18,2 მილიონი ლარი ბიუჯეტში სსიპ-ებისგან

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებმაც საკუთარი შემოსავლებიდან თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა მიმართონ:

 

შემოსავლების სამსახური – 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი;

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო − 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი;

 

აღსრულების ეროვნული ბიურო − 4 800 000 (ოთხი მილიონ რვაასი ათასი) ლარი;

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი;

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო − 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი.

 

ბათუმის კინოფესტივალი დღეს ოთარ იოსელიანის ფილმით გაიხსნება

 

გახსნის დღეს ნაჩვენები იქნება ცნობილი ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი “ზამთრის სიმღერა”, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა ლოკარნოს კინოფესტივალზე, ხოლო ქართული პრემიერა ბათუმის კინოფესტივალზეა დაგეგმილი. გახსნის ცერემონიას დაესწრება ოთარ იოსელიანი და თავად წარადგენს ფილმს.

გახსნის ცერემონიაზე ასევე დაგეგმილია ცნობილი პოლონელი მსახიობის მაია კომოროვსკას დაჯილდოება BIAFF კინოფესტივალის სპეციალური პრიზით, მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.

BIAFF კინოფესტივალის ძირითადი პროგრამის ფილმები ნაჩვენები იქნება  კინოთეატრ „აპოლოში“, მოკლემეტრაჟიანი ფილმები სასტუმრო “დივან სუიტის” კონფერენსდარბაზში, ხოლო საღამოობით ერას მოედანზე დიდ ეკრანზე გაიმართება ღია კინოჩვენებები.

კინოსეანსებზე დასწრება უფასოა ყველა დაინტერესებულისთვის.

კინოფესტივალის სპონსორები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო LEOGRAND, სასტუმრო „Divan Suites Batumi“,
კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო“, “ბრიტანეთის საბჭოები”, პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, ფრანგული ინსტიტუტი, აშშ საელჩო, იტალიის საელჩო, სატრანსპორტო კომპანია “METRO GEORGIA”, ტურკომპანია „Interco“, სასტუმროთა ქსელი „რჩეული“, სასტუმრო “ბათუმი პლაზა”, სასტუმრო “ვანილა”, სასტუმრო “ადმირალი”, კაფე “ლაღიძის წყალი”, კინოთეატრი “რუსთაველი”, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფესტივალი Tbilisi Open Air, HQ პროპაგანდა.

კინოფესტივალის მედიაპარტნიორები – რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, გაზეთი – „ჯორჯია თუდეი“, Film New Europe (www.filmneweurope.com), FILM PRINT, ონლაინსაინფორმაციო სააგენტოები newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გაზეთი “ბათუმლები”, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური მედიის საიტებიდან – https://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრესაკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 574-482181,  597-998272

 

 

”დინამოსა”(ბთ) და ”ტორპედოს” შეხვედრა ფრედ დამთავრდა [ფოტო]

პირველი ტაიმი უანგარიშოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში 61 წუთზე ტორპედოს  ფეხბურთელმა #23 გიორგი ქიმაძემ გაიტანა, ზუსტად ათი წუთის შემდეგ დინამომ #6 გელა გოგიტიძის გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

დინამოს ერთ-ერთი მწვრთნელის შეფასებით ამინდმა გავლენა იქონია შედეგზე:

ასლან ბალაძე: „ძალიან მძიმე თამაში გამოდგა. ვეთამაშებოდით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ ძლიერ გუნდს ცოტა ამინდმაც შეგვიშალა ხელი, სანახაობრივი თამაში არ გამოგვივიდა რასაც ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ არა უშავს სეზონის დასაწყისია და ვეცდებით რომ მომავალში უკეთ ვითამაშოთ. კარგი იქნებოდა სამი ქულა მაგრამ იქიდან მგამომდინარე რომ სათამაშო პირობები მძიმე იყო, ლოგიკური შედეგია“.

‘ტორპედოს” მეკარე რევაზ თევდორაძე კი თამაშით კმაყოფილია: „ახალი გუნდი ვართ ცოტა შეთამაშება გვჭირდება, საკმაოდ კარგი ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, ჩემი აზრით აუცილებლად მოიტანს შედეგს. დროის ფაქტორია.

ბათუმის დინამო ძალიან კარგი გუნდია, ძალიანკარგი მწვრთნელთა შტაბი ჰყავს, ჩემი აზრით კარგი თამაში იყო. შეიძლებოდა მოგებაც, მაგრამ სიცხემ მაინც დაღი დაასვა თამაშს“.

იხილეთ დღეს გამართული სხვა შეხვედრების განგარიშები:

საქართველოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები | 2015-2016 წლის სეზონი

 

 

 

 

ბათუმი-სარფი – შემოსავლების სამსახურის მედიატური [ფოტო]

საბაჟო პროცედურები და კონტროლის აღჭურვილობა ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცნეს. საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“
სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ-ოფიცრების მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის სიმულაციური ვარჯიში. სარფის საბაჟოს ნარკოტიკების აღმოჩენაზე გაწვრთნილი 20 ძაღლი ჰყავს.

საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ /თედო ჯორბენაძის ფოტო/

ვინ გახდება ბათუმის უნივერსიტეტის პრორექტორი

 

 

მერაბ ხალვაში

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა არჩილ ხაბაძესთან კანდიდატების განხილვის ფაქტი „ბათუმელებთან“ საუბარში უარყო, თუმცა არ შეუკავებია თავი იმის დაფიქსირებისგან, რომ სამი გამოკვეთილი კანდიდატიდან ყველაზე მეტი შანსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ინგა შამილიშვილს აქვს, სხვა ორ კანდიდატს კი არ ასახელებს.
ბოლო პრორექტორი ირაკლი ბარამიძე იყო, რომელმაც მერაბ ხალვაშის თქმით, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე მუშაობდა.

 

„პრორექტორის თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მას ევალება სასწავლო პროცესის კოორდინირება, ამიტომ ვარჩევთ ისეთ კანდიდატს, რომელსაც ამ მიმართულებით ექნება კომპეტენცია, მენეჯერული თვისებები და სტუდენტებთან, პროფესურასთან ურთიერთობის გამოცდილება. სამი კანდიდატი გვყავს, მათ ვინაობას არ დავასახელებ, თუმცა ახალი სასწავლო წლისთვის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში დანიშნული იქნება,“ – განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

 

მერაბ ხალვაში უარყოფს იმ ფაქტს, რომ მას მთავრობაში კანდიდატების შეთანხმება მოსთხოვეს: „ასეთი რამ არ ყოფილა. ალბათ ეს ეჭვები შიდა დინებებმა გააჩინა, რადგან პროცესი გაიწელა და არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამ თანამდებობაზე დანიშვნის სურვილი. ისინი სხვადასხვა გზას ეძებენ და ცდილობენ ვიღაცის რეკომენდაციებით ისარგებლონ“. მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ამ „რეკომენდატორში“ მთავრობა არ მოიაზრება.

 

უნივერსიტეტში ვაკანტურია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაც. 31 მარტამდე ამ სამსახურის უფროსის მოვალეობას მერაბ ხალვაში ასრულებდა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩევის შემდეგ კი მან აღნიშნული პოსტი დატოვა.

 

„ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობას ინგა შამილიშვილი ასრულებდა საზოგადოებრივ საწყისებზე. შემდეგ კი კონკურსი გამოცხადდა და ავირჩიეთ ტურიზმის ფაკულტეტიდან ასოცირებული პროფესორი პაატა ჩაგანავა“, – თქვა მერაბ ხალვაშმა.

 

პაატა ჩაგანავამ აღნიშნული თანამდებობა არჩევიდან სამ თვეში დატოვა. „ამ კვირაში გამოვაცხადებთ ახალ კონკურსს“, – აცხადებს ბსუ-ს რექტორი. კანდიდატს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არჩევს, წარმომადგენლობითი საბჭო კი ამტკიცებს.

 

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, მერაბ ხალვაში ამბობს, რომ უნივერსიტეტში ელექტრონული მართვის სისტემა მოგვარდა და ახალი სასწავლო წლიდან რეგისტრაციას ელექტრონული ფორმით გაივლიან: „იქნება ელექტრონული ჟურნალები და ფინანსური საკითხები ელექტრონულად მოგვარდება. იქნება ელექტრონული ტაბელი და შეფასების ახალი სისტემა. ყველაფერი იქნება შეზღუდულ ვადებში, ტრენინგებს ჩავუტარებთ პროფესურასაც, მთავარია, ქაოსში არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი. თუმცა, მეორე სემესტრიდან უკვე გაადვილდება ყველაფერი“.

ყველაზე ძვირადღირებული ფესტივალი ბათუმში

 

ბერლინის კრეატიული სკოლის იდეების პრეზიდენტი მაიკლ კონრადი ბათუმში ჩამოვა

 

 

ფესტივალის ფარგლებში ბათუმში 300-ზე მეტი მონაწილე ჩამოვა. დაგეგმილია რეკლამისა და მარკეტინგის სფეროში მომუშავე მსოფლიოში ცნობილი ტრენერების ჩამოყვანა. ამ დროისთვის არც ჟიურის წევრების ზუსტი რაოდენობაა დაზუსტებული, თუმცა გაწერილია მათი დაბინავების, ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები:

 

„ჟიურის წევრების სასტუმროში განთავსებისთვის ბიუჯეტში 94 200 ლარია გათვალისწინებული, ტრანსპორტირებისთვის – 80 ათასი ლარი, კვებაზე კი – 24 300 ლარი“, – განაცხადა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ლამზირა ბოლქვაძემ.

 

საორიენტაციოდ გაწერილი ბიუჯეტის ნაწილი ასე გამოიყურება: სარეკლამო-საბეჭდი მასალების დამუშავება – 25 ათასი ლარი; ფესტივალის პრიზები – 6 500 ლარი; ფესტივალის ჟიურის საჩუქრების იდეების შემუშავება-შესყიდვა – 9 280 ლარი; ფოტო-ვიდეოგადაღების ორგანიზება – 6 400 ლარი; კონფერენციების, სემინარების ჩატარება – 12 ათასი ლარი, კულტურული საღამოს პროგრამები – 29 120 ლარი; საღამოს ყველა პროგრამის მენიუ – 55 ათასი ლარი. ბიუჯეტით გათვალისწინებულია ნინო ქათამაძის კონცერტიც.

 

„გარდა ბათუმის მერიისა, ფესტივალს საქართველოს მთავრობაც აფინანსებს“, – ამბობს ფესტივალის პრეზიდენტი ვატო ქავთარაძე. თუმცა, არ აზუსტებს ფესტივალის კონკრეტულად რა ნაწილს მოხმარდება საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

 

მერიის ბიუჯეტიდან რეკლამის ფესტივალისთვის თანხის გამოყოფა ნეგატიურად შეაფასეს საიამ და საკრებულოსთან არსებულმა მრჩეველთა საბჭომ. მათი განცხადებით, ფესტივალისთვის ბიუჯეტის დამტკიცება „ცალსახად ნეგატიური ფაქტია“. ისინი ნეგატიურად შეფასების საფუძვლად სამ სამართლებრივ პუნქტს ასახლებენ. პირველი პუნქტის მიხედვით, საკრებულოს სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი ფესტივალის დეტალური აღწერილობა, არამედ „ზოგადი ხასიათის დოკუმენტაცია. სადაც არ არის გაწერილი ფესტივალის მოსალოდნელი შედეგები და ის, თუ რა კრიტერიუმებით გეგმავენ ღონისძიების შეფასებას“.

 

შემდეგი შენიშვნა ფორსმაჟორულ გადაწყვეტილებას შეეხება. „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფესტივალი სხვა ქალაქში უნდა ჩატარებულიყო, რომ ეს ღონისძიება ინიცირებულია ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას და არღვევს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 65-ე მუხლს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების საბიუჯეტო დამოუკიდებლობის შესახებ, ასევე დოკუმენტში არ არის დასაბუთებული ფესტივალის დაფინანსების აუცილებლობა“, – ნათქვამია საიას და მრჩეველთა საბჭოს ერთობლივ განცხადებაში.

 

ბათუმის მერია ყოველწლიურად ოთხ ფესტივალს აფინანსებს ბიუჯეტიდან, რისთვისაც მთლიანობაში 290 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. თუმცა, რეკლამის ფესტივალი ყველაზე ძვირადღირებულია. მაგალითად, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ბიუჯეტი მთლიანობაში 193 500 ლარია, აქედან მერიის წილი 120 ათასი ლარია.

 

რეკლამის ფესტივალის ბიუჯეტი აღემატება ისეთი ღონისძიებების ბიუჯეტსაც, როგორიც იყო, მაგალითად, ევროპის ჩემპოინატი ჭადრაკში, რომელშიც 98 ადამიანი მონაწილეობდა და 200 ათას ლარამდე დაჯდა; ასევე, ნატოს სამიტი ბათუმში დაახლოებით 700 ათასი ლარი დაჯდა, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით 27-28 ივნისს თბილისსა და ბათუმში გამართული ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 998 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

ვატო ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ფესტივალისთვის გამოყოფილი თანხა ადეკვატურია: „ამ მასშტაბის ფესტივალები გაცილებით ძვირი ჯდება ხოლმე. მაგალითად, კანის ლომების ფესტივალი 50 მილიონი დოლარია. ფესტივალისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო თანხა 650 ათასი ლარია, რეალურად, ფესტივალი სადღაც 400 ათასი დოლარი ჯდება.“ – ამბობს ის.

 

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების იდეა კომპანია Ad Black Sea-ის ეკუთვნის, რომლის პარტნიორები უკრაინელები არიან.
ფესტივალის პრეზიდენტის ვატო ქავთარაძის განცხადებით, რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის მზადება რამდენიმე წელია მიმდინარეობს და საქართველოს მთავრობამ ფესტივალის დაფინანსების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ მიიღო, „მოლაპარაკებები გვქონდა ბათუმის მერიასთანაც.“

 

ვატო ქავთარაძე მიიჩნევს, რომ რეკლამის ფესტივალი ბათუმისთვის მომგებიანი იქნება და ის ქალაქის ცნობადობას გაზრდის: „თავდაპირველად ფესტივალის თბილისში ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო არჩევანი ბათუმზე გაკეთდა. ყველა შევჯერდით იმაზე, რომ ბათუმი უფრო ოპტიმალური ლოკაციაა ამისთვის, იმიტომ, რომ ის გარკვეულწილად იმეორებს კანის ფესტივალის მოდელს, რომელიც ერთგვარი კანონმდებელია სარეკლამო ფესტივალების. ზღვას, მზეს თავისი ხიბლი აქვს და ბათუმიც ზუსტად კარგად ჩაჯდა ამ კონტექსტში“, – ამბობს ის.
ფესტივალის მხარდაჭერის მოტივს ბათუმის მერიაშიც ქალაქის ცნობადობის გაზრდით ხსნიან.

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალში ძირითადად შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მონაწილეობენ.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა კონკურსანტებისთვის ფასიანია, 60-90 ევრო ღირს. უფასოდ მონაწილეობას მხოლოდ ქართველი კონკურსანტები მიიღებენ. ვატო ქავთარაძის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ამ დროისთვის რეგისტრაცია სამასამდე კონკურსანტმა გაიარა.

როგორ გავაშუქოთ ბავშვთა საკითხები ეთიკურად

ჟურნალისტები ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქების ტრენინგზე

ერთ-ერთი ტრენერი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაი ქურციკიძეა. მისი თქმით, ეს მესამე ტრენინგია ჟურნალისტებისთვის რომელიც ამ თემაზე გაიმართა.

„უკვე ჩავატარეთ ტრენინგები თელავსა და გორში. მედიამონიტორინგი ოქტომბერში დასრულდება და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, გავარკვიოთ რა შეიცვალა წინა წელთან შედარებით მედიაში. თუმცა, ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქების დროს დღეს მედია გაცილებით ეთიკურია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.

რეგიონალური მედიის ჟურნალისტები

2007-2008 წლებში მედიის მხრიდან ხდებოდა  სასჯელაღსრულების სისტემაში ჩართული ბავშვების ტოტალური იდენტიფიკაცია, რასაც დღეს ვეღარ ვხედავთ. თუმცა, პრობლემურ საკითხად რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირების საკითხი. პირდაპირი იდენტიფიცირება ნაკლებად გვხვდება, თუმცა არის ირიბი იდენტიფიცირების შემთხვევები“.

მაი ქურციკიძე

მაია ქურციკიძის თქმით,  მედია ხშირად დიდ ყურადღებას უთმობს კონკრეტული ამბის მოყოლას, ვიდრე იმ პრობლემის გაშუქებას, რა მიზეზითაც მოხდა დანაშაული. „თუმცა ჟურნალისტების მხრიდან არის მუდმივი ინტერესი, ხშირად გვეკითხებიან, განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითებს და მათთან ერთად ვეძებთ ამ კითხვებზე პასუხებს.“-ამბობს ის.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძეც ამბობს, რომ მედიაში ბავშვთა საკითხები ხშირად ეთიკურად შუქდება:

„ჟურნალისტების მცდელობა, რომ გაშუქდეს ბავშვთა საკითხები ეთიკურად, უკეთესობისკენ  არის და ჩანს კიდეც მედიაში. თუმცა, ყოველი ახალი შემთხვევა არის ძალიან ინდივიდუალური და ყოველთვის არ გადგება წინა ვარიანტი.  იმის შიშით, რომ რაღაც სტანდარტი არ დაირღვევს, ზოგჯერ მედია  იმ კადრებსაც ფარავს, სადაც დასაფარი არ არის.  ეს გახდა პრობლემა, რადგან ზოგჯერ შაბლონურებიც ვხდებით“.

თამარ რუხაძის თქმით, არის ფაქტები, როცა მსხვერპლის დაფარვა მედიას აღარ შეუძლია, რადგან  ფაქტი თავისთავად ახდებს მის იდენტიფიცირებას.

თამარ რუხაძე

„ამ მხრივ საინტერესოა ხარაგაულში მომხდარი ამბავი, როცა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. როგორც გამოძიება ამბობს, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ასეთ შემთხვევებში იდენტიფიცირება ხდება გარდაუვალი, რადგან მთელი სოფელი ჩაერთო პროცესში. ასეთ დროს ჟურნალისტმა იმაზე ფიქრი უნდა დაიწყოს, როგორ შეამციროს ზიანი, რომელიც შეიძლება მსხვერპლს ან მის ახლობლებს მიადგეთ.  ასეთი დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია“.

 

ნოდარ ხადური: მძღოლებს მალე ძალიან საინტერესო წინადადებებს შევთავაზებთ

“ხედავთ, რომ ტექნიკური შესაძლებლობები ქართული და თურქული მხარეების საბაჟოებისა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენი გამსვლელი, ასე ვთქვათ, დერეფნების რაოდენობა არის ოთხჯერ მეტი, ვიდრე თურქეთის მხარეს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მეტი მანქანის გატარება, მაგრამ თურქულ მხარეს ამის შესაძლებლობა არ აქვს. მე მქონდა კონსულტაცია, შევხვდი ჩემს კოლეგას, თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟო საქმეთა მინისტრს, რომელიც თბილისში იყო ჩამოსული. მათ წარმოგვიდგინეს სარფის საბაჟოს რეორგანიზაციის გეგმა, ხედვა. ისინი ოდნავ მოშორებით სარფიდან, იქ, სადაც ყოფილი სამხედრო ნაწილი იყო, იმ ტერიტორიაზე აპირებენ ააშენონ ახალი საბაჟო გამსვლელი პუნქტი, რაც მთლიანად მოხსნის რიგების პრობლემას. მანამდე, სამწუხაროდ, გვიწევს აი, ამ რეჟიმში მუშაობა, რომ ისედაც გადატვირთული გზები კიდევ მეტად არ გადაიტვირთოს.

ჩვენ გვაქვს ვარიანტები იმის, რომ რიგების მართვის ავტომატიზებული სისტემები დავნერგოთ და ალბათ, უახლოეს მომავალში ძაან საინტერესო წინადადებებს შევთავაზებთ როგორც ჩვენს მძღოლებს, ასევე მძღოლებს, რომლებიც სატრანზიტო გადაზიდვებს ახორციელებენ,” – განაცხადა “ბათუმელებთან” ნოდარ ხადურმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბათუმში [სარფში], დღეს, 12 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, “მედიატურის მიზანია მედიის მეშვეობით საზოგადოების უკეთ ინფორმირება საგადასახადო სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი ტექნოლოგიური თუ პროცედურული სიახლეების შესახებ”.

ნოდარ ხადური სარფის საბაჟოზე 12.09.2015

უმაღლესი საბჭო მის მიერ მიღებულ დადგენილებას არ ასრულებს

პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

„თითქმის ნახევარი წელი გავიდა ამ დადგენილების მიღებამდე, მაგრამ უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა და ის ადამიანები, ვისაც ამ საკითხის მოგვარება ეხება, დადგენილებას არ ასრულებენ.  როგორც ჩანს, არ უნდათ, რომ გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორების მიღებაზე, რადგან ვადები უკვე იწურება. ამას თავისი პროცედურები აქვს და სტაჟიორის აყვანა ღია, საჯარო კონკურსით უნდა მოხდეს.“ -აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

პეტრე ზამბახიძის განცხადებით, უმაღლეს საბჭოში არც გასულ წელს მიუღიათ სტაჟიორები.

„2011 წელს  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიყვანა 12 სტაჟიორი, მომდევნო წელს ჩავარდა ეს საკითხი, 2014 წელს კი ეს დადგენილება მივიღეთ“. დადგენილების მიხედვით, უმაღლეს საბჭოში სტაჟიორის ანაზღაურება თვეში 100 ლარია.

პეტრე ზამბახიძის აზრით, სტაჟიორების აყვანაზე უარის თქმის მოტივი შემდეგია: „არ უნდათ, რომ მათ საქმიანობას გარედან მოსული პირი დააკვირდეს. თქვეს კიდეც პირად საუბრებში, გარეთ გაიტანენ ამბავს, რეალურად აქ არაფერს რომ არ ვაკეთებთო“.

პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ თუ ამის შემდეგაც არ შეასრულებენ დადგენილებას უმაღლეს საბჭოში, ოპოზიციური პარტიის წევრები  შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ.

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: „სხვა გზა არ ჰქონდა“

 

 

 

ბრალდებული 27 წლის მამაკაცია, ის პოლიციის თანამშრომლებმა აჭარის მაღალმთიანეთში, ნათესავის სახლში დააკავეს. როგორც პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ მოსამართლეს უთხრა, მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. განზრახ მკვლელობის გარდა, სახელმწიფო ბრალდებულს კიდევ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოთხი დანაშაულის ჩადენას ედავება:

 

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა და ასევე გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბრალდებულს ხუთივე ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, ნაკლებად მძიმე დანაშაულებს შთანთქავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ამ შემთხვევაში, ყველაზე მძიმე – ადამიანის გაზრახ მკვლელობაა, რისთვისაც კანონი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ბრალდებულმა თქვა, რომ თავს ნაწილობრივ მიიჩნევს დამნაშავედ. პროკურორმა ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, არგუმენტად ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა და ასევე, მიმალვის საფრთხე დაასახელა. 

 

„ეს ის შემთხვევაა, როცა ფორმალურადაც კი ვერ შევეწინააღმდეგები პროკურორს, ძალიან მძიმე მოცემულობაა, ამიტომაც არ ვაპროტესტებ პროკურორის შუამდგომლობას, უფრო მეტი, ვეთანხმები კიდეც მას. არის ორი გარდაცვლილი, ერთი დაჭრილი მამაკაცი. მაგრამ მინდა საზოგადოებას მაინც ვუთხრა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ჩემ თვალწინ გაზრდილია, ის ჩემი მეგობრის შვილია, ვერავინ იტყვის, რომ მან ვინმე დაჩაგრა, ვინმეს რამე დაუშავა, საკუთარ თავს აზიანებდა, როცა მარიხუანას ეწეოდა… იარაღი მას დიდი ხანია აქვს, მაგრამ არავის მოკვლა ან დაზიანება არ უცდია…ძნელია, როცა უყურებ შენ თვალწინ როგორ კლავენ შენს მეგობარს, შენს ნათესავს, ვფიქრობთ, სამომავლოდ ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ განზრახ მკვლელობა კი არა, აუცილებელი მოგერიებით იყო გამოწვეული ეს უბედური შემთხვევა, ბრალდებულს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა,“-თქვა ბრალდებულის უფლებების დამცველმა ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში მისი დაჭრილი მეგობარი წაიყვანა, საავადმყოფოდან კი მიიმალა, მაღალმთიან აჭარაში, ნათესავების სახლში.

 

 

ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

 

 

 

პროექტს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი – „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს.

 

ბიზნესის მართვასა და განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების მიზანია, მეწარმეებს დაეხმაროს ბიზნესის დაგეგმვისა და მართვის პროცესების ოპტიმიზაციასა და ინოვაციური ბიზნეს მოდელების დანერგვაში.

 

 

ღონისძიება მასშტაბური პროექტის „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“ ფარგლებში ტარდება. პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა დევნილი და ეკომიგრანტი თემების ინტეგრაციის ხელშეწყობა როგორც დასაქმებით ასევე START UP ფორმატში მათი სამეწარმეო განვითარების ფინანსური ხელშეწყობითა და გრანტის ეფექტიან ათვისებაზე მიმართული საგანმანათლებლო პროგრამებით.

 

 

პროექტი საქართველოს რამდენიმე რეგიონში ხორციელდება – აჭარში, იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, ასევე, გალის რაიონში. საქართველოს მასშტაბით სულ 250 ბიზნეს გრანტის გაიცემა.

 

ტრენინგების პირველ ეტაპს 11-13 სექტემბერს სასტუმრო კომპლექსი „ლეგასი“ უმასპინძლებს.  

 

საპროტესტო აქცია ხელვაჩაურის გამგეობასთან

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს რამდენიმე მოთხოვნა გააცნეს.

ისინი მოითხოვენ ჰესების მშენებლობის არეალში მოქცეული მცხოვრებთათვის კომპენსაციის გაცემას, ე.წ მამაპაპისეული მიწების საკუთრებაში გადაცემას და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ პირების მიმართ, ვინც მსგავსი მიწები საჯარო რეესტრში გაარეგისტრირა.

ასევე, აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, ყოფილი კოლმეურნეობების მიწების მოსახლეობისთვის გადაცემას.

სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, აქცია გამაფრთხილებელია და მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კვლავ განმეორდება.

ბათუმში ორი წლის ბავშვი აივნიდან გადმოვარდა

 

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ჯგუფი ადგილზე დროულად მივიდა და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ეს ბავშვის აივნიდან გადმოვარდნის მეორე შემთხვევაა. 

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

 

შს სამინისტრო
შს სამინისტრო

”ალი და ნინო” ახალ ადგილას [ვიდეო]

რკინის კონსტრუქციის ახალ ტერიტორიაზე გადატანის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქანდაკების საყრდენი ფილის პერიმეტრზე მინის გამჭვირვალე მოაჯირი მოეწყო,  კვარცხლბეკი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა და ირგვლივ ხის ძელსკამები დაუმონტაჟდა.

ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, რკინის მოძრავმა ქანდაკებამ სატესტო ეტაპი წარმატებით გაიარა და დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

Jpeg
Jpeg

„ალი და ნინოს“  ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან 185 550 ლარი გამოიყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არნაბი 21“ ასრულებდა.

ძეგლის ადგილმონაცვლეობა ვადაზე ადრე დასრულდა, სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები 15 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს ძეგლი დემონტაჟისას დაზიანდა.

ძეგლი გადაღებულია ძველი ადგილიდან

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

 

 

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ წელს პირველად ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუდენტების ადგილები 100%-ით შეივსო, ამის მიზეზად კი აკადემიაში განათლების დონისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას ასახელებს: „წელს სტუდენტების უპრენცედენტოდ დიდი რაოდენობა მივიღეთ. მოთხოვნის ზრდა განაპირობა საგანმანათლებლო სფეროს გაუმჯობესებამ, ინფრასტრუქტურის განახლებამ, ლაბორატორიებისა და სიმულატორების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვამ და პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებამ. მთავარი მიზეზი კი სტუდენტების სტაჟირება და მათი საერთაშორისო კონფერენციებზე გაგზავნა გახდა. გასულ წელს დაახლოებით 50-მა სტუდენტმა მიიღო საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა.” – ამბობს ის.

 

 

საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნის ფონზე გაიხსნა. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს ესწრებოდნენ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია, ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის დირექტორი აურელიო გარსია და სხვები.

 

 

 

 

ირაკლი შარაბიძის თქმით, 20 სექტემბერს ბათუმის საზღვაო აკადემიაში ახალი, დინამიკური პოზიცირების სიმულატორი გაიხსნება. სიმულატორის გახსნასთან დაკავშირებით აკადემიაში ინგლისელი ექსპერტები ჩამოვლენ.

 

 

 

 

”სტუდენტთა დახმარების” პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები

 

 
 
სტუდენტი, რომელიც შეინარჩუნებს 71% და მეტ საშუალო აკადემიურ მოსწრებას, ის ავტომატურად ხდება პრეტენდენტი შემდეგი სემესტრის დაფინანსების მიღებაზე.
 
 
2012 – 2013 სასაწვლო წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 272 სტუდენტი; 2013 – 2014 სასწავლო წელს – 290 სტუდენტი; 2014 – 2015 სასწავლო წელს კი – 200 სტუდენტი. 
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ახორციელებს სტუდენტთა დახმარების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებას. 
 
 
 

ბათუმში დაბადებულ 4500 ბავშვს აუდიოლოგიური სკრინინგი ჩაუტარდება

 

პროგრამით გათვალისწინებულია, ბათუმში რეგისტრირებული 3-დან 12 წლამდე ასაკის სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია. აუდიოლოგიური სკრინინგი კი, ბათუმში დაბადებულ 4500 ბავშვს ჩაუტარდება. 

 

რევაზ არველაძე: შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება

რევაზ არველაძე და არჩილ არველაძე | სასტუმრო ”ადელი”

რევაზ არველაძე სასტუმრო „ადელში“ პროექტის „სახალისო ფეხბურთი ღია სკოლებში“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. რევაზ არველაძე სასტუმროში თავის ძმასთან არჩილ არველაძესთან ერთად მივიდა.

რევაზ არველაძისმ თქმით 2009 წლიდან, როცა ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გახდა, ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია სფფ-დან.

„შეხვედრაზე ვილაპარაკეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს პროექტი“ – უთხრა მან „ბათუმელებს“.

რევაზ არველაძე ბათუმში by გაზეთი ბათუმელები on Mixcloud

„სახალისო ფეხბურთი ღია სკოლებში“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, კულტურათა გადაკვეთის საპროექტო ასოციაციისა (CCPA) და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია. პროექტის სამუშაო ჯგუფს ასევე ესწრებოდნენ ამ პროექტის იდეის ავტორი და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და პროექტის დირექტორი ვალერი ჩოლარია ესწრებოდნენ.

გამართავს თუ არა შეხვედერებს რევაზ არველაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში და ვისთან მან გვიპასუხა, რომ ამას საღამოს გაიგებს, ხვალ თბილისში ბრუნდება, ხოლო მოგვიანებით კვლავ აპირებს ბათუმში ჩასვლას.

რევაზ არველაძე ბათუმში | სასტუმრო ”ადელი” | 11-09-2015

პროექტ ”დსახალისო ფეხბურთი ღია სკოლებში” – სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასტუმრო ”ადელში”

უკრაინელი ჯარისკაცების შვილებს სპორტული ინვენტარი და საცურაო აღჭურვილობა გადასცეს

 

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ჯარისკაცთა შვილები აჭარას 5 სექტემბერს ეწვივნენ. მოზარდები ბათუმში აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მოწვევით დასვენება/რეაბილიტაციის ორკვირიან კურსს გადიან.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერნოპოლელი ბავშვები ბათუმში ყოფნისას მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, გაისეირნებენ ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში,ზღვაში; დაათვალიერებენ ღამის ბათუმს. ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, დაესწრებიან ფილმის ჩვენებას.

 

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტერნოპოლის ოლქს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ოთხი თვის წინ, აჭარას ორკვირიანი ვიზიტით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 21 ვეტერანი ჯარისკაცი სტუმრობდა. ყოფილმა სამხედროებმა ბათუმში სამედიცინო რეაბილიტაციის კურსი გაიარეს.

შსს-მ ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 აბი, აბის ნატეხი და ფხვიერი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,024 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაღებული პარკირების წესების დარღვევის ფაქტები ბათუმში:

Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg

 

 

 

 

 

 

ბათუმის კინოფესტივალი – რა ფილმებს ნახავთ ”აპოლოში”

 

14 სექტემბერი, ორშაბათი: 

 

12.00 – კარტელის მიწა, მეთიუ ჰეინმანი, აშშ/ მექსიკა; 2015; 100 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია] 

14.00 – ოდესღაც დედაჩემი, სოფია ტურკიევიჩი, ავსტრალია/ პოლონეთი/უკრაინა, 2014; 75 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია] 

16.00 – ელექტრო ღრუბლების ქვეშ, ალექსეი გერმან უმცროსი, რუსეთი/ უკრაინა/პოლონეთი, 2015; 138 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

18.30 – დოკუმენტალისტი, ჰარუტუნ ხაჩატრიანი,სომხეთი, 2003; 80 წთ.

20.30 – სოლომონი, ზაზა ხალვაში, საქართველო, 2015; 70 წთ. 

23.00 – ჩემო კარგო ჰანს, ალექსანდრე მინდაძე, გერმანია/ რუსეთი, 2015; 110 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]

 

15 სექტემბერი, სამშაბათი:

 

12.00 –  ჩრდილოეთის, დომინიკ განიონი, კანადა 2015; 74 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია] 

14.00 – დაუსრულებელი გაქცევა, დაუსრულებელი დაბრუნება, ჰარუტუნ ხაჩატრიანი,სომხეთი/ ნიდერლანდები/
შვეიცარია 2014, 87 წთ.

16.00 – თიკუნი, ავიშაი შივანი, ისრაელი, 2015; 120 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

18.30 – პაწაწინა, ოლე ქრისტიან მადსენი, დანია/ხორვატია/ შვედეთი/არგენტინა, 2014, 107წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

20.30 – ემი, ასიფ კაპადია, დიდი ბრიტანეთი, 2015, 127 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]  

23.00 – სიყვარული, გასპარ ნოე, საფრანგეთი/ ბელგია, 2015; 134 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]

16 სექტემბერი, ოთხშაბათი: 

 

12.00 – უკანასკნელი დღეები ვიეტნამში, რორი კენედი, აშშ, 2014; 98 წთ [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]  

14.30 – ძმა, ტიერი გრენადე/თეონა გრენადე, საფრანგეთი/საქართველო, 2014; 94 წთ.

17.00-  ჯეიმზ უაიტი, ჯოშ მონდი, აშშ, 2015; 86 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

19.30 –  სიმღერათა სიმღერა, ევა ნეიმანი, უკრაინა, 2015, 76 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

22.30 – მთებმა შეიძლება ადგილი იცვალონ, ცზია ჩჟან–კე, ჩინეთი/ იაპონია/საფრანგეთი, 2015, 131 წთ [დიდოსტატთა კოლექცია]

 

17 სექტემბერი, ხუთშაბათი:

 

12.00 – ანგელოზის შეხება, მარეკ პავლოვსკი, პოლონეთი/გერმანია, 2015; 60 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]

13.30 – ორმაგი უცხოები, უგის ოლტე, ლატვია/ საქართველო, 2015; 60 წთ.  [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]

15.30 – ეიზენშტეინი გუანახუატოში, პიტერ გრინუეი, ბელგია/ მექსიკა/ფინეთი/საფრანგეთი, 2015; 105 წთ.

18.00 – მაზარ შარიფი, აბდულ ბარზიდეჰი, ირანი, 2015, 87 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]

20.00 – მუსტანგი, დენიზ გამზე ერგიუვენი, საფრანგეთი/გერმანია/ თურქეთი/ კატარი, 2015, 97 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

22.00 – დედაჩემი, ნანი მორეტი, იტალია/საფრანგეთი, 2015; 106 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]

18 სექტემბერი, პარასკევი:


12.00 –  სირიული სიყვარულის ისტორია, შონ მაკალისტერი, დიდი ბრიტანეთი, 2015; 80წთ.  [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია] 

14.00 – სომალის ტყვეები, ლევან ადამია, საქართველო, 2015; 47’37 წთ. 

16.00 – ქიმია, ბარტეკ პროკოპოვიჩი, პოლონეთი, 2015, 105 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

18.30 – მშვიდობა მხოლოდ გვესიზმრება, შარუნას ბარტასი, ლიტვა/საფრანგეთი/ რუსეთი, 2015; 107წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

20.30 – კრედიტის ლიმიტი, ნუცა ალექსი–მესხიშვილი, საქართველო, 2014, 85წთ. 

22.30 – ეიზენშტეინი გუანახუატოში, პიტერ გრინუეი, ბელგია/ მექსიკა/ფინეთი/საფრანგეთი, 2015; 105 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]

 

19 სექტემბერი, შაბათი: 


11.30 – რუსული კოდალა, ჩად გრასია, უკრაინა/აშშ/, 2015; 82 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია] 

13.30 – რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, ლანა ღოღობერიძე, საქართველო, 1977, 95წთ.

15.30 – მე ვარ ბესო, ლაშა ცქვიტინიძე, საქართველო, 2014; 92 წთ.

17.30 – ძმა დეჟანი, ბაკურ ბაკურაძე, რუსეთი/ სერბეთი, 2015, 113 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

20.00 – ერთი ერთზე, კიმ კი დუკი, სამხრეთ კორეა, 2014; 122 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]

22.30 – ზამთრის სიმღერა, ოთარ იოსელიანი, საფრანგეთი/საქართველო, 2015; 117 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]

კინოფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, მასტერკლასების ჩატარების თარიღი/დრო შესაძლებელია შეიცვალოს (მონაწილეების მგზავრობის განრიგის ცვლილებების შემთხვევაში). ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება კინოფესტივალის საიტზე (www.biaff.org, Facebook გვერდზე (www.facebook.com/biaffbatumi) და ასევე ბეჭდური სახით გავრცელდება კინოთეატრ „აპოლოში“.

ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი გადაყვანილია ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში.

 

გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

თანამშრომლობის მემორანდუმი აჭარასა და დალიანს შორის

მემორანდუმის თანახმად აჭარა დალიანთან სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებს. „მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა იწყება. ისტორიული ფაზა, ორ რეგიონს შორის დამეგობრება, რაც გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: განათლება, კულტურა, სპორტი, ასევე ტურიზმი. აუცილებლად იქნება წინ წამოწეული სავაჭრო ურთიერთობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა. ეს მემორანდუმია, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე კონკრეტულ საკითხს,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ მემორანდუმის ხელის მოწერის შემდეგ. 

ოქტომბერში დაგეგმილია დალიანის ხელმძღვანელების რამდენიმე ვიზიტი აჭარაში. დალიანსა და აჭარის რეგიონში შეიქმნება კომისიები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ.

„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპულ ნაწილშიც, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა. ეს ქვეყანას მოუტანს დიდ სარგებელს. პირველ რიგში ეს არის ღვინის ექსპორტი, ასევე სხვა პროდუქციის ექსპორტი. ქართველ მეწარმეს გაუადვილდება პროდუქციის შეტანა ჩინეთში. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს და მას სხვა ეტაპზე გადაიტანს. ეს სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,“– განაცხადა ჩინეთში ვიზიტით მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას, ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით.

როგორ უნდა აკონტროლოს სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

 

 

 

ბატონო არჩილ, ამ ოდენობის დამატებითი ხარჯი 6 თვის განმავლობაში მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემაში არაეფექტურად ხდება ხარჯების გადანაწილება?


მხოლოდ ამ მონაცემით ასეთი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება. 14-პროცენტიანი მატება 6 თვეში არ არის საგანგაშო ციფრი. საჭიროა ამ დანახარჯის სტრუქტურის ანალიზი და დასკვნების შემდეგ გაკეთება. ჯობია, დაველოდოთ ერთი წლის შედეგებს. პრობლემა უფრო სხვაგან არის. საქმე ის გახლავთ, რომ სამედიცინო სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ძვირადღირებულია. ამიტომ ხარჯები გაიზრდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ კლინიკები მიმართავენ სამედიცინო ნოზოლოგიების კოდებით მანიპულაციას, რათა მიიღონ მეტი ანაზღაურება, არამედ, ზოგადად, დაინერგება ახალი სერვისები, რისი ანაზღაურებაც მოუწევს სახელმწიფოს. ამიტომ საჭიროა დღევანდელი დაფინანსების წესებში კორექტივების შეტანა, რათა ეს არ აისახოს მომსახურების ხარისხზე.

 

თუ უახლოეს მომავალში ეს მოცემულობა არ შეიცვალა (დამატებით დახარჯულ თანხას ვგულისხმობ), აისახება თუ არა ეს მომსახურების ხარისხზე, მის ხელმისაწვდომობაზე და როგორ?


სახელმწიფო არ უნდა შეეცადოს მხოლოდ კლინიკებისთვის თანხის დაკორექტირებით შეაჩეროს ხარჯების ზრდა. ეს აიძულებს კლინიკებს, რომ ფასები გაზარდონ და თანაგადახდის კომპონენტით შეივსონ ეს დანაკარგი, რაც ისევ პაციენტს დააწვება, ანუ შესაძლოა პაციენტმა თქვას უარი გარკვეულ კვლევებზე, რაც შემდომში აისახება სამედიცინო დახმარების ხარისხზე.

 

შეიძლება თუ არა, რომ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების ზრდა იყოს საავადმყოფოების ხელოვნური პასუხი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე? და როგორ აისახება ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტზე, რომელიც უკვე ისედაც გადახარჯულია?


ეს ბუნებრივია. კლინიკები ყოველთვის შეეცდებიან მიიღონ მეტი. ამიტომ საჭიროა მკაცრი და რაც მთავარია, კვალიფიციური კლინიკური მონიტორინგი, რომლის დროსაც დასაბუთებულად დააკორექტირებენ ხარჯებს კლინიკებისთვის. ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ, როდესაც კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის არსებულ დავებს განვიხილავდით. ჩვენს გაერთიანებაში დღეს უკვე სახელმწიფოსა და კლინიკებს შორის დავის პირველი შემთხვევები შემოვიდა განსახილველად. მაგალითად, ერთ-ერთი დავა ეხება რეჰოსპიტალიზაციას. როცა გვაქვს სამედიცინო მანიპულაცია და ამ შემთხვევას დასჭირდება ხელმეორედ ჩარევა, მაშინ სახელმწიფო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს _ გადაუხადოს თუ არა ფული კლინიკას.

 

 

რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაში ხარჯების უკეთ გაკონტროლებისთვის?


სტაციონარული პროვაიდერების შეზღუდვა და კლინიკური მონიტორინგი. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი სხვა მექანიზმიც, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ეს არის ის ძირითადი ბერკეტები, რაც ეფექტური იქნება. ასევე აუცილებელია საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის გაჩენა, რათა შემდგომში ჯანდაცვის ტვირთი კერძო სადაზღვევო სექტორზე გადანაწილდეს.

 

რას გულისხმობს საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის გაჩენა?


ევროპის ყველა ქვეყანაში არის განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისთვის. სახელმწიფოს ამით დაეზოგება თანხა და ჯანდაცვის ტვირთი ნაწილობრივ გადავა კერძო სადაზღვევო სექტორზე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის დანახარჯების 10-12% მიდის კერძო სადაზღვევო სქემით.

აქ არ იგულისხმება გადასახადის ზრდა ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ, უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის. მაგალითად, რომ აიღოთ მთელი საშემოსავლო გადასახადი, რასაც დღეს მოსახლეობა იხდის, იმის მესამედი ყოფნის საყოველთაო ჯანდაცვას.

სახელმწიფო ყველა ქვეყანაში იმის მიხედვით არეგულირებს ამ ყველაფერს, თუ რამდენად თვითკმარია სისტემა. ჯანდაცვის გადასახადი როდესაც ყოფნის სამედიცინო დანახარჯების ანაზღაურებას, არის კარგი მოდელი. დავუშვათ, ადამიანის ხელფასი არის 1250 ლარი, ხელზე იღებს 1000 ლარს და 250 ლარი მიდის ბიუჯეტში. აი, აქედან რომ წარმოიდგინოთ, 80 ლარია განსაზღვრული თქვენი ჯანდაცვისთვის. ამ 80 ლარისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი გზა – ან დაუტოვოთ სახელმწიფოს თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ან თქვათ, რომ მივდივარ კერძო სადაზღვევო სისტემაში და ეს 80 ლარი გამატანეთ იქ. სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ატანს ამ თანხას, ოღონდ ინდექსაციას უკეთებს, ანუ 80-ვეს ნაცვლად გაგატანთ 50 ან 60 ლარს, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ამ თანხას ფული და სადაზღვევო კომპანიისთვის უკვე საინტერესო კლიენტი ხდებით, რადგან თანხა მიდის მასთან. ახლა რომ მიხვიდეთ სადაზღვევო კომპანიაში, თითქმის არც ერთს არ აქვს ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ისიც ძალიან შეზღუდული პაკეტი. შესაბამისად, ამით სტიმული მიეცემა კერძო დაზღვევაში ინდივიდუალური დაზღვევის განვითარებას.

 

 

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ახალი პრიორიტეტული მიმართულება – ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა გამოაცხადა. ამ რეფორმასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციები გაქვთ?


პირველადი ჯანდაცვის რგოლის ორგანიზაცია საჭიროა. დღეს, პირველადი ჯანდაცვა ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ეს ალბათ ყველაზე ჯანსაღი სქემაა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაციონარში მიმართვიანობა შემცირდეს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურია პირველადი ჯანდაცვის ექიმი, ან პირადი ექიმი და რამდენად ექნება მას სანდოობა საზოგადოებაში, რომ პირველად სწორედ მას მიაკითხონ. მნიშვნელოვანია, რომ სტაციონარში მიმართვა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა შეუძლებელი იქნება ამბულატორიულ დონეზე მკურნალობის დამთავრება.
მედიკამენტებზე დანახარჯი დღეს ჩვენთან ძალიან მაღალია, ამიტომ ოჯახის ექიმს, პირველადი რგოლის ექიმს, დიდი როლი აქვს ამ ხარჯების დაზოგვაში იმ მხრივ, რომ ოპტიმალურად გამოწეროს მედიკამენტები და თუ სახელმწიფოს ექნება რაიმე სუფსიდირებული მედიკამენტები, სწორედ ისინი გამოიყენოს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის.

 

გრაფიკის მონაცემების წყარო: საერთაშორისო ფონდი კურაციო

 

ხელვაჩაურში კოლხური ბზის შეწამვლა მიმდინარეობს

 

 

სპეციალური პრეპარატები მუნიციპალიტეტმა საკუთარი სახსრებით შეიძინა.

 

ალურა – ეს არის დაავადება, რომლის შედეგად მრავალწლოვან ნარგავებს მამვნებლები ესევა.  საშიში მავნებელი – ბზის ალურა, რომელიც პეპლების (Lepidoptera) ოჯახს მიეკუთვნება, გასულ წელს, გურიის რეგიონში შეკვეთილის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

 

ბათუმში დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

 

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული 1,8372 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 შეკვრად დაფასოებული 4,022 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 273-ე მუხლით).

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავეს

 

შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 0,0212 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ე.წ. „ბიოს“, ბუპრენორფინისა და მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

უმაღლესი საბჭო 2016 წლიდან ხელფასებს იზრდის

 

 უმაღლეს საბჭოში შტატით 125 თანამშრომელია. ამას ემატება შტატგარეშე თანამშრომლებიც. 2016 წლის პროექტით, მათ ხელფასებში, ჯამში, 3 478 270 ლარი დაიხარჯება.

 

სახელფასო ფონდი ასეა გადანაწილებული: უმაღლესი საბჭოს 21 წევრის ხელფასებისთვის 571 800 ლარი [5440 ლარით მეტი ვიდრე წელს]; აპარატის 104 წევრისთვის – 1 388 880 ლარი, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც წლევანდელ ბიუჯეტშია; შტატგარეშე მომუშავეებისთვის კი ჯამში 819 200 ლარია გათვალისწინებული [77 233 ლარით მეტი, ვიდრე წელს. თანაც ამ თანხით მხოლოდ ფრაქციების აპარატში დასაქმებულთა ხელფასი იზრდება. ეს ფრაქციებია: „ქართული ოცნება თავისუფლება“ და „დემოკრატიული აჭარა“. საბჭოში სულ 6 ფრაქციაა და 20 ადამიანია შტატგარეშედ დასაქმებული].

 

ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლების ხელფასებისთვის 61 800 ლარი, სხვა შტატგარეშეებისთვის –  92 400, ხოლო სტაჟიორთა ანაზღაურებისთვის 5 ათასი ლარია გაწერილი. 100 ათასი ლარია გაწერილი მივლინებებისთვის. 

 

საინტერესოა ასევე უმაღლეს საბჭოში პრემიისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილების სქემაც. თუ 2014 წელს უმაღლეს საბჭოში პრემიის სახით გაიცა 982 245 ლარი, მიმდინარე წელს პრემიებისთვის მხოლოდ 83 980 ლარია გაწერილი. თუმცა, ეს თანხა [ნაშთი] ხელფასებს არ მოკლებია, ვინაიდან ბიუჯეტში წელს ცალკე გაჩნდა „დანამატი“, რომელშიც 857 340 ლარია გაწერილი.

 

რაც შეეხება 2016 წლის პროექტს, აქ პრემიებისთვის თანხა საერთოდ არ არის გაწერილი, თუმცა გაზრდილია დანამატი და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი თანხები – ჯამში 87 890 ლარით, ანუ იმაზე მეტით, ვიდრე წელს პრემიებისთვისაა გათვალისწინებული.

 

უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „…პროექტის მიღება მომავალი წლისთვის იქონიებს დადებით გავლენას [შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდის გამო] მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც მომავალ წელს [ჯამში] ეზრდება შრომის ანაზღაურების ფონდი“.2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, უმაღლეს საბჭოს თავისი ხარჯებისთვის 4 მილიონ 947 ათასი ლარი აქვს გაწერილი, ამ თანხის 70 პროცენტზე მეტს კი, რეგიონის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკუთარი თანამშრომლების ხელფასებისთვის გამოიყენებს.

 

ნაწყვეტი სტატიიდან: უმაღლესი საბჭოსგან გადარჩენილი მთავრობა და აუთვისებელი მილიონები

 

აჭარის ფინანსთა სამინისტრო: მშენებარე სასტუმროების საერთო საინვესტიციო ღირებულება 704,5 მლნ აშშ დოლარია

 

სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანი პროექტებიდან ერთ-ერთი მსხვილი პროექტია „მეტრო სითი“ – 90 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ახალ ბულვარში. შპს „მეტრო ატლას ჯორჯიას“ პროექტი 1500 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

 

ახალ ბულვარში გარდა „მეტრო სითის“ პროექტისა ასევე ჯამში 50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 ახალი ინვესტიცია მიმდინარეობს. შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“ და შპს „ეიარ მერიდიანსი“ არანაკლებ 220 – 200 ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობას განახორციელებენ. უკვე დასრულებული სასტუმროების ოპერირებას მსოფლიო ბრენდები უზრუნველყოფენ. სამინსიტროს ცნობით, ორივე პროექტში რეგიონში მცხოვრები 800-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდება.

 

2015 წელს საფუძველი ჩაეყარა 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სასტუმრო “ORBI BEACH TOWER” –ის მშენებლობას. ასევე, შპს „ალიანსი“ 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საუაბრია 100 ნომრიან სასტუმროზე.

ბათუმში მალე კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდი, „მარიოტი“ შემოვა.

გმირთა ხეივანში 3 ახალი ინვესტიცია დაიწყო: შპს „DAR BUILDING” 22 მლნ აშშ დოლარის, შპს „სახლი ხეივანში“ კი 9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია კი შპს „მეგა პალასს“ ეკუთვნის.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში აჭარაში კერძო პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47%-ით გაიზარდა და 89.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემები
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემები

 

სამინისტროს ინფორმაციით, სექტორების მიხედვით ინვესტიციის ყველაზე დიდი ნაწილი ტურიზმის სექტორზე (43%)და ენერგეტიკაზე (29%) მოდის.

 

ტურიზმის სექტორის მაჩვენებელი 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია (პირველი კვარტალი – ტურიზმი 38,4%), ახალი პროექტების დაწყების შედეგად ზრდაა მშენებლობის სექტორშიც (პირველი კვარტალი – მშენებლობა 19,2%).

 

რეგიონის საინვესტიციო პორთფელის ჯამური მოცულობა 1 845 100 000 აშშ დოლარია.  2015 – 2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების საერთო ინვესტიცია 1 342 400 000 აშშ დოლარს შეადგენს, 2015 წელს კი 374 020 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემები
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემები

ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე

დანაშაულის ადგილი

ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ ბრალდებულს 2 სექტემბერს სახლში სტუმრად ჰყავდა მეგობრები. მან ერთ-ერთი მეგობარი მეზობლად მდებარე მაღაზიაში ლუდის საყიდლად (ნისიად) გაუშვა. გამოძიების ვერსიით, ამ მაღაზიაში ბრალდებული ხშირად იღებდა პროდუქციას ნისიად და ვალს ხშირად არ იხდიდა. გამყიდველმა მეზობლის მეგობარს ლუდის ნისიად გაცემაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში მაღაზიაში მივიდა ბრალდებული და იმის გამო, რომ მას ორი ბოთლი ლუდი ნისიად არ მისცეს, გამყიდველს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით, ჭრილობებისგან იატაკზე დავარდნილ ქალს კი ყელი გამოჭრა. ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მაღაზიაში შემთხვევით შესული მამაკაცი, რომელმაც მოგვიანებით ბრალდებული ამოიცნო და, ფაქტობრივად, ის ამ დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველია, ასევე დაჭრილია – მასაც ბრალდებულმა თავის არეში მიაყენა დანით ჭრილობა. დაზიანების ხარისხს, ჯერჯერობით, ექსპერტიზა ადგენს, ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ბრალდებულს კვალიფიკაცია შეეცვლება და ბრალი დაუმძიმდება.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული, რომელსაც თავზე ქუდი ეხურა და წვერი ჰქონდა მოშვებული, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის დანაშაულის ადგილიდან სახლში წავიდა, სადაც გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი და ეზოში გადამალა, ასევე გაიპარსა წვერი.
პოლიციამ მოგვიანებით ის საკუთარ სახლში იპოვა, დაკითხვისა და ამოცნობის შემდეგ კი სამმართველოს შენობაში დააკავეს.
ბრალდებული ადრე ორჯერაა ნასამართლევი, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი პროკურორმა რამაზ შავაძემ სასამართლოში მოსამართლეს, მანამდე კი ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს, დავით კეკელიძეს გადასცა. ის ორივეჯერ ქურდობის მუხლითაა გასამართლებული.

ადვოკატმა თქვა, რომ ბრალდებულს დაკავების დროს გაქცევის მცდელობა არ ჰქონია, ამიტომაც გირაოს სახით 10 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა.

მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს ჩაინიშნა.

აჭარის განათლების სამინისტრომ პროგრამული ბიუჯეტი განიხილა

 

 

2014 წელს აჭარის განათლების სამინისტროსა და მას დაქვემდებარებული დაწესებულებების პროგრამული ბიუჯეტის ფაქტიური ხარჯი  8 800 200 ლარს შეადგენდა. სამინისტრო გასულ წელს 10 პროგრამას და 27 ქვეპროგრამას ახორციელდება, 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის გეგმა კი 14 324 200 ლარს შეადგენს. წელს სამინისტრო 10 პროგრამას და 28 ქვეპროგრამას ახორციელებს.

 

პროგრამული ბიუჯეტის განხილვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, თანამშრომლები, სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დაინტერესებული პირები.

 

უმაღლესი საბჭოსგან გადარჩენილი მთავრობა და აუთვისებელი მილიონები

 

უკვე აუთვისებელი მილიონები


სხდომა უმაღლეს საბჭოში
სხდომა უმაღლეს საბჭოში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შემდეგ და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესის გაჭიანურების გამო, გამოსავალი შემდეგი გზით იპოვა – სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის პროგრამები გააუქმა და გამოყოფილი თანხა –  17 984 400 ლარი ახალი, შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში გადაიტანა –  სტადიონისა და საავადმყოფოს აშენების მიზნით.


ეს ცვლილება უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა, რითაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი [პროგრამების კუთხით], ფაქტობრივად, 18 მილიონი ლარით შემცირდა.

შესაბამისად, მთავრობას იმის პრობლემა, რომ ამ ორი პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები ვერ დახარჯა [თუნდაც გეგმის მიხედვით] –  წლის ბოლოს აღარ შეექმნება.

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის მთავრობა სტადიონის პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულების მოშლის მიზეზად კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ ვადების დარღვევას ასახელებენ, მაშინ როდესაც ანალოგიური დარღვევები თუ ჯარიმები არაერთ კომპანიას აპატიეს.

 

კითხვაზე, რა კრიტერიუმებით არჩევს მთავრობა, თუ რომელ კომპანიას აპატიოს დარღვევები/ჯარიმები და რომელს არა – „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძისგან შემდეგი პასუხი მიიღო:

 

„რაღაც მოქნილობა აუცილებელია ინვესტორებთან მიმართებაში. არიან კომპანიები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ საერთოდ… აჭარის მთავრობამ გამოაცხადა ერთწლიანი მორატორიუმი ამ კომპანიებთან მიმართებაში და, ძირითადად, ყველას მოუხსნა ჯარიმები. შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვადები გაგრძელებულიყო.
რაც შეეხება იმას, რომ ზოგს მოვუხსენით ჯარიმები და ზოგს არა – გადაწყვეტილებას იღებს აჭარის მთავრობა და არა ინდივიდუალურად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. იყო მსჯელობის საკითხი გადაწყვეტილების ნაწილში. ლოიალური ვიყავით იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც პროცესი რეალურად ჰქონდათ დაწყებული და გარკვეული მიზეზების გამო შეექმნათ შეფერხება.

 

ანალოგიური კითხვები რომ არ გაჩნდეს, ჩვენ შემოვიღეთ, ასე ვთქვათ, ახალი სტანდარტი. კომპანიებს, რომლებიც დაარღვევენ საინვესტიციო ვალდებულებას – თუ ჯარიმები ჰქონდათ დარიცხული, ეს ჯარიმები იყო გაყინული და გაცოცხლდა, დაახლოებით 10%-ის გადახდა მოუწევთ ამ ჯარიმების მიმართულებებში. დანარჩენი ისევ ეპატიებათ და სრულად გადაეწევათ ვადები. ეს იმისთვის, რომ მოტივი ჰქონდეთ, რათა დადგენილ ვადაში შეასრულონ ვალდებულებები. ვფიქრობ, უფრო საამაყოა რეგიონში გაზრდილი ინვესტიციების მოცულობა და პროექტები, ვიდრე იმაზე ჩაბღაუჭება, თუ ვის რა ჯარიმა მოეხსნა…“

 

დავით ბალაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ სტადიონის მშენებლობის დაწყება ამ წელში აღარ მოესწრება: „გვინდა, რომ სადღაც, მომდევნო წლის პირველ თვეში უკვე გვქონდეს მზა პროექტი, რომლითაც შევძლებთ ტენდერის გამოცხადებას. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კი პროექტი მზად არის და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, დაახლოებით ოქტომბრის თვეში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია – ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, მთელი სამი თვე წინ არის და ასეთი მსხვილი ობიექტებისთვის ყოველთვის განსაზღვრულია საავანსო დაფინანსება. შესაბამისად, კომპანიებს ჩვენც ვეთანხმებით ამ მიმართულებაზე, დავაფინანსებთ და ამით ამოიწურება რესპუბლიკურის შესრულების ნაწილი“.

 

გაზრდილი ბიუჯეტი და გაზრდილი შტატები

 

მაშინ, როცა წლის პირველ ნახევარში აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მხოლოდ 90 პროცენტია ათვისებული [ეს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს ბიურომ ცნობად მიიღო], აჭარის 2015 წლის ბიუჯეტი, შეტანილი ცვლილებების შედეგად, კიდევ 8 მილიონ 314 ათასი ლარით გაიზარდა. ეს თანხა სხვადასხვა ღონისძიებაზეა გადანაწილებული.

 

მაგალითად, აჭარის მთავრობის აპარატს ქ. ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩა #37-ში მდებარე ობიექტის [ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი] ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვის მიზნით დამატებით გამოეყო 29 ათასი ლარი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურს, ოთხი საშტატო ერთეულის დამატებისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის, დამატებით 58 900 ლარი გამოეყო;

 

„აჭარის სატყეო სააგენტოს“ „ტყის ფონდის ინვენტარიზაციის (ტყეთმოწყობის)“ ქვეპროგრამის ფარგლებში 15 საშტატო ერთეულის დამატებისა და სატყეო სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობის ეზოს მოწყობის მიზნით, დამატებით გამოეყო 82 400 ლარი;

 

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს „სტრუქტურული გაძლიერების მიზნით“ დაემატა სამი საშტატო ერთეული, რისთვისაც დამატებით გამოეყო 19 900 ლარი; ასევე სტრუქტურული გაძლიერების მიზნით ა(ა)იპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს“ დაემატება ერთი მოადგილის შტატი.

 

შპს „გაზეთი აჭარას“ თანამშრომელთა ხელფასის ზრდის მიზნით აჭარის ბიუჯეტიდან დამატებით გამოეყო 10 900 ლარი;
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გამოეყო 4 მილიონ 486 ათას 400 ლარი, სრულიად მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობაში (მართვის უფლებით) გადასაცემი ქონების შესაძენად [ეს თანხა აჭარას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადაეცა].

 

იზრდება „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ ერთ-ერთი ქვეპროგრამის დაფინანსებაც, რომლის ფარგლებშიც ბათუმის მეჩეთის რეაბილიტაციის პროექტს შეისყიდიან.

 

დამატებით თანხები გამოეყო ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებებს.

 

უმაღლესი საბჭო 2016 წლიდან ხელფასებს იზრდის

 

აჭარის კანონმდებლები ამ ეტაპზე უმაღლესი საბჭოს 2016 წლის კანონპროექტს განიხილავენ. პროექტის მიხედვით, საბჭოს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 89 500 ლარით იზრდება, საიდანაც 86 583 ლარი უშუალოდ ხელფასებს მოხმარდება.

 

უმაღლეს საბჭოში შტატით 125 თანამშრომელია. ამას ემატება შტატგარეშე თანამშრომლებიც. 2016 წლის პროექტით, მათ ხელფასებში, ჯამში, 3 478 270 ლარი დაიხარჯება.

 

სახელფასო ფონდი ასეა გადანაწილებული: უმაღლესი საბჭოს 21 წევრის ხელფასებისთვის 571 800 ლარი [5440 ლარით მეტი ვიდრე წელს]; აპარატის 104 წევრისთვის – 1 388 880 ლარი, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც წლევანდელ ბიუჯეტშია; შტატგარეშე მომუშავეებისთვის კი ჯამში 819 200 ლარია გათვალისწინებული [77 233 ლარით მეტი, ვიდრე წელს. თანაც ამ თანხით მხოლოდ ფრაქციების აპარატში დასაქმებულთა ხელფასი იზრდება. ეს ფრაქციებია: „ქართული ოცნება თავისუფლება“ და „დემოკრატიული აჭარა“. საბჭოში სულ 6 ფრაქციაა და 20 ადამიანია შტატგარეშედ დასაქმებული].


ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლების ხელფასებისთვის 61 800 ლარი, სხვა შტატგარეშეებისთვის –  92 400, ხოლო სტაჟიორთა ანაზღაურებისთვის 5 ათასი ლარია გაწერილი. 100 ათასი ლარია გაწერილი მივლინებებისთვის. 

 

საინტერესოა ასევე უმაღლეს საბჭოში პრემიისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილების სქემაც. თუ 2014 წელს უმაღლეს საბჭოში პრემიის სახით გაიცა 982 245 ლარი, მიმდინარე წელს პრემიებისთვის მხოლოდ 83 980 ლარია გაწერილი. თუმცა, ეს თანხა [ნაშთი] ხელფასებს არ მოკლებია, ვინაიდან ბიუჯეტში წელს ცალკე გაჩნდა „დანამატი“, რომელშიც 857 340 ლარია გაწერილი.

 

რაც შეეხება 2016 წლის პროექტს, აქ პრემიებისთვის თანხა საერთოდ არ არის გაწერილი, თუმცა გაზრდილია დანამატი და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი თანხები – ჯამში 87 890 ლარით, ანუ იმაზე მეტით, ვიდრე წელს პრემიებისთვისაა გათვალისწინებული.

 

უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „…პროექტის მიღება მომავალი წლისთვის იქონიებს დადებით გავლენას [შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდის გამო] მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც მომავალ წელს [ჯამში] ეზრდება შრომის ანაზღაურების ფონდი“.2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, უმაღლეს საბჭოს თავისი ხარჯებისთვის 4 მილიონ 947 ათასი ლარი აქვს გაწერილი, ამ თანხის 70 პროცენტზე მეტს კი, რეგიონის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკუთარი თანამშრომლების ხელფასებისთვის გამოიყენებს.

 

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი ოთარ იოსელიანის ახალი ფილმით გაიხსნება

 

„ზამთრის სიმღერა“ საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი რეჟისორის, ოთარ იოსელიანის 2015 წელს გადაღებული ფილმია. ფილმი ქართულ-ფრანგული პროექტია, რომელიც ფრანგულმა კინოკომპანია “პიერ-გრიზ-პროდუქსიონმა” და ქართულმა კომპანია “სტუდია 99” ერთობლივად განახორციელეს. გადაღებები საფრანგეთსა და საქართველოში 2014 წლის შემოდგომაზე მიმდინარეობდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა წელს, ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა. 


”ზამთრის სიმღერა”


წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის სტუმარი იქნება ოთარ იოსელიანიც. რეჟისორს  კანისა და ბერლინის საერთაშორისო ფესტივალებზე მიღებული აქვს კინოპრესისა და კრიტიკის პრიზები, დაჯილდოებულია ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდოთი, საფრანგეთის აკადემიის ვერმეის მედლითა და ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრიზებით. 


ფესტივალის გახსნაზე დასწრება მოსაწვევებით ხდება, ისევე როგორც ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე. დანარჩენ დღეებში ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ნახვა მაყურებელს კინოთეატრ „აპოლოში“, სასტუმრო „დივანსა“ [მოკლემეტრაჟანი ფილმების საკონკურსო პროგრამა] და ევროპის მოედანზე, ღია ცისქვეშ, უფასოდ შეუძლია.  


ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი წელს 13-20 სექტემბერს გაიმართება. კინოფესტივალზე სამი საკონკურსო სექციაა: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების. გარდა ამისა, კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, რეტროსპექტივები და ქართული ფილმების პანორამა.


ოთარ იოსელიანი
ოთარ იოსელიანი

 

საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

 

ფოტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სამუშაო სესიების გარდა გათვალისწინებულია კულტურული ღონისძიებების პროგრამა,  პირველი სამუშაო დღის შემდგომ  უცხოელი და ქართველი მონაწილეები  ბათუმის  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გახსნას დაესწრებიან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ “ლირას” ორგანიზებით მესამე წელია  ტარდება.


11 სექტემბერს კი  დელეგაციის წევრები ბოტანიკურ ბაღში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ხეებს დარგავენ, რომელსაც შემდგომში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის ხეივანი დაერქმევა. კონფერენცია დასრულდება  გალა კონცერტით,ნანი ბრეგვაძის, ნინო ქათამაძის, სოფო ნიჟარაძის, ანსამბლ „ბათუმისა“ და  ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმის” მონაწილეობით. კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ნიკოლოზ რაჭველი  და თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.

  

  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარეობა 3 წლის ვადით 2014 წელს გადაიბარა.  გადაწყვეტილება კენჭისყრის საფუძველზე იქნა მიღებული და მას 40 ქვეყნიდან მხოლოდ რუსეთი არ დაეთანხმა. 2014-2017 წლებში საქართველო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებას ქალაქ ბათუმში უმასპინძლებს. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.


საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესახებ [ვიდეო]

 

 9-12 სექტემბერს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 40 ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს,  მათ შორის  საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს, ვენეციის კომისიის ვიცე- პრეზიდენტებს და წევრებს;  ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს. 

დღეს, 10 სექტემბერს, კონფერენციის გახსნაზე სიტყვით იუსტიციის მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდნენ.

 

 „საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტია; ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციური სამართლის ყოველდღიურობაში გატარების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია. ამ თვალსაზრისით, ქართულმა საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მნიშვნელოვანი გზა განვლო და მჯერა, რომ ეს გზა კიდევ უფრო გაღრმავდება.
კონსტიტუცია მაშინ არის ცოცხალი და ქმედითი, როდესაც ის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი არ არის _ ის ხდება საზოგადოებრივი წრეების ინტერესის სფერო და კონსტიტუციური დებატები ინტენსიურად მიმდინარეობს“,- აღნიშნა კონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის გამოსვლის ნაწილი იხილეთ ვიდეოში:

Exit mobile version