საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამი გემი დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა – ფოთის, ხოლო ხორვატიის დროში ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს. გემის კაპიტანებს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დაეკისრათ, რასაც დაემატება გარემოსათვის …

გვარასა და ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის ცნობით, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას. მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და …

ყოფილი პატიმარი: ციხე უფრო გვპატრონობდა პატიმრებს, ვიდრე მთავრობა – გათავისუფლებულებს

ყოფილ პატიმარს, ვლადიმერ ლომაძეს პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების საფეხბურთო მინი-ტურნირზე შევხვდით. ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა შვილს, რომელიც ტურნირში იღებდა მონაწილეობას. 53 წლის ვლადიმერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდიდანაა. წელიწად-ნახევარი პირობითი სასჯელი ჰქონდა, ჯარიმაც დააკისრეს – 5000 ლარი. მერე ექვსი თვე გაატარა გლდანის მერვე საპყრობილეში: 2013 წლის აპრილიდან ნოემბრამდე იხდიდა სასჯელს. ჰყავს უმუშევარი მეუღლე, სამი შვილი, მათ შორის ორი …

„შეშინების მიზნით გავისროლე“ – ბათუმში ბიზნესმენების დაჭრის საქმე

„შეშინების მიზნით გავისროლე, ამიტომაც დავუმიზნე ფეხების მიმართულებით…“ – უთხრა მოსამართლეს რამაზ ხიმშიაშვილმა. მას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ამ საღამოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია ბათუმში, კომპანია „მეგა პალასში“ 7 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა კომპანიის დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე და თანამშრომელი ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. ალექსანდრე ხიმშიაშვილი ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის ძმაა. „ორჯერ გავისროლე და გამოვიქეცი,“ – განაგრძო ბრალდებულმა სასამართლო …

რატომ მალავს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამას

არჩევნებამდე 12 დღე დარჩა. მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს ხვდებიან, თუმცა შეხვედრის შემდეგ ამომრჩეველს ხელში არ რჩება წერილობითი პროგრამა, რითაც შეუძლია ფინალში გასულ მერს პასუხი მოსთხოვს. მერობის კანდიდატების უმრავლესობამ წინასაარჩევნო ბუკლეტების გამოცემა ამჯობინა. საარჩევნო პროგრამა საერთოდ უცნობია „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის შემთხვევაში. ლაშა კომახიძე თვლის, რომ იდეებს პარავენ და საარჩევნო პროგრამის გასაჯაროვება ამ ეტაპზე საჭირო არ …

ცოლიკაურის რთველი ქედაში [ფოტო, ვიდეო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მოსახლეობა ძირითადად მევენახეობასა და მეთამბაქოეობას ეწევა. საღვინე ყურძნის ჯიშებიდან, აქ ძირითადად ცოლიკაურისა და ჩხავერის ჯიშის ყურძენია გაშენებული. ზოგიერთმა ფერმერმა ყურძენი უკვე დაკრიფა, ზოგი კი მყიდველს ელოდება. 69 წლის ხასან გეგიძემ ცოლიკაური ათი წლის წინ მოაშენა. მეურნეობა 70 ძირი ვაზიდან დაიწყო და ახლა 700 ძირი აქვს გაშენებული. ვაზი დუმბაძეების ოჯახის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. ამირან დუმბაძეს ცოლიკაური …

ხუთი საუკეთესო კონცერტი 50 წლის განმავლობაში – ჟურნალ Rolling Stones-ის რჩეულები

დარბაზიდან წამოსული ენერგია, შესრულება, კონცერტების საერთო მუხტი – ჟურნალმა Rolling Stones -მა ამ და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული, ბოლო 50 წლის საუკეთესო კონცერტების სია გამოაქვეყნა.  Rolling Stones-ის გრძელი სიიდან ხუთ საუკეთესო როკ-კონცერტს გთავაზობთ. ჯიმი ჰენდრიქსი – Experience Worldwide Tour – 1967 ჯიმი ჰენდრიქსის გენიალურობა 1967 წლის სადებიუტო ალბომის  ,,You Experrienced’’ გამოსვლისთანავე გახდა ცხადი. ალბომის გამოსვლის შემდეგ  ჰენდრიქსმა …

გადადგება თუ არა ლაშა კომახიძე თუ ვერ შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს? 

ურბანული განვითარების კუთხით, აიღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებზე და თუ ვერ შეასრულებთ, დატოვებთ თუ არა თანამდებობას? – ეს კითხვა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს ლაშა კომახიძეს, დღეს 9 ოქტომბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე დაუსვეს. ლაშა კომახიძემ კითხვას ასე უპასუხა. „კი ბატონო, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც შეჭამს ტროტუარს, არ უნდა შენდებოდეს …

გამოვათავისუფლებთ თანხებს პერსონალის შემცირებით – ხელვაჩაურში „პატრიოტთა ალიანსის“ პირველი ნომერი

„პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ლევან ლორთქიფანიძეა. ამ პარტიამდე იგი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო და რამდენიმე თვით ხელვაჩაურის გამგებელიც. ლევან ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ღირებულებებით „პატრიოტთა ალიანსი“ მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა. ბატონო ლევან, თქვენ იყავით ხელვაჩაურის გამგებელი 2013 წელს, რაც თქვენი დაპატიმრებით დასრულდა. ამის გამო დატოვეთ „ქართული ოცნება“? ჩემი დაკავება იყო მხოლოდ პოლიტიკური და …

„ეს მტვერი კი არა კვამლია“ – მაჭახლის ხეობასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

9 ოქტომბერს სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები გზაზე ასფალტის საფარის დაგებას ითხოვენ. აქ კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე ჰესს აშენებს. „ასფალტის დაგებას ვითხოვთ, რომ მტვერში არ დავიხრჩოთ. ჩვენი ფილტვები, რომ გავესინჯოთ, ჯანმრთელი არცერთის არ იქნება. ყველას გვახველებს. ეს მტვერი კი არა კვამლია… მორწყეს დღეს, წავიდნენ, გაშრა და ამტვერდა ისევ. ახლა …

წუხელ, ბათუმში, ღამის კლუბში კაცი დაჭრეს

ბათუმში, გონიოს დასახლებაში გუშინ ღამით მოქალაქე ნ.დ. დანით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა ღამის კლუბ „დენიზის“ ეზოში მოხდა, სადაც სასტუმროც მუშაობს. შემავალი ჭრილობის მქონე ნ.დ. გუშინ გვიან ღამით მოათავსეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ნ.დ.-ს ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. დაჭრილი პირი არ გადაუყვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.  …

კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა

დღეს, 9 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“  ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია მისი როგორც მერობის კანდიდატის პოზიცია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და იცნობს თუ არა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მეჩეთის პროექტს, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მეჩეთის პროექტს არ იცნობს. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური ტიპის დაწესებულება  რა ფულით …

კახაბერი: მე ვარ პირველი აჭარელი, რომელმაც ბათუმი გახადა პოპულარული

ბათუმის მერობის კანდიდატს, კახაბერ ცისკარიძეს ბათუმში არც საარჩევნო შტაბი აქვს და არც ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია. ამბობს, რომ საკუთარ პოსტერებს თავად აკრავს ქალაქში და ასე ამომრჩეველსაც ხვდება. უკმაყოფილოა, რომ მედიით ხშირად არ ეძლევა საშუალება ამომრჩეველს საკუთარი აზრი გაუზიაროს და მიიჩნევს, რომ ბათუმის მერობის კანდიდატებს შორის იგი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. რატომ გადაწყვიტა კახაბერმა მერობა? – ამბობს, …

ფაროსანას გამო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. მიზეზი აზიური ფაროსანაა, რომელიც ბაღის შენობას შეესია. საბავშვო ბაღი ფრიდონ ხალვაში გამზირზე #281-ში მდებარეობს. „გუშინ შემთხვევით გამოვიარე სამსახურში და ვნახე, რომ სავსე იყო შენობა მწერით. ლოგინებზეც შესეული იყო. მაშინვე დავურეკე ბაღების გაერთიანებას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე,“ – ამბობს ბათუმის 23-ე საბაშვო ბაღის ხელმძღვანელი, თამარ ნაგერვაძე. ბათუმის …

ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა

„ნაციონალური მოძრაობის“  სიის პირველი ნომერი,  ბათუმის საკრებულოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მირდატ ქამადაძე, დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც სხვადასხვა უბნებზე 18-მა კომისიის წევრმა, კომისიიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქამადაძის თქმით, 18-ივე კომისიის წევრი წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის, ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. „კომისიის წევრებს მმართველი …

