უფასო სამედიცინო აქცია სოფელ ჭახათში

 

 აქციას შპს “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრის”, სს ,,ქობულეთის სამედიცინო ცენტრის” და შპს ,,ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის” ექიმები ჩაატარებენ.

აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი.

უფასო სამედიცინო აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართება.

 

 

მემორანდუმი აჭარასა და ნიკოლაევს შორის

 

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს ვაჭრობის, სამრეწველო, საინვესტიციო და ეკონომიკის სხვა დარგში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას. მხარეები გაუწევენ ორგანიზებას საწარმოების პროდუქციის გამოფენებისა და ბაზრობების ჩატარებას. ასევე, ითანამშრომლებენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. განხორციელდება გაცვლითი პროგრამები, რომლის თანახმადაც მოხდება სპეციალისტების სტაჟირება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ გამოცდილების შესწავლის მიზნით.

 

 

 

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაციის წევრები დაესწრებიან ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ 18 სექტემბერს გამართულ საინვესტიციო ფორუმს „ბათუმი 2015“ და მოინახულებენ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, დეპუტატები, პრესისა და მასმედიის წარმომადგენლები. შეხვედრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნო. ისაუბრა ასევე რეგიონში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო ღონისძიებებზე.

 

 

 

 

მოსამართლე: ხელისუფლების მხრიდან ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა

მერაბ ტურავა

“თუ ჩვენ ჰიპოტეტურად ვივარაუდებთ, რომ ჩემზე იყო რაიმე ზემოქმედება, იგივე შეიძლება მე ვთქვა დანარჩენ სხვა მოსამართლეებზე, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს, ხომ არ მოექცნენ ისინი ზეგავლენის ქვეშ? ჩემზე არავითარი ზემოქმედება არ ყოფილა, რომც ყოფილიყო, მე ხომ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი და ჩემზე ზემოქმედებას რა მნიშვნელობა ექნებოდა, მე ვითხოვდი კონკრეტულ დროს გადაწყვეტილების წასაკითხად, არაა გამორიცხული იგივე პოზიცია მქონოდა, რაც სხვა მოსამართლეებმა გამოხატეს. მე არ ვიცი მსოფლიოში ქვეყანა, სადაც მოსამართლეს რამდენიმე დღეს არ აძლევენ 50-გვერდიანი გადაწყვეტილების წასაკითხად. ”

მოსამართლემ დისციპლინარულ დევნაზეც გააკეთა განმარტება: „მე ხელოვნურადაც რომ ვაფერხებდე ამ პროცესს [გადაწყვეტილების გამოცხადებას], ამას არავითარი გამართლება არ აქვს, მე რომ დროში გამეწელა გადაწყვეტილების მიღება, მეთხოვა ერთი კვირა, ამის შემდეგ კიდევ მეთქვა – ახლა არ მცალია, მერე ორი კვირით ან ერთი თვით გადამედო ხელმოწერა, ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, არაგონივრული ვადების გაჭიანურება, მაგრამ მე სამი-ოთხი დღე ვითხოვე გადაწყვეტილების გასაცნობად.”

მოსამართლის შეფასებით, ეთიკისა და სადისციპლინო კომისიის შექმნა იყო ზეწოლა მასზე, როგორც მოსამართლეზე.

მისივე განმარტებით, საერთო სასამართლოს მოსამართლემ უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ ვის შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მოსამართლე მერაბ ტურავასთან ინტერვიუს სრულ ჩანაწერს “ბათუმელები” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ბრენდინგი შთაბეჭდილებების ეკონომიკაში – რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის სემინარული პროგრამა

 

ციფრულმა ეპოქამ არა მხოლოდ კომუნიკაციის ახალი სახეობები გვაჩუქა, მან მომხმარებლის მხრიდან  პროდუქტებისა და მომსახურების მიმართ აღქმაც შეცვალა. ვიზუალურ, ვერბალურ და ტაქტილურ ფაქტორებთან ერთად,  ბრენდი „ურთიერთქმედების ლოგიკითაც“ ფორმირდება. გააზრებულობა, ადაპტურობა, უკუკავშირი – მომხმარებელი ყველა ამ ატრიბუტს ითხოვს მომსახურების და პროდუქტის მომწოდებლებისგან. როგორ მოვახდინოთ მომხმარებლის გამოცდილების კაპიტალიზირება? რა წყალქვეშა ქვებს შეიცავს მომხმარებლის გამოცდილების მოდელების პროექტირება? –  თემა მოგვითხრობს ციფრული და ოფლაინ სამყაროს გადაკვეთაზე მუშაობის სპეციფიკაზე და გვაძლევს საშუალებას სხვა კუთხით შევხედოთ სამოქმედო ინსტრუმენტებს. სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მაგალითები მომსახურების სფეროდან – ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, რითეილი და სხვა.

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი AdBlackSea ტარდება ბათუმში 2015 წლის 24-27 სექტემბერს საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea -ის მედია მხარდამჭერები არიან: Marketer.ge, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, Palitra tv, რადიო პალიტრა, Georgian Journal, CBW.ge, ABW.ge, ipress.ge, ibusiness.ge, Myvideo.ge, Flit Media – ჟურნალები EGO და EGO Men, მულტიმედია-ციფრული პლატფორმა ,,სტარვიზია”, რადიო პოზიტივი, რადიო იმედი, ტელეკომპანია მაესტრო, საინფორმაციო სააგენტო Editori, Leavingstone, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea -ის მხარდამჭერები არიან: თელიანი ველი, ბორჯომი, კოკა-კოლა, თიბისი ბანკი.

 

არ გამოტოვოთ, დარეგისტრირდით ფესტივალის საიტზე და გაირეთ აკრედიტაცია: www.adblacksea.com

 

დამსწრეთა რეგისტრაცია გრძელდება 18 სექტემბრამდე. საქართველოს მოქალაქეებისათვის დასწრება უფასოა.

 

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას.

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: pr@adblacksea.com  

ზვიად თხილაიშვილი აჭარაში ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა

 

ფოტო ზვიად თხილაიშვილის ფეისბუქგვერდიდან
ფოტო ზვიად თხილაიშვილის ფეისბუქგვერდიდან

ზვიად თხილაიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში – გარკვეულ ეტაპზე ის იყო აჭარის სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე, ბოლო პერიოდში კი აჭარაში სამხედრო პოლიციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

 

ზვიად თხილაიშვილის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ანზორ თხილაიშვილის შვილი. 

საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი განმარტება უგულავას საქმის გადაწყვეტილებაზე

 

კონსტიტუციური სარჩელი გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ/ გადაწყვეტილების გამოცხადება

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება კონსტიტუციასა და კანონს, იგი ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გამოცხადებისთანავე და   აღსასრულებლად სავალდებულოა ხელისუფლების ყველა შტოსთვის. ყოვლად დაუშვებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს აბსოლუტური უმრავლესობის  მიერ მიღებული გადაწყვეტილების სავალდებულო ძალის ეჭვქვეშ დაყენება.

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა ექვსი წევრი“. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაწყვეტილებაუნარიანად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ საქმის გახილვასა და გადაწყვეტაში მოსამართლეთა სულ მცირე 6 წევრი მონაწილეობს.

 

ამავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის არსებითად განმხილველი თითოეული მოსამართლე.  აღნიშნული ნორმა ადგენს საქმის არსებით განხილვაში მონაწილე მოსამართლის  ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღოს

 

საქმის საბოლოო გადაწყვეტაში.  იგი არ განსაზღვრავს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაუნარიანობის საკითხებს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციური დავა, რადგან მხოლოდ ის  არის კომპეტენტური განახორციელოს აღნიშნული კონსტიტუციური უფლებამოსილება. ამიტომ, საკითხის გადაწყვეტაში მოსამართლის მონაწილეობა მისი უშუალო და პირდაპირი კონსტიტუციური ვალდებულებაა და არა შესაძლებლობა, რომელსაც ის მიზანშეწონილობის მიხედვით გამოიყენებს. ამდენად, ერთ-ერთი მოსამართლის მიერ კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა, ვერ შეაფერხებს  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ეჭვქვეშ ვერ დააყენებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებაუნარიანობას მიიღოს გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით.

 

სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა მოსამართლე მერაბ ტურავას გამოუცხადებლობის მიზეზები და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მისთვის მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

 

როგორც უკვე ცნობილია, მიუხედავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  მხრიდან არაერთგზის მცდელობისა, მოსამართლე მერაბ ტურავამ, ურთიერთგამომრიცხავი მიზეზების დასახელებით, რამდენჯერმე განაცხადა უარი გადაწყვეტილების ხელმოწერაზე.

 

2015 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინური საკითხების კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ მოსამართლე მერაბ ტურავას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოუცხადებლობა და ურთიერთგამომრიცხავი მიზეზებით ხელმოწერაზე უარის თქმა წარმოადგენს კანონის („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი,  43-ე მუხლის მე-2 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი) მოთხოვნათა დარღვევას.

 

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლე გადაწყვეტილებას ხელს აწერს მაშინაც, როდესაც ამავე საქმეზე მას აქვს განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი. გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა ყოველთვის არ გულისხმობს გადაწყვეტილებაზე დათანხმებას, მასში ასახული პოზიციის,  თუ არგუმენტაციის გაზიარებას. მაშინ, როდესაც მოსამართლეს აქვს განსხვავებული აზრი, გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის ვალდებულება გულისხმობს საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაში მოსამართლის მონაწილეობის კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე კანონის მოთხოვნათა დარღვევით აცხადებს უარს „საქართველოს სააკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულებაზე, გადაწყვეტილების ხელმოწერაზე, განზრახ არ ახორციელებს მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს, ეს ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების შემაფერხებელი გარემოება, ხელს ვერ შეუშლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების, ხელმოწერისა და გამოცხადების კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაში.”

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლზე პომიდვრების დამშენი დაკავებულია

 

შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, მერაბ ღოღობერიძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც ნიშნავს წვრილმან ხულიგნობას.

 

დღეს დილით, ბათუმში გიორგი პაპუაშვილის სახლთან, მოქალაქეების მცირე ჯგუფი იმის გასაპროტესტებლად შეიკრიბა, რომ წუხელ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სახლს ბათუმში დაცვის პოლიცია იცავს.

უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩაიშალა

 

დღის წესრიგით, დღეს უმაღლესი საბჭოს წევრებს ექვსი საკითხი უნდა განეხილათ, მათ შორისაა მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება სხდომაზე განსაზღვრული საკითხების შესახებ. 

 

დადასტურებული ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატები“  დღის წესრიგში კიდევ ერთი საკითხის შეტანას – უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე სულხან ღლონტის კანდიდატურის დასახელებას და საკითხის კენჭისყრას აპირებდნენ. თუმცა  სხდომაზე რეგისტრაცია არ გაიარეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ქვორუმი არ შედგა და სხდომა ჩაიშალა.  რეგისტაცია არ გაიარეს არც “თავისუფალმა დემოკრატებმა“, მათი განმარტებით ამის მიზეზი სხდომაზე არჩილ ხაბაძის გამოუცხადებლობა გახდა. 


აჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის უმაღლესი საბჭო

მოსამართლე პაპუაშვილის სახლს კვერცხები და პომიდორი დაუშინეს [ვიდეო]

აქცია გიორგი პაპუაშვილის სახლთან

 

აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილა გიგი უგულავას სარჩელი წინასარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი ვადის გატარების თაობაზე.

”ტურავა, მოდი სამსახურში” – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

„ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ მოსამართლე გაურბის მის პირდაპირ მოვალეობას, არ მოდის სასამართლოში და მოვუწოდებთ ტურავას, ნუ იმალება, მოვიდეს და მიიღოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას პროცესთან დაკავშირებით. მოვედით, რათა  შევახსენოთ მას მისი უფლებები და ვალდებულებები“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ორგანიზაცია „თავისუფალი ზონას“ ხელმძღვანელმა თორნიკე ხალვაშმა.  მისი თქმით, ამ დროისათვის ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ 50-მდე ახალგაზრდას აერთიანებს.

აქციაზე იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებიც.

„ჩვენ  ვითხოვთ მოსამართლე მერაბ ტურავამ აღასრულოს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა,  გაეცნოს არსებულ საქმეს და ხელი მოაწეროს, რასაც მას კანონი და კონსტიტუცია ავალდებულებს. სამწუხაროა, რომ კონსტიტუციის გარანტი საქართველოში, არღვევს კონსტიტუციას, ის კვლავ მოქმედებს შევარდნაძისეული მეთოდებით, როცა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისგან თავს იკავებდა  და ყოველთვის „ავად ხდებოდა“ – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.  

 

ტურავა: არ მოვაწერ დოკუმენტს ხელს, რომელიც იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო

საკონსტიტუციო სასამართლო მერაბ ტურავას განცხადებას ასევე განცხადებით გამოეხმაურა, ტექსტს “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ:


“2015 წლის 16 სექტემბერს, შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში, გადაწყვეტილებაზე (საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N646 კონსტიტუციური სარჩელი) ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო სრული შემადგენლობით შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას. მოსამართლე მერაბ ტურავამ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ხელმოწერაზე. ზემოაღნიშნული ფაქტი, ისევე როგორც 2015 წლის 15 სექტემბერს N646 კონსტიტუციური სარჩელზე გადაწყვეტილების ხელმოწერისა და შემდგომი გამოცხადების მიზნით დანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მერაბ ტურავას, გამოუცხადებლობის საკითხი, შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას. კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს კომენტარი გააკეთოს ბატონი მერაბ ტურავას მიერ მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ რომ მას გადაწყვეტილების სრული ტექსტი დაგვიანებით მიეწოდა, ხოლო მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეახსენებს საზოგადოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის გამჟღავნება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას და მოუწოდებს ბატონ მერაბ ტურავას, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გავრცელებისაგან. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრს ჰქონდა გონივრული ვადა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პროექტის გასაცნობად, აზრის გამოსათქმელად და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსიელებების განსახორციელებლად, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენი წევრების მიერ სრულად იქნა რეალიზებული.
 
 
 
 

კინო ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე

16 სექტემბერი: 

20:00 საათზე –   „სოლომონი” ზაზა ხალვაში, საქართველო, 2015; 70 წთ. 

21: 30 საათზე – „მემთეურები“ ზურაბ ქავთარაძე 

17 სექტემბერი: 

20:00 საათზე –   „გენერალი” 

21: 30 საათზე – „ძმა“ ტიერი გრენადე/თეონა გრენადე, საფრანგეთი/საქართველო, 2014; 94 წთ.

18 სექტემბერი: 

20:00 საათზე –   „სომალის ტყვეები” ლევან ადამია, საქართველო, 2015; 47’37 წთ. 

21: 30 საათზე – „მე ვარ ბესო“ ლაშა ცქვიტინიძე, საქართველო, 2014; 92 წთ.

19 სექტემბერი: 

20:00 საათზე –   „გლადიატორი”, „ფეოლა” ბაადურ წულაძე

21: 30 საათზე – „კრედიტის ლიმიტი” ნუცა ალექსი–მესხიშვილი, საქართველო, 2014, 85წთ. 

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

კინოფესტივალი, ევროპის მოედანი

რადიოლოგი სამშობიარო სახლიდან

ბატონო თამაზ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სად დაიწყეთ მუშაობა?

მესამე კურსიდან უკვე ვმუშაობდი დამწვრობის ცენტრში ექიმის თანაშემწედ, სამი წლის განმავლობაში. სწავლის დასრულების შემდეგ კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა. უნივერსიტეტის დასრულებამდე უკვე 50 დამოუკიდებელი ოპერაცია მქონდა გაკეთებული, მერე კი ხულოში, ჩემს რაიონში გადავედი, რადგან ხულოს საავადმყოფოში სჭირდებოდათ ქირურგი. ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ხულოში. 1989 წელს წავედი მოსკოვში ორდინატურაში სასწავლებლად ა.ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, პარალელურად ვმუშაობდი, ერთი წლის შემდეგ დამიმტკიცეს სადისერტაციო თემა. ორდინატურის დასრულებისთანავე სწავლა გავაგრძელე ასპირანტურაში, რომლის დამთავრების მერე დავბრუნდი რაიონში და გავაგრძელე მუშაობა ჯერ ქირურგის, შემდგომ კი მთავარი ექიმის რანგში.

ამავე პერიოდში დაიწყეთ რადიოლოგიის შესწავლა?

რადიოლოგიის შესწავლა მოსკოვში დავიწყე (ჩემი დისერტაციის ნაწილი მოიცავდა ექოსკოპიურ კვლევას). რაიონში დაბრუნებულს ხშირად პრობლემა მექმნებოდა იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ რაიონში არც ექოსკოპიის აპარატი იყო და არც სპეციალისტი. როგორც მთავარმა ექიმმა, ეკონომიის ხარჯზე ორი წლის განმავლობაში მოვახერხე იმ თანხის შეგროვება, რაც საკმარისი იყო საავადმყოფოსთვის პორტატული აპარატის შესაძენად. პარალელურად ვაგრძელებდი რადიოლოგიის შესწავლას. საქართველოს რამდენიმე კლინიკაში გავიარე მოსამზადებელი კურსი. შემდგომი სპეციალიზაცია კი კვლავ მოსკოვში ჯერ რადიოლოგიის კათედრაზე, შემდგომ კი მოსკოვის სამეანო-გინეკოლოგიის ცენტრში გავიარე.
რაიონში ქირურგად მუშაობას დიდი ენერგია და დრო მიაქვს. თუმცა ექიმის ცხოვრება-ვნებაში იმაზე მეტი ბედნიერება არაფერია, როცა ადამიანი გხვდება, გესალმება და გეუბნება: ექიმო, მე თქვენ გადამარჩინეთ.

ამის შემდეგ თქვენ, როგორც ქირურგს, აღარ გიმუშავიათ, მთლიანი სამუშაო დრო რადიოლოგიას დაუთმეთ, რა იყო ამის მიზეზი?

ჩემთვის ბევრად საინტერესო აღმოჩნდა რადიოლოგია, ადვილად ავითვისე, როგორც ქირურგს, ყველა ორგანო თვალით ნანახი მქონდა, გარედან იმის დანახვა და მეხსიერებაში სხვა დეტალების აღდგენა, მარტივი აღმოჩნდა, გამოცდილებაც მეტი მქონდა, ცოდნაც და პრაქტიკაც.
გარკვეული პერიოდი ორივე საქმიანობას ერთად ვეწეოდი. რაიონიდან გადმოსვლის შემდგომ კი საჭიროდ ჩავთვალე რადიოლოგიის განხრით გამეგრძელებინა მუშაობა.

რა განაპირობებს იმას, რომ კონკურენტული გარემოს მიუხედავად სტაბილურად მოთხოვნადი სპეციალისტი ხართ?

დღეს პაციენტებთან ურთიერთობის დეფიციტია. პაციენტს სჭირდება ახსნა თავისი მდგომარეობის, მე ვუხსნი პაციენტს ყველა ნიუანსს. აჭარაში ამ მხრივ მდგომარეობა ცუდია. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ ექიმები არ იღებენ შესაბამის ანაზღაურებას და მათ მოტივაცია არ აქვთ. ჩვენთან გუნდური მუშაობაც არ არის, რაც, თავისთავად, აისახება საერთო ფონზე.

თანამედროვე აპარატურის განუზომელი შესაძლებლობების მიუხედავად პაციენტები მაინც შიშობენ, რომ ექოსკოპიით გადაღება გარკვეულ რისკს შეიცავს, რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურა და რა ღირს?

ექოსკოპია არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ერთადერთი, ორსულობის პირველ კვირებში ფერადი დოპლერის ჭარბად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუმცა ჯერჯერობით მსოფლიოში არც ერთი კვლევით არ დასტურდება, რომ ექოსკოპიამ რაიმე სახის ზიანი გამოიწვიოს. სამშობიარო სახლში ექოსკოპიური გამოკვლევა 40 ლარი ღირს.

ძირითადად რა სახის პათოლოგია არ ფიქსირდება ექოსკოპიის გადაღებისას?

ყველაზე ხშირად არ ფიქსირდება გულის პათოლოგიები, იბადებიან ბავშვები ასევე დაუნის სინდრომით, თუმცა ყოველთვის ამ უკანასკნელის მხოლოდ ექოსკოპიური კვლევით გამოვლენა შეუძლებელია.

რას იტყვით თქვენს პედაგოგებზე?

როგორც ქირურგიის, ასევე რადიოლოგიის ყველა პედაგოგს უღრმეს მადლობას ვუხდი. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი მოსწავლე ექოსკოპიის განხრით ჩემი შვილი იყო.

როგორც ექიმი მუდმივად ცდილობთ განვითარებას, მონაწილეობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ კონფერენციებში, გადიხართ სასწავლო კურსებს, ამ ეტაპზე რა გეგმები გაქვთ?

სხვანაირად ვერ იქნები ექიმი, ერთსა და იმავე ადგილზე ვერ გაჩერდები, მუდმივად ვცდილობ, რამე ახალი ვისწავლო. სამედიცინო სფერო მუდმივად განვითარების რეჟიმშია და თუ გინდა აყვე მის რიტმს, მუდმივად უნდა გედოს ხელი ამ პულსზე.

ქალთა ოთახი ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში

„ქალთა ოთახი“ ბათუმში 16 სექტემბერს გაიხსნა. პროექტის ორგანიზატორები არიან აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მასთან არსებული აჭარის ქალბიზნესმენთა ასოციაცია და „მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამა“.  პროგრამას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს.

ქალთა ოთახის პრეზენტაცია ბათუმში

„ასეთი ოთახი იქნება აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ, რომ ქალების ჩართულობის გარეშე ეკონომიკური პროგრესის მიღწევა შეუძლებელია.  ეს არის ადგილი, ოთახი, სადაც მოსულმა ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ ხელმისაწვდომობა ყველა იმ სერვისზე, რომელსაც აჭარის სამრეწველო პალატა სთავაზობს. პროგრამას აფინანსებს შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო.  ძალიან კარგია, რომ ეს სააგენტო ქალთა ჩართულობას ყოველთვის მხარს უჭერს. როცა ქვემო ქართლში გავხსენით ქალთა ოთახი, კაცები ამან ცოტა შეაშფოთა, მაგრამ შემდეგ კაცებმაც დაიწყეს ქალთა ოთახის სერვისების გამოყენება.  ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა,“ – აღნიშნა ჰელენ ბრადბერმა, „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა. 

ბათუმის „ქალთა ოთახს“ მუდმივად ექნება კავშირი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახთან“, ადმინისტრაციულ ერთეულებში და უშუალოდ სოფლებში ტრენინგებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების ჩასატარებლად.

„მოგეხსენებათ, აჭარის მუნიციპალიტეტებშიცაა ქალთა ოთახები და შემოვიდა წინადადება, ბათუმშიც გახსნილიყო ქალთა ოთახი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების მუშაობას. აჭარის რეგონში მცხოვრებ ქალებს ექნებათ საშუალება მობრძანდნენ, თავიანთი იდეების შესახებ ბიზნესგეგმა შეადგინონ, შეუძლიათ ბავშვებთან ერთად მოვიდნენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი წამოწყება მოჰყვება ამას. კიდევ ერთი კარგი იდეა გვაქვს, უახლოეს მომავალში იმედი გვაქვს, რომ მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ ხეობაში გაიხსნება კომპიუტერული კლასი, სადაც ქალებს შეეძლებათ ინტერნეტის მოხმარება,  პროგრამების სწავლა.  პირველ რიგში, ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება ქალებს შევუწყოთ ხელი ბიზნესის დაწყებაში, გადამზადებაში, ჩვენი პერსონალი თქვენს სამსახურშია“ – განაცხადა „ქალთა ოთახის“ პრეზენტაციაზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა თამაზ შავაძემ.

სარფის სასაზღვრო სექტორის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის ბანგლადეშის მოქალაქე დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

PROVIDER GROUP – საოფისე საქონელი და ინვენტარი ადგილზე მიტანით

 

პროდუქციის ფასები საიტზე მოცემულია დღგ-ს ჩათვლით;

შეკვეთილ პროდუქციის მიწოდება მოხდება შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს;

შეკვეთის მიწოდება ბათუმის მაშტაბით უფასოა თუ შეკვეთის მოცულობა 50 ლარზე მეტია;

თუ შეკვეთის მოცულობა 50 ლარზე ნაკლებია შეკვეთის მიწოდების ღირებულებაა 5 ლარი;

ჩვენ გთავაზობთ ასევე შემდეგი სახის მომსახურებას:

კარტრიჯების დატენვა

ნებისმიერი ტიპის კარტრიჯების დამუხტვა ადგილზე მომსახურებით
კომპიუტერული სერვისი

პროგრამების ჩაწერა, კომპიუტერების და პრინტერების შეკეთება, ქსელის გამართვა, საიტების დამზადებადა, სათვალთვალო კამერების დაყენება და სხვა.
პოლიგრაფიული მომსახურება

ვიზიტკების, სატიტულო ფურცლების, ბუკლეტების, ფლაერების, კალენდრების დიზაინი და ბეჭდვა.
ბეჭდებისა და შტამბების დამზადება

 

რა უპირატესობა აქვს ჩვენთან თანამშრომლობას:

გთავაზობთ საუკეთესო ფასებს;

ჩვენთან თანამშრომლობით დაზოგავთ დროს;

ჩვენთან თანამშრომლებით გაიმარტივებთ საქმეს და თქვენ არ მოგიწევთ სხვადასხვა მომწოდებელთან, მაღაზიებთანდამღლელი ურთიერთობა საქონლის შესყიდვაზე და საბუთების გაფორმებაზე ან მიღებაზე;

ჩვენთან ურთიერთობა მარტივია თქვენ შეგიძლიათ შეკვეთა მისცეთ საიტიდან, სკაიპით, ელექტრონული ფოსტით და ტელეფონის საშუალებით;

ჩვენ შეგვიძლია ჩვენი კონტაქტების მეშვეობით დაგეხმაროთ ბაზარზე ნებისმიერი საქონლის ყველაზე დაბალ ფასად მოძიებაში, შესყიდვაში და ტრანსპორტირებაში.


ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მიიღებთ შემდეგი სახის შეღავათს:

5%-იანი ფასდაკლება ჩვენ საიტზე არსებული ფასებიდან;
უნაღდო ანგარიშსწორება;

საქონლის მოწოდებიდან 10 დღიანი კონსიგნაცია;


შენიშვნა: ჩვენ დისტრიბუციის განხორციელება შეგვიძლია არა მარტო აჭარის არამედ დასავლეთ საქართველოს მაშტაბით, შეთანხმების და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოვამარაგოთ თქვენი ყველა ოფისი დასავლეთ საქართველოს მაშტაბით.

ჩვენი კომპანიის შოუ რუმი მდებარეობს ქ. ბათუმში გორგასლის ქ. 40, სადაც შეგიძლიათ ვიზულურად შეამოწმოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი.

გთხოვთ გაეცნოთ საიტს და მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები ჩვენი პროდუქციის ხარისხისა და ასრტიმენტის გასაუმჯობესებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები პროდუქციის და მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად.


დაზოგეთ დრო და ითანამშრომლეთ ჩვენთან

მობ.: 568 000 143 ; ტელ.: (0422) 22 33 34

providergroup.ge

როგორ ამოვიცნოთ ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა

  • ქალბატონო ნინო, რა რაოდენობის კალციუმი უნდა მიიღოს ადამიანმა დღეში, არის თუ არა ნორმა განსაზღვრული?

კალციუმი მინერალია, რომელიც ძვლოვანი სისტემისა და კბილების უმთავრესი შემადგენელი ნაერთია. განსაკუთრებით დიდია მისი როლი ნერვული სისტემის, კუნთოვანი სისტემის ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში, შესაბამისად აუცილებელია მისი დღიური ნორმის შევსება. კალციუმის შეწოვის პროცესში მონაწილეობს ვიტამინი D. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ მოწოდებულია კალციუმისა და ვიტამინ D-ს დღიური ნორმა, რომელიც გათვალისწინებულია ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით: 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 200 მგ კალციუმი დღეში, 6-12 თვის ასაკში – 260 მგ, 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 700 მგ, 4–8 წლის ასაკისთვის – 1000 მგ., 9–დან 18 წლის ასაკში კალციუმის დღიური დოზა – 1300 მილიგრამია, 19–50 წლამდე – 1000, 50 წლიდან კი – 1200 მილიგრამი დღეში.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მოზრდილთა ასაკში რეკომენდებულია 1000 მგ. კალციუმი დღეში, იმავე პერიოდში თინეიჯერთა ასაკში რეკომენდებულია –  1300 მგ. კალციუმი დღეში.

  • როდის იზრდება კალციუმის დეფიციტის განვითარების რისკი? რას უნდა მიექცეს ყურადღება?

არსებობს პაციენთა ჯგუფი, დაავადებათა ჩამონათვალი, როდესაც მაღალია რისკი კალციუმის დეფიციტის განვითარებისა, კერძოდ: ლაქტულოზას მიმართ ინტოლერანტობა, როდესაც ლიმიტირებულია რძის პროდუქტების მიღება; ოსტეოპოროზი; ხანგრძლივი დროის მანძილზე კორტიკოსტეროიდების მიღება; ვეგეტარიანული დიეტა; საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები, რომლებიც ხელს უშლის კალციუმის შეწოვას; თირეოიდულ ჰორმონთა შენაცვლებითი თერაპია, რკინის პრეპარატი, გარკვეული სახეობის ანტიბიოტიკი და დიდი რაოდენობით კოფეინი.

  • როგორი სიმპტომები ვლინდება კალციუმის დეფიციტის დროს?

კალციუმის დეფიციტი ჩვილ ბავშვებში იწვევს რაქიტს, საკვებთან ერთად კალციუმის არასაკმარისი მიღება ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის სიმყარეს, ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, მაგნიუმის დეფიციტი, თავის მხრივ, ხელს უწყობს კალციუმის დონის შემცირებას. ჰიპოკალცემიას ახასიათებს შემდეგი ჩივილები: კუნთებისა განვითარების ჩამორჩენა, სისუსტე, კრუნჩხვა, გულის რითმის დარღვევა, მადის გაუკუღმართება, აგზნებადობის მომატება, ოფლიანობა, კანის სიმშრალე და ფრჩხილების მტვრევადობა.

  • რა ლაბორატორიული კვლევით შეიძლება დადგინდეს კალციუმის დეფიციტი?

კალციუმის მხოლოდ 1% ცირკულირებს სისხლში, დანარჩენი ნაწილი ძვლებშია წარმოდგენილი. საერთო კალციუმის ანალიზი რუტინულად ინიშნება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას, მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ ამ ტესტის ჩატარება საკმარისი არ არის. უპირატესობა იონიზებული კალციუმის ანალიზს ენიჭება, რადგან არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ საერთო კალციუმის დონე შეცვალონ, მაგრამ იონიზებული კალციუმის რაოდენობა შესაძლოა მაინც უცვლელი დარჩეს. იონიზებული კალციუმის ტესტს უპირატესობა ენიჭება: როდესაც პაციენტს ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული დაავადება აქვს, როდესაც სისხლში ალბუმინის დონე დაბალია, ახალშობილებში ნეონატალური ჰიპოკალცემიის მონიტორინგისთვის და სხვა დაავადებების დროს.

  • როგორ უნდა შეივსოს კალციუმის ნაკლებობა ადამიანმა, რომელი პროდუქტები შეიცავს მას ყველაზე დიდი რაოდენობით?

კალციუმი ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილი არის შემდეგ ბუნებრივ პროდუქტებში: ყველი, რძე, ხმელი ლობიო, სოიო, ისპანახი, ფორთოხალი, მწვანილი, პომიდორი, თევზი და ბროკოლი.

  • კალციუმის შემცველი მედიკამენტების მიღება, ექიმის დანიშნულების გარეშე საფრთხის შემცველია? იწვევს თუ არა მათი ჭარბი რაოდენობით მიღება რაიმე გართულებებს?

კალციუმი არასარეცეპტო პრეპარატთა ნუსხაშია, თუმცა სასურველია ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდეს დანიშნულება. ჭარბი რაოდენობით კალციუმის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები. კვლევების თანახმად კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში შესაძლოა გახდეს გულსისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების მიზეზი.

 

ერთკვირიანი სწავლება ახალგაზრდების ლიდერული უნარების განვითარებისთვის

  

ტრენინგი მოიცავს პრეზენტაციებს,პრაქტიკულ სამუშაოებს იდეების განსახორციელებლად, გუნდურ სამუშაოებს, ბრეინშტორმინგის სესიებს, დისკუსიებს, energizer-სა და ice-breaker -ს. სწავლებაში მონაწილეობა მე-8-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

 

მსურველებმა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ რეგიონის ახალგაზრდულ ცენტრს იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ცხოვრობთ, ან ელექტრონულ ფოსტაზე:  info@yea.ge

 

სწავლება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თანადაფინანსებით ერთჯერადი თავისუფალი პროექტების ფარგლებში ხორციელდება.

 

 

აგროსერვისცენტრის მაგალითის გადაღება სხვა რეგიონებშიც იგეგმება

 

დოკუმენტი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარსადგენად მზადდება,  ეხება აგროსერვისცენტრის, როგორც წარმატებული ორგანიზაციის მოდელის გადაღებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტმა  აგროსერვისცენტრის დირექტორისგან მიიღო რეკომენდაციები, თუ როგორ და რა ფორმითაა უმჯობესი აგროსერვისცენტრის მსგავსი ორგანიზაციის დუბლირება და პროექტების განხორციელება სხვა რეგიონებში.

 

„მსგავსი ორგანიზაციის მოდელის შექმნისას მთავარი მიმართულება უნდა იყოს ექსტენცია, რადგან დღეისათვის მთავარ პრობლემას მაინც ფერმერთა ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს. რისთვისაც უნდა დაიგეგმოს ტრენინგები, გადამზადდეს სპეციალისტები, ორგანიზება გაეწიოს როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და სტაჟირებებს.  აგროსერვისცენტრის მთავარ უპირატესობას კი წარმოადგენს ჩვენი სერვისების ერთობლიობა.  ჩვენ შეგვიძლია ფერმერს  შევთავაზოთ ნიადაგის ანალიზი, ამავდროულად გავუწიოთ რეკომენდაციები, თუ რომელი კულტურის გაშენებაა უფრო მომგებიანი და სურვილის შემთხვევაში უზრუნველვყოთ ნერგებით. ასევე, ვასწავლოთ და ჩვენს სანერგეებში პრაქტიკული მაგალითით ვაჩვენოთ თუ როგორ მოუარონ თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში გაშენებულ ციტრუსს, ვაზსა თუ ხეხილს,“ – განაცხადა აგროსერვისცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.   

 

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს გოსის მიერ მომზადებული „აგროსერვისცენტრის“ განვითარების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტიც და „ენპარდ პირველის“ დასრულების სტრატეგიაც.  პროექტს _ „ენპარდ აჭარა- სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა რეგიონში მესამე წელია ახორციელებს. 2016 წლის  აპრილში კი პროგრამა სრულდება და დაგეგმილია მისი მეორე ფაზის დაწყება, რომელიც სოფლის განვითარებას ითვალისწინებს.

 

16 სექტემბერი – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

12.00 – უკანასკნელი დღეები ვიეტნამში, რორი კენედი, აშშ, 2014; 98 წთ [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]  

14.30 – ძმა, ტიერი გრენადე/თეონა გრენადე, საფრანგეთი/საქართველო, 2014; 94 წთ. [ქართული პანორამა] 

17.00 –   ჯეიმზ უაიტი, ჯოშ მონდი, აშშ, 2015; 86 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

19.30 –  სიმღერათა სიმღერა, ევა ნეიმანი, უკრაინა, 2015, 76 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 

22.30 – მთებმა შეიძლება ადგილი იცვალონ, ცზია ჩჟან–კე, ჩინეთი/ იაპონია/საფრანგეთი, 2015, 131 წთ [დიდოსტატთა კოლექცია]

კინოთეატრ „აპოლოში“ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ ფილმებზე დასწრება უფასოა. 

 

აპოლო, კინოფესტვალი 2015

 

ცხრა სკოლა პირველკლასელის გარეშე მაღალმთიან აჭარაში

გელაურის, ფუშრუკაულის, პანტნარის, პაქსაძეების, გოგაძეების, ოლადაურის, ცინარეთის, ჟანივრის, ნამონასტრევის საჯარო სკოლებში 14 სექტემბერს ზარი პირველკლასელებისთვის არ დაირეკება. ცხრა საჯარო სკოლიდან პირველკლასელი ხუთ – საშუალო, სამ – საბაზო და ერთ დაწყებით სკოლას არ ეყოლება.

მოსწავლეთა კლების ტენდენცია მკვეთრად შეიმჩნევა ხულოს მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი ბოლო სამი წლის განმავლობაში. წელს რეგისტრირებულ პირველკლასელთა რიცხვი 2010 წელთან შედარებით ნახევარზე მეტით შემცირებულია, 2010 წელს აქ პირველკლასელთა რაოდენობა 570 მოსწავლეს აღემატებოდა, წელს კი მოსწავლეთა რაოდენობა სამასითაა შემცირებული.

მოსწავლეები მაღალმთიანი აჭარიდან. მანანა ქველიაშვილის ფოტო

2011 წელს ხულოში 527 პირველკლასელი იყო, 2012 წელს – 540, 2013 წელს – 371, 2014 წელს კი – 237 პირველკლასელი.

ახალ სასწავლო წელს ხულოს მუნიციპალიტეტი 270 პირველკლასელით ხვდება.

ხულოს რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ მიქელაძე მოსწავლეთა კლებას სხვადასხვა გარემოებით ხსნის, ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კი მოსახლეობის მიგრაციას ასახელებს. მიქელაძე აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო წელს მოსახლეობის გადინებამ იკლო.

„ბოლო ორი წელია მიგრაცია ისეთი მასობრივი აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო. პირველკლასელთა ნაკლებობა წლების მიხედვით განსაკუთრებით ღორჯომის ხეობაში შეიმჩნევა, რადგან აქედან ბევრი ეკომიგრანტი გადავიდა წალკაში საცხოვრებლად. გასულ წელთან შედარებით წელს მეტი პირველკლასელი გვყავს. ვფიქრობ, მოსწავლეთა რაოდენობა სამომავლოდ 400-მდე იქედან გამომდინარე გაიზრდება, რომ ქვეყნის პრიორიტეტი სოფლებში ბაღების გახსნაა – ამ დროისთვის ხულოში 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მოსახლეობას ბავშვები არ გადაჰყავს ქალაქში. რაც შეეხება სკოლებს, სადაც წელს პირველკლასელი მოსწავლე არ გვეყოლება – ასეთი ორი საბაზო და ორი 12-კლასიანი სკოლაა. გასულ წელს ყველა 12-კლასიან სკოლაში გვყავდა პირველკლასელი”, – ამბობს ედუარდ მიქელაძე.

პირველკლასელთა კლების ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შუახევშიც საგრძნობლად შეინიშნება, თუმცა არა ისე, როგორც ხულოში. 2010 წელს შუახევში 198 პირველკლასელი იყო, 2011 წელს – 183, 2012 წელს – 175, 2013 წელს – 176, 2014 წელს – 135, წელს კი გასულ წელთან შედარებით ერთი მოსწავლით მეტია დარეგისტრირებული და სულ 136 პირველკლასელია.

შუახევის რესურსცენტრის სპეციალისტი მზია დავითაძე ამბობს, რომ პირველკლასელი აქ სამ საშუალო და ერთ დაწყებით სკოლაში არ ეყოლებათ.

„გოგაძეების, ოლადაურის, ცინარეთის საშუალო და ჟანივრის საბაზო სკოლებში არ გვეყოლება პირველკლასელი, რაც შეეხება სხვა სკოლებს, ყველგან გვყავს პირველკლასელი”, – ამბობს მზია დავითაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი ფირუზ ვაშაყმაძე მიგრაციის მიზეზად სოფლებში არსებულ რთულ ვითარებას ასახელებს. იგი ამბობს, რომ მოსახლეობა ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესების მიზნით ტოვებს სოფელს და უკან არავინ ბრუნდება.

„წელს მოსწავლეთა კლება გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ გასულ წელს 31 დეკემბრამდე დაბადებული მოსწავლეები მივიღეთ, წელს მხოლოდ 14 სექტემბრამდე დაბადებული გვყავს, ანუ ის მოსწავლეები, რომლებიც წელს უნდა მიგვეღო, გასულ წელს მივიღეთ, რასაც არსებული კანონმდებლობა არ კრძალავდა. საციხურის საჯარო სკოლას ერთი მიერთებული სკოლა აქვს ნამონასტრევში, სადაც მხოლოდ ოთხკლასიანი სწავლებაა. წელს პირველკლასელი სწორედ ამ სკოლაში არ გვეყოლება”.

სოფელი საციხური ხულოს მუნიციპალური ცენტრიდან 11 კილომეტრში, ხოლო ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.

“1999-2000 სასწავლო წლებში, მაშინ, როდესაც საციხურის სკოლა საბაზო იყო და მხოლოდ ცხრაკლასიანი სწავლება გვქონდა, 130 მოსწავლე გვყავდა, შემდეგ სამი კლასი დაემატა, ახლა საშუალო სკოლაა, მაგრამ მოსწავლეთა რაოდენობა კი არ გაიზარდა, პირიქით, შემცირდა კიდეც. 12-კლასიან სკოლაში სულ 67 მოსწავლეა. მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება მიგრაციით არის განპირობებული, მიგრაციის მთავარი მიზანი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა, – მოსახლეობის დიდი ნაწილი წალკაში გადავიდა საცხოვრებლად, იქ თავდაუზოგავად მუშაობენ და შემდეგ თავს ქალაქში იმკვიდრებენ. ვინც მიდის სოფლიდან, უკან თითქმის აღარავინ ბრუნდება. ვერ ვიტყვი, რომ ოჯახები საცხოვრებლად ბათუმში იმიტომ მიდიან, რომ ბავშვები სხვა სკოლაში შეიყვანონ. მართალია, მაღალმთიანი სოფლის სკოლებში უცხო ენების სპეციალისტების ნაკლებობაა და რიგ შემთხვევაში მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანა ამითაც არის განპირობებული, თუმცა წასვლის მთავარი მიზეზი თავის გადარჩენაა. მიგრაციის შესაჩერებლად სოფელში პირობები უნდა გაუმჯობესდეს. მოსწავლეთა შემცირება მცირე პროცენტით შობადობის შემცირებამაც გამოიწვია”, – ამბობს ფირუზ ვაშაყმაძე.

ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, პირველკლასელთა რაოდენობა შემცირებულია ქედის მუნიციპალიტეტშიც, თუ აქ 2010 წელს სწავლა 208 მოსწავლემ დაიწყო, 2015-2016 ახალ სასწავლო წელს სკოლის კარებს მხოლოდ 174 პირველკლასელი შეაღებს.

ქედის რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქედის საჯარო სკოლებში 2011 წელს – 230, 2012 წელს – 186 და 2013 წელს 178 პირველკლასელი სწავლობდა.

ხულოში 37 საშუალო, 12 საბაზო და 28 დაწყებითი კლასების კოლა ფუნქციონირებს; შუახევში – 29 საშუალო, 14 საბაზო და 24 დაწყებითი; ქედაში კი – 18 საშუალო, 8 საბაზო და 38 დაწყებითი კლასების სკოლა აქვთ.

 

 

საკუთრების უფლების მოპოვება და დაცვა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს

 


პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა

 

ოფიციალური დოკუმენტაციის არარსებობის ან სიმცირის გამო, მიწის დაკარგვის და მიწის დაპატრონების რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ თემებში, სადაც ურთიერთობები ტრადიციულ და ადათ-წესებით დადგენილ უფლებებს ეყრდნობა. ზემო სვანეთში დაგეგმილი და უკვე გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები კი (აეროპორტი, სათხილამურო ტრასა და საბაგირო, სასტუმრო), უმეტეს შემთხვევაში, ტრადიციულ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების, ძირითადად, საძოვრებისა და სათიბების ტერიტორიაზე გახორციელდა. ვინაიდან ადგილობრივების უმეტესობას მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ჰქონდა, ან ჰქონდა, მაგრამ მიწის ნახაზების ელექტრონული ვერსიები აკლდა, ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებისას, მიწის ტრადიციულ მესაკუთრეთა ინტერესების დაცვა გართულდა. ამავე დროს, მიწის დარეგისტრირების თუ ნახაზის ელექტრონული ვერსიით შეცვლის ყველანაირი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა – რეესტრის კანცელარია, უბრალოდ, აღარ იღებდა სარეგისტრაციო დოკუმენტებს და მოქალაქეებს უარით ისტუმრებდა. მესტიელები რეესტრის უარს “თბილისიდან სატელეფონო ზარით” ხსნიდნენ. სახელმწიფო ადგილობრივებს წლების განმავლობაში მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში ან მწირ კომპენსაციას (1 კვ. მ.-ზე 3-4 ლარს) სთავაზობდა ან უსასყიდლოდ, ძალით ართმევდა.

 

ადგილობრივების თქმით, კომპენსაციები ვერანაირად ვერ ანაზღაურებდა იმ დანაკარგს, რაც მიწების ჩამორთმევას მოჰყვა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა ასეთ მწირ კომპენსაციებს დათანხმებოდა. ვინც კომპენსაციას არ დათანხმდა, მათ მიწა სახელმწიფომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩამოართვა, წინააღმდეგობის გამწევი რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს კიდეც.

 

მესტია
მესტია

 

მესტიაში არსებული მდგომარეობა, 2011 წელს, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით პროექტის – “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” – ფარგლებში, არასამთავრობო ორგანზაციების კვლევის საგანი გახდა.

 

“ზემო სვანეთში დაგეგმილი და უკვე გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები (აეროპორტი, სათხილამურო ტრასა და საბაგირო, სასტუმრო), უმეტეს შემთხვევაში, ტრადიციულ ფლობაში მყოფი მიწის ნაკვეთების ტერიტორიაზე ხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა ისე დაიწყო, რომ ადგილობრივებს არ მიეცათ ამ ტერიტორიებზე ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციის შესაძლებლობა. მშენებლობის დაწყების შემდეგ, არ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილება, რადგან ამისთვის საჭირო იყო მიწის ნაკვეთების მოქალაქეთა საკუთრებაში რეგისტრაცია. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, მაგ. ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის შედეგად, დაზარალებული რჩება, მინიმუმ, კიდევ 20 ოჯახი, რომლებიც ვერ ირეგისტრირებენ მიწებს საკუთრებაში და შესაბამისად, მათთვის არც საკომპენსაციო თანხის გაცემა იგეგმება”, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვლევისას შერჩევითი სამართლის ნიშნებიც გამოიკვეთა, რასაც მესტიის საჯარო რეესტრის მიერ დადგენილია შეზღუდვები და ე. წ. აკრძალული სარეგისტრაციო ზონა (წყლის გაღმა ტერიტორია) წარმოშობდა.

 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ ზონაში არსებული ნაკვეთების რეგისტრაციაზე საბუთებს რეესტრის კანცელარია აღარ იღებდა. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქეებისათვის ე. წ. აკრძალულ სარეგისტრაციო ზონაში მაინც ხორციელდებოდა მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია. ანგარიშში მოტანილია ფაქტები, როდესაც საუკუნეების მანძილზე მოქალაქეების მიერ ტრადიციულ კუთვნილებაში მქონე მიწები, აღმოჩნდა სხვა მესაკუთრის – კერძოდ, პარლამენტის წევრის შვილის ხელში, რომელმაც ამ მიწაზე სასტუმრო ააშენა.

 

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლო კონფლიქტები და უარყოფითი შედეგები. მათ შორის, მიწის საკითხი, რომელიც სვანებისათვის ერთგვარად იდენტობის განმსაზღვრელია. არ გათვალისწინებულა მიწის ფლობის გარშემო აგებული ურთიერთობების რღვევა და მიწის ნაკვეთის, როგორც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი სარჩო-საბადებლის, შესაძლო დაკარგვა. მესტიაში მოსახლეობა განსაკუთრებულ სირთულეებს წააწყდა ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთების (რაც მესტიის რაიონის დაახლოებით 80% მოიცავს) რეგისტრაციისას. საქართველოს კანონმდებლობით შემოთავაზებული საკუთრების უფლების ლეგალიზების ორი საფუძვლიდან _ “თვითნებური დაკავება” და “მართლზომიერი ფლობა” – უმრავლეს შემთხვევაში, ვერც ერთი ვერ ესადაგება მესტიაში (ისევე როგორც, ზოგადად, სვანეთში) გავრცელებულ საკუთრების ფორმას – ტრადიციულ ფლობას”, – წერია ანგარიშში.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულ მოსახლეობას, რომელიც არასამთავრობოების ინფორმაციით, 120 ოჯახს მოიცავდა, სამართლებრივი გზით არ უდავია და სასამართლოსთვის არ მიუმართავს, ამას კი დოკუმენტაციის არქონით ხსნიდნენ.

 

არსებული მდგომარეობა

 

დღევანდელი მდგომარეობით, დაბა მესტიაში, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება და მისი დაცვა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რასაც კანონმდებლობის გაუმართაობით ხსნიან. მოსახლეობა მაშინაც და ახლაც ითხოვს ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწების დარეგისტრირების საშუალება მიეცეთ, რის საფუძველზეც ისინი შეძლებენ, რომ რიგ შემთხვევებში, მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, ერთჯერადი კომპენსაცია მიიღონ ან საკუთრებაში დაიტოვონ და ინვესტორთან სეზონური გამოყენების თაობაზე მოლაპარაკებას მიაღწიონ.

 

როგორც მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე ზაურ ჩართოლანი ამბობს, რეგისტრაციის პროცესი ისევ შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან კანონმდებლობა მიწის მართლზომიერი და არამართლზომიერი საკუთრების გარდა, სხვა პრეცედენტს დაკანონების პროცესში არ ცნობს:

 

“სამწუხაროდ, ჩვენ საკანონმდებლო ბაზის პრობლემა გვაქვს, სადაც სვანეთის და საერთოდ, საქართველოს მთის რეგიონების რეალობა არ არის ასახული. მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ ორ ცნებას იცნობს, მართლზომიერ ფლობასა და არამართლზომიერ ფლობას. მართლზომიერი ფლობაა, როცა ყველა დოკუმენტი გაქვს, რასაც კანონმდებლობა ითხოვს. თუმცა, სვანეთში მხოლოდ 50-60% ფლობს ამ დოკუმენტაციას; დანარჩენები, გამოდის, რომ მიწის არამართლზომიერი მფლობელები არიან. ისინი არიან სამემკვიდრეო მიწებზე, მათი წინაპრების მიწაზე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ფლობენ. აქ გვაქვს კაზუსი _ ერთის მხრივ, როგორ შეიძლება წინაპრების დატოვებული მიწა არამართლზომიერი იყოს და მეორე, არ გვაქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში ხელს უშლის. ეს კი სვანეთში ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარებას შეაფერხებს. საკმაოდ დიდი მშენებლობები მიმდინარეობს მესტიაში და ყველა მესაკუთრეს თუ რეგისტრირებული არ აქვს მიწა, ცენტრალური ხელისუფლება ანაზღაურებას ვერ უხდის. ეს ყველანაირ მშენებლობას აფერხებს. ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა, რადგან თუ მიწას საკუთრებაში არ ფლობ, ინვესტირებას ვერ ახორციელებს. ამას მარტივი გადაწყვეტილება უნდა ცენტრალური ხელისუფლებისგან და პარლამენტისგან – დაუკანონდეს მოსახლეობას მიწები არსებულ რეალობაში ისტორიული ფაქტორით, გარდა იმ მიწებისა, რომელიც დღეს სახელმწიფოს აქვს დაკავებული”, – ამბობს ჩართოლანი.

 

პრობლემის გადაჭრის გზა

 

აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონების უფლების მინიჭებაში ხედავს, როგორც მოსახლეობა, ასევე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძე. მისი თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა კანონში ცვლილების შესატანად და უახლოეს მომავალში პროექტის ვარიანტიც საჯარო გახდება. როგორც ჯაფარიძე ამბობს, პროექტის პირვანდელი ვერსია სამინისტროებისთვის უკვე გადაგზავნილია, თუმცა, მათი შენიშვნების მიღებისა და შესწორების შემდეგ, როგორი სახით შევა კანონში ცვლილება, ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია. ერთი რამ კი ცხადია – მესტიის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება მემკვიდრეობით მიღებული მიწების დაკანონებას ითხოვს, რაც “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში “ისტორიული ფაქტორის” მუხლით უნდა შევიდეს.

 

“ახლა ჩვენ არ ვითხოვთ იმ მიწებს, სადაც სახელმწიფოს გზა ან რაიმე სტრატეგიული ობიექტი აქვს, მაგრამ, რაც ახლაც მოსახლეობის მართლზომიერ მფლობელობაშია, ის მიწები დააკანონონ. უსამართლობაა, რომ მოსახლეობას, რომელსაც ეს მიწები საკუთრებაში აქვს, არ დაუკანონდეს. ამ მიმართულებით ვაპირებთ კანონში ცვლილებების შეტანას. პრობლემა აქ იმაშია, რომ არქივის ცნობას, მიხეილ სააკაშვილის შექმნილი კანონმდებლობა არ ცნობს. 1991 წელს გაცემული მიწის საკუთრების დოკუმენტაცია ვისაც აქვს, ის ითვლება კანონიერ მფლობელად. ეს დოკუმენტები ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოსახლეობამ მიწის გადასახადების გამო ვერ აიღო. ახლა კი, ადგილობრივები ითხოვენ, რომ 1954 წელს, არქივში არსებული ცნობების საფუძველზე მოხდეს მიწის დაკანონება. ამასთანავე, გამგებლის ან მომიჯნავე მეზობლების განცხადებების საფუძველზე მოხდეს დაკანონება, რადგან მოსახლეობა ერთმანეთში ფართობების საზღვრებს არ დავობს. თავისუფლად შეიძლება ხალხის სასარგებლოდ უმტკივნეულოდ გადაწყდეს, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოც მოგებული დარჩება და მოსახლეობაც”, – ამბობს ჯაფარიძე.

 

ამასთანავე, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობას უკანონებენ მხოლოდ 5000 კვ. მ. მიწას; ამის ზემოთ რეგისტრაცია არ მიმდინარეობს. ხალხს 2-3 ჰა მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც რეგისტრაციისას პრობლემას ქმნის: “სააკაშვილმა ისე მოაწყო ყველაფერი, რომ მესტიის დაბაში მიწის რეგისტრაცია საერთოდ არ ხდებოდა. არქივის ცნობაც რომ გქონოდა, არავინ გირეგისტრირებდა. მე, მაგალითად, მესტიის ცენტრში ვცხოვრობ და მაქვს სათიბი მიწის ფართობი, რომლის მხოლოდ ნახევარი მაქვს დაკანონებული, მეორე ნახევარის დაკანონებას კი ვერ ვახერხებ. დღესაც დგას ეს პრობლემა, მაგრამ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან და გვინდა, არსებული მდგომარეობა კანონით დავარეგულიროთ”, – ამბობს ჯაფარიძე, თუმცა დეპუტატს უჭირს სავარაუდო თარიღის დასახელება, როდის შეიძლება შევიდეს კანონში ცვლილება პრობლემის გადასაჭრელად.

 

კითხვაზე – თუ კანონში აღნიშნული ცვლილება ვერ შევა, ხომ არ არის საშიშროება, წინა ხელისუფლების დროს დაწყებული უკანონობა დღესაც გაგრძელდეს? – მესტიის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე ზაურ ჩართოლანი გვპასუხობს: “დღევანდელი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, არავინ არაფრის ჩამორთმევას არ აპირებს მოსახლეობისთვის. შესაძლოა, იყოს ერთეული შემთხვევები, ისეთი, როდესაც ხელისუფლება ანაზღაურებს დანაკარგს, მაგრამ მესაკუთრე არ არის თანახმა არც ერთ შეთავაზებულ ვარიანტზე, ამ შემთხვევაში, ისევ ექსპროპრიაციის შესახებ კანონის ფარგლებში, მოხდება მიწის საკუთრების იძულებით ჩამორთმევა. როცა ათასისგან ერთი ადამიანი განსხვავდები და ამით აზარალებ სახელმწიფო ინტერესს, ვფიქრობ, ეს კანონიც უნდა ამოქმედდეს”, – ამბობს ჩართოლანი და დასძენს, რომ “მომავალი წლიდან მთის კანონი ამოქმედდება, რომელიც ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს, მაგრამ მიწის გარეშე ბიზნესის განვითარება დედამიწაზე ჯერ ვერავის მოუფიქრებია და არც არსებობს. ამიტომ, როცა ერთი კანონით ხელს უწყობენ ამის გაკეთებას, მეორე კანონი ხელს არ უნდა უშლიდეს”.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” – ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.

პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.


 

 

45 ათასი ლარი საბაევის სახლის სარეაბილიტაციო პროექტისთვის

საბაევის სახლის არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც  აგებულია  მე-19  საუკუნის   ბოლოს (ქ.ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. #11). სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, საბაევის სახლის შესახებ შემდეგი მონაცემებია თავმოყრილი:

„დიდი ზომის, სამსართულიანი, მასშტაბური კუთხის შენობა ცოკოლის სართულით, რენესანსულ – ბაროკულ სტილშია შესრულებული. ნაგებობა აგურისაა, შელესილი, უხვად შემკული პლასტიკური დეკორით.

შენობის კუთხე ჩამოკვეთილია და ზედა ორისართულის დონეზე მრგვალი რიზალიტით სრულდება, რომელიც ატლანტების  მძლავრ ფიგურებს ეყრდნობა. გამოკვეთილი ტიტანები სახლს მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში დაამატეს.

სახლი ეკუთვნოდა მსხვილ მეწარმეს საბაევს, მას მეორე სახელითაც მოიხსენიებენ ,,სახლი ტიტანებით”.

ნიკოლოზ საბაშვილი წარმოშობით ადიგენის რაიონის სოფელ უდედან ან კიდევ ვალედან იყო. ბათუმში ეწეოდა მცირემეწარმეობას, ჰქონდა ჭურჭლების მაღაზია მთელ შემოსავლებს აბანდებდა უძრავ ქონებაში, მისი მეუღლე იყო ფეფო ნაზარიშვილი, მათ ჰყავდათ 9 შვილი. 20-იან წლებში ნიკოლოზ საბაშვილი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

შენობის არქიტექტურა ეკუთვნის ცნობილ ქართველ სკულპტორს პოლიკლიკაშვილს.   ოდესღაც ამ შენობის ერთ ნაწილში  განთავსებული იყო რუსეთ-ჩინეთის ბანკის ბათუმის განყოფილება, აგრეთვე აჭარის ფინანსთა სამინისტრო, მოგვიანებით პროკურატურა, ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაცვაა განთავსებული“.

საბაევის შთამომავლები ამჟამად თბილისში ცხოვრობენ.

უგულავას ადვოკატი: ფარსი, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც ჩაერთო

 

„იმ სამართლებრივ ცირკში, რაც გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოს საერთო სასამართლოებში, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც ჩაერთო. ჩვენ და არამხოლოდ ჩვენ, დიდი ხანია უკვე ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი უგულავას საქმეზე. საქმეზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ – ქვეყანაში, სადაც გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ადამიანი შეიძლება თუ არა იმყოფებოდეს ციხეში განუსაზღვრელი ვადით.

 

ძალიან კარგად იცოდა სასამართლოს შემადგენლობამ, რომ დღეს უნდა გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მოსამართლე, ტექნიკური მიზეზების გამო, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ ნებისმიერი განცხადება, სახელმწიფო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან, იქნება ეს პროკურორი, მთავრობის წევრი, ნებისმიერი განცხადება საქართველოს საერთო სისტემის მოსამართლეების მიერ, რომლებიც თითქოსდა უთითებენ, რომ გიორგი უგულავას საქმეზე სამართლებრივ ჩარჩოებში იმყოფებიან, არის ფარსი. გიორგი უგულავა არის უკანონო პატიმარი და დღეს მისი უკანონო პატიმრობა ემსგავსება სპექტაკლს, რომელსაც დასასრული არ უჩანს“.

 

იმ შემთხვევაში, თუ ხვალ გამოცხადდება მერაბ ტურავა სამსახურში, ხვალ იქნება ვალდებული ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას? – ამ კითხვის პასუხად ბექა ბასილია ამბობს: „არ ვიცი, იმედია, მომავალში კიდევ არ გახდება ცუდად და შეძლებს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდებით. თუმცა, გონივრული მოლოდინი აღარ გვაქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რას ელოდება ხელისუფლება, რას ელოდება ეს კონკრეტული მოსამართლე – როგორმე გიორგი უგულავას წინააღმდეგ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, რის შემდგომაც აზრს დაკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდება დღეს, ერთი კვირის თუ ერთი თვის შემდეგ. დღეს არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი. უახლეს პერიოდში ნახავთ თქვენ უკანონო განაჩენით უგულავას მიუსჯიან, რის შემდგომაც საკონსტიტუციო სასამართლომ რომც გაიზიაროს ჩვენი არგუმენტები, უგულავას უფლებები ვერ აღდგება“.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ გიორგი უგულავას წინააღმდეგ საერთო სასამართლოში უახლეს მომავალში გამოიტანენ გამამტყუნებელ განაჩენს. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების შემდეგ გამოცხადდება, საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დააკმაყოფილოს უგულავას საჩივარი, ეს გადაწყვეტილება მის სასჯელზე ვეღარ აისახება.

 

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში ერთადერთი მოსამართლეა, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ არ არის დანიშნული.

მთავრობის მიერ გაყიდული ქუჩის ბედი გაურკვეველია

„ეს რომ ჩაიკეტოს, ფაქტობრივად, 240 კომლს [ყოფილი სოფელი მინდა] ახალ ბულვართან გასასვლელი ეკეტება. შემოთავაზება იყო ალტერნატიული გზების, თუმცა ეს იქნება დაშორებით და ჩვენთვის უვარგისი, მაგ გზით 7-8 კომლი თუ ისარგებლებს ნორმალურად. კონკრეტული ნახაზიც არ არსებობს, პროექტზე რომ არაფერი ვთქვათ. ის, რაც თითქოს უნდა გაკეთდეს, ელიავას ქუჩასაც კი არ უერთდება… ეს ყველაფერი ვიღაცის ბიზნესინტერესებია და ჩვენ ალტერნატივაც არ გვექნება, რადგან აქ მიწის ყველა გოჯი გაყიდულია“, – ამბობს გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრები თემურ ჯიჯავაძე.

მერიის მიერ შედგენილი დოკუმენტიდან ჩანს, რომ მთავრობის მიერ გაყიდული გზის მონაკვეთზე ქუჩის დაგეგმარება გადაწყვეტილი არ არის. სატენდერო საპროექტო გზები და ქუჩები ნახაზზე ბათუმის მერიას ყვითელი ხაზით აქვს აღნიშნული.

აღნიშნულ პრობლემაზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. მაშინ ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტებით გაირკვა, რომ გზის ის მონაკვეთი, რომლის ჩაკეტვასაც მოსახლეობა აპროტესტებს, იმ ნაკვეთშია გაერთიანებული, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის 3 ივნისს აუქციონზე პირობებით გაყიდა. ამ ნაკვეთის ფართობი 25 ათასი კვადრატული მეტრია და ის საკუთრებაში კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ 2015 წლის 9 ივნისს დაირეგისტრირა.

მაშინ მოსახლეობამ „ბათუმელებს“ აცნობა, რომ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფლებადან“ მიიღეს წერილი, რომ ინვესტორთან შეთანხმებით, გზა, რომელიც მოსახლეობას აკავშირებს ზღვასთან, იქნება 4 მეტრი სიგანის და გამოდგება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, ხოლო მანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება წრიული ზოლის გამოყენებით“.

გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა, არსებული პროექტით, აქ შეწყდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი აღნიშულთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ შემდეგი ინფორმაცია მოაწოდა: „კომპანიის მიერ გზის დაკეტვა არ იგეგმება. მოსახლეობას მიეცემა საშუალება ისარგებლოს როგორც საფეხმავლო, ასევე ალტერნატიული სამანქანე გზით. ამ ეტაპზე სასტუმროს პროექტის დამუშავება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორი გზა იქნება და სად განთავსდება შენობა-ნაგებობები“.

კაჩინსკებისა და ლორთქიფანიძის ქუჩების კვეთა /ფოტო ბათუმელების არქივიდან/

„ბათუმელები“ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს ამჯერადაც დაუკავშირდა. ისინი ამბობენ, რომ ახალი ინფორმაცია არ აქვთ, თავიანთ პოზიციაზე რჩებიან და ყველა ღონეს მიმართავენ, რათა ყოფილი სოფლის გზა, რომლითაც ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდნენ, გზად/ქუჩად დარჩეს, რათა შემოვლითი გზებით სარგებლობა არ მოუწიოთ.

მოსახლეობა არსებულ მოუწესრიგებელ ქუჩებსაც აპროტესტებს. როგორც ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, „ამ ტენდერს მოყვება მომდევნო ტენდერები – საპროექტო, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა და ლორთქიფანიძისა და მიმდებარე ქუჩებიც, შესაბამისად, კეთილმოეწყობა“.

გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა

წვიმის გამო UNESCO-ს საიუბილეო გალა-კონცერტი პიაცადან მუსიკალურ ცენტრში გადაიტანეს

 

ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი იუნესკოს 70 წლის იუბილეს ეძღვნება და მას იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად დაესწრება. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება სირიაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის UNESCO-ს ეგიდით შექმნილ დახმარების ფონდში.

 

დასკვნით საღამოზე თავად ელისო ბოლქვაძე დაუკრავს. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოდის ტენორი ზურაბ სოტკილავა. კლასიკურ მუსიკასთან ერთად იქნება ფოლკლორიც, ანსამბლი „ქართული ხმები“ ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებს.

 

2015 წლის იანვარში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, გამოჩენილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს, მიენიჭა წოდება „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისათვის“.

 

BATUMI MUSIC FEST-ი  ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მესამე წელია ტარდება და მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ფესტივალის ფარგლებში ტარდება მასტერ-კლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.

 

დაარსების დღიდან ბათუმის მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში და საფრანგეთის საელჩო. 2015 წელს ბათუმის მუსიკალური ფესტივალი თანამშრომლობს აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოებთან.

 

საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს აცხადებს

 

დავის საგანი იყო სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი ნორმები, რომელიც არეგულირებს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენების წესებს. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სადაო ნორმები იძლევა შესაძლებლობას პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ხელმეორედ გამოიყენონ აღკვეთო ღონსიძიება – პატიმრობა.

 

მოსარჩელის შეფასებით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი, არამყარი მტკიცებულებების სტანდარტების გამოყენებით, რაც ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ არაერთ უფლებას, მათ შორის თავისუფლების ძირითად უფლებას.

 

თბილისის ყოფილი მერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბექა ბასილაი წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ეტაპზე ადვოკატი აცხადებდა: “ჩვენ ვასაჩივრებთ იმ მახინჯ პრაქტიკას, რაც უკავშირდება პირის გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე 9  თვეზე მეტ ხანს პატიმრობაში ყოფნას. დღეს მოქმედი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ნორმა განიმარტება ისე, რომ თითქოს სასამართლოსა და სამართალდამცველებს აქვთ იმის უფლებამოსილება, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, იარსებებს თუ არა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ცხრა თვეზე მეტ ხანს ამყოფოს ციხეში. ეს არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რადგანაც კონსტიტუციის მე-18 მუხლში წერია, რომ პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს”. 

პეტრე ზამბახიძე: „არჩილ ხაბაძეს პირდაპირი ეთერის შეეშინდა“

 

არჩილ ხაბაძემ უმაღლესი საბჭოს მმართველი გუნდის წევრებთან დახურული შეხვედრა გუშინ გამართა. მოგვიანებით კი თქვა, რომ 17 სექტემბერს უმაღლეს საბჭოში მისვლას არ აპირებს.

 

„მე მინდა განვაცხადო, რომ 17 სექტემბერს არ ვაპირებ მისვლას უმაღლეს საბჭოში, რადგანაც მედეა ვასაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია შოუს დადგმა და არ მაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღო მათ მიერ დადგმულ კიდევ ერთ სპექტაკლში“.

 

არჩილ ხაბაძის აზრით, ოპოზიციას შეუძლია მაშინ დაუსვას კითხვები, როცა ოქტომბერში 9 თვის ანგარიშს მოამზადებს მთავრობა: „საზოგადოებამ კარგად იცის ის პრობლემები, რაც დასმული იქნება უმაღლესი საბჭოს მიერ და ჩვენ პერმანენტულად ამაზე პასუხებსაც ვცემთ. მინდა ვთქვა, რომ მთავრობა ამზადებს 9 თვის შედეგებს და ოქტომბრის შუა რიცხვებში გვექნება შეჯამება, სადაც მოვიწვევთ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, მედეა ვასაძეს და ნაციონალურ მოძრაობასაც. სწორედ იქ ექნებათ მათ საშუალება და დრო, დაგვისვან შეკითხვები”.

 

არჩილ ხაბაძის ამ განცხადების შემდეგ „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შესთავაზა საჯაროდ დაუსვან ის კითხვები, რასაც 17 სექტემბრის სხდომაზე გეგმავდნენ. მედეა ვასაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ განცხადების მიუხედავად მაინც ელოდება უმაღლეს საბჭოში არჩილ ხაბაძეს. „იმედი მაქვს, რეგლამენტს ამჯერად მაინც არ დაარღვევს მთავრობის თავმჯდომარე“, – ამბობს მედეა ვასაძე.

 

„ბათუმელებმა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ პეტრე ზამბახიძესაც შესთავაზა მთავრობის თავმჯდომარესთან მისი კითხვები საჯაროდ დასვას. ეს არც მან მოისურვა, რადგან მედეა ვასაძის მსგავსად ისიც მიიჩნევს, რომ 17 სექტემბერს არჩილ ხაბაძე მივა უმაღლეს საბჭოში მათ კითხვებზე პასუხების გასაცემად.

 

„ჩვენ უნდა ვაიძულოთ ეს კაცი, რომ დაიცვას კანონი და მოვიდეს უმაღლეს საბჭოში. სამი წელია მას ეს არ გაუკეთებია. მისთვის არის ცუდი სირაქლემას პოზიციაში ყოფნა. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს თემატიკა, თუ რა საკითხებზე ვაპირებთ მისი პოზიციის მოსმენას – გვაინტერესებს იპოთეკარებთან დაკავშირებით რატომ ვერ მოაგვარეს პრობლემა; მიწის რეფორმა გონიოში რატომ ვერ ჩაატარეს, კორუფციული თემები – სტადიონის მშენებლობის ნაწილში. კიდევ უამრავი სხვა საკითხი. ჩვენ კითხვებს ყველგან დავსვამთ, მათ შორის უფლება მაქვს მივიდე და მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში დავსვა ეს კითხვები, ან ქუჩებში გავაკრათ, მაგრამ მთავარი ის არ არის, თუ რა კითხვები მაქვს მე, მთავარი ის არის, რომ მან საკუთარ თავს, კანონის – რეგლამენტის დარღვევის უფლება არ უნდა მისცეს“.

 

პეტრე ზამბახიძის თქმით, არჩილ ხაბაძეს მას შემდეგ შეეშინდა უმაღლეს საბჭოში მისვლა, როცა მან მედიასაშუალებებს მოუწოდა, რომ ეს სხდომა პირდაპირ ეთერში გადაეცათ. „10 დღის წინ არ იცოდა, რომ შოუს მოწყობას ვგეგმავდი, მაშინ რატომ დათანხმდა მოსვლას. უბრალოდ, საქმე ასეა – პირდაპირი ეთერის ეშინია, რადგან ლაპარაკი არ იცის, ან კიდევ არაფერი აქვს სათქმელი“.

 

ავტოავარია მსხვერპლით – სოფელი გზებზე დამცავ ჯებირებს ითხოვს

 

ღორჯომის ხეობა
ღორჯომის ხეობა

სოფელ დიდაჭარას მოსახლეობამ ბოლო ავტოსაგზაო შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე მიმართა ხულოს გამგეობას ჯებირების მოწყობის მოთხოვნით. მაშინ მათ გამგეობისდან აცნობეს, რომ იგეგმებოდა მსგავსი ჯებირების მოწყობა, თუმცა მოგვიანებით. სოფელმა გამგეობას ავტოავარიის მსხვერპლით დასრულების შემდეგ, იგივე მოთხოვნით, განმეორებით მიმართა.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბუაჩიძის ინფორმაციით, სოფელ დიდაჭარაში, ისე როგორც მთელ 10-კილომეტრიან მონაკვეთზე ღორჯომის მიმართულებით იგეგმება ჯებირების მოწყობა, ოღონდ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც გზის ამ მონაკვეთის მოასფალტება დასრულდება. „დარჩენილია 3,5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი, რომლის მოასფალტებაც იგეგმება 2016 წელს. სწორედ მომავლი წლისთვის არის დაგეგმილი მსგავსი ჯებირების მოწყობაზც“, – უთხრა ბესიკ ბუაჩიძემ „ბათუმელებს“.

 

ვინაიდან გზის ეს სახიფათო მონაკვეთი, დავიწროების შედეგად კიდევ უფრო სახიფათო გახდა, წინ კი ზამთარია, როცა გადაადგილება მეტად გართულდება, ხომ არ ფიქრობენ სოფელში, რომ ჯებირები სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში მოაწყონ? – გამგებლის წარმომადგენელი სოფელ დიდაჭარაში, ირმა შავაძე ამბობს, რომ წელს ეს ვერ მოხერხდება, რადგან პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის გამოყოფილი თანხა – 35 500 ლარი უკვე დახარჯულია: ამ თანხით სოფელში გარეგანათება და სანიაღვრე არხები მოუწყიათ.

შსს-მ ბათუმში ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, “გოლდ სთარ 2002”-ის მოდელის პისტოლეტი, 3 საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალების 3 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0311 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

 

ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გადაზიდვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

 

15 სექტემბერი – დოკუმენტური ფილმი ემი უაინჰაუსის შესახებ, გასპარ ნოეს ”სიყვარული” და სხვა ფილმები

 

 

12.00 –  ჩრდილოეთის, დომინიკ განიონი, კანადა 2015; 74 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]  




14.00 – დაუსრულებელი გაქცევა, დაუსრულებელი დაბრუნება, ჰარუტუნ ხაჩატრიანი,სომხეთი/ ნიდერლანდები/ 
შვეიცარია 2014, 87 წთ.

 

 

16.00 – თიკუნი, ავიშაი შივანი, ისრაელი, 2015; 120 წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 


18.30 – პაწაწინა, ოლე ქრისტიან მადსენი, დანია/ხორვატია/ შვედეთი/არგენტინა, 2014, 107წთ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია] 


20.30 – ემი, ასიფ კაპადია, დიდი ბრიტანეთი, 2015, 127 წთ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]  




23.00 – სიყვარული, გასპარ ნოე, საფრანგეთი/ ბელგია, 2015; 134 წთ. [დიდოსტატთა კოლექცია]

26 წლის პატიმრის დედა სახელმწიფოს შვილის იძულებით მკურნალობას სთხოვს

ფოტო გადაღებულია მესამე დაწესებულებაში/ბათუმელების არქივიდან

ბექას დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბექა უკვე ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში საერთო ჯამში, სხვადასხვა დროს, 9-ჯერ, მიიყენა თვითდაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში. მათ შორის, ერთ-ერთი თვითდაზიანების დროს, როცა ის სასჯელს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში იხდიდა, თვითდაზიანების შედეგად სხეულზე 80 ნაკერი დაადეს.

 

დედის თქმით, ასევე ერთ-ერთი თვითდაზიანების გამო, მის წინააღმდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა დევნა დაიწყეს. გამოძიება სისხლის სამართლის იმ მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბექას დედა ირწმუნება, რომ მისი შვილს აქვს ნერვიული აშლილობა დეპრესიის გამო და სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობას საჭიროებს: “მას ერთხელ ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ აქვს ნერვიული აშლილობა, სამედიცინო დეპარტამენტმა მითხრა, რომ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. მე შევთავაზე ჩემი ხარჯებით სამხარაულის ექსერტიზის ბიუროში მისი შემოწმება. ჩემმა ადვოკატმა სამხარაულის ბიუროსთან შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმა, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ბექასთვის ექსპერტიზის ჩატარება. მე მივმართე გენისპექციასაც, ტელეფონზე დავრეკე, მითხრეს წერილობით მოგვმართეო, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ბექა კი ამბობს უარს მკურნალობაზე, მაგრამ ახლა უნდა ვუყურო ჩემი შვილი როგორ იკლავს თავს, მის სიცოცხლეზე ვინმემ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მნიშვნელოანია დადგინდეს ექსპერტიზის საფუძველზე, რომ ბექას სჭირდება სპეციალისტების დახმარება“.

ამ საკითხზე სასჯელაღარსულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილობით კომენტარს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: “მსჯავრდებული ბ.ო. სასჯელის მოხდის პერიოდში არა ერთხელ იქნა კონსულტირებული სხვადსხვა პროფილის ექიმის მიერ. საჭიროებისამებრ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში, სამოქალაქო სექტორის კლინიკებსა და N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

 

ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება მედპერსონალის დინამიური დაკვირვების ქვეშ.

 

მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზადაა მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურებების შესახებ.“

26 წლის ბექა მკლველობის ბრალდებით გაასამართლეს და მას 19 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

 

  

ოთარ იოსელიანის მასტერკლასი – ბათუმის კინოფესტივალის II დღე

 

ოთარ იოსელიანი
ოთარ იოსელიანი

მისამართი: DIVAN SUITES კოსტავას/ზ.გამსახურდიას 5/13 

ოთარ იოსელიანი ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე მეორედ იმყოფება. წელს ფესტივალზე მისი ახალი, 2015 წელს გადაღებული ფილმის – „ზამთრის სიმღერა“ – ჩვენება შედგა. ფილმს განმეორებით 19 სექტემბერს,  შაბათს, 22:30 საათზე აჩვენებენ კინოთეატრ „აპოლოში”.  



ლევან ლეფსვერიძე – Cannes Lions-ის ბრინჯაოს ლომის მფლობელი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე

 

ლევან ლეფსვერიძე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კრეატიული დირექტორია საქართველოში. ლევანი თავისი დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ კრეატიულ სააგენტოს Leavingstone-ს უთმობს. 5 წლის შრომის შედეგად მან თავის პარტნიორებთან ერთად მოახერხა შეექმნა რეგიონში ყველაზე აღიარებულ კრეატიული ციფრული სააგენტო. ლევანის კრეატიული დირექტორობის ქვეშ Leavingstone-მა მოიპოვა 17 ჯილდო საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებზე, მათ შორის ბრინჯაოს ლომი Cannes Lions Festival-ზე, რომლის შედეგადაც Leavingstone პირველი ქართული სააგენტოდ იქცა, რომელმაც შეძლო კანის ფესტივალზე გამარჯვება. 

 

კრეატიული სამუშაოს გარდა, ლევანი აქტიურადაა ჩართული ბიზნეს და მარკეტინგის საკონსულტაციო პროექტებში მცირე და საშუალო კომპანიების მხარდასაჭერად აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში.


„მთავარია შედეგი და არა ცოდნა იმ გზებისა, რომლებსაც შედეგამდე მიყავხარ. დღეს გარემო უკვე ელვის სისწრაფით იცვლება, ამიტომ პროფესონალურად გაწერილი სქემით მოქმედება ხშირ შემთხვევაში წამგებიანი ხდება. ამ გადმოსახედით, გონებაგხსნილ ბავშვებს აქვთ დიდი პოტენციალი იყვნენ წარმატებულები, ისე რომ არ დაჭირდეთ აპრობირებული მეთოდების დასწავლა. სწორედ ახალ თაობას გააჩნია უნარი მიაგნოს აქამდე არნახულ მოკლე გზას სასურველ შედეგამდე მისაღწევად.“ -ასეთი კომენტარი გაუკეთა ლევან ლეფსვერძემ თავის გამოსვლას AdBlackSea-ის სემინარული პროგრამის ფარგლებში.

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი AdBlackSea ტარდება ბათუმში, 2015 წლის 24-27 სექტემბერს, საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.


რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea -ის მედია მხარდამჭერები არიან: Marketer.ge, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, Palitra tv, რადიო პალიტრა, Georgian Journal, CBW.ge, ABW.ge, ipress.ge, ibusiness.ge, Myvideo.ge, Flit Media – ჟურნალები EGO და EGO Men, მულტიმედია-ციფრული პლატფორმა „სტარვიზია“, რადიო პოზიტივი, რადიო იმედი, ტელეკომპანია მაესტრო, საინფორმაციო სააგენტო Editori, Leavingstone, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea-ის მხარდამჭერები არიან: თელიანი ველი, ბორჯომი.

 

არ გამოტოვოთ, დარეგისტრირდით ფესტივალის საიტზე და გაირეთ აკრედიტაცია:www.adblacksea.com


დამსწრეთა რეგისტრაცია გრძელდება 18 სექტემბრამდე. საქართველოს მოქალაქეებისათვის დასწრება უფასოა.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: pr@adblacksea.com (Elena)

Exit mobile version