მთავარი,სიახლეები

ღვინისა და ყველის ფესტივალი ევროპის მოედანზე „ელესასა“ და „ბანის“ თანხლებით

26.12.2017 • 1618
ღვინისა და ყველის ფესტივალი ევროპის მოედანზე „ელესასა“ და „ბანის“ თანხლებით

26-27 დეკემბერს, 12-დან 19 საათამდე, ევროპის მოედანზე ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიებაზე მოეწყობა ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცრებული დეგუსტატორები გამოფენაზე გამოავლენენ  საუკეთესო ღვინოებსა და ყველს, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.

საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ ჯგუფი „ბანი“ და ანსამბლი „ელესა“. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა გასართობი პროგრამა.

ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისცენტრი.

გადაბეჭდვის წესი