რატომ არ იბარებს ცოლიკაურს ქედის ღვინის საწარმო

ქედაში ყველაზე გავრცელებული საღვინე ჯიშის ყურძენი – ცოლიკაური, უკვე მოვიდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ყურძნის კრეფაც დაიწყო, ქედის ღვინის საწარმოს კი, რომელიც სახელმწიფო გრანტის ფარგლებში მოეწყო, ყურძნის მიღება ჯერ არ დაუწყია. მეტიც, საწარმოში ყურძნის ჩაბარების ფასიც კი არ არის განსაზღვრული. ქედელი ფერმერების თქმით, ქედის ღვინის საწარმო ადგილზე მოწეულ ყურძენს მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ იბარებს, …

დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“: როგორ გავიგოთ კრიზისი

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“.  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა დისკუსია თემაზე: „დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“: როგორ გავიგოთ კრიზისი?“  დისკუსიის მომხსენებელი სალომე ასათიანი იყო, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, მოდერატორი – კინომცოდნე გოგი გვახარია.  გთავაზობთ სალომე ასათიანის მოხსენებას.  „დასავლეთში, მის პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ წრეებში, …

ბათუმში ექვსი წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

8 ოქტომბერს, საღამოს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას და კომახიძის [ყოფილი მოსკოვის] ქუჩების კვეთაში ექვსი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გონზე მყოფი გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – “ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც …

იყენებს თუ არა ადმინისტრაციულ რესურსს ქედის გამგებელი „ოცნების“ სასარგებლოდ?

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე არსებული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, ნომრით IWI 080, რომელიც ქედის გამგებელს დავით დუმბაძეს ემსახურება, დღეს, 8 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის, მახუნცეთის ადმინისტრაციული თემის ცენტრშია გაჩერებული, გამგებელი კი ცენტრიდან, სადაც ავტომობილია გაჩერებული, დაახლოებით სამი კილომეტრით  დაშორებულ სოფელ ზედა ბზუბზუში, ქედის მერობის კანდიდატთან, ლევან გორგილაძესთან ერთად, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფება, რასაც თავად გამგებელიც ადასტურებს. პარტიულ …

ადამიანი ეტლით

თომა კაკაბაძე, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“  ______________________________ 23 წლის ვიყავი, როცა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. სიმაღლიდან გადმოვვარდი, კისრის მალების მოტეხილობამ ზურგის ტვინის დაზიანება გამოიწვია, რის შედეგად ეტლში აღმოვჩნდი. თუმცა ეტლამდე დიდი პერიოდი გავიარე. ეს ის დრო იყო, როცა ეტლში ჩაჯდომა ოცნებად მქონდა, ოღონდ ეტლამდე მივიდე-მეთქი – ვფიქრობდი მაშინ. ეს ადვილი არ იყო. რვა თვის განმავლობაში ვიწექი, ამ …

მერიამ შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ბოქლომებით ჩაკეტა

ბათუმში, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ადაპტირებული ატრაქციონები რამდენიმე ადგილზე თვითნებურად აიღეს, ბათუმის მერიამ ის გამოსავალი ნახა, რომ დარჩენილი ანალოგიური ატრაქციონები ჯაჭვებით დააბა და ბოქლომები დაადო. მიუხედავად ამისა, მაგალითად, კობალაძის ქუჩაზე, ბოქლომები დაამტვრიეს და ატრაქციონით კვლავ ის ბავშვები სარგებლობენ, ვისთვისაც ის არ არის გათვალისწინებული.  „რამდენი ბავშვი დაშავდა აქ… შემდეგ ბოქლომი დაადეს და ესეც გაუტეხავთ. ვეუბნები სხვის ბავშვებს …

ბათუმში ბიზნესმენები დაჭრეს

დღეს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამშენებლო კომპანია მეგა-პალასის დამფუძნებელი და ამ კომპანიის ერთი თანამშრომელი დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიის 50%-ის მფლობელი ჯუმბერ ზოიძე ორივე ფეხშია დაჭრილი. რეფერალურში შეკრებილი მისი ახლობლები ამბობენ, რომ ჯუმბერ ზოიძის გადაყვანას თურქეთში აპირებენ. ოჯახის ახლობლების კერძო საუბრების მიხედვით, თავდამსხმელი, რომელიც უკვე დაკავებულია და რომელიც კომპანიის მეორე დამფუძნებლის ლევან ხიმშიაშვილის ოჯახის წევრია, „ფულს ითხოვდა, …

ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით ორი კაცი დაჭრეს, ორივე დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ჩემი თვალით დანახული ქართული და ამერიკული სკოლა

ავტორი: დავით ჯინჭარაძე ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს განათლების სისტემა არ ვარგა. ამბობენ სხვადასხვა მიზეზს: მშობლები ფიქრობენ, საკმარისად რთული არ არისო, ხოლო ჩვენ, მოსწავლეები, ვერ ვერგებით სკოლის მოთხოვნებს და ამიტომ სკოლაში სიარულიც არ გვიყვარს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი განათლების სისტემა ძალიან განსხვავდება სხვა ქვეყნების სისტემისაგან. საქართველოსა და ამერიკის სკოლებში სწავლის შემდეგ, ჩემთვის ეს განსხვავებები კიდევ უფრო ნათელი …

გულის მსოფლიო დღე ბათუმში

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, ველო მარათონი მოეწყო. ველოსიპედისტების მარშმა სტარტი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო და ანბანის კოშკთან დასრულდა. მარათონი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ითვალისწინებდა. მსვლელობაში ჩართული იყვნენ, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული ველოსიპედისტები.  ღონისძიება საქართველოს გულის ფონდის  „Georgian Heart Foundation“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე   „critical mass batumi“ -ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა. მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა …

პროდუქციის გაყიდვის ახალი სისტემა დაგეგმილზე გვიან ამოქმედდება – აგრომომსახურების ცენტრები აჭარაში

აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N205-ში აქვს დაგეგმილი. მშენებლობაზე აგროპროექტების მართვის ცენტრმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მშენებლობისთვის 398 ათას 244 ლარია გათვალისწინებული. აჭარის სოფლებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდად  ალტერნატიული სისტემის შექმნა აჭარის მთავრობამ გასულ წელს დააანონსა. შესაბამისი პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში ხუთი მომსახურების ცენტრისა და ბათუმში ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობას. …

ენმ-ს მერობის კანდიდატი ქედაში მომავალ გეგმებსა და იმ პერიოდზე, როცა თავად იყო გამგებელი

ირაკლი ბარამიძე ქედის მერობის კანდიდატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. წინასაარჩევნო გზავნილებზე საუბრის დროს ძირითადად იმ პროექტებზე საუბრობს, რის გაკეთებაც ვერ მოსწრო – ირაკლი ბარამიძე 2009-2012 წლებში ქედის გამგებელი იყო. შესაბამისად, ყველაზე მეტჯერ მას იმის შესახებ ვკითხეთ, რატომ არ გააკეთეთ ეს მაშინ, როცა გამგებელი იყო? ბატონო ირაკლი, თქვენ ქედის გამგებელი იყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რატომ გსურთ …

მიტოვებული საკულტო ნაგებობები ევროპაში

ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯეიმს კერვინი მიტოვებული არქიტექტურული ნაგებობების სხვადასხვა სერიას იღებს: ძველ სასახლეებს, დიდ დარბაზებს, გამორჩეულ სახლებსა და საკულტო ნაგებობებს. ფოტოების სერიას, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, ჯეიმს კერვინმა ,,Domum Dei’’ (ლათინურად ,,ღვთის სახლი’’ უწოდა.) საკულტო ნაგებობების სერია ინგლისში, უელსში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და პოლონეთშია გადაღებული. ფოტოებზე ევროპის მიტოვებული ტაძრები, სამლოცველოები და სხვადასხვა რელიგიური ნაგებობაა ასახული.     …

ყოფილი პატიმარი – ნასამართლობა არ არის დამღა

ნანა ფარჩუკაშვილი 2016 წლის ივნისში გაათავისუფლეს საპატიმო დაწესებულებიდან. შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტია შეეხო – ოთხი წელი და რვა თვე იხდიდა სასჯელს რუსთავის ქალთა მეხუთე დაწესებულებაში. ნანა 40 წლისაა, მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, როცა დააკავეს უფროსი ვაჟი 10 წლის, შუათანა წლის და რვა თვის, უმცროსი კი 27 დღის იყო. ჟურნალისტისა და იურისტის …

