მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას | ამინდის პროგნოზი

12.02.2021 • 1730
როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 12 თებერვლის 21 საათიდან ხვალ, 13 თებერვლის 21 საათამდე,  აჭარაში  მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად ქარი შესაძლოა გაძლიერდეს 17-22მ/წმ-დე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 –3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 14 თებერვალს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი  – თოვა, თუმცა ორშაბათს, 15 თებერვალს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: