დღეს, 18 ივნისს, ხმაური იყო ბათუმში, თამარის დასახლებაში. აქ მოსახლეობა სტადიონის გაუქმებას აპროტესტებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები კონკრეტულ პირს აკავებენ, თუმცა ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაპირისპირების დროს არავინ დაუკავებიათ. დავის საგანი სტადიონია, რომელიც დევნილების კორპუსების მიმდებარედ, კერძო სახლებში მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით 25 წლის წინ, საკუთარი ძალებით მოუწყვიათ. 2021 წელს თამარის დასახლებაში სახელმწიფო …
Category Archives: მთავარი
რას ცვლის ბათუმის მერია უსახლკაროთა რეგისტრაციის წესში
ბათუმის მერია უსახლკაროდ რეგისტრაციის წესს აზუსტებს, შესაბამისი განკარგულების პროექტი მერიის შესაბამისმა სამსახურმა დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უნდა დაზუსტდეს იმ ქონების ჩამონათვალი, რომლის საკუთრებაში ქონა არ ჩაითვლება დამაბრკოლებელ გარემოებად უსახლკაროდ დასარეგისტრირებლად. გარდა ამისა, მერია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე დეტალებს აზუსტებს. განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დამაბრკოლებელ გარემოებად აღარ ჩაითვლება სარდაფთან და სამეურნეო …
Continue reading “რას ცვლის ბათუმის მერია უსახლკაროთა რეგისტრაციის წესში”
ქალზე სექსუალური ძალადობა, ცემა, რასაც მოჰყვა ტვინის ტრამვა და ცხვირის დაზიანება
7 წლის პატიმრობა სასამართლომ მიუსაჯა, მაგალითად, კაცს, რომელმაც ქორწინების რამეს ცოლს რამდენჯერმე სასტიკად, გონების დაკარგვამდე სცემა, სექსუალურად იძალადა და ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო. ამ საქმეში ნახავთ, რეალურად რა შემთხვევებში გამოიყენება ისეთი მკაცრი სასჯელი, როგორიცაა 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა – რაც მზია ამაღლობელს ელოდება, სილის ერთჯერადი გაწვნისთვის და რასაც ექსპერტიზის დასკვნით არავითარი ზიანი არ მოჰყოლია. სასტიკი ძალადობის …
Continue reading “ქალზე სექსუალური ძალადობა, ცემა, რასაც მოჰყვა ტვინის ტრამვა და ცხვირის დაზიანება”
ღამით გადაიკეტება ხულო-გოდერძის გზა სოფელ რიყეთთან
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 18 ივნისის 23:00 სთ-დან 19 ივნისის 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ხულო-გოდერძის გზაზე – ხულოს სოფელ რიყეთთან. გზის დროებით ჩაკეტვის მიზეზი, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე [სოფ. რიყეთი] დაგეგმილი სამუშაოებია“. გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება. …
Continue reading “ღამით გადაიკეტება ხულო-გოდერძის გზა სოფელ რიყეთთან”
კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
დღეს, 18 ივნისს, უკრაინაში, კიევში, მაშველებმა რაკეტის მიერ დანგრეული 9-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან კიდევ 12 დაღუპულის ცხედარი გამოიტანეს. შედეგად, კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა მინიმუმ 134 ადამიანი. გუშინ, 17 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია. ოფიციალური კიევის ცნობით, რუსულმა რაკეტამ უკრაინის დედაქალაქში 9-სართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა, …
Continue reading “კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა”
სტიკერის გაკვრაზე მეორე ჯარიმა 1000 ლარია, მზია ამაღლობელი ისევ გაასამართლეს – რეპორტაჟი
დღეს, 18 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ხელახლა გაასამართლეს. მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელი 1000 ლარით დააჯარიმა. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი უკვე 5 თვეზე მეტია უკანონო …
არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ღალატს, ამას ჩვენი დაპატიმრებაც რომ მოჰყვეს – საფარი
„საფარი არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“ – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ რეპრესიული კანონის ამოქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებს სთხოვენ ყველა იმ პირის პირად მონაცემებს, რომელთა უფლებების დაცვაზეც უმუშავიათ. „ქართული ორგანიზაცია საფარი უკვე 24 წელია საქართველოში ქალებს უწევს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას. ჩვენი ორგანიზაციის იურისტები …
ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და მედიის თავისუფლებაზე 7 რეზოლუცია დარეგისტრირდა
დღეს, 18 ივნისს, ევროპარლამენტში გაიმართება დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. დებატების მთავარი თემა იქნება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 5-ზე მეტი თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 19 ივნისს, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე. არსებობს რეზოლუციის 7 პროექტი, რომლებზეც ევროპარლამენტარები დებატების დროს იმსჯელებენ. პირველი …
სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელს დღეს ხელახლა ასამართლებენ
დღეს, 18 ივნისს, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა ასამართლებენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღის პირველ საათზე დაიწყება. დღეს მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად დაესწრება. 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების …
Continue reading “სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელს დღეს ხელახლა ასამართლებენ”
“ივანიშვილი რუსული კანონების ამოქმედებას პუტინისა და ლუკაშენკას სცენარით იწყებს” – არასამთავრობოები
რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მათი ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის ამოღებას სასამართლოს გზით ცდილობს. 17 ივნისს 5 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციას მიუვიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო ამ ორგანიზაციებისგან ბენეფიციართა შესახებ პერსონალური ინფორმაციის ამოღებას ითხოვს. დღე, 18 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს მიერ რუსული კანონების აღსრულების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთეს და …
როდის სრულდება ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთების პროექტი – 27 დაღუპული და 212 დაშავებული
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ბოლო შვიდ წელში, ავარიის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 212 დაშავდა. ეს ორზოლიანი გზა ორ ნაწილად – 2014 და 2018 წლებში გახსნეს. 2023 წელს კი შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაზე დაიწყეს მუშაობა. ქობულეთის შემოვლითი გზის სიგრძე [შეკვეთილიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებამდე] 31,7 კილომეტრია. საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან – 2025 …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 007 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040] ტანკი – 10 947 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 22 845 ერთეული [+31] საარტილერიო სისტემა – 29 265 ერთეული [+37] MLRS – 1 420 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ივნისი”
ქალს დანით თმა მოაჭრა, შარვალი შემოახია – კაცი 1 წლით დააპატიმრეს, სილის გაწვნისთვის 7 წელი?
ერთ-ერთი საქმის მიხედვით, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება უკვე უზენაეს სასამართლოსაც აქვს მიღებული, კაცი, რომელმაც პარტნიორ ქალს ავტომანქანის კარი ჩაუკეტა, დანით თმა მოაჭრა, შარვალი შემოახია და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, 1 წლით გაუშვეს ციხეში. ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა რომ პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა ერთჯერადად, ხომ ყველას გახსოვთ? – სილის ერთჯერადად გაწვნისთვის, რასაც ექსპერტიზის დასკვნით არავითარი დაზიანება არ …
რა უნდა ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ თურქეთის გამოცდილებიდან – მონაწილეობა თუ ბოიკოტი?
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიციის ნაწილი ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილი – არა. არჩევნებში მონაწილეობის მომხრეთა ერთ ნაწილს არგუმენტად მოჰყავს თურქეთის მაგალითი, სადაც ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად ისეთი ქალაქებიც კი მოიგო, რომელიც მანამდე ხელისუფლების მხარდაჭერით გამოირჩეოდა. 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებში ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია …
მარნეულში წყლის არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს. „ბათუმელებს“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩვილი მამრობითი სქესისაა. გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
გონიოში ავარიის შედეგად 3 ადამიანის დაღუპვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 …
Continue reading “გონიოში ავარიის შედეგად 3 ადამიანის დაღუპვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს”
„ჩემი ორსული მეუღლე 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის“ – მოქალაქე
„ჩემი ცოლი დააჯარიმეს 5000 ლარით, რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან“ – წერს საპროტესტო აქციების მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი დათო სიმონია ფეისბუქზე. დათო სიმონიას მეუღლე, ქეთი ბახტაძე 5 თვის ორსულია. მათ კიდევ ჰყავთ 3 წლის შვილი. ქეთის დაჯარიმებამდე დათოც დააჯარიმეს. ახლა ოჯახი, რომელიც ბავშვს ელოდება, 10 ათასი ლარითაა დაჯარიმებული. „პოლიციის მიერ გადაკეტილ ქუჩაზე რომ ვიდექით, ამისთვის გვაქვს გადასახდელი 10 …
Continue reading “„ჩემი ორსული მეუღლე 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის“ – მოქალაქე”
დაიღუპა 35 წლამდე კაცი, დაშავდა 3 ადამიანი – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე
ქობულეთის შემოვლით გზაზე სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად 35 წლამდე კაცი დაიღუპა, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცნობით, დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და „მედცენტრში“ გადაიყვანეს. დაშავებულები სრულწლოვნები არიან. ერთ-ერთი დაშავებული თურქეთის მოქალაქეა. ამ დროისთვის გადაკეტილია ქობულეთის შემოვლითი გზა. მძღოლები ძველი გზით სარგებლობენ. შსს-ს პრესცენტრში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, როდის აღდგება მოძრაობა. …
Continue reading “დაიღუპა 35 წლამდე კაცი, დაშავდა 3 ადამიანი – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე”
18 ივნისს ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება
„მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ – ასეა ჩანიშნული ხვალ, 18 ივნისს, დებატები ევროპარლამენტში, რომელიც წინ უძღვის ევროპარლამენტის რეზოლუციის განხილვას. 19 ივნისს კი, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას მზია ამაღლობელის და მედიის თავისუფლების შესახებ საქართველოში. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს საერთაშორისო გამოხმაურება მისი დაკავებისთანავე მოჰყვა. მზია ამაღლობელი უკვე 148 დღე უკანონო პატიმრობაშია …
Continue reading “18 ივნისს ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივნისის 21 საათიდან 18 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
კიევში 14 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მასშტაბური შეტევის შედეგად
რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში 17 ივნისის ღამეს 14 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა. ეს წინასწარი მონაცემებია, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება. როგორც შემთხვევის ადგილიდან გადაღებული ვიდეოდან ჩანს, კიევში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მთელი შესასვლელი განადგურდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, 40-ზე მეტი ბინა არის განადგურებული. „შესაძლოა ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ …
Continue reading “კიევში 14 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მასშტაბური შეტევის შედეგად”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 006 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060] ტანკი – 10 940 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 22 814 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 29 228 ერთეული [+20] MLRS – 1 419 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ივნისი”
გავლენიანი უფლებადამცველებისა და ნობელიატი ჟურნალისტის მხარდაჭერა მზია ამაღლობელს – რა თქვეს ZEG ფესტივალზე
ZEG ფესტივალზე, რომელიც თბილისში 13-15 ივნისს გაიმართა, ერთი სესია მზია ამაღლობელს მიეძღვნა. “ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი უკვე 147 დღეა უკანონო პატიმრობაშია და მის გათავისუფლებას არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვს. 15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა ჯოდი გინზბერგი, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორი. ჯოდი გინზბერგი მზია ამაღლობელსიადმი მიძღვნილი სესიის მოდერატორი იყო. ჯოდი გინზბერგი იყო ზუსტი თავის შეფასებებში, როდესაც …
2024 წელს ნინო წილოსანმა ნახევარმილიონამდე ლარი შვილებსა და მშობლებს აჩუქა – დეკლარაცია
2024 წელს პარლამენტარმა ნინო წილოსანმა შვილები სოლიდური თანხებით დაასაჩუქრა. როგორც ქონებრივ დეკლარაციაში თავად ჩაწერა, უფროსი შვილისთვის 15 820 [GBP] – გირვანქა-სტერლინგი, უმცროსი ვაჟისთვის კი 46 850 USD – დოლარი უჩუქებია, მესამე შვილს კი, რომელიც მასთან ცხოვრობს, სწავლის გადასახადი – 15 646 ლარი გადაუხდა. სოლიდური საჩუქრის გარეშე არც მშობლები დატოვა – როგორც თავად მიუთითა დეკლარაციაში, 2024 …
მედიას სახელისუფლებო სტრუქტურები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ – ქარტია
„ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობისა და საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, რის მისაღწევადაც სახელისუფლებო სტრუქტურები საკანონმდებლო ბერკეტებსა და მათ ხელთ არსებულ ძალაუფლებას იყენებენ“, – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში, რომელიც ეხმაურება ბოლოდროინდელ ფაქტებს, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალებები სასამართლო დარბაზებიდან ახსნა-განმარტების გარეშე გამოაძევეს. „თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირად იხილება როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო …
Continue reading “მედიას სახელისუფლებო სტრუქტურები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ – ქარტია”
სად გაითიშება დენი 17 ივნისს ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ხვალ, 17 ივნისს, სხვადასხვა დროს შეეზღუდება ბათუმსა და აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აბონენტების ნაწილს შემდეგ მისამართებზე: ბათუმში 12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით: მაიაკოვსკის, ქიქავასა და თაბუკაშვილის ქუჩებს; 14:00-დან 16:00 საათამდე – გენერალ ასლან აბაშიძის, ტბელ აბუსერიძის, ინასარიძის, ფიროსმანის, ტაძრის, კობალაძის ქუჩებს, ასევე ტაბიძის, შალვა დადიანის, შ.ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ და ტბეთის შესახვევში …
Continue reading “სად გაითიშება დენი 17 ივნისს ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში”
აქცია ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ივანიშვილის და „კრედიტ სუისის“ დავა განიხილება
ლონდონში, სასამართლოს წინ, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისის“ შორის დავა მიმდინარეობს, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სასამართლოს წინ აქციის მონაწილეებმა გამოიტანეს სინდისის პატიმრებისა და თბილისში, საპროტესტო აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები. „ეს არის ერთ-ერთი მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც ბერმუდის სასამართლოს შემდეგ ბრიტანეთის სასამართლომ უნდა განიხილოს. როგორც ვიცი, ეს პროცესი გაგრძელდება ოთხი დღე და ამ დავას …
ცალმხრივი გახდება მოძრაობა ბათუმში, ანგისის ქუჩის I შესახვევში
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ანგისის ქუჩის I შესახვევში ავტომანქანების ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება – გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩამდე მონაკვეთში [ამავე მიმართულებით], გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა. შესაბამისი პროექტი დასამტკიცებლად ქალაქის საკრებულოშია გადაგზავნილი. „პროექტის მიღების მიზეზი და მიზანია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით დაიგეგმოს ცალმხრივი მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ანგისის ქუჩის …
Continue reading “ცალმხრივი გახდება მოძრაობა ბათუმში, ანგისის ქუჩის I შესახვევში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 005 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200] ტანკი – 10 939 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 811 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 29 208 ერთეული [+18] MLRS – 1 418 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ივნისი”
რა მოხდა ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმის განხილვაზე – რეპორტაჟი სასამართლოდან
„თქვენ ბრალად გედებათ განზრახ მკვლელობა“ – მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 15 ივნისს, ბრალდებულ გოგი ბარამიძეს. 36 წლის გოგი ბარამიძეს პროკურატურა ხელვაჩაურში ბესიკ ბოლქვაძის განზრახ მკვლელობაში სდებს ბრალს. ბესიკ [ბესო] ბოლქვაძე 4 ივნისს ჩაცხრილეს საკუთარ ავტომანქანაში და ავტომანქანა მდინარეში გადააგდეს. გოგი ბარამიძე 14 ივნისს დააკავეს კიდევ ერთ პირთან, თამაზ შარაძესთან ერთად, რომელსაც …
Continue reading “რა მოხდა ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმის განხილვაზე – რეპორტაჟი სასამართლოდან”
ხელვაჩაურში მოკლული ბესიკ ბოლქვაძის საქმეზე 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
დღეს, 15 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 4 ივნისს ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა კაცის, ბესიკ ბოლქვაძის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარიპ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო. ბრალდებულ გოგი ბარამიძეს პროკურატურა განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის …
Continue reading “ხელვაჩაურში მოკლული ბესიკ ბოლქვაძის საქმეზე 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს”
სხდომა შეიძლება „გაუსაძლისი პირობების“ გამო ვერ შედგეს – უმაღლესი საბჭო კონდიციონერის ყიდვას ითხოვს
აჭარის უმაღლესი საბჭო სასესიო სხდომათა დარბაზისთვის ერთ ცალ კოლონურ კონდიციონერს გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე იყიდის. თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს უმაღლესი საბჭოდან უკვე მიმართეს. კონდიციონერის არქონით გამოწვეული „გაუსაძლისი პირობების გამო“ შესაძლოა პლენარული სხდომა არ შედგესო – ასე უსაბუთებს გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომას უმაღლესი საბჭო შესყიდვების სააგენტოს. „უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ზოგიერთ წერტილებში, მათ შორის, სასესიო სხდომათა …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ივნისის 21 საათიდან 16 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, პერიოდულად – ზოგან ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლოა ქარის გაძლიერება – 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 12 …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 003 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170] ტანკი – 10 937 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 22 804 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 29 190 ერთეული [+33] MLRS – 1 418 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 ივნისი”
697 934 ლარი დაიხარჯება სპორტდარბაზზე, რომელიც 4 წელია ვერ აშენდა – „ხდება ხოლმე, თუ პატრონი გყავს“
ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აჭარის განათლების სამინისტრომ 2021 წელს შეისყიდა. სკოლაში სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2022 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა დღემდე არ დაუსრულებია. კომპანიას სამუშაოების ვადა იმდენჯერ გაუგრძელეს, რამდენჯერაც მისმა დირექტორმა მოინდომა. როგორც ამ საქმეში არსებული დოკუმენტებიდან ჩანს, აჭარის განათლების სამინისტროს მოთმინება ამოუწურავია, ბიუჯეტის ხარჯვა კი, როგორც სახელმწიფო …
ზელენსკი – უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა სუმის ოლქში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 14 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა სუმის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ასევე, ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები დნეპროპეტროვსკის ოლქში შევიდნენ. „სევერო-სლობოდსკოე, რომელსაც ჩვენ სუმის მიმართულებას ვუწოდებთ. ჩვენ პოზიციებს ვასწორებთ. მნიშვნელოვანია: იქ 53 ათასი რუსია. ბრძოლები საზღვრის გასწვრივ მიმდინარეობს. უნდა გესმოდეთ, რომ მტერი იქ შეჩერებულია და მაქსიმალური სიღრმე, რომელზეც ბრძოლები …
Continue reading “ზელენსკი – უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა სუმის ოლქში”