მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ხუთი რჩევა ბინის შეძენის მსურველებს

27.12.2017
ხუთი რჩევა ბინის შეძენის მსურველებს

სამშენებლო ბაზარი საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და მრავალფეროვანია. განსაკუთრებით შეგვიძლია ორი ქალაქის გამოყოფა – თბილისისა და ბათუმის, სადაც მშენებლობის ბუმია, ბაზარზე ერთდროულად ასეულზე მეტი სამშენებლო კომპანია ოპერირებს.

რაც შეეხება მომხმარებელს: ისინი არიან როგორც უცხოელები, ასევე ჩვენი ქვეყნიდან წასული ემიგრანტები. საკმაოდ დიდი წილი მოდის ადგილობრივ მოსახლეობაზეც.

ქართველი მომხმარებელი ბინას, ძირითადად, ყიდულობს დასრულებულ კორპუსში  იპოთეკური სესხის გამოყენებით ან მშენებლობის საწყის ეტაპზე კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მიერ შეთავაზებული შიდა განვადებით.

მშენებლობის საწყის ეტაპზე შიდა განვადებით ბინის შეძენა განსაკუთრებით კომფორტული და პოპულარული გზაა, რადგან ამ დროს ქონების ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, ღირებულება არ იზრდება და შესაძლებელია ის თანხაც კი დაზოგოთ, მომავალში რემონტისთვის რომ დაგჭირდებათ.

მშენებლობის ამ ეტაპზე ბინის შეძენა გარკვეულ რისკებს შეიცავს, რადგან სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით, დაგეგმილზე გაცილებით დიდხანს შეიძლება მოგიწიოთ კუთვნილი ფართობის მისაღებად ლოდინი ან სულაც ვეღარ მიიღოთ. ამიტომ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებამდე:

[checklist]

  • გაარკვიეთ მშენებელი კომპანიის ისტორია
  • დაიტერესდით მის მიერ განხორციელებული და უკვე დასრულებული პროექტებით
  • ვიდრე ბინას შეიძენთ, კარგად შეისწავლეთ პროექტის დეტალები (რამდენ სართულიანია, ექნება თუ არა ეზო, საპარკინგე ადგილი, გამწვანება, სახანძრო კიბე, საკმარისი ზომის ლიფტი და ა.შ.)
  • რა თქმა უნდა, გულისყურით წაიკითხეთ ხელშეკრულება ან წააკითხეთ ისეთ პირს, ვინც კარგად ერკვევა იურიდიულ დეტალებში.
  • ფასთან ერთად მნიშვნელოვანია, შერჩეულ ბინაში მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეძლოთ გადასვლა, ან მისი კომერციული დანიშნულებით დატვირთვა [სურვილის შემთხვევაში], ინვესტირებული თანხა უკან, მოკლე დროში რომ დაიბრუნოთ.

[/checklist]

სახლი, რომელსაც შეიძენთ, თუ გსურთ იყოს სანდო მშენებლის მიერ აშენებული, ჩაგბარდეთ დროულად, გქონდეთ მყუდრო ეზო და ამავე დროს იყოს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გქონდეთ ზღვის ან მთის ხედი, სამშენელო კომპანია „ჩემი სახლი“ გთავაზობთ ბინების ფართო არჩევანს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე პროექტში.

"ჩემი სახლის" მიმდინარე პროექტში ცხრა სართული უკვე აშენებულია.

“ჩემი სახლის” მიმდინარე პროექტის ცხრა სართული უკვე აშენებულია.

პროქტი უკვე დასრულებულ I, II და III ბლოკებში კვადრატული მეტრის ფასი 1250 ლარიდან იწყება, ხოლო მიმდინარე IV, V, VI ბლოკებში – 1100 ლარიდან.

მოქმედებს 30-თვიანი შიდა უპროცენტო განვადება. ბინების არჩევანს რაც შეეხება, გასაყიდი ფართობები 42 კვ/მ-დან იწყება.

მსურველს შესაძლებლობა აქვს შეარჩიოს ბინა, რომელიც გადაჰყურებს ჭავჭავაძის ქუჩას, ასევე , ს.თაყაიშვილის ან  ს.ხიმშიაშვილის ქუჩებს.

პროექტის აშენებულ ნაწილში უკვე განთავსებულია საბავშვო ბაღი, ბანკი, სამედიცინო კლინიკა და რამდენიმე ბრენდული მაღაზია.

მშენებლობა აქტიურ ფასაშია პრექტის ყველა ბლოკზე

მშენებლობა აქტიურ ფასაშია პრექტის ყველა ბლოკზე

სამშენებლო კომპანია ,,ჩემი სახლი“ თითქმის 15 წელია სტაბილურად აშენებს ბათუმში. კომპანიას განხორციელებული აქვს პროექტები, რომელთა ნაწილი  უკვე ასოცირდება ბათუმთან, მათ შორის:

კობალაძის ქუჩაზე 23-სართულიანი კორპუსი, რომლის ბოლო სართულზე ფუნქციონირებს რესტორანი VOX-ი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი რუსთაველის 35-ში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია თავისი არქიტექტურული იერსახით საქართველოში, 12-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი ვაჟა-ფშაველას 6-ში, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი რუსთაველის #22-ში, რომელიც 2014 წლის საუკეთესო არქიტექტორულ შენობებს შორის პირველ ადგილზე დაასახელეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.