82 500 ლარი ბიუჯეტიდან თეთრეულისა და სხვა ნივთების შესაძენად

 

კოტეჯის მაკეტი
კოტეჯის მაკეტი

ტენდერის პირობის თანახმად, შპს „Goderdzi resorts“-ი კუთვნილი ექვსი ერთეული კოტეჯისა და საცხოვრებელი სახლისთვის იყიდის თეთრეულს, ფარდებსა და ჟალუზებს. 

 

დღესვე, შპს „Goderdzi resorts“-მა კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა კუთვნილი ექვსი ერთეული კოტეჯისა და საცხოვრებელი სახლისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის შესასყიდად. ამ შემთხვევაში სახელმწიფო 30 500 ლარს დახარჯავს.

 

კომპანია, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, Goderdzi resorts-ს აღნიშნული ნივთები 15 ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს. კომპანია Goderdzi resorts-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

 

გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის კურორტის მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აფინანსებს. სამთო-სათხილამურო კომპლექსის პროექტირებისა და მშენებლობისთვის მთლიანობაში 22 მილიონ 918 800 ლარი იყო გათვალისწინებული.

 

ახალი კურორტის გახსნა გოდერძის უღელტეხილზე 5 დეკემბრისთვის იგეგმება.

 

ტენდერი მესამეჯერ ყინულის ჰოკეის აღჭურვილობაზე

 

 სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს უნდა მიაწოდოს:

35 წყვილი ყინულის ჰოკეის ციგურები, 35 ცალი ყინულის ჰოკეის ჩაფხუტი დამცავი რკინის ბადეთი, 20 კომპლექტი – ყინულის ჰოკეის ტანის, წვივის  და საიდაყვეების დამცავი, 15 წყვილი ყინულის ჰოკეის წვივის დამცავი; 20 ცალი ყინულის ჰოკეის შორტი, 35 ცალი ყინულის ჰოკეის ხელთათმანი; 20 ცალი ყინულის ჰოკეის ჯოხი; 20 ცალი ყინულის ჰოკეის კისრის დამცავი.


მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, ერთ წლიანი გარანტიით.


წინადადების მიღება 13 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბერს დამთავრდება.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრმა 9 ოქტომბერს, სავარაუდო ღირებულებით 30 000 -ზე გამოაცხადა.


ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ბერიძის თქმით, ცენტრი უკვე მესამეჯერ აცხადებს ამ ტენდერს, იმის გამო, რომ ყინულის ჰოკეის სპეციფიკური აღჭურვილობა აქვს და მიმწოდებლებს არ გამოუთქვამთ ტენდერის შესყიდვის სურვილი.




აჭარის ტელევიზიისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვენ

 

საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ძირითადი ავტორი დეპუტატი პეტერ ზამბახიძეა, დამტკიცების შემთხვევაში „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის ორ მუხლს შეეხება. ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების კანონით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლების გაზრდას ითვალისწინებს.

 

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთო ბიუჯეტიდან არანაკლებ 15%-ს იღებს. აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი წელს 6 მილიონზე მეტი ლარია. ახალი ინიციატივა აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტის 16%-მდე გაზრდას ითვალისწინებს. პეტრე ზამბახიძის თქმით, ეს დაახლოებით 380 ათასი ლარია.

 

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, მაშინ, როგორც პეტრე ზამბახიძე ამბობს, 5-წევრიანი სამეურვეო საბჭოს დღემდე არსებული სახელფასო განაკვეთი 1%-დან 2%-მდე გაიზრდება. დეპუტატის თქმით, ეს ცვლილება აისახება ჟურნალისტების ზეგანაკვეთურ შრომაზე და ასევე ტელევიზიის ციფრულ გადაიარაღებას მოხმარდება.

 

მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონით, აჭარის ტელევიზიას უფლება აქვს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის ადმინისტრაციას დაუსაბუთოს თავისი ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობა და შესაბამისად გაზრდილი თანხაც მოითხოვოს, კანონში ყოველგვარი ცვლილების შეტანის გარეშე. პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია მიმართა თუ არა ანალოგიური წინადადებით აჭარის ტელევიზიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს. „ამ კანონის მიღების შემდეგ სამი წელი გავიდა და არც ერთხელ არ გაუზრდია საზოგადოებრივ მაუწყებელს აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი“, – თქვა პეტრე ზამბახიძემ, ცვლილების აუცილებლობის არგუმენტად.

 

პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები გაიარეს როგორც აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ისე ტელევიზიის ადმინისტრაციამ.

 

თუ უმაღლესი საბჭო გაიზიარებს ამ ინიციატივას, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.

 

დღეს საკითხი უმაღლეს საბჭოში ვერ განიხილეს. პეტრე ზამბახიძის თქმით, რადგან მომხსენებელი გიორგი მასალკინი ბიუროს სხდომას არ ესწრება, ამიტომ საკითხის განხილვა შემდეგი სესიისთვის გადაიდება.

უშვილობის მკურნალობა თანამედროვე ინ ვიტრო კლინიკაში

 

პირველი ვიზიტი – რა უნდა ვიცოდეთ

პაციენტის პირველი ვიზიტი კლინიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ დროს პაციენტს მიეწოდება ინფორმაცია მკურნალობის მეთოდების შესახებ. პაციენტი ეცნობა, თუ რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება, რა მეთოდებით ხდება ქალისა და მამაკაცის უშვილობის პრობლემის დაძლევა, რა გამოკვლევებია საჭირო, მკურნალობის ხანგრძლივობისა და პროტოკოლებიდან გამომდინარე რა ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ინ ვიტრო პროცედურა. კლინიკაში პირველი გასაუბრება უფასოა. გასაუბრება ხდება სპეციალურად მომზადებულ სამედიცინო პერსონალთან, რის შემდეგაც ინიშნება კონსულტაცია ექიმთან.

პაციენტის მოთხოვნის მიხედვით შესაძლებელია პირველადი კონსულტაცია ჩატარდეს როგორც თურქ, ასევე ქართველ სპეციალისტთან – ექიმ რეპროდუქტოლოგთან.

კონსულტაციაზე ხდება იმ ინფორმაციის ანალიზი, რომელიც წყვილის უშვილობის პრობლემასთან არის დაკავშირებული. ხშირად პაციენტებს სხვადასხვა კლინიკაში უკვე გავლილი აქვთ უშედეგო მრავალჯერადი გამოკვლევები და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის – ოპერაციული ჩარევაც. ჩვენი თხოვნაა, რომ წყვილს არ დაავიწყდეს და თან იქონიოს ამ კვლევის შედეგები ჩვენთან ვიზიტისას. ამ ინფორმაციის ანალიზის შემდეგ ექიმი რეპროდუქტოლოგი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ესაჭიროება თუ არა დამატებითი კვლევა წყვილს, ან ანალიზებში ცვლილებების გამო ხომ არ არის რომელიმე გამოკვლევის განმეორება საჭირო.

ბათუმის “აივიეფცენტრი” ცდილობს უკვე პირველი კონსულტაცია იყოს მაქსიმალურად ინფორმაციული და მოსახერხებელი პაციენტისათვის. იქმნება ინდივიდუალური კვლევისა და მკურნალობის სქემა. ყველა წყვილს, რომლებიც გეგმავენ შვილს, მოეთხოვება მკაცრად დაიცვან ჯანმრთელი ცხოვრების წესი, შესაძლებლობის მიხედვით გამორიცხონ მავნე ჩვევები: ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს წევა; მთელი სერიოზულობით მოეკიდონ ინ ვიტრო წინა მოსამზადებელი ეტაპის კვლევებსა და მკურნალობას. სამწუხაროდ, პაციენტების უმრავლესობა გვიან მიმართავს უშვილობის სპეციალიზებულ კლინიკას, ბევრი დრო იხარჯება სპონტანური ორსულობის მიღების მცდელობისათვის, არადა, დრო ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის მიღებისათვის.

 

 

კლინიკა “აივიეფცენტრის” ექიმები – ენდეთ ჩვენს პროფესიონალიზმს

კლინიკის ხელმძღვანელია თურქი ექიმი-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი დოღანბეი ბირბენი. მისი დამსახურებაა პროფესიონალთა ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება და ბათუმის `აივიეფცენტრის~ მრავალრიცხოვანი მადლიერი პაციენტების არსებობა.

ბათუმის “აივიეფცენტრში” ქართველი ექიმი რეპროდუქტოლოგი მაია ბუცხრიკიძე კლინიკის გახსნის დღიდან მუშაობს. ის 2000 წლიდან დამოუკიდებლად მუშაობდა უშვილობის პრობლემებზე, მიღებული აქვს კვალიფიკაცია რუსეთსა და საქართველოში, ასევე თურქეთის წამყვან “აივიეფცენტრში”, აქვს მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება და გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით.

კლინიკა ცნობილია მაღალი ავტორიტეტით არა მარტო საქართველოში, არამედ თურქეთის რესპუბლიკაშიც. პაციენტების დაახლოებით 30% უცხოელია, რაც, პირველ რიგში, ექიმი დოღანბეი ბირბენის პირადი დამსახურებაა.

კლინიკაში თქვენ იგრძნობთ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას თითოეული თანამშრომლისგან. ჩვენი წარმატება მთელი გუნდის წარმატებაა, სადაც ექიმების მხარდამხარ, სამედიცინო და დამხმარე პერსონალი მაღალკვალიფიციურად ასრულებს თავის მოვალეობას.

 

 

კრიობანკი და ლაბორატორია

კლინიკაში ფუნქციონირებს კრიობანკი, სადაც შეიძლება როგორც სპერმის, ასევე კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების შენახვა. აქვე მოქმედებს სუროგაციისა და დონაციის პროგრამა. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ამ პროგრამაში ჩართული ადამიანების შესახებ, სრულიად კონფიდენციალურია.

კლინიკის საფუძველია ემბრიოლოგიური ლაბორატორია – ყველაზე მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული მასალისა და მკაცრად დაცული მოთხოვნათა ნორმებით. აქ ტარდება ურთულესი მანიპულაციები კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდზე, ე.წ. ICSI – ერთადერთი სპერმატოზოიდის შეყვანა სპეციალური ინექტორით კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში, ასევე “ხეტჩინგი”. გარდა ამისა, აზოსპერმიის დროს სპერმატოზოიდი შესაძლებელია მიღებული იყოს სათესლე ჯირკვლის ბიოფსიით. ემბრიონების ზრდა და განვითარება ხდება სპეციალურ ინკუბატორში, სადაც შესაძლებელია მათი კულტივირება ბლასტოცისტის სტადიამდე. ემბრიოლოგის გაბედული გათვლებისა და პროფესიონალიზმის შედეგია ოცნებებისა და მოლოდინების თანხვედრა – პაციენტის ორსულობა! კლინიკას ჰყავს პროფესიონალი თურქი ემბრიოლოგი და გენეტიკოსი მურათ სელექერი. კლინიკაში შესაძლებელია ჩატარდეს მიღებული ემბრიონების გენეტიკური ანალიზი, ე.წ. პრედინპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა სხვადასხვა გენეტიკური დაავადების გამოსარიცხად.

 

 

საქართველოში არსებული რთული დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმის “აივიეფცეტრის” ხელმძღვანელმა ექიმმა დოღანბეი ბირბენმა მიიღო გადაწყვეტილება, ყოველწლიურად გამოაცხადოს უფასო ინ ვიტრო მკურნალობის კონკურსი. პროფილური პაციენტების ამორჩევა მოხდება წინასწარი ანკეტირების საფუძველზე. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უშვილო წყვილებს, ასევე მარტოხელა დედებს ეძლევათ შესაძლებლობა, იყოლიონ შვილი. მათ შეუძლიათ სპეციალური
ანკეტის შევსება და კონკურსში მონაწილეობა.

 

დახურული ტერასა სახურავზე – თქვენი კაფე ძველ ბათუმში

Roof Terrace-ს დახურული სივრცეც აქვს. ბათუმისთვის დამახასიათებელ, ლურჯ, ცისფერ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი იტალიელი და ქართველი დიზაინერების მიერაა შექმნილი. ბევრი სტუმარი სწორედ აქ არჩევს მოკალათებას. ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც წვიმა უყვარს – მინის კედლის მიღმა ბათუმური წვიმის ცქერა ბევრ სტუმარს მოსწონს. შემოდგომასა და ზამთარში დახურული ტერასა საუკეთესო ადგილია გასართობად და დასასვენებლად.

 

Roof Terrace მრავალფეროვან სამზარეულოს გთავაზობთ, თუმცა მთავარი აქცენტი აქ მაინც იტალიურ და ქართულ სამზარეულოზეა. პიცა, სხვადასხვაგვარად მომზადებული პასტა, სალათები, გერმანული, ჩამოსასხმელი და ბოთლის ლუდი, კოქტეილებისა და ალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანი, 15 სახეობის ყავა –  Roof Terrace-ს სამზარეულო ყველა სტუმრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

Roof Terrace დილიდან ღამის ორ საათამდე მუშაობს, შაბათობით კი აქ ცოცხალი მუსიკა შეგიძლიათ მოისმინოთ ჯგუფ Seaside-ის შესრულებით.

 

ადგილმდებარეობის გარდა Roof Terrace-ს ისიც გამოარჩევს, რომ ეს ადგილი არ არის გათვლილი მხოლოდ ტურისტულ სეზონზე, Roof Terrace-ს წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ.

Roof Terrace-ს მფლობელი ხატია არძენაძეა, მისი თქმით  სასტუმროს ვერანდაზე ლაუნჯის ტიპის კაფეს გახსნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა: „გვინდოდა გაგვეკეთებინა ადგილი, სადაც ადამიანმა შეიძლება დაისვენოს ნებისმიერ სეზონზე. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა.

 

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ხედი – აქედან ზღვაც ჩანს და ქალაქის ხედიც, რადგან ძველ ბათუმში ეს ყველაზე მაღალი ადგილია. და ასევე, სამზარეულო, გვყავს უკრაინელი, გამოცდილი მზარეული, რომელიც უგემრიელეს კერძებს ამზადებს.

 ჩვენთან ხშირად იხდიან დაბადების დღეებს, თუ დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება ცოცხალ მუსიკას არ დაემთხვა, გვაქვს კარაოკეც და მხოლოდ ფონური მუსიკა კი არ არის ჩართული, ადამიანები აქ კარგად ერთობიან ” – ამბობს ხატია.  

 

დაუმეგობრდით Roof Terrace-ს ფეისბუქზე და გაიგეთ სიახლეების შესახებ.  

 

თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ! 

 

მის: გორგასლის #1. ტელეფონი: 577 45 84 71; 04 22 22 49 59

 

 

სტაჟირება მასწავლებლებისთვის ავსტრიაში

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კანდიდატებს შეარჩევს შემდეგი პრინციპით:

 

1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საჯარო სკოლების გერმანული ენის მოქმედ (უფროს და წამყვან) მასწავლებლებს;

2. კონკურსანტებს არ უნდა ჰქონდეთ გავლილი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ წინა წლებში ორგანიზებული პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გერმანიაში.

 

საკონკურსო განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 19 ოქტომბერი. დაინტერესებულმა მასწავლებლებმა პორტფოლიო უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@tpdc.ge

Asea Sool ახალი ეტაპისთვის ემზადება

ათინა/ფოტო: ლელა დუმბაძე

ათინა, რა იყო უკრაინაში წასვლის მიზეზი და სად უფრო რთულია წარმატების მოპოვება უცხოეთში თუ საკუთარ ქვეყანაში?

უკრაინაში წასვლამდე ბექა ბათუმშიც უკრავდა და თბილისშიც, მაგრამ მაინც გადაწყვიტა წასულიყო. ეს ისე ძალიან უნდოდა, თითქოს სამყაროც მის დასახმარებლად განეწყო. უკრაინაში არავის იცნობდა, „ინსაითის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი ჩვენი ნათესავია, მან გაიხსენა, რომ ლვოვში ერთი მეგობარი მუსიკოსი ჰყავდა და მას სთხოვა ბექას დახმარებოდა. საშა იმ დროს ინდოეთში იყო, შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და აქედან აპირებდა უკრაინაში წასვლას. ბექას უთხრა, იმავე დღეს აეღო მასაც ბილეთი და ერთად გაფრინდებოდნენ. აფრენამდე ბექა მწერდა, არავინ ჩანს, ნეტა სად მივდივარო. მოგვიანებით რამდენიმე პირი შემოვიდა თვითმფრინავში და ერთი ბექას გვერდით დაჯდა, ისიც იმაზე ფიქრობდა თურმე, ბექა როგორ ვიპოვო, რა დავიძახო, ბექა, საქართველო თუ, „ინსაითი“. ბოლოს დაუძახია „ბექა“ და ასე აღმოუჩენიათ, რომ გვერდიგვერდ მსხდარან.

როცა ჩაფრინდნენ, აღმოჩნდა, რომ საშას და მის მეგობრებს ლვოვის ბილეთები ჰქონდათ, ბექას – არა. ყველა ბილეთი გაყიდული იყო. მაგრამ გასვლამდე რამდენიმე წუთის წინ ერთმა ქალმა დააბრუნა ბილეთი და ასე შეძლო ბექამ მათთან ერთად წასვლა, თანაც ამ ბიჭების კუპეში მოხვდა.

რა გზა გაიარა წარმატებამდე და როდის მიიღო უკრაინელმა მსმენელმა?

ბექას არასდროს აკმაყოფილებს ის, რასაც აკეთებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ დღეს რაღაცას მივაღწიეთ. მაშინ მე თბილისში ვსწავლობდი, ასე აქტიურად არ ვიყავი ჩართული და ბექას ამიტომ მოუხდა მარტო წასვლა. იქ საკმაოდ ცნობილ ჯგუფში უკრავდა და ასე, ნელ-ნელა გაიცნო მსმენელმა. მე მითხრეს, რომ სწავლა კონსერვატორიაში გამეგრძელებინა, მაგრამ სწავლას პრაქტიკა ვარჩიე. პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და კონსერვატორია ალბათ ჩარჩოში ჩამსვამდა. მთელი ცხოვრება ვცდილობ გავთავისუფლდე ჩარჩოებისგან, ყოველთვის მაქვს შინაგანი ბრძოლები. სიმღერაშიც ასეა, არ უნდა შეზღუდო თავი. არც ახლა ვფიქრობ, რომ უკვე შემდგარი მომღერალი ვარ, ყოველი გამოსვლა, ყოველი ახალი ნაბიჯი ჩემთვის სწავლაა.

 რატომ ფიქრობ, რომ კონსერვატორია შეგზღუდავდა?

მგონია, რომ კონსერვატორია ხელს არ უწყობს იმპროვიზაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკაში. იმ სტუდიაში, სადაც ვსწავლობდი, ჯაზური მიმართულებები იყო, იქ სწავლობდა ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე და ბევრი სხვა მომღერალი, მაგრამ ეგ სტუდიაც შემდეგ კონსერვატორიას შეუერთდა. მე გადავწყვიტე, რომ ჯგუფში მემღერა და ასე მეზრუნა განვითარებაზე.

 


 

როდის დაიბადა Asea Sool -ი და რომელ ეტაპზე შეძლო მან წარმატების მოპოვება?

უკრაინაში ბექას მეგობართან, გიორგი სამსონიასთან ერთად წავედი. ისიც მუსიკოსია და კარგ კომპოზიციებს ქმნიდა. იმ პერიოდში კარგად იცნობდნენ ბექასაც, Bეკ ბეკსონ-ის სახელით გამოდიოდა, ამიტომ ჯერ ამ სახელით გამოვდიოდით. ჩვენი ჩასვლის შემდეგ ბექამ, მე და გიორგიმ ტრიო გავაკეთეთ, რადგან ბექა თვითონ ქმნის კომპოზიციებს, გვქონდა პოტენცია ცალკე მუშაობის. ცოტა ხნის შემდეგ ლევან თხილაიშვილი შემოგვიერთდა და სწორედ მაშინ დავარქვით ჯგუფს ახალი სახელი – Asea Sool. ლევანს ამერიკელი გიტარისტი ჰყავდა ნიუ-იორკიდან და ესეც ერთგვარ ეგზოტიკას მატებდა ჯგუფს. ქართულ-ამერიკული პროექტი – ასე გამოვდიოდით ხოლმე და ეს კარგად ხვდებოდა ყურს. დავდიოდით ქალაქიდან ქალაქში ბოშებივით და ნელ-ნელა, ნერვების, შრომისა და ძალისხმების შემდეგ, პირველი წარმატებაც მოვიდა.

 

მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია პროდიუსერის გარეშე. თქვენთან მუშაობდა ვინმე?

უკრაინაში ჩვენი ბოლო გაჩერება ოდესა იყო. იქ ერთ კლუბში ვუკრავდით. მის მფლობელს ძალიან მოეწონა ჩვენი London Live და კლიპის გადაღება შემოგვთავაზა. ჩაგვაწერინა ალბომი და მანვე გაგვაცნო რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, რომელმაც ამ კლიპზე იმუშავა. ამ სიმღერაზე კლიპი ბათუმში გვქონდა გაკეთებული, მაგრამ ახალი ვერსია შეიქმნა. შემდეგ ბექამ დაწერა კომპოზიცია ნანა ჯორჯაძის ფილმისთვის, ამას მოჰყვა ის, რომ მიგვიწვიეს ოდესის კინოფესტივალზე და ასე გაიხსნა ჩვენთვის გზა წითელ ხალიჩაზე.

სეთ წარმატებას ახალი შემოთავაზებები მოჰყვება ხოლმე, თუ იყო ახალი წინადადებები და ვისგან?

ბათუმის კინოფესტივალზე გამოსვლის შემდეგ ჩვენი ჯგუფით ბერლინის კინოფესტივალის ორგანიზატორები დაინტერესდნენ და 2011 წელს გერმანიაშიც დავუკარით კინოფესტივალზე. ვილნიუსში, ლიტვაში ტარდება მაგარი ფესტივალი, სადაც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჯგუფად გვაღიარეს. ჩვენ პირველი ქართველები ვართ, ვინც ურგანტის შოუში დაუკრა. რუსეთში რომ ჩავედით, აეროპორტიდან პირდაპირ „ოსტანკინოში“ მიგვიწვიეს. ასე რომ, ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და ახალ წარმატებებს ნელ-ნელა ვიმკით.

ათინა და ბექა

 

ათინა, Asea Sool-ი რამდენიმე თვეა ბათუმშია და თქვენ და ბექა ორ ღამის კლუბში უკრავთ. უკვე მოვისმინე აზრი იმის შესახებ, რომ ეს ჯგუფის იმიჯზე ცუდად აისახება. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, რატომ გადაწყვიტეთ აქ დარჩენა?

კი, არიან ადამიანები, ვინც ასე ფიქრობენ. რადგან ბათუმში დავბრუნდით, ესე იგი ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ. პირიქით, ახლა შემიძლია მოვდუნდე, ვიყო სახლში და დაველოდო წინადადებებს. აქამდე ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ჩვენ გავაკეთეთ იმდენი, რომ ამის უფლება გვაქვს.

 

 როგორ ფიქრობთ, წარმატებული მუსიკოსისთვის კლუბში დაკვრა ცუდი ტონია?

არ ვფიქრობ ასე. ვერ ვხედავ იმაში პრობლემას, თუ ფესტივალზე დაკვრის შემდეგ სახლში დავბრუნდები და კლუბში დავუკრავ. მე იმას ვუკრავ, რაც მომწონს და რასაც ვქმნი. მთავარია, ეს ყოველდღიურობაში არ გადაიზარდოს და დაგრჩეს დრო განვითარებისთვის. ჩვენ კვირაში მხოლოდ ორი დღე ვუკრავთ კლუბში Lizarran და Munich  საღამოს 9-იდან 12-საათამდე, ასე, რომ საკუთარ თავთან მუშაობის დრო გვრჩება. ჩვენ, ფაქტობრივად, იმ ნაბიჯების გავლა გვიწევს საქართველოში, რაც უკრაინაში გავიარეთ. საქართველოში ჩვენ  ხელმეორედ  უნდა მიგვიღოს მსმენელმა.

 

ბათუმში თუ შემოგთავაზეს პროექტ „ჰიტ ბათუმში“ მონაწილეობა?

იყო ამაზე საუბარი მერიისგან, მაგრამ შემდეგ გაჩუმდნენ. ვფიქრობ, მერიაში თვითონაც არ იციან, რა უნდათ. არის ისეთი მომენტიც, როცა ყველა ამბობს, რომ მოსწონს შენი მუსიკა, ყველა ბედნიერია, მაგრამ სიტუაცია მაინც გაჭედილია, რაღაც არ მიდის წინ. თუმცა მე არ ვწუწუნებ და ვიცი, რომ ჩვენი დრო აუცილებლად დადგება.

 

არის ვინმე, ვინც თქვენი ჯგუფის მარკეტინგზე მუშაობს, ან ალბომების გაყიდვას თუ ახერხებთ?

ევროპაში არის ერთი ქალი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი შემოთავაზებები. რაც შეეხება ალბომებს, ბევრი არ გვაქვს, მეგობარს აქვს შარდენზე სუვერინების მაღაზია და იქ გაიყიდა რამდენიმე ალბომი, უცხოელები დაინტერესდნენ.

 

 

უახლოესი გეგმები რა გაქვთ საქართველოში?

ოქტომბერში ვაპირებთ თბილისში წავლას და ერთ-ერთი კონკურსში მონაწილეობის მიღებასაც ვგეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსები არ მიყვარს და არც არასდროს მიმართლებდა.

რატომ ბათუმი?

მეჩვენება, რომ ქუჩებსა და სახლებსაც ისევე ვუყვარვარ, როგორც მე მიყვარს ისინი და ამიტომაც მგონია, რომ მხოლოდ აქ, ბათუმში, მაქვს ორმხრივი სიყვარული. ადამიანებზე არაფერს ვამბობ, რადგან კარგი ადამიანები სხვა ქალაქებშიც ცხოვრობენ და ადამიანებისაგან სიყვარული სხვაგანაც მიგრძნია, მაგრამ არსად არ განმიცდია ისეთი თავისუფლება, როგორიც ჩემთვის მხოლოდ ბათუმში არსებობს. ბევრი მიფიქრია ზემოთქმულის მიზეზებზე და, ჩემი სუბიექტური აზრით, მთავარი მიზეზი მაინც ზღვაა, რომელსაც თავისუფლება მოაქვს და ამიტომაც ქართული ლიბერალიზმის დედაქალაქი მაინც ბათუმია და სულ არ ვფიქრობ, რომ „ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა“.

მიუხედავად იმისა, რომ მართლა კარგი ლექსია და ამ ლექსის ავტორიც კარგი პოეტია, ჩემთვის მაინც პირიქითაა და ბათუმი ჩემთვის ყველაფერია, წვიმის გარდა. შეიძლება ამიტომაც, არაერთხელ, ბათუმში ყოფნისას ისეც კი მომხდარა, რომ წვიმა არც კი შემიმჩნევია და თანაც ისეთი წვიმა, რომელიც სხვაგან, რომელიმე სხვა ქალაქში, აუცილებლად შემაწუხებდა. მე არ მაწუხებს არც რომელიმე ცათამბჯენი ბათუმში და არც რომელიმე ახალი მშენებლობა, რომელსაც ბათუმელები ენერგიულად აპროტესტებენ ხოლმე იმ მოტივით, რომ ძველი ბათუმი ასეთი არ იყო. მე არ ვიცი, როგორი იყო ძველი ბათუმი – როგორიც დამხვდა, ისეთი შევიყვარე.

პირველად რომ ბათუმში მოვხვდი, ზამთარი იყო და როცა ახალგაზრდა ხარ (და ზამთრის სესიაც ჩავლილია, თავის ჩათვლებიან-გამოცდებიანად), ზამთარი როგორ შეგაშინებს, მით უმეტეს, ბათუმში. ისე თბილოდა, რომ ერთხელ ზღვაშიც კი ჩავედით, ტანსაცმლიანად. მახსოვს, რომ იმ დღეს ერთი ყუთი შამპანური გვაჩუქა ერთმა კეთილმა ბათუმელმა კაცმა და ყოვლად უხარისხო არაყსა და ღვინოს მიჩვეული სტუდენტები ისე დავეწაფეთ საბჭოურ, მაგრამ არომატულ შამპანურს, რომ საღამოს ღიღინით  მივადექით შავ ზღვას.

ისიც მახსოვს, რომ სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ერთი ზამთარი მაინც გამეტარებინა ბათუმში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. რამდენიმე წლის მერე მართლა დავრჩი ბათუმში გაზაფხულის დადგომამდე. შეიძლება მაშინ, იმ ზამთარს შემიყვარდა კიდეც სამუდამოდ ბათუმი, რადგან მხოლოდ იმ გრძელი ზამთრის დღეებში ზღვაზე გასვლისას, ძველი ბათუმის ხმებიც მოჰქონდა ტალღებს და ისიც კი მესმოდა, თუ რაზე ლაპარაკობდნენ აქ ძველი რომაელები, ოსმალები თუ ინგლისელები.

მაშინ წავიკითხე კიდეც ის წერილი, რომელიც რომაელმა ჯარისკაცმა გაუგზავნა გონიოდან დედას პირველი საუკუნის ბოლოს ან მეორე საუკუნის დასაწყისში და ყელგამოწეული სთხოვდა, საჭირო ნაცნობები ხომ გყავს, სხვა ადგილას გადამიყვანე, რადგან აქ, აფსაროსში, გამუდმებით წვიმს და ვეღარ ვუძლებო. ალბათ ასეთივე ზამთარი იყო მაშინაც, ოცი საუკუნის წინ. და ახლაც გადაუღებლად წვიმდა ბათუმში, მაგრამ მე არ მაწუხებდა წვიმა და მხოლოდ იმის დარდი მქონდა, რომ ჩემი შეყვარებული შორს იყო და ბათუმი კი ახლოს და მეც ბათუმი შემიყვარდა.

როცა აღარ წვიმდა, ბულვარში გავდიოდი ხოლმე და ზღვას ვუყურებდი, რომელიც ზოგჯერ მართლა შავი იყო და ზოგჯერ კი იმის წარმოდგენას ვცდილობდი, თუ როგორი იქნებოდა ეს ბულვარი მაშინ, როცა აქ, ქართული ღვინით და სიყვარულით მთვრალი სერგეი ესენინი დადიოდა. ესენინს ორი ქალი შეუყვარდა ბათუმში და როცა ისე  დათვრებოდა, რომ სიარული უჭირდა, იჯდა ბულვარში და მოსეირნე ბათუმელებს ფეხსაცმელების გაწმენდას სთავაზობდა. მისგან განსხვავებით, ნიკოს კაზანძაკისს მხოლოდ ერთი ბათუმელი ქალი შეუყვარდა, მაგრამ სამუდამოდ და სიცოცხლის ბოლომდე. ჩეხოვს, ჰამსუნსა და ბულგაკოვს [და კიდევ ბევრს] წერა უფრო შეუყვარდათ ბათუმში, ვიდრე რომელიმე ბათუმელი ქალი [და მაქსიმ გორკიმ კი, საერთოდ, მგონი, აქ დაიწყო წერა], მაგრამ ჩემთვის ლიტერატურული ბათუმის მთავარი პერსონაჟი მაინც ოთარ ჭილაძეა. მაინც ყველაზე ხშირად ბათუმში ყოფნისას მწერლებიდან ოთარ ჭილაძე მახსენდება ხოლმე და მით უმეტეს იმ ადგილას გავლისას, სადაც ადრე რკინის თეატრი იდგა. იმედია, მომავალშიც იქნება ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ზამთრის ბათუმი, როცა კიდევ ერთ წიგნს დავწერ.

მაშინ, ახლაგაზრდობაში, ის ზამთარი ეგრეთ წოდებულ „არქიტექტორების სახლში“ გავატარე, რომელიც საოჯახო სასტუმროსავით იყო და მოთხრობებს კი მაშინაც ვწერდი, მაგრამ კარგი რომანის დასაწერად მაინც პატარა ვიყავი და ბევრი რამ მაკლდა. ახლა კი პირიქითაა – ახალგაზრდა უკვე აღარა ვარ, გამოცდილებაც საკმარისად დამიგროვდა, ბევრი იდეაც და კარგი წიგნის დასაწერად მხოლოდ ზამთრის ბათუმი მაკლია.

თუმცა ბათუმი ისედაც ყოველთვის მაკლია…

მასალა მომზადებულია ჟურნალისთვის „ბათუმის გზამკვლევი“

ანიმაციური ფესტივალის „თოფუზის“ გამარჯვებული ფილმები

 

 

 

წარმოგიდგენთ სპეციალურ კატეგროებში გამარჯვებულ სხვა ფილმებს:

 

საუკეთესო რეჟისურაში გაიმარჯვა ფრანგულმა ფილმმა „ერთ უღელში“.  ფილმის ავტორია  ბენუა შო.

 

ნომინაცია, საუკეთესო რეჟისურა გამარჯვებული  ფილმი გახდა – Tigers tied up in one rope, ავტორი ბენიოტ ჩეუქსი. ქვეყანა საფრანგეთი.

 

საუკეთესო სცენარი  ნომინაცია  ერგო  ესტონურ ფილმს „პიანინო“. ავტორი,  კასპარ იანკი.

 

ნომინაცია საუკეთესო მუსიკა, ჩინურმა ფილმმა „ეჰ ჰენგი“-მ აიღო. ავტორი,   ვონგ იუ-ცი.

 

საუკეთესო  ტექნიკა – ნომინაცია ისევ ფრანგულმა ფილმმა   შვიდი წითელქუდა“-მ აიღო.  ფილმის ავტორია  ლაკო ვერიე.   

 

 ნომინაციაში საუკეთესო ფილმი უფროსებისათვის, დაჯილდოვდა  ესტონური ფილმი „პიანინო“.    

 

საუკეთესო  საბავშვო ფილმების ნომინაცია მოლდოვურმა ფილმმა „სიკვდილი ზღვაში“- გაიმარჯვა. ავტორი, დიმიტრი ვოლოშინი.

 

 ნომინაციაში, ბავშვების მიერ გაკეთებული საუკეთესო ფილმი,  გამარჯვებული გახდა ბელგიური ფილმი „თეთრი ფიფქი და შვიდი ჯუჯა ქალი“.   

ნომინაცია –  საუკეთესო დებიუტი, გამარჯვებული  რუსული ფილმი  – „დედა“ გახდა.  ავტორი, დინა ველიტკოვა.

 

საუკეთესო სტუდენტური ფილმის ნომინაცია ისევ  ფრანგულმა ფილმმა  აიღო. სახელწოდებით „ორი მეგობარი“. ავტორი, ნატალია ჩერნიშევაა.

 

ნომინაციაში –  საუკეთესო ტელესერიალი, გამარჯვებული გახდა უნგრული ფილმი   კოიოტი და კლდე“. ავტორი,  არონ გოდერი.

 

საუკეთესო ექსპერიმენტალური ფილმის ჯილდო ბრიტალურ ფილმს  „Mind the Gap  გადაეცა.

 

გრან-პრი  რუსი ავტორის ფილმს  – რატომ ფუჭდება ბანანი“ გადაეცა.   

უსახლკარო მოქალაქეების აქცია მერიის წინ

რამაზ შენგელია მერიას საცხოვრებელი ფართის გამოყოფას სთხოვს

„მრავალშვილიანი ოჯახი მყავს, ნაქირავებში ვცხოვრობ, მაგრამ ბინის ქირა ვერ გადავიხადე და მეტაპრონემ გამოგვაგდო. ღია ცის ქვეშ ვართ დარჩენილი. როგორც ვიცი, ბენზეში არის სოციალურად დაუცველი პირებისთვის სახლები აშენებული და მერიას ვთხოვთ, რომ იქ გამოგვიყონ საცხოვრებელი,“- ამბობს რამაზ შენგელია.

რამაზ შენგელია ამბობს, რომ მან ბინის გამოყოფის თხოვნით არა მარტო მერიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც მიმართა.  „ქალაქის სოციალურ სამსახურშიც ვიყავი და ჩემს განცხადებასაც მოაწერეს ხელი, მაგრამ შედეგი არ არის. ჩვენ ისევ უსახლკაროდ ვართ,“- ამბობს ის.

ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს  მოქალაქე  ჟუჟუნა ბერიძეც: „მე დავით უსუფაშვილისგანაც მომივიდა წერილზე პასუხი, რომ დამეხმარებოდნენ და საცხოვრებელს გამომიყოფდნენ, მაგრამ უკვე ორი წელია ამ მდგომარეობაში ვარ“.

უსახლკარო მოქალაქეები ამბობენ, რომ თუ ქალაქის ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი მერიის წინ შიმშილობას დაიწყებენ.

„რამდენიმე საათია წვიმაში ქუჩაში ვდგავართ, მაგრამ არც მერიიდან და არც საკრებულოდან ჩვენთან შესახვედრად არც ერთი ადამიანი არ გამოსულა,“- ამბობენ მოქალაქეები.

ბათუმის ელექტრონული რუკის პრეზენტაცია მერიაში

ბათუმის ელექტრონული რუკის პრეზენტაცია

როგორც ბათუმის საკრებულოში აცხადებენ, აქტივების რუკის შედგენა შესაძლებლობას იძლევა მოხდეს აღრიცხვა და სისტემატიზაცია ქალაქის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური აქტივების, შემდგომში კი შეიქმნას მათი მართვის ეფექტური სისტემა. „ეს იქნება მუდმივად განახლებადი სისტემა, რომელიც აღარ მოითხოვს დამატებით დანახარჯებს და მოგვცემს შესაძლებლობას, ეფექტურად ვმართოთ ქალაქის მმართველობაში არსებული ყველა აქტივი,“- განაცხადა საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის ხელმძღვანელმა თენგიზ აფხაზავამ.

პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს, ტექნიკურ დავალებაში კი, როგორც საკრებულოში ამბობენ, თანმიმდევრულად არის ჩამოწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი განხორციელება.

„პროექტის პირველი ნაწილი მოიცავს ორ-სამწლიან პერიოდს, დასრულებული ნაწილი კი – სამიდან  ხუთწლამდე პერიოდს. შემდგომში მოხდება აქტივების სისტემის მიერთება ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და  ბიუჯეტის ეფექტური განკარგვა.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ჩვენ ვქმნით ქალაქის ელექტრონული მმართველობის უნიკალურ სისტემას, რომელიც პირველი იქნება საქართველოს მუნიციპალიტეტებში,“- ამბობს თენგიზ აფხაზავა.

მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე შეიქმნება ერთიანი მართვის სისტემის პლატფორმა, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის მოქმედების მექანიზმები და შემდეგ დაიწყება ყველა აქტივის აღწერა. „პარალელურად დაიწყება მუშაობა მართვის სისტემის შექმნაზე“.

ქალაქის ყველა აქტივის აღწერის შემდეგ დაიწყება მუშაობა ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარების გეგმის შემუშავებაზეც.

ქალაქის ელექტრონული რუკის შექმნა მერიის ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარით არის დაფინანსებული. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კორპორაცია GEC  DEVELOPMENT-მა შეასრულა.

პროექტის პრეზენტაციას ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ქალაქის მერი ელექტრონული რუკის პრეზენტაციაზე

2015-10-12 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

 

 

 

 

 

 

პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები, გადაღებულია ბოლო ორი დღის განმავლობაში.

 

 

 

აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

 

სოფიკო გუჯაბიძე

 სოფიკო გუჯაბიძეს ფილოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი პარიზის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, საფრანგეთშივე აქვს გავლილი საზოგადოებათმცოდნეობის კურსი და სხვადასხვა პროფესიული სტაჟირება. არის ასევე ბათუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი და ამავე ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი ფრანგულ ენასა და ლიტერატურაში. ფლობს სამ ენას.


სოფიკო გუჯაბიძე 2011 წლიდან  უძღვებოდა საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობას რეგიონისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგში – ტურიზმში. აქტიურად იყო ჩართული აჭარის რეგიონის პოპულარიზაციისა და რეკლამირების საკითხებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. 2014 წლის მაისიდან დღემდე იკავებდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწის ადგილს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

კვლევა: გამოკითხულთა 17 % ბათუმის მერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 29 %-ს კი არასოდეს სმენია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შესახებ

 

ათ თვითმმართველ ქალაქში, ყველაზე უკმაყოფილო მერის მუშაობით თბილისში არიან – გამოკითხულთა 36 პროცენტით დავით ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილოა.  

 

კითხვარი შეეხებოდა საკრებულოს მუშაობასაც. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლის ჭეიშვილის მუშაობას 10 პროცენტი – დადებითად, 11 პროცენტი – უარყოფითად, 21 პროცენტი – საშუალოდ აფასებს, გამოკითხულთა 29 პროცენტს კი არასდროს სმენია მის შესახებ.

 

გამოკითხვა 2015 წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida).


ბათუმის მერია
ბათუმის მერია

საბავშვო ბაღების გაერთიანება ხელფასების გაზრდას ითხოვს

ნაზი ფუტკარაძე

„საბავშვო ბაღში აღმზრდელის ანაზღაურება 330 ლარია, რაც ძალიან დაბალია.  აღმზრდელს დიდი დატვირთვა აქვს და ეს ანაზღაურება არ არის შესაბამისი. გარდა ამისა, ვიცით რომ ლარის გაუფასურების შემდეგ, ბაზარზე ფასებმა იმატა. საბავშვო ბაღებში ძირითადად  ქალები არიან დასაქმებული და მიგვაჩნია რომ ქალის შრომა უნდა დაფასდეს. მე მოვუწოდებ ბათუმის მერს, რომ მომავალი 2016 წლის ბიუჯეტში საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა ბიუჯეტში გაითვალისწინოს“- განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.

2016 წლის ბიუჯეტის განხილვისას,  ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით საკითხის დაყენებას „ბათუმის ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელიც აპირებს.

„ჩვენ  მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს ხელფასების 30 პროცენტიანი ზრდა. ვაპირებთ ახალი ბიუჯეტი  თვითმმართველობას წარვუდგინოთ და იმედი გვაქვს რომ დაგვიმტკიცებენ, რადგან ბაღებში ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოებია შესასრულებელი, ანაზღაურება კი შესაბამისი არ არის“- აცხადებს „ბათუმის ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილი.

ბათუმის საბავშვო ბაღებში 1200 ადამიანია დასაქმებული, „ბაღების გაერთიანების“ ადმინისტრაციაში კი 35 თანამშრომელი.

კვლევა: გამოკითხულთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბათუმში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა

 

ორგანიზაციამ გამოკითხვა საქართველოს ათ თვითმმართველ ქალაქში ჩაატარა.  გამოკითხვის შედეგების თანახმად ამ ქალაქებს შორის საცხოვრებელი პირობები ყველაზე მეტად გაუმჯობესდა ოზურგეთში – ასე ფიქრობს გამოკითხულთა 19 პროცენტი. ასევე, გამოკითხულთა 13 პროცენტი ზუგდიდში მიიჩნევს, რომ ცხოვრების პირობები მათ ქალაქში გაუმჯობესდა.


საცხოვრებელი პირობების გაუარესების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა თბილისი – გამოკითხულთა 53 პროცენტი; თელავი და გურჯაანი – გამოკითხულთა 53-53 პროცენტით და ქუთაისი – აქ გამოკითხულთა 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი პირობები გაუარესდა.


კითხვაზე, იძლევა თუ არა თქვენი ქალაქი სათანადო დასაქმების შესაძლებლობას? – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ბათუმს – გამოკითხულთა 29 პროცენტმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხა. 

 

გამოკითხვა 2015 წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida).


 
ბათუმი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

 

 

 

მიიღეთ 1000 ლარი 15 წუთში!

 

 

 

MoneyMan საუკეთესო პირობებს გთავაზობთ:

 

იხდით მხოლოდ იმ დღეების საკომისიოს, როცა თანხით სარგებლობთ!  მაგალითად, თუ გაქვთ სესხი 20 დღით, მაგრამ 10 დღეში დაფარავთ, მხოლოდ 10 დღის პროცენტს გადაიხდით.

ყველა მომხმარებელი ავტომატურად აგროვებს ბონუს ქულებს, რომელთა დახარჯვა ორი გზითაა შესაძლებელი:


1. ბონუს ქულებით შეგიძლიათ დაფაროთ პროცენტი და ძირი თანხა, შედეგად კი, თანხით სრულიად უფასოდ ისარგებლოთ. მაგალითად, თუ თქვენი მეგობარი, რომელსაც მანიმენს ურჩევთ, სესხს აიღებს, თქვენ 25 ლარის ქულა დაგერიცხებათ.

 

2. დაგროვილი ქულებით შეგიძლიათ შემდეგ დონეზე გადახვიდეთ და უკეთესი პირობებით ისარგებლოთ. ყოველ შემდგომ დონეზე თანხა და ვადა იზრდება, პროცენტი კი მცირდება.

 

  • მანიმენი, როგორც ერთგულ ასევე, ახალ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს საინტერესო აქციებსა და გათამაშებებს. მაგალითად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოტოკონკურსი, რომლის გამარჯვებული მწვანე iPhone-ით დაჯილდოვდება. გაიგეთ მეტი გათამაშების შესახებ: https://bit.ly/greeniPhone  

 

  • პირველ სესხზე მაქსიმალური თანხა 500 ლარია 31 დღის ვადით, განმეორებით მომხმარებლებს კი მანიმენში შეუძლიათ 1000 ლარამდე თანხის აღება, ონლაინ სესხებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ვადით, 16 კვირით.

ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე! აისრულეთ სურვილები დღესვე!

 

დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 322 470017 ან შემოგვეხმიანეთ Facebook-ზე: https://www.facebook.com/MoneyMan.ge 


ბაღების გაერთიანება 35 ათასი ლარის მცენარეებს შეისყიდის

 

შესყიდვის მასალების ჩამონათვალის მიხედვით,  ბაღების გაერთიანება 233 აბელიას, 49 ბიოტას, 50 ცალ მაგნოლია სულანჟას, 120 ცალ მარადმწვანე მუხას, 136 ცალი იაპონური ნანდინა და კიდევ 33 სახეობის მცენარეებს შეისყიდის.

 

ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებულია, მცენარეები ბაღების გაერთიანებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.  კონკრეტული საბავშვო ბაღისთვის ყვავილების მიწოდება მათი შეკვეთების საფუძველზე განხორციელდება.  

 

აზალია

Jesus Christ Superstar – ქართველი და რუსი შემსრულებლების მონაწილეობით

 

სანკტ-პეტერბურგის როკ-ოპერიდან ვლადიმერ დიადენისტოვი, ვიაჩესლავ ნოგინი და ალექსანდრე კავინი იმღერებენ.  როკ-ოპერაში მონაწილეობენ ქართველი შემსრულებლებიც, ახალგაზრდული მუსიკალური ცენტრის სოლისტები თეა გელოვანი, გივი გიგინეიშვილი, პაატა აბესლამიძე და ა.შ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თენგიზ შამილაძეა.

 

მთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი – მანანა ჩაუშბაა, დამდგმელი რეჟისორი – ზაზა სიხარულიძე. 

 

გერმანელი მენეჯერი მუზეუმების მენეჯმენტზე სემინარებს ჩაატარებს

გერმანელი მუზეუმების მენეჯერი ბათუმში

„ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ მუზეუმებთან ურთიერთობას, რომელიც ჯერ კიდევ  2000 წლიდან  დაიწყო. 2005 წელს ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე პირველი ერთობლივი, ქართულ-გერმანული კოლექცია გავაკეთეთ და ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება. 2008 წელს ბათუმშიც განვახორციელეთ პროგრამა  რომელშიც სტუდენტების მობილობაც იყო გათვალისწინებული და ეს წინგადადგმული ნაბიჯებია ამ ორ ქვეყანას შორის სამუზეუმო სფეროში  ურთიერთობის თვალსაზრისით“ – ამბობს ოტმარ ბიომერი.

გერმანელი მენეჯერის თქმით, დღევანდელი  სემინარი მუზეუმების მენეჯმენტს და მართვის სტრუქტურას დაეთმობა. „დეტალურად გავაცნობ მათ თუ როგორ მუშაობს მუზეუმები ჩვენს ქვეყანაში და ამის შემდეგ მე მინდა მოვისმინო თითოეული ამ სემინარში მონაწილე პირის მოსაზრება თუ რა სირთულეების წინაშე დგანან ისინი და რა პრობლემების წინაშეა სამუზეუმო კულტურა აჭარაში. მე იმედი მაქვს რომ სამი დღის განმავლობაში მე მოვაგროვებ იმდენ ინფორმაციას რომ რეალურად წარვმარტოთ ამ პრობლემებზე ჩვენი დისკუსია და ვისჯელოთ ალტერნატიულ სტრატეგიებზე“.

ოტმარ ბიომერის თქმით, სემინარზე საუბარი იქნება არა მარტო გერმანულ არამედ, ზოგადად საერთაშორისო გამოცდილებაზეც.

სემინარს სამუზეუმო სფეროს 25-მდე წარმომადგენელი დაესწრება

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გერმანელ ექსპერტთან ერთად განიხილავენ რეგიონში არსებული მუზეუმების პრობლემატიკას, გაკეთდება SWOT ანალიზი.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ტიპის პროექტების მეშვეობით მუზეუმები გააუმჯობესებენ სერვისს, რაც გაზრდის მათ მიმზიდველობას და პოზიტიურად აისახება დამთვალირებელთა რაოდენობაზე.

სამუზეუმო მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით ვორკშოპს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ესწრება.

სემინარები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ – ფარგლებში დაფინანსდა.

დავით ქაჯაიას ავტორბოლა ევროპაში

 

დავით ქაჯაია

 


(ინტერვიუ ჩაწერილია

ჩემპიონატის მეექვსე ეტაპამდე,

29 სექტემბერს)


 

 

დავით, საქართველოდან რამდენი მონაწილეობს ძარიანი ავტომობილების ევროპის ჩემპიონატში?

– ჯერჯერობით მარტო მე.

 

როგორ მოხვდით ავტოსპორტში?

– შემთხვევით. მეგობარმა წამიყვანა. რუსთავის ავტოდრომზე შეჯიბრი ტარდებოდა და საყურებლად წავედით. რომ შევხედე ამ შეჯიბრებებს, გამიჩნდა სურვილი მეც მიმეღო მონაწილეობა. ჩემი მეგობრების დახმარებით შესაბამისი ავტომობილი ავაწყვე და სამოყვარულო შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა 2004 წელს. კარგად გამომივიდა სამოყვარულო ავტოშეჯიბრი. 2007 წლიდან გადავედი პროფესიონალებში. ამჟამად Mia Force-ს სახელით გამოვდივარ. Mia Force არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი. 2011 წლიდან მათი სახელით ვასპარეზობ, როგორც საქართველოს, ისე ევროპის მასშტაბით. მაგალითად, 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით სამჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი ლეგენდის კლასში. ახლა ვასპარეზობ ცოტა განსხვავებულ კლასში – ეს არის ძარიანი ავტომობილების უმაღლესი ევროპის ჩემპიონატი, რაც კი არსებობს – European Touring Car Cup და ტარდება მსოფლიოს საატომობილო ფედერაციის FIA-ს (Federation International de L’Automobile) ეგიდით.

 

რას ნიშნავს ძარიანი და ლეგენდის კლასში ასპარეზობა, რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?

– „ლეგენდი“ არის ავტომობილი, რომელიც მზადდება ამერიკაში. არ ჰგავს არც ერთ ავტომობილს, სპეციალურადაა შექმნილი – მხოლოდ ერთი ადამიანი ჯდება შიგ და აქვს მოტოციკლის ძრავა. ავტომობილი არის მსუბუქი – 500 კგ-ს იწონის. არ სჭირდება მანქანის ძრავა და მოტოციკლეტის ძრავითაც საკმაოდ სწრაფად მოძრაობს. ხოლო ძარიანი ავტომობილები ჩვეულებრივი მოდელების ავტომობილებია, მაგალითად, როგორიცაა: BMW, Citroen, Fiat.


ნებისმიერი კლასი, სადაც ვმონაწილეობ, რთულია, რადგან ყველას თავისი კარგი მრბოლელები ჰყავს და ყველა იბრძვის პირველობისთვის, მიუხედავად იმისა, პოპულარულია თუ არა ეს ჩემპიონატი. ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით პირველ ადგილზე ვარ ქულებით, ეს არის ჩემი დებიუტი ამ სახის ჩემპიონატში. რთულია ცოტა ჩემთვის, რადგან ბევრ რამეზე მიჩვევა მომიწია. უცხოა ავტომობილი, ავტოდრომებიც, რომელზეც უნდა გამოვიდეთ. ბევრი მონაწილესთვის ეს ავტოდრომები უცხო არ არის, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდები და ქულათა რაოდენობით, ხუთი ტურის ჯამში, პირველ ადგილზე ვარ.

 

რა დრო გაქვთ ახალი ტრასისა და სარბოლო პირობების გასაცნობად?

– ავტოდრომზე ორი 40-წუთიანი ვარჯიშის საშუალება მაქვს. ფეხით ვათვალიერებ ავტოდრომს, რომ გავეცნო მოსახვევებს და თანმიმდევრულად დავიმახსოვრო.

 

ხომ არ გქონიათ ტრავმები, როგორია თქვენი ფიზიკური მომზადების დონე?

– ტრავმები არა, მაგრამ ფიზიკური მომზადება ძალიან მაღალი სჭირდება ამ სპორტს, იმიტომ, რომ ავტომობილში ტემპერატურა 70 გრადუსამდე აღწევს, ადამიანის პულსი კი წუთში 200 დარტყმას უახლოვდება, ანუ მრბოლელი ფიზიკურად ძალიან მომზადებული თუ არ არის, შეიძლება გონებაც კი დაკარგოს მართვის დროს. მეც ვემზადები შესაბამისად. ყოველდღე ვვარჯიშობ დარბაზში, ტრენაჟორზე.

 

სპონსორების საკითხი მაინტერესებს, თუ გყავთ სპონსორები და ვინ არიან ისინი?

– როგორც გითხარით, შს სამინისტროს სახელით ვიღებ მონაწილეობას. ამჯერად ევროპელი პარტნიორები გვყავს „ლიქვიმოლის“ (Liquimoly) სახით, რომელიც ასევე გვეხმარება ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

 

წელს ევროპის ჩემპიონატზე დაუმარცხებელი გიწოდეს. თქვენც ასე მიიჩნევთ?

– ისე აეწყო ყველაფერი… პირველი რვა შეჯიბრიდან რვავე გამარჯვებით დავასრულე და ამიტომაც მიწოდეს დაუმარცხებელი. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, შეიძლება ისეთი გამოჩნდეს ვინმე, რომ მეც დამამარცხოს. ვცდილობ, ვიყო ლიდერი მანამ, სანამ შემიძლია და პირველმა გადავკვეთო ფინიშის ხაზი.

 

მარტო საქართველოში არ გიწევთ რბოლა. თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად არის საქართველოში ავტოსპორტი განვითარებული სხვა ქვეყნებთან შედარებით?

– ჩვენთანაც საკმაოდ განვითარებულია, ძლიერი სპორტსმენები გვყავს. უბრალოდ, ჩვენთან ისეთი პოპულარული არ არის სპორტის ეს სახეობა, როგორც ევროპაში, სპონსორები არ ინტერესდებიან ამ მხრივ, დაინტერესება რომ იყოს და სხვა სპორტსმენებსაც რომ ჰქონდეთ ევროპაში გამგზავრების შესაძლებლობა, უფრო ბევრ ტიტულს ჩამოვიტანდით ჩვენს ქვეყანაში.

 

რა არის თქვენი მიზანი?

– ჩემი ოცნებაა მონაწილეობა მივიღო მსოფლიო ჩემპიონატში, იგივე – ძარიანი ვტომობილების კლასში.

 

მიმდინარე წელში თუ გიწევთ შეჯიბრება კიდევ?

– საქართველოში შიდა ჩემპიონატზე მომიწევს – 18 ოქტომბერს გაიმართება რუსთავის ავტოდრომზე რბოლა. ორი რბოლა გვაქვს დარჩენილი და იქ მივიღებ

მონაწილეობას.




ქედაში გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

 

დისკუსია

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა საუბრისას განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს გოგონათა დისკრიმინაციას და ნაადრევი ქორწინების დადებითსა თუ უარყოფით მხარეებს. „2012 წლიდან აღინიშნება გოგონათა დღე საქართველოში, აღსანიშნავია ის, რომ ეს დღე ქედის მუნიციპალიტეტში პირველად აღინიშნა, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის 29 სკოლიდან მოვიწვიეთ მოსწავლეები, ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული დისკრიმინაცია, ნაადრევი ქორწინება, გოგონათა ნოვატორული ხედვა განათლებაში, ტრადიცია და სტერეოტიპები, გოგონათა ყოველდღიური როლი ცხოვრებაში, შეხვედრამდე გოგონათა დღესთან დაკავშირებით ესეს „რადგან მე ვარ გოგო მე მაქვს ჩემი დღე“ და „გოგონების ნოვატორული ხედვა განათლებაში“ კონკურსი გამოვაცხადეთ, აღნიშნულ კონკურსში ექვსი სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწლეობა,“ – ამბობს თეა შარაშიძე.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრ საკითხებზე ვისაუბრეთ, იყო აზრთა გაცვლა, ვფიქრობ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად უნდა ტარდებოდეს,“ – ამბობს თამთა ჯაბნიძე, მე- 9 კლასის მოსწავლე.

შეხვედრა ქედაში, გოგონათა დღის აღნიშვნასთან ერთად, გოგონათა უფლებების საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყო. გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს ეგიდით პირველად 2012 წელს აღინიშნა და მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის აქტუალურ პრობლემას – ბავშვთა ქორწინებას მიეძღვნა.

ბათუმი – მულტიკულტურული ქალაქი

ზოგადად, ტრადიციები მულტიკულტურული იერითაა შეფერადებული. მაგალითად, თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, ეზოში სეფას გაშლიდნენ და ამ სეფას აუცილებლად მულტიკულტურული აქცენტი უნდა ჰქონოდა, რადგან ეზოში ქართველების გარდა სხვებიც ცხოვრობდნენ და ისინიც მონაწილეობდნენ. მაგალითად, ფლავი აზერბაიჯანელს უნდა გაეკეთებინა და არა ქართველს. ის ამით იყო ამაყი.

ჩემთვის ამის გაგება ძნელი არ არის, რადგან ასეთ გარემოში გავიზარდე. მაგრამ არის ხალხი, რომელიც მონოკულტურულ გარემოში იზრდება და როდესაც ასეთი კაცი ჩავა მულტიკულტურულ ქალაქში, ის შეიძლება აუტსაიდერი აღმოჩნდეს, რადგან არ ეცოდინება სხვა ენა (არცოდნა კი შეცდომებს იწვევს), რომლითაც ურთიერთობას შეძლებს სხვა ეთნოსის ადამიანებთან. მას ქართველი რომ უყვარს, გასაგებია, მაგრამ სომეხი რატომ უნდა უყვარდეს, ეს ვინმემ უნდა აუხსნას. მან უნდა იცოდეს, რომ კულტურა ტაქტიანობას გულისხმობს და სხვისი კულტურის პატივისცემა სიძლიერის ნიშანია და არა სისუსტისა. უბრალოდ, ფორმებია მოსაძებნი.

კულტურათა თანაცხოვრებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ენების ცოდნა. ჩემს ეზოში სალაპარაკო ენა ძირითადად ქართული და რუსული იყო, მაგრამ ხშირად ვიცოდით სხვა ენებიც: სომხური, თურქული, ბერძნული…

მაგალითად, ჩემი ცოლის ბებია ბევრ ენაზე ლაპარაკობდა. ქართულისა და მეგრულის გარდა, იცოდა თურქული, თავისი ვარიანტებითურთ, ბერძნული, და სხვ. მეცნიერი კი არ იყო, ბუნებრივად ჰქონდა ამის საჭიროება.

კულტურის ბოლო ზღვარია კულინარია. თუ ადამიანს ხაჭაპური უყვარს, ის ჯერ კიდევ ქართველია. თუ ადამიანს უყვარს სუჯუკი და ესმის მისი გემო, ესე იგი მისი სომხობა ჯერ დამთავრებული არ არის. თუ ადამიანს არც ენა აქვს, არც „ვეფხისტყაოსანი“, არც ხაჭაპურის სიყვარული და არც კულტურული ერთობის შეგრძნება – ის უკვე გადაგვარებულია. ყველა კულტურა შეიძლება დეგრადირდეს და ბოლოს მოკვდეს კიდეც.

ერთხელ, როცა არასამათავრობო სექტორში ვმუშაობდი, სტუმრად გვყავდა აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები. აჭარული ხაჭაპურით გავუმასპინძლდით. ერთმა აზერბაიჯანელმა სტუმარმა ამ ხაჭაპურს წითელი წიწაკა მოაყარა. ქართველმა კოლეგამ აუხსნა, ასე არ შეიძლებაო. მაგრამ მან ვერ გაიგო, რატომ.

შემდეგ ჩვენ ვიყავით სტუმრად ბაქოში. მათაც დაგვპატიჟეს და სადილზე შემწვარი ზუთხი მოგვიტანეს, თან აგვიხსნეს, როგორ უნდა მიგვერთმია. ზუთხს უნდა მოესხას ნარშარაფი, ანუ ბროწეულის დადუღებული ტკბილი წვენი, ქართველმა კი აიღო და ტყემალი მოასხა. ბაქოელმა ხელი გულზე მოიკიდა. მე ვუთხარი, კარგი იყო, ბათუმში ხაჭაპურს წიწაკას რომ აყრიდი-მეთქი?! კულტურა იმდენად ფაქიზი რამაა, რომ ადამიანები ხაჭაპურზე წიწაკის მოყრის გამოც კი ღელავენ. ჩვენ შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს, რადგან არ გვინდა, ჩვენი კულტურა არასწორად გაიგონ. საქმე ლამის სიწმინდეს ეხება.

მე ვცხოვრობ ჩემს მეგობართან ერთად ქუთაისში (რაც ქუთაისში პარლამენტი გადავიდა, ქირა ისე გაძვირდა, ერთი კაცი მარტო ვერ იქირავებს). ჩემი მეგობარი მორწმუნეა და მარხულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მარხვის დღეებში არ უნდა შევაწუხო და სახსნილო არაფერი შევიწვა. სწორედ ეს იგულისხმება ყველგან. კულტურა მდგომარეობს დათმობაში, კომპრომისში. ქალაქი არის ადგილი, სადაც გვიწევს დათმობა. ბათუმში არასდროს ყოფილა სერიოზული ეთნიკური კონფლიქტები და სწორედ იმიტომ, რომ ის არც არასდროს ყოფილა მარტო ჩვენი ქალაქი. ბათუმს აქვს მსუბუქი ბმები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი და სწორედ ეს სიმსუბუქე გამოარჩევს მას საქართველოს სხვა ქალაქებისგან.

ჩემი ცხოვრების 45 წელი თბილისში გავატარე. იქ არის ჩემი სახლი და, ფაქტობრივად, ამ ქალაქში ვცხოვრობ, მანამდე კი ბათუმში 16 წელი ვიცხოვრე. ბათუმს ის განასხვავებს თბილისისგან, რომ აქ ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ სახლში ვარ. ეს იმიტომ, რომ ბათუმი ნამდვილი ქალაქია. ბათუმელი კი სხვა ქალაქების მცხოვრებლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შეგნების მოქალაქეა, რომელმაც სხვისი კულტურის პატივისცემა იცის. ამ ქალაქის სიმდიდრე სწორედ ეს არის და არა მოკირწყლული ქუჩები.

ეს ქალაქი არის რეტრო – ჩემთვის ეს ქალაქი ახლისა და ძველის ერთმანეთთან ბმაა. ის ადგილი, სადაც ახლა კაფე „პრივეტ იზ ბატუმაა“, ჩემთვის დღესაც ფოტოატელიეა, სადაც პირველი ფოტოები გადავიღე. მის პირდაპირ კიდევ ერთი კაფეა, სადაც ადრე პურის მაღაზია იყო, კიდევ ბანკის შენობა, სადაც ადრე რედაქცია იყო, უფრო იქით – ჩემი კლასელის, მზია ართმელაძის სახლი. ცოტათი შეცვლილია ქალაქის სუნიც. ადრე, ჩემს ბავშვობაში, ქალაქში პლანის სუნი იდგა. ბულვარში სიგარეტის ნამწვების საძებნელად რომ დავდიოდით ბიჭები, ის დრო მახსენდება; პოპულარული სახაჭაპურეები… იმ დროს ძალიან მოდური იყო რესტორანი „აჭარა“ – მესამე სართული ყავით იყო განთქმული, პირველი კი აჭარული ხაჭაპურით. „აჭარას“ რესტორანი „ბათუმი“ უწევდა კონკურენციას, შემდეგ შემოვიდა „გემო“, „ბლაგოევგრადი“ და ვაგზლის ხაჭაპური, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ბიჭების ლაპარაკი მახსენდება: „აბა, დაიადე კარაქი“ და ამგვარები. აი, ეს არის ჩემთვის ბათუმი და სანამ ჩემი თაობა ცოცხალია, მანამდე ასე დარჩება.

ერთადერთი, რასაც აქ ჩამოსვლის დროს არ ვაკეთებ – ჩემს ძველ ეზოში არ შევდივარ.

ბათუმი, როგორც ქალაქი, მულტიკულტურულ საფუძველზე წარმოიშვა. ეს ქალაქი XIX საუკუნეში შექმნა ნავთობის ინდუსტრიამ, რომელმაც მაშინვე მოიზიდა ის ხალხი, რომელიც სჭირდებოდა. იმ დროს ბათუმი ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, ვიდრე დღესაა. ეს იყო დიდი ნავთობგადამამუშავებელი წერტილი, რომლის არსებობაც მთელმა მსოფლიომ იცოდა. ბათუმში ჰქონდათ ოფისები და აქ ცხოვრობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ სიმენსი, ნობელი, როტშილდი… სწორედ ამ საქმიანი გარემოს შედეგად გაუგეს ადამიანებმა ერთმანეთს.

ქალაქს ბევრი განსაზღვრება აქვს, მაგრამ ყველაზე სერიოზულია ის განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც ქალაქი არის ადგილი, სადაც კულტურები ერთმანეთს კი არ აქრობს და ანადგურებს, არამედ ავსებს. თუკი ერთი კულტურა იმარჯვებს და ყველა სხვა კვდება, ის სოფელია და არა ქალაქი. არის კიდევ ერთი განმარტება: ქალაქი არის დასახლებული ადგილი, რომელსაც აქვს პორტი. ყველა ამ თვალსაზრისით ბათუმი საქართველოში ყველაზე გამორჩეული ქალაქია.

________________________

ინტერვიუ ჩაიწერა ლელა დუმბაძემ. გამოქვეყნდა ჟურნალში „ბათუმის გზამკვლევი“ 

პრემიერ-მინისტრი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და არჩილ ხაბაძეს შეხვდა

 

ღარიბაშვილმა  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემების დროული აღმოფხვრის მიზნით დავალებები მისცა, თუმცა კონკრეტულად რა დავალებებზეა საუბარი, ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერი წერია.

 

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა პრემიერს განხორციელებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხზე ზარალის დათვლის დასრულებისთანავე იმსჯელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონს ხშირად სტუმრობს და დეტალურად არის ინფორმირებული ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელთა მოგვარება მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, ასევე – იცნობს მიმდინარე პროექტებს, რომლებიც ავტონომიური რეგიონის ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრაზე პრემიერმა ასევე მოისმინა ანგარიში რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.


ქვაღორღი შუახევისა და ხულოს ცენტრალურ მაგისტრალზე

ცენტრალური მაგისტრალი მაღალმთიან აჭარაში

ცენტრალური მაგისტრალი მაღალმთიან აჭარაში

ცენტრალური მაგისტრალი მაღალმთიან აჭარაში

ფოტოები გადაღებულია დღეს, 11 ოქტომბერს.

გეოლოგების დასკვა: ქობულეთში ოთხმა ოჯახმა სახლი უნდა დატოვოს

 

როგორც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია ამბობს, „სასწრაფოდ გასასახლებელია ოთხი ოჯახი. სახლებთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს ფერდსამაგრი სამუშაოები დაახლოებით 60 ადგილზე. ასევე აუცილებლად უნდა მოხდეს ზედაპირული წყლების უსაფრთხო მიმართულებით გადაგდება, რომ ამინდის გაუარესებისას სამომავლოდ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. გეოლოგიის სამსახური შეისწავლის ყველა მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც პერიოდულად შემოდის მოსახლეობიდან გამგეობის ცხელ ხაზზე. ახალი განცხადებების შესწავლას კიდევ 2-3 დღე დასჭირდება.”

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისათვის შუახევსა და ხულოში ნორმალური მდგომარეობაა. ყველაზე რთული ვითარება უხვმა ნალექმა ქობულეთში შექმნა. დამეწყრილი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი დაფიქსირებულია ალამბარში, აჭყვისთავსა და ლეღვაში, ნაწილობრივ ქაქუთში.

 

როგორც გზებისა და სამელიორაციო სამსახურის ქობულეთის წარმომადგენელმა განაცხადა, გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში ყველა საჭირო ლოკაციაზე 12 ერთეული სხვადასხვა ტიპის ტექნიკა მუშაობდა, დღეისათვის კი მათი რაოდენობა სამუშაოების პარალელურად 6-მდე შემცირდა. უკვე გაწმენდილია შიდა სასოფლო გზების 90% .


ამ მომენტისთვის ტექნიკა და საგზაო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ წყავროკა-მემარნეების მიმართულებით შიდა სასოფლო გზის გაწმენდაზე. ასევე იწმინდება გადასასვლელი ხიდი ჯინჯური -ხინიკაძეების მიმართულებით. რეგიონში გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები არ ფიქსირდება. ყველა სოფელს აქვს შემოვლითი გზა, რომლითაც თავისუფლად გადაადგილდება მოსახლეობა. ძირითადი გზების გაწმენდის შემდეგ გაიწმინდება კერძო სახლებთან მისასვლელი გზები. გამოდარების და ნიადაგის გამოშრობის შემდეგ შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის გადაადგილება, რის შემდეგადაც სამუშაოების გაგრძელება დაგეგმილია ალამბარში.

 ქობულეთში დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ზარალის დათვლა დაწყებულია. ზარალის დადგენაზე განცხადებების მიღება ორშაბათამდე გაგრძელდება. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესულია 339 განაცხადი, რომელთა განხილვაც მომავალი კვირიდან დაიწყება.

ბათუმში კიდევ ერთ სპორტსმენს ვარსკვლავი გაუხსნეს

 

დავით ბედინაძე

 

დავით ბედინაძის ვარსკვლავი ბათუმის სასპორტო სკოლის წინ

 

დავით ბედინაძე, მსოფლიო ჩემპიონის, სიდნეის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, მსოფლიო თასის მფლობელის მუხრან ვახტანგაძის შემდეგ (2014 წელს) მეორე სპორტსმენია, ვისაც ბათუმში ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

დავით ბდინაძე ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეა. ის 2007 წელს ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში. არის ასევე ვერცხლის მედლის პრიზიორი 2006 წლის მსოფლიო ჩემოინატზე და ევროპის ორგზის პრიზიორი (2005 წელს – ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, 2006 წელს ვერცხლის).

 

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ განათლების, კულტურისა და სპორტის, ამავე უწყების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები და სპორტული საზოგადოების წევრები.

 

ვარსკვლავის გახსნის აღსანიშნავად წითელი ლენტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ და აჭარის  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა მუხრან ვახტანგაძემ გაჭრეს.

 

ნათია სირაბიძე და მუხრან ვახტანგაძე | დავით ბედინაძის ვარსკვლავის გახსნა 10 ოქტომბერი 2015

 

 

მუხრნ ვახტანგაძე და დავით ბედინაძე | დავით ბედინაძის ვარსკვლავის გახსნა 10 ოქტომბერი 2015

 

ფოტოები: dsy.gov.ge

 

 

სამაშველო: ვეძებთ მეწყრის დროს გაუჩინარებულ ადამიანს

მაშველები ახალშენში მამაკაცს ეძებენ

ბათუმის “დინამოს” ფინანსური მენეჯერი ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

 

ბრალდებული ემზარ ხალვაში პატიმრობიდან გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული, მის უფლებებს ადვოკატი ჯემალ კიკნაძე იცავს. სასამართლო პროცესზე ადვოკატმა განაცხადა, რომ ყველა მტკიცებულებას, რომელიც საქმეს ერთვის და გამოძიების მოპოვებულია, სადაოდ ხდის.

 

“დინამოს” ფინანსური მენეჯერი 20 აგვისტოს დააკავეს. როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ განმარტა _ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით. პროკურორის თქმით, ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს. მოსამართლის განმარტებით, ეს ბრალდება 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ბრალდებული სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით სარგებლობს. ემზარ ხალვაში დაახლოებით 2 თვეა “ბათუმის” დინამოს ფინანსური მენეჯერი აღარ არის. მომდევნო სასამართლო პროცესი   მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს, საქმის პროკურორი კი ლევან მურვანიძეა.

ხულოში თოვს

 

ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე დაახლოებით 7 სანტიმეტრს აღწევს თოვლის საფარი. მისივე ინფორმაციით, ავტომანქანების გადაადგილებაზე პრობლემები არ შექმნილა. 


მოთოვა ასევე ბეშუმში, თუმცა გამგებელი ამბობს, რომ მოსახლეობა იქ არ იმყოფება.  

პატიმრობა ტელეფონისა და პაემნით სარგებლობის გარეშე

 

 

გასულ კვირას სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით პროკურორი თურმანიძე უნდა დაეკითხათ, რადგან მისი ჩვენება თავდაპირველად სადაოდ მიაჩნდათ ბრალდებულებს. თუმცა, მოსამართლემ როცა მათ ჰკითხა, ცნობდნენ თუ არა ვლადიმერ თურმანიძის ჩვენებას სადაოდ, ბრალდებულებმა უპასუხეს: “არა, ყველაფერს ვხდით უდაოდ, ჩვენ ვართ დამნაშავეები… აღარ შეგვიძლია ამხელა გზაზე მგზავრობა და სასამართლო პროცესებზე სიარული, გთხოვთ მოგვისაჯოთ“. ისინი სასჯელს ქუთაისში იხდიან.

 

სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა საქმის პროკურორი შოთა ხორავა. ხორავას შემცვლელს პროკურორ დავით კირჩხელს, წესით, ამ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა მან მოსამართლეს უთხრა, რომ მზად არ არის დასკვნითი სიტყვისთვის: `შოთა ხორავა ქუთაისშია მივლინებაში. მე საქმის გადადებას ვითხოვ, რადგან საქმის გაცნობა ვერ მოვახერხე”.

 

პროკურორის ამ განმარტებას ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა. მათ მიაჩნიათ, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს. ბრალდებულებს განსაკუთრებით ერთი რამ აწუხებთ _ უკვე ორი წელია სხვა საქმის გამო პატიმრობაში მყოფები, პაემნისა და ტელეფონის გამოყენების უფლებით იმიტომ ვერ სარგებლობენ, რომ მათ წინააღმდეგ ახალ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულებს განუმარტა, რომ ამჟამად წარმოებაში არსებულ საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული არ აქვთ, წინა ბრალდებაზე კი მათ სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. შესაბამისად, გასამართლებულ პირებს აქვთ როგორც პაემნის, ისე ტელეფონით სარგებლობის უფლება. “დაწერეთ განცხადება, მოითხოვეთ თქვენი უფლებებით სარგებლობა”, – ურჩია მოსამართლემ ბრალდებულებს.
ბრალდებულმა გიორგი გაბისონიამ მოსამართლეს უთხრა, რომ განცხადებით ციხის ადმინისტრაციას უკვე რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

 

გიორგი გაბისონიას, ჯონი ცინცაძესა და მათთან ერთად დაკავებულ კიდევ რამდენიმე პირს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით პატიმრობა ცოტა ხნის წინ მიუსაჯა. სწორედ მაშინ, როცა მოსამართლე განაჩენს აცხადებდა, ბრალდებულებმა უშვერი სიტყვებით მიმართეს პროკურორ თურმანიძეს, რომელმაც ამის გამო პატიმრების წინააღმდეგ პროკურატურას გამოძიების დაყების მოთხოვნით მიმართა.

 

ბრალდებულების ადვოკატმა დავით კეკენაძემ მოსამართლეს მისი ვარაუდი გაუზიარა: “პროკურატურა ცდილობს ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა არ უთხრან სასამართლოს, ამიტომ აჭიანურებენ საქმის დასრულებას“.
თავისი მოსაზრება გამოთქვა მოსამართლემაც, თამარ ბეჟანიშვილის აზრით, საქმის ზედამხედველი პროკურორი შოთა ხორავა არ მოიქცა სწორად, როცა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. თუმცა, მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურორს კანონით აქვს უფლება, დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო ითხოვოს. “პროკურორები კანონით კი არ მოქმედებენ, მაგათ პირადი ინტერესი ამოძრავებთ, ჩვენ ჯანმრთელობა გვაქვს ცუდად და არ შეგვიძლია ამხელა გზაზე სიარული“, – უთხრეს ბრალდებულებმა მოსამართლეს.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მსჯავრდებულისთვის, რომელსაც სხვა საქმეზე აქვს ბრალდებულის სტატუსი და განსახილველ საქმეში აღკვეთი ღონისძიების სახედ არ არის გამოყენებული პატიმრობა, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაზე (პაემანი, სატელეფონო საუბარი და სხვა) სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ უარის თქმა დაუშვებელია – აღნიშნული ამძიმებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას.
საიას იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ანალოგიური პრობლემები აქვს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარს, რომელიც ბათუმის მე-3 დაწესებულებაშია მოთავსებული. ამ პატიმარს ბათუმის ციხის დირექტორმა უარი უთხრა ტელეფონით სარგებლობისა და პაემნის უფლებაზე. საიამ მე-3 დაწესებულების ხელმძღვანელს სასამართლოში უჩივლა.


საია ითხოვს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ #3 დაწესებულებას დაავალოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება მიენიჭება. საიას იურისტის შეფასებით, დაწესებულების დირექტორის მხრიდან ხანგრძლივ პაემანზე იმ მოტივით უარის თქმა, რომ მსჯავრდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული, უსაფუძვლოა.

 

რატომ ვერ სარგებლობენ მსჯავრდებულები პაემნითა და სატელეფონო ზარების უფლებით? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე სასჯელაღსრულების სამინისტროში განუმარტეს: „ეს ადამიანები არიან ბრალდებულები და შეიძლება მიეცეთ მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლება გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით, ასევეა სატელეფონო ზარებზეც. მათ არ აქვთ ეს ნებართვა და ამიტომ ვერ სარგებლობენ. ერთ საქმეზე უკვე არსებობს განაჩენი, მაგრამ, რადგან მეორე საქმეზეც არიან ბრალდებულები, მათზე ეს წესი მოქმედებს”.

 

პრობლემები ქართულ მედიაში

 

დისკუსია ხელოვნების უნივერსიტეტში

 

ზვიად ქორიძე, მედიამკვლევარი, მომხსენებელი: თემა გააქტიურდა ზაფხულის მიწურულს და შეიძინა უკვე ნაცადი და აპრობირებული კონტექსტი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული ხშირად გვესმის. როცა ვითარდებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება და იზრდებოდა ტელევიზიების რიცხვი საქართველოში, სადმე თუ დაიხურებოდა გადაცემა ან გაუშვებდნენ ჟურნალისტს, პირველი ვექტორი – ეს იყო მთავრობა და ამ ვექტორსაც ჰქონდა თავისი გამართლება. მე ვეცდები ამ შეხვედრაზე ყველა არსებული მოტივი ჩამოვთვალო.

 

დიკსუსია ხელოვნების უნივერსიტეტში

მთავრობა პირველ რანგში გამოვყავი, თუმცა ვერც იმ შემთხვევაში, როდესაც ვესაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ბოლო დროს სატელევიზიო არხებიდან გაუშვეს და ვერც საჯარო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, პირდაპირ ასე, რომ მთავრობის მითითებით ან მთავრობის განკარგულებით მოხდა ეს და ტელევიზიებზე ზეწოლა ხორციელდებოდა მთავრობისგან – არ ითქვა, თუმცა იყო მინიშნება, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იყო პოლიტიკური ფრთიდან რაღაც ფორმის ზეწოლა მედიამენეჯერებზე.

 

ამ კონფერენციის მსვლელობისას უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა: „აბა, რა ეგონა ინგა გრიგოლიას? ტელეკომპანია “იმედი” გახდა მთავრობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი და ეს როდემდე უნდა გაგძელებულიყო”. მთავრობა ცდილობს ისე “დაალაგოს” მედიასაშუალებებში სურათი, როგორც მას სჭირდება, თუმცა არ ფიგურირებს როგორც მთავარი ფაქტორი, მაგრამ ყველაფერი კეთდება ისე, როგორც მთავრობას სურს. კითხვა შემდეგშია: რატომ შეიძლება იყოს არხის სურვილი მთავრობის სურვილის იდენტური? მესაკუთრეები რა პრინციპით ხელმძღანელობენ?
2014 წლის ბოლოს “მაესტროდან” გაუშვეს 20-მდე ჟურნალისტი. ამ შემთხვევაშიც იყო საუბარი, რომ არსებობდა პოლიტიკური ზეწოლა არხის მეპატრონის მიმართ, მაგრამ 2014 დეკემბრიდან დღემდე პერიოდს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ არხის მესაკუთრე სერიოზულ პროცესებშია ჩართული და “მაესტროს” მეპატრონეს სურდა “საქართველოს რკინიგზის” 25 პროცენტის მოპოვება, რაც ჩაიშალა. შემდგომ მას ჰქონდა ინტერესი ფოთის პორტთთან დაკავშირებით, რაც ასევე წარუმატებელი მცდელობა აღმოჩნდა. ბოლოს ჩვენ დავინახეთ ვითარება, რომ ჯერ უნდოდა რუსეთის ერთ-ერთ ბანკში ჩაედო ტელევიზია და ბოლოს დაიწყო გაკოტრების პროცესი. 2015 წლის 31 ივნისს მან ჩააბარა შესაბამისობის დეკლარაცია კომუნიკაციების კომისიას და ითხოვა დეკლარაციის კომერციულ საიდუმლოებად დატოვება, თუმცა კომიისისგან ეს მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, ამიტომ “მაესტროს” მეპატრონე უჩივის კომისიას.

 

მეორე პრობლემა არის ფული, რომელიც იდება მედიაში. ის ინტერესები, რომელიც აქვთ მესაკუთრეებს, ყოველთვის არ არის მედიის განვითარებაზე ორიენტირებული.
მესამე წახნაგი მედიის დღევანდელი მდგომარეობის თვალსაჩინოებისთვის ეს არის კერძო შემთხვევა, რომელიც იმსახურებს განზოგადებას: ეს არის მედია, რომელზეც არ აქვს პირდაპირი წვდომის ბერკეტი მთავრობას არც ფინანსური, არც პოლიტიკური მხრით, ეს არის ტელეკომპანია “რუსთავი 2” .

აქტიური ფრონტი, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ბოლო 2-3 თვის მანძილზე განხორციელდა, მოვიდა უნისონში იმ პროცესებთან, რაც აღვნიშნეთ: იგივე მთავრობის სურვილებთან, იგივე “იმედის” და “მაესტროს” სინამდვილესთან, ოღონდ სხვა ფორმით. აქ ვერ გააკეთებენ პირდაპირ ინტერვენციას საინფორმაციო პოლიტიკაში, მაგრამ რაც ორი თვის მაძილზე ხდება, ეს არის ირიბი ზემოქმედება მედიის დამოუკიდებლობის ხარისხზე.


რაც შეეხება დავას, რომელიც წამოიწყო ერთ-ერთმა მესაკუთრემ [ქიბარ ხალვაშმა], ის გამოთქვამს პროტესტს მხოლოდ სამ პროგრამასთან დაკავშირებით. სამივე პროგრამა შესყიდულია უცხოური სატელევიზიო არხების მიერ, ასევე ედავება ლოგოს საავტორო უფლებას – ეს არის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ქონება, რაც ადვოკატებმა დაიანგარიშეს, მოსამართლემ კი დააყადაღა 20 მილიონის ღირებულების ქონება. ეს საკმაოდ არადეკვატური და არაპროპორციული რეაქცია იყო მოსამართლის მხრიდან და ფაქტია, რომ ტელეკომპანიამ საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღო.

 

2013-2014 წლებში, როცა გაჩნდა პირველი ხიფათი, ჩვენ, ჟურნალისტებმა ვერ ჩავრთეთ პრევენციული სიგნალი. ეს უნდა ჩართულიყო, მაშინ, როდესაც ახალი ტიპის მესაკუთრეობითი პოლიტიკა ყალიბდებოდა არხებზე. მეორე იყო ის, რომ პრაქტიკულად ჟურნალისტები ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას არხის მფლობელებს და კრიტიკულ მომენტებში, როდესაც ვერ ახერხებდნენ ურთიერთობის მოგვარებას, მერე იწყებდნენ საუბარს, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო და მესაკუთრე მარტივად აგვარებდა ამ პრობლემას: “ვუშვებ, მაგრამ კომპესაციას ვაძლევ” და ხურავდა გადაცემას. ჩვენ ეს შანსიც იმიტომ გავუშვით ხელიდან, რომ იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების განვითარებისთვის, მნიშვნელოვან თემებს შევხებოდით, მედიაში, ხშირ შემთხვევაში, კოჭს ვუგორებდით ისეთ თემებს, რომლებიც ვიღაცების მიერ იყო მოწოდებული.

კონფერენცია კორპორაციულ სადაზღვევო სქემებზე

 

კონფერენცია რედისონში

 

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ კორპორაციულ სადაზღვევო სქემებს თანამშრომელთა მოტივაციისა და ლოიალობის ასამაღლებად. სხვადასხვა სადაზღვევო მექანიზმით თანამშრომლებისთვის სოციალური გარანტიების შექმნა წამყვანი კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კორპორაციული დაზღვევა საქართველოშიც პოპულარულია, თუმცა გვინდა, განსაკუთრებით მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, უფრო სიღრმისეული, კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ სწორედ ამ საკითხებზე. სადაზღვევო თემატიკის გარდა, დამსწრე საზოგადოებას გავუზიარებთ ასევე ჩვენი, როგორც ევროპის წამყვანი სადაზღვევო კომპანიის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ექსპერტიზას ადამიანური რესურსების მართვაში.“

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანია „დელოიტიდან“ და „ვენის სადაზღევო ჯგუფი“-დან. ხოლო საქართველოს მხრიდან –  სპიკერები არიან ალექსანდრე ჯეჯელავა და კომპანია „HR ექსპერტის“ მმართველი პარტნიორი, ნინო ოხანაშვილი.


ნინო ხაჭაპურიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ HR დეპარტამენტის უფროსი: „სწორი ადამიანების მოზიდვა, მათი განვითარება და შენარჩუნება – ეს გამოწვევაა მთელს მსოფლიოში ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის – როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მოხარულები ვართ, რომ სადაზღვევო თემატიკის გარდა, გვაქვს საშუალება, HR-ის სფეროში ევროპული გამოცდილება გავუზიაროთ აქ მოღვაწე პროფესიონალებს და მათგანაც მივიღოთ ღირებული რჩევები.“ 

მარტინა ჰოლცმანი, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წარმომადგენელი:  „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ხალხი, რომელიც ჯგუფის კომპანიებში მუშაობს – წარმატებაზე, მუდმივ გაუმჯობესებაზე და განვითირებაზე ორიენტირებული ადამიანები. სწორედ ეს ქმნის იმ ძირითად გასნხვავებას, რითაც ჩვენი კომპანია გამოირჩევა ბაზარზე. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენი კომპანიები ავსტრიასა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში ყველაზე სასურველ დამსაქმებლად ითვლება, არამედ იმასაც, რომ მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ სიახლეები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლების განვითარებას და ლოიალობის ამაღლებას. სულ ახლახან მსოფლიოს წამყვან საკონსულტაციო კომპანია „დელოიტ“-თან ერთად შევიმუშავეთ კომპეტენციების მოდელი, რომლის მთავარი მიზანი თანამშრომელთა განვითარებაა. სწორედ ამ მოდელზე გვექნება საუბარი მე და „დელოიტ“-ის წარმოამდგენელს დღევანდელ კონფერენციაზე.“


  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ინციციატივით იქმნება სივრცე, სადაც წამყვანი ქართული ორგანიზაციების ლიდერები,  ადამიანები შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ სიახლეები, იდეები სხვადასხვა სფეროზე. ახალი პროექტის – „ჯიპიაი ნეთვორკი“ ძირითადად მიზანი სწორედ ის არის, რომ წამყვანი ქართული კომპანიის წარმომადგენლები პერიოდულად ერთმანეთს შეხვდნენ და იმსჯელონ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

 

 

 

რატომ შემცირდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი

„ავტომობილებზე ფასები, ძირითადად, უცვლელია. უბრალოდ, მყიდველი როგორც ყოველთვის, ცდილობს გაცილებით იაფად და თან უფრო ეკონომიური მანქანები შეიძინოს – „ტოიოტა პრიუსები”, ზოგადად, “ჰიბრიდები”. „მერსედესს”, „პასატს”, „აუდს” – აღარ ყიდულობენ. „აუდიზე“ დიდი მოთხოვნა იყო ადრე, მაგრამ ახლა არავის უნდა  საწვავის გამო,” – ამბობენ ბათუმელი ავტომოვაჭრეები, მათ ავტომობილები, ძირითადად, ამერიკიდან და იაპონიიდან შემოაქვთ. 
„ამერიკა და იაპონია მუშაობს დღეს კარგად, გერმანიაში კი საერთოდ ძვირია მანქანები. მე ამერიკულ აუქციონზე ვყიდულობ 2007-2008 წელში გამოშვებულ მანქანებს. რაც შეეხება გერმანიას უნდა ჩახვიდე, ვიღაც ნახო და ა.შ. თან ძვირია იქ. ძველი მანქანის შემოყვანას კი უკვე აზრი არ აქვს, ძველს აქაც ნახულობს მყიდველი,” – ამბობს ერთ-ერთი ავტომოვაჭრე.
შპს „ჯორჯიან იმპორტის” დირექტორი აკაკი ბერძენიშვილი ამბობს, რომ 20 წელია ამ ბიზნესშია. მისი თქმით, ავტომანქანების იმპორტი ძირითადად შემცირებული იყო მარტი-მაისის თვეებში, ხოლო ბოლო პერიოდში იმპორტმა იმატა: „თუმცა, იაპონიიდან მარჯვენასაჭიანი, დაბალფასიანი, ძველი და უხარისხო ავტომობილების ხარჯზე, რომელიც აზერბაიჯანში აღარ გაყავთ. დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული აქედან ნაკადი ბაქოში”.

„განბაჟების წესიც თავის დროზე არასწორად არის შემუშავებული. ამიტომ ვმუშაობ პროექტზე, რომ მოხდეს ძველი, მარჯვენასაჭიანი მანქანების განბაჟების ფასის გასამმაგება, სანაცვლოდ კი ახალი ავტომობილების, ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების, ზოგადად, ეკოლოგიურად სუფთა მანქანების განბაჟების ფასი იმის მესამედი გახდეს, რაც დღეს არის. ელექტრომობილების განბაჟება ისედაც უფასოა, მაგრამ გარკვეულ მოსაკრებელს მაინც იღებს საბაჟო და ის რომ გაუქმდეს. სადღაც ახალი წლისთვის წარვადგენთ, ალბათ, ამ ინიციატივას შესაბამისი პროცედურების დაცვით”, – ამბობს აკაკი ბერძენიშვილი.

ავტოდილერები ამბობენ, რომ ფასს, ზოგადად, გაზრდის მარჯვენასაჭიანისა და 2001-2002 წლებში გამოშვებული ავტომობილების შემოტანის შეზღუდვა, თუმცა გაიაფდება 2011 წელში გამოშვებული ავტომობილები. 
აკაკი ბერძენიშვილი ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესება გაზრდის ახალი ავტომანქანების იმპორტს, რომლებიც „მეტად გაიწოვება საქართველოდან და ეს საცობებიც არ იქნება, არც თბილისში და არც ბათუმში. დღეს რა ხდება – ახლები მიჰყავთ ბაქოში, ვინაიდან იქ „ევრო-4″ სტანდარტი აქვთ [ჩვენთან „ევრო-2-იც არ არსებობს] და ძველი ავტომობილები, რომლებიც ამავდროულად რადიაციულია, რჩება ჩვენთან, ეს ქმნის ამ წუთში პრობლემას”.

“ეკოლოგიური თვალსაზრისით, დღეს გამონაბოლქვი ქუჩებში დაშვებულ ნორმებს აღემატება როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც. ეს იმის ბრალია, რომ ტენდენციად იქცა – ბოლო ოთხი თვეა ბევრი ავტომობილი შემოდის პროცენტულად იაპონიიდან. თან შემოდის 2002-2003 წლის მანქანები, რომლებიც ადგილზე 2-5 და 10 დოლარი ღირს [ესაა იქ ჩარჩენილი და რადიაციული მანქანები]. ამას ემატება იაპონიაში დილერის, კონტეინერის ხარჯი და 1000 დოლარი უჯდებათ აქ ჩამოყვანა. შემდეგ 1600-1900-2000 დოლარად ყიდიან, მაგრამ ვერც ყიდიან, იმიტომ, რომ აქაც ჩარჩენილია, ისედაც ბევრია უკვე საქართველოში შემოტანილი. 200 კონტეინერი მარტო სამეგობრო წრეში ვიცი, რომ შემოდის. ზოგში 6 მანქანა დევს და ზოგში – 5.” – ამბობს აკაკი ბერძენიშვილი.

აკაკი ბერძენიშვილის თქმითვე, „გაზრდილი გამონაბოლქვი უნდა შემცირდეს და ამისი ერთი პირობა არის სწორედ ავტოპარკის გაახალგაზრდავება. ამასთან, იაპონიიდან ბოლო დროს შემოტანილი მანქანები რადიაციულია, თუმცა მაჩვენებელი არ აჭარბებს დაშვებულ ნორმას. ეს ერთი მანქანის შემთხვევაში დარღვევა არ არის, თუმცა, ასეთი 100 მანქანა რომ დგას მაგალითად რუსთავში, იქ, იკრიბება ეს რადიაცია და ადამიანს მინიმუმ თავის ტკივილი ეწყება. 
ჩემი აზრით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 65-85% უნდა იყოს ამერიკიდან და გერმანიიდან, როგორც ადრე იყო. ამით გაიზრდება ექსპორტი აზერბაიჯანში და სხვაგანაც”. 
ავტომოვაჭრეები მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აკრძალვა-შეზღუდვებს, ამ ეტაპზე მაინც, იმიტომ არ ელოდებიან, რომ „გაისად არჩევნებია და ეს დიდ ბუმს გამოიწვევს”.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მსუბუქი ავტომობილების ბიზნესს უკავშირდება, შემოსავლების სამსახურში არ იგეგმება: „რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომანქანებს, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ამ საკითხზე და, ზოგადად, კომპლექსურად _ უსაფრთხო გადაადგილების მოწესრიგებაზე, მუშაობს შსს და საკმაოდ დიდ პროექტს ამზადებს”.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილებით მოვაჭრეებისთვის მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი შეღავათი იყო ის, რომ პირველი მარტიდან პირველ სექტემბრამდე ავტომობილების გაყიდვის ან განბაჟების შემთხვევაში ავტომობილის მფლობელებზე საჯარიმო სანქციები არ გავრცელებულა. პარალელურად განბაჟების უფასო ვადა 45 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა: „ქართველი ავტომოვაჭრეები ცუდ სიტუაციაში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც აზერბაიჯანმა 2014 წლის აპრილიდან „ევრო 4″-ის სტანდარტი აამოქმედა – ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირების გზით გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით. 2015 წელს კი აზერბაიჯანმა ავტომობილზე აქციზის გადასახადიც გაზარდა.

ჩვენ ვადები შევათანხმეთ ბიზნესთან და ამით ამოსუნთქვის საშუალება მივეცით. პირველ მაისამდე შემოტანილ ავტომანქანებზე ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში, ვისაც დარღვეული ჰქონდა ან შემდეგში დაარღვევდა კანონს, იმ მიზეზით, რომ ვერ გაყიდა ავტომობილი, პირველ სექტემბრამდე გავათავისუფლეთ ყველა სანქციისგან. ეს კანონის ნორმა იყო და ჩაიკეტა პირველი სექტემბრიდან და დღეს ჩვეულებრივ რეჟიმში გადავიდა განბაჟება, თუმცა დარჩა ის, რომ განბაჟების 45-დღიანი ვადა გაიზარდა 60 დღემდე, ამასთან, გადავადებისთვის შემოსავლების სამსახურში მოსვლას სავალდებულოდ არ ვთვლით”,- აცხადებს ვახტანგ ლაშქარაძე.

შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირებულია 20-25 %-ით. ამაზე თავისთავად იმოქმედა იმან, რომ აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სომხეთში საქართველოდან ძველი ავტომობილები აღარ გადის. ამასთან, აზერბაიჯანმა და განსაკუთრებით სომხეთმა, თავად დაიწყეს ავტომობილების გადატანა თავიანთი გადამზიდავი საშუალებებით ფოთიდან [საქართველოს იყენებენ ტრანზიტად] და ქართულ ბაზარს ესეც დააკლდა. 
„ბოლო პერიოდში გაიზარდა იაპონურის რიცხვი, რაც შეეხება გერმანულ პროდუქტს, მას შეეხო კლება, თუმცა თავისი ნიშა ეკავა და უკავია დღესაც. უფრო ამერიკული ჩაანაცვლა იაპონურმა… ახლა ჩვენთვის მთავარია ეს ბიზნესი უფრო მყარად დადგეს ფეხზე და შემოსავალი მიიღოს, და თუ რამე უჭირთ, არ ერიდებათ და გვეუბნებიან… მაგრამ სხვა საკითხია რეალიზაცია, მე ვერ გავუყიდი მანქანას,” – ამბობს ვახტანგ ლაშქარაძე.

ავტომობილი, რომელიც ვერ გაყიდა ავტომოვაჭრემ, არ არის სავალდებულო მან აუცილებლად განაბაჟოს, მთავარია, სასაქონლო ოპერაცია. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ეს გულისხმობს ავტომობილის საბაჟო საწყობის რეჟიმში მოთავსებასაც. 
„ჩვენ საკმაოდ გავამარტივეთ საწყობის რეჟიმი მსუბუქი ავტომობილებისთვის. გარკვეული პერიოდით ასეთი სახის მანქანების ამ რეჟიმში მოთავსება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სპეციალურ საბაჟო საწყობში, არამედ სხვა ადგილებშიც. ნებისმიერს, ვისაც პირობები აქვს [შემოღობილი უნდა იყოს ტერიტორია და სხვა], შეუძლია მოვიდეს, განაცხადოს ავტოსაწყობის მოწყობაზე და მივცემთ ნებართვას დააყენოს ასეთი ავტომობილები [ეს უკვე ცალკე, კერძო ბიზნესია]. ამიტომ, თუ თანხა არ აქვს განსაბაჟებელი ავტომოვაჭრეს, მოვიდეს, განაცხადოს საბაჟოზე, რომ ვადის დაცვით ამ მანქანას ვერ ანბაჟებს და საწყობში ინახავს და რამდენ ხანსაც უნდა, იმდენ ხანს ჰყავდეს, შეზღუდული არ არის”, – ამბობს ვახტანგ ლაშქარაძე და დასძენს, `რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახა ლარის კურსის ცვალებადობა მსუბუქი ავტომობილების ბიზნესზე, ამის ანალიზი არ არის მარტივი გასაკეთებელი. ეს ბიზნესთან ერთად უნდა გაკეთდეს. ჩვენ ვუყურებთ ფასებს და სტატისტიკით რაც ჩანს, ჩემი აზრით, ბიზნესზე კურსის ცვლილებას მაინცადამაინც არ უმოქმედია”.

მსუბუქი ავტომობილების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესია სასაქონლო პოზიციების მიხედვით, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მხრივ. ბოლო ხუთი წლის სტატისტიკურ მონაცემებს თუ ავიღებთ, ქვეყანაში ნავთობის/ნავთობპროდუქტებისა და სამკურნალო საშუალებების შემდეგ ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილია შემოტანილი, ხოლო საქართველოდან სპილენძის მადნებისა და ფეროშენადნობების შემდეგ ყველაზე მეტი სწორედ მსუბუქი ავტომობილია გატანილი. 
2013 წელს საქართველოში შემოტანილი იყო 710 მილიონი აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი, შარშან – 715 მილიონის, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში მხოლოდ 317 მილიონი აშშ დოლარის.

რაც შეეხება ექსპორტს   ქვეყნიდან 2013 წელს ექსპორტირებული იყო 704 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი, შარშან – 518 მილიონის, ხოლო მიმდინარე წლის 8 თვეში მხოლოდ 125 მილიონი დოლარის ავტომობილია გატანილი.

Exit mobile version