უკრაინელები ყველაზე მეტად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ენდობიან. ნდობის რეიტინგში ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეშვიდე ადგილზეა – ასეთია რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები.
კვლევის თანახმად, უკრაინელების ნდობის რეიტინგი ასე გამოიყურება:
- უკრაინის შეიარაღებულ ძალები – 93%
- მოხალისეთა ქვედანაყოფები – 85%
- მოხალისეთა ორგანიზაციები – 84%
- სახელმწიფო საგანგებო სამსახური – 83%
- ეროვნული გვარდია – 81%
- სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური – 76,5%
- პრეზიდენტი – 72%
- თავდაცვის სამინისტრო – 71%
- უკრაინის უსაფრთხოების სამსახური – 66%
- საზოგადოებრივი ორგანიზაციები – 60,5%
- ეკლესია – 59%
- უკრაინის პოლიცია – 57%
- იმ ქალაქის (სოფლის) ხელმძღვანელი, რომელშიც რესპონდენტი ცხოვრობს – 54%
პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს შორის გამოკითხულები ყველაზე მეტად ენდობიან ზელენსკის (75%), ვიტალი კიმს (64%) და სერგეი პრიტულას (51%).
გამოკითხულთა უმრავლესობა უნდობლობას გამოხატავს პოლიტიკური პარტიების (74%), ჩინოვნიკების (72%), სასამართლო სისტემის (70%), უკრაინის რადას (64%), პროკურატურის (61%), მთავრობის (60%) და ბანკების (59%) მიმართ.
პირისპირ გამოკითხვა ჩატარდა უკრაინის ყველა რეგიონში ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის გარდა. ასევე, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ხარკოვის და ხერსონის რაიონებში – მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს და სადაც საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს.
გამოკითხულ იქნა 18 წლის და მეტი ასაკის 2016 რესპონდენტი.
________________
ფოტოზე: ვალერი ზალუჟნი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
ამავე თემაზე:
უკრაინის „რკინის გენერალი“ – გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის






