„ქართული ოცნების“ ყოფილ გენერალურ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. დღეს, 29 დეკემბერს, შსს-მ სწორედ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად. შსს-ს თქმით, მათ მიერ ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. „ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, …
Continue reading ““ოცნების” ყოფილ გენერალურ პროკურორზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა”