„ეს 2 ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია“ – რა თქვა მოსამართლემ მზია ამაღლობელის პროცესზე

13 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე განიხილა. საქმე ეხება 11 იანვრის ღამეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაკავებას სტიკერის გაკვრისთვის. მზია ამაღლობელი სტიკერის პოლიციის დამხმარე შენობაზე გაკვრისთვის 11 იანვარს დააკავა აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ და ამის ამსახველი ვიდეოკადრები საქმეშია წარმოდგენილი. ამავე ვიდეოკადრებში ისმის ბათუმის …

ბათუმში წყალი შეწყდა ათზე მეტ ქუჩასა და ქალაქის უბნებში – „ბათუმის წყალი“

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ი. მესხის ქუჩაზე ავარიულად დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალურ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, 15 მარტის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ: ბენზეში, ბარცხანაში, გოროდოკის დასახლებაში, წინსვლაში, ორთაბათუმში, მაიაკოვსკზე, ფრ. ხალვაშზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ზღვისპირა ზოლზე, ანგისაზე, ადლიაში, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, აღმაშენებლის, ტაბიძის, რურუას, ლეონიძის, ქეთევან წამებულის, გ. ა. აბაშიძის, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს. „დაზიანების მასშტაბურობიდან …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მარტის 21 საათიდან 15 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, მთიან ზონაში ზვავსაშიშროება; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო …

საპატრულო პოლიცია 849 ათასი ლარის სამკერდე კამერებს ყიდულობს – ზრდის პირად შემადგენლობას

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი პატრულ-ინსპექტორის 350 ცალ სამკერდე კამერას და 200 ცალისთვის პროგრამულ ლიცენზიას ტენდერის გარეშე იყიდის. შესყიდვის საერთო ღირებულება 849 ათას 500 ლარია. დეპარტამენტის განაცხადით, ასევე ირკვევა, რომ უწყებაში ბოლო პერიოდში გაიზარდა პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობაც. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 891 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410] ტანკი – 10 313 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 21 443 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 24 455 ერთეული [+46] MLRS – 1 314 ერთეული [+0] …

მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეში არსებული სიყალბე ნაწილობრივ დაადასტურა – ვიდეო

„საქმე, რომელსაც განიხილავთ და ის, რასაც ახლა მოვუსმინე, გაყალბებულია… პოლიციელებისთვის არ მიმიყენებია არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიმართლე არის ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი“, – მიმართა სასამართლო სხდომის დასაწყისშივე მზია ამაღლობელმა მოსამართლე სალიხ შაინიძეს. საქმის დასასრულს კი მოსამართლემ ეს თქვა: „ბესელიამ ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას და შეყვა მას პოლიციის ეზოში. მეორე ჩანაწერი არის, სადაც …

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ პროცესს საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან – დაკავება ყალბი ოქმით

დღეს, 13 მარტს, 11 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო. დღევანდელ სასამართლო სხდომას ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან. თავად მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომას ვერ ესწრება, მას პროცესზე ვიდეოზარით ჩართავენ. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. მან დღევანდელ სხდომაზე უნდა თქვას, დაკითხავს თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 890 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200] ტანკი – 10 307 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 21 432 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 24 409 ერთეული [+19] MLRS – 1 314 ერთეული [+0] …

რა საფრთხეები არსებობს მთიან აჭარაში დიდთოვლობის შემდეგ – ინტერვიუ გეოლოგთან

მაღალმთიან აჭარაში წელს უხვი ნალექი მოვიდა. 2016 წლის შემდეგ პირველად ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრს გასცდა. რა საფრთხეებს ქმნის უხვი ნალექი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებსა თუ სხვა გართულებებს მომზადებული შეხვდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა. გეოლოგმა ინტერვიუს დასაწყისშივე მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და დასძინა, რომ აჭარა ერთ-ერთი …

13 მარტს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე პროცესი გაიმართება – დაკავება გაყალბებული ოქმით

13 მარტს, 11 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა გაიმართება. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. ამ მოსამართლემ ხვალინდელ სხდომაზე უნდა თქვას, დაკითხავს თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გრიგოლ ბესელიას. მათი დაკითხვა წინა სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოითხოვეს. ჟურნალისტი და მედიამენეჯერი …

ბათუმში სასამართლომ 23 ადამიანი 115 ათასი ლარით დააჯარიმა – „ზებრაზე გადასვლის საქმე“

11-12 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებმა: ალექსანდრე გოგუაძემ, ჯუმბერ ბეჟანიძემ და მარიანა ფომაევამ ჯამში 23 პირი, აქციის მონაწილეები, დააჯარიმეს 5-5 ათასი ლარით ზებრა გადასასვლელზე მსვლელობის გამო. საუბარია ბათუმში 31 იანვრის აქციაზე – იმ დღეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ „საკმარისი რაოდენობით“ არ არიან და ქუჩის სავალი ნაწილო უნდა გაათავისუფლონ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ზებრაზე მოძრაობა …

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და მიმდებარე ჩიხებში წყალი შეწყდა

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 13 მარტის 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განმარტებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია. „ბათუმის წყალი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – წერს კომპანია ფეისბუქზე.

ბათუმის სასამართლომ ელენე ხოშტარია 5 ათასი ლარით დააჯარიმა – მოწმე ამ საქმეშიც პოლიციელია

დღეს, 12 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ 5 ათასი ლარით დააჯარიმა ელენე ხოშტარია, პარტია „დროას“ ლიდერი. ელენე ხოშტარია ბათუმში 12 იანვრის საპროტესტო აქციაზემ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ დააკავეს. ის ხელწერილით იმავე დღეს გაათავისუფლეს. ბათუმში 11 და 12 იანვარს სულ 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავეს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც ამ …

ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე მოსამართლემ უარი თქვა – ციალა ქათამიძის საქმე სასამართლოში

დღეს, 12 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ „ციალა ქათამიძის საქმის“ მოწმეებს მოუსმინა. მოსამართლემ უარი თქვა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე. ციალა ქათამიძე 2025 წლის 11 იანვარს, ირაკლი დგებუაძემ, ბათუმის პოლიციის უფროსმა დააკავა. აქტივისტის დაკავების ოქმი, მზია ამაღლობელის ოქმის მსგავსად, პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს. კერძოდ, ციალა ქათამიძის დაკავების ოქმში, წერია, რომ თითქოს აქტივისტი ირაკლი დგებუაძეს არ დაუკავებია. …

მოსამართლეს დაჯარიმებულმა ბორში მიუტანა – „ზებრაზე გადასვლის საქმე“ ბათუმის სასამართლოში

დღეს, 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა: ალექსანდრე გოგუაძემ და ჯუმბერ ბეჟანიძემ 5 მოქალაქე დააჯარიმეს 5-5 ათასი ლარით, 31 იანვრის ღამეს ზებრა-გადასასვლელზე გადასვლის გამო. „ეს ბორში – თქვენ. უხორცო ბორშია, 80 პროცენტი უხორცო ბორშს ჭამს,“- სასამართლო სხდომის დასაწყისში ასე დაიწყო საუბარი პროევროპული აქციის მონაწილემ, მალხაზ ირემაძემ მანამდე, ვიდრე ზებრაზე მოძრაობის გამო მასაც დააჯარიმებდა მოსამართლე ალექსანდრე …

პოლიციელი 24 წლის კაცს ავტომანქანით შეეჯახა, რომელიც კომაშია – ავარია ზუგდიდში

11 მარტის საღამოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, პოლიციელი 24 წლის კაცს ავტომანქანით დაეჯახა. დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. „ბათუმელები“ დაშავებულის ნათესავს მაია კალანდიას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელი კობა კვინტაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს. „შემთხვევა მოხდა წუხელ, დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში და როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შსს დარჩელის საუბნო …

„მზია ჩემთან ერთად არის წელს გაეროში” – ბაია პატარაია ნიუ იორკიდან

საფარის დირექტორი, ბაია პატარაია, ნიუ იორკში გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიის შეხვედრას მზია ამაღლობელის გამოსახულებიანი მაისურით ესწრება. „მზია ჩემთან ერთად არის წელს გაეროში და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენობ, რომ სინდისის პატიმრებზე ვისაუბრო – თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს,“ – წერს ბაია პატარაია. გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიის შეხვედრა წელს 69-ედ იმართება და მას ლიდერი ქალები მთელი …

დააკავეს პატრული, რომელიც ცოლზე შვილის თანდასწრებით ძალადობდა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავეს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა. 2024 წლის 14 იანვარს, ქ. თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულმა, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა, ძლიერად მოუჭირა ხელი ნიკაპზე, ხოლო შემდეგ ძლიერად …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 889 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430] ტანკი – 10 306 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 21 430 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 24 390 ერთეული [+44] MLRS – 1 314 ერთეული [+1] …

როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში სრულად

ბათუმში გაზის მიწოდება ეტაპობრივად მიმდინარეობს და 13 მარტს დღის ბოლომდე დასრულდება – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“. გაზის მიწოდება გუშინ, 11 მარტს შეწყდა. „გაზის მიწოდება გუშინ საღამოს დავიწყეთ და ეტაპობრივად გრძელდება. ვვარაუდობთ, რომ ხვალ, დღის ბოლომდე გაზის მიწოდება ყველა აბონენტს სრულად აღუდგება. რაც შეეხება დაზიანებას – აღმოფხვრილია“ – განაცხადეს დღეს, 12 მარტს „სოკარში“. „სოკარის“ …

„მეტი ბერკეტი მოსამართლეების გაკონტროლებისთვის“ – იურისტი მორიგ კანონპროექტზე

„ეს იქნება მეტი ბერკეტი  მოსამართლეების გაკონტროლებისთვის“, – მიიჩნევს იურისტი, უფლებადამცველი გურო იმნაძე „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთვის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს: მოსამართლის პედაგოგიურ საქმიანობაზე თანხმობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასცემს. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისედაც დაუბალანსებლად ჭარბი ძალაუფლების მქონე ინსტიტუტია და მისი კომპეტენცია კიდევ უფრო იზრდება. ცხადია, ეს საფრთხის შემცველია, მით უმეტეს დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით: უმაღლესი …

ბათუმის მერია ტროტუარზე ფილების შეცვლას გეგმავს იქ, სადაც 104 დღეა აქცია იმართება

ბათუმში ქალაქის მერია ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლას გეგმავს იმ ადგილზე, სადაც უკვე 104 დღეა უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 30 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია ტენდერის შედეგზე, რომელიც 319 ათას 887 ლარით არის გამოცხადებული. ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება …

„მსახიობებს პოლიტიკური ნიშნით არ ვდევნით“ – ბათუმის დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს

ბათუმის დრამატული თეატრის დირექცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და ირწმუნება, რომ მსახიობებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნიან. თეატრის დირექცია „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ბათუმის   დრამატულ თეატრში დაიწყო რეპრესიები და დევნა (იგულისხმება პოლიტიკური ნიშნით)“. „ჩვენ ყოველთვის ვერიდებით შიდა პრობლემების საჯაროდ გამოტანას, მაგრამ ამჯერად ვალდებული ვართ, საზოგადოებას ვაცნობოთ: მსახიობის უპირველესი მოვალეობაა სპექტაკლების თამაში, რასაც …

პირადობისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების ფორმები იცვლება

საქართველოში იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 4 ივნისიდან იცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები/ფორმები. ამასთან, უკვე გაცემული და დღეს მოქმედი „შესაბამისი მოწმობები მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით“ – აღნიშნულია ბრძანებაში. ახალი ბრძანებით, მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს [ამ გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. …

მსახიობი მეგი კობალაძე ამბობს, რომ შესაძლოა, ის თეატრიდან გაათავისუფლონ

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე მის წინააღმდეგ დაგეგმილ რეპრესიებზე საუბრობს. მეგი კობალაძის თქმით, მას ბიულეტენი აქვს გახსნილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ამის შესახებ სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუკრი ქანთარიასაც აცნობა, თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელმა დღეს, 11 მარტს, დაგეგმილი სპექტაკლი – „როცა გადაუღებლად წვიმს“, რომელშიც მეგი კობალაძე მთავარ როლს ასრულებს, ჩვენებიდან არ მოხსნა და არც მეგი კობალაძე ჩაანაცვლა …

5-5 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმში „ზებრა მოძრაობის“ მონაწილეები

მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა პროევროპული აქციის მონაწილეები. მათ შს სამინისტრო ზებრა გადასასვლელზე ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდა. მოსამართლე მარიანა ფომაევამ დღეს, 11 მარტს, “ზებრა გადასასვლელის საქმეზე” ზედიზედ 18 პირი დააჯარიმა. აქციის კიდევ 7 მონაწილის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება. 5-5 ათასი ლარით უკვე დაჯარიმდნენ: დიანა ბოლქვაძე, თამარ სურმანიძე, ბადრი …

აჭარასა და გურიაში გაზის შეწყვეტაზე „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

ქობულეთის ტერიტორიაზე „აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებთან“ დაკავშირებით „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოების გამო 2025 წლის 11 მარტის „11:00 საათიდან 16:00 საათამდე საჭიროა დაიკეტოს ამავე განშტოების 45,6 კილომეტრზე და აჭარის გამზომ კვანძზე [67,3 კმ-ზე] არსებული ონკანები. აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდება ლაითურის, ურეკის, ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს და აჭარის გამზომ კვანძს. …

ვინ არის სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე – „როცა გამოვალ, ეგრევე თქვენთან გამოვიქცევი“

„ჩემი საყვარელი სერიალის საყვარელი პერსონაჟი თავის კორუმპირებულ სასამართლოზე ამბობს: „ნეტავ, მართლა ის მონსტრი ვიყო, რად ყოფნასაც მაბრალებთ… აქ სამართალს ვერ ვიპოვი, ამიტომ …ორთაბრძოლით გასამართლებას მოვითხოვ“. რაღაცით ჰგავს ჩვენს დღევანდელ ყოფას, ხო? უდანაშაულო ტირიონი მხოლოდ იმის გამო ისჯებოდა, რომ ჯუჯა იყო, უდანაშაულო მეს კი სამშობლოს სიყვარული მედება ბრალად. ისე, როგორ ანომალიურ ქვეყნად ვიქეცით რუსული ხელისუფლების ხელში, …

12-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვის – „ოცნება“ კანონში ცვლილებას გეგმავს

„ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დღეს, 10 მარტს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიას წარუდგინა. მდინარაძის თქმით, ცვლილებები გამკაცრების მიმართულებით შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და  ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებს. „ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებით, მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა …

დაიბზარა და ჩამოინგრა შენობა, რომლის აშენებაზეც ბიუჯეტიდან 1.7 მილიონი დაიხარჯა – ვიდეო

ქობულეთში, დაბა ჩაქვში, რაგბის სტადიონის მშენებარე ადმინისტრაციული შენობა ჩამოინგრა – დაიბზარა კედლები, დაზიანებულია სავენტილაციო სისტემისთვის საჭირო გაყვანილობა.  სამუშაოების ნაწილი, კერძოდ 1 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შემსყიდველს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს – „პროექტების მართვის კომპანიას“ – უკვე ჩაბარებული აქვს. ეს ტენდერის ღირებულების 40 პროცენტია. ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონისა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 მარტის 21 საათიდან 12 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ღამით და დილით – ზოგან ნისლი. სინოპტიკოსების ცნობით, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი …

ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

დღეს, 11 მარტს, გაზის მიწოდება შეუწყდა ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ გაზის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიაა. „სოფელ ცეცხლაურთან დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი მილი, რომელიც გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საკუთრებაშია. უკვე ადგილზეა სამუშაო ჯგუფი და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ვვარაუდობთ რომ ხვალ, 12 მარტის დილიდან დავიწყებთ გაზის მიწოდების აღდგენას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 887 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300] ტანკი – 10 303 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 21 423 ერთეული [+23] საარტილერიო სისტემა – 24 346 ერთეული [+75] MLRS – 1 313 ერთეული [+2] …

თსუ-ში სტუდენტების საპროტესტო პლაკატები დაცვამ ჩამოხია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში გაფიცული სტუდენტების საპროტესტო პლაკატები დღეს, 10 მარტს, უნივერსიტეტის დაცვამ ჩამოხია სტუდენტების წინააღმდეგობის მიუხედავად. პლაკატებზე ეწერა: „რუსული დე ფაქტო მთავრობის მშვიდობა“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ და ილიას ფრაზა – „თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყოველსა“. ასევე – „ბრძოლა თავდადებისთვის ჩვენი ვალია“, „ერის გათახსირება, პირქვე დამხობა და გაწყალება იწყება მაშინ, როდესაც თავის ისტორიას ივიწყებს“, „ქვეყნის …

12 მარტს თბილისში „აჭარის მარში” გაიმართება

12 მარტს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, აჭარლები საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ თბილისში. შეკრების ადგილი მარჯანიშვილის მოედანია. მოქალაქეები ითხოვენ „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები“. „ჩვენ, აჭარელი მოსახლეობა, არ ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმს, რომელმაც უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, აწამა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, უდანაშაულო ადამიანები ციხეში გამოამწყვდია და ყოველდღიურად აგრძელებს პროტესტის ჩახშობას მუქარებით, დაჭერებით, ჯარიმების გამოწერებით …

გამქრალი ადამიანები – დოკუმენტური ფილმი

2023 წლის 16 ივლისს ხელვაჩაურში ხემდი მალაყმაძე დაკრძალეს. ოჯახმა ხემდის ნეშტის დაკრძალვა დახვრეტიდან 86 წლის შემდეგ შეძლო. ხემდი მალაყმაძე იყო ერთი მათგანი იმ ათასობით ადამიანიდან, რომელიც სტალინურმა რეპრესიებმა გააქრო. ეს ფილმი არის სტალინის მიერ შექმნილ რეპრესიულ სისტემაზე, რომელმაც იმსხვერპლა ათასობით უდანაშაულო ადამიანი. მსხვერპლთა უმრავლესობა რეაბილიტირდა იოსებ ჯუღაშვილის, იგივე სტალინის სიკვდილის შემდეგ. ამავე თემაზე: სტალინმა არ …

Exit mobile version