მოზარდები თავიანთ ფესტივალზე ქართველებს ელოდებიან

ისინი უკვე სამი დღეა დიდ სამზადისში არიან – ხვალ, 31 ივლისს კი, თავიანთი ნამუშევრებით აუდიტორიის წინაში უნდა წარსდგნენ. დღეს და გუშინ 20-მდე ბათუმელმა მოზარდმა და სტუდენტმა – სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა საკუთარი ხელით მოხატეს ჩანთები, რომლებსაც ხვალ ფესტივალის სტუმრებს საჩუქრად გადასცემენ. კოლონადებთან ეროვნული უმცირესობების ფესტივალი გაიმართება და 20 საათიდან დაიწყება.

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის აქტივისტები
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის აქტივისტები
ჩანთები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრებისთვის ამზადებენ
ჩანთები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრებისთვის ამზადებენ

კოლონადებთან ასევე მოეწყობა იმპროვიზებული სცენა და გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ უმცირესობათა საცეკვაო ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები.

მოზარდებმა მოახერხეს ზოგიერთი კერძო კომპანიის დარწმუნება, რომ მათთვის მხარი დაეჭირათ, მაგალითად, გერმანული დიასპორის მხარდამჭერია რესტორანი – Weihenstephan-ი;
ბერძნული დიასპორისთვის ეროვნული სამოსის აქსესუარები, სასაჩუქრე შეფუთვები და სხვა საჭირო ინვენტარი შეიძინეს სტომატოლოგიურმა კლინიკამ – Batumi dental clinic-მა, სამშენებლო კომპანიებმა: White Sails-მა და KSK Building Company-მ.

20376072_1488308337881928_3772801556526537834_n24 წლის სტუდენტი, რიმა კირიაკიდი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ამ აქციის ორგანიზებაზე იმუშავა. რიმა ამბობს, რომ ასეთ აქციებში აქამდე მონაწილეობა არ მიუღია. ეს ფესტივალი რიმასთვის უფრო საჭიროა, ვიდრე საინტერესოა. „ბათუმი მრავალეთნოსიანი ქალაქია და ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ამის შესახებ“, – ამბობს ის. კითხვაზე, რას ფიქრობთ, მოვლენ თუ არა ხვალ ქართველები თქვენ მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე, რიმა ამბობს, რომ, როგორც „ფეისბუქიდან ჩანს, 72 ადამიანი ნაღდად მოვა“.

20375836_1488525167860245_7035534355204315188_nრიმა ასევე ამბობს, რომ ხვალინდელ ფესტივალს მისი მშობლები ვერ დაესწრებიან, მაგრამ აუცილებლად იქნებიან სხვა მოზარდების მშობლები. რიმას თქმით, მათ  „აქტიურად ეხმარებიან დიასპორების ქალები“.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის მიზანია, ეროვნულ უმცირესობათა გააქტიურება მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ [IJH] ამ პროექტს ფინანსური მხარდამჭერი „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოა“.

როგორ ებრძვიან საქართველოში ადამიანით ვაჭრობას

30 ივლისს ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდმა ამ დღესთან დაკავშირებით, სარფის საბაჟოზე გამშვებ პუნქტთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. რამდენად ეფექტურია მსგავსი აქციების ჩატარება – „ბათუმელებმა“ ფონდის პრესსამსახურის წარმომადგენელს რამდენიმე კითხვით მიმართა.

ქეთი, რატომ აირჩიეთ სარფი

ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი ყოველწლიურად სხვადასხვა ადგილას აღვნიშნავთ ამ დღეს. წელს აქცენტირებულად გავაკეთეთ სარფი. სიმბოლური დატვირთვა მივეცით, რადგან არის საზღვარი და ქვეყნიდან გამსვლელ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენეთ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რაც მათ უნდა იცოდნენ, რომ თავიდან აირიდონ გარკვეული უსიამოვნებები. ასეთი აქციები დღეს გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, იმ ქალაქებში, სადაც სახელმწიფო ფონდს აქვს თავისი თავშესაფრები – ეს არის გორი, ქუთაისი, სიღნაღი და თბილისი.

ადამიანები, რომლებიც საზღვარზე გადიოდნენ, თუ იჩენდნენ ინტერესს თქვენი აქციის მიმართ?

წლიდან წლამდე იზრდება დაინტერესება. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვხვდებით სხვადასხვა აუდიტორიას მთელი საქართველოს მასშტაბით. უფრო ხშირად გვეკითხებიან პრევენციული ღონისძიების შესახებ. ჩვენ გვაქვს საკონსულტაციო ცხელი ხაზი – 116 006. ამ ნომერზე დარეკვა არის უფასო. ჩვენი იურისტები პასუხობენ მოქალაქეებისთვის საინტერესო კითხვებს. ჩვენ ცხელ ხაზზე კონსულტაციები ტარდება 8 ენაზე.

ტრეფიკინგის საინფორმაციო შეხვედრა სარფში
ტრეფიკინგის საინფორმაციო შეხვედრა სარფში. ფოტო: ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი

ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდმა

ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდმა

დღეს იყო შეხვედრა ღია სივრცეში, ქვეყნიდან გამსვლელებთან გვქონდა კომუნიკაცია. საინფორმაციო ბროშურები დავარიგეთ. აქვე იყვნენ ჩვენი იურისტები. დაინტერესებულ პირებს, ვისაც პირდაპირი კომუნიკაცია სურდათ, უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევდნენ.

რამდენი ადამიანი გყავთ ამ ეტაპზე თავშესაფარში მოთავსებული?

პირველი ივლისის მონაცემებით სახელმწიფო ფონდის თავშესაფრებით ისარგებლა ტრეფიკინგის ხუთმა მსხვერპლმა. ეს 2017 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემია.

მსხვერპლები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუ უცხოელები?

სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, ამ ხუთი ადამიანიდან.

ტრეფიკინგის მსხვერპლად საქართველოში იქცნენ, თუ უცხოეთში?

სამი სოხუმის შემთხვევა გვქონდა. დანარჩენი ორიც ჩვენთან იყო…

თქვენი სერვისები რა არის, რას სთავაზობთ მსხვერპლს?

ჩვენი სერვისით რომ ისარგებლო აუცილებელია ტრეფიკინგის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსი. ამ შემთხვევაში კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ ადამიანს თავშესაფრის მომსახურებას, იურიდიულ კონსულტაციას, სამედიცინო მომსახურებას, ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და რეაბილიტაცია-რეინტეგრაციას.

თავშესაფრის მომსახურება რას ნიშნავს, უფრო ნათლად რომ განმარტოთ?

ეს იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარი ცხოვრობს აქ სამიდან ექვს თვემდე ვადით. სამი თვის შემდეგ თავიდან გადაიხედება როგორც ბენეფიციარის მდგომარეობა, ისე მისი იურიდიული კუთხით დოკუმენტები რამდენად სრულყოფილად მოწესრიგდა. თავშესაფარში არის უსაფრთხო გარემო, სადაც ჩვენ უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით, კვებით და ყველა იმ სერვისით, რაც მე უკვე ჩამოვთვალე. თუმცა ზოგჯერ შეიძლება თავშესაფარში მოთავსებაც იყოს მსხვერპლის ნება-სურვილზე დამოკიდებული – შეიძლება არ იყოს ადამიანი თავშესაფარში, მაგრამ სხვა სერვისები მიიღოს.

ტრეფიკინგის მსხვერპლებს, ვთქვათ უცხოელებს, ეხმარებით სამშობლოში დაბრუნებაში?

20496200_10209915384063475_713855808_nრა თქმა უნდა. რაც თქვენ ახსენეთ სოხუმის ფაქტი, ჩვენ უზრუნველვყავით მათი იურიდიული წარმომადგენლობა როგორც სასამართლოში, ასევე ძალოვან სტრუქტურებთან, რომ მათი საბუთები მოწესრიგებულიყო. დავეხმარეთ თავიანთ ქვეყანაში რომ დაბრუნებულიყვნენ.

რამდენი ადამიანის მიღება შეგიძლიათ ერთდროულად თქვენს ცენტრებში?

სახელმწიფო ფონდის დაქვემდებარებაში არსებულ თავშესაფრებში შესაძლებელია ტრეფიკინგისა და ოჯახის ძალადობის მსხვერპლთა განთავსება. ჯამურად ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად 90-მდე ბენეფიციარს მოვემსახუროთ.

სომხური ტოლმის ფესტივალი ბათუმში

ხალხმრავლობა ბათუმის სომხურ ეკლესიასთან ამ წუთებშიც გრძელდება. ეკლესიის გვერდით სკვერში ტოლმის ფესტივალი გაიმართა. მაყურებელიც და მონაწილეებიც, უფროსები და პატარები ერთად ცეკვავენ.  ყველაზე მეტ ადამიანს ცეკვის სურვილი მაინც გაუჩნდა ძველ სომხურ სიმღერაზე – „მენატრები მოდი“.

20170730_144240აჭარის სომეხთა კავშირის პრესმდივანი, არტურ ოგანესიანი ამბობს, რომ სომხური ტოლმის ფესტივალი ბათუმში წელს პირველად ტარდება:

„40-მა მონაწილემ წარადგინა ტოლმის 35 სახეობა. ჩვენმა დიასახლისებმა, სომხური ეთნოსის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი კულინარიული ნამუშევრები. ეკლესიასთან არსებული ალექსანდრე მანთაშიანცის [მანთაშევი, ფილანტროპი და ქველმოქმედი, რომელიც მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა] ცენტრის ორგანიზებით იმართება ფესტივალი. გვიხარია, რომ ამ იდეას დიასპორაც გვერდში დაუდგა და ასეთი ერთობლივი პილოტური პროექტი შედგა ბათუმში. განწყობა ძალიან კარგი აქვს ყველას. გრძელდება მრავალსაუკუნოვანი სომხური კერძების წარდგენის ტრადიცია და ტოლმა ერთ-ერთია მათ შორის“.

20170730_143323ფესტივალს შეესწრო სომხეთიდან დასასვენებლად ჩამოსული ვარქეს ასლანიანი. „პირველად ვესწრები ბათუმის ფესტივალს. მიხარია, რომ მეც დავაგემოვნე რამდენიმე სახეობის ტოლმა. აქ გუშინ ჩამოვედი. პირველად ვარ ბათუმში. ნამდვილად ღირს ამ ქალაქში ფულის დახარჯვა. როგორც კი ჩამოვედი, უცებ ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი. კარგია ასეთი ფესტივალი რომ ტარდება ბათუმში. მიხარია, რომ ასეთი ერთობა ვიხილე სომხებს შორის“.

ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიალი
ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიალი

ფესტივალის მიწურულს 10-კაციანმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა. ერთ-ერთი მათგანი – სვეტლანა ზაქარაძე არ ელოდა რომ გაიმარჯვებდა. „ტოლმის ფესტივალში ვიღებ მონაწილეობას, რადგან ეს მეგობრობას, ადამიანების გახარებას უწყობს ხელს. მე სომხეთში დავიბადე, მაგრამ 30 წელია აქ ვარ, – აჭარის რძალი გავხდი“, – უთხრა „ბათუმელებს“ სვეტლანა ზაქარაძემ.

20170730_143559ხვალ ბათუმში, ასევე პირველად ჩატარდება დიასპორების ფესტივალი. არტურ ოგანესიანი ამბობს, რომ „ხვალ ბათუმში იქნება ულამაზესი ეროვნული ტრადიციების ფესტივალი. დღეს აქ დავიწყეთ, სიმბოლურად“.

 

 

ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს

ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩის #19-ში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს. როგორც ფოტომასალებიდან ჩანს, შენობის ფასადი მოშლილია ბელეტაჟის დონეზე. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ნგრევა უკვე შეაჩერა.

სახლი, რომელიც ჩუმად და უკანონოდ დაანგრიეს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიხეილ კაკაბაძეს გასულ კვირას უყიდია. „ბათუმელები“ ეცდება დაუკავშირდეს მესაკუთრეს და გაარკვიოს, რატომ დაანგრია შენობა, რომელიც ძეგლის არეალში მდებარეობდა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურისტი, მირზა ცეცხლაძე აცხადებს, რომ შენობა უკანონოდ დაანგრიეს. მართალია, შენობას არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი, თუმცა, როგორც მირზა ცეცხლაძე ამბობს, მისი გაძეგლების რეკომენდაციით ბათუმის მერიამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა.

„ქალაქ ბათუმის მერიამ „გეოგრაფიკს“ დაუკვეთა ბათუმის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის რეინვენტარიზაცია. „გეოგრაფიკმა“ ბათუმის მერიას მიაწოდა მასალები იმ ობიექტების შესახებ [ასეთი სულ 43 ობიექტია], რომლებსაც, სავარაუდოდ, აქვთ ძეგლის ნიშნები, მათ შორის იყო ეს ობიექტიც. შესაბამისი მასალები მერიამ გააგზავნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის იანვარში. ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს წარმოება“, – თქვა მირზა ცეცხლაძემ.

მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, ტექნიკა, რითაც ბელეტაჟი დაანგრიეს, საპატრულო პოლიციის ნებართვის გარეშე მუშაობდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მენაშენეები არათუ ძეგლის ზონაში არსებულ სახლებს, არამდე ძეგლსაც კი ნებართვის გარეშე ანგრევენ. როგორ შეიძლება ძველი ბათუმისთვის მახასიათებელი ერთსართულიანი ბელეტაჟების გადარჩენა, როცა მენაშენეების ინტერესებში სწორედ ის შედის, რომ დაანგრიონ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ერთსართულიანი ბელეტაჟები და მათ ნაცვლად ააშენონ მაღლივი კორპუსები, რასაც შემდეგ ძვირად გაყიდიან? – მირზა ცეცხლაძე ფიქრობს, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ ერთგვარი სტრატეგი უნდა შემუშავდეს:

„ვაჟა-ფშაველას 13-ი როცა დაანგრიეს, სასამართლომ მათ დაავალდებულა შენობის იგივე სახით აღდგენა. კომპანიამ ვერ მოახერხა სამუშაოების ჩატარება და ამის გამოც დაჯარიმდა. რაც შეეხება ამ ბელეტაჟს, – რადგან ძეგლი არ არის, თუ რამე სამუშაოებზე შეიტანს მერიაში ნებართვაზე განცხადება, წამოვა ზონალურ საბჭოზე შესათანხმებლად. ჩვენთან კი გადაწყვეტილება მიღებული იქნება განაშენიანების ზონის პრინციპებიდან გამომდინარე, ძეგლის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მე წინასწარ, საბჭოს სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ კონკრეტული პროექტი რომ შემოვა მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭოს წევრების მიერ… ხოლო თუ ამ შენობას მიენიჭა ძეგლის სტატუსი, რა თქმა უნდა, ჩაირთვება ძეგლს დაცვის სამართლებრივი რეჟიმი“.

შსს-ს კომენტარი ავტომანქანის დაცხრილვისა და დაჭრის ფაქტებზე

30 ივლისს, ბათუმში ავტომანქანის დაცხრილვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო ქობულეთში სოფელ ცეცხლაურში დაჭრის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ბათუმის შემთხვევაში დაზიანებულია ავტომანქანა და გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები; ცეცხლაურის შემთხვევაში კი, დადგენილია პიროვნება და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. საქმე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლითაა აღძრული. რამდენადაც ვიცით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.

დღეს, 30 ივლისს, ბათუმში ავტომანქანა დაცხრილეს, ხოლო ქობულეთში სოფელ ცეცხლაურში მამაკაცი დაჭრეს.

IMG_20170730_070119
ავტომანქანას, რომელსაც დღეს ბათუმში ესროლეს, რამდენიმე ტყია აქვს მოხვედრილი / 30.07.2017, 07:00 სთ. / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში, წუხელ, დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ინციდენტი მეზობლებს შორის ჩხუბს მოყვა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ის, ვინც მამაკაცი დაჭრა, ადგილიდან მიიმალა.

ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი დანით არის დაჭრილი და ის ამ დროისთვის ქობულეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს. სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით მოგაწვდით.

ბათუმში ავტომანქანა დაცხრილეს

ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის ბოლოში, დღეს, 30 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, მსუბუქი ავტომანქანა დაცხრილეს. მანქანას მარჯვენა მხრიდან და საქარე მინაზე რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. ადგილზე მუშაობს საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

პერიმეტრზე, რომელიც სამართალდამცავებს აქვთ შემოსაზღვრული, ყრია მასრები და დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. როგორც ჩანს, გორგასლის ქუჩაზე ავტომანქანა, რომელიც დაცხრილეს, ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

დაშავდა თუ არა ვინმე სროლის შედეგად, ამ დროისთვის უცნობია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ადგილზე გასული იყო ბრიგადა, „თუმცა, პაციენტი არ დაგვხვედრია. დაცხრილური მანქანა იდგა, მაგრამ შიგ არავინ იყო“.

ვახტანგ გორგასლის ქუჩის მონაკვეთი, ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის, ამ დროისთვის გადაკეტილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით.

IMG_20170730_070353
ბათუმში ავტომანქანა დაცხრილეს / 30.07.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

IMG_20170730_070330IMG_20170730_070505IMG_20170730_070040

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ნუკრი ბეჟანიძე

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან [ნუკრი] ბეჟანიძემ გასული წლის დეკემბერში პირველად შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დეპუტატობამდე ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი იყო. ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის მაჟორიტარია საქართველოს პარლამენტში. ის მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

ნუკრი ბეჟანიძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2016 წლის 29 დეკემბერს აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, ნუკრი ბეჟანიძე და მისი ოჯახი ფლობს ხუთ საცხოვრებელ სახლს, ბათუმში, თბილისსა და ხელვაჩაურში. ყველაზე დიდი ზომის ბინა [300 კვ/მეტრი] ნუკი ბეჟანიძეს ჰქონია ბათუმის ცენტრში. დეპუტატის ოჯახი ორ ბინას ფლობს თბილისში.

ნუკრი ბეჟანიძესა და მისი ოჯახის წევრებს, დეკლარაციის შევსების ეტაპზე, საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე [სახელფასო, ანაბარი] 58 ათასი ლარი ჰქონიათ გადანახული.

ნუკრი ბეჟანიძის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომ ის და მისი ოჯახის წევრები არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში და არც  რაიმე სახის წილებს ფლობენ ბიზნესში.

ნუკრი ბეჟანიძის, როგორც სამშობიარო სახლის დირექტორის შემოსავალი, დეპუტატობამდე ერთი წლით ადრე 93 277 ლარი ყოფილა, ხოლო როგორც ექიმის – 11 622 ლარი. შესაბამისად, ნუკრი ბეჟანიძე ვიდრე დეპუტატი გახდებოდა, ყოველთვიურად 8 741 ლარის  შემოსავლი ჰქონია.

ნუკრი ბეჟანიძე იმ დეპუტატების სიაში მოხვდა, ვინც 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, პარლამენტის პლენარულ სხდომებზე სიტყვით არც ერთხელ არ გამოსულა. ბათუმის მაჟორიტარს არც არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ჰქონია.

 

 

სახელმწიფო აუდიტი: უნივერსიტეტმა არ იცის რა ქონებას ფლობს

„ბოლო ხუთი წლის პერიოდში უნივერსიტეტის [ბსუ-ს] მიერ არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების, მასალების, ფულადი ანგარიშებისა და ფულადი დოკუმენტების, ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ინვენტარიზაციას ექვემდებარება:

[checklist]

  • ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული აქტივები და ვალდებულებები,
  • ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხული საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი აქტივები,
  • პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები,
  • ხარჯებში ჩამოწერილი ექსპლუატაციაში მყოფი მატერიალური მარაგები,
  •  ამორტიზებული ძირითადი აქტივები.

[/checklist]

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით

ვერ დგინდება:

[crosslist]

  • ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი,
  • აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთები,
  • გამოუყენებელი აქტივები,
  • ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალურობა,
  • ფაქტიური ნაშთების სააღრიცხვო მონაცემებთან შესაბამისობა.

[/crosslist]

აუდიტის რეკომენდაციით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს განხორციელდეს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია.

ქონების სრული ინვენტარიზაცია „ხელს შეუწყობს ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლს, მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების დადგენას და ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალურობის შემოწმებას“, – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი.

ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ჯემალ ანანიძის თქმით, ბოლო პერიოდში, როცა უნივერსიტეტთან გაერთიანდა სხვადასხვა ინსტიტუტი და კვლევითი ცენტრი, ტარდებოდა „ცალკეული მიმართულებითი ინვენტარიზაცია“. ამასთან, რა ქონებაც გადმოეცა უნივერსიტეტს, „იმ [გადმოცემის მომენტში არსებული] სიებით დარჩა ყველაფერი… ამასთან, დაგვჭირდა სასოფლოში, მაგალითად, რეაბილიტაცია და აღვწერეთ, მთელი კომპლექსის ქონება კი, საკმაოდ მოცულობითია“.

„ჩვენ აუდიტის აქ ყოფნის დროს შევქმენით კომისია, ძირითადი აღწერითი სამუშაოები ჩავატარეთ, ახლა მიდის ამ ინფორმაციის დამუშავება. შესაძლოა, მაგალითად, კომპიუტერი იდგა ერთ ოთახში, მაგრამ ამ 5-4 წელიწადში გადაადგილდა და სხვაგან დევს, უნდა გადამოწმება და მოცულობითი სამუშაოა ესეც. რაც აღვწერეთ, ახლა უნდა გადავიტანოთ დოკუმენტებში – თუ არის დანაკლისი, ვისი პასუხისმგებლობაა, არის თუ არა ესა თუ ის ქონება ამორტიზებული, მწყობრიდან გამოსული და ა.შ. ამ კუთხით ვაკეთებთ დიფერენცირებას“, – აცხადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ჯემალ ანანიძის თქმით, „ნაწილი ინვენტარის [მაგალითად, მერხები] სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თანხმობით უკვე ჩამოვწერეთ და იმის დოკუმენტიც არის, რომ ნაგავსაყრელზე გავიტანეთ… ავტომობილები აღვწერეთ ცალკე. ასეთი ინდივიდუალური აღწერა გვაქვს. კომპლექსური ინვენტარიზაცია აუდიტის აქ ყოფნის დროს დავიწყეთ და ახლა ინფორმაციებს ვამუშავებთ“.

აუდიტის ანგარიში 2016 წელს მოიცავს. ანგარიშში აუდიტი არაერთ რეკომენდაციას აძლევს უნივერსიტეტს სხვადასხვა მიმართულებით. ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით ადმინისტრაცია შესაბამის პასუხსაც ამზადებს.

აუდიტის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფომ გაყიდა / მწვანე კონცხი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფომ გაყიდა / მწვანე კონცხი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბსუ-ში საათობრივი ანაზღაურების წესი შესაძლოა შეიცვალოს

ომანელი ტურისტები: გამომძალველებმა ღამის კლუბიდან 800 ლარი დაგვიბრუნეს

ტურისტები ომანიდან ბათუმში 24 ივლისს ჩამოვიდნენ. იმავე ღამეს ისინი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბს ეწვივნენ, გართობის მიზნით. როგორც ტურისტებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, შეუკვეთეს ხილის ასორტი და „ბორჯომი“. „მერე ორი გოგო მოვიდა. ერთი გოგო ჩემს მეგობარს მუხლებზე დაუჯდა, მეორე გვერდით იყო. არაყი შეუკვეთეს. თვითონ სვამდნენ, ჩვენ – არა. ცეკვას ვუყურებდით…“ – აცხადებდნენ ტურისტები, რომლებიც დასძენდნენ, რომ ერთ-ერთმა გოგონამ სექსუალური მომსახურება შესთავაზა 150 ლარის სანაცვლოდ. „უარი ვუთხარით“, – აცხადებდნენ ტურისტები.

ტურისტები ყვებიან, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა მათ მიუტანეს ქვითარი, რომლის მიხედვითაც  1035 ლარი ჰქონდათ გადასახდელი. მეორე ჯერზე ქვითარში თანხა 777 ლარამდე შეამცირეს, მაგრამ ტურისტები არც ამ თანხის გადახდას დასთანხმდნენ. „დაცვის ბიჭები მოვიდნენ, მკლავზე ხელი მომკიდეს და მითხრეს, რომ ცალკე ოთახში გაგვიყვანდნენ და გვცემდნენ. ფული გადავიხადეთ. ქვითარი დაცვის თანამშრომელმა იქვე დახია“, – აცხადებდა ერთ-ერთი ტურისტი, რომლმაც დასძენდა, რომ მათ ღამის კლუბში 300 ევრო გამოძალე.

მეორე დილით ტურისტებმა თანხის გამოძალვის შესახებ აჭარის პოლიციას შეატყობინეს. გამოძალვის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ტურისტებისთვის ის გაგრძელება მოჰყვა, რომ მათ ბათუმში ყოფნის 5-დღიანი მონაკვეთის დიდი ნაწილი პოლიციისა და პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში გაატარეს. გამოძიების მოთხოვნით მათ ორჯერ გააუქმეს მატარებელზე დაჯავშნილი ბილეთი.

ტურისტების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მათ გამოძიებამ ბათუმის დატოვების უფლება მისცა, მათ დაუკავშირდნენ კლუბის მეპატრონეები და თანხა – 800 ლარი დაუბრუნეს. სანაცვლოდ მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რითაც დაადასტურეს, რომ თანახმა არიან ბრალდებულებს საპროცესო გარიგება გაუფორმდეთ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქმეზე ბრალი, სავარაუდოდ, ორ პირს შეიძლება წარუდგინონ.

დღეს ზღვაზე ისევ შტორმია

საშტორმო მდგომარეობა დღეს [29 ივლისი] დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნება – ამის შესახებ შს სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს ზღვაში არ შევიდნენ. ამ უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეებს რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.

დღეს ბათუმში, ისე როგორც აჭარის მთელ სანაპირო ზოლში წვიმს.

წვიმა შენარჩუნდება დღეს მთელი დღის განმავლობაში. ასევე ხანმოკლე წვიმები მოსალოდნელია მომდევნო დღეებშიც.

გუშინ მოულოდნელად შეიცვალა ამინდი, რასაც ზღვაზე შტორმი მოჰყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში

ქობულეთში, სოფელ ბუკნარის მიმდებარე მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და სატვირთო ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაზიანებულია საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, თუმცა მოძრაობა არ შეზღუდულა.

შს სამინისტროს პრესცენტრში განაცხადეს, რომ ავტოავარია არის მსუბუქი ხასიათის: „ტრაილერი დაგორებულა და ოდნავ შეჯახებია ჩვენს მანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი“.

 

ვის უწევს სამარტოო საკანში პატიმრობის მოხდა

„პატიმარი ზუსტად სამი წელი და ერთი თვე სამარტოო საკანშია გამოკეტილი,“ – ამბობს ბათუმის ციხეში მყოფი პატიმრის, ნუგზარ თაბაგირის ადვოკატი – ირინა საღინაძე. კანონით სამარტოო საკანში პატიმრის ყოფნის მაქსიმალური ვადა 14 დღეა.

ადვოკატის შეფასებით, სამარტოო საკანში ნუგზარ თაბაგარი სპეციალურად, მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით გამოკეტეს. ნუგზარ თაბაგარი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა „გიორგი ოქროპირიძის საქმეში“.

კითხვის ნიშნების მქონე მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ კიდევ ერთ საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამჯერად მას ცრუ დასმენას ედავება გამოძიება. გიორგი ოქროპირიძემ ბათუმის ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკური ძალადობა გააპროტესტა, რასაც თვითმხილველი პატიმარი ნუგზარ თაბაგარი ადასტურებს. მან აგვისტოში უნდა მისცეს ჩვენება სასამართლოს მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძის სასარგებლოდ.

არის თუ არა ნამდვილად მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი სამი წლის განმავლობაში ე.წ. სამარტოო საკანში და თუ ეს ასეა, რა არის ამის სამართლებრივი საფუძველი – „ბათუმელების“ ამ კითხვას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ უპასუხა. “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის” თანახმად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტული მსჯავრდებულის შესახებ, მისივე წერილობითი თანხმობის გარეშე“, – წერია სამინისტროდან მიღებულ წერილში.

„კანონი არ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას, მათ შორის, ე.წ. „ნელსონ მანდელას პრინციპებს“, რომლის მიხედვითაც, სამარტოო საკანაში პატიმრის მოთავსების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. პრობლემა პრაქტიკაა… ბევრჯერ გვსმენია, სამარტოო საკანში პატიმრის უფრო ხანგრძლივად დატოვების შესახებ. მთავარი არის ის, რომ სამარტოო საკანში ყოფნა აისახება ადამიანის, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,“ – ამბობს ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი.

ცირა ჭანტურია პატიმრის უფლებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მას ჰქონდეს „მნიშვნელოვანი ადამიანური კონტაქტი“. იგი საუბრობს იმაზეც, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს არ ჰყავთ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, რომლებიც პატიმრებთან იმუშავებენ.

„მნიშვნელოვან ადამიანურ კონტაქტში“ ბუნებრივია, არ იგულისხმება ის, რომ ვიღაცამ პატიმარს სამარტოო საკანში საჭმელი შეუტანა. თვითდაზიანებების მაჩვენებლის გაზრდაც სწორედ ამ კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგია. პატიმრობა უნდა ემსახურებოდეს რეაბილიტაციას. სამარტოო საკანში განთავსებაც ამ ინტერესს უნდა ემსახურებოდეს. სამწუხაროდ, ჩვენ პატიმრების რესოციალიზაციის ნაცვლად, ვიღებთ გამანადგურებელ ეფექტს,“ – გვითხრა ცირა ჭანტურიამ.

„მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსება ეს არის დისცილინური სახდელის ერთ-ერთი სახე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. მაქსიმალური ვადა 14 დღეა,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმარს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობა. მას უფლება აქვს, ისარგებლოს ერთსაათიანი გასეირნების უფლებით. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი. პატიმარს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალაც.

„პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში მყოფი პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში, სამარტოო საკანში პირის ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე,“ – ამბობს იურისტი პაატა დიასამიძე.

იურისტის თქმით, ხშირია დარღვევები ე.წ. უსაფრთხოების საკანთან დაკავშირებით, სადაც სამარტოო საკნისგან გასხვავებით პატიმრები ხვდებიან იმ შემთხვევაში, თუკი ისინი საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს, ან გარშემო მყოფებს. პრობლემა ისაა, რომ უსაფრთხოების საკანში განთავსების დროს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი არაა ვალდებული დაასაბუთოს, რის საფუძველზე მოათავსა პატიმარი „უსაფრთხოების საკანში“.

„უსაფრთხო საკანში მოსათავსებლად საკმარისია ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელმა „არაადეკვატურად“ შეაფასოს პატიმრის ქცევა, – გვიყვება პაატა დიასამიძე. – მაგალითად, ჩვენ ვიცავდით ერთ-ერთ პატიმარს. უსაფრთხო საკანში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულმა მოითხოვა ფსიქოლოგი, რომელიც შეძლებდა მისი მდგომარეობის განსაზღვრას, რაზეც უარი განუცხადეს. მსჯავრდებული იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესზე, რაც მიუთითებს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას არასწორი ინფორმაცია შეჰქონდა ოქმში და მსჯავრდებული მხოლოდ დასჯის მიზნით იყო განთავსებული უსაფრთხო საკანში, რაც ეწინაღმდეგება პატიმრობის კოდექსს. მსჯავრდებულის უსაფრთხო ოთახში განთავსებისას და იქ ყოფნის ვადის გაგრძელებისას, უმთავრეს პრობლემად ასევე რჩება ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის არაადეკვატური ქცევის შეფასებას აკეთებს არა ამისთვის სპეციალური ცოდნის მქონე პირი – ფსიქოლოგი, არამედ, პენიტენციური დაწესებულების რეჟიმის განყოფილების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას მსჯავრდებულის უსაფრთხო საკანში განთავსებაზე. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ არის ფსიქოლოგის დასკვნა, არც უსაფრთხო საკანში ყოფნის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობას არ აფასებს ფსიქოლოგი.“

„უსაფრთხოების საკანი“ აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერით, რომლის ხედვის არე არ მოიცავს ტუალეტის ნიჟარას, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.

 

სად აღადგენს WHERE–ს ბათუმის ბულვარი

ქანდაკება WHERE–ს აღდგენითი სამუშაოებისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 7362 ლარი გამოყო. ქანდაკება, რომელიც ახალ ბულვარში პლაჟის გასწვრივ იდგა, შტორმის შედეგად დაზიანდა. ის აქ დღეს არ დგას.

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხელახლა დასამზადებელია მხოლოდ ერთი დეტალი – E ასო, ქანდაკების დანარჩენი ნაწილები კი დასაწყობებულია.

ქანდაკება ისევ ახალ ბულვარში, თუმცა ახალ ადგილზე, შადრევნის მიმდებარედ დაიდგმება, ვინაიდან „პლაჟის გასწვრივ მისი ხელახლა დადგმა გამორიცხულია“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

ქანდაკების აღდგენა-მონტაჟის სამუშაოებს ბულვარი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

იმ ადგილზე სადაც ქანდაკება იდგა, დღეს ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების გამო, აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარამდე [ამფითეატრამდე] სანაპირო ზოლი ბათუმში შეღობილია რკინის ბადით და ზღვაში ბანაობა აქ აკრძალულია.

ნაპირსამაგრი სამუშაოები ახალ ბულვართან / ბათუმი / 28.07.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
ნაპირსამაგრი სამუშაოები ახალ ბულვართან / ბათუმი / 28.07.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
ნაპირსამაგრი სამუშაოები ახალ ბულვართან / ბათუმი / 28.07.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
ნაპირსამაგრი სამუშაოები ახალ ბულვართან / ბათუმი / 28.07.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
ნაპირსამაგრი სამუშაოები ახალ ბულვართან / ბათუმი / 28.07.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
ნაპირსამაგრი სამუშაოები ახალ ბულვართან / ბათუმი / 28.07.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
ნაპირსამაგრი სამუშაოები ახალ ბულვართან / ბათუმი / 28.07.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
ნაპირსამაგრი სამუშაოები ახალ ბულვართან / ბათუმი / 28.07.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
ნაპირსამაგრი სამუშაოები ახალ ბულვართან / ბათუმი / 28.07.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
ნაპირსამაგრი სამუშაოები ახალ ბულვართან / ბათუმი / 28.07.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
განდაკება / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან
განდაკება / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან
ქანდაკება ერთ-ერთი შტორმის დროს / თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
დაზიანებული ქანდაკება ერთ-ერთი შტორმის დროს / თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

პატიმარი ბათუმის ციხიდან: ვშიმშილობ, რადგან ზღვარს გადაცდა არაადამიანური მოპყრობა

„მიმდინარე წლის 20 ივლისს დავიწყე შიმშილობა, უკვე ზღვარს გადაცდა არაადამიანური მოპყრობა,“ – წერს ბათუმის მესამე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული კახა მეცხვარიშვილი. პატიმრის თქმით, მას შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ და აწუხებს ფიზიკური ტკივილები. სახალხო დამცველის გარდა, იგი დახმარებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას სთხოვს.

მსჯავრდებული წერს, რომ მას სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ასევე ფსიქიატრის, დერმატოლოგის, ოფთალმოლოგის, ნერვოლოგის და თერაპევტის კონსულტაციები.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი იხსენებს შემთხვევას, როცა მის მიმართ აქამდე განხორციელებულ სამედიცინო მომსახურებაში უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადგინა სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო მანამდე მუდმივად ამტკიცებდა, რომ ამ კონკრეტულ მსჯავრდებულს შესაბამის სამედიცინო მომსახურებს უწევდნენ.

„საინტერესოა, ერთხელ ცხოვრებაში პატიმარი გამართლდეს, ვერასდროს გადაცდომას ვერ ნახულობენ… დამცინიან, ექსპერიმენტებს მიტარებენ, იციან სიკვდილით არ მომკლავენ, მაგრამ ჩემი შიმშილით რას მოიგებენ ეს ნაციონალები… იმ დონეზე მაწვალებენ უკვე, მე შიმშილობის გამჩერებელი არა ვარ…“ – წერს კახა მეცხვარიშვილი.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კახა მეცხვარიშვილი მხოლოდ ერთი დღით – 24 ივლისს შიმშილობდა. სამინისტროს „ბათუმელებისთვის“ არაერთხელ მოუწოდებია ინფორმაცია კახა მეცხვარიშვილისთვის სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ.

სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარი, ჯერჯერობით, არ მოუნახულებია.

 

არის თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტებში აღმოჩენილი ტყვიის შემცველობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში წარმოებულ გარკვეულ პროდუქტებში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა.  სააგენტოში აცხადებენ, რომ სინჯები, რომლებშიც ტყვიის შემცველობა გამოვლინდა, სხვადასხვა წელს არის აღებული.  ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტყვიის მაღალი შემცველობის პროდუქტს დღესაც ყიდულობს მომხმარებელი? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე საუბრობს.

ბატონო გიორგი, რომელი წლების კვლევის შედეგებში გამოვლინდა ტყვიის მაღალი შემცველობა პროდუქტებში და თუკი 2012 წელს აიღეთ კონკრეტულ პროდუქტზე სინჯი, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ პროდუქტში დღესაც შეიძლება არსებობს ტყვიის მაღალი შემცველობა?

ეს არის 2012-2016 წლის ჩათვლით ჩატარებული კვლევები. აღებულია 2 600-ზე მეტი ნიმუში, მათ შორის გამოკვლეულია სასმელი წყალიც ტყვიის შემცველობაზე. ყოველ წელს ვიღებთ სხვადასხვა ნიმუშს, დარღვევები არის როგორც ხორცში, ასევე სხვა პროდუქტებში, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით ტყვია აღმოჩნდა საქონლის ხორცში, რამდენიმე შემთხვევა გვაქვს კვერცხში, წყალში, რძეში და ა.შ.

ეს არის ის პროდუქტები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად მოიხმარენ. ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა?

ის დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა, რა თქმა უნდა, დადგენილ ნორმას აღემატება, თუმცა არ არის იმ დონის დარღვევები, რამაც შესაძლებელია მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პირდაპირი ეფექტი მოახდინოს, რადგან  აღებული ნიმუშების 2,38 პროცენტში აღმოჩნდა მხოლოდ დარღვევა. აქ საუბარი არ არის მასიურ დარღვევებზე, არამედ სურსათის გარკვეულ კატეგორიაზე. წყლის შემთხვევაში, ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა.

მომხმარებელი, რომელიც დღეს მარკეტში წყალს ყიდულობს, ის შეიცავს ტყვიას?

2015 წელს მხოლოდ ერთ-ერთ საწარმოში იყო პრობლემა, რომელმაც გადაიარაღა საწარმო, იქ ახლა პრობლემა აღარ არის. რაც შეეხება სხვა ჩამოსხმულ წყალს, ტყვიის შემცველობა იქ ნორმის ფარგლებშია ყველგან.

დღეს სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცი შეიცავს ტყვიას? დარღვევების აღმოჩენის შემდეგ სად წავიდა ის ხორცი, განადგურდა, თუ უკვე რეალიზებული იყო?

შანსი ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, ამიტომ ჩვენი კვლევები დღესაც გრძელდება და შედეგებს პერიოდულად ვაწვდით მოსახლეობას. ჩვენ ოპერატიულად ვმოქმედებთ, ვიღებთ პროდუქტს სარეალიზაციო ქსელიდან და ვანადგურებთ, ვლუქავთ. მეტი დარღვევა იყო დასავლეთ საქართველოში, ვიდრე აღმოსავლეთში. რაც შეეხება დარღვევების გამეორებას, იცვლება სასაკლაოები, იცვლებიან ბიზნესოპერატორები, 2012 წელს დაკლული საქონელი, ბუნებრივია, დღეს აღარ არსებობს და 2017 წელს დაკლულ საქონელში სხვა მონაცემი იქნება.

ადამიანის ორგანიზმს ტყვიის შემცველობით ზიანი რომ მიადგეს, უნდა იყოს ეს შემცველობა რამდენიმე ასეული. აქ არის ნორმატივთან შედარებით დარღვევები, რომელიც შესწავლის საკითხია და მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული, ისეთი დარღვევები, რაც პირდაპირ ზიანს მიაყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღებით წავიკითხოთ ნორმატივი რამდენია და გადაჭარბება – რამდენი. ეს რისკის შეფასების ნაწილია.

გარდა ამისა, კომპლექსურად არის  შესასწავლი გარემო, რადგან ტყვია არ ხვდება გარემოსგან დამოუკიდებლად. შესასწავლია ნიადაგი, ატმოსფერული ჰაერი, რადგან საქონელი სვამს წყალს, ძოვს ბალახს და აქედან ხვდება მის ორგანიზმში ტყვია. წყლი კი ბინძურდება არა მარტო ჰაერიდან, არამედ სამრეწველო დაბინძურების შედეგადაც.

საკითხი მხოლოდ სურსათის ნაწილში არ დგას, სხვადასხვა უწყებამ ერთობლივი ღონისძიებები უნდა გაატაროს. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოკვლეული იყოს ადამიანების სისხლში ტყვიის შემცველობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რომ დავადგინოთ – სურსათში ტყვიის შემცველობის ზრდა რამდენად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.

არსებობს რისკი, რომ ტყვიით დაბინძურებული საკვები შეიძინო მაღაზიებში?

ამის ალბათობა ყოველთვის არსებობს, რადგან კომპლექსური მუშაობაა საჭირო. მთავარი მაკონტროლებელი, რა თქმა უნდა, სურსათის ეროვნული სააგენტოა, მაგრამ აუცილებელი გარემოს ობიექტების შესწავლა, რათა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურების შემთხვევები ტყვიით და გამოიკვეთოს ის ადგილები, სადაც შესაძლებელია ტყვიის მომატებული შემცველობა იყოს როგორც ნიადაგში, ასევე წყალსატევებში.

გამონაბოლქვის წილი რამდენია პროდუქტების ტყვიით დაბინძურების შემთხვევაში?

გამონაბოლქვი მძიმე მეტალების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, ამიტომ ამ მიმართულებითაც უნდა მოხდეს კვლევა.

2017 წელს თუ აიღეთ სინჯები, რომელ პროდუქტებზე და როდის იქნება შედეგები ცნობილი?

ყველანაირ სურსათს ვიკვლევთ, – მცენარეულს, ცხოველურს, ზღვის პროდუქტებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე და მოსახლეობას შეუძლია ინფორმაცია მიიღოს.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული ზ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, „მდმა“-ს შემცველი 74 აბი და ამფეტამინის შემცველი 17 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

abiii

ბსუ-ში საათობრივი ანაზღაურების წესი შესაძლოა შეიცვალოს

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში [ბსუ] მომავალი სასწავლო წლიდან შესაძლოა საათობრივი ანაზღაურების წესი შეიცვალოს. ამის საფუძველი სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის მიერ ბსუ-ში შეუსრულებელია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული საათობრივი დატვირთვა – 3 151 საათი. აუდიტმა ბსუ-ს გასული წლის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა.

„უნივერსიტეტის საბუღალტრო ჩანაწერებში წარმოდგენილი დოკუმენტებითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს მიხედვით ირკვევა, რომ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით 2016-2017 სასწავლო წლისათვის აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალისათვის დამტკიცებული აკადემიური დატვირთვებიდან, 12 128 საათის ნაცვლად, ფაქტობრივი შესრულება შეადგენს 8 977 საათს, 3 151 საათით ნაკლებს,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

„აუდიტის დასკვნა, – რომ შეუსრულებელია 3 151 საათი, არ ნიშნავს, რომ ეს საათები არ ჩატარებულა,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ანანიძემ. – „ლექტორი, რომელიც ატარებს ლექციას, შემდეგ ავსებს ფორმას, რომ ჩავატარე ამდენი საათი და გთხოვთ ამინაზღაუროთ. ზოგჯერ გამორჩებათ და შემდეგ ავსებენ, ზოგჯერ შეგნებულად ავსებენ გვიან, რადგან გვიან უნდათ ხელფასი, ზოგჯერ ერთიანად უნდათ – ასეთი პრაქტიკა დამხვდა აქ.

სასწავლო წელი მთავრდება ივლისში,  საბიუჯეტო წელი – დეკემბერში. რექტორმა დაამტკიცა, ვთქვათ, 100 საათი, თუმცა ლექტორმა დეკემბერში წარმოადგინა შესრულება 80 საათის, მაგრამ იმ 20 საათის, ვთქვათ, სექტემბერში ჩატარებულის, წარმოადგინა მაგალითად, იანვარში და შემდეგ აიღო ხელფასი. ასეთი პრაქტიკა არის. ეს შეგროვდა ჯამში და დადო აუდიტმაც. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ ჩატარებულა ამდენი საათი“, – განმარტავს ჯემალ ანანიძე.

ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ლექციებს კითხულობენ აკადემიური და მოწვეული სპეციალისტები. შტატში მყოფ აკადემიურ პერსონალს განსაზღვრული აქვს საათების რაოდენობა და ეძლევა ხელფასი ყოველთვიურად, თუმცა, მას შეუძლია დამატებითაც აიღოს საათები, რაც სხვა წესით, საათობრივად უნაზღაურდება.

„ამიტომ, არაერთი მაგალითია „გამომრჩა“, „დამავიწყდა“, „ვერ გამოვიწერე“ და რაღაც დროის შემდეგ ხდება ანაზღაურება. დღეს არსებული წესით, ლექტორი თავად ადგენს დოკუმენტს, თუ რამდენი საათი ჩაატარა და წარუდგენს შესაბამის სამსახურს ანაზღაურების მისაღებად. პროფესორმა თუ არ შეადგინა, არავინ მას ამ დოკუმენტს არ შეუდგენს,“ – ამბობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

კითხვაზე, რამდენად კონტროლდება რამდენი საათი ჩაატარა ლექტორ-მასწავლებელმა და რამდენი გამოიწერა? – ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ საბოლოო დოკუმენტი ხუთი ხელმოწერით დგება: „ხელს აწერს თავად ლექტორი, ასევე აკონტროლებენ [არსებობს ჟურნალი და ელექტრონული ჟურნალი, რომლებშიც კეთდება ჩანაწერები] და ხელს აწერენ სასწავლო დეპარტამენტში, ვისთანაც ეს პროფესორია; ასევე ფაკულტეტზე და შემდეგ მიდის დოკუმენტი საფინანსო დეპარტამენტში“.

აუდიტის რეკომენდაციაა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ „გაატაროს ქმედითი ღონისძიებები აკადემიური საბჭოს დადგენილებით და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის სააუდიტორო და არასააუდიტორო დატვირთვის ფაქტობრივად შესრულების შესაბამისობაზე“.

„აუდიტის რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ, რა და როგორ გავაკეთოთ. ამ კონკრეტულ საათებთან დაკავშირებით კი ახლა გადავხედავთ, ფაკულტეტები წარმოადგენენ დასკვნას – რომ ნამდვილად ჩაატარა ლექტორმა და გასცეთ ანაზღაურება. ჩვენ აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით მოვამზადებთ პასუხსაც,“ – აცხადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ შეიმუშაონ ახალი რეგულაცია და როცა თვე დამთავრდება, ჩატარებულ საათებზე ავტომატურად ჩაურიცხონ თანხა ლექტორებს და არ დაეკითხონ მათ, თუ როდის უნდათ აიღონ ანაზღაურება.

„არსებული წესი არის ხარვეზი და ამ ხარვეზს გამოვასწორებთ. აგვისტოში მოვამზადებთ რეგულაციის პროექტებს, წარვუდგენთ აკადემიურ საბჭოს და სექტემბრიდან გვექნება გამართული სისტემა,“ – აცხადებს ჯემალ ანანიძე.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტმა ხელფასებში, ჯამში, 9 მილიონ 86 ათას 388 ლარი დახარჯა.

როდის ვერ გათიშავს კომპანია დენს, წყალსა და გაზს დავალიანების გამო

საქართველოს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] შესაბამისი დადგენილებებით ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში. აღნიშნული ცვლილებებით დენის, გაზისა და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო შესაბამისი კომპანიები აბონენტებს დენს, გაზსა და წყალს ვერ გაუთიშავენ:

[checklist]

  • საღამოს;
  • შაბათ-კვირას;
  • უქმე დღეებში;
  • უქმე დღეების წინა დღეებში.

[/checklist]

სემეკში აცხადებენ, რომ ასეთი ჩანაწერი მიწოდებისა და მოხმარების წესებში აქამდე არ არსებობდა.

სემეკმა დენის, გაზისა და წყლის მიწოდების წესებში ცვლილებები 2017 წლის 21 ივლისს შეიტანა. სემეკის დადგენილებები მიმდინარე წლის 27 ივლისიდან ამოქმედდა.

ამ დადგენილებებით ასევე განისაზღვა დავალიანების გადაუხდელობის გამო შესაბამისი მომარაგების აღდგენის წესიც – დავალიანების გადახდის ქვითრის წარდგენიდან არაუმეტეს 5 საათში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 09:00 საათიდან 16:00 საათამდე (მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათამდე);

იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ასახვა, გადახდის დადასტურება ან გადახდაზე შეთანხმება მოხდა 16:00 საათის შემდეგ („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში – 14:00 საათის შემდეგ) – მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს შემდგომი კალენდარული დღის არაუგვიანეს 12:00 საათისა.“

 wyali

სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოხმაურება მარტოხელა დედას 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველო ქალისა და მისი ოთხი წლის შვილთან დაკავშირებით „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. გამოხმაურებას გთავაზობთ უცვლელად:

„ორ წელიწადზე მეტია, რაც მიმდინარეობს გიორგისა და მის დედასთან მუშაობა. ამ ხნის განმავლობაში, მათ ისარგებლეს სხვადასხვა მომსახურებით: 1 წლის განმავლობაში ირიცხებოდნენ დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურებაში (ქუთაისი, პროვაიდერი „,სოს“ ბავშვთა სოფელი), სადაც ბავშვი უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო მომსახურებით – იმყოფებოდა აღრიცხვაზე ქუთაისის #3 პოლიკლინიკაში, სადაც უტარდებოდა რეგულარული ლაბორატორიული კვლევები, იღებდა ექიმებისგან სხვადასხვა პროფილის მომსახურებას.

თავშესაფარში ყოფნის პერიოდში გიორგის სამჯერ ჩაუტარდა ჰემატოლოგიური კვლევა. ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით მას განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისში“ ჩაუტარდა სპეციალური მასაჟებისა და ვარჯიშების სამთვიანი კურსი, რომლის საფასურიც თავშესაფარმა აანაზღაურა. შემდგომ, გიორგი ჩაერთო ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში და სარგებლობდა სახელმწიფო ვაუჩერით.
ორგანიზაციის შუამდგომლობით მოხდა „მაკლეინის ასოციაციის“ (McLain Associacion For Children) ოკუპაციური თერაპევტის მიერ გიორგის შეფასება და მის მიერ რეკომენდაციების გაცემა გიორგის დედის – მარინე ჭაღალიძის მიმართ.

აღნიშნული რეკომენდაციები ითვალისწინებდა იმ აუცილებელი უნარ – ჩვევების დასწავლას, რომელიც ბავშვის არსებული მდგომარეობის შემსუბუქებასა და მის შემდგომ განვითარებას შეუწყობდა ხელს.

ამ ორგანიზაციამ გიორგის გადასცა ეტლი. მარინე ჭაღალიძემ თავშესაფარში ყოფნის პერიოდში შეისწავლა მანიკურ-პედიკურის პროფესია და გადაეცა შესაბამისი სამუშაო ინსტრუმენტები – მოხდა მისი თვითდასაქმება…

გარდა ამისა,  მარინე ჩართული იყო ოჯახის გაძლიერების პროექტის ფსიქოლოგის მიერ ორგანიზებულ მშობელთა კლუბის შეხვედრებში, ესწრებოდა ორგანიზაციის მიერ მოწვეული სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრებს, ჩართული იყო კულტურულ ღონისძიებებში. სარგებლობდა აჭარის ჯანდაცვის ,,ფსიქოსომატური“ პროგრამით ერთი წლის განმავლობაში, ასევე, ჩართული იყო სოფლის ადაპტაციის პროგრამაში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან იღებდა უფასოდ საჭირო მედიკამენტებს, საკვებს.

დედას ჰყავს ძმა და მამა, რომლებიც თანახმა არიან, რომ ბავშვმა დედასთან ერთად იცხოვროს მათთან, რაზეც კატეგორიულ უარს აცხადებს მარინე. საჭიროა, რომ დაბრუნდეს ოჯახში მამასთან და ძმასთან, ვინაიდან მუდმივად სახელმწიფო ვერ შეინახავს.

ოჯახშიც ბევრი დახმარება ექნება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ დედა ამ ეტაპზე არ გვთანხმდება და, სავარაუდოდ, ჩაირიცხება ხაშურის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში. ამასთან, დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ აღნიშნული ოჯახი (დედა- შვილი) მიმღებია საარსებო შემწეობის და შშმ ბავშვი ყოველთვიურად იღებს სოციალურ პაკეტს“.

 

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას უერთდება

28 ივლისიდან ევექსის ქსელში შემავალ ყველა პოლიკლინიკასა და ჰოსპიტალში შესაძლებელი იქნება სწრაფი მარტივი ტესტით C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარება.

C ჰეპატიტის სწრაფი ტესტებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ყველა ის პაციენტი, რომელიც ევექსის ქსელში შემავალ პოლიკლინიკებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩაიტარებს უფასო სკრინინგს,  საჩუქრად  50 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც იმ სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად გამოიყენებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება.

C ჰეპატიტზე სწრაფი ტესტის ჩატარება შესაძლებელია ევექსის შემდეგ კლინიკებში:
  • საბურთალოს პოლიკლინიკა, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 40
  • მთაწმინდის პოლიკლინიკა, თბილისი, ვეკუას ქ. 3
  • დიდუბის პოლიკლინიკა, თბილისი, წერეთლის გამზ. 141ა
  • ისნის პოლიკლინიკა, თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ. 69
  • ვარკეთილის პოლიკლინიკა, თბილისი, ჯავახეთის ქ. 30
  • გლდანის პოლიკლინიკა, თბილისი, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ
  • დიდი დიღმის პოლიკლინიკა, ქ. თბილისი, იოანე პეტრიწის 16ა-ს მიმდებარედ
  • კარაპს მედლაინი, თბილისი, ლუბლიანას ქ. 48
  • ბავშვთა ახალი კლინიკა, თბილისი, ლუბლიანას ქ. 21
  • ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი, თბილისი, ლუბლიანას ქ. 21
  • მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, თბილისი, ლუბლიანას ქ 2/6
  • დიაგნოსტიკური ცენტრი, თბილისი, პ. ქავთარაძის ქ. 23
  • ივ. ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი, თბილისი, ქინძმარაულის ქ. 1, შესახვევი 1
  • დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. 83ა
  • ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი, ქუთაისი, ოცხელის ქ. 2, ნაკვეთი 2
  • ტყიბულის ჰოსპიტალი, ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. 10, მიმდებარედ
  • თერჯოლის ჰოსპიტალი, თერჯოლა, რუსთაველის ქ. 69
  • ხონის ჰოსპიტალი, ხონი, სოლომონ მეორის ქუჩა, 21
  • ონკოლოგიის ცენტრი,, ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. 85
  • ქუთაისის პოლიკლინიკა, ქუთაისი, პ. იაშვილის ქ. 9
  • წყალტუბოს ჰოსპიტალი, წყალტუბო, ერისთავის ქ. 16
  • ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი, ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. 206
  • ფოთის ჰოსპიტალი, ფოთი, გურიის ქ. 171
  • ხობის ჰოსპიტალი, ხობი, ჭყონდიდელის ქ. 2
  • წალენჯიხის ჰოსპიტალი, წალენჯიხა, ჭურღულიას ქ. 6
  • ჩხოროწყუს ჰოსპიტალი, ჩხოროწყუს რაიონი, აღმაშენებლის ქ. 19
  • მარტვილის ჰოსპიტალი, მარტვილის რაიონი, მშვიდობის ქ. 111
  • აბაშის ჰოსპიტალი, აბაშის რაიონი, თავისუფლების ქ. 141
  • ზუგდიდის პოლიკლინიკა, ზუგდიდი, კოსტავას ქ. 1
  • ფოთის პოლიკლინიკა, ფოთი, გამსახურდიას ქ. 6
  • თელავის რეფერალური ჰოსპიტალი, თელავი, ალაზნის გამზირი
  • ყვარლის ჰოსპიტალი, ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. “ნაბაღრები”
  • ახმეტის ჰოსპიტალი, რუსთაველის ქ. სპორტდარბაზის ტერიტორია
  • თელავის პოლიკლინიკა, თელავი, გია არსენიშვილის (ჯორჯიაშვილის) ქ. 15
  • მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 64
  • ბათუმის რეფერალური საავადმყოფო, ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 125
  • ქობულეთის ჰოსპიტალი, ქობულეთი, მემედ აბაშიძის ქ. 18
  • ქედის ჰოსპიტალი, დაბა ქედა, რუსთაველის ქ. 14
  • შუახევის ჰოსპიტალი,, დაბა შუახევი, რუსთაველის ქ. 32
  • ხულოს ჰოსპიტალი, ხულო, აღმაშენებლის ქ. 1
  • ჩაქვის სამედიცინო ცენტრი, ჩაქვი, თამარ მეფის ქ. 40-ის მიმდებარედ
  • ბათუმის პოლიკლინიკა, ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქ. 20
  • ახალციხის ჰოსპიტალი, ახალციხე, რუსთაველის ქ. 105ა
  • ადიგენის ჰოსპიტალი, დაბა ადიგენი, ბალახაშვილის ქ. 11
  • ახალქალაქის ჰოსპიტალი, ახალქალაქი, დ. აღმაშენებლის ქ. 31
  • ნინოწმინდის ჰოსპიტალი, ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. 48
  • ასპინძის ჰოსპიტალი, ასპინძა, შალვა ახალციხელის ქ. 1ა

Evex- Vert on white

ბათუმში ძლიერი ქარი და შტორმია მოსალოდნელი

ბათუმის სანაპირო ზოლზე მაშველებმა წითელი ალმები აღმართეს. ამინდის პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია ძლიერი შტორმი.

„მოულოდნელად შეიცვალა ამინდი. თეთრი ალმები ახლახანს შევცვალეთ წითლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. დამსვენებლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ბანაობისგან. ტალღები უკვე ძლიერდება,“ – გვითხრეს სამაშველო სამსახურში.

„დაახლოებით ორ საათში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, დაახლოებით 22 მეტრი წამში,“ – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ამ სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამჟამად ქარი აღმოსავლეთის მიმართულებით ქრის, უახლოეს პერიოდში კი, ქარი დასავლეთის მიმართულებით დაიწყებს ქროლას. „ეს იქნება სკვალური ქარი, ანუ დროში ხანმოკლე, უცებ ჩაივლის, რასაც მოყვება ძლიერი წვიმა.“

პროგნოზის მიხედვით, შაბათ-კვირას ბათუმში მთელი დღე იწვიმებს, დროგამოშვებით კი – ძლიერად. შტორმი ზღვაზე 4-5 ბალი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 28-30 გრადუსი სითბო იქნება დღისით, ღამით კი 18-23 გრადუსი სითბო.

shezlongi

shez

ბათუმის ბულვარი / 28.07.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
ბათუმის პლაჟი და ბულვარი / 28.07.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა თავისუფალია და შეზღუდვები არ არის.

„2017 წლის 27-30 ივლისს ბათუმში დაგეგმილი ჯაზფესტივალის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოსალოდნელია ავტოტრანსპორტის ინტენსივობის ზრდა. შესაბამისად, ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული აღნიშნული გზის 92-ე კმ-ზე არსებული ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა,“ – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ავტომანქანების მოძრაობა ოთხი დღით, 26-29 ივლისს უნდა შეზღუდულიყო. მოძრაობის შეზღუდვა საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, უკავშირდებოდა გვირაბში ელექტროსისტემის მოწესრიგებას და გვირაბის შიდა პერიმეტრის დასუფთავებას.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გვირაბებში 1400-მდე ელექტროსანათიდან 50 სანათი შესაცვლელია; ამასთან, დეპარტამენტი გეგმავდა გვირაბების დახვეტა-გარეცხვას, თუმცა სამუშაოების გადადება საპატრულო პოლიციამ გზის ამ მონაკვეთში ინტენსიური მოძრაობის გამო ითხოვა.

გზების დეპარტამენტი გვირაბში ელექტროსისტემის მოწესრიგებას და დასუფთავებას სექტემბრის თვის დასაწყისში გეგმავს.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი / თედო ჯორბენაძის ფოტო
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი / თედო ჯორბენაძის ფოტო
მთავარი ფოტო: მწვანე კონცხი, გზა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან / თორნიკე თავაძის ფოტო

“მოერიდეთ მზეზე გასვლას 12-დან 5 საათამდე”

ცხელ ამინდებთან დაკავშირებით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, რომელსაც ზაფხულის სეზონზე 3 ბრიგადა დაემატა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბადრი პაქსაძე ამბობს, რომ ბათუმს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 ბრიგადა ემსახურება, ზამთარში გრიპისა და ზაფხულში ზღვის სეზონზე კი, ქალაქს კიდევ 3 ბრიგადა ემატება: “ბოლო 5 წელია ასეა, სეზონურად გვემატება სამი ბრიგადა. წელს 1-ელი ივლისიდან დაგვემატა სამი თვით (სექტემბრის ჩათვლით), შარშან 15 ივნისიდან, სეზონი როგორ იწყება, იმის მიხედვით ხდება”, – ამბობს ის.

გარდა ამისა, პლაჟზე, შაუმიანის დასაწყისში, განთავსებულია მოძრავი ამბულატორია, რომელიც დილიდან საღამომდე მორიგეობს. “თუ ჩვენი ბრიგადა გამოძახებაზეა ან გადაჰყავს პაციენტი, იქ ადგილზე ყოველთვის რჩება ექთანი, რომელიც უწევს დახმარებას საჭიროების მქონე სხვა ადამიანს”, – ამბობს ბადრი პაქსაძე.

მისივე თქმით, ტურისტულ სეზონზე გადატვირთული მოძრაობის დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს გადაადგილების პრობლემა ექმენაბთ. “აგვისტოში რუსთაველზე, გორგილაძეზე, ცხაკაიასა და ტელმანზე გავლა შეუძლებლია. რუსთაველზე განსაკუთრებით – დელფინარიუმიდან თეატრთან ჩასვლას შეიძლება ნახევარი საათიც დასჭირდეს. ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ”, – ამბობს ის.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, სეზონზე ყოველთვის მატულობს გამოძახების რაოდენობა. “თუ ჩვეულებრივად დღეში 230-250 გამოძახება გვაქვს, სეზონისთვის (განსაკუთრებით აგვისტოში) 400-მდეც ავდივართ.  სეზონის დასაწყისისთვის უმეტესად გვაქვს ასეთი შემთხვევები – სითბური დაკვრა, მზის დამწვრობა და ა.შ. შემდეგ უფრო ჩვეულებრივი გამოძახებებია: ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ნევროზი დ ა.შ. ბოლო 2 დღის განმავლობაში  მზის დაკვრის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა”, – ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე.

რაც შეეხება რეკომენდაციებს ცხელ ამინდში, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბადრი პაქსაძე მოსახლეობას სთხოვს, რომ მოერიდონ მზეზე სიარულს და მით უმეტეს მზეზე გარუჯვას – 12 საათიდან 17:00 საათამდე, ანუ მაშინ, როცა განსაკუთრებულად მწველი მზეა. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია გარეთ გასვლა, გადაადგილდნენ ქუდით ან ქოლგით. ასევე აუცილებელია, მიიღონ  დიდი რაოდენობით სითხე, განსაკუთრებით, ბავშვებმა, მოხუცებმა და ორსულებმა. ამავე დროს აუცილებელია, მოერიდონ ალკოჰოლის მიღებას.

შესაძლოა მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე გაიზარდოს.

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 27 ივლისს, ბათუმში, 18:30 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევისთვის 507 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის: 400 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 86 – ნიშანში დგომისთვის, 16 – ტროტუარზე დგომის გამო და 5 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.

(1)

ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ბათუმში ქვიშის რაგბის ფესტივალი 2017 იწყება

29-30 ივლისს ბათუმი მე-10, საიუბილეო ქვიშის რაგბის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ბათუმის „რაგბი არენაზე“ (ლეონიძის 5) გაიმართება.  ტურნირი 14 საათზე გაიხსნება და თამაშები 19 საათამდე გაგრძელდება.

საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ინფორმაციით, წლევანდელ საერთაშორისო ტურნირში კაცთა  8 და ქალთა 4 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ბრიტანული, რუსული და თურქული გუნდები.

კაცთა ტურნირის მონაწილეები არიან: მეკობრეები, თიბისელები, ვითიბი, წრე, დევები, ბია, ბულდოგები (დიდი ბრიტანეთი) და დინამო (რუსეთი). ისინი ორ ოთხგუნდა ჯგუფში არიან გადანაწილებული.

 

ქალთა ტურნირის მონაწილეები: აია, ავანგარდი, ბულდოგები (დიდი ბრიტანეთი) და დინამო (რუსეთი)

 


პლეიოფები კვირას, 30 ივლისს, 16 საათიდან დაიწყება. 18:40 საათზე დაიწყება ქალთა, ხოლო 19 საათზე კაცთა ფინალური მატჩი.

საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ცნობით, ტურნირი ნახევრად სამოყვარულოა, ამიტომ გუნდში დასაშვებია მხოლოდ 4 პროფესიონალი მორაგბის ყოლა.

ქვიშის რაგბის მოედნის ზომა 30X22-ია. სათამაშო დრო ორი 4-წუთიანი ტაიმია, ტაიმთა შორის 1-წუთიანი შესვენებით. თითოეული გუნდი 10 მოთამაშისგან შედგება – 5 თამაშობს, 5 -სათადარიგოა. მოთამაშეთა შეცვლა შეუზღუდავია და თამაშის შეუჩერებლად ხდება. ლელო 1 ქულაა და გარდასახვა არ სრულდება.

ბათუმის ქვიშის რაგბის ფესტივალი 2007 წლიდან ტარდება (გამონაკლისი 2008 წელი იყო). ფესტივალში გასულ წელს ბათუმის გუნდმა „მეკობრეებმა“ გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში რუსეთს 4:3 სძლია.

ტურნირი კომერციულია და მასში მონაწილეობა 800 ლარი ღირს.

სამინისტრო: ახალ სავაჭრო ცენტრში 22 ბრენდი განთავსდება 

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ახალ სავაჭრო ცენტრში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სულ 22 საერთაშორისო და ქართული ბრენდის განთავსება იგეგმება. აღნიშნულ მისამართზე, დღეს, 27 ივლისს, მარკეტი „კარფური“, ასევე „ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები გაიხსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, „ვისოლ ჯგუფმა“ ობიექტის მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სავაჭრო ცენტრი ჯამში 10,015 კვ.მ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომლის 5,754 კვ.მ-ზე სავაჭრო მოლის შენობა განთავსდა. 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „კარფურის“ ტექნიკურ გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად დაესწრო… უახლოეს მომავალში ცენტრს რამდენიმე ობიექტი შეემატება, რის შემდეგაც ახალი სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნა გაიმართება“.

მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცენტრში 200-მდე ადამიანია დასაქმებული.

20286739_444237005962800_6111356017296632550_o

ახალი სავაჭრო ცენტრი ბათუმში / აჭარის მთავრობის ფოტოები
ახალი სავაჭრო ცენტრი ბათუმში / აჭარის მთავრობის ფოტოები

დღეს შავი ზღვის მე-11 ჯაზფესტივალი იხსნება

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-11 ჯაზფესტივალი იხსნება. ფესტივალს კლუბ Take Five -ში CORY HENRY & THE FUNK APOSTLES -ი გახსნის.

ფესტივალის ფარგლებში 28 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის მოედანზე JAMIROQUAI  იმღერებს, რომლის კონცერტზეც დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. 29 ივლისს ბათუმელი მსმენელის წინაშე DE LA SOUL  -ი წარსდგება, 30 ივლისს კი ფესტივალს JOSS STONE  დახურავს. მათ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები ჯერ ისევ იყიდება.

ფესტივალის სამივე დღეს კლუბ Take Five-ში MATTHEW HARTNETT & THE GUMBO ALL STARS-ის, LOU BERRY-ს, KORDZ & GIORGI ZAGARELI-სა და MF ROBOTS-ის კონცერტები გაიმართება.

 

ამავე თემაზე:

ჯემიროქუაის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია – 27 ივლისს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იწყება

ვინ არიან 2017 წლის ბათუმის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები

სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანსია ბათუმსა და ხულოში

ბათუმის   თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და ხულოს პროფესიულ  სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად  აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირობების მიხედვით, „სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს, არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით“.

ცალკეულ საინიციატივო ჯგუფს და თეატრალური საქმიანობით დაკავებული იურიდიული პირებიდან პროფესიულ სახელმწიფო თეატრებს აქვთ მხოლოდ თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება, ხოლო სხვა იურიდიულ პირებს, არა უმეტეს სამი კანდიდატურის წარდგენის უფლება.

კონკურსის პირობების მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელობის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს კონკრეტული თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, ოთხწლიანი სამოქმედო პროგრამა (3-5 გვერდზე),  ვრცელი შემოქმედებითი CV (ფესტივალებში მონაწილეობა, პრემიები, შემოქმედებითი პრიზები, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), ბოლო პერიოდში განხორციელებული დადგმების ჩამონათვალი, ამონარიდები რეცენზიებიდან.

ოფიციალური ინფორმაციით, მსურველებმა საკონკურსო დოკუმენტაცია 2017 წლის 26 ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარადგინონ.

ამჟამად ბათუმის   თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზურა ცინცაძეა, ხოლო ხულოს პროფესიული  სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – როინ სურმანიძე.

ხულოს დრამატული თეატრი
ხულოს დრამატული თეატრი

შუახევში შვიდ სკოლას წელს პირველკლასელი არ ეყოლება

შუახევის რესურსცენტრის მონაცემებით, ახალი სასწავლო წლიდან, შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ შვიდ საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება.

გოგაძეები, ტბეთი, ცინარეთი, ქიძინიძეები, ოლადაური, ზემო ხევი, ჟანივრი – ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც, 2017-2018 სასწავლო წლისთვის, სკოლებში ზარი პირველკლასელებისთვის არ დაირეკება.

შუახევის რესურსცენტრის წარმომადგენლის, მზია დავითაძის ინფორმაციით, სკოლები, რომლებსაც პირველკლასელი არ ეყოლება, გასულ წელთან შედარებით წელს თითქმის გაორმაგებულია. გასულ სასწავლო წელს პირველკლასელი შუახევში მხოლოდ ოთხ სკოლას არ ჰყავდა.

შუახევში სულ 43 საჯარო სკოლაა, აქედან 29 სკოლაში, სწავლება სამივე საფეხურზე [საშუალო] ხოლო დანარჩენ 14 სკოლაში ორ საფეხურზე [საბაზო] ხორციელდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის არსებული მონაცემებით კი, შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებში სულ 127 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

ანალოგიური მონაცემები პირველკლასელების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის არ აქვთ.

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ბადრი ფარტენაძე უხელმძღვანელებს. ის თანამდებობაზე დღეს, 27 ივლისს, წარადგინეს. მერიის ინფორმაციით, ბადრი ფარტენაძე პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია, რომელსაც ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ბადრი ფარტენაძე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში მუშაობდა  საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, მოგვიანებით კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპატარმენტის უფროსი იყო.

ამავე წყაროს ცნობით, ბადრი ფარტენაძე 2008-2009 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო. 2011-2012 წლებში კი ის ფოთის მერის მოადგილედ მუშაობდა.

 

ფერადი გირლანდები ქოლგების ნაცვლად – ბათუმობა-2017

„ბათუმობა 2017“-ის ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 210 925 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის კულტურის ცენტრმა უკვე გამოაცხადა. ბათუმობა წელს 2  და 3 სექტემბერს გაიმართება.

ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოედანზე ჩატარდება. გასული წლისგან განსხვავებით წელს მემედ აბაშიძის გამზირს ქოლგების ნაცვლად სხვადასხვა ფერის გირლანდებით მორთავენ.

[highlight color=”red”]გირლანდები[/highlight] – ალმების ზოლებით შექმნილი დროშები – საქართველოს, აჭარისა და ევროკავშირის დროშები; ლურჯი ნაჭრის ტალღოვანი ზოლები დეკორატიული ბუტაფორიული თევზებითა და განათებით; დეკორატიული მედუზები – დეკორატიული მრგვალი სანათები ტიულით გაწყობილი; ბადე გაწყობილი ტივტივებით, თევზებით, სამაშველო რგოლებით და ზღვის ვარსკვლავებით; ფერადი ქსოვილის ზოლები,  7-8 ფერის; სქელი ცელოფნისგან ან ბანერისაგან გამოჭრილი ორნამენტები სხვადასხვა ფერში; ტროსები.

batumoba
ესკიზი

[highlight color=”blue”]სარკის ინსტალაცია[/highlight] – ფანერით შეფუთული და ძველი ბათუმის სახასიათო არქიტექტურული შენობის (სამი სართული) ბუტაფორიული ფასადით დაფაქტურებული რკინის კონსტრუქცია, რომელმაც აუცილებლად უნდა გაუძლოს ზედაპირზე ადამიანების მოძრაობას. კონსტრუქცია განთავსებული იქნება მემედ აბაშიძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთასთან, ევროპის მოედნის შესასვლელთან.

sarke
სარკის ესკიზი

[highlight color=”yellow”]ჯიხურები[/highlight] – მერიის საკუთრებაში არსებული 10 ჯიხურის მორთვა, საზღვაო ელემენტებით: დეკორატიული ღუზით, სამაშველო რგოლით, ფერადი ალმებით, ბადით, თოლიით, დეკორატიული ნიჟარებით და სერფინგის დაფით. შენარჩუნებული იქნება საზღვაო თემატიკა. ჯიხურები განთავსდება მემედ აბაშიძის გამზირზე.

[highlight color=”blue”]შადრევანი „ვეშაპი“[/highlight] – რკინის მუქი ლურჯი ფერის კონსტრუქცია, დეკორატიულად შეფუთული, სიგრძე 4მ, სიგანე 2მ, სიმაღლე 2მ. წყლით უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს: 6 მექანიკური სატუმბით და 1 ელექტრონასოსით. მექანიკური ტუმბოებით ადამიანის მიერ უნდა ხდებოდეს წყლის მიწოდება ვეშაპის ცენტრში. კონსტრუქცია უნდა უძლებდეს ადამიანის წონას. კონსტრუქცია განთავსდება წყლის წყაროსთან ახლოს, ევროპის მოედანზე.

veshapi
ესკიზი

[highlight color=”green”]ბათუმის ისტორიის გაცოცხლება [/highlight]–ფოტოგამოფენა: დამკვეთის მიერ მოწოდებული ფოტოების ბეჭდვა და განთავსება მილკვადრატისაგან შეკრულ რკინის კონსტრუქციაზე. შავ-თეთრი ფერის ფოტოები. პოპაპის სტილში აწყობილი ძველი ბათუმის ინსტალაცია. გამოფენის განთავსება ევროპის მოედნის ტერიტორიაზე.

[highlight color=”red”]ინსტალაცია “გრაფიტი” [/highlight] – რკინის კონსტრუქცია დატიხრული 4 სართულად და კუბებად. დამკვეთთან შეთანხმებული ბრენდის „პულვილიზატორები“ 200 ცალი. ამასთანავე, დამატებით: 10 ცალი ლურჯი ბალონი, 10 ცალი ყვითელი ბალონი, 10 ცალი წითელი ბალონი, 11 ცალი თეთრი ბალონი და 11 ცალი შავი ბალონი. კონსტრუქცია განთავსდება მემედ აბაშიძის გამზირზე.

[highlight color=”blue”]შესასვლელი თაღი[/highlight] – რკინის თაღოვანი კონსტრუქცია 12მ დიამეტრის რკალი, ქსოვილითა და განათებით გაწყობილი. განათებისათვის გამოყენებული იქნება 300 ცალი 25- ვატიანი ნათურა. 16 ცალი აფრის მაგვარი სვეტი. თაღზე ერთი მხრიდან განთავსებული უნდა იყოს 6 მეტრი სიგრძის წარწერა „ბათუმობა 2017“ ფანერისგან კონტურზე გამოჭრილი და წითლად შეღებილი. თაღი განთავსებული იქნება მემედ აბაშიძის გამზირზე.

[highlight color=”yellow”]თამაშები[/highlight] – პლასტმასის მილი, აფრიანი გემი, მარაო. არხის (მილის) სიგრძე 3მ (5 კომპლექტი). დასტიკერებული თევზები 15 სმ სიგრძის სხვადასხვა ფერის რკინის დეტალით (50 ცალი) და ანკესი მაგნიტით 5 ცალი (2 კომპლექტი). ხის ხიდი – სიგანე 35სმ, სიგრძე 3მ, სიმაღლე 40სმ, ქვევით ლურჯი რბილი ზედაპირი ზვიგენის ფარფლის იმიტაციით. კონსტრუქცია განთავსდება მემედ აბაშიძის გამზირისა და ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთასთან.

[highlight color=”green”]ქვიშის მოედანი [/highlight]- 100 კვმ მორებით შემოღობილი ტერიტორია 30 სმ სიმაღლის, 30 კუბი ოქროსფერი ქვიშა, შეზლონგები 10 ცალი ნაჭრის, საბავშვო ქვიშის სათამაშო აქსესუარების კომპლექტი, (ვედროები-ნიჩბები-ფორმები, სულ 15 კომპლექტი). მოედანი განთავსდება მემედ აბაშიძის გამზირისა და ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთასთან.

[highlight color=”blue”]ფოტოსტენდი[/highlight] – პირღია ზვიგენის სტენდი – რკინის ან ხის სადგამზე; ტალღის იმიტაცია და სერფინგის დაფა რკინის ან ხის სადგამზე; ხის ან რკინის ჩარჩოზე დაკიდებული პატარა ბურთები, თევზები და წყლის ცხოველები. საყვინთი მოწყობილიბა 3 კომპლექტი, საყვინთი მოწყობილობა შედგება სათვალისა და სასუნთქი მილისაგან. ლურჯი და ცისფერი ფერის 100 ცალი პატარა ბურთი, ლურჯი და ცისფერი ფერის თევზები და წყლის ცხოველები: ჯამში 15 ცალი. პირველი სტენდი განთავსდება მემედ აბაშიძის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთასთან, მეორე სტენდი განთავსდება მემედ აბაშიძის გამზირისა და ლუკა ასათიანის ქუჩის კვეთასთან. მესამე სტენდი განთავსდება მემედ აბაშიძის ქუჩისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთასთან.

batunmii
ესკიზი

[highlight color=”yellow”]Content[/highlight]- რვაფეხას აწყობა ბუშტებით. რვაფეხას თავი – 800 ბუშტი. განთავსებული იქნება მემედ აბაშიძის გამზირისა და ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთასთან.

[highlight color=”red”]მოცულობითი ასოები BATUMI[/highlight] – კონსტრუქცია განთავსდება მემედ აბაშიძის გამზირზე.

[highlight color=”blue”]სცენა [/highlight]- სცენის უკანა ხედი ბათუმის ლოგოს გამოსახულების მოცულობითი კონსტრუქცია, სცენის უკანა ხედზე განთავსებული იქნება პვხ-ს მასალისაგან დამზადებული ბათუმის ლოგო, თეთრი ფერის, ზომებით: სიმაღლე – 6 მეტრი, სისქე – 20 სმ. მონტაჟი-დემონტაჟი, დიზაინი დამკვეთთან შეთანხმებით.

[highlight color=”green”]რუკები[/highlight] – რუკაზე დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია ღონისძიების, აქტივობების განლაგების შესახებ. პირველი რუკა უნდა განთავსდეს ევროპის მოედნის შესასვლელთან, მეორე რუკა მემედ აბაშიძის გამზირისა და ლუკა ასათიანის ქუჩის კვეთასთან, მესამე რუქა კი მემედ აბაშიძის გამზირისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთასთან.

[highlight color=”yellow”]კოსტიუმირებული წარმოდგენა[/highlight] -15 კოსტიუმირებული მსახიობის ჩართულობა სხვადასხვა დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ბათუმის ქუჩებში მსვლელობის გამართვას (ძველი დროის მეკობრეები, მეზღვაურები, ზღვის ბინადრები და დიდი მედუზა), მსვლელობა უნდა მოეწყოს დღეში 4-ჯერ მემედ აბაშიძის გამზირზე, კოსტიუმირებული შოუს თანხლებით. დამკვეთთან შეთანხმებით.

[highlight color=”red”]სასცენო განათება [/highlight]- MOVING HEAD 5R PLATINIUM 20 ცალი, MOVING HEAD ZOOM LED WASH19x15 W 16 ცალი, LED PAR SLIM9x12 W 12 ცალი, HEAZER MAGNUM 2000 2 ცალი, STROBE ATOMIC 3000 W 2 ცალი, AVOLITES TITAN MOBILE 1 ცალი, DMX SPLITTER 2 CHANNEL 4 ცალი.

„ბათუმობა 2017“-ის სცენარი გამარტივებული წესით ცენტრმა 10 ათას ლარად შეისყიდა რევაზ ახრახაძისგან.

batumii
ესკიზი

მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი შესაძლოა საავადმყოფოში გაგრძელდეს

11 მოწმეს მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ დღეს, 27 ივლისს, უნდა მიეცა ჩვენება, თუმცა მერაბ ღოღობერიძე სასამართლო დარბაზში გამოცხადების ნაცვლად სასამართლოში გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებთან დარჩა.

„იგი მოითხოვს კლინიკა „მედინაში“ გადაყვანას, მაგრამ ეს არ არის სასამართლოს კომპეტენცია… ამ მდგომარეობაში მისი ყოფნა სასამართლო დარბაზში რეკომენდებული არ არის, უმჯობესია, ექიმებმა მიხედონ,“ – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

პროკურორმა რამაზ შავაძემ პროცესის გადადება გააპროტესტა. თქვა, რომ ბრალდებული მიზანმიმართულად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას. „გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ასეა,“ – დასძინა პროკურორმა.

„ეჭვი ეს არის ადამიანის უფლება. ფაქტია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა პაატა შავაძემ.

„მან ფაქტის წიმაშე დააყენა სასამართლო. ცუდი რომ იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ ეცნობებინა,“ – დაამატა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

დიალოგში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია ჩაერთო დარბაზის გისოსებიანი ადგილიდან: „მერაბს პროცესზე დასწრება უნდოდა, მაგრამ ექიმებმა უთხრეს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, ზოგადად, მათ კლინიკაში გადაჰყავთ“.

