ქობულეთის ტერიტორიაზე „აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებთან“ დაკავშირებით „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოების გამო 2025 წლის 11 მარტის „11:00 საათიდან 16:00 საათამდე საჭიროა დაიკეტოს ამავე განშტოების 45,6 კილომეტრზე და აჭარის გამზომ კვანძზე [67,3 კმ-ზე] არსებული ონკანები.
აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდება ლაითურის, ურეკის, ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს და აჭარის გამზომ კვანძს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ცეცხლაური, აჭი და ოჩხამური.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ნატანები, წვერმაღალა, შეკვეთილი, კაპროვანი,,ურეკი, ხრიალეთი, მოცვნარი, შრომა, ვაკე, ზემო ორმეთი, ლიხაური, გოგორეთი, დაბა ლაითური, დაბა ნარუჯა, თხინვალი, კონჭკათი, მერია, ნაღობილევი, ჭანიეთი, ხვარბეთი და ზედუბანი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გრიგოლეთი, სუფსა, ხიდმაღალა, ტაბანათი, ჩქუნი, ახალსოფელი, ღრმაღელე, ორმეთი, ომფარეთი, წყალწმინდა და ოხოჯური.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.“ – აცხადებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“.
„ბათუმელებს“ დღეს კომპანია „სოკარში“ უთხრეს, რომ გაზის მიწოდება აჭარის სოფლებსა და ბათუმში, სავარაუდოდ, 12 მარტის დილიდან დაიწყება. „სოკარის“ ინფორმაციით, 12 მარტის დილიდან არის დაგეგმილი გაზის მიწოდების აღდგენა გურიის სოფლებშიც.
ამ თემაზე: