მთავარი,სიახლეები

ბათუმში თოვა შენარჩუნდება, ღამით მოსალოდნელია ყინვა – ამინდის პროგნოზი

24.02.2025
ბათუმში თოვა შენარჩუნდება, ღამით მოსალოდნელია ყინვა – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 თებერვლის 21 საათიდან 25 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით თოვა, ზოგან ძლიერი.

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-დე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 4 გრადუსი ყინვა – 1 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 25-26 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. მთაში მოსალოდნელია თოვა, ნისლი და ქარბუქი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: