ბათუმში ასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩების ნაწილს რამდენიმე საათია ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „ენერგო- პრო ჯორჯიაში“ განაცხადეს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი გადამცემი ხაზის დაზიანება გახდა. „ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე არსებული ხელოვნების მუზეუმის უკან,  ელექტროენერგიის კაბელი დაზიანდა. აღდგენას ბუნებრივია დრო სჭირდება და შესაძლებელია ორ საათში მოხდეს  მისი აღდგენა“. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის ქალაქის ცენტრში  ელექტროენერგია დაახლოებით ას აბონენტს არ …

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან ანუ პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულებულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, აკრძალულ პერიოდში ნადირობა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 500-700 ლარის ოდენობით. „იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შესაძლოა პირის მიმართ დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი,“-ნათქვამია გარემოსდაცვითი ინსპექციის განცხადებაში.

„მადლიანი მაგიდა“ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, დღეს,  პირველ მარტს, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის „მადლიანი მაგიდა“  დაიდგა, რომელზეც  სხვადასხვა საკვები პროდუქტია განთავსებული.  აქციის ორგანიზატორთა თქმით,  მალე  საკვები პროდუქტებისთვის  მაცივარსაც დადგამენ, მალფუჭებადი პროდუქტები დაცული რომ იყოს. „მადლიანი მაგიდის“ ინიციატორი კერძო სტუდია-ბაღი „მონპარნასია“ . სტუდიის მენეჯერის ნინო ბიაძის თქმით, სოციალური აქციის მიზანია, ადამიანებმა  აღარ იშიმშილონ. „ჩვენ ვუერთდებით დათო გაჩეჩილაძის წამოწყებას – …

უსკოს მოქმედი თავმჯდომარე ახალი კანდიდატის შესარჩევ კონკურსა და დარღვევებზე

არჩილ მიქელაძე უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 1 მარტი 2016 წელი დღეს, 2016 წლის 1 მარტს სრულდება უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი უფლებამოსილების 5 წლიანი ვადა. მიუხედავად ამისა, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და დღეისათვის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თანამდებობაზე ყოფნის ეს ვადაგაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ იქნება არჩეული ახალი კანდიდატიკომისიის …

ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“

„ანბანის კოშკთან“ დაკავშირებული ვალდებულებები ინვესტორმა ვერ შეასრულა. შენობა, რომელშიც ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ უფუნქციოდაა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიის წილები გადანაწილდება და ახალი პარტნიორი რუსული ინვესტიციით შემოვა, კომპანიაში არ ადასტურებენ, თუმცა ადასტურებენ იმას, რომ ახალი კადრი გამოჩნდება მართვის მენეჯმეტში, რომელიც რუსი ტურისტების მოზიდვაზე იმუშავებს. „ის ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და აქვს …

რძის პროდუქტები ქართულ ბაზარზე და ევროსტანდარტები

არის თუ არა ქართულ ბაზარზე არსებული რძის პროდუქტები უვნებელი; რა რეგულაციების შემოღებას ავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სფეროში; რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან  ქვეყნისთვის ამ ერთ-ერთი ტრადიციული დარგის განვითარების ხელშესაწყობად? რამდენად ინფორმირებული არიან ამ დარგში დასაქმებულები იმ მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვაზე, რასაც მათ კანონმდებლობა ავალდებულებს. გადაცემა „მთავარი …

რატომ ყრია სამშენებლო მასალები ბულვარის სკამებზე

ბათუმის ბულვარის შესასვლელში (დიმიტრი თავდადებულის ქუჩის მხრიდან) ქვაფენილების განახლება მიმდინარეობს. აქ სამშენებლო მასალა – სილა, ხრეში,  ბულვარის სკამებზეა დაყრილი. „ბათუმელები“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. კითხვაზე, – აყენებს თუ არა ზიანს ბულვარის ქონებას  კომპანია და რა ნორმებს უნდა იცავდეს ბილიკების რეკონსტრუქციის დროს ის? ბულვარის ადმინისტრაციაში განაცხადეს: „ქონება არ დაზიანებულა, თუმცა ბულვარის მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს ხოლმე  მშენებლობის პროცესს და …

