შსს: სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული

შს სამინისტროს ცნობით,  ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ.ა. ნარკოდანაშაულისთვის სარფში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოტანილი 21 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

GIPA-ფრიდმანის პრიზი-2017

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს კონკურსს  ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში.

საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წლის 20 მაისიდან 2017 წლის 1-ელ ივნისამდე. შემოსულ მასალებს განიხილავს ჟიური, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან როგორც მედიასაშუალებების, ისე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

საპრიზო ფონდი  შეადგენს 1500 ევროს. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1-ელი ივნისი.

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: სამართლიანობის, დაბალანსების, წყაროთა სიმრავლისა და ნეიტრალური ენის გამოყენების პრინციპები. პროექტის თემა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხზე უნდა იყოს, რაც ეხება და აღელვებს საზოგადოებას და მის  სხვადასხვა ჯგუფს. ნაშრომში  ასახული  უნდა იყოს, თუ რა გავლენა იქონია ამ კონკრეტულმა საკითხმა ხალხზე, ნაშრომი უნდა საუბრობდეს პრობლემასა და უსამართლობაზე პირდაპირი და გასაგები ენით, ამასთანავე,  განვითარებული მოვლენები ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მიიზიდოს მკითხველი, მსმენელი და  მაყურებელი; ნაშრომში დემონსტრირებული უნდა იყოს ავტორის კვლევის, ანალიზის და  ინტერვიუს აღების უნარები; პროექტში წარმოდგენილი უნდა იყვნენ როგორც ის პირები, რომლებსაც შეეხოთ პრობლემა, ასევე ისინიც, ვინც პასუხისმგებლები არიან მათ გადაწყვეტაზე.

პროექტი ხორციელდება  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ, დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

გთხოვთ საბუთები და საკონკურსო მასალა წარმოადგინოთ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში.

განაცხადის ფორმა

მისამართი: მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო

საკონტაქტო  პირი:
თიკო ცომაია
ტელ:  599502446
 t.tsomaia@gipa.ge

ბოსტნები შუაგულ ბათუმში [ფოტოამბავი]

ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროდან 10 წუთის სავალზე თუ გრიბოედოვის ქუჩაზე ჩაუხვევთ, მაღალსართულიანი კორპუსების მიღმა ბოსტნებს იპოვით. ქალაქების ურბანული განაშენიანება, ერთი შეხედვით, ბოსტნების მოსაწყობად არახელსაყრელია, თუმცა ადამიანები მაინც ახერხებენ თავიანთი მიკროკლიმატი შექმნან.

87 წლის მოედინ გორგილაძეს წლებია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ბოსტანი აქვს გაშენებული. 600 კვადრატულ მეტრ მიწაზე მწვანილი, ლობიო, ფხალი და კომბოსტო მოჰყავს.
87 წლის მოედინ გორგილაძეს წლებია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ბოსტანი აქვს გაშენებული. 600 კვადრატულ მეტრ მიწაზე მწვანილი, ლობიო, ფხალი და კომბოსტო მოჰყავს.
მოედინ გორგილაძის ბოსტანი გრიბოედოვის ქუჩაზე
მოედინ გორგილაძის ბოსტანი გრიბოედოვის ქუჩაზე

 

20 წელია 67 წლის ციალა კობახიძე კომახიძის ქუჩაზე ბოსტანს უვლის. ამბობს რომ ბაზარში მწვანილის საყიდლად წასვლა არასდროს დაჭირვებია, რადგან ყველაფერი საკუთარ ეზოში მოჰყავს. მწვანილის გარდა მის ბოსტანში კიტრს და პომიდორსაც იპოვით.
20 წელია 67 წლის ციალა კობახიძე კომახიძის ქუჩაზე ბოსტანს უვლის. ამბობს, რომ ბაზარში მწვანილის საყიდლად წასვლა არასდროს დასჭირვებია, რადგან ყველაფერი საკუთარ ეზოში მოჰყავს. მწვანილის გარდა მის ბოსტანში კიტრს და პომიდორსაც იპოვით.

 

ნარგიზი ჩაზმავას ბოსტანი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე.
ნარგიზ ჩაზმავას ბოსტანი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე

 

ბოსტნის გარდა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე 4 წელია საკუთარი ვარდის სათბური აქვს ზურაბ ჯორბენაძეს. სათბურში მოყვანილ ვარდებს ბათუმის სხვადასხვა მაღაზიაში ყიდის. „არაფრით არ ჩამოუვარდება უცხოურ ვარდებს. მე თვითონ ვაფესვიანებ და ვუვლი. შუაგულ ქალაქში ჩემი მიკრო კლიმატი მაქვს შექმნილი“ - ამბობს ზურაბ ჯორბენაძე.
ბოსტნის გარდა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე 4 წელია საკუთარი ვარდის სათბური აქვს ზურაბ ჯორბენაძეს. სათბურში მოყვანილ ვარდებს ბათუმის სხვადასხვა მაღაზიაში ყიდის. „არაფრით ჩამოუვარდება უცხოურ ვარდებს. მე თვითონ ვაფესვიანებ და ვუვლი. შუაგულ ქალაქში ჩემი მიკროკლიმატი მაქვს შექმნილი,“ – ამბობს ზურაბ ჯორბენაძე.

IMG_0049 (Copy)

ზურაბ ჯორბენაძეს ვარდების სათბურის გვერდით, იმავე ეზოში ფუტკრის ოჯახი ჰყავს.
ზურაბ ჯორბენაძეს ვარდების სათბურის გვერდით, იმავე ეზოში, ფუტკრის ოჯახი ჰყავს.

კონკურსი რვა ვაკანსიაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ რვა ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადა.

სამინისტრო კონკურსის წესით შეარჩევს:

[checklist]

  • საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსს და ამავე დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს;
  • სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტს და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტს.

[/checklist]

სამინისტრომ კონკურსი გამოსცხადა ასევე შემდეგ თანამდებობებზე:

[checklist]

  • ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი
  • ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის საწარმოთა მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
  • საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
  • შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

[/checklist]

კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპი აპლიკანტების განცხადებების გადარჩევა იქნება, ჩემდეგ კი კანდიდატები გაივლიან ტესტირებას საკანონმდებლო აქტებში, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებში [იმ პოზიციებზე სადაც საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილია უცხო ენის ცოდნა];

მესამე ეტაპი საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან გასაუბრება იქნება.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კონკურსის მეორე ეტაპის ჩატარებას სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია უზრუნველყოფს. კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების, ასევე კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაციას კონკურსანტები, განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 დღის ვადაში, უნდა გაიარონ რეგისტრაცია და განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე https://www.hr.gov.ge უნდა გააგზავნონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ვაკანტურია მინისტრის ორი მოადგილის თანამდებობა. კანონმდებლობით მინისტრის მოადგილეების დანიშვნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია.

სად მივყავართ მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებს

მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურში, ბათუმიდან მანქანით დაახლოებით 40 წუთის სავალზე მდებარეობს. ამ ადგილმა ეროვნული პარკის სტატუსი 2012 წელს მიიღო. პარკში ახლა ადმინისტრაციის შენობა და ვიზიტორთა ცენტრი შენდება. მშენებლობა ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა ეს ხელს არ უშლის აჭარის ველური ბუნების დათვალიერების მსურველებს, მოინახულონ პარკი.

მურყნის კორომები, წიფლისა და წაბლის ტყეები – ეს არის ის, რის გამოც მაჭახელას ეროვნულ პარკს უნდა ესტუმროთ, გზად, მაჭახელას ხეობის სოფლებში კი, კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს, თაღოვან ხიდებს, ციხეებს,  ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახელებსა და მარნებს დაათვალიერებთ.

მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდი საუკეთესოა მაჭახელას ეროვნული პარკის დასათვალიერებლად.

ამჟამად მაჭახელას ეროვნულ პარკში სამი ტურისტული ბილიკია.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]მთავარანგელოზის ბილიკი[/highlight] – ამ ბილიკის სიგრძე დაახლოებით ოთხი კილომეტრია ფეხით გავლის შემთხვევაში. ამ მანძილს მაჭახელას ხეობაში, კოლხურ, წიფლისა და წაბლის ტყეებში გაივლით და მთავარანგელოზის მთაზე ახვალთ, ე.წ. გადმოსახედ ადგილზე, საიდანაც ჩანს როგორ ერთვის მდინარე ჭოროხი შავ ზღვას, მოჩანს ასევე ბათუმი და ქედის, შუახევისა და ხულოს მთებზე შეფენილი სოფლები. როგორც აქ ამბობენ, ამ ადგილიდან მთელი აჭარა ხელისგულზეა.

მთავარანგელოზის ბილიკის გავლა შესაძლებელია ავტომანქანითაც [8 კმ სამანქანე გზა].

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ქოქოლეთის ბილიკი [/highlight]-  ეს მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან 15  კილომეტრია. შესაძლებელია ფეხით და მაღალი გამავლობის [ორხიდიანი] ავტომანქანით ასვლა. ბილიკის ყველაზე მაღალი წერტილიდან  ჩანს ზედა მაჭახელას ხუთი სოფელი, რომლებიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. „ხუთი ხევი ჩანს, რომელიც მაჯის და ხელის ფორმა ქმნის და ამბობენ, რომ სახელის წარმოშობა სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება –  „მაჯა-ხელა“, ანუ მაჭახელა. ესეც ისტორიული ბილიკია,“ – ამბობენ ადმინისტრაციაში.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ტყუპი ჩანჩქერების ბილიკი [/highlight]-  ეს ბილიკი  სოფელ აჭარისაღმართში, ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება. გაივლით მოასფალტებულ სამანქანო გზას და მიდიხართ სოფელ ქოქოლეთისკენ, საიდანაც საფეხმავლო ბილიკი ეშვება ტყუპი ჩანჩქერისკენ.  ბილიკის დასაწყისიდან 700 მეტრში, ხეობაში, დაახლოებით 47 მეტრის სიმაღლიდან ეშვება ორი ჩანჩქერი. ირგვლივ შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია.

მაჭახელას ეროვნულ პარკში კარავშიც შეიძლება დარჩენა და საოჯახო სასტუმროშიც. მას შემდეგ, რაც მაჭახელას ეროვნულმა პარკმა სტატუსი მიიღო, მაჭახელას ხეობის სოფლებში ტურისტები კანტიკუნტად, თუმცა მაინც გამოჩნდნენ.

„ერთი ღამე, სამჯერადი კვებით 50-60 ლარი ღირს. ბევრი ტურისტი არ არის, მაგრამ არიან მაინც. მეც მაქვს საოჯახო სასტუმრო, თაღოვან ხიდთან, ღამით იშვიათად რჩებიან, მაგრამ არის ასეთი შემთხვევებიც. ბევრი საპიკნიკე ადგილია მაჭახელას ხეობაში. ოჯახშიც შეიძლება მაგიდის შეკვეთა,“ – ამბობს მალხაზ სალვარიძე, რომელიც სოფელ ცხემლანაში ცხოვრობს.

მაჭახელას ეროვნული პარკი
მაჭახელას ეროვნული პარკი

17917975_1890221821224000_987370356452429872_o

მაჭახელას ეროვნულ პარკში გიდის დაქირავებას ვერ შეძლებთ. აქ ამბობენ, რომ ადგილზე მოსულ უცხოელ ტურისტებს თავიანთი გიდი ჰყავთ.

მაჭახელას ეროვნულ პარკში ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული მთავარანგელოზის ტურისტული ბილიკია. პარკში მოსულ უცხოელ ტურისტებს ბილიკის ფეხით გავლა უფრო აინტერესებთ, ქართველ ტურისტებს კი, ძირითადად, ურჩევნიათ ეს მანძილი მანქანით გაიარონ.

მაჭახელას ეროვნულ პარკში ბინადრობენ წითელი ნუსხით დაცული ცხოველები: მურა დათვი, არჩვი და ფოცხვერი. პარკში რამდენიმე ფოტოხაფანგია, რომელთაც სხვადასხვა დროს დააფიქსირეს ეს ცხოველები.

 

მურა დათვი. ფოტოხაფანგი
მურა დათვი. ფოტოხაფანგი
კვერნა
კვერნა
გარეული ღორები. ფოტოხაფანგი
გარეული ღორები. ფოტოხაფანგი
შველი
შველი

 

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა [ფოტო]

ბათუმში, ცხრა მარტის ქუჩაზე, მდებარე სინაგოგა ინგრევა.

შენობა კუტურული მემკვიდრეობის ძეგლია , სახელმწიფოს ბალანსზეა და მას არავინ უვლის.
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სახელმწიფოს ბალანსზეა და მას არავინ უვლის.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტეს, რომ ძეგლის მოვლა-პატრონობა მესაკუთრის მოვალეობაა.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტეს, რომ ძეგლის მოვლა-პატრონობა მესაკუთრის მოვალეობაა.
რეესტრის მონაცემების მიხედვით სინაგოგა სახემწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა.
რეესტრის მონაცემების მიხედვით, სინაგოგა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა.

5

ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ფოტო: ცაგო კახაბერიძე
შენობა XIX-XX სს-ის მიჯნაზეა აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა.
შენობა XIX-XX სს-ის მიჯნაზეა აშენებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა.
შენობა 2015 წელს მას შემდეგ ჩამოინგრა , რაც გვერდით „გუმბათი ჯგუფმა“ მაღასართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო.
შენობა 2015 წელს მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც გვერდით „გუმბათი ჯგუფმა“ თურქული კომპანიის „ინშაათის“ დაკვეთით მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო.

გამოფენა – „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი’’

2017 წლის 30 მაისს, 16 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ძმები ნობელების  ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ახალი საექსპოზიციო კუთხე გაიხსნება, რომელიც ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის და მისი გენერალური კონსტრუქტორის, ჩვენი თანაქალაქელის, აკადემიკოსის და გენერალ – მაიორის, ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას.

კოსმოსური ობიექტის ღია კოსმოსურ სივრცეში წარმატებული გამოცდა და დამოუკიდებელ ორბიტაზე გადასვლა საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის მოვლენად იქცა და საერთაშორისო არენაზე აღიარებულ იქნა მსოფლიო კოსმონავტიკის ახალი, პრიორიტეტული მიმართულების დასაწყისად. რეფლექტორი შეიქმნა, დაპროექტდა, დამზადდა და წინასაფრენოსნოდ გამოიცადა საქართველოში, ქართველების მიერ. ქართული კოსმოსური ობიექტის კოსმოსურ ორბიტაზე გატანას მიეძღვნა ორი ქართული საფოსტო მარკის გამოცემაც. ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ვიდეო მასალით შექმნილი კლიპი და ფილმი.

ღონისძიების ფარგლებში მუზეუმის მცირე დარბაზი  მხატვარ ირმა სურმანიძის მიერ წარმოდგენილ „კოსმოსურ სივრცეს“ დაეთმობა, რომლის მოხატვის პროცესი ვიზიტორთა თვალწინ მიმდინარეობდა და საკმაოდ დიდ დაინტერესებასაც იწვევდა.

fotokult

ბათუმის მერია 2018-2021 წლების პრიორიტეტების განხილვას იწყებს

ბათუმის მერია 31 მაისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 2018-2021 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვას იწყებს.

მერიის ინფორმაციით, განხილვებს მერისა და საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

საჯარო განხილვები სამი დღის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკით გაიმართება:

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 31.05. 16:00სთ.
განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 01.06. 16:00სთ.
ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება – 02.06. 16:00 სთ.

მერიის ინფორმაციით, საჯარო განხილვების მიზანია, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა  საკუთარი ხედვა გაუზიარონ საზოგადოებას. „არსებულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება პრიორიტეტების დოკუმენტში, რაც ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერიოდში განსახორციელებელი პრიორიტეტებისა და პროექტების სრულყოფას,“-ნათქვამია პრესრელიზში.

 

სოფელ კობალთაში ათი ოჯახი გზის გარეშე დარჩა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, სოფელ კობალთაში, სასოფლო გზაზე, მთა დღეს, 29 მაისს, დილით ჩამოიშალა, რამაც საუბნო გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

გამგებლის თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. „საკმაოდ დიდი მასა ჩამოიშალა, მეწყერთან ახლოს, სოფელ კობალთაში დასახლება არ არის, თუმცა სოფელ ერდვათში ორი ოჯახი ცხოვრობს, რომლებმაც სახელმწიფოს 25 000-ლარიანი პროგრამით ისარგებლეს, თუმცა მეწყრის გააქტიურების დროს სოფელში იმყოფებოდნენ და სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებდნენ. მათ ვთხოვეთ, რომ  უსაფრთხოების მიზნით  სოფელი დაეტოვებინათ.

ხევში ჩამოსულმა მეწყერმა საუბნო გზა ჩაკეტა, ათ ოჯახს გზა არ აქვს. სატელეფონო საუბარი მქონდა გეოლოგებთან, მათი რეკომენდაციით, გზის გაწმენდა რეკომენდებული არ არის, საგზაო დეპარტამენტთან ერთად ვმუშაობთ, რომ ამ ოჯახებამდე ალტერნატიული გზა გავიყვანოთ, ვიდრე მეწყრული პროცესები დასტაბილურდება,“ – ამბობს გამგებელი.

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი გეოლოგებმა რამდენიმე დღის წინ შეისწავლეს და დადეს დასკვნა, რომ შესაძლებელი იყო უახლოეს პერიოდში მეწყრის გააქტიურება.

სოფელი კობალთა
სოფელი კობალთა

 

 

რა გამოავლინა ექსპერტიზამ – „ბათუმის აქციის საქმე“

„აი, თუ არ წერია ექსპერტიზის დასკვნაში ის, რასაც ვამბობდით,“ – მიმართა ადვოკატებს პროკურორმა რამაზ შავაძემ, ვიდრე მოსამართლე სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა. პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგინა.

სხვადასხვა მიმართულებით დანიშნული ექსპერტიზიდან ამ ეტაპზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. ექსპერტებმა ამ შემთხვევაში ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები შეისწავლეს, სადაც ბრალდებულები არიან დაფიქსირებული.

„95 პროცენტ შემთხვევაში ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბრალდებულები არიან დაფიქსირებული ვიდეოკადრებში“, – ამბობს პროკურორი რამაზ შავაძე.

ექსპერტიზის დასკვნა ამ კუთხით ჯერ არ მომზადებულა მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას შემთხვევებზე. მათ „ბათუმის აქციის საქმეში“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. პროკურორების თქმით, შესასწავლი მასალა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გაგზავნილია.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ ამ ეტაპზე ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვა გადადო. მან ადვოკატების პოზიცია გაიზიარა, რომლებმაც თქვეს, რომ ექსპერტიზის დასკვნების გასაცნობად მათ დრო არ ჰქონდათ და პოზიციებს ვერ დააფიქსირებდნენ.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ ბრალდებულებს დღეს კიდევ ერთხელ ჰკითხა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. შეკითხვას 8 ბრალდებულიდან მხოლოდ ერთმა, მინდია ბერიძემ უპასუხა: „დიახ, დამნაშავე ვარ“.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებული პირი წარდგენილ ბრალს აღიარებს.

მინდია ბერიძე სასამართლო სხდომას პირველად ესწრება. აქამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოში ვერ ცხადდებოდა.

დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებული, გოდერძი გორგილაძე ყავარჯნით მოვიდა. ადვოკატ ზაზა პაპიძეს მან უთხრა, რომ ავადმყოფობდა და ამიტომ დასჭირდა ყავარჯნები. ადვოკატი მის მონახულებას ციხეში ხვალისთვის აპირებს.

ჯგუფური ძალადობა და პოლიციელებზე თავდასხმა კიდევ 11 პირს ედება ბრალად, მათგან ორი არასრულწლოვანია.

IMG_20170529_145410

 

IMG_20170529_150658

IMG_20170529_150556

 

„ბაბილონ თაუერი“ – დაუსრულებელი მშენებლობა ბათუმის ცენტრში

უკვე სამ წელზე მეტია ბათუმში ჩამოსულ დამსვენებელს ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩის N30-ში, დაუსრულებელი მშენებლობა, მაღლივი კარკასი, ერთსა და იმავე მდგომარეობაში ხვდება. აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმებით, ამ ადგილზე ინვესტორს 47-სართულიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. აჭარის მთავრობამ კომპანიას მშენებლობის ვადა რამდენჯერმე გადაუვადა ისე, რომ პირობის დარღვევისთვის ერთხელაც არ დაუჯარიმებია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვადების დარღვევა „შენობის კონსტრუქციული მდგრადობის ამაღლების მიზნით ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია“. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრობლემა მხოლოდ შენობის მდგრადობას არ უკავშირდებოდა. მეწილეებმა ქონების გაყოფის მიზნით ჯერ კერძო აუდიტს მიმართეს, შემდეგ კი დავა სასამართლოში გააგრძელეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დავა უკვე დასრულდა.

2017 წლის იანვრიდან დღემდე კომპანიის მონაცემებში ცვლილება ორჯერ შევიდა. საბოლოო მონაცემების მიხედვით, კომპანიის მფლობელებმა წილები შეინარჩუნეს, შეიცვალნენ მხოლოდ ხელმძღვანელი პირები.

გაუგრძელებენ თუ არა კომპანიას  მშენებლობის დასრულების ვადას კიდევ ერთხელ, ჯერ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ გადაუწყვეტიათ.

ბაბილონ თაუერი
ბაბილონ თაუერი [მაკეტი]

უმაღლესი საბჭოს წევრის მანქანა ტრაილერმა დააზიანა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონის სამსახურებრივ ავტომანქანას ტრაილერი დაეჯახა.

თვითმხილველის თქმით, შეჯახება მსუბუქი იყო და არავინ დაშავებულა. დეპუტატი მანქანაში არ იმყოფებოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დარღვევა ადმინისტრაციული იყო და ტრაილერის მძღოლი 250 ლარით დაჯარიმდა.

 

 

„რვაფეხას“ რესტავრაცია დაიწყო

კაფე „ფანტაზიის“, ე.წ. „რვაფეხას“ სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აწარმოებს.  ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „რვაფეხა“ ბათუმის ბულვარში მდებარეობს.

„ობიექტი დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, იფუნქციონირებს კაფე, სპეციალურად  მოეწყობა კაფემდე მისასვლელი გზა, ასევე იმუშავებს პატარა შადრევნებიც“.

ამ ეტაპისთვის ინფორმაცია სამუშაოების დასრულებასა და პროექტის ღირებულების შესახებ უცნობია, თუმცა დეპარტამენტის უფროსის, ნუგზარ ძნელაძის შეფასებით, „რვაფეხას“  რესტავრაცია ამ სეზონისთის ვერ დასრულდება.

„ობიექტის აღდგენა საკმაოდ სპეციფიური პროცესია, საჭიროა ვიწრო პროფილის სპეციალისტების ჩართულობა. აქედან გამომდინარე, ობიექტის სარესტავრაციო ღირებულებაც, სავარაუდოდ, მაღალი იქნება. ამ ეტაპზე „რვაფეხას“ ტერიტორიაზე გაზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს, დეტალური კვლევების ჩატარების შემდეგ კი გაირკვევა, თუ რა ღირებულების იქნება ამ ობიექტის რეაბილიტაცია,“ – განმარტა ნუგზარ ძნელაძემ.

ამჟამად ფონდ „ქართუს“  ნებართა აღებული აქვს „რვაფეხას“  შემომსაზღვრელი ღობის გაზომვითი სამუშაოების შესრულებაზე, უშუალოდ ობიექტის აღდგენის დაწყებაზე შესაბამისი ნებართვის აღება იქნება საჭირო.

საჯარო შეხვედრა: საგარეო პოლიტიკა – ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია

ბათუმში, 30 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა [NDI] და ქ. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, ფატი ხალვაშის ბიუროს ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე „საგარეო პოლიტიკა – ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია“.

შეხვედრაზე NDI-ის წარმომადგენელი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ევროკავშირისა და ვიზა ლიბერალიზაციის მიმართ მოსახლეობის განწყობებს საქართველოში. პრეზენტაციის შემდეგ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი ისაუბრებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე და კონკრეტულად ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დასვას კითხვები და NDI-ის და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

Capture

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტო: ველობილიკზე ქვეითების გადაადგილება არ შეიძლება

ბათუმში, ახალშეღებილ ველობილიკზე, დღეს, 29 მაისს, მოქალაქე წაიქცა. შემთხვევა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ველობილიკზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ შეიძლება, თუმცა მოქალაქეები მაინც დადიან. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ველობილიკზე არც საბავშვო ეტლის გადაადგილებაა ნებადართული.

„ის მოქალაქე, რომელიც ველობილიკზე დაეცა, რამდენჯერმე გააფრთხილეს. ველობილიკზე, გარდა იმისა, რომ შემოსაზღვრულია ლენტებით, ადგილზე მანქანა მუშაობს, რომელიც ღებავს ბილიკს, ამის მიუხედავად, ადამიანები მაინც ცდილობენ ბილიკის გადაკვეთას.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესაბამისად, არსებობს ცნება – ველოტრანსპორტი და ველობილიკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბილიკი ველოტრანსპორტისთვის არის განკუთვნილი და არა ქვეითად მოსიარულეებისთვის,“ – ამბობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გიგა ჩხეიძე.

ქალაქში ველობილიკებზე ზებრაგადასასვლელები მონიშნული არ არის. გიგა ჩხეიძე ამბობს, რომ ამ დეტალს სამომავლოდ გაითვალისწინებენ.

ამ დროისთვის, როგორც სააგენტოში გვეუბნებიან, ველობილიკები მთელი ქალაქის მასშტაბით იღებება. „დღეს უნდა მოვრჩეთ ყველა ბილიკის განახლებას. მოქალაქეები კი ყურადღებით უნდა იყვნენ. არის ადგილები, სადაც გამაფრთხილებელ ლენტს ვერ გააბამ, თუმცა მოქალაქეების პასუხისმგებლობაა ის, რომ ველობილიკზე ფეხით არ უნდა გადაადგილდნენ,“ – ამბობს გიგა ჩხეიძე.

ველობილიკებზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ შეიძლება
ველობილიკებზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ შეიძლება.

 

 

ქედაში ავთანდილ ბერიძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს ფრენბურთში

ქედის სასპორტო სკოლაში, ავთანდილ ბერიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი მიმდინარეობს ფრენბურთში. ერთმანეთს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ნაკრები სასკოლო გუნდები ეჯიბრებიან. ავთანდილ ბერიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ყოველწლიურად იმართება ქედაში. ტურნირი წელს მესამედ ტარდება. 

ავთანდილ ბერიძე წლების განმავლობაში ქედის სასპორტო სკოლის დირექტორი და ფრენბურთის მწვრთნელი იყო. მისი სახელობის ტურნირს ფრენბურთში ქედის გამგეობა აფინანსებს.

 ტურნირის ჩასატარებლად ქედის გამგეობამ 2200 ლარი გამოყო. ტურნირის ორგანიზებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ზენდიდი 2015“-თან ხელშეკრულება 1872 ლარზე გაფორმდა. გამარჯვებულ გუნდებს ქედის გამგეობა სიგელს, მედალსა და ფასიან საჩუქრებს გადასცემს.
ტურნირი დღეს, 29 მაისს, დილით დაიწყო და დღესვე დასრულდება.
18817727_1408187655929705_103080362_o
ავთანდილ ბერიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი / სოფიო ხაბაზის ფოტოები

18789896_1408187615929709_1520256336_o (1)

 

შეშის ღუმელი მარწყვის სათბურში [ფოტოამბავი]

ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემის ცენტრში, სკოლა – პანსიონის გვერდით, განთავსებულ სათბურში მერისელ ფერმერს, ბადრი წითელაძეს, სან-ანდრეასის ჯიშის მარწყვი გამოჰყავს.

სათბურში შეშის ღუმელი დგას და მაშინ, როდესაც მერისში ტემპერატურა რვა გრადუსზე ნაკლებია, ფერმერი მარწყვს ღუმელს უნთებს.

„ცივ ამინდში მარწყვი დამწიფებას ვერ ახერხებს, მინიმუმ რვა გრადუსი სითბო უნდა იყოს სათბურში და როდესაც ტემპერატურა ეცემა, ღუმელს ვანთებ, ასე ვათბობ სათბურს, წლის განმავლობაში მოსავალს იძლევა, მხოლოდ აგვისტოსა და თებერვალში აჩერებს მოსავლიანობას. თუ სითბოა, კვირის განმავლობაში სამჯერ ვკრეფ, სიცივეში კი – მხოლოდ ერთხელ. უჭირს დამწიფება, თან მერისი ცივი სოფელია, მარწყვს კი სითბო უყვარს,“ – ამბობს ფერმერი.

ბადრი წითელაძემ სათბური სახელმწიფოს თანადაფინანსებით გასულ წელს მოაწყო. მას მერისში გამოყვანილი მარწყვი კალათებით ბათუმში ჩააქვს და ყიდის. „80 კვადრატულ სათბურში 3 000 ძირამდე მარწყვი რიგებში მაქვს დარგული, ნერგი სპეციალურად სამეგრელოდან ჩამოვიტანე. თუ მიწას გამოვუცვლი, ორ წელს მოიწევს ნაყოფს, შემდეგ შეცვლა დასჭირდება, ახლა წვეთოვან სისტემას ვაყენებ სათბურში, ეს შრომას გამიადვილებს“ – ამბობს ბადრი წითელაძე.

18720963_1369100286519007_589073771_o 18744976_1369100143185688_1359713802_o 18745300_1369100346519001_421532545_o

როდის მოწესრიგდება ქობულეთის პლაჟი

ქობულეთში ზღვის სეზონი ჯერ არ გახსნილა. ამ დროისთვის არც პლაჟის კეთილმოწყობის სამუშაოებია დასრულებული. ქობულეთის გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაახლოებით 10 დღეში პლაჟი დასუფთავდება და სეზონი ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება.

„თამარ მეფის ქუჩაზე განახლდა საკანალიზაციო სისტემა, ეს გამგეობას 383 ათასი ლარი დაუჯდა. რაც შეეხება სანაპირო ზოლის გამაგრებისთვის ღორღის შეტანას, ეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა. ზუსტ თანხას ვერ გეტყვით, რა დაჯდა ეს სამუშაოები,“ – გვითხრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, მალხაზ რომანაძემ.

სანაპირო ზოლის გამაგრებისთვის ნატანის შეტანას სანაპირო ზოლში ქობულეთის მუნიციპალიტეტი დონორების დაფინანსებით შემოდგომიდან განაგრძობს.

IMG_20170527_175206

IMG_20170527_175124

IMG_20170527_175413

IMG_20170527_175539

IMG_20170527_175504

EcoGas – იაფი და უსაფრთხო, თხევადი აირის უპირატესობა

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]უფრო იაფი და უფრო უსაფრთხო[/highlight] – ეს ის ორი მთავარი მიზეზია, რის გამოც თქვენი ავტომობილი საწვავისა და ბუნებრივი გაზის ნაცვლად თხევადი გაზის მოხმარების სისტემაზე უნდა გადაიყვანოთ. თხევადი გაზის სისტემის დაყენება თქვენს ავტომობილში უპროცენტო განვადებითაც შეგიძლიათ. დამონტაჟებისთვის საჭირო 1 000 – 1 500 ლარის კომპენსირებას თხევადი გაზის უფრო იაფი ღირებულებით მაქსიმუმ 6 თვეში შეძლებთ.

ანზორ დავითაძე გიდია, რომელიც საკუთარი ავტომობილით ტურისტებს ემსახურება. სეზონზე დაახლოებით 700-800 კილომეტრის გავლაც უწევს დღის განმავლობაში. მისი ავტომობილი 100 კილომეტრის გავლისას 15 ლიტრ ბენზინს მოიხმარდა. ახლაც იმავე ოდენობის თხევადი გაზი სჭირდება, თუმცა 1 ლიტრი ბენზინი 2 ლარზე მეტი ღირს, ხოლო თხევადი გაზის საფასური 1 ლარი და 20 თეთრია:
„წარმოიდგინეთ, რამხელა ეკონომიას ვაკეთებ, თბილისში ჩასასვლელად 120 ლარი მჭირდებოდა, ახლა ორივე გზაზე 90 ლარი მყოფნის“.

ანზორ დავითაძე
ანზორ დავითაძე

ანზორ დავითაძე ავტომობილს თხევად გაზზე ცხრა თვეა ამუშავებს. მას ავტომობილის თხევად გაზზე გადაყვანა ნათესავმა ურჩია. ადრე მანქანა ბუნებრივ გაზზე ჰქონდა, რამაც ავტომობილის ძრავი დააზიანა. ეს პრობლემა თხევადი გაზის გამოყენებისას არ შეჰქმნია.

„თხევად გაზზე ისე მუშაობს ჩემი მანქანა, როგორც კარგი ხარისხის ბენზინზე, არც გაწევაზე და არც ტვირთზე რეაქცია არ ჰქონია“.

თხევადი გაზის მომწოდებელი ლიდერი კომპანია ISLET GROUP-ი საქართველოში ოპერირებს სავაჭრო ნიშნით – EcoGas. აჭარის რეგიონში ISLET GROUP-ის შვილობილი კომპანია შპს „აჭარინვესტია“. კომპანიის სერვისცენტრის მენეჯერი გენადი დავითაძე ამბობს, რომ ავტომობილში თხევადი გაზის სისტემის დასამონტაჟებლად საუკეთესო ხარისხის, თურქული ფირმის „ატიკერის“ ნაწილებს იყენებენ.

თხევადი გაზის სისტემაზე ნებისმიერი მარკის ავტომობილის გადაყვანა შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს ავტომობილის ასაკს, თუმცა ზოგ ავტომობილს მესამე თაობის მოწყობილობა სჭირდება, ზოგს – მეოთხე.
მეოთხე თაობის მოწყობილობის დამონტაჟება 1000-1400-მდე ლარი ღირს, მესამე თაობის – 100-150 ლარით ნაკლებია. „აჭარინვესტს“ უპროცენტო განვადება აქვს ორ ბანკთან („თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“). განვადების მაქსიმალური ვადა 2 წელია, მინიმალური კი – 6 თვე.

გენადი დავითაძე ამბობს, რომ სისტემის დამონტაჟების შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ თხევადი გაზის ხარისხს, რომლითაც ავზს ავავსებთ: „არსებობს სხვადასხვა გაზგასამართი სადგური, სადაც უხარისხო გაზია. ეს იწვევს ფილტრის ან რედუქტორის დაზიანებას. ჩვენს ფირმას – „ეკოგაზს“ აჭარაში 6 სადგური აქვს და ვგეგმავთ, რომ 5 კიდევ შევიძინოთ, თუმცა ჩვენს კომპანიას ყველა რეგიონში აქვს გაზგასამართი სადგური, ამიტომ ჩვენს მომხმარებელს პრობლემა არ ექმნება გადაადგილებისას. თავდაპირველად 1 ლიტრი გაზი 1 ლარი და 20 თეთრი ღირდა, ახლა 10 თეთრით გავაიაფეთ“.

მირანგულ ყურშუბაძე „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელია. ის თხევად გაზს უკვე ოთხი თვეა მოიხმარს. მისთვის თხევადი გაზის მოხმარება გაცილებით მომგებიანია: „ბუნებრივი აირის გაზგასამართ სადგურზე ავზის შევსებისას მგზავრი უნდა გადმოვიდეს მანქანიდან, თხევადი აირის შემთხვევაში ეს საჭირო არ არის, როგორც ბენზინს ასხამ, იგივეა თხევადი გაზის შემთხვევაშიც“.

მირანგულ ყურშუბაძე
მირანგულ ყურშუბაძე

თხევადი გაზი უსაფრთხოა, რადგან წნევა ბალონში, სადაც იტუმბება ბუნებრივი გაზი, 250-დან 300 ატმოსფერომდეა, თხევადი გაზის ბალონში კი – 12 ატმოსფერო. ე.ი. დაახლოებით 30-ჯერ მეტი წნევაა ბუნებრივი გაზის იმ ბალონში, რომელიც მანქანაშია დამონტაჟებული. „აჭარინვესტს“ შეუძლია ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილები თხევად გაზზე გადაიყვანოს. ამ სერვისის საფასური კიდევ უფრო იაფია და დაახლოებით 500-600 ლარი ღირს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ ან დაგვიკავშირდით და ყველა კითხვაზე ჩვენი კომპეტენტური კონსულტანტები გიპასუხებენ

მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი წინსვლა (თხევადი გაზის ბაზა)

ელფოსტა: isletgroup@gmail.com

მობილური: 593 39 54 55

 

მთავრობა პეტიციების წარსადგენად ელექტრონულ პორტალს ქმნის

საქართველოს მთავრობამ ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესები და პირობები დაამტკიცა.

„ამ წესისა და პირობების დამტკიცების მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,  საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების გაადვილება,“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

აღნიშნული წესისა და პირობების მოქმედება გავრცელდება ელექტრონული პორტალის მეშვეობით საქართველოს მთავრობის კომპეტენციის ფარგლებს მიკუთვნებულ საკითხებზე წარდგენილ ელექტრონულ პეტიციებზე.

ელექტრონული პეტიციის ინიცირება კი საქართველოს მთავრობის წინაშე შეუძლია და ელექტრონულ პეტიციაზე ხელმოწერის უფლება აქვს საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს.

ელექტრონული პეტიციის ინიციირებისთვის ანდა ხელმოსაწერად მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს ichange-ის პორტალზე. ამასთან, მომხმარებელი უნდა დაეთანხმოს იმ წესებსა და პირობებს, რომლებიც მოცემული იქნება ვებგვერდზე.

ელექტრონული პეტიციის მიღება და ichange-ს პორტალზე გამოქვეყნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ:

[checklist]

  • იგი შეიცავს მკაფიოდ ფორმულირებულ მოთხოვნას საქართველოს მთავრობის მიერ კონკრეტული რეაგირების განხორციელების შესახებ;
  • ელექტრონული პეტიციით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება;
  • იგი არ შეიცავს საქართველოს მთავრობის მიერ ერთხელ უკვე განხილულ ელექტრონულ პეტიციაში ასახული მოთხოვნის ანალოგიურ მოთხოვნას;
  • იგი წარდგენილია სახელმწიფო ენაზე;
  • ინიციირებულია საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის მიერ;
  • აკმაყოფილებს შესაბამის დადგენილებაში მოცემულ სხვა კრიტერიუმებს.

[/checklist]

არ იქნება მიღებული და გამოქვეყნებული ichange-ს პორტალზე:

[checklist]

  • იმ მოსაზრების/წინადადებების შემცველი პეტიციები, რომელთა თემატიკაც არ განეკუთვნება საქართველოს მთავრობის კომპეტენციას;
  • პეტიციები, რომლებიც გარკვევით და ნათლად არ გადმოსცემენ მოსაზრებას, იდეას/შემოთავაზებას;
  • პოლიტიკური, პროპაგანდის, კომერციული შინაარსის შემცველი პეტიციები;
  • პეტიციები, რომლებიც მოიცავენ შეურაცხმყოფელ, უხამს, გამომწვევი შინაარსის განაცხადებს, ასევე ხუმრობის მიზნით ინიციირებული პეტიციები;
  • სიძულვილის, დისკრიმინაციის, ძალადობის საფრთხის, ინდივიდის ან რომელიმე ჯგუფისთვის ზიანის მომტანი მოწოდებების შემცველი პეტიციები;
  • პეტიციები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ან ისეთი მოწოდების შემცველია, როგორიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, ასევე საქართველოს კანონმდებლობის დაუმორჩილებლობის მოწოდებების შემცველია;
  • პეტიციები, რომლებიც ეხებიან მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების ინტერესებს, პერსონალურ გარემოებას ან საკითხს;
  • სხვაგვარი პეტიციები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

[/checklist]

ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭირო იქნება, ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 10 000-მა [ათი ათასი] მომხმარებელმა.

ელექტრონულმა პეტიციამ აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერები უნდა შეაგროვოს ინიციირებული ელექტრონული პეტიციის ichange-ს პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ პეტიცია მითითებული დროის განმავლობაში ვერ მოიპოვებს საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს, იგი ჩაითვლება ვადაგასულად, ichange-ს პორტალზე ის დაიხურება და შეუძლებელი გახდება ხელმოწერის დამატება.

მიმდინარე წლის 22 ივნისამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მიერ უნდა განისაზღვროს ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის პერსონალური შემადგენლობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კი, 2 ივნისამდე მთავრობის ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ამ კომისიაში სამინისტროს წარმომადგენლის კანდიდატურა. კომისია ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

დამტკიცებული წესის მიხედვით, ichange-ს მოდერატორი იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურეთა ჯგუფი, რომელიც განახორციელებს ელექტრონული პეტიციების სისტემის მართვას. თუმცა, ის არ არის ელექტრონული პეტიციის ოფიციალური პასუხის ავტორი.

ამასთან, „იმ შემთხვევაში, როდესაც ichange-ს მოდერატორი არ არის დარწმუნებული მიღების კრიტერიუმებთან ელექტრონული პეტიციის შესაბამისობაში, მან საკითხის განხილვისათვის ელექტრონული პეტიციის ინიციირებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ინიციირებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართოს კომისიას, რომელმაც ელექტრონული პეტიციის დაშვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აცნობოს 8 კალენდარული დღის ვადაში“.

ბათუმში საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

3 ივნისს ბათუმში, „ბასკოს“ დარბაზში, საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.

ფესტივალში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის (6 წლიდან 45 წლამდე) 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას საქართველოდან, ყაზახეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან.

შოტოკან კარატე-დოს მსოფლიო ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორის დამხმარე ასისტენტის და ფესტივალის სტუმრის, დევი ხაჯიშვილის თქმით, ეს ფესტივალი გამორჩეულია წინა ფესტივალებისგან იმით, რომ მასში არა მხოლოდ შოტოკან კარატე-დოს, არამედ საბრძოლო ხელოვნების სხვა სახეობების, კერძოდ: კიოკუშინკაი კარატეს, ტაიკვანდოსა და კინგ-ბოქსინგის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფესტივალი ორ დღეს -3-4 ივნისს გაგრძელდება.

„საზეიმო ტურნირისთვის ძალიან საინტერესო და დამამახსოვრებელი პროგრამა გვაქვს დაგეგმილი, საერთაშორისო ჩემპიონატი წარიმართება შოტოკან კარატეში, აგრეთვე, საჩვენებლო გამოსვლებით ადგილობრივი საბრძოლო ხელოვნების სხვა დარგებიც მიიღებენ მონაწილეობას, ფესტივალის მსვლელობისას მაყურებლებს საჩუქრებიც დაურიგდება,“ – ამბობს დევი.

ფესტივალის გახსნის წინა დღეს, 2 ივნისს, „ბასკოში“ შოტოკან კარადე დო-ს მსოფლიო ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი და მსოფლიოში შოტოკან კარატეს ერთ-ერთი მოწინავე ინსტრუქტორი სენსეი ხიტოში კასუია სემინარს გამართავს.

18836447_10213575737495937_164220395_o

ფესტივალი 1990 წლიდან სისტემატურად ტარდება აჭარის მასშტაბით. მისი ორგანიზატორი შოტოკან კარატე-დოს შეფინსტრუქტორი, საქართველოს აღიარებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის მფლობელი და მსოფლიო ჩემპიონი ნოდარ ხაჯიშვილია.

ფესტივალს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს.

 

მთავარ ფოტოზე: საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში, 2016 წელი. თორნიკე თავაძის ფოტო.  

„ჯერ საპენსიო ასაკისაც არ ვართ“ – სამნიძეების გასაჭირი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სოფლის განაპირა მხარეს, სამნიძეების სამსულიანი ოჯახის ხის ორსართულიანი სახლია. სახლის პირველ სართულზე, შესასვლელში, აივანი ნახევრად ჩამოშლილია, მორყეულია აივანთან დამაკავშირებელი ხის კიბეებიც.  მეორე სართულზე შენობას კარ-ფანჯარა არ აქვს და სიცარიელეს ალაგ-ალაგ მიფარებული ხის ძელები ფარავს. გაუმართავი და ნახევრად ჩამოშლილია მეორე სართულზე შენობის მთავარი საყრდენი კედლებიც.

ამ სახლში თინა თებიძე ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. თინას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მას ფიზიკური, მძიმე მუშაობა არ შეუძლია. ავადაა მისი ქმარი თემურიც. სამნიძეების სამსულიანი ოჯახის მთელ სიმდიდრეს მეზობლისგან ნათხოვარი ძველი ტელევიზორი, საწოლები, სამზარეულოს ძველი, მორყეული კარადა, ერთი მეწველი ძროხა და მიწა წარმოადგენს. მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად, სამნიძეებს გასულ წელს სოციალური შემწეობა მოუხსნეს.  ოჯახის მძიმე ყოფას ისიც დაემატა, რომ სამნიძეების ორი ძროხიდან ერთი მგელმა შეჭამა.

„ნახე, როგორ ვცხოვრობ. მეზობლებმა და ნათესავებმა თანხა შეკრიბეს და სახლის საძირკველი ასე გავამაგრეთ. არაფერი გაგვაჩნია, მყავს ერთი მეწველი ძროხა, ერთიც რამდენიმე დღის წინ სოფელში ჩამოსულმა მგელმა შემიჭამა, სამი წლის წინაც ასე ვიზარალე, მაშინაც შემიჭამა მგელმა საქონელი, ორი სული“ –  ყვება თინა.

სახლს აბაზანა არ აქვს, სამზარეულოში ძველი ნიჟარა, ნახევრად ჩამოშლილი კარადა და მინების გარეშე დარჩენილი ფანჯრებია. თინა სამნიძე ამბობს, რომ წვიმასა და თოვლში ღია ფანჯრებიდან აწვიმს და ათოვს.

თინა სამნიძე. ეკა ბარამიძის ფოტო
თინა სამნიძე. ეკა ბარამიძის ფოტო
თინა სამნიძე. ეკა ბარამიძის ფოტო
თინა სამნიძე. ეკა ბარამიძის ფოტო

სამნიძეებს საარსებო შემწეობა გასულ წელს მოუხსნეს. ხელახალი გადამოწმების შემდეგ კი, როგორც თინა მიყვება, დახმარება აღუდგინეს, თუმცა მალე ისევ შეუწყვიტეს. დახმარების შეწყვეტის მიზეზი, სავარაუდოდ, თემურ სამნიძის მოკლე დროით თურქეთში წასვლა გახდა. თემური თურქეთიდან დეპორტაციით დაბრუნდა. ამბობს, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, თურქეთში წასვლა სამუშაოდ ისევ უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს.

„ერთი დღე დამაგვიანდა გადმოსვლა და დეპორტი მაქვს, ასე ვართ, ღმერთის ამარა,“ – ამბობს თემური.

თინა სამნიძე ამბობს, რომ სოციალურ სააგენტოში დახმარების აღსადგენად განცხადების დაწერას არ აპირებს. თინა წუხს, რომ ჯერ საპენსიო ასაკისაც არ არიან, რომ პენსია აიღონ და ოჯახში შემოსავალი გაჩნდეს:

„ახალი წლიდან არ მიგვიღია დახმარება. მეუბნებიან, რომ დავწერო განცხადება განმეორებითი შესწავლისთვის, ამით ქულა ამაღლდებაო და აღარ ვწერ განცხადებას. ყველა მეუბნება, თქვენ დახმარება უნდა გქონდეთო, მაგრამ არ გვაქვს. საპენსიო ასაკისაც არ ვართ ჯერ, მე 54 წლის ვარ, ჩემი ქმარი – 55-ის,“ – ამბობს თინა.

აჭარაში ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების გამოვლენის პროექტი იწყება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების კრიტიკული ფორმების გამოსავლენად ახალი პროექტის განხორციელება იწყება. პროექტი ბათუმში არსებულ სამშობიარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარუდგინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია სკრინინგისა და მონიტორინგის დანერგვით ეფექტური გახადოს გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დროული მკურნალობა და გამოსავალი.

პროექტის ფაგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
• შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი აქტები, პროტოკოლ-გაიდლაინები და სასწავლო-მეთოდური მასალა;
• ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკას გადაეცემა სკრინინგისათვის რეკომენდებული პულსოქსიმეტრი;
• გადამზადდება ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელი კლინიკის ნეონატოლოგი, რათა ეფექტურად წარიმართოს ახალშობილთა პირველადი სკრინინგი;
• როგორც პროექტის ყველა ეტაპის, ასევე გულის თანდაყოლილი პათოლოგიის მქონე ბავშვების ტრანსპორტირების ეფექტური სქემა შეთანხმდება სახელმწიფოსა და კლინიკებთან;
• ახალშობილთა ტრანსპორტირებისათვის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება აღიჭურვება სატრანსპორტო კიუვეზით ინტეგრირებული ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატით;
• რეგიონებში ოპერაციის შემდგომ პერიოდში ბავშვის მდგომარეობის მართვასა და მონიტორინგს განახორციელებს ბავშვთა კარდიოლოგი.

პროექტის ეტაპები:
1. ახალშობილთა პირველადი სკრინინგი ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკაში პულსოქსიმეტრიის გამოყენებით;
2. პრობლემური ახალშობილის შუალედური დიაგნოსტიკა ბავშვთა კარდიოლოგის მიერ ექოკარდიოგრაფიის გამოყენებით;
3. გულის თანდაყოლილი მანკის დადგენის შემთხვევაში ბავშვის ტრანსპორტირება რეფერალურ კლინიკაში (ჯო ენის სამედიცინო ცენტრში);
4. ოპერაციის შემდგომი მეთვალყურეობა და მონიტორინგი.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს, „ფონდი ქართუსა“ და „როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის“ თანამშრომლობით.

 

თემურ ქარცივაძე: რეზო ხარაზმა ისიც კი არ იცის, ვინ ნიშნავს სოციალურ შემწეობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას სოციალური შემწეობების მოხსნასთან დაკავშირებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე გამოეხმაურა.

„ბათუმელებთან“ საუბარში თემურ ქარცივაძემ თქვა, რომ რეზო ხარაზის მიერ გაჟღერებული ციფრი, რომ სოციალური შემწეობა აჭარაში 2 391 ოჯახს მოეხსნა, არასწორია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პათოსი, რომ აჭარის მთავრობამ მოუხსნა თურმე ოჯახებს სოციალური შემწეობა, არის სიცრუე, რადგან სოციალური შემწეობის მოხსნა ან დანიშვნა აჭარის მთავრობას არ უკავშირდება. არც მათ მიერ დასახელებული ციფრი არ არის ზუსტი, რეზო ხარაზმა ისიც კი არ იცის, ვინ ნიშნავს სოციალურ შემწეობას და არც ის, თუ რამდენს მოეხსნა,“-განაცხადა თემურ ქარციაძემ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი არ ასახელებს ზუსტ ციფრს, თუ რამდენ ოჯახს აქვს ამ დროისთვის საარსებო შემწეობა შეწყვეტილი. მისი თქმით, „საერთო ჯამში ბენეფიციარების რაოდენობა არ მოკლებულა აჭარაში, რადგან ზოგს მოეხსნა დახმარება, ზოგს – დაენიშნა“.

როგორც თემურ ქარცივაძე ამბობს, ბოლო მონაცემებით, ოჯახების რაოდენობა, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, –  9 157-ია. „ამ დროისთვის გვაქვს დადებითი ბალანსი, უფრო მეტს აქვს დანიშნული, ვიდრე მოხსნილი“-აცხადებს ის.

 

ენმ: ოთხ თვეში 2 391 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა

დღეს, 29 მაისს, „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, აჭარის მასშტაბით  2 391 ოჯახს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა მოუხსნა.

„ჩვენ ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტოდან. ბათუმში – 552 ოჯახს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება, ქობულეთში – 479-ს, ხელვაჩაურში – 279-ს, ქედაში – 277-ს, შუახევში – 284-ს, ხულოში კი – 520 ოჯახს.

ჩვენ ვითხოვთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, გაგვცეს პასუხი,  რეალურად რა მოხდა ამ ოჯახების ცხოვრებაში და რატომ შეუწყდა მათ დახმარება,“- განაცხადა რეზო ხარაზმა.

მისი თქმით, ამ ფონზე  აჭარის მთავრობას ხელფასის გარდა ოთხ თვეში აღებული აქვს 657 768 ლარის პრემია,  860297 ლარი კი  -დანამატი“.

რეზო ხარაძის თქმით, აღნიშნული თანხები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად უნდა იყოს მიმართული.

რეზო ხარაძის განცხადებით, სოციალური შემწეობების შეწყვეტის პარალელურად, მთავრობაში დანამატები და პრემიები იზრდება
რეზო ხარაზის განცხადებით, სოციალური შემწეობების შეწყვეტის პარალელურად, მთავრობაში დანამატები და პრემიები იზრდება.

თუ ინგლისურის შესწავლა ან განმტკიცება გსურთ – გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისათვის

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები/Intertnational Exchange Programmes დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას საკუთარი ცოდნა გაიღრმავონ ინგლისურ ენაში, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები და საინტერესოდ გაატარონ დრო უცხოეთში.

წელს პროგრამა გეგმავს მასწავლებელთა ტრენინგ-პროგრამას მალტასა და ინგლისში – ბიზნეს-ინგლისურში, სწავლების მეთოდიკასა და ზოგად ინგლისურში, ასევე, იგეგმება  სასწავლო პროგრამები და საზაფხულო ბანაკები მალტაზე, სადაც პროგრამის ფარგლებში, სხვა გასართობი პროგრამის გარდა, შედგება საკრუიზო ექსკურსია სიცილიაზე, გოზოსა და გომინოზე.

at2 (1)

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები/Intertnational Exchange Programmes აქტიურ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს 2014 წლიდან სთავაზობს საზღვარგარეთ ინგლისური ენის შემსწავლელ და ტრენინგ-პროგრამებს მოკლე და გრძელვადიანი პერიოდით.  პროგრამა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა და ამავე დროს, ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლის ინლისური ენის უფროსი მასწავლებლის, ათინა თოიძის ინიციატივით შეიქმნა.

პროგრამების კურსდამთავრებულები  სათანადო უნარ-ჩვევებსა და ცოდნას შეიძენენ საერთშორისო დონეზე წარმატებული კარიერის შექმნისთვის და კონტაქტების დასამყარებლად.

at3

სახალისო და ინოვაციური მეთოდებით სწავლის გარდა, პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობითა და ექსკურსიებით. პროგრამა მონაწილეებს საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციებისთვის და კარიერული წინსვლისთვის, ასევე მომავალი პროფესიის განსაზღვრისთვის ამზადებს და უყალიბებს მათ ისეთ კრიტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა თანამშრომლობისა და ჯგუფში მუშაობის უნარი, საჯარო გამოსვლების, დებატების, მოლაპარაკებების, პრეზენტაციის, კვლევების წარმართვის უნარები და სხვა.

პირველი სასწავლო პროგრამა მოსწავლეთათვის ინგლისში განხორციელდა. პროგრამაში ბათუმის პირველი საჯარო სკოლის 10 მოსწავლე, აგრეთვე, ბათუმის N2, N8 საჯარო სკოლების, სასულიერო გიმნაზიის და კერძო სკოლა „მასტერკლასის“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ინლისში მათ აიმაღლეს ინგლისური ენის ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი და მოსმენა), შეიძინეს ჯგუფებში და წყვილებში მუშაობის გამოცდილება, დამოუკიდებლად კვლევის უნარები, შეისწავლეს და პრაქტიკულად განახორციელეს პრეზენტაციები და დებატები, გაიარეს საერთაშორისო დონის ტესტირება და დაჯილდოვდნენ მაღალი დონის სერტიფიკატებით. გარდა ამისა, მოსწავლეები გაეცნენ ინგლისურ კულტურას, ექსკურსიებით მოინახულეს ბევრი ქალაქი, დაბა და ისტორიულ- კულტურული ძეგლი.

at2 (2)

მომდევნო სასწავლო ტრენინგ-პროგრამა – GCC „EUROGEORGIA – MALTA“ – სთან პარტნიორობით 2016 წელს განხორციელდა ულამაზეს ინგლისურენოვან კუნძულ მალტაზე. პროგრამაში – „General English“ – მონაწილეობდნენ  ბათუმის პირველი საჯარო სკოლის, კერძო სკოლა-ლიცეუმ „ნერგების“  და  „მასტერკლასის“ მოსწავლეები, ხოლო პრგორამაში – „LIBERTY PROGRAMME COURSE“ -მონაწილეობდა სტუდენტების ჯგუფი ბათუმიდან.

