ბათუმის ციხის ადმინისტრაცია სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 800 ლარით დააჯარიმა სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულება. ბათუმის ციხემ ერთ-ერთი მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს არ მიაწოდა. ომბუდსმენისთვის ინფორმაციის დამალვა კი დასჯადია. „ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას ერთ-ერთ მსჯავრდებულზე, რომელიც გვწერდა, რომ შეეზღუდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. ამბობდა, რომ მის საჩივარს სასამართლოში ციხის ადმინისტრაცია მიზანმიმართულად არ აგზავნიდა. ჩვენ მე-3 დაწესებულების ადმინისტრაციისგან მოვითხოვეთ ინფორმაციის მიღება, რაზეც გვიპასუხეს, …

ბათუმში მერობის 9 კანდიდატი და 15 პარტია დარეგისტრირდა

ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმის საარჩევნო ოლქში სულ 15 პარტია და მერობის 9 კანდიდატი დარეგისტრიდა. პოლიტიკური გაერთიანებების, ასევე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა გუშინ, 23 სექტემბერს ამოუიწურა. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის ინფორმაციით, არჩევნებში შემდეგ პარტიები მიიღებენ მონაწილეობას: „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ [საარჩევნო ნომერი 10] „ევროპული საქართველო“ [საარჩევნო ნომერი 2] „ქართული ოცნება“ [საარჩევნო ნომერი 41] „ერთიანი ნაციონალური …

ლევან ანთაძე: პოლიტიკა ჩემი ჰობი არ არის

მერად არჩევის შემთხვევაში ლევან ანთაძე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე 40 მილიონის დახარჯვას აპირებს სოციალური დაცვის მიმართულებით. ლევან ანთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატია. ბატონო ლევან, რატომ გაგიჩნდათ ბათუმის მერობის სურვილი? 2011 წლიდან შპს „მედ ალფა“-ში ვმუშაობდი და აღარ ვიყავი აქტიური პოლიტიკაში… მერობა გადავწყვიტე, რადგან შვილები მეზრდება და მინდა, ისინი ბათუმში, საქართველოში გაიზარდონ. მეორე …

მე მომწონს ფოსტის შენობა – ლევან ანთაძე კულტურულ მემკვიდრეობაზე

ლევან ანთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი წინაასარჩევნო პროგრამაში საუბრობს კულტურულ მემკვიდრეობაზეც. რა შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაში ძეგლების მიმართ და რას გააკეთებს ამ კუთხით ლევან ანთაძე, თუკი იგი ქალაქის მერად აირჩიეს? ბატონო ლევან, წინასაარჩევნო პროგრამაში საუბრობთ კულტურულ მემკვიდრეობის მოვლაზე. საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენი დამოკიდებულება ძეგლების მიმართ… დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ? განადგურებას ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ფოსტის …

ბათუმში ფეხით მოსიარულეთა ხიდის აშენების სურვილი არავინ გამოთქვა

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე [პლაჟსა და სარკინიგზო ხაზს შორის] გადასასვლელი, ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობის სურვილი არავინ გამოთქვა, შესაბამისად, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ხიდის აშენებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 186 ათას 100 ლარია გამოყოფილი. ქალაქის მერიამ ხიდის მშენებლობაზე ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. სატენდერო ფასი კვლავ 186 100 ლარია. მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, ახალი ტენდერის …

რა ფილმებს ვნახავთ დღეს? – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

დღეს,  23 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმების ნახვა შეგიძლიათ: 12.00 საათზე:  „თავისუფლების დღე“, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ. 14.00 საათზე:  BIAFF საკონკურსო მოკლემეტრაჟიანი ფილმები 16.00 საათზე: „როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი “კუნძი“ მოხუცებულთა თავშესაფარში“, ალექსადნრე ჰანტი, რუსეთი, 2017, 90 წთ.. 18.00 საათზე: „აფრენა“, ეჰსან აბდიპოური, ირანი, 2017, 84 წთ. 20.00 …

რატომ შეეცვალათ მეპატრონე ბათუმში სამედიცინო დაწესებულებებს

სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც 100 პროცენტიან წილს სახელმწიფო ფლობს, ქვემდებარეობა შეეცვალათ. „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ინფექციური საავადმყოფო“ და „სამედიცინო განათლების ცენტრი“ აქამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდა. ამჯერად ამ დაწესებულებების მართვას აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს. „ერთგვარი უხერხულობა იქმნებოდა, როცა ცალკეულ პრობლემაზე საავადმყოფოს ადმინისტრაცია მიმართავდა ფინანსთა სამინისტროს, შემდეგ ეს სამინისტრო ჩვენ გვწერდა წერილს და …

მშობელს არ აქვს სისუსტის უფლება

ავტორი: ნათია სირაბიძე  ღამის ოთხი საათი იყო. ლილეს ხველების ხმამ გამაღვიძა. ვერ ვსუნთქავო. ბრონქული სპაზმი ჰქონდა. მეგობარი ექიმი გავაღვიძე, დისტანციურად გაგვიწია კონსულტაცია. მითითებებისამებრ წამლები ვიყიდე, დავალევინე და დილამდე ეძინა. საავადმყოფოში წავედით ანალიზისთვის. ლილე სკამზე იჯდა, ექთანი სისხლს უღებდა ჯერ ვენიდან და მერე თითიდან. უცებ ფერი დაკარგა და თავი ჩაქინდრა. ექთანმა, სასწრაფოდ დივანზე დავაწვინოთო. ლილე თვალებს …

დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 477 ადამიანი დააჯარიმდა. მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 337, დგომის მეთოდის დარღვევისთვის – 12, ნიშანში დგომისთვის – 109, ტროტუარზე დგომის გამო – 11. დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 6 და ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო – 2.

რამდენი პირველკლასელი მიიღეს ბათუმის საჯარო სკოლებმა

2017 სასწავლო წლისთვის ბათუმის საჯარო სკოლებში 2 431 პირველკლასელი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 258-ით ნაკლებია. ბათუმის  საჯარო სკოლებიდან ყველაზე ნაკლები, 16-16 პირველკლასელი მიიღო 23-ე და 27-ე საჯარო სკოლებმა, 21 პირველკლასელი ჰყავს ბათუმის 31-ე საჯარო სკოლას, ხოლო 25 პირველკლასელი მე-13 საჯარო სკოლას. დანარჩენ სკოლებში პირველკლასელთა საშუალო რაოდენობა 25-იდან 80 მოსწავლემდე მერყეობს. პირველკლასელთა რაოდენობის მიხედვით, წელს …

დაგეგმილი მშენებლობა ბათუმში, “სოკოს სახლის” გვერდით [ფოტო]

ბათუმში ე.წ. „სოკოს“ სახლის გვერდით, მაზნიაშვილის #34-ში კომპანია „მარდი ჰაუსი“ საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის ხარჯზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. მშენებელმა პროექტი შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა. ე.წ „სოკოს“ სახლში ახლა ცვილის ფიგურების მუზეუმია, რომელიც უკვე ხუთ წელზე მეტია დაკეტილია. შენობა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კანონმდებლობა ძეგლიდან  150 მეტრის რადიუსში კრძალავს ისეთ მშენებლობას, რომელიც ძეგლს …

„რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის საარჩევნო სია – არჩევნები 2017

ბათუმის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრები – თემურ ყურაშვილი და ირაკლი ჩავლეიშვილი მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიულ სიაში აღარ არიან. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ახალ სახეებზე გააკეთა არჩევანი. მოვწყინდით უკვე ალბათ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს თემურ ყურაშვილმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა. თემურ ყურაშვილის ინფორმაციით, „რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის საარჩევნო პარტიულ სიის სათავეში ეკონომისტი ლარისა ანდღულაძეა. იგი ბათუმის საკრებულოს წევრია მას შემდეგ, …

სამი გამარჯვებული პედაგოგი ბათუმიდან ცერნში

ბათუმიდან ფიზიკის სამი მასწავლებელი ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (ცერნი) ერთკვირიან სასწავლო კურსს გაივლის. პედაგოგები კონკურსის წესით შეირჩნენ. ერთ-ერთი გამარჯვებული, ვენერა აბუსელიძე, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ფიზიკის პედაგოგია. საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსანტს პედაგოგიურ მიღწევებთან ერთად უნდა წარმოედგინა ერთი ჩატარებული გაკვეთილის პრეზენტაცია. „გარდა ამისა, ძალიან კარგად უნდა იცოდე ცერნის ისტორია, ბირთვული კვლევები, ძალიან კარგად …

ვინ არიან ხულოს მერობის კანდიდატები

ხულოს მუნიციპალიტეტის მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. მერობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა. მერობის სამი კანდიდატი ხულოს მოქმედი საკრებულოს წევრია. „ქართულმა ოცნებამ“ ხულოს მერობის კანდიდატად კურორტ „გოდერძის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე, გოჩა მელაძე დაასახელა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატი მოქმედი საკრებულოს წევრი და წინა მოწვევის საკრებულოს აპარატის უფროსი, ირაკლი ჯორბენაძეა. 2016 …

საპროტესტო აქციამდე მუშებს კომპანია „მეტროს“ ხელმძღვანელი შეხვდა

6 მაისის პარკში ბათუმელი მუშები შეიკრიბნენ. „სოლიდარობა ბათუმელ მუშებს“ – ამ სლოგანით აქცია „აუდიტორია 115“-მა კიდევ ერთხელ გამართა, სადაც მუშებმა თქვეს, რომ კომპანია „მეტროსთან“ მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით გუშინ, გვიან ღამით დასრულდა და აქციის გაგრძელების საჭიროებას ვეღარ ხედავენ. საუბარია კომპანია „მეტროს“ მშენებლობაზე, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც ორი მუშა 8 სექტემბერს გადმოვარდა და დაიღუპა. დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლის თხოვნით, მშენებლობაზე …

ქედის მერობის ხუთი კანდიდატი

ქედაში მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს. მერობის კანდიდატები წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და საარჩევნო ბლოკმა – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო“. ქედაში მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“ პროფესიით ექიმი ლევან გორგილაძეა, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. მინისტრად დანიშვნამდე იგი სხვადასხვა პერიოდში უბნის ექიმად, აჭარის სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების …

მერიის თანამშრომელი სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა

ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფროს სპეციალისტს, გიორგი ფუტკარაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაკავებაზე განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს: „ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, …

მოჰსენ მახმალბაფი: წარმატებული ხარ მაშინ, როცა საკუთარი თავის შესწავლით ხარ დაკავებული

21 სექტემბერს სასტუმრო WYNDHAM batumi-ში ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების ჟიურის ხელმძღვანელობს. მან 2005 წელს დატოვა ირანი და უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. რეჟისორმა მასტერკლასზე თავის ცხოვრებაზე, ირანში განვლილ რთულ წლებსა და „ახალი ტალღის“ რეჟისორების მიერ …

რა ფილმებს ვნახავთ დღეს? – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

დღეს,  22 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „დიქსი ლენდი“, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016, 60 წთ. 13.30 საათზე: „მე გადავცურე ენგური“, ანუნა ბუკია, საქართველო, 2016; 62 წთ. 15.00 საათზე: ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; 120 წთ. 17.30 საათზე: „ჩიტები მღერიან კიგალიში“, იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი, 2017, 113 წთ. 20.00 საათზე: „შუქ-ჩრდილი“ …

„სოლიდარობა მუშებს“ – ბათუმში „აუდიტორია 115“ აქციას გამართავს

22 სექტემბერს, 12 საათზე, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები ბათუმელ მუშებთან ერთად აქცია-მსვლელობას გამართავენ 6 მაისის პარკიდან აჭარის მთავრობის სახლამდე. „8 სექტემბერს, ბათუმში, კომპანია ,,მეტრო ჯორჯიას” დაქვემდებარებულ კომპანიაში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაიღუპა 2 ახალგაზრდა მშენებელი. დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლის თხოვნით, მშენებლობაზე დასაქმებულებმა 2 დღით შეაჩერეს სამშენებლო პროცესი, რაც ასევე იცოდა კომპანიის ხელმძღვანელობამ. დაღუპული მუშების …

ვის ეკუთვნის გარდაცვლილის ქონება – არაოფიციალურ მეუღლეს თუ ძმას

75 წლის ციალა პერტია შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს, რადგან მეუღლესთან ერთად 29 წლის განმავლობაში ქორწინების რეგისტრაციის გარეშე იმყოფებოდა. მისი მეუღლე 3 წლის წინ გარდაიცვალა. იმის გამო, რომ მემკვიდრეობის უფლების მისაღებად ქორწინების რეგისტრაციაა საჭირო, ციალა პერტია მემკვიდრეობის, ანუ ქონების გარეშე დარჩა. საცხოვრებელი ბინა ტაბიძის ქუჩაზე ციალა პერტიას მაზლმა გაიფორმა და მისგან ახლა სახლიდან წასვლას ითხოვს. …

„ქართული ოცნების“ სიის ათეული ხულოს საკრებულოში

ხულოში, „ქართული ოცნების“  პროპორციული სიის ათეულში, მოქმედი საკრებულოს სამი წევრი ჩაწერეს. სია ასე გამოიყურება: თამაზ აბაშიძე – ხულოს გამგებლის მოადგილე ბესიკ ბაუჩაძე – ხულოს მოქმედი გამგებელი ნარგიზ დეკანაძე – საკრებულოს მოქმედი წევრი ნოდარ მიქელაძე – ხულოს გამგებლის მოადგილე ნიკა წულუკიძე იზოლდა სურმანიძე – გამგებლის წარმომადგენელი სხალთის თემში რომან ქედელიძე – საკრებულოს მოქმედი წევრი ირაკლი ბოლქვაძე …

„ოცნების“ სია შუახევში ძირითადად საკრებულოს წევრებითაა დაკომპლექტებული

შუახევში პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ედნარ კეჟერაძის ინფორმაციით, პარტიამ პროპორციული სია ოლქს უკვე წარუდგინა დასამტკიცებლად. „ოცნების“ სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. მირიან აბაშიძე, საკრებულოს იურისტი 2. ფრიდონ ფუტკარაძე 3. ნოდარ ქარცივაძე, „ქართული ოცნების“ პარტიის რაიონული ორგანიზაციისა და მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე 4. ედნარ კეჟერაძე, საკრებულოს წევრი 5. თენგიზ ივანაძე 6. გურამ ქათამაძე 7. ვახტანგ …

„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის სიის პირველი ათეული – არჩევნები 2017

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმის საარჩევნო სია უკვე დაარეგისტრირა. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრის, ზაურ გაბაიძის ინფორმაციით, სიის ათეული ასეთია: არჩილ მამულაძე – იგი აქამდე ადვოკატად მუშაობდა. პარტიული სიის გარდა, არის ბათუმის მე-10 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ელგუჯა პაიჭაძე – პარტიის წევრია, ასევე არის მე-7 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ფრიდონ ბრეგვაძე – ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაურ გაბაიძე …

ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმის საკრებულოში: 1.ჩაქვი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, თამარის დასახლება (ბენზე) – თამაზ სალუქვაძე. ის ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს  საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2.ბონი-გარადოკი, მანთაშევი -გოჩა მგელაძე. ის ამ უბანში მერის რწმუნებულად მუშაობდა. 3.ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული (ჭაობი) – ნატალია ზოიძე. ნატალია ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია. ურეხი, თოდოგაური, ინჯალო, სამრეწველო ზონა …

ქართული ოცნების სიის ათეული ქედაში

,,ქართულმა ოცნებამ“ ქედის საკრებულოს პროპორციული სია დასარეგისტრირებლად ოლქში წარადგინა. ქედის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, სიის ათეული  ასეა წარმოდგენილი:   1. ამირან ცინცაძე – პარტია ქართული ოცნების ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მოქმედის ქედის საკრებულოს თავმჯდომარე 2. რომან დავითაძე, ქედის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე 3. მზია ბოლქვაძე 4. რეზო თურმანიძე – საკრებულოს მოქმედი …

ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შს სამინისტროს არ მიმართავს

ბათუმის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში ფრიდონ ხალვაშისა და ინასარაძის ქუჩების სკვერებში არსებული ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე, მერიას შს სამინისტროსთვის არ მიუმართავს. შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ  ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს, რადგან, განცხადებით ამის თაობაზე უწყებისთვის არავის მიუმართავს. ბათუმის მერიაში კი დასძენენ, რომ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართვას სამართალდამცველებისთვის არც აპირებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, …

„ევროპული საქართველოს“ ათეული ბათუმის საკრებულოსთვის – არჩევნები 2017

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სიის სათავეში რაულ თავართქილაძეა. იგი გასული წლის ბოლოს გაემიჯნა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მანამდე, 2004-2008 წლებში, რაულ თავართქილაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, შემდეგ – აჭარის განათლების, კულტურისa და სპორტის მინისტრის მოადგილე. სიის მეორე ნომერი ამირან ტაკიძეა, პროფესიით ექიმი, მესამე – ბადრი გორგაძე, პედაგოგი. „ევროპული საქართველოს“ სიის მეოთხე ნომერია …

