20 წლის ევროპის ჩემპიონი აჭარიდან – „ყველაზე დიდი მიზანი ოლიმპიური ოქროა“

ახლახან რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა, 20 წლის რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავე ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო საქართველოს ნაკრებმაც – ჯამში 62 ქულა და 12 ქულით აჯობეს მეორე ადგილზე გასულ რუსეთის ნაკრებს.

  • რამაზ, როგორ ემზადებოდით ჩემპიონატისთვის და ელოდით თუ არა გამარჯვებას?

ჩემპიონატისთვის უკვე ექვსი თვე ვემზადებოდი, იქამდე რამდენიმე შეკრება გვქონდა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი შეჯიბრი იყო. ძლიერი კონკურენტებიც მყავდა. მაგალითად, პირველი შეხვედრა მქონდა გასული წლის ევროპის ჩემპიონ, თურქ სპორტსმენ მურატ ფირატთან, რომელიც ანგარიშით 8:1 დავამარცხე. შემდეგ, მეოთხედფინალში, რუმინელ სპორტსმენს ვძლიე, რომელთანაც დაძაბული ორთაბრძოლა გვქონდა და რომელიც ანგარიშით – 5:5 დავამარცხე, ნახევარფინალში ბულგარელ სპორტსმენს მოვუგე – 8:0, ბოლოს კი გასული წლის ევროპის ფინალისტს, უკრაინელ სპორტსმენ ფარვიზ ნასიბოვს შევხვდი, რომელიც ანგარიშით – 10:0 დავამარცხე და გავხდი ევროპის ჩემპიონი. საერთოდ ლიდერად ვითვლებოდი, რადგან გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი ამ წონაში, მაგრამ ეს ჭიდაობაა, წინასწარ გამორიცხულია რაიმეს ცოდნა, თუმცა მაინც ველოდი.

გარდა ამისა გუნდურშიც პირველი ადგილი დავიკავეთ, საქართველოს ნაკრებმა სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. მათი გამარჯვებებიც ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის. მე 10 ქულა მოვუტანე გუნდს, სულ 62 ქულით გავედით პირველ ადგილზე.

რამაზ ზოიძე
რამაზ ზოიძე
  • შარშან მსოფლიო ჩემპიონი გახდი კლასიკურ ჭიდაობაში, სხვა რა ტიტულები გაქვს მოპოვებული?

შარშან ბრაზილიაში გავხდი მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში, 2012-ში ევროპის ჩემპიონი უმცროს ასაკში [ჭაბუკებში], 2011 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი ასევე – ჭაბუკებში.

  • რამდენი ხანია ვარჯიშობ, როგორ მოხვედი ჭიდაობაში?

6 წლის ვიყავი, ჭიდაობაში რომ დავიწყე სიარული. სიმართლე გითხრათ, დიდად არც ვიცოდი რა იყო ჭიდაობა, უბრალოდ ჩემი ძმა დადიოდა, დავყვებოდი მეც, ვუყურებდი და ასე გამიჩნდა სურვილი, რომ მეც მეჭიდავა. მამაც ჭიდაობის მაგარი გულშემატკივარია. თავიდანვე მარად არძენაძესთან დავიწყე ვარჯიში, ოღონდ თავისუფალ ჭიდაობაში და მერე გადავინაცვლე კლასიკურში.

  • მწვრთნელს ყოველთვის განსაკუთრებული როლი აქვს სპორტსმენის ცხოვრებაში, თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

ძალიან დიდი წვლილი შეაქვს რა თქმა უნდა. იგი ჯერ თავიდან გასწავლის ჭიდაობას, გასწავლის ილეთს, გასწავლის ყოფა-ქცევასაც და ფაქტობრივად, ყველაფერს. ყოველთვის გვერდში გიდგება. შეიძლება წააგო შეხვედრა, მაგრამ მოვა, დაგამშვიდებს და დაგარიგებს, გეტყვის, რომ ივარჯიშებ და შემდეგში გაიმარჯვებ. გეტყვის, რა მინუსი გქონდა, რა – პლუსი, ზუსტად ისეთ ვარჯიშებს ჩაგიტარებს, რომელიც შენ გაგაძლიერებს და გაქცევს ჩემპიონად.

  • როგორც წესი, ჭიდაობაში, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, სპორტსმენებს თავიანთი ტექნიკა, თავიანთი სტილი აქვთ. თქვენი ჭიდაობის სტილი როგორია?

კი, ასეა. ზოგიერთი სპორტსმენი, მაგალითად, ძალიან უხეშია, ცდილობს ჭიდაობის მომენტში აგრიოს, დაგაბნიოს… ზოგი არის ძალისმიერი _ უნდა, რომ ძალით დაგჩაგროს, ზოგიც ტექნიკური მოჭიდავეა _ ცდილობს რაღაც მოგატყუოს ილეთში. მე უფრო ელასტიურობის ხარჯზე, ტექნიკურ მოჭიდავედ ვითვლები.

  • რა დროს უთმობთ ვარჯიშს?

ძირითადად მწვრთნელთან ერთად ვვარჯიშობ, ფიროსმანზე ბათუმის სასპორტო სკოლაში. ყოველდღიურად, კვირა დღის გარდა, ორი ან ორსაათნახევარი გვიწევს ერთად მუშაობა. დასვენების დღეებში მეგობრებთან ერთად გავდივარ, ფეხბურთსა და კალათბურთს ვთამაშობ. სპორტის სხვა სახეობებიც ძალიან მომწონს, მაგრამ ჭიდაობა პირველია, რა თქმა უნდა.

  • უახლოეს მომავალში რა შეჯიბრები გაქვთ დაგეგმილი?

ორ თვეში მსოფლიო ჩემპიონატი მაქვს საფრანგეთში. ერთ კვირაში გავემგზავრები მინსკში, სადაც დაიწყება შეკრება, მზადება იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი ჩამოვუტანო საქართველოს. ვიმედოვნებ, ასეც იქნება. ამის შემდეგ კი გადავინაცვლებ უფროს ასაკში და იქ უკვე მეტი შრომა მომიწევს, მეტი სირთულეებია, მაგრამ მზად ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი დავძლიო და გადავლახო. ვიცი, რომ ძნელი იქნება, მაგრამ მწვრთნელების, ოჯახისა და საკუთარი თავის დახმარებით შევძლებ ამას.

  • ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული რა იქნება თქვენთვის?

ყველაზე დიდი მიზანი ოლიმპიური ოქროა. სწორედ ეს არის სპორტის მწვერვალი და ჩემი ოცნებაც, რომელიც იმედი მაქვს, რომ ამიხდება.

ბრალდებული, ვის გასამართლებასაც ხალხი ლინჩის წესით ითხოვდა

ორი კვირის წინ პოლიციამ გურიაში დააკავა დიმიტრი გ. მას ბრალი მცირეწლოვანზე განხორციელებულ მუქარაში ედება. იმავე დიმიტრი გ.-ს ქობულეთის მოსახლეობის ნაწილი პედოფილიაში ადანაშაულებს. მის საცხოვრებელ სახლთან მაისში ქობულეთელებმა რამდენჯერმე გამართეს საპროტესტო აქცია და ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა და ბავშვის დედამ მაშინ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ 61 წლის დიმიტრი გ.-მ 12 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა.

61 წლის დიმიტრი გ.-ს წინააღმდეგ მთავარი მოწმე 12 წლის გოგო იქნება, ასევე გოგონას 13 წლის ძმა, ვისაც პროკურატურამ უკვე მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი და ვის მიმართ განხორციელებულ მუქარასაც ედავება გამოძიება ბრალდებულს. საქმის პროკურორმა, გიორგი რამიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვერ დადასტურდა თავდაპირველი ვერსია არასრულწლოვანთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით:

„როდესაც ჩავატარეთ გამოძიება, არ დადასტურდა აღნიშნული ინფორმაცია. გოგონა ყვება, რომ მას ბრალდებული სთავაზობდა მანქანით წაყვანას და კანფეტების ყიდვას, ეს არ შეიძლება აღქმული იყოს გარყვნილ ქმედებად. ჩვენი მტკიცებით, ადგილი ჰქონდა მუქარას გოგონას ძმის მიმართ. მას ბრალდებული დაემუქრა, თუ შენს დას დაუშლი ჩემთან ურთიერთობას, თავს მოგაჭრიო და ასე შემდეგ. ამას ყვებიან ბავშვები გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებში. მუქარა ბავშვმა აღიქვა რეალურად და დღემდე მას სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება,“ – ამბობს პროკურორი გიორგი რამიშვილი.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან“ გამომდინარე, ბავშვები სპეციალიზებულმა სასამართლომ უნდა დაკითხოს ფსიქოლოგისა და ბავშვების კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. პროკურორის თქმით, სხვა უშუალო მოწმე არ არსებობს, მაგრამ დაიკითხებიან სხვა პირებიც, რომლებიც დაადასტურებენ, როგორ განიცადა ბავშვმა მუქარა, რომ მას ეშინოდა გარეთ გასვლის, ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები და ასე შემდეგ.

ბრალდებულის ადვოკატის, რამინ პაპიძის თქმით, ბავშვების გარდა, ერთადერთი მოწმე ამ საქმეში ქობულეთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი კობა კილაძეა, რომლის ჩვენებაც სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ უნდა იყოს: „გააჩნია რამდენად თანმიმდევრული და დამაჯერებელი იქნება ასევე ბავშვების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები. ძალიან რთული იქნება მუქარის დადასტურება და შემოდავება, რომ თურმე ბრალდებული ემალებოდა პოლიციას. თავიდან, როცა მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავდა, თავად პოლიციამ ურჩია დიმიტრის გარიდებოდა სიტუაციას,“ – ამბობს ადვოკატი.

„ასეთი მოთხოვნა პოლიციას არ ჰქონია,“ – გვითხრა პროკურორმა გიორგი რამიშვილმა: „მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ასევე საცხოვრებლის მისამართზე, დაბარების მიუხედავად, ის არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. დიმიტრი გ.-ს დაკავება მოხერხდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 27 ივნისს“.

ჯერ უცნობია, რომელი მოსამართლე განიხილავს არსებითად არასრულწლოვნის მუქარაში ბრალდებულის საქმეს. წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა ჩაატარა და მან ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

პროკურორ გიორგი რამიშვილის ინფორმაციით, ბრალდებული დიმიტრი გ.-ს წარსულშიც ჰქონდა პრობლემები სამართალთან, თუმცა ამ დროისთვის მას ნასამართლეობა აღარ აქვს. დიმიტრი გ.-ს გაუპატიურებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დიმიტრი გ.-ს არასრულწლოვანზე მუქარისთვის დასჯიან ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით – 120-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სწორედ ამ სანქციებს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი, რომლის სრული სიმკაცრით გამოყენება უკვე მოითხოვა სასამართლოში პროკურატურამ. არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების დადასტურების შემთხვევაში [სსკ-ის 141-ე მუხლი] კი, იგი 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯებოდა. ამ სასჯელს ითხოვდა დაზარალებულის დედა, რომელიც ირწმუნება, რომ ბრალდებულმა მისი შვილის გაუპატიურება სცადა.

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ბრალდებულის საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს მ.მ.-ს საქმეს. მას გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ედავება. სასტუმრო ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ხოლო ბრალდებულს რამდენიმე წლის წინ პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული იგივე ბრალის გამო.

„ბრალი უსაფუძვლოა, რადგან სასტუმრო, რომელსაც გამოძიების ვერსიით პროსტიტუციის მიზნით გამოიყენებენ, საერთოდ არ ეკუთვნის ბრალდებულს“, – ამბობს ადვოკატი ჯემალ კიკნაძე. მისი განმარტებით, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ბრალი შესაძლოა წარდგენილი ყოფილიყო ბრალდებულის დედის მიმართ, ვისი საკუთრებაც არის სასტუმრო. დაცვის მხარეს საქმეში წარმოდგენილი აქვს სასტუმროს ქირავნობის ხელშეკრულებაც, სადაც ხელს სასტუმროს ქირით გაცემაზე ბრალდებულის დედა აწერს.

საქმეში მთავარი მოწმეები სექსმუშაკები არიან. მათ უკვე მისცეს ჩვენებები ბრალდებულის წინააღმდეგ და თქვეს, რომ უშუალოდ მ.მ.-ს მითითებით მუშაობდნენ სასტუმროში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მ.მ.-ს ჯარიმის გადახდა მოუწევს, ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 4-წლამდე.

კაზინოს ყოფილი თანამშრომლის საქმე სასამართლოში

პეტრო განჯა სასამართლოში კაზინო „რედისონ ივერიას“ ედავება. ის სამსახურში აღდგენას და განაცდური ხელფასის სრულ ანაზღაურებას მოითხოვს. მასთან კაზინოს ადმინისტრაციას ხელშეკრულება 2019 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა იგი მიმდინარე წლის თებერვალში შეწყდა. ადმინისტრაციის განმარტებით, პეტრო განჯა გათავისუფლებამდე ერთი კვირის განმავლობაში უმიზეზოდ არ გამოცხადდა სამსახურში.

პეტრო განჯას თქმით კი, კაზინოს ადმინისტრაციამ მას 27 იანვარს უთხრა, რომ სამსახურში აღარ უნდა მისულიყო. „მისთვის არაფერი განუმარტავთ და იმ დღეს არც ბრძანება ჩაუბარებიათ“, – გვიყვება ადვოკატი ლელი ბჟალავა: „მეორე დღესვე პეტრო დამიკავშირდა და მთხოვა, სარჩელის მომზადებაში დამეხმარეო. მაშინ კაზინოდან კიდევ სამი თანამშრომელი გამოუშვეს, მაგრამ დღეს მოწმის სახით ჩვენების მიცემა არავის უნდა, ყველა დაშინებულია, რადგან არსებობს ე.წ. შავი სიები, იქ მოხვედრა საერთოდ დაუსაქმებლობას ნიშნავს სხვა კაზინოში. პეტროსაც ეს უთხრეს, თუ არ გაჩერდები, ისე ვიზამთ, ვერსად დასაქმდებიო. არადა, მას მხოლოდ ამ სექტორში აქვს 14-წლიანი გამოცდილება. გაუგებარია, რის გამო არ შეიძლება მისულიყო უმიზეზოდ პეტრო სამსახურში, როცა ის სპეციალურად ამ საქმისთვის არის ჩამოსული უკრაინიდან საქართველოში და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს”.

„რა მტკიცებულება ადასტურებს პეტროს იძულებით სამსახურიდან გაშვებას?” – კითხვაზე ადვოკატმა გვიპასუხა, რომ მტკიცებულება 8 თებერვალია, როცა პეტროს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ოფიციალურად ჩაბარდა და იმავე დღეს მან სასამართლოს მიმართა: „წინა დღეებში პრობლემა რომ არ ჰქონოდა პეტროს, სარჩელის მომზადებას ხომ არ დავიწყებდით? ერთ დღეში კი სარჩელს ვერ მოვამზადებდით, ფაქტია“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა.

შრომით დავას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.

„არშემდგარი გადატრიალება თურქეთში ქემალიზმის დამარცხებაა“

15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ შედგა. ბოლო მონაცემებით ამბოხს 265 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანი ხელისუფლებამ დააპატიმრა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ პროცესები აშშ-ში მცხოვრები მწერლის, ყოფილი იმამის, ფეტულა გულენის მიერ იმართებოდა. მეზობელ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს „ბათუმელებთან“ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,  ისტორიკოსი ემზარ კახიძე აფასებს.

ბატონო ემზარ, პირველ რიგში, რა ძალები დგას გადატრიალების მცდელობის უკან, ვინ არიან ისინი და რატომ სურდათ სამხედრო გადატრიალება?

emzar kaxidze
ემზარ კახიძე

ჩემი აზრით, ოთხი გადატრიალება, რომელიც მოხდა თურქეთის რესპუბლიკაში გასულ წლებში, დიდი ალბათობით, იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ იგივე ძალები მოქმედებენ. ანუ სამხედრო ძალები, რომლებიც უკმაყოფილო არიან ამ შემთხვევაში ერდოღანით. არ გამოვრიცხავ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ საქმის კურსში, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ტრადიციული გადატრიალებების გაგრძელებაა. ამასთან, როგორც ყველა პროცესმა, ამ პროცესმაც დეგრადაცია განიცადა და დამარცხდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ასეთი აქციები ნაკლებად მოსალოდნელია მომავალში.

ვისთვის იყო პოლიტიკურად მომგებიანი გადატრიალება თურქეთში? და ვისთვის –  ერდოღანის გამარჯვება?

პოლიტიკურად მომგებიანი ქემალისტებისთვის იყო. მათ ყველამ ერთად დაგმეს ეს, მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა და შეთანხმება თუ არა, რაღაც თანაგრძნობა რომ იქნებოდა, ეს ერთმნიშვნელოვანია. ქემალისტები აგებენ პოლიტიკურ ბრძოლას ერდოღანთან და მის პარტიასთან და მათთვის ალბათ სასურველი იქნებოდა სამხედრო გადატრიალება შემდგარიყო. ვინაიდან დამარცხდა, ბუნებრივია ეს მათ უარყვეს. პირველ რიგში, გადატრიალება ლაიცისტების [ლაიციზმი გულისხმობს რელიგიის გამოყოფას სახელმწიფოსგან] ინტერესებშია, მაგრამ, იმის თქმა, რომ ისინი მონაწილეობდნენ და მოკავშირეები იყვნენ – ჩემთვის ძალიან ძნელია. რაც შეეხება თვითონ ერდოღანის მიერ მოხსენიებულ ფეტულა გულენის კვალს, ძალიან ბევრი სამხედროა დაკავშირებული გულენის მოძრაობასთან და შესაძლებელია ისიც ყოფილიყო საქმის კურსში. ის, რომ ისინი ამას საჯაროდ უარყოფენ, არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით, გადატრიალების იდეა მაინც სამხედროებში მომწიფდა.

რამდენად გავლენიანი ფიგურაა თურქეთში  ფეტულა გულენი და რატომ ასახელებს მას ერდოღანი? რამდენადაც ცნობილია, ისინი ერთ დროს თანამოაზრეებიც იყვნენ… 

ის საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა თურქეთში, სწორედ სამხედროებში, პოლიციელებში, ასე ვთქვათ, ძალოვან სტრუქტურებშია პოპულარული. ასევე გავლენიანია მოსახლეობის საშუალო ფენებშიც, ვინაიდან ის ზომიერი ისლამის მომხრეა. სამხედრო ადამიანებისთვის, რომლებიც თავიდანვე იყვნენ გარანტები საერო ცხოვრების, ბუნებრივია მისი იდეოლოგია იყო მისაღები. ვერ ვიტყვი, რომ ერდოღანიც რაღაც განსხვავებული და რადიკალური იყოს, თუმცა გულენი, შეიძლება ითქვას, ეს არის ერდოღანის ისლამისტური მოძრაობის ზომიერი ფრთა.

რატომ დაასახელა, პრეზიდენტმა სწორედ გულენი?

ვფიქრობ, ეს მისი პოლიტიკური ახირებაა. ბუნებრივია, ის დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ არის განწყობა, მაგრამ გულენი ყველაზე უფრო გავლენიანი და საკმაოდ  ინტელექტუალი პიროვნებაა. ის ერთ-ერთ ინტელექტუალურ პიროვნებადაა დასახელებული მსოფლიოში და ას ყველაზე უფრო ინტელექტუალურ პოლიტიკოსს შორისაა მოხსენიებული. ამიტომ ერდოღანი ცდილობს მისი ალტერნატივა, ასე ვთქვათ, სწორედ გულენი იყოს ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ სხვა არც ერთ პოლიტიკურ გუნდში მისი წონის პოლიტიკოსი ჯერჯერობით არ ჩანს.

არის მოსაზრება, რომ შესაძლოა ერდოღანმა იცოდა გადატრიალების მზადების შესახებ, ხელი არ შეუშალა და ახლა ამას საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებს. რამდენად რეალურია ეს მოსაზრება? თქვენი აზრით, ჩნდება ეჭვის საფუძველი? 

არის ასეთი მოსაზრება, თვითონ ერდოღანისთვის არსებული სიტუაცია მომგებიანია, მაგრამ… ეს რომ ყოფილიყო გადატრიალების გათამაშება, ეჭვის მეტი საფუძველი იქნებოდა, მაგრამ რაც ვნახეთ, რა ინფორმაციაც მაქვს, იქ სერიოზული ბრძოლებიც იყო… ხალხი რომ არ გამოსულიყო ქუჩაში, ერდოღანის საქმე ცუდად წავიდოდა, ამიტომ ამხელა რისკზე წამსვლელად მე ერდოღანი არ მიმაჩნია. ასეთი შეთქმულების თეორიების მე ნაკლებად მჯერა.

თურქეთში მომხდარი ცვლილებები აისახება თუ არა საქართველოზე და როგორ?

ჩვენთვის თურქეთი, როგორც მეზობელი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც. თურქეთი არის ისლამისტური ფრონტის ბოლო ზღუდე, ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ თურქეთში დესტაბილიზაცია, ჩათვალეთ, ისლამიზმის საფრთხე უშუალოდ ჩვენს საზღვართან გაჩნდება. ამიტომ ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ არ გვაწყობს თურქეთის დასუსტება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იქ იყოს სტაბილურობა, მაგრამ სტაბილურობა დიდხანს არ მიიღწევა, თუ არ იქნება დემოკრატიული მართვა.

ერდოღანის გამარჯვება სტაბილიზაციის გარანტია?

საბოლოოდ, ერდოღანის გამარჯვება მაინც დესტაბილიზაციისკენ მიაქანებს ამ ქვეყანას, თუ მან განახორციელა მისი ზრახვები და მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია. ეს აუცილებლად დამთავრდება კრახით ამ ქვეყნისთვის და ამ შემთხვევაში ოდნავ იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყნის პარლამენტის და ოპოზიციური ძალების. ერდოღანი გამოცდილი პოლიტიკოსია და აუცილებლად გამოიყენებს ამ სიტუაციას თავის სასარგებლოდ.

თურქეთში არეულობის ფონზე იზრდება თუ არა საფრთხეები რუსეთიდან?

აუცილებლად. ჩვენ გვაწყობს დაბალანსებული სიტუაცია და არ გვინდა რომელიმე ძალის ცალმხრივად გამარჯვება კავკასიაში. სრულიად შესაძლებელია, დავუშვათ, დაკარგოს თურქეთმა  აქ გავლენა და რუსეთმა ცალმხრივად მოიპოვოს უპირატესობა. მართლა რომ რაღაც მოხდეს, როგორც 1921 წელს დასრულდა, ისე ტრაგიკულად დასრულდება ეს ჩვენთვის.

თურქეთში სამხედროების ჩარევა პოლიტიკაში რამდენჯერმე განხორციელდა, მაგრამ ახლანდელი მარცხი, თქვენი აზრით, რით იყო განპირობებული?

ქემალისტურმა იდეამ თურქეთი გადაარჩინა და ახალ განზომილებაში გადაიყვანა, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის მარადიული. ქემალიზმს გაუვიდა ყავლი. ეს არის ცალსახა. არშემდგარი გადატრიალება, ეს იყო ქემალიზმის დამარცხება. მიუხედავად ამისა, მთავარია განგრძობითობა იყოს, მემკვიდრეობითობა, ანუ თუ ერდოღანი ქემალიზმს მთლიანად არ მოსპობს, მაშინ არ იქნება ეს უარყოფითი, მთავარია, ერდოღანმა მთლიანად არ ამოძირკვოს ქემალიზმი.

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხალხი დააპატიმრა, მგონი თავადაც დაინახა, რომ თურქეთში ხალხს აქვს ფასი. მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის ბედი და სრულიად შესაძლებელია ნახევარ თვეში ეს ხალხი მის წინააღმდეგ გამოვიდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ზომიერად უნდა მოიქცეს, ეს მისთვისაც კარგი იქნება და ქვეყნისთვისაც.

დღეს ერდოღანი იღებს გადაწყვეტილებას თურქეთში, თუ ხალხი?

ხალხი. არ გამოვრიცხავ, რომ თუ ის რადიკალური იქნება, გააგრძელებს არაპერსპექტიულ პოლიტიკას სირიასა და არაბულ სამყაროში, ხალხი მის წინააღმდეგაც გამოვა. ხალხმა აჩვენა ძალა. რუსეთშიც გამოჩნდა ხალხი, მაგრამ პუტინმა ჩაახშო, თურქეთის გამოცდილება კი დემოკრატიაში უფრო დიდია.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ელექტრონულ ავტობუსებზე: ეს არის მხოლოდ სურვილი

„ბათუმის ავტოტრანსპორტის “ დირექტორის ინფორმაციით, ბათუმში ელექტროავტობუსების შემოყვანის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„ჩვენ გვქონდა წინადადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომ  გაგვეკეთებინა ერთი საცდელი ხაზი ელეტრონული ავტობუსების,  დანარჩენი კი,  ევრო 5 დიზელის სტანდარტზე მომუშავე ავტობუსები  შეგვეძინა. დასკვნები, რაც ბანკისგან მივიღეთ, არის კონფიდენციალური და  ვერ გავასაჯაროვებთ მანამ, სანამ ოფიციალური თანხმობა არ გვექნება“ -გვეუბნება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი პაატა დუმბაძე.

მისი ინფორმაციით,  სესხის გამოყოფამდე ბანკმა ჯერ ბათუმის რელიეფი და გარემო პირობები უნდა შეისწავლოს, თუ რამდენად შეესაბამება  ელექტროავტობუსებს.  „იმის შემდეგ,  როცა გვექნება დადასტურება, დავაანონსებთ. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი“.

იმ შემთხვევაში, თუკი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი  „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ წინადადებას მიიღებს, სესხის ფარგლებში ათი ერთეული ელეტროავტობუსის შესყიდვა მოხდება.  თუმცა,  სესხის ოდენობას ავტოტრანსპორტის დირექტორი,  ამ დროისთვის არ ასაჯაროვებს.

„სექტემბრის 15-მდე უნდა გვქონდეს ბანკის პასუხი. თანხმობის შემთხვევაში დეტალებს გავახმაურებთ“ – გვეუბნება პაატა დუმბაძე.

სლოვაკი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

„პოზა სიარული წინ და უკან“ – გამოფენა ამ სახელწოდებით ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მიმდინარეობს.
ოთხი სლოვაკი ხელოვანის: გინტა ვეისერმენის, იზაბელ ვენცელის, MML Studio-ს და ლუსია ნიმცოვას ნამუშევრები შემოქმედებითმა ჯგუფმა „ფლოატმა“ ჩამოიტანა ბათუმში.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები და ვიდეო ინსტალაციები, რომელიც სხვადასხვა სოციალურ დონეზე მყოფი ადამიანის მდგომარეობას ასახავს.

როგორც თანამედროვე ხელოვნების სივრცის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი განმარტავს, გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებში ასახულია ადამიანის პლასტიკა, საკუთარი თავის მალვის თუ გარდასახვის იდეა, ვიდეოებში კი ძირითადად ვხვდებით დეკონსტრუქციას, წესრიგის დარღვევას – თუ როგორ შლიან და აფუჭებენ ადამიანები ბუნებაში მიღებულ წესებს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე.

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 31 ივლისამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება უფასოა.

გამოფენის აფიშა
გამოფენის აფიშა

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატები პარლამენტში

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტში ნუგზარ ვარშანიძე და ნინო ბერაძე იქნებიან. მესამე კანდიდატი პარტიას ჯერ არ დაუსახელებია.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, კობა ჩხეიძე, რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებს, რომ, საარჩევნო სუბიექტების პრეზენტაცია უახლოეს დღეებში ექნებათ და ყველა კანდიდატის ვინაობა მაშინ გახდება ცნობილი.

„ჯერ-ჯერობით საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარობის ორი კანდიდატი დავასახელეთ. ნინო ბერაძე ბათუმის საკრებულოს წევრია, ნუგზარ ვარშანიძე კი ინჟინერი. ოჯახით არის პოეტ მამია  ვარშანიძის შვილი, თვითონ კი პროფესიონალი რკინიგზელია. რკინიგზის სადგურის გადატანა ბათუმში მისი პროექტის მიხედვით მოხდა, რკინიგზის ახალი სადგურიც მისი დაპროექტებულია“.

ნინო ბერაძე
ნინო ბერაძე

კობა ჩხეიძის ინფორმაციით, ნუგზარ ვარშანიძე პოლიტიკაში აქამდე არ ყოფილა, „გარკვეული ხნის წინ მოვიდა და გაწევრიანდა ჩვენს პარტიაში“-გვეუბნება ის.

ნუგზარ ვარშანიძე
ნუგზარ ვარშანიძე

ნუგზარ ვარშანიძე 2004 საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ტერიტორიული სამმართველოს უფროსად მუშაობდა. როგორც ნუგზარ ვარშანიძე გვეუბნება, ის 2004 წლის მარტში ასლან აბაშიძემ   დააკავა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარებაო და ეს იყო მიზეზი, თუმცა ოფიციალურ მოტივად  ფინანსური დარღვევები დაასახელეს. შემდეგ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, გამათავისუფლეს, თუმცა  ძალიან მალე, სააკაშვილის ხელისუფლებამ დამაკავა იმ მოტივით რომ „ასლან აბაშიძის გუნდის წევრი ვიყავი“.  ოფიციალური ბრალდება  იგივე იყო, რაც აბაშიძის დროს. თუმცა, რამდენიმე თვეში საპროცესო გარიგების საფუძველზე  გამათავისუფლეს“- გვეუბნება ნუგზარ ვარშანიძე.

ამჟამად, მაჟორიტარობის კანდიდატი კერძო ბიზნესითაა დაკავებული: „სამშენებლო მასალების ბიზნესი მაქვს თბილისში“.

კითხვები და პასუხები დისკრიმინაციაზე

რა არის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი და მოქმედების სფერო?

2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ~ საქართველოს კანონი მიიღო, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 7 მაისს.
ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით.

რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად?

დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია:
ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას; ბ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს;

გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

ვინ ახორციელებს დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას?

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საქართველოს სახალხო დამცველი:

ა) განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;

ბ) შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტს როგორც განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციას;

გ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;

დ) ამ კანონის მიზნებისათვის შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;

ე) იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;

ვ) დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;

ზ) უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;

თ) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ;

ი) ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად;

კ) დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საერთაშორისო სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

როგორ ხდება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვა?

პირმა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით მიმართავს, უნდა მიუთითოს ის ფაქტები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, და უნდა წარადგინოს შესაბამისი მასალები ასევე, უნდა წარადგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

თუ საქართველოს სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია დანიშნოს ზეპირი მოსმენა და მოიწვიოს მხარეები საქმის მორიგებით დასასრულებლად. საქმის მორიგებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი ახორციელებს მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

ნებისმიერი ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (მათ შორის, პროკურატურის, საგამოძიებო, სასამართლო ორგანო) ვალდებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალა, საბუთი, ახსნა-განმარტება და სხვა ინფორმაცია კანონით დადგენილი წესების დაცვით გადასცეს საქართველოს სახალხო დამცველს მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ ინფორმაცია ნებაყოფლობით კერძო პირისგან მიიღება, მას საკუთარი მოთხოვნით შეიძლება აუნაზღაურდეს ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებული ასლის გადაღების და საფოსტო მომსახურების ხარჯები.

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას/საჩივარს განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო: დავას სასამართლო განიხილავს, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ან მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა.

ვის შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით?

ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
es Untitled99d6ae44-3871-48f9-9456-e5f518769249

 

სოფიო კახაძე უსკოს მდივნად აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანი 8 ხმით სოფიო კახაძე გახდა. იგი უსკო-ს წევრად, უმაღლესმა საბჭომ, 2016 წლის 5 ივლისს აირჩია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი. რამაზ გოლომანიძემ 5 ხმა მიიღო. მდივნის ასარჩევად მინიმუმ 7 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო.

„საარჩევნო კომისია სრულფასოვან მუშაობას მაშინ შეძლებს, როცა არჩეული იქნება მდივანიც და თავმჯდომარის მოადგილეც. ამ შემთხვევაში შეფერხებები იმიტომ არ იყო, რომ კომისიაში მდივნის მოვალეობის შემსრულებელი გვყავდა… მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა“- ამბობს სოფიო კახაძე.

უსკოს თავმჯდომარის მოადგილე გუგული დუაძეა.

დღეს, 18 ივლისის, სხდომაზე ცვლილება შევიდა ასევე უსკოს რეგლამენტშიც. ამიერიდან უსკო ვალდებულია სხდომის გამართვის წინა დღეს გამოაქვეყნოს ინფორმაცია კომისიის ვებ-გვერდზე, დასაშვებია გამონაკლისი, რაც ინფორმაციის გავრცელებას 3 საათით ადრე ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, თუ უსკოს სხდომას არ ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა [მინიმუმ 7 წევრი, 13-დან], სხდომა უნდა გადაიდოს, ოღონდ,  სხდომის ჩატარების თარიღი თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს.

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის საქმეზე ექსპერტი დაიკითხა

სასტუმრო „ლეო გრანდთან” დაკავებული ირაკლი ჯაშის და ირაკლი ბჟალავას საქმეზე დღეს შსს-ს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, ლევან ფუტკარაძემ სასამართლოს ჩვენება მისცა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სამივე პოლიციელს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები და სხეულის მსუბუქი დაზიანებები.

ირაკლი ჯაში და ირაკლი ბჟალავა მიმდინარე წლის 16 აპრილს დააკავეს სასტუმრო „ლეო გრანდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. რამდენიმე დღეში ადვოკატებმა სასტუმროს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მოიპოვეს, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულები მხოლოდ სიტყვიერად უპირისპირდებიან პოლიციელებს. მანამდე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში პოლიციელებმა თქვეს, რომ ჯაში და ბჟალავა მათ ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

ექსპერტს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ბრალდებულების დაზიანებებზეც დაუსვა შეკითხვა, თუმცა პროკურორმა, ზურაბ კონცელიძემ მისი აცილება მოითხოვა და მოსამართლის თანხმობა მიიღო. მოსამართლე ირაკლი შავაძემ განმარტა, რომ ექსპერტის დაკითხვა ორივე მხარის მოთხოვნაა, დღისთვის კი იგი პროკურატიურის მოთხოვნით აძლევდა სასამართლოს ჩვენებას. ბრალდებულების შესახებ კითხვების დასმის საშუალება ადვოკატებს იგივე ექსპერტთან მორიგ სხდომაზე შეეძლებათ.

“ამავე ექსპერტმა დადო დასკვნა ბრალდებულების სხეულის დაზიანებებზე. ირაკლი ჯაშს 18 დაზიანება აქვს, მათ შორის ზურგის არეში. პოლიციელებმა თქვეს, რომ ბრალდებულების დაკავების დროს მიიღებდნენ ისინი სისხლჩაქცევებს, რადგანაც პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწის, მაგრამ საინტერესოა, დაკავების დროს, საიდან უნდა მოხვედროდა ადამიანს დაზიანება ზურგის არეში”, – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე “ბათუმელებთან”.

დღეს, 18 ივლისს გამართულ სხდომაზე პროკურატურამ მოწმის სახით მხოლოდ ერთი ექსპერტი დაკითხა. ადვოკატების დავით ჯაფარიძის და რამინ პაპიძის თქმით, პროკურატურა არ უნდა აჭიანურებდეს პროცესს და შესაძლებელი იყო რამდენიმე მოწმის დაკითხვა ერთ სხდომაზე.

ბრალდებული ირაკლი ჯაში სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია, ირაკლი ბჟალავა კი დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, როცა პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა – პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ბრალის დადასტურების შემთხვევევაში, ირაკლი ჯაშს და ირაკლი ბჟალავას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.

შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები თურქეთის კონსულის განცხადებაზე

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან“ [იგულისხმება ბათუმში მდებარე კერძო სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“]. განცხადებას სოციალურ ქსელებში მალევე მოჰყვა სკოლის მასწავლებლების, კურსდამთავრებულების, მოსწავლეებისა და მშობლების რეაქცია.

„ბათუმელები“, განცხადების შეფასებისთვის დაუკავშირდა სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ რამდენიმე კურსდამთავრებულს.

ასლან ართმელაძესახელი, გვარი, ასაკი: ასლან ართმელაძე, 23 წლის. 

პროფესია: სოციალური და პოლიტიკის მეცნირებათა ბაკალავრი.

სამუშაო: არასამთავრობო ორგანიზაცია „თანამშრომლობის და განვითარების რეგიონალური ქსელის“ გამგეობის თავჯდომარე.

„ვთვლი, რომ კონსულმა არასწორი და უპასუხისმგებლო განცხადება გაავრცელა სკოლასთან დაკავშირებით. მე 5 წელი ვსწავლობდი ამ სკოლაში, სწავლება მიმდინარეობდა ქართულად და ინგლისურად. თურქული ენა დამატებითი საგანი იყო და კვირაში რამდენიმე საათი ეთმობოდა. ანტისახელმწიფოებრივი და მითუმეტეს ტერორიზმთან მისადაგებული საქმიანობის არავითარი მიმართულება არ არსებობდა, უფრო მეტიც საკონსულოს თანამშრომლები სწავლა-განათლებას ამ სკოლაში აძლევდნენ თავიანთ შვილებს. სკოლა არის სრულიად სეკულარული. მიმაჩნია, რომ მან პოსტი სასწრაფოდ უნდა დატოვოს, რადგან ამ ქმედებით შეურაცხყოფას აყენებს როგორც ჩაღლაღის საგანმანათლებლო დაწესებულებების ათასობით მოსწავლესა და თანამშრომელს, აგრეთვე ქართულ-თურქულ ურთიერთობებს“. 

სოფიო ხახაჯიშვილისახელი, გვარი, ასაკი: სოფიო ხაჯიშვილი, 23 წლის.

პროფესია: იურისტი.

სამუშაო: მოქმედი ადვოკატი. სადისტრიბუციო კომპანიის მთავარი იურისტი

„ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტულად რას და ვის მიზანს ემსახურება მსგავსი განცხადება და რა მოტივი უდევს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი იქ სწავლის პერიოდზე შემიძლია ვთქვა, რომ სკოლაში იყო სრული წესრიგი, რეჟიმი და განათლების მისაღებად საუკეთესო გარემო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სკოლას აღზრდილი ჰყავს ძალიან წარმატებული თაობები, კურსდამთავრებულები, რომლებმაც სწავლა გააგრძელეს საქართველოს და მსოფლიო მასშტაბით წამყვან უნივერსიტეტებში. დღეს ისინი მათ მიერ არჩეულ სფეროში აგრძელებენ წარმატებულ მოღვაწეობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ მახსენდება შემთხვევა, როცა რომელიმე თურქი მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმე თურქული ღირებულების, კულტურის თუ რელიგიის თავზე მოხვევას. უფრო მეტიც, ეს იყო სკოლის კედლებში გატარებული მეგობრობის და ურთიერთპატივისცემის რამდენიმე წელი და მადლობას ვუხდი თითოეულ ჩემს მასწავლებელს, რომელმაც თავის დროზე არ დაიზარა და დიდი შრომა ჩადო ასეთი თაობების აღსაზრდელად“. 

თორნიკე მახაჭაძესახელი, გვარი, ასაკი: თორნიკე მახაჭაძე, 21 წლის.

პროფესია:  საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპულ მეცნიერებათა სპეციალობის მიმართულება

სტატუსი: პრაღის მეტროპოლიტენისა და კალიფორნიის სახალხო უნივერსიტეტების სტუდენტი

„პირველ რიგში, როგორც შაჰინის სკოლა-ლიცეუმის კურსდამთავრებულმა, მინდა განვაცხადო, რომ ბოლო დროს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში თურქეთის კონსულის განცხადება, ლიცეუმისა და მისი აღსაზრდელების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის შესახებ, არის სრული აბსურდი და შეურაცხმყოფელი! როგორც კურსდამთავრებულმა და ადამიანმა, რომელმაც სასკოლო წლების უდიდესი ნაწილი ამ სკოლაში გაატარა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს სკოლა არის ერთ-ერთი საუკეთესო როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ეს არის სკოლა, სადაც ყოველი სასწავლო კვირა იწყება სახელმწიფო ჰიმნით, ადგილი, სადაც საუკეთესო პედაგოგები ცდილობენ სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული წევრების აღზრდას, ხოლო ის რაც კონსულმა განაცხადა, არის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, რომლითაც დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ამ სკოლის ასეულობით აღსაზრდელს, კურსდამთავრებულს თუ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას. ასევე, როგორც მომავალი საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი დავამატებდი, რომ კონსულის განცხადება არის სრულიად არადიპლომატიური, რომელმაც სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას შეურაცხყოფა მიაყენა და გარდა ამისა ასეულობით არასრულწლოვანს საზოგადოების თვალში სულიერი ტრავმა მიაყენა. ჩემი აზრით, ბატონმა კონსულმა პირველ რიგში საჯარო ბოდიში უნდა მოიხადოს როგორც საზოგადოების, ასევე კერძოდ სკოლა-ლიცეუმის წინაშე“. 

diana devadzeსახელი, გვარი, ასაკი: დიანა დევაძე, 17 წლის.

სტატუსი: აბიტურიენტი.

„ამ სკოლაში გავიზარდე, ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, პირველ რიგში მეგობრობა, ადამიანებთან ურთიერთობა, უფროსებისა და მეგობრების პატივისცემა. ცოტა მეუხერხულება იმის ახსნა, რომ ის რაც კონსულმა განაცხადა რეალობას არ შეესაბამება. ვფიქრობ ასეთი რამე არ უნდა ეთქვა, მითუმეტეს როცა დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნია. მსგავსი უაზრობა ცხოვრებაში არ წამიკითხავს და სასაცილოცაა ეს ყველაფერი. ვიმეორებ, რომ შაჰინის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმში მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი სკოლა N1-ია“!

დღეს, 18 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა კონსულის ამ განცხადებასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.

„არც მას [კონსულს] და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ ისინი, ვინც დადიან საქართველოში ამ კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად, ან ამ სკოლის კურსდამთავრებულები, არიან ტერორისტები. ეს სრული გაუგებრობაა. მეორეს მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და სკოლების მართვის გამო, როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში,” – განმარტა ელჩმა.

დღესვე, აჭარის ტელევიზიამ თურქეთის კონსულის ინტერვიუს სრული ვერსია გამოაქვეყნა.

აჭარის ახალი მთავრობა უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა

დღეს 18 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა.

უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა  ზურაბ პატარაძის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს: ნუგზარ სურმანიძე, გიორგი თავამაიშვილი [ყოფილი მინისტრები], რამაზ ბოლქვაძე და ლაშა კომახიძე.  პოსტი ვერ შეინარჩუნა  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დავით ბალაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ.

ფინანსთა და ეკონომიკის ახალ მინისტრად, ყოფილი მინისტრის მოადგილე, რამაზ ბოლქვაძე,  ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლაშა კომახიძე წარადგინეს, რომელიც მანამდე  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის „ენპარდ აჭარას“ პროექტის მენეჯერი იყო. ნუგზარ სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრად გააგრძელებს მუშაობას, ხოლო გიორგი თავამაიშვილი განათლებისა და კულტურის მინისტრად.

უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თემურ კახიძის ინფორმაციით, კენჭისყრაში 19 დეპუტატი მონაწილეობდა. აქედან 12-მა მხარი დაუჭირა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, შვიდი წინააღმდეგი იყო, ერთმა დეპუტატმა, – მედეა ვასაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ერთი დეპუტატი თემურ ბოლქვაძე კი სხდომას არ ესწრებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ახალი მინისტრთა კაბინეტი, დამტკიცებულია.

13718052_1120508531357728_749365027_o (1)
აჭარის ახალი მინისტრთა კაბინეტი. მარცხნიდან: ლაშა კომახიძე, რამაზ ბოლქვაძე, გიორგი თავამაიშვილი, ნუგზარ სურმანიძე

11 ხმით მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად, 11 ხმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში რექტორად აირჩია.

რექტორის არჩევნები, ფაქტობრივად ერთი კანდიდატით ჩატარდა, რადგან რექტორობის მეორე კანდიდატმა, ანთაზ ქიქავამ საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრის დაწყებამდე მოხსნა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა 11-ივე ხმის მიღების მოლოდინი, მერაბ ხალვაშმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ანთაზ ქიქავამ კანდიდატურა მოხსნა, ასეთი მოლოდინი გაუჩნდა.

„ეს არის ძალიან დიდი პატივი და უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩემს მხრებზე ავიღე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან ერთად“ – ასე  მიმართა აკადემიურ საბჭოს მერაბ ხალვაშმა.

ბსუ-ში ახალი რექტორი აირჩიეს
ბსუ-ში ახალი რექტორი აირჩიეს

მისი თქმით, აკადემიურ საბჭოს კენჭისყრამდე ბევრი კითხვა ჰქონდა.

„კითხვები იყო ყველა მიმართულებით, როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით, იყო მწვავე შეკითხვებიც, რომელიც ძირითადად ეხებოდა აკადემიური პერსონალის დატვირთვას, სწავლის საფასურს და ა.შ. მე შევეცადე გამეცა პასუხები. თუმცა არის საკითხები, რომლის გადაწყვეტა უნდა მოხდეს კონსესუსის გზით და ეს კონსესუსი იქნება მიღწეული, არა მარტო აკადემიური საბჭოს წევრებთან, უნივერსიტეტის მთლიან პერსონალთან“ – განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ დატოვა მისმა კონკურენტმა ანთაზ ქიქავამ საბჭოს სხდომა და რა არგუმენტები ჰქონდა მას კანდიდატურის მოხსნამდე? მერაბ ხალვაშმა განაცხადა: „ვერ გეტყვით, არ ვიცი. მას არ აუხსნია მიზეზები“.

მის ლორენ ჰილი ბათუმში – ჯაზ-ფესტივალის მესამე დღე [ვიდეო]

17 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორის, რეპერისა და პროდიუსერის  – მის ლორენ ჰილის კონცერტი ჩატარდა.

მუსიკოსი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე 17 კაციანი ბენდით წარსდგა და კონცერტი სიმღერით – Conformed To Love-ით გახსნა.

ლორენ ჰილი 90-იანებში გახდა ცნობილი, რამდენიმე გრემის მფლობელი ჯგუფის Fugees-ის ვოკალისტის სახელით. მისი მუსიკა რეპს, R&B-ს, სოულს და ნაწილობრივ რეგისაც აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ფესტივალის, ყველაზე მეტი მაყურებელი, სწორედ მესამე დღეს დაესწრო.

ფესტივალის დარჩენილი დღეების განრიგი ასეთია:
21 ივლისი –  THE PRODIGY

22 ივლისი  – JAMIE CULLUM

23 ივლისი  – Chris Brown

24 ივლისი  – MACY GRAY

აუდიტი აჭარის ფინანსთა სამინისტროში არსებულ დარღვევებზე

აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომელმაც დიდი ალბათობით, აჭარის ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს, „ძველი“ მთავრობისგან გასული წლის ბიუჯეტის შესრულების  ანგარიში არ მოუსმენია. ბიუჯეტის კონტროლზე, ქონების განკარგვასა თუ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, უმთავრესად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა პასუხისმგებელი. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით კი, სამინისტრო ქონებასაც არაეფექტურად განკარგავს, ბიზნესთან დამოკიდებულებაში ხშირად ორმაგ სტანდარტს ავლენს და საკუთარ ბიუჯეტსაც არასათანადოდ გეგმავს.

სამინისტროს 2015 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშში, ისევე როგორც ადრინდელ ანგარიშებში, საუბარია სამინისტროს მხრიდან არსებულ დარღვევებზე.

მაგალითად, სოფელ ვაშლოვანში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის გარკვეულ სამუშაობზე შპს „ე-კონთან“ სამინისტროს მიერ ანგარიშსწორება განხორციელებულია იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებლების მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ, რაც, აუდიტის შეფასებით, დარღვევაა.

აჭარის მთავრობის მარტის განკარგულებით, სამინისტროს მიეცა თანხმობა სარეკლამო ვიდეორგოლის – „აჭარა როგორც საინვესტიციო გარემოს“ შესყიდვა განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. შპს „სტუდია მეტროსთან~ გაფორმდა ხელშეკრულება 65 ათას ლარზე, რომელიც აჭარაში 2,5-3 წუთამდე სარეკლამო რგოლების გადაღებასა და მიწოდებას ითვალისწინებდა. აუდიტი აღნიშნავს, რომ ვიდეორგოლის შესყიდვისათვის თანხა  გათვალისწინებული იყო „რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის~ ქვეპროგრამის ფარგლებში, სამინისტროსათვის ცნობილი იყო ამ შესყიდვის აუცილებლობა და `დროში შეზღუდვის მოტივით“ გამარტივებული შესყიდვის გამოყენება საფუძველს მოკლებულია.

2008-2012 წლებში პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვისა და დაყადაღების გამო ვალდებულების შეუსრულებლობისა და სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, დღემდე ვერ ხერხდება 160 ათასი აშშ დოლარისა და 2 476 800 ლარის ღირებულების ქონების აჭარის საკუთრებაში დაბრუნება.

ამასთან, 2015 წელს სამინისტრო ახორციელებდა პირობების შესრულების მონიტორინგს 118 ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ამ ხელშეკრულებებიდან 34 შემთხვევაში [საერთო რაოდენობის 28,8%], ვერ ხერხდება დადგენილ ვადებში ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამინისტროს მხრიდან „ადგილი აქვს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არათავისდროული და არასათანადო კონტროლის დაწესებისა და არაერთგვაროვანი მიდგომის ფაქტებს“.

ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობისათვის დარიცხული საჯარიმო სანქციების ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღების მიზნით, შესაბამისი სარჩელები შეტანილია სასამართლოშიც. 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დასრულებული იყო 35 საქმე და 44 078 426 ლარის და 1 423 759 აშშ დოლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღების მიზნით მასალები გადაგზავნილი იქნა  აღსრულების ეროვნულ ბიუროში. გასული წლის განმავლობაში ამოღებული იყო მხოლოდ 375 808 ლარი, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2016 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დარიცხული თანხიდან ნაშთად ირიცხებოდა 42 407 99 ლარი და 6 831 157 აშშ დოლარი.

გასულ წელსვე, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მოტივით, სამინისტროს წინადადებებითა და მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, ქონების მყიდველები 22 შემთხვევაში პირობით გათავისუფლდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დარიცხული 4 709 999 ლარისა და 1 890 272 აშშ დოლარის საჯარიმო სანქციისაგან. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მოტივით 2014 წელს 25 შემთხვევაში ჩამოეწერათ დარიცხული 3 739 800 ლარი.

კანონის მიხედვით კი, პირობების შეუსრულებლობისათვის დარიცხული სანქციებისაგან გათავისუფლება, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს. `ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა შემთხვევები, როცა სანქციებისაგან გათავისუფლება არაარგუმენტირებულად არის განხორციელებული. მიგვაჩნია, რომ სანქციებისაგან გათავისუფლება, დამატებით დასაბუთებას მოითხოვს“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

მინისტრის ბრძანების შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ გამოვლენილია აჭარის ქონების არამართლზომიერი გამოყენების 43 შემთხვევა, რომლებიც 2008-2012 წლებშია რეგისტრირებული აჭარის საკუთრებად. თუმცა, გამოვლენილი უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით, სამინისტროს მიერ ქმედითი ღონისძიებები არ არის გატარებული.

შედეგად კი, ქონების არამართლზომიერი გამოყენება 2015 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა. ქონების სარგებლობის საფასურის სახით დარიცხვას შარშან დაექვემდებარა 2 638 761 ლარი, საიდანაც ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხა არ იყო ჩარიცხული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ 61 საწარმოდან 2014 წელი მოგებით დასრულებული აქვს მხოლოდ 14 საწარმოს. აღნიშნული 61 საწარმოდან, 2015 წელს კი დივიდენდი გადახდილი აქვს მხოლოდ 10 საწარმოს, საიდანაც სამი საწარმოს მიერ გადახლი დივიდენდების საერთო წილი 79 პროცენტს შეადგენს.

dvddnd

აჭარის მთავრობის 2014 წლის პირველი აგვისტოს დადგენილებით შეიზღუდა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის სახით გაცემული თანხის ოდენობა, თუმცა ამავე დროს, აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა „დანამატის“ მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა. ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა პრემიის დანამატით ჩანაცვლების ფაქტს.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დანამატის გაცემა ხდება შესაბამისი დასაბუთების გარეშე.

გასულ წელს სამინისტროს შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეთა ხელფასებში 1 973 889 ლარი გაიხარჯა. შტატგარეშე მუშაკთა ხელფასებში კი – 254 974 ლარი და გაფორმებული იყო 34 შრომითი ხელშეკრულება.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებით, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორს მიეცა თანხმობა თანამშრომლებზე პრემიის სახით გაეცა თანამდებობრივი სარგო არაუმეტეს 250%-სა. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2015 წლის ნოემბერში ბულვარის 97 თანამშრომლიდან 90 თანამშრომელზე პრემიის სახით გაცემულია სულ 55 205 ლარი. ამასთან, გაცემული პრემიის ოდენობა ცალკეულ შემთხვევებში 100 პროცენტიდან 250-პროცენტამდე მერყეობს, `თუმცა წახალისების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით აუდიტორული მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი“.

აუდიტმა ასევე შეისწავლა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის 2015 წლის პროგრამების შესრულება: აჭარის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვა [შესრულება – 75,9%], რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი [90,9%], ეკონომიკური ობსერვატორია [66,1%], აჭარაში თვითმმართველი ერთეულების სივრცითი მოწყობის დოკუმენტის შედგენა                [90,1%], სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამა [75,2%] და მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა [ შესრულდა 21,6%-ით].

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით აუდიტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის რიგი ქვეპროგრამები შესრულების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, რაც ბიუჯეტის არასათანადო დაგეგმვა-შესრულებაზე მიუთითებს~.

სამინისტროს გასული წლის ბოლოს ერიცხებოდა 804 609 ლარი დებიტორული და 706 790 ლარი კრედიტორული დავალიანება. აუდიტი მიიჩნევს, რომ დებიტორული დავალიანება ავანსად გადახდილმა თანხამ, ხოლო კრედიტორული დავალიანება მიწოდებული საქონლისა თუ მომსახურების აუნაზღაურებლობამ გამოიწვია.

მთელ რიგ პრობლემებზეა საუბარი აუდიტის ანგარიშში სსიპ „ბათუმის ბულვარის“ საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ შორის აღნიშნულია, რომ „ბულვარის დებიტორული დავალიანება გასულ წელს 6 184 ლარით გაიზარდა და 89 282 ლარი შეადგინა. აღნიშნული დავალიანებები კი საიჯარო ქირის გადაუხდელობით არის გამოწვეული, რაც ბულვარის ადმინისტრაციის მიერ ამ მიმართებით გაწეული საქმიანობის ნაკლებეფექტურობაზე მიუთითებს“.

აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები და მათ შორის, ბუნებრივია, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, 2017 წლის ბიუჯეტის შედგენაზე მუშაობენ. რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს, რომელსაც შარშანდელი ბიუჯეტის ანგარიში არ მოუსმენია,  თავისი 2017 წლის ბიუჯეტი განიხილა და დაამტკიცა კიდეც. ახალი უმაღლესი საბჭო აჭარის ბიუჯეტიდან [რომელსაც თავად ამტკიცებს] 4 მილიონ 848 ათასი ლარით დაფინანსდება.

შენიშვნა:

pre1468677792_IMG_9589სტატია გამოქვეყნდა 2016 წლის 11 ივლისს „ბათუმელებში“. 13 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობა გადააყენა, მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატად უმაღლეს საბჭოს ყოფილი მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე წარუდგინა. აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას უმაღლეს საბჭოში კენჭს დღეს, 18 ივლისს უყრიან.

ხელვაჩაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა 17 ივლისს ღამით მოხდა – შელაპარაკებისა და შემდეგ ჩხუბის დროს, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა.

დაზარალებული, 28 წლის მამაკაცი, კლინიკა „მედინაშია“ გადაყვანილი და ჩვენი ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია სს კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შენიშვნა:

შს სამინისტროდან მოგვიანებით გვაცნობეს, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებული დაკავებულია და საქმე ამჯერად სს კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

აჭარის ტელევიზიამ თურქეთის კონსულის ინტერვიუს სრული ვერსია გამოაქვეყნა

ბათუმში თურქეთის კონსულის იასინ თემიზქანის ინტერვიუ შაჰინის სკოლასთან დაკავშირებით იყო არასწორი ინტერპერაცია – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბათუმში მდებარე თურქეთის საკონსულოდან მიაწოდეს. მედიის ცნობით, კონსულმა განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ტერორისტულ ორგანიზაციასთანაა კავშირში.

კონსულის ინტერვიუ აჭარაში ორმა ტელევიზიამ: „ტელეარხ 25“-მა და „აჭარის ტელევიზიამ“ გაავრცელა. კონსულის ბრალდების საპასუხოდ იასინ თემიზქანის ინტერვიუს სრული ვერსია გამოაქვეყნა დღეს აჭარის ტელევიზიამ. გამოქვეყნებული მასალა ადასტურებს, რომ კონსულის ინტერვიუ თაგმნილია საკონსულოს თარჯიმნის მიერ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე შეხვდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუსთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.

ამავე თემაზე:

თურქეთის კონსული შაჰინის სკოლის დასახურად მთავრობას მიმართავს

აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი შაჰინის სკოლის შესახებ

თურქეთის ელჩის განმარტება შაჰინის სკოლაზე კონსულის განცხადების გამო

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში ისევ არ უშვებენ

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს თურქეთის მხარე საქართველოში ამ დრომდე არ უშვებს.

ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა თურქეთის მხარემ შეზღუდა და როდემდე გაგრძელდება ეს შეზღუდვა, ჯერჯერობით, უცნობია.

აღნიშნული ზომები 15-16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდებოდა. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა.

ანთაზ ქიქავამ რექტორის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

18 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მიმდინარე რექტორის არჩევნებზე რექტორობის კანდიდატმა ანთაზ ქიქავამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მან აკადემიური საბჭოს სხდომა ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვა.

ამჟამად აკადემიური საბჭო რექტორობის მეორე კანდიდატის, მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმას ისმენს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება კენჭისყრის პროცედურა.

რექტორის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში და ამავე უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანთაზ ქიქავა.

ბსუ-ს რექტორს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ოთხი წლის ვადით ირჩევს.

აკადემიური საბჭო. ლელა დუმბაძის ფოტო
აკადემიური საბჭო. ლელა დუმბაძის ფოტო

ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში და ამავე უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანთაზ ქიქავა.

მერაბ ხალვაში რექტორის მოვალეობას 2015 წლის 8 აპრილიდან ასრულებს.  შარშან დაგეგმილი რექტორის არჩევნები ჩაიშალა. მაშინ არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა, ერთ-ერთი ანთაზ ქიქავა იყო. მაშინდელმა ვერცერთმა კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვეს.

მერაბ ხალვაში ჩაშლილი არჩევნების შემდეგ აირჩიეს მოვალეობის შემსრულებლად, მან 299-დან 107 ხმა მიიღო.

ბსუ-ს რექტორს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ოთხი წლის ვადით ირჩევს.

განათლების მინისტრი მოსწავლეებზე: სწავლა რომ უნდოდეთ, YouTube-ზე ნახავდნენ ცდებს და ისწავლიდნენ

„პრობლემა არის, მაგრამ უფრო მოსწავლეების და რატომ. მე ვსწავლობდი საბჭოთა სკოლაში, იქ იყო ლაბორატორია, მაგრამ გვეუბნებოდნენ: „არ შეხვიდეთ, ხელი არ ახლოთო“. ლაბორატორია ვერ მოვა და ბავშვს ვერ ასწავლის, ბავშვს ასწავლის მასწავლებელი და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უნდა სწავლა.

ბავშვებს სწავლა რომ უნდოდეთ, YouTube-ზე ნახავდნენ ცდებს და იქ ისწავლიდნენ. ბავშვს თუ არ უნდა სწავლა, პედაგოგობა რთულია“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ბათუმელებთან“.

საქართველოს განათლების მინისტრთან ვრცელი ინტერვიუ „ბათუმელების“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.

ზურაბ პატარაძე: რექტორის არჩევნებზე ზეწოლა გამორიცხულია

ხვალ, 18 ივლისს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფი უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართება. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს: მერაბ ხალვაში და ანთაზ ქიქავა.

აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უპასუხა „ბათუმელების“ შეკითხვას, ლობირებს თუ არა მთავრობა რომელიმე კანდიდატს:

„უნივერსიტეტი არის თავისუფალი, რა თქმა უნდა. ყველანაირი ზეწოლა გამორიცხულია, მივესალმებით უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას, ჩვენ აბსოლუტურად არ ვერევით ამ პროცესში,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ვრცელი ინტერვიუ „ბათუმელების“ ხვალინდელ ნომერში გამოქვეყნდება.

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გირავდება 77 კვ/მ ბინა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გირავდება 77 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა. ფასი: 22 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

5. (2)

 

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქირავდება ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე   ქირავდება 45 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად. ფასი: 100 ლარი.

samaklero.ge

4. (2)

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქირავდება 85 კვ/მ ბინა დღიურად

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე   ქირავდება 85 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად. ფასი: 130 ლარი.

samaklero.ge

3. (1)

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ქირავდება 140 კვ/მ ბინა დღიურად

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე   ქირავდება 140 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად. ფასი: 100 აშშ დოლარი.

samaklero.ge

2. (1)

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ქირავდება ბინა დღიურად

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, (ყოფილი გორკის) ქირავდება  120  კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად. ფასი: 100 აშშ დოლარი.

samaklero.ge

1. (1)

“საქართველომ დაიმსახურა ალიანსის განსაკუთრებული ყურადღება სამიტზე და მას შეუძლია სწრაფად გაწევრიანდეს ნატოში”

კახა გოგოლაშვილი (ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი): ჩვენ გვჭირდება გაწევრიანება იმისთვის, რომ ჩვენზე თავდასხმისგან თავი შეიკავონ. მაგრამ, ამ ეტაპზე პირიქით არის. გაწევრიანების მცდელობა ჩვენს მტერს პრევენციული შეტევის განხორციელებისკენ უბიძგებს. ღვინოს ხომ არ ასხამენ ჭურებში როცა ის დუღს, არამედ, რომ დაცხრება მერე, პოლიტიკაშიც ასეა საჭირო…

სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი საზოგადოებისთვის ვარშავის სამიტის ერთგვარ შეფასებას გვთავაზობს:

GOGOLASHVILI
კახა გოგოლაშვილი

„საქართველომ ნატოში მისი გაწევრიანების ძალისხმევის საქმეში სრული მხარდაჭერის დაპირება მიიღო. სამ წევრობის ასპირანტ ქვეყანას შორის საქართველო პირველია მოხსენიებული, მიუხედავად იმისა, რომ მაკედონია და ბოსნია ოფიციალური კანდიდატები არიან და „მაპი“ შესაბამისად 1999 და 2010 წელს მიენიჭათ. ქვეტექსტი აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მაპის ფლობა არ წარმოადგენს რაიმე პრიორიტეტს გაწევრიანების საქმეში. სამიტის დეკლარაციის ოთხი მოცულობითი პარაგრაფი მარტო საქართველოს ეძღვნება, რაც არც ერთ ქვეყანას არ დაუმსახურებია, გარდა უკრაინისა (რომელზეც ფოკუსი, ძირითადად, ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის გამოა გამახვილებული).

ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა შეფასებულია, როგორც ქართველი ხალხის მიერ „საერთო უსაფრთხოებისთვის თავგანწირვა“ (არც ერთი სხვა ქვეყნის წვლილი არ შეუფასებიათ ასეთი განსაკუთრებული ფორმით!);

წლიური სამოქმედო გეგმის შესრულების მაღალი ხარისხი, არსებითი პაკეტის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა;

ფართო თანამშრომლობა თავდაცვისუნარინობის გაძლიერების ინიციატივაში;

დაპირება, რომ საქართველოს დაეხმარებიან საჰაერო თავდაცვის, დაზვერვისა და დაკვირვების შესაძლებლობების განვითარებაში;

შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ნატოს აქტიური ჩართვა საქარველოსა და უკრაინის მონაწილეობით (რაც ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესია);

მტკიცება იმისა, რომ საქართველოს სამოქმედო გეგმა შეიცავს ნატოში რეალური გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინსტრუმენტს (ნატოს წევრობა _ ტერმინი რამდენჯერმეა გამოყენებული);

აშკარად სჩანს, რომ საქართველომ დაიმსახურა ალიანსის განსაკუთრებული ყურადღება სამიტზე და მას შეუძლია სწრაფად გაწევრიანდეს ნატოში, როგორც კი უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური რეალობები ამის საფუძველსა და შესაძლებლობას მისცემს.

კახა გოგოლაშვილი, უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური რეალობის არსის შესახებ, მკითხველის კითხვას პასუხობს:

კახა გოგოლაშვილი: ნატო კოლექტიური თავდაცვის ალიანსია, რომელიც ქვეყნების ინდივიდულური ინტერესების თანხვედრაზეა დამოკიდებული. მთავარი ინტერესი _ ინდივიდუალური უსაფრთხოებაა, მაგრამ ამ ინტერესის რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას სწორედ კოლექტიური სოლიდარობა იძლევა.

ალიანსის გაფართოება, ახალი წევრის მიღება სამ რამეზეა დამოკიდებული – აპლიკანტი ქვეყნის ნებასა და მზადყოფნაზე, ალიანსის (მის წევრების კოლექტიურ) ინტერესზე და ალიანსის უსაფრთხოებაზე, გაფართოების მოსალოდნელ ზეგავლენაზე. თუ ეს სამივე ფაქტორი დადებითია, მაშინ გაფართოება ადვილად მიმდინარეობს. ასე ხდება მონტენეგროს შემთხვევაში, მაგრამ, თუ რომელიმე არ არის სრულად წარმოდგენილი, შესაძლოა საკითხი დაიხუროს ან გადავადდეს. ჩვენ შემთხვევაში მესამე ფაქტორი – ალიანსის უსაფრთხოებაზე გავლენა ამ ეტაპზე უარყოფითია და ის გადაწონის ორ დანარჩენ ფაქტორს, ამიტომ ალიანსი, ისევე, როგორც თვით საქართველო არ არიან დაინტერესებული, რომ მაღალი რისკების პირობებში მოახდინონ საკითხის ფროსირებულად გადაწყვეტა. რადგანაც დიდია პირველი და მეორე ფაქტორები (ნება და ინტერესი), საკითხი არ დაიხურება, ის მოითხოვს, რომ ალიანსმა და საქართველომ აქტიურად იმუშაონ რისკების (კერძოდ, რუსეთიდან მომავალი) შემცირებაზე, ამიტომ თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, საჰაერო და საზღვაო თავდაცვის ჩათვლით, კრიზისების მართვის სფეროში გაძლიერებული დახმარება, პირდაპირ ზრდის საქართველოს “გამძლეობას” (რესილიენცე), ნაკლებად მოწყვლადს ხდის უცხოური აგრესიის მიმართ და ამცირებს ალიანსის საქართველოს გამო ომში ჩათრევის რისკებს. ეს მხოლოდ ერთი კომპონენტია იმ ზომებისა, რომელმაც უნდა შეცვალოს უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური რეალობა. სხვა კომპონენტები რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების დინამიკასთან და თვით რუსეთის ევოლუციასთან არის დაკავშირებული. ასევე უნდა ვივარაუდოთ ალიანსის ინტერესის ზრდა (სწორედ გრძელვადიანი უსაფრთხოების ამოცანების კონტექსტში) საქართველოს ინტეგრირებით, რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. დროის პროგნოზი აქ შეუძლებელია, მაგრამ, ყველაფრის დაჩქარება ნამდვილად შესაძლებელია.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

წიგნი რომელმაც ვარშავის სამიტის სტუმრებს საქართველოს ისტორია გააცნო

„რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ – ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939“

ვარშავის სამიტის სტუმრებს პოლონეთმა საქართველოს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა.

IMG_1767 kvinitadze - ed
გენერალ გიორგი კვინიტაძის ფოტო წარწერით: „ყოფილ იუნკერ ტურაშვილს, ჩემს სიამაყეს, სახსოვრად და საგონებლად“. ტურაშვილის ალბომიდან

წიგნი, ალბომი „რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ – ქართული ემიგრაცია პოლონეთში, 1921-1939“ პოლონეთში მოღვაწე დოქტორ დავით ყოლბაიას ავტორობით, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მხარდაჭერით გამოიცა.

წიგნის ავტორი საქართველოს ისტორიაზე, პოლონეთში ქართული ემიგრაციის ცხოვრებასა და მათი ჩასვლის გზებსა და მიზეზებზე მოგვითხრობს.

კრებული ქართველი იუნკრების შესახებ, პოლონეთის მეორე რესპუბლიკის მფარველობაში მიღებიდან 95 და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის თავთან დაკავშირებით გამოიცა.

საქართველო – პრეიოსტორია, ქვეყნის დამწერლობა, ღირსშესანიშნაობები, სახელმწიფოს შიდა და საგარეო პოლიტიკა – ავტორი არც ერთ საკითხს არ ტოვებს ყურადღების მიღმა და გულდასმით მიმოიხილავს იმდროინდელი საქართველოს შიდა თუ საერთაშორისო განვითარების უცნობ დეტალებს. ავტორი უნიკალური ფოტომასალით მკითხველს აცნობს იმ ქართველ ემიგრანტებს, რომლებმაც საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, სამშობლო დატოვეს და ცხოვრება პოლონეთს მჭიდროდ დაუკავშირეს.

IMG_1768 - ed iunkerebi - ed
ქართველი საკონტრაქტო ოფიცრები პოლონურ სამხედრო მუნდირში. მარცხნიდან პირველი დგას: პოდპორუჩიკი გ.მრელაშვილი; პოდპორუჩიკი ვ.მახარაზე (მეორე, მარჯვნიდან პირველი: პოდპორუჩიკი გ.ტურაშვილი; შუაში სხედან პოდპორუჩიკი ს.კობიაშვილი, პოდპორუჩიკი გ.ხუნდაზე მეოცე საუკუნის ოციანი წლები. ფოტო გიორგი მამულიას არქივიდან
101 gv
არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე. გადაღებულია ვარშავაში 1937 წელს. ვარშავის მართლმადიდებლური მიტროპოლიის არქივი

პოლონეთმა ქართველ იუნკრებსა და სამხედროებს თავშესაფარი მისცა, პოლონურმა სამხედრო სამსახურმა კი უზრუნველყო მათი მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა. ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის დირექტორი იან მალიცკი აღნიშნავს: „მიუხედავად ქართველ მებრძოლთა ყოველდღიური ცხოვრებისეული კუთხით წარმოჩენისა, ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ არ შენელებულა მათი სიამაყე და ღირსება. მათ ხომ ჯერ დამპყრობელთაგან გადაირჩინეს თავი, შემდეგ ცხვრება ახალ სამშობლოში დაიწყეს, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს მეორე სამშობლოსათვის გაწირეს თავი”. „რეჩპოსპოლიტა დაეხმარა მათ ვისაც ეს სჭირდებოდა, მხარდაჭერა და ზრუნვა არ მოუკლია მათთვის. თავის მხრივ, ქართველებმაც ცდა არ დააკლეს – ერთგულებითა და თავგანწირვით იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა ციხეებსა და კატინში, შემართებით, საკუთარი სიცოცხლის გაღებით, მადლიერება გამოხატეს ახალი სამშობლოს მიმართ”.

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

თინათინ ხიდაშელი: „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს და აშშ-ს ჰქონიათ“

„ამ მემორანდუმით ამერიკელები ჩვენთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას, დაგვეხმარონ, ექსკლუზიურად, ჩვენი ამოცანების, ჩვენი შიდა პრობლემების, შიდა საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვასა და შეიარაღებაში“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აშშ საქართველოს დახმარებას ჰაერშიც, წყალზეც და მიწაზეც გაუწევს.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონიათ“, – ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველო-აშშ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელსაც ხელი 2016 წლის 6 ივლისს, ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტის დროს მოეწერა.

თავად ჯონ კერი ხელმოწერილ მემორანდუმს მაღალ შეფასებას აძლევს და აღნიშნავს, რომ მემორანდუმი მოიცავს თავდაცვისა და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვის თემებს. „ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას, თავდაცვისუნარიანობას, ეფექტურობას გაზრდის. დამხმარე მექანიზმი იქნება განათლების სფეროში, იგულისხმება საოპერაციო და ტექნიკური სფერო. დოკუმენტი მოგვცემს საშუალებას, საუკეთესო პრაქტიკები დავნერგოთ თავდაცვის სფეროში და შემდგომ მოვემზადოთ ნატოს მიმართულებების განსახორციელებლად”.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ფაქტი ისტორიულია, რადგან საქართველომ 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში პირველად მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის საქმეში ამერიკული მხარის დახმარებას ითვალისწინებს.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების აქცენტი წლების განმავლობაში დაკავშირებული იყო საერთაშორისო მისიებთან და მიბმული იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებთან. დღეს დამატებით მივიღეთ შეთანხმება, რომლის ამოცანა ქართული სახელმწიფოს მიერ საკუთარი ტერიტორიული თავდაცვის მიზნების განხორციელებაში ამერიკული მხარის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი დახმარების მიღებაა. ეს არის ამ მემორანდუმის ყველაზე მთავარი გზავნილი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ საქართველო-აშშ-ის შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობა სამი მთავარი მიმართულებით განხორციელდება. მოქმედების კონკრეტული გეგმა კი, 2016 წლის ივლისის შუა რიცხვებში დაგეგმილი შეხვედრების დროს გაიწერება.

თავდაცვის მინისტრი მემორანდუმის ძირითად საკითხთა ჩამონათვალს აკეთებს:

„2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოზე იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით ერთგვარი ემბარგო იყო დაწესებული. ბატონმა სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანა შეთანხმების შემდეგ;

მეორე, ეს არის ტექნიკური პროცედურის მომზადება, რაც ასევე დიდი ხანია არ ყოფილა, ბუნებრივია, საუბარია სამხედრო სფეროზე;

მესამეა სპეციალური პროგრამები, რომლებიც, სწორედ, ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის მიზნით დაიგეგმება ამერიკულ მხარესთან”.

ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სხდომა ვაშინგტონში 2016 წლის 20 ივლისს იგეგმება. თავდაცვის მინისტრის აზრით 2016 წლის ბოლომდე მემორანდუმის განხორციელების პროცესი უნდა დაიწყოს. „ამ მემორანდუმით ამერიკელები ჩვენთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას, დაგვეხმარონ, ექსკლუზიურად, ჩვენი ამოცანების, ჩვენი შიდა პრობლემების, შიდა საჭიროებების გადაწყვეტაში, ეფექტურ მართვასა და შეიარაღებაში“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აშშ საქართველოს დახმარებას ჰაერშიც, წყალზეც და მიწაზეც გაუწევს”.

ჯონ კერის ვიზიტისა და აშშ-სთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საზოგადოებაში მის შინაარსსა და ძირითად კომპონენტებზე გაჩენილი კითხვების საპასუხოდ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია TV 1-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

თინა ხიდაშელი: „ზუსტ დროს, ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე, ზუსტ ადგილზე, ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქიდან, ზუსტი გზავნილი, რომ აშშ პირველად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის 25-წლიანი ისტორის განმავლობაში, გადადის საქართველოსთან თვისობრივად ახალ ურთიერთობებზე, დაგვეხმაროს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, საქართველოს წინაშე მდგომი გამოწვევების წინააღმდეგ ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში. რას ნიშნავს ეს? ჩვენ აქამდე ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ვთანამშრომლობდით, მაგრამ ამ თანამშრომლობის მთავარი ქოლგა იყო ის, რომ აშშ ჩვენ გვეხმარებოდა საერთაშორისო მისიებისთვის, გვეხმარებოდა ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად სწორედ ამ მისიებში სამსახურისთვის“.

„ეს არის თვისობრივად ახალი ეტაპი ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში. რა თქმა უნდა, სასარგებლოა და უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მაგრამ თვისობრივად ახალი იმიტომაც, რომ ამით აშშ უკვე ხდება სტრატეგიული პარტნიორი ამოცანების, პრობლემების, წინააღმდეგობების გადალახვის გზაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე“.

„ამერიკა არ არის ერთადერთი ქვეყანა რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვპარტნიორობთ, მაგრამ ბუნებრივია ეს ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი პარტნიორია“.

ATT00409 (2)

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

მაილს დევისის ელექტრონული პერიოდის მუსიკა – ჯაზფესტივალის მეორე დღე ბათუმში

16 ივლისს, შავი ზღვის  რიგით მე-10 ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში მაილს ელექტრიკ ბენდის (MILES ELECTRIC BAND) კონცერტი გაიმართა.

11 მუსიკოსისგან დაკომპლექტებულიმა ბენდმა  მაილს დევისის დისშვილის, მუსიკოსი ვინს უილბერნის ხელმძღვანელობით, მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის“ მუსიკა დაუკრა.


