ხელფასები და პრემიები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, მამუკა ახალაძეს შემოსავლის სახით წელს, 6 თვის განმავლობაში, დარიცხვით 56 150 ლარი მიუღია – რაც თვეში 9 358 ლარია.

მამუკა ახალაძის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სააგენტოს ხელმძღვანლის შემოსავალი წლის განმავლობაში 120 090 ლარი ყოფილა.

სააგენტოს დირექტორის ერთი მოადგილის 2017 წლის ექვს თვის შემოსავალი 31 394 ლარია, ხოლო მეორეს – 33 787 ლარი. ეს მოიცავს როგორც ხელფასს, ისე პრემიასა და დანამატს.

დირექტორის და მისი ორი მოადგილის შემოსავლებზე ამ წლის პირველ ექვს  თვეში ორგანიზაციის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 121 332 ლარია დახარჯული.

სააგენტოში მოადგილეებად მუშაობენ თამარ იოსელიანი და ვახტანგ მიქელაიშვილი. თამარ იოსელიანის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ამ მოხელის შემოსავლები გასულ წელს 75 061 ლარი ყოფილა.

ვახტანგ მიქელაიშვილს კი, საზღვაო ტრასნპორტის სააგენტოდან  შარშან 66 330 ლარი აქვს მიღებული.

სააგენტოში ვაკანტურია დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობა.

რიგით თანამშრომლების ხელფასებზე სააგენტოს, წელს, პირველ ექვს თვეში, 1 354 635 ლარი დაუხარჯია. სააგენტოს სულ 100 შტატი აქვს განსაზღვრული, თუმცა, როგორც უწყებაში განმარტავენ, ყველა შტატი შევსებული არ არის.

სააგენტოდან „ბათუმელებს“ ასევე მოაწოდეს ინფორმაცია ორგანიზაციის სამივლინებო ხარჯების შესახებ. წელს მივლინებით მხოლოდ სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის ორ მოადგილეს  უსარგებლიათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი სამჯერ ყოფილა მივლინებაში, რაზეც 11 603 ლარია დახარჯული ორგანიზაციის ბიუჯეტიდან. მამუკა ახალაძე აპრილის თვეში, 10 დღით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის მიწვევით იმყოფებოდა ქალაქ ვაშინგტონში (გემებისა და ნავსადგურების უშიშროების პროგრამაზე). ამ ვიზიტის ფარგლებში მამუკა ახალაძეს ბიუჯეტიდან 430 ლარი დაუხარჯია.

მაისის თვეში მამუკა ახალაძე პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონს ხუთი დღით სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი, როგორც ორგანიზაციიდან მიღებულ ინფორმაციაში წერია, EMSA-ს სათაო ოფისში, EMSA-სთან თანამშრომლობის საკითხების განხილვა და 2018 წელს  აუდიტისათვის დაგეგმილ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ყოფილა. მივლინებისთვის ორგანიზაციის ბიუჯეტიდან 2 804 ლარი გამოიყო.

დაახლოებით ერთი თვის წინ მამუკა ახალაძე 14-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც დაესწრო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) გამართულ საერთაშორისო საზღვაო სატელიტური ორგანიზაციის (IMSO) მრჩეველთა კომიტეტის 39-ე სესიას (Thirty-Ninth Session Advisory Committee) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 98-ე საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის სესიას (MARITIME SAFETY COMMITTEE 98th  SESSION). ამ ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციის ბიუჯეტიდან 8 367 ლარია დახარჯული.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) იურიდიული კომიტეტის 104-ე სხდომაზე (Legal Committee (LEG) – 104th session) დასწრებისა და NIPPON-ის ხელმძღვანელის და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრის ორგანიზების საკითხების განხილვის მიზნით, გასულ თვეში, ლონდონში იმყოფებოდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე. 5-დღიანი ვიზიტისთვის ორგანიზაციის ბიუჯეტიდან 3 727 ლარია დახარჯული.

დირექტორის მოადგილე ასევე წელს მივლინებით იმყოფებოდა ნიუ იორკსა და ლისაბონში.

სააგენტოს ბოლო თექვსმეტი თვის განმავლობაში მივლინებებში სულ 60 376 ლარი აქვს დახარჯული. აქედან 2017 წლის პირველ ექვს თვეში, – 15 756 ლარი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია თვითდაფინანსებით საქმიანობს და, ასევე, თავისი შემოსავლებიდან სოლიდური თანხები შეაქვს ბიუჯეტში.

სააგენტოს ვებგვერდზე ამ ორგანიზაციის მიზნები ასეა ჩამოყალიბებული: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო… უზრუნველყოფს საზღვაო სფეროს ორგანიზაციული და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ დანერგვას ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, რაც ძირითადად მოიცავს:

  • საქართველოს დროშით მცურავი სავაჭრო ფლოტის და საქართველოს ნავსადგურების საზღვაო უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფას;
  • ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის კოორდინაციას;
  • ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების წარმოების კოორდინაციას;
  • საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის მონიტორინგს;
  • მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
  • სტატისტიკური და სტრატეგიული მიმართულებების შემუშავებას.

 

 

 

 

ძეგლის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია ძველ ბათუმში

ბათუმში, გორგასლის ქ. N4-ში მდებარე შენობის ფასადის, აივნისა და ფარნავაზ მეფის ქ. N45-ში მდებარე შენობის აივნის რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები  საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დაიწყება.

შესაბამისი ტენდერის მიხედვით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა, დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა მომზადდეს. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციაში 3 000 ლარს გადაიხდის.

ბათუმი.
ბათუმი. გორგასალის ქ. N4 [რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა]
444444444444444

FARNAVAZ MEFIS 45
ბათუმი. ფარნავაზ მეფის ქ. N45 [ფარნავაზ მეფისა და კ. გამსახურდიას ქუჩების კვეთა]
5555555555555

 

რა შემთხვევაში ჩაერთვება მეფუტკრე სახელმწიფო პროგრამაში

მთავრობამ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ პროგრამა დაამტკიცა.  სახელმწიფო პროგრამა, როგორც მთავრობა აცხადებს, წარმოადგენს კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც საქართველოში თაფლის გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.

[yellow_box]პროგრამის მიზანია:[/yellow_box]

[checklist]

  • თაფლის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემების (ერთიანი საწარმოო ციკლის) შექმნის უზრუნველყოფა;
  • თაფლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
  • გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;
  • თაფლის საექსპორტო პოტენციალის ზრდა;
  • სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

[/checklist]

პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.

კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება მიწის ნაკვეთზე თაფლის საწარმოსათვის განკუთვნილი 550 კვ/მ შენობა-ნაგებობის აშენება და მისი აღჭურვა საოფისე ავეჯით, ინვენტარითა და შესაბამისი აღჭურვილობით:

Tafli

პროგრამის მიხედვით, თაფლის საწარმო უნდა მოიცავდეს შენობა-ნაგებობას, რომელშიც განხორციელდება თაფლის გადასამუშავებელი მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის განთავსება და სასაწყობო ფართობისა და 30 პირისათვის განკუთვნილი აუდიტორიის მოწყობა; თაფლის საწარმოს წარმადობა უნდა იყოს დღეში არანაკლებ 2 ტონა თაფლის გადამუშავება, დაფასოება და შენახვა, ასევე ერთგვაროვანი თაფლის წარმოება; სააგენტოს მიერ თაფლის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენების მიზნით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი, ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით, უვადოდ და უსასყიდლოდ სარგებლობაში უნდა გადაეცეს სააგენტოს.

[yellow_box]პროგრამაში მონაწილეობა[/yellow_box]

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის მომენტში აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

[checklist]

  • განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს ხარვეზი;
  • პრეტენდენტის მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;
  • პრეტენდენტს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში აქვს/აქვთ ჯამურად არანაკლებ 5000 სკისა, რომელიც აღრიცხულია სააგენტოს მიერ;
  • პრეტენდენტის თითოეულ მეპაიეს საკუთრებაში აქვს სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 200 სკისა;
  • არ გააჩნია მიმდინარე საგადასახადო დავალიანება;
  • პრეტენდენტ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ჩამოყალიბებულია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისაგან;
  • პრეტენდენტის გამგეობა შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისაგან, რომელთაგანაც მინიმუმ ორი წარმოადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს;
  • პრეტენდენტის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა არანაკლებ 15%-ს შეადგენენ ქალები ან/და დევნილები.

[/checklist]

რეგისტრაციისას პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • წევრთა რეესტრის ასლი;
  • პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებული სააგენტოს მიერ აღრიცხული სკების საიდენტიფიკაციო კოდები;
  • ამონაწერი სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ნოტარიულად დამტკიცებული საერთო კრების ოქმი, სადაც ასახული იქნება მეპაიეთა შეთანხმება საპაიო ფონდის მოცულობისა და საპაიო შენატანების ოდენობის შესახებ;
  • პრეტენდენტის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიე ქალთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები ან/და დევნილთა სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები.

პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საწარმოო ინფრასტრუქტურის გადაცემა მონაწილისათვის ხორციელდება მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასყიდლით, აუქციონის გარეშე.

თაფლის საწარმოს საპრივატიზებო თანხა შეადგენს საწარმოსთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობისა და აღჭურვილობის საერთო საბაზრო ღირებულების 30%-ს.

მონაწილის მიერ საპრივატიზებო თანხის გადახდა ხორციელდება 8 წლის განმავლობაში, შემდეგი წესით:

პირველ წელს საპრივატიზებო თანხის 0.5%,
მეორე წელს – 1.5%,
მესამე წელს – 3%,
მეოთხე წელს – 6%,
მეხუთე წელს – 11%,
მეექვსე წელს – 18%,
მეშვიდე წელს – 25%,
მერვე წელს – 35%.

[yellow_box]მონაწილის მიერ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები[/yellow_box]

პროგრამის განხორციელების ფარგლებში სააგენტოსა და მონაწილეს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მონაწილე ვალდებულია:

ა) დაიცვას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №714 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები;
ბ) „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №577 დადგენილების შესაბამისად, დანერგოს მიკვლევადობის სისტემა;
გ) 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვა;
დ) მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია მისი მეპაიე კოოპერატივების და/ან ამ კოოპერატივის მეპაიეების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული აღურიცხავი სკების შესახებ, რათა სააგენტოს მიერ მოხდეს მათი აღრიცხვა/რეგისტრაცია;
ე) სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ჩაერთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მიაწოდოს სააგენტოს სრული ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ;
ვ) წარუდგინოს სააგენტოს კვარტალური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი კვარტლის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა და წლიური ანგარიში ყოველი მომდევნო წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა;
ზ) 2018 წლის პირველი იანვრიდან ყოველწლიურად უზრუნველყოს სკების საწყისი რაოდენობის ზრდა არანაკლებ 10%-ით;
თ) არ დაუშვას მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საწარმოო ინფრასტრუქტურის ქვეიჯარით გაცემა ან/და უფლებით დატვირთვა ქონების სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე.

ფუტკარი 1
ფუტკარი / თედო ჯორბენაძის ფოტოები

რატომ უნდა ჯდებოდეს მეჩეთის აშენება უფრო ძვირი, ვიდრე ეკლესიის – გადასახადები და დისკრიმინაციული კანონი

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ამბავი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მაგალითად მოიყვანა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს იცავს, რომლებიც მიიჩნევენ რომ დისკრიმინაციულია კანონი, რომლითაც საგადასახადო შეღავათებით მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს.

„ბათუმში მუსლიმმა თემმა შეისყიდა მიწის ნაკვეთი. მშენებლობის ნებართვას მიიღებენ თუ არა, ჯერ ესეც უცნობია, მაგრამ თუკი მიიღებენ, მათ დამატებითი ღირებულების გადახდაც მოუწევთ, რაც 18 პროცენტს შეადგენს, ანუ მშენებლობა მუსლიმ თემს უფრო ძვირი დაუჯდება მეჩეთის, ვიდრე მართლმადიდებლებს ეკლესიის მშენებლობა დაუჯდებოდათ,“ – უთხრა მოსამართლეებს გიორგი მშვენიერაძემ.

„საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, „ქრისტეს ეკლესია“, „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, „მეშვიდე დღის ქრისტიან – ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი“, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ და „წმინდა სამების ეკლესია“ პარლამენტის წინააღმდეგ დავობს. მათი აზრით, უნდა გაუქმდეს საგადასახადო კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შეღავათს აწესებს მოგების, ქონების და დამატებითი ღირებულების გადასახადის კუთხით. 

„კონსტიტუციის მიხედვით აღმატებითი ხარისხი არ გააჩნია მართლმადიდებელ ეკლესიას. კონსტიტუციური შეთანხმება ამ სახის პრივილეგიებს არ გულისხმობს,“ – აღნიშნა მოსარჩელეების ინტერესების დამცველმა, შოთა თუთბერიძემ.

„ჩარევის ლეგიტიმური მიზანი არსებობს და ეს არის ისტორიული და არქიტექტურული ფასეულობების მქონე ტაძრების რესტავრაცია, კონსერვაცია, მათი მოხატვა… კონსტიტუციურ შეთანხმებით აღიარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში“, – თქვა პარლამენტის წარმომადგენელმა, თინათინ ერქვანიამ. სიტყვით გამოსვლამდე მან დარბაზში მყოფ ადამიანებს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს.

მოსარჩელეთა ინტერესების დამცველებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ საგადასახადო შეღავათებით საპატრიარქო მაშინაც სარგებლობს, როცა ის ახალ ეკლესიას აშენებს. „კონსტიტუციის მე-14 მუხლი იცავს თანასწორობის პრინციპს. თანასწორობის პრინციპში ჩარევა არის მიუღებელი,“ – დასძინა გიორგი მშვენიერაძემ.

„თუკი აღნიშნული ნორმა ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდება, მარტივად შესაძლებელია, შეიკრიბოს ჯგუფი, დარეგისტრირდეს, როგორც რელიგიური ორგანიზაცია და თავი აარიდოს გადასახადების გადახდას,“ – შენიშნა თინათინ ერქვანიამ, პარლამენტის ინტერესების დამცველმა.

კანონმდებლობის მიხედვით, სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც თავისუფლდებიან დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, თუკი ისინი გრანტის ფარგლებში განახორციელებენ საქმიანობას. ამ შემთხვევაში ისინი მაინც იხდიან დღგ-ს, თუმცა გადახდილი ფული 13 თვის განმავლობაში უკან უბრუნდებათ.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

 

ამავე თემაზე:

გიორგი მშვენიერაძე: განსაკუთრებული სტატუსი მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუციით არ აქვს

მოძალადეს არავინ აჩერებს

გასულ წელს ოჯახში ძალადობის კუთხით 2877 შემაკავებელი ორდერი გამოსცა სასამართლომ, წელს, აპრილამდე – 752. შესაბამისად, ამ რაოდენობის ძალადობის მსხვერპლ ქალთან ერთად, ამდენივე მოძალადე მამაკაცი ცხოვრობს. იშვიათად ან თითქმის არ ჩნდება კითხვები: ვინ არიან ისინი?  რამ აქცია მოძალადედ? რა შეაჩერებთ ან შეცვლით მათ? რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ეს ციფრები შემცირდეს? ოჯახში ძალადობაზე საუბრის დროს აქცენტი ძირითადად კეთდება მსხვერპლი ქალის რეაბილიტაციაზე. ეს ხშირად არასაკმარისი და არაეფექტურია. მოძალადე კაცები კი თავიანთ მსხვერპლებთან ერთ წრეზე ტრიალებენ.

[red_box]„გაიხსენე, დედა, როგორი ბავშვობა მქონდა მე“[/red_box]

მაისის ბოლოს ციხიდან გამოვა მინდია ქ. იგი დედისა და ბებიის არაერთხელ ცემის გამო იხდის სასჯელს.

სასამართლო განხილვების დროს მინდია მოსამართლე ირაკლი შავაძემ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა იმ პირობით, რომ ბრალდებული ცოლის მშობლებთან, სოფელში იცხოვრებდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ დროს 29 წლის მინდია ხელახლა დაესხა თავს დედას ქუჩაში, აგინა და მხარზე უკბინა. მინდია ისევ წინასწარ პატიმრობაში დააბრუნეს. საბოლოოდ მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ბოლო სასამართლო პროცესზე შვილის წინააღმდეგ მოწმის სახით ჩვენება დედამ მისცა. მან თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ქმარს გაშორდა, საბერძნეთში წავიდა და 16 წელი იქ იმუშავა, შვილს რომ არაფერი მოკლებოდა. მერე დაბრუნდა და აქ განაგრძო მუშაობა, უკვე დაოჯახებული, მაგრამ უმუშევარი შვილის სარჩენად. ქალმა რამდენჯერმე შეწყვიტა თხრობა და ატირდა. დედას სიტყვას აწყვეტინებდა შვილიც, რომელიც გისოსებით შემოსაზღვრულ ადგილას იჯდა.

„შენ არ მაცალე ცხოვრება, შენ არ მომეცი დამოუკიდებლად ამოსუნთქვის საშუალება… კარგად გაიხსენე, დედა, როგორი ბავშვობა მქონდა მე, რამდენჯერ გცემა მამაჩემმა ჩემ თვალწინ. ეს ნორმალური იყო?“, – ამბობდა ბრალდებული.

ტირილის გამო მინდიას დედამ პასუხის გაცემა ვერ შეძლო. თანხმობის ნიშნად მან რამდენჯერმე დაიქნია თავი: „მამაშენიც შენნაირი იყო, ლოთი და უვარგისი. ამიტომაც გავშორდი“.

მინდია ქ. დედასა და ბებიაზე ფიზიკურ ძალადობას თავდაპირველად უარყოფდა, მოგვიანებით კი, დედაზე ძალადობა აღიარა. თქვა, რომ აგრესიის საფუძველი ჰქონდა, რადგან დედას სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა. „ბუნებრივია, ამაზე რეაგირება უნდა მქონოდა,“ – ცდილობდა აგრესიის გამართლებას მინდია. მან ასევე უთხრა მოსამართლეს, რომ ბოლო წლებში ხშირად იღებდა ალკოჰოლს და კონფლიქტური სიტუაციაც ამის გამო იქმნებოდა.

დედის თქმით, მინდია ცოლსაც ხშირად სცემდა, თუმცა მას ჩვენება ქმრის წინააღმდეგ არ მიუცია. ცოლის ცემის შემთხვევებზე სასამართლოში მეზობლებმა ისაუბრეს.

მინდია ბათუმში ცხოვრობს, პროფესიით მეზღვაურია, მაგრამ არასდროს უმუშავია. ციხეში ახლა ის რეაბილიტაციას არ გადის და გათავისუფლების შემდეგ სხვაგან წასასვლელიც არსად აქვს. ისევ დედასთან უნდა დაბრუნდეს, ცოლთან, შვილთან და ბებიასთან, რომელმაც პირველად დარეკა პოლიციაში და შველა ითხოვა.

[red_box]„სიგარეტის ნამწვი ჰქონდა სხეულზე, კი, მაგრამ ეს ჩემი საქმეა“[/red_box]

„სიგარეტის ნამწვი ჰქონდა სხეულზე, კი, მაგრამ ეს ჩემი საქმეა,“ – ეს ბექა ე.-მ გვითხრა. მას ოჯახში ძალადობისთვის სამი წლით და სამი თვით პირობითი მსჯავრი შეუფარდა ბათუმის საქალაქო სასამართლომ.

ბექა დღესაც ყოველგვარი ემოციის გარეშე საუბრობს საღამოზე, როცა ქალმა პოლიციაში დარეკა და მოძალადე ქმრის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. გამოძიებას ქალმა უთხრა, რომ ქმარი მას არა მხოლოდ სცემდა, არამედ პროსტიტუციასაც აიძულებდა.

ბექა ძალადობის ფაქტს ნაწილობრივ აღიარებს, მაგრამ ახლაც მიაჩნია, რომ ეს „მისი საქმე იყო“.

„არც იცოდა ჩემმა ცოლმა რაზე მოაწერინეს ხელი პოლიციაში, რაში სჭირდებოდათ პოლიციელებს ჩემი დასჯა უმიზეზოდ, ვერ გეტყვით,“ – ამბობს ბექა და საუბარი ციხეზე გადააქვს, სადაც, მისი თქმით, სამართალდამცველებმა მასზე იძალადეს. – „მოსამართლესაც ავუხსენი, რომ მცემეს, ფეხი მქონდა მოტეხილი, მაგრამ არავინ ყურადღება არ მომაქცია… პროკურატურასაც რამდენჯერმე მივმართე“.

ბექა ახლაც ცოლთან ერთად ცხოვრობს. „ცემის ფაქტი იყო, არ ვმალავ. ვიჩხუბე ჩემს სახლში და შეიძლება, ცოტა ზედმეტი მომივიდა. მით უმეტეს, როცა ქალი რაღაც ისეთს გეუბნება, ამაყები ვართ ქართველი კაცები, ხომ გესმით“, – ხაზგასმით ამბობს ბექა, – „პოლიციელები ცოტა ჰუმანურად უნდა იქცეოდნენ. ხომ შეიძლებოდა, ჯერ ეთქვათ, რომ არ მიეკაროო. ასე ხდება, როგორც ვიცი. მაგრამ არა, პირდაპირ დამაკავეს… როცა ვძიძგილაობდით იმ საღამოს, ხელში სიგარეტი მეჭირა და შემთხვევით მოხვდა სხეულზე, ამიტომ ჰქონდა ნამწვი სხეულზე. ფეხზეც ჰქონდა სილურჯე კი, მაგრამ ლოგინს მიარტყა, ალბათ. ნასვამი ვიყავი და ნერვიულობის ნიადაგზე მოხდა ეს“.

სასამართლოს პროცესების მიმდინარეობისას, დაზარალებული ქალი ბექას შეურიგდა და მოსამართლეს ძალადობის შესახებ არაფერს მოუყვა. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. დაზარალებული ქალის მცირეწლოვანი შვილები კი ძალადობის ფაქტების თვითმხილველები იყვნენ.

[red_box]„ამ ქალს მაგრად პატრონობენ, ვერ მოვიშორე“[/red_box]

„იმ დღეს, როცა მივედით სახლში, შუქი დაგვხვდა გათიშული. დედამ მამას გადაუძახა, ჩაგვირთე სინათლე, რა დავაშავეთო, ამის გამო დაიწყო ჩხუბი. მამამ თმაში წაავლო ხელი დედაჩემს და თოვლში გააგდო. ყინულებზე წააქციეს დედა და სცემდნენ უმოწყალოდ მამა, მამიდა, ბებიაც…“ – მოუყვა სოფო ზ. მოსამართლეს. ამ შემთხვევის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა. საქმეში სამი ბრალდებულია: დაზარალებული ქალის ყოფილი მეუღლე, დედამთილი და მული. წლების წინ ცოლ-ქმარი განქორწინდა და ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში საერთო კერძო სახლი გაინაწილა. შვილები დედასთან დარჩნენ. სოფო ზ.-მ სასამართლოში თქვა ისიც, რომ მამამ მისი მული მოიყვანა ცოლად.

ძალადობაში ბრალდებული თემურ ზ. გვიყვება: „მეორე ცოლი რომ მოვიყვანე, აგრესიული გახდა. საძინებლის ფანჯარა რამდენჯერმე ჩამიმტვრია, არ გაგახარებო. ჩემს ფეხმძიმე ცოლსაც თავს დაესხა. მივმართე პოლიციას, მაგრამ არ იძიებენ. სასამართლო პროცესები რომ დაიწყო, პოლიციიდან მინდოდა გამომეთხოვა შემაკავებელი ორდერი, რომელიც ყოფილი ცოლის მიმართ გამოწერეს, მაგრამ არ მომცეს ქობულეთის პოლიციაში, ალბათ არ იყო გამოწერილიო, მეუბნებიან… მიწები მაქვს ბევრი და ამის მისაკუთრება უნდა. თვითონ იწყებს კივილს, გავარდება და ხრეშებში დაწვება. მერე იძახის, მცემაო, თოვლშიც თვითონ წაიქცა. ამ ქალს მაგრად პატრონობენ, ვერ მოვიშორე… სუფთა ვარ, სუფთა, ხელიც არ მაქვს დაკარებული არასოდეს.“

თემური არ მალავს, რომ ცოლს ღალატობდა და სიტყვიერი კონფლიქტიც აქედან დაიწყო, თუმცა განქორწინების საფუძველი ეს არ გამხდარა. თემური ამბობს, რომ წინა წლებში კარგი ცხოვრება ჰქონდა, მდიდარი იყო, ხოლო კონფლიქტი ოჯახში მას შემდეგ გამწვავდა, როცა ოჯახს ფინანსურად გაუჭირდა.

„პასუხს მთხოვდა, ქალებში რატომ დადიხარო“, – ყვება თემური, – „კაცი ვარ და მოფერება მჭირდებოდა, გამიგებ. თვითონ ერთხელაც არ მომფერებია. ქალმა ზურგი არ უნდა შეგაქციოს, ღამის პირველზეც რომ მიხვიდე. ოჯახისთვის მე არ მიღალატია. თავიდან კარგი ცხოვრება მქონდა, მაღაზიები და ვაჭრობა. ამ ქალმა დამაქცია. ყველაფერი გამიყიდა. ლუსტრა ვერ მოხსნა ერთი…

თუ ასეა რატომ მისცეს შვილებმა ჩვენება მამის წინააღმდეგ? – გოგომ მას შემდეგ გამიძულა, როცა გათხოვდა. საქმის კეთება არ იცოდა და სულ ვსაყვედურობდი. მერე სიძესაც ჩემთან აცხოვრებდა. იმას მუშაობა ეზარებოდა… მეორე შვილს, ბიჭს დედამისმა უთხრა, ჩვენება მიეცი მამაშენის წინააღმდეგ, თორემ სირცხვილს გაჭმევ, გავბოზდებიო. გუშინწინ შემომივარდა სახლში ჩემი ბიჭი. ხომ გითხარი, უფროსების საქმეში არ უნდა ჩაერიო-მეთქი. არ ესმის. სამი წელი სასამართლოში დამათრევენ და კიდევ მე ვარ დამნაშავე?“

[red_box]მოძალადე კაცები: კანონი არ არის მამაკაცის მხარეს[/red_box]

„მე ცოლი არ მიცემია,“ – რამდენჯერმე გაიმეორა საუბრის დროს მან. მეზღვაურია. აღნიშნა, რომ შვილებისთვის ბედნიერი მომავლის შექმნა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ცოლთან სიტყვიერ შელაპარაკებას ადასტურებს, ცემას კი კატეგორიულად გამორიცხავს. ირაკლი შ.-ს აქვს განცდა, რომ კანონი მის მიმართ სამართლიანი არ არის, რადგან ცოლი ღალატსა და გამოძალვაში გამოიჭირა, რაზეც გამოძიება არ რეაგირებს.

პროკურატურის ვერსიით კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ირაკლი შ.-მ ცოლს ქუჩაში სცემა შვილების თვალწინ. პირობითი მსჯავრი ირაკლის გასულ წელს გაუფორმეს, როცა ის ასევე ცოლზე ძალადობისთვის გაასამართლეს. მაშინ ირაკლიმ ძალადობის ფაქტი აღიარა.

„ვაღიარე, რადგან მეზღვაური ვარ და დროზე მინდა დასრულდეს ეს ყველაფერი. საერთოდ შემოსავლის გარეშე ვრჩები, ყველა ქონება იპოთეკაშია ჩადებული ამ სასამართლო პროცესების გამო,“ – ამბობს ირაკლი. მას ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შემდეგ ვესაუბრეთ.

„კანონი ძალიან მკაცრია, იგი არაა მამაკაცის მხარეს“, – თქვა მან. – „ცოლს ჩემი ბინის ხელში ჩაგდება უნდოდა. მეზღვაური ვარ. ჩხუბი როგორ არ გვქონია, გვიკამათია ბევრჯერ, მაგრამ ხელი არასდროს დამიკარებია. ბოლოს, გემზე რომ წავედი, სახლში აუდიომოსასმენი აპარატურა დავაყენე, ჩუმად. ის პოლიციელთან მღალატობდა. ერთად მიწყობდნენ საქმეს. რამდენჯერმე მივმართე პროკურატურას, რომ გამოძალვა იყო ეს და ამაზე მოეხდინა რეაგირება, მაგრამ არაფერი. გენინსპექციასაც მივმართე, რადგან პოლიციელი ეხმარებოდა ჩემს ცოლს ამ ყველაფრის დაგეგმვაში“.

დაზარალებული ქალი ირაკლის გაშორდა და მათ შორის სამოქალაქო წესით მორიგება შედგა – ირაკლიმ ქალს ბინა უნდა დაუთმოს, დაზარალებული კი აღარაფერს მოუყვება მოსამართლეს. სასამართლომ არასრულწლოვანი შვილები დედასთან დატოვა. პროკურორმა გიორგი რამიშვილმა „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შემდეგ არ გამორიცხა, რომ ისევ შედგეს საპროცესო შეთანხმება, რადგან „გამოძიებისთვის ამოსავალია დაზარალებულის ინტერესი“.

[red_box]„ნებისმიერ დროს შეიძლება თავს დამესხას ყოფილი ქმარი“[/red_box]

გასული წლის ზაფხულში „ბათუმელები“ წერდა ერთი ქალის შესახებ, რომელიც მოძალადე ქმარს გამოექცა მცირეწლოვან შვილებთან ერთად. მანანა ბ. წალკის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. 14 წლისა დანიშნეს. ამბობს, რომ ქმარი 13 წლის განმავლობაში ძალადობდა მასზე. მშობლებთან დაბრუნებულ მანანას ქმარმა ბათუმში ჩამოაკითხა.

„დაჩოქილი მოვუხდი ყველაფრისთვის ბოდიშს, ოღონდ დამიბრუნდეს, ქალბატონად ვაცხოვრებო. მასთან ლაპარაკის თავი აღარ მქონდა. ცემა დამიწყო. მაშინ გამოიძახეს პოლიცია…“ – მოგვიყვა მანანა გასულ წელს.

წელს მანანა ამბობს, რომ სამართალდამცველებს შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ. მოძალადე ქმარი კი კიდევ ერთხელ ჩამოსულა ბათუმში და ბავშვები წაუყვანია.

„სარჩელი შევიტანე სასამართლოში. განქორწინება მოვითხოვე და ის, რომ შვილები ჩემთან ყოფილიყვნენ. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ურჩია ჩემს ყოფილ მეუღლეს და ახლა ბავშვები ჩემთან არიან. სასამართლო პროცესი არ დაწყებულა. არავინ შემხმიანებია პროკურატურიდან. ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ დამესხას თავს ზვიადი, ჩემი ყოფილი ქმარი…“

მანანას თქმით, ზვიადი თავდაპირველად ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ეს მაშინ, როცა მანანა სკოლის მოსწავლე იყო და ის მასწავლებელ ზვიადზე დანიშნეს. „მეუბნებოდა, შარვალს რატომ იცვამ, ამის უფლება მე არ მომიციაო. მერე შეგნებულად დაბალ ნიშნებს მიწერდა და ვითომ ასე მსჯიდა,“ – ამბობს მანანა.

ადრეულ ასაკში დაოჯახების მიუხედავად, მანანამ უმაღლესი განათლება მიიღო და მცირე ბიზნესპროექტიც დაიწყო წალკაში, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით: „მერე ის სკოლიდან გაათავისუფლეს. მე ბიზნესში ვიყავი ჩართული. ამას ვერ ეგუებოდა. უნდოდა, რომ მარტო მის განკარგულებაში ვყოფილიყავი. აღიზიანებდა ის, რომ მე უფრო აქტიურად ვჩანდი საზოგადოებაში, ვიდრე ის.“

მანანას ქმრისთვის ერთხელ ძალადობის მიზეზის შესახებაც უკითხავს: „ასე მიპასუხა, ძლიერი კაცის სახელი მინდა მქონდესო, შენ დაიკიდეო. ხშირად მიმეორებდა, რომ უმისოდ ვერ გავძლებდი, დავიკარგებოდი. მე ვიჯერებდი ამას, მაგრამ ბოლოს მაინც დავაღწიე მას თავი“.

ზვიად ხ.-მ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა: „რა ცოლთან კონფლიქტი და ძალადობა, მე ვარ მოძალადე?“ მან ტელეფონი გამორთო.

[red_box]რა ქმნის და აჩერებს ძალადობას – ოჯახში ძალადობის დრამატურგია[/red_box]

„ისინი ფსიქოლოგიურად სხვადასხვა ტიპები არიან, მაგრამ არც ერთი არ აღიარებს, რომ მოძალადეა,“ – გვიყვება ელენე სამუშია. ის ბოლო 9 წლის განმავლობაში „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ფსიქოლოგია და ყოველდღიურად მუშაობს ძალადობის მსხვერპლ ქალებთან.

ფსიქოლოგის განმარტებით, მოძალადეობრივი ქცევა ადამიანის არჩევანია. „ჩვენს შემთხვევაში იმდენად ნორმალიზებულია ძალადობა საზოგადოებისგან და ძლიერია კულტურული გავლენები, რომ მამაკაცები იშვიათად ელევიან საკუთარ არჩევანს – იყვნენ მოძალადეები. მთავარია, ეს გარედან არავინ შეამჩნიოს და ამით ჰქონდეთ განცდა, რომ ყველაფერს აკონტროლებენ. ფიქრობენ, რომ ისინი სხვანაირად საკუთარ უპირატესობას ვერ შეინარჩუნებენ“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი ელენე სამუშია.

ოჯახში ძალადობის ისტორიების დრამატურგია სხვადასხვაა, თუმცა საერთო რომ ბევრია, ამას ფსიქოლოგიც ადასტურებს. ელენე სამუშიას დაკვირვებით, მოძალადე მამაკაცი განქორწინების შემთხვევაშიც ისევ მსხვერპლისკენ ისწრაფვის. იდენტურია ტექსტებიც, რომ ის ყველაფერს ნანობს და გამოსწორდება, რომ ყველაფერი სიმთვრალის გამო იყო, ნერვიულობის ან იმის, რომ ბავშვობაში მასაც ურტყამდნენ.

„მოძალადე აუცილებლად ცდილობს, დაიბრუნოს მსხვერპლი. სხვაგვარად ის საკუთარ თავს კარგავს… ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა წყვილი შერიგებულა, მაგრამ მოძალადეს დროის გავლის შემდეგ ისევ გამოუვლენია აგრესია. არის შემთხვევები, როცა „შერიგების“ შემდეგ იწყება ფარული ძალადობა, რაც არათუ ოჯახის სხვა წევრებისთვის, ფსიქოლოგისთვისაც კი რთული აღმოსაჩენია. მოძალადე ეუბნება ცოლს, რომ თავს მოიკლავს, ან ბავშვებს რაღაცას დაუშავებს. არის შემთხვევები, როცა მსხვერპლს არწმუნებს მოძალადე, ჩემ გარეშე ვერ გაძლებო,“ – გვიყვება ელენე სამუშია.

ფსიქოლოგს მსხვერპლ ქალებზეც ვკითხეთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ისევ მოძალადესთან არჩევენ ცხოვრებას. ოჯახში ძალადობის შემთხვევების სასამართლო განხილვების დროს „ბათუმელებმა“ არაერთი მსხვერპლი ქალი ნახა, რომელმაც ჩვენება ქმრის წინააღმდეგ აღარ მისცა. პირიქით, მათთვის მსუბუქ სასჯელს ითხოვდნენ.

ელენე სამუშიას აზრით, მსგავსი განწყობის საფუძველი მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი არ არის, ანუ ის, რომ ცოლი ქმარზეა ფინანსურად დამოკიდებული: „ქალიც ხშირად შედის მსხვერპლის როლში. მას ვეღარ წარმოუდგენია მარტო ცხოვრება. ასევე, ზოგიერთს ეუფლება განცდა, რომ მათ რაღაც დააშავეს, ვერ მოუსმინეს, ვერ გაუგეს მოძალადე ქმარს… სამწუხაროა, საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა კვლევა მოძალადეების განწყობებზე, მათ ფსიქოლოგიაზე. მეც მიფიქრია იმაზე, რომ არც ერთხელ არ მომისმენია უშუალოდ მოძალადეებისთვის, არავის მოუსმენია…“

ელენე სამუშიას ნაკლებად სჯერა მოძალადის შეცვლის, თუმცა ფიქრობს, რომ ეს რეაბილიტაციით შესაძლებელია, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში.

[red_box]როგორია ევროპული მიდგომა[/red_box]

„ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გარეშე მოძალადის ძალადობრივი ქცევის შეცვლა შეუძლებელია,“ – დარწმუნებულია მარი მესხი, გაეროს ქალთა ფონდის ექსპერტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ის დასავლურ გამოცდილებაზე აკეთებს აქცენტს, სადაც მოძალადეებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრები წლებია არსებობს.

მარი მესხის თქმით, თავდაპირველად ევროპაში სარეაბილიტაციო ცენტრები გახსნეს – 6-თვიანი კურსის გავლა მოძალადისთვის სავალდებულო იყო. მოგვიანებით, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის თანხა მოძალადემ თავად უნდა გადაიხადოს. ამ შემთხვევებში ცენტრი სარეაბილიტაციო პროგრამებმა ჩაანაცვლეს. ცენტრში სავალდებულოა მოძალადე ღამითაც დარჩეს და ეს სასჯელის ნაწილია, ხოლო სარეაბილიტაციო პროგრამის გავლის დროს, მოძალადეს კვირაში სამჯერ, ექვსი თვის განმავლობაში კონკრეტულ პროგრამებზე დასწრების ვალდებულება გააჩნია.

„ეს პროგრამა ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 1000 დოლარი ღირს. მიმაჩნია, რომ საქართველოში ეს არ იმუშავებს და საწყის ეტაპზე იგი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. სავალდებულო თუ იქნება და თან ფასიანი რეაბილიტაციის გავლა, ისევ შემცირდება ძალადობის ფაქტების გამოვლენა, დაიმალება და კიდევ უფრო დამძიმდება სურათი…“ – გვითხრა მარი მესხმა, გაეროს ქალთა ფონდის ექსპერტმა.

[red_box]რა ხდება ჩვენთან – „ყველა უწყება თავს არიდებს მოძალადეს“[/red_box]

მოძალადის შესაცვლელად რომ მხოლოდ მისი დასჯა საკმარისი არ არის და აუცილებელია რეაბილიტაცია, პირველად 2006 წელს აისახა კანონში „ოჯახში ძალადობის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. აქ წერია, რომ: „აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკჯგუფებს განეკუთვნებიან, ან რომელთაც ოჯახში ჩადენილი აქვთ ძალადობა…“

ამავე კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, მოძალადეებისთვის სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსების ორგანიზებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო საქართველოს მთავრობას 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა განესაზღვრა. 2016 წლის პირველ ივლისამდე კი, სარეაბილიტაციო პროგრამა უნდა ამოქმედებულიყო. ამ დროისთვის სამთავრობო უწყებაც კი განსაზღვრული არ არის, ვინც მოძალადეების რეაბილიტაციაზე იმუშავებს.

„ყველა უწყება თავს არიდებს მოძალადეს,“ – გვიყვება ნინო ჩიხლაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეს საკითხი აღარც კი განიხილება, თუმცა 2014 წელს, როცა კანონის მიხედვით რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო უნდა განსაზღვრულიყო, უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოში იყო დისკუსია ამ თემაზე.

„საბჭოს სხდომები დახურული იყო, მაგრამ გავიგეთ, რომ ვერ მოიძებნა სახელმწიფო უწყება, ვინც მოძალადეების სარეაბილიტაციო კურსების განხორციელებაზე აიღებდა პასუხისმგებლობას. საბჭო განიხილავდა, რომ ეს უფლებამოსილება უნდა ჰქონოდა სამართალდამცავ ორგანოებს, შემდეგ იყო საუბარი იუსტიციის სამინისტროზე. საბოლოოდ ყველამ უარი თქვა. ფაქტია, რომ კანონი არ სრულდება, მაგრამ პასუხს ვერავის მოსთხოვ იმ მიზეზით, რომ პასუხისმგებელი ორგანო განსაზღვრული არ არის,“ – გვიყვება ნინო ჩიხლაძე.

დაინტერესდა თუ არა პარლამენტი და რატომ არ მოსთხოვა მთავრობას პასუხი კანონის შეუსრულებლობაზე? – პარლამენტში ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. იურიდიულ, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტებში ოჯახში ძალადობის თემაზე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ მიიჩნიეს. საგრძნობი იყო დამოკიდებულება – რა სალაპარაკო თემა არის ახლა ეს.

პარლამენტმა გასულ წელს ასევე უარი თქვა მიეღო კანონი ფემიციდზე, ანუ გენდერული ნიშნით მოტივირებულ დანაშაულზე. ამ შემთხვევაში გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული ცალკე დანაშაულის კატეგორია იქნებოდა, ან განიხილებოდა დამამძიმებელ გარემოებად ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დროს.

ერთადერთი პროგრამა, რასაც ამ ეტაპზე მთავრობა მოძალადე მამაკაცებისთვის ახორციელებს, არის ნებაყოფლობით მონაწილეობა ტრენინგებში და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ძალადობაში მსჯავრდებული პრობაციონერებისთვის. „დღეისთვის ძალადობრივი ქცევის მართვის გენდერული ძალადობის სარეაბილიტაციო პროგრამა მიეწოდება 46 პირობით მსჯავრდებულს“, – მოგვწერეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოდან. ეს უწყება ახორციელებს სარეაბილიტაციო პროგრამას 2016 წლიდან. პროგრამის ფარგლებში პრობაციონერებს კვირაში ერთხელ უტარდებათ ტრენინგი 6 თვის განმავლობაში. უწყებიდან ვერ მივიღეთ პასუხი, რის მიხედვით არჩევენ მონაწილეებს, ან როგორია ტრენინგების შედეგი – რამდენად შეიცვალა მოძალადის ძალადობრივი ქცევა.

კანონი ნებისმიერი მოძალადის სავალდებულო რეაბილიტაციას გულისხმობს. მოძალადის სტატუსი კი პირს ენიჭება არა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, არამედ შემაკავებელი, ან დამცავი ორდერის გამოცემის მომენტიდან.

რაც შეეხება პროკურატურას, პროკურორებმაც უარი გვითხრეს ესაუბრათ ოჯახში ძალადობის შემთხვევებსა და მათი უწყების რეაგირებაზე, მაგალითად, მანანას ისტორიაზე, რომელიც ნებისმიერ დროს ელის თავდასხმას ყოფილი ქმრისგან, მაგრამ მოძალადე კაცის შესაჩერებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

„ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე ეფექტური და გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელება, რაც მსხვერპლ ქალებს უქმნის ბარიერს, მიმართონ სასამართლოს და ეფექტურად დაიცვან თავიანთი უფლებები…“ – ეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევაში წერია. კვლევის შედეგები 2017 წლის მარტში გამოქვეყნდა.

„მოსამართლეებს უჭირთ მოძალადეების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება“, – ესეც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებაა. ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში რამდენიმე სასამართლო პროცესს დაესწრნენ, სადაც ოჯახში ძალადობის შემთხვევები განიხილებოდა. მათი დაკვირვებით, პრობლემად რჩება სასჯელის ადეკვატურობისა და ეფექტურობის საკითხი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოძალადეების რეაბილიტაციის კუთხით პროექტის განხორციელებას გეგმავს. თავდაპირველად ორგანიზაციაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირებს მოუსმენენ, ვინც ოჯახში ძალადობისთვის იხდის სასჯელს. ნინო ჩიხლაძე ამბობს, რომ უნდა განისაზღვროს საჭიროებები, ხოლო მომავალი წლიდან დაახლოებით 20-25 მათგანისთვის სარეაბილიტაციო ტრენინგ-პროგრამა განხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით: „სასჯელაღსრულების სამინისტროსგან უკვე მივიღეთ ნებართვა. ახლა მთავარია, მსჯავრდებულების პოზიცია გავიგოთ და გავუჩინოთ მათ მოტივაცია, რომ დაესწრონ ტრენინგებს, რასაც ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გავმართავთ.“

[red_box]„რა შეიცვალა?“[/red_box]

ხათუნა ბ.-ს შესახებ საზოგადოებამ გასული წლის ნოემბერში შეიტყო, როცა მისმა ყოფილმა ქმარმა საერთო შვილს – 11 წლის ბიჭს სასტიკად სცემა. ხათუნას მანამდე არ მიუმართავს პოლიციისთვის, როცა ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მაშინ „ბათუმელებს“ ხათუნა მოუყვა, რომ 15 წლის გათხოვდა და ქორწინების მესამე დღიდან ქმარი სცემდა. „დანაც აქვს დარტყმული, ჩანგალიც, ჭიქაც…“ – ყვებოდა ის. შვილის ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ, ხათუნას ფეისბუქპოსტზე სასიყვარულო მიმოწერები გამოჩნდა. ხათუნამ მაშინ ხელახლა მიმართა გამოძიებას და თქვა, რომ ამას მისი ყოფილი ქმარი აკეთებდა დაშანტაჟების მიზნით.

ყოფილი ქმარი ირაკლი კ. პატიმრობაში არ იმყოფება. მისი საქმის განხილვა დღემდე გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოძალადე არც ერთ პროგრამაში ჩართული არ არის, სადაც მისი ძალადობრივი ქმედების შეცვლაზე იმუშავებენ.

ირაკლისთან დასაკავშირებლად ხათუნას დავურეკეთ. „ჩემი ყოფილი ქმრის ტელეფონის ნომერია 593 37…“ – უცებ მიპასუხა მან და შეჩერდა, მერე ღრმად ჩაისუნთქა და ისე განაგრძო თხრობა, კითხვა ვეღარ დავსვი: „რატომ უნდა გითხრათ მისი ტელეფონი? აღარ არის საჭირო ამდენი სტატიის წერა. ხომ დაიწერა ჩემზე? ვიყავი ტელევიზიაშიც, რა შეიცვალა? არავინ დამეხმარა, არავინ. პირიქით, ყველამ მიმატოვა. აქამდე ბავშვს მაინც პატრონობდა მამა და მისიანები, ახლა აღარავინ ჩნდება… პროკურატურამ ჩვენება მიმაცემინა, მოძალადე დაისჯებაო, სადაა? იმდენჯერ გადაიდო სასამართლო პროცესი, დავიღალე უკვე. ისე გამოვიდა, რომ მე და ჩემი ნაცემი შვილი ვყოფილვართ დამნაშავე, ასე არაა? ჩვენ ვართ დამნაშავე, ასეა. სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ეს დაწერეთ“.

____________________

სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

esaa

როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები აჭარის საბავშვო ბაღებში

ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით,  ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 21 ივლისს დასრულდება. რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, როდის შეაჩერებენ სააღმზრდელო საქმიანობას საბავშვო ბაღები.

ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი რიჟვაძის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული 16 ბაღიდან ზოგიერთში ბავშვთა გამოცხადება მინიმუმამდე დავიდა, რის გამოც ბაღების გაერთიანებამ რვა ბაღში სააღმზრდელო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

„სოფლებში მოსახლეობის დიდი ნაწილი მთაში წავიდა, რამაც ბაღებში ბავშვთა გამოცხადების კლება გამოიწვია. იმ საბავშვო ბაღებში, სადაც ბავშვთა გამოცხადება ოთხ-ხუთ ბავშვზე ჩამოვიდა, ბრძანებით შევაჩერეთ სააღმზრდელო პროცესი, სადაც ბავშვთა კონტინგენტი არის, მუშაობას აგრძელებს. 16 ბაღიდან ამ დროისთვის რვა ბაღი ფუნქციონირებს,“ – ამბობს ირაკლი რიჟვაძე.

21 ივლისს დასრულდება სააღმზრდელო პროცესი ქობულეთის საჯარო ბაღებში. რაც შეეხება ქობულეთში არსებულ სასულიერო ბაღს, სააღმზრდელო პროცესი აქ ერთი თვით ადრე დასრულდა.

31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღები. ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატო შერვაშიძის ინფორმაციით, ბაღები 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს, „თუმცა 31 ივლისს სანიტარული დღეა და ბავშვების გარეშე იმუშავებს ბაღები“.

ამ დრომდე არ არის დაზუსტებული როდის შეაჩერებენ სააღმზრდელო საქმიანობას ბათუმის საბავშვო ბაღები. „აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გავაგზავნეთ და პასუხს ველოდებით, თვის ბოლომდე დასრულდება, სავარაუდოდ, 24 ივლისს,“ – ამბობს ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნატალია ზაქარეიშვილი.

რა ღირს დელტაპლანით გასეირნება ბათუმში

ბათუმში დელტაპლანით გაესირნება ივნისიდან სექტემბრის ბოლომდეა შესაძლებელი.

თუ დელტაპლანით გასეირნება გსურთ, ბათუმის იახტკლუბთან უნდა მიხვიდეთ. ამ ადგილიდან დაახლოებით დელფინარიუმის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სანაპირო ზოლამდე დელტაპლანით გაფრენა და უკან დაბრუნება 100 ლარი ღირს. ფრენა დაახლოებით 7-8 წუთს გრძელდება, თუმცა, ერთ-ერთი დელტაპლანის მფლობელის, თამაზ მესხის თქმით, დრო ასევე ქარის სისწრაფესა და მგზავრის წონაზეა დამოკიდებული.
წვიმიანსა და ქარიან ამინდში დელტაპლანით გასეირნება აკრძალულია. გადაწყვეტილებას ამის შესახებ პილოტი იღებს. გაფრენის წინ მგზავრი აუცილებლად იცვამს ჟილეტს. უსაფრთხოების ყველა წესი დაცულია, ძრავის გაფუჭების შემთხვევაში დელტაპლანი ადვილად მოძრაობს წყალზე.

ყოველ საღამოს დელტაპლანებს პილოტები ტექნიკურად ამოწმებენ.

დელტაპლანების მფლობელების თქმით, ყველა პილოტი სერტიფიცირებულია.

ამჟამად ბათუმში შვიდი დელტაპლანია.

დელტაპლანი ბათუმში. გულნარა კაკაბაძის ფოტო
დელტაპლანი ბათუმში. გულნარა კაკაბაძის ფოტო
დელტაპლანი ბათუმში. გულნარა კაკაბაძის ფოტო
დელტაპლანი ბათუმში. გულნარა კაკაბაძის ფოტო
დელტაპლანი ბათუმში. გულნარა კაკაბაძის ფოტო
დელტაპლანი ბათუმში. გულნარა კაკაბაძის ფოტო

რა აშენდება აკვაპარკთან – ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

ზღვის სანაპირო ზოლში, აკვაპარკთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ნაკვეთს ყიდის. აუქციონზე 12 971 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი ლარია.

„ერთი კვადრატული მეტრის ფასი 316 ლარი გამოდის. ასე იაფი მიწა ზღვის პირას არ ღირს, თან ამ ზოლში, სადაც გასაყიდი მიწა აღარაა დარჩენილი. მიწის ნაკვეთს აკვაპარკთან ზურაბ პატარაძის სამეგობრო შეიძენს,“ – აცხადებს რევაზ ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ის ამბობს, რომ საქმე კორუფციულ სქემასთან გვაქვს და აუქციონზე სარფიანი მიწა ეკონომიკის სამინისტრომ პირობების გარეშე გაიტანა.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, აკვაპარკთან, მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი ხვალ, 13 ივლისს დასრულდება. ამ დროისთვის გასაყიდი ობიექტის მიმდინარე ფასი 4 მილიონ 182 ათასი ლარია. აუქციონის გვერდზე მითითებულია პირობებიც:

„ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სავაჭრო ცენტრი, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ობიექტები (მაღაზიები, ბუტიკები), სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (სპა, ფიტნეს ცენტრი), კინოთეატრები (3D, 5D, 7D, 9D გამოსახულებით და აღჭურვილობით უზრუნველყოფილი), ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბოულინგ ცენტრი, ბილიარდ კლუბი, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საზოგადოებრივი და კომერციული ფართები, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი და ა.შ) ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება“.

კომპანია, ვინც მიწის ნაკვეთს შეიძენს, 25 მილიონის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და 300 მოქალაქე დაასაქმოს, ახალი ობიექტის ამოქმედებიდან – 500. დასაქმებულებიდან 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე სავაჭრო ცენტრის პროფილი 49 წლის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.

ამავე თემაზე:

აჭარის ფინანსთა მინისტრი 100 მილიონი ლარის ინვესტიციაზე

akvaparki 1
მიწის ნაკვეთი ხიმშიაშვილის ქუჩაზე

 

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 ივლისს, 06:00-დან 10:00 საათამდე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მირვეთში, აჭარისწყალსა და მიმდებარე სოფლებში, 1673 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეწყვეტის მიზეზად ქსელის გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

შემოსავლების სამსახური: სარფში მოქალაქეებს არადეკლარირებული სიგარეტი ჩამოერთვათ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი [ჯამში 26 300 ღერი] აღმოაჩინეს.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის  მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, 3 – 9 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 1928 ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 9786 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:

[checklist]

  • საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 91 შემთხვევა;
  • ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 116 ფაქტი;
  • მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 1721 შემთხვევა.

[/checklist]

 

 

 

უქმდება ციხე, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან

ციხეში, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან, აღარავინ მოხვდება. სისხლის სამართლის კოდექსში უკვე ამოქმედდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც თავისუფლების შეზღუდვას ვეღარ შეუფარდებს მოსამართლე რომელიმე მსჯავრდებულს. მსჯავრდებულებს, რომლებსაც თავისუფლების შეზღუდვა აქვთ დაწესებული, ერთ დაწესებულებაში იმყოფებიან. მათ შაბათ-კვირას გარეთ გამოსვლის, ასევე პროფესიის მიღების და დასაქმების საშუალება აქვთ.

თავისუფლების შეზღუდვის სპეციალურ დაწესებულებაში დღეს 33 პირი იხდის სასჯელს. შენობა 2014 წელს საზეიმოდ გაიხსნა. აქ მყოფ მსჯავრდებულებს არ ეზღუდებათ ციხის ტერიტორიაზე ერთმანეთთან კომუნიკაცია, გადაადგილება. ადგილზე მუშაობს სხვადასხვა პროფესიის, მათ შორის, ელექტრიკოსის, მომპირკეთებლის, ბუღალტრის, ან სტილისტის შემსწავლელი კურსები. მსჯავრდებულებს აქვთ ადგილზე დასაქმების და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობაც.

თავისუფლების შეზღუდვის ნაცვლად, სასამართლომ შინაპატიმრობა უნდა გამოიყენოს, თუმცა, შინაპატიმრობა, როგორც სასჯელის სახე, 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

რაში გამოიყენებს ამ შენობას სასჯელაღსრულების სამინისტრო, როცა სასჯელს მოიხდიან მსჯავრდებულები, რომლებსაც თავისუფლების შეზღუდვა აქვთ შეფარდებული? – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის, რა იქნება ამ შენობაში. „მუშაობს კომისია. ის მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

cixe 2

cixe 3

 

cixe 5
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება თბილისში

ფოტოები: სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო

 

პრობლემები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებზე გველის

გამოწვევები, რომლებიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გველოდება – არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას რისკის ქვეშ ისევ აყენებს. შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, სადაც დღეს, 11 ივლისს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაცენტრი გაიხსნა.

„მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი. ისევ არ არსებობს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ოლქები უბნის კომისიის წევრებად პროფესიული ნიშნით შეარჩევენ ადამიანებს და არა პოლიტიკური ნიშნით,“ – ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი. იგი საარჩევნო კომისიების პოლიტიზების კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ხედავს, თუკი პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს მიიღებს.

საარჩევნო კოდექსის კიდევ ერთხელ შეცვლის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციებში გაიზრდება იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ვინც უფრო მეტ ხმას მიიღებს. „მაგალითად, თუკი„ქართული ოცნება“ 2017 წლის არჩევნებში იგივე შედეგს აჩვენებს, რაც გასულ წელს, მას ერთის ნაცვლად, საარჩევნო კომისიაში უკვე 4 წარმომადგენელი ეყოლება“.

დღეს მოქმედი რეგულაციით, თითოეულ საარჩევნო კომისიაში 6 წევრს ოლქი ირჩევს [პროფესიული ნიშნით], 7 წევრის მანდატს კი ის პარტიები ინაწილებენ თითო-თითო წარმომადგენლის დანიშვნით, რომლებსაც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსი აქვთ. ცვლილების შემდეგ, კომისიაში წევრის დანიშვნის უფლება საარჩევნო ბარიერის გადალახვის ნაცვლად, მიღებული ხმების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. სწორედ ამ რაოდენობის მიხედვით, კომისიაში იმ პარტიას ეყოლება მეტი წევრი, ვინც არჩევნებში მეტ ხმას მიიღებს.

წინასაარჩევნო პერიოდში საქველმოქმედო ორგანიზაციების გააქტიურებაზე ისაუბრა მალხაზ ჭკადუამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა. მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ეს ორგანიზაციები არ რეგისტრირდებიან საქველმოქმედო მიზნებით. შესაბამისად, მათი დაჯარიმება წინასაარჩევნო კამპანიაში შეუძლებელი ხდება.

პოლიციელების მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში – მალხაზ ჭკადუამ ამ საკითხზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ მართალია, ფორმის გარეშე, პოლიციელებს აგიტაციის უფლება აქვთ, მაგრამ ესეც პრობლემურია და კანონში კონკრეტულად გაწერილი არ არის, რის უფლება აქვს ამ დროს პოლიციელს და რის – არა.

„კიდევ ერთი პრობლემა: კომისიის წევრი, რომელსაც წილისყრით შეხვდება საარჩევნო ყუთის გატანა და უარს იტყვის მოვალეობის შესრულებაზე, მას წილისყრაში მონაწილეობა საერთოდ აეკრძალება. გასაგებია, რომ ეს უკავშირდება გასულ წელს „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, როცა ამ პარტიის წარმომადგენლებმა ტოტალურად უარი თქვეს საარჩევნო ყუთების გადატანაზე, მაგრამ გამოსავალი არ არის კომისიის წევრის უფუნქციოდ დატოვება,“ – აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა.

მალხაზ ჭკადუამ ისაუბრა ადმინისტრაციული რესურების გამოყენების საფრთხეებზეც, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობაზე. მან მიხეილ სააკაშვილი გაიხსენა, რომელიც გასულ წელს არაერთხელ ჩაერთო საჯარო გამოსვლებით წინასაარჩევნო პროცესში.

როგორ რეაგირებს სასამართლო საარჩევნო დარღვევებზე – ამ თემაზე გიორგი ხიმშიაშვილმა ისაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა. იგი მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო სხვა სასამართლოებთან შედარებით „ნათელი წერტილია“, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც საარჩევნო დავებთან მიმართებით ერთიანი სტანდარტების არარსებობაა.

„თუკი მხოლოდ ოლქის შემაჯემებელი ოქმის მიხედვით მსჯელობს მოსამართლე, მაშინ ყველაფერი ტრაფარეტული გამოდის… ერთ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ დარღვევა მცირე მნიშვნელობისაა და ის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა, თბილისის საქალაქომ კი მიიჩნია, რომ ანალოგიური დარღვევა არსებითი ხასიათისაა,“ – აღნიშნა გიორგი ხიმშიაშვილმა.

სასამართლოების მხრიდან განსხვავებული მიდგომის მაგალითი პრაქტიკიდან გაიხსენა მადონა ბერიძემაც, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორმა. მისი თქმით, უბანში დაფიქსირებული დარღვევები ოლქში ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიტანა. ოლქმა საჩივარი არ განიხილა, რადგან იგი უბანში მყოფი დამკვირვებლის მიერ არ იყო წარდგენილი. „ბათუმის სასამართლომ საჩივრის განხილვა დაავალა ოლქს, რადგან მიიჩნია, რომ ერთი სუბიექტის მიერ იყო წარმოდგენილი საჩივარი და შესაძლოა, სადაღაც მაღალმთიან სოფლის უბანში მყოფმა დამკვირვებელმა დღის ბოლომდე ვერ მოასწრო იქ მომხდარ კონკრეტულ დარღვევაზე საჩივრის წარდგენა. ანალოგიურ შემთხვევაზე თბილისის საქალაქომ უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე,“ – თქვა მადონა ბერიძემ.

მედიაცენტრი დღეიდან მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს ღია და ნეიტრალურ სივრცეს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მედიაცენტრები ხელს შეუწყობს კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა შეიქმნას.

მედიაცენტრებში უზრუნველყოფილია ლაივსტრიმების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.
მედიაცენტრების სამუშაო საათებია: წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ ნოემბრის ჩათვლით: ორშაბათი – შაბათი 10:00 – 19:00 სთ. არჩევნების დღეს – 08:00 – 22:00 სთ.

მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში

ადგილობრივი წარმოების პრობლემებზე შეხვედრა შუახევში გაიმართება

ადგილობრივი წარმოების პრობლემებსა და გამოწვევებზე ხელისუფლების წარმომადგენლები ფერმერების მოსაზრებებს მოისმენენ. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართება ხვალ, 12 ივლისს, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში.

შეხვედრა პროექტის -„ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობის“ ფარგლებში ეწყობა. ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. შეხვედრას დაესწრებიან: ვიქტორ დოლიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – ნოდარ კერესელიძე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე – ნატო ჩიქოვანი, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი – იოლანტა ტაჩინსკა.

შეხვედრის მონაწილეები ისაუბრებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, საგრანტო პროექტებზე, სანიტარულ და ფოტოსანიტარულ მოთხოვნებზე, გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თემაზე.

შეხვედრა დღის 2 საათზე დაიწყება.

გიორგი მშვენიერაძე: განსაკუთრებული სტატუსი მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუციით არ აქვს

„სახელმწიფოს ვალდებულებაა რწმენის თავისუფლების დაცვა და არა რომელიმე რელიგიის გაძლიერება,“ – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის ხუთი რელიგიური ორგანიზაციის ინტერესებს იცავს საკონსტიტუციო სასამართლოში. დავის საგანი სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება საკუთრებაში მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა დისკრიმინაციულია.

„მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების გადაცემის ინტენსივობა არის ძალიან დაბალი. ყოფილა შემთხვევები, როცა სახელმწიფოს უარი უთქვამს საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემაზე,“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში გიორგი ჩიფჩიურმა. ის პარლამენტის ინტერესებს იცავს სასამართლოში.

„მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიბრუნა თავისი ქონების ნაწილი, რაც საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს ჩამოერთვა. ასევე არსებობს ათეულობით ახალი ქონების საპატრიარქოსთვის გადაცემის შემთხვევა. სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმაც დაკარგეს ქონება, მაგრამ არ უბრუნებენ. მხოლოდ მუსლიმ თემს გადასცეს სარგებლობის უფლებით სამლოცველოები და არა საკუთრებაში,“ – აღნიშნა მოსარჩელეების კიდევ ერთმა დამცველმა, შოთა თუთბერიძემ.

„ამ რელიგიურ ორგანიზაციებს სახელმწიფო ვერ გადასცემს ქონებას პირდაპირი წესით, ასევე კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ, ისინი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან და ვერც აუქციონში მიიღებენ მონაწილეობას. სახელმწიფოს მხოლოდ უსასყიდლოდ საპატრიარქოსთვის შეუძლია ქონების გადაცემა. დღემდე პასუხი ვერ მივიღეთ, რა არის ამ პრივილეგიის მინიჭების ლეგიტიმური მიზანი,“ – თქვა გიორგი მშვენიერაძემ.

„განსაკუთრებული სამართლებრივი ურთიერთობა აქვს სახელმწიფოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ეს გამოიხატება სხვადასხვა ასპექტით… შეზღუდვა არსებობს, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, რაც გამომდინარეობს კონსტიტუციური წესრიგიდან“, – უპასუხა მოსარჩელეებს პარლამენტის წარმომადგენელმა, გიორგი ჩიფჩიურმა.

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე დაინტერესდა, „საქართველოს კონსტიტუცია“ იძლევა თუ არა რომელიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის ფინანსური პრივილეგიების დაწესების საშუალებას.

„განსაკუთრებული სტატუსი მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს კონსტიტუციით არ აქვს, – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, – კონსტიტუციის მიხედვით, აღიარებულია განსაკუთრებული ისტორიული როლი და ეს მართლაც ასეა. განსაკუთრებულობა ამ ისტორიას მიემართება და არა დღევანდელობას. სახელმწიფო და რელიგია ჯერ კიდევ 1921 წელს გაიმიჯნა, როცა მაშინდელი კონსტიტუციით გამოირიცხა სახელმწიფოსგან რაიმე ფინანსების გადაცემა ეკლესიისთვის. სეკულარიზმის პრინციპი აქედანვე იყო დაცული. კონსტიტუციაში შესაძლოა ისიც ჩაიწეროს, რომ განსაკუთრებული ისტორიული როლი შეასრულა ბაგრატიონთა დინასტიამ. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ბაგრატიონთა შთამომავლებს რაიმე სახის უპირატესობა მივანიჭოთ?“

სარჩელის არსებით განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განაგრძობს.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორები არიან: „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“.

25 მილიონი საპატრიარქოს ყოველწლიურად – მოსამართლეები სარჩელის დასაშვებობას განიხილავენ

 

 

მერს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოტესტირება აღარ მოეთხოვებათ

მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა პირველი ივლისიდან აღარ მოეთხოვებათ. ამ დროიდან ახალი კანონი ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც აღარ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირებად მიიჩნევიან, რადგან მათ პირდაპირი წესით ირჩევენ.

„გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების უფლებამოსილებას არეგულირებს თვითმმართველობის კოდექსი, თუმცა ეს კოდექსი ღიად ტოვებს მათი ნარკოლოგიური შემოწმების საკითხს, – განმარტავს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. – თვითმმართველობის პოლიტიკური თანამდებობის პირების ნარკოტესტირებას ასევე არ განსაზღვრავს საარჩევნო კოდექსი. ამ კოდექსით მხოლოდ პარლამენტის წევრების ნარკოლოგიური შემოწმების წესებია განსაზღვრული.“

მირზა მამულაძე ამბობს იმასაც, რომ კანონის ეს ჩანაწერი პრობლემურია და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ კუთხით მუშაობას აპირებს.

კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ მხოლოდ რიგით საჯარო მოხელეებს ავალადებულებს წარმოადგინონ ნარკოლოგიური შემოწმება. ამ კანონის 27-ე მუხლში ვკითხულობთ: „პირი მოხელედ არ მიიღება, თუ მან სამსახურში არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.“

გამოდის, რომ მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა მოეთხოვებათ სამსახურში აყვანის დროს. „გარდა ამისა, უწყების ხელმძღვანელ პირებს აქვთ ექსკლუზიური უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად მოითხოვონ რომელიმე თანამშრომლის ნარკოლოგიური შემოწმება,“ – დასძენს მირზა მამულაძე.

ახალი კანონის მოქმედება ასევე არ ვრცელდება პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებზე.

აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ბელორუსში

7-9 ივლისს, აჭარის სამთავრობო დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეთაურობით, ბელარუსს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, მათ შორის  ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან მიხაილ რუსისთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

7-9 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეთაურობით, ბელორუსს სტუმრობდა.
7-9 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეთაურობით, ბელორუსს სტუმრობდა.

ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„ბელარუსის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური, ასევე კულტურული მიმართულებით. დაისახა ძალიან საინტერესო გეგმები. სულ მალე განხორციელდება ვიზიტი მოგილიოვის ოლქიდან ჩვენს რეგიონში. ბიზნესის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან ჩვენი ბაზრით. მნიშვნელოვანია სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, გამოცდილებების გაზიარება სხვადასხვა კუთხით, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მზარდ ტურიზმზე, როცა რეგიონში მილიონ ნახევარი ტურისტი ჩამოდის, სასურველია და აუცილებელია გამართული საწარმოები სოფლის მეურნეობის სფეროში, ჯანსაღი პროდუქციის არსებობა. ზუსტად ამ მიმართულებით საინტერესოა ბელარუსის გამოცდილების გაზიარება. დღეისთვის ბელარუსიდან კვირაში 7 ავიაფრენა ხორციელდება უშუალოდ ბათუმში,  სულ 14 ავიაფრენაა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, მეტი კომუნიკაცია ტურისტული სააგენტოების, ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან, ეს არის მნიშვნელოვანი.  ჩვენ ჩამოვიტანეთ საინვესტიციო წინადადებები. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ბიზნესმენი, ინვესტორი და კომპანია დაინტერესდება“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ბელარუსულ მედიასთან ინტერვიუში.

ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან მიხაილ რუსისთან
ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან მიხაილ რუსისთან

რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ახალ გეგმებზე ისაუბრა ბელარუსის ვიცე-პრეზიდენტმა მიხაილ რუსიმ, მისი თქმით, ინტერესი ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან განსაკუთრებით დიდია სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით.

„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში აჭარის დელეგაციას მთავრობის თვმჯდომარის ხელმძღვანელობით. ჩვენი მიზანია ქვეყნებს შორის სავაჭრო ტვირთბრუნვის გაზრდა 200 მილიონამდე, რაც თავისთავად გულისხმობს ახალ სამუშაო ადგილებს, სამრეწველო ბიზნესის განვითარებას. აღნიშნული პროგრამა, როგორც საქართველოს ასევე ბელარუსის მთავრობების მიერ ხორციელდება, გვაქვს ზრდადი დინამიკა. ჩვენი ქვეყნის მეთაურების შეხვედრებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონებს შორის თანამშრომლობას. მოხარულები ვართ, აჭარის დელეგაციის ვიზიტით მაგილიოვის ოლქში. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება შემდგომი თანამშრომლობის გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სამშენებლო, კულტურული და ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები აჭარის რეგიონთან თანამშრომლობის კუთხით, ერთ-ერთი მაგალითია თამბაქო, ჩვენ 2015-2016 წლებში ჩვენი საწარმოსთვის შევიძინეთ 3 მილიონი დოლარის საუკეთესო ხარისხის თამბაქო და ვაპირებთ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. დაინტერესებული ვართ მცირე და დიდი ზომის აგროსაწარმოების შექმნით. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტურიზმის განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ლოჯისტიკური საკითხები, ჩვენი ტვირთების მოძრაობა, ამ კუთხით იგეგმება ბელარუსიის, უკრაინისა და საქართველოს მხარეების შეხვედრა. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა წინადადება და შემოთავაზება და მივიღოთ მაქსიმალურად დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბელარუსის ვიცე-პრემიერმა.

ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე
ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე

[red_box]აჭარასა და მოგილიოვს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა[/red_box]

ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, აჭარის მთავრობის დელეგაცია მოგილიოვის აღმასრულებელ რაიონულ ოლქში ოფიციალურად მიიღეს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც  დამეგობრებული რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავებაზე ისაუბრეს. თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2017-2019 წლებში  ორმხრივი ურთიერთობების სამოქმედო გეგმას მოიცავს.

აჭარასა და მოგილიოვს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
აჭარასა და მოგილიოვს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

ზურაბ პატარაძემ მოგილიოვის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან ვლადიმირ დომანესკისთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად განიხილა თანამშრომლობის სფეროები. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დიდია ინტერესი ბელარუსის რესპუბლიკიდან, კერძოდ, მოგილიოვის ოლქიდან აჭარის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მიმართ. ბელარუსი მეგობრები დაინტერესბულნი არიან ასევე სოფლის მეურნეობის და კულტურის დარგში ერთობლივი პროექტების გამხორციელებით. მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაც თანამშრომლობის სწორედ ამ სფეროებს მოიცავდა.

