ყოფილი ჭადრაკის სასახლე ოლიმპიურ კომიტეტს გადაეცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფრომაციით, რესტორან ,,კაისას” შენობა [ყოფილი ჭადრაკის სასახლე] ოლიმპიურ კომიტეტს გადაეცა. დღესვე, აჭარის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. მას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები, ქალაქ ბათუმის მერი, მთავრობისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი …

ბათუმში, სავარუდოდ, გრიგოლ ვოლსკის საფლავი იპოვეს

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, მეორე საჯარო სკოლის მოპირდაპირე ეზოში, საკომუნიკაციო სისტემის სარაბილიტაციო სამუშაობისას, სავარაუდოდ, გრიგოლ ვოლსკის საფლავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უმაღლესი საბჭოს წევრი, განათლების კომისიის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ამ ადგილას არქოლოგიური გათხრები უკვე დაიგეგმა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის ინფორმაციით, ჭინჭარაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას ადამიანის ნეშთის ნარჩენები ნამდვილად აღმოაჩინეს. „ამ …

ჰესების მშენებელი კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” დაზარალებულებს შეპირებულ კომპენსაციას არ უხდის

დღეს კირნათისა და მარადიდის მოსახლეობამ მდინარე ჭოროხზე ჰესების მშენებელი კომპანის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. მოსახლეობა შეპირებულ კომპენსაციას ითხოვს. მათი თქმით, კომპანია უკვე ჰესის ამუშავებას გეგმავს, მოსახლეობას კი ჯერ კიდევ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმ ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანიამ დაიკავა. გარდა ამისა, მოსახლეობა კომპანიისგან იმ ნაკვეთების შესყიდვასაც ითხოვს, რომლებიც ჰესების მშენებლობის დაწყების შემდეგ მათთვის სასარგებლო აღარ …

ბათუმში საკურორტო სეზონი გაიხსნა [ფოტო/ვოდეო]

დღეს, 28 მაისს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საკურორტო სეზონი გახსნილად გამოაცხადა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მთელი დღეა ბათუმის ბულვარში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სპეციალური დეკორაციებითა და განათებებით გაფორმებულ ბულვარში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ბენდების Nemo, Strawberry Fields, Sound Lab, მოსიარულე დრამერების კონცერტებს დაესწრონ და ზაფხულში დასვენებასთან ასოცირებულ სხვადასხვა აქტივობაში, …

Critical Mass Batumi – 27 მაისი [ფოტო]

    დღეს ბათუმში ტრადიციული ველომსვლელობა Critical Mass Batumi მოეწყო. Critical Mass-ი არის ყოველთვიური ველომსვლელობა ქალაქის ქუჩებში და იმართება მსოფლიოს 300-მდე ქალაქში, ყოველი თვის ბოლო პარასკევს. ჯგუფური მსვლელობის მიზანია, შეახსენონ ავტომანქანის მძღოლებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ მაშინ, როცა ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან. თორნიკე თავაძის ფოტოები:

შავი ზღვის სანაპიროს საქართველოში უცხოელი მეცნიერები იკვლევენ

27 მაისს ბათუმში უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებული ჯგუფი,  რუმინეთის კვლევითი გემით Mare Nigrum-ით შემოვიდა. მეცნიერები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგს ჩაატარებენ. ასეთი კვლევა შავ ზღვაზე 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს ოთხი თვის განმავლობაში ჩაატარებენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების სრულყოფილი შეფასება. …

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზაფხულისთვის ბათუმში ბრენდული სასტუმროები დაჯავშნილია

სასტუმროების მენეჯერების ინფორმაციით, წელს ბათუმში ყველაზე მეტი დამსვენებელი შვიდ ივნისს ჩამოვა. ამ დღეს ბათუმში ცნობილი ამერიკული ბენდის – Maroon 5 -ის კონცერტია დაგეგმილი. საკურორტო სეზონისთვის ნომრები სხვა დღეებისთვისაც უკვე დაჯავშნილია. რომელი ქვეყნიდანაა უფრო მეტი დაკვეთა – ამ ინფორმაციას სასტუმროები ასაიდუმლოებენ. ტურიზმის დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ ამაზე, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ფლობენ. სასტუმრო „გალოგრეს“ მენეჯერის ინფორმაციით, სასტუმროს …

რატომ ეწევიან საჯარო მოხელეები სიგარეტს ტუალეტებში

ოთხსართულიან შენობაში, სადაც აჭარის სამინისტროებია განთავსებული, თითქმის ყველა სართულზე წააწყდებით გაფრთხილებას – „მოწევა აკრძალულია“. ნიშნების სიმრავლის მიუხედავად, სამი სამინისტროს დერეფნებსა და საპირფარეშოებში საჯარო მოხელეები სიგარეტს ეწევიან. ბათუმის მერიის შენობაში კი ე.წ. „მოსაწევი კუთხე“ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან, ჰოლშია მოწყობილი. დადგენილი წესის მიხედვით, საჯარო მოხელეები ღია სივრცეში, ამოსასვლელი კიბეების კუთხეში უნდა ეწეოდნენ, სადაც ერთი სანაგვე ურნა და …

იარაღის უკანონო ტარების საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა

იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება იაგო ც.-ს ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა სხდომა მიმდინარე წელს საერთოდ არ ჩანიშნულა, მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე.წ. კონფიდენტი გაიშიფრა. სამხარაულის ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, ბრალდებულის ნაცვლად კონფიდენტის თითის ანაბეჭდებია დარჩენილი. საქმით უკვე დაინტერესდა და მასში მონიტორინგის კუთხით ჩაერთო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. …

უცნობი ყადირ შერვაშიძე

სულხან სალაძე დღეს 2016 წლის 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ვინმეს რომ ვკითხო, 1897 წლის 24 აგვისტოს შესახებ რამე ხომ არ ახსენდება, ალბათ პასუხი იქნება – არა. არადა, 1897 წლის 24 აგვისტოს აჭარაში სტუმრად მყოფმა თედო სახოკიამ ქედიდან ბათუმისაკენ აიღო გეზი. ბათუმისკენ ცხენით მიმავალ ეთნოგრაფს ოთხი თანამგზავრი ახლდა თან. ორი თუფან ბეგის შვილი იყო, ორიც …

27 მაისს ბათუმში 7 500 აბონენტს დენის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 27 მაისს, 11-დან 18 საათამდე, ბათუმში, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7500 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ  ჯავახიშვილის, აბუსერიძის, ჭავჭავაძის, რუსთაველის, გრიბოედოვის, პუშკინის, ოძელაშვილის, გორგილაძის, გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების აბონენტებს. „სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა გათიშულ აბონენტს“, …

ბათუმს სტამბოლის მერი ეწვია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს ბათუმს ქალაქ სტამბოლის მერი ქადირ თოფბაში ეწვია. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ეს ქადირ თოფბაშის პირველი ვიზიტია საქართველოში.  მას აეროპორტში დახვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტამბოლის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს, 17 საათზე, ბათუმის სახელმწიფო …

„ანსაუნდი“ 27 მაისიდან – ბათუმი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის რუკაზე

27 მაისს, საღამოს 9 საათზე, ბათუმში, ანბანის კოშკის გვერდით მდებარე შენობაში [შესასვლელი ბულვარის მხრიდან] თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „ანსაუნდი“ გაიხსნება. 13 წლის წინ პოლონეთში, კრაკოვში დაარსებული მუსიკალური ფესტივალი ბოლო რამდენიმე წელია კრაკოვის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება, მათ შორის: ნიუ იორკში, ლონდონში, ტორონტოში, ადელაიდეში, კიევში, ბრატისლავაში, პრაღაში და ა.შ. ფესტივალი 2012 წელს თბილისშიც ჩატარდა, ბათუმი კი …

სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი ბათუმში [ვიდეო]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა: თბილისი – თავისუფლების მოედანი; კახეთი – იყალთოს მონასტრის ეზო; სამეგრელო – ნოქალაქევის ციხესიმაგრე; სამცხე-ჯავახეთი – ვარძიის მიმდებარე ტერიტორია;  იმერეთი – ქუთაისის თეატრის წინ;  აჭარა – ბათუმის ბულვარი. ცერემონიალმა ერთგვარი ფლეშმობის სახეც მიიღო. თბილისში, თავისუფლების მოედანზე მყოფ ქვეყნის პრეზიდენტს, საქართველოს უმაღლეს მთავარსარდლს, სამხედრო ფიცის დადების …

რამაზ სურმანიძე ბათუმის საკრებულოს ტოვებს

ბათუმის საკრებულოს წევრი რამაზ სურმანიძე საკრებულოს ტოვებს. მის განცხადებას, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, საკრებულო ხვალ, 27 მაისს განიხილავს. „ეს არის ჩემი პირადი სურვილი და იგი არანაირ პოლიტიკას არ უკავშირდება – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ სურმანიძემ – ამჟამად 4 წიგნზე ერთდროულად ვმუშაობ და დრო საერთოდ არ მრჩება. მინდა, რომ სამეცნიერო საქმეს მივხედო.“ “მიიღეთ თუ არა შეთავაზება პოლიტიკური პარტიებისგან მომავალი …

ბათუმში ფესტივალი „ოქროს დელფინი“ გაიხსნა [ვიდეო]

26  მაისს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი „ოქროს დელფინი – ხელოვნება მსოფლიოს გარშემო“ გაიხსნა. საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ: უკრაინის, პოლონეთის, ლიტვას, თურქეთის, ინდოეთის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ცალკეული რეგიონების შემოქმედებითი კოლექტივები. ფესტივალ-კონკურსი მსოფლიო ფესტივალების საერთაშორისო ორგანიზაცია CIOFF-ის წევრია. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოება. ფესტივალი ეწყობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ …

დამოუკიდებელი ქვეყნის 25 წელი

26 მაისს შესრულდება 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადებიდან. როგორ იცვლებოდა საზოგადოება ამ წლების განმავლობაში – კითხვებს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ უპასუხა. ზვიად, თქვენი შეფასებით, 25 წლის მანძილზე, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რა შეიცვალა ყველაზე მნიშვნელოვანი და რა არ შეიცვალა? პირველ რიგში, არის ერთი ძალიან საინტერესო კაზუსი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ 26 მაისს და არა …

ბათუმის #2 საჯარო სკოლა „წიგნის კუთხის“ გამარჯვებული გახდა

ინტელექტუალური თამაშის  – „წიგნის კუთხე“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. 22 მაისს გამართულ ფინალურ თამაშზე, ერთმანეთს შეხვდნენ ბათუმის №2  [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი] და №10 [მაკა ვაშაკიძე; მეგი ქამაშიძე; ნინო ჭაღალიძე] საჯარო სკოლების გუნდები. ფინალურ თამაშზე დაისვა 7 ძირითადი კითხვა, შემდეგი ნაწარმოებებიდან: ოსკარ უაილდი – „დორიან გრეის პორტრეტი“; უილიამ შექსპირი – „ჰამლეტი“; ალბერტ კამიუ – „უცხო“; …

მოქალაქის განცხადების შესასწავლად ბათუმის საკრებულო დროებით კომისიას ქმნის

მოქალაქე ასლან სარიშვილის განცხადების შესწავლის მიზნით ბათუმის საკრებულო დროებითი სამუშაო კომისიის შექმნას აპირებს. გადაწყვეტილებას საკრებულო 27 მაისის სხდომაზე მიიღებს. ასლან სარიშვილმა საკრებულოს სხდომა მიმდინარე წლის 20 აპრილს ჩაშალა, როცა მან დარბაზში მყოფი მერისგან უშუალოდ მოითხოვა პასუხის მიღება მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე. „რადგან მოქალაქე ამბობს, რომ მას არასწორად ექცევიან, ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს. კომისიის წევრები იქნებიან საკრებულოს …

28 მაისს ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნება [პროგრამა]

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 28 მაისს ტურისტული სეზონო ბათუმში 11 საათზე, ისტორიულ ბულვარში, შადრევნებთან გაიხსნება „წყლის ფარდის“ შოუთი. დეპარტამენტის განმარტებით, მოეწყობა სპეციალური 3-მეტრიანი წყლის ფარდა, რომელზეც ბათუმის ხედების ვიდეოპროექციებს აჩვენებენ. 12 საათზე კი, ბათუმის ბულვარში ჯგუფი „მოსიარულე დრამერები“ გამოჩნდებიან, რომლებიც  ბულვარში იმოძრავებენ. მთელი დღის მანძილზე დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათი უმრავლესობა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე …

სკოლის მოსწავლეებს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის სამ მოსწავლეს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა. „პარკინგზე დაყენების დროს მანქანა ოდნავ დაეჯახა ბავშვს, მეორემ კი ინერვიულა და შიშისგან დაეცა დაშავებულს. სამივე ბავშვი მაშინვე ავტომანქანის მძღოლმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ გაეწიათ სამედიცინო მომსახურება და კარგად არიან. მხოლოდ ნაკაწრი აქვს ერთ გოგონას,” – უთხრა “ბათუმელებს” მედეა გვენეტაძემ, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა. მედეა …

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის შესაკეთებლად  2720 ლარია საჭირო

შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“ [სახ. ნომრით DCD-878] ამჟამად დაშლილ მდგომარეობაში დგას ქ. ქობულეთში, „ტოიოტა ცენტრი ჯორჯიას“ აჭარის სერვისცენტრში. გამგეობის ინფორმაციით, ავტომანქანა გაფუჭდა თბილისიდან გზად მომავალი და აუცილებელი იყო მისი ევაკუატორით გადაყვანა. „აღნიშნული კომპანიის დახმარებით მოხდა მანქანის ქობულეთამდე ტრანსპორტირება და დაშლა დიაგნოსტიკის მიზნით. ავტომანქანის შესაკეთებლად საჭიროა 2720 ლარი. მანქანის ძრავი არის დაშლილი და …

დეპუტატები აჭარის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშს ისმენენ

აჭარის ბიუჯეტის 2016 წლის პირველი კვარტალის ანგარიშს უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ისმენენ. ანგარიშს დეპუტატებს რამაზ ბოლქვაძე აბარებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, კვორუმის არარსებობის გამო, დღემდე ვერ მოახერხა აჭარის ბიუჯეტის გასული წლის ანგარიშის ჩაბარება.  „ყველა პარამეტრი კარგი გვაქვს“ – მოკლედ გვიპასუხა რამაზ ბოლქვაძემ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე და დეტალური ინფორმაციის მოწოდებას კომისიის …

ირაკლი ჯაშის ინიციატივას უსკო-ს წევრების არჩევაზე, კომისია განიხილავს

ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ თავმჯდომარის, ირაკლი ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივა უმაღლეს საბჭოში დღეს განიხილება. დეპუტატის ინიციატივაა, შევიდეს ცვლილება კანონში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, რომლის შემდეგაც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ასევე წევრის ასარჩევად 11-ის ნაცვლად, 7 დეპუტატის თანხმობა იქნება საკმარისი. ინიციატივას საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია განიხილავს. „ეს აბსურდია, მაგრამ არ ვიცი …

ბსუ-ში გერმანელი პროფესორის საჯარო ლექცია გაიმართება [ანონსი]

დღეს, 16 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში საჯარო ლექცია გაიმართება, თემაზე: „ნაციონალური და საერთაშორისო საჯარო სფეროები და ადამიანის უფლებათა დაცვა“. საჯარო ლექციას წაიკითხავს მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, გეორგ ლომანი. ღონისძიება ეწყობა, საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომლესაც სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა ფორმატის საჯარო აკადემიური დისკუსიების ორგანიზებას …

მათემატიკაში საატესტატო გამოცდა 5 600-ზე მეტმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

24 მაისს  მათემატიკის გამოცდაზე 42 700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათგან ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 86 პროცენტზე მეტმა.  ივა მინდაძის შეფასებით, გამოცდებზე ტექნიკური ხარვეზები არ ყოფილა. დღეს, 25 მაისს, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები  საატესტატო გამოცდას  ქიმიაში აბარებენ,  ივა მინდაძის განცხადებით, საბოლოო შედეგები გამოცდების დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.  მისივე ინფორმაციით, …

ორი სარჩელი ერთი ოჯახიდან ძალადობაზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 24 მაისს, ჯ.მ. ოჯახურ ძალადობაში დამნაშავედ მიიჩნია. მას ბრალად ედებოდა ძალადობა ცოლის, სიდედრისა და სიმამრის მიმართ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლო ამავე ოჯახთან დაკავშირებულ სხვა საქმეს განიხილავს. ამ შემთხვევაში ჯ.მ. ედავება ცოლს, სიდედრს, სიმამრს და მათ მის მიმართ ძალადობაში სდებს ბრალს. გამოძიების მასალების მიხედვით, ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სამჯერ …

ვის შეხვდება „იაფი სახლი”? – ჟურნალისტებისთვის დახურული სხდომა მერიაში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს მერიაში ე.წ. ,,იაფი სახლით“ მოსარგებლეთა კრიტერიუმების დამდგენი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრზე შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი კონსულტანტის დახმარებით შემუშავებული მეთოდოლოგიის პრეზენტაცია წარადგინეს. მეთოდოლოგია კრიტერიუმების საბაზისო დოკუმენტზე დაყრდნობით შემუშავდა. სხდომას, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურული იყო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ბათუმელები“ კომისიის თავმჯდომარეს, თამაზ თურმანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ სხდომას თავადაც არ …

სასამართლო მოქალაქისთვის სამსართულიანი სახლის ჩამორთმევას დათანხმდა

„ეს არ არის კომპენსაცია, ეს არის კონფისკაცია. მოთხოვნა არ არის ვალიდური და კომპეტენტური”, – ასე დაასრულა თავისი საპაექრო სიტყვა ადვოკატმა ირაკლი ჯაფარიძემ. ის სასამართლოში ჩაქვში მცხოვრები ირაკლი ჯაყელიძის ინტერესებს იცავს, რომლის ქონებაზეც ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას სასამართლოსგან საავტომობილო გზების დეპარტამენტი ითხოვს. ირაკლი ჯაყელიძის სამსართულიანი სახლი ჩაქვში მდებარეობს. იქვე მას მეტალოპლასტმასის კარ-ფარჯრების საამქრო აქვს გახსნილი, თუმცა საწარმო გზების დეპარტამენტის …

ომბუდსმენთან შეხვედრაზე თემურ ქარცივაძე ყველაზე უტაქტო საჯარო მოხელედ დაასახელეს

დღეს ბათუმში ჩართულობის ცენტრში სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან შეხვედრაზე სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე ერთ-ერთ ყველაზე რთულად საურთიერთო და უტაქტო საჯარო მოხელედ დაასახელეს. სააგენტოს უფროსისა და მისი თანამშრომლების მხრიდან არასათანადო ქცევაზე „ფსიქოსერვისების ცენტრის“ ხელმძღვანელმა შორენა დოლიძემ ისაუბრა, მას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ თემურ ქარცივაძესთან კონტაქტი შეუძლებელია. თემურ ქარცივაძესთან დაკავშირებით არასამთავრობო …

ისტორიაში საატესტატო გამოცდა 2 100-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ისტორიაში საატესტატო გამოცდაზე 42 ათასი მოსწავლე დარეგისტრირდა. ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდა 95-მა პროცენტმა ჩააბარა, 5-მა პროცენტმა კი ბარიერი ვერ დაძლია. დღეს, 24 მაისს, ქართულენოვან სკოლებში  საატესტატო გამოცდები მათემატიკის გამოცდით დასრულდება. მათემატიკის გამოცდის შედეგები, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ისტორიაში გამოცდები გუშინ, 23 მაისს ჩატარდა.

გიორგი მაისურაძის საჯარო მოხსენება ბსუ-ში

29 მაისს, 14 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში, გაიმართება დისკუსია თემაზე:  „სეკულარულობა და მისი კრიზისი თანამედროვე საქართველოში“. დისკუსიის თემაზე მოხსენებას წაიკითხავს ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე.  დისკუსიის მოდერატორი იქნება ბსუ-ს სტუდენტი მარიკა ფუტკარაძე. დისკუსიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“. დისკუსია მზადდება ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში …

ბათუმის საკრებულო არჩილ ხაბაძისთვის k2-ზე რეკომენდაციის უფლების ჩამორთმევას გეგმავს

ბათუმის საკრებულო აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (k2) გაზრდის თაობაზე შუამდგომლობის [რეკომენდაციით მიმართვის] უფლების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს. ინიციატორი რესპუბლიკელი თემურ ყურაშვილია. დადგენილების პროექტის განხილვას, რომელიც უკვე მზადაა, საკრებულო 27 მაისს დაანონსებულ სხდომაზე გეგმავდა, თუმცა საკითხი უკვე გამოქვეყნებული დღის წესრიგიდან ამოიღეს. რატომ გადაწყვიტა საკრებულომ მთავრობის თავმჯდომარეს მის მიერვე მინიჭებული უფლება ჩამოართვას? – საკითხის ინიციატორის თემურ …

ორი დაკეტილი მუზეუმი ბათუმში

ბათუმში წინა ხელისუფლების დროს გახსნილი ცვილის მუზეუმი ისევ დაკეტილია. შენობა არქიტექტორთა სახლს ეკუთვნის, რომლისთვისაც ანალოგიური შენობის გამონახვა ბათუმის მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. ოფიციალური ინფორმაციით, წლევანდელ საკურორტო სეზონზე ვერც „ბათუმის მუზეუმის“ გახსნა მოხერხდება, რომლისთვისაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძველი აბანოების შენობა გაარემონტა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ გია თავამაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცვილის მუზეუმს ბათუმში …

აჭარის პოლიციაში დეტექტივების უფროსი ისევ შეიცვალა

შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად ვახტანგ ტერაშვილი დაინიშნა. ცვლილება 16 მაისისთვის განხორციელდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის პოლიციაში დეტექტივების სამმართველოს უფროსი უკვე მესამედ შეიცვალა. ტერაშვილის დანიშვნამდე სამმართველოს ხელმძღვანელობდა გიორგი რევაზიშვილი, რომელიც ამ თანამდებობიდან დაახლოებით 2 თვის წინ გადადგა. როგორც შს სამინისტროში ამბობენ, ის სისტემამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიავლინა. ბოლო მონაცემები ცხადყოფს, …

15 წლის ჩოგბურთელი ქედიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები 15 წლის ანრი დევაძე ერთ-ერთია საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ნაკრებიდან, რომელიც წელს ზაფხულში, ხორვატიაში დაგეგმილ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. წარმატების მისაღწევად ხუთი წელია, კვირაში რამდენიმე დღე სავარჯიშოდ სოფელ ვაიოდან ბათუმში დადის. მალე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზებს და ამისთვის ახლა საგულდაგულოდ ემზადება. სპორტის ამ სახეობით ადრეულ ბავშვობაში დაინტერესდა, მაშინ …

Exit mobile version