Batumelebi | 2020 | დეკემბერი დეკემბერი 2020 – Batumelebi
RU | GE  

ბათუმელების მომზადებული 10 ყველაზე პოპულარული ვიდეო

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ბათუმელების მომზადებული 10 ყველაზე პოპულარული ვიდეო

2020 წლის განმავლობაში „ბათუმელებმა“ ასობით სიუჟეტი, ვიდეო რეპორტაჟი თუ ლაივჩართვა მოამზადა თავისი მკითხველისთვის. აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესები კი იმ მასალებმა გამოიწვია, რომლებიც კორონავირუსს და სოციალურ პრობლემებს ეხებოდა. წლის ბოლო დღეს, ტრადიციულად... Read More

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი დირექტორი ჰყავს

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი დირექტორი ჰყავს

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეონა ბერიძე ჩაანაცვლებს. ბათუმის მერიაში დაწყებული საკადრო ცვლილებების შესახებ გუშინ, 30 დეკემბერს გახდა ცნობილი. მერის მოვალეობის შემსრულებელმა... Read More

ბათუმის მერიიდან გათავისუფლებულები: ეს მერმა ჩვენთან შეთანხმებით გადაწყვიტა

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ბათუმის მერიიდან გათავისუფლებულები: ეს მერმა ჩვენთან შეთანხმებით გადაწყვიტა

ბათუმის მერიაში დაწყებული საკადრო ცვლილებების შესახებ გუშინ, 30 დეკემბერს გახდა ცნობილი. მერის მოვალეობის შემსრულებელმა მუნიციპალურ ორგანიზაციებში ხელმძღვანელები შეცვალა. არჩილ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით არც ერთი გათავისუფლებული კადრი უკმაყოფილო არ არის, მათ ახალი... Read More

80-მა ახალგაზრდამ აჭარაში ისწავლა, როგორ გამოიცნოს ყალბი ახალი ამბები

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: 80-მა ახალგაზრდამ აჭარაში ისწავლა, როგორ გამოიცნოს ყალბი ახალი ამბები

ინტერნეტში ბევრი ყალბი ამბავი ვრცელდება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ ამოიცნო ყალბი ამბავი, თავის დაცვა რომ შეძლო. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 2020 წლის მარტიდან აჭარის მთის 3 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან... Read More

ბათუმში თვითნებურად შესახლებული 25-მდე ოჯახი წუხელვე გამოვასახლეთ – სამინისტრო

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ბათუმში თვითნებურად შესახლებული 25-მდე ოჯახი წუხელვე გამოვასახლეთ – სამინისტრო

გამოასახლეს 25-მდე ოჯახი, რომლებმაც წუხელ „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შენობა დაიკავეს. შენობა ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს. როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში გვითხრეს, ოჯახები სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ზოგიერთი მათგანი... Read More

მამამ შვილს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა – შსს

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: მამამ შვილს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა – შსს

ცაგერის მუნიციპალიტეტში შვილზე მოძალადე მამა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2020 წლის 22 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს – 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს ნაჯახით ხელზე დაზიანება... Read More

ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

ბათუმის საკრებულოში ლაშა სირაბიძის ნაცვლად ვაჟა რამიშვილი შედის. ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“ და ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა. ლაშა სირაბიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ოცნების“ სიით.  ვაჟა... Read More

აჭარაში კოვიდის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 31 დეკემბერი

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: აჭარაში კოვიდის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 31 დეკემბერი

31 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 31 დეკემბრის  მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 451 პაციენტი, მათ შორის 98 მძიმე პაციენტია. აჭარის კოვიდსასტუმროებშია 512 ადამიანი.... Read More

31 დეკემბერს საქართველოში კოვიდის 1527 ახალი შემთხვევაა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: 31 დეკემბერს საქართველოში კოვიდის 1527 ახალი შემთხვევაა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 13 030 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 24 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 282 პირი.  დღეს გამოვლენილი... Read More

დღეს ქუჩაში გასვლა 9 საათის შემდეგაც შეგეძლებათ

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დღეს ქუჩაში გასვლა 9 საათის შემდეგაც შეგეძლებათ

დღეს, 31 დეკემბერს, ქუჩაში გასვლა 21:00 საათის შემდეგაც არის შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება კოვიდთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ხვალიდან ანუ პირველი იანვრიდან ისევ განახლდება. შეუზღუდავად გადაადგილება შობის ღამესაც... Read More

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიიდან 10 თანამდებობის პირი გაათავისუფლა

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერიიდან 10 თანამდებობის პირი გაათავისუფლა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი საკადრო ცვლილებებს მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების გათავისუფლება-გადაადგილებითა და ახალი პირების დანიშვნით იწყებს. არჩილ ჩიქოვანი კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებას ხვალ, 31 დეკემბერს გეგმავს, თუმცა გათავისუფლებული, ასევე ახალი... Read More

სად როგორ მორთეს მთავარი ნაძვის ხეები საქართველოში

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სად როგორ მორთეს მთავარი ნაძვის ხეები საქართველოში

წელს უჩვეულო ახალი წელია. კოვიდპანდემიის პირობებში მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ დღესასწაულები მოკრძალებულად უნდა აღინიშნოს და საახალწლო განათებებზე დიდი რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს მაშინ, როცა 9 საათის შემდეგ გადაადგილება დიდ ქალაქებში... Read More

წაიშალა თუ დაიმალა მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში – სამინისტროს განმარტება

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: წაიშალა თუ დაიმალა მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში – სამინისტროს განმარტება

სკოლებს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეყვანის ვადა 12 იანვრამდე გადაუვადეს. როგორც მასწავლებლების ნაწილი ფეისბუქში წერდა, ჟურნალში ადრე შეყვანილი მონაცემების ნაწილი დაიკარგა, რის გამოც მათ ამ მონაცემების თავიდან შეყვანა უწევთ. ელექტრონულ ჟურნალში... Read More

თეა და ანა – როგორ შეცვალა პანდემიამ ეტლით მოსარგებლე ადამიანების ცხოვრება

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: თეა და ანა – როგორ შეცვალა პანდემიამ ეტლით მოსარგებლე ადამიანების ცხოვრება

კორონავირუსის პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, რომელთა სრული უმრავლესობა საქართველოში პანდემიამდეც მთელი რიგი შეზღუდვებით ცხოვრობდა, ახლა მათ წინაშე ახალი გამოწვევებია. 37 წლის, ეტლით მოსარგებლე თეა... Read More

ტესტი: რა იცი სექსისტური სიძულვილის ენის შესახებ?

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ტესტი: რა იცი სექსისტური სიძულვილის ენის შესახებ?

ქალი პოლიტიკოსი სიძულვილის ენის თუ სტერეოტიპიზაციის სამიზნეა სხეულის, გარეგნობის, საუბრის მანერის, ჩაცმულობის, ასაკის, ინტელექტუალური უნარების, კომპეტენციის თუ მისი ზნეობრივი ღირებულებების გამო. შეავსე ტესტი — რომელიც მედიის განვითარების ფონდის (MDF) ანგარიშის... Read More

ყოველ ერთ თვეში მოხვალთ და ანგარიშს ჩაგვაბარებთ – წულუკიანი მინისტრის მოადგილეს

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ყოველ ერთ თვეში მოხვალთ და ანგარიშს ჩაგვაბარებთ – წულუკიანი მინისტრის მოადგილეს

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში ცვლილება მოითხოვა. მისი თქმით, ბაღების ავტორიზაციის პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად... Read More

„ბათუმელების“ 10 სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: „ბათუმელების“ 10 სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

კორონავირუსი და სოციალური პრობლემები – 2020 წელს ყველაზე ხშირად „ბათუმელების“ მკითხველი ამ თემებზე მომზადებულ სტატიებს კითხულობდა. წლის ბოლოს, ტრადიციულად წარმოგიდგენთ 2020 წლის ათ, ყველაზე რეიტინგულ სტატიას „ბათუმელებზე“. 1. მიწის რეგისტრაცია... Read More

“ყველაფერი უკეთესად იყო, როცა პატარა ვიყავი” – 6 წლის ბიჭი პანდემიასა და სკოლაზე

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “ყველაფერი უკეთესად იყო, როცა პატარა ვიყავი” – 6 წლის ბიჭი პანდემიასა და სკოლაზე

რა გენატრება ყველაზე მეტად პანდემიამდე ცხოვრებიდან? – ვეკითხები 6 წლის იოანე რომანაძეს. ის ბათუმში ცხოვრობს და პირველკლასელია. იოანემ ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიც სწავლის დაწყება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაა, სკოლის... Read More

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: როგორი ამინდი იქნება ახალ წელს ბათუმში | ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, 2020 წლის 31 დეკემბერს და 2021 წლის პირველ იანვარს ბათუმში უნალექო ამინდი იქნება. უფრო დეტალურად: გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 30 დეკემბრის 21 საათიდან,... Read More

აჭარაში კოვიდის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 30 დეკემბრის მონაცემები

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: აჭარაში კოვიდის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 30 დეკემბრის მონაცემები

30 დეკემბრის დილის მონაცემებით, აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 115 პირს დაუდასტურდა. აჭარის კლინიკებში დღეს 488 პაციენტი მკურნალობს; მათ შორის 101 მძიმე პაციენტია. 29 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.... Read More

საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 38

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 38

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 192  კვლევა ტესტით, შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 494  პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ინტენსიური... Read More

ყოფილი დეპუტატი მინისტრის მოადგილედ დანიშნეს – ცვლილება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ყოფილი დეპუტატი მინისტრის მოადგილედ დანიშნეს – ცვლილება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ვახტანგ წულაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გახდა. დღეს, 29 დეკემბერს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ თანამშრომლებს კიდევ ერთი მოადგილე წარუდგინა – ირმა აფხაზავა.... Read More

ყოფილი აბანოს შენობის კინოს მუზეუმად გადაკეთების პროექტში 40 000 ლარი დაიხარჯება

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ყოფილი აბანოს შენობის კინოს მუზეუმად გადაკეთების პროექტში 40 000 ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვას „აჭარის მუზეუმი“ ამჯერად გამარტივებული წესით გეგმავს, რასაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. შესყიდვის ღირებულება 40 ათასი... Read More

„ზოგი ჩუმად იღებს დამსვენებელს… ყველაფერი გაჩერებულია“ – ბაკურიანი და მესტია პანდემისას

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: „ზოგი ჩუმად იღებს დამსვენებელს… ყველაფერი გაჩერებულია“ – ბაკურიანი და მესტია პანდემისას

„თებერვალს ველოდებით, იქნებ გავიხსნათ, თორემ შიმშილისთვის ვართ განწირულები,“ – ამბობენ ბაკურიანელები, რომლებიც პანდემიის გამო დამსვენებლების გარეშე დარჩნენ. ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში, საოჯახო სასტუმროებსა თუ კოტეჯებში სტუმრების მიღება აკრძალულია. დაკეტილია სათხილამურო ტრასების... Read More