აჭარასა და მოგილიოვს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
აჭარასა და მოგილიოვს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
აჭარის მთავრობის დელეგაციამ ბელორუსული საწარმოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის დელეგაციის წევრებმა სხვადასხვა სამრეწველო ობიექტი დაათვალიერეს და  კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართეს.  დაათვალიერეს მრავალპროფილური საწარმო ს/ს ,,მოგილიოვლიფტმაჟი“ და ხელმძღვანელობისგან საწარმოს მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

აჭარის დელეგაციასა და მოგილიოვის ადგილობრივი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა სავაჭრო სამრეწველო პალატაში. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აჭარის მხარემ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. ყურადღება გამახვილდა ურთიერთთანამშრომლობაზე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, სამრეწველო და სამშენებლო, ასევე ტურიზმის მიმართულებებზე. შეხვედრის დროს გაიწერა სამომავლო გეგემები, რომლებიც აჭარაში კონკრეტული მიმართულებების გაძლიერებას ეხება. ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის, გენადი ჩორნის განცხადებით, შეხვედრების დროს  ორ რეგიონს შორის  გამოიკვეთა საერთო ინტერესები სხვადასხვა სფეროში და დაიგეგმა ორმხრივი თანამშრომლობა.

ორმხრივი შეხვედრების შედეგად უახლოეს მომავალში დაიგეგმა საპასუხო ვიზიტი მოგილიოვიდან აჭარაში, ბიზნეს გარემოს ადგილზე გაცნობის მიზნით.

აჭარის მთავრობის დელეგაციამ ბელoრუსული საწარმოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის დელეგაციამ ბელoრუსული საწარმოები დაათვალიერა
ზურაბ პატარაძე ბელარუსში ,,კუპალიეს“ დღესასწაულს დაესწრო

აჭარის დელეგაციის ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და დელეგაციის წევრები ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით სახალხო დღესასწაულს ,,კუპალიეს” დაესწრნენ. სახალხო დღესასწაული შკლოვის რაიონში, პრეზიდენტის მშობლიურ სოფელში ყოველწლიურად იმართება.

ზურაბ პატარაძე ბელარუსში ,,კუპალიეს“ დღესასწაულს დაესწრო
ზურაბ პატარაძე ბელარუსში ,,კუპალიეს“ დღესასწაულს დაესწრო

,,კუპალიე“ -,,ალექსანდრის მეგობრებს უხმობს“ ერთ-ერთი მასშტაბური სახალხო დღესასწაულია ბელარუსში, რომელსაც ბელარუსები ზაფხულის შუაგულში აღნიშნავენ. დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი ესწრება. კუპალიეს დღესასწაული ძველ ბელარუსულ ტრადიციებსა და რიტუალებს, თეატრალიზებულ დადგმებსა და მხიარულ თამაშებს მოიცავს.

ზურაბ პატარაძე ბელარუსში ,,კუპალიეს“ დღესასწაულს დაესწრო
ზურაბ პატარაძე ბელარუსში ,,კუპალიეს“ დღესასწაულს დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ბელარუსის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.

აჭარის მთავრობა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე [ფოტო]

10 ივლისს, საღამოს, რესტორან „აჭარულ სახლთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შავი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

19956173_1565345266817903_6167669870544158643_o

19956924_1565344823484614_5357844222297520905_o

19983373_1565344936817936_6513991709956366047_o

19942631_1565344906817939_1705903778247893917_o

კოლეჯი „გოლდენ სიი“ – დუალური სწავლება ბათუმში, სწავლა და მუშაობა ერთდროულად

კოლეჯის შექმნის იდეა

დუალური სწავლების შესახებ იდეა 2013 წელს დამებადა, მაშინ სასწავლო მივლინებით გერმანიის ქალაქ გარმიშში ვიყავი, სადაც თანმიმდევრულ თარგმანს (ინგლისური, რუსული) ვსწავლობდი ევროპის ენების სასწავლო ცენტრში.

სულ ექვსი სტუდენტი ვიყავით სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი ამერიკის საელჩოდან, წარმოშობით ნორვეგიელი. ერთ დღეს ის სკაიპით შვილს ესაუბრებოდა, ვიცოდი, რომ მისი შვილი სწავლობდა პროფესიულ კოლეჯში, თუმცა შევნიშნე, რომ სამზარეულოში იმყოფებოდა და ვიკითხე სწავლასა და მუშაობას ერთმანეთთან როგორ ათავსებდა. როგორც ქალბატონმა ამიხსნა, მისი შვილი სწავლის პარალელურად სამზარეულოში პრაქტიკასაც გადიოდა. ზუსტად ეს იყო დუალური სწავლების მოდელი.

ლეილა გოგიტიძე - შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენი სიი“-ის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი
ლეილა გოგიტიძე – შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი

ჩვენს კოლეჯს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ ჰქვია და ჩვენი დევიზი არის: ცოდნა სიმდიდრეა!

კოლეჯში სწავლის მსურველები მიიღებიან გამოცდების გარეშე, მეცხრე კლასის დასრულების საბუთისა და, საჭიროების შემთხვევაში, მშობლის თანხმობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, რაც ყოველთვიურად 100-170 ლარია (თუმცა სტუდენტები იღებენ სტიპენდიას – 200 ლარს), ეს თანხა  ხმარდება დუალური სისტემის განვითარებას ჩვენს რეგიონში, შენობისა და სტუდენტების ორგანიზაციულ ხარჯებს. კურსების დასრულების შემდეგ სტუდენტები იღებენ ორენოვან – ქართულსა და ინგლისურ – სერტიფიკატს.

ამჟამად კოლეჯში 60-მდე სტუდენტი სწავლობს, მათგან 80 პროცენტი დასაქმებულია.

სტუდენტები „კოლიზეუმ მარინაში“ შეფმზარეულის მეთვალყურების ქვეშ გადიან სასწავლო პრაქტიკას
სტუდენტები „კოლიზეუმ მარინაში“ შეფმზარეულის მეთვალყურების ქვეშ გადიან სასწავლო პრაქტიკას

დუალური სწავლების მოდელი

საქართველოში ტურიზმის გაუმჯობესების ერთ-ერთი ხელშემწყობი საშუალება მომსახურებაა, დუალური სწავლების მოდელი კი მომსახურების დონის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

დუალური სწავლება – სწავლების გერმანული მოდელია, რაც დამსაქმებლის მეთვალყურეობით თეორიისა და პრაქტიკის ერთდროულ ჩართულობას გულისხმობს. დუალური სწავლების პირობებში სტუდენტი თავსდება იმ სივრცეში, იმ სპეციალობითა და იმ დამსაქმებელთან, სადაც შემდგომში აპირებს დასაქმებას, რის შედეგად ვიღებთ მაღალი კვალიფიკაციის კადრს.

სწავლების დუალური სისტემა გვაძლევს საშუალებას, სასწავლო სივრცედ სამუშაო სივრცე ავირჩიოთ, ამ მხრივ თვითონ დამსაქმებელი უზრუნველყოფს სტუდენტების სამუშაო სივრცის კეთილმოწყობასა და სასწავლო პროცესის ხარისხიან მომზადებას. მსგავსი მიდგომა საუკეთესო შედეგის მომტანია ორივე მხარისთვის – დამსაქმებლისა და დაინტერესებულისთვის.

დროის ეკონომია

დღევანდელ, დინამიური ცვლილებების სამყაროში, დროის ფაქტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ამ მხრივ დუალური სისტემის პრივილეგია იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტებს თეორიული სწავლების მიღების საშუალება სამუშაო ადგილზევე ეძლევათ.

ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. დამსაქმებელმა დაინახა სტუდენტების მონდომება და მოტივაციის ასამაღლებალად მათ სტიპენდიაც დაუნიშნა – 200 ლარი. გარდა ამისა, სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებითა და უნიფორმებით.

სწავლის პროცესი შემუშავებული გვაქვს მოქნილი გრაფიკი – სტუდენტები 10 საათიდან 4 საათამდე სწავლობენ, 4 საათის შემდეგ კი იმ სტუდენტებს, რომლებიც განთავსებული არიან რესტორნებში, საშუალება აქვთ საბანკეტო წვეულების მოწყობებშიც მიიღონ მონაწილეობა, რომელიც ასევე უნაზღაურდებათ, საშუალოდ, 50 ლარით.

სპეციალობები და მიმართულებები

კოლეჯში სტუდენტები რამდენიმე მიმართულებას სწავლობენ. გვაქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პროგრამები, მაგალითად, მასაჟისტისა და გიდის მოსამზადებელი კურსები მოკლევადიანი პროგრამებია, რომელთა ხანგრძლივობა  3 თვეა, ხოლო დანარჩენი ყველა – გრძელვადიანია და 9 თვეს გრძელდება. ამჟამად მოკლევადიანი მასაჟის პროგრამა უკვე დასრულებულია, გრძელვადიანი პროგრამის პირველ გამოშვებას კი, ოქტომბრის შუა რიცხვებში ველოდებით.

კოლეჯს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე მსხვილ სასტუმრო ქსელთან აქვს გაფორმებული. მათ შორის „კოლიზეუმ მარინასა“ და „პიაცასთან“ – მზარეულების გადამზადების მიმართულებით (სასწავლო პროცესს უძღვებიან: შეფმზარეულები – ჯონი მჟავანაძე და ლევან გოგიტიძე) სასტუმრო „ლეოგრანდთან“ – სასტუმროს საქმისმწარმოებლის სპეციალობით (სასწავლო პროცესს უძღვება გაყიდვებისა და რეზერვაციის მენეჯერი ნინო მოწყობილი) „რედისონ ბლუში“ (სასწავლო პროცესს უძღვება შეფმზარეული ფატიჰ ილაზი) „პრივეტ ბათუმში“, „გრანდ დრილში“,  “პიერ ბათუმსა“ და “ბათუმი პარკში“.

სასწავლო პრაქტიკა უშალოდ დასაქმების ადგილზე, სასტუმრო „პიაცა“
სასწავლო პრაქტიკა უშუალოდ დასაქმების ადგილზე, სასტუმრო „პიაცა“

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ადმინისტრაციამ სტუდენტებს სასწავლებლად სპეციალური სივრცე გამოუყო, სადაც ისინი თეორიულ ნაწილს გადიან და უზრუნველყოფილნი არიან დაფით, კომპიუტერებითა და სახელმძღვანელოებით. სტუდენტებს ინფოტური სასტუმროს ყველა დეპარტამენტში ჩაუტარდათ, თითოეულის შესწავლა მათთვის აუცილებელია.

სასტუმრო საქმის წარმოება მოითხოვს უცხო ენის ცოდნას. გვყავს სპეციალისტები ინგლისური ენის მიმართულებით, 3 თვის განმავლობაში ინტენსიური კურსი მიმდინარეობდა სასტუმროს კუთხითა და სასაუბრო ენის განსავითარებლად.

ინგლისური ენის კურსებს მაღალი შედეგი მალევე მოჰყვა: რამდენიმე დღეა, რაც გიდების მომზადების გრანდიოზული პროექტი დავძარით (სასწავლო პროცესს უძღვება ექსკურსიამძღოლი – ტრენერი ლალი ჩაგანავა), სტუდენტებს პირველ დღესვე ჩაუტარდათ ინფოტური ქალაქსა და ბოტანიკურ ბაღში. ტურები ინგლისურსა და რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. მეორე დღეს სტუდენტები ტურისტებთან პრაქტიკაზე გავიყვანეთ, რასაც კარგად გაართვეს თავი.

სასტუმრო ,,ლეოგრანდში" სტუდენტებისთვის სპეციალური სასწავლო სივრცეა მოწყპბილი, სადაც პრაქტიკასთან ერთად თეორიულ სწავლებასაც გადიან სტუდენტები. სასწავლო პროცესს უძღვება გაყიდვებისა და რეზერვაციის მენეჯერი ნინო მოწყობილი
სასტუმრო „ლეოგრანდში“ სტუდენტებისთვის სპეციალური სასწავლო სივრცეა მოწყობილი, სადაც პრაქტიკასთან ერთად თეორიულ სწავლებასაც გადიან სტუდენტები. სასწავლო პროცესს უძღვება გაყიდვებისა და რეზერვაციის მენეჯერი ნინო მოწყობილი

ცოტა ხნის წინ კოლეჯმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტურიზმის აკადემიასთანაც გააფორმა, რომლის საფუძველზე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ისწავლონ და პრაქტიკა მიიღონ თურქეთში ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში. სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო მგზავრობით, კვებითა და საცხოვრებელი ადგილით, ასევე მიიღებენ სტიპენდიას – 400 დოლარს. მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ როტაციული დუალური სწავლებით მონაწილეობა მიიღონ თურქეთში, სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის ამოქმედებას კოლეჯი მომავალი სეზონისთვის გეგმავს.

სტუდენტებს პირველ დღესვე ჩაუტარდათ ინფოტური ქალაქსა და ბოტანიკურ ბაღში
გიდის სპეციალობის სტუდენტებს პირველ დღესვე ჩაუტარდათ ინფოტური ქალაქსა და ბოტანიკურ ბაღში

დასაქმების სააგენტოსთან მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენი კოლეჯის სტუდენტები კურსის დამთავრების შემდეგ შეძლებენ დასაქმდნენ ესტონეთსა და პოლონეთში. აუცილებელია მხოლოდ ინგლისური  და რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა. ანალოგიური მიმართულებით სწავლება საზღვაო აკადემიაშიცაა შესაძლებელი _ მზარეულის 9-თვიანი კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ გადამზადება გაიარონ საზღვაო აკადემიაში მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრში და უკვე საზღვაო აკადემიის სერტიფიკატით გემზე გაემგზავრონ.

ამჟამად „შეკვეთები“ ელექტრიკოსებზე, ელექტროტექნიკოსებზე,  კონდიციონერების, აუზის ტექნიკოსებსა და დურგლებზეც გვაქვს მიღებული, რაზეც უკვე გამოვაცხადეთ შერჩევა.

ვაპირებთ ჯანდაცვის სფეროშიც მუშაობას – მედდისა და სტომატოლოგიის განხრით.

კოლეჯის გეგმები

კოლეჯი სამომავლოდ რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და თანამშრომლობას უკრაინასა და გერმანიის მსხვილ კომპანიებთან.

უკრაინასთან თანამშრომლობის საფუძველზე, სექტემბრიდან საქართველოში  სამუშაო გამოცდილების მისაღებად 10 უკრაინელი სტუდენტის გადმოყვანა იგეგმება. სამუშაო პრაქტიკას მიღება უკრაინაში ქართველ სტუდენტებსაც შეეძლებათ.

ბათუმის საერთაშორისო კოლეჯი ,,გოლდენ სიი- ს" სტუდენტები სასტუმრო ლეოგრანდის სამზარეულოში.
ბათუმის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“-ის სტუდენტები სასტუმრო „მარინა კოლიზეუმის“ სამზარეულოში.

ვისაც სურს მიიღოს განათლება და პარალელურად დასაქმდეს, შეუძლია მოგვმართოს ნებისმიერ დროს. ჩვენი კოლეჯი აგრძელებს მსურველთა მიღებას ყოველდღიურ რეჟიმში.

ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმებიც, რაც ევროპისა და სხვა ქვეყნების კერძო, თუ საჯარო უწყებებთან თანამშრომლობას გულისხმობს. დაწვრილებით ამის შესახებ საზოგადოებას შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ ვაცნობებთ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია: ვიდეოზე გავრცელებული შეფასება არასწორი და პროვოკაციულია

9 ივლისს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომლის ავტორის თქმითაც, ბულვარში პოლიციამ ახალგაზრდებს ქართული ცეკვა აუკრძალა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია არასწორი და პროვოკაციულია:

„გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ავტორი მიზანმიმართულად აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შესაბამება: თითქოს, ბათუმის ბულვარში „ქართულ ცეკვას“ კრძალავენ. ბულვარის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმულირება არის არამარტო არასწორი შეფასება, შეიძლება ითქვას პროვოკაციული და არასახელმწიფოებრივიც. ქართული ცეკვის აკრძალვა არც სამართალში და არც ბულვარის ადმინისტრაციის თუ დაცვის სამსახურის წარმოდგენაშიც კი არ დაშვებულა. უფრო მეტიც, ივლისი აგვისტოს პერიოდში, გასული ტურისტული სეზონების მსგავსად, აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ არაერთი კონცერტის ჩატარება იგეგმება, რომლებშიც სწორედ ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

გავრცელებულ ვიდეოში ადგილი ჰქონდა, დაცვის პოლიციის მიერ მითითებას, რომ აღნიშნულ ადგილზე არ იყო მიზანშეწონილი გზის გადაკეტვა და უნდა გადასულიყვნენ სხვა სივრცეში, რადგან ეს არის ბულვარის შესასვლელი ცენტრალური სავალი ნაწილი, საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც ყველა სარგებლობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა დაცვის პოლიციის პრეროგატივაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე მოწყობილია ბათუმის ბულვარის ყველასათვის საყვარელი და სავიზიტო ბარათი – მოცეკვავე შადრევნები, რომელიც სპეციალურ მუსიკალურ პროგრამას მოიცავს .
ბათუმის ბულვარში საკმაოდ დიდი სივრცეა იმისათვის, რომ სავალი ნაწილი არ გადაიკეტოს და არც სხვა არსებულ ატრაქციას შეეშალოს ხელი.

მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ქალაქის სტუმარს, ნუ აჰყვებიან მსგავს პროვოკაციებს და დაეწრონ 15 ივლისიდან ბათუმის ბულვარში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გამართულ ქართული ცეკვისა და სიმღერის უფასო კონცერტებს, რომლებიც სწორედ ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება“ – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პატიმარი: არ მეუბნებიან, ოპერაციას გამიკეთებენ თუ არა

„ყურთასმენაც დაკარგული მაქვს, ძალიან ძლიერი ტკივილები მაქვს, ვარ ძალიან ცუდად. გთხოვთ, დამეხმაროთ და მარტო ტყუილი წერილობითი პასუხებით ნუ შემოიფარგლებით“, – აღნიშნავს მსჯავრდებული ფრიდონ ჯ. ბათუმის ციხიდან გამოგზავნილ წერილში. მისი თქმით, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ და არც იმას ეუბნებიან, ჩაუტარდება თუ არა ოპერაცია. პატიმარმა წერილი ჟურნალისტების გარდა სამთავრობო უწყებებსაც მისწერა.

„შევხვდი ექიმ-სპეციალისტს ოტოლარინგოლოგს. დიაგნოზები დამისვა, რომ ყელზე და ცხვირის ძგიდზე მაქვს ჩასატარებელი ოპერაცია. არ მეუბნება მთავარი ექიმი, დარეგისტრირებული ვარ თუ არა. ხერხემლის, კისრის არეში, ფეხების არეში გაუსაძლისი ტკივილები მაქვს,“ – წერს პატიმარი.

„მსჯავრდებული ფ.ჯ. უკვე დარეგისტრირებულია რეფერალის ელექტრონულ ბაზაში, – მოგვწერეს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან, – შესაბამისად, ოპერაციული მკურნალობა განსაზღვრული წესის მიხედვით, რიგითობის დაცვით გაეწევა. გეგმურ ოპერაციულ მკურნალობაზე რეკომენდაცია ფ.ჯ.-ს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მიეცა, სადაც იგი ჩივილებიდან გამომდინარე კონსულტაციის მიზნით იქნა გადაყვანილი. კლინიკაში მას დამატებით ქირურგის კონსულტაციაც ჩაუტარდა, რომელმაც გეგმურ ოპერაციულ მკურნალობაზე  გასცა რეკომენდაცია. ამჟამად, ფ.ჯ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროებისამებრ, მომავალშიც გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება,“ – აღნიშნულია სამინისტროდან მიღებულ წერილში.

ფრიდონ ჯ.-ს შემთხვევას სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. მოკვლევის შედეგი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

შუამთობა გომის მთაზე გაიმართება

შუახევის გამგეობა შუამთობას მოიალაღეებისთვის წელს გომის მთაზე გამართავს.

შუამთობასთან დაკავშირებით, შუახევის გამგეობას სპორტულ-კულტურული ღონისძიებების გამართვა აქვს დაგეგმილი. სპორტული ღონისძიების ფარგლებში შეჯიბრი მოეწყობა მარულაში, ფეხბურთსა და ძალოსნობაში. სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად გომის მთაზე, 3 კილომეტრზე მანძილზე, მარულას ბილიკისა და 2 800 კვადრატულ ფართობზე მოედნის მოწყობაა დაგეგმილი.

სპორტული მოედნის, ბილიკის მოწყობასა და ღონისძიებებში გამარჯვებული მონაწილეებისთვის სიგელების, თასებისა და ფასიანი საჩუქრების შესაძენად გამგეობის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 5 ივლისს დასრულდა. ტენდერში მონაწილე ინდმეწარმე თენგიზ დავითაძესთან ხელშეკრულება გამგეობას ჯერ არ გაუფორმებია.

შუამთობის დღესასწაულზე სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულ მონაწილეებს ტელეფონები, ფეხბურთის ბურთები და ნარდი გადაეცემათ.

შუამთობის დღესასწაულის გამართვასთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიჯეტიდან 1048 ლარია გამოყოფილი.

შუამთობა საზაფხულო იალაღებზე ტრადიციულად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება.

მერაბ ღოღობერიძე სასამართლოს: ჩემ გარეშე განიხილეთ

„ჩემ გარეშე განიხილეთ,“ – მერაბ ღოღობერიძისგან ეს წერილობითი განცხადება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. ის განიხილავს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს, რომლებსაც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა.

„ის არის ავად და სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია. ამის გამო ვერ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ვაყენებ შუამდგომლობას, გადაიდოს სასამართლო პროცესი,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა პაატა შავაძემ. ის მერაბ ღოღობერიძის ინტერესებს იცავს.

პაატა შავაძის განმარტებით, 13 ივლისს აქვს შეხვედრა ჩანიშნული მერაბ ღოღობერიძესთან ციხეში და იქ დააზუსტებს, როდის მოახერხებს მერაბ ღოღობერიძე პროცესზე დასწრებას.

კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლებელია სასამართლო პროცესები ბრალდებულის დასწრების გარეშე გაგრძელდეს. დღევანდელ სხდომას ამავე საქმეზე ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია ესწრებოდა.

სხდომის გადადების წინააღმდეგი წავიდა პროკურორი რამაზ შავაძე. მან ყურადღება გაამახვილა ბრალდებულის წერილზე, რომელიც მან მოსამართლეს გამოუგზავნა და სადაც არ წერია, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამიტომ ვერ მოვიდა სასამართლოში.

„ის ცალსახად ამბობს, რომ მისი მონაწილეობის გარეშე წარიმართოს პროცესი. ძალიან ბევრი მოწმეა დასაკითხი. დღეს რამდენიმე მოწმე წარმოდგენილი გვყავს. თუკი ინტენსიურად არ იმუშავებს სასამართლო, პროცესი გაჭიანურდება,“ – აღნიშნა რამაზ შავაძემ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საქმის განხილვა გადადო. „მე ვერ ვხედავ, რომელიმე მხარის მხრიდან პროცესის გაჭიანურების მცდელობას. მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, რის გამო ვერ გამოცხადდა ბრალდებული“, – დასძინა მოსამართლემ.

 

გონიოელები მერიას: არ გაასაჩივროთ სასამართლოს გადაწყვეტილება

დღეს, 10 ივლისს, ბათუმის მერიის წინ გონიოელები შეიკრიბნენ და მოუწოდეს მერიას, არ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება,  რომლის თანახმადაც გონიოელების მიწის საკუთრების საკითხი ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ხელახლა უნდა შეისწავლოს და ინდივიდუალური პასუხი გასცეს თითოეულ მოსარჩელეს. 

„გვინდა როგორმე გავაგებინოთ მერიას, რომ ეს გადაწყვეტილებაც არ გასაჩივრდეს,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ენვერ ირემაძემ.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას არც ამჟამად აპირებენ და კომისია ხელახლა შეისწავლის გონიოელების მიწის საკუთრების საკითხს.

______________________

ამავე თემაზე: 

რას აპირებს ბათუმის მერია გონიოს მიწებზე

გონიოელებმა სასამართლო დავა მოიგეს

მეშვიდე დღე – მაშველები ზღვაში კობა ბაკურიძის ძებნას აგრძელებენ

სამაშველო სამსახური აგრძელებს კობა ბაკურიძის ძებნას. ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე პლაჟზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ, მისი კვალი დაიკარგა.

კობა ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის ძმაა. თამაზ ბაკურიძემ ფეისბუქის საშუალებით მოსახლეობას მიმართა თხოვნით, დაეხმარონ ძმის პოვნაში:

„მინდა მივმართო მოსახლეობას და განსაკუთრებით სანაპორო ზოლზე ( ფოთი, ქობულეთი, მწვანე კონცხი, ჩაქვი, მახინჯაური სარფის) მოსახლეობას. ვინაიდან ზუსტად არ ვიცით, რომ ის ზღვაში გაუჩინარდა თუ ხმელეთზე და არსებობს სხვა ვერსიებიც, მოგმართავთ თხოვნით, იყოთ ყურადღებით, რაგდან შეიძლება კობა შველას ითხოვს, სიცოცხლეს ებრძვის. მივმართავ პოლიციას და შესაბამის სამსახურებს, ნუ ჩაეჭიდებიან მხოლოდ ზღვის ვერსიას, საჭიროა ძებნა ხმელეთზე და განსაკუთრებით სანაპიროზე.“ 

შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კობა ბაკურიძეს ხმელეთზეც ეძებენ იმ დღიდან, როგორც კი მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინება შევიდა.

შსს: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული

შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1992 წელს დაბადებული ო.ო. და 1985 წელს დაბადებული ჯ.ბ., გასაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

სამინსიტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ო.ო.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 339 აბი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 31,2113 გრამ „მდმა“-ს შეიცავს. ჯ.ჰ-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 1,06798 გრამი „მდმა“-ს შემცველი 9 აბი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ბათუმში სკანდინავიური ბრენდის საოჯახო საქონლის მაღაზია გაიხსნა

ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის #88-ში სკანდინავიური ბრენდის მაღაზია „იუსკი“ JYSK  8 ივლისს გაიხსნა. „იუსკი“ გლობალური საცალო სავაჭრო ქსელია, რომელიც მომხმარებელს სახლისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებს, ავეჯსა და აქსესუარებს სთავაზობს. ქსელი ოპერირებს პრინციპით – „ყველაფერი სახლისთვის“.

თბილისში “იუსკი” 2016 წლის ბოლოს გაიხსნა.

„იუსკის” პირველი მაღაზია მისმა მფლობელმა ლარს ლარსენმა დანიაში, ქალაქ აარჰუსში 1979 წელს გაიხსნა. ამ ეტაპზე “იუსკი გრუფს” 44 ქვეყანაში 2,300-ზე მეტი მაღაზია აქვს. 

 

„ბილივის“ საქველმოქმედო გალა საღამო „ჰილტონ ბათუმში“ 15 ივლისს გაიმართება

15 ივლისს 19:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“, „ბილივის“ მეოთხე ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 200-ზე მეტ წარმომადგენელს ქველმოქმედებისთვის გააერთიანებს!

ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა და თანადგომა. გალა-საღამო მოიცავს მიღებას – კოქტეილ წვეულებას, საქველმოქმედო აუქციონს, სადღესასწაულო სადილს, ლატარიის ბილეთების გათამაშებასა და საინტერესო  მუსიკალურ ნაწილს.

სპეციალურად „ბილივის“ გალა საღამოსთვის მუსიკალურ ნაწილს წარმართავს – ჯაზის ქართველი ვარსკვლავი, საერთაშორისო კონკურსის „The Made in New York Jazz“-ის ფინალისტი და თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი მაია ბარათაშვილი. მომღერალი საკუთარ ბენდთან ერთად  უახლესი შოუ პროგრამით წარსდგება მსმენელთა წინაშე. საქველმოქმედო აუქციონს გაუძღვება კანადის საპატიო კონსული საქართველოში კლიფ ისააკი.

აუქციონზე გასაყიდად თავიანთი ნამუშევრები შემოწირულობის სახით გაიღეს ქართველმა და უცხოელმა ხელოვანებმა, მათ შორის: ნინო ჩაკვეტაძემ, ირინა სარიდიმ, ბუბა არაბულმა, ერეკლე წულაძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, გიული ღვანიამ, თორნიკე მათითაშვილმა, ლევან ბუჯიაშვილმა, დეკანოზმა ანდრია ნაცვლიშვილმა, თუთუ კილაძემ, ტარას ბიბილაშვილმა, მაკა ლდოკონენმა, სოციალურმა საწარმომ „ეთნოდიზაინმა“ და სოციალურმა საწარმომ „იკორთამ“, ნათია არაბულმა-ბექაურმა, მიხეილ კვირაიამ, ბაჩო წამელაშვილმა, ნათია ახალაიამ, დიმიტრი ბასილაიამ, ანასტასია ლოგვინენკომ.

გალა საღამოზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდების მხარდაჭერას.

ღონისძიების სპონსორები არიან:

ოქროს სპონსორები: საქართველოს ბანკი, კომპანია „პეისი“, „ჩენელ ენერჯი“, „პრაიმ ბეტონი“, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, „შავი ზღვის ტერმინალი“.

