მთავარი,სიახლეები

„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ. მტერი გადაიხდის საფასურს“ – ნეთანიაჰუ

07.10.2023
„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ. მტერი გადაიხდის საფასურს“ – ნეთანიაჰუ

„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ“ – ასე მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს, დღეს 7 სექტემბერს.

7 ოქტომბერს ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა.

შეიარაღებულმა პირებმა სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს, რაც, ფაქტობრივად, უპრეცენდენტოს ხდის ამჟამინდელ შეტევას, თავისი მასშტაბებით. მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დილის 06:30 საათისთვის დაიწყო.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გასცა ბრძანება რეზერვის მობილიზაციის ბრძანება და ამ წუთებში მიმდინარეობს დასახლებების „გაწმენდა ტერორისტებისგან“.

„მტერი გადაიხდის ფასს, რომელიც არასოდეს იცოდა. ამავდროულად, მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მკაცრად დაემორჩილონ არმიის მითითებებს და შიდა სარდლობის მითითებებს. ჩვენ ვართ ომში ვართ და გავიმარჯვებთ“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ ჰამასმა “მძიმე შეცდომა დაუშვა” და განაცხადა, რომ “ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ ომში”.

ამავე დროს, „როიტერსი“ ავრცელებს პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებას, რომ პალესტინელ ხალხს უფლება აქვს დაიცვას თავი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: