ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას დროებით წყვეტს: „ტურისტული სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, ბათუმის დელფინარიუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც სამი კვირის განმავლობაში დელფინარიუმი დახურული იქნება,“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დელფინარიუმის დირექტორის დავით ლეკვეიშვილის თქმით, დაგეგმილია შენობის ფასადის შეღებვა და აუზის მიმდებარე იატაკების დამუშავება. დელფინების შოუ სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.
Category Archives: მთავარი
კარდიოქირურგები ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლიდან
„ჩვენს ჰოსპიტალში კარდიოქირურგიული ოპერაციები კეთდება ისეთივე ხარისხითა და ტექნიკით, როგორც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში“ საერთაშორისო, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი IUHB-ი ბათუმში ერთი თვეა ფუნქციონირებს, თუმცა ახალი ჰოსპიტლის ჰოლი უკვე სავსეა პაციენტებითა და მათი თანმხლები პირებით. უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც აჭარაში სამედიცინო მომსახურების უმაღლესი სტანდარტის დანერგვაზეა ორიენტირებული, კარდიოქირურგიაში უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს. ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კარდიოქირურგიის …
Continue reading “კარდიოქირურგები ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლიდან”
ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად, ათწლიანი სამსახურისა და ოთხი ომის შემდეგ
სერჟანტი რამაზ ბერიძე თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცთან ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყვიტა, როცა რამაზ ბერიძის ჯანმრთელობა დაზიანდა. ავღანეთში, ISAF-ს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რამაზი ნაღმზე ორჯერ აფეთქდა და მარჯვენა ყურში სმენა სრულიად დაკარგა. 2013 წელს რამაზ ბერიძე NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საპატიო მედლით დააჯილდოვა – სამშვიდობო მისიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. …
ვისთვის არის დაუძლეველი პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა
პედაგოგთა ბოლო საგნობრივ გამოცდაზე დაწესებული ბარიერი 6 477 პედაგოგიდან 5 376-მა ვერ გადალახა. პედაგოგები მათ მიმართ კრიტიკას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ, სადაც ისინი ტესტების სირთულეზე წერენ. არის თუ არა პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები დაუძლეველი, როგორც ამას პედაგოგთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, თუ პრობლემა დროის მენეჯმენტშია? პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეც. …
Continue reading “ვისთვის არის დაუძლეველი პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა”
ქვეყნის მთავრობის უფლებამოსილება აჭარის მთავრობას ერთი წლით
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ქვეყნის მთავრობისთვის მინიჭებული უფლებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, აჭარის მთავრობაც ისარგებლებს. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება მიმდინარე წლის პირველ აპრილს გამოქვეყნდა. ამ განკარგულებით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, აჭარის მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 ათასი ლარის ან მეტი …
Continue reading “ქვეყნის მთავრობის უფლებამოსილება აჭარის მთავრობას ერთი წლით”
გაზეთი “ბათუმელები” #10 [ანონსი]
4 მარტიდან გაზეთ „ბათუმელების“ მეათე ნომერში წაიკითხავთ: ადამიანის უფლებები: “ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად, ათწლიანი სამსახურისა და ოთხი ომის შემდეგ” – სერჟანტი, რომელიც ავღანეთში, ISAF-ს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ნაღმზე ორჯერ აფეთქდა და მარჯვენა ყურში სმენა სრულიად დაკარგა, თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. სერჟანტს, რომელიც 2013 წელს NATO-ს გენერალურმა მდივანმა საპატიო მედლით დააჯილდოვა, თავდაცვის სამინისტრო ისე …
გამომცემლობა „რადარამი“ ახალი წიგნით ბათუმში
3 აპრილს ბათუმში, ლიტერატურულ კაფეში, გამომცემლობამ „რადარამი“ ტომ ვანდერბილთის წიგნის „საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ [და რას ამბობს ეს ჩვენ შესახებ]“ თარგმნის პრეზენტაცია გამართა. წიგნის ქართული საზოგადოებისთვის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ედო მჟავანაძემ და „რადარამის“ წარმომადგენელმა მარიამ ადუაშვილმა ისაუბრეს. გამომცემლობამ პრეზენტაციის დამსწრეებს წიგნი საჩუქრად გადასცა. „ორგანიზაცია წიგნების გავრცელებას საქართველოს ყველა რეგიონში აპირებს ისეთ …
Continue reading “გამომცემლობა „რადარამი“ ახალი წიგნით ბათუმში”
ბათუმში ველომარათონი გაიმართება
6 აპრილს, 17:00 საათზე, ბათუმში, მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ველომარათონი გაიმართება. მარათონი სტარტს აიღებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან, ხოლო ფინიში საოცრებათა პარკში [Miracle Park] იქნება. ველომარათონში ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება. ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მიერ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებული ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, რომ ტურნირის პირველ-მეორე ადგილზე გასულ და ყველაზე უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს გადაეცემათ სპორტული მაღაზიის …
13 წლის ზურაბ კინწურაშვილის წარმატება ტაეკვონდოში
13 წლის ბათუმელმა სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა ამერიკის მსოფლიო ტაეკვონდოს ღია ჩემპიონტში [US World Open Taekwondo Championships] გაიმარჯვა. მან ფინალურ ბრძოლაში მექსიკელი სპორტსმენი დაამარცხა. აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის ირაკლი ცენტერაძის თქმით, ზურაბ კინწურაშვილმა გასულ წელს 5 საერთაშორისო მედალი მოიგო. იგი ამ ეტაპზე კადეტებში თამაშობს, ხოლო მომავალ წელს გადადის იუნიონების კატეგორიაში. 13 წლის ჩემპიონი საქართველოს ევროპის ჩემპიონატზეც წარადგენს, …
Continue reading “13 წლის ზურაბ კინწურაშვილის წარმატება ტაეკვონდოში”
რა უნდა იცოდნენ აჭარაში მეღვინეებმა
როგორ შეიძლება საოჯახო პირობებში ხარისხიანი ღვინის დაყენება, რას კრძალავს ვაზისა და ღვინის წარმოების შესახებ არსებული ტექნიკური რეგლამენტი და რა უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა ღვინის დაყენებისას? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ მეღვინეს, მებაღეობა-მევენახეობისა და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელს, დავით თამარაშვილს ესაუბრა. ბატონო დავით, რა პრობლემებს ხედავთ ღვინისა და ყურძნის წარმოებაში აჭარის რეგიონში და როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება? …
რატომ არის რთული პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები
პედაგოგთა ბოლო საგნობრივ გამოცდაზე დაწესებული ბარიერი 6 477 პედაგოგიდან 5 376-მა ვერ გადალახა. პედაგოგები მათ მიმართ კრიტიკას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ, სადაც ისინი ტესტების სირთულეზე წერენ. არის თუ არა პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები დაუძლეველი, როგორც ამას პედაგოგთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, თუ პრობლემა დროის მენეჯმენტშია? პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეც. …
Continue reading “რატომ არის რთული პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები”
ბათუმში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“. „შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. გვინდა საზოგადოება აუტიზმთან დაკავშირებული სტიგმებისა და სტერეოტიპებისაგან გათავისუფლდეს. ასევე, სახელმწიფოს აკისრია დიდი როლი აუტისტური სპექტრის მქონე პირებისათვის შესაბამისი პროგრამების შექმნაზე, რაც მათ ცხოვრებას გაამარტივებდა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები …
Continue reading “ბათუმში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე აღნიშნეს”
“სახიფათოა იყო მართალი, როცა მთავრობა ცდება”
სათაურში მითითებული ციტატა ეკუთვნის ფრანგ ფილოსოფოსს ფრანსუა მარი არუეს. გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტის რაოდენობის მიხედვით სახელმწიფოები განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებად იყოფიან. თუკი ევროპაში ერთ სულზე წელიწადში 13000 აშშ დოლარის მშპ ითვლება ზღვრად, რომლის აქეთ სიღარიბე იწყება, სამხრეთ ამერიკაში (არგენტინა) ის 8760 დოლარია, სამხრეთ …
Continue reading ““სახიფათოა იყო მართალი, როცა მთავრობა ცდება””
ტენდერები, გამქრალი კომპანია და გადათხრილი უბანი ქობულეთში
ორჯერ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ქობულეთის გამგეობა ჯავახიშვილის უბნის კეთილმოწყობის დასასრულებლად 700 ათას ლარს გამარტივებული შესყიდვით დახარჯავს. გამგეობამ შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე მიიღო და ახლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებას ელოდება. ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯავახიშვილის უბნის მოსახლეობამ, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო, გასულ ტურისტულ სეზონზე სარგებელი ვერ ნახა. თუმცა ასობით ოჯახი ანალოგიური ვითარების წინაშეა ერთი წლის შემდეგაც. ჯავახიშვილის …
Continue reading “ტენდერები, გამქრალი კომპანია და გადათხრილი უბანი ქობულეთში”
დავით სერგეენკო: პაციენტებს მალე ექნებათ ელექტრონული ბარათი
„სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ ფორმატში გადატანაზე ვმუშაობთ უკვე მეოთხე წელია. პაციენტს მალე ექნება ელექტრონული ბარათი, სადაც მისი სამედიცინო ისტორია სრულად იქნება ასახული. ნებისმიერ კლინიკაში შეეძლებათ პაციენტზე გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ამ ბარათით გაიგონ. ეს ასევე იქნება უმძლავრესი მექანიზმი სამედიცინო ხარისხის კონტროლის,“ – განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2 აპრილს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, …
Continue reading “დავით სერგეენკო: პაციენტებს მალე ექნებათ ელექტრონული ბარათი”
სამოხელეო დანაშაული შემცირდა, ეკონომიკური დანაშაული კი გაიზარდა
როგორია ქვეყანაში ეკონომიკური და სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი – ამ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება „ბათუმელებმა“ მთავარი პროკურატურისგან ადმინისტრაციული საჩივრის გაგზავნის შემდეგ შეძლო. პროკურატურის მონაცემებით, ქვეყანაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია. მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (სსკ-ის 332-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წელს დაიწყო 97, 2014 წელს – 40, ხოლო 2015 – 16 პირის მიმართ. სამსახურებრივი გულგრილობის …
Continue reading “სამოხელეო დანაშაული შემცირდა, ეკონომიკური დანაშაული კი გაიზარდა”
ავარიის შედეგად ხელვაჩაურში ორი ადამიანი დაიღუპა
ხელვაჩაურში ავარია მოხდა, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 5 დაშავებული კი გადაყვანილია საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
გაზის სავარაუდო გაჟონვამ ბათუმში აფეთქება გამოიწვია
ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე გაზის სავარაუდო გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით, ხელები აქვს დამწვარი და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის სახანძრო სამსახურის უფროსმა ხუსეინ სირაბიძემ უთხრა, დაზიანებულია პირველ სართულზე მდებარე სამი ბინა. ადგილზე გასულია „სოკარის“ საავარიო ჯგუფი. „სოკარის“ ინფორმაციით, ახლომახლო ტერიტორიაზე გაზი ამჟამად გათიშულია …
Continue reading “გაზის სავარაუდო გაჟონვამ ბათუმში აფეთქება გამოიწვია”
პარკირების წესების დარღვევაზე დღეს ბათუმში 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს მონაცემებით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევის გამო სულ 576 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 448 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 2 – დგომის მეთოდის დარღვევის გამო, 80 – ნიშანში დგომისთვის, 19 – ტროტუარზე დგომისთვის, 20 -დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 7 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
თამარ მეფის გზატკეცილის მარჯვენა მიმართულება ხვალიდან 3 კვირით გადაიკეტება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჩაქვის წყლის გადამცემი მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილიდან 3 კვირის განმავლობაში გადაიკეტება თამარ მეფის გზატკეცილის მარჯვენა მიმართულება – ,,სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ,,ბათუმი ცენტრალამდე“ მონაკვეთი. ჩაქვის ხაზი ქალაქის საბაზისო წყალსადენს წარმოადგენს. მილის განახლება ახალი მეთოდით – მილში შიდა გამოკვრის გზით ხორციელდება.
რას ნიშნავს ევროინტეგრაცია? – შეხვედრა საკრებულოში
დღეს, ბათუმის თვითმმართველობაში, ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ფონდ ,,ღია საზოგადოება -საქართველოსა“ და ,,რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრის“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ევროპარლამენტარმა, რუმინეთის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა (2004-2007) მონიკა მაკოვეიმ და ,,რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ჩიპრიან ჩიუკუმ რუმინეთის მაგალითზე ისაუბრეს, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე და ასევე …
Continue reading “რას ნიშნავს ევროინტეგრაცია? – შეხვედრა საკრებულოში”
არჩილ ხაბაძის ტაქტიკა სააგენტოს საბჭოში შოთა გუჯაბიძის წევრობაზე
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოდან საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის, რეჟისორ შოთა გუჯაბიძის სავარაუდო გათავისუფლებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ კომენტარი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა. „ბატონი შოთა, ჩემი, ასე ვთქვათ ტაქტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ კი შიგნით იქნებოდა ამ კომისიაში. ქუჩიდან ყვირილს და ქუჩიდან პროტესტს, მირჩევნია შიგნით იყოს, გაიგოს იქ, ამოწუროს, ასე ვთქვათ, მისი კითხვები“ …
Continue reading “არჩილ ხაბაძის ტაქტიკა სააგენტოს საბჭოში შოთა გუჯაბიძის წევრობაზე”
ბიზნესმენს ეშინია, რომ აჭარის მთავრობა მას ბიზნესს წაართმევს
კოოპერატივი „რ.კ. ქაქუთი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შავ სიაშია. სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში ამ კოოპერატივთან დაკავშირებული ორი ურთიერთგამომრიცხავი განმარტებაა. პირველით სამინისტრო „რ.კ ქაქუთთან“ 2013 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების მოშლას გეგმავს. მეორეთი კი „მიმდინარეობს საინვესტიციო პირობების შეთანხმებაზე მოლაპარაკება“. კოოპერატივის მფლობელს ეჭვი აქვს, რომ მთავრობა მისთვის საწარმოს წართმევას და სხვა პირზე გადაცემას გეგმავს. ინდმეწარმე მერაბ …
Continue reading “ბიზნესმენს ეშინია, რომ აჭარის მთავრობა მას ბიზნესს წაართმევს”
ვის აწყობს 2 არჩევნების 1 დღეში მოთავება
ყველას აწყობს. ძალაუფლებაში მყოფი, თუ ოპოზიციური პარტიები ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ძირითადად იმით ამართლებენ, რომ ამ გზით ამომრჩეველს ნაკლებად აწუხებენ. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ორი არჩევნების – საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს, = ჩატარება ყველაზე მეტად სწორედ ამომრჩეველს აზარალებს, რომელიც პოლიტიკური მოცემულობის გამორკვევის, ანუ პრაქტიკულად, არჩევანის გარეშე რჩება. ორი ორგანოს არჩევნების ერთ დღეს არჩატარებაზე …
ბათუმში გაზი პირველ აპრილს, დილის 8 საათიდან ჩაირთვება
როგორც „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ განუცხადეს, პირველი აპრილიდან აჭარაში გაზის მიწოდება აღდგება. „პირველ აპრილს დილის 8 საათისთვის მთლიანად აღდგება გაზის მიწოდება ქალაქ ბათუმში; ამავე დღის დილის 10 საათისთვის გაზის მიწოდება აღუდგება ქობულეთს, ხოლო ხელვაჩაურის მიმართულებით გაზის მიწოდების აღდგენა დაგეგმილია ასევე პირველ აპრილს, თუმცა შეფერხების შემთხვევაში, მიწოდება 2 აპრილს აღდგება“ – განაცხადეს „სოკარის“ ცხელ ხაზზე. კომპანია მოუწოდებს …
Continue reading “ბათუმში გაზი პირველ აპრილს, დილის 8 საათიდან ჩაირთვება”
ბსუ-ს სტუდენტებმა უნივერისტეტში შეიარაღებული პირი დააფიქსირეს [ვიდეო]
30 მარტს, 14:00-15:00 საათამდე შუალედში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტში ორი შეიარაღებული პირი დააფიქსირეს. „უნივერსიტეტის ეზოში ვისხედით და როცა „შკოდას“ ფირმის ავტომანქანა შემოვიდა, მანქანიდან ორი პირი ჩამოვიდა, ერთს [ზედატანზე] პოლიცია ეწერა, მეორე პირი კი სამოქალაქო ფორმაში იყო. რომელსაც პოლიცია ეწერა, იმ პირს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა ქამარზე. ორივე შენობაში ავიდნენ, რადგანაც იარაღით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე …
Continue reading “ბსუ-ს სტუდენტებმა უნივერისტეტში შეიარაღებული პირი დააფიქსირეს [ვიდეო]”
პოლიციელები არადამაჯერებელი ჩვენებისთვის ჯერ არ დაისჯებიან
„ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. თუკი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება და დადასტურდება, რომ პოლიციელთა ჩვენება არადამაჯერებელია, მაშინ თავად პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება პოლიციელთა წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემის გამო“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი შალვა ქორიძე რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ოთხი პოლიციელის ჩვენება არადამაჯერებლად გასულ კვირას …
Continue reading “პოლიციელები არადამაჯერებელი ჩვენებისთვის ჯერ არ დაისჯებიან”
უნდა გაუქმდეს თუ არა სტუდენტური თვითმმართველობა
სტუდენტების აქცია თვითმმართველობების წინააღმდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე კვირას გაგრძელდა. სტუდენტები აპროტესტებდნენ თვითმმართველობის პრივილეგიებსა და ითხოვდნენ მათთვის დაფინანსების შეწყვეტას. აქციების დროს ითქვა ისიც, რომ საერთოდ გაუქმდეს თვითმმართველობა. როგორი უნდა იყოს რეალურად თვითმმართველობა და მოაგვარებს თუ არა სტუდენტურ პრობლემებს თვითმმართველობის გაუქმება? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა. ბატონო სიმონ, თვითმმართველობის ის მოდელი, რომელიც ქართულ …
Continue reading “უნდა გაუქმდეს თუ არა სტუდენტური თვითმმართველობა”
ნაჯახით დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
„პაციენტს აქვს თავის ტვინის შერყევა, მარცხნივ იდაყვის ძვლის მოტეხილობა. თაბაშირი უკვე გაუკეთდა, ჭრილობები დამუშავდა და გადის სტაციონარულ მკურნალობას. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა გია კიკაბიძემ. ნაჯახით დაჭრილი ქალი საავადმყოფოში დილით, 08 საათსა და 15 წუთზე მიიყვანეს. დაჭრილმა ექიმებს უთხრა, რომ მას ყოფილი ქმარი სახლში …
Continue reading “ნაჯახით დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”
ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, 30 მარტს, საღამოს, ბათუმში, საზღვაო აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით [დანით] დაჭრეს. დაჭრილი [რომელსაც ერთი ჭრილობა ჰქონდა ზურგის არეში] ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გაუკეთდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა, მედპერსონალის თქმით, ამჟამად სტაბილურია; არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 117-ე მუხლის …
პატიმარი ბათუმის ციხიდან: ვშიმშილობ, სანამ წავიქცევი და გონს დავკარგავ
პატიმარი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გვწერს, რომ მშრალი შიმშიმლი მან 25 მარტიდან დაიწყო. მიზეზი სამედიცინო მომსახურების მიუღებლობაა. კახა მეცხვარიშვილის თქმით, ის იმის გამო ისჯება, რომ საჩივრებს წერს და ციხის ადმინისტრაციამ დაუსაბუთებლად ე.წ. „ანტივანდალურ საკანში“ გადაიყვანა. „აქ არ არის ლოგინი, ვშიმშილობ, რომ ჯანმრთელობაზე მომექცეს ყურადღება და ბეტონის იატაკზე მარტო ლეიბი დევს და რატომ გადაგყავართ-თქო. მით უმეტესს, …
Continue reading “პატიმარი ბათუმის ციხიდან: ვშიმშილობ, სანამ წავიქცევი და გონს დავკარგავ”
რაულ თავართქილაძე: აჭარაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ
31 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რაულ თავართქილაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით აჭარის რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაქურდული იქნება 25-მდე საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა. რაულ თავართქილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუშინ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში დაფიქსირდა ოთხი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს პრესსამსახურმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ქურდობის თაობაზე დაფიქსირდა მხოლოდ ორი შეტყობინება და …
Continue reading “რაულ თავართქილაძე: აჭარაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ”
რატომ დაანგრიეს მშენებარე ეკლესიის ეზოს საზიარო კედელი
ანგისას დასახლებაში ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის ერთ მხარეს ქვის ის ღობე დაინგრა, რომელიც მეზობელთან საზიაროა. ეკლესიის მეზობელი საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზეირბაიჯანელი ნარგიზა ბაირამ კიზია [ჰასთაოღლუ]. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქვის ღობე პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ დაანგრია, რადგან კონკრეტული პასუხი ვერც მერიისგან მიიღო და ვერც – საპატრიარქოსგან. ნარგიზა ბაირამ კიზი ამბობს, რომ მის მიერ …
Continue reading “რატომ დაანგრიეს მშენებარე ეკლესიის ეზოს საზიარო კედელი”
“მსოფლიო მოქალაქის” მოგზაურობა ველოსიპედით
„გაუზიარე ველოსიპედით“ [share by bike] – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მარტის დასაწყისში საქართველოში ბელგიელი ფლორეან გოფინი ჩამოვიდა. ის თავს მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყანა“ მისთვის მხოლოდ სახელწოდებაა. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც ფლორეანი ველოსიპედით მოგზაურობს, ცდილობს ადამიანებს ესაუბროს გარემოსდაცვით პრობლემებზე და შესთავაზოს გამოსავალი, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად პოულობს. 28 წლის ფლორეანს ხარისხი აქვს დაცული …
Continue reading ““მსოფლიო მოქალაქის” მოგზაურობა ველოსიპედით”
მოსამართლემ პოლიციელები ტყუილში გამოიჭირა პოლიციისვე გადაღებული კადრებით
გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გასულ კვირას იმ პირის მიმართ გამოიტანა, ვისაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. სხვებისგან განსხვავებით, შალვა ქორიძე სამწლიან პატიმრობას იმით გადაურჩა, რომ 4 პოლიციელის, მათ შორის ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს, ადვოკატმა სასამართლოს თავად პოლიციის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეოკადრები წარმოუდგინა, სადაც …
Continue reading “მოსამართლემ პოლიციელები ტყუილში გამოიჭირა პოლიციისვე გადაღებული კადრებით”
პატიმრების წამება – სასამართლო საქმეს მესამე წელია განიხილავს
„ერთხელ ციხეში პატიმარი მოიყვანეს, ვეკუა იყო გვარად და ნარკოტიკების გადმოტანისთვის უნდა მოეხადა სასჯელი. მისი გვარი ციხის უფროსმა, გიორგი ვეკუამ რომ ამოიკითხა, რეჟიმის უფროსს უთხრა, გაუსწორდი, როგორც საჭიროა, გვარს მირცხვენსო“, – ეს ისტორია მოსამართლე დავით მამისეიშვილს ზაურ მოფინაძემ მოუყვა, ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია გრძელდება ბათუმის ციხის პატიმრების …
Continue reading “პატიმრების წამება – სასამართლო საქმეს მესამე წელია განიხილავს”