„მალე დასრულდება ამ საქმის წარმოების ეტაპი და სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად,“ – ამბობს საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი „ბათუმელებთან“ მზია ამაღლობელის ერთ-ერთ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია. ვიდრე ევროსასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, „კლუნების ფონდმა“ თავისი ანგარიში გამოაქვეყნა და ქართული სასამართლო სისტემა საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დარღვევაში ამხილა. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ფონდის ექსპერტი ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტია. ევროსასამართლოს …
Category Archives: მთავარი
მწვანე კონცხზე და ბოტანიკურ ბაღთან ახალი ბაქნების მოსაწყობად რკინიგზა ტენდერს აცხადებს
საქართველოს რკინიგზა ბათუმში, ორი სამგზავრო ბაქნის რეაბილიტაციაზე, მილიონ ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს. სამგზავრო ბაქნის რეაბილიტაცია დაგეგმილია მწვანე კონცხზე და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან. რკინიგზას მწვანე კონცხის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქცია-მოწყობისათვის ტენდერით 393 410 ლარი აქვს გათვალისწინებული, ხოლო ბოტანიკური ბაღის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქციაში 455 664 ლარის დახარჯვას გეგმავს. პროექტის მიხედვით მწვანე კონცხზე …
ბათუმში №2ა სამარშრუტო ხაზი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს
27 იანვრიდან, ბათუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ზღვისპირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სამუშაოების დასრულებამდე, №2ა სამარშრუტო ხაზი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს. დროებითი მარშრუტია: კაჩინსკების ქუჩა → ლორთქიფანიძის ქუჩა → კოტე აფხაზის ქუჩა → ადლიის ქუჩა → ელიავას ქუჩა → ლორთქიფანიძის ქუჩა → კაჩინსკების ქუჩა. ინფორმაციას „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავრცელებს.
ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ბათუმის სპორტული ცენტრის“ დირექტორმა უჩა აბრამიშვილმა თანამდებობა დატოვა და მის მოვალეობას სულხან აბულაძე შეასრულებს. ის ამ დრომდე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა. სულხან აბულაძე დღეს, 26 იანვარს, ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ წარუდგინა თანამშრომლებს, როგორც მოვალეობის შემსრულებელი. უჩა აბრამიშვილი აჭარის განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოადგილედ …
Continue reading “ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა”
„ოცნების“ კოორდინატორი უსახლკაროების აქციაზე: „ძალიან უსამართლო ქვეყანაა“
მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, „ოცნების“ მთავრობიდან არავინ შეხვედრია. საპროტესტო აქციაზე გოგოლის ქუჩა #11 ბ-ში მოქალაქეები 25 იანვარს, საღამოს 8 საათზე შეიკრიბნენ და ღამის ორამდე დარჩნენ. ამ მისამართზე მილიონერ ოზთურქის მიერ აშენებული კორპუსებია, რომლებიც ახლა უკვე სახელმწიფოს საკუთრებაა. ბიზნესმენს სახელმწიფომ ეს ქონება მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების ფარგლებში ჩამოართვა. მოქალაქეები წლების განმავლობაში უფუნქციოდ დატოვებული და …
Continue reading “„ოცნების“ კოორდინატორი უსახლკაროების აქციაზე: „ძალიან უსამართლო ქვეყანაა“”
სუსთან თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს – პროკურატურა
დღეს, 26 იანვარს, თბილისში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. „ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ჯერჯერობით უცნობია …
Continue reading “სუსთან თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს – პროკურატურა”
კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისია დატოვა
კახა ბექაურმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ბექაური კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოსტს 9 წლის განმავლობაში, 2 ვადით იკავებდა. ის კომუნიკაციების კომისიის წევრად 2014 წელს აირჩიეს, 2017 წლიდან კი თავმჯდომარე გახდა. კახა ბექაური კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარეობის პარალელურად ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ის ფლობს 33%-იან წილს სუპერმარკეტების ქსელ „ორ ნაბიჯში“. ბოლო დეკლარაცია კახა ბექაურს …
Continue reading “კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისია დატოვა”
აჭარის პროექტების მართვის კომპანიას ახალი უფროსი ჰყავს, ყოფილი დირექტორი კი მერიაში გადაიყვანეს
აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად გოჩა გაბრუშიძე დანიშნეს, მანამდე ის ამ ორგანიზაციაში იურისტად მუშაობდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ედნარ ნატარიძის ბრძანების მიხედვით, გოჩა გაბრუშიძის ხელფასი 8000 ლარი იქნება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია აჭარის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაქვემდებარებაში მუშაობს და მაღალბიუჯეტიანი საპროექტო-სამშენებლო პროექტების შესყიდვა- განხორციელებაზე მუშაობს. დოკუმენტების მიხედვით, …
ოქროს ფასი კვლავ გაიზარდა
ოქროს ფასი კვლავ იზრდება გლობალურ ბაზარზე – „ბიბისი“ წერს, რომ ოქროს ფასმა პირველად გადააჭარბა 5 000 დოლარს ერთ უნციაზე, რითაც გაგრძელდა ოქროს ფასის ისტორიული ზრდა, რის შედეგადაც ძვირფასი ლითონის ფასები 2025 წელს 60%-ზე მეტით გაიზარდა. ფასის ზრდა მოხდა აშშ-სა და ნატოს შორის გრენლანდიის გამო დაძაბულობის ზრდის ფონზე, რაც ფინანსური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის შესახებ მზარდ შეშფოთებას …
