დაგვანებეთ გორელებს თავი

ავტორი: მიხეილ ჩიტაძე, გორის მცხოვრები ბოლო დროს ტელევიზიით რამდენჯერმე გაიჟღერა პოლიტიკოსების მოსაზრებებმა იმის თაობაზე, რომ აუცილებელია თვითმმართველი ქალაქების დაბრუნება თემის მუნიციპალიტეტებში. ასევე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მთავრობასა და პარლამენტში სერიოზულად იხილავენ ამ თემას, რამაც ძალზე შეგვაშფოთა – ვერ გავიგე რა უნდათ ჩვენგან, რატომ არ გვანებებენ თავს. იმის მაგივრად, რომ განვითარებას შეუწყონ ხელი და კიდევ …

მძღოლი გამოძახებით და პატრულის მიერ 700 ლარით დაჯარიმებული მომხმარებელი

ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩარიტა ჟღენტის სარჩელს განიხილავს. ჩარიტა სასამართლოში საპატრულო პოლიციას უჩივის. მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ დააჯარიმეს. რამდენიმე თვის წინ ჩარიტა დაბადების დღეზე ყოფილა და ერთ-ერთი ტაქსისთვის დაურეკავს, სადაც ე.წ. „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურება აქვთ. ჩარიტა ნასვამი იყო და მძღოლი გამოიძახა, საკუთარი მანქანით შინ უსაფრთხოდ რომ დაბრუნებულიყო. „რესტორან „რივიერაში“ ვიყავი გასული წლის 28 ნოემბრის საღამოს, რამდენიმე …

ივანიშვილის ხის გამო ავტომაგისტრალზე განათების ბოძები და საგზაო ნიშნები ამოთხარეს [ფოტო]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, სადაც შეკვეთილში გადასატანად ხეებს თხრიან, ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალზე გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნებიც ამოთხარეს. მაგისტრალზე გარეგანათება გუშინ საღამოს გათიშეს, ხოლო განათების ბოძები წუხელ ამოიღეს. დღეს, 17 მარტს, კიდევ ერთი მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირება იგეგმება ბუკნარიდან ჩაქვში, რის გამოც გარკვეული დროით ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალიც გადაიკეტება. კომპანია „ზიმოს“ [ეს კომპანია ერთ-ერთი მათგანია, რომლსაც ხეები გადააქვს] წარმომადგენელმა, ირაკლი შანავამ „ბათუმელებს“ …

ავტოავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ხელვაჩაურის გზატკეცილზე, კახაბრის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის წინ მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მამაკაცს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა თავის არეში და იგი სასწრაფოს მანქანაში მოთავსების დროს გარდაიცვალა. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით 50 წლისაა. დაწყებულია გამოძიება სისხლის …

ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 16 მარტს, 6 პირი დააკავა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში, ციალა ქათამიძე ამბობს, რომ მან წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულები უკვე მოინახულა. მათ შორის  არის ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. აქამდე სამართალდამცავ …

მოქალაქე პატრულს სასამართლოში უჩივის

მოქალაქე, ვინც პატრულს სასამართლოში უჩივლა, დავით ოქროპილაშვილია. ის ამერიკის მოქალაქეა. ბათუმის კარიბჭესთან, გასული წლის ზაფხულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვდვის გამო იგი პატრულმა 250 ლარით დააჯარიმა. საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს. “ჩვენ წარმოვადგინეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს იმას, რომ ავარია დავით ოქროპილაშვილის მიზეზით არ მომხდარა”, – უთხრა მოსამართლეს ტოგო ჭელიძემ. ის სასამართლოში დავით ოქროპილაშვილის ინტერესებს იცავს. …

მოქალაქე ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლის საშუალებას არ აძლევენ

ბათუმში, რუსთაველისა ქუჩის #7-ში მდებარე კორპუსში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ერთ-ერთი ბინის მეპატრონე აივნის გადახურვის ნებართვას ითხოვს. ჯონი ჯაიანი ამბობს, რომ მისი ბინის აივნიდან მეზობლის ბინაში წყალი ჩადის. „… მინდა ეს პრობლემა დროულად მოვაგვარო, რადგან სამსახურში როცა გამომიძახებენ, ქალაქში რამდენიმე თვე არ ვიქნები. მეზღვაური ვარ და მორიგი გასვლა მექნება მალე. სააგენტოს მივმართე, მისული ვიყავი, წერილობით არ …

“ხოფის ბაზრობაზე” თამბაქოს მაღაზია გაქურდეს

ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, მაღაზია გაძარცვეს. ადგილზე მომუშავეების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მათი თქმით, ქურდმა სახურავი ამოჭრა და ისე ჩაიპარა მაღაზიაში. მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ზარალს ახლა ითვლიან. ადგილზე მოვაჭრეების თქმით კი, მაღაზიიდან 20 ათასამდე ლარია გატანილი. “ხოფის” ბაზრობაზე მომხდარ ქურდობის ფაქტს შსს-ში გვიდასტურებენ. მათი ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით არის დაწყებული.

2500 ლარი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

აჭარის განათლების სამინისტრო აპირებს დააფინანსოს მაგისტრანტებისა და დოქტორანტების  საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში –   კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი, მონაწილეობა. ფინანსური დახმარება გაიცემა 2 500 ლარის ოდენობით. ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუდმივად ან ხელშეკრულებით მომუშავე მეცნიერებს,  ასევე, იმ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც სამინისტროში განაცხადის წარდგენის პერიოდში …

ექსპერტების ჩვენება პატიმრების გაშიშვლების აუცილებლობაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ნანა ფ.-ს სარჩელს განიხილავს. პატიმარი ქალი სასჯელაღსრულების მინისტრის ერთ-ერთი ბრძანების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც ციხის ადმინისტრაციას აქვს უფლება პატიმარს, შემოწმების მიზნით, მოსთხოვოს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება. მოსარჩელე ევროპულ პრაქტიკაზე აკეთებს აქცენტს, სადაც, ძირითადად, სკანირების აპარატს იყენებენ და გამონაკლის შემთხვევაში თხოვენ პატიმარს გაშიშვლებას. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამტკიცებს, რომ სკანირება სრულ შემოწმებას ვერ …

რა უნდა გააკეთოთ თუ მაღალმთიანეთში დენის გადასახადზე შეღავათით ვერ სარგებლობთ

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით უნდა ესარგებლა, თუმცა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ბევრმა ოჯახმა „მთის კანონით“ გაწერილი ეს სარგებელი ვერ მიიღო. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ ქედაში ელექტროენერგიის შეღავათით ძირითადად იმ ოჯახებმა ვერ ისარგებლეს, რომელთა სააბონენტო ქვითარზე მითითებული …

ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიერ პარკირების წესის დარღვევის ფაქტები [ვიდეო]

ბათუმის მერიის შენობის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მერიისა და საკრებულოს ათობით სამსახურეობრივი ავტომანქანა პარკირების წესის დარღვევით დგას, მაშინ, როდესაც მერიას ადმინისტრაციული შენობის უკან აქვს  ტერიტორია პარკინგისთვის, რომელიც ნახევრად ცარიელია. „ბათუმელები“ აღნიშნულ ტერიტორიას ორი კვირის მანძილზე აკვირდებოდა. მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ქუჩის ერთ მხარეს პარკირება დასაშვებია, აქ ამკრძალავი ნიშნის ქვემოთ არის წარწერა – „მერიის ავტომობილების გარდა“. ქუჩის …

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მესამე სექტორის რეკომენდაციები

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. გარდა ამისა, ამომრჩეველი პირადაპირი წესით ვეღარ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. პროექტზე შეფასებები გამოაქვეყნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „სამართლიანი არჩევნები“, „ საია“ და „გამჭვირვალობა საქართველო“ . ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მიესალმებიან, თუმცა არ მოსწონთ ის, რომ პროპორციულობა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ …

მუხრან ვახტანგაძეზე ერთი წიგნის მომზადება-დაბეჭდვაში სახელმწიფო 43 ლარს იხდის

წიგნის – „მუხრან ვახტანგაძე – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი“ გამოსაცემად, აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 48 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა წიგნის გამოცემას 43 ათასი ლარი დასჭირდება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: ბათუმში რეგისტრირებული შპს „მარკა“ და თბილისში რეგისტრირებული შპს „სეზანი“. …

ვიქტორ დოლიძე უვიზო მიმოსვლის დეტალებზე სტუდენტებს ესაუბრა

დღეს 16 მარტს, ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, სტუდენტებს შეხვდა. საუბარი შეეხო ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  სტუდენტების ინფორმირებას. შეხვედრა იმ კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას შესაძლებლობებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას. შეხვედრის დროს, სტუდენტების მხრიდან კითხვები დაისვა შეჩერების …

სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბათუმის სადავო ბინაზე გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 2004 წელს ჩამოართვეს. ბინა ამ დრომდე გიორგი პაპუაშვილს ეკუთვნის, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს. როლანდ ბლადაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. მოპასუხე ამ საქმეში გიორგი პაპუაშვილთან ერთად ეკონომიკის და მდგრადი …

საგამოძიებო სამსახური: გახსნილია სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია  სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები. „საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სატელეფონო კომპანიებისათვის საერთაშორისო ზარის ტარიფი ერთ წუთზე, მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი ზარისათვის დადგენილ ტარიფს და ამავდროულად, იბეგრება აქციზის გადასახადით. ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, ელექტრონული მოწყობილობა – „სიმ-ბოქსის“ საშუალებით ხორციელდებოდა საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით …

ადამიანი ბიუროკრატიულ წრეში – წერილები მთავრობიდან პასუხის გარეშე

მოქალაქე ომარ როდონაია წლებია ბათუმში საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას ითხოვს. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. გალში ცხოვრობდა, მაგრამ იმის გამო, რომ აფხაზეთი ომის დაწყებამდე დატოვა, დევნილის სტატუსი არ მიანიჭეს. წლების განმავლობაში ომარ როდონაია ბათუმში, ერთ-ერთი სახლის მიწურში ცხოვრობდა. 50 წლის ომარ როდონაიას შესახებ 2015 წელს „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას – „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ“, …

ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისია მიწების დაკანონების შესახებ

ქობულეთის გამგეობის საკუთრების აღიარების კომისიას არ აქვს ე.წ ჯიპიარესი, რაც განსახილველი განაცხადით მითითებული კონკრეტული ნაკვეთის კოორდინატების ზუსტად დადგენაში დაეხმარებოდა. კომისია ვერ ახერხებს ასევე განაცხადების ადგილზე შესწავლას, რადგან ავტომანქანა არ ემსახურება. შესაბამისი სამუშაო პირობების არ ქონის გამო კომისიის მუშაობის შეფერხებას უარყოფს კომისიის თავმჯდომარე ასლან ქათამაძე. მისი თქმით, კომისია განცხდების განხილვას ახერხებს, თუმცა ადასტურებს იმასაც, რომ კომისიას …

რაზე ესაუბრა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის დედა ზურაბ პატარაძეს

3 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ავთანდილ ქამაშიძის დედა მოინახულა და დედის დღე მიულოცა. იმ დღეს ჯარისკაცის ოჯახს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ასევე ესტუმრნენ: აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ქობულეთის გამგებელი და ქობულეთის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ზურაბ პატარაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეხვედრის ფოტოებია განთავსებული და ინფორმაცია, რამდენი ლარით ეხმარება დედის დღეზე აჭარის მთავრობა ომში დაღუპული გმირების დედებსა …

საქართველოს და თურქეთის პრემიერ-მინისტრების არაოფიციალური ვახშამი ბათუმში

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 15 მარტს, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაოფიციალურ ვახშამზე ბათუმში შეხვდებიან. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინალი ილდირიმი ართვინის პროვინციაში იმყოფებოდა და იქედან ჩამოდის ბათუმში. „გიორგი კვირიკაშვილი თავის თურქ კოლეგას ვახშამზე უმასპინძლებს, რომელიც მცირე ხნით, ტრანზიტულად ჩერდება ბათუმში. ის რომ პრემიერები ორმხრივ ურთიერთობებზე და მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს …

11 მარტის აქციის მონაწილის საქმე მტკიცებულებების გარეშე

ბათუმში, 11 მარტის აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ნარიმან ლომინაძის საქმის განხილვა ახლახან დაასრულა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ დაუდგინა. ნარიმან ლომინაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. გუშინ მან მოსამართლეს მოუყვა, რომ ეკომიგრანტია და 12 მარტს დილით შუახევში, სოფელ ჭვანაში მიდიოდა, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობენ. მისი თქმით, პოლიციელებმა მანქანიდან გადმოიყანეს …

კონკურსი ჯანდაცვის სამინისტროში – 12 პოზიციაზე მოსახვედრად მუშაობის გამოცდილება საჭირო აღარ არის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 12 პოზიციაზე მოსახვედრად მუშაობის გამოცდილება კონკურსანტს აღარ მოეთხოვება. შესაბამის ბრძანებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, ხელი 13 მარტს მოაწერა.  მუშაობის გამოცდილება ძირითადად არ მოეთხოვება იმათ, ვისაც მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე სურს მუშაობის დაწყება. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ნაზი მგელაძის განმარტებით, „თუ ადამიანმა არ დაიწყო მუშაობა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რეალურად მას მუშაობის გამოცდილება …

„ფეროს“ ყოფილი თანამშრომელი სარჩოს გარეშე

ავთანდილ ქათამაძის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. ქათამაძე ფეროშენადნობთა ქარხანაში 1984 წელს მძიმედ დაშავდა და 2007 წლამდე სახელმწიფოსგან ყოველთვიურ სარჩოს იღებდა. მოსარჩელე იმ სამართლებრივი აქტების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ყოველთვიურ სარჩოს უნიშნავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ ადამიანს, თუკი საწარმოს წილის 100 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 1996 წლიდან სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა და …

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორის ისმეთ დინდარის [მიქელაძე] განცხადება

ჩემი ძალისხმევითა და ინიციატივით, ერთი წლის წინ ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და უნივერსიტეტი, რაზეც წლებია ვოცნებობდი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დროა გასული, საავადმყოფომ უზრუნველყო ჩემი ქვეყნის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება და მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა. სამწუხაროდ, ბოლო დროს ადგილი აქვს საავადმყოფოს ხელში ჩაგდების მიზნით ხელოვნურად შექმნილ არასასურველ პროცესებს. 45% წილის მესაკუთრე პარტნიორი – საავადმყოფოს  დირექტორები, …

ენმ: მოვითხოვთ, შსს-მ ამოიღოს 11 მარტის აქციის ვიდეოჩანაწერები

დღეს, 15 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა – გია აბულაძემ და ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადეს, რომ 11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. „ჩვენ წუთების მიხედვით დავამუშავეთ აჭარის ტელევიზიაში გასული მასალა და აქედანაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება გადააბრალოს აქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და გადაფაროს ის ფაქტი, როგორ დაიწყო მომიტინგეების პროვოცირება. უმაღლესი …

ეკომიგრანტები 25-ათასლარიან პროგრამაში ჩასართავად იუსტიციის სახლებში უნდა დარეგისტრირდნენ

ეკომიგრანტ ოჯახებს „საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების“ შესახებ განცხადების შევსება იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი სერვისის დანერგვის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის 19 ფილიალს მიმართონ განცხადებით. აქამდე ამ მომსახურებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აკეთებდა. აჭარაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს თუ სხვა პირებს, რომლებსაც საცხოვრებელი ესაჭიროებათ, შესაძლებლობა აქვთ, …

შს მინისტრი ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა. შს მინისტრმა სამმართველოს ხელმძღვანელებისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ დავალებები მისცა. ასევე გიორგი მღებრიშვილი პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა, გაესაუბრა და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვინაობა ზუსტად ისევეა გასაიდუმლოებული, როგორც რომელიმე საიდუმლო სამსახურის …

„ჩემი ხმა საზოგადოებაში“ – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო

15-21 მარტს საქართველოში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული იმართება. დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომაა. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება  ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი. მიიჩნევა, რომ ამ სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება. დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, ეს გენეტიკური ცვლილებაა, რომელიც არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სპეციალისტების შეფასებით, …

სახელმწიფოს პრინციპულობა ადამიანის წინააღმდეგ – 4 წელი უშუქოდ

დავით ცინცაძის ოჯახი მეოთხე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახისთვის შუქის მიწოდების მოთხოვნა დააკმაყოფილა, ოჯახი ისევ სიბნელეშია. მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში დავით ცინცაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად 2006 წელს თვითნებურად შესახლდა. მეზობელთან, ვისგანაც ელექტროენერგიის ხაზი ჰყავდათ გამოყვანილი, ცინცაძეებს კონფლიქტი ჰქონდათ. 2013 წლიდან დავით ცინცაძის ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სამეზობლო …

45 ათასი ლარი ფოტოებისა და ვებგვერდისთვის – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტენდერს გამოაცხადებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფოტომომსახურებასა და ახალი ვებგვერდის შექმნაზე ტენდერს გამოაცხადებს. დეპარტამენტის მიზანია რეგიონის საიმიჯო ფოტოების შესყიდვა, რომელთა უმეტესობა დადგმული უნდა იყოს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების თემაზე. „ეს იქნება აჭარის დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკების, ბათუმის საერთო ხედები… ეს იქნება დადგმული ფოტოები, რომლის რეალური ღირებულებაც საქართველოს ბაზარზე სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული. რაც შეეხება ვებგვერდს, რომელიც …

აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული სამი პირის – გიორგი ბადრიშვილის, გურამ ჩიკვაიძისა და ირაკლი ჯიბლაძის საქმეს განიხილავს. 12 მარტს, დილით, პირველად სწორედ მათი საქმეები წარმოადგინა პროკურატურამ სასამართლოში. საქმის განხილვა მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით დღეისთვის, 14 მარტისთვის გადაიდო. განხილვა დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო, რადგან სამივე დაკავებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას უარყოფს. პოლიციელებმა …

დახურული შაჰინის სკოლა-ლიცეუმი რებრენდინგს გეგმავს

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ავტორიზაციის საბჭომ, ქვეყნის მასშტაბით, 25 კერძო სკოლას გაუუქმა ავტორიზაცია. მიმდინარე წელს ოთხ სკოლას, 2016  წელს – 7 სკოლას, 2015  წელს – 8 სკოლას და 2014 წელს – 6 სკოლას. ავტორიზაციის გაუქმების შედეგად, 2017 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა „შაჰინის სკოლა-ლიცეუმმაც“, რომელსაც მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. რა პრინციპით მოქმედებს ავტორიზაციის საბჭო …

აქციის მონაწილე: სოფლიდან ორგანიზებულად, სკოლის მარშრუტკით წამოვედით

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ბათუმში აქციაზე დაკავებულების საქმეების განხილვას განაგრძობს. ზაზა ქოქოლაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა. „ღამით დამირეკეს, ქალაქში ამბავიაო, ჩემი ნათესავებიც აქციაზე იყვნენ. ღამის ორ საათზე წამოვედით ერთად, 10 კაცი ვიყავით, სოფლის სკოლის მარშრუტკით ჩამოვედით, დილის 5 იქნებოდა“, – უთხრა მოსამართლეს ბათუმის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაზა ქოქოლაძემ. მან სასამართლოს დაუდასტურა ისიც, რომ პოლიციელები …

რას ფიქრობენ გორელები ბათუმის მოვლენებზე და საპატრულო პოლიციის უფროსზე

ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში, გორის მცხოვრებლები ბათუმში, 11 მარტს განვითარებულ მოვლენებს აფასებენ  და მიიჩნევენ, რომ  აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე და მისი ჯგუფი გორშიც სიმკაცრით გამოირჩეოდა. მოქალაქე: „ გორში რომ პატრულია, მაგაზე ცუდი პატრული არ არსებობს, უმიზეზოდ აჯარიმებენ ადამიანებს და აჯარიმებენ“. მოქალაქე:  „მე მგონია, რომ ჩვენგან ჩასული პოლიციელების ბრალია, ადრეც იყო წინა ხელისუფლების დროსაც, რომ აჭარლები …

შინაგან საქმეთა მინისტრი: ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ, 13 მარტს, ხულოში მოქალაქეებთან შეხვედრისას ბათუმში პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გამართული აქცია შეაფასა, როგორც პროვოკაცია. გიორგი მღებრიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხულოში იმყოფებოდა. მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს სამმართველოში მივიდა, სადაც პოლიციელებს შეხვდა. ამის შემდეგ მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მან მოსახლეობასთან 11 მარტს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის შესახებ …

Exit mobile version