მოსამართლე: „მე არ მაქვს ეჭვი, რომ მერაბ ღოღობერიძეს პროცესის გაჭიანურების სურვილი აქვს. მისი მდგომარეობა სახარბიელო რომ იყოს, სასწრაფო დახმარების ექიმები მას მაშინვე დატოვებდნენ“.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურორებს მიმართა, რომ პროცესი არ გაჭიანურდება, რადგან თუკი მერაბ ღოღობერიძეს ოპერაციას გაუკეთებენ, მაშინ სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაიმართება.

„ცუდია ეს იმ კუთხით, რომ შესაძლოა იქ ყველა დაინტერესებული პირისთვის საკმარისი ადგილი არ იყოს,“ – თქვა მოსამართლემ.

პროცესის დასრულებიდან დაახლოებით 10 წუთში სასამართლოს დახურული ნაწილი დატოვა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა. „მას ტკივილები ჰქონდა ძლიერი,“ – უთხრა ექიმმა ადვოკატ პაატა შავაძეს.

რის გამო აწუხებდა ტკივილი მერაბ ღოღობერიძეს, ან საჭირო იყო თუ არა მისი საავადმყოფოში გადაყვანა? – „ბათუმელების“ ამ კითხვას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა არ უპასუხეს.

მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად.

 

 

გონიო-კვარიათთან ზღვამ დაახლოებით 35 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გონიო-კვარიათთან ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. მამაკაცის ვინაობა დადგენილი არ არის, მისი სავარაუდო ასაკი 35 წელია.

ფაქტის შესახებ შსს-ში შეტყობინება დღეს, 27 ივლისს, დილით, 8 საათზე შევიდა.

ფაქტთან დაკავშრებით მოკვლევა 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

3 ივლისს ბათუმის პლაჟიდან გაუჩინარებული 44 წლის კობა ბაკურიძე ჯერ კიდევ არ უპოვიათ.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – აქ პროფესიონალები ჯანმრთელობას ქმნიან

საქართველოში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაცია მიმდინარეობს, რომლის მიზანი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და რთული შემთხვევების ეფექტური მართვა და შემცირებაა. პროექტის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს, დონეები ენიჭებათ. ყველაზე მაღალი მესამე დონეა.

სწორედ მესამე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს, რაც ნიშნავს, რომ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს შეუძლია ორსულთა, დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობაზე ეფექტურად და მაღალკვალიფიციურად იზრუნოს. აღსანიშნავია, რომ მესამე დონის სერტიფიკატი აჭარაში მხოლოდ ორმა კლინიკამ მიიღო და მათგან ერთ-ერთი სწორედ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალია.

ჰოსპიტალში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებზე კლინიკური დირექტორი ნინო ქაჯაია გვესაუბრება:

 ქალბატონო ნინო, რა ახალ სერვისებს სთავაზობს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი პაციენტებს? შეინარჩუნეთ თუ არა ის მიმართულებები, რაც აქამდე ჰქონდა ჰოსპიტალს?

არა მარტო  შევინარჩუნეთ, არამედ გავაძლიერეთ ყველა ის მიმართულება, რომლებიც ჩვენს ჰოსპიტალში მოქმედებს. გახსნის დღიდანვე კლინიკაში წამყვანია კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის მიმართულებები. კარდიოლოგიურ მიმართულებას პროფესორი ისმეთ დინდარი ხელმძღვანელობს, რომელიც  ცოტა ხნის წინ  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი გახდა. ბატონი ისმეთის გვერდით წარმატებით საქმიანობენ ახალგაზრდა ინტერვენციული კარდიოლოგები: ფარუხ ბაირამოვი, მარიტა გორგოშაძე და ირაკლი ხვიჩია. ჰოსპიტალის კარდიო-ქირურგთა გუნდმა ერთი წლის განმავლობაში 500-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. მათ შორის იყო არაერთი ურთულესი,  რამდენიმე კი უნიკალური ოპერაცია.

ნინო ქაჯაია
ნინო ქაჯაია

ასევე მინდა გამოვყო ჩვენი რეანიმაციული განყოფილება.  საქართველოში არ არის არც ერთი კლინიკა, სადაც ერთდროულად, ერთ სივრცეში ამ სფეროს ამდენი ცნობილი წარმომადგენელია თავმოყრილი. ჩვენ თბილისიდან მოვიწვიეთ პროფესიონალი, გამოცდილი რეანიმატოლოგები. ასევე ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება აშშ-სა და ისრაელის წამყვან კლინიკებში. ისინი ახლა წარმატებულად საქმიანობენ ჩვენს ჰოსპიტალში.

სამეანო გინეკოლოგიურ მიმართულებას ახლახან სათავეში ჩაუდგა მედიცინის დოქტორი ლევან ქორიძე.

ჩვენმა კლინიკამ, რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა, მიიღო პერინატალური მომსახურების მესამე დონე. ჩვენ ასევე ერთ-ერთი პირველები ვართ მათ შორის, ვინც   ჩაერთო ახალშობილთა შორის გულის პათოლოგიების გამოვლენის პროგრამაში, რომელსაც როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას საერთაშორისო ფონდი ახორციელებს.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულება კარდიოლოგია და კარდიოქირურგიაა. კიდევ რა მიმართულებით არის ჰოსპიტალი, როგორც საუკეთესო, სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით და რატომ?

ჰოსპიტალში გვყავს ზოგად ქირურგთა და ონკოქირურგთა ძლიერი გუნდი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც წარმატებით ატარებენ ურთულეს ოპერაციებს. ამ მიმართულებას მედიცინის დოქტორი გიორგი მიქელაძე ხელმძღვანელობს, კონსულტანტად მოწვეული გვყავს მედიცინის დოქტორი, პროფესორი მერაბ კილაძე. ონკომამოლოგიის მიმართულებით მუშაობს თავისი საქმის პროფესიონალი თეიმურაზ გოგიტიძე. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ჩვენთან არის უახლესი ციფრული მამოგრაფიის აპარატი, რომელიც საშუალებას იძლევა პათოლოგიები გამოვლინდეს საწყის ეტაპზე.

კლინიკაში წარმატებულად ტარდება ბარიატრიული – კუჭის დაპატარავების ოპერაციები. უკვე ათობით ოპერაცია ჩატარდა და, რაც მთავარია, გართულებების გარეშე.

უდიდესი დატვირთვა აქვს კატასტროფისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურს-ემერჯენსს, რომელსაც კახაბერ ჩიხრაძე ხელმძღვანელობს.

კიდევ რა  სიახლეები იგეგმება კლინიკაში?

სიახლე, რომელსაც ჩვენ რეგიონის მოსახლეობას უახლოეს მომავალში შევთავაზებთ, პრეჰოსპიტალური სამსახურია. ესაა სასწრაფო დახმარება ბინაზე მომსახურებით. ჰოსპიტალმა შეიძინა ახალი, კომფორტული რეანომობილი, რომელიც ყველა აუცილებელი დანადგარითაა აღჭურვილი, გამოცდილ ექიმთა გუნდი კი  მზად არის პაციენტებს 24/7-ის განმავლობაში კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინოს კარდიოლოგიური, თერაპიული, ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნეონატოლოგიური მიმართულებით. გათვალისწინებულია ბინაზე ლაბორატორიული მომსახურება.   ჩვენ  პაციენტებს შევთავაზებთ ბინაზე მოვლას-სახლში ექთნის მომსახურებას.

უახლოეს მომავალში შევთავაზებთ, პრეჰოსპიტალური სამსახურია. ესაა სასწრაფო დახმარება ბინაზე მომსახურებით. ჰოსპიტალმა შეიძინა ახალი, კომფორტული რეანომობილი, რომელიც ყველა აუცილებელი დანადგარითაა აღჭურვილი, გამოცდილ ექიმთა გუნდი კი მზად არის პაციენტებს 24/7-ის
უახლოეს მომავალში ჰოსპიტალი მოსახლეობას ახალ მომსახურებას შეტავაზებს – სასწრაფო დახმარება ბინაზე მომსახურებით.

იდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და BAU INTERNATIONAL UNIVERSITY BATUMI  ერთობლივად განვახორციელებთ, რეზიდენტურის-დიპლომის შემდგომი განათლების/პროფესიული მზადების პროგრამაა. მომავალი სასწავლო წლიდან რეზიდენტების მიღება დაიწყება სამი მიმართულებით-გადაუდებელი დახმარება, რეანიმაცია-ანესთეზეოლოგია, ჩვენთან ასევე მომზადდებიან პარამედიკები. უახლოეს მომავალში კი დაემატება კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული მიმართულებები.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა სოციალური კუთხით. რეგულარულად ვატარებთ აქციებს კლინიკაში, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შეუძლია მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით ან უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევები. გარდა ამისა, ჩვენი მედიკოსების გუნდი უკვე იმყოფებოდა მარნეულსა და ქობულეთში, სადაც ასობით მოქალაქეს გაეწია კვალიფიციური კონსულტაცია, ადგილზე ჩაუტარდა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები. ასეთი საქველმოქმედო აქციები სხვადასხვა რაიონში სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური გახდება.

 და ბოლოს, რა არის თქვენი ჰოსპიტლის მთავარი უპირატესობა აჭარის სამედიცინო ბაზარზე? რატომ უნდა გადაწყვიტოს პაციენტმა სწორედ თქვენთან მოსვლა?

ხარისხი, კომფორტი, პროფესიონალიზმი – ეს არის ის, რაც ჩენს ჰოსპიტალს გამოარჩევს. კლინიკაში ოპტიმალური პირობებია იმისათვის, რომ პაციენტებმა თავი კომფორტულად და ღირსეულად იგრძნონ. ისე, როგორც ეს მსოფლიოს წამყვან კლინიკებშია.  ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ კვლევებს. ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი ციფრული აპარატურით, რაც მაქსიმალურად ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. და უმთავრესი, თქვენს ჯანმრთელობას ჩვენთან პროფესიონალები ქმნიან. ეს სამი კომპონენტი მთლიანობაში გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ საუკეთესოები სამედიცინო მომსახურების კუთხით.

bau3

 

„ბედნიერი დასასრულის მიღმა“ – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

ბათუმში, 28 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ ინგლისში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ანდრია სემეიკო ანთელიძისა და მისი მეუღლის, ტაივანელი იუ-ჩენ ვანის გამოფენა – „ბედნიერი დასასრულის მიღმა“ გაიხსნება. „ბედნიერი დასასრული“ ნახევრად ბიოგრაფიული და ნახევრად გამოგონილი ისტორიაა მოგზაურობის შესახებ, რისი მიზანიც წყვილისთვის დაუსრულებელი ბედნიერების პოვნაა“.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეს ინფორმაციით, ხელოვანთა საგამოფენო ისტორია  2010 წელს ლონდონში  დაიწყო და გაგრძელდა ტაიპეის ხელოვნების მუზეუმსა და მანჩესტერის ჩინური თანამედროვე ხელოვნების ცენტრში.

„ანდრო ბათუმის მეზობლად, გურიაში დაიბადა, სუბტროპიკული ბუნება კი იუ-ჩენს მშობლიურ ტაივანს აგონებს – ამიტომაც, ხელოვანებისთვის ბათუმში ჩამოსვლა მშობლიურ სახლებში ერთგვარი დაბრუნების ტოლფასია.

ანდრო სემეიკო ანთელიძე და იუ-ჩენ ვანი საერთო გამოცდილებითა და კულტურული კონტექსტით, მრავალსაფეხურიან მიზანსცენებში შთამბეჭდავად გადმოგვცემენ საქართველოსა და ტაივანის გადაკვეთის წერტილებს. ვრცელ ტექსტებში, ფერწერაში, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებში, ფილმსა და საარქივო დოკუმენტაციაში გამოხატულია ხელოვანების სწრაფვა მომავლის უტოპიური ოცნებებისკენ.

ქართული სუფრითა და ტაივანური ლხინით შთაგონებულები მოაწყობენ ცოცხალ პერფორმანსს, რომელიც შედგება შერეული საკვები პროდუქტების, ჩაის სმის რიტუალისა და სადღეგრძელოების ხელოვნებისგან. პერფორმანსში მონაწილეობას მიიღებენ კულტურის სპეციალისტები და დამსწრე აუდიტორია“-ნათქვამია პრესრელიზში.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

Exit mobile version