„108 შემთხვევაში ჩატარდა არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურება“, – ეს და კიდევ უფრო კრიტიკული ჩანაწერები სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ასახა შემოწმების აქტში, რომელიც შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ საქმიანობას ეხება. ცენტრი 206 231 ლარით გასული წლის 30 ნოემბერს დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემოწმებიდან 5 თვე გავიდა, უცნობია იზიარებს თუ არა აჭარის მთავრობა აქტში …
Category Archives: მთავარი
ბათუმელი მოსწავლეების გამოგონება – ხელჯოხი უსინათლოებისთვის
მოსწავლეებმა ბათუმიდან – ცოტნე შოთაძემ და ბესო შარაშიძემ უსინათლო ადამიანებისთვის შექმნეს ინოვაციური ხელჯოხი – „სხვა თვალი“, რომელიც მფლობელს ორი მეტრის რადიუსში აცნობებს წინაღობის ან დაბრკოლების შესახებ. ამ გამოგონებისთვის ცოტნემ და ბესომ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადაზე [IYIPO] ოქროს მედალი მოიპოვეს. ბესოსა და ცოტნეს მიერ უსინათლო ადამიანებისთვის შექმნილი ინოვაციური ხელჯოხი, გარდა იმისა, რომ მფლობელს …
Continue reading “ბათუმელი მოსწავლეების გამოგონება – ხელჯოხი უსინათლოებისთვის”
ვის სჭირდება სამგანზომილებიანი ბათუმი
„ჩვენ ვყიდულობთ რაკეტას, რომლის გაშვებაც არ ვიცით“, – ასე აფასებს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ახალ პროგრამას, რომელიც ბათუმს 346 ათასი ლარი დაუჯდება. „ბათუმის ტერიტორიის აერო-ფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა“, – ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას დაუჭირა მხარი. საკრებულოს უმრავლესობას უჭირს დასაბუთება, რატომ არის საჭირო ბათუმის ვერტმფრენიდან გადაღება ე.წ. 3D …
გაეროს მოდელირებული, ახალგაზრდული ასამბლეა ბათუმში
გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უკეთ გასაცნობად და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ბათუმში მოდელირებული, ახალგაზრდული ასამბლეა ტარდება. სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები სესიებში, კინოჩვენებებსა და დებატებში მიიღებენ მონაწილეობას. 400-მდე ახალგაზრდა დელეგატი ასევე ესტუმრება სამთავრობო უწყებებს და დიპლომატიურ ორგანიზაციებს. „პროექტის ბოლოს გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც მოდელირებული ასამბლეის დასრულების შემდეგ, განახორციელებენ სხვადასხვა პროექტს გაეროს რეზოლუციების …
Continue reading “გაეროს მოდელირებული, ახალგაზრდული ასამბლეა ბათუმში”
გონიოს ხიდის რეაბილიტაცია შესაძლოა დროულად ვერ დასრულდეს
ბათუმი-სარფის მონაკვეთზე, მდინარე ჭოროხზე არსებული [გონიოს] ხიდის რეაბილიტაცია, შესაძლოა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ დასრულდეს. სამუშაოები – „სუბიექტური და ობიექტური მიზეზების, მათ შორის გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო“, ბოლო თვეებში შეჩერებულიც კი იყო. ხიდზე სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ აწარმოებს, რომელმაც წელს ასწლოვანი ტიტას ხე ციხისძირიდან შეკვეთილში გადაიტანა, სადაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. ხიდზე სამუშაოების გასაგრძელებლად სამზადისი …
Continue reading “გონიოს ხიდის რეაბილიტაცია შესაძლოა დროულად ვერ დასრულდეს”
რა მოეთხოვება პატრულს ფიზიკურ მომზადებაში – შსს ნორმატივებს არ ასაჯაროებს
ფოტოზე ერთ-ერთი პატრულია ბათუმიდან, რომელიც არ არის ერთადერთი და რომლის დანახვაც აჩენს კითხვას – რამდენად არის იგი მზად, მაგალითად, დაედევნოს სავარაუდო დამნაშავეს, ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება სხვადასხვა დარღვევაზე? ფიზიკური მომზადება და მისი რეგულარული დაცვა კანონით განსაზღვრული, აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ იყო პოლიციელი. „პოლიციის შესახებ“ კანონში წერია, რომ პიროვნული და საქმიანი თვისებების, ასევე განათლებისა და ჯანმრთელობის გარდა, …
Continue reading “რა მოეთხოვება პატრულს ფიზიკურ მომზადებაში – შსს ნორმატივებს არ ასაჯაროებს”
შეწყალების სადავო მოდელი
27 აპრილს პრეზიდენტმა 95 პატიმარი შეიწყალა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 597 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. ოფიციალური მონაცემით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაცილებით მეტ პატიმარს იწყალებს, ვიდრე მისი წინამორბედი, თუმცა შეწყალების აქტი, ორივე პრეზიდენტის დროს, ხშირად ხდება კრიტიკის საგანი. კვლევა, რომელიც შეწყალების ქართულ მოდელსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ჩაატარა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ …
„პიერ ბათუმი“ ახალი მენეჯმენტით და ძველი სასამართლო პროცესებით
„პიერ ბათუმი“ ბულვარში მუშაობას აგრძელებს. პარალელურად გრძელდება სასამართლო პროცესები მერიასა და მოიჯარე კომპანია „BATTUN“-ს შორის, რომელიც მერიის შესაბამისმა სამსახურმა რამდენჯერმე დააჯარიმა. მთავარი პრობლემა პირსია – ზღვაში შეჭრილი ნაგებობა, რომელიც, მერიის განცხადებით, უკანონოდაა აშენებული. დავის პარალელურად „BATTUN“-მა სარესტორნო მომსახურების კუთხით მენეჯმენტი შეცვალა. დღეს ობიექტს ახალი კომპანია მართავს. „ბათუმის პირსის მესაკუთრე კვლავ „BATTUN“-ია, უბრალოდ, შეიცვალა სარესტორნო მომსახურების …
Continue reading “„პიერ ბათუმი“ ახალი მენეჯმენტით და ძველი სასამართლო პროცესებით”
სარფში ქართული კომპანიების მიკროავტობუსებს პრობლემები ექმნებათ
რამდენიმე დღეა ქართული კომპანიების კუთვნილ მიკროავტობუსებს, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ, სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქული მხარე მათ მიკროავტობუსებს თურქეთში ფაქტობრივად აღარ უშვებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქეთში ქვეითად გადასულ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი მიკროავტობუსების მძღოლები უკვე ორმაგ ფასად ემსახურებიან. ქართული კომპანიების მიკროავტობუსებით ძირითადად საქართველოს ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ გადადიან. …
Continue reading “სარფში ქართული კომპანიების მიკროავტობუსებს პრობლემები ექმნებათ”
გამოხმაურება რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებებზე
„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ პრემიერ-მინისტრთან არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მუსლიმთა კავშირში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან „არაკორექტული და გაუზრებელი განცხადებები“ დააზარალებს მუსლიმი თემის ნდობას სახელმწიფოს მიმართ და ხელს შეუწყობს მარგინალიზაციას. საუბარია 6 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავდნენ და რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, არჩილ მეტრეველმა …
Continue reading “გამოხმაურება რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებებზე”
კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში
ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაციაში, შპს „გეოგრაფიკს“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 99 ათას ლარს გადაუხდის. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანიასა და სააგენტოს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა [სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 100 ათას ლარიან ტენდერში მხოლოდ „გეოგრაფიკი“ მონაწილეობდა]. კომპანიამ, სატენდერო პირობების თანახმად, უნდა უზრუნველყოს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში არსებული კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაცია, …
Continue reading “კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში”
44 ათასი ლარი ჟურნალ „ჭოროხის“ გამოსაცემად
„დღეს, მეცნიერებისა და ტექნიკის გაუგონარი წინსვლის დროს, მძაფრად იჩინა თავი ტრადიციისა და ნოვატორობის ჰარმონიულობის აუცილებლობამ, „ჭოროხი“ სწორედ ამ ახალ კანონზომიერებებს უბამს მხარს, იგი ერთადერთი აკადემიური სალიტერატურო-სამხატვრო და საზოგადოებრივი ჟურნალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ამიტომაცაა მისი გამოცემა აუცილებელი“ – ასე ასაბუთებენ აჭარის განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში ჟურნალ „ჭოროხის“ გამოცემის აუცილებლობას მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით …
Continue reading “44 ათასი ლარი ჟურნალ „ჭოროხის“ გამოსაცემად”
ბათუმის საჯარო სკოლებმა პირველკლასელების მისაღებად 375 ადგილი დაამატეს
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის 12-მა საჯარო სკოლამ პირველ კლასებში მისაღები მოსწავლეების კონტინგენტი გაზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გაავრცელა. „დაემატა 375 ადგილი. პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ბაზები დღეს, 6 მაისს, 13:00 საათზე გაიხსნება,“- განაცხდეს განათლების სამინისტროში. ადგილები პირველკლასელებისთვის შემდეგმა სკოლებმა დაამატეს: მე-4,მე-5, მე-8, მე-9, მე-10, მე-14, მე-15,მე- 17, მე- 18, მე-20, …
Continue reading “ბათუმის საჯარო სკოლებმა პირველკლასელების მისაღებად 375 ადგილი დაამატეს”
რა შეუძლია მოქალაქეს ძველი ბათუმის დასაცავად
როგორი იქნება ბათუმი, თუ კი ქალაქში ისტორიული შენობების ნგრევა არ შეჩერდა? რა პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში მოქალაქეებს და რა მიმართულებით უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ კულტურული მემკვიდრეობის მართვის პოლიტიკა? – თემაზე „ბათუმელებს“ კულტუროლოგი, ურბანისტი, „ტფილისის ჰამქარის“ წევრი ცირა ელისაშვილი ესაუბრა. გასულ კვირას ბათუმში მშენებელმა კომპანიამ დაანგრია ბათუმის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ბათუმური ბელეტაჟი, რომელსაც არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის …
Continue reading “რა შეუძლია მოქალაქეს ძველი ბათუმის დასაცავად”
„ტელეარხი 25“-ის საქმის განხილვა დასრულდა
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ უკვე დაასრულა „ტელეარხი 25“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტების სარჩელის განხილვა. გადაწყვეტილება 17 მაისს გამოცხადდება. ჟურნალისტები: მაია მერკვილაძე, ნინო ხელაძე, ირმა ზოიძე და ჯაბა ანანიძე გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. „თანახმა ვარ ამ ჟურნალისტებს გადავუხადო კომპენსაცია, მაგრამ მათი …
Continue reading “„ტელეარხი 25“-ის საქმის განხილვა დასრულდა”
გადაწყვეტილება ხელვაჩაურში მოკლული ქალის საქმეზე
25 წლით პატიმრობა მიესაჯა მ.მ.-ს ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის გამო. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. იმის გამო, რომ მსჯავრდებული შეურაცხადია, პატიმრობას იგი სრულ გამოჯანმრთელებამდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოიხდის. მსჯავრდებული სასამართლო სხდომებს მას შემდეგ აღარ დასწრებია, რაც დაცვის მხარემ ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნები წარმოადგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პროკურორი რამაზ შავაძე მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულისთვის უმკაცრესი სასჯელის …
Continue reading “გადაწყვეტილება ხელვაჩაურში მოკლული ქალის საქმეზე”
ილია ვერძაძე: „არ უნდა ვითვლიდეთ გარდაცვლილების რაოდენობას, საჭიროა პრევენციული ზომები“
5 მაისს აჭარის არქიტექტორთა და მშენებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები ლუკა ასათიანის №13-ში შეიკრიბნენ, სადაც გუშინ კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა . მათ შრომისა და უსაფრთხოების მაკონტროლებელი უწყებისათვის უფლებების გაზრდა მოითხოვეს. როგორც „ბათუმელებს“ პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ უთხრა, პროფესიული კავშირები დიდი ხანია ითხოვს ქვეყანაში შრომის ტექნიკური ინსპექციის სრული სიმძლავრით ამოქმედებას. მისივე თქმით, …
გასხვისებული ქონება მწვანე კონცხზე და ორი განცხადება უნივერსიტეტში
დღეს, 5 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ჟურნალისტები უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან ღია შეხვედრის ჩასატარებლად მიიწვია. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს საშუალება არ მიეცათ შეხვედრას დასწრებოდნენ, მერაბ ხალვაში ხარაზს რამდენიმე სტუდენტთან ერთად შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რეზო ხარაზმა და მერაბ ხალვაშმა განცხადებები გააკეთეს. რეზო ხარაზის თქმით, იგი მერაბ ხალვაშისგან ითხოვდა …
Continue reading “გასხვისებული ქონება მწვანე კონცხზე და ორი განცხადება უნივერსიტეტში”
კაცი საყურით – პოსტსაბჭოთა საზოგადოების აგრესიის მიზეზი
26 აპრილს, თბილისში, მოქალაქე ნიკა ბერიძე და მისი მეგობრები საყურეს ტარების გამო უცნობმა პირებმა სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს. „ქართველ კაცს საყურე არ შეეფერება“, „ქართველს არ გავხარ“, – მათი თქმით, სწორედ ეს იყო თავდასხმის მოტივი. კაცები საყურეს გამო სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტი არაერთხელ გამხდარან საქართველოში. როგორც ჩანს, ადამიანებმა, რომლებიც ლოზუნგით – „ქართველობას გვართმევენ“ ყველა სიახლეს …
Continue reading “კაცი საყურით – პოსტსაბჭოთა საზოგადოების აგრესიის მიზეზი”
„World Cafe“ ბათუმში
27 მაისს ბათუმში „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ ღია დისკუსიას – „World Cafe“ გამართავს. ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი მიზნად ისახავს ახალი თაობის განვითარებას, აზრთა და იდეათა გაცვლას, ნოვატორული იდეების განხორციელებას, აქტუალური პრობლემების გადაწყვეტასა და ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაზრდას ქვეყნის განვითარების პროცესებში. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხის გარშემო ერთ მაგიდასთან დაჯგუფებული 10-20-კაციანი ჯგუფები დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. …
ხელვაჩაურში ინგლისური ენის პედაგოგებს გადაამზადებენ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომუშავე ინგლისური ენის პედაგოგების პროფესიული განვითარების მიზნით, აჭარის განათლების ფონდი, ბრიტანეთის საბჭოს თანადაფინანსებით სპეციალური პროგრამის განხორციელებას გეგმავს. განათლების ფონდის ინფორმაციით, „პროგრამა მიზნად ისახავს უცხო ენების პედაგოგების ენის კომპეტენციისა და სწავლების მეთოდოლოგიის გამჯობესებას, უზრუნველყოფს ინგლისური ენის ცოდნის ხარისხობრივ და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას ჯერ ამ კონკრეტული მუნიციპალიტეტების სოფლებში, ხოლო შემდგომში, აქ მიღებული გამოცდილების …
Continue reading “ხელვაჩაურში ინგლისური ენის პედაგოგებს გადაამზადებენ”
„წიგნის კუთხე“ – ნახევაფინალში მონაწილე სკოლები გამოვლენილია
3 მაისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ მესამე და მეოთხე მეოთხედფინალური თამაშები ჩატარდა. მონაწილე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ: კონსტანტინე გამსახურდია – „მთვარის მოტაცება“; რიუნოსკე აკუტაგავა – „წყლის კაცების ქვეყანაში“; ვირჯინია ვულფი – „საკუთარი ოთახი“; გაბრიელ გარსია მარკესი – „მარტოობის ასი წელიწადი“; ჰერბერტ უელსი – „უჩინარი კაცი“. მესამე …
Continue reading “„წიგნის კუთხე“ – ნახევაფინალში მონაწილე სკოლები გამოვლენილია”
პოლიციამ ბობოყვათის სკოლის შენობაში შეჭრილები გამოასახლა
ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის სკოლის ყოფილი შენობიდან მოქალაქეები პოლიციელებმა დღეს გამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „პოლიციას ძალის გამოყენება არ დასჭირვებია და რვა ოჯახმა, ვინც გუშინ სახელმწიფო საკუთრება თვითნებურად დაიკავა, ტერიტორია დატოვა“. სხვა ინფორმაციას გვაწვდიან თავად მოქალაქეები, ვინც ამ დროისთვისაც ბობოყვათის ყოფილი სკოლის შენობის ეზოში არიან და არსად წასვლას არ აპირებენ: „პოლიციამ ძალით გამოგვყარა. ოთხმა პოლიციელმა ამწია …
Continue reading “პოლიციამ ბობოყვათის სკოლის შენობაში შეჭრილები გამოასახლა”
საპროტესტო აქცია ხულოში საკუთრების დასაცავად
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში მცხოვრები ექვსი ოჯახი 5 მაისს საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი საკუთრების შენარჩუნებას ითხოვენ. „რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ აღსრულების ბიუროდან და გვითხრეს, რომ სახლ-კარი უნდა დავცალოთ, მიწაც თქვენი არ არისო. ღია ცის ქვეშ გვტოვებენ. არადა, ჩემი ბაბუაც და იმის ბაბუაც ამ მიწაზე ცხოვრობდა,” – ამბობს „ბათუმელებთან” თემურ პაქსაძე. მიწის ნაკვეთები რომ ამ ოჯახებს ეკუთვნით, ადასტურებს სოფელ …
Continue reading “საპროტესტო აქცია ხულოში საკუთრების დასაცავად”
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ბოტანიკური ბაღის შესახებ
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა. „სასტუმრო კომპლექსს, რომელიც მწვანე კონცხზე უნდა აშენდეს, არანაირი შემხებლობა არ აქვს ბოტანიკურ ბაღთან. ადგილი, სადაც სასტუმრო შენდება, 200 მეტრითაა დაშორებული ბაღის შესასვლელს და მათ შორის მოსახლეობა ცხოვრობს,“ – განმარტავს ზურაბ ჭურკვეიძე, აჭარის …
Continue reading “აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ბოტანიკური ბაღის შესახებ”
ოჯახში ძალადობა ხელვაჩაურში
ხელვაჩაურის სასამართლო განიხილავს ოჯახური ძალადობის სავარაუდო შემთხვევას, სადაც ქმარი უჩივის ცოლს. საქმის მასალების მიხედვით, ქმარმა პოლიციას მაშინ მიმართა, როცა მას ცოლმა თავში ბოთლი ჩაარტყა. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, რაც ადასტურებს, რომ დაზარალებულს სახის მიდამოში დაზიანებები აქვს მიღებული. დაცვის მხარის ადვოკატის ინფორმაციით, ამ ოჯახიდან პოლიციისთვის დასახმარებლად ადრეც მიუმართავთ, თუმცა არც ერთ შემთხვევაში შემაკავებელი ან გამაფრთხილებელი ორდერი არ …
პირველკლასელებს ბათუმში სასურველ სკოლებში ვერ არეგისტრირებენ
ბათუმში მშობლები იმ საჯარო სკოლებში, რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა ან ერთი შვილი მაინც სწავლობს ამ სკოლაში, მომავალ პირველკლასელ შვილებს ვეღარ არეგისტრირებენ. მიზეზი, როგორც სკოლებში ეუბნებიან, უკვე შევსებული ადგილებია. ბათუმის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის დროს ტერიტორიული პრინციპი აღარ მოქმედებს; რაც შეეხება მოსწავლეთა დედმამიშვილებსა და სკოლის თანამშრომელთა შვილებს, მათი რეგისტრაცია აპრილში დასრულდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე მათ …
Continue reading “პირველკლასელებს ბათუმში სასურველ სკოლებში ვერ არეგისტრირებენ”
ვაკანსიების შესახებ აჭარაში ახალი, ერთიანი პორტალი შეიქმნება
საქართველოს მოქალაქეს ან/და იმ პირებს, ვისაც კანონით აქვთ უფლება საქართველოში მუშაობის [არა საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ მცხოვრებს საქართველოში] 14 წლიდან შეეძლება რეგისტრაცია გაიაროს ვებგვერდზე, მიიღოს ინფორმაცია აჭარის დასაქმების სააგენტოში გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ და წარადგინოს განაცხადი ვაკანსიაზე [რეგისტრაციისათვის აუცილებელია გააჩნდეს პირადი ნომერი]. ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად კი, აჭარის დასაქმების სააგენტომ, სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის მოდულების ერთიანი პორტალის [მონაცემთა …
Continue reading “ვაკანსიების შესახებ აჭარაში ახალი, ერთიანი პორტალი შეიქმნება”
მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა
ლუკა ასათიანის ქუჩაზე, კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახებულ ბრიგადას მუშა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, მაგრამ იქ მყოფთა მოთხოვნით, ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ძალიან დაბნეულები ვართ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვიცით, რა მოხდა, ჩვენც ახლა გავიგეთ,” – გვიპასუხეს კომპანია “შველას” სამშენებლო დაფაზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე. ადგილზე მყოფი მუშები ამ …
Continue reading “მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა”
ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა
„თბილისის ბოტანიკური ბაღის მსგავსად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც ბიძინა ივანიშვილი ისაკუთრებს. ახალი სასტუმრო ისე აშენდება, რომ ბოტანიკურ ბაღს ერთ-ერთი შესასვლელი აღარ ექნება.” – განაცხადეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომლებმაც დღეს ბრიფინგი მწვანე კონცხზე გამართეს. ისინი ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სასტუმრო კომლექსის მშენებლობას აპროტესტებენ. სასტუმროს სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფი აშენებს. „საუბარია ბოტანიკური ბაღის შესასვლელზე უნივერსიტეტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, …
Continue reading “ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა”
რვა ოჯახი ქობულეთში, ყოფილი სკოლის შენობაში შეიჭრა
ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში რვა ოჯახი შეიჭრა. შენობაში არც წყალია, არც ელექტროენერგია და არც კარ-ფანჯარა. შეჭრილები ამბობენ, რომ მათი ეს ნაბიჯი მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა და ყველას თავ-თავისი ისტორია აქვს. რამდენიმე წარმომადგენელი დღეს ქობულეთის პოლიციაში დაკითხეს. „ჯერ მოვიდა სოფლის გამგებელი რუსლან ანთაძე, ცუდად არაფერი უთქვამს. დაგვპირდა, თუ რამე შეგვეძლება, გავაკეთებთო. მერე მოვიდა სამოქალაქო …
Continue reading “რვა ოჯახი ქობულეთში, ყოფილი სკოლის შენობაში შეიჭრა”
ხულიგნობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის სასამართლოში
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდი დარბაზი დღეს მოქალაქეებმა სრულად შეავსეს. სავსე იყო სასამართლო დარბაზში ბრალდებულისთვის განკუთვნილი სპეციალური, გისოსებიანი ადგილიც – პროკურატურა ხულიგნობას ხუთ პირს ედავება. საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის დეკემბერში ბათუმის ერთ-ერთ სლოტკლუბში ბრალდებულები არ შეუშვეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად სლოტკლუბის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა, რაზედაც სასამართლოში წარდგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. …
Continue reading “ხულიგნობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის სასამართლოში”
უმაღლესი საბჭო საარჩევნო კანონში ცვლილებებს განიხილავს
უმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავს. პირველი უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორები ფრაქცია „თავისუფლალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე არიან. მეორე ცვლილება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარის არჩევის წესის შეცვლას გულისხმობს და მისი ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ აბაშიძეა. …
Continue reading “უმაღლესი საბჭო საარჩევნო კანონში ცვლილებებს განიხილავს”
„რესპუბლიკური საავადმყოფო” თანხის გადახდას გარდაცვლილ პაციენტს სთხოვს
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო მომსახურების თანხის გადაუხდელობას ედავება ე.ხ.-ს, რომელიც უკვე გარდაცვლილია. „გარდაცვლილის მეუღლემ სასამართლოს წარუდგინა გარდაცვალების მოწმობაც,” – აღნიშნა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. მან საქმის განხილვა გადადო, ვიდრე მემკვიდრეობის მისაღებად კანონით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადა არ გაივლის. „ჩვენთვის ინფორმაცია ამ პირის გარდაცვალების შესახებ ცნობილი არ იყო,” – მიმართა მოსამართლეს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ წარმომადგენელმა, ნათია წულაიამ. ნათია წულაიას …
Continue reading “„რესპუბლიკური საავადმყოფო” თანხის გადახდას გარდაცვლილ პაციენტს სთხოვს”
უსკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებად დარეგისტრირების ვადა იწურება
დავით ფარტენაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირდა, ყოფილი კანდიდატი კი, დავით კვაჭაძე ფიქრობს და ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივლა, უარყოფს. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევ კონკურსში კანდიდატების დარეგისტრირების ვადა ორ დღეში, 5 მაისს უნდა დასრულდეს. ამ დრომდე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი, ხოლო წევრობის კანდიდატად ექვსი პირი დარეგისტრირდა. …
Continue reading “უსკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებად დარეგისტრირების ვადა იწურება”
ზუბალაშვილზე კორპუსს „კ.მ გრუპის“ ნაცვლად „დს გრუპი“ ააშენებს
ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩა N37-ში მდებარე 3392 კვ/მ მიწის ნაკვეთი, გარიგების საფუძველზე, შპს „კ.მ გრუპმა“ საკუთრებაში შპს „დს გრუპს“ გადასცა. აღნიშნული ტერიტორია [ჭავჭავაძის, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებს შორის] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა შპს „კ.მ გრუპზე“ [კომპანიის ძირითადი ვალდებულება იყო აეშენებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა საცხოვრებელი სახლი]. 2015 წლის ბოლოს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რის …
Continue reading “ზუბალაშვილზე კორპუსს „კ.მ გრუპის“ ნაცვლად „დს გრუპი“ ააშენებს”