რატომ გაათავისუფლეს ექთნები ჰოსპიტლიდან – ოფიციალური და არაოფიციალური მიზეზები

„დამსაქმებლის ინიციატივით გიწყდებათ მოქმედი შრომითი ხელშეკრულება და თავისუფლდებით დაკავებული თანამდებობიდან“, – ეს მიმართვა წერილობითი სახით  17 მაისს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რეანიმაციის განყოფილების სამმა ექთანმა: ნატალია ბრონიკოვა-დევაძემ, ირმა ხოზრევანიძემ და ქრისტინე ქავჟარაძემ  მიიღო.

გათავისუფლების მიზეზი მიმართვაში განმარტებული არ არის. ექთნები ამბობენ, რომ ისინი ყოველგვარი გაფრთხილებისა და საყვედურის გარეშე გაათავისუფლეს, რადგან ისინი არ ეთანხმებოდნენ ჰოსპიტლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკას – ხელფასების შემცირების ფონზე სამუშაოს გაზრდას და ამის თაობაზე ხმამაღლაც გამოთქვეს საყვედური ჰოსპიტლის მენეჯმენტთან.

„17 მაისს ოცამდე ექთანი ვიყავით შესული, რეანიმაცია, საოპერაციო, კარდიო-რეანიმაციის თანამშრომელები…  აპირებდნენ ხელფასის დაკლებას, რაზეც არ ვიყავით თანახმა, რადგან მხოლოდ თანხაში არაა საქმე, ძალიან ბევრი საქმის კეთება გვიწევდა და არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. ამ შეხვედრას ისმეთ დინდარიც ესწრებოდა, იგი ძალიან გაბრაზდა და „წადითო“ იძახდა. შეხვედრიდან ორ საათში ჩაგვაბარეს გათავისუფლების განცხადება“, – ამბობს ირმა ხოზრევანიძე, ერთ-ერთი გათავისუფლებული ექთანი.

„რეორგანიზაცია, რომლის მიზეზიც ფინანსური კრიზისია“, – ეს დაუსახელეს „ბათუმელებს“ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ექთნების გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ განყოფილებაში შტატები შემცირდა და სწორედ ამას მოჰყვა ექთნების გათავისუფლება.

„წინა მენეჯმენტის დროს იქნა დაშვებული დარღვევები, რამაც შექმნა ფინანსური კრიზისი. კრიზისის დაძლევისთვის აუცილებელი გახდა რადიკალური ნაბიჯები, მათ შორის შტატების შემცირება. ეს ადამიანები მოყვნენ შტატების შემცირების პროცესში.

შრომითი კოდექსის 37-38 მუხლებში აღნიშნულია, რომ გათავისუფლების შესახებ დასაქმებულებს შეიძლება ეცნობოს სამი დღით ადრეც და ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ კომპენსაციას ორი თვის ხელფასის ოდენობით. მათი გაფრთხილება მოხდა სამი დღით ადრე და ისინი მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას. რეორგანიზაცია გრძელდება, რადგან არ არის დაძლეული ეკონომიკური კრიზისი“, – განაცხადეს ჰოსპიტლის ადმინისტრაციაში.

სამი ექთნის გათავისუფლებიდან მესამე დღეს ჰოსპიტლიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულების აღდგენის საკითხი არ განიხილება.

„ბათუმელები“ საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს, ნინო ქაჯაიასაც დაუკავშირდა. მან საავადმყოფოს ოფიციალური პოზიციის გასაგებად ადმინისტრაციაში გადაგვამისამართა.

ოფიციალური მიზეზის არ სჯერათ სამსახურიდან გათავისუფლებულ ექთნებს, რომლებიც კლინიკის ყველაზე „ცხელ“ რგოლში, რეანიმაციაში, ჰოსპიტლის დაარსების დღიდან მუშაობენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ საავადმყოფოს დირექტორთან შეხვედრის შემდეგ და სხვა ექთნების დაშინების მიზნით მოხდა.  მეტიც, ისინი ამბობენ, რომ რადგან განყოფილებაში ადამიანური რესურსის ნაკლებობაა, ჰოსპიტალმა შვებულებაში მყოფი ექთანი გამოიძახა სამუშაოდ და აქ რეორგანიზაცია არაფერ შუაშია.

მათ ეჭვებს ამყარებს ის გარემოებაც, რომ გათავისუფლებული ექთნებიდან ერთ-ერთი – ნატალია ბრონიკოვა-დევაძე რეანიმაციის განყოფილების მთავარი ექთანი იყო. მას ისმეთ დინდარისგან, რომლის ხელმოწერითაც იგი სამსახურიდან გათავისუფლდა, საავადმყოფოს ნდობის სიგელიც აქვს მიღებული.

რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან მხოლოდ ეს სამი ექთანი? – გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ამის მიზეზი გახდა მათი შეხვედრა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილესთან, ნინო ქაჯაიასთან, რომელსაც ამ საკითხზე ესაუბრნენ:

„ვრცლად ვისაუბრეთ, რომ რთული მდგომარეობა იყო, ვაკეთებდით იმაზე მეტ საქმეს, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო, მაქსიმალურს ვაკეთებდით“, – ამბობენ ექთნები.

„ქალბატონ ნინოს ვუთხარი, რომ ექთნები ხელს არ მოაწერდნენ ხელფასის დაკლებას. ნინომ მითხრა – შენ მოაწერე ხელიო. ვუთხარი, რომ ვერ ვიზამდი ამას, რადგან გუნდი არ იყო თანახმა. მითხრა, ისე გამოდის, რომ თქვენ ცალკე გუნდი-ხართო?“ – იხსენებს ნატალია ბრონიკოვა.

„ისინი ვინც დარჩნენ, აღარ ითხოვენ ხელფასის შენარჩუნებას, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. რამდენიმე მარტოხელა დედაა, მათი მესმის“, – ამბობს ირმა ხოზრევანიძე.

ექთნებმა გათავისუფლების დღესვე აქცია გამართეს ჰოსპიტალთან. მათ მხარი სხვა თანამშრომლებმაც დაუჭირეს. ირმა ხოზრევანიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც აქციაზე, სატელევიზიო კადრებში გამოჩნდა, ჰოსპიტალში ახსნა-განმარტება დააწერინეს.

სამსახურიდან გათავისუფლებული ექთნები აპირებენ სასამართლოს მიმართონ. მათ ასევე წერილობით მიმართეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, რომელსაც ერთი მხრივ, მათი შრომითი უფლებების დარღვევის და ასევე, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მიმდინარე სიტუაციის შესწავლას სთხოვენ.

„…დროულად არ რიცხავენ და თვითნებურად ამცირებენ ხელფასებს.

… ერთ ექთანზე მოდის დადგენილზე მეტი პაციენტი, რის გამოც ვერ ხერხდება მათთვის სათანადო ყურადღების მიქცევა.

… კლინიკის დირექტორი იძულებულია შეითავსოს რეანიმატოლოგის თანამდებობა, ადმინისტრაციული თანამდებობის გამო ის ვერ ახერხებს რეანიმატოლოგის პრაქტიკულ საქმიანობას. ასევე, დასაქმებული ღამის მორიგე ექიმი სტაციონარულ დაწესებულებაში შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში, დადგენილი საათების გადაჭარბებით [მუშაობს], რაც იწვევს მომსახურების ხარისხის გაუარესებას..“, – ეს ნაწყვეტებია იმ განცხადებიდან, რომლითაც ექთნებმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს.

წერილი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსადმი მიწერილი წერილიდან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ექთნების წერილი უკვე გადაუგზავნეს საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც შეისწავლის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.

არსებული მონაცემებით, რა პერსპექტივა აქვს სასამართლოში მსგავსი ხასიათის შრომით დავას?  – „გათავისუფლების მოტივაცია უნდა იყოს დასაბუთებული, მხოლოდ ორი თვის კომპენსაციის გაცემა არ არის საკმარისი, თუ გათავისუფლება დასაბუთებული ვერ იქნება, მაშინ სასამართლო ასეთ გათავისუფლებას აუქმებს და მოქალაქეს უკან აბრუნებს [სამსახურში]“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

 

ამავე თემაზე: 

რა ხდება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში  

საერთაშორისო ჰოსპიტლის თანამშრომლები ხელშეკრულების პირობების გაუარესებას აპროტესტებენ

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან ექიმებს ათავისუფლებენ

დააფინანსებს თუ არა გერმანული ბანკი კანალიზაციის მოწყობას ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზეც

განიხილეს თუ არა KfW-ის წარმომადგენლებთან კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი ბათუმისთვის შემოერთებულ ტერიტორიებზე? – ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, ამ საკითხზე მერიაში საუბარი იყო. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KfW] წარმომადგენლები ბათუმში რამდენიმე დღის წინ იყვნენ.

„რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტანდარტული წესია, რომ სამუშაოების გარკვეული ფაზის დასრულებიდან მეოთხე წელს აკეთებენ საბოლოო შეფასებას. ამჯერად, ისინი პირველი და მეორე ფაზის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების საბოლოო შეფასებას გააკეთებენ. შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იყო ზოგადი საუბარი. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა გაკეთდა მაგ ტერიტორიების და იგი გადაიგზავნა KfW-ში. ისინი შეისწავლიან, პრიორიტეტებს დასახავენ ჩვენთან [მერიასთან] ერთად და შემდეგ უნდა გამოიყოს დაფინანსება. თუმცა,  ეს უკვე საქართველოს მთავრობის დონეზე წყდება. ჯერ KfW დებს საბოლოო შეფასებას და შემდეგ მიდის მთავრობებს შორის მოლაპარაკება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ჯაბა ტუღუში, ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კვლევის თანახმად, ადლია-აეროპორტის დასახლებაში კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, უხეში გათვლებით, დაახლოებით 50 მილიონი ევრო დასჭირდება. აქ დღეს 20 ათასამდე პოტენციური აბონენტია [ოჯახები და კომერციული ობიექტები].

ბანკის დაფინანსებით ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის მესამე და მეოთხე ფაზების სამუშაოები მიმდინარეობს ან დაიწყება. ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, მესამე ფაზა 2018 წელს, ხოლო მეოთხე – 2019 წელს უნდა დასრულდეს: „კანალიზაციის ქსელი რეაბილიტირებულია ჯავახიშვილის ქუჩამდე და ახლა ჯავახიშვილიდან მდინარე მეჯინისწყლამდე ტერიტორიაზე მოხდება მეოთხე ფაზაში შეცვლა წყლისა და კანალიზაციის სისტემების“.

2023 წელს კი რეკონსტრუქციის ბანკი ბოლო ორი ფაზის საბოლოო შეფასებას დადებს და ამით დასრულდება მათი, ასე ვთქვათ, კურატორობა ამ მრავალწლიან პროექტზე, თუ რა თქმა უნდა, არ გამოიყოფა ახალი დაფინანსება შემოერთებული ტერიტორიებისთვის.

ჯაბა ტუღუშის თქმით: „წყლისა და კანალიზაციის სისტემის ჩონჩხი მაინც აგებული არის ქალაქის მასშტაბით და მისი განვითარება ჩვენ თვითონ დაწყებული გვაქვს საკუთარი ძალებით. დაპროექტებაზე აქვს გაშვებული „ბათუმის წყალს“ ხელვაჩაურში ცენტრალური წყალსადენი მილის გაყვანა, მაქსიმუმ შემოდგომაზე კი ალბათ, პროექტის განხორციელება დაიწყება ქალაქის სახსრებით. ამასთან, ის კვლევა რაც გადაგზავნილია, იქნება საბაზისო და მის საფუძველზე შესაძლებელი იქნება დაპროექტება სხვა ადგილებშიც“.

„ზაფხულის ბოლომდე დაიწყება გამრიცხველიანება და დაერთებები სასმელი წყლის ახალ სისტემაზე ჩაქვში, სადაც სისტემა ევროკავშირის გრანტით მოეწყო [ახალ ქსელში ჩაერთვება დაბა ჩაქვის ის ტერიტორიაც [დაახლოებით სოფელ ბუკნარამდე], რომელიც არ არის ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში]“ – ამბობს მერის მრჩეველი.

დონორი ორგანიზაციების რეკომენდაცია ყოველთვის იყო სასმელ წყალსა და წყალარინებაზე არსებული ტარიფების გადახედვა. ჯაბა ტუღუშის თქმით, „ გადასახადებს რაც შეეხება, ამჯერად არ იყო საუბარი და არც უახლოეს პერიოდში იგეგმება ასეთი რამ. უბრალოდ, რეკომენდაცია ფასების გადახედვისა ყოველთვის არის, რათა ხარჯების დამფარავი ტარიფი არსებობდეს“.

„ხარჯების დამფარავი ტარიფი“ რომ ბანკის რეკომენდაციის შესაბამისად დაწესდეს, არსებული ტარიფი უნდა გაორმაგდეს და პირველ პერიოდში დაახლოებით 1 ლარი და 5 თეთრი უნდა იყოს ერთ კუბურ მეტრზე [დღეს ეს გადასახადი მოსახლეობისთვის არის 50 თეთრი].

ბანკის ექსპერტები ბათუმის მერიაში შეხვედრაზემერიის ფოტო
ბანკის ექსპერტები ბათუმის მერიაში შეხვედრაზე. მერიის ფოტო

მერიის ინფორმაციით, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის I და II ფაზების ფარგლებში განხორციელდა წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ძველ ბათუმში, ასევე გადამცემი მაგისტრალების რეაბილიტაცია, წყლის სისტემის რეაბილიტაცია ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე, ინჯალოსა და სალიბაურის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და ჩაისუბნის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ბარცხანის წყლის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, A და B წყალარინების სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია და სხვა თანმდევი ღონისძიებები. პროექტის I და II ფაზების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები 2013 წელს დასრულდა. ბანკის ექსპერტები მოამზადებენ ფინანსურ-ტექნიკური შეფასების ანგარიშსს და საბოლოო დასკვნა KfW-ს დირექციას წარედგინება.

წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით 2007 წლიდან ხორციელდება [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა].

 

IMG_20170430_184546
ადლიის გამწმენდი ნაგებობა

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში [ფოტო]

დღეს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით თემატური ღონისძიებები იმართება. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ბათუმში, ანბანის კოშკთან, სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო:

ქართული წარმოების ნაღმტყორცნები
ნაღმსატყორცნი
ჩეხური წარმოების თვითმავალი ქვემეხი “DANA”

ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი"
ჯავშანტრანსპორტიორი “დიდგორი”

„ვეფხისტყაოსნის“ დღეები ბათუმში (ფოტო)

დღეს, 26 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკში, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ დღეები გაიმართა.

„ვეფხისტყაოსნის“ დღეები ბათუმში ფოტო: გულნარა კაკაბაძე
„ვეფხისტყაოსნის“ დღეები ბათუმში
ფოტო: გულნარა კაკაბაძე
სტუდენტებმა „ვეფხისტყაოსანი“ რამდენიმე ენაზე წაიკითხეს
სტუდენტებმა „ვეფხისტყაოსანი“ რამდენიმე ენაზე წაიკითხეს
უცხოელი სტუდენტი „ვეფხისტყაოსანს“ ქართულად კითხულობს
უცხოელი სტუდენტი „ვეფხისტყაოსანს“ ქართულად კითხულობს
„ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების გამოფენა
„ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების გამოფენა
„ვეფხისტყაოსნის“ დღეები ბათუმში
„ვეფხისტყაოსნის“ დღეები ბათუმში

„ვეფხისტყაოსნის“ დღეები ბათუმში

 

რა ფუნქცია ექნება აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ ახალ სამსახურს

აჭარის მთავრობამ ახალი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური შექმნა. ჯერ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ახალ სამსახურს. დებულების მიხედვით, სამსახურის უფროსს აჭარის მთავრობა ნიშნავს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, თუმცა „მთავრობას მიზანშეწონილობის მოტივით შეუძლია ნებისმიერ დროს მისი გათავისუფლება“, – აღნიშნულია ახალი სამსახურის დებულებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილეს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დანიშნავს.

დებულების მიხედვით, ახალმა სამსახურმა სამინისტროებისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის უნდა უზრუნველყოს „ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო კონსოლიდირებული და ინტეგრირებული ინფორმაციული-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა“.

გარდა ამისა, ამ სამსახურმა სამთავრობო უწყებების ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, ასევე ინფორმაციული სისტემების და ახალი სერვისების დანერგვა-განვითარებაზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურმა ახალი პროგრამული პროდუქტის ტესტირებაც უნდა მოახდინოს, დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

სამსახურის დაკომპლექტების შემდეგ, სამთავრობო უწყებების არსებული ინტერნეტსაიტების განახლებულ ვერსიებსაც უნდა ველოდოთ. დებულებაში წერია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურმა ვებსაიტების დიზაინის კორექტირებაზე უნდა იზრუნოს, ასევე საპრეზენტაციო მასალების რედაქტირებაზე, შესაბამისი თანამდებობის პირების მოწმობების და საშვების მომზადებაზე.

ახალ სამსახურში სამი განყოფილება იქნება:

[checklist]

  • ვებდიზაინისა და პროგრამული უზრუნვლეყოფის
  • ტექნიკური მხარდაჭერის
  • ონლაინმარკეტინგის და სოციალური მედიის

[/checklist]

დებულებაში დაკონკრეტებული არ არის, ჯამში რამდენი ახალი საშტატო ერთეული დასჭირდება ახალ სამსახურს.

რაც შეეხება ანგარიშვალდებულებას – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური წერილობით ანგარიშებს წელიწადში ორჯერ – 10 მაისამდე და 10 დეკემბრამდე ჩააბარეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მთავრობას – მოთხოვნისთანავე, მათ შორის ფინანსური სახსრების თაობაზე.

ახალი სამსახურის საქმიანობა ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა მისი შემოსავლების წყარო შეიძლება ასევე იყოს ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

[checklist]

  • უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
  • სესხის აღება;
  • თავდებობა;
  • საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
  • თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
  • სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

[/checklist]

საზეიმო მსვლელობა 26 მაისს ბათუმში [ფოტო]

18720830_386850088382672_1405966178_o

ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმი, 26 მაისი. გულნარა კაკაბაძის ფოტო

26 მაისი ქობულეთში [ფოტორეპორტაჟი]

ქობულეთში, ქალაქის ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

გურამ მურვანიძის ფოტორეპორტაჟი ქობულეთიდან:

18721272_1489660621121852_2057093361_o18742552_1489662934454954_1173729293_o18721316_1489662754454972_537312009_o18698995_1489662394455008_1294081498_o18721166_1489662501121664_1280040308_o18745026_1489662027788378_1285722467_o18720900_1489661691121745_1811783927_o18721127_1489661071121807_1979125265_o18721660_1489661994455048_396734164_o18721418_1489661707788410_897019421_o18742369_1489660814455166_1916309177_o18745054_1489660911121823_1458491946_o

ხანძარი „ოცნების ქალაქში“

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.  სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

„პატარა საცხოვრებელი სახლი იყო, დაახლოებით 35 კვ/მეტრამდე, რომელიც მთლიანად დაიწვა. მეორე სახლიც იყო ახლოს, თუმცა  ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და ცეცხლი სხვა სახლებზე არ გადასულა,“-აცხადებენ სახანძრო სამსახურში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ბათუმში ახალი მეჩეთი მუსლიმებმა შენობის გარეშე გახსნეს

ბათუმის ახალი მეჩეთი შენობის გარეშე – ასე წარადგინეს დღეს, 26 მაისს, გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში ის ტერიტორია, სადაც მუსლიმები პარასკევობით ლოცვას აპირებენ.

„დღეს და შემდგომ დღეებში პარასკევის ლოცვა და მარხვის თვის (რამადანის) განმავლობაში თარავის ლოცვა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება და ოფიციალურად გამოცხადდება ამ ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობის დაწყება. … ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორუფლებიანობის დაცვას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა დღეს ტარიელ ნაკაიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ბათუმის მერიას 8 თებერვალს მიმართა, მერიამ უარის პასუხი ფონდს 5 მაისს წერილობით გაუგზავნა.

ბათუმში, გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერიამ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია.

,amama

მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მანანა ქველიაშვილის ფოტო
მეჩეთის გახსნა შენობის გარეშე. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მეჩეთის გახსნა შენობის გარეშე. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მეჩეთის გახსნა შენობის გარეშე. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მეჩეთის გახსნა შენობის გარეშე. მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

„ვარდების სკვერი“ ბათუმში ვარდების გარეშე

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, დაახლოებით 12 წლის წინ გაშენებულ „ვარდების სკვერში“ დღეს ვარდები თითქმის აღარ არის.

რატომ არ არის ვარდები „ვარდების სკვერში“ – ამის გარკვევას ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში შევეცადეთ. აქ გვითხრეს, რომ „სკვერისთვის სახელი მათ სამსახურს არ დაურქმევია და ამასთან „ვარდების სკვერი“ არ ნიშნავს, რომ აქ მაინცადამაინც ვარდები უნდა იყოს. იგეგმება კი განახლება სკვერის და მცენარეების დარგვა, მაგრამ რამდენად ვარდი დაირგვება, ფიჭვი თუ ტუია, ეგ არ ვიცით. როცა დაიწყება განახლება, მაშინ გეტყვით.“

გორგილაძისა და თავდადებულის კვეთაში არსებული ადგილისთვის „ვარდების სკვერის“ სახელის დარქმევა საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის იდეა იყო.

ბათუმის მერიის გვერდით არსებულ „ვარდების სკვერში“ ხეებს, ბუჩქებსა თუ ყვავილებს შორის დღეს მხოლოდ 6 ძირი ვარდია შემორჩენილი.

„ვარდების სკვერში“ მხოლოდ 6 ძირი ვარდია შემორჩენილი. / 25.05.2017 /
„ვარდების სკვერში“ მხოლოდ 6 ძირი ვარდია შემორჩენილი. / 25.05.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები
IMG_20170525_165909
„ვარდების სკვერი“ ბათუმში ვარდების გარეშე
IMG_20170525_165822
„ვარდების სკვერი“ ბათუმში ვარდების გარეშე
IMG_20170525_165846
„ვარდების სკვერი“ ბათუმში ვარდების გარეშე
„ვარდების სკვერი“ ბათუმში
„ვარდების სკვერი“ ბათუმში ვარდების გარეშე

ქედის პოლიციას გიგლა მოსიძე ხელმძღვანელობს

ქედის პოლიციის უფროსად გიგლა მოსიძე აპრილის თვეში დაინიშნა, მანამდე იგი შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

ქედის პოლიციის უფროსი აქამდე ფრიდონ ფუტკარაძე იყო. გიგლა მოსიძის ქედაში გადაყვანის შემდეგ ფუტკარაძე იმ თანამდებობაზე გადაიყვანეს, სადაც გიგლა მოსიძე მუშაობდა – იგი ახლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.

 

ამავე თემაზე: 

დისკუსია ბათუმში: „ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება“

პირველ ივნისს ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“,  ჰაინრიხ  ბიოლის ფონდის მხარდაჭერით საჯარო დისკუსია გაიმართება  თემაზე – „ენგურის ხაზი, როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება“.

„ამა წლის  მარტში აფხაზეთში  რიგით მეექვსე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. იღებს თუ არა საქართველოს ეს სეცესიონისტური რეგიონი აღიარებას, როგორი იქნება რუსერთის დამოკიდებულება აფხაზური საზოგადოებოს არჩევანის მიმართ, თუ რამდენად ძლიერი იქნება რეგიონი  მის სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩარევაზე დამოკიდებული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება აფხაზეთში თავისი სვლით მიმდინარეობს და თავისი დინამიკა და ლოგიკა აქვს.

აფხაზეთის გარეშე სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარება საქართველოში ევროინტეგრაციის ნიშნით ხდება. როგორია პოლიტიკა  სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ენგურის გამყოფი ხაზის გასწვრივ  საქართველოსა და აფხაზეთში?

რამდენად მოწოდებულია სახელწმიფო ადამიანის უფლებებზე  ორიენტირებული იყოს და ამ ხრივ რა საკითხებზე აქვთ მგრძნობელობა ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას?

რა დამოკიდებულებები აქვთ ქართველებს  და აფხაზებს სახელმწიფოს იდეის  მიმართ და რამდენად წარმოიდგენენ ისინი ერთმანეთს ერთი სახელმწიფოს ქვეშ?

რამდენად ახლოს თუ შორს  არიან ერთმანეთისგან აფხაზები და ქართველები?“

მომხსენებლები არიან: თამარ თოლორდავა, ილიას უნივერსიტეტის სოციალური მოძრაობის შემსწავლელი  ცენტრის კვლევის კოორდინატორ; ნატალია ლაზბა, ბსუს-ისტორიის დოქტორი და  ქეთი ქანთარია, ჟურნალისტი.

როგორ აღნიშნავენ ქედაში 26 მაისს

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქედაში დილით 10 საათიდან დაიწყო.
გაიმართა მარათონი სირბილში, ახლა ახალგაზრდები ბირთვის კვრაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც შეჯიბრი ჩატარდება კალათბურთში.
დღეს ქედაში ასევე დაგეგმილია ხატვა თემაზე – „დამოუკიდებელი საქართველო“ და „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ”.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქედაში გამარჯვების პარკში კონცერტით დასრულდება.
1 2 3 18698735_1369565103139192_1853267940_o 18721334_1369571669805202_328103357_o 18742504_1369565783139124_328369727_o 18742558_1369564659805903_1351406471_o26 მაისის აღსანიშნავად ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 100 ლარია გამოყოფილი. 

მახინჯაურში ორი მამაკაცის გვამი იპოვეს

დღეს, 26 მაისს, მახინჯაურში, სახლში, ორი მამაკაცის გვამი იპოვეს. შს სამინისტროში შეტყობინება დაახლოებით საათნახევრის წინ შევიდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურიც.

პირველადი მონაცემებით გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ჯერ-ჯერობით უცნობია გარდაცვალების დროც.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა – დაიწყო.

„ვეფხისტყაოსნის“ დღე რუსთაველის უნივერსიტეტში

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილე აღინიშნება.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 37-ე აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია. შოთა რუსთაველის დარბაზში (55-ე აუდიტორია) პროფესორები – რამაზ ხალვაში და შორენა მახაჭაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს თემაზე: „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ – საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საიდენტიფიკაციო კოდი“, ხოლო ასოცირებული პროფესორი ციური ქათამაძე წაიკითხვას მოხსენებას – „შოთა რუსთაველი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში“.

13:00 საათზე 6 მაისის პარკში მოეწყობა „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა სხვადასხვა ენაზე (ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, უკრაინული, პოლონური, თურქული, არაბული…), აქვე გამოიფინება სტუდენტთა მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შესრულებული ნახატები, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ატრიბუტიკა რუსთაველის ლოგოთი და სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ხელით შესრულებული კალიგრაფიული ნიმუშები (სტროფები „ვეფხისტყაოსნიდან“).

„ღონისძიებები გაგრძელდება აქციით -„დავამზადოთ და ვატაროთ კოკარდები“.

ვაკანსია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის  ვაკანტურ თანამდებობაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 21 წელს მიღწეულ, უმაღლესი ეკონომიკური განათლების მქონე პირებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 03 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე – www.hr.gov.ge. 

ბათუმში „პროფკავშირების“ შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია იგეგმება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბათუმში კიდევ ერთი უძრავი ძეგლის, ე.წ. პროფკავშირების საახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციას გეგმავს. ეს აგურის შენობა ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში დგას. მასში სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებია განთავსებული. სააგენტო სარესტავრაციო სამუშაოებს შენობის სახურავსა და ფასადზე ჩაატარებს.

უძრავი ძეგლის – ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას N13/მ. აბაშიძის N23 მდებარე ძეგლი ე.წ. პროფკავშირების შენობის სახურავისა და ფასადის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით კვლევითი სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დოკუმენტაციისთვის სააგენტოს 11 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერი 16 ივნისს დასრულდება. დოკუმენტაცია კი ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა მომზადდეს.

ანალოგიურ დოკუმენტაციას სააგენტო კ. გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სომხურ-კათოლიკური ეკლესიის სარეაბილიტაციოდაც შეისყიდის. ეს შენობა 2012 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზეა, თუმცა წლების განმავლობაში მოუვლელია. წელს, თებერვალში ჩამოინგრა სახურავი, შენობა ავარიულია.

ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე ექვსი კერძო სახლის რეაბილიტაციაც იგეგმება. ეს სახლებია: ბათუმში – დემეტრე თავდადებულის  N35, მაზნიაშვილის  N6 – აბაშიძის N15, ზუბალაშვილის N38, კომახიძის  N4, ჟორდანიას  N14,  ვ. გორგასლის  N24 . ასევე რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ქობულეთში მდებარე უძრავ ძეგლს – „ეფენდიევის ვილას“.

IMG_20170525_171923
„პროფკავშირების“ შენობა ბათუმში / 25.05.2017

IMG_20170525_172018

ბათუმის სამრეწველო ზონაში გზა გადაკეტეს

ბათუმის სამრეწველო ზონაში, სადაც სხვადასხვა კომპანია სამშენებლო მასალებს აწარმოებს, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. რამდენიმე მოქალაქემ აგურის მწარმოებელი საწარმოდან გამოსული სატვირთო მანქანა რამდენიმე საათით გააჩერეს. ამ დროისთვის გზა, რომლითაც დაახლოებით 40 ოჯახი და საწარმოები სარგებლობენ, გახსნილია.

“შეგვეცოდა მანქანის მძღოლი, დიდი გზა მაქვს გასავლელიო. ორი თუ სამი საათი გავაჩერეთ, რადგან ყურადღებას ისე არავინ გვაქცევს,”- უთხრა “ბათუმელებს” იამზე მჟავანაძემ. ის შანიძის პირველ ჩიხში ცხოვრობს.

იამზე მჟავანაძის თქმით, სამშენებლო მასალების წარმოება ყოველგვარი ნორმების გარეშე მიმდინარეობს, საწარმოს არ აქვს სპეციალური ფილტრი, ასევე ზიანდება გზა მძიმეწონიანი მანქანების სისტემატური მოძრაობისგან.

“მტვრის ბუღში ვართ გახვეული. ამ მანქანამაც ცემენტი დაყარა და ერთმანეთს საერთოდ ვეღარ ვხედავდით, ცემენტია ყველგან… გზა ისედაც ნურიგელის ტბასავითაა და შეუძლებელია გავლა. მივმართეთ კომპანიას და მერიას, მაგრამ არავინ გვეხმარება. ისევ გადავკეტავთ გზას, თუ უყურადღებოდ დაგვტოვებენ,”- ამბობს იამზე მჟავანაძე.

მოსახლეობის თქმით, სამშენებლო მასალებს კომპანია “გუმბათი” აწარმოებს, თუმცა “გუმბათი ჯგუფში” გვითხრეს, რომ საწარმო შანიძის ჩიხში მათ არ ეკუთვნით.

მოსახლეობის თქმით, ადგილზე რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი ან პოლიცია არ მისულა.

received_997170080418683

received_997170050418686

received_997173310418360

received_997169860418705

 

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 30 ეკომიგრანტ ოჯახს ვაშლოვანში ბინას გადასცემს

25 მაისს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ეკომიგრანტი ოჯახების შესახლებისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული შენობების აღდგენაზე ისაუბრეს, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე სოციალურ სახლში 30 ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 23-28 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 210 შენობის (176 კერძო სახლი და 9 კორპუსი) აღდგენის საკითხებზე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე ააშენა სამი კორპუსი, ჯამში 72 ბინა. ამჟამად შეირჩა 30 ოჯახი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა კომისიის პირობებს. სულ კომისიაზე 88 განაცხადი იყო წარდგენილი, აქედან  17 ოჯახს კომისიამ უარი უთხრა, ხოლო დანარჩენ ნაწილს არ წარუდგენია სრული დოკუმენტაცია.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებული საქმეების დეპარტამენტის უფროსის, დალი ქიქავას თქმით, დანარჩენ ეკომიგრანტ ოჯახთა რაოდენობას ხულოს გამგეობა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უახლოეს დროში წარუდგენს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, ოჯახებში სულადობის მიხედვით ფართობის განაწილებაზე ხულოს ადგილობრივი გამგეობა იმუშავებს.

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკითხს, სხდომაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს 210-ვე დაზიანებული შენობის შეკეთებაზე.

სხდომას ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები – ბესიკ ბაუჩაძე და სულხან ევგენიძე ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონფერენცია ბსუ-ში [ანონსი]

27 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – European Students for Liberty (ESFL) ჩატარდება. კონფერენციას კავკასიის რეგიონში უდიდესი ორგანიზაცია Georgian Students for Liberty უმასპინძლებს.

საქართველოში კონფერენცია მეოთხედ ტარდება, აქამდე ის თბილისში ტარდებოდა.

კონფერენცია ინგლისურ ენაზე წარიმართება, ქართველ სპიკერებთან ერთად, ამერიკიდან და ლიტვიდან მოწვეული სპიკერები თანამედროვე საზოგადოების პრობლემებზე ისაუბრებენ, მათ შორის მთავრობის როლზე სოციუმის თავისუფლებაზე, ინდივიდუალური თავისუფლების მნიშვნელობაზე, ლიბერალური იდეებს გააზრებაზე და ა.შ.

კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა ღონისძიების ოფიციალურ საიტზე.

კონფერენციის დასასრულს, ყოველი დამსწრე საჩუქრად ბროშურებს, წიგნებსა და სასწავლო მასალებს მიიღებს.

განაჩენი მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის

მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის 22 წლის არჩილ ტოტოღაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. ის ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი იყო.

საუბარია გასული წლის 26 აგვისტოს, ქობულეთის სადგურთან ახლოს მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ასევე ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი, ნოდარ გოგიტიძე მოკლეს, ხოლო პოლიციელი – მირიან ნოღაიდელი დაჭრეს.

არჩილ ტოტოღაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ მოსამართლემ საერთოდ არ შეაფასა თავად არჩილ ტოტოღაშვილის დაზიანების ფაქტი. მსჯავრდებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულზე, რამდენიმე ადგილას, თუმცა ამ კუთხით გამოძიება არ ჩატარებულა. ადვოკატი ირწმუნება, რომ ტოტოღაშვილი ჩხუბის დროს, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობდა, თავდაცვის რეჟიმში იმყოფებოდა.

„არჩილი ამბობს, რომ ნოდარი [გარდაცვლილი] მე იქ საერთოდ არ მინახავსო. ის სავარაუდოდ ან გვიან მივიდა შემთხვევის ადგილას, ან სიბნელის გამო ის არჩილმა ვერ შენიშნა. რეალურად მათ შორის არავითარი დაძაბულობა არ არსებობდა. მკვლელობის შემთხვევამდე 10 დღით ადრე ჰქონდათ ამ პირებს კონფლიქტი კაფე „ჰავანაში“, მაგრამ იგი ამოიწურა და სხვა მოწმეებიც ადასტურებდნენ მათ შერიგებას,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბრალდების მხარე მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო და სასამართლომ ამ კონფლიქტის თვითმხილველების პოზიციებიც ვერ მოისმინა: „იგივე ბაჯელიძე და თხილაიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდნენ. ითქვა, რომ მათ ნერვოზი დაემართათ და თურქეთში წავიდნენო. შესაბამისად, მათი ჩვენებები სასამართლოს არ მოუსმენია,“ – ამბობს რამინ პაპიძე.

მკვლელობა, ასევე პოლიციელის დაჭრა დანით განხორციელდა, თუმცა ამ იარაღის ამოღება გამოძიებამ ვერ შეძლო. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, მკვლელობა და დაჭრა შესაძლოა სხვადასხვა დანით იყოს ჩადენილი.

პოლიციელი მირიან ნოღაიდელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. იგი სამოქალაქო ფორმაში იმყოფებოდა, როცა ამ კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო და დაჭრეს.

სააგენტო ბათუმში ყოფილი სომხურ-კათოლიკური ეკლესიის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს

ბათუმში, კ. გამსახურდიას [ყოფილი ლენინის ქუჩა] N35-ში არსებული ეკლესიის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გეგმავს. ამ ეკლესიის შენობა დღეს ავარიულია, ჩამოშლილია სახურავი, დაზიანებულია კედლები, ირგვლივ მიშენებულია სხვადასხვა ნაგებობები და მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მომზადება. მიუხედავად ამისა ეკლესიის კარებს ბოქლომი ადევს. როგორც ეკლესიის ეზოში გვითხრეს, ბოქლომი კარს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაადო. ძველი სომხურ-კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზეა 2012 წლიდან. შენობა წლებია მოუვლელია.

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩის #35-ში ძველი, სომხურ-კათოლიკური ეკლესიის შენობა მიმდინარე წლის 4 თებერვალს ჩამოინგრა. შენობა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ბათუმში იყო აგებული, 1877 წელს.  სამლოცველოს ფუნქცია შენობას გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

აღნიშნული შენობის რესტავრაციამდე სააგენტომ კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს. აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ტენდერში გამარჯვებულს ევალება „უძრავი ძეგლების – კერძოდ ქ. ბათუმში კ. გამსახურდიას N35 არსებული ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ეკლესიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით კვლევითი სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება“.

საპროექტო დოკუმენტაცია მზად უნდა იყოს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. სააგენტოს დოკუმენტაციის შესასყიდად 33 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

უძრავი ძეგლის კვლევითი სამუშაოების პროექტის შემადგენლობა:

[checklist]

  • განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში დასაბუთებული უნდა იყოს კვლევის მიზნით ძეგლზე ფიზიკური ზემოქმედების აუცილებლობა და კვლევითი სამუშაოების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. განმარტებით ბარათში უნდა მიეთითოს:

[/checklist]

  • ძეგლის ზუსტი დასახელება, მისი ადგილმდებარეობის დასახელება და ზუსტი მისამართი;
  • სამუშაოთა სახეობები და მოცულობა, შერჩეული მეთოდოლოგია;
  •  მოსალოდნელი შედეგების აღწერა.

[checklist]

  • საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა, ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატებით;
  • საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტო-მასალა;

[/checklist]

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შემადგენლობას, სატენდერო დოკუმენტების მიხედვით იგი მოიცავს ორი ეტაპის სამუშაოებს: I ეტაპის სამუშაო – საკვლევი და საფიქსაციო სამუშაოები, ხოლო II ეტაპის სამუშაო – საპროექტო სამუშაოები. იგეგმება ძეგლის ეზოს [ღობის კედელი, ჭიშკარი, მცირე არქიტექტურული ფორმები და დეკორატიული ელემენტები] რეაბილიტაციაც.

 

IMG_20170525_170737IMG_20170525_171249IMG_20170525_170904IMG_20170525_171127

IMG_20170525_170815_crIMG_20170525_171015IMG_20170525_170933IMG_20170525_171043IMG_20170525_171404

 

მუხა, რომელსაც მეპატრონე 200 ათასად ყიდის

როცა ხელვაჩაურელი  ჯაფარიძეები სუფრასთან სხდებიან,  პირველ სადღეგრძელოს იმ მუხის ფესვებისას სვამენ,  რომელიც რამდენიმე საუკუნეა ხელვაჩაურში, სოფელ ზანაქიძეებში,  დოლაბიკარის უბანში დგას.

მუხა მევლუდ ჯაფარიძეს და მის ოჯახს ეკუთვნის. სოფელში ამბობენ, რომ იანვარში  ამ ხით  ხეების ცნობილი გადამზიდავი,  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. ოჯახი მუხას ყიდის.

„რვა საუკუნეა ეს ხე აქ დგას. ახალი წლის მერე იყვნენ მოსულები, დაათვალიერეს, ბიძინას უნდაო და თვითონაც მოვა სანახავადო. გაზომეს – 25 მეტრია სიმაღლეში, 4,7 აქვს დიამეტრი. მთელს აჭარაშია ცნობილი ჩემი მუხა. მარტო ხეს ვერ წაიღებენ, სახლის ქვეშ აქვს ფესვები. გადავწყვიტე გავყიდო. ორასი ათასი ღირს ჩემი მუხა,“ – უთხრა მევლუდ ჯაფარიძემ „ბათუმელებს“.

IMG_0021 (Copy)

როგორც ჯაფარიძეები ამბობენ, მუხა სოფლისთვის ერთგვარი სიმბოლოა. „მუხაობა“ – ასეთი დღესასწაულიც კი დააწესეს და ყოველი წლის პირველ სექტემბერს აღნიშნავენ. იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი ხეს წაიღებს, ჯაფარიძეების სახლი უნდა დაინგრეს.

„დედაჩემს მოუსმენია,  ჭიშკართან საუბრობდნენ ივანიშვილის წარმომადგენლები.  სახლის დანგრევაზე ლაპარაკობდნენ თურმე. დავანგრევთ და როგორსაც მოითხოვენ, ახალს ავუშენებთო, “- ამბობს მევლუდის შვილი რაულ ჯაფარიძე.

იმის გამო, რომ მუხა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დგას, გარდა ჯაფარიძეებისა, მეზობლად მდგარი სახლებისთვისაც შეიძლება აღმოჩნდეს საზიანო მისი ფესვიანად ამოთხრა. ამასთან მეორე საკითხია გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ხის ტრანსპორტირება. ხიდი, რომელიც სოფელს ხელვაჩაურთან აკავშირებს, მხოლოდ 25 ტონას უძლებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ  ამის აღმნიშვნელი ფირნიში ხიდზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ივანიშვილის წარმომადგენლები მუხით დაინტერესდნენ. სოფელში გავრცელებული ვერსიით, მუხის მდინარე ჭოროხამდე მიტანა იგეგმება. ჭოროხიდან შავი ზღვის გავლით კი შესაძლოა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში მოხვდეს.

როდის წაიღებს ან წაიღებს თუ არა ივანიშვილი მუხას, სოფელში ჯერ არ იციან.

IMG_0009 (Copy)

კიდევ ერთი ხე, რომლითაც ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული ბათუმში, ანგისის დასახლებაში დგას. 100 წლის კაკლის ხე ხეჩინაშვილების ოჯახის საკუთრებაა.

„ორი ჯიპით მოვიდნენ, თვითონ ივანიშვილი იყო და მებაღეები ახლდნენ თან. ნახა კაკალი, მოეწონა, მაგრამ ყიდვით ჯერ არ უყიდია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კაკლის მეპატრონემ ლუიზა ხეჩინაშვილმა.

ხეჩინაშვილების კაკალი 100 წლისაა. ლუიზა ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ხე ყოველწლიურად დაახლოებით 100-დან 200 კილოგრამ ნაყოფს ისხამს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხეების ძირფესვიანად ამოღება და შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში გადატანა 2016 წლის მარტში დაიწყო. ციხისძირიდან, ქობულეთიდან, ურეკიდან ხეები ინტენსიურად გადააქვთ.

 

კაკლის ხე ანგისაში
კაკლის ხე ანგისაში

 

IMG_0011 (Copy)

 

 

 

 

ქობულეთში მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო მოშლილი წრიული ისევ აღადგინეს

ქობულეთის ცენტრში არსებული წრიული და ქუჩის გამყოფი ზოლები, რომლებიც ბეტონით შემოსაზღვრულ გაზონებს წარმოადგენს, ჯერ კიდევ დილით ამ ადგილზე მოშლილი იყო.

გუშინ ღამით, ქობულეთის დასახლება გელაურიდან მრავალწლოვანი ევკალიპტის ხე გადაიტანეს.  დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის გადატანისთვის, ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაკეთებული წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო.

„ჩვენგან თანხა არ იხარჯება, ეს ყველა ვალდებულება შპს „ანაგს“ აქვს აღებული, რომელმაც უკვე უზრუნველყო ყველა სამუშაო საკუთარი რესურსებით – ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მალხაზ რომანაძე – მაღალი გაბარიტული ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით მომართვაც ჰქონდა გაკეთებული ჩვენთან, ჩვენ შევისწავლეთ და შესაბამისი ნებართვის საფუძველზე გადაიტანა… მოშალა და შესაბამისად, აღდგენითი სამუშაოებიც თავად ჩაატარა“.

გადატანილი ევკალიპტის ხე გელაურის დასახლებიდან
გადატანილი ევკალიპტის ხე გელაურის დასახლებიდან / როინ გუნდაძის ფოტო

გელაურის დასახლებიდან ევკალიპტის გადატანისას დაზიანდა წყლის სისტემის მაგისტრალი, რის გამოც ქობულეთის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა.  მალხაზ რომანაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია – „ყველა კომუნიკაცია მწყობრშია რაც ამ სამუშაოების გამო დაზიანდა. წყლის გარდა საავადმყოფოს დასახლებას არ მიეწოდებოდა გაზი და ისიც აღდგენილია ამ დროისთვის” – ამბობს ის.

ფოტოების ავტორი: ანა ბერიძე.


„დარბილდინგი“ ბარათაშვილის #24-ში მშენებლობის ნებართვას ითხოვს

სამშენებლო კომპანია „დარბილდინგმა“ ბათუმის მერიას ბარათაშვილის 24-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ნებართვის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ დაუდასტურა.

კომპანიამ 2017 წლის თებერვალში ბარათაშვილის #24-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა დაანგრია. შენობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს და მასზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ განიხილა, საბოლოოდ კი უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იყო, მაგრამ მას იცავდა ჩანაწერი კანონში ძეგლის დაცვის ზონაში არსებული შენობების შესახებ. ამიტომაც დეველოპერმა ახალი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს შეათანხმა.

ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24

სახლის დანგრევის შემდეგ მერიაში აცხადებდნენ, რომ მშენებლობის [შესაბამისად სახლის დანგრევზე] ნებართვა გაცემული არ ყოფილა. დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ ნებართვების გასაცემი პროცედურები მერიაში ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. 2016 წლის 29 ნოემბრით თარიღდება ბათუმის მერის ბრძანება ბარათაშვილის 24-ში შენობის დემონტაჟის ნებართვის გაცემის თაობაზე. შემდეგი ეტაპი იყო სანებართვო მოწმობის მომზადება და მისი უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარება.

მერიის არქიტექტურის სამსახურში აგვიხსნეს, რომ სანებართვო მოწმობა არ მოუმზადებიათ, შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ვერ ჩაითვლებოდა. კომპანიაში ასე არ ფიქრობენ და იმის დასამტკიცებლად, რომ სახლი კანონდარღვევით არ დაუნგრევიათ, სასამართლოს მიმართეს.

პარალელურად, კომპანია, მერიასთან ადრე შეთანხმებული პროექტის მიხედვით, მშენებლობის დაწყების ნებართვას ითხოვს. მერიაში ეს საკითხი ჯერ არ განუხილავთ.

კომპანია ბარათშვილის #24 ში 7-სართულიანი, მრავალფუნქციური სახლის აშენებას გეგმავს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ტერიტორია “დარ ბილდინგს“ ეკუთვნის.

კომპანია „დარბილდინგი“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია.

ახალი კუთხე პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ავტორზე ნობელების მუზეუმში [ანონსი]

2017 წლის 30 მაისს, 16 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ახალი საექსპოზიციო კუთხე გაიხსნება, რომელიც ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – „რეფლექტორული ანტენის“ და მისი გენერალური კონსტრუქტორის, აკადემიკოსის და გენერალ-მაიორის, ელგუჯა მეძმარიაშვილის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას.

აღნიშნული ობიექტის ღია კოსმოსურ სივრცეში წარმატებული გამოცდა და დამოუკიდებელ ორბიტაზე გადასვლა საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის მოვლენად იქცა და საერთაშორისო არენაზე აღიარებულ იქნა მსოფლიო კოსმონავტიკის ახალი, პრიორიტეტული მიმართულების დასაწყისად. რეფლექტორი შეიქმნა, დაპროექტდა, დამზადდა და წინასაფრენოსნოდ გამოიცადა საქართველოში, ქართველების მიერ ქართული კოსმოსური ობიექტის კოსმოსურ ორბიტაზე გატანას მიეძღვნა ორი ქართული საფოსტო მარკის გამოცემაც.

ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ვიდეომასალით შექმნილი კლიპი და ფილმი.

ღონისძიების ფარგლებში, მუზეუმის მცირე დარბაზი  მხატვარ ირმა სურმანიძის მიერ წარმოდგენილ კოსმოსურ სივრცეს დაეთმო, რომლის მოხატვის პროცესი ვიზიტორთა თვალწინ მიმდინარეობდა.

18720979_1546828092025876_5203961_o

29 მაისიდან ბათუმში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება

„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ სკრინინგული კვლევის კომპონენტის ფარგლებში, ბათუმში, 29 მაისიდან – 2 ივნისის პერიოდში,  უფასო სკრინინგი ჩატარდება. აქციის თანამონაწილეები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო და არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი ,,იმედი”.
სკრინინგის ჩატარების დრო და ადგილი:
  29 მაისი, 13:00 – 15:00 სთ. ბათუმი, გორგილაძის ქუჩის ბოლო (საცხოვრებელი კორპუსის ეზო);
 30 მაისი, 12 :00- 15:00 სთ. „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორია;
 31 მაისი, 15:00 – 18:00 სთ. სასტუმრო ,,ერა პალასი“, სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაგეგმილი კონფერენციის (თამბაქოს მსოფლიო დღე) პარალელურად. სამიზნე ჯგუფი: უნივერსიტეტი, რესურსცენტრი, სკოლების პედაგოგები და უფროსკლასელები.
 1 ივნისი, 12:00 – 15:00 სთ. დაბა ჩაქვი;
 2 ივნისი, 13:00 – 15:00 სთ. გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონები.
 გამოვლენილი ინფიცირებული პირები ჩაერთვებიან სახელმწიფო პროგრამაში, რომლის დიაგნოსტიკას და მკურნალობის პროცესში აუცილებელი კვლევების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (აჭარის ა.რ. მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის), ქალაქ ბათუმის მერია (ქალაქ ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის).

პატიმარი ბათუმის ციხიდან: ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, სიგარეტის მოწევა ამიკრძალეს

ბათუმის ციხიდან მსჯავრდებული ლეონიდე მ. „დეესკალაციის ოთახში“ უმიზეზოდ გადაყვანას აპროტესტებს. პატიმრის თქმით, მას ასევე დაუსაბუთებლად აუკრძალეს სიგარეტის მოწევა. ის მიიჩნევს, რომ აკრძალვა ციხის ადმინისტრაციამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით თვითნებურად დააწესა.

ლეონიდე მ. სამართლებრივ დასაბუთებას ითხოვს, რის გამო აუკრძალეს მას მოწევა. ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციისგან უკვე მიიღო წერილობითი პასუხი, მაგრამ იგი მისთვის დამაჯერებელი არ არის.

„წერილით მიპასუხეს, რომ დეესკალაციის ოთახში განთავსებულ მსჯავრდებულს, მისივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ასევე უსაფრთხოების ზომებდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა გადაეცეს სიგარეტი და ასანთი… დეესკალაციის ოთახში მე უკანონოდ მომათავსეს 4-ჯერ. ჯამში 19 დღე. მე იქ ვეწეოდი სიგარეტს და არასდროს არც სიცოცხლისთვის, არც ჯანმრთელობისთვის და არც სხვა მხრივ არაფერი ზიანი არ მიმიყენებია. მაინცადამაინც მეხუთედ რომ მომათავსეს დეესკალაციის ოთახში, მაშინ ვაყენებდი ზიანს ჩემს სიცოცხლეს,“ – წერს პატიმარი.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ მიზანშეწონილი არაა დეესკალაციის ოთახში მოთავსებულ პირს სიგარეტი და ასანთი გადაეცეს, თუმცა შესაძლებელია დაიშვას გამონაკლისიც:

„დეესკალაციის ოთახში მოთავსებული პირის მიმართ განხორციელებული მეთვალყურეობისა და დაკვირვების შედეგად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია დაიშვას გამონაკლისი და ბრალდებულს/მსჯავრდებულს ცალკეულ შემთხვევაში მიეცეს თამბაქოს მოხმარების საშუალება. ვინაიდან დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული თავსდება იმისათვის, რომ დაცული იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, დეესკალაციის ოთახში მიყვანამდე დაწესებულება უზრუნველყოფს იმ ნივთების ჩამორთმევას, რომელმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,“ – მოგვწერეს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან.

დეესკალაციის ოთახში პატიმარს იმ შემთხვევაში ათავსებენ, თუ იგი საფრთხეს უქმნის, ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას საკუთარ, ან სხვის სოცოხლეს და ჯანმრთელობას. ამ დროს პატიმარი 24 საათის განმავლობაში ვიზუალური მეთვალყურეობის პირობებში იმყოფება. დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულის, ან ბრალდებულის მოთავსების მაქსიმალური ვადა 72 საათია.

რა ღირს ცხენით გასეირნება ბათუმის საცხენოსნო კლუბში

ხვალ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სამტრედიის იპოდრომზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ბათუმის საცხენოსნო კლუბის ექვსი ცხენი მიიღებს: სამი – დოღში და სამი – დაბრკოლებათა გადალახვაში. წელს საქართველოში, ეს პირველი საცხენოსნო შეჯიბრება იქნება, მასში მონაწილეობას რეგიონების საუკეთესო ცხენები მიიღებენ.

საცხენოსნო კლუბი აეროპორტის გზატკეცილზე, #253- ში, 7 044 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს. საცხენოსნო კლუბის დირექტორი ამჟამად ბექა ხაბაზია.

ბათუმის საცხენოსნო კლუბი 2013 წელს ჩამოყალიბდა, ამ დროიდან მოყოლებული კლუბი  აქტიურად მონაწილეობს რეგიონალურ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებსა და კონკურსებში: გასულ წელს კლუბი კავკასიის ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა, ცოტა ხნის წინ კი, 29 აპრილს, ბაქოში ჩატარებულ საცხენოსნო შეჯიბრში ბათუმის საცხელოსნო კლუბმა საპრიზო ადგილი აიღო.

4

1

 გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო
 გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო

ამ ეტაპზე საცხენოსნო კლუბში სულ 12 ცხენია, ამათგან ექვსი – საცხენოსნო სკოლის და ექვსი სპორტული ცხენი, რომლებიც  მონაწილეობენ შეჯიბრებებში.

კლუბში სააბონენტო სისტემა, ერთჯერადი გასეირნება და ცხენოსნობის შემსწავლელი კურსები ფუნქციონირებს. თვის განმავლობაში 12 გაკვეთილის ღირებულება 180 ლარია, ხოლო გასეირნება ერთი საათით – 20 ლარი. ასევე მოქმედებს ფასდაკლება ტურისტული ჯგუფებისთვის.

საჯინიბო. გულნარა კაკაბაძის ფოტო
საჯინიბო. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმის საცხენოსნო კლუბის მიერ მოპოვებული ჯილდოები. გულნარა კაკაბაძის ფოტო
ბათუმის საცხენოსნო კლუბის მიერ მოპოვებული ჯილდოები. გულნარა კაკაბაძის ფოტო

საცხენოსნო კლუბში ხუთი ადამიანი მუშაობს,  სამი მეჯინიბე და ორი საერთაშორისო დონის პროფესიონალი სპორტსმენი – გიორგი ჩხარტიშვილი და გიორგი ძინძიბაძე.

გიორგი ძინძიბაძე საცხენოსნო კლუბის მთავარი მწვრთნელია. მისი თქმით, საცხენოსნო კლუბს ბევრი სტუმარი ჰყავს, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე:

„ცხენოსნობა ტურისტებს შორის აქტუალური თემაა, ისინი აქ სხვადასხვა მიზეზის გამო მოდიან: ზოგი ფოტოს გადასაღებად, (ხშირად ეს საქორწინო თემის ფოტოებია), ზოგი სავარჯიშოდ, ზოგიც – გასართობად.

ზაფხულში განსაკუთრებით ბევრი ტურისტია, ამჟამად  ტურისტულ სააგენტოებთან მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და შესაბამისად, მომსვლელიც ბევრია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი კლუბის ხშირი სტუმრები ბავშვები არიან. იყო ისეთი შემთხვევაც, ბავშვმა პირველი სიტყვა აქ, საცხენოსნო კლუბში თქვა და ეს სიტყვა ცხენის სახელი – „ბინგო“ იყო.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აჭარაში მხოლოდ ჩვენ გვაქვს ლიცენზია იპოთერაპიაში, რაც საშუალებას გვაძლევს მოვემსახუროთ ცერებრალური დამბლის დიაგნოზის, დაუნის სინდრომის მქონე და აუტისტ ბავშვებს.  ახლა 30 ბავშვთან ვმუშაობთ. უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული გვაქვს, მწვრთნელები ბავშვებს გვერდით ჰყავთ, ისინი აკონტროლებენ სიტუაციას“.

ამჟამად საცხენოსნო კლუბის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას ტერიტორიის საკითხი წარმოადგენს. ეს საკითხი ბათუმის მერიის და აჭარის ფინანსთა სამინისტროს შეთანხმებით უნდა გადაწყდეს, რადგან კლუბი მერიის ბალანსზეა, ტერიტორია კი სამინისტროს ეკუთვნის. გიორგი ძინძიბაძის თქმით, იმის გამო, რომ ტერიტორია არ ეკუთვნის საცხენოსნო კლუბს, არ აქვთ იპოდრომი, რომელსაც მინიმუმ 1200 მეტრი ფართობი სჭირდება.

ამ ეტაპზე ბათუმის საცხენოსნო კლუბის ბიუჯეტი 180 ათას ლარს წარმოადგენს. კლუბს მერია აფინანსებს. საშუალოდ, თვეში ერთი ცხენის შენახვისთვის, სასკოლო ცხენის შემთხვევაში – 200, ხოლო სპორტული ცხენის შემთხვევაში 400-450 ლარია საჭირო.

საცხენოსნო კლუბის ტერიტორია. გულნარა კაკაბაძის ფოტო
საცხენოსნო კლუბის ტერიტორია. გულნარა კაკაბაძის ფოტო

 

მთავრობა ზონალური საბჭოს შემადგენლობას განაახლებს

აჭარის მთავრობა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს შემადგენლობისა და მისი დაკომპლექტების წესის შეცვლას გეგმავს. ამ ცვლილებას ზურაბ პატარაძისგან ორგანიზაცია „ბათომი“ ითხოვდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული საბჭო ვერ მიიღებს კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს ძეგლებთან მიმართებაში, რადგან უმეტეს შემთხვევაში საბჭოს წევრებს დარგთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ.

„ … მათ საქმიანობაზე ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ საბჭოს წევრთა უმეტესობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ზოგად სისტემაზე, ურბანული გარემოს ძირითად იდენტიფიკატორებზე. ამასთან, ფორმალურადაც არ ხდება პროცედურებისა და საკუთარი დებულების მოთხოვნების დაცვა. ასე, მაგალითად: ბოლო პერიოდში გახმაურებულ ყველა ობიექტზე საბჭოს მიერ მიღებულია ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაციაში მოცემულის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ საბჭოს კრიტიკა, თუნდაც მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ლოგიკას მოკლებულია. შესაბამისად, საბჭოს საქმიანობაზე პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევს მის ფორმირებაზე უფლებამოსილ პირს, ანუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს“, – ნათქვამია „ბათომის“ წერილში.

ამ მიმართვაზე „ბათომს“ პასუხი ჯერ არ მიუღია. მთავრობის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ მთავრობამ ორგანიზაციას წერილობითი პასუხი უკვე გაუგზავნა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსის, სოფო გუჯაბიძის ინფორმაციით, საბჭოს შესაძლო ფორმირებაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მუშაობს: „ … მათ უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით.“

სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, მირზა ცეცხლაძის განმარტებით, სააგენტო საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს და დაკომპლექტების ახალი წესის რამდენიმე ვარიანტს განსახილველად უახლოეს პერიოდში წარუდგენს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

„ … ჩვენ ამ საკითხზე ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად გავდივართ კონსულტაციებს, რომ შევაჯეროთ ხედვები. საუბარია საბჭოს კომპლექტაციისა და საქმიანობის წესის ახლებურ გადაწყვეტაზე. როგორ და რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს ეს, ამაზე ჯერჯერობით ვმსჯელობთ, საკითხი განხილვა დახვეწის ეტაპზეა და შემდეგ უკვე სამინისტროს წარვუდგენთ განსახილველად“.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც „ბათომი“ მთავრობის თავმჯდომარის პოზიციით დაინტერესდა ე.წ კ-2-ს ეხება [განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი].

საუბარია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებაზე – „ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში” ცვლილებების შესახებ. ცვლილების შესაბამისად განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის პროცედურაში მონაწილეობს აღარ მიიღებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ეს საკითხი საკრებულოშივე გადაწყდება. ამავე დადგენილებით, მერს მიეცა რეკომენდაცია შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების განხორციელებაზე.

გიორგი ერმაკოვს, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით არაფერი შეუცვლია.

„ბათომს“ ამ საკითხთან მიმართებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია აინტერესებს. აპირებს თუ არა ზურაბ პატარაძე კ2 კოეფიციანტის გაზრდასთან დაკავშირებით შუამდგომლობის გაცემაზე თავად თქვას უარი? – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოსაზრებას „ბათუმელები“ მისი მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა

დღეს, 25 მაისს, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ეს ციფრი არ არის საბოლოო.

„ეს არის დაახლოებითი ციფრი, დეტალური ინფორმაცია, რამდენი იყო აქედან ის, ვინც ხელმეორედ აბარებდა გამოცდას,  რამდენიმე დღეში დაიდება, როცა ყველა მონაცემი შეჯამდება“, – განაცხადეს ეროვნულ ცენტრში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  ინფორმაციით, უცხოური ენების გამოცდაზე ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა დაახლოებით 85- მა პროცენტმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ზღვარი გადალახა 97  პროცენტზე მეტმა, მათემატიკის გამოცდა 85- მა პროცენტმა ჩააბარა, ისტორია კი – დაახლოებით 95- მა პროცენტმა.

საატესტატო გამოცდებზე წელს 48 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.

სად არის ყველაზე სუფთა ზღვა აჭარის პლაჟზე

„აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია,“ – აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში. ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამა აპრილში დაიწყო. სამმართველოს ცნობით, საბანაო სეზონის მიმდინარეობისას თვეში სამჯერ იგეგმება წყლის შემოწმება.

„სინჯებს ვიღებთ რვა წერტილში, მთელს პერიმეტრზე. ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან, რომელსაც ტენდერით აქვს ეს სამუშაო აღებული. მაისში უკვე სამჯერ შევამოწმეთ ზღვის წყალი. კვლევები კეთდება ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებზე, ოქროსფერ სტაფილოკოკებზე, პათოგენურ მიკროორგანიზმებზე და ასე შემდეგ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია და ბანაობა უსაფრთხოა,“ – ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი, ნუგზარ პაპუნიძე.

მისივე თქმით,  მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი არის გონიო-კვარიათის პლაჟზე, ასევე, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, თუმცა ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია სხვა ადგილებშიც.

ბათუმის სანაპირო ზოლში მაჩვენებლების მიხედვით ყველაზე პრობლებურ ადგილად რჩება ბარცხანაში მდებარე პლაჟი. მაგალითად, ბარცხანაში ნაწლავის ჩხირის მაჩვენებელია 7 000, მაშინ როცა კვარიათში იგივე მაჩვენებელია – 2 400. ნორმა კი 10 000-ა.

„ბარცხანაში ზღვას უერთდება მდინარე. შენაკადებს ატმოსფერული ნალექების დროს  ჩამოაქვს ნატანი და ეს პერიმეტრი სხვა ადგილებთან შედარებით უფრო დაბიძურებულია, თუცა ნორმის ფარგლებში,“ – ამბობს  ნუგზარ პაპუნიძე.

მისი განმარტებით, გასულ წლებთან შედარებით ბათუმის პლაჟებზე ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესდა, რისი მიზეზიც ბათუმში მიმდინარე საკანალიზაციო სამუშაოებია. ამ სამუშაოების შედეგად ქალაქის ტერიტორიაზე საკანალიზაციო წყლების ზღვაში ჩაღვრა გაწმენდის გარეშე აღარ უნდა მოხდეს. სამუშაოები 2019 წელს უნდა დასრულდეს.

ნუგზარ პაპუნიძე ამბობს, რომ ზღვის წყალი ყველაზე სუფთა აპრილ-მაისში და სექტემბერშია:

„ბუნებრივი პროცესია, როცა წყალი თბება, მიკრობიოლოგიური პროცესების გააქტიურება იწყება, წყალი იცვლის ფერს, იმატებს ტემპერატურა. მაგალითად, დილით რომ გავდივართ ზღვაზე და ვამბობთ, რომ სუფთაა წყალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურა დაბალია ჯერ და ამიტომ გვგონია, რომ წყალი უფრო სუფთაა. ტემპერატურა როგორც კი მოიმატებს, მაგალითად, შუადღის 2-3 საათზე, წყალი უკვე სხვა ფერის ხდება და გვგონია, რომ ბინძურია, თუმცა ასე არ არის.“

ტურიზმის დეპარტამენტი 400 ცალ ფლეშმეხსიერებას შეიძენს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ოთხი ფერის 400 ცალ ბრენდირებულ ფლეშმეხსიერებას [USB] შეიძენს.

ფლეშმეხსიერებების შესაძენად დეპარტამენტს 6 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ფლეშმეხსიერებებს, რომლებზეც აჭარის შესახებ პრეზენტაციები და სხვა თემატური ციფრული მასალაა ჩაწერილი, დეპარტამენტი საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოფენებზე ავრცელებს.

ესკიზი_cr

შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 30 მაისს დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება.

ფლეშმეხსიერება USB:
2.0 მეხსიერება არანაკლებ 8 გ.ბ.
ზომები: სიგანე არაუმეტეს 2 სმ;
სისქე ყველაზე სქელ ნაწილში არაუმეტეს 1 სმ;
სიგრძე არაუმეტეს 22 სმ გახსნილ მდგომარეობაში.
მასალა: კაუჩუკი ან სილიკონი ან მსგავსი.
ფორმა: სამაჯური ესკიზის შესაბამისად;
ფერები: ლურჯი, მწვანე, თეთრი, ყვითელი (ას-ასი ცალი);
ბეჭდვა – ფერადი, ტრაფარეტული; დიზაინი ესკიზის შესაბამისად.

სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეს ბათუმში სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაცია 25 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. პროგრამის ფარგლებში 200 სტუდენტი ორ ეტაპად, ივლისსა და აგვისტოში დასაქმდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სტუდენტები ბათუმის მერიის სტრუქტურულ და ადმინისტრაციულ ერთეულებში პროფესიული კუთხით დასაქმდებიან და გაწეული შრომა მერიაში გავლილ სტაჟირების კურსად ჩაეთვლებათ. შესაბამისად, გადაეცემათ დამადასტურებელი დოკუმენტი. სტუდენტების მიერ გაწეული შრომა ანაზღაურდება 400 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წლის 1-ელ იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობენ.
რეგისტრაციისთვის სტუდენტმა pdf ფორმატში უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
• პირადობის მოწმობის ასლი;
• რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული 2017 წლის მდგომარეობით;
• ცნობა სასწავლებლიდან სპეციალობის, ფაკულტეტის, კურსის, სტუდენტის სტატუსის და ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების (საშუალო შეწონილი ქულა) შესახებ.
სტუდენტებმა მერიაში ასევე უნდა წარადგინონ დოკუმენტაცია, რომელიმე სტატუსის შესახებ – (სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი ან მეტი შვილი); საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილის, დაღუპულის ან დაკარგულად აღიარებულის შვილი; სტუდენტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახისა და ხასიათის მოხალისეობრივ საქმიანობაში; მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე (საშუალო შეწონილი ქულა 81 და ზევით) სტუდენტები; უდედმამო სტუდენტები.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსის მქონე სტუდენტს მიენიჭება პრიორიტეტი.

სტუდენტების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას საკონკურსო კომისია რეგისტრაციის დასრულებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს.

ბათუმიდან ვარშავის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

26 მაისიდან Small Planet Airlines-ი ვარშავა-ბათუმი-ვარშავის მიმართულებით პირდაპირი რეისების განახორციელებას იწყებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia იუწყება, ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე ფრენებს ყოველ კვირას, ეარბას A320 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.

Small Planet Airlines-ი ლიტვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ავიარეისები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით 2009 წლიდან დაიწყო.

Exit mobile version