ჩართვას აპირებს. რუსეთს ამ გაერთიანებით ნატოს ალტერნატივის შექმნა ხომ არ სურს?
ი.ა: ამ გაერთიანებაში დიდი ხანია უნდოდათ საქართველოს მიღებაც. რუსეთს არ უნდა მისი სამხრეთი საზღვარი ნატოს კონტროლის ქვეშ მოექცეს, ამიტომ არის გაგიჟებული. მას შეეძლო უარესის გაკეთება საქართველოში, მაგრამ შეაჩერეს. თუმცა, იგივე სარკოზი და მერკელიც არიან იმაში დამნაშავე, რაც საქართველოში მოხდა. აქ უკვე დასწრება იყო მთავარი – თუ ნატოში ვერ შევასწრებდით, დიდი შანსი იყო, რომ რუსეთი ომში ჩაგვითრევდა.
ბათუმელები: თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიიღებენ საქართველოს და უკრაინას ნატოში, რუსეთი შეჩერდება?
ი.ა: რუსეთმა ევროპას აჩვენა, რომ თავხედობა შეუძლია. ახლა ნატომ და ევროპამ უნდა აჩვენონ, მათ რა შეუძლიათ. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მტკიცე აღმოჩნდება ევროპა და არ იქნება მხოლოდ პრაგმატული. ვნახეთ, რომ რუსეთს საქართველოს სუსტმა თავდაცვამაც კი საფრთხე შეუქმნა, თუ ევროპაში შეჰყოფს ცხივრს, იქ უარესი მოუვა.
ბათუმელები: მოსკოვი მოითხოვს, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაწესდეს. ეს შესრულებადია?
ი.ა: რუსეთს არ აქვს ამის მოთხოვნის უფლება, ეს გაეროს გადასაწყვეტია. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მას უფლება აქვს იყიდოს ან გაყიდოს იარაღი.
ბათუმელები: ამ ეტაპზე შეიარაღებაზე აქცენტის გაკეთება საჭიროდ მიგაჩნიათ?
ი.ა: ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ყველაფრის ანალიზია, რაც მოხდა. როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. არმიაში აქცენტი უნდა გაკეთდეს არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე, რადგან ამ ომმა რეალურად გვანახა ჩვენი მინუსი. ვისაც სწავლა უნდა, ისწავლოს, ვისაც არ უნდა – წავიდეს. ტექნიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც კადრებია. ხალხის გარეშე ყველანაირი ტექნიკა არის ჯართი. აღლუმზე გამოსვლა და წვრთნებზე ყოფნა სხვაა, ომი კი – სხვა. არმიაში მხოლოდ ის უნდა მსახურობდეს, ვინც ბრძოლის ველზეც ჯარისკაცია.
ბათუმელები: მაინც რა შეცდომები იქნა დაშვებული?
ი.ა: კონკრეტული შეცდომები ჯერ არ ხმაურდება, მაგრამ რამდენი თვითმფრინავიც არ უნდა ჩამოგვეგდო, რეალურად, დანარჩენი საქართველო მაინც დაუცველი აღმოჩნდა. ქალაქები, აეროდრომები, საზღვაო სივრცე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და მთელი მოსახლეობა დაუცველი იყო. თავდაცვა არ ნიშნავს იმას, რომ რა შეიარაღებაც გაქვს, მხოლოდ კონფლიქტის ზონაში განათავსო. სერიოზული პრობლემები იყო კავშირგაბმულობისა და მმართველობის მხრივ. ბრძოლის დროს ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებას ტელეფონებით ცდილობდა, ვერ წარმოიდგენთ, რა საგიჟეთი იყო. ამას ოფიცრების სუსტი მომზადება და პანიკაც დაემატა. უფრო მეტი პრობლემები იყო დაშვებული პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე სამხედრო დონეზე. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, საომარი მოქმედებების წარმართვაში სახელმწიფო მოხელეებიც ერთვებოდნენ, რაც დაუშვებელია.
ბათუმელები: როგორც ვიცით, თავდაცვის სამინისტროს აქვს სტრატეგიული თავდაცვის სისტემის დოკუმენტი. როგორ ფიქრობთ, ეს დოკუმენტი იყო თუ არა კომპეტენტურად შემუშავებული?
ი.ა: ფურცელზე დაწერილი სხვაა, რეალობა – სხვა. არ ვიცი. ახლა, მთავარია, იმის ანალიზი გაკეთდეს, რაც მოხდა.
ერთი რამ ცხადია, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეცვალოს პოლიტიკა. ამაში იგულისხმება ირაკლი ოქრუაშვილის გამონათქვამებიც ფეკალურ მასებზე და ის ქმედებებიც, რასაც პოლიცია აკეთებდა დაკავებული რუსი სამხედროების მისამართით. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდში შემოსვლისას ის ჯარისკაცები და ოფიცრები ჩადიოდნენ საშინელებებს, რომლებიც ჩვენმა პოლიციელებმა კამერების წინ დააჩოქეს და ეთერში ატრიალეს მთელი კვირა. როგორ ფიქრობთ, ამას დაივიწყებდნენ ისინი?
ბათუმელები: რამდენად ადეკვატურია თავდაცვაზე დახარჯული თანხები?
ი.ა: თავდაცვაზე თანხები უნდა დაიხარჯოს, მაგრამ ის, რაც თავდაცვის სამინისტრომ 15 მილიონად იყიდა, 9 მილიონადაც შეგვეძლო გვეყიდა. ამის მტკიცებულებები მაქვს და დამიწერია კიდეც, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფერი ,,ატკატებში’’ იცვლებოდა. ამის შემდეგ სხვანაირად უნდა ვიცხოვროთ. ახლა საქართველო ზამბარას ჰგავს. ასე იყო აფხაზეთის ომის დროსაც. ზამბარა აუცილებლად გაიშლება, მთავარია, არ გადატყდეს.

”ამ ომში ყველა საკუთარი თავის უფროსი და სარდალი იყო. დაბნეული ჯარისკაცების ნაწილი მინდორში ყრიდა იარაღს და უგზო-უკვლოდ გარბოდა… სარდლები და მეთაურები წინ უსწრებდნენ…
ჯავაში შესასვლელად 25 წუთი იყო საჭირო, მერე როკის გვირაბს გავამაგრებდით და მარტო საჰაერო სივრცე გვექნებოდა გასაკონტროლებელი. გვირაბის აფეთქება არა, მაგრამ დანაღმვა და მასზე კონტროლის დამყარება მანამ იყო შესაძლებელი, ვიდრე რუსის ჯარი შემოვიდოდა. კონკრეტულად ვინ გასცა სამი საათით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, არ ვიცი, იქნებ სააკაშვილის ბაგა-ბაღის მინისტრებმა…
ჩვენთან სააკაშვილიც მოვიდა. რა უნდოდა დღესაც არ ვიცი, ორი ჯავშანჟილეტი ეცვა და დაცვის თანამშრომლებმა, სროლები რომ დაიწყო, სამიც თავზე დააყარეს, ძლივს გაიყვანა სპეცრაზმმა. რუსებმა გაიგეს, იქ რომ იყო და მათი გასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ის ტერიტორია ჰაერში აწიეს.
უმეტესად ღამით გვიტევდნენ… კარგად დავიწყეთ, სულ 29 ავიაგამანადგურებელი ჩამოვაგდეთ. რუსი ჯარისკაცების კივილის ხმა ჩვენამდე მოდიოდა, მეცოდებოდნენ. რა გგონიათ, იმათ უნდოდათ ჩვენი ჩახოცვა? ბრძანებას ასრულებდნენ…
ომი რომ დაიწყო, პირველ დღეს ძალიან შევშინდი, მეორე დღეს შიშის დრო არ მქონდა… გორი იბომბებოდა, ბომბი თბილისშიც ჩამოაგდეს… ამ გაგანია ომში, ჩვენთან უგულავა მოვიდა და სულ მოღალატეები გვეძახა, თუ რატომ, ახლაც ვერ გამიგია. გაგვაგიჟა ბიჭები, დავყარეთ ყველამ იარაღი და ვუთხარით, რომ თითონ ებრძოლა… მერე ბოდიშები გვიხადა…
ცხინვალთან ერთ-ერთ სოფელში რომ შევდიოდით, მიწაზე პატარა ბავშვის ხელი დავინახე… პაწუა თითების დანახვაზე, ტვინში სისხლი გამეყინა… არადა, ჩვენებს იქ არც ერთი ქალისთვის და ბავშვისთვის არ უსვრიათ.
