ქედაში მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ პროფესიით ექიმი, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან გორგილაძეა. მინისტრად დანიშვნამდე იგი სხვადასხვა პერიოდში უბნის ექიმად, აჭარის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების გამგედ, „რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ დირექტორად და სასამართლო ექსპერტიზის ერონული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსად მუშაობდა. ლევან გორგილაძე ქედის მერობის კანდიდატად წარდგენამდე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად მუშაობდა. მმართველი …
Category Archives: მთავარი
შუახევის სასამართლომ სხეფის სკოლის მასწავლებელი 1000 ლარით დააჯარიმა
შუახევის მუნიციაპალიტეტის სოფელ სხეფის მასწავლებელი მარინა დარჩიძე, რომელმაც ფეისბუკის გვერდზე „ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების ფოტო გამოაქვეყნა, დღეს, 2 ოქტომბერს, შუახევის მაგისტრი სასამართლოს მოსამართლემ დავით გელაშვილმა ათასი ლარით დააჯარიმა. პედაგოგს ბრალი ედებოდა საარჩევნო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიის გამართვას იმ ადგილებში, სადაც კანონით აკრძალულია. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, შუახევის 82-ე საოლქო კომისიას არასამთავრობო …
Continue reading “შუახევის სასამართლომ სხეფის სკოლის მასწავლებელი 1000 ლარით დააჯარიმა”
„ბათუმის აქცის საქმის“ ბოლო ბრალდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს
მოსამართლე ლევან გელოვანი ლაშა დეკანაძის საქმეს განიხილავს. ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს ცნიბილი საპროტესტო აქციის შემდეგ, თავდაპირველად ადმინისტრაციული დარღვევისთვის, მოგვიანებით მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი. ლაშა დეკანაძე ერთადერთია, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის აღიარებაზე უარს ამბობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ იმ სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი წარმოადგინა, სადაც ლაშა დეკანაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დადგინდა. …
Continue reading “„ბათუმის აქცის საქმის“ ბოლო ბრალდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს”
ქობულეთის გამგებელი: დამეწყრილ გზებს წვიმის გამო ვერ ვწმენდთ
ქობულეთის გამგაბლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ ალამბარში, რის გამოც რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩახერგილია. გამგებელი ამბობს, რომ გზის გაწმენდა ამ დროისთვის არ ხერხდება. „როგორც გეოლოგებმა მითხრეს, აზრი არ აქვს სამუშაოების დაწყებას, რადგან სანამ წვიმა არ შეწყდება, სამუშაოების დაწყება საშიშია“-ამბობს გამგებელი. მისი თქმით, რვა ოჯახს, რომელიც ამ დროისთვის უგზოდაა დარჩენილი, საფრთხე …
Continue reading “ქობულეთის გამგებელი: დამეწყრილ გზებს წვიმის გამო ვერ ვწმენდთ”
ავარია მახუნცეთში – დაშავდა ორი ადამიანი
ქედაში, მახუნცეთთან ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სამი ავტომობილი გახდა. გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მიხედვით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ბათუმის მერობის კანდიდატი: ქალაქის გამწვანება უნდა მოხდეს დეკორატიული ქოთნებით
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს ბათუმის მერობის კანდიდატებთან. დღეს, 2 ოქტომბერს, პირველი შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატთან, პეტრე ზამბახიძესთან გაიმართა. კანდიდატმა მოკლედ ისაუბრა საარჩევნო პროგრამის დეტალებზე, შემდეგ კი კითხვებს უპასუხა. პირველი კითხვა ქალაქში პარკინგის პრობლემასთან და უსახურ მშენებლობებთან დაკავშირებით დაისვა. მერობის კანდიდატის თქმით, აშენებულ უსახურ შენობებს უკვე ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან ძალადობრივი მექანიზმები მიუღებელია: …
Continue reading “ბათუმის მერობის კანდიდატი: ქალაქის გამწვანება უნდა მოხდეს დეკორატიული ქოთნებით”
ეკუთვნით თუ არა სოციალური შემწეობა ადამიანებს, რომლებმაც სახელმწიფო ქონება თვითნებურად დაიკავეს?
