სამი ახალი დაჯარიმებული 11 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 11 მარტის ბათუმის აქციის სამ მონაწილეს ადმინისტრაციული წესით ჯარიმა შეუფარდა. მანუჩარ მამულაძემ, ზაზა ბოლქვაძემ და გიორგი წოწორიამ სამართალდარღვევის ჩადენა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს. სამივეს მიმართ პოლიციელებმა ერთი და იგივე თქვეს, რომ დაკავებულები ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. სამივე მათგანი პოლიციელებმა 12 მარტს, დილით დააკავეს, მოგვიანებით კი, სასამართლო სხდომამდე, ხელწერილით გაათავისუფლეს. “დაკავების დროს …

21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე [ღონისძიებები ბათუმში]

21 მარტს – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ინიციატივით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად გეგმავს შემდეგ ღონისძიებებს: 11:30 – სპეციალური მაისურებით მსვლელობა, ფლაერების დარიგება. 12:00 – სპექტაკლი თოჯინების თეატრში დაუნის სინდრომის მქონე და შშმ ბავშვებისთვის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებათა მიზანი, ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებას …

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კუბთაუერის მშენებლობა განახლდა

კომპანია „ADOG GEORGIA“-მ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე წლების განმავლობაში გაჩერებული სასტუმროს მშენებლობა განაახლა. მშენებლობის ადგილზე განთავსებული ბანერის მიხედვით, კომპანიას მშენებლობის ვადა კიდევ ერთხელ, 2017 წლის ბოლომდე გაუგრძელეს. ბათუმში სასტუმრო-კომპლექსის აშენების პირობით ADOG GEORGIA-ს 1621 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად 2011 წელს გადასცეს. კომპანიამ საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები ჩაატარა, ჩემდეგ კი მუშაობა შეაჩერა. ამის მიზეზი მშენებლობის მიმდებარედ …

სავარაუდო კანონიერი ქურდი skype-ის ჩანაწერით გამოავლინეს

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. რუსლან ჩ. წინასწარ პატიმრობაშია გასული წლის აგვისტოდან. მეორე ბრალდებული – კაკო ტ. იძებნება. ბრალის წაყენებამდე მასთან საუბარი სკაიპით ერთ-ერთმა დაზარალებულმა სასამართლოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე ჩაწერა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები 300 ათასი ლარის გამოძალვას ცდილობდნენ ბათუმში მცხოვრები ჯემალ ა.-ს და დავით ა.-სგან. მათი ჩვენებები უკვე მოისმინა მოსამართლე დავით …

სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმის აქციაზე დაკავებულ სამ პირზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციაზე დაკავებული სამი პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. სამივე შემთხვევა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. სამივეს წინააღმდეგ ერთი და იგივე ტექსტი პოლიციელმა თენგიზ ქობულაძემ წაიკითხა: „აქციის დაშლის დროს ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს…“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა: გურამ კიწმარიშვილმა, კონსტანტინე კვასკვაძემ და მამუკა მორთულაძემ უარყვეს აქციაზე ყოფნა. მოწმეებად ოჯახის წევრები გამოვიდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი …

ნეპოტიზმი – აჭარის სუს-ის უფროსისა და სხვა მოხელეების ოჯახის წევრები თანამდებობებზე

დღეს, 20 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა, ჟურნალისტებთან სუს-ის ხელმძღვანელის ირაკლი ერისთავისა და სხვა საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურებში დასაქმებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, სუს-ის უფროსს საჯარო სამსახურში ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს დასაქმებული. „რა თქმა უნდა, ნეპოტიზმი ყველა მთავრობის დროს იყო, მაგრამ რაც დღეს გვაქვს, ეს არის ნათელი მაგალითი კლანურ-ოჯახური მმართველობის, რომელიც იყო …

136 ბინა აჭარაში მოქალაქეებზე 1 ლარად გადასაცემად

საქართველოს მთავრობამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადასცა 136 საცხოვრებელი ბინა ბათუმსა და ქობულეთში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვისი ინიციატივით გადმოეცა სახელმწიფო ქონება ავტონომიურ რესპუბლიკას და რა მიზნით აპირებს ამ ქონების განკარგვას აჭარის მთავრობა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან წერილობით გვიპასუხეს, რომ აღნიშნული „ქონების გადმოცემა მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, შემდგომში იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის …

ასფალტი თუ ხე – რის გამო გადაიკეტა ციხისძირის გზა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის ზურაბ სიხარულიძის თქმით, გუშინ გვიან ღამით, ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი ციხისძირის მონაკვეთში დროებით იყო გადაკეტილი. თუმცა, როგორც სიხარულიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, გზის გადაკეტვა არა ხის გადატანას, არამედ გზების დაგებას უკავშირდებოდა. „დიდი მანქანებისთვის იყო ჩაკეტილი გზა, რადგან ასფალტს ვაგებდით ღამით. გამთენიისას კი გზა გავხსენით. ციხისძირის მონაკვეთზე დაახლოებით 2 კილომეტრი და 250 …

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კვლევის ლაბორატორია წლის ბოლოს ამოქმედდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ახალ საკვებ ლაბორატორიას დაათვალიერებენ. ლაბორატორიის ხელმძღვანელის რამაზ სურმანიძის თქმით, ლაბორატორიაში ახალი აპარატურა აქვთ შემოტანილი და მაისიდან ლაბორატორიის აკრედიტაციის პროცედურები დაიწყება. „წლის ბოლოდან კი კვლევების ჩატარებას ვგეგმავთ,“ – ამბობს ის. გენმოდიფიცირებული პროდუქტები გამოსაკვლევად ლაბორატორიაში შემოსავლების სამსახურიდან და საბაჟოდან გაიგზავნება. რამაზ სურმანიძის …

11 მარტის საქმეზე მოქალაქეები სასამართლო დარბაზიდან სპეცრაზმის დახმარებით გაიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა  11 მარტის აქციის მონაწილეების – 9 პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდება. მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. დღეს არსებული მონაცემებით, 11 მარტის საქმეზე ამ დროისთვის 95 ადამიანს ელის გასამართლება სხვადასხვა მუხლით. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაკავების სერია აღარ გაგრძელდება. დაკავებულების ახლობლები ახლაც სასამართლოს შენობის წინ დგანან. …

9 ახალი ბრალდებული „ბათუმის აქციის საქმეზე” – რეპორტაჟი სასამართლოს დარბაზიდან

დღეს, 19 მარტს, ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლო “ბათუმის აქციის საქმეზე” 9 ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. მათ მასობრივ არეულობაში, ასევე პოლიციელებისთვის და საჯარო უწყებებისადმი თავდასხმა ედებათ ბრალად. “გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მინიმალური სასჯელი იქნება 4 წელი, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის, მერაბ მურმანიძის შემთხვევაში – 7 წელი. მას კონკრეტულ პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად,”- მიმართა ბრალდებულებს მოსამართლე …

რას წაიკითხავთ ჟურნალ „ბათუმელების“ პირველ ნომერში

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ პირველი ნომერი. ჟურნალს ხვალიდან, 20 მარტიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. 20 მარტიდან ჟურნალი გაიყიდება ჯიხურებში და საგაზეთო სტელაჟებზე. ჟურნალ „ბათუმელების“ პირველ ნომერში წაიკითხავთ: პოლიტიკა დანგრეული „ქაღალდის კედელი“ ავტორი: დათო ქოქოშვილი ფოკუსი თემაზე ქრისტიანობის კრიზისი  ავტორი: ნანა კვაჭაძე ეკონომიკა ხეების გადამზიდავი  ავტორი: თედო ჯორბენაძე ადამიანის უფლებები „თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში  ავტორი: ეთერ თურაძე კავკასია  ჯერ განვითარება, შემდეგ კონფლიქტები  …

ელისო ბოლქვაძე და ანჯელინა ჯოლი ჟენევაში

15 მარტს, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში, სერხიო ვიეირა დე მელოს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, სადაც სერხიო ვიეირა დე მელოს სახელობის საერთაშორისო ფონდის მოწვევით, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ელისო ბოლქვაძემ ბახის, შოპენის, სონის და პროკოფიევის ნაწარმოებები შეასრულა. ჟენევაში გამართული კონფერენციის საგანგებო სტუმარი იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი, იგი კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა, როგორც გაეროს კეთილი ნების …

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 40 ათას ლარად ერთ ელექტროავტობუსს იყიდის

ბათუმის მერიის ა(ა)იპ – „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“, ერთ ელექტროავტობუსს [ელექტრომობილს] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. ელექტრომობილის შესაძენად თანხას, 40 ათასამდე ლარს, ბოტანიკური ბაღი საკუთარი შემოსავლებიდან გადაიხდის. 40 ათასი ლარი სატენდერო თანხაა და შესთავაზებენ თუ არა ბოტანიკურ ბაღს ელექტრომობილს გაცილებით დაბალ ფასში, ტენდერის შემდეგ გამოჩნდება. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 20 მარტს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება. ბათუმის ბოტანიკური …

ტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტები ბათუმის მერიისგან

ვინ ააშენებს საზოგადოებრივ ტუალეტებს ბათუმში და საერთოდ აშენდება თუ არა, ამ დრომდე გაურკვეველია. ბათუმის მერიამ 2016 წელს ქალაქის სხვადასხვა სკვერში 6 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობაზე აუქციონი გამოაცხადა, თუმცა საქმე არ გაკეთდა. თამილა თოფურიძე მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. წლის განმავლობაში 6 საზოგადოებრივ ტუალეტში მიღებული შემოსავლიდან მას ბათუმის ბიუჯეტში მხოლოდ 3200 ლარი უნდა გადაეხადა. ხელშეკრულების თანახმად, …

ბათუმელ გოგონათა გუნდმა ქეთი მელუას სიმღერის კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა [კლიპი]

ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა მომღერალ ქეთი მელუას მიერ გამოცხადებულ კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა. ქეთი მელუამ გასული წლის დეკემბერში ევროპის საგუნდო კოლექტივების კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად გუნდებს  უნდა შეესრულებინათ და გადაეღოთ კლიპი სიმღერაზე  – Dreams on fire. კონკურსში მონაწილეობა საქართველოდან ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა მიიღო. მათ კონკურენციას ევროპის 14 გუნდი უწევდა, მათ …

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში ზემო აჭარაში 20-24 მარტს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით 20-22 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება დილით და საღამოს თითო საათით შეუწყდებათ ზემო აჭარის სოფლებს: ზუნდაგა, გეგელიძეები, კოკოტაური, ხიჭაური, ბარათაული, ჭვანა და დღვანი. დენის მიწოდება ამ სოფლებში 2714 აბონენტს შეუწყდება დილის 10-დან 11 საათამდე და საღამოს, 18-დან 19 საათამდე. სოფლებში: დოლოგანი, უჩხითი და მახუნცეთი, 20-24  მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 752 აბონენტს შემდეგ საათებში: დილის …

ავტომანქანების დეფიციტი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში

11-12 მარტის მოვლენების დროს, შსს-ს  ინფორმაციით, ბათუმში პოლიციის კუთვნილი 5 ავტომანქანა დაიწვა. რამდენი ავტომანქანა დაზიანდა, აქედან რამდენი იყო საპატრულო პოლიციის და რამდენი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, შსს-ს პრესამსახურში არ გვითხრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი 4 ავტომანქანაა დამწვარი, ხოლო ათამდე დაზიანებულია [დაზიანებული და დამწვარია მოქალაქეთა კუთვნილი ავტომანქანებიც] . „ბათუმელების“ ინფორმაციით, დეპარტამენტში ავტომანქანების არასაკმარისი რაოდენობა 11 მარტის …

მუხა გურიაში, რომლითაც ივანიშვილი დაინტერესდა

ლანჩხუთში, სოფელ ჯურუყვეთში მდგარი ასწლოვანი მუხით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ჯურუყვეთში, ფოფხაძეების კუთვნილ მიწის ნაკვეთში მდგარი მუხის სანახავად ივანიშვილი თავად იყო მისული, ხე შეამოწმა და მისმა წარმომადგენლებმა მეპატრონესთან მოლაპარაკებები  დაიწყეს. მუხის მეპატრონე დავით ფოფხაძე ამბობს, რომ „ივანიშვილს ხე ჯერ არ უყიდია“.იგი არ საუბრობს არც მუხის სავარაუდო ფასზე. „შეიძლება საერთოდ არ …

ბათუმის ახალი არქიტექტურა – ეზო [ფოტო]

ეს ბათუმში, ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსის ეზოა, სადაც მზის შუქი ძლივს აღწევს. ასეთ კორპუსებში ბინების საშუალო ფასი, 1 კვმ – 800 დოლარიდან იწყება.

ბათუმში მამაკაცის ცხედარი ბინაში იპოვეს

18 მარტს ბათუმში, ბინაში, გარდაცვლილი მამაკაცი იპივეს, რომელიც შს სამნისტროს ცნობით თურქეთის მოქალაქეა. იგი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა ბათუმში. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფრომაციით, მამაკაცი დაახლოებით 75 წლისაა. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია და მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ამ დროისათვის მიმდინარეობს ექსპერტიზა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით  [თვითმკვლელობამდე მიყვანა] არის აღძრული.

ეკომიგრანტების სახლი შეჭრილებმა დატოვეს

ბათუმში მდებარე ეკომიგრანტთა სახლში თვითნებურად შესულმა მოქალაქეებმა შენობა დატოვეს. მათი უმრავლესობა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდანაა. მოქალაქეები ამბობენ, რომ სოფელი მეწყრული პროცესების გამო დატოვეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის თქმით, მოქალაქეები სოფელში, ბუთურაულში დაბრუნდნენ: „ორშაბათს, 20 მარტს, სოფელში გეოლოგების ჯგუფი ავა და მდგომარეობას შეისწავლის. თუ დადასტურდება მეწყრული პროცესები, მოქალაქეები ჩაერთვებიან ეკომიგრანტთა დახმარების პროექტში“. შენობაში თვითნებურად …

დაკავებულია ბათუმში გამართული აქციის კიდევ რვა მონაწილე

18 მარტს, შს სამინსტრომ ბათუმში, 12 მარტს გამართული აქციის კიდევ რვა მონაწილე დააკავა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 353-ე [პრიმა] მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე პატმრობას ითვალისწინებს. დაკავებულთაგან რვავე ბათუმელია. 12 მარტს ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართული …

ბათუმში ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

18 მარტს თამარის დასახლებაში მდებარე ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში რამდენიმე ათეული ოჯახი შეიჭრა. მათი ნაწილი ამბობს, რომ მათ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრება შეუძლებელია მეწყრული პროცესების გამო და საცხოვრებელ ადგილს ითხოვენ. როგორც “ბათუმელებთან” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ აღნიშნა, რომელიც ამჟამად ადგილზე იმყოფება, ეკომიგრანტთა სახლში თვითნებურად შესულთა ნაწილი აცხადებს, რომ ეკომიგრანტები არიან შუახევის მუნიციპალიტეტის …

ბათუმში, მასობრივ არეულობაში ბრალდებულ 17 წლის არასრულწლოვანს სკოლაში არასდროს უვლია

11 მარტის ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელების მიმართ თავდასხმის საქმეში კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა დახურულ სხდომაზე, ახლახანს დასრულდა. სხდომას ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი უძღვებოდა. ერთ-ერთი არასრუწლოვანი ბრალდებული 16 წელს მიუღწეველია. ის სასამართლომ 3 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვანი 17 წლისაა. ის გუშინ დააკავეს სამართადამცველებმა. …

ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა სასამართლო პროცესი (ფოტო)

11 მარტის ბათუმის აქციის მონაწილეთაგან შვიდ პირს დღეს, 17 მარტს წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით. გუშინ იგივე კოდექსით შს სამინისტრომ ექვსი პირი დააკავა. დღეს, 17 მარტს შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხუციშვილმა თქვა, რომ „ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე იმაზე მეტია დასაკავებელი, ვიდრე დავაკავეთ“. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით კიდევ არაერთ ადამიანს დააკავებენ ბათუმში, უახლეს …

“ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

“ასეთი საქმე ჯერ ამ რეგიონის სასამართლოს პრაქტიკაში არ ჰქონია,”- აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან ამ წუთებში დაასრულა ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. ხუთივე ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი მათგანი დღემდე ნასამართლევი არ ყოფილა. ბრალდებულ ლაშა დეკანაძის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე აქცენტს აკეთებს ბრალდებულის ძმაზე, რომლის …

ბათუმის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდება – სასამართლომ განხილვა დაიწყო

მოსამართლე დავით მამისეიშვილი ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელებისადმი თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 5 პირის საქმეს განიხილავს. დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდებათ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, თუ გირაოთი გაათავისუფლებენ. ბრალდებულებს კახა მახარაძეს, გენადი მალაყმაძეს, მინდია ბერიძეს, გიორგი ბერიძეს და ლაშა დეკანაძეს მოსამართლემ განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდებათ, …

სულხან ევგენიძე: გარეგანათების ბოძების ამოთხრა ხის გადატანას არ უკავშირდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ჩაქვი-ბუკნარის მონაკვეთზე გარეგანათების ბოძების ამოთხრა მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირებას არ უკავშირდება. „ეს არის მიმდინარე სამუშაო გარეგანათების ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტს ჯამში 280 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია გარეგანათებაზე. ჩვენ არ ვართ ვალდებული რაიმე ნებართვა გავცეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმირებული ვართ, რომ მიმდინარეობს …

ბობოყვათის რეზიდენციიდან მხოლოდ ერთ ხეს გაიტანენ – არქეოლოგები „ქართუს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, 17 მარტს, დილის ათ საათზე, არქეოლოგების ჯგუფი „ქართუ ჯგუფის“ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს ბობოყვათში შეხვდა. არქეოლოგების თქმით, შეხვედრის მიზანი არქეოლოგიური ზონიდან ხეების გადატანის საკითხის განხილვა იყო. მანამდე არქეოლოგმა ნინო ინაიშვილმა ღია წერილით მიმართა ბიძინა ივანიშვილს და სთხოვა, რომ არქეოლოგიური ზონიდან ხეებს ნუ გაიტანს, რადგან ეს ფასეულ მემკვიდრეობას დააზიანებს ან სულაც გაანადგურებს. …

ბათუმის მერიის თანამშრომლებისთვის პარკირება აკრძალულ მხარესაც დასაშვები გახდა

გუშინ, 15 მარტს, „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ბათუმის საკრებულოსა და ბათუმის მერიის თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომანქანებს კანონის დარღვევით აჩერებდნენ. დღეს ქუჩის ამ მონაკვეთში საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ მერიამ შეცვალა საგზაო ნიშნით – „სამსახურებრივი ტრანსპორტის გარდა“. ქუჩის ამ მონაკვეთში მუდმივად ჭირს ავტომანქანით გადაადგილება, რადგან ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს ჩაყენებული მანქანები ამის …

ხულოს საკრებულოს წევრი სოციალურ სახლში ეკომიგრანტებისთვის ბინების გადაცემას ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ირაკლი ჯორბენაძე, სოფელ ქვედა ვაშლოვანში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ აგებული, 72-ბინიანი „სოციალური სახლის“ ეკომიგრანტი, პირველი კატეგორიის მქონე ოჯახებისთვის გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით საკრებულოს წევრმა ბრიფინგი დღეს, 17 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტში გამართა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა: „იმ სოციალურ ფონზე, რაც ხულოშია, 2015 წელს დასრულებული 72- ბინიანი „სოციალური სახლი“ სოფელ ვაშლოვანში …

ბათუმში კამელიების ხეივანი გაშენდება

ბათუმში, გორგილაძის ქუჩის გაგრძელებაზე, კამელიების ხეივანი გაშენდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქალაქის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, ლევან ჭანუყვაძემ უთხრა. ამ ტერიტორიაზე  50 ძირზე მეტი, სხვადასხვა ფერის კამელია დაირგვება. „ორმოების ამოღება დავიწყეთ უკვე, ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხვდა, სულ დაბეტონებულია ირგვლივ ყველაფერი. დღეში ათ ორმოზე მეტს ვერ ვიღებთ“ – ამბობს ლევან ჭანუყვაძე. ბათუმში, თამარ მეფის …

დაგვანებეთ გორელებს თავი

ავტორი: მიხეილ ჩიტაძე, გორის მცხოვრები ბოლო დროს ტელევიზიით რამდენჯერმე გაიჟღერა პოლიტიკოსების მოსაზრებებმა იმის თაობაზე, რომ აუცილებელია თვითმმართველი ქალაქების დაბრუნება თემის მუნიციპალიტეტებში. ასევე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მთავრობასა და პარლამენტში სერიოზულად იხილავენ ამ თემას, რამაც ძალზე შეგვაშფოთა – ვერ გავიგე რა უნდათ ჩვენგან, რატომ არ გვანებებენ თავს. იმის მაგივრად, რომ განვითარებას შეუწყონ ხელი და კიდევ …

მძღოლი გამოძახებით და პატრულის მიერ 700 ლარით დაჯარიმებული მომხმარებელი

ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩარიტა ჟღენტის სარჩელს განიხილავს. ჩარიტა სასამართლოში საპატრულო პოლიციას უჩივის. მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ დააჯარიმეს. რამდენიმე თვის წინ ჩარიტა დაბადების დღეზე ყოფილა და ერთ-ერთი ტაქსისთვის დაურეკავს, სადაც ე.წ. „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურება აქვთ. ჩარიტა ნასვამი იყო და მძღოლი გამოიძახა, საკუთარი მანქანით შინ უსაფრთხოდ რომ დაბრუნებულიყო. „რესტორან „რივიერაში“ ვიყავი გასული წლის 28 ნოემბრის საღამოს, რამდენიმე …

ივანიშვილის ხის გამო ავტომაგისტრალზე განათების ბოძები და საგზაო ნიშნები ამოთხარეს [ფოტო]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, სადაც შეკვეთილში გადასატანად ხეებს თხრიან, ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალზე გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნებიც ამოთხარეს. მაგისტრალზე გარეგანათება გუშინ საღამოს გათიშეს, ხოლო განათების ბოძები წუხელ ამოიღეს. დღეს, 17 მარტს, კიდევ ერთი მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირება იგეგმება ბუკნარიდან ჩაქვში, რის გამოც გარკვეული დროით ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალიც გადაიკეტება. კომპანია „ზიმოს“ [ეს კომპანია ერთ-ერთი მათგანია, რომლსაც ხეები გადააქვს] წარმომადგენელმა, ირაკლი შანავამ „ბათუმელებს“ …

Exit mobile version