ზაფხულის დადგომისთანავე საგრძნობლად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების – საკვებისმიერი და წყლისმიერი ინტოქსიკაციების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, სწორედ ზაფხულის სეზონზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებული შემთხვევების 50%-ზე მეტი, რისი მიზეზიც უმეტესად გარემოში მაღალ ტემპერატურაზე დაავადების გამომწვევი მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებაა.