აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ოცნების ქალაქზე“

კითხვაზე, რატომ არ შეხვდა „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლებს ამ დრომდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ მას არ უნდოდა წინასაარჩევნო პერიოდში დაპირებების გაცემა: „მე თავი ავარიდე შეხვედრას, რადგანაც იყო წინასაარჩევნო პერიოდი. არ მინდოდა, რაღაც დაპირებები გამეცა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მადარდებს ეს საკითხი. აუცილებლად მივალ იქ. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი კომისია კომისიისთვის არ …

ჭიბონის ოსტატი ქედიდან

თემურ არძენაძე ჭიბონს ბავშვობიდან ამზადებს. ქედელ ხელოსანს ჭიბონის დასამზადებლად  არამარტო ქართველი, არამედ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებიც ხშირად აკითხავენ. ჩასაბერი საკრავის დამზადებასთან ერთად ქედელი ხელოსანი ჭიბონის საუკეთესო დამკვრელიცაა. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში მცხოვრებმა თემურ არძენაძემ პირველი ჭიბონი 12 წლის ასაკში დაამზადა. ახლა 52 წლისაა და ამბობს, რომ წლების განმავლობაში ათეულობით დამზადებულმა ჭიბონმა პროფესიონალ ხელოსნად აქცია. „არ …

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სახელმწიფოსგან ბინის ჩუქებაზე

“ახლა მკითხავთ ალბათ, თქვენ რომ მოგცეს ბინა და გაყიდეთ, ხომ კარგი იყოო… ვფიქრობ, მოსამართლეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ ურჩევნიათ [ბინა], საკუთრებაში, თუ სარგებლობის უფლებით. სახელმწიფო თუ გააკეთებს ამას, ეს შეიძლება დისკრიმინაციულად შეფასდეს“- განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში. „ბათუმელები“: თქვენ რატომ არ გააკეთეთ იგივე? ხომ შეგეძლოთ უარი გეთქვათ საკუთრების ჩუქებაზე და უფლებამოსილების ვადით აგეღოთ …

ბათუმის მერიის უკონტროლო ქონება და უფასო მოსარგებლეები

აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარაში მუნიციპალური ქონების უსასყიდლოდ და უნებართვოდ გამოყენების ფაქტებიც ფიქსირდება. სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, „ბათუმის მერიის საკუთრებაშია ქონება, რომელთაც იყენებენ გარკვეული ფიზიკური ან იურიდიული პირები უსასყიდლოდ“. ბათუმის მერიის მიერ აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ქონებიდან 10 ობიექტი …

აჭარის ქონების უფასოდ მოსარგებლეები

აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ურთიერთობა მოსარგებლეებთან კანონის შესაბამისად მოწესრიგდება. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს ადამიანები გამოასახლონ კიდეც. კანონის ნორმა კი, რომლითაც სამინისტრო საკითხს არეგულირებდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით აჭარაში …

შს სამინისტრო „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟებას იწყებს

შინაგან საქმეთა მინისტროს ინფორმაციით, „დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად“ სამინისტრო ახალ პროექტს – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“  იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ …

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ წინააღმდეგ მოსახლეობა საპროტესტო აქციას გეგმავს

დღე, 14 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“,  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში საპროტესტო აქციის განახლებას გეგმავს.  ორგანიზაციის წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა აპირებს არ გაატარონ ჰესის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკა, რადგან მათი განცხადებით, სოფლებში სადაც ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს, არ არის დაცული ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები. „ყველა გეოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ სოფელი  მეწყერსაშიშ ზონაშია და ხელისუფლება კი არ აპირებს ამ …

ზურაბ პატარაძე: უახლოეს პერიოდში ვიწყებთ „რვაფეხას“ აღდგენას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „რვაფეხას“ რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. „ის იქნება ისეთი, როგორიც იყო წარსულში. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიწყებთ რვაფეხას აღდგენას“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. „ბათუმელების“ კითხვაზე, ვისი დაფინანსებით მოხდება „რვაფეხას“ რეაბილიტაცია, ზურაბ პატარაძე პასუხობს, რომ შესაძლოა პროექტი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსოს. „ჩვენ დავუკავშირდით სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის, „ფონდ ქართუს“. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოფა …

ბათუმელი მოსწავლეების გამოგონებამ სპეციალური პრიზი მიიღო

სკოლა „გორდას“  გამომგონებელი  მოსწავლეები, მკვლევართა და გამომგონებელთა კონკურსზე – „ლეონარდო და ვინჩი“   ახალი  ტექნოლოგიებით  წარსდგნენ.  ანა შუბლაძისა და ენრი გეგიძეს   გამოგონებამ  სპეციალური პრიზი დაიმსახურა.  მათ  „ლენოვოს“ ფირმის  ტაბლეტები გადაეცათ. გამოგონება, რომელიც ბუნებრივი აირის, ნავთობის ან წყლის გაჟონვის რისკებს თითქმის გამორიცხავს, მეთერთმეტეკლასელ ანა შუბლაძეს და ენრი გეგიძეს ეკუთვნით. ეს მათთვის პირველი გამოგონებაა, თუმცა სხვა ინოვაციებიც აქვთ …

რას შეცვლის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

პირველი მოსამართლე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა, გოჩა ფუტკარაძეა. 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება 2013 წლიდან ამოქმედდა და მას შემდეგ მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით – სამი წლით ინიშნებიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს, მოსამართლე უვადოდ [საპენსიო ასაკამდე] გამწესდება თუ არა. „არის თუ არა უვადოდ მოსამართლის დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის გარანტი? მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება …

13 წლის ბიჭი სკოლის ნაცვლად ქუჩაში

ის ილიაა და არ არის ერთადერთი ბიჭი, ვინც სკოლიდან გაგდების შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა. მაგრამ ცოტაა ისეთი, ვისაც 13 წლის ასაკში სამწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს –  როგორც თავად ამბობს, ბაზრობის „კაჭკაზე“. ზაფხულობით „კაჭკას“ პლაჟზე შეზლონგები ანაცვლებს. ილია ძირითად დროს ქუჩაში ატარებს. ილიას ჰყავს მამა და ოთხი და-ძმა. ილიას და ახლა 18 წლის არის. ის 4 წლის …

ელექტრონული ჭადრაკი სკოლებში

ბათუმში ელექტრონულ ჭადრაკს ორ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში ასწავლიან. მთლიანად აჭარაში კი ელექტრონული ჭადრაკის სწავლება 42 სკოლაში უნდა დაიწყოს. პროგრამა საპილოტეა და სკოლების შემდეგ, საბავშვო ბაღებშიც დაინერგება. რა მოსწონთ და რას ვერ ეგუებიან ბავშვები  ელექტრონულ ჭადრაკში? ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილს „ბათუმელები“  ბათუმის  #2 საჯარო სკოლაში დაესწრო. გაკვეთილი მეორეკლასელებს ჩაუტარდათ და ის სალექციო ფორმატში მიმდინარეობდა. პროცესს …

ქედაში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები 250 ლარით დააჯარიმეს

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნუგზარ მგელაძემ 250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს და დარბაზიდან გაათავისუფლა. გოგიაშვილებში საპროტესტო აქცია 9 ნოემბერს დაიწყო. აქ მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების სისტემის დამონტაჟებას აპროტესტებს. “დაგვარბიეს. 100-მდე პოლიციელი იყო მოსული და დაგვშალეს. ტრაქტორებმა მუშაობა უკვე დაიწყეს”, – ამბობს “ბათუმელებთან” შახო არძენაძე, სოფელ გოგიაშვილების მკვიდრი. მისი თქმით, პოლიციამ ის …

საწოლს მიჯაჭვულები და სახელმწიფო [ვიდეო]

რას აკეთებს სახელმწიფო ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საწოლს მიჯაჭვული აღმოჩნდნენ – ნახეთ ადამიანები მთიდან, რომლებიც გარესამყაროს მოწყვეტილი არიან და ადამიანები, რომლებიც ვალდებულებამ მომვლელებად აქცია… მესამე წელია შინმოვლის პროგრას ბათუმის მერია ახორციელებს. რას ცვლის მუნიციპალური პროგრამა ბათუმში ფიზიკურად დაუძლურებული ადამიანებისთვის?

6 ათასი დისკრიმინაციული განცხადება დასაქმების ბაზარზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დასაქმების შესახებ გამოქვეყნებული 85 ათასი განცხადების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ 6 090 განცხადება შეიცავს დისკრიმინაციულ ტერმინებს. საქართველოს კანონმდებლობით, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია იკრძალება. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, გასაუბრების დროს კითხვა დაგისვას ოჯახური მდგომარეობის შესახებ. თუ ამას აკეთებს, უნდა იცოდეთ, რომ ის თქვენს უფლებებს არღვევს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, ადვოკატირების …

ბსუ-ს პროფესორის ფეისბუქსტატუსს ომბუდსმენი სწავლობს

„მათ შვილებს და შვილიშვილებს შეექმნათ ერთნაირსქესიანთა ოჯახები, რათა უმოკლეს დროში ამოწყდეს მათი ბინძური გენი. ერთნაირსქესიანთა ოჯახი ხომ ვერ მრავლდება…“ – ეს ამონარიდია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ზებურ ავალიანის ფეისბუქპოსტიდან. პროფესორმა დისკრიმინაციული მოსაზრებით პარლამენტის ერთ-ერთ წევრს მიმართა. სახალხო დამცველი ზებურ ავალიანის სავარაუდო დისკრიმინაციული თავდასხმის საკითხს განიხილავს. რა მექანიზმი აქვს სახელმწიფოს, როცა ადამიანები ინტერნეტსივრცეში დისკრიმინაციულ …

ქედაში საპროტესტო აქციაზე სამი პირი დააკავეს

ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა სამი პირი დააკავეს. სოფელში  უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა. გოგიაშვილებში საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყო. მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების სისტემის დამონტაჟებას აპროტესტებს. “დაგვარბიეს. 100-მდე პოლიციელი იყო მოსული და დაგვშალეს. ტრაქტორებმა მუშაობა უკვე დაიწყეს…” – ამბობს “ბათუმელებთან” შახო არძენაძე, სოფელ გოგიაშვილების მკვიდრი. მისი თქმით, პოლიციამ ის ოთხი პირი დააკავა, ვინც ტრაქტორს წინ გადაუდგა. …

სოფელ გოგიაშვილებში მოსახლეობის პროტესტის გამო პოლიციაა მობილიზებული

ამ დრომდე გრძელდება საპროტესტო აქცია ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში. ადგილობრივები მძიმე ტექნიკას შესვლის საშუალებას არ აძლევენ სოფელში , სადაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზების სისტემა უნდა დამონტაჟდეს. აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. “ჩვენს სოფელში ანძებს არ დავადგმევინებთ. ეს იწვევს უშვილობას, სიმსივნეს. არის საშუალება, რომ მდინარის პირას გაიყვანონ ელექტროხაზები, მაგრამ არ უნდათ. ეტყობა, პროექტში ფული უკვე გადახდილია და …

მოსამართლეთა დანიშვნის წესს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ახალი შემადგენლობით ამ წუთებში განიხილავს მოსამართლეთა დანიშვნის წესს. დავის საგანია ჩანაწერი ორგანულ კანონში “საერთო სასამართლოების შესახებ”, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს ვალდებულება მოსამართლეთა კონკურსის მონაწილეს დაუსაბუთოს, რის გამო არ მოხდა მისი არჩევა. ამასთანავე, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთადერთი ორგანოა, რომელსაც საერთო სასამართლოებში მოსამართლის დანიშვნა შეუძლია. მოსარჩელე …

282 ათასი ლარი ბათუმის მერიის შენობის რემონტისთვის

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის [ლუკა ასათიანის ქ. N25] სარემონტო სამუშაოებისა და შშმ პირთა ადაპტირებული ლიფტის მოწყობისთვის ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 282 ათას 50 ლარია. არსებული პროექტის მიხედვით შშმ პირთა ადაპტირებული ლიფტი ადმინისტრაციულ შენობას ეზოს მხრიდან მიედგმება. შენობის ფასადის საღებავის ფერები ჯერ არ არის შერჩეული და ის შემდგომში უნდა შეთანხმდეს მერიასთან. არსებული ფასადის ფერების …

უცხოური ინვესტიციები აჭარაში ქვეყნების მიხედვით

აჭარაში, 2013 წლიდან 2016 წლის ექვსი თვის ჩათვლით განხორციელებულია 683,5 მილიონი აშშ დოლარის კერძო უცხოური ინვესტიცია. აქედან 341,1 მილიონი აშშ დოლრის მხოლოდ ბათუმში. ყველაზე მსხვილი ნორვეგიულ-ინდური ინვესტიცია აჭარის მთაში ჰესების მშენებლობას უკავშირდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო უცხოური ინვესტიცია ძირითადად განხორციელდა ტურიზმის, მშენებლობის, ენერგეტიკისა და სხვა დარგებში. 2013-2015 წლებში აჭარაში 93 მილიონ აშშ …

ოცდაერთი ვიდეოარტი ოლგა იურგენსონისგან ბათუმის ხელოვნების სივრცეში

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე ოლგა იურგენსონს უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოცდაერთი თანამედროვე ხელოვანის ვიდეოარტი სხვადასხვა გლობალურ და ეგზისტენციალურ საკითხებზე. გამოფენა შაბათს, 12 ნოემბერს – 18:00-ზე გაიხსნება და რვა დეკემბრამდე გაგრძელდება.

გახდება თუ არა წყალი ფასიანი აჭარის სოფლებში

აჭარის მთავრობაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KFW] მიერ დაფინანსებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, წყალი აჭარის სოფლებშიც ფასიანი გახდება. „ბათუმელებისთვის“ არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობა განიხილავს სოფლებში გადასახადის დაწესებას წყლის მოხმარებაზე, „მთის კანონის“ თანახმად. უცნობია, როგორი ტარიფი დაწესდება სოფლებში, რომელთაც მთის …

ბათუმის მერიამ შს სამინისტროს ქონება გადასცა

სახელმწიფო სტრუქტურებისგან ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნას მისი განკარგვის ან გასხვისების მიზნით, ბათუმის საკრებულო, ძირითადად, ეთანხმება. ამჯერად საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ანგისის დასახლებაში არასასოფლო სამურნეო ნაკვეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემას, ადრე გადაცემული შენობის დაბრუნების სანაცვლოდ. ეს შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და როგორც ბათუმის მერისთვის გაგზავნილი წერილიდან ჩანს, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მაღალბიუჯეტიან სამინისტროს მისი მოვლა-პატრონობა გაუჭირდა. …

„რესპუბლიკელების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გადადგა

„რესპუბლიკელების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაურ ახლვლედიანი თანამდებობიდან გადადგა. მისივე თქმით, პარტია უახლოეს მომავალში საერთო კრებაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება ზაურ ახვლედიანმა მოუცლელობით ახსნა: „დრო არ მქონდა, რომ პარტიისთვის უფრო მეტი მემუშავა. გარდა ამისა, იყო რიგი საკითხები, რაც სხვაგვარად უნდა წასულიყო და არ წავიდა.“ ზაურ ახვლედიანის თქმით, ის ჯერჯერობით პარტიის დატოვებას …

სტუდენტები პარტიულ შეხვედრაზე დარბაზის შესავსებად

28 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლექციების ნაცვლად „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მოუსმინეს. პარტიულ ლიდერებს უსმინეს ლექტორებმა და რექტორმაც. რამდენიმე სტუდენტი უკმაყოფილო იმით დარჩა, რომ შეხვედრაზე კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს. ზოგიერთმა ამ ამბავში მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან უნივერსიტეტის ტრადიციული გამოყენება დაინახა. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს პოლიტიკური შეხვედრების დროს …

შსს-მ გურიაში დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნ.ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ოზურგეთში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიეთილენის …

რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი და საწებელი ზამთრის მარაგისთვის

72 წლის ნათელა ბერიძე პენსიიდან და სოციალური შემწეობიდან მხოლოდ ათ ლარს იტოვებს თავისთვის, დანარჩენს კი სტუდენტ შვილიშვილს უგზავნის. დღეში ერთხელ ის უფასოდ სადილობს მუნიციპალურ სასადილოში, საღამოს კი თითქმის დანგრეულ სახლში მარტო დარჩენილი იმაზე დარდობს, ან იატაკი არ ჩაინგრეს, ან წვიმისას ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა ღიად დარჩენილი ელექტროსადენები არ დაასველოს და ხანძარი არ გაჩნდეს. ნათელა ბერიძე შუახევის …

გზის მონაკვეთები აჭარის მთაში, სადაც ადამიანები ხშირად იღუპებიან

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით სარკეების მოწყობასა და ინფრასტრუქტურის გამართვას ადგილობრივები თვითმართველობას პეტიციით სთხოვენ. გზის ამ მონაკვეთში მუდმივად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და ადამიანები იღუპებიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ვისაც ეს მაგისტრალი ეკუთვნის, მოსახლეობის მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებენ. აქ ფიქრობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება, თუ აჭარის მთაში საპატრულო პოლიცია იარსებებს. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მაღალმთიანი …

კომაროვის შაბათის სკოლა ბათუმში

ბათუმში კომაროვის მათემატიკური სკოლა მესამე წელია რაც არსებობს. დღევანდელი მონაცემებით, შაბათ-კვირის სკოლაში 220 ბავშვი სწავლობს. კომაროვის შაბათის სკოლა აჭარაში ერთადერთია. ამ სკოლიდან თბილისის კომაროვის სკოლაში სულ ხუთი ბავშვი წავიდა სასწავლებლად. მთლიანად რეგიონიდან კი თბილისის კომაროვის სკოლაში ათი ბავშვი სწავლობს. ბათუმის კომაროვის შაბათის სკოლის მენეჯერის, ზაურ სოლომონიძის თქმით, მათ სკოლაში მოსწავლეების ზრდას, სწავლების ხარისხი და მეთოდოლოგია …

აშშ არჩევნების წინ

8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის ისტორიაში 45-ე პრეზიდენტს აირჩევენ. ჰილარი კლინტონი თუ დონალდ ტრამპი – აშშ-ს არჩევანის გაკეთება ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს. როგორია რეიტინგი წინასაარჩევნოდ და რა ცვლილებებს ელის ამერიკელი ამომრჩეველი?  – „ბათუმელები“ ამ და სხვა თემებზე ფსიქიატრს, „ნეტგაზეთის“ ბლოგერს, ია მერკვილაძეს ესაუბრა, რომელიც წლებია აშშ-ში, ნიუ იორკში ცხოვრობს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბოლო მონაცემებით ვის …

„სოფლებში სადაც ჰესები შენდება, მოსახლეობა დაუცველია“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის თამაზ ბაკურიძის განცხადებით, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“, რომელიც სოფლებში ჰესის მშენებლობის პროექტს ახორციელებს, მოსახლეობის უფლებებს არ იცავს. „აჭარისწყალი ჯორჯია“ თავის წილ პასუხისმგებლობას გაურბის. რადგან ჰესის მშენებლობის გამო დაზარალებული მოსახლეობის ინტერესები დაუცველია. მსგავსი შემთხვევებია სოფელ ჩანჩხალოს, დიაკონიძეების, ღურტას და ყინჩაურის შემთხვევაში. სანამ მოსახლეობა პროტესტით არ გამოვა, მანამდე არც კომპანია და არც სახელმწიფო …

„თავფარავნელის ბალადა“ – განახლებული ვერსია მუსიკალურ ცენტრში

18 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება როკ-ოპერა „თავფარავნელის ბალადა“.  როკ-ოპერას წარმოადგენს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი. მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება როკ-ოპერის განხლებული ვერსია, თამაზ ჭილაძის მოტივების მიხედვით. „თავფარავნელის ბალადა“  19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 – 7 ლარი იქნება.  

აჭარის განათლების სამინისტრო სტუდენტების დასაფინანსებლად დამატებით კონკურსს აცხადებს

აჭარის  განათლების  სამინისტრო საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის,  დამატებით კონკურსს აცხადებს.   კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2013, 2014 და 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71 …

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, რესტორან launge vox-თან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის  განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ბათუმს ახალი ნაძვის ხე ექნება

2017 წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე საახალწლო განწყობის შესაქმნელად ბათუმში ახალ ნაძვის ხეს აანთებენ. საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის აქსესუარებისა და ნაძვის ხის შესყიდვის ტენდერი შედგა. შესყიდვის ღირებულება 256 730 ლარია. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასტან შპს „ჯეო სტრიმთან“ უკვე გააფორმა, ახალი ნაძვის ხის გარდა საახალწლო დღეებში ბათუმში დეკორატიული ანგელოზები, ირმები და თოვლის კაცებიც …

Exit mobile version