კლინიკური ფსიქოფარმაკოლოგიის ფუძემდებელმა, დოქტორმა მორო დე ტურმა, 1844 წელს პარიზში „ჰაშიშის მომხმარებელთა კლუბი“ (Club des Haschischins) დაარსა. კლუბის მიზანი მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების უკეთ შესწავლა იყო. ჯგუფის ძირითადი წევრები: შარლ ბოდლერი, ეჟენ დელაკრუა, თეოფილ გოტიე, ჟერარ დე ნერვალი, ალექსანდრე დიუმა და სხვები ექსპერიმენტებში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები. დოქტორი დე მორო განსაკუთრებით ჰაშიშის ეფექტითა და ზემოქმედებით იყო …
Category Archives: მთავარი
ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია ბათუმსა და მარადიდში
“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 24 -25 ნოემბერს მარადიდის საჯარო სკოლასა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი წაიკითხავს. ლექციის თემა: კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები 24 ნოემბერი, სოფელი მარადიდი, მარადიდის საჯარო სკოლა. დისკუსიის დაწყების დრო: 14:00 საათი 25 ნოემბერი, ბათუმი – ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. დისკუსიის …
Continue reading “ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია ბათუმსა და მარადიდში”
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ვიცე-მერად დაინიშნა
რამდენიმე წუთის წინ, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერის მოადგილე და ვიცე მერი წარადგინა. მერის მოადგილედ ლელა სურმანიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ვიცე-მერად კი ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე დაინიშნა. თენგიზ პეტრიძე ინფრასტრუქტურის სფეროს გაუწევს კურირებას, ლელა სურმანიძე კი ჯანდაცვას. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ვინ დაიკავებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის …
Continue reading “მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ვიცე-მერად დაინიშნა”
მოქალაქის და მერის რწმუნებულის უერთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია
სოფელ ჭარნალში მცხოვრებმა ბაგრატ ცეცხლაძემ „ბათუმელებს“ მიმართა. მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მის საკუთრებაში, სახლთან ახლოს ხეების მოჭრა სურს. მოქალაქე ვარაუდობს, რომ ხეები ახალ ელექტროგაყვანილობას უშლის ხელს. თუმცა არ უარყოფს იმასაც, რომ ხეებზე დენი გადადის და, შესაბამისად, ის შეიძლება საშიშიც იყოს. ბაგრატ ცეცხლაძის ინფორმაციით, მის ეზოში ხეები იგივე მიზეზით ადრეც მოუჭრიათ: „რამდენიმე წლის …
Continue reading “მოქალაქის და მერის რწმუნებულის უერთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია”
ივანიშვილს მთავრობამ ციხისძირში 1 კვადრატული მეტრი მიწა 60 ლარად და უპირობოდ მიჰყიდა
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ჯამში 18 136 კვ/მ მიწის ნაკვეთები, აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, ანუ 1 კვ/მ მიწის ნაკვეთი – 60 ლარად და 60 თეთრად შეიძინა. ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ზღვისპირა …
სტატისტიკის მიხედვით თვითმკვლელობების რაოდენობა გაიზარდა
გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 161-მა ადამიანმა მოიკლა თავი, მათ შორის, 11 არასრულწლოვანი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს თვითმკვლელობათა რაოდენობა 2006 წელთან შედარებით ქალებში 2.8, ხოლო კაცებში 2.3 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს 15 წლამდე ასაკის ერთმა გოგომ მოიკლა თავი, 15-დან 19 წლამდე – 3 ქალმა და 7 კაცმა. 20 წლის ზემოთ …
Continue reading “სტატისტიკის მიხედვით თვითმკვლელობების რაოდენობა გაიზარდა”
ხულოში და ქედაში საკრებულოს ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს
დღეს 20 ნოემბერს, ქედის საკრებულომ თავმჯდომარედ შუქრი თურმანიძე 18 ხმით აირჩია. თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა ოპოზიციამ არ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ, ბაქარ ბარამიძემ, რამინ ბერიძემ, „ევროპული საქართველოდან“ – თემურ ავალიანმა, „პატრიოტთა ალიანსიდან“ გენადი არძენაძემ. ქედის ახალარჩეულ საკრებულოს 24 წევრიდან პირველ სხდომას ერთი წევრი, „პატრიოტთა ალიანსიდან“ გოჩა გათენაძე არ ესწრებოდა. საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს ხულოშიც. …
Continue reading “ხულოში და ქედაში საკრებულოს ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს”
შუახევის საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია – კანდიდატი „ოცნების“ მაჟორიტარია
დღეს, 20 ნოემბერს, შუახევის ახალარჩეული საკრებულო შეიკრიბა. „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს, გიორგი დავითაძე, რომელიც დაბის მაჟორიტარია, საკრებულოს 23 წევრიდან მხოლოდ 12-მა დაუჭირა მხარი. თავმჯდომარის არჩევისთვის 13 ხმა საკმარისი იყო. შუახევის საკრებულოში 24 წევრიდან 19 „ქართული ოცნებიდანაა“. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა საკრებულოს ერთმა წევრმა „ევროპული საქართველოდან“ მირზა თურმანიძემ. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც …
Continue reading “შუახევის საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია – კანდიდატი „ოცნების“ მაჟორიტარია”
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს
დღეს 20 ნოემბერს, ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა ანზორ დევაძემ გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო დასახელებული. „ქართულმა ოცნებამ“ სულიკო თებიძის კანდიდატურა დაასახელა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს ოპოზიციამ. სულიკო თებიძე „ქართულმა ოცნებამ“ თავმჯდომარედ 19 ხმით აირჩია. მან თავმჯდომარის მოადგილეების პოსტზე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლაშა …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს”
ბარცხანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი იპოვეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება 14:40 წუთზე მიიღეს. „ჩვენ როცა გავედით კარი უკვე გაღებული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, გარდაცვლილი ქალი დაახლოებით 24 წლის იქნება. დაახლოებით 3-4 საათის გარდაცვლილია“-გვეუბებიან …
Continue reading “ბარცხანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი იპოვეს”
ლაშა კომახიძე მერიის ანსამბლის რუსეთში გასტროლების დაფინანსებაზე
გასულ წელს ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის შესაძლო გასტროლზე რუსეთის ქალაქებში საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. მერიაში განმარტეს, რომ ღონისძიების შესახებ, რომელიც საკრებულოსთვის განსახილველად გადაგზავნილ ბიუჯეტის პროექტში იყო ჩაწერილი, მერთან შეთანხმებული არ ყოფილა. ვიზიტი ჩაიშალა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას გადაწყვეტს ბათუმის ახალარჩეული მერი თუ მერიის რომელიმე ორგანიზაცია რუსეთში მიწვევას ისევ მიიღებს: დააფინანსებთ თუ არა მუნიციპალური ანსამბლების რუსეთში …
Continue reading “ლაშა კომახიძე მერიის ანსამბლის რუსეთში გასტროლების დაფინანსებაზე”
ლაშა კომახიძის ხედვა მერიის ბიუჯეტიდან ვახშმების დაფინანსებაზე
რა დამოკიდებულება აქვს ბათუმის ახალარჩეულ მერს ისეთი ღონისძიებების დაფინანსებაზე, როცა ღონისძიების მთავარი ნაწილი ვახშამია, როგორიც იყო, მაგალითად, „პაემანი ბათუმთან“. ან ისეთი კომერციული ღონისძიებების დაფინანსებაზე, როგორიც იყო „აჭარა ფეშენ ვიკი“ და „მისტერ პლანეტა“. ამ თემებზე ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ამ ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილებას წინა წლებში არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ და არამიზნობრივ ხარჯად აფასებდნენ. ბატონო ლაშა, იყო …
Continue reading “ლაშა კომახიძის ხედვა მერიის ბიუჯეტიდან ვახშმების დაფინანსებაზე”
ნინო ინაიშვილი: უნდა დაისაჯოს კომპანია, რომელმაც ქვევრი გაანადგურა
ბათუმში, თამარის დასახლებაში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ქვევრის განადგურებასთან დაკავშირებით არქეოლოგი, საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე, ნინო ინაიშვილი ამბობს: „საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო იცავს კულტურულ მემკვიდრეობას და ყოველი მისი მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველა მოქალაქის ვალდებულება. თუ მოქალაქეა, კანონიც უნდა იცოდეს. მეორეა ის, რომ კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, …
Continue reading “ნინო ინაიშვილი: უნდა დაისაჯოს კომპანია, რომელმაც ქვევრი გაანადგურა”
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 600 ათას ლარად ჩაის პლანტაციას აშენებს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წელს 20 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის გაშენებას აპირებს. აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის განმარტებით, ჩაის გაშენება მსოფლიო ბაზარზე ჩაიზე მოთხოვნის ზრდის გამო გადაწყვიტეს. „აჭარაში არსებობს ცალკეული მიკროკლიმატური ზონები, სადაც ყველაზე ოპტიმალური ჩაის კულტურის განვითარებაა, რადგან ნიადაგური საფარველისა და სხვა კლიმატური პარამეტრების გამო სხვა კულტურების განვითარება შეუძლებელია. გარდა ამისა, ბოლო კვლევებით, …
Continue reading “აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 600 ათას ლარად ჩაის პლანტაციას აშენებს”
ვუდი ალენის ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში
ნიუ იორკის კინოფესტივალზე ვუდი ალენის ახალი ფილმის Wonder Wheel-ის პრემიერა გაიმართა. ფილმის სიუჟეტი 50-იანი წლების ნიუ იორკში, ლონგ-აილენდზე ვითარდება. გასართობი პარკის კარუსელების მფლობელის ცოლი, ჯინი, კაფეს ოფიციანტად მუშაობს. მისი ოცნება – კინომსახიობად იქცეს, დიდი ხნის დასამარებულია. ბეზრდება მეუღლე, შვილი და ოფიციანტის ყოველდღიური რუტინა. ჯინის საიდუმლო კავშირი აქვს მიკისთან, ახალგაზრდა მაშველთან, რამელიც მალევე უყვარდება. ყველაფერი რთულდება, …
ხვალ ღამით ამინდი მკვეთრად გაუარესდება
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ ღამით ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და გაწვიმდება. ამინდის პროგნოზის მიხედვით, 21 ნოემბრიდან მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარის სანაპირო ზოლში იწვიმებს, დროგამოშვებით იქნება ძლიერი წვიმა, მთაში – ითოვებს. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში 10-12 გრადუსი იქნება, მთაში -5, + 5 გრადუსი. გაძლიერდება სამხრეთ-დასავლეთის ქარი 18-22 მეტრი წამში. 21 ნოემბრის ღამეს მოსალოდნელია …
ბესიკ ამირანაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბესიკ ამირანაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. 2016-2017 წლებში ბესიკ ამირანაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ის ამ თანამდებობიდან 2017 წლის 9 ივნისს კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ბესიკ ამირანაშვილის კადრების განკარგულებაში გადასვლას წინ უძღოდა საერთაშორისო სკანდალი, – …
„ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობისა და საქსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას, კონკრეტულ შემთხვევებზე დროულ და ადექვატურ რეაგირებას, ძალადობის პრევენციას, ხელს უწყობს საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის და დაცვის სისტემის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების სამი ცენტრი …
Continue reading “„ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“”
20 ნოემბერს ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
ქალაქ ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს, 15 საათზე, გაიმართება. საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე წარიმართება შემდეგი დღის წესრიგით: [checklist] საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება; დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა; საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა. [/checklist] საკრებულოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით: [checklist] საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; საკრებულოს …
Continue reading “20 ნოემბერს ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება”
მიწის ნაკვეთები კურორტ „გოდერძიზე“ დროებითი ობიექტების მოსაწყობად – პირობებიანი აუქციონი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტ „გოდერძიზე“ მიწის 11 ნაკვეთს პირობებიანი აუქციონის წესით, იჯარით გასცემს. მიწის ნაკვეთებით სარგებლობის პერიოდი 2018 წლის მაისამდეა, აუქციონის საწყისი ფასი კი 150-200 ლარი თითოეულ ნაკვეთზე. მოიჯარეებმა 2017 წლის 10 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე უნდა განათავსონ თხილამურების გასაქირავებელი [4 ცალი] და სწრაფი კვების ობიექტის შესაბამისი [4 ცალი] მსუბუქი კონსტრუქციები, ხოლო …
აჭარის პოლიციას ავტომანქანების ტექმომსახურებისთვის 2,2 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს, თავის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისთვის 2 276 815 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამის ტენდერში გამარჯვებული, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად უნდა მოემსახუროს დეპარტამენტს. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ჩამონათვალში 17 ავტომობილი და ერთი კვადროციკლია, რომლებსაც შესაძლოა დასჭირდეს ტექნიკური მომსახურება, თუ შეკეთება. ავტომობილების მომსახურება გაწეული …
ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობაზე 187 450 ლარად დამცავ კედელს მოაწყობენ
სოფელ ხალაში, მდინარე ჩაქვისწყლის სასმელი წყლის ნაგებობის მიმდებარედ მდინარის სანაპიროს გამაგრებისთვის „ბათუმის წყალი“ 187 450 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. შესაბამისი ნებართვა კომპანიას აქვს. ნაპირგამაგრებისთვის მონოლითური რკინა-ბეტონის ჯებირი მოეწყობა. ამ სათავე ნაგებობიდან ხდება ქალაქ ბათუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების სასმელი წყლით უზრუნველყოფა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში მოსულმა ნალექმა დააზიანა სასმელი წყლის სათავე ნაგებობაზე წყალმიმღებ კაშხალთან მისასვლელი გზა …
Continue reading “ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობაზე 187 450 ლარად დამცავ კედელს მოაწყობენ”
სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, 1979 წელს დაბადებული ნ.ქ. ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 97 აბი და 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – აცხადებს შსს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს …
Continue reading “სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს”
ზვიად ქორიძე: რატომ მივდივართ დასავლეთში
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“. 14-15 ნოემბერს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ თხილნარის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე – „რატომ მივდივართ დასავლეთში“. გთავაზობთ ლექციის ნაწყვეტს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეხება. ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: „მთავარი ევროპული ღირებულება …
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავტომანქანების მრეცხავს ეძებს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ავტომანქანების მრეცხავის პოზიციაზე გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა, საკონკურსო განაცხადის მიხედვით შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სრულ განაკვეთზე, ხოლო მისი ანაზღაურება 625 ლარი იქნება. განაცხადის მიხედვით დასაქმების მსურველი უნდა იყოს პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ორგანიზებული და მას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. კონკურსი ორეტაპიანია. პირველი ეტაპზე განაცხადებს გადაარჩევენ, შემდეგი ეტაპი კი გასაუბრება იქნება. აჭარის ფინანსთა და …
Continue reading “აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავტომანქანების მრეცხავს ეძებს”
საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში
23 ნოემბერს, 19 საათზე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აჭარის ტელევიზიის საიუბილეო კონცერტია დაგეგმილი, კონცერტი ამავდროულად საქველმოქმედოა და შემოსული თანხა „ბერი ანდრიას ფონდში“ გადაირიცხება. ბილეთის ფასი 10 ლარია. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ რაჭველი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა, ნინო ქათამაძე, ზვიად ბოლქვაძე, ეკა მამალაძე, ვაჟა ტუღუში, სოფო ხალვაში და ნიკო ბერიძე.
ორდღიანი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში ტრაპიზონის გუბერნიაში სტუმრობით დასრულდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტი სტრაპიზონის გუბერნიაში სტუმრობით დაასრულა. აჭარის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ართვინისა და რიზეს რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატების და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან. ზურაბ პატარაძე ტრაპიზონის გუბერნატორს იუჯელ იავუზს და ტრაპიზონის მერს ორჰან ფევზი გუმრუქჩუოღლუს შეხვდა. ბათუმსა …
Continue reading “ორდღიანი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში ტრაპიზონის გუბერნიაში სტუმრობით დასრულდა”
ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას გეგმავენ
ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმის ინიციატივით ბათუმის საკრებულოს ნუგზარ ჩხაიძემ მიმართა. ბათუმის მოქმედი საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარის ნინო ბერაძის განმარტებით, კომისიაში ამ საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ბათუმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი უნდა დაიდგას, თუმცა შესაბამისი განკარგულება არ მოუმზადებიათ. ინიციატორი მიიჩნევს, რომ ძეგლი მემედ აბაშიძის, ზვიად გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში …
Continue reading “ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას გეგმავენ”
აჭარის დელეგაცია ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
16 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ქ.ბათუმის მერი ლაშა კომახიძე; აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე მეგრელიშვილი; აჭარის ა/რ სავაჭრო პალატის თავმჯდომარე …
Continue reading “აჭარის დელეგაცია ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება “
„ნატახტარისა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ ადვოკატირების კამპანია
დღეს, 17 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა-დისკუსია გაიმართა სადაც ,,ფონდმა ნატახტარმა“ და „კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ აჭარის რეგიონის დაინტერესებულ მხარეებს: არასამთავრობო ორგანიზაციებს, თვითმმართველობის ორგანოებს, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს ერთობლივი პროგრამა წარუდგინა. თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია „ნატახტარსა’’ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ შორის 2017 წლის ივლისში გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების მხარდაჭერაა. …
ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა
ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ სიყალბეს გამოძიება ქედის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ომარ ბერიძეს ედავებოდა, ასევე ქედის გამგეობის საფინანსო და ზედამხედველობის სამსახურების ყოფილ უფროსებს. დავის საგანი 2011 წელს ჩოგბურთის და ფრენბურთის სტადიონების მშენებლობა გახდა, რაზედაც თავის დროზე ტენდერი იყო გამოცხადებული. გამოძიების ვერსიით, ქედის გამგეობის ყოფილმა თანამდებობის პირებმა დაუსრულებელი სამუშაოები …
Continue reading “ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა”
ორი არასრულწლოვანი ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ორ არასრულწლოვანს. 17 წლის არასრულწლოვნებს ჯგუფური ყაჩაღობა ედებათ ბრალად. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანმა ბიჭებმა 6 ნოემბრის ღამეს ჩაქვში მოხუც ქალს დანის მუქარით წაართვეს ფული. ერთ-ერთი არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე ნიღბით იმყოფებოდა. ბრალდებულებმა მოხუც ქალს, რომელიც საკუთარ სახლში არაყს ყიდდა, 100 ლარი მოსთხოვეს. მოხუცმა არასრულწლოვნებს 80 ლარი მისცა. არასრულწლოვნები პოლიციამ რამდენიმე დღის …
Continue reading “ორი არასრულწლოვანი ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს”
ახალარჩეული მერების მოადგილეები აჭარაში
შუახევის მერმა, რამინ ფუტკარაძემ, პირველი მოადგილის პოზიციაზე ომარ ტაკიძე დანიშნა, მოადგილის თანამდებობაზე კი – ყოფილი გამგებლის, ტარიელ ებრალიძის მოადგილე რუსუდან შავაძე. ომარ ტაკიძე ბათუმის მერიაში მუშაობდა, ბოლო წლებში კი ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება შუახევის მერმა გუშინ, 16 ნოემბერს, დაწერა. ამ დროისთვის შუახევის გამგეობაში ვაკანტურია ერთი მოადგილის თანამდებობა. ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ, პირველ მოადგილედ …
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან, გამოძიების დაწყების მოთხოვნით
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ხელისუფლებას „სამართლიანობის აღდგენის“ დაპირება შეახსენეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ასლან აბაშიძის დროს უკანონოდ გასხვისდა მაღაზია „მაგნოლია“ კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე. მაღაზიის ყოფილმა მფლობელებმა სასამართლოს ყველა ინსტანცია წააგეს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ საქმე ხელახლა უნდა შეისწავლონ სამართალდამცველებმა. „ჩვენ ვდავობთ 1996 წლიდან, როცა მაღაზიიდან პირდაპირ გამოვყარეს და ქუჩაში დაგვტოვეს,“ …
Continue reading “აქცია აჭარის მთავრობის სახლთან, გამოძიების დაწყების მოთხოვნით”
გიორგი ანწუხელიძის ქუჩა ბათუმში
ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის ქუჩად გარდაქმნისა და ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტი ბათუმის მოქმედმა საკრებულომ მოამზადა. ინიციატორი საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე, დიმიტრი დარჩიაა. ქუჩაზე სახელის მინიჭების შემთხვევაში, კომისიის თანხმობის შემდეგ, შესაბამის სამთავრობო კომისიას უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც საკრებულო გადაწყვეტილებას კენჭისყრით მიიღებს. საკრებულოს …
შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – სემინარი ბათუმში [ანონსი]
20 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 21-ე აუდიტორიაში ჩატარდება სემინარი თემაზე: „საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა.“ მომხსენებელი, გიორგი ახმეტელი ისაუბრებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, სამედიცინო და სოციალურ მიდგომებს შორის განსხვავებებზე და ასევე, მსმენელებს გაუზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ მაკკეინის ინსტიტუტში მიღებულ გამოცდილებას. სემინარის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“. 2010 წლიდან ორგანიზაცია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებრივი …
Continue reading “შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – სემინარი ბათუმში [ანონსი]”