ვერცხლის სპონსორები: MSC Georgia, Wilhelmsen Ships Service

ღვინის სპონსორი: „ვაზიანი კომპანი“

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“.

ფონდის შესახებ

ფონდი „ბილივი“ არის არაკომერციული, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლიდან დაფუძნდა დასავლეთ საქართველოში საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ სოციალურად დაუცველი ბავშვების, მოხუცებისა და ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრება.

2014 წლიდან ყოველ ზაფხულს ფონდი „ბილივი“ აწყობს საქველმოქმედო გალა საღამოს დონორი ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური  შემომწირველებისთვის. ბილივის საქველმოქმედო გალა საღამო არის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება დასავლეთ საქართველოში. დონორებისა და მოხალისეების უანგარო თანადგომით „ბილივის“ გუნდი ფინანსურ სახსრებს აგროვებს იმ დაგეგმილი საქველმოქმედო პროგრამებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოში მთელი წლის განმავლობაში ბენეფიციართა საცხოვრებელი პირობების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას, ასევე განათლების დონის ამაღლებასა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.

3 წლის განმავლობაში „ბილივის“ საქველმოქმედო გალა საღამოებზე 300 000 ლარზე მეტი შეგროვდა.

საკონტაქტო პირი:

მარი ნადარაია

ტელ: +995 599887770

ელ.ფოსტა: info@believe.ge

www.believe.ge

facebook.com/BELIEVE.GE

ქობულეთის ცენტრალურ პარკს სეზონზე შეიარაღებული პოლიცია დაიცავს

ქობულეთისა და ჩაქვის პარკებს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში დაიცავენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ააიპ „ქობულეთის პარკი“, ქობულეთში, აღმაშენებლის გ.#279-ში მდებარე ცენტრალური პარკისა და დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული პარკის საპოლიციო ძალებით დაცვის უზრუნველყოფაში 47 400 ლარს გადაიხდის.

„ქობულეთის პარკი“ აღნიშნული პარკების იარაღით დაცვის აუცილებლობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულის აღკვეთის მიზნით ხსნის. ამასთან, „შეიარაღებული დაცვის პოლიციის მომსახურება საჭიროა მხოლოდ ტურისტული სეზონის განმავლობაში, რომელიც გრძელდება ივლისი, აგვისტო, სექტემბრის პერიოდში“.

ბათუმში 12 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

დღეს, 9 ივლისს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ავტომანქანა  მოზარდს დაეჯახა.

„12 წლის ბიჭს მანქანა თამარის დასახლებაში შუქნიშნებთან გადასასვლელზე [კულტურის სახლის] მიმდებარედ დაეჯახა. ბავშვი იყო კონტაქტური, თუმცა შეშინებული და ტიროდა. აღენიშნებოდა თავის ქალის დახურული დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში“ – განაცხადეს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პეტრას ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალში ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება იგეგმება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ციხის მუზეუმ-ნაკრძალში მოეწყობა მისასვლელი გზები, ბილიკები და საექსპოზიციო ნაგებობები. ასევე გაკეთდება ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები. ციხის პოპულარიზაციის მიზნით ასევე განიხილება ყოველწლიური  „არტ ფესტივალი პეტრას“ გამართვის იდეაც.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პეტრას ციხესიმაგრეს, როგორც რეგიონში ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, აქტიურ პოპულარიზაციას როგორც საიმიჯო კლიპებით, ასევე სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით უწევს… ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ციხე ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება,“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ციხეზე დაგეგმილ პროექტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილ ადგილზე გაეცნენ. პეტრას ციხეზე ისინი ედინბურგელ მკვლევარებს – ემანუელე ინტალიატასა და მართა კარლოტა რავიცაას შეხვდნენ. მკვლევარები, ქართველ არქეოლოგ დავით ნასყიდაშვილთან ერთად, პეტრას ციხეზე ბიზანტიური ეპოქის ნაშთებს იკვლევენ.

პეტრას ციხე უძველესი ციხე-ქალაქის ნანგრევებს წარმოადგენს და ის ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, მდებარეობს.

პეტრას ციხე / თედო ჯორბენაძის ფოტოები
პეტრას ციხე / თედო ჯორბენაძის ფოტოები
ქობულეთის ხედი პეტრას ციხის გალავნიდან
ქობულეთის ხედი პეტრას ციხის გალავნიდან

„ბათუმობა 2017“-ის სცენარს კულტურის სახლი 10 000 ლარად შეისყიდის

ბათუმის კულტურის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა თანხმობისთვის, რათა სახალხო დღესასწაული „ბათუმობა 2017“-ის სცენარი გამარტივებული წესით 10 ათას ლარად შეისყიდოს რევაზ ახრახაძისგან. ტენდერის გარეშე შესყიდვის საფუძვლად კულტურის სახლი ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ასახელებს.

„აღნიშნული მომსახურების შესყიდვით შესაძლებელი გახდება ბათუმობის დღესასწაულის მაღალორგანიზებულად ჩატარება… რევაზ ახრახაძის ექსკლუზიური უფლებამოსილება კი დადასტურებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ 2017 წლის 3 ივლისს გაცემული N7007 დეპონირების დამადასტურებელი მოწმობით“ – აღნიშნულია კულტურის ცენტრის განაცხადში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბათუმის კულტურის ცენტრის განცხადება 13 ივლისამდე უნდა განიხილოს.

ცენტრის დირექტორის, ჯონი საბაშვილის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ბათუმობა 2017“-ის თაობაზე წარდგენილი რევაზ ახრახაძის სცენარი – „ბათუმი საოცრებათა ქალაქი“, მოიწონა ბათუმის მერიაში არსებულმა ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების კომისიამ.

brZaneba
ჯონი საბაშვილის ბრძანების ფრაგმენტი

ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორს, რევაზ ახრახაძემ 10 000 ლარის სანაცვლოდ სცენარის გადაცემაზე ხელშეკრულების გაფორმება, მიმდინარე წლის 6 ივლისს შესთავაზა; ჯონი საბაშვილმა კი მეორე დღეს, 7 ივლისს, გამოსცა ბრძანება სცენარის შესყიდვის მიზნით თანხის გამოყოფაზე.

werili axraxaZe
რევაზ ახრახაძის განცხადება

„ბათუმობა 2016“  ბათუმში გასულ წელს, 3 და 4 სექტემბერს გაიმართა.

მთავარი ფოტო: „ბათუმობა 2016“-ის სამზადისი, „ბათუმელების“ არქივიდან

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ სადისპეტჩერო შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, სადისპეტჩერო შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს და სამშენებლო სამუშაოებისთვის 28 325 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანოს №13-ში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 12 ივლისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში. სატენდერო პირობების თანახმად, „სამუშაობების მიმდინარეობა უნდა განხორციელდეს, ისე, რომ ხელი არ შეუშალოს სადისპეტჩეროში არსებულ მუშა პროცესს [მძღოლებისა და კონდუქტორების რეგისტრაციას და ბილეთების აღებას]“. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა 2 წელია.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სადისპეტჩერო შენობა / ფოტომასალა სატენდერო დოკუმენტაციიდან
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სადისპეტჩერო შენობა / ფოტომასალა სატენდერო დოკუმენტაციიდან

„ბათუმის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქისთვის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ახალი ავტობუსის შეძენაც, რაც ძველი მუნიციპალური ავტობუსების ჩასანაცვლებლად საკმარისი არ არის.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში, 16 სამარშრუტო ხაზზე ყოველდღიურად 107 ავტობუსი მოძრაობს, მწყობრში კი სულ 130 ავტობუსია [ამას ემატება 6 ავტობუსი, რომლებიც ქალაქგარეთ მოძრაობს].

„შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“ – სამინისტრო ეკრანით მომსახურებაში 50 ათას ლარს გადაიხდის

„შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეკრანით მომსახურებაში 50 ათას ლარამდე გადაიხდის. ეკრანით [რომლის ზომა 95 კვ/მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს] მომსახურების შესყიდვას,  სამინისტრო გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განახორციელებს.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 2017 წლის 27 ივლისიდან 1-ელი აგვისტოს პერიოდში „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის“ ფარგლებში ეკრანით მომსახურება – ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა ბულვარში მდებარე ჩოგბურთის მოედანზე [კორტები].

„შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“ ბათუმში ბოლო რამდენიმე წელია იმართება. წელს ბათუმი ფესტივალს მეთერთმეტედ უმასპინძლებს.

მთავარი ფოტო: „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“, „ბათუმელების“ არქივიდან.

 

ზღვაზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება

რამდენიმე დღეა ზღვაში გაუჩინარებულ კობა ბაკურიძეს სამაშველო სამსახური ეძებს. ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე პლაჟზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ, მისი კვალი იკარგება.

კობა ბაკურიძის ძმის, თამაზ ბაკურიძის თქმით, ოჯახის მოთხოვნა, რომ გადამოწმებულიყო სანაპიროზე არსებული სათვალთვალო კამერები გუშინ [8 ივლისს] დაკმაყოფილდა, თუმცა, თვითმიხლველების ნაამბობი, რომ თითქოს მათ კობა ნახეს ხმელეთზე „შერატონის“ მიმდებარედ არ დადასტურდა.

„სათვალთვალო კამერებიდან მასალების ამოღების პროცესში თვითმხილველებმა გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალეს და აღნიშნეს, რომ კობა არა 3 რიცხვში, არამედ 2 ივლისს, საღამოს დაინახეს სანაპიროზე. გასაკვირია ის არის რომ კობა 2 ივლის მაგ დროს საერთოდ არ ყოფილა ზღვაზე და ბუნებრივია ვერც სანაპიროზე დაინახავდენ… თუ დავეყრდნობით მაშველების და ერთი თვითმხილველის ჩვენებას, რომლებაც კობა ბოლოს დაინახეს როგორ შევიდა ზღვაში, მაშინ უნდა გავაძლიეროთ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ზვაზე და სანაპიროზე“ – წერს თამაზ ბაკურიძე.

„ბათუმელებთან“ საუბარში თამაზ ბაკურიძემ აღნიშნა, რომ სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს ზღვაზე – გრიგოლეთის, ქობულეთის, ჩაქვის, მახინჯაურისა და ბათუმის მიმდებარე აკვატორიაში. მისივე თქმით, „წუხელ იყო სიგნალი, რომ ზღვამ გრიგოლეთში მამაკაცის ცხედარი გამორიყა. თუმცა, გადამოწმების შემდეგ სხვა აღმოჩნდა, რომელიც გუშინ შესულა ზღვაში და გუშინვე იპოვეს“.

უკონტაქტო პატრულირების ნიშნები ბათუმში

ბათუმში უკონტაქტო პატრულირების სივრცეები გამოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი სივრცე ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთია, გორგილაძის ქუჩის კვეთაში. აქ უკონტაქტო პატრულირების სივრცის დასაწყისისა და დასასრულის შესახებ სპეციალური ნიშნები უკვე განთავსებულია.

პოლიცია კანონითაა  ვალდებული ასეთი ნიშნები განათავსოს, თუმცა, რამდენ ადგილზე ხორციელდება ბათუმში უკონტაქტო პატრულირება, ინფორმაცია საპატრულო პოლიციიდან ვერ მივიღეთ. შესაბამისი ინფორმაცია არც შსს-ს ვებგვერდზე იძებნება.

კანონით, უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე. ბრძანების გამოცემისას დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობას, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობას, პოლიციის სარგებლობაში არსებული სტაციონარული ვიდეო- სამეთვალყურეო სისტემების რაოდენობასა და განლაგებას, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებს. დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება უკონტაქტო პატრულირების განხორციელების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ გასაცნობად და აღსასრულებლად ეგზავნება ცენტრს და თავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე“.

პოლიციას, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან, მიეცა უფლება თავის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მათ შორის ისეთზე, რომელსაც არ აქვს სპეციალური ამოსაცნობი ნიშნები, დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა, აგრეთვე, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები.

შესაბამისი კანონით, უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული ინფორმაცია ინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეიცავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან დანაშაულის შესახებ მონაცემებს; სხვა შემთხვევაში ჩანაწერები 24 საათის განმავლობაში უნდა განადგურდეს.

უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე იწერება ფულადი ჯარიმა.

უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებისას [ისევე როგორც ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე, ასევე, ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე] ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება. ანუ, უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებულ მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები არ დააკლდება.

მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, გარკვეულ შემთხვევებში, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებასაც იწვევს. მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.

უკონტაქტო პატრულირების სივრცის დასაწყისი / ბათუმი, ვაჟა-ფშაველასა და გორგილაძის ქუჩების კვეთა / 9.07.2017 /
უკონტაქტო პატრულირების სივრცის დასაწყისი / ბათუმი, ვაჟა-ფშაველასა და გორგილაძის ქუჩების კვეთა / 9.07.2017 /
უკონტაქტო პატრულირების სივრცის დასასრული / ბათუმი, ვაჟა-ფშაველასა და გორგილაძის ქუჩების კვეთა / 9.07.2017 /
უკონტაქტო პატრულირების სივრცის დასასრული / ბათუმი, ვაჟა-ფშაველასა და გორგილაძის ქუჩების კვეთა / 9.07.2017 /

ukontaqto qaver

შუახევში შშმ პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა

შუახევის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა. სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად შუახევის გამგეობამ ბიუჯეტიდან – 164 393 ლარი გამოყო და ელექტრონული ტენდერი 5 ივლისს გამოაცხადა.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრი შუახევის დაბაში, ყოფილი უნივერმაღის ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოეწყობა.

„პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრისთვის შენობას მოვაწყობთ, რისთვისაც ყოფილი უნივერმაღის შენობის პირველ სართულს გავარემონტებთ, არსებული ფართი დღის სარეაბილიტაციო ცენტრის სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ თუ საჭირო დარჩება, სამომავლოდ შენობის მეორე სართულსაც გავარემონტებთ“ – ამბობს გამგებელი და დასძენს, რომ დღის სარეაბილიტაციო ცენტრი შუახევში აიპის სტატუსით იფუნქციონირებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები და „შუახევი ჰესის“ მშენებელი კომპანია ფინანსურ დახმარებას გვპირდება, პირველ ეტაპზე სპეციალისტებს მოვიწვევთ, ხოლო შემდეგ, ადგილზე არსებულ კადრებს გადავამზადებთ რომ მოწვეულ კადრებზე დამოკიდებული არ ვიყოთ. რაც შეეხება სარეაბილიტაციო კურსს, ჩვენს ცენტრში მომსახურება უფასო იქნება“-ამბობს გამგებელი.

Exit mobile version