ცხინვალი და მიმდებარე სოფლები დაცარიელებული იყო, მაგრამ ჩარჩენილებიც იყვნენ…
სიგარეტი გაგვითავდა, ერგნეთში გადავწყვიტე წასვლა, გინდ აქ, გინდ გზაში მოვკვდე-მეთქი, ვიფიქრე და სანგრიდან ამოვძვერი. ყველა მხრიდან ისროდნენ, ცოტა ქვემოთ რომ ჩავედი, ჩვენი ჯარი დავინახე მწყობრში, დაახლოებით ორი ათასი შეიარაღებული კაცი იქნებოდა, ამან მოგების ჟინი გაგვიძლიერა…
მეორე დღეს ისევ ჩავედი ქვევით, სიგარეტის საყიდლად, რამდენი უნდა გეყიდა, სამოცდაათ კაცს რომ გყოფნოდა. რისი მაღაზიები, ხალხი ან გაქცეული იყო ან მკვდარი. ის ტერიტორია, სადაც წინა დღეს ქართველი ჯარისკაცები იყვნენ განლაგებული, დაცარიელებული იყო…
მოკლედ, ორი ოფიცერი და 70 ჯარისკაცი ალყაში აღმოვჩნდით. ცეცხლი, ალყა, მორჩა რა, დამთავრდა ყველაფერი, ბოლომდე ვიბრძოლებთ… ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენი დასასრული იყო. ყველაზე საშინელება ისაა, როცა არავისი დახმარების იმედი არ გაქვს. ტყვია-წამალიც დაგვიმთავრდა…
რაციით გავიგეთ, რომ მოპირდაპირე მხარე დაიბომბა… რამდენიმე წამში შეტყობინება მოვიდა, რომ ჩვენ ჰაერიდან დაგვიცავენ, გავიხარეთ, გადარჩენის იმედი მოგვეცა. ვხედავთ, ერთი თვითმფრინავი მოფრინავს. ჩვენი საჰაერო თავდაცვის გვეგონა და შეყუჟულები გამოვედით, გავიფანტეთ და ვესალმებით. უცებ ცაზე, ერთმანეთის მიყოლებით, ზუსტად არ ვიცი რამდენი იქნებოდა, თვითმფრინავები გამოჩნდნენ და ახლომახლო ტერიტორიების დაბომბვა დაიწყეს. ახლაც ვერ ვხვდები, ჩვენ რატომ არ დაგვბომბეს, ყველა გარეთ ვიყავით, მინდორში… ალბათ, ალყაში რომ ვიყავით, მაგიტომ აღარ დაგვბომბეს. ჩეჩნებმა გადაგვარჩინეს, კორიდორი გაგვიხსნეს, გვითხრეს, წადით რა ბიჭებოო – 22 ჩეჩენი ჯარისკაცი იყო, სამი რუსი. რამდენიმე წუთში კი ყველა ჩეჩენი ადგილზე დახოცეს, ეტყობა, რუსებმა ჩაუშვეს და ჩვენს გადამრჩენებს ვინ აცოცხლებდა.
წინა ხაზზე ვიყავით, რუსები, ჩვენს არმიაზე გამწარებულები, მშვიდობიან მოსახლეობას დაერივნენ. მაგათ მგონი რამდენიმე ათასი დაკარგეს, ჩვენ სადღაც 1200 ჯარისკაცი და დანარჩენი მშვიდობიანი მოსახლეობა… ოფიციალურად ნაკლებს ამბობენ… მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის ბიჭები სულ გაანადგურეს, მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც გაქცევა მოახერხა. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ბომბავდნენ მაგათ… აფეთქებდნენ ჩვენსკენ მომავალ მანქანებს, რომლებსაც ჩვენთვის ტყვია-წამალი, საჭმელი, წყალი და სიგარეტი მოჰქონდა. ბოლოს ვიხვეწებოდით, რომ არავინ გამოეშვათ…
ხომ გვწყუროდა, გვშიოდა, ყველაზე მეტად სიგარეტის ლომკა გვქონდა, მაგრამ ოსების ოჯახში როცა შევედით, მაგიდაზე დაყრილ სიგარეტებს თუ ფულს ვერც ერთი ვერ გავეკარეთ _ ერთმანეთს გადავხედეთ და გარეთ გამოვედით…
ქართული ჯარი გიჟს გავს… ბევრს ფსიქიკა შეერყა, უპატრონობით, უცოდინრობით, დაბნეულობით. ტყეში ხარ მშიერი, მწყურვალი, ომია და გეძინება … ჩვენები უაზროდ ისროდნენ ტყვიებს, ვის ესროდნენ, სად, რატომ… უბრალოდ, ისროდნენ. რადგან ომია და ყველა ისვრის, შენც უნდა ისროლო, ამ ომში ყველა საკუთარი თავის უფროსი იყო. ომი, სადაც სარდალი არაა და ვერ ხვდები, ვინ რა ბრძანებას სცემს…
ომის დაწყებამდე ბრძანება გაიცა და ფორმებზე ყველას სახელი და გვარი მოგვახსნევინეს. ძნელია გაარკვიო, ვინაა მკვდარი. ხელი, ფეხი ან მარტო თავი თუ ტანი ყრია მინდორში… ბევრი გამოყვანილი არაა. მაგათ, ალბათ, ტრაქტორით თუ ახვეტენ, თორემ უკვე პატრონიც ვეღარ იცნობს თავის მკვდარს…
ერთ-ერთ ოჯახში შევდიოდით დასაზვერად ოსეთში, ჩემთან ერთად ვინც იბრძოდა, იმ ბიჭმა ხელი მკრა, გადი დანაღმული არ იყოს, შენ ცოლ-შვილი გელოდებაო. იქ კიდევ ის პონტი იყო, რომ დაჭრილი ჯარისკაცის გამოსაყვანად ბიჭები თავს ტყვიებს უშვერდნენ. ერთ-ერთი მომიბრუნდა და მთხოვა, თუ მომკლეს, დამმარხე, გეხვეწებიო. ბოლოს ამას ვთხოვდით ერთმანეთს _ გაყვანას თუ ვერ მოვახერხებდით, ტურების და მგლების საჯიჯგნად არ დაგვეტოვებინა ერთმანეთი…
ღალატიც ბევრი იყო. ეგენი რომ მანახა, ალბათ, შუბლს გავუხვრეტდი. ან ის კონცერტები, თბილისში რაც იმართებოდა… იმათ ორგანიზატორებს და იქ მოცეკვავეებს გაუმართლათ, რომ შემთხვევით იქ არ მოვხვდი.

ქართველმა მოჭიდავეებმა საერთო ჯამში 3 ოქროს, 2 ვრცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიგეს.
ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ თორნიკე ქათამაძემ (42კგ), ალეკო ლომიძე (58კგ) და ივერი ჯულაყიძე (69კგ). ვერცხლის მედლები დაეუფლა გიორგი ხაჩიძე (46კგ) და დემურ მეგენეიშვილი (76კგ). თეიმურაზ ვანიშვილი (50კგ), ბექა ჭელიძე (85კგ), თორნიკე კვინიკაძე (63კგ) და ზურიკო ურთაშვილი (100კგ) მესამე ადგილზე გავიდნენ.
გუნდური მეორე ადგილი 64 ქულით თურქეთს, ხოლო მესამე ადგილი 59 ქულით რუსეთმა დაიკავა.