ეკუთვნით თუ არა სოციალური შემწეობა ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილ შენობა-ნაგებობებში თვითნებურად შეიჭრნენ – საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო. მოსარჩელე თამარ თანდაშვილია, რომელიც თვლის, რომ სახელმწიფო მის მიმართ ღირსების უფლებას და თანასწორობის პრინციპს არღვევს. თამარ თანდაშვილს გუდამაყარში, ერთ-ერთ სახელმწიფო ობიექტში აქვს ფართობი თვითნებურად დაკავებული. მოსარჩელე მთავრობის მიერ 2013 წელს მიღებულ განკარგულებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც პირი …
„ექსპერიმენტული მუსიკა არ მიდის კომპრომისებზე“
Black Sea Sound-ი ექსპერიმენტული, ალტერნატიული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ბათუმში 2014 წლიდან ტარდება. ფესტივალის მიმდინარეობისას ყოველ წელს ალტერნატიული, საავტორო მუსიკის კონცერტები, ვორქშოპები და შეხვედრები ტარდება მუსიკოსებთან. ფესტივალის მიზანი საქართველოში ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენაა, რომლებიც ექსპერიმენტულ მუსიკას ქმნიან. სემინარებისა და შეხვედრების საშუალებით მუსიკოსები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და კომუნიკაციის საშუალება ეძლევათ. Black Sea Sound-ის დამფუძნებელი, ლევან გელიაშვილი აღნიშნავს, …
Continue reading “„ექსპერიმენტული მუსიკა არ მიდის კომპრომისებზე“”
ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქართველი ქალი გროსმაისტერი გახდა
ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრი, ნინო ბაციაშვილი მამაკაცთა შორის გროსმაისტერი, დიდოსტატი გახდა. საჭადრაკო ტურნირზე, რომელიც ინგლისში მიმდინარეობდა, ნინომ რეიტინგს – 2500-ს გადააჭარბა და მალე ფიდეს კონგრესზე მიანიჭებენ უმაღლეს წოდებას ჭადრაკში. „საერთაშორისო ტურნირი ინგლისში მიმდინარეობდა, კუნძულ მენზე, სადაც ნინომ არაჩვეულებრივად ითამაშა, ფაქტობრივად წაგების გარეშე, მათ შორის მასზე მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებთან. ნინო დიდი ხანია მიდის ამ შედეგისკენ და უახლოეს …
Continue reading “ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქართველი ქალი გროსმაისტერი გახდა”
სოფლის ტურიზმის ფესტივალი ევროპის მოედანზე
ბათუმში 6-7 ოქტომბერს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი: „სპეციალური დეკორაციებით მორთულ მოედანზე სტუმრებს საშუალება მიეცემათ აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ“. ოფიციალური ინფორმაციით, ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, …
Continue reading “სოფლის ტურიზმის ფესტივალი ევროპის მოედანზე”
ხალას მეჩეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მეჩეთის რეაბილიტაცია იგეგმება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ავარიულ მდგომარეობაშია. ხალას მეჩეთის სარემონტო სამუშაოებს სააგენტო ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 28 ათასი ლარია გათვალისწინებული. ძეგლზე ჩატარდება შემდეგი სამუშაოები: არსებული სახურავის დემონტაჟი; ლამინირებული პარკეტის ფილის მოწყობა იატაკებზე; შეკიდული ჭერის მოწყობა მუყაოთაბაშირის ფილებით ლითონის კარკასზე; ლითონის კარების მოწყობა და შეღებვა; ხის …
100 000 ლარი სამინისტროებში თანამდებობის პირების ცნობიერების ასამაღლებლად
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო სამინისტროებში დასაქმებულ თანამდებობის პირებს ტრენინგებს ჩაუტარებს, რისთვისაც 100 ათასი ლარის ფარგლებში სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურებაში შედის – ტრენინგის მონაწილეთა სასტუმროში დაბინავება, საკონფერენციო/სატრენინგო/სამუშაო დარბაზით მომსახურება, კვებითი მომსახურება, ტრენინგის მონაწილეთა ტრანპორტირება. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს თბილისიდან არანაკლებ 50 და არაუმეტეს 150 კმ-მდე რადიუსში. საუბარია ტრენინგზე, რომლის სახელწოდებაა – „ცნობიერების ამაღლება საჯარო სამსახურში დასაქმებული …