 

ბენდის შემადგელობაში შედიან არიან გრემის ორი ნომინანტი – ჯონ ბიზლი და რობერტ ირვინგ III (John Beasley and Robert Irving III) – კლავიში; გრემის ნომინანტი ბედელ როი ( Badal Roy) – ტაბლა; ლეგენდარული ბლექბირდ მაკნაითი (Blackbyrd McKnight) – გიტარა; მუნიუნგო ჯექსონი (Munyungo Jackson) – პერკუსია და გრემის მფლობელი ვინს უილბერნი უმცროსი (Vince Wilburn, Jr.) – დრამი.


იპოთეკით დაზარალებულები მთავრობის სახლთან კარავს არ გაშლიან, ჯერჯერობით

17 ივლისს აჭარაში მცხოვრებ იპოთეკით დაზარალებულ პირებს აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს მეორედ შეხვდა აჭარის მთავრობის სახლთან. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის თავმჯდომარე მათ მომავალ კვირას შეხვდება და დაწვრილებით გაესაუბრება.

იპოთეკით დაზარალებულთა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მთავრობის სახლთან კარვის გაშლას აპირებდნენ, თუმცა რადგან პატარაძისგან შეხვედრის და მათი პრობლემების მოსმენის პირობა მიიღეს, კარავს აღარ გაშლიან. იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, რომ თუ მთავრობის თავმჯდომარე პირობას დაარღვევს, ისინი კარავს გაშლიან და აქცია გაგრძელდება.

ბათუმში მცხოვრები, იპოთეკით დაზარალებული 100-მდე ოჯახი აჭარის მთავრობასთან მოლაპარაკებებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აწარმოებს. იპოთეკით დაზარალებულები რამდენჯერმე შეხვდნენ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს, თუმცა – ამაოდ.

იპოთეკით დაზარალებულთა აქცია. როინ გუნდაძის ფოტო
იპოთეკით დაზარალებულთა აქცია. როინ გუნდაძის ფოტო
იპოთეკით დაზარალებულთა აქცია. როინ გუნდაძის ფოტო
იპოთეკით დაზარალებულთა აქცია. როინ გუნდაძის ფოტო

აქცია ბათუმში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

17 ივლისს, ბათუმში, ფონდმა „იალქანმა“ და „ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

ორგანიზატორების განცხადებით აქციის ფარგლებში ღონისძებები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება, გამართავენ შეხვედრებს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქალებთან, ხოლო მომავალ კვირას ღონისძიებების ციკლი უფრო ფართომასშტაბიანი აქციით დასრულდება.

აქცია ბათუმში. როინ გუნდაძის ფოტო
აქცია ბათუმში. როინ გუნდაძის ფოტო

უფრო ძლიერი და უფრო დაცული საქართველო – ვარშავის სამიტის შედეგებმა მოლოდინები გაამართლა

2016 წლის 8-9 ივლისს პოლონეთის რესპუბლიკაში, ქ. ვარშავაში, ნატოს სამიტი გაიმართა

საქართველოს მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოება სამიტის შედეგებს განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. შედეგი ასეთია: ვარშავის სამიტმა წარმატებით ჩაიარა და სამიტის კომუნიკეს შეფასების დროც დადგა. შეფასებები გაკეთდა მედიაში, სამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებში, საზოგადოებაში.

აღსანიშნავია, რომ 8 ივლისს ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც ჩატარდა. ეს იყო ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა. სხდომაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის პროგრესი და პრიორიტეტები, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.

ერთობლივ განცხადებაში განისაზღვრა პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მეტად დაცულს გახდიან ჩვენს ქვეყანას.

მოკავშირეებმა აღიარეს, რომ ამ ეტაპზე ნატოს და საქართველოს აკავშირებს უპრეცედენტოდ ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობები.

სამიტის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოზე სახელმწიფოს მეთაურების მიერ მიღებული კომუნიკე შეაფასა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო:

„ამ კომუნიკეს სიახლე ყველა წინა დოკუმენტებთან შედარებით, რომელშიც საქართველო ყოფილა მოხსენიებული, ის არის, რომ გარდა იმ ნაწილებისა, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოს, სადაც საუბარია საქართველოს პროგრესზე, წარმატებაზე, ნატოსთან თავსებადობაზე, ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედროებისთვის და ქართველი ხალხისათვის მადლობის გადახდაზე კონტრიბუციისთვის, საქართველო, როგორც გამჭოლი გასდევს მთელ ტექსტს. მთელი ტექსტის განმავლობაში თქვენ სხვადასხვა ადგილას შეხვდებით საქართველოს ზუსტად ისე, როგორც საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, ანუ ნატოს წევრ ქვეყნებს. ეს პირველად მოხდა და ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნატო საკუთარ თავზე, საკუთარ საქმიანობაზე, საკუთარ მიღწევებზე ან საფრთხეებზე, რომელსაც ის ხედავს, საუბრის დროს ყველგან თანაბრად, ზუსტად ისე, როგორც ნატოს წევრ ქვეყნებს, იხსენიებს საქართველოს. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ტექსტის და მნიშვნელოვანი დასტური საქართველოს მიმართ დამოკიდებულების“, _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა

ხიდაშელი 5

კომუნიკეში განისაზღვრა ახალი ინიციატივებიც, რომელიც ქართულ-ამერიკული მემორანდუმის მსგავსად ერთადერთ ამოცანას ემსახურება _ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა

შავი ზღვის უსაფრთხოება და საქართველო

„კომუნიკეში ხაზგასმულია ის, რაც ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად ჩაერთვება სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის ფორმატში შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი მიღწევა“ – „საქართველო მიწვეულია სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგის ფორმატში, რომელიც სამიტის დასრულების შემდეგ ნატოს ფარგლებში დაიწყებს ფუნქციონირებას ნატოს წევრ შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან ერთად. საქართველო სრულფასოვნად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც დაგეგმავს შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების გეგმის კონკრეტულ იმპლემენტაციას”.

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა

თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ კომუნიკეში „ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაკეთებულია საჰაერო თავდაცვაზე, ნატოს სისტემაში საქართველოს სრულ ინტეგრაციაზე და საჰაერო თავდაცვის განვითარების კუთხით პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დახმარებაზე. ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ქართულ-ფრანგული კონტრაქტით – ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაცილებით მრავლისმომცველია”.

აპატურაი 3

„ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გავხდეთ უსაფრთხოების არა მხოლოდ მიმღები, არამედ, მიმწოდებელი ქვეყანა“

მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივ განცხადებაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესიც აღინიშნა. განცხადებაში დაფიქსირებულია, რომ ნატოს გაერთიანებული ტრანსფორმაციის სარდლობას დაევალა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ჩართვა ალიანსის წვრთნისა და სწავლებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოკავშირეები მხარს დაუჭერენ საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარულ ნატო-საქართველოს წვრთნების გამართვას.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ მივიღეთ ის შედეგი რასაც ველოდით ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრთან მიმართებაში. „კერძოდ, კომუნიკეში აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) იქნება აფილირებული ნატოს სისტემასთან. ანუ ჩვენ JTEC-ს გამოვიყენებთ არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი მიზნებისთვის, არამედ ნატოს წევრი თუ პარტნიორი ქვეყნებისთვის, როგორც ავღანეთში, ავღანეთის შეიარაღებული ძალების მოსამზადებლად, ასევე სხვა ოპერაციებისთვის. მათ შორის, ერთ-ერთ ვერსიად ჩვენ უკვე ვიხილავთ გაეროს სამშვიდობო ოპერაციებისთვის სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების მომზადებას საქართველოში. ეს არის თვისობრივად ახალი დონე – რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გადადის განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე, როდესაც ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გავხდეთ უსაფრთხოების არა მხოლოდ მიმღები, არამედ, მიმწოდებელი ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარშავის სამიტის შედეგების შეფასებისას”.

ED ED Warsaw-Template (2)

***

მოკავშირეებმა კვლავ აღნიშნეს, რომ ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ მექანიზმს საბოლოო წევრობისათვის მოსამზადებლად. კომუნიკეში დაფიქსირებულია, რომ 2008 წლიდან დღემდე საქართველომ რეფორმების გატარების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

სტოლტენბერგი 1

მოვლენების შედეგების მთავარ კომპონენტთა შორის თინათინ ხიდაშელი გამოყოფს იმ ინსტრუმენტების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია: „ეს არის წლიური სამოქმედო გეგმა, ნატო-საქართველოს კომისია, ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, ჩვენი თანამშრომლობა ავღანეთში და შესაბამისი სამხედროების მომზადება. ეს ყველაფერი განხილულია როგორც საკმარისი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ საქართველო მოამზადონ ნატოში გასაწევრიანებლად”.

ხიდაშელი 2

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge

აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი შაჰინის სკოლის შესახებ

16 ივლისს თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და სხვა სკოლები ტერორისტულ ორგანიზაციებთანაა კავშირში და აპირებს მთავრობას მიმართოს, რათა ეს სკოლები დაიხუროს.

ბათუმელები“ აჭარის განათლების ყოფილ მინისტრს, გია თავამაიშვილს დაუკავშირდა კომენტარისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ საკმაოდ წარმატებული სკოლაა:

„მოგეხსენებათ, ეს კერძო სკოლაა და გავლილი აქვს ყველა ის პროცედურა, რასაც მოითხოვს საქართველოს განათლების სამინისტრო. ამ სკოლაში ძირითადად ქართველი ბავშები სწავლობენ და პედაგოგებიც ქართველები არიან, ისინი ეროვნული სასწავლო გეგმით ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, საკმაოდ ორგანიზებული სკოლაა, რომლის კურსდამთავრებულები წარმატებით ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლა გამოირჩევა ძალიან კარგი ღონისძიებებით, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდება საქართველოს ისტორიულ დღეებს, დამოუკიდებლობას. შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ასეთი განცხადება, რომ ეს ტერორისტების მოსამზადებელი სკოლაა… არა მგონია ასეთი ფორმით ეს თურქეთის კონსულს განეცხადებინა, არასწორი თარგმანის შედეგი შეიძლება იყოს“ – განაცხადა გია თავამაიშვილმა „ბათუმელებთან“.

თუქრეთის კონსულის განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით. ფეტულა გულენს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი გუშინდელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

ყოფილი იმამი ფეტულა გულენი და მისი მრავალმილიონიანი მიმდევრები თურქეთის მთავრობას მანამდეც არაერთხელ დაუდანაშაულებია ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. თავად აშშ–ში დაფუძნებული და გულენთან დაკავშირებული ორგანიზაცია დღევანდელ გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს და გმობს შეიარაღებულ დაპირისპირებას.

ფეტულა გულენი მწერალი და პრეზიდენტ ერდოღანის ყოფილი მოკავშირეა. იგი 2013 წელს ჟურნალმა „თაიმსმა” 100 ყველაზე გავლენიან პირს შორის დაასახელა. გულენი მუდმივად უსვამს ხაზს მეცნიერებისა და განათლების როლს საზოგადოების განვითარებაში, გმობს ტეორიზმს. იგი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა. სკოლაში პირველი კლასიდან ისწავლება ინგლისური, მესამე კლასიდან – თურქული, მეხუთე კლასიდან კი – რუსული ენა.

Exit mobile version