რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 438 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 217 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 25 019 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 46 794 …

გრიგოლ ბესელია M2-ის დაცვის უფროსად დაასაქმეს – TV „პირველი“

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და ცრუმოწმეა, სამსახურიდან წასვლის შემდეგ სამშენებლო კომპანია M2-ის დაცვის უფროსად დანიშნეს. გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი 4 აპრილს დატოვა. 2025 წლის მაისში იგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს, მალევე კი ამ თანამდებობიდანაც გაუშვეს. …

თოყაევმა პუტინს შესთავაზა, რომ უკრაინაში ომი გაიყინოს – „ეს უნდა შეჩერდეს.

რუსული მედიის თანახმად, დღეს, 25 ივლისს, პირადად პუტინის თანდასწრებით ისაუბრა ყაზახეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ომის შეჩერების აუცილებლობაზე. ამის შესახებ ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ომსკში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტი ყაზახეთისა და რუსეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XXII ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. „ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს. რადგან, ჩემი მტკიცე რწმენით, რაც ახლა ხდება, მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებსა ემსახურება …

როგორ გაიზარდა ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით? – „ეს არის რუსული მოდელი“

„ოცნების“ მთავრობა აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის შემდეგ, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში 3 553 ნარკოდანაშაულის [სსკ-ის 260 – 274 მუხლები] შემთხვევა დაფიქსირდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 1738 ნარკოდანაშაულის ფაქტის ჩადენა დაფიქსირდა. მხოლოდ ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით გაიზარდა. „ეს არის რუსული მოდელი – …

ერგესთან ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

თვითმხილველის ინფორმაციით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგესთან ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი ახალგაზრდა კაცი, მათგან ერთი მსუბუქად არის დაშავებული, მეორე შედარებით მძიმედ,  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 437 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 450. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 208 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 25 011 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 46 724 …

ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოავარია დღეს, 25 ივლისს, გამთენიისას მოხდა ვაჟა-ფშაველასა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ტურისტებით სავსე სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. თვითმხილველთა თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, მგზავრები სამარშრუტო ტაქსიდან გადმოცვივდნენ.

სად აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტით

სახელმწიფოს საკუთრებაში ცალკე საკადასტრო კოდად დაარეგისტრირეს ნაკვეთი მდინარე ჭოროხზე, რომელიც ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის პროექტის არეალშია და სადაც საავტომობილო ხიდი უნდა აშენდეს. ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე მოქმედი [ე.წ. გონიოს] ხიდიდან ზემოთ, დაახლოებით 2,4 კილომეტრით იქნება დაშორებული. ხიდი ბათუმის შემოვლით გზას ქალაქის სამრეწველო ზონიდან დააკავშირებს გვირაბს, რომლის მშენებლობაც ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში დაიწყება. ჭოროხის კალაპოტის სიგანე, იმ ადგილზე, …

6 თვეში ჯარიმებიდან 148 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან 2026 წლის ბიუჯეტში, 6 თვეში, 148 მილიონი ლარი შევიდა. სახელმწიფო ხაზინის ანგარიშის მიხედვით ამ თანხიდან 59.3 მილიონი ცენტრალურ ბიუჯეტში, 89 მილიონი კი – თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტში შევიდა. მათ შორის, პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმამ 11 მილიონ 193 937 ლარი შეადგინა; უბილეთოდ მგზავრობის გამო გადახდილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 მილიონ 660 792 …

“უყოყმანოდ დავთანხმდი” – დედის რძის პირველი ბანკის პირველი დონორი ბათუმიდან

10 ივლისს ბათუმში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ქალის რძის პირველი ბანკი გაიხსნა. ეს პირველი შემთხვევაა როცა საქართველოში და რეგიონში ქალის რძის ბანკი იხსნება. როგორც ბათუმის ბავშვთა ჰოსპიტლის ადმინისტრაცია განმარტავს, ახალი პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას. დედის რძე განსაკუთრებით აუცილებელია იმ ჩვილებისთვის, რომლებიც სიცოცხლის პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული სამედიცინო …

რატომ ჩაქრა მთელ ქვეყნაში დენი 4 საათით – ინტერვიუ ენერგეტიკოსთან

24 ივლისს, ღამით, მთელ საქართველოში ელექტროენერგია დაახლოებით 5 საათით გაითიშა. დენი არ მიეწოდებოდა არცერთ სტრატეგიულ ობიექტს. გასვლა ვერ შეძლო თბილისი-ბათუმის მატარებელმა. ამ დროის მანძილზე არცერთ ოფიციალურ უწყებას არ გაუკეთებია განმარტება, რამ გამოიწვია მთელი ქვეყნის ჩაბნელება. რამდენად მოწყვლადია ქვეყნის ენერგოსისტემა და რას შეიძლება გამოეწვია მასობრივი გათიშვა ქვეყანაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა. ბატონო …

11-11 წელი მიუსაჯეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებულებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამნაშავედ ცნო. საუბარია ბათუმში, 2026 წლის მარტში დაკავებულ პირებზე, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი – უცხო ქვეყნის. სპეცოპერაცია ბათუმში სუს-მა ჩაატარა. „მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ, მისი ლიდერის …

ცოლის მკვლელობის მცდელობის და დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პროკურატურამ მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შემთხვევა 22 ივლისს მოხდა მარნეულში. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით დაზიანებები მიაყენა, ასევე არასრულწლოვანის თანდასწრებით იძალადა საკუთარი დედის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე …

აჭარის მთავრობა ჩაქვში უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას, ამ ადგილზე მშენებლობის პირობით ყიდის

აჭარის მთავრობა ყიდის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობას ჩაქვში – 13 147 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობას, რომელიც 2508.53 კვ.მეტრია. პირობიანი აუქციონის საწყისი ფასით 5 მილიონ ლარია. დაზუსტებული საწყისი ფასი 4 900 000 ლარია, ბიჯი 125 000 ლარი. აუქციონი 10 ივლისს გამოაცხადეს და 30 ივლისს უნდა დასრულდეს. აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო საფასური …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივლისის 21 საათიდან 25 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა,  ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან …

რუსეთში, Wildberries-ის საწყობებში კვლავ ხანძარი გაჩნდა დრონების თავდასხმის შედეგად

პარასკევს, 24 ივლისს, ღამით, სანქტ-პეტერბურგზე, ლენინგრადის ოლქსა და ტვერზე დრონებით თავდასხმების შედეგად Wildberry-ის საწყობებში ხანძარი გაჩნდა. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ დაადასტურა ხანძარი ვსევოლოჟსკის ოლქის სოფელ ნოვოსარატოვკაში მდებარე Wildberries-ის საწყობში. მედიის ცნობით, თავდასხმის შემდეგ Wildberries-მა შეაჩერა მუშაობა სანქტ-პეტერბურგში არსებულ ორ საწყობში. ასევე, ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლში მდებარე Wildberries-ის დახარისხების ცენტრი ევაკუირებულ იქნა. Wildberries-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 436 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 201 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 25 000 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 46 646 …

ქვეყნის მასშტაბით დენი ავარიულად გაითიშა – „ელექტროსისტემის“ განცხადება

საქართველოს ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს დღეს, 24 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ელექტორენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით. „დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს. ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. …

დენი არ მიეწოდება ქვეყნის დიდ ნაწილს – გათიშულია ქალაქები და რეგიონები

24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე ელექტროენერგია გაითიშა ბათუმში, თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში. მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდან ფეისბუქზე წერენ, რომ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. „სახელმწიფო ელექტროსისტემიდან არ მოგვეწოდება ძაბვა“ – უთხრეს „ბათუმელებს“  „ენერგო პრო-ჯორჯიაში“. აქ განმარტეს, რომ დენის გათიშვა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა. ამ დრომდე [00:50 სთ] გათიშვის მიზეზის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია სახელმწიფო ელექტროსისტემას. …

როგორ უნდა გადანაწილდეს კომერციული ობიექტები ბულვარში გენგეგმის მიხედვით

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბულვარის გენგეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა უნებართვო კომერციული ობიექტების დაშლით დაწყო, თუმცა რამდენიმე გამონაკლისი დაუშვეს და გენგეგმაში შესაბამისი ცვლილებებიც შეიტანეს. შეუსაბამო ნაგებობების ნგრევის პროცესს აქტიურად ეხმაურებოდა და მხარს უჭერდა საკრებულოში „ოცნების“ უმრავლესობა. ამაში, თავისთავად, ცუდი არაფერია, იმ შემთხვევაში, თუ მიდგომა შერჩევითი არ იქნება და მერია რეალურად „გაჰყვება“ სპეციალისტების მიერ შემუშავებულ დოკუმენტს. ბათუმის ბულვარის გენგეგმაზე …

როგორ ხსნის დასანქცირებული რუსული Wildberries ოფისებს საქართველოში

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის სამხედროებმა იერიში მიიტანეს რუსულ უმსხვილეს ონლაინ სავაჭრო ქსელის Wildberries-ის სათაო ოფისებზე. უკრაინული და სხვა გამოცემების მიხედვით, განადგურებულია კომპანიის საწყობების 552 000კვ.მეტრი ფართობი, რაც ბაზრის ლოჯისტიკური შესაძლებლობების დაახლოებით 10%-ია. კომპანია Wildberrie-ი, რუსეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს ტატიანა კიმს ეკუთვნის. თუმცა 2024 წლის ზაფხულში Wildberries-ი შეუერთდა რუსეთის უმსხვილეს სარეკლამო ოპერატორს, Russ Group-ს. ამ გაერთიანების …

პროფესორის გოგოზე თავდასხმის საქმე ბათუმში – რა გაარკვია ბსუ-მ, შს სამინისტრომ

რა დაადგინა გამოძიებამ და რა რეაგირება მოახდინა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესორის მიერ ახალგაზრდა აქტივისტების თავდასხმის საქმეზე? – შეკითხვით შსს-ს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. საუბარია დაახლოებით 2 თვის წინ – 2026 წლის 28 მაისს მომხდარ შემთხვევაზე: ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბსუ-ს შესასვლელთან ახალგაზრდა აქტივისტები თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის პეტიციაზე …

ბზარები კრემლის კედლებში: როგორ ანგრევს უკრაინის დარტყმები პუტინის სტაბილურობის ილუზიას

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ როდესაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსულ საზოგადოებასთან დადებული უთქმელი პირობა მარტივი იყო: ცხოვრება მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა. თუმცა, ეს ილუზია სწრაფად იმსხვრევა, რადგან უკრაინა სიღრმისეული დარტყმების კამპანიას აფართოებს და იერიშებს ახორციელებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სატრანსპორტო მარშრუტებსა და „ჩრდილოვან ფლოტზე“. ატლანტიკური საბჭოს (ატლანტიკური …

„გაქცეულია, მაგრამ პოლიციამ იცის ვინ არის“- ბათუმში დაჭრილი კაცის მამა

22 ივლისს ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ბაჩო ბერიძის მდგომარეობა, მძიმეა. როგორც დაჭრილის მამა „tv პირველთან“ საუბარში ამბობს, მის შვილს და სავარაუდო ბრალდებულს, სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონიათ მანამდე. „წალაპარაკება იყო მათ შორის, თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, რაზე. თუმცა ხელდახელ ჩხუბი არ ყოფილა. იმ დღესაც, როცა ჩემი შვილი კაფეში იყო, შელაპარაკებაც კი არ ჰქონიათ, მოტოციკლით ჩამოირა …

„ყოველი დღე ჩვენი გამარჯვებით სრულდება, სანამ არ დავნებებულვართ“ – ზუგდიდელი აქტივისტის წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი ზუგდიდელი აქტივისტი, ალექსანდრე ჩილაჩავა ციხიდან წერილს ავრცელებს. მის წერილში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ალექსანდრე ჩილაჩავა პროტესტის მონაწილეებს და ოპოზიციას მიმართავს. „გამარჯობა მეგობრებო, თანამებრძოლებო, ყველას მაგრად გაფასებთ… ყველაფერში ვგრძნობ თქვენ თანადგომას, რაც მთავარია – საერთო ბრძოლაში. მაბედნიერებს თქვენი არსებობა. არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლა, როცა ერთ ნავში ვსხედვართ, ერთი იდეისთვის ვიბრძვით. მე ვიცი როგორია …

„კაფეში ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს“ – ძარცვის 2 საქმე ბათუმის სასამართლოში

22 ივლისს ძარცვის ორი საქმე განიხილეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ერთ შემთხვევაში, პროკურატურის მტკიცებით, კაცი კაფეში გაძარცვეს – ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს, მეორე შემთხვევაში კი, თურქეთის ორ მოქალაქეს წაართვეს ქუჩაში პირადი ნივთები, მათ შორის, მაჯის საათი. „როდის გამომკითხეთ, ყველაფერი რომ გადაწყვიტეთ მერე?“ – მიმართა სასამართლო სხდომაზე პატიმრობაში მყოფმა ბრალდებულმა ბექა თ.-მ გამომძიებელს. სხდომაზე მოსამართლე …

14 წლამდე მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 10 წელი მიუსაჯეს

14 წელს მიუღწეველი მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაში და ადევნებაში ბრალდებულს 10 წელი მიუსაჯეს. პროკურატურის ცნობით, გადაწყვეტილება გორის სასამართლომ მიიღო. „დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ცდილობდა მასთან ნდობაში შესვლას. ასევე, მის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა“ – წერს პროკურატურა. ბრალდებულს ბრალდება ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით …

ბათუმში ქალმა 59 წლის ასაკში შვილი გააჩინა

19 წლიანი ლოდინის შემდეგ, ოზურგეთელ წყვილს, ნანა ურუშაძესა და გენადი ხომერიკს შვილი შეეძინათ. ნანა ურუშაძე-ხომერიკმა პირველი შვილი 59 წლის ასაკში გააჩინა. „ქალბატონი ნანა რეპროდუქტოლოგის მიერ დროულად იქნა გადმომისამართებული ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, სადაც ორსულობა მესამე დონის ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში მიმდინარეობდა,“ – ნათქვამია კლინიკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საკეისრო კვეთა ორსულობის 34-ე კვირაზე, 16 ივლისს ჩატარდა. …

ბათუმში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნურ სუნთქვაზეა

ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მას რამდენიმე ტყვია მუცლის არეში ქონდა მოხვედრილი და რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. 31 წლის კაცს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის ბოლოში გუშინ, 22 ივლისს ესროლეს. თვითმხილველების თქმით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე …

23 ივლისის მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 434 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 191 ერთეული [+28] ჯავშანტექნიკა – 24 994 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 46 570 …

„სარფის 8 კმ გვირაბის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება“ – თუმცა ჯერ ხელშეკრულება არ არის დადებული

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით „ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ რამდენიმე კვირაში გვირაბის მშენებლობა დაიწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით კი, გზის მშენებელ კომპანიასთან ჯერ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. „სულ რამდენიმე კვირაში დაიწყება სარფის 8-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა“, – ეს განცხადება „ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ 21 ივლისს გააკეთა.  „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. ჩვენ დავინტერესდით, …

რას ითხოვს ბათუმის მერია „გრანდ მოლისგან“, რომლის შენობაც ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა

ბათუმის მერია თანახმაა შპს „გრანდ მოლს“ პირდაპირი წესით და პირობებით შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე 57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიყიდოს. მიწა დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მაგრამ მას პირდაპირი წესით ვერ განკარგავს, ქონება ჯერ აჭარის მთავრობას უნდა გადაეცეს, მთავრობა კი „გრანდ მოლს“ გადასცემს. 57 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის აჭარისთვის გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 2026 წლის 24 …

სროლა ბათუმში – დაჭრილია 1 ადამიანი

დღეს, 22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია 31 წლის კაცი. თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა. ბათუმელების ინფორმაციით, მინიმუმ 7 ტყვიაა გაისროლეს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან უბანში ადგილზე იმყოფება პოლიცია. დაჭრილი კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტრო მომხდართა დაკავშირებით, ჯერჯერობით, არაფერს …

„ცენზურის შექმნის კიდევ ერთი მაგალითი“ – საია ვახო სანაიას ფეისბუქის პოსტისთვის დაპატიმრებაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება „ფორმულას“ ჟურნალისტის, ვახო სანაიას 14 დღით ადმინისტრაციულ დაპატიმრებას ფეისბუქ პოსტებით შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო. „სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს. იგი ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს, რომელთაც ქართული …

კურორტ გომისმთაზე 3 სახლი დაიწვა

გურიაში, კურორტ გომისმთაზე სამი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა წუხელ, 21 ივლისს მოხდა. როგორც სოციალურ ქსელში თვითმხილველები წერენ, ხანძრის ჩაქრობა ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ოზურგეთიდან კურორტზე ავიდა სახანძროს მანქანაც, თუმცა მოქალაქეების თქმით, ამ დროს ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო. ოზურგეთის მერიის პრესცენტრში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კურორტზე მუშაობენ სახანძრო სამსახურის, ასევე სასწრაფო-სამედიცინო …

სარფსა და ფოთში იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკანონოდ იარაღის შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის და ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიებზე, ავტომობილების დათვალიერებისას, „ნივთმტკიცებად ამოიღეს 500-მდე საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, 2 000-ზე მეტი ტყვიის მასრა, 900-მდე მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2,5 კილოგრამი დენთი. დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში …

Exit mobile version