2017 წელს წარმატებით განხორციელდა ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი პროექტი „English In The City“ ჩეხეთსა და პრაღაში, რომელიც ქართული სკოლების პოპულარიზაციასა და მოსწავლეების ევროპელ თანატოლებთან გაცნობა-დაახლოვებას, კულტურათა ურთიერთგაცნობას მოიცავდა. პროგრამაში მონაწილეობდნენ ბათუმის პირველი საჯარო სკოლის, აგრეთვე ბათუმის მეორე და მეცხრე  საჯარო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები, ერთმანეთს შეადარეს ქართული და ევროპული კულტურა და ტრადიციები, იმუშავეს შერეულ ჯგუფებში და დაჯილდოვდნენ საერთაშორისო სერტიფიკატებით, გარდა ამისა, მათ ჩეხეთში მოინახულეს არაერთი ქალაქი და ღირსშესანიშნაობა.

at5

პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია დაკავშირება ფეისბუქ გვერდზე – საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები/ Intertnational Exchange Programmes, სადაც პროგრამაში მონაწილეების შთაბეჭდილებებს და ფოტოებსაც ნახავთ.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე:  557 431 053

at4

ქობულეთში სარკინიგზო გადასასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 75-ე კილომეტრზე, ქალაქ ქობულეთში, რკინიგზის გადასასვლელთან, საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა აღდგენილია.

სარემონტო სამუშაოების გამო, ქობულეთში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე [ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ], ავტოტრანსპორტის მოძრაობა 27 მაისიდან აკრძალული იყო. ამ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იყო ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის გავლით.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა 30 მაისის 24 საათზე უნდა აღდგენილიყო, თუმცა მათივე ინფორმაციით, სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა.

შვლის ნუკრი ახალშენიდან თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ახალშენიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას ახალშობილი შველი დაინახა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 4-5 დღის შველი ნახეს. შველს არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედმახედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

შველი ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს.

ხელვაჩაურშივე იპოვეს ერთი თვის წინ კავკასიური მურა დათვის ბელი, რომელიც ამჟამად თბილისის ზოოპარკში ცხოვრობს.

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

18739279_1942782895736119_2083650167626288577_o

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ქალაქი შენი ფანჯრიდან

სახლი ზღვის ხედით – ამ მომხიბვლელი შეთავაზების გამო ბათუმში კონკრეტულმა მოქალაქეებმა ბინის შესაძენად გაცილებით ძვირი გადაიხადეს. ბინის შეძენიდან მალე მათი სახლების წინ მენაშენეებმა ახალი სამშენებლო პროექტი წამოიწყეს, იმავე შეთავაზებით – სახლი ზღვის ხედით.

ძველ მობინადრეებს ზღვის ხედის ნაცვლად ახლა ყრუ კედლის ან მოპირდაპირე სახლის ფანჯრებში მეზობლების ცქერა უწევთ. ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც ბათუმის ცენტრში, ახალაშენებულ, მრავალბინიან სახლებში მცხოვრებთ აწუხებთ. იმის გამო, რომ ახალი კორპუსების უმრავლესობას არ აქვს ეზო და ადგილი პარკინგისთვის, ქუჩები ავტოსადგომად იქცა.

ქალაქის ცენტრში, ზოგიერთ ადგილას – ტროტუარებზე ან კაფეებია, ან მანქანები დგას. ამ ყველაფერმა ქალაქში დაძაბული გარემო შექმნა. კონფლიქტის საგანია მანქანის გასაჩერებელი ადგილები, ტროტუარი – სადაც მოქალაქეს თავისუფლად, შშმ პირს კი ეტლით გადაადგილების საშუალება არ აქვს, სახლსა და სახლს შორის ვიწრო ეზო, რომელსაც მეზობლები ვერ იყოფენ… ამ ფონზე მშენებლობებზე ნებართვების გაცემა იმავე ტემპითა და მასშტაბებით, ქალაქის განაშენიანების გეგმის გარეშე გრძელდება.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]როცა მეზობელი ფანჯრიდან გხედავს[/highlight]

ბათუმში, ფიროსმანის #1ა-ში, ორსართულიანი სახლის ეზოში, სადარბაზოს შესასვლელთან მანქანის ძველი საბურავებია დალაგებული. ამ საბურავებით ერთ-ერთი ბინის მესაკუთრეს თავისი მანქანისთვის გასაჩერებელი ადგილი აქვს „დაჯავშნილი“. ადგილი მანქანისთვის მეზობლებს შორის დავის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ფიროსმანის პირველში კომპანია „ანაგმა“ შპს „დუკა 2006“-ის დაკვეთით 17-სართულიანი სახლი ააშენა. შენობებს საერთო, ვიწრო ეზო ყოფს.

როგორც ფიროსმანის #1ა-ში ყვებიან, მაღლივი კორპუსის მშენებლობას მათი სახლის ეზოში თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა შემდეგ კომპანიასთან ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს. „დუკა 2006“-ის წარმომადგენლები მათ შეჰპირდნენ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალ კორპუსში ბინებს შესთავაზებდნენ, მათი სახლის ათვისების ხარჯზე კი კომპანია კიდევ ერთ ახალ კორპუსს ააშენებდა. ფიროსმანის #1-ში მაღლივ სართულებზე კომპანიამ ბინები გაყიდა ზღვის ხედით, შესაბამისად, მაღალ ფასად. კომპანიის წარმომადგენლები პოტენციურ მყიდველებს არწმუნებდნენ, რომ სახლის წინ მაღლივი კორპუსი არ აშენდებოდა.

ახლა 17-სართულიანი და ორსართულიანი სახლის ბინადრები – ორივე მხარე მიიჩნევს, რომ ეზო მათ ეკუთვნის. მაღლივი კორპუსის ბინადრები მოითხოვენ, რომ ორსართულიანი შენობა მერიამ დაანგრიოს და მის ნაცვლად სკვერი გააკეთოს. ეზოს განაწილების საკითხი ახალი და ძველი სახლების მცხოვრებთ შორის დაპირისპირებაშიც არაერთხელ გადაზრდილა – აქ ორჯერ გამოუძახებიათ საპატრულო პოლიცია.
ფიროსმანის #1ა-ში მცხოვრები ნატო კახიძე სახლის განიავების პრობლემაზე წუხს და იმაზეც, რომ ფარდის გადაწევის შემთხვევაში ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრებლები მისი ოჯახის ცხოვრების უნებლიე დამკვირვებლები ხდებიან.

ამავე ეზოში კიდევ ორი ძველი სახლი დგას, სადაც თოთხმეტამდე ოჯახი ცხოვრობს. სახლის ერთი ნაწილი ჩამონგრეულია. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სახლის ნგრევა მას შემდეგ დაიწყო, როცა „დუკა 2006“-მა კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

ეს არ არის ერთადერთი სახლი, სადაც მოქალაქეებს დიდი ფულის დახარჯვის მიუხედავად არაკომფორტულ გარემოში უწევთ ცხოვრება. 24 წლის ლიზა ბერიძე ბათუმში, კობალაძისა და მწვანე ქუჩის კვეთაში, 22-სართულიან სახლში მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მერვე სართულზე ცხოვრობს. ბინა მეუღლესთან ერთად შეიძინა და ინტერიერი ისე დაგეგმა, რომ ახალი ბინა შვილების ზრდასრულობამდე არ დასჭირვებოდათ. ლიზა ახლა უკვე ადგილის შეცვლაზე ფიქრობს, თუმცა იცის, რომ თავის ბინას იმავე ფასად ვეღარ გაყიდის, რაც მისი შეძენა-გარემონტებაზე დაეხარჯა. მიზეზი კორპუსის წინ აშენებული ახალი, 22-სართულიანი სახლი და კორპუსის უკანა მხარეს დაგეგმილი კიდევ ერთი სამშენებლო პროექტია. „მზის სხივი აღარ შემოდის, უკანა მხარეს, სადაც ორსართულიანი სახლი დგას, კიდევ ერთი მაღლივი კორპუსი უნდა აშენდეს, მესაკუთრეები ინვესტორს უკვე მოელაპარაკნენ. ასე თუ მოხდება, ამ ბინაში ცხოვრება გაუსაძლისი გახდება,“ – ამბობს ლიზა.

კიდევ ერთ მისამართზე – ანგისის #4-ში, წრიულთან, ოცდაორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შპს „დუპლექსმა“ 2009 წელს დაასრულა. მესაკუთრეებმა ჩაიბარეს ბინები ორმხრივი აივნებით. სახლის ექსპლუატაციაში შესვლიდან მალევე მოპირდაპირედ კიდევ ერთი, 22-სართულიანი საცხოვრებელი სხვა კომპანიამ ააშენა. ამ კორპუსს არა აქვს ადგილი პარკინგისთვის, ეზო და გამწვანება. სახლის გვერდით იმავე მასშტაბის ბინა ააშენა შპს „ლამინი ჯგუფმაც“. შესაბამისად, ანგისის #4-ში მდებარე სახლს ხედის გარდა, ჟანგბადის განაწილებისა და განათების თვალსაზრისითაც შეექმნა პრობლემა.

22-სართულიანი (200 ბინა) სახლის მშენებლობა „ლამინი ჯგუფმა“ 2014 წელს დაიწყო. მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. კომპანიაში ამბობენ, რომ სახლის ნულოვანი ნიშნული (სარდაფი) პარკინგისთვის აქვთ გათვალისწინებული. სარდაფში ახლა წყალი დგას და ამის გამო პირველ სართულზე ცუდი სუნია. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს „მოგვარებადია“. ამ სამ სახლში, მთლიანობაში, 600-მდე ბინაა, მანქანების მინიმალური გასაჩერებელი ადგილებით. „ლამინი ჯგუფი“ პარკინგისთვის გათვალისწინებულ ერთ ადგილს 7 000 დოლარად ყიდის.

იგივე მდგომარეობაა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც „მარდი ჰოლდინგმა“ კორპუსის ასაშენებლად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თერთმეტი ბარაკი აითვისა, კომპანიას ნებართვა 12-სართულის მშენებლობაზე ჰქონდა, ააშენა – 15. სახლი ქუჩაზე გამოდის და პირველ სართულზე კომერციული ფართობებია გათვალისწინებული. ამ შენობას მხოლოდ 30 ადგილი ექნება პარკინგისთვის და ისიც ფასიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ პარკინგის პრობლემა ამ სახლში მცხოვრებლებსაც შეექმნებათ.

ანალოგიური ვითარებაა ბათუმში, ჭავჭავაძის #2-ში, სადაც ხუთსართულიან სახლს გამწვანებული შიდა ეზო ჰქონდა. ამ სახლის წინ კიდევ ერთი, ხუთსართულიანი, ე.წ. „ხრუშოვკა“ იდგა, რომელიც მშენებელმა დაანგრია – „ხრუშოვკისა“ და სკვერის ადგილზე ახლა მრავალბინიანი სახლი შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, აივანზე გასული ხუთსართულიანი სახლის მცხოვრებლები სკვერის ნაცვლად ყრუ კედელს დაინახავენ. მშენებლობას მოსახლეობა აქციებით აპროტესტებდა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ.

ზემოთ ჩამოთვლილი მისამართები არ არის გამონაკლისი – ეს ბათუმში ახალაშენებული კორპუსების საერთო მახასიათებელია. სახლები მზის სხივის, ეზოს, გამწვანებისა და პარკინგის გარეშე ბათუმში ამ დრომდე მხოლოდ არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი ექსპერტების კრიტიკას იმსახურებდა. ცოტა ხნის წინ ამაზე აჭარის მთავრობის კომისიაც ალაპარაკდა.

ბათუმი. ცაგო კახაბერიძის ფოტო
ბათუმი. ცაგო კახაბერიძის ფოტო
ბათუმი. ცაგო კახაბერიძის ფოტო
ბათუმი. ცაგო კახაბერიძის ფოტო
ბათუმი. ცაგო კახაბერიძის ფოტო
ბათუმი. ცაგო კახაბერიძის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სამთავრობო პოზიცია[/highlight]

ქალაქმშენებლობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მოსაზრებები განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტთან, იგივე K2-თან დაკავშირებით, რომელიც შენობის სიმაღლეს განსაზღვრავს, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრებებს დაემთხვა. ისინი ბათუმში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წლებია აფრთხილებენ, რომ მსგავსი ტიპის განაშენიანება ქალაქს პრობლემებს შეუქმნის. მათი აზრი დღემდე არავის გაუთვალისწინებია.

სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ მანუჩარ მახათაძემ, რომელიც აჭარის მთავრობაში მოწვეულ სპეციალისტად მუშაობს, ბათუმში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე სამშენებლო პროექტები შეაფასა, როგორც „ურბანული კატასტროფა“. კომისიაში მიიჩნევენ, რომ ქალაქმშენებლობის არასწორმა პოლიტიკამ, სტანდარტების დარღვევამ და K2-ის ნებართვებმა ქალაქს ჟანგბადისა და მზის სხივის გავრცელების პრობლემა შეუქმნა.

„თქვენ იცით, რაც მივიღეთ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქალაქში მზის სხივის გავრცელების თვალსაზრისით. ეს კასკადური შენობა-ნაგებობები არ არის ქალაქის ცენტრის არქიტექტურა და მითუმეტეს, ბათუმის არქიტექტურას არ წარმოადგენს“, – განაცხადა მანუჩარ მახათაძემ.

მშენებლობებზე ნებართვის გაცემა და ქალაქის განაშენიანების კონტროლი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მშენებლობის ნებართვაზე ხელს არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი აწერს, მანამდე ამას მისი წინამორბედი ჯემალ ანანიძე აკეთებდა. კოდექსი მცირე დროით ამ კომპეტენციას საკრებულოს თავმჯდომარესაც ანიჭებდა. მაშინ საკრებულოს თავჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი იყო. ამ დროს ქალაქის მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე გია რამიშვილი მუშაობდა, მერიის არქიტექტურის სამსახურს კი პროფესიით იურისტი ირაკლი სურმანიძე ხელმძღვანელობდა. ის ახლა სამშენებლო კომპანია „დარბილდინგს“ უწევს იურიდიულ მომსახურებას და ქალაქმშენებლობის საკითხებთან მიმართებაში მის წილ პასუხისმგებლობაზე ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

რა არგუმენტები აქვს ბათუმის არჩეულ მერს ახლა, როცა არასამთავრობო სექტორის გარდა ქალაქმშენებლობის პოლიტიკას ბათუმში უკვე სამთავრობო კომისიაც აკრიტიკებს? – მერს ამ თემაზე საუბარი არ სურს. რამდენიმედღიანი მოლაპარაკების მიუხედავად, ის ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა. ბათუმის მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავება გიორგი ერმაკოვის ერთ-ერთი მთავარი წინაასარჩევნო მესიჯი იყო. გიორგი ერმაკოვი ამ თანამდებობაზე შემოდგომამდე, ანუ თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩება.

გიორგი ერმაკოვთან ერთად ბათუმში სამშენებლო საკითხებზე პასუხისმგებლობას იღებს მერიის არქიტექტურის სამსახური. ეს სამსახური ითანხმებს პროექტს, ხოლო შემდეგ მერს დოკუმენტაციას ხელმოსაწერად უმზადებს.

მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იღებს ყველა იმ პროექტის კანონთან შესაბამისობაზე, რომელიც ბოლო ორწლინახევრის განმავლობაში გაცემული ნებართვების საფუძველზე აშენდა, ან შენდება, დანარჩენი კი გემოვნების საკითხია:

„პროექტი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს უნდა დაექვემდებაროს, ნორმები დადგენილია ზონების მიხედვით, რომლებსაც ვერ გადააჭარბებ, გარედან შენობის დათვალიერებით ჩვენ ვერ შევაფასებთ შიდა ეზოში რა ხდება და როგორ არის საზოგადოებრივ სივრცესთან შემხებლობა. სხვა დანარჩენი კი გემოვნების საკითხია, რაზეც ჩვენ ხშირად გვაქვს ჯანსაღი კამათი“.

მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას ბათუმის მერია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 57-ე დადგენილებით (მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები), 2014 წლის ტექნიკური რეგლამენტით (დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების რეგულირების წესების შესახებ) და ბათუმის საკრებულოს მიერ 2012 წლის 10 სექტემბრის 50-ე დადგენილებით ხელმძღვანელობს. სპეციალისტების შეფასებით, ჩამოთვლილ დოკუმენტებში მინიმალურია მოთხოვნები იმ სტანდარტების დაცვაზე, რომლებიც საზოგადოებრივი სივრცეების (ეზო, გამწვანება, პარკინგი) გათვალისწინებას უზრუნველყოფდა.

„დანარჩენზე კი პირიქით – მაქსიმუმის უფლებას აძლევენ, მაგალითად, რა ტერიტორია შეიძლება დაიკავოს მშენებელმა, სართულების ჯამური ფართობი რამდენი უნდა იყოს მიწის ნაკვეთთან შედარებით… თუ არ არის ის, რაც შეითანხმა არქიტექტურის სამსახურმა, მაშინ მშენებლობის ან აზომვითი ნახაზის პრობლემაა: შეიძლება თავიდანვე ტყუილი იდო ტოპოგეგმაში და არ იყო იმხელა ადგილი, რაც ნახაზში იყო ნაჩვენები. შენობები ვნახე, რომელსაც ე.წ. გიფსოკარდონის გარე კედელი აქვს, თბოიზოლაციას თავი რომ დავანებოთ, სურათი მაინც ხომ უნდა ჩამოკიდო სახლში კედელზე. დაინტერესდით, როგორ ადგენენ ამ ბინების ფასებს. ჩვენთან მუშაობს მხოლოდ უბანი და მეტი არაფერი, არც უსაფრთხოება… რასაც აშენებენ და ყიდიან, ბინები არ არის, ეს არის თავშესაფარი პრაქტიკულად, ღია ცის ქვეშ რომ არ დარჩეს ადამიანი. პრესტიჟული ბინებიო და ასე შემდეგ გაყიდვის დროს ათას სისულელეს იძახიან, მივეჩვიეთ ჩვენც. მაგალითად, ძველ ბათუმში ერთ ეზოში ცხოვრობს ორი-სამი ოჯახი და ამას ვერ აფასებს, ერთი სული აქვს, რომ მივიდეს ინვესტორი და ააშენოს იქ 12-სართულიანი სახლი, რის შემდეგაც მიიღებს საკანს და ის გონია ამასთან შედარებით უკეთესი. რეგულაციები ყოველთვის მოქმედებდა, გარდა ერთი პერიოდისა: 2012 წლის 14 სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე არსებობდა ე.წ. „ბეზპრედელი.“ ამ პერიოდში არც ზონირება არსებობდა“, – ამბობს არქიტექტორი გია რამიშვილი.

K3 – სამშენებლო რეგულაციებში გამწვანების კოეფიციენტს ადგენს. საქართველოს კანონმდებლობით და ბათუმის საკრებულოს 50-ე დადგენილებით, K3-ზე მოთხოვნა ყველა ზონისთვის მინიმალურია. უკვე განხორციელებული პროექტები ცხადყოფს, რომ ახალ კორპუსებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ადგილი ეზოსა და პარკინგისთვის.

ხიმშიაშვილის ქუჩა. სკვერის ადგილას მრავალბინიანი სახლის მშენებლობა იგეგმება
ხიმშიაშვილის ქუჩა. სკვერის ადგილას მრავალბინიანი სახლის მშენებლობა იგეგმება
ფიროსმანის პირველი და პირველი ა. ცაგო კახაბერიძის ფოტო
ფიროსმანის პირველი და პირველი ა. ცაგო კახაბერიძის ფოტო
ცაგო კახაბერიძის ფოტო.
ცაგო კახაბერიძის ფოტო.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]შუამდგომლობა K2-ზე[/highlight]

ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად, რის გამოც ბათუმი „კასკადური შენობების ქალაქად“ გადაიქცა, აჭარის მთავრობის კომისიამ სამშენებლო პროექტებზე K2 კოეფიციენტის მატება დაასახელა. K2-ის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის უფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ფინანსთა მინისტრს აქვთ. ყოფილ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, დავით ბალაძეს ეს შესაძლებლობა ორჯერ გამოუყენებია, აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, არჩილ ხაბაძეს კი მერიასთან შუამდგომლობის თხოვნაზე კომპანიებისგან 300-მდე განცხადება მიუღია. ხაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუ სტატისტიკას კარგად დავაკვირდებით, „ქალაქის დაუშნოების საქმეში“ მისი წილი მკვეთრად შემცირდება:

„…ეს ყველაფერი კარგად არის დასათვლელი. თუ არ ვცდები, შუამდგომლობის გაწევის თხოვნით სამასამდე განცხადება შემოვიდა ჩემს პერიოდში, აქედან 50 პროცენტს ვუშუამდგომლე, მათგან გარკვეული ნაწილი იყო არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამის ფარგლებში. ჩემი შუამდგომლობებიდან მერიამ, ალბათ, ოთხმოცამდე პროექტზე გასცა K2-ის გაზრდის ნებათვა. ამ ოთხმოციდან კი დიდი ნაწილი იყო სასტუმროებისა და ბიზნესსექტორისთვის. ეს იყო „ორბის“ მიმართულება, „ალიანსის“ პროექტი… საინტერესოა, გაცემული შუამდგომლობებიდან რამდენი პროექტი განხორციელდა – მხედველობაში მაქვს ის მომენტები, როცა მერიამ არ გაიზიარა ჩემი შუამდგომლობა, ან ის არ მოიწონა ძეგლთა დაცვის სააგენტომ. ჯამში, იმ ნებართვებიდან, რომლებიც მერიამ ბოლო წლებში გასცა, 50 თუ იქნებოდა ჩემი რეკომენდაციით. ეს თუ ქალაქს აუშნოებს, არ ვიცი. არ უარვყოფ, შეიძლება ერთეულები იყოს კიდეც, მაგრამ მასიური ხასიათი ამას ვერ ექნებოდა“.

აჭარის მოქმედ მთავრობასთან დაკავშირებული პირებისგან კრიტიკა ქალაქმშენებლობის საკითხებზე, ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრ არჩილ ხაბაძეს უჩენს განცდას, რომ „ადგილი აქვს გადაბრალების პოლიტიკას“. „არ ვიცი, ახლა გადაბრალება რამდენად სწორია. გადაბრალებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი… არქიტექტორები თავისებური ხალხია. სანამ ქალაქის სივრცითი მოწყობის გეგმა არ დაიდება, მანამდე ეს გემოვნების თემა ყოველთვის იქნება“, – აცხადებს არჩილ ხაბაძე.

მან მიანიშნა იმაზეც, რომ არქიტექტორი დავით ზოიძე, რომელიც მისი მრჩეველი იყო, ახლა მთავრობის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მრჩეველია. ყოფილი თავმჯდომარე იმედოვნებდა, რომ დავით ზოიძეს ექნებოდა არგუმენტები არჩილ ხაბაძის მიერ გაცემულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ კომისიის ახალი თავმჯდომარის მოსაზრებას – K2-ებმა ქალაქი საგანგაშო მდგომარეობამდე მიიყვანა – დავით ზოიძეც ეთანხმება, არჩილ ხაბაძემ ივარაუდა, რომ დავით ზოიძეს გემოვნება შეეცვალა.

აჭარის მთავრობის მოქმედ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, K2 კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობის თხოვნით ასამდე მშენებელმა მიმართა. ამ დრომდე კი მან მერიასთან მხოლოდ სამ კომპანიას უშუამდგომლა. ის მიიჩნევს, რომ კოეფიციენტის გაზრდის საკითხი „პერსონების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“ და მას მხოლოდ კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს. ამიტომაც მთავრობის თავმჯდომარე დაინტერესებულია, რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს მერიამ ბათუმის გენგეგმის მომზადება.

ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 5
ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 5

IMG_9239 IMG_9058

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„რასაც მინდა, იმას გავაკეთებ“[/highlight]

სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა მინიმალურია მაშინ, როცა კანონმდებლობა მშენებლობაზე ნებართვის გამცემს მკაცრ მოთხოვნებს არ უყენებს. თავად მშენებლები არ აღიარებენ იმ პრობლემებს, რომლებიც მათ მიერ აშენებულ სახლებში მცხოვრებლებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. ისინი მიიჩნევენ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ: აშენებენ, ასაქმებენ ადამიანებს და ბიუჯეტს მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ავსებენ – ეს მათი არგუმენტია ოპონენტების წინააღმდეგ.

სამმა კომპანიამ – DS Group-მა, რომელმაც ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ მშენებლობის დასაწყებად სკვერი გაჩეხა, „ლამინი ჯგუფმა“, რომელმაც მწვანე ქუჩისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში 22-სართულიანი სახლის წინ კიდევ ერთი 22- სართულიანი სახლი ააშენა და „აჭარა დეველოპმენტმა“, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე კიდევ ერთ მაღალ კორპუსს აშენებს, „ბათუმელები“ ერთსა და იმავე პირთან გადაამისამართა. ამირან ცეცხლაძე სამივე კომპანიის იურისტია. ჟურნალისტებთან ურთიერთობაც მას ევალება.

იურისტი არ უარყოფს, რომ ბათუმში განაშენიანების თვალსაზრისით „არის გარკვეული ხარვეზები“, თუმცა მისი მოსაზრებით, ამას ამართლებს ის, რომ ინვესტორები უსახური ბარაკების ათვისებით დაინტერესდნენ:

„სხვანაირად იქ ინვესტორი არ შევა, რადგან მოქალაქეების მხრიდან გასაცემ ფართობებზე მოთხოვნა დიდია. არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაშია. ხარვეზები არის, ამიტომ ჩვენ ვემხრობით რეგულაციების ამოქმედებას, თუ პროექტი ბარაკების ათვისებას არ ეხება. ბათუმის განაშენიანების კუთხით ბევრია საკამათო. ერთი მხრივ, კარგი და მისაღებია, მეორე მხრივ, ცუდია. კარგია ის, რომ სამეზობლო საზღვარზე ღიობის გამოჭრა არ შეიძლება. ეს ნიშნავს საზღვარზე ფანჯარა არ გამოიჭრას. რაც შეეხება დღის შუქის დაბლოკვას, ეს შენობის სიმაღლეზეა უკვე დამოკიდებული. არავის სიამოვნებს მეზობლად მაღალი ნაგებობა, მაგრამ როდესაც ინვესტორი ბარაკებს ითვისებს, ცხადია, ეს სხვა რაღაცის ხარჯზე კეთდება“.

მშენებლობის რეგულაციებსა და სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობაზე საუბრისას ბიზნესმენი გოჩა ირემაძე მიიჩნევს, რომ მშენებლობა შეზღუდვების გარეშე მისი უფლებაა, რომელიც უნდა გაგრძელდეს იმ სახით, რა სახითაც ახლა მიმდინარეობს ბათუმში და ამას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს. მისი აზრით, „სწორედ ეს არის კაპიტალიზმი, დემოკრატია და განვითარება“.
გოჩა ირემაძის კომპანია „ბათმშენი 2007“ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ცხრასართულიან კომპლექსს და ყაზბეგის ქუჩაზე რვასართულიან სახლს აშენებს. კომპანიამ უკვე ააშენა სახლი გორგილაძის #9-ში. ამ პროექტებიდან პარკინგისთვის ადგილი მხოლოდ გორგილაძის #9-ში მდებარე სახლს აქვს, ისიც – არასაკმარისად.

გოჩა ირემაძეს, როგორც მშენებლების უმეტესობას, საცხოვრებელი კორპუსის აშენება ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვასთან ახლოს სურს: „ჯერ ცენტრში ბევრია ასაშენებელი, რატომ გადმოვიდო მწვადი იქითა მაგიდიდან, როცა აქაც მაქვს? – დასრულდება ცენტრში მშენებლობები, ფასი გაძვირდება და შემდეგ გარეუბნებშიც გავლენ მშენებლები, იქაც ააშენებენ. საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ის კულტურა, რომ მშენებელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი არ უჩხიკინონ, მშენებელია, ფული აქვსო და აწერონ – ქვა გადმოვარდა გიჩივლებო და ფული ახდევინონ. კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ყველამ შეუწყოს ხელი ქალაქის მშენებლობას. გაიხედავ, ვიღაც გამოვარდება, ეს ის ბათუმი აღარ არის, მე-19 საუკუნეში რომ იყოო. მაშინ მეც ვიტყვი, მე-19 საუკუნეში რომ ბაბუაჩემმა სახლი ააშენა, ის იყო ყველაზე მაგარი სახლი. რა ვქნათ, აღარ ავაშენოთ ორმოცსართულიანები?“

გოჩა ირემაძე მიიჩნევს, რომ სამშენებლო სტანდარტების დაწესება თავისუფლების შეზღუდვა იქნება, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს შეუშლის: „მე სადაც მინდა, იქ უნდა ვაშენო. ეს არის კერძო ტერიტორია. კაპიტალიზმი ეს არის, რომ კერძო საკუთრება იყოს დაცული. მე ვარ კერძო მესაკუთრე, თქვენ არ გაქვთ უფლება, მოხვიდეთ და ჩაერიოთ. კერძო საკუთრების შიგნით მე რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. რეგულაციები? – რეგულაციები, რომ არსებობდეს, მაგას უნდა გლობალური კუთხით მიდგომა და არა ჩაკეტილი, სოფლური კუთხით. მასეთ დროს გაიხედოს უნდა სოფლის გარეთ, ქალაქის გარეთ, სახელმწიფოს გარეთ და შეხედოს როგორი პარკინგებია, როგორაა სახლები სახლებზე მიდგმული. თუნდაც, მაგალითად, ვენეცია. ფეხით ვერ გაივლი ქუჩებში ისეთია, მაგრამ დღეს საუკეთესო ევროპული ქალაქია. გაიხედონ ზოგიერთებმა, ვისაც პრეტენზია აქვს. პარკინგი არაა, მანქანას ვერ გააჩერებო, იცით სხვა ქალაქში როგორი პარკინგებია? – ჩაის ელევატორი რომ ტრიალებდა, ისეთი ელევატორები არსებობს. ქალაქის განვითარებამ უნდა მოიტანოს ეს, დამუხრუჭებით ქალაქი ვერ წავა წინ“.

ბათუმი, გორგასლის ქუჩა
ბათუმი, გორგასლის ქუჩა

IMG_9028 IMG_8816

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„დაკანონებული უკანონობა“ და ეჭვი კორუფციაზე[/highlight]

მიუხედავად პრობლემებისა, ბათუმის განაშენიანება ურბანული პოლიტიკისა და გენგეგმის გარეშე გრძელდება – შენობები სიმაღლეში იზრდება, სახლებს შორის სივრცე კი – ვიწროვდება.

ქალაქში რეგულაციების დადგენაზე ან მათ გამკაცრებაზე გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს შეუძლია, ინიცირების უფლება აქვს მერს, კანონმდელობა ამას არც მის სამსახურს უკრძალავს. ეს თვითმმართველობის კოდექსით გარანტირებული უფლებაა. თუმცა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინიციატივას, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც K2-ზე მომუშავე სამთავრობო კომისიის კრიტიკულ გამოსვლას მოჰყვა, ამ დრომდე ეს არავის გაუკეთებია. ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ქალაქმშენებლობის კუთხით პოლიტიკის გამკაცრებისთვის „პოლიტიკური ნება არ არსებობს“. ასეთი ნება არ აქვს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, როცა გადაწყვეტილების მიღება შეეძლო.

ამიტომაც ამბობენ, რომ პირობითია ცნება, თითქოს ქალაქის ინფრასტრუქტურა „ეკონომიკის გაძლიერების“ სურვილს ეწირება. ეჭვებს კი, რომ ეს ორმხრივი ინტერესია, ორმხრივი ბონუსის შესაძლებლობით, მყარი არგუმენტები აქვს. ურთიერთსიმპათია უფრო თვალსაჩინო არჩევნების დროსაა, როცა სამშენებლო კომპანიების უმრავლესობა მმართველ პარტიას მსხვილ თანხას სწირავს.

იგივე განცდა აქვს არქიტექტორ ზურაბ ბაქრაძესაც: „ეს სურათი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ტიპურია საქართველოში. კანონიერი უკანონობაა გამეფებული ამ სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქმშენებლობის პოლიტიკა საერთოდ არ აქვს ქვეყანას შემუშავებული, თუმცა პოლიტიკის არქონაც ერთგვარი პოლიტიკაა. მიწის ნაკვეთის მფლობელი და ინვესტორი უთანხმდებიან პირობებზე ერთმანეთს, თავისი მადის შესაფერისად და მერე ამ შედეგების კანონიერ უზრუნველყოფას სთხოვენ ქალაქის მმართველობას. ქალაქის მმართველობამ, ისევე როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მოიშორა პასუხისმგებლობა, იყოს საზოგადოების წარმომადგენელი და არეგულირებდეს მშენებლობას საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მშენებლობის შედეგებზე პასუხისმგებლობა მან კერძო პირებს გადააბარა. ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვხედავთ ყველა ქალაქში ერთსა და იმავე მდგომარეობას. ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არსებობს საზოგადოების ინტერესის გამომხატველი მმართველობები. ისინი კერძო სექტორის მოთხოვნების საფუძველზე მუშაობენ და შეიძლება არალეგალურადაც. ჩნდება ნიშნები, რომ კორუფციამ ისევ მოიკიდა ფეხი ამ სამსახურებში“.

ზურაბ ბაქრაძის აზრით, კორუფციაზე ეჭვები საზოგადოებაში ხშირად ჩნდება, როცა საკითხი სამშენებლო ბიზნესსა და ხელისუფლებას ეხება, თუმცა, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ეჭვებია: „როდესაც ვხედავ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სარეკრეაციო ზონაში მიწის ნაკვეთს სტატუსი შეუცვალა, შემდეგ კი ეს ერთი დიდი ნაკვეთი სამ სხვადასხვა ნაწილად გაყო და სამშენებლოდ მოამზადა, მიჩნდება ეჭვი, რომ ეს გააკეთა შეგნებულად, კონკრეტული პირებისთვის. ასევე იყო სარეკრეაციო ზონის პრივატიზების დროს, თაბორის ქედზე, სოლოლაკის ქედის უკან, როდესაც ივანიშვილის კომპანიამ ხელში ჩაიგდო ძალიან დიდი ტერიტორია, შემდეგ გაუცვალა რაღაც ტერიტორია ბოტანიკურ ბაღს და იქ უზარმაზარ კომპლექსს აშენებს. დიდი ეჭვი შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, რომ ივანიშვილის მოთხოვნა იყო. ამის დამტკიცება მე არ შემიძლია, თუმცა თითქმის ხელის გულზე დევს, რომ ეს ასეა“.

_________________________________________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ აპრილის ნომერში. 

ჟურნალის გამოწერის მსურველებმა მოგვწერეთ: batumipress@gmail.com ან დარეკეთ ნომერზე: 422 27 99 12. მობ: 568 84 59 63

საია: საქართველომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი თურქეთს არ უნდა გადასცეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. საია ეხმიანება სასამართლო პროცესს, რომელზეც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს – მუსტაფა ემრე ჩაბუქს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ  საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებლად მოხდა. საია ასევე მიიჩნევს, რომ საქმის კონტექსტისა და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების შელახვის რეალური საფრთხე. შესაბამისად, საქართველომ არ უნდა მოახდინოს მისი ექსტრადირება.

„თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის წარმოდგენილი ინფორმაციით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი იძებნება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. კერძოდ, თურქეთის მხარის მტკიცებით, მას კავშირი აქვს ფეტულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია – ‘’FETO’’-სთან, რომელსაც თურქული მხარე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და უკავშირებს 2016 წლის ზაფხულში თურქეთში განვითარებულ მოვლენებს.

2017 წლის 25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. საია აკვირდებოდა შესაბამის სასამართლო პროცესს და მიიჩნევს, როგორც პროკურატურის პოზიცია პატიმრობის გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოკლებულია სათანადო დასაბუთებას და შეუსაბამოა საქართველოს კანონმდებლობით და ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან.

პროკურორის განმარტებით, არსებობდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მიმალვის საფრთხეები, თუმცა ამ მიზეზების დასასაბუთებლად მას რაიმე კონკრეტული არგუმენტები ან ფაქტები არ წარმოუდგენია.

… ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული დიდი ხანია ცხოვრობს საქართველოში, აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, თუმცა, საცხოვრებელ მისამართზე არასოდეს მიუღია უწყება არც ქართული და არც თურქული საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, შესაბამისად, მისთვის ცნობილი არ იყო სამართალდამცავ უწყებებში გამოცხადების ვალდებულებები და არც თავი აურიდებია ამგვარი ვალდებულებისათვის. გარდა ამისა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდებული წარმატებულად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის სკოლების გაერთიანების კოორდინატორი. მანამდე კი სკოლის პედაგოგი იყო და შემდეგ აღიჭურვა გარკვეული მენეჯერული ფუნქციებით. ადვოკატმა ასევე მიუთითა, რომ ჩაბუქი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და არ  არის ნასამართლევი.

სასამართლო სხდომაზე ისე მოხდა ბრალდებულის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება, რომ არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არ იქნებოდა საკმარისი მოცემულ შემთხვევაში პატიმრობაზე ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება და რატომ იყო აუცილებელი სწორედ პატიმრობის – ადამიანის უფლებების ყველაზე უფრო შემზღუდველი ზომის – გამოყენება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით – სხვა სახის აღკვეთის ღონისძიებები (მაგალითად, გირაო, პირადი თავდებობა).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მთელი რიგი გადაწყვეტილებებისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, პატიმრობა არის უკიდურესი ზომა და ყოველთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნაკლებად შემზღუდველ ღონისძიებას. ამასთან, პატიმრობა არ უნდა გამოიყენებოდეს დასჯის მიზნებისათვის და პატიმრობის შეფარდების გასამართლებლად წარმოდგენილი არგუმენტები არ უნდა იყოს ზოგადი და განყენებული. იგი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას.

ამასთან, ვინაიდან, პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და დამაჯერებელი და შემდგომში, მოსამართლემაც ასეთი დასაბუთების ფონზე, საექსტრადიციო პატიმრობა გამოიყენა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ღონისძიებას უფრო სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა, ვიდრე მაგალითად, ექსტრადიციის პროცედურებისათვის ხელის შეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის, მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების და ა.შ.

… მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებებს თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში შეიძლება დაემუქროს სერიოზული საფრთხე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარება, კერძოდ ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემები, რაც გამოიხატება თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ფეტულა გიულენთან კავშირში დადანაშაულებული ადამიანების უფლებების დარღვევის მასობრივ ფაქტებში.

საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს აღნიშნულ კონტექსტს, ჯეროვნად შეაფასოს თურქეთის მხარის მიერ წარმოდგენილი გარანტიების ხარისხი და რამდენად  შეიძლება მათზე დაყრდნობა თურქეთში არსებული რეალობის.

საია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო პროცედურების განხილვისას იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მისი ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობა არ დადგეს რისკის ქვეშ.“  – აღნიშნულია განცხადებაში. 

_________________________________________________________

ამავე თემაზე: 

ჩაღლარის ქართული სკოლები – ვინ იქნება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის შემდეგ

შაჰინის სკოლის დირექტორი: ეჭვი გვაქვს, სკოლის დახურვა პოლიტიკური საკითხია

„არ გვეშინია, რადგან დანაშაული არ ჩაგვიდენია“ – სკოლები, როგორც პოლიტიკური სამიზნე

გახდომის და გასუქების მსურველებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ზღვაზე ეპატიჟება

„ჩამოდი აჭარაში და გქონდეს გახდომის იმედი,
შავი ზღვის სანაპიროზე, იარე ველოსიპედით“,

ეს ლექსი ერთ-ერთია იმ ოთხი სარეკლამო ლექსიდან, რომლითაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს ზღვაზე ეპატიჟება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით თბილისში რამდენიმე ავტობუსის გაჩერებაზე (ჭავჭავაძის 44, ჭავჭავაძისა და ყიფშიძის კვეთა, სპორტის სასახლე) „ინტერაქტიული“ სასწორები დადგეს.  სასწორზე დადგომისას ადამიანებს სასწორი წონის ჩვენების  ნაცვლად შემდეგ ლექსებს უკითხავს.

„თუკი სასწორი იმედს გიცრუებს, არ ჩამოყარო მაინც ყურები.
აქ, აჭარაში შენთვის მზადდება, ცომგამოცლილი ხაჭაპურები“.

„თუ უმადობა გაშინებს და ვერ იმატებ წონაში,
იცოდე: ცურვა აშიებს ჩვენს საკურორტო ზონაში“

„როცა პრობლემა გაქვს წონის, ნუ დაჯდები დიეტაზე,
ამ დროს ერთი გზაა სწორი: – უმალ გამოსწიე ზღვაზე“.

„არაეთიკურია სრულიად და დისკრიმინაციული ეს სარეკლამო კამპანია. რა კავშირშია ჩემი შვებულება-დასვენება ჩემს წონასთან, რატომ მიფიქსირებს და რატომ აკავშირებს წონას  ზაფხულთან და დასვენებასთან. ვინ მისცათ ამის უფლება საერთოდ. მით უმეტეს სახელმწიფო სტრუქტურას როგორ მოსწონს ასეთი პიარკამპანია. დისკრიმინაციულია ეს და არა იუმორისტული. ის თანხა, რაც რეკლამაზე დაიხარჯა დეპარტამენტის მიერ არის არამიზნობრივად დახარჯული,“ – ამბობს რეკლამის სპეციალისტი ირა ჭელიძე.

მისივე თქმით, „მნიშვნელობა  არ აქვს გამხდარ თუ მსუქან ადამიანებზეა ეს ლექსები. ნორმიდან გადახვევას უსვამენ ხაზს. რაღაცა არ არის ნორმალური. შენ მე მიწესებ ე.ი. რაღაცა ნორმას. ამის უფლება საერთოდ ვინ მოგცა.  გამხდარი ვარ, ჭარბწონიანი ვარ, შენი რა საქმეა. რას ნიშნავს ნორმა? ვიცით რა არის ნორმა? ვინ დააწესა. ჩემს არასრულფასოვნებას უსვამ ხაზს ასეთი ტექსტებით.  მე თუ 90-60-90  არა ვარ ან ნაკლები ვარ ან მეტი ვარ ე.ი. უკვე არანორმალური ვარ და მთელი შვებულების განმავლობაში უნდა ვიშრომო, დავიტანჯო, ვიფიქრო, რომ რაღაცა მჭირს არანორმალური და ნორმაში უნდა ჩავდგე,“ – ამბობს ის.

სარეკლამო ტექსტებს დისკრიმინაციულად არ მიიჩნევს აჭარის  ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი.

„მე ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, ეს არის იუმორისტული. ჩემი განცდა არის ასეთი. ესე შეაფასა ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებმა, რომ ეს არის იუმორი და ეს არის ძალიან კარგი და არავითარ დისკრიმინაციაზე აქ საუბარი არ არის. სოციალურ ქსელში და არა მხოლოდ, ყველა საუბრობს იმაზე, რომ საზღვაო სეზონთან მიმართებაში ემზადებიან. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ ასეთი იუმორი ყოფილიყო ჩართული. იქ არ არის არავისზე მინიშნება, რომ ან სიმსუქნე ან სიგამხდრე არის რაღაც ტიპის პრივილეგია, ან რომელიმე არის ესთეტიური ან რომელიმე არაესთეტიური. პირიქით, ეს არის ძალიან პოზიტიური, ესთეტიური გადაწყვეტილება ამ ნაწილის. იუმორია თავიდან ბოლომდე და მოტივაცია შიდა ტურიზმის წახალისების კუთხით. პირიქით, ჯანსაღი ცხოვრების წესზე არის მოწოდება. ველოსიპედზე არის საუბარი. ველობილიკებსა და სპორტს ვუწევთ პოპულარიზებას.

პიარის სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ რაღაცა დისკრიმინაციული დავინახოთ,  შეგვიძლია ეგრე დავინახოთ ყველაფერი მაშინ,“ – ამბობს სულხან ღლონტი „ბათუმელებთან“.

მისივე თქმით, სარეკლამო ტექსტად გამოყენებული ლექსების ავტორი ახალგაზრდა პოეტია, რომელსაც ამ ეტაპზე თავისი ვინაობის გამხელა არ სურს.

„365 კილომეტრი ზაფხულამდე“ ამ სახელწოდების კამპანია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 15 მაისიდან დაიწყო. მისი მთავარი მიზანი შიდა ტურისტებში აჭარაში დასვენებისა და მოგზაურობის სტიმულირებაა. აღნიშნული რეკლამის ფარგლებში დედაქალაქსა და თბილისი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ზღვასთან ასოცირებული გრაფიკული გამოსახულებებით დაბრენდილი ბილბორდები განთავსდა. სარეკლამო კამპანიისათვის ბიუჯეტიდან 119 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

turizmi

 

კიდევ ერთი მშენებლობა ბათუმში, ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, ცხრა მარტის ქუჩის #10-ში, ძველ ბელეტაჟზე დაშენების სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია სამშენებლო ტექნიკა. ადგილზე გამოკრული არ არის მშენებლობის სანებართვო ინფორმაცია. მოქალაქემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სამუშაოებს არა რომელიმე კომპანია, არამედ სახლის მეპატრონე აწარმოებს.

„მე ვარ სახლის მეპატრონე და ჩემს სახლს ვაშენებ. ეს ძეგლი არ არის. ყველა ნებართვა მაქვს, მაგრამ ახლა ვერ გაჩვენებთ აქ არ მაქვს“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

შენობა ძეგლის დაცვის ზონაშია. ამ ქუჩაზე 150 მეტრის რადიუსში ორი ძეგლია: ცხრა მარტის ქუჩის #4-ში სინაგოგა და ამავე ქუჩის #16-ში მდებარე საცხოვრებელ სახლი – ორივეს ძეგლის სტატუსი აქვს. ძეგლის დაცვის ზონაში მშენებლობის წარმოება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებას საჭიროებს.

„ბათუმელები“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, ცხრა მარტის #10-ში სამუშაოების წარმოების პროექტი ზონალურმა საბჭომ 2013 წელს შეითანხმა.

ბათუმი. ცხრა მარტის ქუჩა #10
ბათუმი. ცხრა მარტის ქუჩა #10

ბათუმში ზღვაზე ბანაობის სეზონი გაიხსნა [Photo]

ბათუმში ზღვის სეზონი დაიწყო.  meteo.gov.ge-ის მონაცემებით დღეს, 27 მაისს, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია. დამსვენებლები ზღვაში ბანაობენ და ნაპირზე ირუჯებიან.

 

ბათუმში ზღვის სეზონი გაიხსნა
ბათუმში ზღვის სეზონი გაიხსნა

IMG_0068 (Copy)

IMG_0056 - Copy (Copy)

 

IMG_0077 (Copy)

 

IMG_0065 (Copy)

იახტით ან სასეირნო გემით გასეირნება ერთი საათით, 10-დან 60 ლარამდე ღირს
იახტით ან გემით გასეირნება ერთი საათით 10-დან 60 ლარამდე ღირს.

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უკანონოდ მიაშენეს

სასტუმრო „ინტურისტის“ ერთ-ერთ რესტორანს მოიჯარემ ხის აივანი მიაშენა. ადგილზე მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სამუშაოები შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმებული ჰქონდა.

„ჩვენ ვამატებთ მსუბუქ კონსტრუქციას, რომელიც არ დააზიანებს ძეგლს. ვაცნობიერებთ სიძველის მნიშვნელობას, ამიტომ პირიქით, მოტივირებულები ვართ შევინარჩუნოთ რაც აქ დაგვხვდა. ჩვენ მხოლოდ გავასუფთავეთ შენობა. რაც შეეხება ხის აივანს, ის მსუბუქი კონსტრუქციაა და თუ საჭირო გახდება, შეგვიძლია ორ დღეში მოვშალოთ“, – უთხრა სოსო ნადარეიშვილმა „ბათუმელებს“.

სასტუმრო „ინტურისტის“ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და კანონმდებლობა არა მხოლოდ ძეგლზე დაშენება-მიშენების, არამედ ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში მშენებლობის შემთხვევაშიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებას საჭიროებს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უკანონოდ მიაშენეს
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უკანონოდ მიაშენეს.

სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, სასტუმრო „ინტურისტზე“ აივნის მიშენების სამუშაოები რესტორნის მოიჯარეს სააგენტოსთან არ შეუთანხმებია:

„ჩვენ გავედით ადგილზე, სიტყვიერად გავაფრთხილეთ და მივეცით გონივრული ვადა, რომ შენობის ის ნაწილი, სადაც სამუშაოები ჩატარდა მიშენებამდე არსებულ მდგომარეობაში მოიყვანოს. ორშაბათს სამუშაო დღეს კი მას ამ გაფრთხილების შესახებ წერილობით შეტყობინებას გავუგზავნით.“

აპირებს თუ არა სასტუმრო „ინტურისტის“ ერთ-ერთი რესტორნის მოიჯარე მომავალში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აივნის მიშენებისთვის ნებართვის მისაღებად შესაბამისი პროექტით მიმართოს, ამის შესახებ სააგენტოში ინფორმაცია არ აქვთ.

სასტუმრო „ინტურისტი“ რუსთაველისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. მოიჯარეს ხის აივანი ბულვარის მხრიდან აქვს მიშენებული. ბულვარი, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
სასტუმრო „ინტურისტი“ ბათუმში 1939 წელს არქიტექტორ შცუსევის პროექტით ააშენეს.

18742265_1730425256986893_1308705505_o

როგორი მერი უნდათ ბათუმელებს

თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ბათუმი იმ ქალაქებს შორისაა, სადაც საკრებულოს და მერს ისევ აირჩევენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორი მერი უნდა ბათუმელ ამომრჩეველს და რა არის ის მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ისინი საკუთარ არჩევანს გააკეთებენ.

 ნათია ზოიძე
ნათია ზოიძე

ნათია ზოიძე ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსია. მას დასავლური ღირებულებების მერი უნდა, რომელიც ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას შეინარჩუნებს: „ გარდა ამისა, მერი უნდა გრძნობდეს ქალაქში არსებულ გამოწვევებს და ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის მიმართ. კაბინეტში ჩაკეტილი მერების ეპოქა უნდა დასრულდეს.“

ასლან ჭანიძე
ასლან ჭანიძე

„მერი უნდა გრძნობდეს ქალაქს, ქალაქის რიტმს, მას უნდა ჰქონდეს ხედვა ქალაქის განვითარებაზე“, – ამბობს ასლან ჭანიძე, ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი.

ის მერად აირჩევდა პირს, „რომელიც წინა პლანზე არა ინვესტიციებს, არამედ ქალაქის ისტორიას და კულტურას დააყენებდა.“

საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი ხიმშიაშვილს ნოვატორი მერი მოეწონება, მისი აზრით : „ მერი უნდა იყოს პროფესიონალი, კარგი მენეჯერი და ნოვატორი.“

ლევან ხიმშიაშვილი ბიზნესმენია, ის სამშენებლო კომპანია „მეგა პალასის“ მფლობელი და დირექტორია. მისი კომპანია ბათუმში რამდენიმე სამშენებლო პროექტს ახორციელებს.

ლევან ხიმშიაშვილი
ლევან ხიმშიაშვილი

„მთავარია, ქალაქის კეთილმოწყობა, სწორად განაშენიანება. ასევე გამოცდილება. გვინდა, რომ კარგი იყოს ჩვენი მერი, ამიტომ მოვითხოვთ, რომ მან შეფასების მაღალი კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. სწორად განაშენიანებაში ვგულისხმობ იმას, რომ როგორც დღეს მიდის ეს პროცესი, არ მომწონს. მე თავად მშენებელი ვარ, არც ერთ მშენებლობას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ეზო, ლიფტები არ მუშაობს … ეს არ არის სწორი… დიახ, ჩემს პროექტებსაც არა აქვს და ეს უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს მიდგომა. მე ვფიქრობ, უნდა გამკაცრდეს და უნდა იყოს მორგებული მოსახლეობის ინტერესებს.“

„მერი უნდა იყოს არქიტექტორი“, – ეს ზვიად ბურჭულაძის პასუხია. ის თავადაც პროფესიით არქიტექტორია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში საბჭოს წევრი.

„კარგი მერი მინდა, კარგი ადამიანი უნდა იყოს. მე რომ მკითხონ, მერი არქიტექტორი უნდა იყოს. აუცილებელი არ არის, მაგრამ კარგი იქნება, მერს ეხება ქალაქის მოწყობა“.

ნათია აფხაზავა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ის თვითმმართველი ორგანოების მუშაობას აკვირდება და მოქმედი მერი მის კრიტიკას ხშირად იმსახურებდა. ნათიას აზრით, მომავალმა მერმა სრულად უნდა შეძლოს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული უფლებების დელეგირება:
29127

„… მერი ყველა სფეროში კომპეტენტური ვერ იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია მან შეძლოს მერიაში პროფესიონალი კადრების მოყვანა. რაც გაამარტივებს მართვას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც არის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ხალხთან. ასევე, ანგარიშვალდებულება არ უნდა იყოს ფორმალური. მართვის პროცესში სულ უნდა იგრძნობოდეს, რომ მერი არის ხალხის წარმომადგენელი. “ -ამბობს ნათია.

187 235 ლარი არდაგანის ტბის გასაწმენდად

„ბათუმის ბულვარი“ 187 235 ლარს გადაიხდის ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არდაგანის ტბის გაწმენდაში. ტბა რამდენიმე თვეა დაბინძურებულია, ბულვარის ადმინისტრაციამ კი ტენდერი მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ხელახალ ტენდერში კი ორი კომპანია მონაწილეობდა, ერთ-ერთთან ბულვარი ხელშეკრულებას გააფორმებს.

ხელახალ ტენდერში სს „ჰიდროენერგომონტაჟმა“ ბულვარს ტბის გაწმენდა 187 235 ლარად შესთავაზა, ხოლო ამხანაგობა „Brand Building Group“-მა – 186 999 ლარად.

სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების გასაფორმებლად „ჰიდროენერგომონტაჟი“ მიიწვია, ვინაიდან „Brand Building Group“-ს დისკვალიფიკაცია მისცეს, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

სატენდერო თანხა 189 810 ლარი იყო. ხელახალი ტენდერი 24 მაისს დასრულდა და კომპანიას 5 სამუშაო დღე აქვს  ხელშეკრულების გასაფორმებლად.


ბათუმში, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია მოწყობილი და აქამდე მიიჩნეოდა, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო  ადგილი იყო, ფაქტობრივად, დაჭაობებულია. ტბის ირგვლივ მძაფრი სუნი და ნაგავი ტბაში რამდენიმე თვეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

189 ათას 810 ლარზე გამოცხადებულ პირველ ტენდერში ერთადერთი კომპანია – „მარეთი 777“ მონაწილეობდა, რომელმაც ბულვარს ტბის გაწმენდა 160 ათას 7 ლარად შესთავაზა. კომპანიას ბულვარის სატენდერო კომისიამ 17 მაისს, დისკვალიფიკაცია მისცა, მიზეზად კი მიუთითა, რომ კომპანიამ ვერ წარმოადგინა „გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები“.

ასეთი ინფორმაციის წარდგენა „ბულვარმა“ ტენდერის მოთხოვნაში თავიდანვე ჩადო. ეს კი გულისხმობდა, რომ ტენდერში ვერავინ გაიმარჯვებდა, თუ ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ანალოგიური შინაარსის [ტბის გაწმენდა] სამუშაო არ ექნებოდა შესრულებული. თანაც, ეს სამუშაო 2014 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის 5 მაისამდე უნდა ყოფილიყო შესრულებული.

მეორე ტენდერის დროს მერიამ ეს პირობები ცოტათი შეარბილა. მოთხოვნაში ამჯერად გამოცდილება დარჩა, თუმცა შესრულებული სამუშაოს ღირებულება შემცირდა 250 ათას ლარამდე. თუმცა, გაიზარდა სამუშაოს ვადები. 30 დღის ნაცვლად, გამარტივებულ ტენდერში გამარჯვებულმა ტბა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა გაწმინდოს.

სს „ჰიდროენერგომონტაჟის“ გამოცდილების შესახებ, თუ სხვა ტექნიკური დოკუმენტაცია ამ დრომდე ატვირთული არ არის შესყიდვების გვერდზე, თუმცა ბულვარის სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ამ კომპანიის ფასიც და ტექნიკური დოკუმენტაციაც აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს და მოწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ardaganis-tbaa

 

 

Exit mobile version