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიაში პროპორციული საარჩევნო სია დაარეგისტრირა , პარტიის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის ინფორმაციით სია ასე გამოყურება: მირდატ ქამადაძე – პარტიის წევრი, პარტიის ბათუმის საკრებულოს თამჯდომარეობის კანდიდატი. ლევან ანთაძე – ექიმი, აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ნოდარ დუმბაძე – ბათუმის მოქმედი საკრებულოს სამგზის წევრი. კახა კუნჭულია – რაგბისტი …

„ქართული ოცნების“ სიის ათეული ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ქართულმა ოცნებამ“  ბათუმის საკრებულოს პროპორციული სია დაარეგისტრირა. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდმარის, ირაკლი ჭეიშვილის ინფორმაციით, სიის ათეული ასე გამოიყურება: სულიკო თებიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მიქელაძე – ბათუმის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნერიმან ცინცაძე – ექიმი ლაშა სირაბიძე- მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ბესარიონ გოგოტიშვილი – „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. დიმიტრი ჭეიშვილი – …

შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ თვითნებურად აიღო

 მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ ფრიდონ ხალვაშის 322 ნომერში და ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში დამონტაჟებული ადაპტირებული ატრაქციონები თვითნებურად აიღო. მერია ამის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას, პატივი სცენ შშმ ბავშვების უფლებებს. „სამწუხაროდ, მერიაში შემოვიდა მოთხოვნა აღნიშნული ატრაქციონების აღებასთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან კი დაფიქსირდა შშმ ბავშვთა ატრაქციონების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები. მსგავსი ტიპის მოთხოვნა …

რა დარჩა სკოლის ბუფეტში მინისტრის ბრძანების შემდეგ

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სკოლის ბუფეტი არ ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც მინისტრის ბრძანებით სკოლაში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა, სკოლები ცომეული პროდუქტების ამარა დარჩა ან საერთოდ არაფერი იყიდება. პირველი სკოლის დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, დირექცია ბუფეტის ფართობზე აუქციონს აცხადებს. „დოკუმენტაცია უკვე მზადაა და აუქციონი მალე გამოცხადდება“. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც მოიჯარემ სკოლაში უნდა შემოიტანოს? …

რატომ ქმნის აჭარის მთავრობა კომერციულ უწყებას

ახალი სამთავრობო უწყების ხელმძღვანელობის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური“ – ამ სახელწოდებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მთავრობამ ჩამოაყალიბა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე მირანდა ჩარკვიანის დანიშვნა იგეგმება, თუმცა მთავრობაში ამას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ახალი სამსახურის ხელმძღვანელი კონკურსის წესით უნდა აარჩიონ. დებულების მიხედვით, ამ სამსახურმა …

კურორტ გოდერძიზე შესაძლოა ვერტმფრენი დაინიშნოს

სამთო–სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ვერტმფრენის დანიშვნასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა ტექნიკურ-ეკონომიკურ საჭიროებას იკვლევს. კურორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ლაშა ველიაძის თქმით, კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, დაინიშნება თუ არა ვერტმფრენი კურორტზე და რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერტმფრენის რეისების შესასრულებლად. კვლევის პარალელურად კურორტის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ახორციელებს. „მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, …

„დედე“, რეზო ესაძის ახალი ფილმი და კიმ კი დუკის „ქსელი” – კინოფესტივალის აფიშა დღეს

დღეს,  21 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „ცოცხლად დარჩენის მეთოდი“, არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ. 14.00 საათზე: „ჩემი გარეუბნის ისტორია“, იუნუს ოზან კორკუტ, თურქეთი, 2017; 78 წთ. 16.00 საათზე: „მეტი“, ონურ საილაკ, თურქეთი, 2017, 115 წთ. 18.30 საათზე: „დედე“, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 …

დარჩება თუ არა წყლის მილები ქედის გამგეობის ეზოში

ქედის ბიუჯეტის თანხით სასმელი წყლისთვის  შეძენილი პოლიეთილენის მილები რამდენიმე დღეა ქედის გამგეობის ეზოშია დასაწყობებული. ქედის გამგებლის მოადგილე, გურამ ბერიძე განმარტავს, რომ გამგეობამ წყლის მილები სოფლების – გულებისა და ხუნკუდის მოსახლეობისთვის შეიძინა და მაშინ დაურიგდება მოსახლეობას, როდესაც წყლის მილების განსათავსებლად სპეციალურ არხს მოაწყობენ. მოსახლეობა კი ამბობს, რომ დამოუკიდებლად და ტექნიკის დახმარების გარეშე არხების გაყვანას ვერ შეძლებს. …

Exit mobile version