შუახევის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
შუახევის მაჟორიტარი კანდიდატებიდან, დაბა შუახევში – გიორგი დავითაძემ გაიმარჯვა – ხმების 52,44%, შუბანში ემზარ ჯუმუშაძემ – 48,88%, ოლადაურში გენად მიქელაძემ – 54, 95%, დღვანში – იმედა მუკუტაძემ – 47,19%, უჩამბაში ჯემალ ივანაძემ – 55,01%, ზამლეთში – ამირან ბერიძემ – 60,52%, ჭვანაში – ზურაბ ვაშაყმაძემ – 45,79%, წყაროთაში – სულიკო ბოლქვაძემ – 54,03%, ხოლო ბარათაულში – მურად ქათამაძემ – ხმების 48,32%.
შუახევის მუნიციპალიტეტში სამი მაჟორიტარული ოლქის – შუბნის, დღვანისა და უჩამბის გამარჯვებული კანდიდატები სკოლის ყოფილი დირექტორები არიან.