თამაზ ბაკურიძე: ვითხოვ ვიდეოჩანაწერების ამოღებას, თუმცა გამოძიება ინერტულია

მეექვსე დღეა სამაშველო სამსახური ზღვაში დაკარგულ კობა ბაკურიძეს ეძებს. თვითმხილველების და ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე პლაჟზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ, მისი კვალი იკარგება.

კობა ბაკურიძის ძმა, თამაზ ბაკურიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გამოძიება არაეფექტურად მუშაობს. ის გამოძიებას პლაჟის მიმდებარედ არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას თხოვს, თუმცა გამოძიებას ჩანაწერები ჯერ არ ამოუღია.

„სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მეექვსე დღეა უკვე და გამოძიებას არაფერი აქვს სათქმელი. გუშინ მივედი და ვთხოვე, რომ ამოეღოთ კამერების ჩანაწერები, რადგან ჩემი ძმის ავტომანქანა გაჩერებული იყო ანბანის კოშკთან და რეალურად არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ ნამდვილად დაინახეს კობა სანაპიროზეც და ზღვაშიც. ამიტომ, აუცილებელია ამოიღონ ჩანაწერები, რომ ზუსტად ვიცოდეთ, როდის და სად მოძრაობდა, რომ იმის მიხედვით გამოძიებამ მიგვიყვანოს წერტილამდე. ნამდვილად ზღვაში უნდა ვეძებოთ თუ ხმელეთზე“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

მისი თქმით, გამოძიება ინერტულია.

„რატომ არ ხდება ამ წუთებამდე კადრების ამოღება, ჩემთვის გაუგებარია. იძახიან, მიმდინარეობს გამოძიებაო. ყველა თვითმხილველი, ვინც გამოძიებას დაკითხული ჰყავს, ჩვენი მიგზავნილია. ისინი აქ გამოსული არავინ არ მინახავს. სხვა ვერსიებზე გამოძიებამ არ უნდა იმუშაოს?“ – ამბობს ის.

კობა ბაკურიძის ავტომანქანა, რომელიც გაუჩინარების დღეს ანბანის კოშკის მიმდებარედ იდგა, გამოძიებამ პოლიციის მე-6 განყოფილებაში გადაიყვანა. კობა ბაკურიძის ძმა ამბობს, რომ გაუჩინარების დღეს პლაჟზე აღმოჩენილი ფლოსტები, მის ძმას არ ეკუთვნის. „ავტომანქანის გასაღები იდო ამ „ჩუსტების“ გვერდით, მაგრამ ეს არ არის ჩემი ძმის. „ჩუსტები“ ძველი და გაცრეცილია, ამას არ ჩაიცვამდა ჩემი ძმა, რადგან ორი ახალი „ჩუსტი“ ჰქონდა. მისი მაისური, სათვალე და პირსახოცი იდო ავტომანქანაში“, – გვეუბნება ის.

თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ თვითვმხილველების თქმით, ის ბულვარში მაისურის გარეშე მოძრაობდა.

„იმის ნაცვლად, რომ ვიდეოჩანაწერები ამოიღოს, ცოლს ეკითხება, ხომ არ იჩხუბეთ, გაბრაზებული ხომ არ წავიდა ან ვალები ხომ არ აქვსო. მაშინ, როცა კადრია მთავარი მტკიცებულება და მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე. მე ვითხოვ შეიქმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც შევა უშიშროების, პროკურატურის და შსს გამომძიებლები, რომ ბოლომდე მიგვიყვანონ რაღაც წერტილამდე“.

თამაზ ბაკურიძის თქმით, სამაშველო სამსახურის ჯგუფები ზღვაში მისი ძმის ძებნას ბათუმის, ქობულეთის და ფოთის სანაპიროებზე აგრძელებენ.

 

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში [ფოტო]

დღეს 8 ივლისს, ბათუმში არტფესტივალი „არგანი“ გაიხსნა. ამ წუთებში 6 მაისის პარკში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ხელნაკეთ ნივთებში წარმოდგენილია სამკაულები და სხვადასხვა აქსესუარები. ასევე, თექაზე დამზადებული ნივთები.

ხელნაკეთი ნივთები
ხელნაკეთი ნივთები
ხელნაკეთი ნივთები დამზადებულია საქართველოში
ხელნაკეთი ნივთები დამზადებულია საქართველოში.

პარკში ცხოველთა დამცველებსაც შეხვდებით, რომლებიც შემოწირულობებს აგროვებენ, შინაური ცხოველების დასახმარებლად. მსურველებს შეუძლიათ  სურვილის შემთხვევაში პატარა შინაური ცხოველების მეპატრონეებიც გახდნენ.

5

ცხოველთა დამვცელები 6 მაისის პარკში
ცხოველთა დამვცელები 6 მაისის პარკში.

დღის განმავლობაში არტეფესტივალის ფარგლებში პარკში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის, გამოფენები, უცხოელი და ქართველი ოსტატების მასტერკლასები.

1

არტფესტივალი ბათუმში სამ დღეს გაგრძელდება
არტფესტივალი ბათუმში სამ დღეს გაგრძელდება.
არტფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ
არტფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ.

 

 

მოსამართლე თამარ ქალდანს: იქნებ მეც დამარწმუნოთ, რომ იდეალურადაა საქმე

“გარკვეული საკითხები უკეთესად დაზუსტდა… დღეს მოქმედი კანონი მკაფიოდ არეგულირებს ინსპექტორის რეაგირების მანდატს,” – უთხრა მოსამართლეებს თამარ ქალდანმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა. საკონსტიტუციო სასამართლო განაგრძობს ფარულ მოსმენებზე პოზიციების მოსმენას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ინსპექტორის აპარატი საზედამხედველო ორგანოა. ამ არგუმენტით თამარ ქალდანი ამართლებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ინსპექტორს ე.წ. გასაღები აღარ აქვს, ანუ მისი თანხმობა აღარ სჭირდება სუს-ს ფარული მოსმენის დასაწყებად.

“შესაძლებელია, თანხმობის გაცემა ვინმეს აღექვა ისე, რომ ჩვენც გამოძიების ჩამტარებლები ვართ და არა მაკონტროლებლები. თუ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას ასრულებს საგამოძიებო ორგანო, მან უნდა აიღოს სრულად პასუხისმგებლობა, ხოლო ინსპექტორი თუკი პრობლემას დაინახავს, შეუძლია მოითხოვოს ამ პროცესის შეჩერება,” – აღნიშნა თამარ ქალდანმა.

ნათქვამის საილუსტრაციოდ ინსპექტორმა ციფრებიც დაასახელა: გასულ წელს, ანუ “გასაღების” ჩამორთმევამდე, ინსპექტორს 47 შემთხვევაში არ გაუცია მოსმენაზე თანხმობა, მიმდინარე წელს კი, მხოლოდ 8-ჯერ მოუთხოვია ინსპექტორს უკანონოდ მიჩნეული მოსმენის შეჩერება.

თამარ ქალდანმა კონკრეტული დარღვევის აღმოჩენის მაგალითიც მოიყვანა, სადაც ინსპექტორმა დაადგინა, რომ პროკურატურის განჩინების მხარისთვის წარდგენის გარეშე შესრულდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, ასევე დაირღვა განჩინებაში მითითებული ვადები.

“ეს ხომ არ ადასტურებს იმას, რომ როცა თქვენ ინსპექტირების ფარგლებში, პოსტფაქტუმ ამოწმებთ კონკრეტულ შემთხვევებს, ეს არაა საკმარისი? შეიძლება თქვენ ნახეთ ეს დარღვევა ერთ საქმეში, მაგრამ არ იცით, რა ხდება დანარჩენ ასობით საქმეში. თქვენ კი ამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა…” – აქ მოსამართლე მაია კოპალეიშვილს თამარ ქალდანმა გააწყვეტინა:

“მე არ მითქვამს, რომ იდეალურადაა საქმე…”

“ციფრები, რაც დაასახელეთ, ეს ჩანს… მეც მინდა უკეთესობა. იქნებ მეც დამარწმუნოთ, რომ იდეალურადაა საქმე, სხვა მოსამართლეებიც, დარბაზიც,” – დაამატა მაია კოპალეიშვილმა.

“ასპროცენტიანი დაცვის მექანიზმი არ არსებობს. ჩვენც გვინდა, რაღაც დაიხვეწოს. ვერც ერთი საზედამხედველო ორგანო ვერ უზრუნველყოფს ყველა საგამოძიებო მოქმედების კონტროლს. მაშინ გამოვა, რომ მეორე სასამართლო ვართ”, – დასძინა თამარ ქალდანმა.

კითხვები დაისვა საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, როცა მოსამართლე მოსმენაზე ნებართვას გასცემს და ამის შემდეგ უგზავნიან ინსპექტორს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს.

“სასამართლოს აქტის გამოცემამდე თქვენ პროცესზე არ მიგიწვდებათ ხელი… დღეს წარმოგვიდგინა ერთ-ერთმა მოსარჩელემ სისხლის სამართლის საქმე, სადაც აღმოჩნდა, რომ გამომძიებელს ფარულად ჩაწერილ მასალებში რაღაც შეუცვლია…” – მიმართა ინსპექტორს მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

“ინსპექტორი არ არის სასამართლო… იყო ასეთი შემთხვევა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო მკაფიოდ მითითებული, ორი პირიდან ვისი მოსმენა დაუშვა სასამართლომ. ამ შემთხვევაში ჩვენ სასამართლოს დავუბრუნეთ აქტი დასაზუსტებლად,” – აღნიშნა თამარ ქალდანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მხარეების მოსმენას ხვალ, 8 ივლისს დაასრულებს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელზე არსებით განხილვას დაიწყებს, თუ ამის გარეშე დააკმაყოფილებს მოსარჩელეების მოთხოვნას და ფარული მიყურადების არსებულ მოდელს გააუქმებს.

 

 

 

 

 

მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯების კონკურსის გამარჯვებული ბათუმელი მოსწავლეები

2017 წლის სექტემბერში სამი მე-12 კლასელი სწავლას არა ბათუმის სკოლაში, არამედ უცხოეთში, კოლეჯში გააგრძელებს. სამივე მათგანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია UWC (მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯები)-ის კონკურსის გამარჯვებულია. წელს ეს ორგანიზაცია შვიდი ქართველი მოსწავლის სწავლას და ცხოვრებას დააფინანსებს უცხოეთში. „ბათუმელებს“ კონკურსის ორი გამარჯვებული მოსწავლე ესაუბრა.

ლუკა ჯაფარიძე, სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასის“ მოსწავლე: 

მეგობრისგან გავიგე ამ პროგრამის შესახებ. პირველი ეტაპი იყო აპლიკაცია, შემდეგ იყო სკაიპით ინტერვიუ და შემდეგ კიდევ ერთი ეტაპი გავიარე თბილისში. ნიშნები, დახასიათებები, სერტიფიკატები… ბევრი დეტალი იყო, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. საკმაოდ მალე მოვიდა პასუხი. მოხვდი სომხეთის კოლეჯში, ქალაქ დილიჯანსში, 2014 წელს გახსნილ საერთაშორისო კოლეჯში, სადაც 72 ქვეყნიდან ჩამოდიან სასწავლებლად. მშობლებს გაუხარდათ, რადგან მანქანითაც შესაძლებელია ჩასვლა.

იმედი მქონდა, რომ მოვხვდებოდი პროგრამაში. მინდოდა ამ პროგრამაში მონაწილეობა, რადგან UWC-ის კოლეჯები გამოირჩევიან სწავლების მაღალი ხარისხით.  როცა ამთავრებ სწავლას, იღებ საერთაშორისო დიპლომს, რომელიც განსაკუთრებით აშშ-შია პრესტიჟული და უნივერსიტეტში აბარებ „ტოეფელისა“ და IELTS-ს გარეშე, იმდენად სანდოა ამ ორგანიზაციის მიერ გაცემული დიპლომი. გარდა ამისა, საინტერესოა სწავლის პროცესი, კამპუსში ცხოვრება დამოუკიდებლად… მთელი ცხოვრების მანძილზე დასამახსოვრებელი გამოცდილებაა.

იქ სწავლის სხვა სისტემაა, ირჩევ ექვსს საგანს, მუდმივად ერთი კლასელები არ გყავს, სხვადასხვა ადამიანებთან გიწევს შეხვედრა და მუშაობა, რაც ასევე საინტერესოა.

ჯერჯერობით საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას. IB დიპლომი იძლევა იმის საშულებას, რომ საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელში ისწავლო.

უცხოეთში სწავლის გადაწყვეტილება თანდათან მოვიდა, დაახლოებით მე-7-8 კლასიდან ვფიქრობ ამაზე.

განსაკუთრებული ჰობი არ მაქვს, კითხვა მიყვარს, ახალგაზრდული პარლამენტის წევრი ვარ და ახლახან ნორვეგიაში ვიყავი საქართველოს დელეგაციის წევრი. ამანაც განსაზღვრა ჩემი არჩევანი, ადრე უფრო მედიცინისკენ ვიხრებოდი, ახლა დიპლომატიაზე ვფიქრობ.

 

მეგი დიასამიძე და ლუკა ჯაფარიძე
მეგი დიასამიძე და ლუკა ჯაფარიძე

მეგი დიასამიძე, ბათუმის #15 საჯარო სკოლის მოსწავლე 

ეს ამბავი გავიგე ძალიან უცნაურ სიტუაციაში. ლუკამ დამირეკა და მკითხა, მეილი შევამოწმე თუ არა. ორივე ველოდებოდით პასუხს. მივხვდი, რომ ლუკა უკვე გამარჯვებული იყო და მაინტერესებდა, რა შედეგი მქონდა მე. ინტერნეტთან წვდომა არ იყო, მთელის ამბით, ქიმიის გაკვეთილზე გავხსენი ინტერნეტი, რომ წამეკითხა წერილი. ძალიან დიდი სიხარული იყო.

მე გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგის კოლეჯში ვისწავლი. ეს სტუდენტური ქალაქია საფრანგეთის, გერმანიის და შვეიცარიის საზღვართან. ძალიან მულტიკულტურული გარემოა. „ფლექსის“ გაცვლით პროგრამაშიც გავიმარჯვე, მაგრამ არჩევანი მაინც ამ პროგრამაზე გავაკეთე, რადგან განათლების ხარისხი ძალიან მაღალია. ორი წლის განმავლობაში სწავლობ იმ საგნებს, რომელიც მომავალში დაგჭირდება. სწავლა რთულია, მაგრამ თუ მონდომება და სურვილი გაქვს, ყველაფერს გააკეთებ, მე ასე ვფიქრობ.

ვცდილობ ყველა პროექტში ჩავერთო, თუ კი რაიმე საინტერესო ხდება, თუნდაც იმიტომ, რომ ერთგვარი წრე იქმნება აქტიური ადამიანების, რაც ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს.  სწრაფად ვიღებთ ინფორმაცის ახალი პროექტების, საინტერესო ღონისძიებების შესახებ და ერთმანეთს ვუზიარებთ.

ევროპის ნებისმიერი ქვეყანა აღიარებს IB დიპლომს, თუნდაც იმის გამო, რომ იმდენად რთული გზის გავლა გიწევს ბოლოს ტესტის ჩასაბარებლად, რომ უნივერსიტეტები ენდობიან. სამწუხაროა, რომ საქართველო IB დიპლომს არ აღიარებს და დილემის წინაშე ვართ, მომავალ წელს უნდა ჩავაბაროთ საატესტატო გამოცდებიც, რომ ქართული ატესტატის მიღებაც შევძლოთ.

თავისუფალ დროს ფოტოების გადაღება მიყვარს, დებატები, გაეროს მოდელირებები, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი… 2015 წელს „ჯიფონის“ კინოფესტივალზე ვიყავი ჟიურის წევრი, კინო და ფილმების ნახვის შემდეგ მისი განხილვა ძალიან მიყვარს.

22 აგვისტოს მივდივარ ბათუმიდან, ბილეთი უკვე ვიყიდე და სასწავლო ვიზაც მივიღე.

ყველა მოსწავლეს ვურჩევ, არასდროს არ დანებდნენ. ისეც ხდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს სკოლაში მიდიხარ და იღებ „მეილს“, რომელიც გატყობინებს, რომ მოკლე ხანში მიდიხარ გერმანიაში სასწავლებლად. ამიტომ უნდა იბრძოლო მიზნისთვის და აუცილებლად მიაღწევ. ვინც შრომობს, მას აუცილებლად უფასდება შრომა, ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი.

 

მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქეებს ქედაში სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ქედაში მცხოვრები მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პაციენტების სამედიცინო და მედიკამენტოზურ მომსახურებას დააფინასებს, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს ბათუმში გადიან.

ფსიქონევროლოგიური პაციენტებისთვის ადგილზე, ოჯახში მკურნალობის განსახორციელებლად ქედის გამგეობამ ახალი მიზნობრივი პროგრამა – „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის“ უკვე შეიმუშავა.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, გამგეობა სოფლებში მცხოვრები, აღრიცხვაზე მყოფი მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის შესაბამის სამედიცინო თუ მედიკამენტოზურ მკურნალობას ტენდერის წესით შეისყიდის, გამგებელი აქვე იმასაც დასძენს, რომ პროგრამის განსახორციელება მოქალაქეების მოთხოვნიდან გამომდინარე დაიგეგმა.

„ ყველას არ აქვს საშუალება, რომ აღრიცხვაზე მყოფი პაციენტი სამკურნალოდ ბათუმში ჩავიდეს. იყო შემთხვევები, როდესაც ასეთი პაციენტების ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, რომ პაციენტის მარტო გაშვება არ შეიძლებოდა,  მას გამყოლი სჭირდებოდა, რაც მგზავრობის ხარჯს აორმაგებდა. მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე პროგრამა შევიმუშავეთ. ასეთ პაციენტებს ადგილზე, ოჯახში გაეწევათ შესაბამისი მომსახურება და სამკურნალო კურსი არ ჩაუვარდებათ“ – ამბობს დავით დუმბაძე.

პროგრამის განსახორციელებლად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 400 ლარი გამოყო.

„აღნიშნულ პროგრამა მომავალ წელსაც განხორციელდება, შესაბამისად, 2018 წელს ამ პროგრამის დასაფინასებლად თანხა 2018 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, რაც შეეხება ამ დროისთვის გამოყოფილ თანხას, პროგრამულად მიმდინარე წლისთვისაა გაწერილი“ – ამბობს გამგებელი.

გამგეობის ინფორმაციით, ქედის სოფლებსა თუ დაბებში, მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე 585 პაციენტი იმყოფება აღრიცხვაზე.

ვაჟა-ფშაველას #13-სთვის სტატუსის მოხსნაზე სააგენტომ უარი თქვა

ვაჟა-ფშაველას #13-ში დანგრეულ კულტურულ მემკვიდრეობის შენობას ისევ ძეგლის სტატუსი ექნება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უარი უთხრა კომპანია „სლავა 2015″-ს სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადების განხილვაზე. სწორედ ამ კომპანიამ დაანგრია მე-19 საუკუნეში აგებული სახლი 2015 წლის ბოლოს.

„სააგენტომ ერთხელ უკვე განიხილა ამ კომპანიის განცხადება მიმდინარე წლის იანვარში. ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს, რის გამოც შეიძლებოდა სააგენტოს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო,” –  უთხრა „ბათუმელებს” თეა ონიანმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა.

რა შეიძლება იყოს ახალი ფაქტობრივი გარემოება, როცა სახლი დანგრეულია? – თეა ონიანი განმარტავს, რომ ახალი გარემოება იქნება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კუთხით მიმდინარე გამოძიების შედეგი, ან საქმის შეწყვეტა ვაჟა-ფშაველას #13-ში ძეგლის დანგრევის ფაქტზე.

„სტატუსი რომ მოგვეხსნა, გამოძიებაც უნდა შეწყვეტილიყო მაშინ. გარდა ამისა, სააგენტო ამ კომპანიისგან მოითხოვს ძეგლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას,”-  დასძენს თეა ონიანი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი.

ძეგლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენაზე პროცესი ბათუმის სასამართლოში იმ მოტივით გადაიდო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ვაჟა-ფშაველას #13-სთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების კანონიერებას.

ერთი კვირის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც გადაიდო სხდომა. კომპანია “„სლავა 2015”-მა ამ პროცესზე განაცხადა, რომ უშუალოდ სააგენტოს მიმართა წერილობით და თუ სააგენტო სტატუსს მოხსნიდა განადგურებულ შენობას, სასამართლო დავის საფუძველიც აღარ იარსებებდა.

ბათუმში არტფესტივალი „არგანი“ იწყება

ხვალ, 8 ივლისს, ბათუმში არტფესტივალი „არგანი“  იწყება.  ფესტივალი 6 მაისის პარკში გაიმართება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, არტფესტივალზე მხატვრების, დიზაინერების, ხელნაკეთი  ნამუშევრები გამოიფინება. მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოელი და ქართველი ოსტატების ნამუშევრები იხილონ. „ასევე ნახავენ მასტერკლასებს და შოუპროგრამებს“.

აქვე გაიყიდება ქართველი და უცხოელი ოსტატების ნამუშევრები. ნაჩვენები იქნება არტობიექტები და გრაფიტის შექმნა, ბავშვთა ზონაში იფუნქციონირებს ატრაქციონები, ასევე ფუდზონა. მოეწყობა ქართული და უცხოური ფილმების ღია ცისქვეშ ჩვენება. წარმოდგენილი იქნება  FireShow.

ფესტივალი სამდღიანია და ის 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

„თვინ თაუერსი“ – გონიოში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

დღეს, 7 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად  ახალი სასტუმრო კომპლექსის – „თვინ თაუერსის“ მშენებლობის გახსნას დაესწრო. მშენებლობას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოღვაწე კომპანია “გრინ ვალეი დეველოპმენტი” ახორციელებს.

ბათუმში განსახორციელებელი პროექტი მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, რომლის საერთო მოცულობა 74000 მ.კვ. შეადგენს და ორ ოცდარვა და ერთ ოცსართულიან ნაგებობას ითვალისწინებს. კომპლექსში განთავსდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რეგიონში, სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონა, ზღვისპირა რესტორნები და კაფე-ბარები, შიდა და გარეავტოსადგომი.

პროექტის საერთო ინვესტიცია 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მშენებლობა 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.

ზურაბ პატარაძე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის გახსნას დაესწრო. აჭარის მთავრობის ფოტო
ზურაბ პატარაძე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის გახსნას დაესწრო. აჭარის მთავრობის ფოტო

ბათუმის მერია 800 ათასი ლარით სათვალთვალო კამერებს ყიდულობს

ბათუმის მერიამ საბიუჯეტო ცვლილებების დროს თანხა გამოყო ვიდეოსათვალთვალო კამერების შესაძენად. მერიის ინფორმაციით, მთლიანობაში 223 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა უნდა შეიძინონ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 830 500 ლარი დაიხარჯება.

როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, არჩილ ვანაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პირველ ეტაპზე 150 ვიდეოსათვალთვალო კამერის შესყიდვაა დაგეგმილი.

„შს სამინისტროდან იყო წერილი შემოსული, თუ რომელი მომწოდებლებისგან, როგორი პარამეტრებით უნდა მოხდეს კამერების შესყიდვა, იმიტომ, რომ შემდეგ ეს კამერები ვიდეოსათვალთვალო კამერების ერთიან ქსელში უნდა ჩაერთოს.

პირველ ეტაპზე ვაპირებთ 150 სელექციური რადარის შესყიდვას, რისთვისაც 538 500 ლარია გამოყოფილი, დანარჩენის შესყიდვა მოხდება შემდგომ ეტაპებზე,“-გვეუბნება ის.

არჩილ ვანაძის თქმით, ვიდეოსათვალთვალო კამერების მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მერიამ საბიუჯეტო ცვლილებების დროს საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინა, სულ დაგეგმილია 24 სელექციური რადარის, 145 ზოგადი ხედის, 29 სახის ამომცნობი და 25 მართვადი ვიდეოკამერის შესყიდვა.

როგორც მერიაში გვითხრეს, აღნიშნული ვიდეოთვალები ქალაქის მასშტაბით განთავსდება, თუმცა ამ დროისთვის ვიდეოსათვალთავალო კამერების განთავსების ადგილები დაზუსტებული არ არის.

 

მოსამართლე სუს-ის წარმომადგენელს: ერთია ტერორიზმი და მეორე – ადამიანის უფლებები

„ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ცალ-ცალკე არსებობდა ორგანო, რომელიც ფარულ მოსმენებს ახორციელებდა და დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ეს ორი უწყება გაერთიანდა და ამის მიზეზი იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა,“ – ასე უპასუხა სუს-ის წარმომადგენელმა, ბექა ზეგარდელმა მოსამართლე მანანა კობახიძის შეკითხვას საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განაგრძობს 326 მოსარჩელის სარჩელის განხილვაზე განმწესრიგებელ სხდომას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ ჩამოყალიბებული ახალი უწყება – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ისევ სუს-ს ექვემდებარება და უკანონო მოსმენები გრძელდება.

„ერთია ტერორიზმი და მეორე – ადამიანის უფლებები. იქნებ ის გვითხრათ, რატომ არის აუცილებელი ეს უწყება საქართველოში სუს-ს ექვემდებარებოდეს,“ – მიმართა სუს-ის წარმომადგენელს ზაზა თავაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ბექა ზეგარდელმა ისევ საერთაშორისო პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ უწყება, რომელიც უსაფრთხოებას იცავს, „ქვეყნის ხერხემალია“.

„იქნებ შეეშვათ ამ საერთაშორისო პრაქტიკას, – უთხრა სუს-ის წარმომადგენელს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ, –  ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება [იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება], სადაც წერია, რომ უწყება, რომელიც ფარულ მოსმენებს ახორციელებს, არ უნდა იყოს სუს-ის დაქვემდებარებაში. პარლამენტს უნდა შეესრულებია ეს გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ თქვენ წარმოადგენთ სუს-ის პოზიციას, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, შინაარსობრივად ხომ არ მივიღეთ იგივე უწყება, რაც მანამდე დეპარტამენტის სახით გვქონდა?“

მოსამართლეს სუს-ის წარმომადგენელმა კითხვა დაუბრუნა: „ვთქვათ, სუს-ის დაქვემდებარებიდან ეს უწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასულიყო, ასე შესრულდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება?… მთავარი არის არა ის, თუ ვის დაქვემდებარებაშია სააგენტო, არამედ ის, რომ რეალურად მას დამოუკიდებლად მუშაობის საკანონმდებლო გარანტიები აქვს“, – აღნიშნა ბექა ზეგარდელმა.

მოსამართლეებმა სუს-ის წარმომადგენლეს ასევე hკითხეს სუს-ის გენერალური ინსპექციის შესახებ, რომელსაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ცალკეულ თანამშრომლებზე დასკვნის დადება შეუძლია. ბექა ზეგარდელის განმარტებით, მართალია, გენერალური ინსპექცია სუს-ის სტრუქტურაა, მაგრამ მის მიერ მომზადებულ დასკვნაზე საბოლოო გადაწყვეტილება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს.

„თუ სააგენტოს უფროსს მოკვლევის ხარისხი არ აკმაყოფილებს, შეუძლია თვითონ გამოიკვლიოს?“- იკითხა მოსამართლე მერაბ ტურავამ.

„პრაქტიკულადაც ასე ხდება. ყოფილა შემთხვევა, როცა გენერალური ინსპექციის დასკვნის შემდეგ, დეპარტამენტის უფროსს ინფორმაცია მოუკვლევია და განსხვავებული შედეგი დადებულა. გენინსპექციის დასკვნას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს,“ – უპასუხა მოსამართლეს ბექა ზეგარდელმა.

დისკუსიაში მოსამართლე ირინე იმერლიშვილი ჩაერთო: „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელს აქვს რაიმე მექანიზმი, გადაამოწმოს გენერალური ინსპექციის მიერ დარღვევების დაფიქსირება რამდენად სამართლიანად მოხდა?“ კითხვას სუს-ის წარმომადგენლემა მოკლედ უპასუხა: „ორი გენერალური ინსპექცია ერთ სამსახურს ვერ ეყოლება“.

მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა სუს-ის წარმომადგენელს შეახსენა, რომ გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის უფროსი სუს-ის უფროსია და ამ რგოლის მეშვეობით შესაძლოა სუს-მა სააგენტოზე ზეგავლენა მოახდინოს.

„მთავარია, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას. გენერალურმა ინსპექციამ შესაძლოა დადოს დასკვნა, მაგრამ გადაწყვეტილება ვინმეს გათავისუფლებაზე სააგენტოს უფროსმა უნდა მიიღოს“, – აღნიშნა სუს-ის წარმომადგენელმა, ბექა ზეგარდელმა.

„ვინ და რატომ გადაწყვიტა ასეთი არქიტექტურით ყოფილიყო ეს ახალი სააგენტო წარმოდგენილი?“ – ეს შეკითხვა მოსამართლე მანანა კობახიძემ დასვა. მოსამართლეს და ყოფილ პარლამენტარს სუს-ს წარმომადგენელმა უპასუხა: „ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩართულები ვიყავით, მაგრამ პარლამენტს აქვს ყველაზე დიდი წილი ამ კანონპროექტის შემუშავებაში…“

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჯერად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისნპექტორის პოზიციას მოისმენს.

 

 

 

ვერცხლის 5-ლარიანი 60 ლარად – ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს ყიდის

7 ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაციას იწყებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტა, რომლის გამოშვების რაოდენობა 1500 ცალია, იაპონიის ზარაფხანაში (Japan Mint) მოიჭრა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 60 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში [მის: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N72], ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

5-ლარიანი მონეტა

„აღნიშნული მონეტის გამოშვებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება 2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში დაგეგმილ ღვინის საერთაშორისო გამოფენას, სადაც საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მევენახეობა – მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარი მასპინძელია,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

მოსამართლეები სუს-ის წარმომადგენელს უსმენენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, ბექა ზეგარდელი, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კითხვებს პასუხობს. სასამართლო 326 მოქალაქის სარჩელს განიხილავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სუს-ს ისევ აქვს თითოეული ჩვენგანის უკანონოდ მოსმენის უფლება და შესაძლებლობა ნებისმიერ დროს.

ბექა ზეგარდელს მაშინვე შეაწყვეტინა სიტყვა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა, როცა მან ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს უფროსის დანიშვნის ახალი წესის დემოკრატიულობაზე დაიწყო ლაპარაკი. ეს სააგენტო პარლამენტის გადაწყვეტილებით 30 მარტიდან გვისმენს. ახალი უწყება ანგარიშვალდებულია სუს-ის უფროსთან, თუმცა სუს-ის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ამ უწყების ხელმძღვანელს სპეციალური კომისია შეარჩევს სუს-ის უფროსის წარდგენით. კომისია შერჩეულ კანდიდატს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს დასანიშნად. პროცესი შეიძლება განუსაზღვრელად გაგრძელდეს, თუკი კომისია სუს-ის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან სასურველს ვერ შეარჩევს.

“იქნებ იმაზეც გაამახვილოთ ყურადღება, ვინ შეარჩევს პარლამენტის წარმომადგენელს, ვინც ამ კომისიაში იქნება”, – მიმართა სუს-ის წარმომადგენელს მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

“მოგეხსენებათ, უმრავლესობით ხდება გადაწყვეტილების მიღება,”- თქვა ბექა ზეგარდელმა.

მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა იკითხა: “არის კი ეს ის ორგანო, რომელიც ამდენად უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებზე?”.

სუს-ის წარმომადგენელმა კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო თავისი არსით აღმასრულებელი ორგანოა. “მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რა იყო და რა არის ახლა. კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ, კომისია არჩევს ამ ორგანოს უფროსს და არა სუს-ის უფროსი, როგორც აქამდე ხდებოდა. სიტუაცია არის რადიკალურად შეცვლილი,” – დასძინა ბექა ზეგარდელმა.

სუს-ის წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა სააგენტოს უფროსის გათავისუფლების შესაძლებლობაზე არაჯეროვანი მუშაობის დროს. იურისტის თქმით, აქაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პრემიერ-მინისტრს შეუძლია.

მოსამართლეებს კითხვები ამ ნაწილშიც გაუჩნდათ.

გიორგი კვერენჩხილაძე: “პრემიერს აქვს უფლება სუს-ის გარეშე გაათავისუფლოს, ან როცა სუს-ი მას კანდიდატს წარუდგენს, არ დანიშნოს?”

ირინე იმერლიშვილი: “სად შეიძლება პრემიერმა გადაამოწმოს, ასრულებს თუ არა სააგენტოს უფროსი უფლებამოსილებას არაჯეროვნად, თუ არა სუს-ის უფროსთან?”

“პრემიერს შეუძლია უშუალოდ დაიბაროს სააგენტოს უფროსი და გაესაუბროს,” – უპასუხა მოსამართლეს სუს-ის წარმომადგენელმა.

წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლე მანანა კობახიძე დაინტერესდა, როგორ დაადგენდა სუს-ის უფროსი, ასრულებდა თუ არა თავის საქმეს ჯეროვნად სააგენტოს უფროსი.

“მოუსმენს, მანანა, მოუსმენს”, – იხუმრა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა.

 

 

ავტომანქანებში ნაჩუქარი BMW არ ფიგურირებს – საწვავის ხარჯი უმაღლეს საბჭოში

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა და ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ოქუაშვილმა, BMW X1-ის მარკის ავტომობილი აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე წლის 7 ივნისს გადასცა. როგორც მაშინ ოქუაშვილმა განმარტა, ავტომობილი კონკრეტულად დეპუტატ ცოტნე ანანიძის საჩუქარი იყო.

უმაღლესი საბჭოს იმ ავტომანქანების ჩამონათვალში, რომლებზეც მიმდინარე წლის ივნისის თვეში საწვავი გაიცა, ნაჩუქარი ავტომობილი არ ფიგურირებს. სატრანსპორტო საშუალებათა მართვისა და ექსპლუატაციის განყოფილების უფროსის, პლატონ მანჯგალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომანქანა უმაღლეს საბჭოსთვის ოფიციალურად გადაცემული არ არის: „ეს მანქანა პრაქტიკულად არ გვყავს. შესაბამისად, როცა მოხდება გადმოცემა, შემდეგ ავიყვანთ ბალანსზეც და აისახება საწვავის ხარჯშიც, ალბათ მომავალ თვეში“.

უმაღლესი საბჭოს მონაცემებით, ივნისის თვეში საწვავი არც ცოტნე ანანიძის სახელზე გაცემულა. ავტომანქანების ნუსხაში კი არც ის ავტომანქანაა [MAL 977], რომელიც ცოტნე ანანიძეს მაისის თვეში ემსახურებოდა. პლატონ მანჯგალაძის თქმით, ეს მანქანა ქირავნობით იყო აყვანილი დროებით, 20-25 დღე, ივნისის თვეში კი, ცოტნე ანანიძეს ავტომანქანა არ ემსახურებოდა.

უმაღლესი საბჭოს ავტოპარკში ახალი ავტომობილი გამოჩნდა – სახელმწიფო ნომრით: SP819CO, რომელიც ივნისში უმაღლესი საბჭოს წევრს, ვლადიმერ მგალობლიშვილს ემსახურებოდა. საბჭოს ინფორმაციით, მოხდა ავტომანქანების შეცვლა. მანქანა – სახ.ნომრით SCA 505, რომელიც ვლადიმელ მგალობლიშვილს ემსახურებოდა, გადაეცა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელმაც საბჭოს გადმოსცა სხვა მანქანა – სახ.ნომრით: SP819CO. ვლადიმერ მგალობლიშვილი უმაღლესი საბჭოს წევრობამდე ამ სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო.

უმაღლეს საბჭოში საგრძნობლადაა შემცირებული საწვავის ხარჯი ივნისის თვეში იმ ორ ავტომანქანაზე, რომლებიც საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს ემსახურება [ივნისის თვეში ამ ავტომანქანებზე გახარჯულია 510,95 ლიტრი საწვავი, რაც 289 ლიტრით ნაკლებია მაისში გახარჯულ საწვავთან შედარებით]. თუმცა, საბჭოს წევრებს შორის, ვის სახელზეც საწვავი გაიცა ივნისში, თავმჯდომარე კვლავ ლიდერობს.

თავმჯდომარის შემდეგ ყველაზე მეტი საწვავი ივნისის თვეში კვლავ გახარჯული აქვთ  ვლადიმერ მგალობლიშვილს, ირაკლი ჭეიშვილს და მერაბ კარანაძეს – 400-400 ლიტრი თითოეულს. თითქმის ამდენივე საწვავი აქვთ გახარჯული: დავით ბაციკაძეს – 399,98 ლიტრი; ელგუჯა ბაგრატიონს – 399,01 ლიტრი [უმაღლეს საბჭოში საწვავის ლიმიტი თვეში 400 ლიტრია].

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის გახარჯული ჰქონდა დავით ბაციკაძეს. „გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – უთხრა მაშინ „ბათუმელებს“ დავით ბაციკაძემ.  თუმცა, იმავე ავტომანქანამ, რომელიც დავით ბაციკაძეს ემსახურება, 399.93 ლიტრი აპრილის თვეში, 399,98 ლიტრი მაისის თვეში გახარჯა. ბაციკაძემ განაცხადა, რომ ავტომანქანა, რომელიც მას ემსახურება შეკეთდა, მაისში საწვავის ხარჯის ოდენობა კი იმით ახსნა, რომ იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში:  „მიმდინარე თვის ბოლოს მოიკითხეთ და ნახეთ რამდენი იქნება ხარჯი“. „მიმდინარე თვის“, ანუ ივნისის ბოლოს კი დავით ბაციკაძის სახელზე უმაღლეს საბჭოში ზუსტად იმდენივე საწვავია გაცემული, რამდენიც მაისის თვეში [399,98 ლიტრი].

ივნისის თვეში საბჭოს წევრებს შორის ყველაზე ნაკლები საწვავი ნინო ჩხეტიას სახელზეა გამოწერილი – 205,47 ლიტრი.

გარდა იმ ავტომანქანებისა, რომლებიც დეპუტატებს პერსონალურად ემსახურება, უმაღლეს საბჭოში არის 4 მორიგე ავტომანქანა, რომლებზეც ივნისის თვეში გაცემულია 1390,11 ლიტრი საწვავი, რაც 34 ლიტრით მეტია მაისის თვესთან შედარებით.

მიმდინარე წელს ყველაზე მეტი საწვავი – 6013,48 ლიტრი – უმაღლესმა საბჭომ მაისის თვეში გახარჯა.

საწვავი ივნისი

IMG_0425-Copy-e1496860338334 (1)
უმაღლესი საბჭოსთვის ნაჩუქარი ავტომობილი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ნიუ დენტ XXI“ – კლინიკა, რომლის პრიორიტეტი მაღალი ხარისხი და მისაღები ფასია

სტომატოლოგიური კლინიკა „ნიუ დენტ XXI“ ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #68-ში მდებარეობს. კლინიკა გაიხსნა 2009 წელს და დაარსების დღიდან ვზრუნავთ, ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე, ევროპული ხარისხის სერვისები.

სტომატოლოგია მედიცინის ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ სტომატოლოგიის თანამედროვე მიღწევებს, გავდივართ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მუდმივად ვართ სიახლეების ძიებაში.

კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით, გვაქვს Cerec Premium-ი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რამდენიმე საათში დამზადდეს კერამიკული ვინირები, გვირგვინები, ხიდები, კერამიკული ჩანართები არაპირდაპირი რესტავრაციისათვის, აგრეთვე ინდივიდუალური აბატმენტები იმპლანტაციის შემთხვევაში.

ჩვენთან, ერთ სივრცეში, კლინიკიდან გაუსვლელად, შესაძლებელია ისარგებლოთ თერაპევტის, ორთოპედის, ორთოდონტის, ბავშვთა ექიმის, ყბასახის ქირურგისა და იმპლანტოლოგის უფასო კონსულტაციით; ჩაიტაროთ კომპიუტერული გამოკვლევა 2D (ორთოპანტომოგრამა) და 3D (კომპიუტერული ტომოგრაფია), ასევე შეიძლება მოხდეს იმპლანტაციის გეგმარება 3D ფორმატში.

დენტალური იმპლანტაცია არის მკურნალობის საუკეთესო საშუალება სრული ან ნაწილობრივი ადენტიის [კბილების არარსებობის] შემთხვევაში.

ჩვენთან ფასი ყველა კატეგორიის პაციენტზეა გათვლილი. ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და მიიღოს შესაბამისი მომსახურება, ისარგებლოს სადაზღვევო პაკეტით. კლინიკაში მოქმედებს უპროცენტო განვადება.

უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, პროფესიონალების გუნდი და ხელმისაწვდომი ფასი – „ნიუ დენტ XXI“-ის საფირმო ნიშანია.

IMG_0017

უნდა გვახსოვდეს, რომ დროული მკურნალობის შედეგი ჯანმრთელი ღიმილია!

ეწვიეთ „ნიუ დენტ XXI“-ის გვერს ფეისბუქზე – New Dent XXI – ღიმილის საამქრო და თავად ნახეთ, როგორ აფასებენ კლინიკას მადლიერი პაციენტები.

არ გადადოთ ვიზიტი სტომატოლოგთან, დარეკეთ დღესვე:

577 21 00 04 , 577 21 00 44

მისამართი: ბათუმი, 26 მაისის ქუჩა #68.

IMG_0005

IMG_0045

 

ბათუმში კვირამდე იწვიმებს

დღეს და ხვალ აჭარაში უმეტესად წვიმიანი ამინდი იქნება – ამბობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. სინოპტიკოსების ცნობით, გამოდარებას ბათუმში 9 ივლისიდან უნდა ველოდოთ.

„დღეს შენარჩუნდება ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, ელვა და ჭექა, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 22-27 გრადუსი, ღამით – 16-21 გრადუსი.  მთაში: ღამით 10-15 გრადუსი, დღისით – 15-20 გრადუსი. ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსი იქნება. ზღვაზე იქნება ღელვა სამიო-ოთხი ბალი“ – გვითხრეს ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ორშაბათიდან, 10 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით, ბათუმში ღრუბლიანი, უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი 28-31 გრადუსი იქნება.

გონიოში მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 7 ივლისს, დილის რვის ნახევარზე სამაშველო სამსახურმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვა.

„მესამე დღეა უკვე, რაც მას ვეძებდით. მაშველებმა დილის სამ საათზე განაახლეს დღეს ძებნა. გუშინწინ საღამოს 9 საათიდან მოყოლებული ვეძებდით თითქმის უწყვეტ რეჟიმში, მიუხედავად შტორმისა. სამუშაოები წყდებოდა სულ რამდენიმე საათით, ღამე“ – უთხრეს „ბათუმელებს“ პრესსამსახურში.

უკვე მეოთხე დღეა მაშველები ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებენ 44 წლის კობა ბაკურიძეს, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ივლისს შევიდა ზღვაში საბანაოდ.

ამავე თემაზე: 

მაშველის მოწოდება: ვიდრე თეთრ ალმებს არ დაინახავთ, ნუ შეხვალთ ზღვაში 

რა პრობლემებზე ესაუბრნენ პატიმრები ცოტნე ანანიძეს

„მთავარი პრობლემა, რაზეც პატიმრები საუბრობენ, არის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება,“ – უთხრა ბათუმის ციხიდან გამოსულმა ცოტნე ანანიძემ „ბათუმელებს“. აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის შეხვედრა პატიმრებთან რამდენიმე საათს გაგრძელდა. ცოტნე ანანიძე დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შევიდა.

ცოტნე ანანიძის თქმით, იგი ბათუმის ციხის მთავარ ექიმსაც შეხვდა: „მითხრა, რომ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ პატიმრებს. ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ მაქსიმალურად სრულფასოვანი, დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ პატიმრების ჩივილებზე,“ – ამბობს ცოტნე ანანიძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს კითხვები აქვს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან. პატიმრებმა მას უთხრეს, რომ სადამსჯელო ღონისძიების გამოყენება ხშირად უსამართლოდ ხდება, მაგალითად, ტელეფონზე საუბრის შეზღუდვა. ცოტნე ანანიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რაც პატიმარს კონკრეტულ უფლებას უზღუდავს, უნდა იყოს სამართლიანი და ამ თემაზე ის შეხვედრას სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებთან აპირებს.

