დღეს ბათუმის ”დინამო” თბილისის ”დინამოს” შეხვდება

ბათუმის ”დინამო” | თბილისის ”დინამო”

 

მიმდინარე სეზონში კი ექვსი თამაშის ჯამში ბათუმის დინამო 9 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება, თბილისის დინამო კი 15 ქულით მეორე ადგილზე გორის „დილას“ (16 ქულა) შემდეგ.

3 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდებიან

15:00 საათზე

სამტრედია – გორის დილა ―›სამტრედია, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი

საპოვნელა – ლოკომოტივი ―›ქუთაისი, სტადიონი „რამაზ შენგელია“

ცხინვალი – ფოთის კოლხეთი ―›თბილისი, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონი

18:00 საათზე

ბათუმის დინამო – თბილისის დინამო ―›თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი „დინამო არენა“.

მეშვიდე ტურის თამაშები ხვალ გაგრძელდება.

4 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდებიან:

15:00 საათზე

სიონი – მერანი ―›ბოლნისი, სტადიონი – „თამაზ სტეფანია“

შუქურა – საბურთალო ―› ქობულეთი, სტადიონი „ჩელე არენა“

ჩიხურა – ტორპედო ―› ივაწმინდა, ცენტრალური სტადიონი

10 ვაკანსია – 41 მსურველი – ქედის გამგეობაში გასაუბრება მიმდინარეობს

 

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძეა. კომისიის შემადგენლობაშია ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ანანიძე, საკრებულოს წევრი ჯამბულ სურმანიძე და აჭარის მთავრობიდან მოწვეული წევრი ავთანდილ ბოლქვაძე. გასაუბრებას ესწრება ასევე მთავრობიდან მოწვეული წევრი რესან შარაშიძე, თუმცა ის კონკურსანტების ცოდნას არ შეაფასებს.

 

დავით დუმბაძე აცხადებს, რომ გასაუბრება ობიექტურად ჩატარდება და განმარტავს, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეულ წევრებს ერთი კვირაში დანიშნავენ. 

 

გასაუბრებას ქედაში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი ვლადიმერ თებიძე აკვირდება.

ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროსა და კლუბში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს ფართებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროს და კლუბის მომსახურე პერსონალი და ქალები მოწმის სახით დაკითხეს.

 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე და 25-254-ე მუხლებით).


შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო
შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო

 

შოთა ანანიძის 80 წლის იუბილე ქედის კულტურის ცენტრში

 

 

 

დღეს გამართულ საღამოს ქედაში აჭარის მწერალთა კავშირის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აჭარის ტელევიზიის ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, საღამოს, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან „ფორდის“ მარკის ავტომობილი გაიტაცა, დაახლოებით ასი მეტრის გავლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, გატაცებული ავტომობილი კი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. “სამართალდამცავებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ბრალდებული მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”.

 

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით). 

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს ქობულეთში აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს ავტომანქანა გაიტაცეს. ამის შესახებ პოლიციას ტელევიზიის ჟურნალისტმა, ნინო ინაიშვილმა შეატყობინა. შეტყობინებიდან გარკვეულ პერიოდში, დაახლოებით ღამის 10 საათიდან სამი საათის განმავლობაში, ჟურნალისტი  პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი დაკითხეს, სადაც ის მოყვა თუ როგორ გაიტაცეს მანქანა. დაკითხვიდან გამოსულ ჟურნალისტს სამმართველოს ეზოში დახვდა ქობულეთის პოლიციის უფროსი – ზაქარია გურჩიანი და მას ჩვენების შეცვლა სთხოვა. პოლიციის უფროსთან ერთად პოლიციის ეზოში იმყოფებოდნენ სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი და მისივე ადვოკატი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის პოლიციის უფროსის ზაქარია გურჩიანის საქმეს პროკურატურა იძიებს.

”თავისუფალი მედია პოლიციასაც სჭირდება” – აქცია ჟურნალისტის მხარდასაჭერად

 

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელი, იურისტი ასლან ჭანიძე: “ამის უფლებას, საკუთარ თავს აძლევს პოლიციის უფროსი, რომელიც ამით რეალურად არღვევს კანონს. ამ ფაქტში ადვოკატი და სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს ყველაზე აღმაშფოთებელია იმ ადამიანისგან, რომელიც კანონის სადარაჯოზე უნდა იდგეს. იგი გაურკვეველი მესიჯებით საუბრობს ფარულ ჩანაწერში, ამბობს რომ ეს იყო ხუმრობა და ა.შ. ჩემთვის ეს გარემოება იმიტომაც არის საეჭვო, რომ როგორც მე ვიცი ეს არ იყო ნინოს მანქანა, ეს იყო აჭარის ტელევიზიის დაქვემდებარებაში არსებული მანქანა და ამ შემთხვევაში თუ ის პიროვნება ნინოს ეხუმრებოდა, მაშინ მისამართიც შეეშალა. ვფიქრობ აქ დიდი საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩასატარებელი, სამართალდამცავმა ორგანოებმა ოპერატიულად უნდა იმოქმედონ და ეს საქმე არ უნდა გადადონ იმ პრინციპით, რომ იგი დავიწყებას მიეცემა. იმ შემთხვევაში თუ ეს საქმე მიიჩქმალება, შეიძლება გაცილებით უფრო უარეს შედეგამდე მივიდეთ. წარმოიდგინეთ რომ ეს არ ყოფილიყო ჟურნალისტი და ეს ყოფილიყო ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც წვდომა საზოგადოებასთან  უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე თქვენ (ჟურნალისტებს) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თუ ამას უკვე ჟურნალისტთან ბედავენ, წარმომიდგენია როგორი მიდგომა ექნებათ ჩვეულებრივი მოქალაქეებისადმი” – ამბობს ასლან ჭანიძე

 

 

ჟურნალისტი, ჯაბა ანანიძე: “ბუნებრივია ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ეს რაღაც სერიის გაგრძელებაა, ძალიან ბევრი ფაქტი გვხვდება ჩვენს რეალობაში, როცა ჟურნალისტებზე ხორციელდება ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა… და ყველაზე სამწუხარი არის ის, რომ ეს საქმეები არის შემოწყობილი პროკურატურის თაროებზე. მე არ მახსენდება არც ერთი გამოძიებული საქმე, მათ შორის არც აჭარაშიც მომხდარი შემთხვევები. ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. ეს არის მთავარი ნიშანი იმისა, რომ რეალურად ჟურნალისტის დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლად მუშაობა არ არის უზრუნველყოფილი. გუშინ, როცა ევროსაბჭოს სხდომაზე ვისმენდი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებს, ისინი ამბობდნენ რომ მათთვის პრიორიტეტი არის მედიის თავისუფლება და რომ მათ ეს მიდგომა შეცვალეს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით… თუკი ეს ასეა, მაშინ ჩვენ ეს საქმით უნდა დავინახოთ და უნდა მოიხდეს ამ საქემეების გამოძიება”.

 

 

 

 

 

აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი, სოსო სტურუა: “ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ყოველთვის გვერდით დავუდგებით არა მარტო ჩვენს თანამშრომლებს, არამედ ყველა, საქართველოში მოქმედ ჟურნალისტს მსგავსი ფაქტის შემთხვევაში. ბრალდებაც გაისმა, თითქოს რაღაც ძალები დგას ამ ყველაფრის უკან. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიასა და რადიოში რა ინფორმაციაც გადაიცემა, ამათ უკან არავინ დგას და არც არასდროს იდგება. ჩვენ ვავრცელებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც საზოგადოებისთვის არის საინტერესო”. 

 

2015-10-02 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

 

 

 

პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები, გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ კრწანისის ტყე-პარკის უკან დაბრუნება, რა გეგმები აქვს ტყე-პარკთან დაკავშირებით და რატომ გაცვალა მასში ბობოყვათში მდებარე 35 მილიონად შეფასებული ქონება, რომლის აუქციონით გაყიდვასაც გეგმავდა?
„იქ იყო ქონების ჩანაცვლება და ცხადია, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტები მიიღო, რომლებსაც უფრო მეტი საინვესტიციო დატვირთვა ექნება“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით კი, მთავრობას კრწანისის ტყე-პარკთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს: „არ მინდა შევიდე ღირებულებით ნაწილში, თუმცა ღირებულებით ნაწილში მე ვფიქრობ, რომ კრწანისის ტერიტორია გაცილებით უფრო დიდია“.

ბობოყვათის რეზიდენციის საპატრიარქოსთვის გადაცემაზე კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემაც გააკეთა: „ინტერესი ინვესტორების მხრიდან არ გამოჩენილა სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროს მიმართულებით… ჩავარდა აუქციონი, ამიტომ, ვფიქრობ, იქნა სწორი გადაწყვეტილება მიღებული – სახელმწიფომ დაიბრუნა 700 ჰექტარი, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის, ვიდრე ბობოყვათის რეზიდენცია“.

ინვესტორები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქონებით რომ არ დაინტერესდნენ, ექსპერტთა შეფასებით, იმის მანიშნებელი უფროა, რომ მთავრობა სათანადოდ ვერ მუშაობს.

„გაკეთდა კომენტარები, რომ კრწანისის ტყე-პარკი უფრო ღირებულია, ვიდრე ბობოყვათი, თუმცა, ეს ვინ შეაფასა, როგორ დათვალეს – ცალკე თემაა და მეორე, ტყე-პარკს ვერ გამოიყენებ ისე, როგორც შეიძლება გამოიყენო, ვთქვათ, ზღვის სანაპირო ზოლი. ტყე-პარკს აქვს სპეციალური სტატუსი და იქ თუ კორპუსებს ჩადგამ, ტყე-პარკი აღარ იქნება. თუ შეუცვლი სტატუსს და სხვა დატვირთვას მისცემ, ეს უკვე ცალკე განსჯის საგანია – საერთოდ უნდა შეუცვალო თუ არა სტატუსი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საიას იურისტი სულხან სალაძე.
საქართველოს საპატრიარქომ ამჯერად სახელმწიფოსგან ბობოყვათში 149 796 კვ/მ მიწის ნაკვეთი, 4 662,21 კვ/მ შენობა-ნაგებობები და მათში განთავსებული მოძრავი ქონება საკუთრებაში მიიღო, ხოლო ბობოყვათის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციასა და პლაჟს შორის არსებული ზოლი – ჯამში 11 810 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი – 49-წლიანი სარგებლობის უფლებით.

ზღვის სანაპირო, რომელიც საპატრიარქოს 49 წლით სარგებლობაში გადაეცა

მთავრობის წევრები დღეს კრწანისის ტყე-პარკში დიდ ინვესტიციებს „წინასწარმეტყველებენ“. “ბათუმელები” დაინტერესდა, ხომ არ აქვს ამ ტყე-პარკში რაიმე დაგეგმილი „ინვესტირების ფონდს“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, მაგრამ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება? მთავრობის ადმინისტრაციიდან ამ კითხვაზე ვერც დადებითი პასუხი მივიღეთ და ვერც უარყოფითი.

„თუ გადაწყვეტილი იყო გასხვისება, ორივე შემთხვევაში ეს უნდა მომხდარიყო აუქციონით და გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებდა სახელმწიფო… ცალკე საკითხია, თავიდან ტყე-პარკის გადაცემა, იყო შეზღუდვა, რომ მესამე პირს არ გადაცემოდა ქონება, შემდეგ ეს პირობა გაუქმდა, საბოლოოდ კი, ერთ მშვენიერ დღეს ვიგებთ, რომ მთავრობამ თურმე ერთი ქონება ჩაანაცვლა მეორეთი და ეს მეორე არის უფრო ძვირადღირებული… ამ შემთხვევაში ჩნდება გაცილებით სერიოზული კითხვები“, – აცხადებს სულხან სალაძე.

ვიდრე ბობოყვათის ტერიტორიას საქართველოს მთავრობა გაასხვისებდა, მანამდე ორი თვით ადრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ ადგილისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე წერილი მიიღო. წერილის ავტორი არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ნინო ინაიშვილია.

ბობოყვათის რეზიდენცია პეტრას ციხიდან

აუცილებელია არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭება პეტრას ნაქალაქარისთვის, რომელიც გაშენებული იყო პეტრას აკროპოლისის ჩრდილოეთით, ზღვის სანაპირო ზოლში, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე... ამ ტერიტორიისთვის არქეოლოგიური ზონის მინიჭების, ანუ ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდვა გამოიწვევს არქეოლოგიური მემკვიდრეობის განადგურებას, რაც ყოვლად დაუშვებელია“, – აღნიშნულია წერილში.

ქონების ეროვნული სააგენტოს პასუხი 2015 წლის 18 სექტემბრითაა დათარიღებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი 21 სექტემბერს მოაწერა ხელი განკარგულებას ამ ქონების საპატრიარქოსთვის გადაცემაზე.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პასუხად ნინო ინაიშვილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წერილები გადმოუგზავნა.

სააგენტოს წერილში აღნიშნულია: „ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად სამთავრობო რეზიდენციას მიენიჭოს არქეოლოგიური ზონის სტატუსი, მაგრამ დაუშვებელია, ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობის დაწყება მთლიანი ფართობის მეცნიერული შესწავლის გარეშე“.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წერილშიც მიუთითებს და „ბათუმელებთანაც“ ადასტურებს, რომ „თუ სამინისტროში წარმოდგენილი იქნება ზონის დადგენისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია, სამინისტრო განახორციელებს კანონით დადგენილ ყველა პროცედურას არქეოლოგიური ზონის დადგენის მიზნით და ამ დოკუმენტაციას გაუგზავნის საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად“.

„არქეოლოგიური დაცვის ზონა, ეს ძალიან მკაცრ რეგულაციებს გულისხმობს, რაც პროცესებს, თუნდაც პრივატიზაციისას ძალიან აქტიურად შეუშლიდა ხელს… სწორედ ამ პოზიციაზე ვდგავართ სააგენტოც და კულტურის სამინისტროც, რომ ინვესტორებს მივეხმაროთ რაც შეიძლება მაქსიმალურად“, განაცხადა „ბათუმელებთან“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ლომიტაშვილმა.

კითხვაზე, მიმართა თუ არა სააგენტომ შესაბამის ინსტანციებს ამ ტერიტორიისთვის სტატუსის მინიჭების პროცედურების დაწყების აუცილებლობაზე, დავით ლომიტაშვილი პასუხობს: „არ უთხოვია არავის და, შესაბამისად, ვერ გამოვიდოდი ინიციატორი. მე ვინც მომწერა, მას გავეცი პასუხი, რომ შევიკავოთ თავი არქეოლოგიური ზონის დადგენისგან, რადგან ინვესტორს ვაფრთხობთ“.

„ზოგადად, როცა ყიდი კულტურულ მემკვიდრეობას, მყიდველთან აფორმებ კონტრაქტს ამ მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაზე, მაგრამ ეკლესიის შემთხვევაში ასე არ ხდება. სააგენტო თავად ამბობს, რომ ის ვერ ჩაერევა, თუ ეკლესია რამეს აზიანებს, რადგან ეს არ არის მისი უფლებამოსილება. სააგენტო იმასაც ამბობს, რომ კონკორდატიდან გამომდინარე კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არ ვრცელდება ეკლესიაზე. თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელიც ეკლესიის საკუთრებაა რამე დაზიანდება, ან გაფუჭდება, ამაზე ვინ აგებს პასუხს, ამისი იდენტიფიცირება რთული იქნება“, – აცხადებს სულხან სალაძე.

„საპატრიარქოც იმ საერთო საკანონმდებლო სივრცეში უნდა მოექცეს, რასაც ჰქვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობა და თუ დაგეგმილი აქვს რაიმე მშენებლობა, მას ყველა ვარიანტში წინ უნდა უძღოდეს ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა“, – აცხადებს დავით ლომიტაშვილი. კითხვაზე – რამდენად ემორჩილება ეკლესია კანონს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, დავით ლომიტაშვილი პასუხობს: „ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი იქნება დილეტანტის… მე რას ვფიქრობ, ეს ნაკლებად დააინტერესებს საზოგადოებას, ვინაიდან საკითხი იურიდიულ ჭრილშია გადასული და, შესაბამისად, იურისტებმა უნდა გაგცენ პასუხი“.

რეზიდენციის შესასვლელი

იმავე კითხვაზე პასუხი „ბათუმელებმა“ ვერც სააგენტოს და ვერც ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურისტებისგან ვერ მიიღო.
იურისტი სულხან სალაძე კი აცხადებს, რომ „ვთქვათ, საპატრიარქომ გადაწყვიტა სასტუმროს ან თუნდაც ავტოფარეხის აშენება, ანუ სამუშაოები იწარმოებს ტერიტორიაზე, რომელიც იმავდროულად არის არქეოლოგიური ობიექტი. ამ შემთხვევაში რა ფორმით ჩაერევა შესაბამისი სამინისტრო? და მეორე მართალია, სააგენტო და სამინისტრო არ ყოფილა წინააღმდეგი ქონება გასხვისებულიყო, თუმცა სამინისტრო ამბობს, რომ თუ წარმოდგენილი იქნება დოკუმენტაცია, განიხილავს არქეოლოგიური ზონის დადგენის საკითხს – ამ შემთხვევაში ეკლესიის მონაწილეობა როგორი იქნება? თუ ეკლესია წინააღმდეგი წავა, რა მოხდება? ამაზე ადრე უნდა ეფიქრა ხელისუფლებას, ან შეიძლება არის რაღაც შეთანხმება და ეს პრობლემა არც დადგეს, არ ვიცი. უახლოესი პერიოდის პრაქტიკა კი ასეთია – სააგენტო ღიად აცხადებს, რომ ვერ ჩაერევა“.

“მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ტერიტორიის მომავალმა მესაკუთრემ, თუ მოხდება მისი გასხვისება, გაითვალისწინოს იქ არსებული ტერიტორიის სენსიტიურობა არქეოლოგიური თვალსაზრისით, რათა არ მოხდეს არქეოლოგიური ობიექტების უნებლიე დაზიანება“, – გვიპასუხეს სამინისტროში.

აღნიშნული მიმოწერითა და “ბათუმელებთან” გაკეთებული კომენტარით ირკვევა, რომ არქეოლოგიური ზონის დადგენის ინიციატივას არც სამინისტრო იჩენს.

იმის მაგალითი, რომ საპატრიარქო არ ითვალისწინებს ძეგლთა დაცვის სააგენტოს შენიშვნებს და რომ სააგენტო უძლურია კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას – სვეტიცხოველში შეცვლილი საფლავის ქვებითაც ნათელია. ასეთ მაგალითად ბათუმში ბარბარეს ეკლესიისა და ე.წ. პიაცასთან ნიკოლოზის ტაძრის “გარდასახვაც” გამოდგება; გარდა ამისა, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფრესკები ნადგურდება.
ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე შუასაუკუნეების ეკლესიის ნანგრევებიცაა აღმოჩენილი, თუმცა როცა ამ ტერიტორიის გასხვისებაზე განაცხადა მთავრობამ, საპატრიარქოს თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„ბათუმელებს“ ბობოყვათში ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე საპატრიარქოში უარი უთხრეს. „გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას და დაელოდეთ“, – გვიპასუხეს აქ.

ვის რა ინტერესები აქვს კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ჯამში 7 მილიონ კვ/მ ფართობს მოიცავს? – ეს პარკი 2010 წელს 1 ლარად გადაეცა საქართველოს ეკლესიას, რომელსაც ევალებოდა იქ არსებული ნარგავების მოვლა-პატრონობა, საზოგადოებისთვის ამ ქონების ხელმისაწვდომობის შენარჩუნება, გამწვანების ზოლში არათავსებადი ობიექტების მშენებლობის დაუშვებლობა; ერთ-ერთი პირობით კი, საპატრიარქოს ეკრძალებოდა ამ ქონების მესამე პირისთვის საკუთრებაში გადაცემა. 2014 წლის მარტში, საპატრიარქომ ითხოვა ამ პირობის გაუქმება და ირაკლი ღარიბაშვილმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. საპატრიარქომ ქონება მესამე პირს [შპს „კრწანისის პარკს“] გადასცა.

„ბათუმელებმა“ „კრწანისის პარკის” გენერალურ დირექტორთან, რატი ღვამბერიასთან დაკავშირება ვერც ადრე და ვერც ახლა ვერ მოახერხა. ვინ დააფინანსებდა ტყე-პარკის განაშენიანების სამუშაოებს, მიმდინარე წლის დასაწყისში გარკვეული არ იყო, თუმცა „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგი“ და საპატრიარქო თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ არ გაახმაურებდნენ „კრწანისის პარკის” საქმიანობასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას. როგორც მოგვიანებით რატი ღვამბერიამ მედიასთან განაცხადა, ტყე-პარკში დაგეგმილი პროექტი არ განხორციელდა.

„კრწანისის პარკის“ შექმნიდან დღემდე ტყე-პარკის ტერიტორიაზე რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა“, – უთხრა „ბათუმელებს“ საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკის განვითარების ფონდის დირექტორმა შალვა კემულარიამ [მამა დავითი], რომელსაც, მისივე თქმით, ტყე-პარკის ბობოყვათის რეზიდენციაზე გადაცვლის შესახებაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია.

”აუცილებელია ამ ტერიტორიის გახსნა ტურისტებისთვის”

 

 

რამდენად მოცულობითია უკვე ჩატარებული თუ ჩასატარებელი სამუშაოები?
არქეოლოგიური ძეგლები არის ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის (თუ აწი საპატრიარქოს) მთელ ტერიტორიაზე და მის ჩრდილოეთითაც (ყოფილი დასასვენებელი სახლის „სტრაიტელის“ ტერიტორიაზე აღმოჩენილია მარნის ნაშთები), შესაძლოა მდ. დეხვას შესართავამდე. ისინი სხვადასხვა პერიოდისაა _ დაწყებული დიუნური სამოსახლოთი (ძვ.წ.მე-8-მე-7 სს.), ქრონოლოგიურად მას მოსდევს ადრეანტიკური-ელინისტური ხანის სამაროვანი (ძვ.წ. მე-6 ს ბოლო-მე-2 საუკუნეები, რომელიც ძველი დიუნის ზოლს გასდევს, მისი გავრცელების საზღვრები არ არის დადგენილი, შესწავლილია მხოლოდ მცირე მონაკვეთი; ახ.წ. მე-4-6 საუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები: ორი აბანო, სასახლე და ეკლესია. ერთი აბანო მდებარეობს რეზიდენციის შენობიდან 3 მ-ის დაშორებით, მეორე მისგან აღმოსავლეთით, 70 მ-ის დაშორებით (იგი ამჟამად დამარხულია); სასახლე გაითხარა ამ ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში და 600 კვ.მ. ფართობს მოიცავს. ეკლესიის ნანგრევები კი მდებარეობს ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, მისი ნაწილი შემომზღუდავი ღობის გარეთ ხვდება. უკვე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები და გამოვლენილი ძეგლების ტოპოგრაფია (ე.ი. გავრცელება) მიუთითებს იმაზე, რომ არქეოლოგიურად შესასწავლია მთლიანი ტერიტორია, უკვე შესწავლილის გამოკლებით, რომელიც ძალზე მცირე ნაწილია.

1983-1988 წლებში შესრულებულია ის სამუშაოები, რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ. ეს იყო გადარჩენითი ხასიათის არქეოლოგიური სამუშაოები. ჩვენ ვთხრიდით იქ, სადაც დაგეგმილი იყო მშენებლობა და ვათავისუფლებდით ტერიტორიას მშენებლობისთვის. ერთადერთი ნაგებობა, რომელიც გაითხარა შემდგომ წლებში, იყო ნაეკლესიარი. როცა დაიგეგმა ტერიტორიის ხელახალი შემოღობვა, მივიღეთ ნებართვა და მცირეოდენი თანხა მის შესასწავლად. ანუ, არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა ხდებოდა არა სამეცნიერო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მშენებლობის ინტერესების გათვალისწინებით. ამგვარ გათხრებს ვეძახით გადარჩენითი ხასიათის გათხრებს.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი არქეოლოგიურად და რითია განსაკუთრებით ღირებული აღნიშნული ტერიტორია?
აქ გამოვლენილი ანტიკური და ადრებიზანტიური ხანის არქეოლოგიური ძეგლები ძალზე მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის ანუ ჩვენი წინაპრების ანტიკურ და ბიზანტიურ ცივილიზაციებთან ურთიერთობების კვლევის შესასწავლად, არამედ ეს ძეგლები იძლევა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას თვით ამ ცივილიზაციების შესწავლისათვის, კულტურული მიღწევებისა და ურთიერთგაცვლის პროცესების შესწავლისათვის, რასაც ადგილი ჰქონდა შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში ანტიკურსა და ბიზანტიურ ხანაში ანუ იმ ცივილიზებულ სამყაროში, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნოდით.



რა მოლოდინი არსებობს ამ ტერიტორიის ბოლომდე შესწავლის შემთხვევაში?
უკვე გამოვლენილი ძეგლები და არქეოლოგიური არტეფაქტები ციხისძირის მიდამოებში შესწავლილ სხვა ძეგლებთან (პეტრას ციხე) კონტექსტში საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ არქეოლოგებს გვქონდეს დასაბუთებული ვარაუდისა იმისა, რომ აქ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენაა მოსალოდნელი. საქართველოს ისტორიისათვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ზღვისპირეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაქალაქარის მეცნიერული შესწავლა, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს არქეოლოგიური მონაცემებს.
წარმოდგენა რომ შეგვექმნას, რასთან გვაქვს საქმე, უკვე არსებულ ძეგლთან გავავლებ პარალელს: გონიო-აფსაროსი, სოხუმი-სებასტოპოლისი, პიტიუნტი-ბიჭვინთა, ასევე ქრონოლოგიურად და ტიპოლოგიურად მსგავსი ძეგლებია აღმოჩენილი ყირიმის სანაპიროზე, შავი ზღვის, ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

 

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მიენიჭოს სტატუსი და თქვენ რას აპირებთ ამ კუთხით?
ვფიქრობ, რომ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელთაც ევალებათ არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა, მოვთხოვოთ ამ ტერიტორიისათვის არქეოლოგიური ზონის მინიჭება. შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს უკვე გამოვლენილი ცალკეული ძეგლისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებითა და მისი დამცავი ზონის განსაზღვრით და ეს პროცესი აუცილებლად მიგვიყვანს არქეოლოგიური ზონის სტატუსამდე. ასევე, ვაპირებთ, ხელისუფლებას მოვთხოვოთ, არქიტექტურული ძეგლების კონსერვაცია და საპრეზენტაციოდ მომზადება. ბოლოს და ბოლოს აუცილებელია ამ ტერიტორიის გახსნა ტურისტებისათვის.

 

ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეთ?
ხელისუფლების მიერ აღნიშნული ტერიტორიის გაყიდვის, გაჩუქების თუ გადაცემის ფაქტს მე არ შევაფასებ. მაგრამ, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვაზე. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რატომ ამბობს სახელმწიფო უარს მიანიჭოს აღნიშნულ ტერიტორიას არქეოლოგიური ზონის სტატუსი, რითაც ის, ფაქტობრივად, სამართლებრივი დაცვის გარეშე ტოვებს ასეთ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს. ბოლოს და ბოლოს მაინტერესებს, არსებობს თუ არა ძეგლთა დაცვის სისტემა ამ ქვეყანაში? [ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ძეგლთა დაცვის სისტემა აღარ არსებობს].

 

ქობულეთში რაგბის სტადიონი გაიხსნა

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სტადიონზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი და მაყურებელთა ტრიბუნა, ასევე აშენდა გასახდელი.

განახლებულ სტადიონზე, გახსნის დღესვე, რაგბში ქობულეთის ღია პირველობა გაიმართა 2001-2002 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის, რომელშიც ქობულეთის, ბათუმის, ფოთის, ქუთაისისა და წყალტუბოს გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ჩემპიონატში 120-მა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულები ორგანიზატორების მიერ თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

აქცია ჟურნალისტის მხარდასაჭერად

როგორც გუშინ “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ქობულეთის პოლიციის უფროს ზაქარია გურჩიანის საქმეზე  გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ. 

ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან

 

იყიდება ერთოთახიანი ბინის შავი კარკასი იაფად

 

ქალაქ ბათუმში, იყიდება 42 კვ.მ ფართობი ბინის შავი კარკასი ბაგრატიონის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში. ფასი: 15 000.

მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;

ტელ.: (0422) 24 85 85

მითები და რეალობა ორსულობაზე

ქალბატონო სოფო, რამდენად საზიანოა ორსულისთვის თმის შეღებვა ან ფრჩხილის ლაქის წასმა? რამდენად რეალურია ის მოსაზრება, რომ ტოქსიკური ნივთიერებები ნაყოფამდე აღწევს და საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას?

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თმის საღებავში შემავალ ნივთიერებებს კანი შეიწოვს მინიმალური რაოდენობით, ამიტომ მას პრაქტიკულად არ აქვს მავნე ზემოქმედება ნაყოფზე, თუმცა, უფრო მეტი სიფრთხილისთვის, ნაჩვენებია თავშეკავება თმის შეღებვისგან პირველ ტრიმესტრში (ორსულობის 13 კვირამდე). ორსულებმა უნდა გამოიყენონ მაქსიმალურად ნატურალური შემადგენლობის თმის საღებავი. სასურველია კანის მცირე მონაკვეთზე წინასწარ დაიტანონ საღებავის მცირე რაოდენობა და დააკვირდნენ, რომ გამოირიცხოს ალერგიული რეაქცია. სახლის პირობებში შეღებვისას ორსულს ხელზე უნდა ეკეთოს რეზინის ხელთათმანი, ოთახი კი უნდა ნიავდებოდეს. გარდა ამისა, საღებავი არ უნდა გაიჩეროს თმაზე განსაზღვრულზე მეტ ხანს და ბოლოს, გულდასმით უნდა ჩამოირეცხოს თავიდან გამდინარე წყლით.
რაც შეეხება ფრჩხილის ლაქის გამოყენებას ორსულობის დროს, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ფრჩხილის ლაქში შემავალი ქიმიური ნივთიერებები – ფორმალდეჰიდი და ტოლუინი, სახიფათოა როგორც ნაყოფისთვის, ასევე დედის ჯანმრთელობისთვის; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით შეისუნთქავ. ამ მხრივ შედარებით მაღალი რისკის ქვეშ არიან სალონში მომუშავე ორსულები. თუმცა ასეთი ლაქის იშვიათი გამოყენება არ იწვევს უარყოფით ზეგავლენას ნაყოფზე. და მაინც, უსაფრთხოების მიზნით ნაჩვენებია იმ მანიკურის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს ფორმალდეჰიდსა და ტოლუინს. მის მოსაშორებლად აცეტონის პერიოდული მოხმარებაც ასევე უსაფრთხოა.

რამდენად რეალურია, რომ ორსულისთვის საფრთხეს წარმოადგენს სახლში კატის ყოლა და რომ იმ ვირუსის გამო, რომელსაც კატა ავრცელებს, ორსულს შესაძლოა ნაყოფი მოშორდეს?

კატები დიდ როლს თამაშობენ ისეთი პარაზიტის გავრცელებაში, როგორიცაა ტოქსოპლაზმა. აღნიშნული პარაზიტი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ნაყოფს, როდესაც დედა პირველად ინფიცირდება ორსულობამდე 6 თვის განმავლობაში ან უშუალოდ ორსულობის დროს. იგი, როგორც წესი, აზიანებს ნაყოფის მხედველობის ორგანოს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას. თუკი ქალს ტოქსოპლაზმოზი გადატანილი აქვს ორსულობამდე 6 თვით და მეტი ხნით ადრე, მას უყალიბდება იმუნიტეტი, რომელიც იცავს ნაყოფს პარაზიტის ზემოქმედებისგან, ამიტომ ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, სასურველია გაკეთდეს სისხლის სეროლოგიური ანალიზი, ტოქსოპლაზმისადმი იმუნური სტატუსის განსაზღვრის მიზნით. თუკი ორსულს არ გააჩნია აღნიშნული იმუნიტეტი, მან აუცილებლად უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები კატის მოვლისას: კატის ტუალეტს უნდა მოუაროს ოჯახის სხვა წევრმა. დამხმარეს არყოლის შემთხვევაში იხმაროს ერთჯერადი ხელთათმანი, შემდგომ ხელები გულდასმით დაიბანოს თბილი წყლითა და საპნით. კატის ტუალეტი უნდა გამოიცვალოს ყოველდღიურად. საკვებად მიეცეს მზა, ქარხნულად დამზადებული და არა უმი ხორცი; გყვავდეთ ცხოველი შინ; არ მოიყვანოთ ორსულობის პერიოდში სახლში ახალი, განსაკუთრებით მაწანწალა კატა.

არის თუ არა რაიმე შეზღუდვა ორსულებისთვის ზღვაში ბანაობასთან დაკავშირებით?

ზოგადად, ცურვა ორსული ქალისათვის ძალიან სასარგებლოა. დადებითად მოქმედებს დედის ძვალ-სახსროვან, კუნთოვან, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ზღვაში ცურვა აბსოლუტურად დასაშვებია, თუმცა აქაც საჭიროა გარკვეული უსაფრთხოების დაცვა. თავიდან უნდა იქნას აცილებული წყლის ყლაპვა, რათა ორგანიზმში არ მოხვდეს ნარჩენები, ტოქსიკური ნივთიერებები და სხვადასხვა მიკროორგანიზმი. დაუშვებელია ცურვა ღელვის დროს, ერთბაშად ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, დიდი ხნით მზის გულზე გაჩერება.

თუ არსებობს რაიმე შეზღუდვები ორსულობის დროს სქესობრივ კავშირთან დაკავშირებით?
ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს, სქესობრივი კონტაქტი დასაშვებია მთელი ორსულობის მანძილზე. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა: პლაცენტის წინმდებარეობა, საშვილოსნოს ყელის უკმარისობა, ყელის გახსნა, სისხლიანი გამონადენი საშოდან, მოსალოდნელი აბორტი და ნაადრევი მშობიარობა, სანაყოფე გარსების მთლიანობის დარღვევა ე.წ. წყლების დაღვრა, ჭარბი გამონადენი საშოდან, სქესობრივად გადამდები ინფექციების არსებობა და ა.შ.

რამდენად მავნეა ნაყოფისთვის სიგარეტის მოწევა ორსულობის პერიოდში?
ნაყოფზე ისეთი მავნე ნივთიერებების გავლენა, როგორიცაა ნიკოტინი, ალკოჰოლი, მარიხუანა, ოპიატები, კოკაინი, მეტამფიტამინები, შესწავლის საგანია 60-80-იანი წლებიდან მოყოლებული. ცნობილია, რომ ყველა ეს ნივთიერება პლაცენტურ ბარიერს გადის, აკუმულირდება პლაცენტაში, სანაყოფე წყლებსა და ნაყოფის პლაზმაში და უარყოფით გავლენას ახდენს მასზე. ორსულობის რვა კვირამდე – ემბრიონულ პერიოდში მათ აქვთ ტერატოგენული ზემოქმედება, ხოლო შედგომ – ფეტალურ პერიოდში იწვევენ ზრდის მომწიფებისა და განვითარების შეფერხებას.

ქირავდება ბინა ქალაქის ცენტრში ერთი წლით

 

ქალაქის ცენტრში (ძველ მერიასთან) ქირავდება (ერთი ან ორი წლით) სამოთახიანი, არასტანდარტული (90 კვ/მ), იზოლირებული ბინა მე-3 სართული აივნებით, ბუნებრივი აირით, ავეჯით, ცივი და ცხელი წყლით, ბოჭკოვანი ინტერნეტითა და კაბელური ტელევიზიით.

ფასი: 300 აშშ დოლარი.

მობ.: 577 203 103, ტელ.: 27 95 98.


კერვის შემსწავლელი ოთახი შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში

 

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცენტრში კერვის შემსწავლელი ოთახის მიზანია დაეხმაროს შშმ პირებს უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ცენტრის სადღეღამისო თავშესაფარში მყოფ მარტოხელა დედებს კი – პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებაში.

 

გარდა ამისა, ცენტრის თანამშრომლებს პროფესიონალი მკერავი გადაამზადებს, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ ახალი ბენეფიციარებისთვის დახმარება.

 

 

ცენტრს საკერავი მანქანები „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ ერთ-ერთმა წევრმა კომპანიამ „BTM ტექსტილმა“ გადასცა.

 


ქობულეთის პოლიციის უფროსზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

 

როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ქობულეთის პოლიციის უფროსზე, ზაქარია გურჩიანის საქმეზე  გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. 

გუშინ, 30 სექტემბერს, ქობულეთში, აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს ავტომანქანა გაიტაცეს. ამის შესახებ პოლიციას ტელევიზიის ჟურნალისტმა, ნინო ინაიშვილმა შეატყობინა. შეტყობინებიდან გარკვეულ პერიოდში, დაახლოებით ღამის 10 საათიდან სამი საათის განმავლობაში ჟურნალისტი  პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი დაკითხეს, სადაც ის მოყვა თუ როგორ გაიტაცეს მანქანა. დაკითხვიდან გამოსულ ჟურნალისტს სამმართველოს ეზოში დახვდა ქობულეთის პოლიციის უფროსი – ზაქარია გურჩიანი და მას ჩვენების შეცვლა სთხოვა. პოლიციის უფროსთან ერთად პოლიციის ეზოში იმყოფებოდნენ სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი და მისივე ადვოკატი.

იყიდება ბათუმში სახლი, მიწის ნაკვეთით

 

გენერალ ა. აბაშიძის ქუჩის ბოლოში იყიდება ორსართულიანი, 180 კვ/მ ფართობის, კერძო კაპიტალური სახლი მიწის ნაკვეთით (670 კვ/მ), ძველი გარემონტებული. ფასი: 56 ათასი აშშ დოლარი.

მობ: 555 12 69 12; 571 12 69 12

იყიდება ბინა ინასარიძის ქუჩაზე

 

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ახალაშენებული სახლის მე-9 სართულზე სასწრაფოდ იყიდება სამოთახიანი, 80 კვ/მ ფართობის გარემონტებული ბინა. ფასი: 57 ათასი აშშ დოლარი.

 

მობ: 555 12 69 12; 571 12 69 12

ფარული ჩანაწერი – ქობულეთის პოლიციის უფროსი ჟურნალისტს ჩვენების შეცვლას აიძულებს

 

ზაქარია გურჩიანი, ქობულეთის პოლიციის უფროსი
ზაქარია გურჩიანი, ქობულეთის პოლიციის უფროსი

ავტომანქანა, რომელიც აჭარის ტელევიზიის სარგებლობაშია, ქობულეთში გუშინ, 30 სექტემბერს გაიტაცეს და დაამტვრიეს. სავარაუდო გამტაცებელი ქობულეთის გამგებლის მოადგილის, რატი მეგრელიძის ნათესავია. ჟურნალისტთან საუბარში ზაქარია გურჩიანი ამბობს, რომ „მეგობარმა“, „ახლობელმა“ დაურეკა ამ საქმეზე. ჩანაწერის მიხედვით დასტურდება, რომ ზაქარია გურჩიანი თითქმის 20 წუთის განმავლობაში არ იშურებს ძალისხმევას ჟურნალისტი დაითანხმოს ჩვენების შეცვლაზე.

 

 

ჟურნალისტ ნინო ინაიშვილის მიმართ წუხელ მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ სხვადასხვა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა. მისგან ყველა ერთ რამეს – ჩვენების შეცვლას ითხოვდა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციისთვის ცნობილია სავარაუდო ბრალდებულის ზუსტი ვინაობა, მაგრამ, ჯერჯერობით, ის არ დაუკავებიათ. გატაცების ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს.

 

 

 

საზღვაო აკადემია კვლავ საწვრთნელი გემის გარეშე და რეიტინგული სპეციალობები

საზღვაო აკადემია

საზღვაო აკადემიამ წელს თითქმის ყველა პროგრამული მიმართულება ასი პროცენტით დააკომპლექტა. რამდენიმე ვაკანსია დარჩა ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაციის პროგრამაზე, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა. დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში, აბდულ კახიძე ამბობს, რომ გასულ წელს ამ მიმართულებაზე ოთხი სტუდენტი მიიღეს, წელს კი – 21: „პროგრამა ახალია, მაგრამ წელს კონტინგენტი მაინც გაიზარდა. მხოლოდ ოთხი ადგილი დაგვრჩა თავისუფალი. ასი პროცენტით დაკომპლექტდა საზღვაო ნავიგაციის, გემის, მექანიკისა და ელექტრომექანიკის მიმართულებები“.

აბდულ კახიძის ინფორმაციით, კვლავ რეიტინგულია გადაზიდვები და ლოჯისტიკა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, ნავსადგურის მენეჯმენტზე 50 ადგილიდან 44 შეივსო. საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი, რომელიც აკადემიამ გასულ წელს დაამატა, მთლიანად დაკომპლექტდა. ამ სპეციალობაზე სულ 50 ადგილი იყო გამოყოფილი.

ყველაზე მოთხოვნადი ამჯერადაც საზღვაო სპეციალობებია. საზღვაო სპეციალობებზე გასულ წელს ერთი გოგონა სწავლობდა, წელს კი ორი გოგონა ჩაირიცხა. გენდერული თვალსაზრისით, საზღვაო სპეციალობებზე ბიჭები სჭარბობენ, ბიზნესისა და მართვის პროგრამებზე კი – (70 პროცენტი) გოგონები არიან.

აბდულ კახიძე ამბობს, რომ საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი თავიდანვე მოთხოვნადი იყო, ხოლო იმ მიმართულებებზე, სადაც ძირითადი მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნებია, მოთხოვნა მცირდება.

აბდულ კახიძე

„2011 წლამდე საზღვაო სპეციალობებზე მიღება გვქონდა მხოლოდ მათემატიკით. გამომდინარე იქედან, რომ მთელ ქვეყანაში მათემატიკის მცოდნეების ფონი კლებულობს, კონტინგენტის შევსებასთან დაკავშირებით პრობლემები გაგვიჩნდა. ამის გამო დამატებით დავუშვით გეოგრაფიაც. ამან მიღება გამოასწორა, თუმცა გააუარესა სწავლა. შარშან გემთმექანიკურ სპეციალობაზე მათემატიკით სტუდენტები არ მიგვიღია, წელს ცოტათი გაიზარდა მათემატიკით მიღებულთა წილი. გეოგრაფიით მოხვედრილ სტუდენტებს გაუჭირდათ მათემატიკის სწავლა, მაგრამ მათთვის აკადემიამ დამატებითი საათები დანიშნა მათემატიკაში“.

აბდულ კახიძის აზრით, მათემატიკის შესუსტება საბლოოდ ბაზარზე სპეციალისტების დეფიციტს გამოიწვევს: „ქვეყანა წინ ვერ წავა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების გარეშე. მთელ მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ მაღალტექნოლოგიური წარმოებები განვითარებად ქვეყნებში გადაიტანონ, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკის ზრდას იწვევს. საქართველოში კი, სამწუხაროდ, არავინ არ მორბის, რადგან სპეციალისტების დეფიციტია და არ არსებობს საკმარისი რესურსი, აქ შესაბამისი ბაზები რომ მოამზადონ“.

 

საზღვაო აკადემიის სპეციალობები სახელმწიფო პრიორიტეტულ მიმართულებებში არ შედის. როგორც აკადემიაში ამბობენ, იმისათვის, რომ აკადემიამ სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს, ის სამივე საფეხურის განათლებას უნდა უზრუნველყოფდეს. აკადემიას კი დოქტორანტურის საფეხური არ აქვს.

„წელს სტრატეგიულ გეგმაში შევიტანეთ მინიმუმ ორი სადოქტორო პროგრამის ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოგცემს გემთმექანიკური და ელექტრომექანიკური დისციპლინები წარვადგინოთ სახელმწიფო დაფინანსებაზე“, – ამბობს აბდულ კახიძე.

რაც შეეხება საწვრთნელ გემს, რომლის შესყიდვასაც აკადემია რამდენიმე წელია ცდილობს, ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას. აკადემია გემის შესაძენად საჭირო თანხის გამოყოფას აჭარის მთავრობას სთხოვს, რისთვისაც უმაღლესი საბჭოს თანხმობაა საჭირო. აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ აკადემიამ ამისთვის ბიზნესგეგმა უნდა წარადგინოს.

„ბიზნესგეგმა გულისხმობს იმას, თუ როგორ მოხდება ამ გემის ექსპლუატაცია შემდგომში, რადგან გემს თავისი ხარჯები აქვს. არ ვიცი ქართულ კანონმდებლობაში როგორ არის, მაგრამ სასწავლო მიზნებისთვის განკუთვნილი გემი ბევრ ქვეყანაში საპორტო მოსაკრებელს არ იხდის, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს ხარჯზეა. გარდა ამისა, გემს სჭირდება კომპეტენტური ეკიპაჟი, რისი შენახვაც საკმაოდ ძვირია. გვჭირდება საწვავი და ტექნიკური უზრუნველყოფაც“.

რექტორის მოადგილის თქმით, აკადემიას შეუძლია პრაქტიკისთვის სხვა საზღვაო სასწავლებლებიდან მოიწვიოს სტუდენტები და ამით გემის შენახვისთვის საჭირო ფინანსური რესურსი მოიძიოს. „2013 წელს ჩვენ გვქონდა ტურები, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ არსებობს მოთხოვნა თურქეთიდან და აფრიკიდან, კერძოდ, ნიგერიიდან. ნიგერიის მოსახლება 135 მილიონია და ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელი ქვეყანაა. ისინი დაინტერესული არიან საკუთარი ეკიპაჟით გაიტანონ ნავთობი“.

აბდულ კახიძე ამბობს, რომ საწვრთნელი გემები ძვირადღირებულია, მისი საშუალო ფასი 25-30 მილიონ დოლარამდეა, ამ ღირებულების გემს კი აკადემია ვერ შეიძენს:

„ყველა გემს თავისი კლასი აქვს მინიჭებული. უკლასო გემზე გავლილ პრაქტიკანტს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კვალიფიკაციას არ მიანიჭებს. ბუნებრივია, ასეთ გემს ვერ ვიყიდით. 10-15 წლის გემი რომ შევისყიდოთ, თავისი მოწყობილობებით დაახლოებით 2 მილიონი ან მეტიც დაგვიჯდება“.

აბდულ კახიძის ინფორმაციით, გემის შესყიდვის საკითხი ძალაშია და რექტორი უმაღლეს საბჭოს ბიზნესგეგმას მალე წარუდგენს.

აჭარაში ას წელს გადაცილებული 45 მოქალაქე ცხოვრობს

 

მერი გიგინეიშვილი
მერი გიგინეიშვილი

ჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აჭარაში 42 360 ხანდაზმული მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 65 წლიდან ზემოთ,  100 და მეტი წლის ასაკის კი _ 45 მოქალაქე. 

სამინისტრომ 2015 წელს პროგრამის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარება“ ფარგლებში 100 წელს გადაცილებულ 45 მოქალაქეს 1000 ლარი გადასცა. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო ხანდაზმულ მოქალაქეებს უზრუნველყოფს გადაადგილების საშუალებებით, ისინი ასევე ჩართულნი არიან ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში. 



თაღლითობაში ბრალდებული პოლიციის ინსპექტორი

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ შსს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ემზარ პაპიძემ როცა გაიგო, რომ მისი ნაცნობის – შორენა მ.-ს საქმეს [პირადი მოტივით დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ოფიციალური დოკუმენტის ანგარების მიზნით შეძენა] გონიოს პოლიციის განყოფილება იძიებდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მისთვის თანხის გამოძალვა განიზრახა.

 

პროკურორის მტკიცებით, პოლიციელი ნაცნობს – შორენა მ.-ს შეჰპირდა, რომ ახლობელი ადვოკატის მეშვეობით, თანხის სანაცვლოდ, მის საქმეს სასურველი შედეგით დაასრულებდა. პროკურორთან და მოსამართლესთან საქმის მოგვარების სანაცვლოდ კი ბრალდებულისგან 300 ლარი აიღო – ჯერ 200, მოგვიანებით კი – 100 ლარი.

 

წინასასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ მოწმის სახით დაიკითხება პროკურორი დავით ხარძეიშვილი: ადვოკატებმა აღმოაჩინეს, რომ პროკურატურისგან მიღებულ 42-ფურცლიან საქმეს ერთი ფურცელი აკლდა. პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ თქვა, რომ ის ერთი ფურცელი იყო ყდა.

 

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ თუ ერთი ფურცელი აკლია საქმეს, შესაძლოა 7 ფურცელი შეცვლილი იყოს არა, ვთქვათ, პროკურორის, არამედ იმ ადამიანის მიერ, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა.

 

პროკურორის თქმით, კი საქმე ელექტრონული წესით ბაზებში ინახება და წვდომა მასთან უცხო პირებს არ აქვთ.
ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ დაზარალებულის სისხლის სამართლის საქმე, როგორც მტკიცებულება, ბრალდების მხარეს სასამართლოსგან უნდა გამოეთხოვა და არა პროკურატურის ბაზებიდან.

 

ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ პროკურორს ჰკითხა, თუ საქმე ელექტრონული წესით ინახებოდა, მაშინ რა ყდა ჰქონდა მას. „ჩვენ პროკურორის კეთილსინდისიერებაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები“, – თქვა ადვოკატმა.

 

ჯერჯერობით უცნობია პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს დაურთავს თუ არა საქმის მასალებს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე. სასამართლო პროცესი მოსამართლის ინიციატივით გადაიდო. დაცვის მხარე პოლიციელის საქმეში მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას სადაოს ხდის.

 

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს პროკურორი ბრალდებული პოლიციელის პატიმრობას ითხოვდა. მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა, რადგან ეს დანაშაული ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

„მას შემდეგ, რაც ემზარ პაპიძე მხილებული იქნა დანაშაულის ჩადენაში (2015 წლის 28 ივლისის ღამეს მიმდინარეობდა მისი დაკავების ოპერაცია), ის საგამოძიებო ჯგუფის შემჩნევისას მიიმალა – მისი დაკავება რამდენიმეწუთიანი დევნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მტკიცებულება მიმალვაში ყოფნის დროს გაანადგურა… თავისი უკანონო ქმედებით უსაფუძვლოდ ჩრდილი მიაყენა საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების კეთილსინდისიერ საქმიანობას, რეპუტაციასა და ავტორიტეტს. მან შელახა სახელმწიფოებრივი ინტერესი“, – წერია პროკურატურის დადგენილებაში.

 

სასამართლომ ბრალდებული გირაოს – 20 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში ახსნა, თუ რატომ მოიქცა ასე: ბრალდებული დაკავებულია მისსავე კაბინეტში, რაც ვერ ადასტურებს პროკურორის ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ თითქოს ბრალდებული მიიმალა. ის, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა თანხა, სასამართლოსთვის არ ნიშნავს, რომ ბრალდებულმა მტკიცებულება გაანადგურა. „მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარესაა“, – თქვა მოსამართლემ.

 

ასეთ გარემოებას – ბრალდებულმა დააზიანა მნიშვნელოვნად ფასეული ინტერესი [პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების], არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი რეკომენდაციებით და საქართველოს კანონმდებლობა აღკვეთის ღონისძიების, მითუმეტეს პატიმრობის გამოყენების საფუძვლად თუ საფრთხედ, არ იცნობს, – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა ბრალდების მხარეს დასაბუთებული არ ჰქონდა.

აჭარის სოფლებში წყალი ფასიანი ხდება

 

ვიდრე მუნიციპალიტეტები მათთვის მინიჭებული უფლებებით ვერ ან არ სარგებლობენ, ქვეყნის მთავრობა აჭარაში ახალი წყალმომარაგების კომპანიის შექმნას, ან უკვე მოქმედის შემოყვანას გეგმავს. ახალი გაერთიანებული კომპანია ხუთივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება, რაც, ფაქტობრივად, ახალი მონოპოლისტის გამოჩენა იქნება რეგიონში. სემეკიც ტარიფებს ახალ კომპანიას დაუდგენს, გადასახადი კი სოფლის მოსახლეობისთვის არც თუ ისე მისაღებია. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მიზანი – მოსახლეობის ხარისხიანი და 24-საათიანი წყალმომარაგებაა. თუმცა, ამ ყველაფრის უკან დონორების მიერ აჭარის სოფლებისთვის უკვე გამოყოფილი მილიონობით ევროს ათვისებაც დგას.

 

მაღალმთიანი აჭარა [მანანა ქველიაშვილის ფოტო]

 

ვინ უზრუნველყოფს წყალმომარაგებას დაბებსა და სოფლებში – ამ საკითხზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და წყალმომარაგების სამსახურების ხელმძღვანელებს ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე სამთავრობო შენობაში, დახურულ კარს მიღმა 16 სექტემბერს შეხვდნენ [„ბათუმელებთან“ დეტალებზე შეხვედრის მონაწილეები ღიად არ საუბრობენ, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ გაერთიანებული კომპანიის შექმნის წინააღმდეგი იყო თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი].

 

იმავე დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, გაუქმდა შპს „შუახევის წყალკანალის“ წყალმომარაგების ლიცენზია. 25 სექტემბერს სემეკმა „ხულოს წყალკანალის“, „ქობულეთის სოფლის წყალისა“ და „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ლიცენზიები გააუქმა. სემეკში ასევე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქედის წყალკანალისთვის“ ლიცენზიის გაუქმებაზეც. შესაბამისი აქტის გამოცემის ბოლო ვადად 2015 წლის 20 ოქტომბერია ჩანიშნული. რის საფუძველზე უქმდება ლიცენზიები? – “ბათუმელები“ სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიგა მანდარიას დაუკავშირდა.

 

„ის შპს-ები, რომლებსაც აქვთ ლიცენზია, უნდა ამარაგებდნენ მოსახლეობას სასმელი წყლით, მაგრამ ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში ოპერირებდა არა ჩვენ მიერ ლიცენზიებგაცემული კომპანიები, არამედ ააიპ-ები, ანუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ორგანოები. შესაბამისად, ლიცენზიის არსებობა, თავისი შინაარსით, ისედაც აზრს კარგავდა“, – განაცხადა გიგა მანდარიამ.ლიცენზიანტების საკითხი „ბათუმელებმაც“ გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ზოგ მუნიციპალიტეტში, სემეკის ინფორმაციისგან განსხვავებით, სწორედ ლიცენზიანტი კომპანია ოპერირებს და არა – ააიპ-ი. იქ კი, სადაც ააიპ-ი ზრუნავს წყალმომარაგებაზე, აცხადებენ, რომ მათ შპს თავის დროზე სწორედ ლიცენზიისა და ტარიფების შემოღების მიზნით შექმნეს – ლიცენზიები მიიღეს, თუმცა, შემდგომ ტარიფების დადგენაზე სემეკმა უარი უთხრა.

 

სემეკში „ბათუმელებს“ ისიც უთხრეს, რომ ლიცენზიანტმა კომპანიებმა თავად მიმართეს ლიცენზიის გაუქმებაზე. თუმცა, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალში“ თქვეს, რომ სემეკისთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავთ.  „არ მიგვიმართავს ლიცენზიის გაუქმების თხოვნით. პირიქით, ხელვაჩაურში ჩვენი შპს ოპერირებს… რაც შეეხება ტარიფებს, როცა ქუთაისში იყო სემეკის ოფისი, მაშინ ვწერდით და არ დაგვიდგინეს ტარიფი“, – განაცხადა „ხელვაჩაურის წყალკანალის“ დირექტორმა ჯემალ შავლიძემ. მისივე თქმით, მიმდინარეობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები… უკვე 9 მილიონი ლარის ქონებას ფლობს კომპანია და თუ ლიცენზიას ჩამოართმევენ, „დავარქმევთ ტექნიკურ წყალს, გავმართავთ სისტემას და შემდეგ ვიზრუნებთ ლიცენზიასა და ტარიფებზე“.

 

ა[ა]იპ „ქობულეთის სოფლის წყლის“ ხელმძღვანელის ჯემალ გოლიაძის თქმით, ამჟამად ლიცენზიის მქონე შპს-ს მუშაობა შეჩერებულია: „სემეკმა მოგვთხოვა – ახლა გავაუქმებთ ლიცენზიას და როცა შპს ამუშავდება, შემდეგ აღვადგინოთო. თავის დროზე ტარიფის დასადგენად შევქმენით ეს კომპანია, ლიცენზიაც მივიღეთ, მაგრამ როცა ჩავედით 2011 წელს, ტარიფი აღარ დაგვიდგინა სემეკმა. შპს-ს ვეღარ დააფინანსებდა მუნიციპალიტეტი, ამიტომ ისევ ააიპ-მა გააგრძელა სოფლების წყალმომარაგებაზე მუშაობა. სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავასთანაც ვიყავით, გვითხრეს – ტარიფი რომ დაგიდგინოთ, 2 წლის შიგნით უნდა მოხდეს მთლიანი გამრიცხველიანებაო. ჩვენ ავუხსენით, რომ 17 ათასი აბონენტის გამრიცხველიანება ასე მოკლე დროში არარეალურია. შემდეგ გვითხრეს, რომ ააიპ-ს გაეგრძელებინა მუშაობა“.

 

ჯემალ გოლიაძის განცხადებით, ყველა ახალ პროექტში გათვალისწინებული აქვთ  გამრიცხველიანება: „2016 წლის ბოლოსთვის დამთავრდება ეს ახალი პროექტები – 80% გვეყოლება გამრიცხველიანებული. მერე უკვე მივმართავთ სემეკს შპს-ს სახით ტარიფის დადგენაზე. სემეკში გვითხრეს, როცა ტარიფზე განაცხადს შევიტანთ, პარალელურად საბუთები შევიტანოთ ლიცენზიის მოთხოვნაზეც, თორემ დღეს ჯარიმები დაგეკისრებათო. არ გვაქვს იმდენი რესურსი, ჯარიმები ვიხადოთ“.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის განცხადებით, ქედაშიც  ლიცენზიანტი შპს ოპერირებს, თუმცა სემეკს ლიცენზიის გაუქმებაზე წერილი მაინც მისწერეს: „სემეკმა მოითხოვა ტონა წყალზე მოსახლეობისთვის გადასახადი ყოფილიყო 1 ლარი, ხოლო კომერციულზე – 4,5 ლარი. ეს კოლოსალური თანხაა და ამ ტარიფის გადახდისუნარიანი მოსახლეობა ჩვენ არ გვყავს. სემეკმა ერთი თვის წინ მოგვთხოვა სისტემატიზაციაში მოგვეყვანა წყალმომარაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებთო. წყალს კი მოვიპოვებთ, მაგრამ დანაკარგია დიდი და ჯარიმის გადახდა შეუძლებელი იქნება. ამიტომ არაფერში მჭირდება ლიცენზია. არსებობს საკრებულოს 2007 წლის დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს ტარიფს, როგორც გამრიცხველიანებულ, ასევე გაუმრიცხველიანებელ აბონენტებზე და ვიხელმძღვანელებ ამით. ამიტომ ჩვენთვის, სემეკის ლიცენზია იქნება თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შპს ლიცენზიის გარეშე გააგრძელებს მუშაობას საკრებულოს დადგენილებით. შემდგომში ტარიფებიც ამ დადგენილებით განისაზღვრება – 1 ლარი კომერციულზე და 10 თეთრი [ერთი ტონა წყალი] მოსახლეობაზე“.

 

მაღალმთიანი აჭარა [ეკა ბარამიძის ფოტო]

 

წყალმომარაგებას ააიპ-ი ახორციელებს ხულოშიც. რაც შეეხება ლიცენზიანტ შპს-ს, მისი რეორგანიზაცია, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის თქმით, 2007 წლიდან დაიწყო: „ეს კომპანია დღემდე ლიკვიდაციის პროცესშია. რადგან უფასოდ იყო წყლის მიწოდება, ხოლო შპს მაინც მოგებაზე ორიენტირებული კომპანიაა, ალბათ ამიტომ გადაკეთდა ააიპ-ად. დღესაც, ვინაიდან არ გვაქვს ტარიფი და უფასო მიწოდებაა, ამიტომ ლიცენზიაც არ გვჭირდება“.

 

გიგა მანდარია კი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში აჭარის ლიცენზიანტ კომპანიებს ოფიციალური ტარიფების დადგენის თხოვნით სემეკისთვის არ მიუმართავთ: „სიტყვიერად იყო საუბარი, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. რაც შეეხება იმას, თითქოს ორი წლის შიგნით მოვთხოვეთ ვინმეს გამრიცხველიანება და ა.შ. გეტყვით, რომ ჩვენ კანონით გვაქვს უფლება, ტარიფი დავადგინოთ როგორც გამრიცხველიანებული, ასევე გაუმრიცხველიანებელი მოსახლეობისთვის… ამიტომ არ ვიცი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ… ტარიფზე რომ მოემართათ, განვიხილავდით, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით, დამტკიცდებოდა თუ არა და რამდენი დამტკიცდებოდა“.

 

„წყლის მიმწოდებელი შეიძლება იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირი ან თავად მუნიციპალიტეტმა შექმნას მიმწოდებელი კომპანია. კითხვები არ უნდა გაუჩნდეს მოსახლეობას თუ ორგანიზაციებს, რომ რაღაც არასწორად ხდება და რაღაც ან ვიღაც სპეციალურად აჭიანურებს პროცესს“, – ამბობს საიას იურისტი ირმა პავლიაშვილი.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით [მუხლი 16], წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით) და წყალარინების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, თუმცა ამავე კოდექსში მუნიციპალიტეტებს ამ უფლებამოსილების განხორციელების პირობებიც დაუწესეს, – რომ ის „სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს შესაბამისი ლიცენზიატი კერძო სამართლის სუბიექტების საშუალებით იმ დასახლებაში, სადაც სასმელი წყლის მიწოდებას შესაბამისი ლიცენზიატი მიმწოდებელი არ ახორციელებს“ [მუხლი 163].

 

ლიცენზიების გაუქმების შემდეგ, ლიცენზიანტი კომპანიები მუნიციპალიტეტებში აღარ დარჩებიან. კოდექსის მიხედვით კი, თვითმმართველობები დილემის წინაშე დადგებიან – ან ხელახლა მოიპოვონ ლიცენზიები მუნიციპალური საწარმოებისთვის, ან ქონება სამართავად გადასცენ სხვა ლიცენზიანტ, მათ შორის, კერძო კომპანიებს.

 

მუნიციპალიტეტს, სემეკსა და წყლის მიმწოდებელ სუბიექტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის პირობები წყალმომარაგების საკითხში შესაბამისი საკანონმდებლო აქტით უნდა განსაზღვრულიყო. ამ აქტის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა მოემზადებინა და საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მთავრობას წარედგინა, რაც არ მომხდარა. სამინისტროს აქტის მოსამზადებლად ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს. ბოლო ცვლილებით ეს ვადა 2015 წლის პირველი ივლისი იყო. პროექტი ჯერ კიდევ არ არის მზად.

 

ირმა პავლიაშვილის თქმით, „დღეს არსებულ სიტუაციას დაარეგულირებდა შესაბამისი აქტი, თუმცა ვხედავთ, რომ ამ კუთხით მსჯელობაც კი არ დაწყებულა. შესაბამისად, თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა მთავრობისგან გარკვეულ ვადებში ჩატეულიყო და ეს საკითხი დაერეგულირებინა, ფაქტობრივად, დაირღვა“.

 

„ბათუმელები“ კომენტარისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს დაუკავშირდა.

„საკანონმდებლო აქტის პროექტი არსებობს და საზოგადოებას უახლოეს ხანში  წარედგინება. შესათანხმებელია გარკვეული საკითხები, რომელთა ჩამოყალიბებაზეც ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ… 22 სექტემბრიდან განხილვებში ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და დონორები. ამჟამად კი პროცესს მხარს უჭერს UშAID-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI)“, – განაცხადეს სამინისტროში.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე კი კარგა ხანია მოიპოვება ინფორმაცია აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტია 20 მილიონი ევრო [გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) სესხი]. ეს პროექტი არ ხორციელდება.

 

აჭარის წყალმომარაგების კომპანიების [მათ შორის ბათუმის] გაერთიანება საქართველოს მთავრობამ გასულ წელსაც სცადა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელი განკარგულებით. იდეა მთავრობამ მაშინ დონორის – KFW-ის მხრიდან წინააღმდეგობის გამო ვერ განახორციელა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი გასულ კვირას განაცხადეს, რომ „გაერთიანებული კომპანიების შექმნის უფლებამოსილება გააჩნიათ მუნიციპალიტეტებს. სამინისტრო მათ კომპეტენციაში არ ჩარევა. სამინისტროში არ განიხილება აჭარის ავტონომიის რომელიმე მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ფუნქციების გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის გადაცემა“.

 

მაღალმთიანი აჭარა [ეკა ბარამიძის ფოტო]

 

მახინჯაურში მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი შეეჯახა

 

„ბათუმელების“ ცნობით, რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში 6 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის შედარებით მძიმედ არის ერთი, რომელსაც ნეკნები აქვს ჩამტვრეული, დანარჩენს მსუბუქი, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. 

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

პოლიცია
პოლიცია

ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ამის შესახებ მერიის პრესსამსახურმა განაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში: 

„ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გოჩა ფუტკარაძის მიერ გამოტანილი იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის დამ-ფუძნებელი პარტნიორის (ქ. ბათუმის მერის) ერთპიროვნულ უფლებამოსილებას განეკუთვნება გადაწყვიტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. (თვითმმართველობის კოდექსის 1061 მუხლის მე-13 პუნქტი; სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი; 35-ე მუხლის მე-4 ნაწილი; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-71 პუნქტი). გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, ასევე საყურადღებოა, რომ სასამართლოს მიერ ფაქტობრივად შეცვლილი იქნა უზენაეს სასამართლოს მრავალწლიანი პრაქტიკა იმის თაობაზე, რომ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დირექტორების გამოწვევის უფლება არის პარტნიორის ექსკლუზიური უფლებამოსილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სააპელაციო წესით.“

 

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

 

ბათუმის სასაფლაოს ყოფილი დირექტორი სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლებულად ცნო

გიორგი კირთაძე და ლაშა ბერძენიშვილი

ლაშა ბერძენიშვილის განცხადებით, იგი 2015 წლის 23 აპრილს გაათავისუფლა თანამდებობიდან ქალაქის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, მისთვის უცნობი მიზეზის გამო. „რადგან არ ვიყავი მისი სამეგობრო წრიდან, ამიტომ გამიშვეს თანამდებობიდან“ – აღნიშნა ლაშა ბერძენიშვილმა.

გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორ მუშაობს ქალაქის მერი: „ის იღებს გადაწყვეტილებებს არა კანონის შესაბამისად, არამედ პირადი შეხედულებებით, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ერთ პრინციპს: თანამდებობებზე უდნა მუშაობდნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც არიან მისი მეგობრები და გუნდის წევრები“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.  

მისივე თქმით, ლაშა ბერძენიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება საეჭვოდ დაემთხვა აიპი „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ 3 მილიონ 600-ათასლარიანი ტენდერის გამოცხადებას: „მოხდა ისე, რომ ჯერ ლაშა ბერძენიშვილი გაათავისუფლეს სამსხურიდან და შემდეგ გამოცხადდა ტენდერი, რაც ეჭვებს ბადებს.“

გიორგი კირთაძემ ასევე აღნიშნა, რომ ლაშა ბერძენიშვილის გათავისუფლების შემდეგ ამ თანამდებობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის მეგობარი, ავთანდილ ბურკაძე დანიშნეს, რომელიც მანამდე ორჯერ ჩაიჭრა ბათუმის მერიაში  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში

 

 

როგორ დახარჯავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი დაზოგილ თანხას

 

30 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 12 საკითხს უყარეს კენჭი.  

 

მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამის მრავალშვილიანი დედების ყოველ მე-3 და მომდევნო შვილის შეძენისას ერთჯერად მატერიალურ დახმარების პროგრამას დაემატა 15200 ლარი, რაც გამოწვეულია შობადობის ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესებით.

 

ცვლილების თანახმად დაგეგმილია ასევე სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლზე ელექტროენერგიის ტექნიკური პირობების ჩართვისათვის – 12000 ლარი, ხოლო წყლის ტექნიკური პირობებისათვის – 7000 ლარის გამოყოფა.

 

49 889 ლარი გამოიყო სოფელ წინსვლაში ცენტრში, გარეგანათების მოსაწყობად.

 

დღესვე სხდომაზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმა დადგინდა.


ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

როგორ მუშაობს შიდა აუდიტი აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში

ჯემალ ანანიძე

აჭარის მთავრობის აპარატში შიდა აუდიტის დეპარტამენტს ჯემალ ანანიძე ხელმძღვანელობს. დეპარტამენტში კიდევ ორი სპეციალისტი მუშაობს. ჯემალ ანანიძის განმარტებით, აუდიტს ხშირად ერთგვარ სადამსჯელო სამსახურად აღიქვამენ, რაც არასწორია: „ჩვენი მიზანია მივცეთ რეკომენდაცია. თუ მთავრობის აპარატში მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა, გამოდის, რომ ჩვენ არ გვიმუშავია მართებულად, დროულად არ მიგვიცია რეკომენდაცია. მთავრობის აპარატის მუშაობაში მნიშვნელოვანი დარღვევა ჩვენ არ გამოგვივლენია“.

ახერხებენ თუ არა სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელების მიერ დანიშნული პირები, რომელთა გათავისუფლებაც ამავე უწყების ხელმძღვანელების კომპეტენციაა, ეფექტური კონტროლის განხორციელებას? – აჭარის სამინისტროებში დასაქმებული აუდიტორების უმეტესობა ამბობს, რომ მინისტრი მათ საქმიანობას არათუ არ ზღუდავს, არამედ ხარვეზისა თუ გადაცდომის გამოვლენისა და დაფიქსირებისას უხერხულობის მომენტიც კი არ არსებობს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მაინც, „ყოველი შემთხვევისთვის“ ურჩევნიათ მათი დანიშვნა-გათავისუფლების კომპეტენცია სხვა უწყების უფლებამოსილება იყოს.


მამუკა გოლიაძე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტს მამუკა გოლიაძე ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დეპარტამენტში კიდევ ორი სპეციალისტი მუშაობს. ისინი აუდიტორულ შემოწმებას წინასწარ დამტკიცებული და მინისტრის მიერ ხელმოწერილი გეგმის მიხედვით ატარებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებების მიერ პაციენტების მიმართ ზედმეტად დარიცხული თანხები გამოავლინა. შესაბამისად, დაწესებულებებს რეკომენდაცია მისცა ზედმეტად დარიცხული თანხები და ასევე სამინისტროსგან მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად ზედმეტად მოთხოვნილი თანხები უკან დაებრუნებინათ. კიდევ ერთმა სამინისტროზე დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ კი, სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო არ ამოიღო. ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ აუდიტის დეპარტამენტმა რეკომენდაციით მიმართა მინისტრს, სამინისტროში შეემუშავებინათ ანალიზური აღრიცხვის ფორმა, სადაც საჯარიმო სანქციების შესრულების მიმდინარეობას აღწერდნენ.
მამუკა გოლიაძის თქმით, მინისტრი უმეტეს შემთხვევაში აუდიტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე ადეკვატურად რეაგირებს, – აძლევს შესაბამის მითითებებს ან იღებს გადაწყვეტილებას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამხდარა სამინისტროზე დაქვემდებარებული უწყების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარო ჩხეიძის სამსახურიდან წასვლის საფუძველი. თავად მარო ჩხეიძემ კი „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ გათავისუფლების განცხადება თავად დაწერა.

ჯანდაცვის სამინისტროში აუდიტის დეპარტამენტის რეკომენდაციით შექმნეს, ასევე, მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახური.
განათლების სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი ორ – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განყოფილებას აერთიანებს. ეს დეპარტამენტი სწავლობს როგორც სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობას, ასევე თითოეული თანამშრომლის, სკოლის, პედაგოგისა თუ მშობლის პრეტენზიას, რაც შეიძლება სამინისტროში შევიდეს: „ჩვენ ყველანაირ გადაცდომაზე ვრეაგირებთ.“

 

ალექსანდრე მჟავანაძე
ალექსანდრე მჟავანაძე

განათლების სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსანდერე მჟავანიძის თქმით, მისი დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა არაერთხელ გამხდარა პირის სამსახურიდან გათვისუფლების საფუძველი. ბოლოს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას ერგეს სკოლის დირექტორის დათხოვნა და მის მიმართ საგამოძიებო პროცედურების დაწყება მოჰყვა.

„იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. შესაბამისი მასალები საგამოძიებო უწყებაში გადავაგზავნეთ. ბოლო დროს, მაგალითად, დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა თანხის მითვისებას. ეს ფაქტი სწრაფად გამოვავლინეთ და მასალები გადავეცით პროკურატურას.“

გამოვლენილი მასალები პროკურატურას გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტიდანაც გადაუგზავნეს. „დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და პროკურატურას გადავეცით ე.წ. ხოფის ბაზრობსა და შპს გაზეთ აჭარის დოკუმენტები“. როგორც სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტში ამბობენ, ორივე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მთავარი აუდიტორის ჯემალ თავდგირიძის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მინისტრის მიერ დანიშნული პირი უწყებას აკონტროლებს, უხერხულობას არ ქმნის: „უწყების ხელმძღვანელს უნდა ჰყავდეს შიდა აუდიტი, რომ მუდმივად შეამოწმოს ის სამსახურები და დაქვემდებარებული ორგანიზაციები, სადაც რისკები მაღალია. არის შემთხვევები, როცა გადაცდომა დოკუმენტების გადაგზავნას ითვალისწინებს, მაგრამ სამსახური ცდილობს მაქსიმალურად გაითვალისწინოს რეკომენდაცია და შეცდომა გამოასწოროს. ამ შემთხვევაში პირის სამსახურში დარჩენა-არდარჩენის საკითხი შეიძლება დადგეს. ეს მინისტრის გადასაწყვეტია. მინისტრი ამტკიცებს გეგმას, თუ რა უნდა შემოწმდეს. არ ვიცი სხვაგან როგორ არის, მაგრამ ჩვენი მინისტრი გეგმის დამტკიცების შემდეგ ჩვენს საქმეში არ ერევა.“

ზაურ ბერიძე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაურ ბერიძემ „ბათუმელებს“ კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა. ზაურ ბერიძე ამბობს, რომ მათი სამსახური, ძირითადად, რეკომენდაციებით შემოიფარგლება: „მაგალითად, ვეხმარებით შესყიდვების სამსახურს, რომ სატენდერო წინადადება უფრო გამართული იყოს, ტენდერის ჩაშლამ პრობლემები რომ არ გამოიწვიოს.“

მამუკა დარჩია

დარღვევების გამოვლენის კონკრეტულ მაგალითებზე საუბარი არ ისურვა ბათუმის მერიის აუდიტმა. მამუკა დარჩია ამბობს, რომ მათი მთავარი ფუნქცია რისკების დროული პრევენციაა.

შიდა მაკონტროლებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნას ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულება – „საქართველოს ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერა“. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ დღის წესრიგში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საკითხი დადგა. სამი წლის შემდეგ, 2010 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“, რომლის შემდეგაც საქართველოს სამთავრობო უწყებებში შიდა აუდიტის დეპარტამენტები ჩამოყალიბდა.

სწორედ ამ კანონის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უწყების ხელმძღვანელი. ამავე კანონითაა გარანტირებული აუდიტის საქმიანობის შეუფერხებლად და დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა თავად აუდიტორები საუბრობენ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, აუდიტორს დანიშნავს და გაათავისუფლებს არა კონკრეტული უწყების ხელმძღვანელი, არამედ ჰარმონიზაციის ცენტრი, რომელთან ანგარიშვალდებული შიდა აუდიტის დეპარტამენტი მოქმედი კანონმდებლობითაც არის.

ჰარმონიზაციის ცენტრი ადრე საქართველოს პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული სამთავრობო ორგანო იყო, ახლა კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ამ უწყებას აუდიტის დეპარტამენტები მუშაობის ანგარიშს ყოველი წლის ბოლოს წარუდგენენ.

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

 

რიგგარეშე სხდომაზე კანონმდებლებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთადერთ საკითხზე – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტზე უნდა ემსჯელათ. 


აჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის უმაღლესი საბჭო



ლიფტები და სახურავები ბათუმის მერიის თანადაფინანსებით

 

სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი დაიხარჯა.

ახალი ლიფტი უკვე დამონტაჟდა ჭავჭავაძის ქ. #78/88-ში. ლიფტის შეცვლის სამუშაოები ამჟამად გორგილაძის ქ# 82-ის III სადარბაზოში მიმდინარეობს. კიდევ 3 ახალი ლიფტი ვალენბერგის ქუჩაზე ექსპლუატაციაში 10 ოქტომბრამდე შევა. 

ლიფტების შეცვლის სამუშაოების ორგანიზებას „ბათუმის კორპუსი“ ახორციელებს. საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ღირებულების 10%-ს მოსახლეობა იხდის, დანარჩენი 90 პროცენტი კი მუნიციპალური ბიუჯეტიდან იფარება. 


პარალელურად მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გამოცვლა. მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის გადახურულია 31 სახლი, 3 სახლზე კი სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კიდევ 6 კორპუსის სახურავის შეცვლაა დაგეგმილი.

ამჟამად სახურავის გამოცვლის სამუშაოები თამარის დასახლებაში, #10 სახლზე მიმდინარეობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარია გამოყოფილი. სახურავების გამოცვლის პარალელურად იცვლება წყალსაწრეტი მილები და წყალშემკრები ღარები.




ბულგარული წიწაკის პერსპექტივა აჭარაში

 

 

აგროსერვისცენტრში ჩატარებულმა ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ბულგარული რეგიონში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად მიიჩნევა, თუმცა რეგიონში მცირე რაოდენობით იწარმოება და ძირითადად იმპორტირებულია. აგროსერვისცენტრის მიზანი ფერმერებისთვის ბულგარული წიწაკის სარგებლის ჩვენება და მისი ფერმერულ მეურნეობებში წარმოების დანერგვის ხელშეწყობაა.  

 

„დღეისთვის რეგიონში იწარმოება ბულგარულის მხოლოდ 1-2 ჯიში და ისიც მცირე რაოდენობით. ბაზარს ჩვენთან წარმოებული ბულგარულით ვერ ვაკმაყოფილებთ და ძირითადად შემოდის იმპორტირებული ტკბილი წიწაკა. ბულგარულის წარმოებას რეგიონში დიდი პერპექტივა აქვს და ჩვენ მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებული ჯიშები ბაზარზე მოთხოვნადია. ჩვენი მიზანია ფერმერებსა და მეწარმეებს გავაცნოთ ეს ჯიშები, რათა ეტაპობრივად მოხდეს მისი დანერგვა რეგიონში,“ – ამბობს აგროსერვისცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე.  


 

ცხოვრება ბავშვთა სახლის შემდეგ

ბათუმის საოჯახო ტიპის სახლში მოზარდები სკოლიდან ერთიმეორის მიყოლებით ბრუნდებიან. ჯერ ლუკა მოვიდა, ის მოზარდებს შორის ყველაზე უფროსია. აღმზრდელები, რომლებიც სახლში „დედობილისა“ და „მამობილის“ სტატუსს ატარებენ, საუბარს ლუკას შექებით იწყებენ. ამბობენ, რომ ლუკა უკვე ჩამოყალიბებული ბიჭია. „მას ბოლომდე ვენდობით. ჭკვიანია, დამჯერი. მარტო გადის ქალაქში, სხვები კი ჩვენთან ერთად გადიან, რადგან ქალაქი არ იციან“, – ამბობს მურად გორგილაძე, მამობილი.  

ლუკა ინგლისურს ერთ-ერთ კერძო სასწავლებელში უფასოდ სწავლობს. მოსწონს ხატვაც. მისი ორი ნახატი მისაღები ოთახის კედელზეა გამოფენილი, მოხატული აქვს საძინებლის კედელიც, შესასვლელში დიდი შავი ღამურაა დახატული, შემდეგ – თეთრი მტრედი და ქალი. კუთხეში პატარა მაგიდა დგას, მასზე ტელევიზორი და ნიჟარებიანი თასია განთავსებული, რომლის შუაგულში, პატარა წყლიან ჯამში კუ მოძრაობს. ლუკა ამბობს, რომ პატარა კუ ურეკში ზღვის ნაპირზე იპოვა და წამოიყვანა.

`როგორ უნდა გამოვკვებო, ამაზე ინფორმაცია ინტერნეტში ვნახე, მოვლის წესებიც ვიცი“, – ამბობს ლუკა და პარკში ჩაყრილ კუს საკვებს გვაჩვენებს. ლუკა მის მომავალ პროფესიასაც გვიმხელს, – უნდა, რომ ფსიქოლოგი გამოვიდეს. უყვარს კითხვა, ახლა დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ კითხულობს.

ლუკასთან საუბრის პროცესში სკოლიდან გოგონებიც ბრუნდებიან. მალე კახაც შემოდის. სადილობის დროა. ბავშვები ტანზე იცვლიან და სადილს ელოდებიან.

„სადილად აჯაფსანდალი და სუპი გვაქვს“, – გვეუბნება ეფემია. „მე ხორციანი საჭმელი მიყვარს“, – ამბობს კახა. ბავშვები სამზარეულოში გადიან. მაგიდაზე წვნიანის თეფშები და პური დევს.

ეფემიას წარბებს შორის შუბლზე, ყვითელი „სმაილიკი“ აქვს მიკრული. „მოგწონს აქ?“ – ვეკითხები მას. „ისე რაა, დედიკოსთან მინდა, იქ მომწონს“, – მპასუხობს. ის მოზარდებს შორის ყველაზე ცელქია. აღმზრდელები ამბობენ, რომ ეფემია სუპერაქტიურია, – „სულ მოძრაობს“. აღმზრდელების თქმით, ეფემიამ წერა-კითხვა არ იცის –  „უბრალოდ გაკვეთილზე ზის. ადრე ესეც შეუძლებელი იყო. ასეთივე რთული ბავშვი იყო გიაც, თუმცა დღეს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს“, – ამბობს დედობილი ნაირა ცინცაძე.

„მასწავლებლები გავაგიჟე რა, ჩემი სწავლით“, – გვეუბნება კახა და პატარა ფურცელს აღმზრდელს აწვდის. „ხატვაზე უნდა ჩამწეროთ, დღეს იყვნენ სკოლაში და ეს ფურცელი მომცეს“. აღმზრდელი ამბობს, რომ ამ საკითხს ინდივიდუალურად ვერ გადაწყვეტს და ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმდეს.

აღმზრდელის თქმით, საახალწლოდ ხუთმა მოზარდმა პრეზიდენტისგან ფულადი საჩუქარი – 700-700 ლარი მიიღო. „ამ თანხით ლუკამ კომპიუტერი იყიდა, გოგონებმა კი – ტელეფონები და ტანსაცმელი.“

 

სამივე გოგონა სკოლის გარდა ტანვარჯიშზეც დადის. გოგონები მე-4 საჯარო სკოლაში ინკლუზიურ კლასში სწავლობენ. წერა-კითხვა თითქმის არ იციან. აღმზრდელების თქმით, გოგონები ვაუჩერული დაფინანსებით სარგებლობენ და რეაბილიტაციისთვის ჯანმრთელობის ცენტრ „სანიტასში“ დაჰყავთ. „ლოგოპედი და ფსიქოლოგი მუშაობს მათთან“, – ამბობს მურად გორგილაძე.

13 წლის ალინა ყველაზე წყნარი ბავშვია. როგორც გვეუბნებიან, სწავლა მასაც უჭირს, თუმცა ალინა ამბობს, რომ მომავალი პროფესია არჩეული აქვს და უნდა მზარეული გამოვიდეს: „კვერცხის შეწვა და სალათის მომზადება ვიცი. ყავასაც ვადუღებ“.

საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ ბავშვებს სახელმწიფო, კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. მენეჯმენტს კი აიპი „განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ახორციელებს. მათი ინფორმაციით, თითოეულ ბავშვზე დღეში 18 ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან, რაც წელიწადში ექვს ბავშვზე 39 420 ლარი გამოდის. „ამ თანხაში შედის კვება, განათლება, ჯანდაცვა, კომუნალური გადასახადები და აღმზრდელის ხელფასიც“, – ამბობს აიპის ხელმძღვანელი მაია ქათამაძე. თუმცა, მოზარდები მერიის ჯანდაცვის პროგრამითაც სარგებლობენ, რომლის ფარგლებშიც მათ ექვს თვეში ერთხელ გამოკვლევები უტარდებათ.

საოჯახო ტიპის სახლისთვის განკუთვნილი შენობა ბათუმის მერიამ 2004 წელს შეიძინა, კოსმეტიკური რემონტი კი არასამთავრობო ორგანიზაცია „ვოლდვიჟენმა“ გააკეთა. სახლს სარემონტო სამუშაოები დღესაც სჭირდება. კედლები შესაღებია, ელექტროსისტემა – გამოსაცვლელი, სახლში არც ბუნებრივი აირია შეყვანილი, იმის მიუხედავად, რომ გაზის ცენტრალური მილი სახლთან უკვე მოყვანილია. ტელევიზორი თითქმის ყველა ოთახში დგას, თუმცა რამდენიმე მათგანი გაფუჭებულია. გასაახლებელია სველი წერტილებიც.
„გვინდა ამ პრობლემების მოგვარება. საქველმოქმედო კონცერტიც გვაქვს დაგეგმილი და შემოსული თანხით კოსმეტიკურ რემონტს გავაკეთებთ“, – ამბობს მაია ქათამაძე.

რაც შეეხება აღმზრდელებს, ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ისინი კონკურსის წესით შეარჩიეს: „აუცილებელი პირობა იყო, რომ ცოლ-ქმარი ყოფილიყვნენ, რადგან 24 საათი მათ ბავშვებთან ერთად უწევთ ცხოვრება. აღმზრდელებს გავლილი აქვთ ტრენინგკურსიც“.

მურად გორგილაძე პროფესიით იურისტია. როგორც ამბობს, წლების განმავლობაში შს ორგანოებში მუშაობდა გამომძიებლად. არის ომის ვეტერანი. მისი მეუღლე ნაირა ცინცაძე კი პროფესიით ქიმია-ბიოლოგიის სპეციალისტია და პედაგოგად მუშაობდა.

„ჩვენი შვილები სრულწლოვნები არიან, ხუთი დღე ამ ბავშვებთან ვართ, შაბათ-კვირას კი სხვა „მშობლები“ გვენაცვლებიან“, – ამბობენ ისინი.

„შაბათ-კვირის მშობლები“ ორგანიზაცია „ვოლდვიჟენის“ მიერ არიან შერჩეულები.

მურადი და ნაირა საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მესამე წელია მუშაობენ. მანამდე, რვა წლის განმავლობაში, სხვა ცოლ-ქმარი მუშაობდა.
აღმზრდელები ამბობენ, რომ საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრება მოზარდებზე კარგად აისახა. „ვფიქრობ, აქ ისინი, როგორც ოჯახში, ისე გრძნობენ თავს“, – ამბობს მურად გორგილაძე. მისი თქმით, საოჯახო სისტემა დასჯის მეთოდებსაც ითვალისწინებს:

“შეიძლება კუთხეში დააყენო ან უთხრა, რომ სხვა ოთახში გავიდეს და ცოტა ხნით წყნარად იყოს. თუ შევამჩნევთ პრობლემებს ურთიერთობებში, სკოლაში, მაშინ მივმართავთ ფსიქოლოგს“.

დადგენილი წესის მიხედვით, თუ ბავშვი გარეთ გასვლის შემდეგ, ორი საათის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდება და ამ დროს არც სკოლაშია, აღმზრდელი უკავშირდება პატრულს და სოციალური მომსახურების სააგენტოს.

„გვქონდა ასეთი შემთხვევები, როცა ბიჭები გავიდნენ და მოსვლა დააგვიანდათ, პატრულს მივმართეთ“. 

ბავშვები დასასვენებლადაც გაჰყავთ: „შარშან ბეშუმში წავიყვანეთ, წელს – ურეკში“.

აღმზრდელების თქმით, ბავშვებისთვის სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს. „თუმცა მეტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება“ – ამბობენ აქ. 

როგორ დაეხმარებიან პოლონელი ექსპერტები ტურიზმის სპეციალისტებსა და მუზეუმების თანამშრომლებს აჭარაში

პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი
პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი

29 სექტემბერს დელეგაციას არჩილ ხაბაძე შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები. ხაზი გაუსვა გეოპოლიტიკურ მდებარეობას, საზღვრისპირა რეგიონის ურთიერთობას მეზობელ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებს.


ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უკვე ორმა ბათუმელმა მედიკოსმა სილეზიის რეგიონის წამყვან კლინიკაში გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარა.


აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს პერიოდში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლების გადასამზადებლად პოლონეთიდან ჩამოდიან ექსპერტები, რომლებიც ტრენინგებს ჩაუტარებენ ადგილობრივ კადრებს.

 

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ასევე „თანას“ სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტების გადამზადება და დამატებითი აღჭურვილობის შეძენა ცენტრისათვის, აჭარის მუზეუმების პერსონალის სასწავლო ვიზიტი სილეზიაში, სადაც ისინი შეხვდებიან სილეზიის მუზეუმის ხელმძღვანელებს, ჩაუტარდებათ პრეზენტაციები და ტრენინგები. ასევე ტრადიციული ხელობის, ფოლკლორის ადათ-წესებისა და ტრადიციების გამოყენების მეთოდების შესწავლისა და რეგიონის ტურისტული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოხდება თანამშრომლობა სილეზიის კულტურის დეპარტამენტთან, რეგიონული კულტურის და განათლების ცენტრებთან. იგეგმება თანამშრომლობა კულტურული ტურიზმის კუთხით, პრეზენტაციები, მონიტორინგი თანამშრომლობის სფეროების გამოკვლევის მიზნით.

 

აჭარისა და სილეზიის რეგიონებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას საფუძველი 2011 წლის 17 ივნისიდან ჩაეყარა, როდესაც ქალაქ კატოვიცეში ხელი მოეწერა აჭარასა და სილეზიის სავოევოდოს შორის შეთანხმებას თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის განვითარების შესახებ. თანამშრომლობა ითვალისწინებს ეკონომიკის, ტურიზმის კულტურისა და ხელოვნების, ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების, ასევე სასოფლო ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს. ამ მიზნით ორმხრივი კომისია, ყოველი წლის დასაწყისში ამტკიცებს სამოქმედო პროგრამას და ხორციელდება პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები.



Exit mobile version