ხანძარი მთაში – რატომ ვერ ხერხდება სახლების გადარჩენა

2017 წლის იანვრიდან დღემდე აჭარის მთის სოფლებში ხანძრის ყველა  შემთხვევა სახლის დაწვით დასრულდა. ცხრა თვის განმავლობაში ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 11 სახლი დაიწვა ხანძრის შედეგად. სტატისტიკური მონაცემებით, წელს სახლის დაწვის ყველაზე მეტი, ხუთი შემთხვევა, ხულოს მუნიციპალიტეტში მოხდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლები სოფლებში: თხილვანაში, რაგვთაში, დიოკნისში, პაქსაძეებსა და ვაშლოვანში დაიწვა. აქედან ოთხი ხის სახლი …

ბათუმის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი

ბათუმის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი 30 წლის ნათია ბუაძეა. მან ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი დაამთავრა და პროფესიული სტაჟირებით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა. ამბობს, რომ მუშაობდა ფრანგულ კომპანიაში, სადაც პერსონალის მართვა და ადმინისტრაცია ებარა. 2016 წელს ადამიანური რესურსების მართვაში აიღო დიპლომი საფრანგეთში. ჰყავს მეუღლე და ერთი ბავშვი. საფრანგეთში მცირე საოჯახო ბიზნესი აქვს მეუღლესთან ერთად, რესტორანი …

„განდაგანა“ ევროპის მოედანზე

ბათუმში 6-7 ოქტომბერს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“  გაიმართება. ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი. გამოფენის გარდა, ევროპის მოედანზე რეგიონში წარმოებული პროდუქციის  გაყიდვაც იგეგმება, მოხდება უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაცია. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები. სოფლის ტურიზმის ფესტივალზე ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდებიც დაუკრავენ. ფესტივალის ბიუჯეტი 95 …

რა შეუთვალა ხელვაჩაურში „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ნაციონალებს

ხელვაჩაურში სამწლიანი გამგებლობით ნადიმ ვარშანიძე კმაყოფილია. კონკრეტულ პრობლემებზე და გასული წინასაარჩევნო დაპირებების შეხსენების დროს, აუცილებლად ახსენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმას, რომ „ყველაფერს დრო სჭირდება“ და „ოაზისში არ ვცხოვრობთ“… ნადიმ ვარშანიძეს ამჯერად ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეობა სურს. ის „ქართულმა ოცნებამ“ ხელვაჩაურის პარიტული სიის პირველ ნომრად დაასახელა, თუმცა სამომავლო გეგმებზე ის ჯერ არ საუბრობს. ბატონო ნადიმ, 2014 წლიდან …

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის ოფისის ყიდვისთვის დახარჯული თანხის ოდენობას ისევ მალავს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მალავს, თუ რა ფასად იყიდა ბათუმში საოფისე ფართობი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში. თუმცა, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მაუწყებელმა გახარჯული თანხის ოდენობა არ დაასახელა. მაუწყებლის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელსაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, დიმიტრი ბერძენიშვილი აწერს ხელს, მიგვითითეს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლშიც აღნიშნულია „ფართის სავარაუდო ოდენობა და …

ბათუმის საბავშვო ბაღში თხევადი გაზის ბალონი აალდა

ბათუმის #14 საბავშო ბაღში გაზის ბალონი აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ბალონი არ აფეთქებულა, მოხდა გაზის გაჟონვა და ბოლონი აალდა. იმ წუთასვე ჩავაქრეთ, არაფერი არ დაზიანებულა. სახანძრო გამოვიძახეთ, მაგრამ არ დასჭირვებიათ წყალი, ჩვენ ჩავაქრეთ, ცეცხლმაქრით, ადგილობრივი ძალებით“ – ამბობს მაია ხუხუნაიშვილი, #14 საბავშვო ბაღის დირექტორი. დირექტორის თქმით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბაღში არ შეფერხებულა და ჩველებრივ მიმდინარეობს.

მერიის განმარტება ბათუმში ტროტუარების მიტაცებაზე

ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ახლად მოასფალტებულ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე შემოღობილი ტროტუარების დასათვალირებლად იმყოფებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი. „მათ ადგილზე გასვლით დაადგინეს, რომ აღნიშნული ტერიტორიები [ტროტუარები] კერძო მესაკუთრეებს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული აქვთ 8-9 წლის წინ. შესაბამისად, ისინი კანონიერი მფლობელები არიან“, – აცხადებენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ტროტუარები მიტაცებული აქვს დაახლოებით შვიდ ოჯახს. 100%-ით ტროტუარი მიუტაცებია ბიზნესმენ სერგეი …

Exit mobile version