უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 704 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400]
- ტანკი – 9 224 ერთეული [+10]
- ჯავშანტექნიკა – 18 612 ერთეული [+20]
- საარტილერიო სისტემა – 20 194ერთეული [+24]
- MLRS – 1 245 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 996 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 18 408 ერთეული [+42]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 631 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 28 411 ერთეული [+78]
- სპეცტექნიკა – 3 596 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 648 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 35 298 უპილოტო საფრენი აპარატი
- 585 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 19 063 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 484 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 17 368 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 28 010 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook