მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩების ნაწილს რამდენიმე საათია ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „ენერგო- პრო ჯორჯიაში“ განაცხადეს, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი გადამცემი ხაზის დაზიანება გახდა.
„ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე არსებული ხელოვნების მუზეუმის უკან, ელექტროენერგიის კაბელი დაზიანდა. აღდგენას ბუნებრივია დრო სჭირდება და შესაძლებელია ორ საათში მოხდეს მისი აღდგენა“.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის ქალაქის ცენტრში ელექტროენერგია დაახლოებით ას აბონენტს არ მიეწოდება.