1,7 მილიონი ლარი ხულოში, დიდაჭარა-საციხური-გელაურას გზის შეკეთებისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის „დიდაჭარა-საციხური-გელაურას“ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტში 1 მილიონ 759 ათას 490 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. სამუშაოს შესრულების ვადაა 130 დღე ხელშეკრულების დადებიდან. მიმწოდებელი კი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 2017 წლის პირველი მაისისა. სატენდერო პირობების თანახმად, „პრეტენდენტს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ასფალტის …

აჭარაში გრიპის შემთხვევებმა იმატა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების (ILI) მომართვიანობა ყოველ 100 000 მოსახლეზე შეადგენს 404-ს [საქართველოს საშუალო მაჩვენებელი 252,1-ია]. ცენტრის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 კვირის მონაცემებით ფიქსირდება შემთხვევათა მატების ტენდენცია, რაც დამახასიათებელია გრიპის ეპიდსეზონისათვის. შემთხვევათა 80% კი რეგისტრირდება ქალაქ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში. რაც შეეხება გრიპისმაგვარ დაავადებათა ჰოსპიტალურ შემთხვევებს (SARI), შემთხვევათა რაოდენობა უკანასკნელი …

ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა

2017 წლის პირველი იანვრიდან ბათუმის სამორინეებში ერთ მაგიდაზე კვარტალში გადასახადი შეადგენს 24 ათას ლარს, ნაცვლად 18 ათასი ლარისა; ხოლო ერთ სათამაშო აპარატზე, ასევე კვარტალში – 2 600 ლარს, ნაცვლად 2 ათასი ლარისა. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახეობები და ოდენობა: თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 24 000 ლარი კვარტალში; თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2 600 ლარი კვარტალში; თითოეულ …

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ჯემალ დუმბაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჯემალ დუმბაძემ იგივე სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის სტატუსით დაიწყო მუშაობა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯემალ დუმბაძეს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება. დარღვევები  ამ სამედიცინო დაწესებულებაში გასულ წელს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო …

შსს: ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 1 კი პასუხისგებაში მიეცა

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 4 პირი: 1975 წელს დაბადებული ვ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ს., 1983 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ტ.თ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებული გ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებამ …

ხულოში, სოფელ ყინჩაურში ახალ წელს საპროტესტო აქციით ხვდებიან

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა ახალ წელს საპროტესტო აქციით ხვდება. 31 დეკემბერს სოფელში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეების თქმით, ისინი ახალ წელს აქციის ფონზე გაატარებენ და ჰესის მშენებელ კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიას“ არ მისცემენ სამუშაოების გაგრძელების საშუალებას. “ადგილი, სადაც „აჭარისწყალი ჯორჯია“ აწარმოებს სამუშაოებს, ჩვენი საცხოვრებელი ადგილებისთვის საფრთხის შემცველია. რამდენიმე კვირის წინ გვქონდა შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან  და …

მოგონებები ახალ წელზე ბათუმის მოხუცთა სავანიდან

„არაფერი მაქვს მოსაყოლი, ცუდი რესპოდენტი ვარ…“ რამდენჯერმე გვითხრა საუბრის დროს სოლომონ მირიანაშვილმა. მუსიკოსია, ორკესტრანტი იყო. ახალ წელსაც მუსიკით უნდა შეხვდეს… ხელიდან ტელეფონს არ დებს, ისევე, როგორც იქვე მყოფი სხვა მოხუცები. ელოდებიან, როდის დარეკავენ ახლობლები. „ამ ახალ წელსაც მარტო ვიქნები. მე აქ ვიქნები, ისინი – იქ. თბილისში არიან, მაგრამ აქვე ხომ არაა, ორი ფეხის ნაბიჯზე? მე …

როგორ ხვდებოდნენ ახალი წლის მოსვლას აჭარაში

ავტორი: თამილა ლომთათიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი ფოტოზე: აჭარა, სოფელი გომარდული. შოთა გუჯაბიძის ფოტო  _______________________________________________ აჭარაში ახალი წლის შესახვედრად ადრიდანვე იჭერდნენ თადარიგს: ვალებს გაისტუმრებდნენ, თუ რამ განათხოვრებული ჰქონდათ, ყველაფერს უკან დაიბრუნებდნენ, რადგან სწამდათ, რომ ახალი წლის ღამე საოჯახო ნივთებმაც, ისევე, როგორც ადამიანებმა და საქონელ-ფრინველმა, საკუთარ ჭერქვეშ უნდა გაატარონ. აჭარაში საახალწლო სამზადისის დროს არავის არაფერს არც მოსთხოვდნენ …

ადამიანის უფლებების დარღვევის გახმაურებული შემთხვევები აჭარაში 2016 წელს

ავღანეთში, ISAF -ის სამხედრო მისიის შესრულების დროს გონიოელი რამაზ ბერიძე ნაღმზე აფეთქდა. იმავე დღეს მეორეჯერ მოხვდა ნაღმზე, როცა ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ. რამაზმა ცალ ყურში მთლიანად დაკარგა სმენა, მეორეში – ნაწილობრივ. ავღანეთიდან დაბრუნებულ ოთხი ომის მონაწილეს და ათწლიანი სამხედრო გამოცდილების მქონე ვეტერანს თავდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ისე შეუწყვიტა ხელშეკრულება, რომ კომპენსაციაც არ გადაუხადა. რამაზ ბერიძის …

რა ვერ გაკეთდა წელს აჭარაში

აჭარის მთავრობამ დაპირებული სტადიონის მშენებლობა 2016 წელსაც ვერ დაიწყო, ვერც ბათუმის მერიამ მოაბა თავი „იაფი სახლის“ მშენებლობის დაწყებას. ბიუჯეტიდან კერძო კომპანიებისთვის ავანსად ჩარიცხული მილიონები ისევ სადავოა. ბათუმში უკანონოდ დაანგრიეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ვერც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიცვა და ვერც მერიამ. მუსლიმები  კი მეჩეთის ასაშენებლად სახელმწიფოსგან დახმარებას აღარ ელოდებიან – კიდევ ვინ, რას და რატომ ვერ …

რა იგეგმება მომავალ წელს ბათუმის ბულვარში

„ბულვარის ტერიტორიაზე აღარ იქნება ქაოტური განთავსების ობიექტები, კაპიტალური სამუშაოები კი დაიგეგმება საზოგადოებასთან შეთანხმებულად“ – აღნიშნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე, სადაც ბულვარის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმები და პროექტები განიხილეს. სხდომას ესწრებოდა ბათუმის მერიის და საკრებულოს წამომადგენლები, ასევე ბულვარის საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები. „ბათუმის ბულვარი ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი …

რა ღირს დასვენება აჭარის ზამთრის კურორტებზე

კურორტ „გოდერძიზე“ გასულ წელს ამ დროს უფრო მეტი დამსვენელებლი ჰყოლიათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ დანაკლისს საახალწლო დღეები შეავსებს. ამ დროისთვის ადგილობრივები მთავარ პრობლემად დაზიანებულ გზას ასახელებენ და ამბობენ, რომ რეაბილიტირებული გზის შემტხვევაშუ დამსვენებელთა რიცხვიც მაღალი იქნებოდა. სასტუმროს და კოტეჯების მენეჯერები კი საახალწლო პროგრამას ამზადებენ. ბათუმიდან კურორტ „გოდერძიმდე“ 109 კილომეტრი უნდა გაიარო. ამ მანძილის დაფარვის შემდეგ კი …

აჭარის მთა ისევ ინტერნეტის გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „დელტა კომი“ აჭარის მთის სოფლების ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარვას 2015 წლისთვის აანონსებდა, ამ ტიპის ინტერნეტი სოფლებისთვის დღემდე ხელმიუწვდომელია. კომპანია „დელტა კომმა“ ბოჭკოვანი ინტერნეტის მაგისტრალის გაყვანა ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით 2013 წელს დაიწყო. აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ მოდემის ინტერნეტით სარგებლობს. მომხმარებლების თქმით, ეს ინტერნეტსერვისი არის ძალიან ძვირი, ლიმიტირებული და დაბალსიხშირიანია. ამასთან, …

