ბათუმში მესხის ქუჩის კეთილმოწყობა ნოემბერში დასრულდება

 

ქუჩის კეთილმოწყობა ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო და 20 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზები“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 262 ათასი ლარია.


მესხის ქუჩა. ფოტო ბათუმის მერიის ვებგვერდიდან
მესხის ქუჩა. ფოტო ბათუმის მერიის ვებგვერდიდან


როდის მიიღებენ კომპენსაციას მიწისძვრით დაზარალებულები

 

ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ სამთავრობო კომისიამ იმ დროისთვის ყველა დაზარალებული ოჯახი შეისწავლა, ზარალის ოდენობა დათვალა და კომპენსაციის გაცემის საკითხზე აქტიურად იმუშავა. ყოფილი გამგებელი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ კომპენსაციის გაცემის დაგვიანების გამო მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირება შეიტანა და საკრებულოსგან ითხოვდა თანხმობას, აღნიშნულ საკითხზე პრემიერისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის მიმართვის გასაგზავნად. საკრებულომ საკითხი არ განიხილა.

 

„2012 წელს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, მე ვიყავი ქედის გამგებელი, ზარალის შესწავლის მიზნით იმ დროისთვის 200-ზე მეტმა ოჯახმა მოგვმართა. გეოლოგიური შესწავლის შემდეგ დაიდო დასკვნები, რის საფუძველზეც ინჟინერ-კონსტრუქტორებმა ზარალის ოდენობა დათვალეს. შესწავლილი ოჯახების მონაცემები სამთავრობო კომისიას გადავუგზავნეთ განსახილველად, კომისიამ ყველა ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა, დაზიანებული აღმოჩნდა 101 საცხოვრებელი სახლი, ზარალის ოდენობამ კი 283 000 ლარი შეადგინა. დაგვპირდნენ, რომ ყველა დაზარალებული ოჯახი კომპენსაციას მიიღებდა. მას შემდეგ, რაც კომპენსაციის გაცემა დიდი ხნით გადაიდო, ინიცირება შევიტანე მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თუმცა საკრებულომ საკითხი არ განიხილა“, – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

 

კითხვაზე, როდის მიიღებენ დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას და რატომ გაჭიანურდა პროცესი, ქედის გამგებელი დავით დუმბაძე პასუხობს:

 

„კომპენსაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა გაცემულიყო. შემდეგ გადაწყდა, რომ აჭარის ბიუჯეტიდან გაიცემოდა. იქედან გამომდინარე, რომ მიწისძვრიდან დიდი დრო გავიდა და მოსახლეობის ნაწილმა განაცხადა, რომ მიწისძვრით მიყენებული ზარალი დროთა განმავლობაში გაიზარდა, ოჯახები ხელახლა შევისწავლეთ. 101 ოჯახის ხელახალი გადამოწმება პირველ სექტემბერს დავასრულეთ და მასალები სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადავაგზავნეთ. კომპენსაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან მას შემდეგ გაიცემა, როდესაც საექსპერტო ბიურო შესაბამის დასკვნას დადებს, ამისთვის მას ერთთვიანი ვადა აქვს“.

 

დავით დუმბაძე ამბობს, რომ საკომპენსაციო თანხა უმნიშვნელოდ გაიზარდა: `ზარალი 283 000 ლარი იყო. ოჯახების ხელახალი გადამოწმების შემდეგ თანხა 3-4 000 ლარით გაიზარდა. ვცდილობთ, დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ისეთ დროს გავცეთ კომპენსაცია, რომ ამ ოჯახებმა შეძლონ შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. რაც შეეხება დაზარალებულთა თავდაპირველ სიას, აღმოვაჩინეთ ლაფსუსებიც. არ ვიცი, ეს რამდენად უნებლიე შეცდომები იყო – სიაში 145 ოჯახი მოიაზრებოდა, შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 101 ოჯახი იყო დაზარალებული“.
დაზარალებულთაგან კომპენსაციის მიღებაზე უარი ორმა ოჯახმა განაცხადა.

2016 წლიდან მუნიციპალიტეტებში ვეტერინარული სამსახურები ამოქმედდება

 

„ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში გვყავს მხოლოდ ფურის ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარები, თუმცა ისინი მხოლოდ მონიტორინგსა და კონსულტირებას ეწევიან.  ახალი პროექტი კი მნიშვნელოვანია, რადგან ის ითვალისწინებს კერძო ვეტერინარული სამსახურების განვითარებას მუნიციპალიტეტებში. პირველ ეტაპზე გადამზადდებიან ვეტერინარები, ხელსაწყოებითა და აპარატებით აღიჭურვება ვეტერინარული სამსახურები. ამის შემდეგ, კი ფერმერებს საშუალება ექნებათ სრულად ისარგებლონ ვეტერინარული სამსახურებით, რაც ითვალისწინებს ცხოველთა დაავადებების გამოკვლევას, პროფილაქტიკური და მკურნალობითი ღონისძიებების გატარებას, საჭიროების შემთხვევაში კი ქირურგიულ მომსახურებასაც,“ – განაცხადა აგროსერვისცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.

 

პროექტი აგროსერვისცენტრსა და კომპანია „CARD“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის დეტალების დამუშავება და მხარეებს შორის შეთანხმება.

 

“CARD“ სომხური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც გააჩნია რძის გადამამუშავებელი მცირე  მექანიზაცია,  მსხვილფეხა რქოსანი პირუტვის ხელოვნური განაყოფიერებისა და ფერმერთა კონსულტირების სერვისები. აგროსერვისცენტრის „კარდ“-თან 2013 წლიდან თანამშრომლობს. 

როცა ოჯახს საარსებო შემწეობა უწყდება

 

სოფელ ბალაძეებში მცხოვრებ გენადი ბერიძის ოჯახი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც სახელმწიფოს შემწეობა ხელახალი გადამოწმების შემდეგ შეუჩერდა.

 

ოთხწევრიან ოჯახში, სადაც სამ წევრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ამბობენ, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები არ შეცვლილა, და არც ის იციან, თუ რა გახდა შემწეობის შეწყვეტის მიზეზი.

 

„ორი თვის წინ შეგვიჩერეს დახმარება. ჩვენი პირობები რომ გაუმჯობესებულიყო, არაფერს ვიტყოდი, თუმცა არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ქულები მოგვიმატეს. ოჯახში ოთხი სული ვართ, ქმარს სიმსივნე, დედამთილს „პარალიჩი“ აქვს, მწოლიარე ავადმყოფია, მულს კი ნერვული აშლილობა აწუხებს. სამ ავადმყოფს ვუვლი. როგორ, ან სად ვიმუშაო, რით ვარჩინო ოჯახი? ამათ ვინ მოუვლის? მინდა გავარკვიო რა გახდა დახმარების შეჩერების მიზეზი, თუმცა დედამთილი მძიმე ავადმყოფი რომაა, ვერ დავტოვე და სააგენტოში ვერ ჩავედი. მართალია, ამჟამად ოჯახში ოთხი წევრი ვართ, თუმცა ორი შვილი მყავს – გოგონა გათხოვილია, ბიჭი კი სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდის“ – ამბობს მაია ბერიძე, გენადი ბერიძის ოჯახის წევრი.

 

მავილე ზაქარაძე
მავილე ზაქარაძე

 

მძიმე სოციალურ ყოფაზე საუბრობს სოფელ ხარაულაში მცხოვრები მავილე ზაქარაძეც, რომელსაც ასევე შეუჩერდა დახმარება. იგი მესამე ჯგუფის ავადმყოფია, თუმცა ამბობს, რომ ჯგუფი თავის დროზე არასწორად მიანიჭეს, მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მდგომარეობა გართულდა და დღეს გადაადგილება უჭირს. არც მკურნალობის შესაძლებლობა აქვს და ის დახმარებაც მოუხსნეს, რომელსაც სახელმწიფო მის სამსულიან ოჯახს, საარსებო შემწეობის სახით, ხუთ წელზე მეტია აძლევდა: „მარტის შემდეგ დახმარება აღარ ამიღია. არ ვიცი, რა ნახეს აქ ისეთი, რამაც ქულა აამაღლა. ხის ფიცრულ სახლში ვცხოვრობ, გაწვიმდება და სახლში ისე მაწვიმს, როგორც გარეთ, სარეცხი მანქანა მე არ მაქვს, მაცივარი და არც სხვა სახის ტექნიკა, ერთი ძველი „სტენკა“ მაქვს, რომელიც მშობლებმა წლების წინ მაჩუქეს. რაც ასაკში შევდივარ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, გადაადგილება მიჭირს, ჩვენი შემოსავალი ჩემი ავადმყოფობის პენსია – 70 ლარია“.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ყადიძე განმარტავს, რომ სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების გეგმიური გადამოწმება ყველა ოთხ წელიწადში ხდება, თუმცა ოჯახში სოციალური, მატერიალური ან დემოგრაფიული სახის ცვლილების შემთხვევაში, მანამდეც ამოწმებენ.

 

რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, ზურაბ ყადიძე აღნიშნავს, რომ ოჯახების შემოწმება თბილისიდან გადმოგზავნილი სიებით მიმდინარეობს: „თვეში 200 ოჯახს ვამოწმებთ, ამ დროისთვის შესამოწმებლად მოვიდა იმ ოჯახების სიები, რომლებსაც 57 – დან 10 000 – მდე სარეიტინგო ქულა ჰქონდათ, თბილისიდან გამოგზავნილი სიის გარეშე ჩვენ არ ვამოწმებთ ოჯახს, თუ თვითონ ოჯახი არ მოგვმართავს. რაც შეეხება ქულას, დეკლარაციის შევსებიდან ერთ თვეში გახდება ცნობილი ოჯახის სარეიტინგო ქულა. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ოჯახის შესწავლა ხდება, ჩვენ არ ვუგზავნით ქულის შესახებ წერილობით ცნობას ოჯახს, თვითონ უნდა მოიკითხონ, რამდენი ქულა მიენიჭათ“.

 

წინა წლებში, იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობის წერილი შევიდოდა სააგენტოში, აგენტი ვალდებული იყო ოჯახი ხელახლა გადაემოწმებინა. ზურაბ ყადიძე განმარტავს, რომ სააგენტოს ეს უფლება აღარ აქვს: „ოჯახების ხელმეორე შესწავლა მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ოჯახში ცვლილება განხორციელდება, სხვა შემთხვევაში – არა. მართალია ოჯახები, რომელთაც შემწეობა შეუჩერდათ, პრეტენზიით მოგვმართავენ, მაგრამ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ცვლილების გარეშე შევისწავლოთ. გასულ წელს სოფლის რწუნებული თუ მიმართავდა გამგებელს და გამგებელი კონკრეტულ ოჯახს უშუამდგომლებდა შესწავლის მიზნით, ასეთ შემთხვევაში შესწავლის უფლება გვქონდა, ახლა ეს უფლება აღარ გვაქვს“.

 

ზურაბ ყადიძე შემწეობის მიმღებ ოჯახებს მიმართავს, რომ ცვლილების შემთხვევაში სააგენტოს ინფორმაცია დროულად მიაწოდონ: „იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრი რამდენიმე თვით საზღვარგარეთ გადავა, ოჯახის სხვა წევრმა უნდა მოგვმართოს ამის შესახებ, საზღვარგარეთ წასულ პირს ოჯახის წევრთა სიიდან ამოვიღებთ და პრობლემა არ შეექმნება ამ ოჯახს. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაციას თითქმის არ გვაწვდიან. ორი-სამი ან 10 დღით სხვა ქვეყანაში გადასვლა შემწეობის შეწყვეტის მიზეზი არ ხდება, მაგრამ როდესაც ოჯახის წევრი ექვსი თვით ტოვებს ქვეყანას და ამის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის, სამოქალაქო რეესტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ზემდგომი გვაწვდის ჩვენ და ოჯახს შემწეობა უჩერდება“.

 

მცირედ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: „ოჯახის წევრის მიერ საზღვრის კვეთის შემთხვევაში ოჯახს ერთი ან სამწლიანი ვადით შეუწყდება სტატუსი და ამ ვადით უფლება აღარ აქვს მოგვმართოს განცხადებით. გადავიდა – იმუშავა ან ივაჭრა – გადმოვიდა, ეს ფაქტორები მოქმედებს ქულებზე. თუ ხანმოკლე ვადით საზღვრის კვეთა რამდენჯერმე დაფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ ოჯახს დამატებითი შემოსავალი აქვს, რის გამოც, რა თქმა უნდა, შეუჩერდება სტატუსი. ამასთან, საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა შესაძლოა იმ წუთშივე მოგვაწოდოს ინფორმაცია მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთაზე, ან ვთქვათ, ორი თვის შემდეგ. შესაბამისად მოხდება სტატუსის შეჩერებაც. თუ რაიმე სხვა მიზეზით უწევთ საზღვრის გადაკვეთა, უნდა შეატყობინონ წინასწარ სააგენტოს და ამ შემთხვევაში ოჯახს არ შეუჩერდება სტატუსი“.

 

ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ისიც განუცხადეს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი არ ეთანხმება მისთვის მინიჭებულ ქულას, მაშინ ოჯახის წევრმა განცხადება აუცილებლად უნდა დაწეროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, ზაზა სოფრომაძის სახელზე [ზაზა სოფრომაძე ამავდროულად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეცაა – ავტ.].
„თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება შეფასებას, მან საჩივრის წერილში უნდა დაასაბუთოს, რომ დეკლარაციის შევსების დროს დაირღვა კანონი და ა.შ. ანუ ფაქტები უნდა იყოს მოყვანილი, რომ შემდეგ გადამოწმება მოხდეს. მაგრამ, თუ დაემთხვა შემოსავლების სამსახურიდან, რეესტრიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული მონაცემები ოჯახის ქონებისა და შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში არსებულ მონაცემებს, მაშინ კანონმდებლობის ფარგლებში გაეცემა პასუხი მოქალაქეს. თუ საჩივარში მითითებული არ არის დარღვევა, შესაძლოა გასაჩივრებას ოჯახების ხელახლა გადამოწმება არ მოჰყვეს“ – განაცხადეს სამინისტროში.

 

მოსახლეობა კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათთვის არავის განუმარტავს, თუ რის მიხედვით ხდება შეფასება, რა კრიტერიუმებია და ვერც იმის გარკვევას ახერხებენ, დეკლარაციის შევსებისას სად რა ირღვევა, ან რა შეცდომას უშვებს სოციალური აგენტი. მოქალაქეები იმასაც ამბობენ, რომ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ მათ განცხადებებს სააგენტოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
„თუ პასუხს ვერ მიიღებენ ადგილობრივ განყოფილებებში, სადაც ჩააბარეს წერილი, ეცოდინებათ წერილის ნომერი, გაიგონ და დაგვიკავშირდნენ უშუალოდ ჩვენ“ – გვიპასუხეს სამინისტროს ცხელ ხაზზე [ცხელი ხაზის ნომერია: 15 05].

 

სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ „გლეხს, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთი, ეძლევა ვაუჩერი, სასუქი, არ იყენებს და მიწას არ ამუშავებს – [როცა ვაუჩერის თუ, ვთქვათ, სასუქის ნაცვლად იღებს თანხას] – კანონით მას სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მიენიჭება. მიწის ნაკვეთი, სახლი, კარი, ავტოფარეხი – ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს ქულებზე, მაგრამ მოსახლეობა მაინც ამ ლოგიკით აპროტესტებს – მერე რა, რომ სახლი და მიწის ნაკვეთი მაქვს“.

 

კითხვაზე, რა ხდება, როცა მესაკუთრე ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს მიწის დამუშავებას, სამინისტროში უპასუხეს, რომ „თუ ვერ ამუშავებს, იმიტომ, რომ არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, ან მარტოხელა პენსიონერი – ეს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია. არის განსაზღვრული დაავადებები და „ფორმა 100“-ის წარდგენის შემთხვევაში, ეს დაავადებები ქულებზე მოქმედებს და აკლდება საერთო მაჩვენებელს“.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ნასტასია კინსკი ჩამოვა

 

ნასტასია კინსკი
ნასტასია კინსკი

კინოფესტივალის მენეჯერის, ზვიად ელიზიანის თქმით, მათ უკვე მიიღეს მსახიობისგან თანხმობა და მისი მგზავრობის დეტალებიც შეთანხმებულია. ნასტასია კინსკი ბათუმში 14 სექტემბერს ჩამოვა ვენეციიდან. მსახიობი წელს ვენეციის კინოვესტივალის სახე იყო. 


ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი წელს 13-20 სექტემბერს გაიმართება. კინოფესტივალზე სამი საკონკურსო სექციაა: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების. გარდა ამისა, კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, რეტროსპექტივები და ქართული ფილმების პანორამა.


ფესტივალზე წელს 80-მდე სტუმარს ელოდებიან, მათ შორის: ლანა ღოღობერიძეს, ოთარ იოსელიანს, მერაბ ნინიძეს, ბაადურ წულაძეს, მაია კომაროვსკას და სხვა უცხოელ და ქართველ სტუმრებს. 


 



გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ორკესტრი ბათუმში დაუკრავს

 

The Salamanca Band and Bugles of The Rifles

 

კონცერტის ორგანიზატორი ბრიტანეთის საელჩო და მუნიციპალიტეტებია. „ერთობლივი კონცერტი ქართველ და ბრიტანელ ხალხთა შორის კულტურათა დიალოგის პროცესის გაძლიერებას ემსახურება და ორ ქვეყანას შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.  

 

ბრიტანეთის სამეფო არმიის ბენდის საქართველოში სტუმრობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის გზაზე“- ნათქვამია განცხადებაში.

 

„ გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდია. ბენდს სახელი 1812 წლის 22 ივლისს იბერიის ნახევარკუნძულზე მომხდარი სალამანკას ბრძოლის პატივსაცემად დაერქვა. მდიდარი ტრადიციების მქონე ბენდი ჯერ კიდევ ნაპოლეონის ომების დროს იყო პოპულარული.

 

ბრძოლის ველზე ბრძანებების გასაცემად მსროლელები ვეებერთელა დაფდაფების მაგივრად საყვირებს იყენებდნენ. ბენდი უნიკალური სტილის მუსიკას ასრულებს და მსვლელობის დროს წუთში 140 ნაბიჯს დგამს. კონცერტების გარდა, ორკესტრი სამხედრო აღლუმებს, ფესტივალებსა და ოფიციალურ ვახშმებს მუსიკალურად აფორმებს.

 

ბენდმა უკვე გამართა კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ ორკესტრი სომხეთში გაემგზავრება.

 

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული, შეწყვეტილი პროცესი და ექიმები სასამართლოში

მოსამართლემ სხდომა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ბრალდებული, რომელიც ცოლზე ძალადობის გამოა დაკავებული, შეუძლოდ გახდა. მას შემდეგ, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბრალდებულს დახმარება გაუწია, სხდომა განახლდა, თუმცა ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ თავს ისევ შეუძლოდ გრძნობდა და სხდომის გადადება სთხოვა.

 

მოსამართლემ მისი შუამდგომლობა გაიზიარა. პროკურორმა კი აღნიშნა, რომ ბრალდებული შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც სასამართლო პროცესზე მისმა შვილმა მამის წინააღმდეგ  ჩვენების მიცემის შესახებ განაცხადა.  „ასე შესაძლოა მომდევნო პროცესზეც გახდეს ის შეუძლოდ, ამიტომ იქნებ მის გარეშე გავაგრძელოთ საქმის განხილვა,“ – თქვა პროკურორმა. 

 

ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს საკითხი პროკურორის გადასაწყვეტი არ არის და ბრალდებულს სურს დაესწროს საქმის განხილვას.

 

სასამართლო სხდომა 24 სექტემბრისთვის გადაიდო.

 

კიბოზე გამარჯვებული ქალები ბათუმში [ვიდეო]

ლანჩხუთში არსებული „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი მზია კვირკველია იმ დროს იხსენებს, როცა პირველად აღმოაჩინა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. „ეს იყო 6 წლის წინ და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შოკი“, – ამბობს მზია.

მზიამ ამ დღიდან დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის და ის მიღწეული შედეგით ამაყობს: „სრულიად შემთხვევით ჩავიტარე მამოგრაფია და აღმომაჩნდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე მეორე სტადიაში. ცხადია, დავიწყე კვლევა, თუ სად იყო ჩემი სიმსივნე გაჩერებული. აღმოჩნდა, რომ ლიმფურ კვანძებს იქეთ არ იყო წასული. მარჯვენა მკერდზე კეთილთვისებიანი ფიბრო-ადენომა მქონდა, მეორე მხარეს ავთვისებიანი – მარცხენა მკერდზე ლინფური კვანძები ყველა ამოჭრილი მაქვს.  21-ე დღეს დავიწყე ქიმიო-თერაპია, ასევე სხვიური თერაპიაც. 28-ე დღეს საშვილოსნოზე  გავიკეთე ოპერაცია, ყოველ სამ თვეში ვიკეთებდი კონტროლს და დღესაც ვარ ჰორმონალურ თერაპიაზე. მე არ ვთვლი, რომ ეს ჩემთვის განაჩენია, პირიქით, უფალმა მომცა  ძალა, რომ არამარტო ჩემი თავისთვის მებრძოლა, არამედ სხვებისთვისაც“.

ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრები ბათუმში, მარათონის შემდგომ

მზია კვირკველიას თქმით, მის ორგანიზაციაში ახლა 40-მდე ქალია გაწევრიანებული, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში ლანჩხუთში 3 ათასამდე ქალი გამოიკვლიეს: „მათგან 48-ს პირველი სტადია გამოუვლინდა, იყო ბევრი მეორე სტადია, 12 იყო მესამე სტადია. სამწუხაროდ, რამდენიმე იყო მეოთხე სტადიაც. კეთილთვისებიანი ფიბროადენომა კი 120-ზე მეტი იყო.“

ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველა ქალს „40-დან 70 წლამდე მკერდის მამოლოგია-მამოგრაფია გაიკეთონ, ხოლო 25-დან 60 წლამდე საშვილოსნოს ყელის კვლევები“. გამოკვლევები პაციენტებისთვის უფასოა.

„დროული დიაგნოსტისა და მკურნალობის შემთხვევაში, არც ერთმა ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს არის სიცოცხლის დამარცხება – ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, სრულფასოვანი ადამიანები ვართ. ჩვენი მაგალითით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაავადება 21-ე საუკუნეში იკურნება“, – ამბობს მზია კვირკველია.

მისი აზრით, ასევე აუცილებელია იმ ქალებმა, რომლებმაც გაიარეს ეს გზა, საზოგადოებას მოუყვნენ პირადი ისტორიები კიბოს დამარცხებაზე. „ეს არ არის პირადი ცხოვრება. ეს არის ბრძოლა და თუ ამაზე ბევრი არ ვილაპარაკეთ, შედეგი არ გვექნება“, – ფიქრობს მზია და დასძენს, რომ თუნდაც დღევანდელ მარათონში დამსწრე საზოგადოების რაოდენობა სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია.

კვირეული ბათუმში ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერას“ ორგანიზებით, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, აჭარის ონკოლოგიის ცენტრის და ბათუმის  რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით“.

გუშინ იმავე თემაზე სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მარათონი ბათუმში: კიბოზე გამარჯვებული ქალები

აგროსერვისცენტრის ტრენინგი სათევზე მეურნეობებისა და იხტიოლოგებისათვის

 

თევზის მეურნეობის მოშენება, წყლის ფილტრაცია, თევზებში გავრცელებული დაავადებები და მათი მკურნალობა – ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებზეც სტუმრებმა 2-საათიანი ტრენინგის განმავლობაში ისაუბრეს. 

 

აჭარის რეგიონში ნათლად იგრძნობა კვალიფიციური იხტიოლოგიების ნაკლებობა, რისი შედეგიც საკალმახე მეურნეობებში თევზთა დაავადებების გავრცელება და თევზის დაღუპვა შეიძლება გახდეს. აგროსერვისცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი მიზნად ისახავს ფერმერებსა და ადგილობრივ იხტიოლოგებში ცოდნის ამაღლებას სათევზე მეურნეობებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში ისრაელიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა ქობულეთსა და ხელვაჩაურში საკალმახე მეურნეობები მოინახულეს და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ტრენერები რეგიონს აგროსერვისცენტრისა და ებრაული კომპანია „ისრაგრინის“ ორგანიზებით ეწვივნენ.

 

 

„მეთევზეობა ჩვენი რეგიონისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. მსგავსი ტრენინგებით კი ჩვენ გვინდა ფერმერებმა ისწავლონ, როგორ აირიდონ თავიდან თევზებში გავრცელებული დაავადებები, აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიები, გაზარდონ თევზის წარმოება, შედეგად კი გაიზრდება მოგება, რომელსაც ისინი ამ ბიზნესიდან იღებენ,“ – განცხადა გოჩა ბერიძემ, აგროსერვისცენტრის დირექტორმა.

 

სახალხო დამცველი: პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა

 

“სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიების მომარაგების საკითხი და დაადგინა, რომ მაღაზიების პროდუქციით მომარაგება საკმარისი სიხშირითა და რაოდენობით არ ხდება. შესაბამისად, პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა”, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


იმავე განცხადების თანახმად, დეფიციტს ასევე ადასტურებენ მაღაზიის თანამშრომლებიც, რომელთა განმარტებით, შპს „GMM“-ი ან არ აწვდის საჭირო პროდუქციას, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მაღაზიების სატელეფონო ბარათებით არასაკმარისი მომარაგება, რის გამოც პატიმრები ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარების განხორციელებას.


“საყურადღებოა ქალ პატიმართა მდგომარეობა, განსაკუთრებით, N2 დაწესებულებაში. ისინი მაღაზიის მომარაგების პრობლემის გამო ვერ იძენენ საჭირო კოსმეტიკის საშუალებებსა და კანონით დაშვებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს”, – წერია განცხადებაში.


სახალხო დამცველის აზრით, ის გარემოება, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიების მენეჯმენტს კერძო კომპანია ახორციელებს, არ ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ნაკისრი ვალდებულებისგან, რომლის თანახმად, პატიმარი უნდა იმყოფებოდეს ღირსების შესაბამის პირობებში და ხელი მიუწვდებოდეს პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებსა და საკვებ პროდუქტებზე.

სფფ-ს პრეზიდენტობაზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს

 

სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები: რევაზ არველაძე | ლევან კობიაშვილი | მამუკა კვარაცხელია

 

 

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსმა, რევაზ შენგელიამ „ბათუმელებს“ უთხრა სამი კანდიდატია რეგისტრირებული: ყოფილი ფეხბურთელი და ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია და უცხოეთში მოღვაწე ვეტერანი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი.

 

კანდიდატი ფედერაციის წევრმა ორგანიზაციებმა წარადგინეს. პრეზიდენტს ფედერაციის წევრები აირჩევენ. ფედერაციის წევრები არიან რეგიონალური ფედერაციები, საფეხბურთო კლუბები, ასოციაციები, სულ 35 წევრი. პრეზიდენტობის კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ ის არჩევნების დღეს დააგროვებს 18 ხმას (ნახევარს პლუს ერთი). ხმების გაყოფის შემთხვევაში კი მეორე ტური დაინიშნება.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

„შეაჩერე ტერორიზმი“- მაია ბარათაშვილი და ზაზა მარჯანიშვილი ბათუმში

 

„რადგან კონცერტი 11 სექტემბერს დაემთხვა, იმ დღეს როცა აშშ-ში  საშინელ ტერირისტულ აქტი მოხდა,  ამიტომ წავუმძღვარეთ ეს სლოგანი საღამოს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ამ ფაქტს არ ვგმობთ, ზოგადად ტერორიზმს მივიჩნევთ საშინელ მოვლენად“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში,  საღამოს პროდიუსერი მარინა სალუქვაძე.  

 

ზაზა მარჯანიშვილი ბათუმის ხელოვნების ცენტრის Art -Cafe -ში მეორე დღეს, ანუ 12 სექტემბერსაც დაუკრავს. ამ დღეს,  ამავე კაფეში წარმოდგენილი იქნება კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამოც  – „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“.  

 

 

 

დელფინარიუმმა ასი ათასზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა

 

ბათუმის დელფინარიუმი

 

ტურისტულ სეზონზე დელფინების წარმოდგენები, ორთაბათის გარდა ყოველდღე, 5 საათზე იმართება. შაბათ-კვირას კი 14:00-სა  და 17:00  საათზე.

დელფინების წარმოდგენები ზაფხულის სეზონის მილევასთან ერთად მცირდება.

ზამთრში დელფინების შოუ მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება წარმოდგენილი.   

 

ზვიად ლაზიშვილი: სპორტსმენების უმეტესობა წასვლაზე ფიქრობს

ზვიად ლაზიშვილისა და ფრანგი ფრანსის ბოიერის ბრძოლა

 

„ახლა თუ ვვარჯიშობ, იმიტომ, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე ან იმიტომ, რომ მენატრება და ვერ ვძლებ ამ სპორტის გარეშე“, – გვეუბნება ზვიად ლაზიშვილი. იგი 24 წლისაა. პირველად რომ შერეულ ორთაბრძოლებში იჩხუბა, 19 წლის იყო. 2012 წელს თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში, შვედური ორგანიზაციის – World Martial Art Confederation-ის ეგიდით ჩატარებული მსოფლიო თასი მოიგო. თბილისში სწავლის პარალელურად აგრძელებდა ვარჯიშს და 2013-2014 წლებში ხუთ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. 2014 წელს გახდა ვიცე-ჩემპიონი WKF-ის ვერსიით, 2015 წელს კი საქართველოს პირველობა მოიპოვა გრეპლინგში 65 და 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. 2015 წლის მაისში მსოფლიო ქამარიც დაისაკუთრა 65 კგ. წონით კატეგორიაში, შერეულ ორთაბრძოლებში, ხოლო 70 კგ. წონით კატეგორიაში –  ბრაზილიულ ჯიუ-ჯიცუში, სადაც მასზე დიდი წონით, რუსეთის სახელით მოასპარეზე დაღესტანელი სპორტსმენი დაამარცხა.


ზვიადი ამბობს, რომ ჩემპიონატზე ტიტულებს იპოვებენ, საპრიზო ფონდები კი მხოლოდ კომერციული ჩხუბის დროს თამაშდება, რაზეც მან ტრავმების გამო უარი თქვა. „ქვეყანას სახელს რა უთქვამს – კულტურა, სპორტი, მუსიკა. როცა იმდენ ხალხში შენი ქვეყნის დროშას აღმართავ, წესით, შენმა ქვეყანამ უნდა მოგცეს პრიზი. მაგალითად, 2012 წელს მსოფლიო თასზე აზერბაიჯანელს მოვუგე ფინალში, ის გახდა ვიცე-ჩემპიონი. აზერბაიჯანში რომ ჩავიდა, ბინა და მანქანა აჩუქეს, ერთი წლით სტიპენდი დაურიცხეს. ეს ყველაფერი ქვეყანამ მისცა. ჩვენთან კი საერთოდ არანაირი ყურადღებაა არაა, ერთადერთი, შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე დამიფინანსა გზის ხარჯები ქობულეთმა 1500 ლარით, ხოლო აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა – 500 ლარით. შეჯიბრებაზე იმის გამო კი არ გავდივართ რომ პრიზს ველოდები სამშობლოსაგან, პრიზი არაფერ შუაშია. ჩვენთვის მთავარია ნორმალური პირობები შეგვექმნას და შეჯიბრებაზე შევძლოთ წასვლა. შარშან, მაგალითად, ერთის ფულით ვიყავით ორი კაცი წასული, სახარჯო ფული მეგობარმა მოგვცა – 20 ევრო. საჭმლის ფული არ გვქონდა. შვიდი დღე ვიყავით ჩეხეთში. სასტუმროში საუზმე უფასოდ გვქონდა, ბუფეტი შვიდიდან ათ საათამდე იყო ღია. მაღვიძარა გვქონდა დაყენებული. დილას შვიდ საათზე ჩავიდოდით ბუფეტში, ვჭამდით რაც შეგვეძლო, მერე ხელახლა, ათის ნახევარზე მოვმართავდით მაღვიძარას. განვაგრძობდით ძილს და 10-ის ნახევარზე ჩამოვბრუნდებოდით უკან, კიდევ ვჭამდით, რადგან მერე მთელი დღე ვეღარ შევჭამდით ვერაფერს. არადა, რომ არ გვეჭამა, წონას ვიკლებდით, შესაბამისად, კვება აუცილებელი იყო“.

ზვიად ლაზიშვილი ვეტერანებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის მსოფლიო ჩემპიონისა და ხუთგზის პრიზიორის, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ანზორ ლაზიშვილის შვილია. ის ამბობს, რომ თავდაცვის მიზნით ვარჯიშობდა და არ გეგმავდა სპორტსმენი გამხდარიყო. „უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, ბევრი დრო მქონდა. ვიფიქრე, ერთს ვიჩხუბებ და დავანებებ თავს-მეთქი, მაგრამ რომ გამოვცადე რა არის რინგი, ადრენალინი, გამარჯვების დროს ხელის აწევის მომენტი, როცა თითქოს თავიდან იბადები, მერე ორმაგად ჩამითრია. ჩემი პირველი მწვრთნელი კობა ტყეშელაშვილი იყო, მისი დამსახურებაა, რომ ამ სპორტში ვარ. მამა ჩემიც სპორტსმენი იყო და პატარაობიდანვე მინდოდა ჭიდაობა, მაგრამ არ შევყავდი – ის სულ სწავლისკენ მიბიძგებდა. თვითონაც რთული პერიოდი ჰქონდა გამოვლილი. ჩვენთან მსოფლიო ჩემპიონი რომ გახდები, მერე იჩენენ ყურადღებს, მანამდე კი სპორტსმენი არავის ახსოვს. ევროპაშიც მიცხოვრია და იქ სხვა სიტუაციაა. ოღონდ ივარჯიშე, შედეგი აჩვენე და ყველანაირად გიდგებიან გვერდში, მერე კი არა, როცა ჩემპიონი გახდები. აქ გაუსაძლისი პირობებია. ჩვენი ბიჭები, ვინც წავიდნენ, ახლა ძალიან მაგრად არიან, მაგალითად, ლევან მაყაშვილი ამერიკის ელიტარულ სპორტულ ლიგაში UFC-ში ჩხუბობს. კიდევ ბევრი წავიდა – გოჩა სმოიანი, ზვიად ქობალია, შოთა აკულაშვილი, გიგა კუხალაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და ახლა მოსკოვშია – უნიჭიერესი სპორტსმენი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი K1-ში, სანდაში. მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მადლობაც არ უთქვამთ.

მაინცადამაინც ფეხბურთი და ოლიმპიური სახეობის სპორტი უნდა იყოს, რომ ყურადღება მიაქციოს ქვეყანამ. მას ჩეხეთში შესთავაზეს 10 000-დოლარიანი ბრძოლა. სპორტის სამინისტროს მივწერეთ და ვთხოვეთ მიზერული თანხის გამოყოფა, რომ შეძლებოდა გამგზავრება, საუბარი იყო 500-1000 ლარზე. უარი გვითხრეს. ბოლოს რუსეთში მიიწვიეს ტურნირზე და იქ დარჩა. ახლა, რიგნზე რომ გადის, მისი ყველას ეშინია. კომენტატორები მას „ქართველ ლომს უწოდებენ“.

ყველაზე ნათელი მაგალითი ჯარჯი ზვიადაურია, იგივე ილიას ილიადისი. სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური  და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია. საბერძნეთი ვინ იცოდა ძიუდოთი? გააცნო ქართველმა. რომ ყოფილიყო საქართველოში და ჰქონოდა ნორმალური პირობები, გამოვიდოდა საქართველოს სახელით. ჩემს გარემოცვაში სპორტსმენების ოთხმოცდაათი პროცენტი წასვლაზე ფიქრობს, იმიტომ რომ აქ არ აქვს პირობები. ერთია კიდევ რუსთავიდან შერეულ ორთაბრძოლებში – შალვა მამაცაშვილი, 18 წლისაა, ძალიან პერსპექტიული ბიჭია. საქართველოში 32 ჩხუბი აქვს ჩატარებული და 32-ვე მოგება. მსოფლიო დონის მოჩხუბარი დადგება მისგან ელემენტარული პირობები რომ მისცე. ვერაფერს ვერ აკეთებს, ვერც შეჯიბრებაზე მიდის. ამიტომ წავიდა ჯარში. ისეც ფიქრობს წასვლაზე, შანსი რომ ჩაუვარდება წავა და აღარ ჩამოვა. რეალურად საქართველო კარგავს სპორტსმენს და ქვეყნის სახეს. არავინ არ აქცევს ამას ყურადღებას“. ზვიად ლაზიშვილი თვითონაც ფიქრობს წასვლაზე გერმანიაში, სწავლის გაგრძელება სურს მაგისტრატურაზე. მანამდე კი სპორტის პარალელურად დაამთავრა ბაკალავრი ატი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და გაცვლითი პროგრამით შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები, საბანკო და სადაზღვეო საქმე შეისწავლა. ფლობს სამ ენას – ინგლისურს, რუსულს, თურქულს და სწავლობს გერმანულს. „ახლა ვცდილობ მეტი ვისწავლო, სამსახური ვნახო. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ იტალიაში მოპოვებული ქამარი ბოლო იქნება. ამ წუთას ვფიქრობ ქვეყნიდან წავიდე და სწავლასთან ერთად იქ განვაგრძო სპორტული მოღვაწეობა“, – ამბოს ის და დასძენს, რომ აჭარაში მისი სპორტული საქმიანობა შეიძლება გაგრძელდეს შერეული ორთაბრძოლების ფედერაციაში, რომლის შექმნისთვის დაფინანსებაში დახმარება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა აღუთქვა.

ზვიად ლაზიშვილის პირველი გამოსვლა რინგზე, 19 წლის ასაკში

ზვიად ლაზიშვილისა და ფრანგი ფრანსის ბოიერის ბრძოლა

ზვიად ლაზიშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად

ზვიად ლაზიშვილი და მისი მოპოვებული ქამრები

„ბათუმობა“ დასრულდა

 

„ბათუმობა“ 2015/ფოტო: ლელა დუმბაძე

 

„ბათუმობაზე“ ყველაზე მეტი ხალხმრავლობა  ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე შეიმჩნეოდა. ქუჩა ფერადი ქოლებით, ლურჯი ბურთებითა და ყვავილებით იყო გაფორმებული. ფერადი იყო ქვაფენილიც.   

 

ქუჩის ერთ ნაწილში ბაღჩეული – გოგრები, სიმინდი და ნესვი იყო განთავსებული.  საღამოს ქუჩის შუაგულში სცენა განათავსეს, სადაც თითების თეატრის წარმოდგენები გაიმართა.  

 

 

ევროპის მოედანი ეთნოგრაფიულ გამოფენას დაეთმო, სადაც აჭარული ყოფის ამსახველი ხის ნაკეთობანი იყო გამოფენილი. შადრევანი შემოღობილი იყო წნელის ღობით, მოედნის კუთხეებში თივის ზვინები იდგა. 

 

კერძო ბიზნესის წარმომადგენლებმა თავიანთი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.

 

ერას მოედანზე და ანბანის კოშკშთან რამდენიმე კონცერტი გაიმართა. 

 

„ბათუმობაზე“  ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარი დაიხარჯა. 

 

ქობულეთში დამსვენებელთა სიმრავლეზე საუბრობენ

 

ქობულეთის პლაჟი. 2015 09.07/ფოტო: ცაგო კახაბერიძე

 

„ძალიან ბევრი  დამსვენებელი ჩამოვიდა სომხეთიდან, ლიტვადან, უკრაინადან. არიან დამსვენებლები მოსკოვიდანაც. ვფიქრობ, ტურისტების ზრდა ამინდებმაც განაპირობა და სწორად დაგეგმილმა ტურისტულმა პროგრამამაც. ბევრი  კონცერტი გაკეთდა, ჩატარდა „ქობულეთობაც“ და კიდევ ვაპირებთ ღონისძიებების გაგრძელებას. დამსვენებელთა რიცხი მხოლოდ პლაჟზე არ ასახულა, მეც ქობულეთის მაცხოვრებელი ვარ და  ჩემს ირგვლივ, მესამე დღეა ხალხის ნაკადი არ წყდება,  კერძო ბინების გაქირავებაც ახალ ფაზაში შევიდა“- ამბობს ნათია ნიჟარაძე.

 

რაც შეეხება ციფრებს, როგორც ნათია ნიჟარაძე ამბობს, ჯერ ტურისტული სეზონის შედეგები ოფიციალურად შეჯამებული არ არის. „დღეს გავიდნენ ჩვენი თანამშრომლები სასტუმროებში მონიტორინგზე, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, ბევრად მაღალი შედეგი უნდა დაიდოს“.

 

ტურისტების ზრდაზე საუბრობენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც: „დამსვენებლი მყავს. გასულ წელთან შედარებით უკეთესია“- ამბობს ინგა.

 

„დამსვენებლები ნამდვილად ბევრია, აგვისტოში საკმაოდ ბევრი იყო და სექტემბრის დასაწყისშიც კარგი მდგომარეობა შეინიშნება“ – გვეუბნება ირინა, რომელსაც ქობულეთში საოჯახო სასტუმრო აქვს. 

 

 

უკრაინელი ჯარისკაცების შვილები ბათუმში დაისვენებენ

 

უკრაინელი ჯარისკაცების შვილები ბათუმში აჭარის მთავრობის მოწვევით იმყოფებიან. ბავშვებისთვის ცენტრში მოწყობილია ბანაკური ტიპის ცხოვრება. მოზარდები 14 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყობა მხიარული სტარტები, შეჯიბრებები კალთბურთში და ფეხბურთში. 

დაგეგმილია ექსკურსიები ბოტანიკურ ბაღში, ხელოვნების მუზეუმში და გონიოს ციხეზე. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, გაისერნებენ ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს. ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, დაესწრებიან ფილმის ჩვენებას და გაისეირნებენ ზღვაში.

უკრაინელი ჯარისკაცების შვილები ბათუმში დაისვენებენ

 

ოკუპანტის ენაზე მიმართვა ოფიციალურ საღამოზე – ”ეს არის ტოტალური გაუნათლებლობის მაგალითი”

 

 

ლაშა ბაქრაძე. ფოტო ლაშა ბაქრაძის ფეისბუქის გვერდიდან
ლაშა ბაქრაძე. ფოტო ლაშა ბაქრაძის ფეისბუქის გვერდიდან

თქვენი აზრით, რას ნიშნავს როცა მაღალი თანამდებობის პირები ოფიციალური ღონისძიების გახსნისას პუბლიკას მიმართავენ რუსულ ენაზე, მაშინ როცა რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს მასთან?


 ჩემი აზრით, ეს არის ნათელი მაგალითი იმ სიბეცის, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ფესვგადგმულია და ასევე, ტოტალური გაუნათლებლობის. გასაგებია, რომ ბათუმის ხელისუფალთ სხვა ენა არ ესმით გარდა რუსულისა და როდესაც რაღაცის თქმა უნდათ უცხო ენაზე, ისინი რუსულად ლაპარაკობენ, ისევე როგორც საბჭოთა დროს, როდესაც ადამიანებს ეგონათ, რომ თუ საბჭოთა კავშირში ვინმე უცხოელი ჩამოვიდოდა, მას აუცილებლად უნდა სცოდნოდა რუსული. დღესაც, მაღაზიაში რომ შეხვალთ, ასე ჰგონიათ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გაუნათლებლები არიან. სამწუხაროა, რომ ასეთ საპასუხისმგებლო, პოლიტიკურ თანამდებობებზე ასეთი ადამიანები ხვდებიან, რომლებმაც ეს არ იციან და მათთვის საჭიროა ელემენტარული რაღაცის ახსნა, რომ რუსულად ლაპარაკი დღევანდელ საქართველოში ოფიციალურ ღონისძიებაზე, ცოტა არ იყოს, უხერხულია.

 

საბჭოთა დრო ახსენეთ და ეს არის თუ არა ტიპიური საბჭოთა სცენარი?


 

რასაკვირველია. ეს ადამიანები, როგორც ჩანს, ღრმად არიან საბჭოეთში ჩარჩენილი და ალბათ მათი ოცნებაა, რომ მათთვის ბედნიერი საბჭოთა დრო დაბრუნდეს და მათ მიეცეთ საშუალება, რომ ამ ენის გამოყენებით გამოთქვან აზრი. 


ერთია მათი განცხადება რუსულ ენაზე, მეორეა საზოგადოების რეაქცია. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს, როცა უხმოდ იღებს ამას საზოგადოება, რა რეაქცია უნდა ყოფილიყო?


 წესიერი საზოგადოება ალბათ დაუსტვენდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია და მიუხედავად ამისა, რუსულ მუსიკას უსმენენ და ამით ძალიან კმაყოფილნი არიან. რუსული პოპმუსიკის ხარისხზე არ მინდა ახლა ვისაუბრო, მაგრამ ეს არის პოსტკოლონიალური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი და ჩვენც გამონაკლისი არ ვართ, მიუხედავად იმ ომებისა და იმ სისხლისღვრისა, რაც რუსეთთან ურთიერთობამ მოგვიტანა. ეს ჩვენი მითოსია, რომ თითქოს, დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით საბჭოეთს, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ როგორც ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების გარკვეული და სამწუხაროდ საკმაოდ დიდი ნაწილი არ უფიქრდება იმას, რას აკეთებს და მათ უჭირთ აზროვნება. ეს აზროვნების გაჭირვება, მე ვფიქრობ, არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემათაგანი ჩვენს ქვეყანაში, რაც ხშირად ჩანს და რაც მართლაც ძალიან დიდ პრობლემებს წარმოშობს. ადამიანებს ეზარებათ აზროვნება, არ უფიქრდებიან რას აკეთებენ. მაგალითად, ყიდულობენ რუსულ პროდუქტს და თუ მიუთითებ იმაზე, რომ მტერ სახელმწიფოს აძლიერებენ, რომ რუსული არყის მაგივრად შეუძლიათ იყიდონ უკრაინული, გეტყვიან – უი, მაგაზე არ მიფიქრიაო.

 

ამ შემთხვევას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ცენტრალური ხელისუფლება, არ გაუკეთებიათ კომენტარი. თქვენი აზრით, არის თუ არა ამის საჭიროება, უნდა გაემიჯნოს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება ასეთ ფაქტს ან განმარტოს?


 არ იქნებოდა ურიგო. ჩვენ სამწუხაროდ მივეჩვიეთ, რომ ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც საზოგადოებაში გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, არანაირი განცხადებები არ კეთდება, მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ ამ ადამიანებს არ ესმით, ვინმემ აუხსნას, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მთავრობისა და ხელისუფლების რეაქციაზე უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია. საზოგადოებამ ყოველთვის უნდა აჩვენოს, რა მოსწონს მას და რა – არა.


როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ის შემთხვევა, როცა უმჯობესია თანამდებობის პირებმა ბოდიში მოიხადონ?


 ბოდიშის მოხდა, მოგეხსენებათ, საქართველოში პოლიტიკოსებს ძალიან უჭირთ. უამრავი, უარესი, ადამიანის შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდა ბოლო დროის განმავლობაში, მაგრამ ბოდიშის მოხდა, ეტყობა, გარკვეულწილად სისუსტედ მიიჩნევა და ამის გამო საქართველოში ბოდიშის მოხდა ძალიან უჭირთ. აქ ბოდიშს, თუ არ უბრძანებენ, არც უნდა ველოდოთ.

მოსამართლის ტვირთი – ინტერვიუ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან

 

დავით მამისეიშვილი
დავით მამისეიშვილი

ბატონო დავით, მოსამართლის შინაგან რწმენაზე მინდა გკითხოთ, რამდენად მძიმე ტვირთია ეს თქვენთვის?

 

მე შედარებით ნაკლებად გამოცდილი მოსამართლე ვარ. ბათუმში მოსამართლეები ათი და უფრო მეტი წელია მუშაობენ. რაც შეეხება შინაგან რწმენას, მის გარეშე შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან სწორედ შინაგანი რწმენიდან გამომდინარე აფასებ მტკიცებულებებს მოსამართლე, რამდენად რელევანტურია, რამდენად შემხებლობაშია საქმესთან და ამ მტკიცებულების ანალიზით უნდა მიხვიდე ლოგიკურ დასკვნამდე, ბრალდებულმა ჩაიდინა თუ არა ესა თუ ის მოქმედება. სწორედ შინაგანი რწმენა გეხმარება სასჯელის სამართლიანობის განსაზღვრაში. მე, მაგალითად, გამომიყენებია უვადო თავისუფლების აღკვეთა – და ჯარიმაც 500 ლარის ოდენობით. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო შინაგან რწმენაზე.

 

რამდენად მძიმე ტვირთია ეს?

 

საკმაოდ მძიმე. ეს არის ის, რაც იწვევს ჩვენი, მოსამართლეების უძილობას გადაწყვეტილების მიღებამდე, მითუმეტეს რთული კატეგორიის საქმეებზე, როცა მტკიცებულებების შესაფასებლად მრავალდღიანი ფიქრი გვიწევს. სწორედ შინაგანი რწმენაა, რომელიც დამატებით „გვაიძულებს“ უფრო მეტად დავფიქრდეთ და გავარჩიოთ ბრალდებისა და დაცვის მტკიცებულებები.


მოსამართლეებს არ უყვართ საქმეების დაყოფა სირთულეების მიხედვით, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, თქვენი სულიერი წონასწორობა რომელიმე საქმეს თუ დაურღვევია?

 

არის კატეგორია საქმეების, მაგალითად, გაუპატიურება, მკვლელობა, რომლებიც აშკარად მოქმედებს უარყოფითად. მე გაუპატიურებასთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენიც გამომიტანია და გამამტყუნებელიც. მართალია, თვითონ ქმედებას უარყოფითად აღვიქვამ, მაგრამ შეფასების დროს, ეს, როგორც მოსამართლეზე, არ მოქმედებს. სავსებით შესაძლებელია ფიქრობდე, რომ, აი ამ პირმა ეს დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ საკმარისი მტკიცებულებები არ გქონდეს და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანო. მტკიცებულებები მთავარია.

 

როცა მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა ამოგეწურებათ, სად წარმოგიდგენიათ  თქვენი თავი?

 

ისევ იურისტების წრეში, სხვათა შორის, ბათუმში შევიძინე უძრავი ქონება, მეუღლე აქ  მუშაობს, ჩემი სამივე შვილი აქ დადის სკოლაში, ამიტომ ისევ ბათუმში ვაპირებ დარჩენას და გავაგრძელებ იურისტების წრეში საქმიანობას.

 

ადვოკატად აპირებთ მუშაობას?

 

სხვა გზა არ არის. სხვა საქმე ჩვენ, მოსამართლეებმა, არ ვიცით. მაგალითად, ბიზნესი არ გამოგვივა, თან დანაზოგი მოსამართლეებს არ გვაქვს; ოჯახის რჩენის ერთადერთი გზა არის იურისტობა. როცა მოსამართლედ მუშაობ, სხვა გზა არ გრჩება, თუკი ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლედ ისევ არ დაინიშნები, ადვოკატად  მუშაობას გააგრძელებ.

 

თქვენ ადრე მუშაობდით პროკურატურაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში…  ამ სისტემაში დაბრუნებას გამორიცხავთ?

 

 ეს გამორიცხულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურაში მუშაობის ეტაპი გავიარე. ეს კარგი იყო იმ ასაკში, როცა ვმუშაობდი, ცოდნას ვაგროვებდი. ისევ იქ დაბრუნება ამ გადმოსახედიდან, უტოპიად მიმაჩნია.

 

თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანს მიუსაჯეთ პატიმრობა, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი ამ ადამიანს უნდოდა თქვენთან შეხვედრა?

 

ასეთი ფაქტი არ მახსენდება, მაგრამ, მაგალითად, დილით ვარჯიშის დროს, ვიღაც მოქალაქეს ჩაუვლია და მადლობა გადაუხდია. მე ვერც მივხვდი ვინ იყო. ის, რომ ვინმე სამსახურში მოსულიყოს ან ოჯახში, ასეთი ფაქტი არ ყოფილა.

 

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სისხლის სამართლის მოსამართლეს ჩანიშნული ჰქონდა 18 საქმე. მათ შორის იყო წინასასამართლო სხდომები. რამდენად შესაძლებელია ერთმა მოსამართლემ დღის განმავლობაში ამ ოდენობის საქმე განიხილოს?

 

შეუძლებელი არ არის. ყოფილა შემთხევევა, დღეში ერთ მოსამართლეს 20-21 გადაწყვეტილება მიუღია, მათ შორის არის აღკვეთები. როცა მე მიწევს მორიგეობა, იმ კვირაში რთული კატეგორიის საქმეებს არ განვიხილავ, ვნიშნავ საქმეებს, სადაც  მტკიცებულებები უდაოდაა ცნობილი. ასეთი კატეგორიის საქმეების განხილვას 30-40 წუთი სჭირდება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში თუ არის მოსამართლეების ნაკლებობა?

 

კი და ასევე სასამართლო დარბაზების. შვიდი დარბაზია ამჟამად და დარბაზში შესვლა მოსწრებაზეა. თუ მოსამართლე შევიდა დარბაზში, შეგიძლია თქვა, რომ დარბაზი მთელი დღე დაკავებულია.

 

სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესის ცვლილებაზე მოსამართლეთა ერთი ჯგუფი, მათ შორის თქვენ, ცვლილებას არ ეთანხმებოდა, თქვენი არგუმნეტი მაინტერესებს…

 

 ჩვენ პრაქტიკულად სახლში გვიშვებდნენ, უფრო ზუსტად ადმინისტრაციული ფუნქციის ჩამოშორებას გვიპირებდნენ. ეს ვენეციის კომისიამ მკვეთრად უარყოფითად შეაფასა, მერე ყველა დარწმუნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოვიგებდით ამ დავას, – არ შეიძლება დანიშნული თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლება უფლებამოსილების ამოწურვამდე. საბოლოო ჯამში იუსტიციის სამინისტრო მიხვდა, რომ ამ დავას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ჩვენ, ვინც ვართ დანიშნულები, უფლებამოსილების ვადას ამოვწურავთ და შემდეგ იქნება არჩევნები. არჩევნები, რა თქმა უნდა მისაღებია, მაგალითად, ბათუმში არჩევნები ჩატარდება, ვინაიდან ხუთზე მეტი მოსამართლეა, მაგრამ სენაკის სასამართლოში სულ სამი მოსამართლე მუშაობს. კანონპროექტში წერია, რომ წილისყრით უნდა ჩატარდეს, მაგრამ ვერ ვხდები წილისყრის პროცედურა როგორ უნდა ჩატარდეს, ოცთეთრიანი ავაგდოთ და თუ ირემი იქნება… მოსამართლეების საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიწვია ამ ცვლილებამ. პარლამენტში რომ დაიწყება განხილვა, იქაც ვაპირებთ პოზიციის დაფიქსირებას, სასამართლოს ინტერესების დაცვას.

 

მოსამართლეების დამოუკიდებლობის კუთხით რა შეიცვალა 2012 წლის შემდეგ?

 

უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე მანამდე ვიყავით. გაისად უფრო მეტად ვიქნები თავისუფალი, ვიდრე წელს ვარ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ჩემზე ზემოქმედებას ახდენს. თავისუფლების ზრდით უფრო მეტ ისეთ გადაწყვეტილებას ვიღებ, რომელიც პრაქტიკისა და სასამართლო სისტემისთვის მნიშვნელოვანია. მთავარია, საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, რომ მოსამართლე იღებს ამ გადაწყვეტილებას და არა ვინმე სხვა. მით უფრო საზოგადოების ძირითადი ნაწილი სასამართლოში ნამყოფი არ არის, მათ ინფორმაცია აქვთ ტელევიზორიდან, ტელევიზიით მიღებული ინფორმაცია კი არის იმ პოლიტიკოსების სიტყვები, რომლებიც გაბრაზებულები არიან სასამართლოზე. ამიტომ საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ მოსამართლეები ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც ეს მთავრობას უნდა. ცხადია, ეს ასე არ არის.

 

 ადვოკატების აზრით, ხშირად ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისში იცვლება ბრალდების სასარგებლოდ. თქვენ, როგორც სასამართლოს მენეჯერს, გაქვთ ამის სტატისტიკა?

 

ძირითადად, ეს სისხლის სამართლის საქმეებს ეხება და მას ზოგჯერ კასაცია ცვლის. მე არ შევაფასებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ხშირად იცვლება განაჩენი ბრალდების სასარგებლოდ.

 

ისევ ადვოკატებს მოვიშველიებ – მათი აზრით, ბათუმში საპროცესო შეთანხმების გაფორმება ჭირს, სხვა რეგიონებთან შედარებით. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

 

თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 45 პროცენტი საქმეების სრულდება არსებითი განხილვით, ხოლო საპროცესო შეთანხმებით – 55%, მაგალითად, 1000 საქმიდან 450 საქმეს არსებითად ვამთავრებთ, დაახლოებით 550 საქმეს – საპროცესო შეთანხმებით. მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით, საქმეების 70% სრულდება საპროცესო შეთანხმებით.

 

თქვენი გადაწყვეტილებები წინა წლებში რაოდენობრივად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ახლა. დღეს თქვენ გადაწყვეტილების მიღების დროს იშველიებთ ევროპული სასამართლოს  პრაქტიკას, კონვენციების მუხლებს უთითებთ… წინა წლებში ასე არ იყო. რა შეიცვალა?

 

ეს თავისუფლების ხარისხის გაზრდაა. 2005 წელს, როცა სასამართლო კორპუსის რეფორმა დაიწყო, სასამართლოს ძირითადი გამოწვევა იყო კორუფცია. პრაქტიკულად 2010 წლამდე გრძელდებოდა რეფორმა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფცია არ ყოფილიყო. 2011 წლიდან არც ერთი მოსამართლე არ მიუციათ პასუხისგებაში კორუფციის გამო. ამ ეტაპიდან გადავედით განაჩენების დასაბუთებაზე, წელიწადში დაახლოებით ხუთჯერ გვიტარდება კონფერენციები და ვიხილავთ კარგ და ცუდ გადაწყვეტილებებს _ როგორ უნდა დაიწეროს განაჩენი და როგორ არა… ამის შედეგია ის, რომ ჩვენ განვვითარდით. ჩემ მიერ 2008-2009 წლების გადაწყვეტილებებს რომ ვკითხულობ, მეღიმება. მაშინ ახალბედა მოსამართლე ვიყავი. დღეს არ მაკმაყოფილებს ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილებები. 

 

ბევრი საქმეა ისეთი, როცა ბრალდებული გირაოს გადაუხდელობის გამო რჩება პატიმრობაში?

 

30 ივლისიდან დღემდე დაახლოებით 20 საქმეა ასეთი. 

 

ჩემი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები აღკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქ ფორმას იყენებთ. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე თქვენ განმარტეთ, რომ ახალი ცვლილებით ყველა ორ თვეში შეიძლება გადაიხედოს პირის პატიმრობაში ყოფნის საკითხი. როგორ ფიქრობ, შეამცირებს ეს წინასწარ პატიმრობაში მყოფთა რაოდენობას? 

 

ამ ცვლილების რაღაც ნაწილს ვეთანხმები, მაგალითად წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხის გადასინჯვას, მაგრამ არ ვეთანხმები არსებითად განხილვის დროს ორთვიანი პატიმრობის გადასინჯვას. მაგალითად, როცა მიზანშეწონილად ჩავთვალე პატიმრობა კონკრეტულ საკითხზე, ამან გამოიწვია დაცვის მხარის აგრესია სასამართლოს მიმართ – ბრალდებული ფიქრობს, რომ მოსამართლემ რადგან დამტოვა პატიმრობაში, სავარაუდოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. მეც ასე ვიფიქრებდი ბრალდებულის ადგილას.

 

სხვათა შორის, კანონმდებელმა ჩაგვიწერა, რომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პატიმრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მე მაქვს ასეთი შეკითხვა: მე კანონი მიკრძალავს არსებითად განხილვის დროს ჩემი ვარაუდისა და მოსაზრების გამოთქმას გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის შესაძლო გამოტანაზე, კანონმდებელმა მეორე ნორმა ჩამისვა, სადაც მეუბნება, რომ პატიმრობის მიზანშეწონილობაზე მსჯელობისას მტკიცებულებაზე დაყრდნობით უნდა მივიღო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში კანონთან წინააღმდეგობაში მოდის მოსამართლე. მე არ მაქვს უფლება გამოვთქვა ვარაუდი საქმეზე მანამ, ვიდრე გადაწყვეტილებას არ მივიღებ. და მეორეა – აღკვეთი ღონისძიება უნდა დავასაბუთო, რომ, მაგალითად, პირი მოახდენს ზემოქმედებას მოწმეებზე, ხოლო მოწმე, როგორც მტკიცებულება, გამოკვლეულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამ მოწმის გამოკვლეული მტკიცებულება განაჩენის გამოტანამდე უნდა შევაფასო, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის დროს. ეს პრობლემაა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართო.


 

თქვენს ამ პოზიციას სხვა მოსამართლეებიც იზიარებენ?

 

 

 

 მე ერთ-ერთ საკითხზე უკვე მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს. ახლა ვფიქრობ კონსტიტუციის რომელ ნორმას შეიძლება ეს ეწინააღმდეგებოდეს. საქმეთა სირთულიდან გამომდინარე ჯერჯერობით ეს საკითხი სრულყოფილად ვერ შევისწავლე. რაც შეეხება სტატისტიკას, ათეულობით ბრალდბულს შევუცვალეთ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მაგალითად, პირზე რომლის მიმართაც ჩვენ გამოვიყენეთ  საპატიმრო გირაო, მოგეხსენებათ თუ საპატიმრო გირაო გამოიყენება და პირი დაპატიმრებულია, სასამართლოს პატიმრობა ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, იყენებს გირაოს პატიმრობის უზრუნველსაყოფად. ბრალდებულებმა, რომლებმაც თანხა ვერ გადაიხადეს, მე წინასასამართლო სხდომაზე დამიდგა საკითხი პატიმრობის  მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ, პირველი წარდგენის სხდომაზე  მე ვთქვი, რომ პატიმრობა ზედმეტად მკაცრი აღკვეთი ღონსიძიების ფორმაა და ამიტომ გირაო უნდა შეეფარდოს, წინასასამართლო სხდომაზე მე როგორ დავასაბუთო რომ პატიმრობა მიზანშეწოლილია?

 

 


 

ხვდებით თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს?

 

მხოლოდ კონფერენციაზე შევხვდი ქალბატონ ნინოს [გვენეტაძე], სხვა შეხვედრა არ გვქონია.

 

იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებზე მაინტერესებს თქვენი აზრი, ეს ცვლილებათა პაკეტი მოსამართლეებისთვის რას ცვლის? თქვენი შეფასებით  რა არის ყველაზე დადებითი და ყველაზე უარყოფითი ცვლილება?

 

დადებითის რა მოგახსენოთ. რადიკალურად დადებითისკენ არაფერი იცვლება, ამ კანონპროექტს მესამე ტალღა დაარქვეს, მაგრამ მესამე ტალღა ეს არ არის, ეს შეგვიძლია მოვიხსენიოთ როგორც დრაკონული კანონი მოსამართლეების წინააღმდეგ. მოსამართლეებმა დიდი პროტესტი გამოვხატეთ ამ კანონპროექტის მიმართ, რამდენიმე ცვლილება კანონპროექტის ავტორებმა შეიტანეს, თითქოსდა გააკეთილშობილეს კანონპროექტი, მაგრამ დარჩა ორი მთავარი საკითხი, რაზეც დაგვპირდნენ, რომ ეს ცვლილებები არ შევიდოდა კანონპროექტში, თუმცა მოსამართლეებისგან მალულად შეიტანეს.  ჩვენ დაგვპირდა იუსტიციის სამინისტრო, რომ, მაგალითად, 2/3 ქვომურიმი არ შეიცვლებოდა, თუმცა შეიცვალა. 2/3 ქვორუმი რას ნიშნავს, განვმარტავ მკითხველისთვის: დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოსამართლის დისციპლინური დევნის დაწყებისთვის 2/3-ია საჭირო, რაც ნიშნავს საბჭოს 10 წევრს; ვინაიდან 8 მოსამართლე წევრს ჩვენ ვირჩევთ, ამიტომ ხელისუფლებას არ აქვს საშუალება, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყოს, თუ მას ამის სურვილი ექნება. მოსამართლეები კარგად „ვიცავდით“ თავს ხელისუფლების ჩარევისგან. 2/3-თან დაკავშირებით ცვლილება 2013 წელს მიიღო პარლამენტმა, ახალი ხელისუფლების პირობებში, მაშინ ეს 2/3-ის მიღება შეფასდა დიდ ინოვაციად, დემოკრატიის გამარჯვებად. ერთი წლის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს ახსენდება, რომ ეს კანონი კარგი არ არის და ისევ დავუბრუნდეთ უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებასო. უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება კი იმას ნიშნავს, რომ მე, დავით მამისეიშვილი თუ არ ვიქნები მისაღები ვინმესთვის, სავსებით შესაძლებელია ჩემ მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყოს. ჩემი დაცვის გარანტიები ამ შემთხვევაში არ არის მაღალი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო დამატოვებინონ სასამართლო კორპუსი. ეს ჩემთვის მიუღებელია.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე  მოქმედ დისციპლინურ სისტემას აკრიტიკებდა. ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ  არსებული მოდელი ვერ აკმაყოფილებს დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტურობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს. ახალ კანონპროექტში ჩნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. ეს არ იქნება უფრო მოქნილი ინსტიტუტი?

 

ამ ინსტიტუტის მიმართ ჩვენ მკვეთრად ნეგატიური განწყობა გვაქვს, – ჩვენს სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოტანა ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეებს ვეუბნებით უარს, აირჩიონ სადისციპლინო კოლეგიის წევრები, ვიღაც დამოუკიდებელი ინსპექტორი შემოდის ჩვენს სისტემაში. დავუშვათ ის პიროვნება გაბრაზებულია რომელიმე მოსამართლეზე, მას შეუძლია დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება, ეს საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ამ პირმა აკონტროლოს მოსამართლეთა კორპუსი. მოსამართლე, რომელსაც მისი სამსახურის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს, სავსებით შესაძლებელია გახდეს დამოკიდებული. შეიძლება მისი გადაწყვეტილება სავსებით ემსახურებოდეს არა შინაგან რწმენას, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მისაღებ გადაწყვეტილებას, არამედ სულ სხვა რამეთი იყოს მოტივირებული – არ დაკარგოს სამსახური. თუ მოსამართლე იმაზე ფიქრობს, როგორ არ დაკარგოს სამსახური და ამის გამო თავისუფალი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, მე ვფიქრობ, ამით სამართლიან სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. მოსამართლეებმა 203 ხმით (იმ დროს 238 მოსამართლე იყო) ავირჩიეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ბატონო ლევან მურუსიძე. როგორ ფიქრობთ, 203 მოსამართლის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, თუ დამოუკიდებელ ინსპექტორს? მითუმეტეს, დევნის დაწყებასთნ დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ძირითადი კრიტიკა ჩვენზე არ მოდის? ორი წლის განმავლობაში არც ერთი მოსამართლე არ დასჯილა –  სტატისტიკა გამოაქვეყნა იუსტიიის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა. აღმოჩნდა, რომ შეტანილი საჩივრების დაახლოებით 90%-ს არამოსამართლე წევრებმა დაუჭრეს მხარი დისციპლინური დევნის დაწყებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საჩივრების 90%  პრაქტიკულად არის მცდარი. ძირითადად მხარეები ასაჩივრებენ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების სამართლებრივ შინაარს. სამართლებრივი შინაარსის დროს მოსამართლეები ვართ კონსტიტუციით დაცულები, ვერავინ მოგვედავება ჩვენ მიერ მიღებულ გადაწტყვეტილებებზე. საბჭოს უნდა მიმართონ დისციპლინურ გადაცდომებზე. მაგალითად, ახლა მე მაქვს 130 საქმე წარმოებაში. წარმოიდგინეთ 130 საქმეზე ვადას ყველა შემთხვევაში დავარღვევ, იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია სხვაგვარად. 5 საქმე რომ დავნიშნო დღეში, ეს იმას ნიშნავს, რომ 130-ე საქმეს  მოუწევს სადღაც თვის ბოლოს განხილვა, თან საქმის განხილვას ერთ დღეში ვერ ამთავრებ. მაგალითად, ასლან აბაშიძის საქმეს ვიხილავ ახლა. 25 პროცესი უკვე  ჩატარებულია და ჯერ კიდევ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ვარ. ამ საქმეს 7-8 წელია ვიხილავთ, ამაზე როგორ უნდა თქვა, რომ მოსამართლემ ვადა არ დაარღვია, მაგრამ ობიექტური კრიტერიუმებია საჭირო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაგვპირდა, რომ მოსამართლეთა კორპუსი გაიზრდება. ბათუმში სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლეებს სამასი საქმე აქვთ წარმოებაში, ადმინისტრაციულს – 130-მდე, სისხლის მოსამართლეებს, თითოეულს, არანაკლებ ასი საქმე გვაქვს.

 

ოფიციალური  სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების შემდეგ იმატა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ…

 

 პირიქით, მე ვფიქრობ პროცენტულმა მაჩვენებელმა გამამრთლებელი განაჩენებისამ მოიკლო, ყოველ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასეა. 2012 წელში მე უფრო მეტი გამამართლებელი განაჩენი მაქვს გამოტანილი, ვიდრე მომდევნო წლებში. ამ ცვლილებამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა გაზარდა, პრაქტიკულად სასამართლოს სისტემას უნდა ჰქონდეს მუდმივობის განცდა, ხელისუფლება ყოველთვის იცვლება, ეს ბუნებრივია, ხელისუფლების ცვლილება უფრო მეტ თავსუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს.

 

ეს ყოველთვის ასეა თუ 2012 წელზე საუბრობთ?

 

 ყოველთვის. ეს არის ბუნებრივი კანონი. მე მაგალითად ვმუშაობდი წინა მთავრობის რეჟიმის დროს, ახლა ამ მთავრობის დროსაც ვმუშაობ. ეს ნიშნავს იმას, რომ დავით მამისეიშვილს, როგორც მოსამართლეს, აქვს მუდმივობის განცდა. სასამართლო კორპუსი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სახლში აღარ მიდის. ჩვენ ხელფასები გაგვიზარდეს, სოციალური უზრუნველყოფის მეტ გარანტიას გვპირდებიან, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თავისუფლების ხარისხისთვის.

 

 

 

”მე ვერ გადავცურე ზღვა”

იყო უმრავლესობა, რომელიც ირგვლივ იდგა და დუჟმორეული ყიჟინებდა. ზოგიც, როცა შეეძლო ცერა თითი მაღლა აეწია, სხვის შემხედვარე დაბლა სწევდა. ასე იყო როცა სოციალური ქსელები არ არსებობდა.

 

სისასტიკეს კი გარკვეული ხიბლი აქვს. მისი აღიარება ძნელია, მაგრამ არსებობს სხვა, უფრო დავარცხნილი და შენიღბული ფორმებითაც. ადამიანების ის ბუნებრივი განცდაც სისასტიკეს ატარებს, როცა გიხარია – შენ კისერზე არ დაიჭიმა საბედისწერო თოკი.

 

გინდა არ გინდა გრძნობ სხვასთან შედარებით ბედნიერად თავს, რომ შენთვის არ აგიზგიზდა კოცონი წინა ცხოვრებაში, ამ ცხოვრებაში კი შენი შვილი არ იყო ტალღებზე დასვენებულ-დაძინებული. ფიქრობ, მადლობა ღმერთს ან ალაჰს, რომ სხვაგან დაიბადე. ეს თვითგადარჩენის ინსტიქტია, რომელიც უფრო სასტიკია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

 

რაღა თქმა უნდა, დღეს არავის, გარდა ოცდამეერთე საუკუნის ფაშისტებისა, არ უხარია ის ტრაგედია, რომელიც პლანეტის ერთ ცხელ წერტილში ხდება და რომლის ფოტოკადრები კაცობრიობის ყოველდღიურობად იქცა. თუმცა, ის ვირტუალური წრე, რომელიც ამ ფოტოისტორიების ირგვლივ იკვრება, სწორედ შუასაუკუნეების სადამსჯელო ოპერაციების ადგილას შეკრებილი მასის ერთობას წააგავს დღითიდღე. შოკია, მაგრამ სურვილი ჩნდება კიდევ და კიდევ შეხვიდე ამ შოკში, რადგან, სავარაუდოდ, მილიონობით ადამიანი აზიარებს და წერს რაღაცას ამ თემაზე და ასე ყოველ დღე…

 

თანაც ხსნი, უყურებ, ტირი, წერ, გიწერენ, ბევრი ნახვა გემატება, ადამიანური ხარ – ეს იმ ფიდბექების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ვირტუალურმა ქსელმა ჩვენი საუკუნის ტრაგედიები “გაალამაზა”.

 

ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყული სირიელი ბავშვის ცხედარი
ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყული სირიელი ბავშვის ცხედარი

რა სისასტიკეა თითქოს? და თითქოს ამ სისასტიკით შეუმჩნეველი ტკბობა რომ ეწვია წინა საუკუნეებიდან ჩვენს სამყაროს, ეს ხომ ნათლად ჩანს უკვე? გვინდა თანაზიარი ვიყოთ თითქოს დიდი ტრაგედიის, მაგრამ ეს ტრაგედია თავის მარწუხებში გვაქცევს, ჩვენი გაზიარებებით მსხვერპლს არაფერი შვება აქვს, ჩვენ კი ვერაფერს ვცვლით, ვერაფერს.

 

ამ დროს პიროვნული ტკივილი იმდენად მძაფრია, რომ ობობას ქსელივით გახვევს ძაფში ემოციურად. ამ დროს თავისდაუნებურად სისასტიკის ნაწილი ვხვდებით, როცა მისი ენერგიით ვცხოვრობთ, თან გვინდა, რამე ვიღონოთ, რადგან ველურები აღარ გვეთქმის, თუმცა ჩვენ შორის არ არის ის, ვინც იმ ბორანთან მივა და იმ პატარა უსახელო ბიჭს ზღვის გადაცურვაში დაეხმარება.  თუ არის?

 

”ბათუმობა” 2015 – 6 სექტემბერი

 

6 სექტემბერი:


12:00-20:00 – ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა – მემედ აბაშიძის ქუჩა

12:00-20:00 – ფესტივალი “განდაგანა” – ევროპის მოედანი

17:00-18:00 – სამეჯლისო ცეკვები – დუმბაძის ქუჩა

19:00-20:00 – პანტომიმის თეატრის წარმოდგენა – დუმბაძის ქუჩა

20:00-21:00 – თითების თეატრის წარმოდგენა – დუმბაძის ქუჩა

21:00-22:00 – პოეტების საღამო

20:00-23:00 – გალა კონცერტი – ანბანის კოშკი

 

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია: ბრძოლა ცხოველთა უფლებებისთვის გრძელდება

 

 

 

 

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა აქციაზე გაჟღერებულმა ერთ-ერთმა ლოზუნგმა “თავისუფლება ცხოველებს” („Animal Liberation“) – “ეს ტერმინი საერთაშორისოდ არის ცნობილი ცხოველთა დამცველებს შორის. ყველა ცხოველი იმსახურებს იცხოვროს მისთვის ჩვეულ არეალში და ამ შემთხვევაში როდესაც დელფინარიუმთან ამ ლოზუნგს ვსკანდირებდით, ცხადია ვგმობდით ამით დელფინებისა და სელაპების უკანონოდ დატყვევებას, წვრთნებს და მათთვის არაბუნებრივ გარემოში იძულებითი დატყვევების ფაქტებს, ისინი თავიდანვე უნდა ყოფილიყვნენ თავისუფლები, სწორედ ამას ვგულისხმობდით და ცხადია არ ვაპირებდით დელფინების კალთებში დაჭერას და გაშვებას, როგორც ეს გაავრცელა სამწუხაროდ არაერთმა საინფორმაციო საშუალებამ”.

 

შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს, ბათუმის დელფინარიუმთან ცხოველთა დამცველების აქცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციაც მონაწილეობდა. ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაციის მიერ გარცელებული ინფორმაციით, ცხოველთა დამცველებმა თვითნებურად გაარღვიეს კორდონი (უცხო პირთათვის აკრძალული ტერიტორია), “შეიჭრნენ დელფინთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილ ზონაში შენობის უკანა მხრიდან და ხელი შეუშალეს სამუშაო პროცესს. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე შეჭრილმა მოქალაქეებმა ტოკსიკური აირი გამოიყენეს, რის გამოც დაშავდა დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფებოდა რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, მათ შორის რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი”, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია.

 

დელფინარიუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ვიდეო:

 

 “30 ავისტოს აქციის მონაწილეებთან აკვალანგით მივარდა მწვრთნელი, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა აქციის მონაწილეებს, რაც არის დაფიქსირებული ჩვენს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, მის გარდა აქციის მონაწილეებს ასევე სასტიკად გაუსწორდნენ დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლებიც, ფაქტები სრულად არის დაფიქსირებული ჩვენს მიერ გადაღებულ ვიდეოებში, ვიდეოები გადაღებულია მთელი აქციის მიმდინარეობისას და ვინც მას უყურებს ცხადია დარწმუნდება რომ ყველა ის ინფორმაცია რაც ჟურნალისტებთან ილაპარაკა დელფინარიუმის ადმინისტრაციამ იყო სრული აბსურდი და დეზინფორმაცია, ტყუილი იყო რომ თითქოს ცხოველთა დამცველებმა სცემეს დელფინარიუმის დაცვა, სინამდვილეში პირიქით მოხდა და როდესაც ერთ-ერთ ცხოველთა დამცველს სცემდნენ (მხოლოდ იმის გამო რომ ვიდეოს იღებდა) მაშინ მან გამოიყენა წიწაკის არომატის სპრეი, რომელსაც თავდაცვის მიზნით სულ თან ატარებს. ეს მომენტიც დაფიქსირებულია ვიდეოზე, რომელსაც მეორე ცხოველთა დამცველი იღებდა. ტყუილია რომ ბავშვებთან მივედით თითქოს, ბავშვების შემოსვლა 17:00-ზე იწყებოდა შოუს სანახავად, ჩვენი აქცია კი შოუს დაწყებამდე დასრულდა” – განმარტავს ცხოველთა დაცვის ფედერაცია.

 

 

როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას ნიშნავს. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის. არც ინციდენტში მონაწილე რომელიმე მხარე დაუჯარიმებიათ ადმინისტრაციული წესით – “საგამოძიებო მოქმედებები ტარდება 125-ე მუხლით და სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების შემდეგ დადგინდება ინციდენტში მონაწილე პირების ბრალეულობა”.

 

 

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: ”ბათუმელებს” არ დაურღვევია ეთიკის ქარტიის პრინციპები

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჟურნალისტ ეთერ თურაძის წინააღმდეგ [სადავო სტატიები: გაზეთ „ბათუმელები“ – „პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები“ და ონლაინგაზეთ „netgazeti.ge” – „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის სურვილი ხელისუფლებამ დაადასტურა“], ჟურნალისტს არ დაურღვევია სადავო პირველი და მე-11 პრინციპი.


სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი მიიჩნევდა, რომ  ეთერ თურაძემ დაარღვია ქარტიის ორი პრინციპი: 

1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია;

11.  ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება;  ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ; პლაგიატი. 

საჩივრის ავტორს ამ ორი პრინციპის დარღვევად მიაჩნია გაზეთ „ბათუმელებში“ დაბეჭდილი სტატია  – „პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები“ (13-19 აპრილის ნომერი)


ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ბათუმის მერს სასამართლოში დაკითხავენ

5 სექტემბერს წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იყო, პროკურორი კი გიორგი გრატიაშვილი. არჩილ ვანაძის უფლებებს სასამართლოში იცავს ადვოკატი ჯემალ კიკნაძე,  ლაშა ბოლქვაძის უფლებებს კი იურისტები: ედიშერ მახარაძე და თორნიკე ანანიძე იცავენ. 

ადვოკატების თქმით, სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაეწყო აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, თუმცა სასამართლომ საქმე განსახილველად მიიღო. 

 

მოსამართლემ დაცვისა და ბრალდების მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაში არიან ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი.

ორივე ბრალდებული თავს უდნაშაულოდ მიიჩნევს. 

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

 

6 სექტემბერს ბათუმში ანიტა რაჭველიშვილი იმღერებს

 

კონცერტში მონაწილეობენ: დავით ალადაშვილი (ფორტეპიანო); გიორგი ცაგარელი (ალტი); საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი. 

ბილეთები იყიდება  ბათუმის ხელოვნების ცენტრში [ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1] და ვებგვერდზე: biletebi.ge

ბილეთის ფასი: 15, 20, 30, 35, 40 ლარი

 

ტელ: 0 422 27 62 40 / 599 09 04 86

 

ქალის მორთულობა აჭარაში

 

ვერცხლის ქამარი
ვერცხლის ქამარი

ქალის მორთულობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დატვირთული იყო სამკაულით. აჭარაში ქალები ყოველდღიურ სამოსად ლეჩაქს ატარებდნენ. ლეჩაქი ოქრო-ვერცხლის მონეტებით და მძივებით იყო მორთული. ხელზე ატარებდნენ მინის მძივებს და მარჯნის სამაჯურებს.

სამკაული და სხვა საიუველირეო ნაკეთობანი აჭარაში ახალციხიდან და თურქეთიდან შემოჰქონდათ.

აჭარელი ქალები განსაკუთრებულად ინტერესდებოდნენ ძვირფასი ქვებით. გარდა იმისა, რომ მას სამკაულად ატარებდნენ, სწამდათ მისი მაგიური მნიშვნელობის. ქალები თვლიდნენ, რომ ქარვას, მარჯანს, ფირუზს მათი დაცვა შეეძლო ავი თვალისა და ავადმყოფობისგან.

ჯიღჯიღა
ჯიღჯიღა

საყურეებთან ერთად მნიშვნელოვანი სამკაული იყო ყელსაბამი. ყველაზე ფართოდ გავრცელებული იყო ჯიღჯიღა.
„ჯიღჯიღა ვერცხლის ან უბრალო ლითონისგან ნამზადი სამკაულია. იგი, როგორც წესი, ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი ვიწრო და მოკლე მილაკებისგან შედგება. თითოეულ მილზე მირჩილული პატარ-პატარა რგოლები ძეწკვის საკიდებით უერთდება მოგრძო ბურთულებს. ჯიღჯიღას ცენტრალური ნაწილი ოთხკუთხა, კარგად ორნამენტირებული ფირფიტით არის დამშვენებული. ფირფიტა შემკულია ერთი წითელი და ოთხი ფირუზისფერი თვლებით. ფირფიტაზე დაკენჭილი მავთულით გამოყვანილია ყვავილისა და ფოთლების გამოსახულება. ცენტრალური ფირფიტის ორივე მხარეს ასხმული ყოფილა ვერცხლის ფირფიტების წყება თანაბარი რაოდენობით. ეს ფირფიტები თავის მხრივ ორი ნაწილისგან შედგებოდა, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო პატარა რგოლით. მოხმარების დროს ფირფიტის ბოლო ნაწილი თავისუფლად მოძრაობდა. ცენტრალურ ფირფიტაზე ჩამოკიდებული იყო მსხლის ფორმის ფირფიტა, რომელზეც ოთხყურა ყვავილის გამოსახულება იყო გამოყვანილი. ჯიღჯიღას დასრულებულ სახეს აძლევდა სამი მოდიდო მსხლისებური ფირფიტა,“ – წერს იზოლდა სამსონია.
თუმცა, იზოლდა სამსაონიას მიერ აღწერილი დიზაინის ჯიღჯიღა ამ სამკაულის მხოლოდ ერთადერთი ნაირსახეობა არ იყო. აჭარაში შემონახულა ჯიღჯიღა განსხვავებული დიზაინითაც. ჯიღჯიღა ძვირადღირებული სამკაული იყო და მისი ღირებულება ხშირად ერთი ძროხის საფასურსაც კი უდრიდა.

ყელის სამკაულთაგან ასევე ფართოდ იყო გავრცელებული მარჯნის, ქარვისა და ფირუზის მძივები. ასევე მძივებად ასხმული თურქული მონეტები. წვრილ ზონარზე ასხმული მძივები ქალს რამდენიმე წყებად ჰქონდა შემოხვეული ყელზე.
განსაზღვრული იყო მძივზე მონეტების რიცხვი და ის ცამეტზე ნაკლები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო. რაც უფრო შეძლებული ოჯახიდან იყო ქალი, მის სამკაულზე უფრო მეტი მონეტა იყო. მონეტები, როგორც სამკაული, წარმოადგენდა გათხოვილი ქალის შემკულობის ძირითად ნიშანს.

ვერცხლის მასიური ძეწკვი, საქორწინო სამკაულის ერთ-ერთი აუცილებელი ნივთი იყო. ძეწკვი ორი მეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო და საკმაოდ ძვირიც ღირდა. ამიტომ მისი შეძენა მხოლოდ მდიდარ ოჯახებს შეეძლოთ.

 

კორდომი
კორდომიკიდევ ერთი სამკაული, რომელსაც მხოლოდ გათხოვილი ქალი ატარებდა, საგულე კორდომია. კორდომი აუცილებლად იყო ვერცხლის და მაგრდებოდა სამოსელზე, მკერდს ზემოთ მარჯვნივ. ქალები ამ სამკაულს, ძირითადად, სადღესასწაულო ტანსაცმელზე იკეთებდნენ.

ზემო აჭარაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქარვის მძივები. მათი შეძენა ძირითადად ბათუმში იყო შესაძლებელი, თუმცა მოხეტიალე ვაჭრების წყალობით სოფლებშიც შეიძლებოდა. მას „კეთილ ქარვას“ ეძახდნენ და სამკაულის გარდა სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებდნენ. ქარვის მძივებს ქალები უფრთხილდებოდნენ და ის თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ქალებს მრავლად ჰქონდათ ბეჭდები და სამაჯურები, რომლებიც ძირითადად ვერცხლისა და სპილენძისგან მზადდებოდა. ოქროს ბეჭდებსა და სამკაულებს მხოლოდ შეძლებულები ყიდულობდნენ. გავრცელებული იყო თვლიანი და უთვლო ვერცხლის რგოლები. ზოგიერთ ბეჭედზე ამოკვეთილი იყო გეომეტრიული ფიგურები და ორნამენტები. ბეჭედს იკეთებდნენ ყველა თითზე, გარდა ნეკისა და ცერისა. ბეჭედი, ისე როგორც ახლა, ადრეც აუცილებელი სამკაული იყო ქორწინების დროს. მას საქმროს ოჯახი ჩუქნიდა ქალს.

ხელის სამკაულებში მნიშვნელოვანი იყო ქალს ჰქონოდა სამაჯური. გავრცელებული იყო ორი ტიპის სამაჯური. სადად დამზადებული ვერცხლის მთლიანი რგოლი, მომრგვალებული ბოლოებით და ძეწკვის საკიდით. მეორე ტიპის სამაჯურები უფრო მასიური იყო, ხელზე მჭიდროდ ეკვრებოდა და მისი ბოლოები არ იკეტებოდა.

ასევე ქალები ატარებდნენ ფერადი მძივების ასხმისგან დამზადებულ სამაჯურს.

სადღესასწაულო ტანსაცმელზე აჭარაში ქალები ატარებდნენ სხვადასხვა ვერცხლისა და ლითონის ქამარს, რომელსაც საქმროს ოჯახი ყიდულობდა და უგზავნიდა პატარძალს. ვერცხლის ქამარიც ძვირადღირებულ ნივთებში შედიოდა და ის აუცილებლად უნდა ეჩუქებინათ ქალისთვის, ამიტომ სასიძოს ოჯახი წინასწარ იჭერდა თადარიგს, ოჯახს „სირცხვილი რომ არ ეჭამა“.

ქამრებში ნათლად ვლინდებოდა ქალის სოციალური მდგომარეობა. მდიდარი ქალის შემკულობის აუცილებელი ატრიბუტი ვერცხლის ქამარი იყო, ღარიბი ქალი ფერადი ლითონის ან თასმაზე ასხმულ ლითონის ფირფიტებისგან შედგენილ ქსოვილის ქამარს ატარებდა.

ჯარიმა 50 ლარი ძაღლის ფეკალური მასით დაბინძურებისთვის ქობულეთში

 

ქობულეთის საკრებულოს 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილებით, „ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობით ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებისათვის საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება  პირს ქალაქ ქობულეთის ცენტრალური და შუალედური ზონების ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებისათვის“.

 

ქალაქ ქობულეთის ცენტრალური ზონის საზღვრებია: ზ. ჟვანიას სახელობის ხიდიდან [მდინარე ჩოლოქი] დ. აღმაშენებლის გამზირის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე აჭყვას შესართავამდე, მეგობრობის ქუჩის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე თბილისის ქუჩისა და მეგობრობის ქუჩის კვეთამდე;

 

ქალაქ ქობულეთის შუალედური ზონის საზღვრებია: მდ. ჩოლოქის, ოჩხამურის, ,,სმეკალოვკის “ არხის, დასავლეთი მხარე   ცენტრალურ ზონამდე. თავისუფლების  ქუჩა რკინიგზის  გადასასვლელამდე, – თავისუფლების  ქუჩის ჩრდილოეთი მხარე  250 მეტრის რადიუსში, თავისუფლების  ქუჩისა და  რკინიგზის ხაზის  გადაკვეთიდან ქ. ქობულეთის  ადმინისტრაციულ საზღვრამდე რკინიგზის ხაზის  დასავლეთი მხარე მთლიანად ცენტრალურ ზონამდე.

 

შინაური ცხოველის მეპატრონე არ დაჯარიმდება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მიერ  ფეკალური მასით ქალაქ ქობულეთის პერიფერიული ზონის დაბინძურების შემთხვევაში.

 

ქობულეთის პერიფერიულ ზონად კი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში,  ცენტრალური და შუალედური ზონების გარდა, მოქცეული ტერიტორიაა განსაზღვრული. ესაა ე.წ. ემტეესის, გელაურის, ჩოლოქის და სხვა ტერიტორიები.    

 

საქართველოს კანონის, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიხედვით, „ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება  გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით“.

 

ამავე კოდექსით, აღნიშნული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად დაასუფთავებს ფეკალური მასებით დაბინძურებულ ტერიტორიას“.

 

 

 

”ბათუმობა” 2015 – 5 სექტემბერი

 

 5 სექტემბერი 

12:00-20:00 – ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა – მემედ აბაშიძის ქუჩა

12:00-20:00 – ფესტივალი “განდაგანა” – ევროპის მოედანი 

11:00 – ბათუმი წარსული და მომავალი (კონფერენცია) – ბათუმის უნივერსიტეტი

17:00 – კოსტიუმირებული ჭადრაკი – საჭადრაკო კლუბი

17:30 – საბავშვო სპექტაკლი “ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში” – ბათუმის კოლონადები 

15:00 – სასულე ორკესტრის მსვლელობა – მემედ აბაშიძის ქუჩა

18:00 – ბათუმობა 2015-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი – დუმბაძის ქუჩა

20:00 – მსოფლიო კინო მუსიკის შედევრები – ბათუმის ხელოვნების ცენტრი 

19:00-23:30 – თანამედროვე მუსიკის კონცერტი – ანბანის კოშკი

 

არჩილ ხაბაძე ჟურნალისტისა და სამინისტროს თანამშრომლების ინციდენტზე

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

„ჩემი აზრია კონკრეტული, რომ მანამდე უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს ორივეს, მინისტრის მოადგილესაც და აგროსერვისცენტირს თანამშრომელსაც და სანამ არ იქნება გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებული, მანამდე უნდა შეუჩერდეთ.. თუ მსგავსი ქმედება დადასტურებულ იქნა, ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია რა თქმა უნდა და უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.  


 

აჭარის ტელევიზიამ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პირველ სექტემბერს გაავრცელა. 

 

 

ტელევიზიის კორესპონდენტის ლაშა ველიაძის მუშაობის პროცესში ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტზე ტელევიზიამ აჭარის პროკურატურას წერილით უკვე მიმართა. ტელევიზიის  საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის განმარტებით, 1-ელ სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქედაში, ღვინის ქარხანაში მისულ „ახალი ამბების“ ჯგუფს დახვდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები. სწორედ მაშინ, როცა ჟურნალისტი უწყების ერთ-ერთ თანამშრომელთან ინტერვიუს ათანხმებდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შემთხვევის ადგილზე ტელევიზიის გადამღები ჯგუფის ყოფნამ მირზა სუქნიშვილი გააღიზიანა. 

 

მირზა სუქნიშვილი კი რეპორტიორის ბრალდებას „სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ რეპორტიორი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. თავის მხრივ, აჭარის ტელევიზიაში ამბობენ, რომ იმავე დღეს სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროში რეპორტიორს ჩაუტარდა გამოკვლევა და იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. 

 

საქმის ობიექტურად შესწავლას ითხოვენ არასამთავრობო ორგანზიაციებიც. 


”სომეხი სააკა” – ხულოს საკრებულოში ”ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე ექსპრეზიდენტის შესახებ

 

ამის მიზეზი ფრაქციის თამჯდომარის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებებია, სადაც ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უწოდებს “სომეხ სააკას” და სხვა ქსენოფობიური ეპითეტებით მოიხსენიებს. 

 

“თუმცა იმის ჭკუა კი აქვს “სომეხ სააკას გარედან მაყურებლის პოზიციიდან შეხედოს მის მიერვე მოკლული ზურაბ ჟვანიას საქმეს, უდანაშაულოდ ჩახოცილი აფრასიძეების საქმეს, ქუჩაში არაკაცურად მოკლული გურამ შარაძის საქმეს, ასევე ქუჩაში ასორმოცდაათამდე მოკლული ბიჭების საქმეებს, შვილმოკლული მამის, შვილის საფლავზე აფეთქების საქმეს, ე.წ. ,,ნავთლუღის ოპერაციის” საქმეს,  სადაც სამი ჩვენი თანარაიონელი სრულიად უდანაშაულოდ ჩახოცეს, რომელი ერთი ჩამოვთვალო!” – ეს არის ამონარიდი ხულოს საკრებულოში მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ოთარ გელაძის მოხსენებიდან, რომელიც ამ დრომდე განთავსებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს ექსპრეზიდენტს, შეურაცხყოფის მიზნით, ასევე უწოდებს „სააკას“ და „ორმაგ აგენტს“. 

 

„…ამ შემთხვევაში ჩვენს თავზე პირწმინდად გაცხადდა, ერთი ბრძნული გამოთქმა: „თუ გამცილებლად ღორს აიყვან, გაჩერება წუმპესთან იქნება.” თითქოსდა ქართველთა უბედურება არ ეყო დღეს ეს ღორი უკრაინის ტრამალებს ჩიჩქნის თავისი ბინძური დინგით.

იშვიათია პიროვნება ისტორიაში, ასე ტექნიკურად რომ თამაშობდეს ორმაგი აგენტის როლს. დღეს სააკა ამერიკის ხელდასმით რაღაც-რაღაცებს ჩალიჩობს, მაგრამ ჯამში რუსულ საქმეს უფრო აკეთებს.

ქართული მიწების წაგვრაზე უკვე ვთქვი, ახლა ნახე რა დღე დააყენა უკრაინას? ისეთი სიმშვიდით წაიღო რუსეთმა ყირიმი, თავადაც კი გაუკვირდათ… ახლა ვნახეთ რა ხდება უკრაინის თავს!

დღეს რუსები და ქართველები ერთად იპყრობენ უკრაინას: რუსები-მიწებს, ქართველები-კაბინეტებს. ვინ მეტყვის ახლა, რომ არ ჩანდეს აქ სააკას ორმაგი აგენტობა?“ [ნაწყვეტი ანგარიშიდან] 

 

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები კოლექტიურ საჩივარზე შეთანხმდებიან, ეს იქნება სახალხო დამცველთან ანტიდისკრიმინაციული კანონის ფარგლებში საჩივრის განხილვის პრენცედენტი.

 

“ბათუმელები” დაუკავშირდა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯამბულ ხოზრევანიძეს. კითხვაზე, იღებს თუ არა იგი პასუხისმგებლობას ფრაქციის თავმჯდომარის ანგარიშზე, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს და რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, პასუხობს: “პასუხისმგებლობა რატომ უნდა ავიღო? კანონი გვავალდებულებს, რომ გამოვაქვეყნოთ ანგარიში, ამიტომ არის გამოქვეყნებული. ეს არის ფრაქციის თავმჯდომარის მოსაზრება.” – ათქვა საკრებულოს თავმჯდომარემ. “ბათუმელებთან” საუბარში ჯამბულ ხოზრევანიძემ აღნიშნა, რომ ტექსტი არაფერ განსაკუთრებულს არ შეიცავს – “კრიმინალს შეიცავს, თუ რა არის იქ ისეთი? ფრაქციის თავმჯდომარემ გამოთქვა თავისი პოზიცია და გამოთქვა ის, რაც გამოთქვა… შეურაცხყოფა მას არვისთვის მიუყენებია, მან გამოთქვა თავისი მოსაზრება” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. 

ძუძუს კიბოს პრევენციის მარათონი აჭარაში

 

 

8 სექტემბერს მარათონის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:


– პრესკონფერენცია – ქ. ბათუმი, სასტუმრო ,,შერატონი“,

– 12:00 საათი – საქველმოქმედო კონცერტი – ერას მოედანი.

საქართველოში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1019 ახალი შემთხვევა, რაც 55-ით მეტია, ვიდრე წინა წელს.

აჭარაში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 129 ახალი შემთხვევა. წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 843 ავადმყოფი.

 

მარათონი არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ “ჰერას”, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ბათუმის მერიის და „მედცენტრის“ მხარდაჭერით იმართება.

 

ხულოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე: ”რია-რია მიდის ინტერვიუები ოპოზიციასთან”

 

ოთარ გელაძე
ოთარ გელაძე

ფრაქციის თავმჯდომარე თავის გამოსვლაში მედიას ასე აკრიტიკებს:  

„ …აქვე არ შემიძლია, პარალელურად სამდურავი არ გამოვთქვა ოპოზიციური მედია საშუალებების (განსაკუთრებით ტელევიზიების) მისამართით.

უმეტეს შემთხვევაში საკრებულოს სხდომების მიმდინარეობისას თუ დასრულების შემდეგ, რია-რია მიდის ინტერვიუები ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან. ამას წინათ ტელესივრცეში 25-ე არხზე, კომენტარები გააკეთა ხუთიოდე კაცმა და აქედან ყველა ოპოზიციონერი იყო. თუ რომელი ოპოზიციური პარტიიდან თავადვე დაინტერესდნენ და საკუთარი თვალით ნახავენ, რაზედაც შევნიშნავ.

 გულწრფელად მაინტერესებს ტელევიზიას რომელსაც რაღაცგვარი შეხება მაინც გააჩნია ,,ობიექტივთან” მისი ეთერიდან გაჟღერებულ სიტყვებს  ხომ უნდა გაუწიოს ერთგვარი ანგარიში?

მედია საშუალებებს მავანთა სიმპათიები კი არ უნდა ამოძრავდეს, შერიგებისა და სიკეთის ქმნის პოზიციაზე უნდა იდგნენ…


ვიმეორებ, თუ ოპოზიციურ მედიას მიაჩნია კეთილ საქმეს აკეთებს და სამართლიანობას ემსახურება, მაშინ პარალელურად, მე ვასწავლი რომ  სამართლიანობის აღდგენა ჟვანიას მკვლელობის გახსნით უნდა დაიწყონ და გააგრძელონ ყველა იმ მკვლელობის გახსნით, რაზედაც მე ეს-ესაა შევნიშნე.

 

აქვე მინდა შევეკითხო ჩვენი კრიტიკის ავტორებს, საერთოდ რაზეა გათვლილი თქვენი არსებობა? მიდით, აგვიხსენით, გინდაც თქვენი ეთერით, რა შედეგი მოჰყვა თქვენს ამდენ კითხვა-გადაცემებს? შედეგი, შედეგი რა გაქვთ?“  – ვკითხულობთ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ანგარიშში. 


„როგორც ტელეარხ 25-ზე ბატონი ოთარ  გელაძე ლაპარაკობს, ეს ნამდვილად არ შეეფერება საკრებულოს წევრს. ის არის თანამდებობის პირი, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ეს არის მმართველი კოალიცია პარტია “ქართული ოცნების” ფრაქცია ხულოს მუნიციპალიტეტში.

 

შეიძლება მას ძალიანაც არ მოსწონდეს, როგორც ამზადებენ სიუჟეტებს ჟურნალისტები, ან წერენ სტატიებს, მაგრამ მას აქვს თმენის ვალდებულება. ის პასუხისმგებელია იმაზე, რომ დროულად გაიცეს საჯარო ინფორმაცია,  ჰქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია ჟურნალისტებთან, ხოლო თავად ჟურნალისტური პროდუქტის შეფასება, არ არის მისი საქმე.  მისი საქმეა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი რგოლის, ამ შემთხვევაში გამგეობის მუშაობის შეფასება, კონტროლი, კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩეველთან და იმ დანაპირების შერულება, რაც მან გასცა წინასაარჩევნო პერიოდში, ამიტომაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია ის ფორმა, რა ფორმითაც „ტელარხ 25“-ს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს.

 

ამავდროულად, ეს არის ფრაქცია, რომლის წევრიც არის საკრებულოს თავმჯდომარე. თუ ფრაქციაში რომელიმე წევრს აქვს ასეთი დამოკიდებულება მედიის მიმართ, მაშინ სხვა წევრმა უნდა მიუთითოს მას ამის შესახებ და მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ გამოსვლის ტექსტმა არ გაირა მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში, ალბათ ფრაქციაში შეთანხმდებოდნენ მის შინაარსზე. 

 

მსგავსი დამოკიდებულება მედიის მიმართ ალბათ ნაკარნახევია და ცოტათი წაქეზებული იმ საერთო დამოკიდებულებით, რაც არის ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ პრესკონფერენციებს, როგორც პრემიერ-მინისტრის ისე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სადაც ისინი მუდმივად აკრიტიკებენ მედიას. როცა მაღალი რანგის ყოფილი თუ მოქმედი, უმაღლესი თანამდებობის პირები მედიას ამგვარად მიმართავენ და აფასებენ, ალბათ ადგილობრივ დონეზეც მეტ-ნაკლებად თავისუფლად გრძნობენ თავს თანამდებობის პირები, რომ მედიას ასეთი  ტონით ესაუბრონ, რაც ზოგადად ძალიან ცუდია ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხის გასაზომად და ამავდროულად, თავად ადმინისტრაციული ორგანოსთვის არის ცუდი“  – ამბობს მალხაზ ჭკადუა „ბათუმელებთან“. 


ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს ექსპრეზიდენტს „სააკას“ და „ორმაგ აგენტს“ უწოდებს. 


„…ამ შემთხვევაში ჩვენს თავზე პირწმინდად გაცხადდა, ერთი ბრძნული გამოთქმა: „თუ გამცილებლად ღორს აიყვან, გაჩერება წუმპესთან იქნება.” თითქოსდა ქართველთა უბედურება არ ეყო დღეს ეს ღორი უკრაინის ტრამალებას ჩიჩქნის თავის ბინძური დინგით.

იშვიათია პიროვნება ისტორიაში ასე ტექნიკურად, რომ თამაშობდეს ორმაგი აგენტის, როლს. დღეს საკა ამერიკის ხელდასმით რაღაც-რაღაცებს ჩალიჩობს, მაგრამ ჯამში რუსულ საქმეს უფრო აკეთებს.

ქართული მიწების წაგვრაზე უკვე ვთქვი, ახლა ნახე რა დღე დააყენა უკრაინას? ისეთი სიმშვიდით წაიღო რუსეთმა ყირიმი თავადაც კი გაუკვირდათ… ხლა ვნახეთ რა ხდება უკრაინის თავს!

დღეს რუსები და ქართველები ერთად იპყრობენ უკრაინას: რუსები-მიწებს, ქართველები-კაბინეტებს. ვინ მეტყვის ახლა, რომ არ ჩანდეს აქ სააკას ორმაგი აგენტობა?“ [ნაწყვეტი ანგარიშიდან] 


„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელის, ასლან ჭანიძის შეფასებით, ოთარ გელაძე, გარდა ქსენოფობიური და დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენებისა,  პირდაპირ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას: “როცა ფრაქციის ხელმძღვანელი ასეთ განცხადებას აკეთებს, უნდა ესმოდეს, რომ მას მეტი მოეთხოვება, აკისრია უფრო მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს. იგი საკრებულოს წევრია, ფრაქციის თავმჯდომარე და პოლიტიკური ფიგურა. ასეთი განცხადებები მიუღებელია. თან იგი ანგარიშს აბარებდა ხულოში საკრებულოს ფრაქციის მუშაობის შესახებ და გაუგებარია, საერთოდ რა კავშირში იყო ერთმანეთთან ამ მოხსენების პირველი და მეორე ნაწილი.”

 

 „ბათუმელები“ ოთარ გელაძესაც დაუკავშირდა, მან დაადასტურა, რომ ტექსტის ავტორი თავადაა, თუმცა ამ თემაზე საუბარზე უარი განაცხადა.   

”ბათუმობის” სამზადისი მემედ აბაშიძის ქუჩაზე

იგეგმება ხილისა და ყვავილების დეკორაციების, დეკორატიული მინიაუზების დადგმაც. ასევე, დადგამენ ლოლიპოპის ხეს ბავშვებისათვის.

ჭრელად შეღებავენ ამ ქუჩების სავალ ნაწილს, ვიტრინებს კი ქაღალდის დეკორაციებით მორთავენ. აქვე განთავსდება სცენა, სადაც ჩატარდება „ბათუმობა 2015“-ის გახსნის ცერემონიალი, პოეტების საღამო, პანტომიმის თეატრისა და თითების თეატრის წარმოდგენა, სამეჯლისო ცეკვები და სხვა ღონისძიებები.

ამ წუთებში მემედ აბაშიძის ქუჩა, ასე გამოიყურება:

Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg

ამ დროისთვის პარკირების წესების დარღვევის გამო 300-ზე მეტი ადამიანია დაჯარიმებული [ინფოგრაფიკა]

 

მათ შორის:

 

Exit mobile version