შუახევში სოციალურად დაუცველ ოჯახებს თუნუქის სახურავით დაეხმარებიან

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებისთვის თუნუქის სახურავებს შეისყიდის. 2 350 ცალი თუნუქის სახურავის შესყიდვაზე ტენდერი გამგეობამ 6 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 40 000 ლარია. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, სახურავებს იმ ოჯახებს გადასცემენ, რომელთა სარეიტინგო ქულა ერთიან მონაცემთა ბაზაში 100 000-ს არ აჭარბებს და მათი საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანებულია. „მთავარი …

ბათუმში შაბათს გამოიდარებს

წვიმიანი ამინდი აჭარაში 25 ნოემბრამდე შენარჩუნდება. ბათუმში შაბათს ნაწილობრივ გამოიდარებს, კვირას კი უკვე მზიანი ამინდი იქნება. სინოპტიკოსების თქმით, ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ დღის ბოლომდე სანაპირო ზოლში იწვიმებს, სუბტროპიკულ ზონაში სეტყვაა მოსალოდნელი, მაღალმთიანეთში კი ისევ ითოვებს. ზღვაზე შტორმი ამ დროისთვის 6 ბალია. სინოპტიკოსების ინფორმაციით, შტორმი ხვალაც შენარჩუნდება. ობსერვატორიის მონაცემებით, ჰაერის …

ხულოს მერი: საჭიროების შემთხვევაში გზების გაწმენდა დაიწყება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 20 – 30 სმ-ს აღწევს და თოვას რომელიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. „ამ დროისათვის გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია, ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში გზების გაწმენდა დაიწყება, თუმცა საავტომობილო გზის ნაწილზე თოვლის საფარი მაქსიმუმ 5-7 სმ-ია, მცირე …

შმაგი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიო 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა. შმაგი ბოლქვაძემ გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ალენ მირზოიანთან მოიპოვა. ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს: გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ). საერთო …

სასამართლომ ბათუმის მერია უკანონობაში ამხილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერია უკანონობაში ამხილა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გააუქმა ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ხელმოწერილი აქტი, რომლის მიხედვითაც მან კონკრეტულ მოქალაქეს მიწის ნაკვეთის დოკუმენტაციის დადასტურებაზე უარი უთხრა. მოქალაქე ეთერ გიგინეიშვილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ითხოვს. მიწა მას მეჯინისწყლის სარეფორმო ფონდიდან გადასცეს 1995 წელს. ეთერ გიგინეიშვილს ყოფილი მეურნეობის რწმუნებულთა კრების ოქმი აქვს, რომელიც 2016 წლამდე …

სოციალურ უფლებებზე საქართველოს გაეროსთვის ანგარიში ბოლო 15 წელი არ გაუგზავნია

„ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურის საკითხების პრობლემებზე ანგარიში საქართველოს გაეროსთვის 2002 წლის შემდეგ არ გაუგზავნია,“ – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ფანიაშვილი. მან ამის შესახებ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 22 ნოემბერს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე ისაუბრეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლემა შეხვედრის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა პროცესში …

ავტობანი – ქონების ექსპროპრიაცია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. ამ შემთხვევაში ექსპროპრიაციის წესით, იძულებით ქონების ჩამორთმევას დაექვემდებარა: [checklist] უძრავი ქონება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, რომლის მესაკუთრეა გოგიტა ბერიძე. საექსპროპრიაციო ფართობია 53 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები. უძრავი ქონება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ …

2013 წლიდან გაჩერებული კანონი მომხმარებელთა უფლებებზე – მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიღებას სთხოვს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტსა და მთავრობას, კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მიღებას. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო მზად, თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მისი ინიცირება 2015 წელს შეძლო. „2016 წლის მარტში კანონპროექტის პირველი მოსმენით …

2100 ჰელიუმის ბუშტი და კანფეტი „მამალო“ – ბათუმის მერია საახალწლოდ ემზადება

ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. ქალაქის მორთვისა და მთავარი სცენისთვის დეკორაციების შესყიდვის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრმა ელექტრონული ტენდერი დღეს, 22 ნოემბერს, გამოაცხადა, განცხადებების მიღების ბოლო ვადა 4 დეკემბერია. შესყიდვის ბიუჯეტი 317 000 ლარია. სატენდერო პირობის მიხედვით, 2018 წლის  საახალწლო ღონისძიებისთვის მთავარი სცენის გაფორმებას მერია  ბათუმის „ღირშესანიშნავი შენობების“  მაკეტებით გეგმავს.  მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს შენობებია: …

38 ათასი ლარი ბათუმში ესტაკადის მშენებლობის ეტაპების ექსპერტიზისთვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის ეტაპების საექსპერტო შეფასებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 38 ათასი ლარია. „საექსპერტო შეფასების მიზანია მშენებლობის განხორციელების ეტაპების შეფასება უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფისათვის… ექსპერტი, მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულებისას, ახდენს მშენებლობის პროცესის მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის საექსპერტო შეფასებას… საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი,“ …

იყიდება თუ არა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

იყიდება თუ არა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო? – საავადმყოფოს ადმინისტრაციასა და აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ შეკითხვა უსაფუძვლო არ არის. „მესმის, რატომაც გაჩნდა ეს შეკითხვა. ბიუჯეტში არ ჩანს თანხა საავადმყოფოს აღჭურვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არის საუბრები რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის გადაცემაზე უცხოური კომპანიისთვის,“ – აღნიშნავს აჭარის ჯანმრთელობის …

მახინჯაურში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი მოსახლეობას ამბულატორიულ მომსახურებას შესთავაზებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრი „მედალფა“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს და ხელმისაწვდომი იქნება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების უმეტესობა. ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ 6 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს თბილისსა და სხვა რეგიონებში.  მახინჯაურში ახალი სამედიცინო ცენტრი თამარ მეფის მესამე შესახვევში, #17-ში მდებარეობს.

ტურიზმის ბრენდპლატფორმის შექმნა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბრენდპლატფორმაზე მუშაობს. როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ბრენდპლატფორმა გულისხმობს სარეკლამო ბაზრის შესწავლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კვლევის შედეგების მიხედვით კი, სარეკლამო სტრატეგია დაიგეგმება. „იმისათვის, რომ სწორად მოხდეს ტურისტული პროდუქტის შეფუთვა და მიწოდება, ჯერ უნდა შეიქმნას ბრენდპლატფორმა. ჩვენ ვაგროვებთ 16 ქვეყნის შესახებ ინფორმაციას იქ, სადაც ხდება ჩვენი სარეკლმაო პროდუქტის გავრცელება, …

ხულოში თოვს – გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

ხულოში თოვს. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვლის საფარი 10 – 15 სმ-ს აღწევს და თოვას რომელიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. „სოფლებში არსად გზა ჩაკეტილი არ არის. ელექტროენერგიის პრობლემა შეიქმნა მხოლოდ სოფელ თხილვანაში ბოძის წაქცევის გამო. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“ – გვითხრა გოჩა მელაძემ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილიდან ინტენსიური თოვისა და …

ივა, აუტისტი გოგონა ბანგლადეშიდან

10 წლის გოგონა, ივა ბანგლადეშის პატარა სოფელში ცხოვრობს. მამა მძღოლია, დედა დიასახლისი. ივას აუტისტური სპექტრის დარღვევა აქვს. მოუსვენარია, გაურკვევლად ლაპარაკობს. მძიმე როკს, მეტალს უსმენს და დიდხანს შეუძლია ცეკვა. ივას მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, როცა გოგონამ 5 წლის ასაკშიც ვერ ისწავლა სიარული. ივას ლაპარაკიც უჭირდა და არ რეაგირებდა შეხებაზე. სოფლის მცხოვრებლებმა ივას მშობლებს შესთავაზეს აღთქმა დაედოთ ადგილობრივ …

ქედაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ქედაში ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობას კი სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, სულ ხუთი ბრიგადა აგრძელებს. ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა იყო ჩართული. ამ დროისთვის ქედაში წვიმს.  

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს სავარაუდოდ „ანაგი“ ააშენებს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს, სავარაუდოდ, კომპანია „ანაგი“ ააშენებს.  კომპანიამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით შპს „სტადიონის“ მიერ გამოცხადებულ  ელექტრონულ ტენდერში ფასი 99 მილიონ 448 549 ლარამდე დაწია. შესყიდვის ბიუჯეტი 101 მილიონ  700 000 ლარი იყო. ელექტრონული ტენდერის სამივე რაუნდი დასრულდა, რომლის შემდეგაც პროცედურა შემსყიდველის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დოკუმენტაციის შემოწმებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც ხელშეკრულება გაფორმდება. ტენდერის დასრულებასთან დაკავშირებით …

გამამართლებელი განაჩენი თაღლითობის საქმეზე, სადაც დაზარალებული ჰესის მშენებარე კომპანია იყო

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია მირიან ბოლქვაძე, რომელსაც პროკურატურა თაღლითობას ედავებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. თაღლითობის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს კომპანიას „აჭარისწყალი ჯორჯია“. ეს კომპანია აშენებს „შუახევი ჰესს“. გამოძიების ვერსიით, მოქალაქემ თაღლითური გზით სცადა კომპანიის ქონების დაუფლება. საქმის მასალების მიხედვით, კომპანიას ჰესის მშენებლობისთვის მირიან ბოლქვაძის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი …

მთავრობა ბათუმში კვადრატულ მეტრ მიწას 50 ლარად და უპირობოდ ყიდის 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, თამარის დასახლებაში 3 465 კვ/მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობოდ, ელექტრონული აუქციონით ყიდის. შესყიდვის საწყისი ფასი 160 000, ვაჭრობის ბიჯი კი 4000 ლარია. საწყისი ფასის მიხედვით, თუ ელექტრონულ ვაჭრობაში ნაკვეთის ყიდვის სურვილი მხოლოდ ერთმა პირმა გამოთქვა, ერთი კვადრატული მეტრს მსურველი დაახლოებით 50 ლარად შეიძენს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ …

ბიულეტენზე ზოგმა სამკუთხედი უნდა დასვას, ზოგმა ოთხკუთხედი – საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები შუახევში

შუახევის ახალარჩეულ საკრებულოს ორი დღე დასჭირდა, რომ თავმჯდომარე აერჩია. მმართველი გუნდის მიერ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, გუშინ, 21 ნოემბერს დასახელებულ გიორგი დავითაძის კანდიდატურას, თანაგუნდელებმა მხოლოდ დღეს დაუჭირეს მხარი. ჯერ კიდევ კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატი სოსლან ზოიძეს „ნაციონაოლური მოძრაობის“, რომელსაც თანამდებობის პირების ასარჩევად ფარული კენჭისყრის შედეგები ორ წევრთან ერთად უნდა დაეთვალა, აცხადებდა, რომ პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები …

ოთხი გამარჯვებული და სამი ვაკანსია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ოთხი ადამიანი დაასაქმეს, სამი ადგილი კი ისევ ვაკანტურია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე ანა დიასამიძე შეარჩიეს. კონკურსში ანას გარდა კიდევ სამი ადამიანი მონაწილეობდა. კონკურსის შედეგების მიხედვით, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში, განყოფილების მთავარი სპეციალისტი ადგილს ნათია ბერიძე დაიკავებს. ამ პოსტისთვისაც ოთხი კანდიდატი იბრძოდა. …

ბათუმის სახანძრო: „ფერიაში ეკალ-ბარდი იწვის, თხილნარში – ნაძვნარი“

ამ წუთებში ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორ ლოკაციაზე მუშაობს. სახანძროს ინფორმაციით, ფერიაში ცეცხლი გაუჩნდა ეკალ-ბარდს, ხოლო თხილნარში დაიწვა ნაძვი და არის ცეცხლის  გავრცელების საფრთხე. ამ დროისთვის ბათუმში და ქალაქის შემოგარენში ძლიერი ქარი ქრის და წვიმს.

მიწის რეგისტრაცია უფასოდ კიდევ 7 თვე გაგრძელდება

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2016 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო, შვიდ თვეში დასრულდება. ორკომპონენტიანი პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც  საპილოტეა და მიწის სისტემურ რეგისტრაციას გულისხმობს, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო  და ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 12 გეოგრაფიულ არეალში [11 სოფელსა და ერთ მუნიციპალიტეტში] ხორციელდება. საპილოტე პროექტის ფარგლებში, მასშტაბებიდან გამომდინარე ყველაზე მეტ მიწის ნაკვეთს სახელმწიფო სისტემურად შუახევის მუნიციპალიტეტში დაარეგისტრირებს. …

რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით

ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. დეტალური პროექტი, თუ რა იგეგმება იახტკლუბის, ბათუმის ნავსადგურისა და „ჭაჭის თაუერის“ ადგილზე და მათ მიმდებარედ, ჯერ არ არსებობს. „იახტკლუბის განვითარების პროექტი გულისხმობს 4 კალენდარული წლის ვადაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იახტ-კლუბის ექსპლუატაციაში გაშვებასა და ამოქმედებას. კერძოდ: იახტ-კლუბის მოწყობა და მისთვის აუცილებელი …

ბათუმის მერია მიტოვებულ შენობებს დაასუფთავებს

ბათუმის მერმა მიტოვებული შენობების მოვლა-დასუფთავების მიზნით საკრებულოს ახალი რეგულაციის დადგენისთვის მიმართა. ამის შესახებ დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერიის აპარატის უფროსმა ნუკრი დეკანაძემ ისაუბრა: „მერის ინიციატივით განხორციელდება ტერიტორიების მონიტორინგი და შესაბამის სამსახურებს დაევალათ, რომ მოაწესრიგონ ეს ტერიტორიები, რაც გულისხმობს როგორც დასუფთავებას ისე ბალახის გაცელვას და სხვა სამუშაოების წარმოებას. იქედან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორიები არის კერძო საკუთრებაში, კანონმდებლობა შესაბამისი …

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე აირჩიეს

მმართველი გუნდის მიერ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გუშინ დასახელებულ გიორგი დავითაძის კანდიდატურას, თანაგუნდელებმა დღეს დაუჭირეს მხარი. დღეს, 21 ნოემბერს, საკრებულოს სხდომას შუახევში, 24 წევრიდან ორი არ ესწრება, ხოლო ორმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გიორგი დავითაძემ კენჭისყრაში მონაწილე საკრებულოს 20 წევრიდან ყველას მხარდაჭერა მიიღო. აქედან 19 „ქართული ოცნების“ წევრია, ერთი – „ევროპული საქართველოს“. მმართველი გუნდის …

ქედაში ტყეში ხანძარია

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლების ძენწმანისა და ორცვას საზღვარზე არსებულ მთაში, დღეს, 21 ნოემბერს, ცეცხლი გაჩნდა. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული, რადგანაც ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა და დაკვამლიანებაცაა. „ხანძრის ჩასაქრობად წავიდა სასწრაფო-სამაშველო სამსახურის ქედის სრული შემადგენლობა, როგორც მაცნობეს, დამატებით ბათუმიდან წამოვიდა ბრიგადები, რაც შეეხება ცეცხლის მასშტაბებს, ამ დროისთვის ვერ დგინდება, …

ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან უფლებემოსილების შეწყვეტას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  ევგენი კუნჭულია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. ამის თაობაზე მან საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე მიმართა. საკრებულოში მას „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის მეხუთე ნომერი, ბიზნესმენი როინ ზოიძე ჩაანაცვლებს. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო 24 ნოემბერს, პარასკევს, საკრებულოს სხდომაზე მიიღებს.  

შუახევის საკრებულოს წევრი ზეწოლაზე: თავმჯდომარის არჩევაში სუსი ჩაერთო

შუახევის საკრებულოს პარტია  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, სოსლან ზოიძის განცხადებით, გუშინ საღამოდან დღემდე, პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები ინდივიდუალურად ხვდებიან შუახევის საკრებულოს მმართველი პარტიის წევრებს და გიორგი დავითაძის არჩევას აიძულებენ. სოსლან ზოიძე ამბობს, რომ შუახევის საკრებულოში კანდიდატების დასახელება აჭარის მთავრობისგან არის მართული, ადგილზე დეპუტატებს არავინ არაფერი ჰკითხა, რამაც დეპუტატების განაწყენება გამოიწვია. „გუშინ ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ …

22 000 ლარი – ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი საარჩევნო თვეში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ოქტომბერში შრომის ანაზღაურების სახით 22 ათასი ლარი აიღო. 2016 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თამარ ჟვანიამ 27 500 ლარი მიიღო. წელს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარემ ხელფასიც და დანამატიც გაორმაგებული ოდენობით აიღო. თამარ ჟვანიას ერთი თვის საშუალო ანაღაურება 5500 ლარია. ოქტომბერში თამარ ჟვანიას ხელფასი 11 000 გახდა, დანამატიც – …

სულიკო თებიძის გადაწყვეტილებით ენმ-ს წევრებს ბათუმის საკრებულოში კაბინეტი დაკეტილი დახვდათ

ბათუმის საკრებულო ენმ-ის წევრმა, მირდატ ქამადაძემ, ახლახან პოლიცია გამოიძახა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ბათუმის საკრებულოში თავიანთი ფრაქციის კაბინეტი დაკეტილი დახვდათ. მათი კაბინეტის კარებზე ამ დროისთვის ახალი აბრაა გამოკრული, რომ კაბინეტი ეკუთვნის „ქართული ოცნებას“. როგორც საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. მან თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს სხვა კაბინეტს საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის პირველ …

ქედის საკრებულოში სამი კომისიის თავმჯდომარედ ყოფილი თავმჯდომარეები აირჩიეს

ქედის ახალარჩეულ საკრებულოში ხუთი კომისიიდან სამს [სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურისა და საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა] წინა მოწვევის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეები უხელმძღვანელებენ. ქედის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ფარული კენჭისყრით ამირან დევაძე მეორედ გახდა, გოჩა გორგილაძე კი ისევ სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელი იქნება, ხოლო რეზო …

შს სამინისტროს განმარტება პატრულის მიერ შშმ პირისთვის „ინვალიდის“ ჩაწერასა და დაჯარიმებაზე

  მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია ახლახან დატოვა. მან რამდენიმე საათის წინ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ შიმშილობას იწყებდა, რადგან საპატრულო პოლიციამ დღეს ის უსამართლოდ დააჯარიმა, ხოლო  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მოიხსენია, როგორც „ინვალიდი“, რადგან ის ეტლით მოსარგებლეა. ჯემალ ჭელიძე ამბობდა, რომ დღეს, მას შემდეგ, რაც თავისი ავტომანქანით ავარიაში მოყვა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელიც …

გომის მთაზე ხანძარია

გომის მთაზე ხანძარია. კურორტზე ხანძარი ამ საღამოს გაჩნდა. სამაშველო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად მეტყევეებიც ცდილობენ. პროცესში ამ დროისთვის ვერტმფრენები ჩართული არ არიან. სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძარი მიწის მცირე ფართობზეა გაჩენილი.  

შშმ პირი, რომელიც მთავრობის სახლთან შიმშილობს: პატრულმა ინვალიდი მიწოდა

მოქალაქე ჯემალ ჭელიძე აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობს. ის შეზღუდული შესაძლებლობის პირია და პატრულის მოქმედებას აპროტესტებს, რიმელმაც ადმინისტრაციული სამართადარღვევის ოქმში მოიხსენია, როგორც “ინვალიდი”. ჯემალ ჭელიძე ხულოში ცხოვრობს, სოფელ ტუნაძეებში და ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება. გვიყვება, რომ დღეს დილით ხულოდან ავტომანქანით მოდიოდა ბათუმისკენ, როცა ხიჭაურის დასახლებასთან ახლოს სხვა ავტომანქანა დაეჯახა. “მძღოლმა გააჩერა, მაგრამ მალე წავიდა, არ მოგვაქცია …

ბათუმის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება საკრებულოში ორი ფრაქციის – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის შესახებ. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციას ნატალია ზოიძე უხელმძღვანელებს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე იქნება. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე სხდომაზე ბიუროს წევრებმა დაამტკიცეს 21 ნოემბრის საკრებულოს სხდომის …

Exit mobile version