რის შეცვლას აპირებენ აჭარის მაჟორიტარები საქართველოს კონსტიტუციაში

საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლება კონსტიტუციის შეცვლას აპირებს.  საკონსტიტუციო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა, ცვლილების პროექტი მომავალი წლის აპრილში უნდა იყოს მზად. არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ აჭარის ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა. დეპუტატები აჭარიდან ახლაც იმავე აზრზე არიან, თუმცა ისინი პოლიტიკიდან უკვე წასული პაატა ბურჭულაძის წინასაარჩევნო გზავნილს ააქტიურებენ და ძირითადად ადგილობრივი კადრების ჩაგვრაზე ამახვილებენ ყურადღებას. კიდევ, მაგალითად, კულტურული …

ბათუმის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ, დღეს, 29 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 143  მილიონ 667 ათას 300 ლარით განისაზღვრა. საკრებულოს ინფორმაციით, „ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებიდან იფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 80 მილიონ 20 ათას 700 ლარით დაფინანსდა, განათლება – 13 მილიონ 683 ათასი ლარით, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – …

პიროტექნიკის ხარისხსა და უსაფრთხოებას ისევ არავინ აკონტროლებს

საახალწლო განწყობის „ხლაფუშკების“ აფეთქებით შექმნის პარალელურად, დაშავებულები წელსაც არსებობენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მოზარდს „ხლაფუშკა“ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე აუფეთქდა და ქუჩაში მდგომი  წინასწარი დაკავების იზოლატორის დაცვის თანამშრომელი თვალის არეში მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს. პიროტექნიკის გამოყენებაზე რეგულაციებს ხელისუფლება დღემდე არ აწესებს. „ვინმეს არ მოუცია ნებართვა, ჩემით მოვედი და დავდექი“, – გვითხრა „ბათუმის კარიბჭესთან“ …

პრემიების პოლიტიკა მაღალმთიანეთში

წელს პრემია აჭარის სამივე მთიან მუნიციპალიტეტებში გაიცა, სახელფასო დანამატი კი – მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში.  როგორ გადანაწილდა საპრემიო ფონდი აჭარის მთაში და ვინ რა ოდენობის პრემია-დანამატი აიღო 2016 წელს? ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული თანამშრომლებიდან სახელფასო დანამატი წელს ყველაზე ბევრჯერ [რვაჯერ, თვეში 250 ლარის ოდენობით] გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის მძღოლმა მერაბ ცეცხლაძემ მიიღო. მერაბ ცეცხლაძემ დანამატი აპრილში, მაისში, ივნისში, …

ასი სკოლა ლაბორატორიით უნდა აღიჭურვოს

რეგიონებში 100 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ლაბორატორიებით აღიჭურვება.  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განცხადებით, 12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, 18 საჯარო სკოლაში კი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ასივე სკოლის რეაბილიტაცია-აღჭურვა 2019 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება, 54 მილიონი დოლარია. „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“  2013 წელს საქართველოს დაუმტკიცა 140 …

მთავრობამ ფსიქიატრიულის 50 წლით შენარჩუნება გადაწყვიტა

აჭარის მთავრობამ შპს „ბათუმის რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ გასხვისებისთვის 16 დეკემბერს გამოცხადებული აუქციონის პირობები შეცვალა. მყიდველი 10 წლის ნაცვლად, ვალდებული იქნება, 50 წლით შეინარჩუნოს ფსიქიატრიული სააავადმყოფოს პროფილი. რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მან ამ სფეროში მომუშავე ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაცია გაითვალისწინა, თუმცა მესამე სექტორის შენიშვნას „უსაფუძვლო შიშსა და ეჭვებს“ უწოდებს. „რამდენიმე დღის …

აჭარის განათლების მინისტრის ახალი მოადგილეები

აჭარის გაანთლების, კულტურის და სპორტის ახალ მინისტრის, ინგა შამილიშვილის მოადგილეები მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის წარდგინებით დღეს დანიშნა. პირველ მოადგილედ ისევ სულიკო თებიძე იმუშავებს. ის 2012 წლიდან განათლების მინისტრის მოადგილეა და საგანმანათლებლო მიმართულებას ხელმძღვანელობს. სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი, თეონა ბერიძე  იქნება ინგა შამილიშვილის კიდევ ერთი მოადგილე. თეონა სამინისტროში 2014 წლიდან მუშაობს. მოადგილეებს შორის ახალი სახე …

აჭარის მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტები

აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 315 მილიონი ლარით განისაზღვრა და ის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაამტკიცა. რეგიონის მომავალი წლის მთავარი საფინანასო დოკუმენტის მიხედვით 1 მილიონ 600 ათასი ლარით იზრდება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაფინანსება. მომავალ წელს დეპარტამენტის ბიუჯეტი 7 მილიონ 400 ათასი ლარი იქნება. ნამატი თანხა აჭარის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენას უნდა მოხმარდეს. თითქმის 8 მილიონი …

კუთვნილი ულუფისთვის უფასო სასადილოში [ფოტო]

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო 6 სასადილოს ამუშავებს, სადაც სოციალურად დაუცველებს დღეში ერთხელ, უფასო სადილით უმასპინძლდებიან. „უფასო სასადილოთი“ მოსარგებლეთა უმრავლესობას  კუთვნილი ულუფა ძირითადად შინ მიაქვს, ზოგიერთი კი სადილს სასადილოში მიირთმევს. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის, ბადრი გოგიძის ინფორმაციით, აღნიშნული სასადილოებით ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 042 ადამიანი  სარგებლობს. ბენეფიციართა ყოველდღიურად ერთჯერადი კვებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში …

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

დაიცავს თუ არა 30-მილიონიანი პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლს და გადაიჭრება თუ არა ამით ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა? როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟების შენარჩუნებისთვის მომდევნო წლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს ზღვაში ნატანის ხელოვნურად ჩაყრა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი, პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიას წარეცხავს. ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება მომავალი წლის იანვარში დაიწყება და …

სასჯელაღსრულების სამინისტრო ბათუმის ციხეში დაფიქსირებულ უკანონო სამედიცინო საქმიანობაზე

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ ბათუმის ციხეში უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაზე მოგვწერა. საუბარია მსჯავრდებულ კახა მეცხვარიშვილზე, რომელიც წლის განმავლობაში ათეულობით წერილის წერით აპროტესტებდა მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ამავე პატიმრის წერილის საფუძველზე და სახალხო დამცველის თხოვნით, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ბათუმის ციხეში ერთ-ერთი ექიმის, თამილა ვარშალომიძის მიმართ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადგინა. რამდენიმე ექიმის საქმიანობაში ასევე …

ბობოყვათთან მომხდარ ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის მაგისტრალზე, სოფელ ბობოყვათთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქტი ავტომანქანები დაეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომანქანის მძროლი, სატვირთოს მძღოლი – საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების …

ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია პაატა დუმბაძე. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. პაატა დუმბაძე ბოლო 8 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებოდა. ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით, მთავარი მტკიცებულება საქმეში სამხარაულის სახელობის ბიოლოგიური ექსპერტიზა აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულის თითის ანაბეჭდები ამოღებულ ნარკოტიკული ნივთიერების …

პოლიციელს ზედაპირული დათვალიერებისთვის „ლეგიტიმური მიზანი“ უნდა ჰქონდეს

„კონსტიტუციური ნორმებით განმტკიცებული ადამიანის ძირითად უფლებებში ჩარევისათვის აუცილებელია არსებობდეს აუცილებელი წინაპირობა, ლეგიტიმური მიზანი, ხოლო უფლების დაცულ სფეროში ჩარევას უნდა ჰქონდეს დასაშვები, შესაბამისი და პროპორციული ხასიათი“, – ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია. სასამართლომ სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო შეწყვიტა საქმის განხილვა მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილის მიმართ, რომელსაც გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩიულებლობას ედავებოდა. ირაკლი კიკილაშვილი მიმდინარე წლის …

სამუშაოები ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი ბათუმის ქუჩებიდან. ფოტოები წინასაახალწლო დღეებში იმ ქუჩებზეა გადაღებული, სადაც სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  

„ეს არა მარტო ამ წლის, მომავალი წლის მარცხიც შეიძლება აღმოჩნდეს“

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ან მარცხი ქვეყნის ცხოვრებაში 2016 წელს? რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რომელიც მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს; რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა? წლის მოვლენები  „ბათუმელებთან“  „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ შეაფასა. თქვენი, როგორც პოლიტოლოგის შეფასებით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2016 წელს საქართველოში …

1 273 მასწავლებელი სტატუსის გარეშე

საქართველოს სკოლებში 1273 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს – ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებია. უსტატუსო მასწავლებლები მათ შორის ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებსაც. ყველაზე ბევრი – 222 უსტატუსო დაწყებითი საფეხურის პედაგოგია, 195 ინგლისურ ენას ასწავლის, 121 უსტატუსო პედაგოგი კი – ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ისეთი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც მასწავლებლის კვალიფიკაციას არ შეესაბამებიან. ასეთი სულ 1 273 …

უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი ბათუმის ციხეში

კახა მეცხვარიშვილი ბათუმის ციხიდან წლის განმავლობაში აგზავნის წერილებს. „ბათუმელებისთვის“ და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებისთვის მიწერილ წერილებში ის სამედიცინო მომსახურების ხარისხს უჩიოდა და დახმარებას ითხოვდა. მისი ერთ-ერთი წერილის საფუძველზე შემოწმება ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ჩაატარა და სხვადასხვა ხარვეზთან ერთად, უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაც დაადგინა. მარტში, როცა „ბათუმელებმა“ კახა მეცხვარიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, …

ორი მოადგილის ვაკანსია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროში

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ დროისთვის მხოლოდ ორი მოადგილეა დანიშნული. ავთანდილ მესხიძემ თანამდებობა შეინარჩუნა, ხოლო მეორე მოდაგილედ აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი რუსლან ქორიძე დაინიშნა. აჭარის მთავრობის აპარატში გადასვლამდე რუსლან ქორიძე ბათუმის ვიცე-მერად მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ვიცე-მერის თანამდებობაზე რუსლან ქორიძეს რეკომენდაცია აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გაუწია. ის წლების განმავლობაში ბათუმის საზღვაო ბანკის ბუღალტერი იყო, …

„მაგთიკომი” მომხმარებელს ინტერნეტის გათიშვაზე ინფორმაციას არ აწვდის

„მაგთიკომის“ ინტერნეტი დღეს დილიდან ბათუმში არ მუშაობს. კომპანიას არც წინასწარ და არც ამ დრომდე მომხმარებლისთვის ამის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. „ეს არის ტექნიკური ხარვეზი. უკვე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. არ ვიცით, ზუსტი დრო, როდის აღდგება, დღის ბოლომდე ველოდებით ჩართვას“, – გვიპასუხა „,მაგთიკომის“ ოპერატორმა. მისი თქმით, მომხმარებელი წინასწარ ვერ გააფრთხილეს, რადგან ხარვეზი მოულოდნელად გაჩნდა და ეს არ …

ჯანდაცვის მინისტრის წარდგინებით სამი მოადგილე დაინიშნა

აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის სამი მოადგილე უკვე დანიშნულია. მეოთხე მოადგილის სავარძელი ამ დროისთვის ვაკანტური რჩება. მინისტრის წარდგინებით მოადგილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნიშნავს.   მინისტრის პირველი მოადგილე ამავე უწყების სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლელა სურმანიძე იქნება ის პროფესიით ექიმია და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს 2007 წლიდან. საკადრო ცვლილება არ შეხებია მინისტრის ორ მოადგილეს: ნონა …

რატომ ამბობს უარს მთავრობა ფსიქიატრიულისთვის პროფილის შენარჩუნებაზე

„როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, 10 წლის განმავლობაში განვითარდეს საავადმყოფო, ჩაიდოს ინვესტიცია და მერე შეიცვალოს პროფილი?“,  – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს გასხვისებით მისი პროფილი არ შეიცვლება, თუმცა აუქციონის პირობებში მას არ ჩაუდია პირობა, რომლის მიხედვითაც 10 წლის შემდეგ კერძო მესაკუთრისთვის რაიმე პირობის წაყენების უფლება ექნება. აჭარის ფინანსთა …

ქედის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს, 27 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  რიგგარეშე სხდომაზე 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 17 ხმით სამის წინააღმდეგ დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი  8 მილიონ 157 700 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ, არგუმენტად ოპოზიცია იმ შენიშვნებს ასახელებს, რაც გამგებამ არ გაითვალისწინა. „არასამეწარმეო იურიდიულ პირებში დასაქმებულ თანამშრომლებს მწირი ანაზღაურება აქვთ, მოვითხოვეთ მათი ხელფასები 30%-ით გაზრდილიყო, ასევე …

Exit mobile version