მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ნოემბერი

08.11.2023 • 687
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 307 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780]
  • ტანკი – 5 301 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 9 996 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 7 439 ერთეული [+29]
  • MLRS – 872 ერთეული [3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 572ერთეული [2]
  • თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 567 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 556 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 814 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 1 054 ერთეული [5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 532 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 733 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 266 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 182 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 016 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 086 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსი ბლოგერები ხერსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე უკრაინელების გამოჩენაზე წერენ – ISW

გადაბეჭდვის წესი


ასევე: