სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს 2533 ერთშვილიანი წყვილი განქორწინდა, ორი საერთო ბავშვით განქორწინდა 1575 წყვილი, ხოლო სამი და მეტი ბავშვით განქორწინებათა რიცხვმა 355 შეადგინა [სულ 1131 ბავშვი].
სტატისტიკის მონაცემებით, განქორწინებათა რიცხვი საქართველოში, 2005 წელთან შედარებით, გასულ წელს 7191-ით იყო გაზრდილი:
/ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა/
აჭარაში გასულ წელს 678 განქორწინება დარეგისტრირდა – აქედან, 432 ქალაქებში [მათ შორის 372 ბათუმში], ხოლო 246 რეგიონის სოფლებში.
გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობა „ბათუმის კორპუსს“ აჭარის მთავრობამ 30 ოქტომბრის განკარგულებით მისცა, თუმცა პირველი ნოემბრიდან ამოქმედებული შესაბამისი კანონით, „ბათუმის კორპუსი“ ვალდებულია გამარტივებული შესყიდვა შესყიდვების სააგენტოსთან შეათანხმოს; ამასთან, ასეთი შესყიდვის აუცილებლობა საჯაროდ დაასაბუთოს.
ობიექტების ჩამონათვალი, თითოეული მათგანის შესაკეთებლად საჭირო სავარაუდო ფასების მითითებით:
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკვე გადავიდა გამომძიებლის, პროკურორის და ზოგადად, ძალოვნის რანგში როგორც ჩანს, თავისი თავი ვეღარ დაინახა აჭარის მთავრობაში და უკვე დაიწყო დაჭერების, გამოძიებებისა და ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური ნიშნით პასუხისმგებლობის დასმა.
როცა ლევან ვარშალომიძე საუბრობდა შეჩერებულ და დასასრულებელ პროექტებზე აჭარაში, მან ნაცვლად იმისა, რომ ესაუბრა თუ რას გააკეთებდა და როდის დასრულდებოდა ის პროექტები, რომლებიც იყო მნიშვნელოვანი, ისაუბრა მხოლოდ იმაზე, როგორ არის გამოძიება დაწყებული და როგორ დაისჯება ყველა, მათ შორის ლევან ვარშალომიძეც.
ის არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას და ერევა საგამოძიებო ორგანოების მუშაობაში, ფაქტობრივად, ერთგვარ დავალებას აძლევს მათ და იმ ფონზე, როცა ახლოვდება არჩევნები. სამი წლის განმავლობაში შეეძლოთ გამოეძიათ რაც მათ აინტერესებდათ, მაგრამ ახლა, როცა მიგითითებენ უსაქმურობაზე და გეტყვიან, რომ არაფერი გაგიკეთებია რეგიონისთვის, ამას დაუპირისპირო დავა, სასამართლო, პროკურატურა და დააანონსო დაჭერები, ეს არის არასწორი,“- განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
აღნიშნული განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის 30 ოქტომბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, სადაც ის მის მიერ მთავრობის გადაბარების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე საუბრობს.
„რა გაკეთდა ამ სამი წლის განმავლობაში – მინდა გითხრათ, რომ ახალ ხელისუფლებას, არანაირ პროექტზე და სიახლეზე რომ არ ეფიქრა და მხოლოდ იმისთვის მიეხედათ რაც მე მათ, 2012 წლის 30 ოქტომბერს გადავეცი სამუშაო ოთახთან ერთად, დღეს აჭარას ექნებოდა ის, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ,“- წერს ის ფეისბუკზე.
ლევან ვარშალომიძის ფეისბუკპოსტის საპასუხოდ კომენტარი გააკეთა არჩილ ხაბაძემ, სადაც ის წინა ხელისუფლების დროს არსებულ ფინანსურ დარღვევებზე საუბრობს.
„აგონიაში არიან ალბათ და უნდათ და მოენატრათ ძალაუფლებაში მოსვლა. ან დაელია ის თანხები, ერთ ლარად გაყიდული ქონებიდან ატკატებს ჯიბეში რომ იდებდა… ამის დადასტურება მალე მოხდება და საქმე აღძრულია ფინანსურ პოლიციაში,“-ამბობს აჭარის ტელევიზიასთან საუბარში არჩილ ხაბაძე.
შენობა ორსართულიანია. პირველ სართულზე განთავსებული იქნება ბანკი და ოფისები, ხოლო მეორე სართულზე საკონფერენციო დარბაზი და სასადილო მომსახურე პერსონალისთვის. ცენტრში მსუბუქი კონსტრუქციის სადგომები, აგრეგატებისა და სათადარიგო ნაწილების საწყობები, ბოქსები, სამრეცხაო, ვულკანიზაცია და სახარატოც მოეწყობა.
სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვის სერვისცენტრში ამ დროისთვის 28 ერთეული ტრაქტორი და 85 ერთეული აგრეგატია მობილიზებული. აღნიშნული ტექნიკის მომსახურების ზონაში ქედის, ქობულეთის,შუახევის ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტები, ასევე ბათუმს შემოერთებული ტერიტორიები შედის.
ამავე წყაროს ინფორმაციით, დაბა ჩაქვის სერვისცენტრში 10 კაცი, როგორც ადმინისტრაციული პერსონალი, ხოლო 32 ტექნიკის ოპერატორებად და ბრიგადის მენეჯერებად დასაქმდება.
ხელშეკრულების მიხედვით სარემონტო სამუშაოები 182 855 ლარით განისაზღვრა, „ხოლო მთლიანად შენობის მშენებლობისა და მოწყობის ღირებულება შეადგენს 930 000 ლარს“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სკოლის მშენებლობა სამინისტროს ქვეპროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში მიმდინარეობს.
განათლების მინისტრის მოადგილეები სალიბაურის სკოლაში
დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ასფალტვებონიანი საფარი რუსთაველის ქ N325-დან N341-მდე მონაკვეთში უნდა დააგოს.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მშენებლობის პროცესში გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა იყოს მაღალის ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. რაზეც შემსყიდველს უფლება აქვს, სურვილისამებრ მოითხოვოს შესაბამისობის დადგენის მიზნით, სტანდარტის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან.
იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისთვის მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს მშენებლობის ნებართვის გაცემიდან არაუმეტეს 05 კალენდარული დღის ვადაში და დაასრულოს მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 150 კალენდარული დღის ვადაში.
„შენობა იქნება საკმაოდ დიდი და ამ დასახლებას მოემსახურება. გარდა ამისა, წერეთლის ქუჩაზე არსებულ საბავშვო ბაღზე დაშენება იგეგმება. ამ ეპატზე ფართობის მოძიება კიდევ მიმდინარეობს, სადაც ახალი საბავშო ბაღების აშენება იქნება შესაძლებელი.
უახლოეს პერიოდში, თამარის დასახლებაში მოგვარდება მიწის გამოყოფის საკითხი და შესაბამისად ახალი ბაღისთვის დაპროექტებაც დაიწყება,“- განაცხადა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ პეტრიძემ.
მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს ჯავახიშვილის უბანში 21-ე ბაღის შენობის საკითხიც გადაწყდება, რომელიც დღეს სასამართლო დავის საგანია. „შენობა წინა წლებში გაუციათ იჯარით, საიჯარო ვადა გადის მომავალ წელს, შესაბამისად, ვადის გასვლის შემდეგ ბაღის რეაბილიტაცია მოხდება და ისიც ამოქმედდება“.
2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია საკრებულოში
პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მათი შეფასებით, მომავალი წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში სიახლე არ არის და მხოლოდ არსებული პროექტების გაგრძელება იგეგმება.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, აქვს თუ არა ქალაქს ერთიანი ხედვა, რაც ვერ მოვისმინეთ. ქალაქს აკლია გეგმიური განვითარება, სტრატეგია, თუ საით მიდის ქალაქი,“- ამბობს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ნათია აფხაზავა.
მისი აზრით, პრეზენტაციის მიხედვით, სიახლეები არ არის დაგეგმილი და მხოლოდ არსებულის გაგრძელებაზე კეთდება აქცენტი:
„გვქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა რაიმე სიახლე თუნდაც შემოერთებული ტერიტორიების განვითარებისთვის, რაც არ ყოფილა წარმოდგენილი. იქ არსებული პრობლემები კვლავ პრობლემებად რჩება.
ერთადერთ სიახლედ შეიძლება განვიხილოთ მუნიციპალური სახლების მშენებლობა, თუმცა ეს პროექტებიც წელს დაიწყო და პროექტის სამიზნე ჯგუფიც კი არ არის ჩამოყალიბებული“.
პრეზენტაციაზე კითხვები დაისვა საჯარო შენობების, მათ შორის მერიის ადმინისტრაციული შენობის ადაპტირების თაობაზე. მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, ადმინისტრაციული შენობის ადაპტირება შშმ პირებისთვის ვერც მომავალი წლისთვის მოხერხდება.
„მერიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ამ შენობაზე ვერ ხერხდება პანდუსის გაკეთება და ზოგადად, მისი ადაპტირება, თუმცა ეს არ არის გამოსავალი, მერიამ უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ საკრებულოს სხდომებზე შშმ პირებმა დასწრება შეძლონ. თუ ამ შენობის ადაპტირება არ ხერხდება, მაშინ საკრებულოს სხდომები უნდა ჩატარდეს ადაპტირებულ გარემოში,“- ამბობს ნათია აფხაზავა.
კიდევ ერთი შენიშვნა შეეხებოდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის საკითხს.
საფინანსო ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძის თქმით, მიმდინარე წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციისთვის არის თანხა გათვალისწინებული ბიუჯეტში, რომლის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.
„თვითმმართველობას ექნება მონაცემები თუ რამდენი ძეგლია ქალაქში, რა მდგომარეობაში და ის ძეგლები რომელთა რეაბილიტაცია გადაუდებელია, საწყის ეტაპზე მათი პროექტირება მოხდება,“- ამბობს არჩილ ვანაძე.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაციის საორიენტაციო თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში 50 ათასი ლარია, რაც, არჩილ ვანაძის თქმით, შესაძლოა შეიცვალოს.
„2015 წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო. ოფიციალურად გავხსენით ბათუმის გაყიდვების ოფისი და შოურუმი. ბათუმში ჩვენი ახალი მისამართია ჯავახიშვილის 32/34. განვაახლეთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ ასორტიმენტი. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ქართულ ბაზარზე სიახლეების დანერგვისთვის და 2016 წელს ჩვენს პარტნიორებსა და მომხარებელს ბევრ ახალ საინტერესო აქციასა და პროდუქტს შევთავაზებთ. იგეგმება კომპანიის გაფართოებაც, რასაც უფრო დეტალურად 2016 წელს დავაანონსებთ,” – ამბობენ კომპანიაში.
“თერმოინდუსტრია” მსოფლიოში გათბობის სისტემების წამყვანი 20-მდე ბრენდის წარმომადგენელია. კომპანიის მაღაზიებში 800-ზე მეტი დასახელების პროდუქტია გაერთიანებული. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი გათბობის, წყალგაყვანილობისა და კონდიცირების სისტემებისთვის: გათბობის ქვაბები, წყლის გამაცხელებლები და ბოილერები, გათბობის რადიატორები, მილები, ფიტინგები, თბილი იატაკი, შემავსებელი არმატურა, კონდიციონერები, მზის კოლექტორები და ა.შ.
“თერმოინდუსტრია” მომხმარებელს სთავაზობს იტალიური, გერმანული, თურქული წარმოების ისეთი წამყვანი ბრენდების პროდუქციას, როგორებიცაა: Viessmann-ი, E.G.A, Radiatori 2000, Formul-ი, Carlo Poletti, IVR, Sanica group, Tubiplast-ი, Global Radiator-i, Luxor-ი და ა.შ.
“თერმოინდუსტრია” ცნობილი იტალიური ბრენდის, Italtherm-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში, რაც საშუალებას აძლევს Italtherm-ის გათბობის ქვაბები მომხმარებელს სპეციალურ ფასად შესთავაზოს. მიმდინარე აქციის ფარგლებში Italtherm-ის გათბობის ქვაბის შეძენა ნებისმიერ მსურველს 655 დოლარიდან შეუძლია, ფიქსირებული კურსით 1$=2.2 ლარს.
კომფორტული და მნიშვნელოვანია სერვისი, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს უფასო პროექტირება და ბიუჯეტირება (ხარჯთაღრიცხვა) და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს, რომელი ბრენდის პროდუქტს შეიძენს. კომპანიაში მოქმედებს ბანკის 0 %-ანი განვადება.
კომპანიის მიერ გადამზადებული მაღალკვალიფიციური ოსტატები და კონსულტანტები ნებისმიერ მსურველს მისთვის მისაღებ გათბობის სისტემას, ქვაბს, რადიატორსა და ნებისმიერ სხვა სასურველ პროდუქტს შეურჩევენ, ამომწურავ კონსულტაციას გაუწევენ და სურვილის შემთხვვევაში მონტაჟსაც უზრუნველყოფენ. “თერმოინდუსტრია” -ში შეძენილ პროდუქტზე მოქმედებს 2-5 წლამდე საგარანტიო ვადა. მთლიანი გათბობის სისტემის შეძენის შემთხვევაში მიტანის ხარჯებსა და სერვისს ” უზრუნველყოფს.
ბათუმშიც და თბილისშიც გაყიდვების ოფისი და შოურუმი დასვენების დღის გარეშე, ყოველდღე თქვენს სამსახურშია. ბათუმის შოურუმის მისამართია ჯავახიშვილის 32/34, თბილისის – ხოშარაულის 27ა. სამუშაო საათები – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-18 საათამდე, შაბათ-კვირას 10-16 საათამდე .
ნუკა ყარალაშვილი 179 სმ სიმაღლისაა და 16 წლიდან მოდის ბიზნესშია ჩართული.
„მის საქართველო“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის მიმართულებით სწავლობდა. გამარჯვებულს საჩუქრად ავტომობილი გადაეცა.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, მის საქართველოს ფონალურ შოუზე
შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვა, სააგენტოს პასუხი და ზოგადად, გამარტივებული შესყიდვის ნებართვის მიღების პროცესი, საჯაროა და აღნიშნული მოდულის საშუალებით ნებისმიერ პირს შეეძლება გაეცნოს პროცესს. მეტიც, ამ ახალი სისტემის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, თავისი მოსაზრებაც კი გამოთქვას. შესყიდვების სააგენტო ვალდებულია ყველა ასეთი მოსაზრება გაითვალისწინოს.
დღემდე საბიუჯეტო ორგანიზაციები გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას, ასე ვთქვათ, ზემდგომი ინსტანციებიდან იღებდნენ. პროცესი ღია, ფაქტობრივად, მას შემდეგ ხდებოდა, როცა ზემდგომი დადებით გადაწყვეტილებას იღებდა. აჭარაში გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობას აჭარის მთავრობა იძლეოდა. მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე 15-მდე ასეთი თანხმობა გაიცა.
არჩილ ხაბაძემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ახალი ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი საწარმო შპს ,,აგროინვესტსერვისი“ მოინახულეს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზებით.
მთავრობის ინფორმაციით, საწარმოს 24 საათის განმავლობაში შეეძლება 150 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხება და პარაფინირება. ციტრუსი შეფუთვა მოხდება ევროსტანდარტების მიხედვით პალეტებად შეკრულ 15 კილოგრამიან ტევადობის ყუთებში. კომპანიას ასევე გააჩნია სამაცივრე მეურნეობა, სადაც შესაძლებელია 500 ტონა სხვადასხვა სახის ხილ–ბოსტნეულის შენახვა.
„საწარმო მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე 5000 ტონაზე მეტ ციტრუსოვანთა ნაყოფს მიიღებს და გადაამუშავებს, რომელიც უკრაინის, ბელორუსიის და ბალტიისპირეთის ბაზრებზე იქნება ექსპორტირებული. საწარმოში 70-მდე ადამიანია დასაქმებული“- ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათიმის ცირკი | საერთაშორისო ტურნირი კრივში | 31 ოქტომბერი 2015
საერთო ჯამში კი „Fight Center“-ის მოკრივეებმა 5 შეხვედრა მოიგეს, 2 წააგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
მოგება:
50 კგ – ლილი ჯეილი – ესრა დენიზლი
56 კგ – დავით ნანავა – საფა აუგინი
60 კგ – მიხეილ ბერუაშვილი – ბირქან ჩელიქი
64 კგ – ნიკა ნაკაშიძე – ფირათ ალთუნბაში
64 კგ – დათო გორგილაძე – შაბან ალტუნბაში
წაგება
52 კგ – გოგა გაგუა – ემირხან კალხანი
69 კგ – ამირან შაშიკაძე – კიჰარუნ შატირი
ფრე
49 კგ – დავით შერვაშიძე – ბედირჰან ქარქანი
91 კგ – ნიაზ გორგოშაძე – კგუჩურ მუჰჩუ
ტურნირში მონაწილეობა აღარ მიუღია საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, 2014 წელს აჭარაში საუკეთესო სპორტსმენად დასახელებულ გელა აბაშიძეს. როგორც კლუბში განმარტეს – ტრავმის გამო. მის ნაცვლად 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამირან შაშიკაძე გამოვიდა.
საერთაშორისო ტურნირი კრივში | მოკრივეები ბათუმიდან და ტრაპზონიდან
მოკრივეები ტრაპზონიდან – თურქეთის ჰიმნს ასრულებენ
Fight Center-ის მოკრივეები
ლილი ჯეილი – ესრა დენიზლი | ტურნირის პირველი შეხვედრა
დავით შერვაშიძე – ბედირჰან ქალქანი | პირველი ფრე
დავით ნანავა – საფა აუგინი
მიხეილ ბერუაშვილი – ბირქან ჩელიქი
მიხეილ ბერუაშვილი – ბირქან ჩელიქი
კიჰარუნ შატირი – ამირან შაშიკაძე
კიჰარუნ შატირი – ამირან შაშიკაძე
ნიაზ გორგოშაძე – კგუჩურ მუჰჩუ
ბათიმის ცირკი | საერთაშორისო ტურნირი კრივში | 31 ოქტომბერი 2015 დასრულდა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, დასაბუთება ნიშნავს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, უნდა დასტურდებოდეს გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი და მომართვის ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა.
„სააგენტო, მისთვის მიმართვიდან არაუმეტეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობაზე უარის თქმის შესახებ. შემსყიდველ ორგანიზაციას მხოლოდ სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ აქვს უფლება, გააფორმოს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება“ – აცხადებს სააგენტო.
მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია წარადგენს მიმართვას, სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემამდე ან მის უარყოფამდე, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ საშუალება, წარადგინონ პოზიცია ამ მიმართვაზე. გადაწყვეტილების მიღებისას კი სააგენტომ უნდა განიხილოს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვა, ასევე დაინტერესებული პირების მიერ მასზე დაფიქსირებული მოსაზრებები.
გამარტივებული შესყიდვა, კანონით განსაზღვრული მონეტარული ზღვრების ფარგლებში, შესაძლებელია:
ა) 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვისას.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები, ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ და „ბათუმის წყალი“ – ის უწყებები და საწარმოებია, რომელთა შემოწმების [ამ შემთხვევაში მხოლოდ 2013 წლიდან დღემდე პერიოდის] მასალებიც აჭარის პროკურატურაშია გადაგზავნილი.
2013 წლიდან დღემდე პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ აჭარის პროკურატურისთვის გადაცემული მასალებიდან [სულ 28 საქმეზე] რამდენზე დაიწყო გამოძიება? დასრულდა თუ არა რომელიმე მათგანზე გამოძიება და რა შედეგით? _ ამ ორ შეკითხვაზე პასუხი, მიუხედავად ოფიციალური მიმართვისა, საქართველოს პროკურატურისგან დღემდე ვერ მივიღეთ.
შეკითხვით – ბოლო სამი წლის განმავლობაში დაინტერესდა თუ არა აუდიტის სამსახური იმ საქმეების ბედით, რომლებიც, მის მიერვე გადაგზავნილია აჭარის პროკურატურაში? – სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მივმართეთ.
„…სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ ეგზავნება მხოლოდ ის მასალა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი რეალიზაციის ღონისძიებათა შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აცნობონ აუდიტის სამსახურს,“ – გვიპასუხეს აუდიტის სამსახურში.
ამასთან, აუდიტის სამსახურმა მხოლოდ აჭარის პროკურატურაში 2014 წელს გადაგზავნილ მასალებზე რეაგირების შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია [ისიც 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით], რომლის მიხედვითაც პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება აუდიტის მიერ გადაგზავნილ 6 საქმეზე [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, „ბათუმის ბულვარის“, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მასალებზე], ხოლო შპს „ბათუმის წყლის“ მასალებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში.
აუდიტი თავის ანგარიშებში, ძირითადად, ხაზს უსვამს ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო სახსრებისა და ქონების არაეფექტიან განკარგვას; ასევე იმას, რომ ხშირად მიღება-ჩაბარების აქტში არ არის იდენტიფიცირებული შესასრულებელი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დასახელება და მოცულობა; კანონშეუსაბამოდ ხდება საბიუჯეტო სამსახურებში თანამშრომლებზე ზეგანაკვეთური ანაზღაურების გაცემა და შტატგარეშეთა აყვანა; ვერ დასტურდება სამსახურების ბალანსზე რიცხული ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და გახარჯული საწვავის მიზნობრიობა და მოცულობა; კანონის შესაბამისად არ ტარდება ინვენტარიზაცია; არის საკითხებისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა; სახელმწიფო შესყიდვები შეუსაბამობაშია სატენდერო და სახელშეკრულებო მოთხოვნებთან და სხვ.
აუდიტის შედეგად სახელმწიფო უწყებებში არაერთი კანონდარღვევა და ნაკლოვანებაა გამოკვეთილი. მაგალითად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2014 წლის განმავლობაში, „აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის“ შესრულების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა საპროექტო დოკუმენტაციის სამუშაო ვარიანტის შემუშავება, რის შედეგად „2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სესხის სახით გამოყოფილი 3 მილიონი ევრო ვერ აითვისეს და აუთვისებელ ნაწილზე გადასახადის სახით გადახდილია 153 ათას 800 ლარი.
სამინისტროში შტატგარეშე მუშაკთა დასაქმების შესახებ ხელშეკრულებები გაფორმებულია ერთი წლითა და მეტი ვადით, რაც ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს… სამინისტროში არასრულყოფილად ხდება მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ დოკუმენტების წარმოება“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის მიხედვით, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრმა“, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით, შპს „ბითი ტრანსიდან“ შეისყიდა 61 444 ლარის ღირებულების მეორადი ავტომანქანა. „ირკვევა, რომ მიმწოდებლის მიერ ავტომანქანის შეძენის დროს, სარეალიზაციო ღირებულება შეადგენდა 25 900 ამერიკულ დოლარს, რაც ეროვნულ ვალუტაში 48 951 ლარია, – ცენტრის მიერ გადახდილ ფასთან მიმართებაში 20,3%-ით ნაკლები. შესაბამისად, გადახდილ ფასსა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა მაღალი რისკის შემცველია,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
გასულ წელს „მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ შემოსავალმა 55 853 ლარი შეადგინა, რაც სასწავლო სტუდიაში ჩარიცხული ბავშვების სწავლის საფასურია. თუმცა, სახელმწიფო ანსამბლმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია სტუდიებში ფაქტობრივად რიცხულ მოსწავლეთა რაოდენობისა და მათ მიმართ ცალკეულ პერიოდში რიცხული დავალიანებების შესახებ. იგივე პრობლემა იყო „აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ხორუმში“ [შემოსავალი 25 608 ლარი].
აუდიტი ამბობს, რომ 2013 წლის 24 აპრილს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეწყვეტილი აუქციონის [ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე სამი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე] გამო განუხორციელებელი დარჩა მოსალოდნელი ინვესტიციები, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები, აუქციონზე ერთი მონაწილის პირობებში, შემცირდა არანაკლებ 1 061 500 ლარით. იმავე დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა ამ ქონების ერთ ლოტად, პირობიანი აუქციონის ფორმით გამოცხადება ან ქონების აჭარის საკუთრებაში გადაცემა. „აუქციონის შეწყვეტიდან გასულია თითქმის 2 წელი, ზემოაღნიშნული ქონების არც პირობიანი აუქციონის ფორმით ერთ ლოტად პრივატიზება და არც ქონების აჭარის საკუთრებაში გადაცემა არ განხორციელებულა,“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში].
აჭარის მთავრობის საქვეუწყებო „საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის“ მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში [სავარაუდო ღირებულება 1 388 430 ლარი] საუკეთესო ფასის მქონე პრეტენდენტის შეთავაზებამ შეადგინა 1 მილიონი ლარი. პრეტენდენტისთვის მოთხოვნილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. მას განესაზღვრა სამი სამუშაო დღის ვადა, თუმცა ბიუროს მიერ ასეთი დასკვნის მომზადებას მინიმუმ ხუთი სამუშაო დღე სჭირდება. შესაბამისად, პრეტენდენტი ვერ შეძლებდა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენას, მას მიეცა დისკვალიფიკაცია, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდა მომდევნო ფასის მქონე პრეტენდენტთან, რომლის ღირებულება 299 ათასი ლარით აღემატებოდა საუკეთესო ფასის მქონე პრეტენდენტის ფასს.
აუდიტის მიხედვით, ამავე დეპარტამენტის მიერ, მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელ მოწყობილობაზე გამოცხადებული ტენდერი მონაწილეთა არარსებობის გამო არ შედგა, თუმცა დეპარტამენტს განმეორებითი ტენდერი ან სხვა საშუალებით შესაძლო მიმწოდებელთა მოძიება არ განუხორციელებია. სათანადო დასაბუთების გარეშე, აუთვისებელი თანხიდან 46 000 ლარი გადაიტანა სხვა პროგრამაში და 42 658 ლარად დეპარტამენტის აპარატისთვის შესყიდული იქნა მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალება „ MITSUBISHI L200 “.
საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში კი დეპარტამენტში შტატგარეშე მოსამსახურის მოვალეობებს ასრულებდა 418 პირი, რომლებზეც გაცემულია ხელფასი – 1 404 702 ლარი. აუდიტი აღნიშნავს, რომ „შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებები სათანადოდ არ იძლევა შესასრულებელი სამუშაოს იდენტიფიცირების საშუალებას, რის გამოც, შეუძლებელია შესრულებული სამუშაოს მოცულობის დადგენა და შესაბამისად, შედეგების შეფასება“.
ამჟამად ფინანსური აუდიტი მიმდინარეობს ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, ასევე, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტები დაწყებულია ბათუმის გამწვანების ღონისძიებებისა და აჭარაში დასაქმების პროგრამის შედეგებზე.
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოში საფინანსო კომისია თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით იქმნება, ხოლო ეკონომიკური რეფორმების კომისია – ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების სფეროში ხელშეწყობისა და კონტროლის მიზნით.
ბათუმის საკრებულოში ამ ფუნქციას ერთი – საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია ითავსებს. კომისიას საკრებულოს წევრი თენგიზ აფხაზავა ხელმძღვანელობს. გასულ კვირას „ბათუმელებმა“ ამ კომისიის მიერ მომზადებული დასკვნები შეისწავლა.
ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიში მერიას საკრებულოსთვის ჯერ არ წარუდგენია. 6 თვის შესრულების ანგარიშის შესწავლის შემდეგ მომზადებული დასკვნის მიხედვით კი, მერიის ფინანსისტები ცუდად მუშაობენ.
„…ფაქტია, რომ ბათუმის მერიის ეკონომიკური გუნდი ვერ უზრუნველყოფს პროექტებისა და პროგრამების ჭრილში თუნდაც მიახლოებით სწორ პროგნოზირებას, თანხის დროულ გადატანას პროგრამის ერთი ნაწილიდან მეორეში ან ახალ პროექტებში, გადაწყვეტილების დროულ მიღებას, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებაზე“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
ამავე დასკვნაში საფინანსო-საბიუჯეტო კომისია დადებითად აფასებს ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას შემოსულობების ნაწილში. თუმცა, იქვე წერს, რომ პირველ კვარტალთან მიმართებაში ნაშთი ამჯერად 6 მილიონით გაიზარდა და აუთვისებელი თანხა, საერთო ჯამში, 45 მილიონ 222 000 ლარია.
დასკვნაში საუბარია იმაზეც, რომ მერიის ფინანსისტებმა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს:
„მიუხედავად საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის არაერთი მითითებისა და მრავალი რეკომენდაციისა, მერიის საფინანსო ეკონომიკურმა სამსახურმა არ გაანალიზა შექმნილი სიტუაცია, არ ჩააატარა ფინანსური პროგრამული ანალიზი და გააგრძელა ბიუჯეტის კვარტალური წარმოდგენის არაჯანსაღი ტენდენცია…“
რაში გამოიხატება ბიუჯეტის კვარტალური წარმოდგენის არაჯანსაღი ტენდენცია? – დასკვნაში განმარტებულია, რომ ბიუჯეტის ანგარიშები საკრებულოში დადგენილი ვადის ბოლო დღეებში შედის, ამასთან სერიოზული ხარვეზებით, რაც გამოიხატება ფინანსურ და პროგრამულ ნაწილში საკასო მონაცემების შესრულების სხვადასხვა მაჩვენებლით. კომისიის წევრების მოსაზრებით ეს „ზერელე დამოკიდებულებაზე მეტყველებს“.
კომისიის ინფორმაციით, მერიაში განმარტეს, რომ პროგრამულ ანგარიშებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში წარადგენენ არაუგვიანეს 3-12 დღისა, ხოლო მათი საკრებულოში გადამისამართება იგვიანებს.
საფინანსო ეკონომიკური სამსახურის ინფორმაციით, პროგრამული ანგარიშების წარდგენის დაგვიანების გამო კვარტალური ანგარიშების უფრო ადრე წარდგენა ვერ ხერხდება. კომისიაში მიიჩნევენ, რომ ყოველივე ეს მერიის საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის სხვა სამსახურებთან არაკოორდინირებულ მუშაობაზე მიუთითებს. 2015 წლის აპრილში ბათუმის მერიამ 2014 წლის ბიუჯეტის ანგარიში წარუდგინა საკრებულოს. ამ ბიუჯეტს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 34 700 000 ლარი მორჩა. საფინანსო საბიუჯეტო კომისიამ მილიონობით ნაშთის წარმოქმნის მიზეზები გაანალიზა და მერიას შესაბამისი რეკომენდაციები მისცა. კომისიამ ურჩია მერიას კონტროლი გაამკაცროს იმ შემთხვევაში, როცა კომპანიებს დასრულებული აქვთ სამუშაოები, მაგრამ აგვიანებენ დოკუმენტაციის წარმოდგენას. კომისია მერიას სთხოვს დროულად შეუწყდეთ კომპანიებს კონტრაქტები, რომლებიც გეგმა-გრაფიკებს არღვევენ.
გაითვალისწინა თუ არა მერიამ საკრებულოს კომისიის რჩევები, ეს მომავალში გამოჩნდება.
ამ დღეებში ბათუმის მერიამ საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანალიზი უნდა წარუდგინოს. შემოსულობების ნაწილში არა, თუმცა ათვისების წილში მერიას პრობლემები, სავარაუდოდ, ისევ ექნება.
ბათუმელ სტუდენტებს რეგიონული მედიის ასოციაციის იურისტმა პაატა ცნობილაძემ, მოწვეულ ტრენერთან – ქეთევან მამამთავრიშვილთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი, ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზები (რა არის დემოკრატია, არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი), არჩევითი ორგანოების ფორმირება და ქვეყანაში არსებული საარჩევნო კანონმდებლობა გააცნო.
ტრენინგის პირველი დღე წინასაარჩევო კამპანიას, პოლიტიკური პარტიებისა თუ სუბიექტების უფლებამოსილებას, საარჩევნო უბნის გახსნიდან დახურვამდე არსებული პროცედურების გაცნობას დაეთმო.
ტრენინგი, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა ბათუმში, იმიტირებული საარჩევნო პროცესით დასრულდა. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს არჩევნების იმიტაციაში და ყველა ის პროცედურა შეასრულეს, რაც საარჩევნო უბნის გახსნიდან მისი დახურვის პერიოდამდე გრძელდება.
ნათია მამულაძე, სტუდენტი: „საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული ტრენინგი იყო, ვფიქრობ, მსგავს ტრენინგებს შეუძლია შეცვალოს ადამიანების დამოკიდებულება არჩევნებისადმი და ისე სკეპტიკურად არ შეხედონ, როგორც ახლა არის. არჩევნებზე მოქალაქეების პასიურობასაც ხომ მეტ-ნაკლებად ეს განაპირობებს. ტრენინგზე გავიგე, რა უფლება მაქვს მე, როგორც ამომრჩეველს და რა უფლება აქვთ კომისიის წევრებს. გადავწყვიტე სამომავლოდ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო არა მხოლოდ როგორც ამომრჩეველმა, არამედ როგორც კომისიის წევრმა“.
ანა გოგუაძე: „არჩევნების თემაზე ტრენინგი არასდროს გამივლია. 19 წლის ვარ და არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია, შესაბამისად ყველა ის დეტალი, რაც არჩევნებს უკავშირდება, ჩემთვის საინტერესო იყო“ .
ტრენინგი „რეგიონული მედიის ასოციაციის“ პროექტის – „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განვითარებისთვის“ – ფარგლებში ჩატარდა. პროექტს „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“ აფინანსებს.
მონაწილეებს ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ.
წიგნის რედაქტორი მარი კორინთელია, მისი შეფასებით, სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“ ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის რაც კი ქართულ პროზაში ბოლო პერიოდში დაწერილა.
„წიგნი დაწერილია ყველა იმ ადამიაზე, რომელსაც ცხოვრებაში რაღაცისთვის უბრძოლია, სადღაც ჩავარდნილა და შემდეგ მაინც მოუხერხებია ფეხზე წამოდგომა“- ამბობს მარი კორინთელი.
მწერალი სალომე ბენიძე ამბობს, რომ ამ წიგნის დაწერა პირველმა მოთხრობამ „ლიდია“-მ განაპირობა, რომელიც გასულ წელს, პროექტს „ინსომნიას“ ფარგლებში დაწერა:
„ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ შეიძლება გაკეთებულიყო მოთხობების სერია სადაც მე მოვყვები ისტორიას ქალებზე.
სალომე ბენიძე
რატომ ქალებზე? – იმიტომ რომ მე ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც მუშაობს გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების მიმართულებით და ჩემი ყოველდღიური საქმიანობა არის ეს ყველაფერი.
თუმცა, მე გადავწყვიტე რომ პირდაპირ არ დამეწერა რეალურ ისტორიებზე და ეს ყველაფერი გადავიტანე მისტიკურ ქალაქში, რომელიც რეალურად არ არსებობს. თუმცა ბევრი რამ აქვს ამ ქალაქს აღებული ბალტიისპირული ქალაქებისგან, ბათუმისგანაც აღებული და ეს ქალები, ჩემი გმირები ამ არარეალურ ქალაქში გადავასახლე.
მათ აქვთ ისეთი პრობლემები, როგორც დღეს რეალურ ქალებს აქვთ. ეს შეეხება სიყვარულს, უფლებებს, საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლას და ბევრ სხვა რამეს“-ამბობს ავტორი.
სალომე ბენიძე, მარი კორინთელი
სალომე ბენიძის თქმით, წიგნი ეძღვნება მისი გერმანელი მეგობარის ცხოვრების ისტორიას „მისი დაავადება ასევე იყო ერთ-ერთი ბიძგი ამ ამბების დასაწერად“-ამბობს მწერალი.
კითხვაზე, – „რატომ ქალაქი წყალზე?“ მწერალი პასუხობს:
„იმიტომ რომ მე მაქვს წყალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება და მიყვარს ქალაქები რომლებიც წყალთან ახლოს არის გაშენებული. ჩემი წიგნის გმირი ქალები რომლებიც ფლობენ რაღაც ზებუნებრივ ძალებს, თავიანთ განსაკუთრებულ ძალას იღებენ სწორედ წყლისგან. ეს არ არის მთლად შემთხვევითი, რადგან მეც მგონია რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ ვინც წყალთან ახლოს გაცილებით უკეთესად გრძნობს თავს ვიდრე სხვაგან“.
შარიანობა ფიზიკურ ან/და ფსიქოლოგიურ ტერორს ნიშნავს, რომელსაც მოსწავლის მიმართ თანაკლასელები ან სხვა ბავშვების ჯგუფები მიმართავენ. ეს შეიძლება იყოს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა, შევიწროება, დაცინვა, სახელების დაძახება, მუქარა, დევნა, დამცირება, სოციალური გარიყვა თუ ჭორების გავრცელება. დღეს უკვე ხშირია კიბერბულინგის შემთხვევებიც, რომელიც ინტერნეტტექნოლოგიების, მათ შორის სოციალური ვებგვერდების, შეტყობინებებისა და ელფოსტის მეშვეობით ძალადობას გულისხმობს.
მოსწავლეებს შორის გარჩევებსა და ზოგიერთი მოსწავლის ფიზიკურ დამცირებას თანაკლასელები მობილური ტელეფონებით იღებენ და შემდეგ ინტერნეტში, საჯაროდ ავრცელებენ. youtube-ზე დღეს ასეთი რამდენიმე ქართული ვიდეოც იძებნება.
სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ძალადობის შემცირების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საპილოტე პროგრამას – „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობას“ ახორციელებს. პროგრამა თბილისისა და ბათუმის ორ სკოლაში ხორციელდება. ორგანიზაციის დირექტორი ლია სარალიძე ამბობს, რომ პროექტი ორიენტირებულია შეასწავლოს ბავშვებს „არაძალადობრივი კომუნიკაციები“ და დაამკვიდროს სკოლაში არაძალადობრივი კულტურა.
„სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში ამ უნარების ჩამოყალიბებას. არ შეიძლება სკოლაში დირექტორი, სასწავლო ნაწილი თუ დამრიგებელი უხეშად ეპყრობოდეს სხვა ადამიანს – იქნება ეს მასზე უმცროსი თუ მისი თანატოლი“, – ამბობს ლია სარალიძე.
მისივე განმარტებით, ბულინგის მართვა მხოლოდ ბავშვების დატუქსვით არ უნდა შემოიფარგლებოდეს: „ბულინგის მართვა დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის ჩარევასაც მოიცავს, იმის დასადგენად, თუ რატომ არის ესა თუ ის მოსწავლე აგრესიული, ან ყოველთვის მსხვერპლი. ამ შემთხვევის მართვის წრე შესაძლოა გაფართოვდეს. მაგალითად, თუ ეს ოჯახური ძალადობის პრობლემებისკენ მიდის, საკითხის მოგვარებაში შეიძლება ჩაერთოს სოციალური მომსახურების სააგენტო და ა.შ.“
ანალოგიური მოდელი მუშაობს აშშ-სა და ჰოლანდიის სკოლებშიც, სადაც პროგრამა საბავშვო ბაღიდან იწყება. კვლევამ, რომელიც ამ პროგრამის ეფექტურობის დასადგენად ჩატარდა, აჩვენა, რომ ჰოლანდიის იმ 550 სკოლაში, სადაც ეს პროგრამა მუშაობს, საგრძნობლად იკლო მოსწავლეებს შორის კონფლიქტების ფაქტებმა.
ლია სარალიძის განმარტებით, სკოლაში არაძალადობრივი კომუნიკაცია და არაძალადობრივი კულტურა უნდა დაინერგოს როგორც ტრენინგების, ისე კონკრეტული სავარჯიშოების საშუალებით. „მაგალითად, ჰოლანდიაში, უტრეხტის სკოლაში ცალკე საგაკვეთილო თემები ბულინგის შესახებ არ არის, ეს ყველაფერი ინტეგრირებულია სასწავლო პროცესში. თუმცა ჩვენთან, საჭიროების შემთხვევაში სკოლამ შესაძლოა ამ საკითხებზე საუბრისთვის ცალკე გამოყოს საათი“, – ამბობს ის.
პროექტის ფარგლებში, თბილისისა და ბათუმის ორ სკოლაში (თბილისში – #123 და ბათუმში – #2 სკოლა) ფოკუსჯგუფები გამოკითხეს. კითხვაზე, თუ ვინ არის სკოლაში პასუხისმგებელი პირი მოსწავლეების ძალადობისგან დასაცავად, მოსწავლეებმა უპასუხეს: დაცვა, დირექცია, დამრიგებელი, ექთანი, სასწავლო ნაწილი, სკოლის დირექტორი და მანდატური, მაშინ როცა ფსიქოლოგის თქმით, მასწავლებელსა თუ კლასის დამრიგებელს წამყვანი როლი აქვს ბავშვის მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში.
ნატალია მჭედლიშვილი
სპეციალისტები ამბობენ, რომ ხშირად მასწავლებლებმა იციან კლასში ბულინგის შესახებ, მაგრამ ისინი პროცესში მხოლოდ მაშინ ერთვებიან, როცა სიტუაცია ძალიან მძიმდება. „მასწავლებლები არ იმჩნევენ რაღაც მომენტში, რადგან ეს არ შეუძლიათ, უჭირთ ამ სიტუაციის მართვა“, – ამბობს ლია სარალიძე.
ფსიქოლოგი ნატალია მჭედლიშვილი ამბობს, რომ მასწავლებლები ხედავენ ბულინგს, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს მათი საქმე არ არის და ბავშვები თავისით მოაგვარებენ ურთიერთობას: „მაშინ, როცა შეიძლება ბავშვს პატარა ასაკში არც ესმოდეს რას აკეთებს და რა შედეგი მოჰყვება მის საქციელს“. ფსიქოლოგის განმარტებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ბავშვები სკოლაში ძალადობის შესახებ ვერ ყვებიან, სირცხვილის გრძნობაა. ამას ერთვის ის გარემოებაც, რომ მასწავლებლისთვის ან სხვა უფროსისთვის დახმარების თხოვნა „დაბეზღებად“ აღიქმება და ეს კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას.
აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის შედეგებში სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლების ჯგუფმაც აღნიშნა, რომ კლასის დამრიგებელს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი საათები, ვინაიდან ის ვერ ახერხებს სადამრიგებლო კლასისთვის საჭირო დროის დათმობას.
ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ბულინგის მართვაში დიდი როლი აქვს თანატოლების ჩართულობასაც. „ხშირ შემთხვევაში თანატოლები ბულინგის პასიური მოწმეები და ამავდროულად, რაღაც დოზით თანამონაწილეებიც ხდებიან. ამ დროს ბავშვს შეუძლია თვითონ ჩაერიოს და უთხრას მოძალადეს, რომ ასე არ შეიძლება, ან მოუყვეს ამის შესახებ მასწავლებელს, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი რეაქცია ამ საკითხზე“, -ამბობს ნატალია მჭედლიშვილი.
არც თუ ისე იშვიათად სკოლაში ძალადობის შემთხვევები იმდენად ღრმად მიდის, რომ ერთადერთი გამოსავალი სკოლის შეცვლა რჩება, რაც, სპეციალისტების აზრით, უკიდურესი ზომაა და იგი არ უნდა იქცეს ძირითად გამოსავლად.
საპილოტე პროგრამა „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა“, გარდა ბულინგის პრევენციისა და მართვისა, ორიენტირებულია სკოლაში ოჯახური თუ სხვა ფორმის ძალადობის რისკების იდენტიფიცირების გაუმჯობესებაზე.
„სოციალურად დაუცველ ბავშვებს როცა ვესაუბრებოდით, ძირითადი ნაწილის მოთხოვნა იყო, რომ დამატებით მეცადინეობას ვერ ასწრებდნენ, განსაკუთრებით ინგლისურ ენაში ჰქონდათ ყველაზე დიდი ჩამორჩენა. ამიტომ, ჩვენმა ორგანიზაციამ გამოაცხადა აქცია, მოხალისე მასწავლებლებისთვის, რომლებიც მოვლენ ჩვენს ცენტრში და იმუშავებენ ამ ბავშვებთან,“- ამბობს საქველმოქმედო ცენტრ „იალქანის“ ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე.
როგორც თიკო აბაშიძე ამბობს, სოციალურად დაუცველი ბავშვების სასწავლო ცენტრისთვის ფართობი დროებით სარგებლობაში, სამი თვით აქვთ აღებული.
„ახლობელმა დაგვითმო შენობის ერთი ოთახი და აქ მიმდინარეობს მეცადინეობა. ამ დროისთვის 120 ბავშვია რეგისტრირებული, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ფართობი არ იძლევა ყველა ბავშვის ერთდროულად მეცადინეობის შესაძლებლობას, ეტაპობრივად მოგვიწევს ბავშვებთან მუშაობა“.
თიკო აბაშიძის თქმით, ცენტრში სწავლის სურვილი ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა გამოთქვეს.
სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოხალისე მასწავლებლები გაკვეთილებს ჩაუტარებენ ქართულ ენაში, მათემატიკაში, ინგლისურ ენში, ხატვასა და მუსიკაში.
ხატვა, მუსიკა და ინგლისური მხოლოდ შაბათ-კვირას ჩატარდება, დანარჩენი გაკვეთილები კი _ ყოველდღე. ბავშვები ცენტრში შეისწავლიან ხალხურ სიმღერებს და ვოკალის გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ.
„ერთადერთი, რაშიც ფინანსები დაგვეხარჯა, საკანცელარიო ნივთებია, რადგან ბავშვებს ბუნებრივია მათი შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. მასწავლებლები ენთუზიამზე მუშაობენ, სამი თვის შემდეგ, ხელმეორედ გამოვაცხადებთ მოხალისე მასწავლებლების მიღებას, რადგან დიდი ხნით უხელფასოდ მუშაობა ალბათ რთული იქნება,“- ამბობს თიკო აბაშიძე.
საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ცენტრის არსებობით ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიც დაინტერესდებიან და სოციალურად დაუცველ სხვა ბავშვებსაც მიეცემათ უფასო გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობა.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა დაიწყეს. გამომძიებელმა გიორგი კურცხალიძემ ბრალდებულების ტელეფონი დაათვალიერა. „ვინ იყო თქვენი უშუალო უფროსი, როცა გამოძიება დაიწყეთ, ჩვენი დაკითხვა დღისით მიმდინარეობდა თუ ღამით?“- ბრალდებულის ეს ორი კითხვა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ მოწმეს განარიდა.
მოსამართლემ ასევე სიტყვიერი გაფრთხილება [შენიშვნა] მისცა პროკურორს განრიდების დროს მოწმეებისთვის მიმანიშნებელი პასუხებისთვის: „ელექტროშოკით რომ მცემეს, თქვენ მაგ დროს სად იყავით?“ – ჰკითხა ბრალდებულმა პოლიციელს, რომელმაც უპასუხა, რომ ცემის შესახებ არაფერი იცის.
ბრალდებულის თქმით, მის მიმართ ელექტროშოკი პოლიციის პირველ განყოფილებაში 2 აპრილს გამოიყენეს. სასამართლომ მოწმის სახით ასევე დაკითხა პოლიციელები: თამაზ შავაძე, ალექსანდრე ჭელიძე, ედუარდ აბუსელიძე და ანზორ წიქვაძე.
დაცვის მხარემ ბრალდებულების სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება პროკურატურას სთხოვა. „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ფაქტზე გამოძიება დაცვის მხარის განცხადების საფუძველზე დაიწყეს, თუმცა რა ეტაპზეა ძიება, ამ კითხვაზე პასუხი არც დაცვის მხარეს აქვს და ვერც „ბათუმელებმა“ გაარკვია – პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელი ნათია სუხიაშვილი, როგორც წესი, „ბათუმელების“ ზარებსა თუ კითხვებს არ პასუხობს.
ბრალდებულებს გოგონებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი გოგო არასრუწლოვანია.
პროკურორმა დავით კირჩხელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებული ქობულეთში ცხოვრობს და დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პროკურორმა ქმედება ძალადობრივად შეაფასა და აღკვეთის სახით გირაოს – სამი ათასი ლარის გამოყენება მოითხოვა.
„ფაქტი 2 ოქტომბერს მოხდა, მას შემდეგ ბრალდებული არ მიმალულა, დაიკითხა მოწმის სტატუსით, გირაოს შეფარდებას რომ მოითხოვთ, რა არის საფუძველი, მეტად დასაბუთებას მოვითხოვ“, – უთხრა მოსამართლემ პროკურორს.
ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთის სახით არც პატიმრობა შეუფარდა და არც გირაოს გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ხელწერილით მხოლოდ ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა მანამ, ვიდრე სასამართლო გამოძიება არ დასრულდება.
ლევან ვარშალომიძე არჩილ ხაბაძე | 2012 წლის 30 ოქტომბერი, აჭარის მთავრობის სახლი
არჩილ ხაბაძე და ლევან ვარშალომიძე | 2012 წლის 30 ოქტომბერი, აჭარის მთავრობის სახლი
არჩილ ხაბაძე და ლევან ვარშალომიძე | 2012 წლის 30 ოქტომბერი, აჭარის მთავრობის სახლი
„მე მათ დავახვედრე პროექტების სამი წყება, ექსპლუატაციაში გაშვებული პროექტები, დაწყებული პროექტები და დაგეგმილი, პროექტების ნუსხა“ – წერს აჭარის ყოფილი თავმჯდომარე და დასძენს, რომ ახალმა მთავრობამ ვერ შეძლო ამ „წყება“ პროექების განხორციელება, მათ შორის იხსენიებს: ბათუმის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას, ბათუმის სტადიონის მშენებლობას, ინდუსტრიული ზონის შექმნას ხელვაჩაურში, ტურისტულ პროექტ „როიალ კარიბიანის“ განხორციელებას, ბათუმი-კვარიათი-გონიო-სარფის გზის მშენებლობას, სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ მშენებლობას.
„დაგეგმილ პროექტებში ბუნებრივია იდეები არ იგულისხმებოდა, ეს იყო შეკვრა პროექტების, რომელზეც იყო ნამუშევარი, როგორც ტექნიკურ ნაწილზე, ასევე ბიუჯეტზეც და რამდენიმე მათგანის ინვესტორთან კი მოლაპარაკებები ნაწარმოები.
მაგიდაზე დავტოვე ერთადერთი ფურცელი, რომელზეც აჭარის 2013 წლის გაზრდილი ბიუჯეტი იყო. გაზრდილი ბიუჯეტი სრულად უზრუნველყოფდა ყველა დაწყებული პროექტის დასრულებას ვადებში, რაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მაგალითად ამ დროისთვის სრულად უნდა იყოს დამთავრებული ბათუმის მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე არხების) რეაბილიტაცია, სამუშაოები დაიწყო 2009 წელს და 2012 წლისთვის ქალაქის 50% რეაბილიტირებული იყო.
ასევე, ამ დროისთვის დასასრულს უნდა უახლოვდებოდეს ბათუმის სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაწყებულიც არ არის (სტადიონის პროექტიც და გამოყოფილი ტერიტორიაც მზად დახვდათ)“.
ლევან ვარშალომიძე ასახელებს იმ პროექტებსაც, რომელიც განხორციელდა აჭარის ამჟამინდელი მთავრობის დროს და მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პროექტების მშენებლობაც თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში დაიწყო:
„ბათუმის საბაგირო გზა, ქობულეთის შემოვლითი გზა, სასტუმრო „ლონდონი“, სასტუმრო „ჰილტონი“, სასტუმრო „კოლიზიუმი“, სასტუმრო „სემირამიდას ბაღები“, ბათუმის მრავალპროფილური საავადმყოფო – სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრი, სასტუმრო „ლეოგრანდი“, რესტორანი „მაგდონალდსი“, ეს არის იმ მსხვილი საინვესტიციო პროექტების არასრული ჩამონათვალი, რომელთა მშენებლობები პროცესში დავტოვეთ“.
კრიტიკის ტექსტის ბოლოს ლევან ვარშალომიძე განმარტავს:
„3 წლის წინანდელი ისტორიის მოგონება ადამიანური სენტიმენტი არ გეგონოთ, ამ ჩამონათვალის მიხედვით, მინდა გითხრათ, რომ ახალ ხელისუფლებას, არანაირ პროექტზე და სიახლეზე რომ არ ეფიქრა და მხოლოდ იმისთვის მიეხედათ რაც მე მათ, 2012 წლის 30 ოქტომბერს გადავეცი სამუშაო ოთახთან ერთად, დღეს აჭარას ექნებოდა ის, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ“.
სად გადამზადდებიან ქედის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში დასაქმებული საჯარო მოხელეები ამ დროისთვის უცნობია.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე ამბობს, რომ სასწავლებელს საჯარო სამსახურის ბიურო განსაზღვრავს. „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი თვითმართველობის საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობას დაევალა შეემუშავებინა წესი, რითაც საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეების სწავლების სისტემა შეექმნა, შესაბამისად ამ დადგენილების ფორმატში ქედის საკრებულომ დაამტკიცა სასწავლო გეგმა, რომელიც 2016 წელში უნდა განხორციელდეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან ექვსი, გამგეობიდან კი 10-მდე საჯარო მოხელე გადამზადდება, რაც შეეხება სასწავლებელს, ამას საჯარო სამსახურის ბიურო განსაზღვრავს“ – აცხადებს მუხრან სალაძე
საერთაშორისო გამოფენაში წარმოდგენილია ინოვაციები მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების მიმართულებებით.
გამოფენა 2 დღეს გაგრძელდება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სერტიფიკატებით.
მათ შორის ყველაზე ბევრი – 392 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 34 – ნიშანში დგომისთვის, 26 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 3 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 4 ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.
“ბათუმის საქალაქო სასამართლო გმობს სოციალურ ქსელში მოსამართლის მიმართ გაჟღერებულ მუქარისა და ზეწოლის შემცველ განცხადებებს. სასამართლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განცხადებებს მიიჩნევს პირდაპირ ზეწოლად მოსამართლეზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლის მცდელობად. სასამართლო პროცესები ღია და საჯარო იყო, ჩატარდა გასვლითი სასამართლო სხდომა (ადგილზე დათვალიერება). სასამართლოში საქმისწარმოება შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით ხორციელდება”.
გარდა ამისა, სასამართლო მიმართავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შესაბამისი ღონისძიებების გატარებისთვის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო სამოქალაქო დავა, რომლის საგანს სასმელი წყლით სარგებლობის ხელისშეშლის აღკვეთა, უფლების აღიარება წარმოადგენდა. მოსარჩელეები იყვნენ: ჯემალ, ფატი და არჩილ სურმანიძეები, მოპასუხეების: ომარ, ვალერი და ვეფხვია სურამანიძეების წინააღმდეგ.
ამ საქმეზე, ბოლო სასამართლო სხდომა 2015 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა, სადაც გამოცხადდა გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ცნობით, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები ძალაშია და არ არის ამოწურული სამართლებრივი მექანიზმები.
ბატონო ჯემალ, როდის გაიხსნება კურორტი და პირველ დამსვენებელს როდის მიიღებთ?
ჯემალ ბოლქვაძე
კურორტის ოფიციალური გახსნა დეკემბრისთვის არის დაგეგმილი, თუმცა გახსნის კონკრეტული თარიღი გარკვეულწილად ამინდზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, თუ როდის იქნება თოვლის საკმარისი რაოდენობა. კურორტი პირველი დამსვენებლის მიღებას გახსნისთანავე შეძლებს და 2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე სრული დატვირთვით იმუშავებს.
დასრულებულია თუ არა სამშენებლო და კეთილმოწყობითი სამუშაოები?
სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპისთვის სრულდება კეთილმოწყობითი სამუშაოები. მოეწყო ორი საბაგირო გზა, რომლის საერთო სიგრძე ოთხ კილომეტრს აღემატება და რვა კილომეტრამდე სიგრძის სათხილამურო ტრასა. საბაგირო გზის პირველი სადგური ზღვის დონიდან 1700, ხოლო ბოლო სადგური 2350 მეტრზე მდებარეობს.
დასვენებისა და კვების რა ობიექტები მოეწყო კურორტზე?
72 პერსონაზე გათვლილი სასტუმრო ტიპის ექვსი კოტეჯი აშენდა. თითოეული კოტეჯის მეორე სართულზე განლაგებულია ოთხი ინდივიდუალური ნომერი, ხოლო, პირველ სართულზე ფოიე, სამზარეულო და დამხმარე სათავსო ოთახებია განთავსებული. ნებისმიერ დამსვენებელს შეეძლება კოტეჯის სამზარეულოთი სარგებლობა. გარდა კოტეჯებისა, აშენდა 36 პერსონაზე გათვლილი სასტუმროს ტიპის სახლი, რომლის მეორე სართულზე მოწყობილია ნომრები, ხოლო პირველ სართულზე – სამზარეულო, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი, საოფისე ოთახები და დამხმარე სათავსოები. მთელი სეზონის განმავლობაში იფუნქციონირებს შენობაში განთავსებული სასადილო, რომლით სარგებლობა შეეძლება კურორტის ნებისმიერ ვიზიტორს. გარდა ამისა, უშუალოდ გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს 26 პერსონაზე გათვლილი სასტუმრო სრული მომსახურებით.
კურორტი ერთი დღის განმავლობაში ერთდროულად რამდენი დამსვენებლის მიღებას შეძლებს?
არსებული სასტუმრო ტიპის ინფრასტრუქტურით, კურორტს შესაძლებლობა ექნება ერთდროულად, ღამისთევით მოემსახუროს 134 დამსვენებელს, თუმცა, საერთო ჯამში, კურორტზე არსებული სათხილამურო ინფრასტრუქტურის გამტარიანობა საათში დაახლოებით 4 000 კაცზეა გათვლილი.
რამდენად ხელმისაწვდომი ტარიფი იქნება დამსვენებლებისთვის და გექნებათ თუ არა შეღავათები ბავშვებზე?
საკურორტო მომსახურების ზუსტი ტარიფები ჯერ დადგენილი არ არის. ტარიფების განსაზღვრაზე ინტენსიურად ვმუშაობთ. ვინაიდან ამ ადგილისთვის ზამთრის საკურორტო მომსახურების ბაზარი წარმოადგენს სიახლეს, ჩვენ მიერ განსაზღვრული იქნება მომსახურების დროებითი ღირებულება. 2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე რეგულარულად გამოვკითხავთ კურორტის ვიზიტორებს, როგორც დადგენილი დროებითი ფასების, ასევე საკურორტო მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ირგვლივ და გამოკითხვების შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ შემდეგში შესაბამის გადაწყვეტილებას.
ამ ეტაპისთვის განსაზღვრული გვაქვს, რომ ფასები დიფერენცირებული იქნება სასტუმრო მომსახურების ობიექტების მიხედვით, ანუ განსხვავებული იქნება სასტუმროს ტიპის კოტეჯებში არსებული ნომრების, სასტუმრო ტიპის სახლში არსებული ნომრებისა და გოდერძის უღელტეხილზე მდებარე სასტუმროს ნომრების სარგებლობის ღირებულება. საორიენტაციო ფასები დადგინდება კონკრეტული სასტუმრო ნომრით სარგებლობისათვის, რომელშიც არ იქნება შეყვანილი კვების ღირებულება. საორიენტაციოდ, ერთი პერსონისთვის ღამისთევით დასვენების მაქსიმალური ღირებულება 50 ლარს არ გადააჭარბებს.
რას ფიქრობთ, როგორ გაუწევთ კონკურენციას სხვა სამთო კურორტებს?
როგორც აღვნიშნე, 2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე კურორტი იფუნქციონირებს სრული დატვირთვით ყოველდღიურ რეჟიმში. ვფიქრობ, ის საქართველოში არსებულ სხვა ზამთრის კურორტებთან მიმართებაში საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.
რამდენად დაცული იქნება დამსვენებლის უსაფრთხოება კურორტზე, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა?
რაც შეეხება სათხილამურო ტრასების უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე შესყიდულია ყველა საჭირო ინვენტარი _ სათხილამურო ტრასის დამცავი სხვადასხვა ტიპის ბადე, ნიშნები, უსაფრთხოების ლეიბები და სხვა. ძირითადად, მსგავსი სისტემები დამონტაჟდება თოვლის მოსვლის შემდეგ. ამასთან, კურორტზე მობილიზებული იქნება სამაშველო სამსახური და სამედიცინო პუნქტი.
კურორტთან დაკავშირებით სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
კურორტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, კერძო ინვესტიციების მოზიდვის გზით, საკურორტო ტერიტორიაზე სასტუმრო, დასვენებისა და მომსახურების ობიექტების მშენებლობაზე. სახელმწიფოს მხრიდან კურორტის შემდგომი განაშენიანების უზრუნველყოფის მიზნით დაფინანსდება შიდა საკურორტო გზების, ახალი საბაგირო გზებისა და სათხილამურო ტრასების მშენებლობის სამუშაოები.
დღეისათვის ჩატარებული სამუშაოები – საბაგირო გზებისა და სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ცენტრალური ენერგომომარაგება, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები, სასტუმრო და დამხმარე ინფრასტრუქტურა, სპეციალური ტექნიკის, აღჭურვილობებისა და ინვენტარის შეძენა, – 100 პროცენტით დაფინანსებულია სახელმწიფო ინვესტიციით.
მთლიანობაში რა თანხა დაიხარჯა?
საბაგირო გზების მოსაწყობად 10 მილიონ 930 000 ევრო, ხოლო სხვა საკურორტო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და საჭირო სპეციალური ტექნიკისა და ინვენტარის შესაძენად 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ექიმის განმარტებით, ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა ცხვირის ლორწოვანას სიმშრალით ან ცხვირის ძგიდეზე სისხლძარღვების ანატომიური განლაგებით იყოს გამოწვეული, ასევე, სისხლმდენი პოლიპის ან ტრავმის გამო. შესაძლოა ეპიტაქსისი განვითარდეს მაღალი ემოციური ფონის დროსაც, ამ დროს ხდება სისხლძარღვების გადავსება, რის გამოც წყდება კაპილარი და ცხვირიდან მოდის სისხლი.
ხშირად ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი მაღალი არტერიული წნევაა. მაღალი წნევა აძლიერებს სისხლის ჭავლს სუსტი კაპილარების კედლებზე და ხეთქავს მათ. გარდა ამისა, არსებობს ვირუსული წარმოშობის სისხლდენები, რომლებიც უმეტესად ბავშვებშია გავრცელებული. ექიმის განმარტებით, ამ დროს შესაძლოა სისხლდენა ყურიდანაც კი განვითარდეს: “პატარებში ხშირია ვირუსული სისხლდენა, უფრო ბაქტერიული რინიტები. გარდა ამისა ცხვირიდან სისხლდენას ბავშვებში ხშირად იწვევს ის, რომ ისინი აწვალებენ ცხვირს. შუა ხნის ადამიანებს კი სისხლდენა უფრო დაავადებების გამო უვითარდებათ. ასაკოვანი ადამიანების ცხვირიდან პერიოდული სისხლდენის მიზეზი კი არის წნევა, მაღალი ემოციური ფონი, ორგანოების დაავადებები და გამომშრალი ცხვირის ლორწოვანა”, – განმარტავს ექიმი.
ეპიტაქსისი ორი სახისაა, იგი შესაძლოა განვითარდეს ცხვირის წინა ნაწილში, ასევე ცხვირის შუა და უკანა ნაწილში. “სისხლდენა, რომელიც ცხვირის წინა ნაწილში ვითარდება, არ არის საშიში, მაგრამ როცა იგი უფრო ღრმაა და ვითარდება ცხვირის შუა ან უკანა ნაწილში, სადაც სხვა ვენები გადის, საჭირო ხდება სპეციალისტის დროული ჩარევა, რათა ადამიანი სისხლისგან არ დაიცალოს და არ დაიღუპოს”, – ამბობს ნინო კვერნაძე. ასეთი სისხლდენა ძირითადად მაღალი არტერიული წნევის დროს ან რომელიმე დაავადების დროს ვითარდება.
ცხვირიდან სისხლდენა წელიწადში ერთხელ არ მიიჩნევა საგანგაშოდ, მაგრამ როცა ადამიანს ასეთი შემთხვევების გამო დისკომფორტი ექმნება, დროა ექიმს მიმართოს. ნინო კვერნაძე ამბობს, რომ ცხვირიდან სისხლდენა, გარკვეული პერიოდულობით, დღეში რამდენჯერმეც კი შეიძლება განუვითარდეს პაციენტს. “ყველა შემთხვევა საყურადღებოა. უყურადღებოდ დატოვებულმა ერთჯერადმა სისხლდენამ შეიძლება უფრო სერიოზული დაავადების დიაგნოსტიკა გამოგიტოვოს”, – ამბობს ის.
ექიმის განმარტებით, ცხვირიდან სისხლდენა, როგორც წესი, რამდენიმე წუთში ჩერდება, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება და იგი შესაძლოა ნახევარ საათზე მეტ ხანსაც გაგრძელდეს.
ცხვირიდან სისხლდენის დროს არ არის რეკომენდებული თავის უკან გადაწევა და მით უმეტეს დაწოლა, ამ დროს შესაძლოა პაციენტმა სისხლი გადაყლაპოს, რის შედეგადაც კუჭი ივსება სისხლით და იწყება ღებინება. “გარდა არასასიამოვნო გემოსა და შეგრძნებისა, შეიძლება ეს მასა ისევ ცხვირში წავიდეს და უფრო გართულდეს მდგომარეობა”, – ამბობს ექიმი.
იმისთვის, რომ წინა ცხვირიდან სისხლდენა დროულად შეჩერდეს, ექიმის რეკომენდაციით, ადამიანი უნდა იჯდეს და ცხვირის ნესტოებზე დაიდოს ცივი საფენები, ცხვირის ნესტოში, წინა შესასვლელში კი მოითავსოს წყალბადის ზეჟანგში (ე.წ. “პერეკისი”) დასველებული ბამბის ტამპონი. “წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი) სასურველია იყოს ცივი (როცა პაციენტი ინფორმირებულია პერიოდულად სისხლდენაზე მას მაცივარშიც კი უდევს ეს ხსნარი). მას შემდეგ, რაც ე.წ. პერეკისში დასველებულ ტამპონს მოათავსებთ ცხვირის ნესტოში, ცხვირის ფრთაზე დაიდეთ ხელსახოცში გახვეული ყინულის ნატეხი და მიიჭირეთ ხელი რამდენიმე წუთის განმავლობაში”, – ამბობს ექიმი.
იმ შემთხვევაში თუ ეს ცხვირის პირველადი და წინა ნაწილის სიხლდენაა, მაშინ კაპილარი რამდენიმე წუთში დაითრომბება და სისხლდენა გაჩერდება, მაგრამ თუ სისხლდენა ცხვირის უკანა ნაწილში ხდება, მისი შეჩერება მხოლოდ სპეციალური ტამპონის საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც შიგნიდან, ანუ უკანა ხახიდან თავსდება, ეს კი მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა.