ბსუ „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსი გამოაცხადა.

ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის დღესთან დაკავშირებით ეწყობა, რომელიც 17 ივნისს აღინიშნება საქართველოში.

მონაწილეობის მსურველებმა 15 ივნისამდე, საკუთარი ხელით შესრულებული და გემოვნებით გაფორმებული ერთი სტროფის [„ვეფხისტყაოსნიდან“] ხელნაწერი, A4 ფორმატის ქაღალდზე, უნდა წარმოადგინონ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში [ოთახი №40].

შერჩეული ნამუშევრების კონკურსი-გამოფენა ჩატარდება 17 ივნისს, 13 საათზე, ბსუ-ს საგამოფენო სივრცეში.

გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ „ვეფხისტყაოსანი“ და ფაბლაბში დამზადებული ხის მედალიონები შოთა რუსთაველის გამოსახულებით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის ელჩს შეხვდა

დღეს, 9 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე იტალიის ელჩს საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას იტალიის ელჩთან ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე. მხარეებმა ყურადღება ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და განათლებისა და კულტურის საკითხებზე გაამახვილეს.

„ელჩმა მზაობა გამოთქვა ერთობლივი ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის, ასევე აჭარის ბიზნესფორუმის იტალიაში, კერძოდ კი ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ ბარში დაგეგმვის საკითხში. იტალიის ელჩმა ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონში ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და იმედი გამოთქვა, რომ იტალიელი ინვესტორებისა და ტურისტების რიცხვი სამომავლოდ გაიზრდება“, – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეოთხე მცდელობა უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად

აჭარის მთავრობამ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის ასარჩევად მეოთხე კონკურსი გამოაცხადა. მანამდე ორჯერ დავით კვაჭაძის და შემდეგ დავით ქარცივაძის კანდიდატურა დაიწუნეს უმაღლეს საბჭოში. დეპუტატები პირველივე კონკურსზე აცხადებდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებულ პირს არ აირჩევდნენ, თუმცა მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს სამივე კონკურსის შემდეგ მაინც სახელისუფლებო გუნდთან ასოცირებული პირი წარუდგინა.

სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ აჭარის მთავრობამ, ამჯერად უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში კონკურსი უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და კომისიის ერთი წევრის შესარჩევად ისევ გამოაცხადა.

მთავრობის ინფორმაციით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

19 წლის თინიკო – ოთხსულიანი ოჯახისა და ავადმყოფი დის მარჩენალი

19 წლის თინიკო მახარაძეების ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ის ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე სამსახურშია, ხელფასი კი ყოველთვიურად 350 ლარი აქვს. სკოლის გამოსაშვებ საღამოს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, რადგან მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში სიარული შეწყვიტა. სწავლა ოჯახური პირობების გამო ვერ გააგრძელა – დედას უნდა დახმარებოდა უფროსი დის, ნათიას მოვლაში, რომელსაც დაბადებისთანავე ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს.

„სწავლა მინდოდა, ვის არ უნდა?! მაგრამ დედაჩემი რომ საბუთებზე და ნათიას საქმეებზე დადიოდა, ჩემს დას ვინმე უნდა ჰყოლოდა. შემდეგ მინდოდა სტილისტობა მესწავლა, მაგრამ მუშაობა ვარჩიე, ოჯახს რომ დავხმარებოდი“, _ ყვება თინიკო.

მახარაძეების ოჯახი 2007 წლამდე ჩაქვში ცხოვრობდა. მათი სახლი დიდთოვლობამ ადგილს მოსწყვიტა და საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. მაშინ ოჯახმა 10 000 ლარის კონპენსაცია მიიღო, თუმცა, როგორც გოგონების დედა, ნარგიზ მახარაძე ამბობს, ამ თანხით ვერაფრის შეძენა ვერ მოახერხეს – ვალებში, საყოფაცხოვრებო ნივთებში, სხვადასხვა სამკურნალო პროცედურებსა და გადაბარგებაში დაეხარჯათ. ამჟამად ოჯახი ბათუმში, მარუხის 23 ნომერში, ნაქირავებ ორ ოთახში ცხოვრობს. სველი წერტილები ეზოში, დაახლოებით 30-40 მეტრის მოშორებითაა. 20 წლის ნათიას სველ წერტილებამდე მიყვანა ყოველ ჯერზე დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.

„ოთახში ვედრო მაქვს დადგმული ბავშვისთვის… ზოგჯერაც ერთი წვალებით გაგვყავს სააბაზანომდე. მას არ ესმის, რომ ეს მისთვისაა. ყვირის, ამტვრევს ყველაფერს. ცხელი წყალიც ხან არის, ხან ცივდება და ბავშვი ყვირის და ტირის. მინდა, ერთი ოთახი მქონდეს, სადაც სველი წერტილებიც ახლოს იქნება, რომ ჩემს შვილს ადამიანურად მოვუარო, მასზე ყველამ ხელი აიღო… ერთმა სოციალურმა აგენტმა უხეშად მითხრა, რას დაგიჟენია სახლში, ვინმეს ვერ მიეციო? ან სადმე პანსიონატშიო? ერთხელ მყავდა ათი დღით გაგზავნილი და ნაცემ-დალურჯებული ჩამომივიდა. უკან რა გამაშვებინებდა? შემდეგ კერძო პანსიონში მივიყვანეთ, იქ რომ ვერ მოუარეს, დირექტორი მეხვეწა და ბოდიშები მიხადა, წაიყვანეო… მათი მანქანით წამოგვიყვანეს. რა ვქნა, ჩემი შვილია“, – ყვება ნათიას დედა.

როგორც ნარგიზი ამბობს, მის მეუღლეს, 54 წლის დავით მახარაძეს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს: „კენჭის გავლა ჰქონდა. მივიყვანეთ საავადმყოფოში, 500 ლარზე მეტის დამატება ჩვენ მოგვიწია. დაუშალეს რაც შესაძლებელი იყო. ახლა, როგორც ამბობენ, მდგომარეობა ოპერაციის გარეშე ვერ მოგვარდება. იმის მერე ვეღარც მივდივარ ექიმთან, ერთი ლარის დამატებაც რომ მომთხოვონ, არ მაქვს და როგორ წავიდე? სამი თვის ბინის ქირა მაქვს გადასახდელი“.

მახარაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში იყო და ფულად დახმარებას იღებდა. შემწეობა ოჯახს სამი თვის წინ შეუჩერეს, როცა თინიკომ მუშაობა დაიწყო. ნარგიზი იხსენებს, რომ ამის შესახებ სააგენტოსაც აცნობა, სადაც დაჰპირდნენ, რომ ეს პრობლემას არ შექმნიდა, მაგრამ ერთ თვეში დახმარება მოუხსნეს. შემდეგ თავიდან შეისწავლეს ოჯახის მდგომარეობა, რასაც სამი თვე დასჭირდა.

„სამი თვეა ბინის ქირას ვერ ვიხდი, კიდევ კარგი, მეპატრონე გაგებით ეკიდება, თორემ, რომ გამიშვას, არ ვიცი რა უნდა ვქნათ. ნათიას გამო ბინის მოქირავებაზე ყველა უარზეა“, – ამბობს ნარგიზ მახარაძე. ახალი შეფასების მიხედვით, ოჯახს კვლავ ეკუთვნის ფულადი დახმარება, ოჯახის სარეიტინგო ქულების რაოდენობა 44 000-ზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულადი დახმარების გარდა სხვა, რიგი პროგრამებით ვერ ისარგებლებენ.
„ამ ზამთარში 55 000 ქულა გვქონდა და შეშას არ გვაძლევდნენ, მერე ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა პატარა მანქანით შეშა გამომიგზავნა. მერე კარდონებს ვწვავდით და გავედით ასე წვალებით… წელს შეშას აღარ მომცემენ, ნათიას კი ოდნავ სიცივეც საშინლად აწუხებს“, – ამბობს ნარგიზი. მისივე თქმით, ოჯახი სარგებლობს მუნიციპალური სასადილოს და „შინ მოვლის“ პროგრამით, რომლის ფარგლებშიც ექიმი კვირაში ორ-სამჯერ ნახულობს ნათიას.

ოჯახმა არაერთ პროგრამაში ჩართვა ითხოვა, მაგრამ საცხოვრებელი ფართობით მათი დაკმაყოფილება დღემდე ვერ მოხერხდა. ოჯახის სოციალური დახმარება 200 ლარია, ნათიას პენსია კი – 160 ლარი. ბინასა და კომუნალურებში ყოველთვიურად 260 ლარი იხარჯება. გარდა ამისა, როგორც ნარგიზი ყვება, ნათიასთვის შინ მოვლის პროგრამით გამოყოფილი საფენები და მედიკამენტები საკმარისი არ არის და ამ ყველაფრის შევსებაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. ნარგიზი ამბობს, რომ თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ რეცეპტები არაერთხელ დაუხევია, რადგან მათი შეძენა არ შეეძლო.

თინიკოს ყველაზე მეტად მიუღწეველი მიზნები და ნათიას მძიმე მდგომარეობა აწუხებს. ეს ის საკითხებია, რაზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს.

„თინიკოს თავისი ხელფასიდან ჯერ არაფერი უყიდია მისთვის, მისი ხელფასის გარეშე რა გვეშველებოდა, არ ვიცი. ვერ ვასწავლე, კლასელებმა რომ მოაკითხეს და წაიყვანეს, მინდოდა მიწა გამსკდომოდა… შეშუპებული ფეხებით მოდის 19 წლის გოგო და სახლშიც გვეხმარება. ნათიას გამუდმებით ყურადღება სჭირდება, გარესამყაროს სრულიად მოწყვეტილია, გუშინ მამამისს სკამი ესროლა თავში. შეიძლება ადგეს და წავიდეს, სად მიდის, არ იცის…“, – ამბობს ნარგიზი.

თინიკო ამბობს, რომ მუშაობის არ ეშინია. იცის, რომ ამ სამსახურითა და ხელფასით ვერ შეძლებს პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარებაც არ ყოფნის მის ოჯახს, ამიტომაც ასრულებს მძიმე სამუშაოს. ისიც, დედის მსგავსად, ერთ ოთახზე ოცნებობს, სადაც სველი წერტილები იქნება და ნათიას დამამცირებელ მდგომარეობაში აღარ მოუწევს ყოფნა – ეს მათთვის ყოველდღიური განსაცდელია, რომელსაც 40-მეტრიანი მანძილი საპირფარეშომდე და პირიქით კიდევ უფრო ამძიმებს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ

„დავმკვიდრდი აქ და ვიქნები ბოლომდე, სტრასბურგამდე ჩავალთ, ვერ შეგვეხებიან,“ – ამბობს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი ინდიკო აბაშიძე. ის უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას ნებაყოფლობით არ ტოვებს, სადაც პროფესორს 77 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა აქვს მოწყობილი. ბსუ-ს ყოფილ საერთო საცხოვრებელში, მელიქიშვილის ქუჩაზე ინდიკო აბაშიძის გარდა კიდევ 5 მოქმედი და ყოფილი პროფესორის ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე მათგანს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სხვა ბინაც აქვს. უნივერსიტეტი პროფესორებს სასამართლოში უჩივის.

პროფესორი ინდიკო აბაშიძე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში 1989 წელს შესულა. მოსკოვიდან ჩამოსული ხარისხდაცული ახალგაზრდისთვის საერთო საცხოვრებლის დროებით სარგებლობის უფლება მაშინდელ რექტორს, დურსუნ ბალაძეს მიუცია. „მართალია, ეს არაა საკუთრების წარმომშობი დოკუმენტი, მაგრამ რისთვის მახდევინებდნენ მაშინ ამდენი წელი შუქის, წყლისა და გაზის გადასახადს?

ჩვენ მართლზომიერი მფლობელები ვართ, არ ვეხებით უნივერსიტეტს. შენობის ეს ნაწილი უნივერსიტეტს არც არასდროს გამოუყენებია, როგორც ადმინისტრაციას, ასევე სტუდენტთა საცხოვრებლად. ჩვენ გვაქვს ცალკე შესასვლელი და ეს პროფესორებისთვის გამოყოფილი ბლოკია,“ – ამბობს ინდიკო აბაშიძე.

„იმ დროს პედაგოგიური ინსტიტუტი გვერქვა ჩვენ,“ – გვიყვება უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, თემურ გოგმაჩაძე. ისიც უნივერსიტეტის სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა ყოფილ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და ფლობს 75 კვადრატულ მეტრს უკვე 50 წელია: „რექტორი კარლო დოლიძე იყო, სტუდენტი ვიყავი, როცა აქ შემომიყვანა, ტელეფონიც დამიდგა, თავისი ხელით გასაღებიც ჩამაბარა და წავიდა. მერე პარტიული მდივანი გავხდი და მომცეს ბინაში დარჩენის უფლება ისევ რექტორის ბრძანებით. ცოლი მოვიყვანე, შვილებიც აქ შემეძინა და შვილიშვილებიც. ამ ბინამ და დავამ დამიზიანა ნერვული სისტემა, დედა ამ ბინიდან გავასვენე, მეუღლეც“.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება სახელმწიფოს ეკუთვნის და ის უზუფრუქტის წესით, 2005 წელს გადასცეს უნივერსიტეტს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, მათ შორის სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების საერთო საცხოვრებელი.

2007 წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი მწვანე კონცხზე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ყოფილ შენობაში გადავიდა. „უზუფრუქტი თითიდან გამოწოვილი მიზეზია. უზუფრუქტით გადასცეს ქონება, თორემ მე, პროფესორი როგორ გადამცეს?“ – კითხულობს ინდიკო აბაშიძე. ჩვენს თხოვნაზე, მიეთითებინა კონკრეტული სამართლებრივი აქტი, რაც მსგავს სიტუაციაში სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს, პროფესორმა `საქართველოს კონსტიტუცია“ დაგვისახელა: „კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ ნაწილში წერია, რომ თუკი ხარ ქონების კეთილსინდისიერი და მართლზომიერი მფლობელი 13 წლის განმავლობაში, ხდები კანონიერი მესაკუთრე. როგორ თუ არ არის ასე? იურისტებს წამოცდათ ეს ჩვენთან. მოსამართლესაც ვუთხარით.“

კონსტიტუციის მე-13 მუხლში წერია: „საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა“.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა სოციალური ფონი ქვეყანაში მძიმე იყო და სტუდენტთა დიდი ნაწილისთვის საერთო საცხოვრებლით სარგებლობა ერთგვარი კომფორტიც იყო, პროფესორებმა – ინდიკო აბაშიძემ და თემურ გოგმაჩაძემ ახალი საცხოვრებელი ბინების აშენებაც კი მოახერხეს რუსთაველის ქუჩაზე, #61-ში. უნივერსიტეტის შენობაში მცხოვრები პროფესორები საკუთარი ფულით შეძენილ ბინებში არ გადასულან და ბულვართან, მელიქიშვილის ქუჩაზე დარჩნენ. ახალი ბინები შვილებს აჩუქეს მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მათ ბინების დაცლისკენ მოუწოდა.

„რატომ გაინტერესებთ, რას ეძებთ ახლა? არაფერს ვმალავ, მე ავაშენე ეს ბინა და შვილს ვაჩუქე. ჩემი შვილისაა, ჩემი ხომ არაა? ჩემი ბინა ესაა, მელიქიშვილის ქუჩაზე, სადაც ახლა ვცხოვრობ,“ – გვითხრა ინდიკო აბაშიძემ ბსუ-ს საერთო საცხოვრებელზე.

შვილს აჩუქა ბინა პროფესორმა თემურ გოგმაჩაძემაც. არგუმენტი მასაც იგივე აქვს.

მაგალითად, განათლების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ დარეჯან გელაძეს კი, სხვა ბინაში გადასვლის შემდეგ, უნივერსიტეტში მოწყობილი საცხოვრებელი თავისი დისთვის დაუთმია, რომელიც უნივერსიტეტში საერთოდ არ მუშაობს. „სტუდენტი ვიყავი და გადმომცეს ბინა საერთო საცხოვრებელში, მერე ლექტორად დავიწყე მუშაობა და დავრჩი. კი, ახლა ნამდვილად ჩემი და ცხოვრობს იქ. არ მცალია ახლა მეტი მე,“ – ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა ეს პროფესორი.

უნივერსიტეტი საცხოვრებელი ფართობის დაცლას სთხოვს დავით ბერიძესაც. ის ყოფილი პროფესორია. მისი შვილიც, ჯუმბერ ბერიძე, ვისაც „ბათუმელები“ გაესაუბრა, პროფესორების აზრზეა: „ჩვენ მივიღეთ ეს ბინა, როგორც მრავალშვილიანმა ოჯახმა, მეწყერში მოვყევით და მამაჩემი უნივერსიტეტში მუშაობდა 1964 წლიდან. 1989 წლიდან აქ ვცხოვრობთ. უნივერსიტეტი არ გვაძლევდა საბუთს, თორემ აქამდე რეესტრში დავირეგისტრირებდით“.

ამავე შენობაში ცხოვრობენ სხვადასხვა რექტორის ბრძანებით შესული პროფესორი გელა მამულაძე და უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი თეიმურაზ ჭყონია. „ბათუმელებმა“ მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

პროფესორების წინააღმდეგ დავა 2007 წლიდან გააქტიურდა. მანამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ქონების დაცვა არ უცდია. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ – საქმეს ამ სახელწოდებით ბათუმის საქალაქო სასამართლო უკვე ორი წელია განიხილავს. უნივერსიტეტმა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს განუმარტა, რომ ეს საცხოვრებელი ბინები სჭირდება ახალი ლაბორატორიებისა და კაბინეტების მოსაწყობად, ასევე მოწვეული ლექტორების დროებით განსათავსებლად.

„ჩვენ წარვადგინეთ რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ეს ფართობები უნივერსიტეტს გადმოსცა სარგებლობაში სახელმწიფომ. პროფესორებს აქვთ მხოლოდ სხვადასხვა რექტორის ბრძანებები, რომელიც ნებისმიერი სტუდენტის შემთხვევაში გაიცემა, როცა ის საერთო საცხოვრებელს იკავებს,“ _ გვითხრა უნივერსიტეტის იურისტმა, გიორგი დიასამიძემ. მისივე თქმით, უნივერსიტეტმა ამ პროფესორებს შესთავაზა, ასევე დროებითი სარგებლობის უფლებით, დაეკავებინათ მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შენობა, სადაც ამჟამად მოქმედებს საერთო საცხოვრებელი. უნივერსიტეტმა ამ შეთავაზებაზე საკუთარი პროფესორებისგან უარი მიიღო.

„ორწლიანი პერიოდი, რა თქმა უნდა, არ არის გონივრული ვადა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დასჭირვებოდა,“ _ ამბობს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის ეჭვობს, რომ უნივერსიტეტიც თავს არიდებს ამ დავის გადაწყვეტას, რადგან სასარჩელო მოთხოვნა დაყენებულია უშუალოდ პროფესორების წინააღმდეგ: „სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნივერსიტეტი ვერ მიიღებს სასურველ შედეგს. უნივერსიტეტის მიზანია გამოთავისუფლდეს ეს ფართობები, რაც ვერ მოხდება, რადგან ედავებიან კონკრეტულად პროფესორებს და არა მათი ოჯახის წევრებს. მათ ვერ გამოასახლებენ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.“

„ჩვენ გვინდა შევქმნათ პრეცედენტი. თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, ისევ მივმართავთ სასამართლოს და მერე უკვე იოლი იქნება საქმის სისრულეში მოყვანა,“ – ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტი, გიორგი დიასამიძე. მისი თქმით, პროფესორების ოჯახის წევრებს ვერ უჩივლეს იმიტომ, რომ მათი პირადი მონაცემების მოპოვება ვერ შეძლეს.

„ჩვენ მერაბიშვილის სამინისტრომაც ვერ დაგვამარცხა, არ გვეშინია. პოლიციაც იძიებდა ამ საქმეს და ვერაფერი გაარკვიეს,“ – გვითხრა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ, როცა `ბათუმელებთან~ გასაუბრების შემდეგ ტელეფონზე გადმოგვირეკა და გვითხრა, რომ მისი კომენტარის გამოყენების უფლება აღარ გვქონდა: „თქვენი კითხვები გავაანალიზე და მივხვდი, რომ უნივერსიტეტის პოზიციას ემთხვეოდა. თუ რამეს დაწერთ, მომჩივანი მხარის პოზიცია არ დაწეროთ, ესენი ისედაც გვავიწროვებენ“.

უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებელი
უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებელი

პეტრე ზამბახიძე: უმაღლესი საბჭო არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს თავს არიდებს

„უმაღლესი საბჭო არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს თავს არიდებს“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი განმარტებით, ბიუროს სხდომაზე უკვე უნდა დასმულიყო ეს საკითხი იმისთვის, რომ მორიგი სხდომისთვის პროცედურების გავლა მოესწროს. პეტრე ზამბახიძემ და კიდევ 6-მა დეპუტატმა არჩილ ხაბაძის გადაყენების მოთხოვნა უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად 23 მაისს დაარეგისტრირა.

„უნდა გაიმართოს სხდომა, რომ ვთქვათ ჩვენი არგუმენტები, რის გამო მოვითხოვთ არჩილ ხაბაძის გადაყენებას. ვინც ამას მხარს არ უჭერს, მათი არგუმენტების მოსმენაც საინტერესოა. ამ მოწვევის საბჭოს ბოლო სხდომა 16 ივნისს არის ჩანიშნული, მაგრამ თუ ბიუროზე არ გავიდა ეს საკითხი, არ შემოწდა ხელმოწერების ნამდვილობა, სხდომაზე იმპიჩმენტის საკითხი ვერ გავა. რიგგარეშე სხდომას კი თავისი წესების აქვს“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

„ეს მოთხოვნა არის სისულელე“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ალეკო ჩიტიშვილი: “ჩვენ არ ვარღვევთ რეგლამენტს. მართალია, ბიუროზე აქამდე ეს საკითხი არ გასულა, მაგრამ გპირდებით, 16 ივნისის სხდომაზე არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის საკითხის გატანა მოესწრება”

ბსუ-ს სტუნდეტები სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში გაივლიან

გერმანიის სასტუმროებში სასწავლო პრაქტიკას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან. ტურიზმის ფაკულტეტის 78 სტუდენტი ორ ეტაპად გაემგზავრება გერმანიაში. 10 ივნისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ისინი გაეცნობიან სასტუმროს სტრუქტურულ ერთეულებს და ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში. პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

„სტუდენტები შევარჩიეთ აკადემიური მოსწრების მიხედვით. გარდა ამისა, მათ ჩაუტარდათ ტესტირება ინგლისურ ენაში“ – უთხრა „ბათუმელებს“ როსტომ ბერიძემ, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა. მისი ინფორმაციით, 21 სტუდენტისთვის დაფინანსება ბათუმის მერიამ გამოყო – დაახლოებით 37 800 ლარი, ხოლო დანარჩენი სტუდენტებისთვის 22 500 ლარის გამოყოფას აჭარის სპორტის და ახალგაზრდობის დეპარტამენტი აპირებს: „დეპარტამენტი, დიდი ალბათობით, დააფინანსებს სტუდენტებს. თუ უარს მივიღებთ, სხვა წყაროებს მოვძებნით. თანადაფინანსების ნაწილში მონაწილეობენ სასტუმროებიც, სადაც სტუდენტები იცხოვრებენ. თავად ბათუმის უნივერსიტეტი კი, დაახლოებით 5 ათასს ლარს დახარჯავს. ეს მოიცავს ძირითადად ტრანსპორტირების ხარჯებს ქალაქიდან აეროპორტამდე და პირიქით, ასევე მივლინების ხარჯებს“.

“სლავა 2015” ტროტუარის აღდგენას აღარ აპირებს

“ტროტუარის აღდგენას არ ვაპირებთ, ჩვენთვის ეს სასამართლოს არ დაუვალებია“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანიის „სლავა 2015“-ის იურისტი, გურამ ღოღობერიძე. მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გვაჩვენა, სადაც წერია, რომ კომპანია უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით უნდა დაჯარიმდეს. იურისტის განმარტებით, მათთან მერიას არ უდავია მიყენებული ზიანის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის კუთხით. საუბარია ვაჟა-ფშაველას 13-ზე, სადაც ამ კომპანიამ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი უკანონოდ დაანგრია გასული წლის ნოემბერში.

„მერიას შეეძლო თავიდანვე დაეყენებია ეს მოთხოვნა და სასამართლო იმსჯელებდა ამ კუთხით. ამჯერად, თუკი კომპანია უარს აცხადებს ტროტუარის აღდგენაზე, მერიამ ხელახლა უნდა მიმართოს სასამართლოს”- განმარტავს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

„სამართალდამრღვევად ცნობა გულისხმობს იმას, რომ მან დააზიანა გზის საფარი და უნდა აღადგინოს. მე ვიცი, რომ კომპანია თანახმაა ზიანი აანაზღაუროს. უბრალოდ, ამისთვის ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უნდა მისცეს, რომ კომპანიას ამ მშენებლობაზე შესვლის უფლება მიეცეს. ვერ გეტყვით, რატომ არ დადგა თავიდანვე მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების კუთხით. ეს იურისტებმა უდნა თქვან” – გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ.

აჭარის კულტურული მემკვდირეობის დაცვის სააგენტომ გასულ კვირას დაუდასტურა „ბათუმელებს“, რომ “სლავა 2015”-მა ტროტუარის აღდგენის პროექტით უკვე მიმართა. სააგენტოს დირექტორი, მირანდა ჩარკვიანი დღესაც ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კომპანია არ ამბობს უარს ტროტუარის აღდგენაზე, მაგრამ ის “სლავა 2015”-ს ვაჟა-ფშაველას 13-ში ბეტონის შეტანის უფლებას არ მისცემს: „ვიცი, რომ კომპანია თანახმაა აღადგინოს ტროტუარი, მაგრამ უნდა გააკეთოს ისე, რომ ბეტონი არ შეიტანოს ამ ობიექტზე და კედლის აშენება არ დასჭირდეს. იქ კიდევ რას გააკეთებს, არ ვიცი, ამიტომაც არ ვენდობი. საბჭოს ჯერ ეს საკითხი არ განუხილავს“.

kldiashvili 1
კომპანია „სლავა 2015“-ის მიერ მოწყობილი ღობე კლდიაშვილის ქუჩაზე [ვაჟა-ფშაველას 13-ის მიმდებარედ]

სცენა ბულვარის კოლონადებში და ქოხები საზაფხულო თეატრთან

საფესტივალო ქოხებს საზაფახულო თეატრთან აშენებენ. ქართული ორნამენტებით გაწყობილ ქოხებში სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია გაიყიდება: ხელნაკეთი ნივთები, მუსიკალური ატრიბუტიკა, ქართული ღვინო, ყველი, ჩაი, თაფლი და სხვა. საფესტივალო ქოხებს პროექტის „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში დგამენ. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტოს პროგრამის „Check in Georgia“ ნაწილია.

scena 2
საფესტივალო ქოხებს პირდაპირ ბულვარში ამზადებენ
safestivalo qokhi
საფესტივალო ქოხის მაკეტი

kokhi 2

ამავე პროექტის ფარგლებში, ბულვარის კოლონადებთან უკვე მოწყობილია სცენა საკონცერტო გამოსვლებისთვის. პროექტის „ჰიტ ბათუმის“ პრესსამსახურის, გვანცა კილასონიას თქმით, აქ, ძირითადად, ქვეყნის სხვადასხვა ფოლკლორული ჯგუფები გამართავენ წარმოდგენებს 10 სექტემბრის ჩათვლით. სცენა კოლონადებთან 6 ივნისს ანსამბლმა „ერისიონმა“ გახსნა.

კულტურული მემკვდირეობის დაცვის სააგენტო ვერ ხედავს პრობლემას დახურული სცენის მოწყობაზე ბულვარის კოლონადებში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ვინაიდან ეს არის მსუბუქი კონსტრუქცია, ამას არ სჭირდებოდა შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, თუმცა ამ ღონისძიების ორგანიზატორია კულტურის სამინისტრო და მან ალბათ, სააგენტოსთანაც შეათანხმა კოლონადებში სცენის მოწყობა“ – გვითხრა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან, მაგდა ჯაიანმა.

აჭარის კულტურული მემკვდირეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ბულვარის ადმინისტრაციისგან ნებართვის გაცემის პროცესში ზაურ ახვლედიანი იყო ჩართული, ძეგლებზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი, საკრებულოს წევრი და მას ამ კუთხით პრობლემა არ დაუნახავს.

scena 1
ეს „მსუბუქი კონსტრუქციის“ სცენა კოლონადებთან 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დარჩება / ფოტო: თედო ჯორბენაძე

პატარა დელფინის ვიდეოკადრები ბათუმის დელფინარიუმიდან

ბათუმის დელფინარიუმი ახალდაბადებული დელფინის კადრებს ავრცელებს:

ბათუმის დელფინარიუმში, გუშინ, 7 ივნისს, დელფინ “მონიკას”, რომელიც შოუს მსვლელობისას სადემონსტრაციო აუზში იმყოფებოდა, დელფინი შეეძინა. ეს რიგით მეოთხე დელფინია, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა.

გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელს ბენზინის ხარისხი ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება

„შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რის შედეგადაც, 2017 წელს ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება. საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს. საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა,” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალის მონაწილეებს ბათუმში.

„საჭირო და აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნებს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ მიზნებისა და ამოცანების თანხვედრას, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე.

დღეს უკვე მწვანე ეკონომიკა განიხილება, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მისაღწევად. ეს მიმართულება ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, ახალი და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას“ – თქვა პრემიერ-მინისტმა.

მან მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს წყლის რესურსები ახსენა და თქვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი ძირითადად ჰიდრორესურსებს მოიხმარს, თუმცა, ამასთან ერთად, საქართველოს აქვს პოტენციალი, გამოიყენოს სუფთა ენერგიის სხვა წყაროებიც, მათ შორის მზის, ბიოთერმული და ბიომასის ენერგეტიკული რესურსები, რითაც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს:

“საქართველოს 9 ქალაქმა უკვე მოამზადა მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია CO2-ის ემისიის შემცირება იმისთვის, რომ 2020 წლისთვის გვქონდეს სუფთა და ჯანსაღი გარემო. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხი. სათანადო პოლიტიკის შემუშავება და ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა. შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რის შედეგადაც 2017 წელს ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება; ხორციელდება ჰაერის ხარისხის შეფასების მოდელირების ახალი სისტემა, რომელიც დაინერგება ქვეყნის დედაქალაქში – თბილისში. ეტაპობრივად ხდება მონიტორინგის ქსელის გაფართოება, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადგილებში“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ჰარმონიზაციის სრულიად ახალ ფაზაზე გადავიდა: „ასოცირების ხელშეკრულება ფარავს თითქმის ყველა გარემოსდაცვით მიმართულებას. გარდა ამისა, გვთავაზობს გზებს არსებული გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ნორმების ეტაპობრივი მოდერნიზებისა და განახლებისთვის, რაც იქნება ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისი”. მისივე თქმით, სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები აისახა ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიცაა  საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020”, 2015-2017 წლების რეგიონალური განვითარების პროგრამა და სამოქმედო გეგმა, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია საქართველოში 2015-2020 წლებისთვის.

 

გარემოს დაცვის კონფერენციის დელეგატები ბათუმის ბულვარში

ბულვარში, მაგნოლიის ნერგთან, გარემოს დაცვის კონფერენციის მონაწილე დელეგატებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. აქვე „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებმა კოსტიუმირებული შოუ მოაწყვეს. ფოტოების გადაღება ბათუმის ბულვარში გარემოს დაცვის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოეწყო.

ფოტოს გადაღესაღებად სპეციალურად გამოკრულ ბანერთან მისვლა 5 წუთით დაიგვიანა არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ხოლო გადაღებისთვის გამზადებული სხვადასხვა ქვეყნის მინისტრი დაახლოებით 20 წუთი ალოდინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. ფოტოს გადაღების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვეს ტერიტორია.

„გარემო ევროპისთვის“ – მინისტრთა მე-8 კონფერენცია დღეს გაიხსნა. კონფერენცია, სადაც ძირითადად ჰაერის დაბინძურების პრობლემატიკაზე საუბრობენ, 10 ივნისამდე გაგრძელდება.

IMG_0011
კოსტიუმირებული შოუ ბათუმის ბულვარში, 8.06.2016 / ჯაბა ანანიძის ფოტოები

IMG_0007IMG_0001

IMG_0024

IMG_0026

IMG_0025

 

ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]

ძლიერი წვიმის შემდეგ 8 ივნისს ბათუმში გამოიდარა. ბათუმის პლაჟზე ხალხმრავლობაა, “Maroon 5“- ის კონცერტის შემდეგ ბათუმში ჩამოსულმა ტურისტებმა პლაჟს მიაშურეს გასარუჯად.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში არასტაბილური ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 17-19 გრადუსი იქნება, ზღვის წყალი კი 18 გრადუსამდე გათბება.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში შაბათს, 11 ივნისს, გამოიდარებს და მზიანი ამინდი შემდეგ დღეებშიც შენარჩუნდება.

ბათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტო

მინისტერიალზე „ბათუმის დეკლარაციას” მიიღებენ

დღეს, 8 ივნისს, ბათუმში გახსნილ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვით კონფერენციაზე, პან-ევროპული რეგიონის ქვეყნების მინისტრები ერთმანეთს გაუზიარებენ სტრატეგიულ გეგმას მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ და სამოქმედო პროგრამას ჰაერის სისუფთავის შესახებ.

მარკო კაინერ
მარკო კაინერი

კონფერენციაზე გაეროს წევრობის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორმა, მარკო კაინერმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს საფუძველი 1991 წელს, სორბისში, ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩაეყარა და მთავარი მიღწევა რაც ამ 25 წლის განმავლობაში, მე-8 მინისტერიალამდე აქვთ, გარემოსდაცვითი მდგომარეობის შესახებ იმ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შემუშავებაა, რომლითაც რეალურად გამოსწორდა პან-ევროპულ რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობა. ამ დოკუმენტზე მუშაობა კვლავაც გრძელდება. გარდა ამისა მან ახსენა ორი უმნიშვნელოვანესი კონვენცია – ორჰუსის კონვენცია, რომელიც ერთ-ერთ მინისტერიალზე დანიაში იქნა მიღებული და მეორე – ესპოს კონვენცია, რომლითაც გათვალისწინებულ ვალდებულებებს საქართველოც ასრულებს. საქართველო ასევე თანამშრომლობს გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან ამ კონვენციებთან მიმართებაში.

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მინისტერიალზე ბათუმში „ბათუმის დეკლარაციასაც“ მიიღებენ, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტი იქნება.

ნინო ჩხობაძე
ნინო ჩხობაძე

„საქართველოს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა გარემოს დსაცვის სფეროში. გარდა იმისა რომ „გარემო ევროპისთვის“ ფარგლებში საქართველო ძალიან აქტიური იყო ყოველთვის, საქართველოს ამისთვის კიდევ ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, ბევრი რამ გვაქვს დასაცავი, განსაკუთრებით ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებით. დასაცავი იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ჩვენთვის და განსაკუთრებით ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის იმიტომ, რომ ტრანსპორტიდან მოზღვავებული ემისიები ჰაერში არის პრობლემატური თითქმის ყველა ქალაქისთვის საქართველოში. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთი წინსვლა იქნებ იმისთვის, რომ გავაჯანსაღოთ ტრანსპორტი, უფრო სუფთა გავხადოთ ქალაქები“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრიასას გარემოს დამცველმა ნინო ჩხობაძემ.

30 000-ზე მეტი ლარი ბათუმის მერიისგან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის

ყოფილი თანამშრომლებისთვის, რომლებმაც ბათუმის მერიას სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლოში უჩივლეს და მოუგეს კიდეც, ბათუმის მერიამ ბიუჯეტში დამატებით 17 500 ლარი გაითვალისწინა. ცვლილებები ბიუჯეტში საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აიპი „ბათუმის კორპუსს“ აპრილში სამსახურიდან გათავისუფლებული სამი თანამშრომლის – თომა ხალვაშის, ირაკლი მექვაბიშვილისა და ლაშა კილაბერიას სამსახურში აღდგენა დაავალა. აღნიშნული პირები„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.

„ბათუმის კორპუსმა“ სამსახურიდან დათხოვილ სამ თანამშრომელს უკვე გადაუხადა 7 800 ლარი კომპენსაციის სახით, მერია სასამართლოს დავალებით ამ პირებზე გასცემს დამატებით იმ 17 500 ლარსაც, რომელიც ბიუჯეტში დღეს გაითვალისწინეს როგორც განაცდურისთვის გასაცემი თანხა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლოში ბათუმის მერიამ წააგო საქმე კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელთან, ლაშა ბერძენიშვილთან [მისი ერთი თვის ხელფასი 1600 ლარს შეადგენდა]. ჯამში ამ პირებისთვის გასაცემი თანხა ამ დროისთვის 30 300 ლარია. მერიას სასამართლოში უჩივის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ირაკლი მოდებაძეც, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის სასამართლოს მოიგებს, საკომპენსაციო თანხა გაიზრდება. სასამართლოში ხელახლა შეიტანა სარჩელი ლაშა ბერძენიშვილმა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სამსახურში აღადგინეს და რამდენიმე დღეში ისევ გაათავისუფლეს.

„სასამართლომ დაამტკიცა, რომ ბატონმა ნაკაიძემ [„ბათუმის კორპუსის“ დირეტორი] არასწორად, პოლიტიკური ნიშნით და არა სხვა მიზეზით, სამსახურიდან გაათავისუფლა სამი ადამიანი. გარდა ამისა, ბათუმის კორპუსმა დამატებითი ხარჯი გასწია, დაიქირავა ადვოკატი იმისთვის, რომ საქმე არ წაეგო. ჯამში, ჩემი დათვლით, 35 000 ლარამდე არასწორი ხარჯვა გამოგვივიდა მუნიციპალური ბიუჯეტიდან. ჩვენი ფუნქციაა ვაკონტროლოთ ბიუჯეტის ხარჯვა,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ სხდომაზე რაზეც „ბათუმის კორპუსის“ დირექტორისგან, ზურაბ ნაკაიძისგან მიიღო პასუხი, რომ მას დღესაც შინაგანად აქვს განცდა, რომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. „აუცილებელი იყო რესტრუქტურიზაცია, რის შემდეგაც ბათუმის კორპუსის მიერ შესრულებული სამუშაო და ბიუჯეტი გაიზარდა ორჯერ.”
„ნაკაიძის შინაგანი რწმენა გვიჯდება 35 000 ლარი, საინტერესოა კიდევ ასეთი შინაგანი რწმენებით რამდენს იზარალებს ბათუმის ბიუჯეტი,“ – უპასუხა მას გიორგი კირთაძემ რეპლიკით, რის შემდეგაც საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე დაიტერესდა, როგორი შინაგანი რწმენა ჰქონდა თავად გიორგი კირთაძეს, როიცა 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს ის კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ უნდა გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. ამ პოლემიკას საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილსა და გიორგი კირთაძეს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ირაკლი ჭეიშვილის თქმით, გიორგი კირთაძეს არ აქვს მორალური უფლება ასეთ თემებზე ისაუბროს.

ბათუმის კორპუსის დირექტორმა ზურაბ ნაკაიძემ მოგვიანებით „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ სასამართლო პროცესებისთვის დამატებით ადვოკატი ნამდვილად დაიქირავა: „ერთი ადვოკატი გვყავს, მაგრამ ბევრი საქმე აქვს და პროცესებზე ვერ ირბენდა.“

ბათუმის საკრებულო ბავშვთა ბაღების დაფინანსების სისტემის შეცვლას გეგმავს

ბათუმის საკრებულო ბავშვთა ბაღების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას გეგმავს. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ დაფინანსების ვაუჩერიზაცია მუნიციპალურ ბაღებს განტვირთავს და ადგილების პრობლემა ისეთი მწვავე აღარ იქნება, როგორიც ამ დრომდე იყო. იდეის ავტორების გათვლებით, ბაღის ასაკის ერთ ბავშვში ქალაქის ბიუჯეტი ყოველთვიურად დაახლოებით 120 ლარს ხარჯავს. პროექტის ავტორები კერძო ბაღებისთვის სწორედ ამდენივე თანხის ვაუჩერის გაცემას გეგმავენ.

ყველა ახალი სეზონის დაწყებამდე ბათუმში ბაღის ასაკს მიღწეული ბავშვების მშობლები ბევრად უფრო ადრე იწყებენ ნერვიულობას, შეხვდება თუ არა მათ შვილებს ბაღში ადგილი, ვიდრე ბაღების გაერთიანება რეგისტრაციის დაწყების თარიღს გამოაცხადებს. ასევე მუდმივად ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, ელექტრონული რეგისტრაციის მიუხედავად, ხომ არ ფლობს ბაღების გაერთიანება რაიმე ბერკეტს საიმისოდ, რომ პირველ რიგში ის ბავშვები მიიღოს ბაღში, ვისაც პროტექცია გაუწიეს. ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ მართლაც ასე ხდება, ბაღების გაერთიანება კი ამას უარყოფს: `პროგრამა ამას გამორიცხავს, ეს შეუძლებელია“. თუმცა ვერც ერთი ვერაფერს ამტკიცებს.

ფაქტი კი ისაა, რომ გასულ წელს ბათუმში ბაღის გარეშე 1500-მდე ბავშვი დარჩა, გაცილებით მაღალი იყო ეს ციფრი წინა წლებში.
ბათუმის საკრებულოში მიაჩნიათ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ვაუჩერიზაციის სისტემა უნდა შემოიღონ – ეს იდეა ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. თუმცა, სამუშაო ჯგუფი ვერ ჩამოყალიბდა, ვისთვის უნდა გაითვალისწინოს ვაუჩერული დაფინანსება მერიამ: იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ბაღების გარეშე რჩებიან, თუ მთლიანად ბაღების დაფინანსების სისტემა უნდა შეიცვალოს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის ირაკლი მიქელაძის თქმით, საკრებულოში უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ამ პროგრამას ამზადებს. კომისიას საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ხელმძღვანელობს. კომისიის წევრია ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილიც.

ნატალია ზოიძის ინფორმაციით, საკრებულო მუშაობს ბაღების დაფინანსების სისტემურ ცვლილებაზე და ის არ ითვალისწინებს მხოლოდ ბაღებს გარეთ დარჩენილი ბავშვების ვაუჩერიზაციას. „დაახლოებით ისეთივე სისტემა უნდა შეიქმნას, როგორიც აქვს განათლების სამინისტროს სკოლებში,“ _ ამბობს კომისიის ხელმძღვანელი.

სასკოლო განათლების სისტემაში ვაუჩერიზაციის საკითხს საქართველოს განათლებისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება [#740/926] არეგულირებს. ბრძანება ითვალისწინებს ერთ ვაუჩერს ერთ მოსწავლეზე – სკოლიდან სკოლაში გადასვლის შემთხვევაში მოსწავლეს ეს დაფინანსება თან მიჰყვება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სკოლას აირჩევს ბავშვი.

საკრებულოში ამბობენ, რომ უკვე გამოთვალეს და საბავშვო ბაღის ერთი აღსაზრდელი ბიუჯეტს თვეში დაახლოებით 120 ლარი უჯდება. ამდენივე ან ოდნავ მეტია ყოველთვიური გადასახადი კერძო ბაღებშიც.

„დღეს დატვირთვა მუნიციპალურ ბაღზე მოდის, რადგან მუნიციპალურ ბაღში მშობელი გადასახადს არ იხდის. კერძო ბაღი შესაძლოა მოსწონდეთ, მაგრამ ფასის გამო ურჩევნიათ მუნიციპალურ ბაღში შეიყვანონ ბავშვი. თანადაფინანსების პრინციპი რომ დამტკიცდეს, შესაძლოა ბევრმა მშობელმა კერძო ბაღი აირჩიოს; თუ ასე მოხდა, მშობლის წილი მიზერული იქნება,“ – ამბობს ირაკლი მიქელაძე.

იდეის ავტორებისთვის [მათ შორის კომისიაში კერძო ბაღებს წარმომადგენლისთვის] უცნობია სექტორში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, არავინ იცის, მერიის მიერ ვაუჩერის შემოღების შემთხვევაში ყველა ბავშვის უზრუნველყოფა მოხერხდება თუ კიდევ დარჩებიან ბავშვები ბაღის მიღმა? ბათუმის მერიაში და აჭარის განათლების სამინისტროში ბათუმში არსებული კერძო ბაღების რაოდენობაზეც კი არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია.

სხვა თემაა, მისცემს თუ არა ახალი სისტემა მშობელს თავისუფალი არჩევანის საშუალებას – შვილისთვის აირჩიოს ბაღი, რომელიც უფრო ახლოსაა მის სამსახურთან, სახლთან ან ის ბაღი, რომელიც მას მოსწონს? – კომისიას ამ კითხვებზე პასუხები, ჯერჯერობით არ აქვს. პროგრამის პირველი მონახაზი მას შემდეგ შემუშავდება, რაც კომისია ამ საკითხებზე შესაჯერებლად შეიკრიბება.

ნატალია ზოიძეს ვაუჩერიზაციის პროგრამა საინტერესოდ მიაჩნია სხვა თვალსაზრისითაც: „ეს ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ ახალი ბაღების მშენებლობაზე და ახლაც ვაშენებთ, მაგრამ ვიცით ისიც, რომ ყოველწლიურად ბევრი ბავშვი რჩება ბაღის გარეშე და ეს არის პრობლემა.“

დღეს მოქმედი სისტემა, რომელიც ბავშვის ბაღში ჩარიცხვას ელექტრონული რეგისტრაციით ითვალისწინებს, მშობელს თავისუფალი არჩევანის საშუალებას არ აძლევს. მას შეუძლია მხოლოდ ის ბაღი მიუთითოს, რომლებიც მის საცხოვრებელ ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს. შეავსო თუ არა განაცხადი მშობელმა ამის შესაბამისად – სისტემა საჯარო რეესტრის მონაცების დახმარებით ამოწმებს.

„ასე გაკეთდა, რადგან მშობლები ძირითადად სამსახურთან ახლოს ითხოვდნენ შვილის ბაღში შეყვანას. მაგალითად, ცხოვრობს ხელვაჩაურში, მაგრამ მუშაობს რუსთაველის ქუჩაზე. ამან გამოიწვია პრობლემები, რადგან ახლოს მცხოვრები ბავშვები ბაღის გარეშე დარჩნენ,“ – ამბობს ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი.

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში 29 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, კიდევ ერთ ბაღში კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღებში 7 390 აღსაზრდელი ირიცხება. მომავალი სეზონისთვის ბაღს 2590 ბავშვი დატოვებს. თუმცა მათგან 1850 ადგილზე ბავშვები უკვე დარეგისტრირებული არიან. რჩება 800-მდე ადგილი, რომელზეც შეიძლება მომავალი სასწავლო წელს ბავშვი დაარეგისტრირო.
ბაღების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით, 2014 წელს ბათუმში ბაღის გარეშე 4500 ბავშვი დარჩა. გარდა ამისა, საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფში სტანდარტულად 25 აღსაზრდელი უნდა ირიცხებოდეს, ბათუმში მოქმედი ბაღების ჯგუფებში კი, დღეის მდგომარეობით, 35 ბავშვი ირიცხება [საკრებულოს თანხმობით].

დაემუქრა თუ არა განათლების მინისტრის მოადგილე პედაგოგებს

28 მაისს დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა უმაღლეს საბჭოში, სკოლის პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგზე მიიწვია. ტრენინგზე ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სკაიპით ჩართეს. ამ ფაქტს აჭარის განათლების სამინისტრო, კონკრეტულად კი მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი ერთი კვირის შემდეგ ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „თაღლითური გზით“ მიყვანილ პედაგოგებში „ნაციონალური მოძრაობის სასარგებლო პიარკამპანიას ეწეოდნენ“. არის თუ არა ეს მინისტრის მოადგილის მხრიდან პედაგოგებზე ზეწოლა? – საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა საუბრობს.

მალხაზ, რა შეფასებას მისცემთ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის, ლადო მგალობლიშვილის 3 ივნისის ბრიფინგს, იყო თუ არა ეს პედაგოგების მიმართ შეფარული მუქარა?

ის ფაქტი, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მიიყვანა ტრენინგზე პედაგოგები, პრობლემა არ არის. კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა და არის აბსოლუტურად ლეგალური საშუალება, საკუთარ პოტენციურ ამომრჩეველთან თუ მხარდამჭერთან კომუნიკაცია დაამყარო, განიხილო ესა თუ ის საკითხი. თუმცა, აქ არის ერთი მომენტი, როცა პარტია უხმობს პედაგოგებს გარკვეულ შეხვედრაზე, დღის წესრიგის, სტუმრების თუ ჩართვის შესახებ, ამ ადამიანებმა ამის შესახებ წინასწარ უნდა იცოდნენ. ეს შიდა მოლაპარაკების თემაა და რაიმე რეგულაცია არ არსებობს, უბრალოდ, ეთიკაზე შეიძლება ვილაპარაკოთ.

ეს შეხვედრა არ გამართულა სამუშაო საათებში, ეს იყო შაბათი დღე და თან გაიმართა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, რომელიც არის ღია სივრცე ყველასთვის. ეს რომ ყოფილიყო უმაღლესი საბჭოს შენობაში, მაშინ დაისმებოდა კითხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე დეპუტატის მხრიდან.

ერთ-ერთმა პედაგოგმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მას მოსთხოვეს ახსნა-განმარტების დაწერა.

აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დააწერინეს ახსნა-განმარტებითი ბარათი პედაგოგებს სკოლის დირექტორებმა. არავითარი მიზეზი დისციპლინური დევნისა თუ ადმინისტრაციული საქმის დაწყებისა ამ ფაქტის საფუძველზე არ არსებობდა. პოლიტიკური აქტივობის გამო პედაგოგისთვის გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრება მიუღებელია, თუ პედაგოგი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებს სამუშაო საათებს და პოლიტიკური ასპექტები არ შეაქვს მის საგაკვეთილო საქმიანობაში.

სხვა შემთხვევაში ეს იქნება იმ პრაქტიკის გაგრძელება, რაც იყო 2012 წელს, როდესაც ათეულობით პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული სიმპათია გამოავლინეს მაშინდელი ოპოზიციური ძალის (დღევანდელი მმართველი პარტიის) მიმართ. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ განათლების სამინისტრო პედაგოგების პოლიტიკურ აქტივობების თემას ისე მოეკიდოს, როგორც უნდა მოეკიდოს სახელმწიფო და არა პარტიული უწყება.

ლადო მგალობლიშვილის მიერ ამ ფაქტზე ბრიფინგის გამართვა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პედაგოგებს ყველა ხელისუფლება, მათ შორის მოქმედიც, განიხილავს როგორც საკუთარ მხარდამჭერს, თავის ამომრჩეველს, რომელზეც მესაკუთრის განცდა უყალიბდებათ?

პრობლემა ყველა ხელისუფლებას აქვს, რადგან ცდილობენ პედაგოგები, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები თუ ის პირები, რომლებიც საქმიანობენ სახელმწიფოს მიერ დაქვემდებარებულ უწყებებში, გამოიყენონ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. გავიხსენოთ თუნდაც ფარული ჩანაწერების საჯაროდ ჩვენების ფაქტები, როცა დირექტორებს დაავალეს მიეყვანათ თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები კადრების სანახავად. ასე, რომ ცდუნება აქვს ყველა ხელისუფლებას, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ვერც წინა ხელისუფლების შეცდომებზე ისწავლა მმართველმა გუნდმა და არც საკუთარი შეცდომებიდან მიიღო მაგალითი.

ვიდეოჩართვაზე, სადაც, როგორც ითქვა, მიხეილ სააკაშვილს „ბატონო პრეზიდენტოთი“ მიმართავდნენ, სამინისტროს რეაქცია არ ჰქონია ერთი კვირის განმავლობაში. ლადო მგალობლიშვილმა, რომელიც არ იმყოფებოდა ქვეყანაში, დაბრუნებისთანავე ამ ფაქტზე ბრიფინგი გამართა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ლადო მგალობლიშვილმა საკუთარ პერსონას გაუსვა ხაზი, ვთქვათ იმისთვის, რომ საარჩევნო სიების შედგენის დროს მმართველ გუნდში გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის თვალშისაცემი იყოს მისი პარტიული ერთგულება?

ამ თემაზე ლადო მგალობლიშვილის პრესკონფერენციამ უფრო მეტი პოლიტიკური ელფერი მისცა ამ შეკრებას, ვიდრე რეალურად ჰქონდა. სხვანაირად ბევრს არც ეცოდინებოდა ამის შესახებ; ის, რომ განათლების მინისტრის მოადგილემ დრო დაუთმო და საზოგადოების ყურადღება გადაიტანა ამ თემაზე, ამან უფრო დაძრა პოლიტიკური დისკურსი იმაზე, ეცდება თუ არა ხელისუფლება პედაგოგების გამოყენებას საარჩევნო მიზნით. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო გაფრთხილება – პედაგოგებო, თქვენი ხმები თავისთავად ხელისუფლების ხმებად უნდა აისახოს და ნუ ეცდებით სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის გამოხატვას.

მიხეილ სააკაშვილზეც მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს მისი ვიდეოჩართვები და ამ ტიპის აქტივობის გამოჩენა თუნდაც პედაგოგებთან?

ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, გაუგებარია უცხო, თუნდაც მეგობრულად განწყობილი ქვეყნის ერთ-ერთი მხარის გუბერნატორს რა ხელი აქვს აჭარაში მომუშავე პედაგოგებთან. განათლების ექსპერტია, გადაკვალიფიცირება შეუძლია ამ ადამიანების თუ რა. მაგრამ, ცხადია, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია ცდილობს ამ ადამიანის გავლენა გამოიყენოს საკუთარი ელექტორატის მობილიზებისთვის. ის ფორმალური ლიდერია თუ არაფორმალური, ან როგორ ათავსებს უცხო ქვეყნის გუბერნატორობას და თან აქ მოქმედი პარტიის ლიდერობას, სხვა საკითხია.

რა ბერკეტი აქვთ დღეს პედაგოგებს, რომ დაიცვან თავი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მანიპულირებისგან?

როცა პედაგოგს დაურეკავენ და მოსთხოვენ ამა თუ პარტიის შეკრებაზე მისვლას, მისი უფლებაა არ მივიდეს ამ შეხვედრაზე და ვერავინ აიძულებს ამას. თუ არის ზეწოლა, პედაგოგს შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა საჯარო განცხადებით, ასევე უფლებადაცვითი – მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის, სახალხო დამცველის აპარატის მეშვეობით. თავის დახრა და ინფორმაციის დამალვა იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ. თუ ადამიანები ღიად არ ილაპარაკებენ შესაძლო ზეწოლაზე, რაც მათი მისამართით ხდება, ჩვენ, ცხადია, არ გვექნება ხელ-ფეხი გახსნილი მათ დასაცავად.

ბათუმში გარემოსდაცვითი მინისტერიალი „გარემო ევროპისთვის“ (EFE) გაიხსნა

ჰაერის ცუდი ხარისხი და კლიმატის ცვლალებადობა – ორი ყველაზე დიდი საფრთხეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის პან-ევროპულ რეგიონში – ნათქვამია გაეროს ახალ ანგარიშში.

გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ამ და სხვა პრობლემებზე, 8-10 ივნისს ბათუმში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მინისტერიალი იმსჯელებს და შედეგად – შესაბამის მიმართვას “ბათუმის დეკლარაციასაც” მიიღებენ, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტი იქნება.

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვით კონფერენციაში – „გარემო ევროპისთვის“, 56 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი და გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრები, ბიზნეს-სექტორის, ბიზნეს-ასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის საერთაშორისო წარმომადგენელი მონაწილეობს.

მინისტერიალის ორი ძირითადი თემა იქნება – „მწვანე ეკონომიკა პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“.

კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება თემაზე: განათლება მდგრადი განვითარებისთვის. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმარათა საქარათველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გარემოს დაცვის მინიატრმა გიგლა აგულაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან ბახმა.

მინისტერიალის ნახვა შესაძლებელი იქნება Live – ჩვენებით, კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მინისტერიალი “გარემო ევროპისთვის” გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის ფორმატში, ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ იმართება.

პირველად “გარემო ევროპისთვის“ მინისტერიალი 1991 წელს, ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით, ქ. დობრისში ჩატარდა. აქამდე სულ 7 კონფერენციაა გამართული. ჩეხეთის შემდეგ კონფერენციები გაიმართა შვეიცარიაში (ლუცერნი, 1993), ბულგარეთში (სოფია, 1995), დანიაში (ორჰუსი, 1998), უკრაინაში (კიევი, 2003), სერბეთსა (ბელგრადი, 2007) და ყაზახეთში (ასტანა, 2011).

13403283_1182617555090678_6611531096574280942_o
მინისტერიალი ბათუმში / ფოტო: ია ფრანგიშვილი

Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი ბათუმში

Maroon 5 - ის კონვერტის მოლოდინი
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
DSCN0926
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე

DSCN0925DSCN0923

 

DSCN0915DSCN0921

DSCN0920

DSCN0919
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
DSCN0918
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
DSCN0909
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
DSCN0906
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
DSCN0902
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე

DSCN0899

DSCN0885
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
DSCN0884
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: ლელა დუმბაძე
13414685_1397072393652222_708081445_n
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: სოფო გუჯაბიძე

13342989_1397047426988052_6147764222724627415_n

Maroon 5 - ის კონცერტის მოლოდინი ბათუმის საოცრებათა მოედანზე
Maroon 5 – ის კონცერტის მოლოდინი, ბათუმი, 07.06.2016 / ფოტო: სოფო გუჯაბიძე

13332842_1397047766988018_8846657727368333844_n

 

 

„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება

7 ივნისს, ბათუმის დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ლიტერატურული კონკურსის – „წიგნის კუთხე“ მონაწილეთა დაჯილდოება.

პროექტში მონაწილე ბათუმის სკოლების 16-მა გუნდმა, სულ 48 მოსწავლემ, 35 ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხა. ფინალის მონაწილე #10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაზეთმა “ბათუმელებმა” 50-50 ლარის ღირებულების წიგნების ვაუჩერი გადასცა, ხოლო გამარჯვებულებს [ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა] – პლანშეტური კომპიუტერები.

იხილეთ თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი:

წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
„წიგნის კუთხე“ - მონაწილეთა დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
„წიგნის კუთხე“ - მონაწილეთა დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
IMG_9783
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
IMG_9801
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
IMG_9817
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება
წიგნის კუთხე - დაჯილდოვება
„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება

ამავე თემაზე იხილეთ:

„წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში

„წიგნის კუთხე“ – ნახევაფინალში მონაწილე სკოლები გამოვლენილია

„წიგნის კუთხე“ – ფინალში ბათუმის #2 და #10 საჯარო სკოლები შეხვდებიან 

ბათუმის #2 საჯარო სკოლა „წიგნის კუთხის“ გამარჯვებული გახდა

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

დაახლოებით ერთი საათის წინ, ბათუმის დელფინარიუმში, დელფინ “მონიკას”, რომელიც შოუს მსვლელობისას სადემონსტრაციო აუზში იმყოფებოდა, დელფინი შეეძინა. ეს რიგით მეოთხე დელფინია, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა.

დელფინარიუმის ადმინისტრაციის ცნობით, ახალშობილი დელფინისა და დედის უსაფრთხოების გამო, მათ შოუს თანმიმდევრობისა და სხვადასხვა ელემენტების შეცვლა მოუწიათ. მათივე ცნობით, დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. მას შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს. მან უკვე დაიწყო დედის რძით კვება.

დელფინი აფალინა დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

როგორც ბათუმის დელფინარიუმი იუწყება, მათი თანამშრომლები ორსული “მონიკას” უსაფრთხოებისთვის ბოლო თვეებია საგანგებო, 24 საათიან სპეც-რეჟიმში მუშაობდნენ, რაც უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდება.

ბათუმის დელფინარიუმის ცნობით, დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო  პროგრამისა და შოუს ქრონომეტრაჟში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდება.

მოძრავი ამბულატორია ძველ ბულვარში

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებული მოძრავი ამბულატორია დაათვალიერეს და C ჰეპატიტზე სკრინინგის პროცესს დაესწრნენ.

13411810_1210316785654652_5011799174953126838_oჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოძრავი ამბულატორია შესაბამისი აღჭურვილობით დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსდება, რომლის საშუალებით მედპერსონალი საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში აგვისტოს ბოლომდე იფუნქციონირებს, ხოლო მომავალში სეზონურად საკურორტო ზონებში განთავსდება“.

„ტურისტული სეზონის განმავლობაში, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან უბედური შემთხვევა ხდება გადატვირთული მოძრაობის გამო ხშირად გვიანდება სასწრაფო დახმარების მიღება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დიდი რაოდენობის ტურისტების თავშეყრის ადგილებში მოვათავსოთ ესეთი მობილური მოდული, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მიიღონ პირველადი გასინჯვა, სანამ საბოლოო სამედიცინო დახმარებისთვის მათ გადაიყვანენ შესაბამის დაწესებულებაში. მე ვფიქრობ, ეს იქნება დამსვენებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისკენ გადადგული ნაბიჯი და იქნება მრავალფუნქციური, რადგან ძირითად გადაუდებელი დახმარების კლინიკის მოდულს დავუმატეთ ასევე მოძრავი ლაბორატორია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური რაოდენობის ადამაიანებმა ჩაიტარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე. მოძრავი ამბულატორია დღეიდან უკვე ფუნქციონირებადი იქნება და ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს ამ მიმართულებით.” – აღნიშნა მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მოძრავი ამბულატორიის ბულვარში განთავსებაზე განცხადება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ 17 მაისს გააკეთა.

სუვენირებით მოვაჭრე 40 პირი ბათუმში და მხოლოდ 25 ადგილი მერიისგან

ბათუმის მერია ქალაქში სუვენირებით ვაჭრობის მოწესრიგებასა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ამ მიზნით ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიამ ჯიხურები შეისყიდა. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის ინფორმაციით, ბათუმში სუვენირებით 40 პირი ვაჭრობს. მერიამ კი მათთვის მხოლოდ 25 ჯიხური შეისყიდა.

როგორ მოახერხებს მერია დარჩენილ 15 პირთან მოლაპარაკებას? – ამაზე დღეს საკრებულოს სხდომაზე მსჯელობდნენ. საკრებულოს წევრი გიორგი კირთაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკება ვერ შედგება, ამიტომ მისი აზრით, მერიამ კიდევ 15 ჯიხური უნდა შეისყიდოს.

გოგა ლომაძის თქმით, კიდევ ახალი შესყიდვა პროცესს დროში გაწელავს: „ეს გამოიწვევს იმას, რომ გარე ვაჭრობა ამ სეზონზეც შენარჩუნდება, რაც არ შეიძლება, აკრძალულია. შესაძლებელია შეკავშირდეს ორი, ან სამიც კი და ერთად აიღონ ეს ჯიხური. პრობლემები რომ იქნება, ეს ვიცით და მზად ვართ. ყველა გვყავს წინასწარ გაფრთხილებული. ინფრომაციაც დავურიგეთ წერილობით და პირადად შეხვდა მათ მერი.“

საკრებულოს ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ იმითაც დაიტერესდა გამოიყენებს თუ არა საკრებულო „მანამდე დამზადებულ ე.წ. „ერმაკოვის ჯიხურებს“ – რაზეც გოგა ლომაძემ უპასუხა, რომ ეს ჯიხურები არა ერმაკოვის მუშაობის დროს, არამედ უფრო ადრე დაამზადეს.

საბოლოოდ, საკრებულოს წევრებმა დღეს, 7 ივნისს, მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ჯიხურების ქირის საწყისი წლიური საფასური – ერთეულ ჯიხურზე 250 ლარის ოდენობით. ამავე განკარგულებით ბათუმის მერს მიეცა აღნიშნული ობიექტების განკარგვის უფლება.

ამავე თემაზე:

ბათუმში სუვენირები ახალ ჯიხურებში გაიყიდება

ბათუმში რკინის ჯიხურებს იღებენ

ბათუმის მერიამ ჯიხურებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

დღეს 20 საათამდე ბათუმის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის მოსვლის გამო, მდინარეების ლეჩა და ყოროლისწყალის ამღვრევის მიზეზით, სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდა ე.წ. “ძველი ქსელი”-ს აბონენტებს: მაიაკოვსკის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს, ასევე ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.
მათივე ცნობით, წყალმომარაგება სავარაუდოდ 20:00 საათისთვის აღდგება.

 

ბათუმის საკრებულოს წევრები ქუჩების ტრანსპორტით გადატვირთვაზე

დღეს, 7 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობდნენ. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია.

საკრებულოს წევრის, თემურ ყურაშვილის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მანქანების არასწორად გაჩერების გამო ბათუმში მწვანე გაზონები ზიანდება. დაისვა უკანონო პარკირების აღკვეთის საკითხიც.

„მე პირადად ვიცი, რომ ბათუმში ე.წ. ფარეხთან უკანონო პარკირებაა“ – აღნიშნა დიმა დარჩიამ. ჯაბა ბერიძის თქმით კი ის თავადე შეესწრო ფაქტს, „როდესაც უკრაინელ მოქალაქეს სტაიანშიკმა პარკირებისთვის 10 ლარი გადაახდევინა“.

გასულ კვირას ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯომარემ ირაკლი მიქელაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საკრებულომ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს რეგულაციებს, რაც ქალაქის ტრანსპორტისგან განტვირთვას უზრუნველყოფს და ეს ამ ტურისტულ სეზონზე უნდა მოეწროს.

ბათუმში ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო. მუშა ჯგუფი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ლაშა სირაბიძე უხელმძღვანელებს, პირველი სხდომის მოწვევას ამ საკითხებზე სამსჯელოდ ხვალ, 8 ივნისს გეგმავს.

DSCN0843
მემედ აბაშიძის გამზირი, ბათუმი, 7.06.2016

მოძრავი სერვისცენტრები მუნიციპალიტეტებში

საგადასახადო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ის ორი ავტმობილი წარუდგინა, რომელიც დღეიდან მოქალაქეებს ადგილზე საგადასახადო მომსახურებას გაუწევს.

ნოდარ ხადურის თქმით, მოძრავი ორი სერვისცენტრიდან ერთი აღმოსავლეთში, მეორე დასავლეთ საქართველოში წინასწარ განსაზღრული გრაფიკით იმუშავებს.

ნოდარ ხადური სალაძეების ოჯახში
ნოდარ ხადური სალაძეების ოჯახში

„ჩვენ ის შესაძლებლობა არ აგვაქვს, რომ ყველა მუნიციპალურ ცენტრში სტაციონალური სერვისცენტრი გვქონდეს, ამიტომ ისეთი მოძრავი სერვსცენტრი გავაკეთეთ, რომელიც წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით ერთი აღმოსავლეთ საქართველოში იმუშავებს, მეორე დასავლეთში და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საცოვრებელ სახლთან ახლოს მიიღონ ყველა ის მომსახრება, რასაც შემოსავლების სამსახური სთავაზობს. ვფიქრობთ, ამით კიდევ უფრო გამარტივდება ურთიერთობა სახელმწიფო ბიუჯეტთან, შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით“ – ამბობს მინისტრი.

სალაძეების საკარმიდამო
სალაძეების საკარმიდამო

დღესვე ფინანსთა მინისტრმა სოფელ კოლოტაურში გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული სალაძეების ის ექვსსულიანი ოჯახი მოინახულა, რომელსაც საცხოვრებელი სახლი 2015 წლის ნოემბრის თვეში სტიქიამ დაუნგრია.

სახლის ასაშენებლად სახელმწიფომ სალაძეებს 18 000 ლარი ჩაურიცხა.

მოძრავი სერვისცენტრი ქედაში / ფოტო: ეკა ბარამიძე
მოძრავი სერვისცენტრი ქედაში / ფოტო: ეკა ბარამიძე

პოლიციელთა ჩვენებები სააპელაციო სასამართლოსთვისაც არადამაჯერებელი აღმოჩნდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი შალვა ქორიძის წინააღმდეგ. შალვა ქორიძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, ასევე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სდებდა ბრალს. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც შალვა ქორიძე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში, გაამართლა.

შალვა ქორიძე სამწლიან პატიმრობას იმით გადაურჩა, რომ 4 პოლიციელის, მათ შორის ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცეს: შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა მიხეილ ბარნოვმა, ასევე დეტექტივ-გამომძიებლებმა მალხაზ დუმბაძემ, მინდია მალაყმაძემ და გიორგი ნაკაშიძემ. მოწმე პოლიციელებმა თქვეს, რომ ბრალდებული თვითონ დააკავეს და მათ დამხმარე ძალა არ დასჭირვებიათ. შსს-ს მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიდან კი ჩანს, რომ შალვა ქორიძე სპეციალური რაზმის თანამშრომლებმა დააკავეს. ადვოკატმა რამინ პაპიძემ სასამართლოს თავად პოლიციის პრესსამსახურის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეოკადრები პოლიციელთა ჩვენების მიცემის შემდეგ წარუდგინა, რითაც აშკარად გამოჩნდა პოლიციელთა სიცრუე.

შალვა ქორიძე ამჟამად ერთწლიან სასჯელს იხდის ნარკოტიკების მოხმარებისთვის. “ამ დროისთვის არ ვიცი, უჩივლებს თუ არა ქორიძე პოლიციელებს ცრუ ჩვენებებისთვის” – ამბობს “ბათუმელებთან” ადვოკატი, რამინ პაპიძე.

უცნობია, რატომ არ იწყებს გამოძიებას თავად პროკურატურა პოლიციის იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვისი ჩვენებებიც ორი ინსტანციის სასამართლოსთვის არადამაჯერებლი აღმოჩნდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების დაწყების ნაცვლად, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაასაჩივროს.

პოლიციელების წინააღმდეგ მოკლევა არ დაუწყია არც შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალურ ინსპექციას. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, მოსამართლეს პოლიციელთა ჩვენებისთვის “ცრუ ჩვენების” კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია.

პატიმარი საკუთარ სამედიცინო დოკუმეტაციას ითხოვს

მსჯავრდებული კ.მ. ბათუმის ციხიდან საკუთარ სამედიცინო ისტორიას ითხოვს. მისი თქმით, ის მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონეა და სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. პატიმარი აპირებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართოს. ის წერილს “ბათუმელების” გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს და უფლებადამცველებს უგზავნის.

ამავე წერილში პატიმარი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარ ექიმს, ინგა სურმანიძეს მიმართავს და მისგან სამედიცინო დოკუმენტაციის [ისტორიის] მიღებას მოითხოვს. მსჯავრდებული წერილში მთავარი ექიმის მიერ მისთვის მანამდე მიწერილი ოფიციალური პასუხიდან ამონარიდსაც გვაცნობს: “საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს 109-ე ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებულს ეკრძალება საკანში ნებისმიერი დოკუმენტაციის შენახვა. მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, გადავცემთ დოკუმენტაციის ასლებს შესაბამის ადრესატს”.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულ კ.მ.-ს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, სასჯელის მოხდის პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია გადაეცა მიმდინარე წლის 31 მაისს.

წერილი, რომელიც მსჯავრდებულმა კ.მ.-მ გამოგვიგზავნა, 30 მაისით არის დათარიღებული.

ბავშვთა ქირურგია და წონის კორექცია ქირურგიის დახმარებით ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მალე შაქრიანი დიაბეტის მქონე იმ პაციენტებისათვის დაიწყებენ ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას, რომელთაც დაავადება ახლა დაუდგინდათ. ბილიოპანკრეატული შუნტირება – ასე ეწოდება პროცედურას, რომელიც დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს საშუალებას აძლევს დაავადებით გამოწვეული გართულებები ათწლეულების მანძილზე აიცილონ თავიდან. გარდა ამ სიახლისა, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში უკვე წარმატებით კეთდება ბავშვთა ქირურგიული ოპერაციები და ბოლო დროს ისეთი პოპულარული ქირურგიული ოპერაცია, როგორიცაა წონის კორექცია ქირურგიის დახმარებით.

ქირურგი რომან ბათნიძე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ზოგადი ქირურგიის მიმართულებით მუშობს. ის ამბობს, რომ მათ განყოფილებაში თითქმის ყველა სახის ქირურგიული ოპერაცია კეთდება მაღალტექნოლოგური მეთოდების გამოყენებით. პაციენტების ჯანმრთელობაზე ჰოსპიტალში ქართველი და თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტების გუნდი ზრუნავს.

„კლინიკა არის აბსოლუტურად მზად ოპერაციების ჩასატარებლად, აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნოლოგიითა და სერვისით. ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის კომფორტზეც, ყველა პალატაში არის მაცივარი, ტელევიზორი, დივანი, სავარძელი, ულტრთანამედროვე საწოლი და ზოგადად, ყველა ის პირობაა შექმნილი, რაც დღეს გააჩნია ნებისმიერ ბრენდულ სასტუმროს,“ – ამბობს რომან ბათნიძე.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვთა ქირურგიას. აქ თორაკო-აბდომინალური მიმართულებით ყველა ოპერაცია უკეთდებათ როგორც ახალშობილებს, რომელთაც თანდაყოლილი პათოლოგიები აქვთ, ისე 16-18 წლის მოზარდებს. თუ აქამდე ბავშვთა ქირურგია რეგიონში პრობლემატური თემა იყო როგორც კადრების, ისე სამედიცინო დაწესებულების თვალსაზრისით, ახლა სამედიცინო ბაზარზე კონკურენცია შეიქმნა, რაც მომსახურების ხარისხზეც აისახება:

„ბოლო წლებში რეგიონში არ იყო ალტერნატივა და პაციენტი იძულებული იყო მხოლოდ ერთი საავადმყოფოსთვის მიემართა. როცა არის ალტერნატივა და კონკურენტული გარემო, სამედიცინო დაწესებულება ყოველთვის ორიენტირებულია სერვისის გაუმჯობესებაზე, რომ მეტი ყურადღება და მკურნალობის უკეთესი მეთოდი შესთავაზოს პაციენტს, ეს კი ძალიან ხელსაყრელია პაციენტისთვის,“ – ამბობს რომან ბათნიძე.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ხდება სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობაც, რაც ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული გახდა. რომან ბათნიძე ამბობს, რომ ჰოსპიტალში უკვე დაგეგმილია მსგავსი რვა ოპერაცია.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. ჰოსპიტალში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ლაპარასკოპიური და ენდოსკოპიური მეთოდით ტარდება შემდეგი ქირურგიული ოპერციები:

საყლაპავის ქირურგიული პათოლოგიების დროს: საყლაპავის სიმსივნეები, სტრიქტურები, დივერტიკულები, დიაფრაგმული თიაქრები, რეფლექს-ეზოფაგიტი;

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიების დროს: კუჭის სიმსივნეები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

ნაწლავების ქირურგიული პათოლოგიების დროს: კრონის დაავადება, მსხვილი ნაწლავის დივერტიკულარული ავადმყოფობა, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, მსხვილი ნაწლავის კეთილი და ავთვისებიანი სიმსივნეები;

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქირურგიული პათოლოგიების დროს: მწვავე ქოლეცისტიტი, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების სიმსივნეები, მექანიკური სიყვითლე, ღვიძლის კეთილი და ავთვისებიანი სიმსივნეები, კისტები, პარაზიტული კისტები;

პანკრეასის ქრონიკული პათოლოგიები: კეთილთვისებიანი და პორმონეტალურად აქტიური სიმსივნეები, კისტები, ავთვისებიანი სიმსივნეები, მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;

მწვავე ქირურგიული პათოლოგიები: მწვავე აპენდიციტი, პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ჩირქოვანი თიაქრები, ნაწლავთა გაუვალობა;

სხვადასხვა ლოკალიზაციის თიაქრების პლასტიკა: ბარძაყის საზარდულის, ჭიპის, პოსტოპერაციული (მათ შორის ჯონსონის ფირმის საპროთეზო მასალის გამოყენებით);

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა;

სპონტანური პნევმოთრაქსის, ფილტვების ბულოზური დაავადების მკურნალობა;

ენდოკრინული ორგანოების ქირურგიული პათოლოგიები: ჩიყვი, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის კეთილი და ავთვისებიანი სიმსივნეები;

კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნური წარმონაქმნები: ლიპომები, ფიბრომები, პაპილომები და ა.შ.

BIH LOGO - PNGმისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@iuhb.ge
ვებგვერდი: www.iuhb.ge

წაიკითხე და მოიგე – “წიგნის კუთხე” და გამარჯვებულები

მხოლოდ ცხრა კვირა და 35 ლიტერატურული ნაწარმოები, რომელთა შესახებაც სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შედგენილ კითხვებს პასუხობდნენ. კვირიდან კვირამდე წაკითხულ წიგნთა რაოდენობასთან ერთად, პროექტის მონაწილეთა დაძაბულობაც იზრდებოდა. ეს ყველაფერი ინტელექტუალური ვიქტორინის, “წიგნის კუთხის” ფარგლებში ხდებოდა, რომელშიც ბათუმის მასშტაბით 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

რისი დახატვა სთხოვა მთხრობელს პირველი შეხვედრისას? რა ცხოველია ფაქიზო რომანში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი?” რომელ კუნძულზე ცხოვრობდა მათეო ფალკონე? – ამ და სხვა, ბევრად უფრო რთულ კითხვებს “წიგნის კუთხის” ფინალში ბათუმის ორი სკოლის გუნდი პასუხობდა.

კითხვებზე სწორი პასუხებიც და გამარჯვებული გუნდის ვინაობაც უკვე ცნობილია: ესენი არიან #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები – ირაკლი ხუხუნაიშვილი, სესილი მეტრეველი და ანა გათენაძე. მათ ფინალურ თამაშზე ბათუმის #10 საჯარო სკოლის გუნდი დაუპირისპირდა. #2 სკოლელებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს და ანგარიშით – 16:9 – გაიმარჯვეს.

გამარჯვებული გუნდის წევრები ამბობენ, რომ გაზეთ “ბათუმელების” მიერ ორგანიზებულმა პროექტმა მათ ცხოვრებაში სიახლე შეიტანა. “მე-11 კლასში ვარ და ბოლო დროს დიდად ვერ ვიცლი საკითხავად, ამიტომ ეს პროექტი საინტერესო ცვლილება იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე მეტად ჯორჯ ორუელის “1984” მომეწონა”, – ამბობს ირაკლი.

სესილი მეტრეველს პროექტის ფარგლებში რამდენიმე ისეთი ნაწარმოების წაკითხვა მოუწია, რომელთა წაკითხვაზეც აქამდე არასოდეს უფიქრია. “აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მომეწონა სწორედ ის წიგნი – გაბრიელ გარსია მარკესის “მარტოობის ასი წელიწადი”, რომლის წაკითხვაც საერთოდ არ მქონდა გეგმაში,” – ამბობს სესილი.

 ანა გათენაძეს კი პროექტის ფარგლებში წაკითხული წიგნებიდან სტივენ კინგის “მწვანე გზა” დაამახსოვრდა: “შემოთავაზებული წიგნებიდან გუნდის წევრები ჩვენთვის საინტერესო წიგნებს ვირჩევდით და ვინაწილებდით. ყველაზე მეტად “მწვანე გზა~ მომეწონა, საინტერესო და განსხვავებული სიუჟეტის გამო”.

მე-2 სკოლის გუნდი
გამარჯვებული გუნდის მოსწავლეები ამბობენ, რომ კითხვა მათთვის ახალი ცოდნის მიღების გარდა, ერთფეროვანი გარემოს შეცვლის საუკეთესო საშუალებაა.
“როცა წიგნს აიღებ და გადაშლი, სულ სხვა სამყაროში ხვდები. სხვადასხვა ეპოქის წიგნის კითხვისას იმ ეპოქის მონაწილე ხარ, შეგიძლია გაიგო რა და როგორ ხდებოდა მაშინ, ანუ რეალურად ცხოვრობ 21-ე საუკუნეში და უცებ სულ სხვა სივრცეში, მე-17 ან მე-18 საუკუნეში აღმოჩნდე,” – ამბობს ანა.
მათთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო მხატვრული ლიტერატურის საკითხავად არდადეგებია. მაშინ სამეცადინო არ ელოდებათ, წიგნებსაც “უკეთ უდებენ გულს”. “თუ წიგნმა ჩაგითრია, შეგიძლია დააღამო და გაათენო კითხვაში. ამის გამო, სწავლის პერიოდში შედარებით უფრო ნაკლებს ვკითხულობ. თუმცა თუ ახალი წიგნი გამოვა, რომელიც ძალიან პოპულარული ხდება, აუცილებლად ვკითხულობ,” – ყვება ანა.

 საყვარელ მწერლებსა და ლიტერატურულ ჟანრზე საუბრისას, სესილი ამბობს, რომ ერთს ვერ გამოარჩევს. “ბოლო დროს დავინტერესდი ანტიკური ლიტერატურით, ძალიან მომწონს ძველი ბერძნული ლიტერატურა, მიტაცებს მითებიც, მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს ფანტასტიკა და დეტექტივები. ერთადერთი, რასაც ალბათ ვერ წავიკითხავ, ისტორიული ჟანრის ნაწარმოებია,” – ამბობს სესილი.

 ანა ამბობს, რომ წიგნის ჟანრსა და ავტორს განწყობის მიხედვით ირჩევს. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ის, რაც არასოდეს ბეზრდება “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალია”. ირაკლის საყვარელი ლიტერატურული ჟანრი კი ფენტეზია. “ჩემი საყვარელი მწერალი ტოლკინია წიგნების სერიით “ბეჭდების მბრძანებელი,” – ამბობს ის.

 გუნდის წევრებს ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა აქამდეც მიუღიათ, თუმცა ლიტერატურული კონკურსის გამოცდილება მათთვის პირველია. პროექტში კონკურენცია მაღალი იყო, თუმცა მოგება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

 “ძალიან საინტერესო თამაში იყო #10 სკოლასთან, ჭკვიანი ბავშვები იყვნენ და ეს ბლიცის დროსაც გამოჩნდა. თითქმის ყველა თამაში დაძაბული იყო. ძირითადად ბლიცები ან ერთი კითხვა გვაძლევდა იმ უპირატესობას, რითაც ვიმარჯვებდით. მიუხედავად ამისა, გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, მაშინაც კი, როცა ჩვენი თამაში არ იყო, ვცდილობდით ყველა წიგნი წაგვეკითხა, მზად ვიყავით თამაშისთვის, მოსაგებად ვიყავით განწყობილი,” – ამბობს ირაკლი. ანა დასძენს, რომ სხვა თამაშებიდან ყველაზე მეტად “ევრო 2000”-ისა და “მასტერკლასის” სკოლის გუნდები მოეწონა, სესილი კი ამ სიას “კავკასიის ბიზნეს სკოლის” გუნდს ამატებს.

 “კარგია ისიც, რომ ეს ყველაფერი ინტერნეტში ვრცელდება და სხვებიც უყურებენ, – შეიძლება ბევრ საინტერესო წიგნზე მხოლოდ კითხვებიდანაც შეექმნას ვინმეს წარმოდგენა და დაინტერესდეს,” – ამბობს ირაკლი ხუხუნაიშვილი.

 “წიგნის კუთხე” გაზეთ “ბათუმელებთან” არსებული სტუდია “მედიალაბორატორიის” პროექტია. საორგანიზაციო გუნდის წევრის, დათო მამუჭაძის თქმით, პროექტის მთავარი მიზანი კითხვის პოპულარიზაცია იყო, რასაც მიაღწიეს კიდეც. “ვფიქრობ, ინტერესის გაღვივება ნამდვილად მოვახერხეთ მათში”, – ამბობს ის.

 “წიგნის კუთხის” საორგანიზაციო ჯგუფი მოთამაშე გუნდებთან ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს. “გვაქვს ფეისბუქჯგუფი, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ საინტერესო ლიტერატურას, ვმსჯელობთ და განვიხილავთ ამ წიგნების იდეებს, მოსწავლეები გვიგზავნიან თავიანთ მოთხრობებსაც. გარდა ამისა, თამაშის ყველა მონაწილესთან ერთად ვგეგმავთ ლაივდისკუსიებს, ერთი ასეთი შეხვედრა უკვე გვქონდა და მოსწავლეებს გამეორების სურვილი აქვთ”, – ამბობს დათო.
ლიტერატურული კონკურსი ორ თვეს გრძელდებოდა – პროექტში მონაწილე სკოლების 16-მა გუნდმა, სულ 48 მოსწავლემ, 35 ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხა. ფინალის მონაწილე მე-10 სკოლელებს გაზეთი “ბათუმელები” 50-50 ლარის ღირებულების წიგნების ვაუჩერს გადასცემს, ხოლო გამარჯვებულებს – პლანშეტურ კომპიუტერებს.

 გამარჯვებულების დაჯილდოება დღეს, 7 ივნისს გაიმართება “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”.

ამავე თემაზე იხილეთ:

„წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში

„წიგნის კუთხე“ – ნახევაფინალში მონაწილე სკოლები გამოვლენილია

„წიგნის კუთხე“ – ფინალში ბათუმის #2 და #10 საჯარო სკოლები შეხვდებიან 

ბათუმის #2 საჯარო სკოლა „წიგნის კუთხის“ გამარჯვებული გახდა

რას ცვლის ხელისუფლება ფარული მიყურადების კუთხით

ზუსტად 101 შემთხვევაში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება ბათუმში 2015 წელს. ფარულ მოსმენებზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას 14-ჯერ უთხრა უარი, 1 საქმეზე კი მასალის განადგურება მოსთხოვა. წინა წლებთან შედარებით, ფარული სატელეფონო მოსმენის მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაში შემცირებულია, თუმცა პარლამენტს აუცილებლად მოუწევს ფარული მოსმენების გასაღების ჩამორთმევა საგამოძიებო ორგანოებისთვის – 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია არსებული მოდელი.

დღევანდელი მოდელით, საგამოძიებო ორგანომ უნდა დაასაბუთოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა, მაგალითად, სატელეფონო მიყურადებაზე და მიმართოს სასამართლოს. მოსამართლის თანხმობის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია შევიდეს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში და მოქალაქეს მოუსმინოს. მის კანონიერებაზე კონტროლის უფლება მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს. მას შეუძლია შეუწყვიტოს ზარი გამომძიებელს, თუკი, მაგალითად, ის სასამართლო განჩინებაში მითითებულ დროზე მეტხანს, სხვა დროს, ან სხვა პირს მოუსმენს.

გასულ წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან სატელეფონო მიყურადებაზე 658 დოკუმენტი შევიდა, აქედან 43 შემთხვევაში პროკურორებმა ინსპექტორისგან უარი მიიღეს. სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენის გარდა, სხვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვერ აკონტროლებს.

სასამართლოსგან თანხმობა საგამოძიებო ორგანომ შესაძლოა ფარული მოსმენის განხორციელების შემდეგ მიიღოს. ასეთ შემთხვევაში, პროკურატურამ გადაუდებელი აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს.

2015 წელს პროკურატურის გადაუდებელი აუცილებლობით 61 პირისთვის მოუსმენია, აქედან 26 შემთხვევაში სასამართლოს მასალის განადგურება მოუთხოვია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით: „გამოვლინდა 26 შემთხვევა, როცა დროულად არ იქნა წარმოდგენილი საგამოძიებო მოქმედების საფუძველზე მოპოვებული და უკანონოდ ცნობილი მასალის განადგურების ოქმები.“
ბათუმის საქალაქო სასამართლოს „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ 2014 წელთან [პროკურატურის 60 შუამდგომლობიდან 55 დაკმაყოფილდა] შედარებით 2015 წელს [17-დან დაკმაყოფილდა 14] სატელეფონო მოსმენის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

„ნაკლებად ველოდები უმრავლესობამ კანონპროექტს დაუჭიროს მხარი, რასაც ვთავაზობთ“, – გვითხრა შალვა შავგულიძემ, პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მდივანმა. ის და დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე რამდენიმე დღეში დაარეგისტრირებენ კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარული საგამოძიებო მოქმედების უფლება აღარ ექნება. კანონპროექტის მიხედვით, ამ სერვისს საგამოძიებო ორგანოებს სპეციალური სააგენტო გაუწევს, რომელსაც პარლამენტი დააკომპლექტებს. „მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს სააგენტო იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და არ ჰქონდეს საგამოძიებო ინტერესი. ეს ორგანო მთლიანად უნდა იყოს დისტანცირებული აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას პროცესის ზედამხედველობისთვის საპარლამენტო საბჭო, რომელსაც ექნება ტექნიკური აუდიტის შესაძლებლობა“, – ამბობს სოფო ვერძეული, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის ახალი მოდელი 2017 წლის 31 მარტამდე უნდა შემუშავდეს და გასაღებზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს პროფესიულად დაინტერესებულ მხარეს. „ეს მოცემულობა აიძულებს უმრავლესობას, გადაწყვეტილება მიიღოს. არ ვიცი, შეიძლება, სხვაგვარად აუარონ გვერდი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას იმის შესახებ, რომ საგამოძიებო ორგანოს ეს გასაღები არ უნდა ჰქონდეს. უმრავლესობამ გაკეთებული საქმე უკვე გააფუჭა“, – ამბობს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე.

დეპუტატი თავად იყო იმ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც საგამოძიებო ორგანოებისთვის განუსაზღვრელი ფარული საგამოძიებო მოქმედებების უფლება შეზღუდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით. „2014 წლის პირველ აგვისტოს, როცა კანონში ეს ცვლილებები შევიდა, ღია დარჩა მხოლოდ გასაღების ნაწილი, რადგან ეს უკავშირდებოდა ბევრ ტექნიკურ მომენტს, რაც შესწავლილი არ იყო. მივლინებით აშშ-ში ვიმყოფებოდი, როცა მოულოდნელად ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით კანონში შევიდა ცვლილება და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე წვდომის უფლება, ანუ გასაღები დაინტერესებულ მხარეს – უსაფრთხოების სამსახურს ჩააბარეს. ასეთი აბსურდი მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ხდება“, – გვიყვება შალვა შავგულიძე.

რას ფიქრობენ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე ან ირაკლი სესიაშვილი სპეციალური სააგენტოს შექმნაზე? – კითხვაზე საპასუხოდ დეპუტატებმა ორი კვირის განმავლობაში ვერ მოიცალეს. რა პწოზიცია აქვს მეორე გასაღების მფლობელს, ანუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს – „ბათუმელებმა“ ასევე ვერ შეძლო პასუხის მიღება თამარ ქალდანის უწყებიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით საგამოძიებო ორგანოებმა სასამართლო სისტემას ფარული საგამოძიებო მოქმედების უფლების მისაღებად მიმართეს 2719-ჯერ, აქედან 2098 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ლიდერობს თბილისი = 1854 შემთხვევით, ბათუმი კი მეოთხე ადგილზეა მაჩვენებლით – 115. ფარული მიყურადებით გასულ წელს მხოლოდ თეთრიწყაროს საგამოძიებო ორგანოებს არ უსარგებლიათ. მოთხოვნა მათ ერთხელ დაუყენებიათ, მაგრამ სასამართლოს უარი უთქვამს. იმავე მოთხოვნით ხელვაჩაურის სასამართლოში 2015 წელს 10 შუამდგომლობა შესულა, აქედან 5 დაკმაყოფილდა.

უკრაინელი ბიზნესმენი ქობულეთში სათბურის ბიზნესზე უარს ამბობს

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, სასათბურე მეურნეობა იყიდება. სათბურში 4 წლის განმავლობაში ბოსტნეული მოჰყავდათ და იგი გასულ ზამთარს მოსულმა უხვმა ნალექმა თითქმის მთლიანად დაშალა. სასათბურე კონსტრუქციების აღდგენის ხარჯების დიდ ნაწილს სადაზღვევო კომპანია დაფარავს, თუმცა უკრაინელი ინვესტორი საწარმოს გაყიდვას მაინც გეგმავს. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება უცხოელმა ინვესტორმა – ხელისუფლებას მიზეზების გარკვევა არ სურს.

„აბრა „იყიდება“ დაზამთრებამდე გამოვაკარით, როცა სათბური ფუნქციონირებდა. ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ სათბურის მესაკუთრე კომპანიის „V&T Agro“-ს დირექტორმა, ნუკრი ტაკიძემ. მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად მან ადგილობრივი აგრარული ბაზარი დაგვისახელა, სადაც იმპორტირებული კიტრი და პომიდორი უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ადგილზე მოწეული. „ასე გამოდიოდა, რომ ისინი განსაზღვრავდნენ ფასს. ძირითადად თურქეთიდან შემოსული ბოსტნეული გვიწევდა კონკურენციას. ვერ ვიტყვი, რომ წაგებაზე ვიყავით, წლის განმავლობაში დაახლოებით 100 ტონამდე მოსავალი გაგვქონდა ბაზარზე, მაგრამ დანახარჯი დიდი იყო“, – ამბობს ნუკრი ტაკიძე.

პაატა ჩაგანავა, ეკონომისტი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ კონკურენცია ვერ აიკრძალება, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ. „ეს კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, ტექნოლოგიებშია განსხვავება. ასევე გააჩნია ვინ უფრო მეტად იყენებს იაფ სამუშაო რესურსს“.

„არასწორია, ვიფიქროთ, თითქოს იმპორტი გვჩაგრავს“, – აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი, მამუკა თურმანიძე. მისივე თქმით, თურქეთში, მაგალითად, პომიდვრის მოყვანა გაცილებით უფრო იოლი და იაფია, ვიდრე საქართველოში: „განსაკუთრებით თურქეთის სამხრეთ ნაწილში გაცილებით ბევრი მზიანი დღეებია, ვიდრე ჩვენთან, იქ სათბობი რესურსიც შესაბამისად ნაკლები იხარჯება, მაგრამ სწორი მენეჯმენტისა და დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელია კონკურენციის გაწევა. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებაც. არსებობს რეგიონში სხვა სათბურები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ“.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის პრობლემა შეექმნა აგრარულ სექტორში მყოფ ინვესტორს, რომელიც აცხადებს, რომ სათბურის ბიზნესის წარმოება აღარ ღირს. ამ სათბურთან კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მხოლოდ მამუკა თურმანიძეს ჰქონია: „მე როგორც სპეციალისტი, ისე ვიყავი ჩასული. მცენარეთა დაავადებებზე მივაწოდე კონკრეტული ინფორმაცია. სხვა მხრივ, არც წინათ და არც ახლა ჩვენთვის არავის მოუმართავს, თორემ აუცილებლად დავინტერესდებოდით და დავეხმარებოდით“.

2013 წელს განსაზღვრული საბაჟო რეგულაციების მიხედვით, უცხო ქვეყნიდან საქართველოში კიტრის ან პომიდვრის შემოტანის დროს, განბაჟების საფასური 1 კილოგრამ პროდუქტზე 1 ლარს შეადგენს. ამ წესის მიუხედავად, რატომ შეიძლება ვერ უწევდეს ქვეყნის შიგნით არსებული საწარმო იმპორტირებულ პროდუქტს კონკურენციას? – კითხვაზე პასუხის მიღება სათბურის დირექტორმა უკრაინაში მყოფ დამფუძნებლებთან გვირჩია, თუმცა კვირის განმავლობაში „ბათუმელებმა“ მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

რატომ ამბობენ უარს უკრაინელი ბიზნესმენები სათბურის ბიზნესზე ქობულეთში? – კითხვაზე პასუხი არ აქვთ არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ამ უწყებაში ინახება კომპანია „V&T Agro“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ ინვესტორმა სოფლის მეურნეობის პროფილი 20 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს. 2011 წელს დაფუძნებულ შპს „V&T Agro“-ს [კომპანიის სამივე დამფუძნებელი უკრაინის მოქალაქეა] მიწის ნაკვეთი ლევან ვარშალომიძის მთავრობამ, პირობიანი აუქციონის წესით, 2011 წელს მიყიდა. ინვესტორმა აიღო ვალდებულება, რომ მოაწყობდა თანამედროვე სტანდარტების სასათბურეს, სადაც დასაქმდებოდა მინიმუმ 25 ადამიანი და ინვესტორი გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე ააშენებდა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებს. 22 169კვ. მეტრ მიწის ნაკვეთში უკრაინულმა ინვესტორმა, ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 17 800 ლარი გადაიხადა.

სათბურის დირექტორმა, ნუკრი ტაკიძემ „ბათუმელებს“ ასევე უთხრა, რომ აქამდე სადაზღვევო კომპანიასთან შეთანხმების პროცესიც გაიწელა, მაგრამ მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის შეთანხმება შედგა: „მალე დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და ალბათ, მერე გაიყიდება, ზუსტად არ ვიცი. მილიონ-ნახევრად აფასებდა აქამდე. ისე, ორი მილიონის ინვესტიციაა ჩადებული და ამ იანვარს, როცა სასათბურე კონსტრუქციების ძირითადი ნაწილი განადგურდა, დაახლოებით მილიონი ლარის ზარალი მივიღეთ. სადაზღვევო კომპანია დაახლოებით ზარალის 80 პროცენტს აანაზღაურებს. სათბურში 25 ადამიანი ვმუშაობდით. ახლა აქ მხოლოდ დარაჯები არიან“.

სათბური ხუცუბანში
სათბური ხუცუბანში

შეხვედრა აჭარის სოფლებში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, საკონსულტაციო კომპანია IGR ახორციელებს.
„ამ დროისთვის უკვე დასრულებულია პროექტის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. შეხვედრაზე კონსულტანტმა დაინტერესებულ მხარეეებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა… აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი GIS მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნას ითვალისწინებს, სადაც ასახული იქნება აჭარაში არსებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე კი კარგა ხანია მოიპოვებოდა ინფორმაცია აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტია 20 მილიონი ევრო [გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) სესხი]. ამ პროექტის განხორციელება გასული წლის ბოლოს არ იყო დაწყებული.

დემოკრატია სიღარიბის წინააღმდეგ

გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი

ბევრი სპეციალისტი სიღარიბე-სიმდიდრის პრობლემას ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ფორმასა და მოდელს უკავშირებს. საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეთა აზრით, საქართველოსნაირ მრავალეროვან და ტერიტორიამოუწყობელ, კონფლიქტური რეგიონების მქონე ქვეყანას, ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა მართებს. საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყნები (აშშ, საფრანგეთი) მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებია და ეს იმიტომ, რომ მათ, თავის დროზე, სხვა მოდელებს ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა არჩიეს.

საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო მმართველობის მოდელმა საქართველოში ვერ გაამართლა. რამდენი პრეზიდენტიც ავირჩიეთ (ახლანდელი არ ითვლება), იმდენი ავტოკრატ ხელისუფალად გადაიქცა და ეკონომიკური კუთხითაც არ ეშველა ქვეყანას. სამაგიეროდ, საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნებში (გერმანია, იტალია, ავსტრალია, კანადა) სახელისუფლო შტოებს შორის ურთიერთობა დალაგებულია, ცხოვრების უმაღლესი დონე და სტაბილურობაც – უზრუნველყოფილი.

კონსტიტუციური მონარქიის მომ¬ხ¬რეთა მტკიცებით კი, სწორედ კონსტიტუციური მონარქიის დამსახურებაა ის, რომ ამ წყობის ქვეყნები (ინგლისი, შვედეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, დანია, ბელგია, ესპანეთი, იაპონია), სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ეკონომიკურად განვითარებული და კეთილდღეობაში მყოფი ქვეყნებია.

როგორც ვხედავთ, სახელმწიფო მოწყობის სამივე მოდელის მომხრეთა აზრით, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის ფორმასა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის პირდაპირი კავშირია და ამა თუ იმ მოდელის უპირატესობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით განისაზღვრება.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ასეც ჩანდეს, მაგრამ თუ კარგად გადავხედავთ მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ რუკას, ვნახავთ, რომ ქვეყნად ბევრი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა (რუსეთი, ბრაზილია, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუმინეთი, ვენესუელა, კოლუმბია, ბოლივია, ინდონეზია, ალჟირი, ნიგერია, არგენტინა…), საპარლამენტოც (ინდოეთი, მონღოლეთი…) და მონარქიულიც (საუდის არაბეთი, კამბოჯა, მალაიზია, მაროკო…), სადაც ცხოვრება არცთუ სახარბიელოა _ ეკონომიკა მოშლილია, სოციალური საკითხები – მოუგვარებელი და ხალხის დიდი ნაწილი შიმშილობს, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის სიდიდით თუ წიაღისეული სიმდიდრეებით არ ჩამოუვარდებიან ეკონომიკურად კეთილდღეობაში მყოფ ქვეყნებს (რუსეთის ბუნებრივი რესურსების ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე ათჯერ მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში). გამოდის, რომ ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის მოწყობის პოლიტიკურ მოდელს.

ქვეყნების სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი გვაჩვენებს, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, სახელმწიფო მოწყობის ფორმისგან დამოუკიდებლად, ეკონომიკურად განვითარებულია და კეთილდღეობისა და სტაბილურობის მაღალი დონით ის ქვეყნები გამოირჩევიან, სადაც მაღალია დემოკრატიის დონე, სადაც ტარდება სამართლიანი არჩევნები, სადაც თავისუფალია სიტყვა და სასამართლო, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს. ე.ი. სადაც დემოკრატიაა მისი საუკეთესო გაგებით.

ისმის კითხვა: რატომაა ასე მნიშვნელოვანი დემოკრატია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და რა პირდაპირი კავშირია დემოკრატიასა და სიღარიბის დაძლევას, დემოკრატიასა და ხალხის კეთილდღეობას შორის?

დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს, ხოლო თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, წინსვლასთან, ხალხის კეთილდღეობასთან, რადგან: ქვეყნის განვითარებისთვის მხოლოდ ბუნებრივი სიმდიდრეების ქონა არ კმარა (რუსეთის, ბრაზილიის, აფრიკული და არაბული სამყაროს ბევრი ქვეყნის მაგალითი) და ზოგჯერ არც უმაგისობაა პრობლემა (ისრაელი, იაპონია, ავსტრია, სამხრეთ კორეა). ქვეყნის წარმატებული განვითარების აუცილებელი პირობა სტაბილურობის დამკვიდრება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა.

სტაბილურობის დამკვიდრებისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად აუცილებელია ხალხის ნდობით აღჭურვილი, კომპეტენტური და ხალხის წინაშე პასუხისმგებელი ხელისუფლების ყოლა. კომპეტენტური და ხალხის წინაშე პასუხისმგებელი ხელისუფლება კი შეიძლება არჩეული იქნას მხოლოდ დემოკრატიული (თავისუფალი და სამართლიანი) არჩევნების გზით. ასეთი ხელისუფლება ეცდება მიიღოს ქვეყნისა და ხალხისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები, რის შედეგად წინ წავა ქვეყანაც და ხალხიც.

ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მხოლოდ სურვილი არ კმარა. საჭიროა კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი – ამომრჩეველი, რომელიც ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე, საკუთარი სინდისისა და პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გააკეთებს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს.

თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს კი შინაგანად თავისუფალი ადამიანი აკეთებს. შინაგანად თავისუფალია ადამიანი, თუ ის ეკონომიკურადაა თავისუფალი, თუ მისი კეთილდღეობა სხვის ნებაზე არაა მიბმული და დამოკიდებული.

ამიტომ, თუ გვინდა თავისუფალი ამომრჩეველი გვყავდეს, ის, უპირველესად, უნდა გავხადოთ თავისუფალი ეკონომიკურად. ეკონომიკურად თავისუფალია ადამიანი, თუ ის ფლობს საკუთრებას, ქონებას, რომელიც მას ნორმალური არსებობისთვის აუცილებელ შემოსავალს აძლევს.
შეიკრა ლოგიკური ჯაჭვი: ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატია, დემოკრატიისთვის – თავისუფალი ამომრჩეველი, თავისუფალი ამომრჩევლისთვის _ საკუთრება. ე.ი. დემოკრატიის ქვაკუთხედი საკუთრების მქონე ამომრჩეველია. ამდენად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს გავუჩინოთ ხალხს, ადამიანებს, შემოსავლის მომტანი საკუთრება, გავხადოთ ისინი მესაკუთრეები, მქონებელნი!

მაგრამ საიდან და როგორ გავხადოთ ასიათასობით ადამიანი მესაკუთრე?

ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენი ღარიბი სახელმწიფო მოქალაქეებს აჩუქებს ან უფასოდ დაურიგებს ქონებას. ვერც იმ მოსაზრებას გავიზიარებ, რომ მოხდეს პრივატიზებული ქონების ნაციონალიზაცია. ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით, და, რასაც, შესაძლოა, ქვეყნის ნგრევა მოჰყვეს.

ეს რომ არ მოხდეს და რა უნდა მოხდეს, რომ ეს არ მოხდეს, ამასთან, როგორ გავხადოთ ათასობით ადამიანი წარმოების საშუალებების მესაკუთრე, ამის შესახებ გაზეთის შემდეგ ნომრებში წაიკითხავთ.

Exit mobile version