ცოტნე ანანიძე საუბრობს დადებით ტენდენციებზეც: „როცა პატიმარი ვიყავი, საკნები ძალიან გადატვირთული იყო პატიმრებით. ახლა როცა შევედი ციხეში, პირველად ამან მიიქცია ჩემი ყურადღება, საერთოდ გადატვირთულობაზე საუბარი ზედმეტია. მთლიანად დავათვალიერე ციხის ინფრასტრუქტურა. უკვე მოეწყო პირადი პაემნების ოთახი. პატიმრებს შეუძლიათ დროის გარკვეულ მონაკვეთში შეხვდნენ საკუთარი ოჯახის წევრებს და მათთან განმარტოებით ერთი დღე-ღამე გაატარონ. რაც მთავარია, არც ერთი პატიმარი აღარ საუბრობს ცემასა და არაჰუმანურ დამოკიდებულებაზე“.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე შეხვდა იმ პატიმრებსაც, ვინც ციხიდან წერილი გამოაგზავნეს და აღნიშნეს, რომ ცოტნე ანანიძე მათი პრობლემებით არ ინტერესდება. დეპუტატის თქმით, ზოგიერთი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი, რამდენიმე მათგანის შესახებ კი, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ისაუბრებს.

ცოტნე ანანიძე ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს 30 პატიმარს ესაუბრა.

ბანაობა შტორმის დროს [ფოტო]

იმის მიუხედავად, რომ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია და ბანაობა აკრძალულია, ბათუმის სანაპირო ზოლში მობანავეს ბევრს ნახავთ. მაშველები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ იბანაონ, ვიდრე სამაშველო კოშკებზე მაშველები თეთრ ალმებს არ გადმოკიდებენ. ბათუმის სანაპირო ზოლზე დღეს მთელი დღე წითელი ალმებია აღმართული.

IMG_20170706_174816

IMG_20170706_174838

IMG_20170706_174924

IMG_20170706_175054

IMG_20170706_175238

IMG_20170706_175250

 

IMG_20170706_181039

IMG_20170706_175403

IMG_20170706_181248

 

 

ბსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარის არჩევნები. თვითმმართველობის 92 წევრიდან სხდომას 82 ესწრებოდა.

სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარედ ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი, ზურაბ პაპუნიძე აირჩიეს.

ზურაბ პაპუნიძის კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე ერთადერთი იყო. მან 69 ხმა მიიღო. კენჭისყრაში სულ 76 სტუდენტი მონაწილეობდა, 7 ბიულეტენი გაბათილდა.

თავმჯდომარის ასარჩევად ხმათა უმრავლესობა იყო საჭირო.

 

გამოხატვის თავისუფლება აჭარაში [ვიდეო]

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ მომზადებული სიუჟეტი, იმის შესახებ თუ როგორ იყენებს გამოხატვის თავისუფლებას საზოგადოება და როდის ცდება ეს უფლება საზღვრებს.

სიუჟეტი, რომელიც აჭარაში სხვადასხვა დროს განვითარებული მოვლენებისა და ფაქტების შეფასებებს მოიცავს, ხელმისაწვდომია სმენადაქვეითებული მაყურებლებისთვისაც ჟესტური ენის თარგმანით.

სიუჟეტი მომზადებულია პროექტის “დემოკრატიული იდეების განვითარება” ფარგლებში, NED-ის მხარდაჭერით.

სიუჟეტის ავტორი: სალომე ფუტკარაძე.

ქედის გამგეობა ავტომანქანების სარეცხ დანადგარს ყიდულობს

ქედის გამგეობამ მის ბალანსზე არსებულ შპს „ქედის კომუნალურსერვისს“  ავტომობილის გამრეცხავი სპეციალური დანადგარის – „კერხელის“  შესაძენად 2 500 ლარი გამოუყო.

ქედის გამგეობაში განმარტავენ, რომ შპს „ქედის კომუნალურსერვისი“  სოფლებიდან ნარჩენების გამოტანას უზრუნველყოფს, შესაბამისად ავტომობილს ყოველდღიური გარეცხვა სჭირდება, რაც გაცილებით მეტ თანხას მოითხოვს.

კითხვაზე – გამოიყენებს თუ არა მუნიციპალიტეტი მის ბალანსზე არსებული ავტომობილების გასარეცხად იმ დანადგარს, რომელსაც შპს-ს დროებით სარგებლობაში გადასცემენ? ქედის გამგებელი, დავით დუმბაძე პასუხობს:

„ვფიქრობ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილებიც უნდა გაირეცხოს, ჩვენ ავტომობილის გარეცხვაში სახელმწიფო თანხას ვერ ვიხდით, ამ კუთხით ბიუჯეტში თანხა არ არის გაწერილი, ამიტომაც უკეთესია ეს სერვისი ჩვენ მოვაწყოთ“.

ყოფილი კომბინატის სოციალურ სახლად გადაკეთებაში ქედის გამგეობა ნახევარ მილიონს დახარჯავს

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში სოციალური სახლი მოეწყობა. ყოფილი კომბინატის ორსართულიანი შენობის სოციალურ სახლად გადასაკეთებლად ქედის გამგეობამ 545 070 ლარი გამოყო.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, არსებული შენობის ფართობი შენარჩუნდება, საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდება და სოციალურ სახლად ქცეულ ყოფილ კომბინატის შენობაში, საცხოვრებელ ფართობს უსახლკარო სტატუსის მქონე რვა ოჯახი მიიღებს. ბინას აქ ის ორი ოჯახიც მიიღებს, რომლებიც ქედის გამგეობამ ცენტრალური მაგისტრალის გაფართოვების მიზნით უნდა აასახლოს.

„ქედის ცენტრთან შემოსასვლელი საავტომობილო მაგისტრალი ვიწროა, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს, გზის გაფართოების პროექტი დამუშავების ეტაპზეა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაფართოებას იმ პირობით განახორციელებს, რომ გზასთან ახლოს მცხოვრებ ორ ოჯახს გზის გაფართოვების მიზნით გავასახლებთ… ასევე, სოფელ დოლოგანში, ძველი სკოლის  ავარიულ შენობაში, უსახლკარო სტატუსის მქონე ორი ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც ბინებს სოციალურ სახლში მივცემთ. ამ ორ ოჯახთან ერთად ქედაში მცხოვრები კიდევ ექვსი უსახლკარო ოჯახი მიიღებს ბინებს ამ სახლში,“ – აცხადებს დავით დუმბაძე.

ქედა, ავარიული სახლი სოფელ დოლოგანში, სადაც უსახლკარო სტატუსის მქონე ორი ოჯახი ცხოვრობს
ქედა, ავარიული სახლი სოფელ დოლოგანში,
სადაც უსახლკარო სტატუსის მქონე ორი ოჯახი ცხოვრობს

 

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ვიდეოკამერებს დაამატებენ

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ დოლოგნიდან ცხმორისამდე, დამატებით შვიდ ვიდეოკამერას დაამონტაჟებენ. კამერები ერთიან ბაზაში ჩაერთვება. ვიდეოკამერების დამონტაჟებასა და ახალი და არსებული კამერების ერთ ბაზაში მოსაქცევად, ქედის გამგეობამ ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარი გამოყო.

„ვიდეოკამერები დაყენებული გვაქვს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე, ქედაში შემოსასვლელთან, სოფელ ევგენიძეებიდან ცხმორისის ჩათვლით მონაკვეთში; ვიდეოკამერებია დაყენებული დაბებშიც. გამოყოფილი თანხით არსებული ვიდეოკამერების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით უზრუნველყოფა, ახალი კამერების მონტაჟი და მათი ერთიან  სისტემაში მოქცევა იგეგმება,“ – ამბობს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე.

გამგებლის ინფორმაციით, ვიდეოკამერები ქედაში, იმ ტერიტორიებზე განთავსდება, სადაც ტურისტები ხშირად არიან. კამერების განსათავსებელი ზუსტი ლოკაციები კი შსს-მ შეარჩია.

მაშველის მოწოდება: ვიდრე თეთრ ალმებს არ დაინახავთ, ნუ შეხვალთ ზღვაში

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ზღვაში გაუჩინარებულ ორ მამაკაცს. სამაშველო სამუშაოებს შტორმი ართულებს. შტორმის დროს მაშველებმა გუშინ, 5 ივლისს, 20 დამსვენებლის გადარჩენა მოახერხეს.

რატომ შედიან ადამიანები შტორმის დროს ზღვაში საბანაოდ და რა მექანიზმი აქვთ მაშველებს, რომ მათ ამ დროს ბანაობა შეუზღუდონ? – „ბათუმელელები“ მამუკა თურმანიძეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ესაუბრა.

მამუკა თურმანიძე
მამუკა თურმანიძე

„შავი ზღვის აკვატორიაში გუშინ ფიქსირდებოდა 5 ბალი შტორმი. პლაჟზე განთავსებულ კოშკურებზე ყველგან აღმართული იყო წითელი ალმები. ამის მიუხედავად, მაინც შევიდნენ ადამიანები ზღვაში საბანაოდ. მაშველებმა სიცოცხლის ფასად მოახერხეს 20 დამსვენებლის გადარჩენა, მათ შორის, ჩვენდა სამწუხაროდ 18 დამსვენებელი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. არა მხოლოდ ხუთბალიან შტრომში, არამედ წყნარ ზღვაშიც კი იკრძალება ნასვამ მდგომარეობაში შესვლა,“ – გვიყვება მამუკა თურმანიძე.

სიმთვრალეს მაშველები მთავარ ფაქტორად ასახელებენ, რაც ზღვაში ბანაობის დროს კრიტიკულ სიტუაციას ქმნის. მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ „უდისციპლინო დამსვენებელი“ უქმნის პრობლემას, პირველ რიგში, საკუთარ სიცოცხლეს. პირადი გამოცდილების მიხედვით ამატებს მეორე მიზეზსაც – გამოუცდელობა.

„ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ კარგად იციან ცურვა. როცა ცხადდება ამინდის პროგნოზი და დღეს უმეტესად ზუსტია ეს პროგნოზები და წითელი ალამია აღმართული, არ უნდა შეხვიდე ზღვაში. ხვალაც შტორმი იქნება ზღვაზე. ამიტომ თქვენი მედიასაშუალებითაც მინდა მოვუწოდო დამსვენებლებს, რომ არ შევიდნენ ზღვაში საბანაოდ, ვიდრე თეთრ ალმებს არ დაინახავენ,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის განმარტებით, მაშველებს საქნციების გამოყენების უფლება არ აქვთ, თუმცა „მათ შეუძლიათ გამოიძახონ საპატრულო პოლიცია, თუკი შეამჩნევენ, რომ დამსვენებელი აშკარად ნასვამია და გაფრთხილების მიუხედავად, მაინც ცდილობს ზღვაში შესვლას. ასეთი შემთვხვევა წელს არ გვქონია,“ – ამატებს მამუკა თურმანიძე.

მისივე თქმით, მიმდინარე სეზონზე ბათუმის სანაპირო ზოლში ორი უბედური შემთხვევა დაფიქსირდა. 29 ივნისს 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. მამუკა თურმანიძის განმარტებით, მოზარდი მდინარეში იყო საბანაოდ შესული.

წუხელ ზღვაში გაუჩინარებული 25 წლის მამაკაცის ძებნა დილის 6 საათიდან განაახლა ორმა სწრაფმავალმა კატარღამ გონიოში. მუშაობენ მყვინთავებიც. უკვე მეოთხე დღეა გრძელდება კობა ბაკურიძის ძებნა ორი სწრაფმავალი სკუტერის და ერთი კატარღის მეშვეობით.

ბათუმის პლაჟი / წითელი ალამი - ბანაობა აკრძალულია / 6.07.2017
ბათუმის პლაჟი / წითელი ალამი – ბანაობა აკრძალულია / 6.07.2017

ბათუმში ორწლინახევრის ბავშვი შენობიდან გადმოვარდა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 5 ივლისს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კერძო სახლის მეორე სართულიდან ორწლინახევრის ბავშვი გადმოვარდა.

როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, ბავშვს ქვემო კიდური აქვს მოტეხილი, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

დაზიანებული ბავშვი ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

დეპუტატ ცოტნე ანანიძეს ბათუმის ციხეში პატიმრებთან შესვლის უფლება მისცეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე დღეს, 6 ივლისს, ბათუმის ციხეში პატიმრებს მოინახულებს. დღემდე პატიმრებმა არაერთხელ ითხოვეს ცოტნე ანანიძესთან შეხვედრა, თუმცა უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის ცოტნე ანანიძე იქ შესვლას ვერ ახერხებდნენ.

კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან,“ – გვწერდნენ ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმრები. ისინი აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ცოტნე ანანიძე ყოფილი პოლიტიკური პატიმარია და მას განსაკუთრებით უნდა ესმოდეს ციხეში არსებული პრობლემები.

უმაღლესი საბჭოს წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლება არ აქვთ. ამისთვის მათ ნებართვა სასჯელაღსრულების სამინისტროსგან უნდა მიიღონ. უმაღლესმა საბჭომ ამ უწყებისგან ნებართვა ამჯერად მიიღო.

„12 საათზე შევდივარ მე-3 დაწესებულებაში. იქედან როდის გამოვალ, ჯერ არ ვიცი,“ – გვითხრა ცოტნე ანანიძემ.

ამავე თემაზე:

რა ძალისხმევა გაიღო დეპუტატმა ბათუმის ციხეში შესასვლელად

წუხელ ზღვაში კიდევ ერთი, 25 წლის მამაკაცი გაუჩინარდა

აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, წუხელ, დაახლოებით 20 საათზე, ზღვაში შევიდა 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და გაუჩინარდა. შემთხვევა მოხდა გონიოში, პოლიციის საგუშაგოს მიმდებარე პლაჟზე.

სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ 5-ბალიანი შტორმის გამო ზღვაში სამუშაოები შეფერხდა. ამ უწყების ინფორმაციით, დღეს დილიდან განახლდა სამაშველო სამუშაოები – ორი კატერი და ორი მყვინთავი ეძებს გაუჩინარებულს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ასევე გრძელდება 44 წლის კობა ბაკურიძის ძებნაც. კობა ბაკურიძე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ივლისს შევიდა ზღვაში საბანაოდ. ამ დრომდე მისი ძებნაც უშედეგოდ მიმდინარეობს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შტორმი ბათუმის სანაპიროზე დღესაც შენარჩუნდება. სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული, შესაბამისად, ზღვაში შესვლა აკრძალულია.

წითელი ალამი ბათუმის პლაჟზე - ბანაობა აკრძალულია / 6.07.2017 /
წითელი ალამი ბათუმის პლაჟზე – ბანაობა აკრძალულია / 6.07.2017 /

 

ავტოავარია ქობულეთში – დაშავებული 13 წლის ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ქობულეთში ბავშვს დაეჯახა. ბავშვი ამ დროისთვის ქობულეთის რეგიონულ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე, პარკის წინ მოხდა.

“მდგომარეობა სტაბილურია, ბავშვს აღენიშნება სხვადასხვა სახის დაჟეჟილობა. მას გონება არ დაუკარგავს,”- უთხრა ქობულეთის რეგიონული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, რაულ პაქსაძემ “ბათუმელებს”.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქობულეთის რაიონული სამსახურის მენეჯერის, მანონი ბასილიძის თქმით, ბავშვს აღენიშნებოდა ღია ჭრილობა თავის არეში და სამედიცინო ბრიგადამ სხეულზე არსებული დაზიანება შეაფასა, როგორც საშუალო სიმძიმის მქონე.

დაშავებული 13 წლის ბიჭი ქობულეთში სტუმრად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

საქართველოში 724.1 ბავშვი და 660.9 პენსიონერი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 1 936 700 ქალი და 1 781 500 კაცი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯამში ქალების რაოდენობა საქართველოში კაცების რაოდენობას 155 200-ით აღემატება, 30 წლამდე ასაკის გოგონებისა და ქალების რაოდენობა, მკვეთრად ჩამორჩება ამავე ასაკის ბიჭებისა და კაცების რაოდენობას.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4 371 535 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 13 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 653 335 ადამიანით შემცირდა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქართველოში შობადობა გაიზარდა, თუმცა მიგრაციის დონე ისევ მაღალია.
საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 15 წლამდე 724 100 ადამიანი, 2 118 700 შრომისუნარიანი ასაკის ადამიანი და 660 900 პენსიონერი ცხოვრობს.

იმის გასაგებად თუ რა ასაკის, რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, იხილეთ ინფოგრაფიკა:

შუახევში მცხოვრებ შვიდ ოჯახზე გეოლოგებმა განსახლების რეკომენდაცია გასცეს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მახალაკიძეებში, ცხემლისში, ფურტიოში, წყაროთასა და კარაპეტში მცხოვრებ შვიდ ოჯახზე გეოლოგებმა საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობის რეკომენდაცია გასცეს. საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობა ცხემლისში მცხოვრები 3-ს, ხოლო ფურტიოში, წყაროთაში, კარაპეტსა და მახალაკიძეებში მცხოვრებ თითო ოჯახს სჭირდება.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, სახლების ადგილმონაცვლეობისა და საფრთხის შემცელ მიზეზებად ფურტიოსა და წყაროთაში მეწყრული პროცესები, ხოლო მახალაკიძეებში, კარაპეტსა და ცხემლისში ქვათა ცვენა სახელდება.

„ოჯახები, რომელთა საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით ადგილმონაცვლეობის გეოლოგიური დასკვნა დაიდო, დარეგისტრირდებიან ერთიან ბაზაში, რის შემდეგაც მიენიჭებათ ქულები. თუ პროგრამით გაწერილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, ისინი სახლების შესყიდვის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებიან,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

თუ ოჯახებს ალტერნატიული მიწის ნაკვეთები გააჩნიათ, ან შეიძენენ და სახლის გადატანას მოითხოვენ, შუახევის გამგეობა საკითხს განსახილველად ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნის. „კრიტიკულ შემთხვევაში გეოლოგი წერს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა, მსგავსი დასკვნა კი, ბოლო გეოლოგიური შესწავლის დროს არ გაცემულა,“- გამარტავს ზაზა ზოიძე.

შუახევის სოფლებში საცხოვრებელი სახლები და მიმდებარე ტერიტორიები გეოლოგებმა ივნისისში შეისწავლეს.

ოჯახი მეწყრის ზონიდან: ჩვენს სახლს 40-ტონიანი ქვა ემუქრება

„საიდუმლო ოთახი“ ქედის გამგეობაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის პირველ სართულზე „საიდუმლო ოთახი“ ფუნქციონირებს. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ოთახში სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო დოკუმენტები ინახება.

ქედის გამგეობა  წელს ამ ოთახის კეთილმოწყობასაც გეგმავს. „საიდუმლო ოთახის“, გამგეობის შენობაში შესასვლელი სივრცისა და საპირფარეშოს კეთილმოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარი უკვე გამოიყო.

„საიდუმლო ოთახები“ არ არის ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების გამგეობებში.

ხულოს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის აპარატის უფროსის, ალბერტ ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ ტიპის დოკუმენტებს ხულოს თვითმმართველობა კანცელარიაში, სპეციალურ სეიფში ინახავს.

რაც შეეხება შუახევის გამგეობას, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის აპარატის უფროსის, მიხეილ დავითაძის თქმით, გამგეობაში შესული საიდუმლო დოკუმენტები მის სამუშაო ოთახში, ცეცხლგამძლე კარადაში ინახება და დასძენს, რომ საიდუმლო დოკუმენტები სხვებისთვის ხელმიუწვდომელია: „არავის მიუწვდება ამ დოკუმენტებზე ხელი. ოთახს, სადაც საიდუმლო დოკუმენტები სპეციალურ ცეცხლგამძლე კარადაში ინახება, კარ-ფანჯრებზე გისოსები აქვს. სეიფის გასაღები მხოლოდ მე მაქვს. კონტრდაზვერვის სამსახური წელიწადში ერთხელ ამოწმებს ამ დოკუმენტებს“.

„შუახევობისთვის“ გამგეობა ტენდერით თეთრ ცხვარს შეისყიდის

„შუახევობა – 2017“-ზე ჭიდაობაში გამარჯვებულს შუახევის გამგეობა საჩუქრად თეთრ ცხვარს გადასცემს. სიგელ-მედლებისა და თეთრი ცხვრის შესყიდვაზე შუახევის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 372 ლარია.

შუახევის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსის, ფრიდონ დავითაძის ინფორმაციით, „შუახევობა“ ყოველწლიურად შემოდგომაზე ტარდება, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში ეთნოგრაფიული გამოფენის პარალელურად სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართება. ჭიდაობაში გამარჯვებულ ფალავანს კი ტრადიციულად, ცხვარს ჩუქნიან.

„ამ დღეს ადგილობრივი ტრადიციებს წარმოვაჩენთ, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, სოფლებიდან უხუცესი და ღვაწლმოსილი ადამიანები მოგვყავს, გამოფენის პარალელურად იმართება ფალავნობა. ჭიდაობაში გამარჯვებულ ფალავანს ტრადიციულად ცხვარს ჩუქნიდნენ, ჩვენ ამ ტრადიციას ვაგრძელებთ. ცხვრის ჩუქებას სიმბოლური და ტრადიციული დატვირთვა აქვს. ჭიდაობაში მონაწილეობის უფლება კი ნებისმიერ მოქალაქეს ექნება, ამ მხრივ არც ასაკობრივი შეზღუდვა იქნება,“ – ამბობს განათლების სამსახურის უფროსი.

ფრიდონ დავითაძის ინფორმაციით, „შუახევობა – 2017“-ის ფარგლებში გამგეობა ტრანსპორტირების მომსახურებას შეისყიდის: „სოფლებიდან უხუცესებისა და ღვაწლმოსილი მოქალაქეების გადმოსაყვანად. რაც შეეხება სუფრას, ბიუჯეტის ხარჯზე არ ვშლით“.

დეპუტატმა მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან მხოლოდ 1800 ლარი დააბრუნა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მიქელაძემ, დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გერმანიაში ყოფნის პერიოდში მის ანგარიშზე ჩარიცხული პრემია ხაზინაში დააბრუნა.

„ბრიფინგის გამართვას არ ვაპირებდი, რომ არა ჟურნალისტების და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ ამ წელს, სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი გერმანიაში, კანონის სრული დაცვით… ვიმყოფებოდი ოჯახური მიზეზების გამო, თუმცა ამ მიზეზებზე საჯაროდ საუბარი არ მსურს, რადგან ეს ჩემი პირადი საქმეა და არავის განსახილველი არ არის.

ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ შემეძინა პირველი შვილი და ჩემი მეუღლეც და შვილიც ჯანმრთელად არიან.

სწორედ ამ პერიოდში, ისე, რომ მე არ მქონდა ინფორმაცია, გარდა თანამდებობრივი სარგოსი და სადღესასწაულო დანამატისა, სამი თვის განმავლობაში პრემიის სახით დამერიცხა 1800 ლარი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დამერიცხა 1 800 ლარი და არა ის თანხები, რომელიც მედიასაშუალებებში, სამწუხაროდ, დამახინჯებულად და არასწორად ჟღერდებოდა“.

ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ბიუჯეტში პრემიის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„2017 წლის 23 ივნისს, სახელმწიფო ხაზინაში, ყოველგვარი პიარის გარეშე, გადავრიცხე აღნიშნული თანხა სრულად. რა თქმა უნდა, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ არ და ვერ დავუშვებდი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს ჰქონოდა კითხვები ჩემი საქმიანობის შესახებ“, – ამბობს ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა მუხლით დააბრუნა  ბიუჯეტში თანხა, ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ მოტივი მითითებული არ აქვს.

ირაკლი მიქელაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი
ირაკლი მიქელაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი

ბათუმის საკრებულოდან „ბათუმელებისთვის“ 28 მაისს ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი მიქელაძეს 2017 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, პრემიის სახით, მიღებული აქვს 7050 ლარი. სწორედ აქედან გამომდინარე ვკითხეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს, სად წავიდა 5 250 ლარი, თუ ეს თანხა, პრემიის სახით, ირაკლი მიქელაძეს არ მიუღია.

ლაშა სირაბიძემ თქვა, რომ ამ კითხვით მას არ უნდა მივმართოთ. ლაშა სირაბიძის პოზიციაა, რომ ამის შესახებ კითხვები ირაკლი მიქელაძეს უნდა დავუსვათ. „თუ მასეთ რაღაცას იკვლევთ, ყველაზე ცივილური გზა არის სთხოვოთ საბანკო ამონაწერი [ირაკლი მიქელაძეს]. ჩვენგან ჩარიცხული ყოველი თეთრი მიდის მისამართამდე… ამონაწერთან დაკავშირებით ამ კონკრეტული ორგანიზაციიდან გადარიცხული თანხები აისახება ბანკში. ჩვენ არც ხელზე არ გავცემთ თანხებს და არაფერი… ბატონმა ირაკლიმ ამოიღოს ამონაწერი და გაგცეთ ამაზე პასუხი. მე მეტს ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა ლაშა სირაბიძემ.

ბათუმის საკრებულოდან 2017 წლის 28 მაისს მიღებული ინფორმაცია იხილეთ ცხრილის სახით.

„ბათუმელების“ მიერ საკრებულოდან ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტის მიხედვით, ირაკლი მიქელაძეს აპრილის თვეში პრემიის სახით 3 525 ლარი ჩაერიცხა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ სცადა საკრებულოს ბუღალტერისგან მიეღო უფრო ზუსტი ინფორმაცია, თუმცა მასთან შესვლის შესაძლებლობა არ მოგვეცა.

„იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები,“- ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე – გიორგი ხიმშიაშვილმა ირაკლი მიქელაძესთან დაკავშირებული შემთხვევა.

 

 

 

როდის ჩაირთვება შადრევანი ხელოვნების მუზეუმის სკვერში

ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე,  ხელოვნების მუზეუმის სკვერში შადრევანი არ მუშაობს. შადრევნის აუზში დაგუბებული წყალი მწვანეა.

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სამსახურის უფროსის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, შადრევანი არ მუშაობს, რადგან ქალაქში ამჟამად შადრევნების პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, აღნიშნული შადრევანი ხვალიდან იფუნქციონირებს.

შადრევანი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
შადრევანი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
შადრევანი. გულნარა კაკაბაძის ფოტო
შადრევანი. გულნარა კაკაბაძის ფოტო

13 ახალი ავტომანქანა პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს აჭარაში

დღეს, 5 ივლისს, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანები აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა გადასცა.

2017 წლის პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ ჯამში 13 ავტომანქანა შეიძინა. ღონისძიებას ბათუმის ცენტრალის ტერიტორიაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დეპუტატები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ექიმები ესწრებოდნენ.

აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 43 ცენტრს მაღალი გამავლობის ავტომანქანა ბოლო სამი წლის განმავლობაში გადაეცა. სამინისტრო „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამას 2018 წელსაც განახორციელებს და აღნიშნულით დასრულდება რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის შევსება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2014 წელს, სოფლის ექიმების ადგილზე დამაგრების მიზნით, აამოქმედა ახალი პროგრამა, რაც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარის, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 150 ლარის გაცემას ითვალისწინებს. 2018 წლის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის.
nivis gadacema
Exit mobile version