გივი თარგამაძემ საპატიმრო დატოვა – „არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად“
7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გივი თარგამაძემ დღეს, 26 იანვარს, საპატიმრო დატოვა. ის პატიმრობაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. გივი თარგამაძეს ციხესთან ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. „გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული რომ იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, …
„აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი 100%-ით მზად არის“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა ხელმოწერისთვის. „დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა. ველოდებით ჩვენი პარტნიორების მიერ მზაობას, თარიღსა და ადგილს, ხელის მოსაწერად“. მისი თქმით, შეთანხმება უნდა რატიფიცირდეს აშშ-ის კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უსაფრთხოების გარანტიების ევროპულ ნაწილსაც. „უკრაინისთვის უსაფრთხოების მეორე გარანტია არის ევროპული უსაფრთხოების …
Continue reading “„აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი 100%-ით მზად არის“ – ზელენსკი”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 იანვარი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 235 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 608 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 951 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 36 644 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 იანვარი”
FIFA-მ ბათუმის დინამოს სატრანსფერო შეზღუდვა არ მოუხსნა
FIFA-მ ბათუმის „დინამოს“ მიმართ სატრანსფერო შეზღუდვა კვლავ ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის „დინამო“ ავრცელებს. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ – FIFA-მ ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო შეზღუდვა გასულ წელს დაუწესა. ეს შეზღუდვა 2025 წლის პირველი ივნისიდან, 2026 წლის ივნისამდეა ძალაში. სატრანსფერო შეზღუდვის დაწესების მიზეზი ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელების მხრიდან FIFA-ში შეტანილი საჩივრებია. საფეხბურთო კლუბს ფეხბურთელების დავალიანება ჰქონდა. …
Continue reading “FIFA-მ ბათუმის დინამოს სატრანსფერო შეზღუდვა არ მოუხსნა”
„ივანიშვილმა ქართული სახელმწიფოს ნაცვლად მიიღო პატარა სოფელი“ – აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა
„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი რადიკალურად ცვლის ვითარებას არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ კავკასია-ცენტრალური აზიის მიმართულებით. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველო ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციას რეგიონშიც… ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი პროექტი წარმატებით განახორციელა – ქართული სახელმწიფოს ნაცვლად მიიღო პატარა სოფელი, რომლის მამასახლისობასაც თავს არ ანებებს,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას სამხრეთ …
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 იანვრის 21 საათიდან 26 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 3 -8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო …
გაუმართლებელმა შეზღუდვებმა უკიდურესად დაამძიმა მედიის მდგომარეობა სასამართლოებში – ქარტია
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართული ოცნების” პარლამენტისგან მოითხოვს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ახლად მიღებული ნორმები, ხოლო პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლებისათვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა უნდა შეძლონ სასამართლოსთან დაკავშირებული ამბების გაშუქება ისე, რომ ამით რისკის ქვეშ არ დააყენონ თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ …
ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს
ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობი მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მას გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში დანაშაულის ჩადენას ედავება. ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულმა, ბათუმში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – 1991 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქ.ი.- ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. …
Continue reading “ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 იანვარი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 234 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 605 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 950 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 36 612 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 იანვარი”
რატომ აწყობს ივანიშვილს მზია ამაღლობელი ციხეში? – ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან
„მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოების არის ის, რომ რეალურად გაიაზროს, რა ფაზაში შედის ეს პროცესი და დაინახოს, რომ ეს არ არის რაღაც კარიკატურული ფორმა. ეს არის ნამდვილი დიქტატურა და ამ დიქტატურას ჩვენ მოვერევით მხოლოდ დიდი ერთობით… მზია ამაღლობელი და ნებისმიერი სინდისის პატიმარი გვახსენებს იმას, რომ დიქტატურას უნდა ვებრძოლოთ ყველგან, ყოველთვის და არ უნდა დავუშვათ მისი ბოლომდე …
Continue reading “რატომ აწყობს ივანიშვილს მზია ამაღლობელი ციხეში? – ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან”
გალიფ ოზთურქს ბათუმში 9 კორპუსი ჩამოართვეს, რა ელის გოგოლის ქუჩაზე აშენებული ბინებს
ბიზსნესმენ გალიფ ოზთურქს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. დღეს, 24 იანვარს, კორპუსებში ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შევიდნენ დაცვის პოლიციასთან ერთად. პოლიცია კორპუსების დატოვებას სთხოვს რამდენიმე ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ნარკოდანაშაულის საქმეზე საპროცესო გაუფორმეს და 1 მილიონი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში …
„ანტიკონსტიტუციურია“ – საია ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეების დაპატიმრებაზე
საია ეხმაურება ტროატურზე დგომის გამო ადამიანების სამართალდამრღვევად ცნობას და მათ დაპატიმრებას. „2026 წლის 23 იანვარს, ადამიანის უფლებების კრიზისული მდგომარეობა ახალ ნიშნულზე გადავიდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები [დიმიტრი ჯამბურია, მიხეილ ზაქარეიშვილი, სანდრო მეგრელიშვილი, ნათია ჭავჭანიძე, ნუკრი კაკულია, ლუკა ნაგლიაშვილი, ანი ახმეტელი] საფეხმავლო გზაზე [ტროტუარზე] პროტესტის გამო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეკრების თავისუფლებას იმთავითვე შეზღუდულ უფლებად …
Continue reading “„ანტიკონსტიტუციურია“ – საია ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეების დაპატიმრებაზე”
ჰელსინკის კომისია: „ოცნებამ“ საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე უარეს კრიზისში ჩაითრია
აშშ-ს ჰელსინკის კომისია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი 2026 წლის 28 იანვარს გაიმართება. პრესრელიზში აღ%ნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე უარეს ადამიანის უფლებების კრიზისში ჩააგდო. „2024 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე უარეს ადამიანის უფლებების კრიზისში ჩაითრია. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომლებიც …
რუსეთის ძალები კიევს ისევ თავს დაესხნენ
კომბინირებული დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 23 იანვრის ღამეს მორიგი თავდასხმა განახორციელეს. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, კიევის სამ რაიონს დაარტყეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე კრიტიკულად დაშავდა. ქვეყანაში გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. საჰაერო დარტყმების შედეგად კიევში ათასობით კორპუსი ისევ გათბობის გარეშეა. „უკრაინსკაია პრავდას“ მონაცემებით, წუხელ, დაახლოებით ღამის 2 საათზე დესნიანსკის და ჰოლოსიევსკის რაიონებში არასაცხოვრებელ შენობებზე …
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. მას საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და ნივთის დაზიანებას ედავებიან. დაკავებული თურქეთია მოქალაქეა. მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურა.
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 იანვარი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 233 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 603 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 949 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 36 580 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 იანვარი”
„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე
„ოპტიმიზმის საფუძველს არაფერი მაძლევს. ჩემთვის შეურაცხმყოფელია ის, რომ რამდენჯერმე დავადასტურე კომპეტენცია და მაინც შეუძლიათ დააყენონ ჩემი სტატუსის გადახედვის საკითხი“- ამბობს სოფიო ქუხილავა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში, ინგლისურ ენას ასწავლის. მასწავლებელს „ბათუმელები“ იმ ახალი სქემის შესახებ ესაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნების“ თითქმის ყველა განათლების მინისტრი, თავიდან წერს და ამტკიცებს. ქალბატონო სოფიო, ამ წლების განმავლობაში, …
Continue reading “„დაცინვაა მასწავლებლების“ – პედაგოგი ახალ სქემასა და დაბალ ხელფასებზე”
ბათუმის მერია დასუფთავების მოსაკრებელის გაანგარიშების წესს ცვლის
ბათუმის მერია დასუფთავების მოსაკრებლის დაანგარიშების წესს ცვლის. დადგენილების ახალი პროექტის დამტკიცებაზე ბათუმის საკრებულომ 28 იანვარს უნდა იმსჯელოს. მერია განმარტავს, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების უფრო მარტივი და დახვეწილი წესი სჭირდება და პროექტი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით შეიმუშავა. ახალი წესის შესაბამისად, მოსაკრებელს დაიანგარიშებენ სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, გატანის ღირებულებისა და …
Continue reading “ბათუმის მერია დასუფთავების მოსაკრებელის გაანგარიშების წესს ცვლის”
პროკურატურამ კიდევ 4 არასრულწლოვანს წარუდგინა ბრალი „ფაშისტური დაჯგუფების“ საქმეზე
პროკურატურის ცნობით, თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს წარუდგინა ბრალდება. „გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესისა და იდენტობის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. დაჯგუფების …
„სახლში შესვლა ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი, უბრალოდ, შეგჭამს“ – ზურაბ ჯაფარიძე
„პროტესტი არის ის, რაზეც დაშენდება ყველაფერი“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებზე საუბრისას. იგი მიიჩნევს, რომ პროტესტი უნდა გაფართოვდეს და ეს შესაძლებელია. „ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა მივამატოთ ჩვენ ამ ბრძოლას, პროტესტი იქნება მაინც მისი საფუძველი.ეს არის ქვეყანა, სადაც უკვე დიქტატორული რეჟიმია: ჩვენ აღარ გვაქვს დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები, ამ …
Continue reading “„სახლში შესვლა ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი, უბრალოდ, შეგჭამს“ – ზურაბ ჯაფარიძე”
რას წერს კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის „აკვარიუმში“ გამოკეტვაზე – ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილება
„დაირღვა სასამართლო პროცესში ეფექტური მონაწილეობის უფლება, რაც გამოწვეული იყო მისი მინის კაბინაში „აკვარიუმში“ გამოკეტვით“, – ეს წერია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც სასამართლო პროცესებზე მინის კაბინაში ჰყავდა გამოკეტილი მოსამართლე ნინო სახელაშვილს. მზია ამაღლობელი მინის კაბინიდან ეკონტაქტებოდა ადვოკატებსაც შეზღუდულ პირობებში. „კლუნების ფონდის“ ანგარიშში „მზია ამაღლობელის საქმე“ სამართლებრივად არის შეფასებული. აქ არაერთ დარღვევაზეა საუბარი, ერთ-ერთ …
„ხარისხიანი განათლება მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგია გახდება“ – ფორუმი განათლების საკითხებზე
24 იანვარს, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის“ თბილისში ატარებს ფორუმს განათლების პოლიტიკის შესახებ, რომელიც 12:00 საათზე, „ქალაქის თეატრის“ შენობაში გაიმართება. ფორუმზე მოწვეული არიან პედაგოგები, ახალგაზრდები, ლექტორები, მშობლები, სპეციალისტები და განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეები მცირე ჯგუფებსა და პლენარულ ფორმატში იმსჯელებენ განათლების სისტემის გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ზომებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე. „24 იანვარს მსოფლიოში განათლების საერთაშორისო დღე …
პოლიციის უფროსი, რომელმაც 3 პირს სხვების დახმარებით სცემა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც ბრალდების თანახმად დაცვის პოლიციელებს ჯგუფურად სცემა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4-ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. გირაოთი გაათავისუფლეს იგივე საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და ორი სხვა პირიც. ოთხივე პირის მიმართ, რომლებმაც რესტორანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დაცვის პოლიციელებს სცემეს, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო პროკურატურამ მოითხოვა. „ინფო იმერეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფურ …
ბათუმი-სარფის გზის ტენდერში წინადადებების მიღების ვადა ისევ გადაწიეს
ბათუმი [ჭოროხი] – სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა კიდევ ერთხელ გადაწიეს. ამჯერად, 2026 წლის 10 თებერვლამდე. „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ბათუმი[ჭოროხი]-სარფის[თურქეთის საზღვარი] გზა კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს. სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით, ამ გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი. ბათუმი–სარფის გზის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი ორზოლიანი გზის, 7.6 …
Continue reading “ბათუმი-სარფის გზის ტენდერში წინადადებების მიღების ვადა ისევ გადაწიეს”
უძრავი ქონების ფასების წლიური ინდექსი 3.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 59.4 პროცენტით არის გაზრდილი – წერს საქსტატი. საქსტატი განმარტავს, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქალაქ თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების …
Continue reading “უძრავი ქონების ფასების წლიური ინდექსი 3.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი”
ექიმები ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერისთვის კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვენ
დღეს, 23 იანვარს, 70-მა ექიმმა განცხადებით მიმართა პენიტენციურ სამსახურს და პოლიტიკური პატიმრების – ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერსისთვის სრულყოფილი სამედიცინო კვლევების ჩატარება მოითხოვა. განცხადებაში, რომელიც დღეს ანი ქავთარაძემ და გიორგი ახობაძემ შეიტანეს პენიტენციურ სამსახურში, წერია: „სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს პატიმარ ანასტასია ზინოვკინასა და პატიმარ ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები …
„აუცილებელია სანქციების დაწესება“ – ჯორჯ ბუშის ცენტრი მზია ამაღლობელის საქმეზე
აშშ-ში მდებარე ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი გამოეხმაურა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, სახაროვის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას. ჯორჯ ბუშის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა მიმოიხილავს მზია ამაღლობელის პატიმრობის გარემოებებსა და საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროდასავლურ პროტესტს. აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-მ, ევროკავშირთან ერთად, სანქციები უნდა დაუწესოს „ოცნების“ ლიდერებს. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, უნდა დაუჭიროს მხარი …
Continue reading “„აუცილებელია სანქციების დაწესება“ – ჯორჯ ბუშის ცენტრი მზია ამაღლობელის საქმეზე”