პატარაძე „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით: კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა

დღეს, 25 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გუშინ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე დროა, ყველა ძალიან ვღელავთ, მძიმე წუთებია ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქელებისთვის და მინდა ყველას მივუსამძიმრო, მართლაც დიდი ტრაგედია. გამოძიება დაწყებულია, ახლახანს დავასრულე საუბაში შს სამინისტროს და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან, გავმართეთ სამუშაო შეხვედრა. არის ძალიან ბევრი …

ილია მეორემ სასტუმრო ლეოგრანდთან პანაშვიდი ჩაატარა

დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ჩამოვიდა. მან სასტიმრო „ლეოგრანდთან“, სადაც გუშინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩაატარა. 24 ნოემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 – საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე დაიღუპა. ხანძარი სასტუმროში საღამოს რვა საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ. ხანძრის შედეგად …

ხულოს საკრებულო: ხანძარს ხულოს ოთხი მკვიდრის სიცოცხლე ემსხვერპლა

„24 ნოემბერს ქალაქ ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ განვითარებულ ხანძარს ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრის 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის ზაურ აბულაძის, დათო ქამადაძის, მარად შანთაძის და როინ ჯოყილაძის სიცოცხლე შეეწირა.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს. ეს ტრაგედია უსაზღვრო და უმძიმესია თითოეული ჩვენთაგანისათვის“ – ამ განცხადებას, თანდართულ ფოტოებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო აქვეყნებს. 24 ნოემბერს, …

„ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის გამო საქართველოს პატრიარქი ბათუმში ჩამოდის

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივნის, თამარ ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, თბილისიდან „წუთი-წუთზე უნდა გამოფრინდეს“. მისი ინფორმაციით, თვითმფრინავი 12 საათისთვის უნდა გამოფრენილიყო ბათუმში, თუმცა უამინდობის გამო, შესაძლოა დააგვიანოს. „როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქი  პირველიდან ორის ნახევრამდე უნდა ჩამოფრინდეს ბათუმში და პირდაპირ  „ლეო-გრანდში“ მიბრძანდება“-ამბობს თამარ ჩხაიძე. სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გუშინ 24 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც 11 …

ბათუმის ვიცე-მერი: ლეოგრანდს არაერთხელ მიეცა შენიშვნები და დაჯარიმდა კიდეც

11 ადამიანი გარდაიცვალა და 21 დაშავდა გუშინ, 25 ნოემბერს  სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად. ათი გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი ირანის. ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის თქმით, სასტუმროში მყოფი პირები ქალაქის სხვადასხვა სასტუმროებშია გადანაწილებული. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 21 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, აქედან 13 პირი უკვე გაწერილია, რვა კი საავადმყოფოში რჩება.  „ლეოგრანდში“ იმყოფება ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ …

სასტუმრო ლეოგრანდი ხანძრის შემდეგ [ფოტო]

24 ნოემბერს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 – საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე. ხანძარი სასტუმროში საღამოს რვა საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ. ხანძრის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან. სასტუმროს გარე ფასადზე ხანძრის კვალი არ ეტყობა, თუ არ ჩავთვლით კვამლისგან გაშავებულ ფარდებს და კვამლის სუნს, რომელიც ამ დრომდე …

მკურნალობის კურსს ხანძრის შედეგად დაშავებული რვა პაციენტი გადის

 სასტუმრო “ლეოგრანდში” გუშინ, 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს დაშავებული რვა პაციენტი გადის. აქედან ექვსი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა “მედცენტრში”. დაშავებულთაგან სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი თურქეთის რესპუბლიკის, ხოლო ერთი ისრაელის. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ხანძრის შედეგად კლინიკებს ჯამში 21-მა პაციენტმა მიმართა. 13-მა მათგანმა …

პრემიერი ლეოგრანდის ხანძართან დაკავშირებით: ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება

სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ჩამოვიდა. პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომელს 100-მდე ადამიანის გადარჩენისთვის. „მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში“, – თქვა გიორგი …

შს სამინისტრო: დაღუპულია საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე

შს სამინისტრომ  ახალ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით დაღუპულია არა 12 ადამიანი, როგორც ეს უწყებამ თავდაპირველად გაავრცელა, არამედ 11 ადამიანი. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ხანძარი ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.    

პრემიერი ბრიუსელიდან თბილისში ჩასვლის ნაცვლად ბათუმში ჩამოფრინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში” მივიდა. მომხდარი ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მას აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ლევან მაისურაძემ მიაწოდა. პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.

სამაშველო სამსახური: ლეოგრანდში ხანძარი ლიკვიდირებულია, ყველა ოთახი შემოწმებულია

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი ლიკვიდირებულია და ყველა სასტუმრო ნომერი შემოწმებულია. „მაინც კიდევ დამატებით ვამოწმებთ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურში. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, 3 მეხანძრე-მაშველი გადაყვანილია საავადმყოფოში. ისინი თავს კარგად გრძნობენ. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო  15 სახანძრო სამაშველო ავტოსისტემა და ოთხი სამაშველო კიბე. მუშაობდა დამატებითი ჯგუფები იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან. ხანძრის ჩასაქრობად სულ 120 …

ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში განუცხადეს. „გაიზარდა, მაგრამ ზუსტი ციფრი, ჯერჯერობით, არ ვიცით“, – უთხრეს ბათუმელებს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. შს სამინისტროს ინფორმაციით კი, „ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი …

ხანძარი ლეოგრანდში: საავადმყოფოში გადაყვანილია 10 ადამიანი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის შედეგად საავადმყოფოებში გადაყვანილია 10 ადამიანი. მათგან ორი მოტეხილობით, სხვებს დაკვამლიანებისგან ინტოკსიკაცია აღენიშნებათ. სასტუმრო ლეოგრანდთან მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები. ჯერჯერობით სასტუმროში კვლავ რჩებიან ადამიანები, რომელთა გამოყვანაზეც მუშაობენ სამაშველო სამსახურის ჯგუფები. სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველების თქმით ხანძარი სასტუმროს …

შს სამინისტრო: ლეოგრანდში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედა.  ცხელი ხაზის ნომერია: 595950925. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ შს მინისტრი ხანძართან დაკავშირებით ბათუმში გაემგზავრა. შს სამინისტროს განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა საინფორმაციო მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. ვიცე-პრემიერი, …

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად ამ დროისთვის ოთხი ადამიანია დაღუპული. გარდაცვლილები ჯერჯერობით არ არიან იდენტიფიცირებულები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის შვიდი ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი. სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი დღეს, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. სასტუმრო 182-ნომრიანია, მასში ასევე საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი, კაზინო და სპა ცენტრია განთავსებული.

ხანძარი ლეოგრანდში: საავადმყოფოში გადაყვანილია სამი ადამიანი

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ზონიდან, ანუ სასტუმრო ლეოგრანდიდან საავადმყოფოში გადაყვანილია სამი პირი. „დაკვამლიანებაა ჯერჯერობით, დამწვრობით არა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც თავადაც სასტუმროს მიმდებარედ იმყოფება. თვითმხილველების თქმით, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი სამზარეულოდან გაჩნდა.  

ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად ხვალიდან აღდგება

ბათუმის აბონენტების გაზმომარაგებაში მთელი დღის განმავლობაში შეფერხებები იყო. აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი ამ წუთებშიც არ მიეწოდება. მიმწოდებელ კომპანიაში მიზეზად მილსადენზე დაზიანება დაასახელეს, რომლის აღდგენაც მათივე ინფორმაციით, ხვალ, 25 ნოემბერს დაიწყება. „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ „წნევის ვარდნის გამო დაზიანდა მილსადენი, რის გამოც აბონენტების ნაწილს შეუწყდა გაზის მიწოდება. სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება. პარალელურად, ხვალიდან დაიწყება ბუნებრივი …

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარია

სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარია. სასტუმროსთან უკვე მობილიზებულია სამი სახანძროს მანქანა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია. ხანძარი საკმაოდ დიდია, ზუსტად ვერ გეტყვით მასშტაბების შესახებ, გვითხრეს სახანძროში. სასტუმროსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, სახანძრო ჯგუფები გამოძახებულია ქობულეთიდან და ხელვაჩაურიდან.    

„აჭარის ტელევიზია“ ახალი სერიალისა და ფილმების შესაძენად 360 ათას ლარს დახარჯავს

360 ათას ლარად ახალი სერიალისა და ფილმების შეძენას საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია“ აპირებს. შესყიდვა ტელევიზიამ დღეს, 24 ნოემბერს გამოაცხადა. სერიალის გარდა „აჭარის ტელევიზია“ რამდენიმე მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმს შეიძენს. სერიალის მიმართ მოთხოვნების კატეგორიაში „აჭარის ტელევიზია“ აღნიშნავს, რომ სერიალი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში ან უკრაინაში უნდა იყოს დამზადებული.  ტელევიზია ჯამში 120 სერიის შესყიდვას აპირებს …

აჭარის მთავრობა: დანამატი საჯარო სამსახურებში დაბალი ხელფასის გამო გაიცემა

აჭარის მთავრობა შრომის ანაზღაურების, მათ შორის, დანამატებისა და პრემიების საკითხს გამოეხმაურა. ამ თემაზე დღეს, 24 ნოემბერს, ბრიფინგი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა და ის მონაცემები გაასაჯაროვა, რაც პარტიას სხვადასხვა სამთავრობო უწყებამ მიაწოდა. „ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ახდენს ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათ მიერ მიმდინარე წელს უკვე რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება აღნიშნულ თემაზე, მაშინ, …

რამდენად დააზიანა მანდარინი სეტყვამ

ციტრუსის მოსავლის რა ნაწილი დააზიანა სეტყვამ? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ზუსტი მონაცემები ჯერ არ აქვთ. სამინისტრო მეციტრუსეებს მოუწოდებს, დროულად დარეკონ ცხელ ხაზზე, თუკი მოსავალი დაზღვეულია. „მანდარინის სპეციფიკა ვიცით, სეტყვის დროს არ ეტყობა და ნაყოფს ემჩნევა სადღაც 7-8 დღის შემდეგ. ამ პერიოდში მოხდება ბაღების დათვალიერება და შემდეგ დავითვლით ზარალს. მეციტრუსეებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ …

„საქართველოს ფოსტა“ ისევ უკანონო გადაწყვეტილებაში ამხილეს

„საქართველოს ფოსტამ“ ხელახლა წააგო სასამართლო დავა ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ. სასამართლოს წინა გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემდეგ,  „საქართველოს ფოსტას“ ისევ უკანონო გადაწყვეტილებების მიღება დაუდასტურა სასამართლომ. „საქართველოს ფოსტის“ ადმინისტრაციას 2012 წლიდან დღემდე არავინ სთხოვს პასუხს უკანონო გადაწყვეტილებების გამო. ადამიანის უფლებების დარღვევის გარდა იზრდება კომპენსაციის ოდენობა, რაც ამ სახელმწიფო შპს-მ უნდა გადაუხადოს ყოფილ თანამშრომლებს. „საქართველოს ფოსტამ“ ათობით თანამშრომელი 2012 წელს …

ესტაკადის მშენებლობისთვის ბათუმის საკრებულომ 53 035კვ/მ მიწა აჭარას გადასცა

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობისთვის ბათუმის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიწის ნაკვეთები, ჯამში, 53 035 კვ/მ, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა. ბათუმის საკრებულომ გადაწყვეტილება დღეს, 24 ნოემბერს, სხდომაზე ერთხმად მიიღო. გადაცემული ნაკვეთები ყოფილი ხის დამამუშავებელი კომბინატის, თევზის ბაზრისა და პორტის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის ეტაპების საექსპერტო შეფასებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. …

პრემიები და დანამატები აჭარის მთავრობაში – ენმ-ს ბრიფინგი

„ესენი არიან ბიუჯეტის ფაროსანები,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს, 24 ნოემბერს,  პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს აჭარის მთავრობაში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რეზო ხარაზის თქმით, „აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ ასრულებს დაპირებას იმის შესახებ, რომ იგი დანამატს არ აიღებდა“. „ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ეს …

უმაღლეს საბჭოში ანაზღაურებადი სტაჟირება გააუქმეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებად სტაჟირებას ვეღარ გაივლიან. შესაბამისი დადგენილება, რომელიც ანაზღაურებად სტაჟირებას ითვალისწინებდა, უმაღლესმა საბჭომ 16 ნოემბერს გააუქმა. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საბჭოს აპარატში ანაზღაურებად სტაჟირებას არავინ გადის.  მხოლოდ ერთი სტაჟიორია იურიდიულ კომისიაში, რომელიც ანაზღაურებას არ იღებს. უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ არაანაზღაურებადი სტაჟირება აპარატში შესაძლებელი იქნება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი …

უამინდობის გამო ზოგიერთ სკოლასა და ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ზოგ სოფელში 1 მეტრზე მეტია. უამინდობის, უშუქობისა და ასევე, ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ზოგ ბაღსა და საჯარო სკოლაში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი რიჟვაძის ინფორმაციით, უშუქობისა და ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის 20 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ 4  – მეკეიძეების, რიყეთის, საციხურისა და დაბის  – ბაღში …

პრობლემები დიდთოვლობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში

შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ელექტროენერგიის ცენტრალური ხაზის დაზიანების გამო შუახევის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება, რაც შეეხება საავტომობილო მიმოსვლას, მერის თქმით, დაბალი ზონის სოფლებში მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილდება. „დაზიანდა როგორც ცენტრალური ელექტროხაზები, ასევე შიდა ქსელიც. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს, რაც შეეხება გადაადგილებას, დაბალი ზონის სოფლებში მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილდებიან, …

24 ნოემბერს “შავი პარასკევია” – Black Friday

24 ნოემბერს  აშშ-ში  „შავი პარასკევი“, იგივე -Black Friday დგება.  დღე, როდესაც აშშ-ს ყველა სავაჭრო ცენტრი მყიდველებს დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. ქართველ მომხმარებელს კი ფასდაკლებული პროდუქციის ყიდვა ონლაინმაღაზიებში შეუძლია. „შავი პარასკევი“ აშშ-ში ტრადიციულად მადლიერების დღის მომდევნო დღეს აღინიშნება. მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების დიდი ნაწილი გამთენიისას იხსნება, ხალხი კი, რიგის დაკავებას ღამე იწყებს. რიგები იმდენად დიდია, რომ „შავ …

ბათუმის ახალი ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე: პიროვნულად მეც არ მომწონდა ბევრი რამ

მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებისა, რომ ბათუმი არც თუ ისე კეთილმოწყობილი ქალაქია, კეთილმოწყობის მიზნით შესრულებული სამუშაოები კი – არც თუ ისე ხარისხიანი, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, მერიაში 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, დაწინაურება კიდევ ერთხელ მოახერხა. თენგიზ პეტრიძე ამჯერად მეორე პირად, ბათუმის ვიცე-მერად დაინიშნა. შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის სფეროც გაფართოვდა. ბათუმის ახალარჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ, მას ქალაქის …

საჯარო რეესტრი სანავიგაციო სისტემის დამუშავებას იწყებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სანავიგაციო სისტემის დამუშავებას იწყებს. სააგენტო ციფრული კარტოგრაფირების სისტემური, ტექნიკური აპარატის გამოყენებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. საველე წესით შეგროვებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საჯარო რეესტრი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დაამუშავებს და გეომონაცემებს საერთაშორისო სანავიგაციო კომპანია TomTom – ს მიაწვდის. ეს კომაპანია მონაცემებს ელექტრონული რუკების ინტერნეტ და მობილურ აპლიკაციებში, ასევე  ავტომობილების ბორტკომპიუტერებსა და სხვა სანავიგაციო სისტემებში …

ლელა სურმანიძე: კომერციულ პროექტებში მერია ნაკლებად უნდა ჩაერთოს

რატომ არჩია მერიაში მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობას, როგორია მისი ხედვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და პროგრამებზე, – ბათუმის მერის ახალი მოადგილე ლელა სურმანიძე „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს. ქალბატონო ლელა, თქვენ ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყავით, მერიაშიც მერის მოადგილედ დაინიშნეთ. რა უპირატესობა აქვს თვითმმართველ ორგანოში მუშაობას?  უპირატესობა აქვს იმ მოსაზრებით, რომ ჩემთვის უფრო მეტი სამუშაო იქნება, რადგან დამემატა სხვა …

მინები, სარკეები და სავარძლები ახალი ავტობუსების შეძენამდე

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ საქალაქო ავტობუსებისთვის მინებს, სარკეებსა და მგზავრის სავარძლებს შეიძენს, რისთვისაც 201 640 ლარი აქვს გამოყოფილი. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ზონდას მარკის ავტობუსისთვის 240 ერთეულ მინასა და სარკეს მაქსიმუმ 114 440 ლარად, ხოლო მგზავრის 800 სავარძელს [Zonda BUS და FAW CA6100D248-2 მარკის საქალაქო ავტობუსებისთვის] – 87 200 ლარად შეისყიდის. „ავტოტრანსპორტმა“ შესაბამისი ტენდერები უკვე გამოაცხადა. ტენდერებში გამარჯვებულ[ებ]მა საქონლის მიწოდება …

ფოტოგრაფი, რომელსაც მილიონი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე

ჯეისონ პეტერსონი 25 წელია შავ-თეთრ ფოტოებს იღებს. მისი კადრები კომპოზიციური წონასწორობითა და შუქ-ჩრდილებთან თამაშით, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების  გამოყენებით ახდენს დამთვალიერებელზე შთაბეჭდილებას. ფოტოგრაფის ინსტაგრამის გვერდს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. პეტერსონი Havas North America-ს რეკლამის მხატვრული რედაქტორია და ეს გამოცდილება საშუალებას აძლევს, ზუსტად განსაზღვროს პრიორიტეტები: იცის, როგორ ფიგურაზე უნდა დასვას აქცენტი და ვინ გამოიყვანოს ჩრდილიდან.  

ბათუმის ნავსადგურში ფრანგული სამხედრო გემი „გეპრატი“ შემოვიდა

ბათუმში თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი  „გეპრატი“  შემოვიდა. ბათუმის ნავსადგურში საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერიც ესწრებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ხომალდის ბათუმის პორტში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ყვინთვის, ძებნა-გადარჩენის ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივი სწავლებები. ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება მეგობრული …

ნურიგელის ტბაში ჭრელი სქელშუბლას, თეთრი ამურისა და კობრის 1,5 ტონა ლიფსიტებს გაუშვებენ

ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში [„ნურიგელის ტბა“] გათევზიანებისთვის ჭრელი სქელშუბლას, თეთრი ამურისა და კობრის ლიფსიტების შესაძენად ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს 20 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ლიფსიტების შეძენასა და ტბაში გაშვებაზე შესაბამისი ტენდერი სააგენტომ უკვე გამოაცხადა. ტბაში უნდა გაუშვან: [checklist] ჭრელი სქელშუბლა (Hypophthalmichtys molitrix) – თითოეული არანაკლებ 300 გრამი – 600 კილოგრამი; თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella) …

ყოფილი პატიმარი, რომელმაც მეწარმეობა ერთი ძროხით დაიწყო

ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების თვითშეფასება ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთი ციხიდანვე გეგმავს მომავალ ცხოვრებას და ადვილად ივიწყებს წარსულს, ზოგიერთს უჭირს ყოფილ პატიმრებზე სტერეოტიპულ წარმოდგენებთან გამკლავება. 70 წელს მიტანებული ბედიშა ხარჩილავასთვის ციხეში გატარებულ პერიოდზე რთული, თავისუფლების  პირველი წელი აღმოჩნდა. „გათავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ ჯერ 37 წლის ვაჟი გარდამეცვალა C ჰეპატიტით, ორმოცი დღეც არ იყო გასული და ქალიშვილიც დაგვეღუპა, …

Exit mobile version