Continue reading “100 000 ლარი სამინისტროებში თანამდებობის პირების ცნობიერების ასამაღლებლად”
რატომ ვერ აამუშავა მერიამ საათი ჭაჭის თაუერზე
ბათუმის ნავსადგურთან სკვერში მდებარე ჭაჭის თაუერზე საათი არ მუშაობს. 19 ათასი ლარი საათის შესაკეთებლად მუნიციპალიტეტმა ორი თვის წინ გამოყო. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საათის ამ დრომდე შეკეთება იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ შესაბამისი სპეციალისტი საქართველოში ვერ ნახეს. „საათი მიმდინარე წლის მაისის თვიდან არ მუშაობს, მეხი დაეცა კოშკს და მაშინ დაზიანდა. რამდენიმე სპეციალისტმა ნახა …
Continue reading “რატომ ვერ აამუშავა მერიამ საათი ჭაჭის თაუერზე”
„პატრიოტთა ალიანსის“ შუახევის მერობის კანდიდატი: ეკლესიამ ნაკლები უნდა იფიქროს გამდიდრებაზე
რევაზ ზოიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტში. იგი ამბობს, რომ 27 წელია შუახევში აღარ ცხოვრობს. რატომ გადაწყვიტა მერობა და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას? მერობის კანდიდატი „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს. ბატონო რევაზ, როდის მოხვედით პოლიტიკაში და რატომ გინდათ გახდეთ მერი? „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გავხდი ერთი თვის წინ, მანამდე პოლიტიკაში არ ვიყავი. …
ავტობანი – როდის დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას ზედამხედველობას ავსტრალიური კომპანია გაუწევს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და SMEC lnternational Pty. Ltd of Australia-ს შორის საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება [ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ზედამხედველობა], რომლის პროექტიც თავის დროზე საქართველოს მთავრობამაც მოიწონა, უკვე გაფორმებულია. ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ ააშენებს. რაც შეეხება უშუალოდ გზის მშენებლობას, შესაძლოა ორი თვის შემდეგ დაიწყოს, …
Continue reading “ავტობანი – როდის დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა”
ბათუმში 13 მუნიციპალურ საბავშვო ბაღს ციფრულ ფორტეპიანოებს გადასცემენ
13 ციფრულ ფორტეპიანოს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება შეისყიდის, რისთვისაც 34 190 ლარია გათვალიწინებული. გაერთიანების ინფორმაციით, ახალ პიანინოს ბათუმში მოქმედი 32-ივე ბაღი ითხოვდა, თუმცა მათგან, ამ ეტაპზე, შეაჩიეს მხოლოდ 13. „საბავშვო ბაღებში არსებული პიანინოები მოძველებულია, თუმცა ამ 13 ბაღში იმდენად, რომ რეაბილიტაცია-შეკეთებას აღარ ექვემდებარება, ამიტომ მათთვის ახალ პიანინოებს შევიძენთ. რაც შეეხება დანარჩენ ბაღებს, იქ არსებული ინსტრუმენტები ექვემდებარება …
Continue reading “ბათუმში 13 მუნიციპალურ საბავშვო ბაღს ციფრულ ფორტეპიანოებს გადასცემენ”
ზვიად ქორიძე ხობელ მოსწავლეებზე: ისინი არიან მედიისგან მორალურ ტერორში
დღეს, 30 სექტემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სხდომა ხობში გამართა და გაზეთ “ასავალ-დასავალის” მისამართით ეთიკის რამდენიმე პრინციპის დარღვევა დაადგინა, მათ შორის, დისკრიმინაციის და ბავშვთა უფლებების კუთხით. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ხობის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა მიმართა. მანამდე, გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა ამ სკოლის მოსწავლეებზე, რომლებმაც თანასწორობის იდეაზე კლიპი გადაიღეს. გაზეთმა მოსწავლეები და …
Continue reading “ზვიად ქორიძე ხობელ მოსწავლეებზე: ისინი არიან მედიისგან მორალურ ტერორში”
ბათუმში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით დღეს, 30 სექტემბერს, 15 წუთის წინ, ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარედ „ალიანს პალასის“ მშენებლობაზე ხარაჩო ჩამოიშალა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით არიან გადაყვანილი საავადმყოფოში, თუმცა როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვეუბნებიან, მუშების მდგომარეობა კრიტიკული არ არის. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით მიმდინარებს რაც მშენებლობის …
Continue reading “ბათუმში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა”
ვის მიყიდა საქართველოს მთავრობამ მიწები მახინჯაურში
მახინჯაურში, ზღვისპირას მდებარე მიწის ოთხი ნაკვეთი [ჯამში 8867 კვ/მ], საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 660 ათას ლარად „აჭარის კურორტებს“ მიყიდა. „აჭარის კურორტების“ აქციების მფლობელ კომპანია – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს კი აჭარაში 21 საკურორტო/ტურისტული ობიექტი [მათ შორის „მედეა“ და „მესხეთი“] 11 წლის წინ გადასცეს, რომლებზეც ე.წ. ყაზახური ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა. გასულ წელს …
Continue reading “ვის მიყიდა საქართველოს მთავრობამ მიწები მახინჯაურში”
ხობელი მოსწავლეების საქმეზე „ასავალ-დასავალმა“ ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპი დაარღვია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ხობის მე-2 საჯარო სკოლის განცხადება განიხილა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წინაააღმდეგ. საბჭოს გადაწყვეტილებით, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ დაარღვია ეთიკის ქარტიის ის პრინციპები, რომლებიც ითვალისწინებს ფაქტის სიზუსტეს, დისკრიმინაციის წახალისებას და ბავშვთა უფლებებს. საქმის განხილვა ქალაქ ხობში შედგა. ხობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს თანასწორობის იდეაზე კლიპი გადაიღეს. მოსწავლეები კლიპში პიროვნული, რელიგიური და …
ლაშა ბაქრაძე: ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში
რატომ სჭირდება ევროინტეგრაცია საქართველოს როგორც რუსეთის და თურქეთის მოსაზღვრე ქვეყანას? რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ქვეყანა და როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში, ასევე დასავლეთთან? ამ საკითხებზე „ბათუმელები“ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა. 30 სექტემბერს ლაშა ბაქრაძემ ამავე თემაზე წაიკითხა საჯარო ლექცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის სკოლაში. ორი ძლიერი ქვეყანა, – …
Continue reading “ლაშა ბაქრაძე: ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში”
„შერატონში“ საერთაშორისო ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო ,„შერატონში“, ციტრუსის II-ე საერთაშორისო ბიზნესფორუმი – „ციტრუსის ექსპორტი 2017“ გაიხსნა. ბიზნესფორუმის მიზანი ადგილობრივი ციტრუსის პოპულარიზაცია და სარეალიზაციოდ ახალი ბაზრების ათვისებაა. საერთაშორისო ფორუმში მეციტრუსეობის დარგის 9 ქვეყნის 27 კომპანიის 34 წარმომადგენელი მონაწილეობს. იმპორტიორებმა ბელარუსიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ტაჯიკეთიდან დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საექსპორტო …
Continue reading “„შერატონში“ საერთაშორისო ბიზნესფორუმი მიმდინარეობს”
ვის შეუძლია საბავშვო ბაღში მუშაობა ქედაში
29 სექტემბრის სხდომაზე ქედის საკრებულომ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცა. ქედის საკრებულოს დადგენილება, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს, მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც საბავშვო ბაღები ავტორიზაციას გაივლიან. ქედის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგს უმაღლესი განათლება მოეთხოვება, რაც შეეხება აღმზრდელ-ასისტენტს, მას საშუალო განათლება უნდა ჰქონდეს და ამასთან, გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების …
Continue reading “ვის შეუძლია საბავშვო ბაღში მუშაობა ქედაში”
რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება აჭარის მუნიციპალიტეტებში 2017 წელს
მიმდინარე წელს აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი საგზაო სამუშაოების განხორციელებასა და მოვლაში 50 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე ათეული პროექტი. ამჯერად ინფორმაციას მოგაწვდით აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს უშუალოდ ან ზედამხედველობს. აქ ჩამოთვლილი …
Continue reading “რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება აჭარის მუნიციპალიტეტებში 2017 წელს”
საადრეო მანდარინის რთველი აჭარაში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საადრეო მანდარინის რთველში ჩაერთო. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში დაწყებულ რთველში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და ციტრუსის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებიც ჩაერთნენ. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული. ციტრუსის ჯიშები სხვადასხვა ქვეყნიდანაა (ჩინეთი, ესპანეთი, თურქეთი, …
მწვანე კონცხის პლაჟი 49 წლით გასხვისდება – დაინტერესებული კომპანია სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული
მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილი 49 წლის ვადით „ბიზნეს დეველოპმენტს“ უსასყიდლოდ გადაეცემა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა და ერთი შენობის პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს. „ბიზნეს დეველოპმენტი“, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აჭარის მთავრობისთვის კომპანიის პირობები მისაღებია. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც დღევანდელი, 29 სექტემბრის სხდომაზე, ქონების გადაცემას მხარი დაუჭირა. „ბიზნეს დეველოპმენტი“, მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ …
პარიზის ოთხი ლეგენდარული კაფე
მე-19, მე-20 საუკუნეების მწერლები, მხატვრები, ინტელექტუალები თუ არტისტები ხშირად კაფეებსა და ბარებში ხვდებოდნენ ერთმანეთს. იკრიბებოდნენ თამბაქოს კვამლით გაბუღულ, ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილ ადგილებში, საათობით საუბრობდნენ, კამათობდნენ, ახალ ლექსებს, მოთხრობებს უკითხავდნენ ერთმანეთს და ერთობოდნენ. ჟან პოლ სარტრს, პიკასოს, პოლ ვერლენსა თუ ჰემინგუეის არაერთი ღამე დასთენებია პარიზული ბისტროების ტერასებზე. მოგვიანებით ეს კაფეები პარიზის ღირშესანიშნავ ადგილებად იქცა და ბევრი …
11 თვის ბონდო ექიმთან ვერ მიჰყავთ
ოქტომბერში ბონდო 1 წლის გახდება. თუ დედას გზის ფული ექნება, ბონდოს თბილისში წაიყვანენ და ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგადაც იგი ჭამას თავისუფლად შეძლებს. ბონდოს იშვიათი, თანდაყოლილი დაავადება აქვს, ე.წ. „მგლის ხახა“ და მას პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება. მას ჟვანიას კლინიკაში მკურნალობდნენ, სადაც ბონდოს დედას, 32 წლის ნონას უთხრეს, რომ ოპერაციიას მას შემდეგ გაუკეთებდნენ, როცა ბავშვის წონა მინიმუმ …
ენმ-ს სააგიტაციო ბუკლეტი ამომრჩევლის ბარათთან ერთად – პარტიამ წარმომადგენელი კომისიიდან გაუშვა
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ აძლევს საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო ბუკლეტს ამომრჩევლის ბარათთან ერთად. ამომრჩეველი კომისიის წევრს ეკითხება, აქვს თუ არა მას სააგიტაციო მასალის გავრცელების უფლება. კომისიის წევრი ამომრჩეველს პასუხობს, რომ სააგიტაციო მასალა მას საარჩევნო შტაბში დაურიგეს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ საარჩევნო კომისიის წევრი ნამდვილად „ნაციონალურ მოძრაობას“ …
ბათუმში Black Sea Mall-ი გაიხსნა
დღეს, 29 სექტემბერს „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პი დეველოპმენტმა“ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.#22-ში სავაჭრო ცენტრი Black Sea Mall-ი ოფიციალურად გახსნა. Black Sea Mall-ი ჰიპერმარკეტ კარფურსა და ოცდაორი უცხოური თუ ადგილობრივი ბრენდის მაღაზიას აერთიანებს. „ვენდისი“ და „დანქინ დონატსი“, „არაი თუმოროუ“, „პარფოისი“, „ივ როშე“, „დელფოსი“, „პეპელა“, „ოვს ქიდსი“, „პენტი“ და „ბატა“ – ეს მცირე ჩამონათვალია იმ …
ბათუმის იახტკლუბი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაეცემა
შპს „რივიერა ბიჩი“ აჭარის მთავრობას ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიას 1004 კვ.მ მიწის ნაკვეთს, შემდგომში ინვესტიციის განხორციელების მიზნით, პირდაპირი წესით და უსასყიდლოდ სთხოვს. კომპანია პირობას დებს, რომ გადაცემულ ტერიტორიაზე იახტკლუბის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას მოაწყობს. ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, სწორედ ამიტომ მისი კომპანიისთვის გადაცემის მოთხოვნით აჭარის მთავრობამ საკრებულოს მიმართა, საკრებულომ ამ თემაზე დღეს, 29 სექტემბერს, სხდომაზე იმსჯელა …
Continue reading “ბათუმის იახტკლუბი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაეცემა”
ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ
გერმანიის მოქალაქე, დავით გაიე ამბობს, თაღლითობის მსხვერპლია. მან პროკურატურას დახმარებისთვის 2017 წლის თებერვალში მიმართა და საგამოძიებო პროცესი ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა პროკურატურა კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენაზე უარს ამბობს. დავით გაიე გვიყვება, რომ ბათუმში ბიზნესის დასაწყებად თავდაპირველად ფული გერმანელისგან ისესხა, შემდეგ მასთან იჩხუბა და კომუნიკაციას ვეღარ ახერხებდა. „დამიკავშირდა ერთი პირი, საქართველოს მოქალაქე – გიორგი ქ. რომელსაც …
Continue reading “ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ”
ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ახლობლები მთავრობას მიმართავენ
დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლიბიის სამხრეთ სანაპიროზე დაკავებულ ტანკერ Rex 30-ზე მყოფი ქართველი მეზღვაურის რომან კაკალაძის ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებაში დახმარება მოსთხოვეს. „ჩვენ ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობას, რომ გააქტიურდნენ და დაეხმარონ ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებაში. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, იმყოფებიან განსაცდელში …
Continue reading “ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ახლობლები მთავრობას მიმართავენ”
რის გამო მოხდა მკვლელობა სამების მონასტერთან – სასამართლო განხილვა დაიწყო
„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელოდებათ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე“, – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გაზრახ მკვლელობაში ბრალდებულს და შემდეგ ტრადიციული კითხვა დაუსვა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. 27 წლის ნუკრი ლ.-მ მოსამართლეს უპასუხა, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს. სამების მონასტერთან 5 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 29 სექტემბერს, დაიწყო. ხალხით …
Continue reading “რის გამო მოხდა მკვლელობა სამების მონასტერთან – სასამართლო განხილვა დაიწყო”
კონფერენცია თემაზე: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“ [ანონსი]
2017 წლის 30 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“-ს ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“. კონფერენციის მთავარი მიზანია ფართო საზოგადოების ჩართვა აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაში, განვითარებასა და პოპულარიზაციაში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და …
Continue reading “კონფერენცია თემაზე: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“ [ანონსი]”
„ოცნების“ სიის პირველი ნომერი ქედაში: მოსახლეობა ზარმაცობს
ქედის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე, სახელისუფლებო პარტიამ პროპორციული სიის პირველ ნომრად დაასახელა ქედაში. რა გააკეთა მოსახლეობისთვის მუშაობის სამწლიან პერიოდში, რის გაკეთება ვერ შეძლო და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას? – „ბათუმელების“ კითხვებს ამირან ცინცაძე პასუხობს. ბატონო ამირან, რამდენად შესრულდა თქვენი წინასაარჩევნო დაპირება? ჩვენ რაც დავპირდით მოსახლეობას …
Continue reading “„ოცნების“ სიის პირველი ნომერი ქედაში: მოსახლეობა ზარმაცობს”