მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ნოემბერი

07.11.2023 • 637
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 306 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
  • ტანკი – 5 293 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 9 974 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 7 410 ერთეული [+21]
  • MLRS – 869 ერთეული [2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 570ერთეული [0]
  • თვითმფრინავი – 322 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 557 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 556 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 767 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 1 049 ერთეული [2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 527 თვითმფრინავი
  • 254 ვერტმფრენი
  • 8 702 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 244 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 182 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 001 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 064 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინელ ძალებს წინსვლა აქვთ ხერსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე – ISW

გადაბეჭდვის წესი


ასევე: