Batumelebi | შსს-მ გურიაში დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი ამოიღო შსს-მ გურიაში დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი ამოიღო – Batumelebi
RU | GE  

შსს-მ გურიაში დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნ.ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ოზურგეთში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 0,6344 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო, რომელიც 0,0537 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია მეტადონის შემცველი 8 აბი. სამინისტროს ინფრომაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი