ინვესტიცია 300 ადამიანის დასაქმების პერსპექტივით

კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსის ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯ ბარებს.

 პრეზენტაციაზე  ასევე გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია AR.meridans-სა და კომპანია Interstate -ს შორის.  არჩილ ხაბაძემ თქვა, რომ მშენებლობისას – 200, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი  300 ადამიანი დასაქმდება.

 აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 30 მილიონი დოლარია. კომპლექსის მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, 4 წელიწადში უნდა დასრულდეს.  

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ  უმაღლესი საბჭოს   წევრები და  ქალაქ ბათუმის მერი.


თოჯინების თეატრი 14 იანვარს გაიხსნება

 

თეატრში უკვე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი, მესამე ეტაპის სამუშაოების შესასრულებლად კი ტენდერს მალე გამოაცხადებენ. ტენდერის ღირებულება 201 ათას ლარს შეადგენს. მესამე ეტაპზეა დაგეგმილი  სცენის მოწყობაც. 

 

განახლებული თეატრის დარბაზი 187 ადამიანს დაიტევს

სასჯელი პოლიციელების დაუმორჩილებლობის გამო

 

პოლიციელების ინფორმაციით, ბრალდებულმა 15 სექტემბერს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სიტყვიერად შეურაცხყო პოლიციელები. 
“ნასვამი ვიყავი” – თქვა დაკავებულმა მამაკაცმა. 
პოლიციელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იყო პოლიციელებზე გაბრაზებული. პოლიციელის ინფორმაციით, მათ შემოწმების მიზნით ავტომანქანა ჰყავდათ შეჩერებული, რა დროსაც მათთან მივარდა სამართალდარღვევაში ბრალდებული და მიაყენა მათ შეურაცხყოფა, რის გამოც ის დააკავეს. 

ბრალდებულს ჰყავს ცოლი და ორი შვილი. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ნანობს თავის საქციელს. სწორედ ამის გამო მოსამართლემ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმა 250 _ ლარის გადახდა დააკისრა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

დღეს 12 ნომერი ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 24 სექტემბერს, მუნიციპალური ავტობუსი №12, რომელიც ბონის კულტურის ცენტრიდან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრაობს, მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.

კულტურა, როგორც ტურისტული პროდუქტი – კულტურის პოლიტიკა აჭარაში

 

ნათია, დანიშვნის დღესვე, თქვენი პირველი განცხადება შეეხებოდა იმას, რომ ადგილობრივი ხელოვნების წინსვლას უნდა შეუწყოს ხელი სამინისტრომ. კონკრეტულად რაში უნდა გამოიხატოს ეს ხელშეწყობა? 


 ჩემი მთავარი მესიჯი არის ის, რომ კულტურა უნდა გახდეს მასობრივად ხელმისაწვდომი და მიმზიდველი. ხშირად ფიქრობენ, რომ ხელოვნება არის ელიტისთვის, და როცა კონცერტები იმართება, ან გამოფენები, არ არის ხოლმე ხელმისაწვდომი ყველასათვის. სახალხო ზეიმებიც კი, რომელიც იმართება საქართველოში, უფრო არის სამთავრობო, ვიდრე სახალხო. აქცენტი არის იმაზე, მთავრობის რომელი წევრი მივა და ა.შ. ეს შეიძლება ცუდი არ არის, მაგრამ უფრო მასობრივი უნდა იყოს, ხალხმა უნდა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება და ჰქონდეს განცდა, რომ ეს მათთვისაა და არა ელიტისთვის. 


ნათია სირაბიძე
ნათია სირაბიძე

 

დანიშვნის შემდეგ ინდივიდუალური შეხვედრები მაქვს უწყებების ხელმძღვანელებთან და ისინიც ამბობენ, რომ მაყურებლის რაოდენობამ იკლო. უკვე წინასწარ ვიცით, ვინ დაესწრება ამა თუ იმ ღონისძიებასო. უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ახალი მაყურებელი, ვიზიტორები მოვიზიდოთ. მაგალითად, რამდენი მუზეუმია, რომელიც ბათუმელებსაც კი არ აქვთ ნანახი, არც კი იციან რამდენი და რა ექსპონატებია იქ. ეს მხოლოდ მათი ბრალი კი არ არის, ეს მუზეუმების და, ზოგადად, პოლიტიკის ბრალია.

 

ვფიქრობ, ამ მიმართულებით თუ გავაქტიურდებით, კულტურას გავხდით ყველასთვის მიმზიდველს და ხელმისაწვდომს, შეიძლება თუნდაც ის ხელოვნება, რომელიც დღეს მიიჩნევა, რომ არის ელიტარული, გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ეს მათთვის არის. გასაგებია, რომ გემოვნება ასე ადვილად არ ყალიბდება, მაგრამ ჩვენ სწორედ იმისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ გემოვნება ჩამოუყალიბდეს ყველას და კლასიკური მუსიკა არ იყოს მხოლოდ ერთისთვის, როკი და ელექტრონული მუსიკა – მეორესთვის.

 

 ბათუმის დრამატული თეატრის მაგალითს გავიხსენებ, როცა სტუდენტებისთვის ბილეთის ფასი იყო 1 ლარი, თუმცა ხალხი მაინც არ დადიოდა. რა შეუძლია სამინისტროს ასეთ დროს?

 

 ერთიანი საკომუნიკაციო კონცეფციის შექმნით ჩვენ შევძლებთ, ცნობიერება ავამაღლოთ და პოპულარული გავხადოთ თუნდაც თეატრში სიარული. არის გარკვეული მეთოდები, შეიძლება თუნდაც იმ მსახიობების წამოწევა, რომელთა სანახავადაც მივლენ ადამიანები თეატრში. ანუ საერთო კონცეფცია თუ იქნება, საერთო მიდგომა, რომ ეს მიმართულებები გავხადოთ უფრო პოპულარული, უფრო კარგი შედეგი გვექნება.

 

ანუ გამოსავალი მეტ პიარაქციებშია? საზოგადოების პრობლემას ხედავთ ამ მიმართულებით?


ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ბილეთის ღირებულებაზე არ არის საუბარი. შეიძლება თქვან, რომ სოციალური პრობლემების გამო ვერ მიდიან სადმე, ბილეთს ვერ ყიდულობენ… ერთ და ხუთ ლარად იყიდება ბილეთები, მაგრამ მაინც არ არის სურვილი, ამიტომაც მუდმივი კამპანიაა საჭირო, თუნდაც სტუდენტების ჩართვა… ბევრი მეთოდის გამოყენებაა შესაძლებელი, რაშიც შეიძლება სამინისტროც დაეხმაროს [კულტურულ დაწესებულებებს]. მე ამაში ვხედავ გამოსავალს და როცა ვესაუბრები ხელოვანებს, ისინიც მეთანხმებიან. ცდას წინ არაფერი უდგას, თუ შევძლებთ ერთიანი კონცეფციის შექმნას, ამით არაფერი დაშავდება. 

 

 ახსენეთ შეხვედრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, თვითონ რაზე საუბრობენ, რა ტიპის პრობლემებზე? ეს ფინანსებს ეხება, თუ შემოქმედებით საქმიანობას?


 ჩვენთან შემოდიან ანსამბლები, თეატრები, მუზეუმები, მუსიკალური სკოლები, საგამოფენო სივრცეები. ძირითადად არის საყოფაცხოვრებო პრობლემები, დაბალი ხელფასები. მუსიკალურ სკოლებში დაინტერესება ნაკლებია. კომუნისტებმა იმ დროში თუ მოახერხეს, რომ ვალდებულებასვით იყო, კარგ ტონად ითვლებოდა, თუკი მუსიკალური გქონდა დამთავრებული, რატომ არ შეიძლება დღესაც იყოს.


ეს ხომ ზედაპირული იყო, ამთავრებდნენ, მაგრამ დაკვრა ბევრმა არ იცოდა…


 კი, მაგრამ მუსიკის გარჩევის უნარი მაინც ჰქონდათ, გემოვნებიან მუსიკას ცნობდნენ. მერე ესეც ჩაიკარგა. ჩემი შვილიც წუწუნებს ხან, მაგრამ იცის, რომ ასე გემოვნება უვითარდება, შეიძლება კლასიკური მუსიკა არ დაუკრას, მაგრამ შეიძლება ააწყოს თავისი ხელით სხვა კომპოზიცია. ეს რომ დაბრუნდეს, კარგ ტონად რომ ითვლებოდეს თუნდაც თეატრში სიარული, ეს იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი მიეჩვევა, უფრო მეტს გაიგებს და თანდათან ამ წარმოდგენების ნაწილი გახდება. სხვათა შორის, კარგად მუშაობს არქეოლოგიური მუზეუმი, გონიოს მუზეუმი, სადაც სკოლის მოსწავლეები დადიან. იქაც ხომ ზედაპირულია თითქოს, მაგრამ იმდენად ეჩვევიან, რომ ისტორია ცოცხლდება მათთვის, მეტს სწავლობენ. 

 

მთავარი, რაც მე მინდა გავაკეთო, არის ის, რომ ჩვენი კულტურა მივაბათ ტურიზმს. კულტურა გახდეს ტურისტული პროდუქტი სამომავლოდ, როგორც შიდა ტურისტებისთვის, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის.

 

მაგალითად, ტურისტები ძირითადად დადიან ბულვარში. ვფიქრობ, იქ რომ იყოს წარმოდგენილი, თუნდაც გონიოს ციხის პატარა მაკეტი, ან არქეოლოგიური მუზეუმის უნიკალური ექსპონატის ასლი, რომელსაც ეწერება, რომ ესა და ეს ინახება აქ, ჯერ ყველა სურათს გადაიღებს ასეთ ადგილას, შემდეგ ტურისტს გაუჩნდება სურვილი, ნახოს ორიგინალიც. რაც უფრო თვალსაჩინო ადგილას შესთავაზებ, უფრო დიდი იქნება ინტერესი. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიყვანოთ ტურისტები მეზეუმამდე. იდეა ბევრი გვაქვს, ვნახოთ, რა გამოვა.


 სახალხო დღესასწაულები ახსენეთ, თქვენი აზრით, მსგავსი დღესასწაულები რატომ არ არის ხალხმრავალი? იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტი არის, პიარიც… რაშია პრობლემა? აი, მაგალითისთვის „ბათუმობა“ რომ ავიღოთ…

 

მე არ ჩამიხედავს, რა გაკეთდა და როგორ, მაგრამ მე პირადად გავაცოცხლებდი ყველა უბანს. თითქმის ყველა სკოლას ჰყავს მოცეკვავეთა ანსამბლი, თითქმის ყველა უბანშია პატარა სკვერი. რა თქმა უნდა, ამდენი სცენა არ არის და ალბათ ამიტომაც არ აკეთებენ, მაგრამ შეიძლება კუსტარულად მოაწყო. დარწმუნებული ვარ, იმ უბანში ხალხი მათი ბავშვების კონცერტის სანახავად მივა. ალბათ იმიტომ ვერ აკეთებენ უფრო მასობრივ ღონისძიებას, რომ ძნელია განსაზღვრო, როგორი ამინდი იქნება. თითქმის ყველა მსგავს ღონისძიებაზე აპარატურა ხან დაიწვა, ხან რაღაც, ამიტომ ეძებენ ოპტიმალურ გამოსავალს და ირჩევენ ორ-სამ ქუჩას, სადაც ეს ყველაფერი ეწყობა. წელს ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, ეს მასობრივად ყველასთვის რომ იყოს.

 

 თუმცა ხელოვნება ყოველთვის ვერ იქნება მასობრივი, თუ სახალხო დღესასწაულებს არ ჩავთვლით…


თუ ახერხებენ სხვა ქვეყნებში, რატომ არა ჩვენთან, როცა ყველა მეორე მღერის, ყველა მესამე ცეკვავს, მიეცი გასაქანი, ბავშები წაახალისე, რომ თავადაც დადგან. მწერლობის მიმართულებით ვფიქრობ, იქნებ „პენ მარათონის~ მსგავსი რამ გავაკეთოთ. მუსიკალურ სკოლებს შევთავაზე ერთსაათიანი გაკვეთილები გაკეთონ ტურისტებისთვის და უთხრან, რომ პოპულარულ მელოდიას ერთ საათში შეასწავლიან. მე იმედით ვარ, მცდელობა ყოველთვის შეიძლება.

 

რაც შეეხება თქვენს ამ სფეროსთან კავშირს, გაქვთ ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება, ამ სფეროში კულტურის მიმართულებით თუ გიმუშავიათ? თუ გაიხსენებთ ინტერვიუს, ხელოვანს, რომელზეც მოგიმზადებიათ მასალა, ან ვისი ჩაწერა იქნებოდა თქვენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის საინტერესო?

დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი, „კავეენის“ სცენარებს ვწერდი. ჟურნალისტიკაც თავისებურად ხელოვნებაა, იქაც ქმნი. პროდიუსერიც ვიყავი, ავტორიც, რეჟისორიც. რთულია ხელოვანი ადამიანისთვის ხელის დაქნევა – მიდი, რაღაც გაკეთე, ისევე როგორც ჟურნალისტებისთვის, მაგრამ წახალისება ყოველთვის შეიძლება. ზოგადად, აუცილებელი არ არის კულტურის მენეჯერი, პროდიუსერი, იყოს ხელოვანი. 

 

 მე ამ მიმართულებით არ მიმუშავია. კინო მიყვარს ძალიან და ტარანტინოს ჩავწერდი სიამოვნებით. დარწმუნებული ვარ, არაადეკვატური პასუხები ექნებოდა.



აგროსერვისცენტრში რთველი იწყება

 

 

აგროსერვისცენტრის სანერგე მეურნეობაში ადგილობრივ კლიმატურ პირობებს შეეგუა და ადაპტაცია გაიარა ვაზის სხვა რეგიონებიდან შემოტანილმა ქართულმა და უცხოურმა ჯიშებმა. სულ, სანერგეში სასუფრე-საღვინე ყურძნის 33 ჯიშია განთავსებული. სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა და მას ყოველწლიურად ემატება ყურძნის სხვადასხვა ჯიში. ვაზის ნერგები აგროსერვისცენტრს საჩუქრად საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალების ეროვნულმა ცენტრმა  გადასცა.  

 

აგროსერვისცენტრის დირექტორის გოჩა ბერიძის თქმით, „აგროსერვისცენტრის სანერგე მეურნეობაში გაშენებულ ვაზის სასუფრე და საღვინე ჯიშებზე მეცნიერები და სპეციალისტები აწარმოებენ დაკვირვებას და მიმდინარეობს ჯიშების გამოცდა, რადგან ბევრი მათგანი აჭარაში იმ რაოდენობით არ არის გაშენებული, როგორც ჩვენთანაა. მიღწეულმა შედეგმა მოგვცა საშუალება უკვე დაგვეწყო  ვაზის იმ ჯიშების გამრავლება, რომლებიც ყველაზე კარგად შეეგუენ ადგილობრივ კლიმატურ პირობებს“. 


რთველი
რთველი



საკუთრების უფლების დაცვის სფეროში პრობლემები ისევ არსებობს

 

ბახმარო
ბახმარო

სანამ კანონმდებლობა მესაკუთრის ინტერესებსმორგებული გახდება, ხელისუფლება არსებული კანონებით ცდილობს საკუთრების უფლების საკითხის დარეგულირებას. გადამოწმების პროცესში გავარკვიეთ, რომ უკვე აღდგენილია მიწის ლეგალიზაციის პროცესი, რომელიც წინა წლებში შერჩევითი სამართლისა თუ სახელმწიფოს ნების არარსებობის გამო, შეჩერებული იყო.

 

წინა წლებში, ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ან დაწყებისთანავე, მოქალაქეები საკუთარ ქონებაზე მისი სახელმწიფოსათვის ჩუქების ან მიტოვების გზით მასობრივად უარს ამბობდნენ. პრობლემები ექმნებოდათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთრებაში არსებული მიწის დაკანონების სურვილი ჰქონდათ, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელმწიფოს ან ჩინოვნიკის ინტერესი არსებობდა.

 

მოქალაქეების მიერ ქონების მიტოვების და ელიტური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი კურორტი ბახმაროა, სადაც კერძო პირების მიერ უძრავი ქონების მიტოვების 79 ფაქტია დაფიქსირებული.

 

პრობლემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კურორტების განვითარებაზე და ინვესტორების მოძიებაზე დაიწყო საუბარი. სხვადასხვა ტურისტულ თუ ინდუსტრიულ ზონებში მოქალაქეებმა ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმეს. თუმცა, დათმობამდე, ამ პირებმა ქონების დასარეგისტრირებლად უამრავი პროცედურა გაიარეს: მათ მიმართეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, შეაგროვეს და წარადგინეს სხვადასხვა დოკუმენტი, რაც ამ ნაკვეთებზე მათ მფლობელობას ადასტურებდა; გააკეთეს აზომვითი ნახაზები, ნოტარიულად დაამოწმებინეს მოწმეთა ჩვენებები, გადაიხადეს საფასური, აიღეს საკუთრების მოწმობა, მიმართეს საჯარო რეესტრს და კვლავ გადაიხადეს მომსახურების საფასური. ყოველივე ამის შემდგომ, მათ მიატოვეს აღნიშნული ქონება, რაც საფუძვლიან ეჭვს იწვევდა. საინტერესოა, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნებთან დაბარების და საუბრის შემდეგ, მოქალაქეები მასობრივად ჩუქნიდნენ ქონებას სახელმწიფოს და ამ პროცედურაშიც დადგენილ საფასურს იხდიდნენ.

 

მიტოვების შემდეგ, კანონის მიხედვით, ქონება სახელმწიფო საკუთრებაში საჯარო რეესტრისათვის გაკეთებული მიმართვისა და წერილების საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღრიცხა. რეესტრმა კი, ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში 2011 წლის 13, 14, 20, 24 და 25 იანვარს დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან დგინდება, რომ ზემოხსენებული 79-დან 78 შემთხვევაში, ქონება მათ წინა მესაკუთრეებს (ფიზიკურ პირებს) მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდათ. 2008 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, ამ მიწის ნაკვეთების მფლობელებზე საკუთრების მოწმობები გაიცა. ამ მოწმობების საფუძველზე მიწის ნაკვეთის მფლობელებმა უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს.

 

„პირები, რომლებმაც ბახმაროში საკუთრება მიატოვეს, დიდი ხნის განმავლობაში მიზეზების შესახებ არ საუბრობდნენ, რის გამოც, გართულდა იმის დადგენა, მათ კანონიერი გზებით ჰქონდათ თუ არა საკუთრების უფლების მოწმობა მიღებული და შემდეგ საკუთრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. მაგრამ, თუ კომისიამ მართლაც უკანონოდ გასცა რომელიმე პირზე საკუთრების მოწმობა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ მოწმობის გაუქმების სამართლებრივ გზებს. კომისიას უფლება აქვს, გამონაკლის შემთხვევაში, ხელახლა შეისწავლოს საქმის გარემოებები და გააუქმოს მის მიერ გაცემული მოწმობა“, _ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში, რომელიც ბახმაროს პრობლემის მოკვლევის შემდეგ, 2011 წელს გამოიცა.

 

2010 წლის ზაფხულში, გარემოს დაცვის ინსპექციამ, პატრულირებისას “აღმოაჩინა”, რომ მის საკონტროლო ტერიტორიაზე, ტყეში, სახლები იყო აშენებული. ამ ინფორმაციის თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო და 7 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი გელა დოლიძე დააკავა. შემდეგ ჯერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მიდგა, რასაც საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, შოთა სირაძის თანამდებობა შეეწირა. გამოძიების პროცესში გაირკვა ისიც, რომ  შოთა სირაძის თავმჯდომარეობის დროს გაცემული საკუთრების მოწმობების 388 შემთხვევიდან კომისიას არც ერთზე არ უმსჯელია. იმ პირების უმრავლესობა კი, ვისაც საკუთრების უფლების მოწმობები გადაეცათ, „გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს (გურიის სამხარეო პოლიცია, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის პოლიცია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო) თანამშრომლები ან მათი ოჯახის წევრები იყვნენ.

 

სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, შოთა სირაძემ 132 ყალბი დოკუმენტი გასცა. თუმცა, თავდაპირველი ვერსიით და ჩოხატაურის საჯარო რეესტრიდან წაღებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტების რაოდენობა 388 აღწევდა. არავინ იცის, რა ბედი ეწია 256 დოკუმენტს. სხვათა შორის, ეს დოკუმენტაცია ორიგინალებს წარმოადგენდა და დღეს ვერცერთი უწყება ვერ ძლევა პასუხს, დაუბრუნდება თუ არა ნივთმტკიცებად წაღებული დოკუმენტაცია ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელსაც მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად და საქმეების ინდივიდუალური შესწავლისთვის, სასიცოცხლოდ სჭირდება საბუთები.

 

დაზუსტებით ცნობილია 132 დოკუმენტის მფლობელთა ბედი – მათ, უკლებლივ ყველამ, მიწა, ზედ არსებული ქონებით, სახელმწიფოს ჩააბარა. მათი უმრავლესობა თანამდებობის პირი იყო – ბევრი პოლიციის მაღალჩინოსანი და მათ თანამდებობები დაატოვებინეს კიდეც. სირაძემ აღნიშნული დანაშაულის გამო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასჯელიც მოიხადა.

 

ბახმარო ცალკე სარეგისტრაციო სექტორად არის გამოყოფილი და სპეციალური კოდი 28.24. აქვს მინიჭებული. რადგან კურორტს არ ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, არ ჰყოლია არჩეული მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანო, არ შექმნილა პრივატიზაციის კომისია, არ განაწილებულა მიწები.

 

წლების განმავლობაში, მოქალაქეები ბახმაროში ეწეოდნენ სააგარაკე სახლების ერთობლივ მშენებლობას და მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ისინი ინაწილებდნენ ოთახებს (ბინებს) შეტანილი წვლილის შესაბამისად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მრავალი ასეთი სააგარაკე სახლი დღეის მდგომარეობით დანგრეულია დიდთოვლობის გამო და მათზე მონაცემები დაცულია საგადასახადო სიებსა და ტექბიუროს არქივში, თუმცა ძალიან მცირე ნაწილზე (დაახლოებით 15%-ზე).

 

სარეგისტრაციო სამსახურში ასევე დაცულია მიწის მართვის სამსახურიდან გადმოცემული ბახმაროს მიწის მესაკუთრეთა საგადასახადო სიის ელექტრონული ვერსია და არ არსებობს ამ სიის ქაღალდის ვერსია; აღნიშნულ სიაში ძალიან ბევრი უზუსტობაა და სიის მონაცემები ხშირად არ შეესაბამება ტექნიკური ბიუროს არქივში დაცულ მონაცემებს. სია არ არის დამოწმებული რომელიმე უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამ სააგარაკე სახლებზე არ ყოფილა თავის დროზე გაცემული გადაწყვეტილება მიწის გამოყოფის შესახებ, არ ყოფილა გაცემული მშენებლობის ნებართვები, შენობის ექსპლოატაციაში მიღების აქტი; არ არის გაცემული ბინებზე ორდერი და პრივატიზების ხელშეკრულება.

 

წინა ხელისუფლების პირობებში, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია უარს ამბობდა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ქონება განეკუთვნება ბინის კატეგორიას და ბინებზე საკუთრების მოწმობა არ გაიცემოდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული  #73 ბრძანებულებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე უარს ამბობდა საკრებულო და განმარტავდა, რომ აღნიშნული ბრძანებულება ითვალისწინებდა სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებულ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელი  ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს,  პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს.

 

საკრებულოდან მოქალაქეებს ამისამართებდნენ საჯარო რეესტრში და განუმარტავდნენ, რომ სააგარაკო სახლები აგებულია 50, 60 … მეტი წლის წინ და განეკუთვნება მიწისა და უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობას. ამდენად, ამ ქონების რეგისტრაცია, კანონიდან გამომდინარე, უნდა მოეხდინა საჯარო რეესტრს. თუმცა, მესაკუთრეები არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო, რეგისტრაციას მაინც ვერ ახერხებდნენ. არსებობდა მხოლოდ სიტყვიერი ნებართვა, რომლის თანახმად, ბახმაროში მხოლოდ აუქციონის წესით შეძენილ მიწას და ქონებას არეგისტრირებდნენ.

 

ახალი ხელისუფლების პირობებში, ზემოთ აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია.

 

როგორც ჩოხატაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ჩხიკვაძე ამბობს, ლეგალიზაციის პროცესი შეუფერხებლად, კანონის დაცვით მიმდინარეობს:

„ლეგალიზაციის პროცესი რეალურად 2008 წელს დაიწყო, როცა 2005 წელს მიღებული კანონი  ძალაში შევიდა. თუმცა, ბახმაროსთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, რის გამოც, 2009 წლიდან 2015 წლამდე პრაქტიკულად არ ხდებოდა ლეგალიზაცია, მცირეოდენი გამონაკლისების გარდა. დღეს ჩვეულებრივად, კანონის შესაბამისად მიმდინარეობს ლეგალიზაციის პროცესი. ვიხილავთ განცხადებებს და ვაძლევთ დაკანონების უფლებას“, _ ამბობს ჩხიკვაძე, თუმცა, ზუსტ მონაცემებს, რა რაოდენობის ქონება აქვთ მესაკუთრეებს დარეგისტრირებული ბახმაროში, ვერ ასახელებს:

 

„ზუსტი ინფორმაცია, რამდენ პირს აქვს დღეს დაკანონებული შენობა, არ მაქვს. ამის სტატისტიკური მონაცემები დამუშავების პროცესშია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მცირე პროცენტია ლეგალიზებული. არის შენობები, რომელიც რეგისტრირებულია და გაცილებით მეტი, რომელიც ჯერჯერობით რეგისტრირებული არ არის. ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გვექნება სრული ინფორმაცია რამდენ პირს აქვს ლეგალიზების უფლება მიცემული, რამდენს ჰქონდა განაცხადი შემოტანილი კომისიაში და ვის ეთქვა აქედან უარი. ამ პერიოდის შემდეგ, მომავალი წლის სეზონამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მიწის ლეგალიზების პროცესის გაგრძელება, რადგან სეზონის დახურვის გამო, ბახმაროში ასვლა შეუძლებელი იქნება. ამის შემდეგ დაამუშავებს კომისია მონაცემებს და უკვე ხელმისაწვდომი იქნება“, – ამბობს ჩხიკვაძე და განმარტავს, რომ იმ პირების მოთხოვნა, რომლებსაც საკრებულოს მიწის აღიარების კომისიამ უარი უთხრა, კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა; კომისია პრინციპულ პოზიციაზე დგას და აქამდე არსებულ “შერჩევითი სამართლის“ პრაქტიკაზე კატეგორიულად ამბობს უარს:

 

„ზოგი ნანგრევებიღა იყო, ზოგან ფართი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ლეგალიზებას ექვემდებარება… სხვადასხვა პრობლემების გამო ეთქვათ უარი. ძირითადად, იმ შემთხვევაში ხდება უარის თქმა, როდესაც არ დგას შენობა-ნაგებობა, ან საცხოვრებელი სახლის ნანგრევი არ არის ადგილზე. თითოეულ უარს თავისი, დასაბუთებული და კანონიერი მიზეზი აქვს“, _ აცხადებს ჩხიკვაძე.

 

რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს ბახმაროში დაკანონებულ მიწებს ჩხიკვაძე ამბობს, რომ ამის კანონიერების გამოკვლევა მისი საქმე არ არის:

 

„მაშინ ვის რა დაუკანონეს, ეს ჩემი საქმე არ არის. მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც ახლა კომისიაში  შემოდის. თითოეულ განაცხადს სახელის და გვარის გარეშე განვიხილავთ. თუ ეკუთვნის ლეგალიზაცია, ამის უფლებას ვაძლევთ. თუ მისი მოთხოვნა კანონმდებლობას აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია დაიკანონოს საკუთრებაში არსებული ქონება“, – ამბობს ჩხიკვაძე.

 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბახმაროს სტატუსი საბოლოოდ განისაზღვროს და კანომდებლობის რეგულაციებში მოექცეს.

 

საბოლოოდ, სტატიების ციკლი რომ შევაჯამოთ, ცალსახად შეიძლება დავასკვნათ: იუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან შეიცვალა მიდგომები კანონიერ საკუთრებასთან მიმართებაში, სამართლიანობა ბოლომდე აღდგენილი მაინც არ არის – მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა თუ განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონის გამო, საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემები ჯერჯერობით კვლავ გადაუჭრელი რჩება.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში

“საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”.

 


 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი

“ღია საზოგადოება საქართველო”.


პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები,

შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.

 

 

ახალი ბინა 12 ეკომიგრანტ ოჯახს აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შენობის რეაბილიტაციისათვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 413 000 ლარი გამოიყო. ყოფილი პოლიკლინიკის არსებულ ორსართულინ შენობას მესამე სართული დაემატა, მოეწყო შენობის ფასადი და ინტერიერი. სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით და მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბინები გადაეცემათ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ეკომიგრანტ ოჯახებს. 


აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 1 101 ოჯახზე მატერიალური დახმარების სახით გამოიყო 2 132 934 ლარი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციის, მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების ქირით უზრუნველყოფის, ტრანპორტირების ხარჯისა და სტიქიით დაზიანებული მოსავლის კომპენსაციის მიზნით. 


2013-2015 წლებში საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 197 ოჯახი, აქედან: შუახევის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში შესახლდა – 48 ოჯახი; ქედის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში – 64 ოჯახი; თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში- 85 ოჯახი.


ამავე პერიოდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების პროგრამის ფარგლებში, აჭარის რეგიონიდან საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილდა 27 ეკომიგრანტი ოჯახი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვალში გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, აჭარის რეგიონიდან საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილდა 21 ეკომიგრანტი ოჯახი.


სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონიდან მიგრირებულ 571 ეკომიგრანტ ოჯახს უახლოეს მომავალში საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი სახლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


სოციალური სახლი ქედაში. ფოტო ბათუმელების არქივიდან
სოციალური სახლი ქედაში. ფოტო ბათუმელების არქივიდან

 

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი სახალხო დამცველს პასუხობს

 

„საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის დიფერენცირებული ტარიფი ბაღში მოქმედებს ჯერ კიდევ 2007 წლიდან და მისი მიზანი გახლდათ, ადგილობრივ დამთვალიერებლთა შორის ბაღის პოპულარიზაცია და ბაღის დათვალიერების საფასურის ხელმისაწვდომობა.

 

მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეთათვის ძირითადი ტარიფისაგან განსხვავებული, შეღავათიანი ტარიფი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იწვევდა არაერთგვაროვან დამოკიდებულებას და დისკრიმინაციულ გაგებას. სწორედ, ამ გარემოებების გამო, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 2014 წლის თებერვალში, მოამზადა განსხვავებული ტარიფების გაერთიანებით და დროის სხვადასხვა მონაკვეთში ფასდაკლებების შემოღებით, ახალი სატარიფო გეგმა, რომელიც დასამტკიცებლად წარუდგინა ქალაქ ბათუმის საკრებულოს, რომელმაც თავის სხდომაზე მოითხოვა შეთავაზებული და ეკონომიკურადაც დასაბუთებული პროექტის ჩანაცვლება ახალი, მოსახლეობის სოციალური მდგომარების გათვალისწინებით მომზადებული დიფერენცირებული ტარიფების პროექტით, რაც ბაღის მიერ იქნა შეთავაზებული და საკრებულოს მიერ 2014 წლის 14 აპრილს, არსებული სახით დამტკიცებული.

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი გამოხატავს რა მზადყოფნას, იხელმძღვანელოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებით და საზოგადოებრივი აზრის გათვალისიწინებით, არსებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან კონსულტაციების შემდგომ, მიმართოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ახალი სატარიფო გეგმის დამტკიცების თხოვნით. ვინაიდან, 2015 წლის ბოტანიკური ბაღის შემოსავლების გეგმა განსაზღვრულია არსებული ტარიფების შესაბამისად, მიგვაგვაჩნია, რომ ტარიფების კორექტირება, 2015 წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება, სწორედ, ეს დრო გამოყენებული იქნება სამომავლო ცვლილებების ეკომომიკური ანალიზისთვის, რა დროსაც გათავლისწინეული უნდა იქნას ბაღის დათვალიერების ხელმისაწვდომობისა და ბაღის ეკონომიკური ინტერესები“ – აღნიშნულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის განცხადებაში

ველომსვლელობა თამილა მახარაძის მხარდასაჭერად

 

„სექტემბრის ველომსვლელობა  განსაკუთრებული იქნება. ჩვენთან ერთად ველომსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს ადამიანი, რომლის შემართება და შეუპოვრობა აღფრთოვანების ღირსია. ეს პიროვნება თამილა მახარაძეა, მას მძიმე სნეულების დასაძლევად საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. ავადმყოფობის გამო ამ ახალგაზრდა გოგონამ უკვე დაკარგა ერთი ხელი. საუბარი უკვე მისი მეორე ხელის შენარჩუნებაზეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის შესანიშნავად ატარებს ველოსიპედს და დიდი ხალისით უერთდება ჩვენს აქციას. ჩვენ  მცირედი აქტივობით, რაც სპეციალურ ნომერზე განხორციელებული ზარით გამოიხატება,  მხარში დავუდგებით ამ საოცარ ადამიანს. ეს ის მცირედია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მისთის. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მნიშვნელოვანი წამოწყებითვის გამართულ ველომსვლელობაში უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და ველოთი თუ ვერ შემოგვიერთდება, ერთ სატელეფონო ზარს მაინც განახორციელებს მითითებულ ნომერზე“ – ამბობს დათო ტრაპაიძე, ველომსვლელობების ერთ-ერთი ორგანიზატორი.  

 

თემატური ველომსვლელობის იდეის ავტორი ხათუნა ჩხარტიშვილია, ორგანიზაცია „დიაკონიას“ ხელმძღვანელი. „ჩვენ თამილას ვეხმარებით მარცხენა ხელის შენარჩუნებაში, რითაც შეგვიძლია., მას უიშვიათესი დაავადება აქვს და იმის გამო, რომ ვერ შეძლო ოჯახმა მისი მკურნალობისათვის საჭირო თანხის შეგროვება, მან სამწუხაროდ მარჯვენა ხელ დაკარგა. სრული გამოკვლევა რომ ჩატარდეს, საჭიროა თანხა. თამილა არაჩვეულებრივად ატარებს ველოსიპედს მარცხენა ხელით, რომელზეც უკვე დაეწყო დაავადების განვითარება. თამილა იბრძვის, იგი ძლიერი გოგოა და მას აქვს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ველომარათონში,“  – ამბობს ხათუნა ჩხარტიშვილი.

 

 

 

ზარი თამილას ანგარიშზე:   09 01 70 10 70  [მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი] 

 

 

ველოსმვლელობა ბათუმში უკვე ტრადიციისამებრ, ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება. დათო ტრაპაიძე ამბობს, რომ ყოველ ჯერზე მოხალისეთა და მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდენობა იმატებს, ისევე როგორც ზოგადად ველოთი მოსიარულეთა რაოდენობა ქალაქში: „აქცია ამართლებს თავის იდეას, რაც ველოსიპედის, როგორც ყველაზე კომფორტული სატრანსპორტო საშუალების პროპაგანდაში გამოიხატება“.

 

კითხვაზე, უერთდებიან თუ არა ჩინოვნიკები ველომსვლელობას, დათო ტრაპაიძე პასუხობს, რომ მათ სამთავრობო სტრუქტურებს, მერიასა და თვითმმართველობის ორგანოებს შესთავაზეს, შეერთებოდნენ ველომსვლელობას: „ყველა ამბობდა, რომ მშვენიერი იდეაა. მაგრამ აქციაზე ჯერ არც ერთი არ მინახავს. სავარაუდოდ, არჩევნების მოახლოებისას გააქტიურდებიან და შემდეგ უფრო დასჭირდებათ “ხალხთან დაფიქსირება” . არადა, ველოსპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ის ელემენტარული რამაა, რაც ისედაც, საკუთარი ინიციატივითა და მაგალითით უნდა უწევდნენ პოპულარიზაციას. აქციაზე მათ გამოჩენას არ ველით. თუმცა გაგვიხარდება, ჯიპებიდან  ჩამოქვეითებულებიც თუ შემოგვიერთდებიან თუნდაც ერთსაათიან ველომსვლელობაში.“




სახვითი ხელოვნების კონკურსი მოსწავლეებისათვის აჭარაში

 

სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მე-5 – მე-9 კლასის მოსწავლეებს ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად:
 
 
• I – ასაკობრივი კატეგორია   5-6 კლასი;
• II – ასაკობრივი კატეგორია  7-8-9 კლასი.
 
 
კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 22 სექტემბრიდან 2015 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. კონკურსის მიზანია სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია, ნიჭიერი და ნორჩი ხელოვანების აღმოჩენა, წახალისება და საზოგადოებისთვის მათი  გაცნობა.




ბათუმის რომელ ქუჩებზეა მოძრაობა შეზღუდული

 

„ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია ბარათაშვილის ქუჩის წრიულიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მძღოლებს ვთხოვთ, ისარგებლონ შემოვლითი გზებით.

ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას საგზაო მოძრაობის შეფერხების გამო და გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა დღის ბოლოს აღდგება“ – განცხადება ამის შესახებ ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა გაავრცელა ფეისბუქზე. 

სუს-ის უფროსად აჭარაში ირაკლი ერისთავი დაინიშნა

 

ირაკლი ერისთავის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ უწყების პერსსამსახურშიც.  

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი აგვისტოდან შეიქმნა. ის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება. 

 

შსს–დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღო.

ეკოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეები აგროსერვისცენტრში

 

 

სკოლის მონაწილეებმა მარწყვისა და ბულგარულის სათბურებიც მოინახულეს. სტუმრებს მეგზურობას აგროსერვისცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე უწევდა.

 

 საზაფხულო სკოლა, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს, 28 სექტემბრამდე გაგრძელდება და ის მიზნად ეკოლოგიური ცნობიერებისა და გარემოსდაცვითი განათლების ამაღლებას ისახავს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება. 


სახალხო დამცველი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში უცხოელთათვის დადგენილ ტარიფს დისკრიმინაციულად მიიჩნევს

 

ბოტანიკური ბაღი. ფოტო ბოტანიკური ბაღის ფეისბუქის გვერდიდან
ბოტანიკური ბაღი. ფოტო ბოტანიკური ბაღის ფეისბუქის გვერდიდან

ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის N309 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე N76 განკარგულება ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასურს საქართველოს მოქალაქეებისათვის განსაზღვრავს 3 (სამი) ლარით, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის – 8 (რვა) ლარით.

 

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, განსხვავებული მოპყრობის დადგენა ეფუძნება იმ შეხედულებას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებთან შედარებით, მატერიალურად უკეთ არიან უზრუნველყოფილნი და მეტი თანხის გაღების შესაძლებლობა აქვთ. აღნიშნული კი არის წინასწარ ჩამოყალიბებული, სტერეოტიპული შეხედულება, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ დასაბუთებას. მატერიალურად შეძლებული და შეჭირვებული პირი შესაძლოა იყოს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეც ან მოქალაქეობის არმქონე. სტერეოტიპული დამოკიდებულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ლეგიტიმურ მიზნად და წარმოადგენდეს მის ობიექტურ და გონივრულ გამართლებას.


სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განსხვავებული სატარიფო წესის შემოღება წარმოადგენდა პირდაპირ დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიშნით, რამდენადაც მას არა აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.

 


ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა იწყება

 

ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტენდერის ორჯერ ჩაშლა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოწვია. პროექტისთვის გათვალისწინებული თანხა აღარ აღმოჩნდა საკმარისი იმ მოთხოვნების შესასრულებლად, რასაც ტენდერის პირობები ითვალისწინებდა. გაირკვა, რომ პროექტის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი 3დ ლუქების შექმნას დასჭირდებოდა (დაახლოებით 60 000 ლარი), ამიტომ პოტენციურ მომწოდებლებთან შეხვედრისა და პრობლემის გაანალიზების შემდეგ ბათუმის განვითარების ფონდის შესყიდვების სამსახურმა ეს მოთხოვნა სატენდერო პირობებიდან ამოიღო.

 

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერაზე „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკი“ იმუშავებს. ის ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა. შესაბამისად, მას ელექტრონულ ვაჭრობაზე კონკურენტი არ ჰყოლია. პროექტის ბიუჯეტი 100 000 ლარი იყო, თუმცა ელექტრონულ ვაჭრობაზე კომპანიამ მერიას სამუშაოს შესრულება 98 500 ლარად შესთავაზა.

 

უკვე გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ბათუმში არსებული ძეგლების ინვენტარიზაცია და არსებული მდგომარეობის შეფასების ელექტრონულად მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, შემდგომში კი მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ავთანდილ დარჩია და ინსპექტირების ჯგუფი განახორციელებს.

 

სამუშაოს შესასრულებლად კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის ვადა აქვს, სამუშაოს შესრულების არეალი კი ბათუმის ტერიტორიაა.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაცია და სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, დამცავ ზონებში დასაშვები ქმედებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება უნდა უზრუნველყოს.

 

კომპანიამ უნდა გაწეროს ასევე თავისუფალი სივრცეების გამოყენების პირობების, რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის საკითხები. ეს ძეგლის დამცავ ზონაში მშენებლობის დასაშვებობა – არ დასაშვებობას, ან პროექტის დასაშვებ მასშტაბებს განსაზღვრავს. მოთხოვნებს შორისაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების სააღრიცხვო ბარათების შედგენა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების კონსტრუქციული მდგომარეობის შეფასება.

 

სატენდერო პირობის გათვალისწინებით, კომპანიამ ასევე უნდა განახორციელოს:

 

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა-შეფასება: უშუალოდ ძეგლზე არსებული საკადასტრო ერთეულის მოძიება, მისი არსებულ რეალობასთან შედარება და ფიქსაცია; ძეგლის ტერიტორიაზე და მის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში არსებული ობიექტების საკუთრების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. თავისუფალი სივრცეების გამოყენების პირობების, რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის საკითხების დამუშავება,• საველე მონაცემების შეყვანა და სისტემატიზაცია.

 

ერთიანი მონაცემთა ბაზა უნდა შეიქმნას საქართველოს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილ პროგრამული უზრუნველყოფის მოდელით, ონლაინ რეჟიმში.

 

 

ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2011 წელსაა დაფუძნებული და მის 50-50% წილებს მალხაზ ხურციძე და გიორგი გოცირიძე იყოფენ.


ბათუმი
ბათუმი

ბათუმის მერია ”იაფი სახლის” მშენებლობას იწყებს

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, უკვე მზადაა შენობის პროექტი, მომზადებულია ასევე სამშენებლო მოედნის გეოლოგიური დასკვნა და შესწავლილია გრუნტი. პროექტი მართკუთხა ფორმის ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.

 

ტენდერის პირობების მიხედვით, მშენებლობა შესაბამისი სამსახურებიდან ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი კომპანიამ ბათუმის მერიას შესრულებული სამუშაოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი უნდა წარუდგინოს, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ იქნება გაცემული.

 

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში (2012, 2013, 2014) და 2015 წლის პირველ სექტემბრამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, საერთო ღირებულებით, არანაკლებ 10 მილიონი ლარის ოდენობით.

 

ე.წ. ”იაფი სახლის“ პროექტის შესაძლო განხორციელებაზე 2014 წლის დასაწყისში ბათუმის მაშინდელმა მერმა ჯემალ ანანიძემ დაიწყო საუბარი. მერიის ეკონომიკურ სამსახურში კი აცხადებდნენ, რომ „იაფი სახლის“ პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმების გაწერაზე მუშაობა დაწყებული იყო.
ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტში „იაფი სახლის“ პროექტისთვის 2,5 მილიონი ლარი გაითვალისწინეს. პროგრამა გულისხმობდა 110 ბინის მშენებლობას. თანხა გაწერილი იყო ასევე ბაზრის კვლევისთვის, შემდეგ კი უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და დაწყებულიყო მშენებლობა. თუმცა მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი არ გამოუცხადებიათ და შესაბამისად არც მშენებლობა დაწყებულა. თანხა კი ბათუმის მერიამ წლის ბოლოს ნაშთში გადაიტანა, `იაფი სახლი~ კი შეუსრულებელი პროექტების ნუსხას შეემატა.

 

მერიამ იაფი სახლის პროექტის გარეშე წარუდგინა საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტიც, რასაც ოპოზიცია აკრიტიკებდა. მოგვიანებით მერიამ „იაფი სახლის“ პროექტის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფი შექმნა, რომელსაც ამ დრომდე ერთი სხდომაც არ ჩაუტარებია. ასე რომ კრიტერიუმები ისევ სამსჯელო თემაა, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის და ხელშეკრულების დადების შემთხვევაში კი ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობა სავარაუდოდ წელს დაიწყება. 

შეკრება ბათუმში „სამართლიანობის აღდგენის“ მოთხოვნით

 

ერთ-ერთი მათგანი, ვინც დღეს 70 მოქალაქეს შორის იმყოფებოდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არის ვახტანგ აბულაძე, რომელიც ამბობს, რომ მან ცივილიზებული წესებით აირჩია ბრძოლა საკუთრების დაბრუნებისთვის, მაგრამ ქვეყნის სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საკუთრება მაინც ვერ დაიბრუნა.

 

„2010 წლის 10 მაისიდან მოყოლებული სასამართლოში მიმდინარეობს დავა ჩემს საკუთრებასთან დაკავშირებით, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის მეურნეობაში. ამ ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის 16 ნოემბერს, ხელვაჩაურის საკრებულომ გამიუქმა მიწის საკუთრება და მას შემდეგ ვდავობ სასამართლოში. სასამართლო პროცესები მოგებული მაქვს როგორც ბათუმში, ისე ქუთაისსა და საკასაციო სასამართლოშიც“.

 

სასამართლო დადგენილების მიუხედავად, საჯარო რეესტრმა, სააღსრულებლო ფურცლის წარდგენის მიუხედავად, ვახტანგ აბულაძეს საკუთრების დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. „თურმე ჩემი მიწის ნაკვეთიდან გარკვეული ფართობი დაურეგისტრირებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას“, – ამბობს ვახტანგ აბულაძე, რომელმაც ამ უარის მიღებისთანავე მიმართა გამგეობას იმ ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც მიითვისა მისი მიწის ნაკვეთი.

 

გამგეობისგან უარის მიღების შემდეგ ვახტანგ აბულაძემ ისევ სასამართლოს მიმართა: „ამ დროისთვის ჩემი დავა განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და მიწის ნაკვეთი დაუბრუნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს“.

 

ვახტანგ აბულაძის თქმით, ის გაჩერებას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ჩამორთმეული მიწა არის მისი საკუთრება, სადაც მას „სერიოზული თანხა აქვს  მოვლა-რეაბილიტაციაზე დახარჯული“.

 

ვახტანგ აბულაძე დარწმუნებულია, რომ „მისი მიწის ნაკვეთის მიმართ პირადი ინტერესი ჰქონდათ ხელისუფლების უმაღლესი რგოლის თანამდებობის პირებს“და მხოლოდ ამის გამო წაართვეს მიწის ნაკვეთი. „ამ შემთხვევაში მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია, ამჟამად ისინი მოქმედი ჩინოვნიკები არ არიან“, – ამბობს ვახტანგ აბულაძე.

 

ვახტანგ აბულაძე, ისე როგორც სხვა პირები, რომლებიც დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ იყვნენ შეკრებილები, ამბობენ, რომ „სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების შეცდომების გამო დაზარალდნენ“.

 

საკონსტიტუციო სარჩელი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმებაზე

 

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების – „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.

 

სარჩელთან ერთად მოსარჩელე ითხოვს ახალი  ნორმების შეჩერების ამოქმედებას მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებით განხილვას დაიწყებს.

 

პარლამენტმა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად და საბჭოს წევრებად დაამტკიცა პირები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ქვეყნის ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებულნი.

 

საკონსტიტუციო საჩივრის წარდგენას სასამართლოში დეპუტატი შალვა შავგულიძეც ესწრებოდა.


მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი: ხოფის ბაზრობა ხაბაძეებისა და ბალაძეების სამზარეულოდ იქცა

დავით ანანიძის ოჯახს 2007-2009 წლებში ყოფილმა ხელისუფლებამ ჩამოართვა ბიზნესი – ეგრეთ წოდებული „ხოფის ბაზრობა“. ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც “ხოფის ბაზრობა” რჩება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში, ანუ ანანიძეებს და მათ პარტნიორებს არც ამ ხელისუფლებამ დაუბრუნა სადავო ქონება. დავით ანანიძე ამბობს, რომ “ხოფის ბაზრობა ბალაძეების [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე] და ხაბაძეების [აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე] სამზარეულოდ იქცა.”

დავით ანანიძე, ისე როგორც იქ დამსწრე საზოგადოება, შეახსენებს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ ისინი არ აპირებენ ამდენი ტყუილისა და დამცირების მოთმენას. „მე ვეწეოდი “ქართული ოცნების” პროპაგანდას, ახლა კი ამის გამო პასუხს მთხოვს, როგორც ხალხი, ისე საკუთარი ოჯახი. ჩვენ სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ“, – თქვა დავით ანანიძემ.

სპიკერის შეფასებით, რაშიც მას დამსწრე საზოგადოებაც ერთსულოვნად დაეთანხმა, აჭარაში ერთ-ერთი  მთავარი პრობლემა არის ის, რომ „მამა-შვილ ვარშალომიძეების ფაშისტური მმართველობა გადააბარეს `გაურკვეველი ინტელექტის მქონე მამა-შვილ ხაბაძეებს”.

„ეს ოჯახი ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი იყო, მაგრამ მაინც ისინი მოექცნენ ხელისუფლების სათავეში – ჩვენ კი აჭარის მუნიციპალიტეტებში მაშინდელ მაჟორიტარებს არათუ სამსახური შემოგვთავაზა, არამედ სასაუბროდაც კი არ მიგვიღო“, – თქვა დავით ანანიძემ.

დავით ანანიძე ამბობს, რომ ის არ ელის, მას ბიზნესს დაუბრუნებენ. „შემოგვითვალა [ხაბაძემ], სანამ აქ ვარ, ბიზნესს ვერ მიიღებენო, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, ამ საკითხზე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს ირაკლი ღარიბაშვილი”.

დავით ანანიძის ინფორმაციით, ხოფის ბაზრობის ჩამორთმევის საქმეზე ზედამხედველი გამომძიებელი ვასაძე [მამუკა], ამ დროისთვის საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

დავით ანანიძემ უმაღლესი საბჭოს საქმიანობაც გააკრიტიკა. მან დეპუტატებს უწოდა “პოლიტიკოსები, რომლებიც სამივლინებო თანხების ათვისებით არიან დაკავებული”.

სპიკერს მოხსენების დასრულების შემდეგ სხვა გამომსვლელები ჩაენაცვლნენ. შეხვედრა “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” მიმდინარეობს.

ფულის მიღება არასდროს ყოფილა ასე მარტივი

 

 

ახალი მომხმარებლებისთვის კი სასიამოვნო სიახლე გვაქვს – ჩვენი განაცხადის ფორმა შემოკლდა და გამარტივდა!ახლა MoneyMan-ში სესხის აღება ბევრად უფრო იოლია და სულ რაღაც 15 წუთში თანხა თქვენს განკარგულებაში იქნება!

ახალ მომხმარებლებს პირველ ჯერზე შეუძლიათ 500 ლარამდე სესხის აღება ერთ თვის ვადით, ხოლო განმეორებითი სესხის შემთხვევაში თანხა და ვადა შესაბამისად 1000 ლარამდე და 16 კვირამდე იზრდება! გაითვალისწინეთ, რომ მანიმენში ყოველი მომდევნო სესხი უფრო იაფი დაგიჯდებათ და კომპანია უამრავ სიურპრიზს, გათამაშებასა და ფასდაკლების კოდებს შემოგთავაზებთ!

დამატებითი ინფორმაციისთვის გვესტუმრეთ ვებგვერდზე: MoneyMan.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე:

+995 322 470017.


ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე, აისრულეთ სურვილები დღესვე!

მანი მენი

საქართველო წითელი საზღვრის გარეშე – აქცია ბათუმში


საპროტესტო აქციის მონაწილეები

„ჩვენ ვიცით რა არის რუსული „მშვიდობა“, ეს არის იარაღის ჟღარუნი, მსოფლიოს შანტაჟი ბირთვული იარაღით, ეს არის ცეცხლი  და  გვამები დონბასსა და ლუგანსკში, ესაა ტანკებით მიწასთან გასწორებული პრაღა, მიწასთან გასწორებული ნოვოჩერკასკი, ბესლანში დახოცილი ბავშვები,  9 მარტი და 9 აპრილი თბილისში. ჩვენ არ გვინდა რუსული „მშვიდობა“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ირაკლი იორამაშვილის თქმით,  რუსული მშვიდობა არ არსებობს: „რუსეთი არასდროს ყოფილა ვინმეს მიმართ მშვიდობიანად განწყობილი სახელმწიფო, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ. ამიტომ დღეს,  საერთაშორისო მშვიდობის დღეს, ვაპროტესტებთ რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკას“.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის ლაშა ადამიას თქმით,  საქართველოს  ხელისუფლება რუსეთის მიმართ  დაყვავების პოლიტიკას ახორციელებს, რაც მიუღებელია: „ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურმე რუსეთი არ არის ოკუპანტი და რომ შეიძლება მათთან მეგობრობა.  ჩვენ წარმოვადგინეთ გამოფენა, სადაც ასახულია, თუ რას ნიშნავს რუსეთთან მეგობრობა.”   

აქციის მონაწილეები

კარგად ვიცით, რომ რუსული  „მშვიდობა“ სიტყვის  თავისუფლების ხელყოფა,  ათობით  დახვრეტილი ჟურნალისტი და ოპოზიციის ლიდერებია.  რუსული „მშვიდობა“ არის აგვისტოს ომი და ჭურვებით შემოსვლა, რასაც დღეს ჩვენ ვგმობთ.“ – თქვა მან.

აქციის მონაწილეებმა ფერადი ცარცით ქვაფენილზე  ნახატები და წარწერები გააკეთეს.  

 

ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმეზე პოლიციის უფროსსა და გამგებელს დაკითხავენ

 

სასამართლო პროცესი


საქმე ეხება ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ პანსიონზე ღორის თავის მიჭედებისა და  პანსიონატის გახსნისთვის ხელშეშლის ფაქტებს,რომელიც უკვე 10 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

 

 ინციდენტი 2014 წელს მოხდა. სასამართლო დღეს დაკითხავს სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში გიორგი ჩარკვიანს. ასევე, დაგეგმილია ქობულეთის პოლიციის სამმართველოს უფროსისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის  გამგებლის დაკითხვა.

 


„მუსლიმთა ერთობის“ უფლებებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე იცავს. 

 

ბათუმის კინოფესტივალის გამარჯვებულები

 

საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში გასცა.


კინოფესტივალის მთავარი პრიზი-  გრან-პრი ბაკურ ბაკურაძის ფილმს – „ძმა დეჟანი“ გადაეცა.


 

საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის ფესტივალის ჟიურიმ შარუნას ბარტასი დააჯილდოვა ფილმისთვის – „მშვიდობა მხოლოდ გვესიზმრება” [ლიტვა/ საფრანგეთი/რუსეთი].

 

 

საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კინოფესტივალის ჟიურიმ იოაჰიმ  ფელსტრუპი  დაასახელა [ფილმი –  „პაწაწინა“, დანია / ხორვატია / შვედეთი/არგენტინა],  საუკეთესო მსახიობ ქალად კი  -ქალ მსახიობთა ანსამბლი  ფილმში  „მუსტანგი“ [დენიზ გამზე ერგიუვენი, საფრანგეთი / გერმანია / თურქეთი / კატარი].

 

ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა ფილმი „მუსტანგი“, დენიზ გამზე ერგიუვენი, საფრანგეთი / გერმანია / თურქეთი / კატარი, 2015წ.  97 წთ.

 

 

BIAFF-ის საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანი ჟიურის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე მინდაძე [რუსეთი], წევრები კი იყვნენ: ქრისტოფერ გუდვინი [დიდი ბრიტანეთი], ნიკი კარიმი [ირანი], ნიკოლას რონჩი [საფრანგეთი], გიორგი ოვაშვილი [საქართველო].  

 

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამის ჟიურიმ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად  რეჟისორ ოგის ოლტეს  ფილმი – „ორმაგი უცხოები“ [ლატვია/საქართველო] დაასახელა.



 

ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა მეთიუ ჰეირმანის „კარტელის მიწა“ [აშშ/მექსიკა].


 

BIAFF 2015-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ჟიურის თავმჯდომარე იყო ზელიმერ ზილნიკი (სერბეთი), წევრები იყვნენ: ვოიციეჩ სჩუდლო (პოლონეთი), დენის უიტლი (დიდი ბრიტანეთი), ირინა გორდიჩუკ (უკრაინა), ლაშა ხალვაში (საქართველო).

 

BIAFF 2015-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ნენად ძინდარევიჩი [ბოსნია-ჰერცოგოვინა] – ჟიურის თავმჯდომარე, ზიგფრიდ [საფრანგეთი], ელენე იანოვსკი [ისრაელი], თინათინ ყაჯრიშვილი [საქართველო] საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დაასახელა „წიწილა“, რეჟისორი – უნა გუნიაკი [გერმანია/ხორვატია].

 

ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა მოკლემეტრაჟიანი ფილმები –  „ადამი“, რეჟისორი: იულია ჰანჩარი [ბელარუსია] და „მზადება“, რეჟისორი – გიორგი წილოსანი, [საქართველო].

 

 

კინოფესტივალმა კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე პრიზი გადასცა ბაადურ წულაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ პრიზს  უძღვნის თავის დას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მისთვის.

 

 

კინოფესტივალმა მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვილილისათვის დააჯილდოვა ლანა ღოღობერიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს მის მეგობარს, სცენარისტსა და მწერალს, ზაირა არსენიშვილს უძღვნის, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. „იკითხეთ ზაირა არსენიშვილის წიგნები,“ – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ სცენიდან.

 

 

ფესტივალზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვილილისათვის დაჯილდოვდა ნასტასია კინსკიც.

 

 

კინოფესტივალი ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა.

 

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი ერთი წლით დაემშვიდობა მაყურებელს. 


აპოლო, კინოფესტვალი 2015
აპოლო, კინოფესტვალი 2015

რას უპირებს მერია დაზიანებულ პიანინოებს [ფოტო/ვიდეო]

ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ჯონის საბაშვილის განცხადებით,  დაზიანებული პიანინოები მერიას გადაეცემა.

„ეს პიანინოები მერიას დარჩება. თუმცა თავიდან ასე არ იყო გათვალისწინებული.  ათი ათასი ლარი მერიამ  მომსახურებაში  გადაიხადა,“ – ამბობს ჯონი საბაშვილი და განმარტავს, რომ  მომსახურებაში ათი პიანინოს  კონკრეტულ ადგილებში განთავსება და მოხატვა იგულისხმება.

  „რომელი პიანინოც რეაბილიტაციას არ დაექვემდებარება, საწყობში წავიღებთ,“ – ამბობს ჯონი საბაშვილი.


ქოლგები მაზნიაშვილის ქუჩაზე/ფოტო:ლელა დუმბაძე

დაზიანებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას  ბათუმის სხვა  ადგილებშიც  ვხვდებით.  დაზიანებულია მაზნიაშვილის ქუჩაზე გამოფენილი  ქოლგების ნაწილიც, რომელიც ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდული. ქოლგები ამავე ქუჩის კუთხეში არსებული ღვინის მარნის მეპატრონეებმა გააკეთეს.

ასე გამოიყურება ამავე ქუჩის კუთხეში არსებული  გრაფიტიც.

დაზიანებული გრაფიტიპიანინოს დაზიანებული კლავიშებიკინოფესტივალის წაქცეული ბანერი ერას მოედანზე

პიანინოს სახურავი ქვაფენილზე

 

ახალნამშობიარები ქალი, რომელიც ყველამ მიატოვა

ქალი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობარა, უზბეკეთის მოქალაქეა. მისი ნაცნობი თანამემამულეები ამბობენ, რომ ქალს ქმარი ჰყავს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა. მათივე თქმით, მას გააგებინეს ბავშვის დაბადების შესახებ, მაგრამ მაინც არ ჩამოვიდა. საავადმყოფიში მყოფი ქალის ნაცნობებს არ სჯერათ, რომ ქალს ქმარი მიაკითხავს. 

 

ქალის ნაცნობები დაჟინებით ამბობენ, რომ მათ ამ ქალთან არავითარი კომუნიკაცია აღარ სურთ, რადგან ქალის დედა რეკავს უზბეკეთიდან და მათ აშანტაჟებს. „მის შვილს ორი თვეა, როგორც შემიძლია, ისე ვეხმარები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი თანამემამულეა. ის არ არის ჩემი მეგობარი და დედამისმა მაინც დამიწყო დაშანტაჟება. ტელეფონის გამოცვლასაც კი ვაპირებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ითხოვა, რომ ამ საკითხზე მეტი აღარ შევაწუხოთ.

 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ ქალს მხოლოდ მშობლიური ენა ესმის. ის შეზღუდულად მეტყველებს და აზრს ვერ აყალიბებს, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობიერება იმ დონეზე დაუბრუნდა, რომ საჭმელს დამოუკიდებლად მიირთმევს. ექიმი ამბობს, რომ ის გამუდმებით შვილს ითხოვს და ტირის.

 

„პაციენტის დიაგნოზია მენინგო-ენცეფალიტი, ანუ თავის ტვინის გარსებისა და ნივთიერების ანთება, რის გამოც აქვს მეტყველების მოშლა, თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროში, სადაც არის მეტყველების ცენტრი, აქვს დაზიანება ანთებითი პროცესის გამო, მარჯვენა ხელ-ფეხში – სისუსტე. იყო ძალიან მძიმე, ფაქტობრივად, კომურ მდგომარეობაში. გადმოყვანილია სამშობიარო სახლიდან, დაახლოებით ერთი თვის წინ იმშობიარა. მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერჯერობით მდგომარეობა მძიმეა“, – ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერი, ექიმი გია კიკაბიძე.

 

ექიმის თქმით, პაციენტი ახლა უკვე ჭამს დამოუკიდებლად, მაგრამ მკურნალობა კიდევ ესაჭიროება. „მკურნალობის გაგრძელება შეიძლება არა რეანიმაციულ განყოფილებაში, არამედ ჩვეულებრივ პალატაში, სადაც კონტაქტი ექნება თავის ენაზე ახლობლების გარემოცვაში“, – უთხრა გია კიკაბიძემ `ბათუმელებს~.

 

როგორც ექიმი ამბობს, მან პირადად დარეკა უზბეკეთში ქალის ახლობლებთან, მაგრამ პაციენტის დასახმარებლად დედაც კი არ გამოეხმაურა: „უზბეკეთში ვესაუბრე მის ბიძაშვილს, ვთხოვე, რომ დედამისი დამკავშირებოდა. იმშობიარა ქალმა, შვილიშვილი გყავთ-მეთქი, მაგრამ მათგან არაფერი ინფორმაცია არ ისმის. დამპირდა ის კაცი, რომ შეატყობინებდა დედას, მაგრამ ახლა ჩემს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ“. 

 

ექიმი ამბობს, რომ არ დაუთვლიათ ქალს საავადმყოფოს ზუსტად რამდენი ვალი აქვს. ვარაუდობს, რომ რამდენიმე ათასი იქნება. იგი იმედოვნებს,  პაციენტის ქმარი ჩამოვა და ვალს გადაიხდის, თუნდაც ეტაპობრივად. „რასაც ჩვენ ვჭამთ, იმას ვუნაწილებთ. რეანიმაციული განყოფილების ექიმები და ექთნები თავიანთ საჭმელს უყოფენ. წყლის მომტანიც კი არავინ ჰყავს“, – ამბობს გია კიკაბიძე.

 

ექიმის თქმით, მისთვის უცნობია იყო თუ არა ქალის მიმართ რაიმე ძალადობა ან ხომ არ არის ტრეფიკინგის მსხვერპლი. „მე ერთი რამ ვიცი – ეს ქალი მივიღე როგორც პაციენტი. ახლა ის სადღაც უნდა წავიდეს, პატრონი აუცილებელია, ამის რეაბილიტაციას დიდი ხანი სჭირდება, ბოლომდე შეიძლება არც განიკურნოს, ანუ მეურვე აუცილებელია – მედიკამენტებს მისცემს, აჭმევს.. იმედია, მეუღლე ჩამოვა და მიხედავს“.

 

ქართული კანონმდებლობით, სახელმწიფო უცხო ქვეყნის მოქალაქის მკურნალობას არ აფინანსებს. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის უფასო მშობიარობაც მას შემდეგ გახდა დასაშვები, რაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებოდ მსგავსი შემთხვევებისთვის თანხა გამოყო.

 

„ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ ხელმძღვანელი, ნანა ნაზაროვა ამბობს, რომ შეეცდება მშობიარე ქალი რომელიმე პროგრამაში ჩასვას, თუმცა ამისათვის მას სათანადო დასაბუთება დასჭირდება, მაგალითად, ის, რომ ქალი მსხვერპლია.

 

ნანა ნაზაროვას ინფორმაციით, უზბეკეთის საკონსულო მზად არის ქალის სამშობლოში ტრანსპორტირება უზრუნველყოს, თუმცა ამისთვის საჭიროა სათანადო დოკუმენტების მომზადება, მაგალითად, ბავშვის დაბადების მოწმობა. “ბათუმელებმა” ჯერჯერობით ჯერ მოახერხა იმის გარკვევა, რამდენად შესაძლებელია, უცხო პირმა, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აიღოს ახალშობილის დაბადების მოწმობა. ასევე ჯერჯერობით ვერც იმის გარკვევა ხერხდება, არსებობს თუ არა სახელმწიფოში რაიმე პროგრამა, რომელიც მსგავსი შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს გაიღებს. 

AD BLACK SEA – ახალი ადგილი კრეატორების ინსპირაციისა და განათლებისთვის

 

რატომ ბათუმი?

 

მაქსიმ ლაზებნიკი
მაქსიმ ლაზებნიკი

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ის სლოგანია – It’s all about inspiration! Welcome to recharge. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ინსპირაციის მნიშვნელოვანი როლი რეკლამისა და კომუნიკაციის ინდუსტრიაში. Ad Black Sea გადაიქცევა შთაგონებისა და ცოდნის მიღების მთავარ ადგილად კრეატორებისთვის. ფესტივალის ლოკაცია კი ამ მიზანს იდეალურად ესადაგება. ბათუმის უძველესი ისტორია და თანამედროვე არქიტექტურა, ულამაზესი შავი ზღვა, გასაოცარი მზის ჩასვლა, ქართული სტუმართმოყვარეობა და საუცხოო ქართული კერძები – ყველაფერი ეს ბათუმს იდეალურ ადგილად ქმნის კრეატიული ივენთის გასამართად. ეს არის საუკეთესო ადგილი კრეატიული ადამიანებისთვის, გადატვირთონ თავიანთი გონება.

 

როგორ არის აგებული რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea? 

 

არებობს ფესტივალები, რომლებიც ზომავენ ეფექტურობას და არსებობს ფესტივალები, რომლებიც ორიენტირებული არიან განსაზღვრონ თუ რა ხდება ამა თუ იმ რეგიონში კრეატივის მიმართულებით. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ, AდBლაცკშეა ხარისხის ნიშნად იქცევა შავიზღვისპირა ქვეყნებში და არა მხოლოდ.

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალად უნდა იქცეს.

 

ფესტივალი 3 ძირითადი მიმართულებისგან შედგება: 

 

1. საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებში მონაწილეებს შეეძლებათ შეხვდენ და მოუსმინონ მაიკლ კონრადს (Berlin School of Creative Leadership, Germany), ალექს პაიეტეს (Picnic, Spain), ფარიდ ჩეჰაბს (Leo Burnett MENA, Leanon), ჟოაო-მანუელ ტიხომიროფს (Mixer, Brasil), ევგენი პრიმაჩენკოს (Weiden+Kennedy, Netherlands) და სხვა საინტერესო გამომსვლელებს.

 

2. კონკურსი, რომელიც 3 კატეგორიისაგან შედგება:

საუკეთესო ვიდეოკონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი;
საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი;
საუკეთესო იდეა.

 

3. კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებში ფესტივალის დელეგატები სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

როგორც ვიცით, ქართული სააგენტოებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი გაქვთ მომზადებული…

 

დიახ, პირველ რიგში არის ის, რომ სპეციალურად ქართული სააგენტოებისთვის წესდება ჯილდო:  ფესტივალის საუკეთესო ქართული სააგენტო.

გარდა ამისა, არტდირექტორთა ევროპული კლუბის (ADC*E) გადაწყვეტილებით ყველა ქართული ნამუშევარი, რომლებიც Ad Black Sea-ის ფარგლებში ჯილდოს მიიღებს, შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ევროპულ კონკურსში, ჩემპიონთა ლიგა ADC*E Awards-ში, ბარსელონაში.

 

როგორი მოლოდინი გაქვთ Ad Black Sea-სთან მიმართებაში?

 

 ჩვენ უკვე მივიღეთ 400-ზე მეტი ნამუშევარი მსოფლიოს 20 ქვეყნიდან და იმედი გვაქვს, რომ ეს ფესტივალი საქართველოსა და შავიზღვისპირა ქვეყნების რეკლამის ინდუსტრიის განვითარების ახალ ეტაპს ჩაუყრის საფუძველს და რამდენიმე წელიწადში რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან კრეატიულ ფესტივალად ჩამოყალიბდება.

 

Storytelling-ი ბრენდის კომუნიკაციაში -AdBlackSea-ის სემინარული პროგრამა

 

ლეონიდ ფეიგინი ბრენდინგისა და მარკეტინგის სფეროში უკვე 24 წელი მუშაობს.  არის რუსეთის რეკლამის აკადემიის წევრი, რუსეთის არტდირექტორების კლუბის (ADCR)  პრეზიდიუმის წევრი, British Higher School of Art&Design-ში სალექციო კურსის ავტორი და Wordshop Academy of Communications-ის კრეატიული ფაკულტეტის კურატორი.

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი AdBlackSea ტარდება ბათუმში 2015 წლის 24-27 სექტემბერს საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea -ს მედიამხარდამჭერები არიან: Marketer.ge, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, Palitra tv, რადიო პალიტრა, Georgian Journal, CBW.ge, ABW.ge, ipress.ge, ibusiness.ge, Myvideo.ge, Flit Media – ჟურნალები EGO და EGO Men, მულტიმედია-ციფრული პლატფორმა ,,სტარვიზია”, რადიო პოზიტივი, რადიო იმედი, ტელეკომპანია მაესტრო, საინფორმაციო სააგენტო Editori, Leavingstone, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.


რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea -ს მხარდამჭერები არიან: „თელიანი ველი“, „ბორჯომი“, „კოკა-კოლა“, „თიბისი ბანკი“.


სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას, შეგიძლიათ გაეცნოთ ფესტივალის ვებგვერდზე:www.adblacksea.com


ფესტივალზე დასწრების მსურველებს, ვინც ვერ მოასწრო საიტზე დარეგისტრირება, ფესტივალის დღეებში (24-27 სექტემბერი)  შესაძლებელი იქნება ადგილზე რეგისტრაცია. დამატებითი კითხვებისათვის მიმართეთ: project@vrk.org.ua

 

 

აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად

 

აქცია ხულოს მუნიციპალიტეტში 09:00 საათზე, შუახევის მუნიციპალიტეტში კი 15:00 საათზე დაიწყება.
სისხლი შპს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთვის შეგროვდება და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება. ბავშვებს ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები (ერითროციტული მასა, ახლად გაყინული პლაზმა, თრომბოციტული მასა, თრომბოკონცენტრატი და სხვა).

აქციის ფარგლებში ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება შემდეგი ანალიზები: სისხლის ჯგუფისა და რეზუს ფაქტორის დადგენა, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B, აივ ინფექცია და სიფილისი. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უანგარო დონაციის აქცია სამინისტროს მხარდაჭერით და ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით გაიმართება.

 

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეგროვილი ნივთები საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა

 

„შეგროვილი ნივთები  ორი სატვირთო მანქანით გადავიტანეთ. არის ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების საოჯახო ნივთები. ჰუმანიტარული დახმარება ქობულეთსა და ბათუმში  მცხოვრებ 80-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. მათ შორის, მრავალშვილიან  ოჯახებს და მარტოხელა დედებს,“-ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე.

 

თიკო აბაშიძის თქმით, საქველმოქმედო ორგანიზაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის  მიღებას  გააგრძელებს. 

 

კინოთეატრ „აპოლოში“ ნახავთ

 

თომასს და მის მიმდევრებს ახალი გამოწვევა ელით: საიდუმლო მინიშნებების ძებნით ისინი ცდილობენ მეტი გაიგონ ძლიერ და მისტიკურ ორგანიზაციაზე: მოგზაურობა მათ მიიყვანს გაუდაბნოებულ გარე სამყაროში სახელად Scorch. ადგილობრივ აჯანყებულებთან შეერთების შემდეგ ისინი გაიგებენ თუ რა შოკისმომგვრელ გეგმებს უმზადებს WICKED მათზე.

 

 

აპოლოში ასევე ნახავთ:

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი იწყება

 

ფრინველებზე დაკვირვება

 

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად მიიჩნევა. ფრინველებზე დაკვირვებისათვის გამოირჩევა ისეთი ადგილები, როგორებიცაა: სოფელი სახალვაშო, ქობულეთის დაცული ტერიტორია – ისპანის ჭაობი, ჭოროხის დელტა, მტირალას ეროვნული პარკი და სოფელი შუამთა. ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით გასულ წლებში მოეწყო შუამთის სათავლთავლო პლატფორმისა და თავშესაფრის ინფრასტრუქტურა.

 

„ტურიზმის დეპარტამენტი ხელს უწყობს ასევე ადგილობრივი საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებას მათთვის ტურისტების მოზიდვითა და ტრენინგების ჩატარების გზით. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდება ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეორგოლების სახით საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, თემატურ ვებგვერდებსა და სოციალურ მედიაში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის ამ მიმართულების პოპულარიზაციას როგორც შიდა, ისე უცხოურ ტურისტულ ბაზრებზე“.

 

დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრინველების ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ უცხოელ ტურისტს იზიდავს. გასული წლის შემოდგომაზე ორნიტოლოგიით გატაცებულ  ტურისტთა რაოდენობის  განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, ამ მიზნით ჩამოსულ ტურისტთა 2000-მდე ღამისთევა იქნა აღრიცხული, ხოლო მათ მიერ გაწეულმა დანახარჯმა ჯამში 160 ათასი ლარი შეადგინა. მსგავსი შემოსავალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბერდვოჩინგის სათვალთვალო პუნქტების გარშემო არსებული სოფლების ეკონომიკურ კეთილდღეობაში. ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ტურიზმის ამ მიმართულებას განვითარების დიდი პერსპექტივა გააჩნია რეგიონში.

შსს-მ ჰეროინის შემცველი 50 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო

 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი, 50 შეკვრად დაფასოებული 12,8096 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ოპიუმის ჯუფის ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

შსს: დაკავებული გაიქცა და თავით ფანჯრის შუშა ჩაამტვრია

 

შს სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ, რომ დღეს ბათუმში, დ.ზ. და მისი მამა დააკავა საპატრულო პოლიციამ: „დაკავებული მანქანას მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში. მას მართვის მოწმობა საერთოდ არ აღმოაჩნდა. მის გვერდით იყო ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამა. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ პირის მიმართ გამოწერა ჯარიმა, მძღოლმა და მამამ დაიწყეს ჩხუბი და პატრულის მისამართით გინება. ეს ყველაფერი გადაღებულია საპატრულო ეკიპაჟის ვიდეოკამერით“.

 

პრესცენტრის ცნობით, ამის შემდეგ დაკავებული მამა-შვილი გადაიყვანეს საპატრულო პოლიციის ოფისში, სადაც „დაკავებული [დ. ზ.] გაიქცა და თავით დაეჯახა მეტალოპლასტმასის ფანჯარას, ჩაამსხვრია ფანჯის შუშა“.

 

ფოტო, რომელიც ადვოკატმა გაავრცელა
ფოტო, რომელიც ადვოკატმა გაავრცელა

 

შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, დ. ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით [სხვისი ქონების განზრახ დაზიანება] და ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო საქმის წარმოება, ხოლო მამის მიმართ ასევე ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით.

 

შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ამ დროისთვის მამა-შვილი გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში. მათი დაკითხვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმის გამო, რომ „ორივე დაკავებული იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში“.

 

ამ დროსთვის მოწმის სახით დაკითხულია საპატრულო პოლიციის ორივე თანამშრომელი.

 

შენიშვნა: გაზეთ “ბათუმელებს” დაუკავშირდა დ.ზ., რომელმაც ითხოვა, რომ მისი ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია ღია ჭრილობა და სისხლის კვალი სახეზე, ვებგვერდიდან წაშლილიყო. მოქალაქის თხოვნის საფუძველზე ვტოვებთ ფოტოსურათის იმ მონაკვეთს, რითაც დასტურდება, რომ პირს სახის არეში აქვს ღია ჭრილობა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება აღარ იქნება შესაძლებელი.

 

Exit mobile version