შავშეთის ქუჩის მონაკვეთზე მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება

ბათუმში შავშეთის ქუჩის მონაკვეთი (ყოფილი მენთეშევის ქუჩა), იქ სადაც სარკინიგზო ხაზი გადის, 2 მარტის ჩათვლით გადაკეტილი იქნება. რის გამოც, ქალაქში მოძრავი ავტომანქანების გადააგილება ამ მიმართულებით შეზღუდულია. „საქართველოს რკინიგზა“ გზის ამ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს.     „ტექნიკურ სამუშაოებს საქართველოს რკინიგზა აწარმოებს, მთლიანად იცვლება სატვირთო მატარებლის  ორი ლიანდაგი, ავტომანქანების გადასასვლელ მონაკვეთში, იყრება ახალი ღორღი და ლიანდაგებიც …

ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები

რას ავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება  საქართველოს გარემოს დაცვის საკითხებში და რას ვერ უმკლავდება ხელისუფლება.  როგორია სამოქალაქო ცნობიერება და რა გამოწვევების წინაშე დგას   ბუნება და ადამიანი, მწვანე გარემოს დაბინძურების გამო. გადაცემა „მთავარი თემა“ამ პრობლემაზე  წარმოგიდგენთ ორ სიუჟეტს. პირველი სიუჟეტი შეეხება  საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მდინარეების დაბინძურებას, რომელსაც საკმაოდ მასშტაბური სახე აქვს დღეს, როგორც  აჭარის მაღალმთიანეთში, ასევე დაბლობში. გადაცემის …

„გოდერძის“ განვითარების მიზნით ინვესტორების შეხვედრა იგეგმება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 12 მარტს, სამთო-სათხილამურო  კურორტ „გოდერძის“ განვითარების ფარგლებში, კურორტზე ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართება.  ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბიზნესწრეების წარმომადგენლები საინვესტიციო პოტენციალსა და განაშენიანების რეგულირების გეგმას გაეცნობიან. „დაინტერესებულმა პირებმა პროექტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 5 მარტამდე უნდა წარმოადგინონ. პროექტებს ეკონომიკური გუნდი განიხილავს,“- ნათქვამია ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

პატიმარი ბათუმის ციხიდან ევროკავშირის ელჩს მიმართავს

კახა მეცხვარიშვილი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დახმარებისთვის ევროკავშირის ელჩს მიმართავს. პატიმრის თქმით, მას არაადამიანურად ეპყრობიან და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს უკვე მიმართა. კახა მეცხვარიშვილი იურისტის დახმარებას ითხოვს: „სტრასბურგის“ სასამართლოდან უკვე მოვიდა დოკუმენტაცია, მაგრამ ვერ გავერკვიე, რა ფორმით უნდა შევავსო, სად-ის მე-3 დაწესებულებაში არ ჰყავთ იურისტი. 20 დღის წინ მივმართე მთავრობას, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, …

სიღარიბის მანკიერი წრე

გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი სულ ახლახან, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ბილ გეითსმა მის მიერ გამოქვეყნებულ ესეიში კაცობრიობის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევების: უკანონო თუ იძულებითი მიგრაციების, ეკონომიკური არასტაბილურობის, გლობალური უსაფრთხოებისა თუ გლობალური კლიმატური ცვლილებების დაძლევის წინაპირობად სიღარიბის დამარცხება გამოაცხადა და იწინასწარმეტყველა, რომ მეცნიერების მიღწევებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გზით …

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

IUHB  მრავალპროფილური ჰოსპიტალი ბათუმში გთავაზობთ მაღალი ხარისხის ამბოლატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას. ჰოსპიტალში მუშაობს: მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის, ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის განყოფილებები და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. ჰოსპიტალი 103 საწოლზეა გათვლილი. ჰოსპიტალში 65 პალატაა, 3 –  ინტენსიური მოვლის ცენტრი (21 საწოლი), ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ცენტრი (5 …

გონიოელები ხელისუფლებას პასუხს სთხოვენ

გონიოელები მომავალი ორშაბათიდან მასობრივ საპროტესტო აქციებს და მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ, თუკი ბათუმის საკრებულო  მათი მიწების ჩამორთმევის გახმაურებულ საკითხს ისევ არ განიხილავს. გონიოში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს ბათუმის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმიტომ გამართეს, რომ იანვარში მიწერილ ოფიციალურ, კოლექტიურ წერილზე პასუხი ვერ მიიღეს. გონიოელებს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი და …

რესტორანი „BK“: „ბათუმის წყლის“ დირექტორმა სასურველი მაგიდის ვერშეთავაზების გამო წყალი ჩაგვიკეტა“

ბათუმის წყლის დირექტორს ალეკო მიქელაძეს რესტორანმა „ BK“-მ ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს – რესტორანმა ორგანიზაციის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. რესტორნის პერსონალის ინფორმაციით, გასულ შაბათს, საღამოს „ბათუმის წყლის“ დირეტორი ალეკო მიქელაძე რესტორან „bk“-ში მეგობრებთან ერთად მივიდა. მას რესტორანში სასურველი მაგიდა არ დახვდა თავისუფალი, რის გამოც უკმაყოფილება გამოხატა. …

ციალა ქათამიძე აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენლად დაინიშნა

სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს პირველი მარტიდან ახალი უფროსი ეყოლება და ის  29 წლის იურისტი ციალა ქათამიძე იქნება. ციალა ქათამიძე ჯერჯერობით სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება. ციალა ქათამიძე მანამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ეკომიგრანტების პრობლემატიკაზე მუშაობა იყო. ციალა ქათამიძე კონკურსის წესით იქნა შერჩეული, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა სულ …

სტუდენტური თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკა

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბიუჯეტის გაზრდას და 190 997 ლარის დახარჯვას აპირებს. ყველაზე მეტი თანხის, 23 ათასი ლარის დახარჯვას თვითმმართველობა საახალწლო, კურსდამთავრებულთა გაცილებისა და პირველკურსელთა დასახვედრი წვეულებებისთვის გეგმავს. სპორტული გუნდების სამი მწვრთნელის ხელფასისთვის 18 000 ლარია გათვალისწინებული, ანსამბლ „ტბეთისთვის“ კოსტიუმებისა და აქსესუარების შესაძენად – 12 230 ლარი, სტუდენტური თეატრისთვის – 4 …

სახლი სკოლაში კვირაში ხუთი დღე

აქ დღე 07:30 საათზე, დილის ვარჯიშით იწყება. მთელი დღე დაგეგმილია და ხანგრძლივი ზარის ხმაც ამ დღის დაწყებაზე მიანიშნებს. ასე ცხოვრობს 220 ბავშვი კვირაში ხუთი დღე და მიუხედავად იმისა, რომ მშობლებთან ერთად არ არიან, ეს ის ადგილია, სადაც, მათი თქმით, თავს სახლში გრძნობენ. ავტობუსის გაჩერების წინ ფართო და მაღალი ჭიშკარია. დიდი ასოებით წარწერა გვამცნობს, რომ აქ …

რეისი: ბათუმი – კირნათი

თამთა კახაბერიძე ინგლისურის გაკვეთილი საღამოს შვიდის ნახევარზე მიმთავრდება. 2-3 წუთში გამოვდივარ ნატო მასწავლებლის სახლის სადარბაზოდან. აი, ამ წამიდან იწყება ჩემი და ჩემი სოფლის ავტობუსის შეჯიბრი, რომელიც ზუსტად იმ დროს გამოდის ქალაქის მეორე ბოლოს მდებარე ავტოსადგურიდან, როცა მე ინგლისურის გაკვეთილს ვამთავრებ. ჩვენი მარშრუტის გადაკვეთის ადგილამდე აუცილებლად უნდა მივასწრო, თუ სახლში დაბრუნება მინდა, რადგან ეს ბოლო ავტობუსია, …

ძველი ბათუმის ახალი სიმაღლე – როცა მერია გასაჯაროვების შიშით მოქმედებს

ბათუმის ძველ უბანში რამდენიმე შენობას ნახავთ, რომელთა სიმაღლეც დასაშვებზე მეტია. რეგულაცია მარტივია: 2013 წლიდან „ძველ ბათუმში“ მოქმედებს ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არც ერთი შენობა 15 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. მაგალითად, კომპანია „ჩემპიონი-2“-მა კანონდარღვევით შენობაზე სართულის დაშენება ისე დაასრულა, რომ მერიას რეაგირება არ ჰქონია. კომპანიებმა, რომლებმაც შენობები სიმაღლეში გაზარდეს, ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება ერთდროულად გასულ …

დეკორატიული ფილების დაგება ბულვარში [ვიდეო]

ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ცენტრალური ბულვარის შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე არსებულ ალეაში მოზაიკის ნაცვლად ახალი ბეტონის დეკორატიულ ფილებს აგებენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის თვეში დასრულდება.

ახალი ინვესტორი სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ

კომპანია „ვესტინვესტი“ სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, საკონფერენციო დარბაზისა და სპორტულ-გასართობი ობიექტების აშენებას გეგმავს. ამ მიზნით ბათუმის საკრებულომ რუსთაველის # 51-ში მდებარე 3508 კვ/მ მიწის ნაკვეთი განსაკარგავად აჭარის მთავრობას  გასული წლის დეკემბერში გადასცა, თუმცა აჭარის მთავრობას კომპანიასთან ჯერ ხელშეკრულება არ გაუფორმებია. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რომელიც მერიამ საკრებულოს სხდომაზე გამოიტანა, 2016 წლის 22 იანვარს …

თევზაობა აჭარისწყალზე – რა უნდა ვიცოდეთ

რა აკრძალვები მოქმედებს მდინარე აჭარისწყალზე თევზაობისას, როდის ჯარიმდებიან და რა უნდა გაითვალისწინონ  მეთევზეებმა? „ბათუმელები“ ამ თემაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს, მაია ჩხობაძეს ესაუბრა. ქალბატონო მაია, რა შეზღუდვა მოქმედებს მდინარე აჭარის წყალზე თევზაობისას? აჭარისწყალი საორაგულე და საზუთხე მდინერეების ჩამონათვალში შედის. ამ ტიპის მდინარეებზე კი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი …

“ტელეარხ 25”-ის ვებგვერდი გატეხეს

„ეგ საიტი იმიტომ გავტეხეთ, რომ თქვენ გაიგოთ ამ საიტზე არის დაშვებული შეცდომა, მაგრამ ასეთ საიტს ჯერ ბევრს გავტეხავთ. მალე ყველა გაიგებს ჩვენს შესაძლებლობებს. by elmar & h1d3“ – ეს ტექსტი ჯერ კიდევ დევს „ტელეარხ 25“-ის ვებგვერდზე. არხის მფლობელი და გენერალური დირექტორი გია სურმანიძე ამბობს, რომ დღეს არხის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. გია სურმანიძე: „დილით რომ …

„მადლიანი მაცივარი“ ბათუმში პირველი მარტიდან დაიდგმება

პირველი მარტიდან ბათუმში მოქალაქეებს ე.წ. მადლიანი მაცივრით [„სოციალური მაცივარი”] სარგებლობის საშუალება ექნებათ. მაცივარი ფარნავაზ მეფის 138-ში, ერთ-ერთი მაღაზიის წინ განთავსდება. „მოლოდინი მაქვს, რომ მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა გაიზრდება და მარტო აქ კი არ დატოვებენ საკვებს, არამედ სხვა მისამართებზეც გაჩნდება სოციალური მაცივარი. “ – ამბობს ბათუმში სოციალური მაცივრის დადგმის ინიციატორი ნინო ბიაძე, კერძო სტუდია „მონ პარნასის“ მენეჯერი. …

„შემოსავლების სამსახურის“ პასუხი მუსლიმი სასულიერო პირის სავარაუდო დისკრიმინაციაზე

ჭელას მეჩეთის წინამძღვრის, ჯამბულ აბულაძის სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ წერილობით აცნობა. უწყებას “ბათუმელები” სარფის საბაჟოს ვიდეოჩანაწერს სთხოვდა, სადაც ასახული იქნებოდა ჯამბულ აბულაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა. შემოსავლების სამსახურმა ვიდეოჩანაწერის მოწოდებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ რედაქციას ჯამბულ აბულაძის წერილობითი თანხმობა არ წარუდგენია. ამავე წერილში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს: „ამასთან, საგულისხმოა, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები …

მუსლიმი სასულიერო პირების სავარაუდო დისკრიმინაცია სარფის საბაჟოზე

„საქართველოში თუ მუსლიმანი ხარ, ესე იგი, არაფერს ნიშნავ“, – ეს განცდა სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღვარს – ჯამბულ აბულაძეს მას შემდეგ გაუჩნდა, როცა თურქეთიდან დაბრუნებულს სარფის საბაჟოზე 2 ყურანისა და 4 ლოცვანის შემოტანის გამო პრობლემები შეუქმნეს. ჯამბული ამბობს, რომ საბაჟოზე არაფორმალური დაკითხვა მოუწყვეს, შეურაცხყვეს და საათობით ლოდინით დაღლილს არც კი უთხრეს, რა უნდოდათ მისგან. პროტესტი სოციალურ …

რით ეხმარება ენერგოომბუდსმენი მომხმარებლებს

„ენერგეტიკის სექტორში… კონკურენცია არ არსებობს. მომხმარებლებს ურთიერთობა უწევთ ისეთი სახის კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, რომლებიც ბაზარზე ერთადერთია. საზოგადოებრივი დამცველის დახმარების გარეშე მომხმარებელთა ინტერესების დაცვა მათივე ძალებით, დამოუკიდებლად, თითქმის შეუძლებელია,“ –  აღნიშნულია ენერგოსექტორში საქართველოს საზოგადოებრივი დამცველის [ენერგოომბუდსმენის] 2014 წლის ანგარიშში. სწორედ ამ წლიდან ფუნქციონირებს ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლობა ბათუმში, სახალხო დამცველის ოფისში. „ბათუმელები“ ოფისის ხელმძღვანელს, ბექა სიორდიას ესაუბრა …

ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“

„ანბანის კოშკთან“ დაკავშირებული ვალდებულებები ინვესტორმა ვერ შეასრულა. შენობა, რომელშიც ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ უფუნქციოდაა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიის წილები გადანაწილდება და ახალი პარტნიორი რუსული ინვესტიციით შემოვა,  კომპანიაში არ ადასტურებენ, თუმცა ადასტურებენ იმას, რომ ახალი კადრი გამოჩნდება მართვის მენეჯმეტში, რომელიც რუსი ტურისტების  მოზიდვაზე იმუშავებს. „ის ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და აქვს …

გელა წულაძის კომენტარი ქანდაკებაზე, რომელსაც გეიწყვილი უწოდეს

„აჭარის მამულიშვილთა კავშირი“ ბათუმის ბულვარიდან მხატვარ გელა წულაძის ერთ-ერთი ნამუშევრის აღებას ითხოვს. მათი განცხადებით, ქანდაკება ჰომოსექსუალ წყვილს ასახავს. ქანდაკების ავტორის, გელა წულაძის განცხადებით, კონცეფციაში მსგავსი არაფერია ჩადებული. „უილიამ შექსპირი წაიკითხონ და მერე მიხვდებიან რა კონცეფციაა ეს. საერთოდ მაგ სერიას ჰქვია „ვარიაციები სიყვარულზე“. ფეხზე რომ დგას, ეგ არის გოგო, დაჩოქილი გოგო მე არ მინახავს ან დაჩოქილი …

“ბოდიში და ეს ცისფერების ქანდაკებას გავს” – ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე

„აჭარის მამულიშვილთა კავშირი“ ბათუმის ბულვარში მდებარე სკულპტურის აღებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს „აჭარის მამულიშვილთა კავშირმა“ ბრიფინგი გამართა ბათუმში და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა: „ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქუჩის გასწვრივ რომ არის აღმართული მამათმავლების ძეგლი, იმის აღება მოვითხოვეთ. ეს არის მამათმავლების ძეგლი, ჩვენმა ცნობილმა მხატვრებმა და მოქადაკეებმა, როგორც ექსპერტებმა, ეს წერილობით დაადასტურეს, ამიტომ მოვითხოვეთ მისი აღება. შემიძლია წერილობით …

ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში [ფოტო]

დღეს, 26 თებერვალს 13 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციას სტუდენტები,  არასამთავრობო სექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  აქციის ორგანიზატორი სტუდენტი ედიშერ მჟავანაძეა. მისი თქმით, აქციის მიზანია სოლიდარობა გამოუცხდადოს ყველა იმ ადამიანს ვინც თავისი შესრულებული სამუშაოს ექვივალენტურ ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. „მივმართავთ მესამე სექტორს, უფრო აქტიურად ჩაერთოს შრომითი უფლებების გაუმჯობესებაში და მთავარი …

დელფინარიუმს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

ბათუმის საქალაქო სასამართლო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელის განხილვას იწყებს. ორგანიზაცია ბათუმის დელფინარიუმს დისკრიმინაციულ მიდგომაში სდებს ბრალს. დელფინარიუმში დელფინებთან ინტერაქტივის ფასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის 10 ლარით უფრო ძვირია, ვიდრე სხვებისთვის. „მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არის დისკრიმინაციული და იგი არღვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონს. არ არსებობს არავითარი გონივრული დასაბუთება, თუ რატომ უნდა იყოს დელფინებთან ურთიერთობა შშმ პირებისთვის განსხვავებული …

„ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო კომისიებში თანამდებობებზე

ისინი, ვინც წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდნენ, მომავალ არჩევნებს ცესკოს წარმომადგენლის სტატუსით ჩაატარებენ. ისინი ცესკომ ოლქებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსის წესით შეარჩია და ამა თუ იმ ოლქის საარჩევნო მოხელის სტატუსი ხუთი წლის ვადით ანდო. მომავალ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ბათუმში საოლქო-საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ჩაატარებს. ციალა შავაძე ბათუმის #79 საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრად ცენტრალურმა საარჩევნო …

როგორია გერმანული საგანმანათლებლო მოდელი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 თებერვალს ბიზნესასოციაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს განათლების სისტემაში გერმანული მოდელის გადმოტანას, რომელიც ორიენტირებულია პროფესიული განათლების განვითარებაზე. არის თუ არა პრემიერის განცხადება წინასაარჩევნო და რა სჭირდება ქვეყანას ამ მოდელზე გადასასვლელად? თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა. ბატონო სიმონ, იქნებ განმარტოთ რა მოდელზეა საუბარი და რამდენად არის საქართველო ამ მოდელზე გადასასვლელად …

ბათუმის საკრებულომ „ჭაჭის კოშკის“ ტერიტორიასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს მიმართვის განხილვა, „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფიის შესყიდვის საკითხზე, ბათუმის საკრებულომ გადადო. ბათუმის საკრებულომ ეს საკითხი ხვალინდელი, 26 თებერვლის სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღო. გადაწყვეტილებას „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიის ათვისებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საინვესტიციო ინტერესების გაზრდით ასაბუთებს. თუმცა, წერილში, რომლითაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის მერიას, …

Exit mobile version